• ესე

    ნოდარ კაკაბაძე

    შო­თა რუს­თ­ვე­ლი და ვოლ­ფ­რამ ეშ­ენ­ბა­ხე­ლი _ რამ­დე­ნი­მე ტი­პო­ლო­გი­უ­რი პა­რა­ლე­ლი და ან­ა­ლო­გია

    “მიჯ­ნუ­რი შმაგ­სა გვიქ­ვი­ან არ­ა­ბუ­ლი­თა ენ­ი­თა”

    შო­თა რუს­თ­ვე­ლი

    “მეჯ­ნუნს უწ­ო­დე­ბენ – არ მინ­და ვთქვა, რომ ის ნამ­დ­ვი­ლი შმა­გია.

    ნუ გან­მი­კითხავთ,

    თა­ვი მეჯ­ნუ­ნად რომ მო­მაქვს”.

    გო­ე­თე, და­სავ­ლურ-აღ­მო­სავ­ლუ­რი დი­ვა­ნი

    (პწკა­რე­დუ­ლი თარ­გ­მა­ნი)

    “გუ­ლი ვი­ჯე­როთ ტი­რი­ლით! ეს სირ­ცხ­ვი­ლი არ არ­ის,

    მტი­რა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ჯა­ბან­ნი არ არ­ი­ან”.

    გო­ე­თე, იქ­ვე.

    რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა “მიჯ­ნუ­რი”, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს შეყ­ვა­რე­ბულს, მეტ­რ­ფეს, სატ­რ­ფოს, სიყ­ვა­რუ­ლით გაშ­მა­გე­ბულს, არ­ა­ბუ­ლი “მეჯ­ნუ­ნი”-და­ნაა ნა­წარ­მო­ე­ბი.

    …ზუს­ტად არ ვი­ცით, რო­დის და­ი­ბა­და და რო­დის გარ­და­იც­ვა­ლა შო­თა რუს­თ­ვე­ლი. ას­ე­ვე უც­ნო­ბია ვოლ­ფ­რამ ეშ­ენ­ბა­ხე­ლის ცხოვ­რე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღე­ბი. მაგ­რამ მა­ინც შე­იძ­ლე­ბა მი­ახ­ლო­ე­ბით ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ის­ი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ნი იყვ­ნენ: შო­თას უნ­და ეც­ოცხ­ლა XII სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში და უნ­და გარ­დაც­ვ­ლი­ლი­ყო XIII სა­უ­კუ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვოლ­ფ­რა­მის ცხოვ­რე­ბის მი­ახ­ლო­ე­ბი­თი თა­რი­ღე­ბია: 1170-1220. შო­თას “ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი” 1189 და 1207 წლებს შო­რის უნ­და იყ­ოს შექ­მ­ნი­ლი, ხო­ლო “პარ­ცი­ფა­ლი” 1200 წლის სი­ახ­ლო­ვეს უნ­და იყ­ოს დაწყე­ბუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 1210 წელს – დას­რუ­ლე­ბუ­ლი.

    სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცნო­ბი­ლია ორი ად­გი­ლი, რუს­თა­ვის სა­ხე­ლით რომ არ­ის შე­სუ­ლი ის­ტო­რი­ა­ში. ას­ე­ვეა რამ­დე­ნი­მე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი: ეშ­ენ­ბა­ხი (ანს­ბახ­თან მდე­ბა­რე ფრან­კუ­ლი ობ­ერ-ეშ­ენ­ბა­ხია გან­სა­კუთ­რე­ბით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვოლ­ფ­რა­მის სა­ხელ­თან, ამ­ჟა­მად ვოლ­ფ­რამს ეშ­ენ­ბა­ხი ჰქვია). რუს­თ­ვე­ლი­ცა და ფონ ეშ­ენ­ბა­ხიც სა­ხე­ლე­ბი კი არაა, არ­ა­მედ ზედ­წო­დე­ბე­ბი. უპ­ი­რა­ტე­სად რუს­თ­ვე­ლო­ლო­გე­ბი იქ­ით­კენ იხ­რე­ბი­ან, რომ შო­თა მეს­ხე­თის რუს­თა­ვი­დან იყო. ას­ე­ვე უფ­რო სარ­წ­მუ­ნო ჩანს შუა ფრან­კო­ნი­ი­დან ვოლ­ფ­რა­მის ჩა­მო­მავ­ლო­ბა.

    …”ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი­ცა” და “პარ­ცი­ფა­ლიც” ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეპ­ი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის, სა­რა­ინ­დო რო­მა­ნის ორი უმ­აღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლია.

    ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, შო­თა­ცა და ვოლ­ფ­რა­მიც სტა­დი­ა­ლურ-ტი­პო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით პა­რა­ლე­ლუ­რი, ად­ეკ­ვა­ტუ­რი, ან­ა­ლო­გი­უ­რი ფე­ნო­მე­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც კულ­ტუ­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ახ­ლო­ე­ბით ერთ­სა და იმ­ა­ვე სა­ფე­ხუ­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ. “ფაქ­ტია, რომ იმ დროს ევ­რო­პა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი სის­ტე­მა მსგავ­სი იყო ქარ­თუ­ლი­სა გა­სა­ო­ცა­რია თვით ტერ­მი­ნე­ბის იდ­ენ­ტუ­რო­ბა, რო­მელ­ნიც იმდ­რო­ინ­დელ სო­ცი­ა­ლურ ვი­თა­რე­ბებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებს და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ. იმდ­რო­ინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი და და­სავ­ლე­თევ­რო­პუ­ლი სა­რა­ინ­დო ინს­ტი­ტუ­ტე­ბი და სა­კა­რო ცხოვ­რე­ბა უფ­რო მე­ტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მსგავ­სი და იმ­ავ­დ­რო­უ­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა იმ­ა­ვე სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით იყო გამ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი, რო­გო­რი­თაც პრო­ვან­სუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი. ამ­ი­ტო­მაც “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” ევ­რო­პე­ლი მკითხ­ვე­ლი ნაკ­ლე­ბად გა­იხ­სე­ნებს აღ­მო­სავ­ლელ პო­ე­ტებს, უმ­ალ პრო­ვან­სელ ტრუ­ბა­დუ­რებ­სა და გერ­მა­ნელ მი­ნე­ზენ­გე­რებს მო­ი­გო­ნებს, იმ ორ­ი­ენ­ტა­ლუ­რი სამ­კა­უ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მელ­თაც ქარ­თულ სა­რა­ინ­დო რო­მან­ში ვპო­უ­ლობთ. რა­ინ­დუ­ლი მსა­ხუ­რე­ბა, ვა­სა­ლის ერთ­გუ­ლე­ბა პატ­რო­ნი­სად­მი, – რა­ინ­დ­თა ფე­ნა, ქა­ლის გაღ­მერ­თე­ბა, მიჯ­ნუ­რო­ბა და ერთ­გუ­ლე­ბა მის­და­მი, მი­სი შე­უწყ­ვე­ტე­ლი მსა­ხუ­რე­ბა, რო­გორც უმ­აღ­ლე­სი პატ­რო­ნი­სად­მი – მე­ფი­სად­მი, მე­გობ­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვის გა­წირ­ვამ­დე, მე­გობ­რი­სათ­ვის, ძმად­ნა­ფი­ცი­სათ­ვის და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­სათ­ვის – ეს ყო­ვე­ლი­ვე რუს­თ­ვე­ლის “ვეფხის­ტყა­ო­სან­ში” ის­ე­ვეა ხოტ­ბა­შეს­ხ­მუ­ლი, რო­გორც ამ­ას და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ტრუ­ბა­დუ­რე­ბი­სა და მი­ნე­ზენ­გე­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ვხვდე­ბით” (იხ.მი­ხე­ილ წე­რე­თე­ლი, შე­სა­ვა­ლი წე­რი­ლი “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” წე­რეთ­ლი­სე­უ­ლი პრო­ზა­უ­ლი გერ­მა­ნუ­ლი თარ­გ­მა­ნი­სათ­ვის;

    “ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი” და “პარ­ცი­ფა­ლი” (აგ­რეთ­ვე ნა­წი­ლობ­რივ “ვი­ლე­ჰალ­მიც” – ვოლ­ფ­რა­მის მე­ო­რე, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ეპ­ო­სი – იწ­ე­რე­ბო­და 1211 და 1218 წლებს შო­რის), ერ­თი მხრით, წარ­მო­ად­გე­ნენ შე­მა­ჯა­მე­ბელ თხზუ­ლე­ბებს, რო­მელ­ნიც ერთ­გ­ვა­რად და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად აჯ­ა­მე­ბენ და აგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბენ ად­რე­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქრის­ტი­ა­ნულ კულ­ტუ­რა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას და, მე­ო­რე მხრით, და, ამ­ა­ვე დროს, გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­რა­ინ­დო კულ­ტუ­რის პი­რო­ბი­თო­ბი­სა და ყავ­ლ­გა­სუ­ლო­ბის (დრო­მოჭ­მუ­ლო­ბის) დაძ­ლე­ვა-ნე­გა­ცი­ის ტენ­დენ­ცი­ა­სა და სიმ­პ­ტო­მებს. და მა­ინც ის­ი­ნი აყ­ე­ნე­ბენ ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბო­ლო ფა­ზის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის იდ­ე­ა­ლებს. ორ­ი­ვე რო­მა­ნი დებს ხიდს ად­რე­ულ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­სა და ად­რე­ულ რე­ნე­სანსს შო­რის – ორ­ი­ვე უახ­ლოვ­დე­ბა პრე­რე­ნე­სანსს, უფ­რო მე­ტიც, ორ­ი­ვე თხზუ­ლე­ბა პრე­რე­ნე­სან­სის ელ­ე­მენ­ტებ­სა და ტენ­დენ­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს (პრე­რე­ნე­სან­სი სა­რა­ინ­დო კულ­ტუ­რის წი­აღ­ში იღ­ებს სა­თა­ვეს).

    შო­თა და ვოლ­ფ­რა­მი – ორ­ი­ვე­ნი უმ­ღე­რი­ან და ხოტ­ბას ას­ხა­მენ ცოლ-ქმრულ სიყ­ვა­რულს, ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­რა­ინ­დო მიჯ­ნუ­რო­ბის სა­პი­რის­პი­როდ (ტრუ­ბა­დუ­რუ­ლი და მი­ნე­ზენ­გე­რუ­ლი ლი­რი­კა ამ მხრივ სა­პი­რის­პი­რო სუ­რათს გვიჩ­ვე­ნებს). ორ­ი­ვე ავ­ტო­რის სიყ­ვა­რუ­ლის თე­ო­რი­ა­სა და პრაქ­ტი­კა­ში ნა­თე­სა­უ­რი ელ­ე­მენ­ტე­ბი და სიმ­პ­ტო­მე­ბი და­ი­ძებ­ნე­ბა.

    მა­შა­სა­და­მე, შო­თა­ცა და ვოლ­ფ­რა­მიც სა­რა­ინ­დო მსა­ხუ­რე­ბი­სა და მიჯ­ნუ­რო­ბის ინს­ტი­ტუ­ტის რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი არ­ი­ან (გა­უთხო­ვა­რი ქალ­წუ­ლი­სა და მი­სი მიჯ­ნუ­რის სა­ბო­ლოო ცოლ-ქმრუ­ლი იდ­ე­ა­ლი ტრუ­ბა­დუ­რულ-მი­ნე­ზენ­გე­რუ­ლი პო­ე­ზი­ის გათხო­ვი­ლი ბა­ნო­ვა­ნის თაყ­ვა­ნე­ბის სა­პი­რის­პი­როდ. შო­თა­ცა და ვოლ­ფ­რა­მიც პრინ­ცი­პუ­ლად ცვლი­ან მიჯ­ნუ­რო­ბის ში­ნა­არსს. იცვ­ლე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის ობ­ი­ექ­ტი: სხვი­სი ცო­ლის, კე­თილ­შო­ბი­ლი, დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი პატ­რო­ნის მე­უღ­ლის ად­გილს იკ­ა­ვებს ქალ­წუ­ლი, რო­მე­ლიც გულ­წ­რ­ფე­ლად უყ­ვარს რა­ინდს და რო­მელ­თა­ნაც ჰარ­მო­ნი­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბაა მი­სი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი).

