• ესე (თარგმანი)

    ჯეიმს ერლი – წიგნების კითხვა, როგორც სიამოვნების წყარო

    ცხრა წლის ვიქნებოდი, დიდი კარადიდან წიგნი რომ ავწაპნე და მის წასაკითხად სადღასაც მივიმალე. დედამ მომძებნა და შენიშვნა მომცა, საშენო წიგნი არ აგიღიაო, მაგრამ ამით რაღას შემაჩერებდა. ეს იყო ცხოვრების ერთ-ერთი იმ გარდამტეხ მომენტთაგანი, რომელთა მნიშვნელობას მრავალი წლის შემდეგღა იცნობიერებ. წიგნის სათაურმა მიმიზიდა: “სად იყავი? – არსად. რას აკეთებდი? – არაფერს”. იგი წარმოადგენდა რჩევების კრებულს მშობლებისათვის, რომელშიც, კერძოდ, ეწერა, რომ ზოგჯერ ბავშვს უჩნდება სავსებით ბუნებრივი მოთხოვნილება, უბრალოდ, წამოწვეს ბალახზე და უცქიროს ღრუბლებს, ცაზე რომ მიიზლაზნებიან. წიგნში ნათქვამი იყო, რომ ეს სავსებით ნორმალური სურვილია და როცა ბავშვი კითხვაზე – “რას აკეთებ?” – გიპასუხებს – “არაფერსო”, – ამაში არაფერია საძრახისი.
    ამ ცოდნით შეიარაღებული ეზოში გავედი, ბალახზე წამოვწექი და კითხვა განვაგრძე. წიგნმა მომანიჭა კანონიერი უფლება, მეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაკეთებდი, ოღონდ ისე, რომ ჩემი უფლებები ამ სფეროში გაცნობიერებული არ მქონდა. მან, თითქოსდა, გარკვეულწილად წამართვა უცოდველობა, მოსპო უოდსუორთისეულად უშუალო კავშირი ჩემსა და ღრუბლებს შორის და ნეტარი უსაქმობა ერთგვარ პოზად გადამიქცია.
    დამოკიდებულება უქმი ოცნებებისადმი ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ სულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის, რომ ეს არცთუ უსარგებლო საქმიანობაა. ბავშვისთვის ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ისწავლოს აზროვნება. მახსოვს, ღრუბლების ცქერამ მეც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამაგებინა, მაგალითად ის, რომ ცვლილებები ნელა და ხშირად სრულიად შეუმჩნევლად ხდება. დღეს, საწერ მაგიდასთან რომ ვიჯექი და სარკმელში უმიზნოდ ვიყურებოდი, გამახსენდა, როგორ გვიკითხავდა უნივერსიტეტში ბერძნული ფილოსოფიის ისტორიას პროფესორი ფელი. ისიც ხშირად შეგვაქცევდა ხოლმე ზურგს და დაფიქრებული იმზირებოდა ფანჯარაში, ვიდრე ჩვენ სუნთქვაშეკრულნი ველოდით პასუხს მის მიერვე დასმულ კითხვაზე. შესაძლოა, დოქტორი ფელის ამ საქციელსაც მნიშვნელოვანწილად პოზა განაპირობებდა. შესაძლოა, მას სურდა, მიმსგავსებოდა სოკრატეს, ქუჩაში რომ შეჩერდებოდა ხოლმე და ხანგრძლივად შესცქეროდა ზეცას.
    დორზეს ეთიოპური ტომისადმი მიძღვნილ წიგნში ანთროპოლოგი დენ სპერბერი მოგვითხრობს ერთ ამბავს, რომელიც მე ძალიან მიყვარს: “ბავშვობაში ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ასეთმა სცენამ: მამაჩემი ვერანდაზე სავარძელზეა მიწოლილი; უძრავად ზის – ხელები უსიცოცხლოდ ჩამოუყრია და სივრცეში რაღაცისთვის მიუციებია თვალი; ჩამესმის დედის ჩურჩული: “ხელს ნუ შეუშლი, მამა მუშაობს”. გავიდა დრო, მე ეთნოგრაფი გავხდი და პროფესიამ ეთიოპიაში ჩამიყვანა; და ერთხელ აქ, საველე დაკვირვებების დროს, ჩემი ყურით გავიგონე, როგორ გადაუჩურჩულა დედამ პატარა ბიჭს: “ხელს ნუ შეუშლი, მამა წინაპრებს აპურებს”.