    შო­თა­ცა და ვოლ­ფ­რა­მიც სა­რა­ინ­დო მიჯ­ნუ­რო­ბას მეტ­ნაკ­ლე­ბად მაქ­სი­მა­ლუ­რად, თით­ქ­მის მთლი­ა­ნად ათ­ა­ვი­სუფ­ლე­ბენ ზედ­მე­ტი პი­რო­ბი­თო­ბი­სა და გა­რეგ­ნულ ფორ­მა­ლო­ბა­თა­გან (“პარ­ცი­ფალ­ში” არ­ა­ერ­თხე­ლაა ნაჩ­ვე­ნე­ბი დრო­მოჭ­მუ­ლი სა­რა­ინ­დო ეტ­ი­კე­ტის ზო­გი­ერ­თი წე­სის უაზ­რო­ბა და დამ­ღუპ­ვე­ლო­ბა, რა­ინ­დის საქ­ცი­ე­ლი თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა თვით­მიზ­ნურ გმი­რო­ბა­სა და ფა­თე­რა­კებ­ზე გა­მო­დევ­ნე­ბი­სა­გან. რა­ინ­დო­ბა თან­და­თან ძლევს თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ახ­ალ­გაზ­რ­დულ, და­უდ­გ­რო­მელ, უგ­ო­ნო, ან­გა­რიშ­მი­უ­ცე­მელ ფა­ზას და გა­და­დის რა­ინ­დის საქ­ცი­ე­ლის ზნე­ობ­რი­ვი ში­ნა­არ­სი­თა და მიზ­ნე­ბით შევ­სე­ბი­სა და გამ­ს­ჭ­ვალ­ვის ფა­ზა­ზე).

    …”ვეფხის­ტყა­ოს­ნის” ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გმი­რი ავ­თან­დი­ლი არ­ა­ბია, უბ­ად­ლო მიჯ­ნუ­რი (მეჯ­ნუ­ნი), იდ­ე­ა­ლუ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რა­ინ­დი – გა­ვიხ­სე­ნოთ ტა­ე­პი “ვეფხის­ტყა­ოს­ნი­დან”: “მიჯ­ნუ­რი შმაგ­სა გვიქ­ვი­ან არ­ა­ბუ­ლი­თა ენ­ი­თა”. ვოლ­ფ­რა­მის მე­ო­რე ეპ­ოს­ში – “ვი­ლე­ჰალ­მ­ში” უპ­ი­რა­ტე­სად და მა­ინ­ც­და­მა­ინც არ­ა­ბე­ბი არ­ი­ან იდ­ე­ა­ლუ­რი მიჯ­ნუ­რე­ბი, იდ­ე­ა­ლუ­რი აშ­იკ­ნი.

    …სა­ერ­თო აქვს ორ­ი­ვე პო­ეტს თა­ვი­სე­ბუ­რი ჰუ­მა­ნიზ­მი თუ ჰუ­მა­ნი­ტე­ტი, ად­ა­მი­ა­ნის შე­ფარ­დე­ბი­თი თა­ვის­თა­ვა­დო­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სა­ეკ­ლე­სიო-ფე­ო­და­ლუ­რი ტა­ბუ­ე­ბი­სა­გან.

    ორ­ი­ვე­გან სიყ­ვა­რუ­ლი იღ­ებს მეტ­ნაკ­ლებ სე­კუ­ლა­რი­ზე­ბულ ხა­სი­ათს: სიყ­ვა­რუ­ლი სე­კუ­ლა­რი­ზე­ბუ­ლია, გა­სა­ე­რო­ე­ბუ­ლია, ერთ­გ­ვა­რად ემ­ან­სი­პი­რე­ბუ­ლია კლე­რი­კა­ლურ-სქო­ლას­ტი­კურ პი­რო­ბი­თო­ბა­თა­გან და ფორ­მა­ლო­ბა­თა­გან. ეს არ­ის ერთ­გ­ვა­რი პრე­რე­ნე­სან­სუ­ლი სე­კუ­ლა­რი­ზა­ცია. ორ­ი­ვე პო­ეტს ახ­ა­სი­ა­თებს ამქ­ვეყ­ნი­უ­რო­ბა და სი­ცოცხ­ლით ტკბო­ბა.

    …რო­გორც ცნო­ბი­ლია, და ამ სა­კითხს აქ­ვე უნ­და შე­ვე­ხოთ, შუა სა­უ­კუ­ნე­ბის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რი­სათ­ვის ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო ერთ­გ­ვა­რი დუ­ა­ლიზ­მი, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა-და­ძა­ბუ­ლო­ბა ამქ­ვეყ­ნი­უ­რო­ბა­სა და იმქ­ვეყ­ნი­უ­რო­ბას, ქვეყ­ნით ტკბო­ბა­სა და ას­კე­ზას, სა­ე­რო­სა და სა­სუ­ლი­ე­როს, მა­ტე­რი­ა­ლურ­სა და სუ­ლი­ერს, სენ­სუ­ა­ლის­ტურ­სა და სპი­რი­ტუ­ა­ლის­ტურს, მშვე­ნი­ე­რე­ბა­სა და ცოდ­ვი­ლე­ბას შო­რის.

    სა­რა­ინ­დო კულ­ტუ­რა ცდი­ლობ­და მო­ე­რი­გე­ბი­ნა, ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­ეყ­ვა­ნა, ხი­დი გა­ე­დო ამ პო­ლუ­სებს შო­რის. მაგ­რამ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ეს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ისე სრულ­ქ­მ­ნი­ლად ვე­რა­ვინ შეძ­ლო, რო­გორც შო­თამ და ვოლ­ფ­რამ­მა. მათ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მიღ­წე­უ­ლია სინ­თე­ზი-ჰარ­მო­ნია ამქ­ვეყ­ნი­უ­რო­ბა­სა და იმქ­ვეყ­ნი­უ­რო­ბას, სო­ფელ­სა და ზეს­თა­სო­ფელს, ჰუ­მა­ნუმ­სა და დი­ვი­ნუმს, მი­წა­სა და ზე­ცას შო­რის. ამ­ით შე­უ­და­რებ­ლად აღ­ე­მა­ტე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს შო­თა – ქრის­ტი­ა­ნულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ხო­ლო ვოლ­ფ­რა­მი – ქრის­ტი­ა­ნულ და­სავ­ლეთ­ში. მაგ­რამ, მე ვფიქ­რობ, აქ შო­თა ვოლ­ფ­რამ­საც აღ­ე­მა­ტე­ბა.

    …რო­გორც “ვეფხის­ტყა­ო­სან­ში”, ას­ე­ვე “პარ­ცი­ფალ­ში” ვხვდე­ბით უტ­ო­პი­ურ ვი­ზი­ონს (ხილ­ვას):

    “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” ეპ­ი­ლო­გის წინ ბო­ლო სტრო­ფი ასე იკ­ითხე­ბა:

    “ყოვ­ლ­თა სწო­რად წყა­ლო­ბა­სა ვი­თა თოვ­ლ­სა მო­ა­თოვ­დეს;

    ობ­ოლ-ქვრივ­ნი და­ამ­დიდ­რ­ნეს და გლა­ხაკ­ნი არ ით­ხოვ­დეს;

    ავ­ის მქმნელ­ნი და­ა­შინ­ნეს, კრავ­ნი კრავ­თა ვერ უწ­ოვ­დეს,

    ში­გან მათ­თა საბ­რ­ძა­ნის­თა თხა და მგე­ლი ერ­თად სძოვ­დეს”.

    ვოლ­ფ­რა­მი­სე­უ­ლი გრა­ა­ლის სა­მე­ფო ან­და გრა­ა­ლის კოშ­კი და­სახ­ლე­ბუ­ლია ზე­კონ­ფე­სი­უ­რი და ზე­ე­როვ­ნუ­ლი თე­მით (სა­ზო­გა­დო­ე­ბით), სა­დაც ყვე­ლა­ნი, მე­ფის გარ­და, თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან­ნი, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ყე­ნე­ბულ­ნი არ­ი­ან: მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი, ქო­ნებ­რი­ვი, ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი და ა.შ. სტა­ტუ­სი ერთ­ნა­ი­რია.

    “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” უტ­ო­პი­უ­რი სუ­რა­თი თით­ქ­მის ცი­ტა­ტაა ბიბ­ლი­ი­დან: “დად­გე­ბა მგე­ლი ცხვარ­თან ერ­თად და ვეფხ­ვი და­ბი­ნავ­დე­ბა ცი­კან­თან ერ­თად. ხბო, ლო­მი და ნა­სუ­ქა­ლი პი­რუტყ­ვი ერ­თად იქ­ნე­ბი­ან და ჩვი­ლი ბავ­შ­ვი წა­უძღ­ვე­ბა მათ. ძრო­ხა და დე­და დათ­ვი ერ­თად მოს­ძო­ვენ და მა­თი შვი­ლე­ბი ერთ­მა­ნე­თის გვერ­დით დაწ­ვე­ბი­ან, ლო­მი ძრო­ხა­სა­ვით შე­ჭამს ჩა­ლას (ესაია წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლი, 11,6-7).

    ალ­ბათ, ეს არ­ის პო­ე­ტის ოც­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ, ეკ­ო­ნო­მი­კურ და სა­ერ­თოდ ყო­ველ­გ­ვარ ჰარ­მო­ნი­ა­ზე, რაც ბიბ­ლი­ურ იდ­ი­ლი­ას ემთხ­ვე­ვა. ყუ­რად­ღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ შო­თა თა­ვის უტ­ო­პი­ურ ვი­ზი­ონ­ში ენ­ერ­გი­უ­ლად სვამს სო­ცი­ა­ლურ, ეკ­ო­ნო­მი­კურ და ა.შ. აქ­ცენ­ტებს, უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე ბიბ­ლია (ბიბ­ლი­ა­ში არ ფი­გუ­რი­რე­ბენ ქვრივ-ოხ­რე­ბი, ობ­ლე­ბი, მათხოვ­რე­ბი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ელ­ე­მენ­ტე­ბი – შო­თას “ავ­ის მქმნელ­ნი” – და ა.შ.).

    “პარ­ცი­ფა­ლის” უტ­ო­პია ნა­ხევ­რად რე­ლი­გი­უ­რია, ნა­ხევ­რად სე­კუ­ლა­რუ­ლი. “ვეფხის­ტყა­ო­სან­ში” უტ­ო­პია წმინ­დად სე­კუ­ლა­რუ­ლია, თუმ­ცა ორ­ი­ვე­გან აქ­ცენ­ტი დას­მუ­ლია სა­ა­ქა­ო­ზე.

    ისე ვოლ­ფ­რა­მი თა­ვის უტ­ო­პი­ას, თა­ვის ნატ­ვ­რის ქვე­ყა­ნას, იდ­ე­ა­ლურ სა­ხელ­მ­წი­ფოს დაწ­ვ­რი­ლე­ბით, კონ­კ­რე­ტუ­ლად, ფარ­თოდ, მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლად და, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, თვით­მიზ­ნუ­რად აღ­წერს, რად­გან ეს თვი­თონ ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სი­თა და მა­სა­ლი­თაა გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი (იმ­თა­ვით­ვე ვოლ­ფ­რამს მიზ­ნად აქვს და­სა­ხუ­ლი უტ­ო­პი­უ­რი გრა­ა­ლის სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩვე­ნე­ბა).

    “ვეფხის­ტყა­ო­სან­ში” თვალ­ში სა­ცე­მია ქრის­ტი­ან მღვდელ­მ­სა­ხურ­თა სრუ­ლი უგ­უ­ლე­ბელ­ყო­ფა – ეს­ეც თა­ვის მხრით მა­სა­ლის სპე­ცი­ფი­კი­თაა გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი: ფორ­მა­ლუ­რად არ­აქ­რის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში რა ეს­აქ­მე­ბო­დათ ქრის­ტი­ან მღვდელ­მ­სა­ხუ­რებს? მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ “ვეფხის­ტყა­ო­სან­ში” სა­ერ­თოდ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა გა­მო­ჩე­ნა: ინ­დო­ელ ტა­რი­ელს ნეს­ტა­ნის პირ­ვე­ლად ნახ­ვი­სას ქა­ლის სი­ლა­მა­ზით დაბ­ნე­დილს გუ­ლი წა­უ­ვა და მას გარს და­ეხ­ვე­ვი­ან… მაჰ­მა­დი­ა­ნი მღვდელ­მ­სა­ხურ­ნი:

    “სრულ­ნი მუყ­რ­ნი და მუ­ლიმ­ნი მე გა­რე­შე­მო მცვი­დი­ან;

    მათ ხელ­თა ჰქონ­და მუ­სა­ფი, ყო­ველ­ნი იკ­ითხ­ვი­დი­ან;

    მტერ-და­ცე­მუ­ლი ვე­გო­ნე, არ ვი­ცი რას ჩმახ­ვი­დი­ან.

    სამ დღემ­დის ვი­ყავ უს­უ­ლოდ, ცეცხ­ლ­ნი უშ­რეტ­ნი მწვი­დი­ან”. (351)

    “მუყ­რ­ნი და მუ­ლიმ­ნი” სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბია, ხო­ლო “მუ­სა­ფი” ყუ­რა­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ აქ აშ­კა­რაა ავ­ტო­რი­სე­უ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა და ირ­ო­ნია: “არ ვი­ცი რას ჩმახ­ვი­დი­ან”.

    “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” გმი­რებ­სა და ღმერთს შო­რის ფაქ­ტი­უ­რად არ­ა­ვინ დგას, მათ თით­ქოს შუ­ა­მავ­ლე­ბი არ სჭირ­დე­ბათ. მათ ღმერ­თ­თან უშ­უ­ა­ლო კავ­შირ-მი­მარ­თე­ბა აქვთ.

    შო­თა­სა და ვოლ­ფ­რა­მის სუბ­ს­ტან­ცი­უ­რი, არ­სობ­რი­ვი ქრის­ტი­ა­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­თი რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნა სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ა­ლე­ბის, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ინს­ტი­ტუ­ტე­ბის გა­რე­შეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ორ­ი­ვე გა­ურ­ბის სა­ეკ­ლე­სიო სიმ­ბო­ლი­კას. არ­სად არ ჩანს, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­ნიშ­ნე­ბა ჯვარ­ზეც კი, ამ მთა­ვარ ქრის­ტი­ა­ნულ სიმ­ბო­ლო­ზე, არც ღვთის­მ­შობ­ლის კულ­ტი არ ფი­გუ­რი­რებს. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ღვთის­მ­შობ­ლის სა­ყო­ველ­თაო გან­დი­დე­ბის ეპ­ო­ქა­ში და ჯვა­როს­ნულ ლაშ­ქ­რო­ბა­თა ხა­ნა­ში. ერ­თი სიტყ­ვით, ხაზ­გას­მით და კა­ტე­გო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა გან­ვაცხა­დოთ, რომ შო­თა რუს­თ­ვე­ლის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი, არ­სობ­რი­ვი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნა არ არ­ის გა­მო­ხა­ტუ­ლი ეკ­ლე­სი­უ­რი და რი­ტუ­ა­ლუ­რი ფორ­მა­ლო­ბე­ბის დო­ნე­ზე.

    მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნ­და მი­ვი­ღოთ ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ შო­თას პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყვე­ლა­ნი ფორ­მა­ლუ­რად არ­ა­ქარ­თ­ვე­ლე­ბი და არ­აქ­რის­ტი­ა­ნე­ბი (სხვა რე­ლი­გი­ე­ბის, რო­გორც წე­სი, ის­ლა­მუ­რი რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი) არ­ი­ან. ვოლ­ფ­რა­მის გმი­რე­ბი ქრის­ტი­ა­ნე­ბი და მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი (რო­გორც წე­სი, სარ­კი­ნო­ზე­ბი, სა­რა­ცი­ნე­ბი, არ­ა­ბე­ბი) არ­ი­ან: (გან­სა­კუთ­რე­ბით ჭარ­ბად არ­ი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი ის­ი­ნი ვოლ­ფ­რა­მის მე­ო­რე რო­მან­ში “ვი­ლე­ჰალ­მი”) – “წარ­მარ­თე­ბი”, ფაქ­ტი­უ­რად არ­ა­ბე­ბი (სარ­კი­ნო­ზე­ბი, სა­რა­ცი­ნელ­ნი), ე.ი. მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი.

    მე­ო­რე მხრივ, აშ­კა­რაა ორ­ი­ვე პო­ე­ტის კავ­ში­რი ქრის­ტი­ა­ნულ მის­ტი­კას­თან: “ვეფხის­ტყა­ო­სან­ში” ფსევ­დო-დი­ო­ნი­სე არ­ე­ო­პა­გე­ლის გავ­ლე­ნას ად­ას­ტუ­რე­ბენ, რო­მე­ლიც მიჩ­ნე­უ­ლია ევ­რო­პუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მის­ტი­კის ფუ­ძემ­დებ­ლად, ხო­ლო “პარ­ცი­ფალ­ში” უეჭ­ვე­ლია ბერ­ნარ კლერ­ვო­ე­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ფსევ­დო-დი­ო­ნი­სეს მიმ­დე­ვა­რი გახ­ლ­დათ.

    …ორ­ი­ვე ეპ­ოს­ში ცენ­ტ­რ­ში დგას ად­ა­მი­ა­ნი, ად­ა­მი­ა­ნუ­რი, ჰუ­მა­ნუ­მი და ნაკ­ლე­ბად დი­ვი­ნუ­მი.

    ვოლ­ფ­რა­მი “პარ­ცი­ფა­ლის” პრო­ლოგ­ში და­ახ­ლო­ე­ბით შემ­დეგს გვიმ­ხელს:

    – მე რომ მო­მენ­დო­მე­ბი­ნა თქვენ­თ­ვის ზედ­მი­წევ­ნით ამ­ეხ­ს­ნა, თუ რა არ­ის ად­ა­მი­ა­ნი, მა­შინ ამ­ის­თ­ვის გრძე­ლი ტრაქ­ტა­ტი დამ­ჭირ­დე­ბო­და. ამ­ის ნაც­ვ­ლად მო­ის­მი­ნეთ ქვე­მო­რე ამ­ბა­ვი –

    ორ­ი­ვე სა­რა­ინ­დო რო­მან­ში საქ­მე ეხ­ე­ბა ად­ა­მი­ანს, ად­ა­მი­ა­ნებს. – ორ­ი­ვე ავ­ტო­რი სვამს სა­კითხს, გა­ნი­ხი­ლავს თე­მას: რო­გორ უნ­და იც­ხოვ­როს ად­ა­მი­ან­მა, რო­გო­რია ად­ა­მი­ა­ნი­სათ­ვის ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა, რა არ­ის ზნე­ობ­რი­ვი, რა­ში მდგო­მა­რე­ობს ად­ა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, მი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ა.შ.

    ორ­ი­ვე ნა­წარ­მო­ებ­ში წი­ნა პლან­ზე წა­მო­წე­უ­ლია ად­ა­მი­ა­ნის პი­რა­დი ღირ­სე­ბე­ბი და პი­როვ­ნუ­ლი უპ­ი­რა­ტე­სო­ბა­ნი, მი­სი თა­ვის­თა­ვა­დო­ბა და ქმე­დე­ბი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. ად­ა­მი­ა­ნი­სათ­ვის ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ უნ­და იყ­ოს გა­რეგ­ნუ­ლი, ფორ­მა­ლუ­რი, რი­ტუ­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბა – ეს უნ­და იყ­ოს ად­ა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი, იმ­ა­ნენ­ტუ­რი თვი­სე­ბა, თუნ­დაც ეს ად­ა­მი­ა­ნი ფორ­მა­ლუ­რად არც ეკ­უთ­ვ­ნო­დეს ქრის­ტი­ა­ნуლ თემს (სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას). ამ­ის მა­გა­ლი­თე­ბია: “ვეფხის­ტყა­ო­სან­ში” ავ­თან­დი­ლი, ტა­რი­ე­ლი, ფრი­დო­ნი და სხვე­ბი; “პარ­ცი­ფალ­ში” უბ­ად­ლო რა­ინ­დი, ფორ­მა­ლუ­რად მაჰ­მა­დი­ა­ნი – ფა­ი­რე­ფი­ცი, პარ­ცი­ფა­ლის ძმა (სა­ერ­თო მა­მა ჰყავ­დათ). ვოლ­ფ­რა­მის მე­ო­რე რო­მან­ში კე­თილ­შო­ბი­ლურ, ღირ­სე­ულ, “ქრის­ტი­ა­ნულ” საქ­მე­ებს სჩა­დი­ან მაჰ­მა­დი­ა­ნი ჩა­უ­ქი რა­ინ­დე­ბიც – “ში­ნა­გა­ნი ქრის­ტი­ა­ნე­ბი” და არა მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის (თე­მის) წევ­რე­ბი.

    შო­თა­სა და ვოლ­ფ­რა­მი­სათ­ვის ნი­შან­დობ­ლი­ვია უდ­ი­დე­სი რჯულ­თ­შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა, ტო­ლე­რან­ცია. მა­თი რო­მა­ნე­ბი მთლი­ა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლია ერ­ოვ­ნუ­ლი, ეთ­ნი­უ­რი, რა­სი­უ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი ცრურ­წ­მე­ნე­ბი­სა­გან.

    მა­თი თხზუ­ლე­ბე­ბის მკითხ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნურ­ჩე­ვე­ლია, გა­ნუს­ხ­ვა­ვე­ბე­ლია, თუ რო­მელ ერ­ოვ­ნე­ბას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ესა თუ ის გმი­რი. პარ­ცი­ფა­ლი რომ ვა­ლი­სე­ლია (waleis), ვი­ლე­ჰალ­მი (გი­ი­ომ) – ფრან­გი, ან­ა­ბე­ლე (გი­ბურგ) არ­ა­ბი ქა­ლი (სარ­კი­ნო­ზი, სა­რა­ცი­ნე­ლი), რენ­ვარ­ტიც არ­ა­ბია (სარ­კი­ნო­ზი), ტა­რი­ე­ლი ინ­დო­ე­ლი, ხო­ლო ავ­თან­დი­ლი – არ­ა­ბი და ა.შ. ეს მკითხ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის არ­ა­ვი­თარ როლს არ თა­მა­შობს, ამ­ას არ­ა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. ეს არ­ა­ნა­ი­რად არ გან­საზ­ღ­ვ­რავს რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის უპ­ი­რა­ტე­სო­ბას ან­და არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბას.

    …ორ­ი­ვე პო­ეტ­მა თა­ვი­ანთ შთა­მო­მავ­ლებ­სა და მკვლე­ვა­რებს გა­უხ­ს­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო, თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა.

    რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვოლ­ფ­რა­მი თა­ვი­სი “პარ­ცი­ფა­ლის” მთა­ვარ წყა­როდ არ­ა­ერ­თხელ ას­ა­ხე­ლებს ვინ­მე კი­ოტს; ერთ­გან პო­ე­ტი ახ­სე­ნებს “პო­ე­ზი­ის გან­თ­ქ­მულ ოს­ტატ კი­ოტს”, რო­მელ­მაც ტო­ლე­დო­ში (ze Tolet) შემ­თხ­ვე­ვით თით­ქოს მი­აკ­ვ­ლია “პარ­ცი­ფა­ლის” პირ­ველ­წყა­როს არ­ა­ბულ ხელ­ნა­წერს (“წარ­მარ­თუ­ლად ნა­წერს”, ანუ არ­ა­ბუ­ლად ნა­წერს – “in heidenischen schrifte”). მე­ო­რე­გან “პარ­ცი­ფალ­ში” ვკითხუ­ლობთ: კი­ო­ტი პრო­ვან­სე­ლია. მან პარ­ცი­ფა­ლის ეს ამ­ბა­ვი იპ­ო­ვა არ­ა­ბუ­ლად ჩა­წე­რი­ლი, რაც ფრან­გუ­ლად თარ­გ­მ­ნა და რაც, თუ კი ძა­ლა მე­ყო­ფა, მე მინ­და გერ­მა­ნუ­ლად გარ­დავ­თ­ქ­ვა (heidenisch geschrieben “წარ­მარ­თუ­ლად ჩა­წე­რი­ლი” უდ­რის არ­ა­ბუ­ლად ჩა­წე­რილს). მა­შა­სა­და­მე, კი­ოტ­მა არ­ა­ბუ­ლი ტექ­ს­ტი თარ­გ­მ­ნა ფრან­გუ­ლად, ხო­ლო ვოლ­ფ­რამ­მა კი­ო­ტის ფრან­გუ­ლი თარ­გ­მა­ნი გერ­მა­ნუ­ლად გად­მო­ი­ტა­ნა.