    სპერბერის მსგავსად, მეც პროფესორი გავხდი. ახლა ჩემი ღრუბლებიცა და ჩემი წინაპრებიც ჩემივე წიგნებია. შემიძლია, სრულ სიჩუმეში, ყველასა და ყველაფრისგან განმარტოებული, საათობით ვიჯდე და წიგნს ვკითხულობდე. მიმაჩნია, რომ ჩვენს ეპოქაში, როცა ცხოვრების ტემპი განუწყვეტლივ ჩქარდება და ჩქარდება, კითხვის ეს ასპექტი, – სიჩუმე და განმარტოება, – უდიდეს თავისთავად ღირებულებას იძენს.
    უცნაურობა კითხვის პროცესისა, ღრუბლების ჭვრეტას რომ მიაგავს, სწორედ განმარტოებისა და ნელი ტემპის აუცილებლობაში მდგომარეობს. ვიცი, რომ, შეიძლება, ველოტრენაჟორზე ვარჯიშის დროსაც იკითხო რამე და დილაობით ძუნძულით სირბილისას ან მანქანის საჭესთან ჯდომისასაც ისმინო პლეერით მოთხრობები. მაგრამ აქ სხვაგვარ კითხვაზე გესაუბრებით – ძველმოდურ, არაეფექტურ, ანტისოციალურ საქმიანობაზე, უამრავ დროს რომ მოითხოვს. მინდა დავწერო წიგნი: “სად იყავი? – არსად. რას აკეთებდი? – წიგნს ვკითხულობდი… თქვენ თუ შეგიძლიათ, რომ თავს ამის უფლება მისცეთ?” ეს შრომა განკუთვნილი არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც (წიგნის მაღაზიების მზარდი რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ), პოულობს დროს, რათა იკითხოს. არა, მის ადრესატად უფრო ვიწრო წრე წარმომიდგენია, კერძოდ – უნივერსიტეტების პროფესორები. მე ხომ ყოველდღიურად ვისმენ, როგორ შესჩივიან ისინი ერთმანეთს, წიგნების წასაკითხავად ვეღარ ვიცლითო.
    იყო დრო, როცა იმგვარ კითხვაზე ვოცნებობდი, როგორსაც აღწერს მაკიაველი: “საღამოობით, შინ რომ ვბრუნდებოდი, ჩემს კაბინეტს მივაშურებდი. გავიხდიდი ჩემს დაჭუჭყიანებულ-დამტვერილ სადაგ ტანსაცმელს და მეფური შესამოსლით ვიმოსებოდი. შემდეგ კი ასე ჯეროვნად მორთული დიდ წინაპართა საკრებულოში შევაბიჯებდი. ისინი ხელგაშლილად მხვდებოდნენ ხოლმე და მე ვტკბებოდი მარტოდენ ჩემთვის განკუთვნილი ნუგბარით, რომლისთვისაც ვიყავ შობილი. აქ შემეძლო მორიდებისგან შეუბორკავს მესაუბრა მათთან, დავკითხოდი ამა თუ იმ საქციელის მიზეზს და წინაპრები პასუხს არ იშურებდნენ”.
    ჩემთვის ნაცნობია ეს გრძნობა. ოცდახუთი წლის წინ ჩემი პირველი საპროფესორო შვებულება ამგვარ კითხვაში გავატარე. ვკითხულობდი ყველაფერს, რაც კი სკოლასა და უნივერსიტეტში დამრჩა წაუკითხავი. აი, მაშინდელი ავტორები და წიგნები: პლატონი, კანტი, შექსპირი, მილტონი, შელი, “დაო დე ძინი”, “უპანიშადები”, “ბჰაგავატგიტა”, ლაიბნიცი, ბეკონი, მონტენი, უაიტჰედი, ბერგსონი, კასირერი, ფროიდი, შოუ, იეიტსი, ჰაიდეგერი, ლევი-სტროსი და… დენ სპერბერი. კითხვას გვიანობით, ღამით ორ ან სამ საათზე ვწყვეტდი საოცარი მღელვარებით მოცული. თავს ეზეკიელივით ვგრძნობდი, როცა უფალმა უთხრა მას: “ადამის ძევ!.. შეჭამე ეს გრაგნილი… აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში”.