    რო­გორც ქარ­თ­ველ­მა მკითხ­ვე­ლებ­მა იც­ი­ან, “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” პრო­ლოგ­ში ვხვდე­ბით შემ­დეგ სტროფს:

    “ესე ამ­ბა­ვი სპარ­სუ­ლი, ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გ­მა­ნე­ბი,

    ვით მარ­გა­ლი­ტი ობ­ო­ლი, ხე­ლი­ხელ სა­გოგ­მა­ნე­ბი,

    ვპო­ვე და ლექ­სად გარ­დავ­თ­ქ­ვი, საქ­მე ვქმენ სა­ჭოჭ­მა­ნე­ბი,

    ჩემ­მან ხელ­მ­ქ­მ­ნელ­მან დამ­მარ­თოს ლაღ­მან და ლა­მაზ­მა­ნე­ბი”. (9)

    ვოლ­ფ­რა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად ეძ­ებ­დ­ნენ პრო­ვან­სელ პო­ეტს, სა­ხე­ლად კი­ოტ-ს, მაგ­რამ დღემ­დე ვერც კი­ოტს და ვერც აქ­ამ­დე უც­ნო­ბი პერ­სე­ვა­ლის თუ პარ­ცი­ფა­ლის ან­და გრა­ა­ლის რო­მა­ნის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. დღეს­დ­ღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბულ და სარ­წ­მუ­ნო ვა­რა­უ­და­დაა მიჩ­ნე­უ­ლი: ვოლ­ფ­რამს სურ­და დე­დან­თან (ე.ი. კრე­ტი­ენ დე ტრუ­ას “პერ­სე­ვალ­თან”) მრა­ვა­ლი გა­დახ­ვე­ვა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვის­თა­ვა­დო­ბა კი­ო­ტით გა­ე­მარ­თ­ლე­ბი­ნა, რად­გან იმდ­რო­ინ­დე­ლი მსმე­ნე­ლი თუ მკითხ­ვე­ლი ავ­ტო­რი­სა­გან “სი­მარ­თ­ლეს”, “ნამ­დ­ვილ ამ­ბავს”, ტრა­დი­ცი­ით გა­მაგ­რე­ბულ სი­უ­ჟეტს მო­ითხოვ­და – მა­შა­სა­და­მე, მი­თი­თე­ბა “მოწ­მე­ზე” – კი­ოტ­ზე, რო­მელ­მაც თით­ქოს პარ­ცი­ფა­ლის (პერ­სე­ვა­ლის) ამ­ბა­ვი რი­გი­ა­ნად (“წე­სი­ე­რად”, “სწო­რად”, შე­უც­ვ­ლე­ლად) გად­მოგ­ვ­ცა, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მის­ტი­ფი­კა­ცი­ის ერთ-ერ­თი მა­გა­ლი­თია, რომ­ლის მსგავ­სი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ამ ცო­ტა არ იც­ის.

    ან­ა­ლო­გი­უ­რად აიხს­ნე­ბა აგ­რეთ­ვე წყა­როს სა­კითხი შო­თას შემ­თხ­ვე­ვა­შიც, თუმ­ცა სა­ერ­თოდ არ არ­ის ცნო­ბი­ლი “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” არც ერ­თი წყა­რო, იმ დროს, რო­ცა ვოლ­ფ­რა­მი, რაც უნ­და იყ­ოს, სულ ცო­ტა კრე­ტი­ენ დე ტრუ­ას უნ­და ეყრ­დ­ნო­ბო­დეს.

    ამ­ა­ოდ ეძ­ებ­დ­ნენ შთა­მო­მა­ვალ­ნი და შო­თას მკვლე­ვარ­ნი სპარ­სულ წყა­როს. აქ­აც დგას სა­კითხი: ჰქონ­და თუ არა რუს­თ­ველს ხელთ რო­მე­ლი­ღაც სპარ­სუ­ლი წყა­რო? თუ: მი­თი­თე­ბა სპარ­სულ წყა­რო­ზეც ტი­პი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მის­ტი­ფი­კა­ციაა?! რო­გორც ჩანს, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც მკითხ­ვე­ლი ავ­ტო­რი­სა­გან მო­ითხოვ­და “სი­ნამ­დ­ვი­ლეს” (“ნამ­დ­ვი­ლო­ბას”, “ჭეშ­მა­რი­ტე­ბას”), რაც დამ­ყა­რე­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ავ­თენ­ტურ დე­დან­ზე და რაც თა­ვის მხრით გა­მაგ­რე­ბუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო რო­მე­ლი­მე ძვე­ლი გად­მო­ცე­მით (ტრა­დი­ცი­ით).

    …ორ­ი­ვე პო­ე­ტი თა­ვი­ანთ ნა­წარ­მო­ებს ერთ ქალს (ბა­ნო­ვანს, მან­დი­ლო­სანს) უძღ­ვ­ნის.

    შო­თა რუს­თ­ვე­ლი არ­ა­ორ­ჭო­ფუ­ლად, ღი­ად, თაყ­ვანს სცემს რო­გორც თა­ვის შთა­მა­გო­ნე­ბელ­სა და მუ­ზას თა­მარ მე­ფეს. ვოლ­ფ­რა­მი მკითხ­ვე­ლებს არ უმ­ხელს თა­ვი­სი სა­თაყ­ვა­ნო ქა­ლის ვი­ნა­ო­ბას. გა­მოთ­ქ­მუ­ლია ვა­რა­უ­დი, რომ ეს იყო მი­სი მე­უღ­ლე.

    შო­თა წერს “ვეფხის­ტყა­ოს­ნის” პრო­ლოგ­ში:

    “ვის ჰშვე­ნის, – ლომ­სა, – ხმა­რე­ბა შუ­ბი­სა, ფარ-შიმ­შე­რი­სა,

    მე­ფი­სა მზის თა­მა­რი­სა ღაწვ-ბა­დახშ-თმა-გი­შე­რი­სა,

    მას, არა ვი­ცი, შევ­ჰ­კად­რო შეს­ხ­მა ხოტ­ბი­სა შე-რი­სა,

    მის­თა მჭვრე­ტელ­თა ყან­დი­სა მირ­თ­მა ხამს მართ მი-შე­რი­სა.

    თა­მარს ვა­ქებ­დეთ მე­ფე­სა, სის­ხ­ლი­სა ცრემლ-დათხე­უ­ლი,

    ვთქვე­ნი ქე­ბა­ნი ვის­ნი მე, არ ავ­ად გა­მორ­ჩე­უ­ლი.

    მელ­ნად ვიხ­მა­რე გიშ­რის ტბა და კალ­მად მე ნა რხე­უ­ლი.

    ვინ­ცა ის­მი­ნოს, და­ეს­ვას ლახ­ვა­რი გულ­სა ხე­უ­ლი” (3-4).

    “პარ­ცი­ფა­ლის” ბო­ლო ტა­ე­პე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით პწკა­რე­დუ­ლად და პრო­ზა­უ­ლად ასე შე­იძ­ლე­ბა ით­არ­გ­მ­ნოს: – კე­თილ­შო­ბი­ლი და ჭკვი­ა­ნი ქა­ლე­ბი ამ ნა­წარ­მო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პა­ტივს მო­მა­გე­ბენ, და ქა­ლი, რომ­ლის­თ­ვი­საც დავ­წე­რე იგი, ჩემ­თ­ვის კე­თი­ლი მად­ლო­ბის სიტყ­ვას არ და­ი­შუ­რებს.

    …ეს ყვე­ლა­ფე­რი, ცხა­დია, მხო­ლოდ მოკ­ლედ, უაღ­რე­სად შე­კუმ­შუ­ლად და თე­ზი­სე­ბის სა­ხით გად­მო­ცე­მუ­ლი პა­რა­ლე­ლე­ბი და ან­ა­ლო­გი­ე­ბია შო­თა­სა და ვოლ­ფ­რა­მის ცხოვ­რე­ბი­დან და შე­მოქ­მე­დე­ბი­დან, რო­მელ­ნიც შე­იძ­ლე­ბა გა­ვამ­რავ­ლოთ და გა­ვაღ­რ­მა­ვოთ.

    © “არილი”

  • პოეზია

    ლელა სამნიაშვილი

    * * *

    სოფ­ლე­ბად ქცე­ულ სა­ტახ­ტო­ებ­ში

    დარ­ჩე­ნი­ლებს – უხ­­ლა­ვი ქმნი­ლე­ბე­ბი

    გვინ­თე­ბენ და გვიქ­რო­ბენ დღემ­დე –

    სი­ნათ­ლეს. რო­ცა სი­ნათ­ლე მო­დის –

    უკ­­ნას­­ნე­ლი დი­ზა­­ნის კა­ბებ­ში,

    ზურ­­ზე მი­კე­რე­ბუ­ლი – ახ­ალ­თა­ხა­ლი,

    ცვი­ლი­თა და ბუმ­ბუ­ლე­ბით შეთხ­ზუ­ლი ფრთე­ბით –

    ეკ­რა­ნე­ბი­დან გვი­ღი­მი­ან თეთ­­­ბი­ლე­ბა

    ლა­მაზ­მა­ნე­ბი; რო­ცა სი­ნათ­ლე მი­დის –

    ვან­თებთ – ძვე­ლი და მზის­გან დამ­­ნა­რი

    ფრთე­ბის ცვი­ლის სან­­ლებს; აბ­­ზა­ნებ­ში –

    ძი­ლის წინ – ძვე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით

    ვი­ხე­ხავთ კბი­ლებს. და მე კი მა­ინც –

    უკ­ვე მე­ოთხე გვერ­დი­თი კბი­ლი

    ამ­­ვი­ღე, – არა ფო­ტო­მო­დე­ლის მსგავ­სად –

    რომ ყვრი­მა­ლე­ბი უკ­ეთ და­მაჩ­­დეს, –

    არ­­მედ, შე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი ვარ –

    სტი­ვი, – ას­­თი ახ­ალ­გაზ­­და და უკ­ბი­ლო

    და არ ვი­ცი რას და­ვაბ­რა­ლო –

    მუ­რა­ბებს თუ გუ­დას­­ვი­რის ხმას –

    რომ დაგ­ვა­ბე­და ორ­­ვე – სიტ­­ბოს სიყ­ვა­რუ­ლიც,

    კბი­ლის ტკი­ვი­ლიც; სიყ­ვა­რუ­ლი და

    ტკი­ვი­ლი – ჩვე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი

    და ბე­ბე­რი და უკ­ბი­ლო სამ­შობ­ლო­­ბის.

    * * *

    უც­ხო ყო­ფი­ლა –

    ჩე­მი ძმო­ბი­ლი –

    თრო­ბის­­ვის – ყვე­ლა სუფ­რის სტუ­მა­რი;

    და მეც – სუ­ლე­ლი! –

    სულ ვა­ძა­ლებ­დი –

    ლექ­სის ღვი­ნოს და ლექ­სის პურ­მა­რილს.

    მუ­ტან­ტე­ბი

    შა­ვი მერ­ცხ­ლე­ბი, თეთ­რი გუ­ლის

    გა­რე­შე – შა­ვი და ვე­­ბა მერ­ცხ­ლე­ბი –

    გა­სულ ზაფხულს მოფ­რინ­­ნენ

    ქა­ლაქ­ში. მყის­ვე – ყვე­ლა­ზე დი­დი

    შე­ნო­ბის თა­ღებს მი­აწყ­­ნენ.

    ქროდ­ნენ შე­­ჩე­რებ­ლად. აშ­­ნებ­­ნენ

    შავ ბუ­დე­ებს. ააშ­­ნეს სტა­ლი­ნის

    ძეგ­ლის ზურ­­სუ­კან. მი­წით გა­და­ლე­სეს

    შე­ნო­ბის ყვე­ლა ბზა­რი. ტა­ლა­ხის

    ნამ­ცე­ცე­ბით ამ­­ავ­სეს ჰა­­რი. ძეგ­ლი –

    მა­თი სი­შა­ვით შეშ­ფო­თე­ბულ

    გამ­­ლე­ლებს – მშვი­დი, კმა­ყო­ფი­ლი

    გად­მოჰ­ყუ­რებ­და. სა­ხელ­­წი­ფო

    მო­ხე­ლე­­ბი ცდი­ლობ­­ნენ სწრა­ფად

    გად­მო­სუ­ლიყ­­ნენ მან­ქა­ნე­ბი­დან,

    სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აევ­ლოთ კი­ბე

    და კარ­სუ­კან მი­მა­ლუ­ლიყ­­ნენ.

    ხო­ლო მერ­ცხ­ლე­ბი – მთე­ლი ზაფხუ­ლი

    ტრი­­ლებ­­ნენ საფ­­თხედ ჰა­ერ­ში

    და ზაფხუ­ლი ისე გა­ვი­და –

    თავს არ დას­­მი­ან არ­­ვის,

    მხო­ლოდ – ქუ­ჩებ­ში და ბა­ღებ­ში –

    ხში­რად ვპო­­ლობ­დით – მკვდარ

    ჩი­ტებს – მკვდარ, ჩვე­­ლებ­რივ

    პა­ტა­რა და თეთ­­გუ­ლა მერ­ცხ­ლებს.

    * * *

    ბორ­ჯო­მის პარ­­ში – ცის კრი­­ლა

    ზოლს ავ­სე­ბენ ტკბი­ლი ღრუბ­ლე­ბი –

    ბამ­ბის ფე­რა­დი ნა­ყი­ნე­ბი:

    “ყვი­თე­ლი თუ ვარ­დის­ფე­რი?”

    პა­ტა­რა გო­გო – ვარ­დის­ფერს ირ­ჩევს

    და კა­რუ­სე­ლის ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი –

    ვი­ღაც მტი­რა­ლა ბი­ჭის

    გვერ­დით სვამს, უხს­ნის:

    “პა­პა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია,

    მი­წა­ზე უნ­და დარ­ჩეს” და ის კი –

    ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

    მა­­სუ­რებს, სა­ქა­ნე­ლებს, ფიჭ­ვებს დაჰ­ყუ­რებს.

    მტი­რა­ლა ბი­ჭი არ ჩუმ­დე­ბა.

    ვარ­დის­ფერ ღრუ­ბელს უწვ­დის –

    აჩ­­მებს. ამ სი­მაღ­ლი­დან

    ყვე­ლა­ზე მე­ტად – პა­პის და­ნახ­ვა უხ­­რია

    და ხელს უქ­ნევს: და­მე­ლო­დე,

    არ­სად წახ­ვი­დე. საკ­მა­რი­სია – ის –

    ვინც გიყ­ვარს – თვალს მი­­ფა­როს

    და სა­მოთხეც – შე­ნი­­ნად – შენს გარ­შე­მო –

    უც­ხოდ, ავ­ად დატ­რი­ალ­დე­ბა.

    ის იღ­ვი­ძებს: ზრდას­რუ­ლი და

    ბამ­ბის ნა­ყინს გა­დაჩ­ვე­­ლი.

    მა­მა­მი­სის რა­დი­­ში უყ­­რა­დებს

    ხალ­ხის ამ­ბავს, – სა­კუ­თარ სისხლს რომ

    ჰყი­დი­ან, რომ ბავ­­ვე­ბი­სათ­ვის

    თბი­ლი პუ­რი იყ­­დონ. ვი­სი

    ღვთა­ებ­რი­ვი ძარ­­ვე­ბი­სა­კენ მი­­დი­ნე­ბა

    ამ­დე­ნი სის­­ლი?! ან რამ­დე­ნი

    დო­ნო­რია კი­დევ სა­ჭი­რო – რომ ამ­­ავ­სოს,

    წა­მით მა­ინც აგრ­­ნო­ბი­ნოს ეს ტკი­ვი­ლი,

    ეს სურ­ვი­ლი – თბი­ლი პუ­რი­სა?!

    სამ­ყა­რო უც­ხოდ და სა­ში­შად ტრი­­ლებს.

    უკ­ვირს – მტი­რა­ლა ბი­ჭი –

    ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

    რო­გორ სწრა­ფად ჩუმ­დე­ბა და მი­წა­ზე – თვა­ლით –

    არ­ვის ეძ­ებს; ეუბ­ნე­ბა:

    “აქ კარ­გია. კი­დევ ვიქ­რო­ლოთ!”

    * * *

    მომ­თა­ბა­რე­თა ტო­მის შვი­ლე­ბო,

    არ გა­იშ­ლე­ბა თქვე­ნი თმა – ლა­ღად;

    სხვი­სი მი­წის­­ვის მა­რად მშივ­რე­ბი –

    მუ­ზა­რა­დე­ბით შუბ­ლებს იდ­­ღავთ;

    ჩვენ ერთ­გუ­ლე­ბის ღმერ­თი გვყავს, თქვენ­­ვის –

    ოქ­რო­თი – მხო­ლოდ ფერფლს ას­წო­ნი­ან –

    აწმ­ყო­ში – თქვე­ნი ომ­ის ღმერ­თე­ბი,

    წარ­სუ­ლიც – ფერ­­ლის თა­ნას­წო­რია;

    და მო­მა­ვალ­საც – თუ გა­უს­წო­რებთ –

    მახ­ვილს, – ვერ შეძ­ლებს თვა­ლი – იგ­­ვეს:

    იქ­ით – ოქ­რო­თი აუწ­­ნა­ვი –

    კვლავ ჩვე­ნი პუ­რის ყა­ნა ბი­ბი­ნებს.

    © “არილი“

  • ესე (თარგმანი)

    არნოლდ ბენეტი


    რო­გორ იწ­ე­რე­ბა რო­მა­ნე­ბი

    ცნო­ბი­ლი ინგ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი (1867-1931), გა­მო­ცე­მუ­ლი ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი, მოთხ­რო­ბე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი (“სი­მარ­თ­ლე ავ­ტო­რის შე­სა­ხებ” – 1903, “ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა” – 1909).

    ინგ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა მა­ნა­ნა ბე­ზა­რაშ­ვილ­მა

    I
    რო­მა­ნის­ტი სწო­რედ ის ად­ა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი სიმ­ძაფ­რით აღ­იქ­ვამს ცხოვ­რე­ბას და უჩნ­დე­ბა და­უ­ო­კე­ბე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბა, სხვა­საც გა­უ­ზი­ა­როს თა­ვი­სი ღრმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. იგი ამ­ას მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზის მეშ­ვე­ო­ბით ახ­ერ­ხებს, რად­გან სწო­რედ ის მი­აჩ­ნია თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თუ­ნა­რი­ან ფორ­მად. ვით სხვა ხე­ლო­ვანთ, მა­საც არ ძა­ლუძს იყ­ოს ჩუ­მად და დაკ­მა­ყო­ფილ­დეს იმ­ით, რომ მის­თ­ვის ცხა­დი შე­იქ­ნა ის­ე­თი რამ, რაც სხვე­ბის­თ­ვის ჯე­რაც ბინ­დით არ­ის მო­სი­ლი. რო­მა­ნისტს ერ­თი სუ­ლი აქვს ყვე­ლას გა­უ­ზი­ა­როს თა­ვი­სი აღ­მო­ჩე­ნა, ხმა­მაღ­ლა გა­მო­აცხა­დოს, მას სურს ბო­ლომ­დე თქვას თა­ვი­სი სათ­ქ­მე­ლი და არც გა­ემ­ტყუ­ნე­ბა – უაღ­რე­სად სა­ო­ცა­რი და ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლია ის, რაც მან იც­ის! სხვა ხე­ლო­ვან­თა­გან რო­მა­ნის­ტი მხო­ლოდ ერ­თი რა­მით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა: ყვე­ლა­ზე მე­ტად მას იზ­ი­დავს ად­ა­მი­ა­ნის არ­სი, ეს­ო­დენ შე­უც­ნო­ბე­ლი და არ­სე­ბო­ბის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად. ცხა­დია, თა­ვად რო­მა­ნის­ტიც მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ ევ­ო­ლუ­ცი­ის შე­დე­გია. რო­მა­ნის­ტის მარ­ტივ ფორ­მას თქვენ ყველ­გან შე­გიძ­ლი­ათ გა­და­აწყ­დეთ ახ­ლაც კი – იქ­ნე­ბა ეს ქუ­ჩა, კა­ფე თუ კლუ­ბი: ის ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის წრე­ში ცდი­ლობს გან­მარ­ტოს ცხოვ­რე­ბის მი­სე­უ­ლი ხედ­ვა, მაგ­რამ მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბი ბუნ­დო­ვა­ნი და ტლან­ქია.
    ამგ­ვა­რი რო­მა­ნის­ტე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე დგა­ნან, მაგ­რამ ამ­ავ­დ­რო­უ­ლად ის­ი­ნი და მათ მი­ერ ამ­ორ­ჩე­უ­ლი ჟან­რი წარ­მო­ად­გენს რო­მა­ნის სა­ფუძ­ველს. სწო­რედ მათ­გან იწ­ყე­ბა ის ჯა­დოს­ნუ­რი კი­ბე, რო­მელ­საც ავ­ყა­ვართ უდ­ი­დეს მწერ­ლე­ბამ­დე: ამ მწე­რალ­თა თვალ­სა­წი­ე­რი კი იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, რთუ­ლი და დი­ა­დია, რომ ყო­ვე­ლი­ვეს სა­თა­ნა­დოდ გა­მო­სა­ხა­ტა­ვად მხო­ლოდ რო­მა­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა თუ გა­მოდ­გე­ბა; ბუმ­ბე­რაზ­მა მწერ­ლებ­მა იმ­დე­ნად სრულ­ქ­მ­ნეს თა­ვი­სი ოს­ტა­ტო­ბა, რომ რო­მა­ნი ჯე­რაც რჩე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის უდ­ი­ა­დეს ჟან­რად.
    სრუ­ლი­ად არ ვა­პი­რებ იმ­ის მტკი­ცე­ბას, რომ რო­მა­ნი სა­უ­კე­თე­სოა ხე­ლოვ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ფორ­მა­თა­გან. არც ის მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ რო­მე­ლი ჟან­რი (თუ­კი არ­სე­ბობს ას­ე­თი) სჯობს რო­მანს. შარ­ტ­რის ტა­ძა­რი, ზო­გი­ერ­თი ბერ­ძ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბა და მო­ცარ­ტის “დონ-ჟუ­ა­ნი” ყო­ველ­თ­ვის მი­მაჩ­ნ­და სა­უ­კე­თე­სოდ, რაც კი შექ­მ­ნი­ლა ამ ქვეყ­ნად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შექ­ს­პი­რი­სა და ნი­ჟინ­ს­კის ჩათ­ვ­ლით. და მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, სრუ­ლი­ად მარ­თე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბაა, რომ ჭეშ­მა­რი­ტი პირ­ვე­ლო­ბა ეკ­უთ­ვ­ნის ის­ეთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფორ­მას, რო­გო­რი­ცაა მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზა (თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ი­კუ­რი პო­ე­ზი­აც კი ყვე­ლა­ფერს მხატ­ვ­რულ პრო­ზას უნ­და უმ­ად­ლო­დეს). რო­მანს აქვს და მუ­დამ ექ­ნე­ბა ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი მას­შ­ტა­ბუ­რო­ბის უპ­ი­რა­ტე­სო­ბა. წმ.პეტ­რეს ტა­ძა­რი რომ­ში წვრილ­მა­ნია ტოლ­ს­ტო­ის “ომ­სა და მშვი­დო­ბას­თან” შე­და­რე­ბით და არა მგო­ნია ჩვენ გე­ო­ლო­გი­ურ ეპ­ო­ქა­ში ვინ­მეს გა­უჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი ეპ­ი­კუ­რი პო­ე­მის წა­კითხ­ვი­სა, გინ­დაც ის მო­ცუ­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყ­ოს “ომ­სა და მშვი­დო­ბა­ზე” (და გა­ნა ვინ­მე და­წერს ახ­ლა ას­ეთ პო­ე­მას?).
    დი­დი ხა­ნია ნა­თე­ლია, რომ რო­მა­ნის­ტე­ბი (დრა­მა­ტურ­გე­ბის ჩათ­ვ­ლით, რომ­ლე­ბიც რო­მა­ნის­ტე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ) პი­რი­დან ლუკ­მას აც­ლი­ან სხვა ხე­ლო­ვანთ. ფერ­მ­წე­რებ­ში ფარ­თოდ არ­ის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა, კომ­პო­ზი­ტო­რებ­ში – მით უფ­რო, მაგ­რამ ფერ­მ­წე­რე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ოინ­ე­ბი არ­ა­ფე­რია რო­მა­ნის­ტე­ბის სი­ხარ­ბეს­თან შე­და­რე­ბით. და თუ­კი ფერ­მ­წე­რე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ამგ­ვა­რი უტ­იფ­რო­ბა ყო­ველ­თ­ვის იწ­ვევ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­მა­ნის­ტე­ბის ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა, კო­ლო­ნი­ზა­ცია და ან­ექ­სია და­უს­ჯე­ლი რჩე­ბო­და. ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტი – დაწყე­ბუ­ლი პე­ი­ზა­ჟი­დან ვიდ­რე სო­ცი­ო­ლო­გი­ამ­დე – რო­მე­ლიც არ იყ­ოს ას­ა­ხუ­ლი მხატ­ვ­რულ პრო­ზა­ში. ერ­თი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბაც კი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია რო­მა­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის და­სა­ნა­ხად. ემ­ილ ზო­ლას “ჟერ­მი­ნა­ლის” შემ­დ­გო­მაც ამ ჟანრს არ შე­უ­ჩე­რე­ბია გი­გან­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით სვლა ახ­ა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საპყ­რო­ბად. ბო­ლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მა­ნი კი­დევ უფ­რო გან­ვი­თარ­და და თუ­კი იგი იმ ფერს მი­ი­ღებ­და, რომ­ლი­თაც ბრი­ტა­ნე­თის სამ­ფ­ლო­ბე­ლო­ნი აღ­ი­ნიშ­ნე­ბა მსოფ­ლიო რუ­კა­ზე, მოკ­ლე ხან­ში მთე­ლი რუ­კა წი­თე­ლი ფე­რით და­ი­ფა­რე­ბო­და. რა ად­გი­ლიც არ უნ­და მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ რო­მანს ფორ­მა­თა იერ­არ­ქი­ა­ში, ამ­ჟა­მად მა­სა­ვით ემ­ო­ცი­ო­ნა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბას ვერ­ცერ­თი ჟან­რი ვერ გად­მოს­ცემს. რო­მა­ნი არ­ის და კი­დევ დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა იმ ფორ­მად, რო­მელ­საც ფარ­თო თვალ­სა­წი­ე­რის ხე­ლო­ვან­ნი კვლავ და კვლავ მი­უბ­რუნ­დე­ბი­ან, რად­გან იგი მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა და გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­მოქ­მე­დის მოთხოვ­ნებს; უფ­რო მე­ტიც; თუ რო­მა­ნი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ ტემპს და პროგ­რე­სის გზით წა­რი­მარ­თე­ბა, იგი კვლავ მი­აღ­წევს იმ ბრწყინ­ვა­ლე მწვერ­ვალს, რო­მელ­ზე­დაც იგი აიყ­ვა­ნა და და­ტო­ვა ბუმ­ბე­რაზ­მა ბალ­ზაკ­მა 1850 წელს. ასე რომ, სა­კითხი რო­მა­ნის რან­გის თა­ო­ბა­ზედ ამ­ო­წუ­რუ­ლად მი­მაჩ­ნია.