    ვათვალიერებ იმდროინდელ ჩანაწერებს, – ერთიანად შენიშვნებით აჭრელებულ გაყვითლებულ ფურცლებს, თავბრუდამხვევ აღმოჩენათა ამბავს რომ მოგვითხრობენ, – და შეცბუნება მიპყრობს: იმ დროს მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების არსი შევიცანი და ყოფიერების ყველა საიდუმლოს ჩავწვდი! და თუმცა შემდგომში აღარასოდეს გამიმეორებია ასეთი ექსპერიმენტი, ეს იყო მეტად ფასეული გამოცდილება. დროდადრო ჩემს თავს ვუსვამ შეკითხვას: განუცდია კი ჩემს რომელსამე სტუდენტს (ან მომავალში თუ მოელის) ეს ენით აუწერელი მღელვარება – კითხვის ვნებით მანიაკალური შეპყრობილობა?
    ახლა, როცა ბევრად უფრო მოწიფული კაცი მეთქმის, მივხვდი, რომ მაკიაველის დამოკიდებულებაც კითხვისადმი და ჩემი უძილო ღამეებიც მნიშვნელოვანწილად ეგოიზმის გამოვლინებას წარმოადგენდა. მაკიაველი თავდაჯერებული ადამიანი იყო და ფიქრობდა, რომ ძალა შესწევდა ისე გასაუბრებოდა პლატონს, ტიტუს ლივიუსსა და ციცერონს, როგორც ტოლი ტოლებს. კითხვამ, შესაძლებელია, შეგიქმნათ იმ ავტორებთან თანასწორობის მცდარი შეგრძნება, რომელთა აზრის გაგებაც მოახერხეთ. ასეთი კითხვა თანამედროვე აბსტრაქტული მხატვრობის თვალიერებას ჰგავს, როცა დიდია ცთუნება განაცხადო: “ამის დახატვას ხომ მეც შევძლებდი!” ჰო მაგრამ, ეს სურათები ხომ თქვენ არ დაგიხატავთ და, რომ არ გენახათ, აზრად არასოდეს მოგივიდოდათ, რაღაც მსგავსის შექმნა შემიძლიაო.
    პირველ ლექციაზე სტუდენტებს ასე მივმართავ ხოლმე: “ჩემი კურსის დამუშავება კლასში არ ხდება. უნდა იშრომოთ შინ ან სადმე სხვაგან, სადაც განმარტოებას შეძლებთ და ხელს არავინ შეგიშლით. ეს შეიძლება იყოს ბიბლიოთეკის მყუდრო კუთხე, სხვენი ან ნებისმიერი სხვა ადგილი, რომელსაც თქვენს დროებით თავშესაფრად – წიგნის კითხვისთვის განკუთვნილ ადგილად – აქცევთ. ჩემთვის ასეთი თავშესაფარი არის ჩემი ბინა ღამის საათებში, როცა ბოლოს და ბოლოს ყველა დაიძინებს და მთელი სახლი ჩაბნელდება ხოლმე. მაშინ შემიძლია ავიღო წიგნი და მოვკალათდე სინათლის მაგიურ წრეში, სადაც ვარსებობთ მხოლოდ მე და წიგნი; ან უფრო სწორად ვარსებობთ მე და ავტორი, წიგნი კი, უბრალოდ, შუამავალია ჩვენ ორს შორის”.
    გაოცდები კაცი, იმდენად დიდია რაოდენობა ახალგაზრდებისა, რომლებიც შეცბუნების გარეშე გამოგიტყდებიან, კითხვა არ გვიყვარსო; და მათ რიცხვში თვით სიტყვიერების შემსწავლელი სტუდენტებიც კი გამოერევიან ხოლმე. ეს გასაგებიცაა – კითხვა ხომ ჯოჯოხეთურად ნელი საქმიანობაა. დღეს, როცა უკვე კომპიუტერის ეკრანის ორწამიან გაშეშებასაც კი ძალუძს მოთმინებიდან ჩვენი გამოყვანა, კითხვა ადამიანისგან სრულ შეჩერებას მოითხოვს – საჭიროა, უბრალოდ, შევჩერდეთ და სხვას ვუსმინოთ.
    ბოლო დროს კითხვას სწორედ სხვისი ხმის სმენად აღვიქვამ. პირველ ლექციას რომ განვაგრძობ, სტუდენტებს ვეუბნები: “სინათლის მაგიურ წრეში წიგნით ხელში რომ შეაბიჯებთ, არ უნდა იფიქროთ, თითქოს თქვენი ამოცანა ამ წიგნის დამორჩილება, მოთვინიერება, გაკრიტიკება ან თუნდაც გარჩევა-გაანალიზება იყოს. წიგნის კითხვას იმიტომ კი არ იწყებთ, რომ შეიყვაროთ ან შეიძულოთ ის; და არც იმიტომ, რომ დაამტკიცოთ, თითქოს ავტორზე უფრო ჭკვიანი ბრძანდებით. არა, წიგნს უწინარეს ყოვლისა იმიტომ კითხულობთ, რომ მოისმინოთ, რას გეუბნებათ იგი”.