    II
    რო­მა­ნისტს ორი უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა უნ­და გა­აჩ­ნ­დეს: პირ­ვე­ლი – მშვე­ნი­ე­რე­ბის გრძნო­ბა, ურ­ომ­ლი­სო­დაც შე­მოქ­მე­დი ვერ იარ­სე­ბებს. ყო­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ასე თუ ისე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ამ გრძნო­ბით, სწო­რედ ამ­ი­ტომ არ­ის ის ხე­ლო­ვა­ნი. შე­მოქ­მე­დი ად­ა­მი­ა­ნი ქმნის ინს­ტინ­ქ­ტუ­რად და ვე­რა­ნა­ი­რი ინს­ტინ­ქ­ტი ვერ აიძ­უ­ლებს მას გა­მო­ი­ყე­ნოს მა­სა­ლა, რო­მე­ლიც არ იზ­ი­დავს; ეს უდ­ა­ვოდ ასეა. ის­იც უეჭ­ვე­ლია, რომ რა­ნა­ირ ცხოვ­რე­ბა­საც არ უნ­და ას­ა­ხავ­დეს რო­მა­ნის­ტი, იგი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­ხიბ­ლუ­ლია – ე.ი. მან ამ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც მშვე­ნი­ე­რი და­ი­ნა­ხა. სი­ლა­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი იყ­ოს, მაგ­რამ მწე­რალ­მა შეძ­ლო შე­ე­ნიშ­ნა იგი, ნამ­დ­ვი­ლად და­ე­ნა­ხა ის სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც მის (და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახ­ი­რე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნის) გარ­და შე­იძ­ლე­ბა ვე­რა­ვის ვე­რას­დ­როს შე­ე­ნიშ­ნა. თუ რო­მანს ინ­ტე­რე­სით წა­ვი­კითხავთ, სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბო­და გვემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ მის ავ­ტორს არ გა­აჩ­ნია სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბა (თვით ის ფაქ­ტი, რომ წიგ­ნ­მა და­გა­ინ­ტე­რე­სათ, ნა­თე­ლი დას­ტუ­რია ამგ­ვა­რი კრი­ტი­კის უს­უ­სუ­რო­ბი­სა და კი­დევ ერთხელ გვარ­წ­მუ­ნებს რე­ცენ­ზენ­ტის მცდა­რო­ბა­ში, რო­ცა მას, მა­გა­ლი­თად, ას­ე­თი დას­კ­ვ­ნა გა­მო­აქვს: “მა­ვან­მა შთამ­бეჭ­და­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მ­ნა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მას წე­რა არ ხე­ლე­წი­ფე­ბა”. მაგ­რამ მა­ვან­მა ხომ შექ­მ­ნა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი და თა­ნაც ისე, რომ ჩაწ­ვ­და რე­ცენ­ზენ­ტის სულს!). ჭკვი­ა­ნი კა­ცი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ აღ­ი­ა­რებ­და, რომ იგი სი­ლა­მა­ზეს სხვაგ­ვა­რად აღ­იქ­ვამს და არა ისე, რო­გორც ხსე­ნე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დი.
    ყვე­ლა თვით­მ­ყო­ფად რო­მა­ნისტს ყო­ველ­თ­ვის, რო­გორც წე­სი, ბრალს სდე­ბენ სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბის არ­ქო­ნა­ში, მაგ­რამ იგ­ი­ვე საყ­ვე­დურს იშ­ვი­ა­თად თუ გა­ი­გო­ნებთ სა­შუ­ა­ლო რო­მა­ნის­ტე­ბის მი­მართ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამგ­ვა­რი ბრალ­დე­ბა უს­ა­ფუძ­ვ­ლოა: მე არ ვგუ­ლის­ხ­მობ ის­ეთ მწერ­ლებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ზო­ლა – იგი არ­ა­სო­დეს ვარ­დე­ბო­და უკ­ი­დუ­რე­სო­ბა­ში, არ­ა­მედ ვთქვათ, ჯორჯ გი­სინ­გი, ნამ­დ­ვი­ლი ექს­ტ­რე­მის­ტი, რო­მელ­საც უნ­ა­რი ჰქონ­და, რო­გორც ახ­ლა აღ­ი­ა­რე­ბენ, შე­ე­ნიშ­ნა უხ­ი­ლა­ვი სი­ლა­მა­ზე არ­სე­ბო­ბის ის­ეთ ფორ­მებ­შიც კი, რო­მელ­თაც სხვა შე­მოქ­მედ­ნი არც ეხ­ე­ბოდ­ნენ. ან­და ავ­ი­ღოთ კი­დევ უფ­რო უკ­ი­დუ­რე­სი შემ­თხ­ვე­ვა – მწე­რა­ლი ჟო­რის ჰი­უ­ის­მან­სი; არც ერთ წიგნს არ გა­მო­უწ­ვე­ვია იმ­დე­ნი ბრალ­დე­ბა სი­მა­ხინ­ჯის ას­ახ­ვი­სათ­ვის, რო­გორც მის რო­მანს “ოჯ­ა­ხუ­რი კე­რა” და ნარ­კ­ვე­ვებს “ყვე­ლა­ფერ­ზედ”. ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მთე­ლი ბოღ­მით არ­ის წარ­მო­ჩე­ნი­ლი ყო­ველ­დ­ღი­უ­რი ყო­ფის უფ­ე­რუ­ლო­ბა და უგ­ვა­ნო­ბა. ამ­ა­ვე დროს ამ წიგ­ნებს ის­ე­თი ხიბ­ლი აქვს, რომ ყო­ველ­თ­ვის მი­იპყ­რობს მკითხ­ველ­თა ყუ­რად­ღე­ბას მა­ში­ნაც კი, რო­ცა მი­სი­ვე “ტა­ძა­რი” შე­იძ­ლე­ბა არც არ­ა­ვის გა­ახ­სენ­დეს. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ჰი­უ­ის­მან­სი, რო­გო­რა­დაც არ უნ­და გვიმ­ტ­კი­ცებ­დეს სა­პი­რის­პი­როს, არ იყ­ოს მო­ხიბ­ლუ­ლი იმ უხ­ი­ლა­ვი სი­ლა­მა­ზით, რო­მელ­საც ის აღ­წერს.
    მე­ო­რე მთა­ვა­რი თვი­სე­ბა, რო­მელ­საც უნ­და ფლობ­დეს რო­მა­ნის­ტი და ხე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თოდ, გახ­ლავთ სიმ­ძაფ­რე, რომ­ლი­თაც ის ხე­დავს ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას. ამ თვი­სე­ბის გა­რე­შე ხე­ლო­ვანს არ გა­უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, სა­ჯა­როდ გუ­ლი გა­და­გი­შა­ლოთ; მი­სი ხილ­ვე­ბი არ იქ­ნე­ბა მის­თ­ვის ისე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, რომ თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ. ყო­ვე­ლი გრძნო­ბა, რო­მელ­საც ად­ა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის ნე­ბის­მი­ე­რი წიგ­ნის კითხ­ვი­სას, მწე­რალს თა­ვად აქვს გან­ც­დი­ლი მკითხ­ველ­ზე ად­რე და უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რა­დაც. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ მკითხ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ძლი­ერ გა­ნიც­დის წიგ­ნის გმი­რე­ბის ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბას, აღშ­ფო­თე­ბუ­ლია მწერ­ლის ულ­მობ­ლო­ბით. ამგ­ვარ ხალხს არ­ა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს მხატ­ვ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის პრო­ცეს­ზე.

    III
    ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ რო­მა­ნის­ტის­თ­ვის აუც­ი­ლე­ბე­ლი ორი თვი­სე­ბა – სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბა და ხედ­ვის სიმ­ძაფ­რე; ნე­ბა მო­მე­ცით, თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა მი­ვაპყ­რო კი­დევ ერთ გრძნო­ბას, რო­მე­ლიც ას­ე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შე­მოქ­მე­დი­სათ­ვის; იგი პრაქ­ტი­კუ­ლად ზე­მოთ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­გივ­რო­ბას სწევს, ხო­ლო მის­მა არ­ქო­ნამ შე­იძ­ლე­ბა არ­ა­რად აქ­ცი­ოს ორ­ი­ვე გრძნო­ბა. ეს გახ­ლავთ სუ­ლის სი­ნა­ტი­ფე. დიდ რო­მა­ნისტს სუ­ლიც დი­დი უნ­და ჰქონ­დეს. იგი უნ­და იყ­ოს გუ­ლის­ხ­მი­ე­რი, მგრძნო­ბი­ა­რე, ვაჟ­კა­ცუ­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, ოდ­ნავ ირ­ო­ნი­უ­ლი, ნა­ზი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი. ას­ე­თი მწე­რა­ლი უნ­და ესწ­რა­ფო­დეს იდ­ე­ალს, მაგ­რამ მუ­დამ ახ­სოვ­დეს, თუ რა არ­ას­რულ­ყო­ფი­ლია ის მი­წი­ე­რი სამ­ყა­რო, სა­დაც ცხოვ­რობს. მთა­ვა­რია, საღ აზრს და­ეყ­რ­დ­ნოს; მოკ­ლედ, უნ­და იყ­ოს კე­თილ­შო­ბი­ლი. სხვაგ­ვა­რად მწე­რა­ლი ვერ მი­აღ­წევს მწვერ­ვალს. მი­სი სუ­ლის არ­სი – აი, რა არ­ის გა­დამ­წყ­ვე­ტი წიგ­ნის ყვე­ლა გვერ­დ­სა და ყო­ველ წამს; აი, ის სარ­კე, რო­მელ­შიც მწე­რა­ლი ხე­დავს სამ­ყა­როს. სხვა თვი­სე­ბე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია და არ იმ­სა­ხუ­რებს ყუ­რად­ღე­ბას. ინგ­ლი­სელ რო­მა­ნის­ტებ­ში ფილ­დინგს ბა­და­ლი არ ჰყავს, რად­გა­ნაც ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა სუ­ლის სი­დი­ა­დე­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ში. მის წიგ­ნებს ახ­ლაც აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბით კითხუ­ლო­ბენ, რად­გან ყვე­ლა გვერ­დ­ზე მკითხ­ვე­ლი გრძნობს მწერ­ლის პი­როვ­ნე­ბის დიდ­ბუ­ნო­ვა­ნე­ბას და მწერ­ლუ­რი ტექ­ნი­კის ვე­რა­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბა ვერ და­ა­კარ­გი­ნებს ფილ­დინგს მის კუთ­ვ­ნილ ად­გილს ინგ­ლი­სურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში; მის მყარ პო­ზი­ცი­ას არ­ა­ფე­რი ემ­უქ­რე­ბა, სა­ნამ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლი სუ­ლის მწე­რა­ლი. დი­კენ­სის დი­დე­ბა შე­ლა­ხუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბით მი­სი სუ­ლის, ცო­ტა არ იყ­ოს, ზედ­მე­ტი უხ­ამ­სო­ბის შე­სა­ხებ და იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მწე­რალს არ ეყო ვაჟ­კა­ცო­ბა, ბო­ლომ­დე გა­ეს­წო­რე­ბი­ნა თვა­ლი სი­მარ­თ­ლის­თ­ვის. ცხოვ­რე­ბის მი­სე­უ­ლი აღქ­მაც უხ­ე­შა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას თე­კე­რე­ი­ზეც, რომ­ლის სუ­ლიც არ აღ­მოჩ­ნ­და ის­ე­თი ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, რო­გო­რიც შე­ე­ფე­რე­ბო­და ამ ბუმ­ბე­რაზ პი­როვ­ნე­ბას; მას უამ­რა­ვი ნაკ­ლი ჰქონ­და, რაც წინ ეღ­ო­ბე­ბა უკვ­და­ვე­ბას.
    უაღ­რე­სად მი­ჭირს ამ­ის თქმა და ეს სა­ხი­ფა­თოც კი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხე­ლო­ვან­თათ­ვის ფორ­მა არ­ა­ფერს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ მა­ინც უნ­და გა­მოვ­ტყ­დე, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფ­რო ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ნი­კას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვა­ფა­სებ კარგ ფორ­მას და მუ­დამ ვიღ­ვ­წო­დი, რომ მას ინგ­ლის­ში მე­ტი პა­ტი­ვის­ცე­მით მოპყ­რო­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ახ­ლა თვალ­ნათ­ლივ ვრწმუნ­დე­ბი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია სა­პი­რის­პი­როს ღა­ღა­დებს. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ტურ­გე­ნევს, სხვა არც ერ­თი ცნო­ბი­ლი რო­მა­ნის­ტი, ან არ ფიქ­რობ­და ფორ­მა­ზე, ან ფრი­ად ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და მას­ზე. შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და გვე­ფიქ­რა, რომ უც­ხო­ურ რო­მა­ნებს ფორ­მის უფ­რო ფა­ქი­ზი გრძნო­ბა გა­აჩ­ნი­ათ, ვიდ­რე სა­უ­კე­თე­სო ინგ­ლი­სურ ნა­წარ­მო­ე­ბებს. ამ მხრივ ბალ­ზაკს უამ­რა­ვი შე­ცო­დე­ბა აქვს; ის ცალ­კე­ულ ფრა­ზა­საც ვერ ართ­მევ­და წე­სი­ე­რად თავს, რომ არ­ა­ფე­რი ვთქვათ მთე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ფორ­მა­ზე. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია ბუმ­ბე­რა­ზი რო­მა­ნის­ტის – სტენ­და­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფორ­მის მი­მართ; მას თა­ვის შე­დევ­რ­ში შე­იძ­ლე­ბა ას­ე­თი ფრა­ზა და­ე­წე­რა: “ჰო, მარ­თ­ლა, ად­რე უნ­და მეც­ნო­ბე­ბი­ნა თქვენ­თ­ვის, რომ ჰერ­ცო­გი­ნია…”! და დოს­ტო­ევ­ს­კი? ის ხომ გა­ცი­ლე­ბით დი­დია ბალ­ზაკ­ზეც და სტენ­დალ­ზეც, მაგ­რამ მი­სი უბ­ად­ლო და გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი “ძმე­ბი კა­რა­მა­ზო­ვე­ბი” სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხომ სა­ოც­რად უფ­ორ­მო და ნაჩ­ქა­რე­ვად ჩა­მომ­ტ­ვ­რე­უ­ლი ოქ­როს ზო­დია! და­უს­წ­რე­ბე­ლი კურ­სე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პე­და­გო­გის­თ­ვის, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მ­ნას, ოცი გაკ­ვე­თი­ლი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, რომ სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის მი­ე­თი­თე­ბი­ნა დოს­ტო­ევ­ს­კის ენ­ის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­სა და ხარ­ვე­ზებ­ზე. რა გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტან­და ფლო­ბე­რი ამ რო­მანს გა­მოწ­ვ­ლილ­ვი­თი შეს­წავ­ლის შემ­დეგ? ან რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და მის გა­ნა­ჩენს? ან­და თუ ავ­ი­ღებთ უფ­რო სა­შუ­ა­ლო დო­ნის მა­გა­ლითს: ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კის მხრივ გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლი “მარკ რე­ზერ­ფორ­დი” მუ­დამ მო­უ­ხე­შა­ვი დი­ლე­ტან­ტი იყო, მაგ­რამ ამ გა­რე­მო­ე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია მის­თ­ვის, უაღ­რე­სად მიმ­ზიდ­ვე­ლი რო­მა­ნის­ტი ყო­ფი­ლი­ყო მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის. რო­ცა ვეც­ნო­ბით დი­დი ფორ­მა­ლის­ტე­ბის – გი დე მო­პა­სა­ნი­სა და ფლო­ბე­რის შე­მოქ­მე­დე­ბას, გა­ნა შეგ­ვიძ­ლია ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ ბრწყინ­ვა­ლე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა რა­მე­ში ეხ­მა­რე­ბა მათ, ან ოდ­ნავ მა­ინც გა­მო­ის­ყი­დის მა­თი სუ­ლის სი­სუს­ტე­ებს? ორ­ი­ვე თა­ვი­სი საქ­მის დი­დოს­ტა­ტია, მაგ­რამ ნელ-ნე­ლა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მწერ­ლე­ბის რიგ­ში გა­და­დი­ან. ვი­ნა­ი­დან ად­ა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ის­ე­თია, რო­გო­რიც არ­ის, ხო­ლო მო­პა­სა­ნის წიგ­ნე­ბი ერ­ო­ტი­კი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, ის­ი­ნი მუ­დამ გა­მო­იწ­ვე­ვენ მკითხ­ველ­თა ინ­ტე­რესს, მაგ­რამ მო­პა­სან­მა უკ­ვე და­იმ­კ­ვიდ­რა თა­ვი­სი ად­გი­ლი; უამ­რა­ვი ღირ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ა­რა­ვინ მი­იჩ­ნევს მას პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან მწერ­ლად. ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა ფლო­ბე­რის ჩა­მოგ­დე­ბას მა­ღა­ლი მწერ­ლო­ბის კვარ­ცხ­ლ­ბე­კი­დან, ეს მარ­თ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სა­ო­ცარ მოვ­ლე­ნად თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გულ კრი­ტი­კა­ში. ახ­ლა ირკ­ვე­ვა, რომ თურ­მე ფლო­ბე­რის სუ­ლი არ­ამც თუ კე­თილ­შო­ბი­ლი, პი­რი­ქით – ულ­მო­ბე­ლი და ცო­ტა არ იყ­ოს, ან­ე­მი­უ­რი იყო. “ბუ­ვა­რი და პე­კუ­შე” დას­ტუ­რია იმ­ი­სა, რომ ფლო­ბე­რი ვე­ღარ ამჩ­ნევ­და ად­ა­მი­ან­თა სამ­ყა­როს არ­ას­რულ­ყო­ფი­ლე­ბას და ცდო­მი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, თით­ქოს­და სულ სხვა პლა­ნე­ტა­ზე იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. მი­სი ფორ­მა­ლუ­რი ტექ­ნი­კის ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­ფერ­მ­კ­რ­თალ­და და უგ­უ­ნურ­ნი ამ ბრწყინ­ვა­ლე­ბა­საც ნაკ­ლად უთვ­ლი­ან მწე­რალს. ფლო­ბე­რის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ად­ა­მი­ა­ნუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის მხო­ლოდ ერთ ვიწ­რო სფე­რო­შია ჯერ­ჯე­რო­ბით უეჭ­ვე­ლი – ეს არ­ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა. მი­სი წე­რი­ლე­ბიც ხომ სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კის სა­კითხებს ეხ­ე­ბა და ამ­ჟა­მად მწერ­ლის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბად გვევ­ლი­ნე­ბა, რად­გან უამ­რა­ვი შე­მოქ­მე­დის­თ­ვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქ­ცა. ასე რომ, მე კვლავ ვუბ­რუნ­დე­ბი იმ­ას, რომ შე­მოქ­მე­დი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს თვი­სე­ბად (გარ­და უკ­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი თვი­სე­ბი­სა) მი­მაჩ­ნია მი­სი სუ­ლის არ­სი. მხო­ლოდ იგი და არა სხვა რამ, უჩ­ენს მას მე­გობ­რებ­სა და მტრებს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა კი ერ­თობ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო და წარ­მა­ვა­ლია. ვი­მე­ო­რებ, რომ ამ­ის თქმა ჩემ­თ­ვის არ იყო იოლი.
    რა­ტომ­ღაც სულ უფ­რო ვრწმუნ­დე­ბი, რომ მხატ­ვ­რულ პრო­ზა­ში მო­მუ­შა­ვე უდ­ი­დე­სი მწერ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­რა­დი­ულ დი­ლე­ტან­ტე­ბად რჩე­ბი­ან; ყო­ველ დიდ ხე­ლო­ვან­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, დი­ლე­ტან­ტი იმ­ა­ლე­ბო­დეს. არ ვი­ცი аსე რად ხდე­ბა – იქ­ნებ სა­კუ­თა­რი სიძ­ლი­ე­რით აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბულთ აღ­არ სურთ თვი­ნი­ე­რად და­ე­მორ­ჩი­ლონ სის­ტე­მა­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მძი­მე წე­სებს და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით მეტ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მი­აღ­წი­ონ იმ სფე­რო­ში, რაც მათ­თ­ვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ არც ერ­თი დი­დი შე­მოქ­მე­დი არ იყო ერ­უ­დი­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რი. დიდ ხე­ლო­ვანს სულ სხვა მიზ­ნე­ბი გა­აჩ­ნია; ყვე­ლა შე­მოქ­მე­დი, დი­დი იქ­ნე­ბა ის თუ პა­ტა­რა, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში გრძნობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ბევ­რია ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა, რო­მელ­საც ბა­დებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლი და სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლი იმ­ი­სა, რომ ერ­თი და იგ­ი­ვე რამ­დენ­ჯერ­მე – სამ­ჯერ, შვიდ­ჯერ, ათ­ჯერ – არ გა­და­ა­კე­თოს. აქ მა­გა­ლი­თად შექ­ს­პი­რის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თობ გულ­გ­რი­ლი იყო გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სი­ნა­ტი­ფის მი­მართ და რომ­ლის მე­თო­დე­ბიც ფლო­ბერს ნამ­დ­ვი­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბო­და. მარ­თ­ლაც, კა­ცი რომ და­უკ­ვირ­დეს, შექ­ს­პი­რის დი­ლე­ტან­ტიზ­მი ამ ბო­ლო წლებ­ში უფ­რო ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა, მაგ­რამ ეს გა­რე­მო­ე­ბა თით­ქოს არ­ა­ვის აწ­უ­ხებს. ფლო­ბე­რი რომ დი­დი შე­მოქ­მე­დი ყო­ფი­ლი­ყო, გა­ცი­ლე­ბით დი­დი დი­ლე­ტან­ტი იქ­ნე­ბო­და.

    (c) „არილი“

  • პროზა (თარგმანი)

    იბრაჰიმ გოლესთანი

    თევზი და მისი ჯუფ­თი

    ­­­­­­­თარგმნა თაკო ლეკვეიშვილ­მა

    კა­ცი თევ­ზებს უყ­­რებ­და. თევ­ზე­ბი შუ­შის იქ­ით მშვი­დად და­ცუ­რავ­­ნენ. მათ­­ვის ქვის ფი­ლე­ბი­სა­გან აკ­ვა­რი­­მი აეშ­­ნე­ბი­ნათ. აკ­ვა­რი­­მი დი­დი იყო. მი­სი ნა­ხევ­რად­ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი კე­დე­ლი სიღ­­მე­ში იკ­არ­გე­ბო­და. კა­ცის წინ კი შუ­შის კე­დე­ლი აღ­მარ­თუ­ლი­ყო. გა­მოქ­ვა­ბუ­ლის მსგავს ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი დე­რეფ­ნის ორ­­ვე მხა­რეს, კედ­ლებ­ში ჩა­შე­ნე­ბულ აკ­ვა­რი­­მებ­ში ნა­ირ-ნა­­რი და ფე­რად-ფე­რა­დი თევ­ზე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლიყ­­ნენ. ყო­ველ აკ­ვა­რი­უმს ზე­მო­დან უხ­­ლა­ვი შუ­ქი ან­­თებ­და. კა­ცი ახ­ლა უკ­ვე იჯ­და და ისე ათ­ვა­ლი­­რებ­და ჩუმ­სა და ცივ სი­ნათ­ლე­ში მყოფ თევ­ზებს.

    თევ­ზე­ბი მშვი­დად ეკ­იდ­ნენ შუ­შის მიღ­მა. თით­ქოს ჩი­ტე­ბი ყო­ფი­ლიყ­­ნენ, ფრთა-მო­ტე­ხი­ლი ჩი­ტე­ბი. თით­ქოს ზე­ცა­ში ეკ­იდ­ნენ. ბუშ­ტუ­კებს უშ­ვებ­­ნენ, ოდ­ნავ ირ­ხე­ოდ­ნენ და ძა­ლი­ან ნე­ლა ატყ­ლა­შუ­ნებ­დენ ფარ­­ლებს. ეს რომ არა, ვერც კი იგრ­­ნობ­და კა­ცი წყალ­ში თუ იყვ­ნენ. კაც­მა პირ­და­პირ, ფსკერ­ზე ორი თევ­ზი ერ­თად შე­ნიშ­ნა. თა­ვე­ბი ერთ­მა­ნე­თი­სათ­ვის მი­ეტყუ­პე­ბი­ნათ და კუ­დებს იქ­ნევ­­ნენ. უეც­რად შე­ფარ­თხალ­­ნენ, მაღ­ლა აიჭრ­ნენ, შუა გზი­დან მო­უხ­ვი­ეს და კვლავ ფსკერ­ზე და­ეშ­­ნენ. თით­ქოს ერთ­მა­ნე­თის კოც­ნას ლა­მობ­­ნენ, მაგ­რამ ის­ევ გან­ცალ­კევ­­ნენ. ასე ტრი­­ლებ­­ნენ და აქ­ეთ-იქ­ით დას­რი­­ლებ­­ნენ.

    კა­ცი ჩა­მოჯ­და. ას­­თი გა­­თა­ვე­ბე­ლი მოძ­რა­­ბა ჯერ არ მი­ნა­ხავ­სო, გა­­ფიქ­რა. მთელს ქვეყ­ნი­­რე­ბა­ზე ყვე­ლა სხვა აკ­ვა­რი­უმ­ში და წყალ­სა­ცავ­ში თევ­ზე­ბი თა­ვის­­ვის და­ცუ­რა­ვენ და სა­კუ­თა­რი მარ­ტი­ვი მიხ­რა-მოხ­რა აქვთ. რა არ ენ­­ხა: თევ­ზე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ად­­მი­­ნე­ბი. ტყე­ში, ქუ­ჩებ­ში. ცით მოწყ­ვე­ტი­ლი ვარ­­­­ლა­ვე­ბიც კი ენ­­ხა, მაგ­რამ მსგავ­სი ჰარ­მო­ნია – არ­­სო­დეს! ერთ­­რო­­ლად შე­მოდ­გო­მა­ზე ფოთ­ლე­ბი არ ცვი­ვა, არც სა­ნოვ­რუ­ზო ჯე­ჯი­ლი ამ­­დის ქო­თან­ში ერთ­ბა­შად. არც ვარ­­­­ლა­ვე­ბი იწ­ყე­ბენ ციმ­ციმს ერთ­სა და იმ­­ვე დროს. მაგ­რამ წვი­მა? აი, წვი­მა – შე­საძ­ლოა. წვი­მის ძა­ფე­ბი თით­ქოს ერ­თად მო­­დი­ნე­ბი­ან. ან იქ­ნებ ზღვი­დან აღმ­­გა­რი ორთ­­ლი?

    ეს ორი თევ­ზი გა­ნუყ­რე­ლად ერ­თად და­ცუ­რავ­და. ალ­ბათ იმ­­ტომ, რომ ერთ­ნა­­რე­ბი იყვ­ნენ. ხო­ლო ასე ერთ­ნა­ირ­ნი რომ იყვ­ნენ, იმ­­ტო­მაც მე­გობ­რობ­­ნენ. მა­თი ჰარ­მო­ნი­­ლი მოძ­რა­­ბა შვა ერთ­სუ­ლოვ­ნე­ბამ, თუ ერთ­სუ­ლოვ­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებ­და ამ ჰარ­მო­ნი­ას? იქ­ნებ ტყუ­პე­ბი არ­­ან? მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ კი ტყუ­პი თევ­ზე­ბი?

    კაცს ჩა­მი­ჩუ­მი არ ეს­მო­და, მაგ­რამ ის­იც კი და­უშ­ვა, რომ ეს ორი თევ­ზი ერთ­მა­ნეთს ელ­­პა­რა­კე­ბო­და და მათ ერთ­მა­ნე­თი­სა ეს­მო­დათ. მაგ­რამ რა­ტომ არ შე­უძ­ლი­ათ ეს სხვა თევ­ზებს? ეს­­ნი იც­ნო­ბენ ერთ­მა­ნეთს. მათ ამ ვიწ­რო აკ­ვა­რი­უმ­ში ცხოვ­რე­ბა რიტ­მულ ცეკ­ვა­სა და კეკ­ლუ­ცო­ბა­ში გაჰ­ყავთ. მაგ­რამ რო­დემ­დე გას­ტანს მა­თი ამგ­ვა­რი ცეკ­ვა?

    მო­ხუც­მა ქალ­მა, რო­მელ­საც პა­ტა­რა ბავ­­ვის­­ვის ჩა­ევ­ლო ხე­ლი და აკ­ვა­რი­­მის და­სათ­ვა­ლი­­რებ­ლად შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, კაცს მოჰ­­რა თვა­ლი. ქა­ლი ბავშვს თევ­ზებ­ზე მი­­თი­თებ­და. კა­ცი წა­მოდ­გა და აკ­ვა­რი­­მის­კენ წა­ვი­და. ლა­მაზ-ლა­მა­ზი თევ­ზე­ბი თა­ვი­სუფ­ლად და ზან­ტად დას­რი­­ლებ­­ნენ. აკ­ვა­რი­­მი მშვე­ნივ­რად იყო გა­ნა­თე­ბუ­ლი და შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი მსუ­ბუქ სიმ­­ვი­დეს მო­ეც­ვა. ქა­ლი ბავშვს თევ­ზებ­ზე უთ­­თებ­და – შე­ხე­დეო! შემ­დეგ მი­სი აწ­­ვა მო­ინ­დო­მა, მაგ­რამ ძა­ლა არ ეყო. კაც­მა ხე­ლი მოხ­ვია პა­ტა­რას და მაღ­ლა ას­წია. “გმად­ლობთ, ბა­ტო­ნო”, – უთხ­რა დე­და­ბერ­მა.

    ცო­ტა ხნის შემ­დეგ კაც­მა ბავშვს უთხ­რა: “შე­ხე­დე იმ ორს, რა ლა­მა­ზე­ბი არ­­ან ერ­თად!”

    ის ორი თევ­ზი ის­ევ ერთ­მა­ნე­თის პი­რის­პირ იდ­გა. ფარ­­ლე­ბი ნა­ზად უთრ­თო­დათ. აკ­ვა­რი­­მის კი­დის ზო­მი­­რი შუ­ქი დი­ლის სიზ­მარს წა­­გავ­და და ქვის ფი­ლებს სუფ­თას და კრი­­ლას, მშვიდ­სა და მსუ­ბუქს აჩ­ენ­და.

    ახ­ლა თევ­ზე­ბი კვლავ გა­­ყარ­ნენ, რა­თა ის­ევ შეყ­როდ­ნენ ერთ­მა­ნეთს და გვერ­დი-გვერდ ეც­­რათ.

    კაც­მა ბავშვს უთხ­რა: “შე­ხე­დე იმ ორს, რა ლა­მა­ზე­ბი არ­­ან ერ­თად!”

    ბავ­­­მა ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჰკითხა: “რო­მელ ორს?” კაც­მა უპ­­სუ­ხა:

    “იმ ორს. იმ ორ­ზე გე­უბ­ნე­ბი, იმ ორს შე­ხე­დე!” და თი­თი აკ­ვა­რი­­მის შუ­შას მი­­დო. შუ­შა­ზე ვი­ღა­ცას ნემ­სით თუ ლურ­­­ნით ავ­ტოგ­რა­ფი ამ­­­კაწ­რა.

    ცო­ტა ხნის შემ­დეგ ბავ­­­მა თქვა: “ორ­ნი არ არ­­ან”.

    “აი, ის­­ნი, ის ორ­ნი” – და­ჟი­ნე­ბით იმ­­­რებ­და კა­ცი. ბავ­­­მაც გა­­მე­­რა: “სწო­რედ ის­­ნი! ორ­ნი არ არ­­ან. ერ­თი მათ­გა­ნი მე­­რის ან­­რეკ­ლია, რო­მე­ლიც შუ­შა­ში მო­ჩანს”.

    კაც­მა ძირს ჩა­მოს­ვა პა­ტა­რა და სხვა აკ­ვა­რი­­მე­ბის და­სათ­ვა­ლი­­რებ­ლად გა­­მარ­თა.

    © „არილი“