    ასეთი მიდგომა კითხვისადმი ნაკლებეგოისტურია, ვიდრე მაკიაველისეული. ადამიანი, ვინც წიგნისადმი ეს ბევრად უფრო თვინიერი დამოკიდებულება მასწავლა, ზიგმუნდ ფროიდი იყო. დამწყები ფსიქოანალიტიკოსებისათვის განკუთვნილ მის რჩევებს რომ ვეცნობოდი, სადაც ფროიდი მოძღვრავს მათ, როგორ უნდა უსმინონ პაციენტებს, მე აღმოვაჩინე კავშირი კითხვასა და ღრუბლების ჭვრეტას – არაფრის კეთების ხელოვნებას შორის. სწორად სმენის წესი, ამბობს ფროიდი, “უბრალოდ, იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთრებით არაფერზე მოახდინოთ კონცენტრირება და გულისყური მუდამ თანაბრად გქონდეთ მიპყრობილი ყველაფრისკენ, რასაც პაციენტი მოგითხრობთ. რადგან როგორც კი რაღაც ერთზე გაამახვილებთ ყურადღებას, მაშინვე მასალის დახარისხებას იწყებთ… თქვენ კი სწორედ ამას უნდა გაურბოდეთ. როცა შერჩევას დაიწყებთ, თქვენ უკვე საკუთარი მოლოდინის ტყვე ხდებით და, მაშასადამე, დიდია შანსი, ვეღარაფერი გაიგონოთ გარდა იმისა, რაც ისედაც იცით… ექიმის კანონი ასე უნდა იქნას ფორმულირებული: “საჭიროა, უბრალოდ, ვუსმინოთ”.
    რთული სასწავლია, უბრალოდ, უსმინო ადამიანს: არც მისი სიტყვების დაუყოვნებლივ ინტერპრეტირება სცადო, არც ნაუცბათევი დასკვნები გააკეთო, არც საკუთარი რჩევებით ჩაეჩარო საუბარში.
    ბედის ირონიით, არაფრის კეთების ხელოვნება, რომლის სრულყოფას ყრმობიდან მოყოლებული ამდენი ძალა შევალიე, ჩვენს უნივერსიტეტებში დიდად არ ფასობს. ჩემმა კოლეგებმა მგონი დაივიწყეს, რომ ჩვენი პროდუქციის უდიდესი ნაწილი ხშირად სწორედ იმ სახის შრომის შედეგად მიიღება, როგორითაც პატარა დენ სპერბერი მამამისმა გააოცა. ჩვენს დღეებში უნივერსიტეტებში მთავარ საზრუნავად იქცა ფონდები და კანონმდებლობა, ბაზარი და კონკურენცია, ტექნოლოგიები და მოდის ბოლო კაპრიზების დაკმაყოფილება. ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი განათლებაც ხომ ბიზნესია.
    მწვანე მდელოები და კორომები პასტორალურ საუნივერსიტეტო ტრადიციებს გვახსენებს. ეს კორომები დასაბამიდანვე მოწყვეტილი იყო კომერციული სულისკვეთებითა და ყოველდღიური საზრუნავით სავსე გარემომცველი სამყაროს ფუსფუსსა და ამაოებას. უნივერსიტეტი იმ ადგილს წარმოადგენდა, სადაც ადამიანს შეეძლო შეჩერებულიყო, ეკითხა, ესმინა, ესწავლა. ჩემი პროფესორობის ოცდაათი წლის განმავლობაში კი აკადემიურმა სამყარომ ნელა, მაგრამ არსებითად იცვალა სახე (აი, კიდევ ერთი ილუსტრაცია იმისა, რაც ბავშვობაში მასწავლეს ღრუბლებმა – სამყარო თანდათანობით და შეუმჩნევლად იცვლება). დღეს გვარწმუნებენ, რომ ისტორიამ სვლა ააჩქარა, ხოლო საზოგადოება ყოველდღიურად სულ უფრო სწრაფად იცვლება; რომ თუკი ჩვენ წამით მაინც შევჩერდებით, მომავალი ჩაგვიქროლებს და უნივერსიტეტებს სადღაც შორეულ წარსულში ჩატოვებს; რომ ჩვენ უნდა ვიქცეთ მომავლის უნივერსიტეტებად, კომპიუტერების ეპოქის უნივერსიტეტებად, XXI საუკუნის უნივერსიტეტებად…
    სჯერათ კი ამის იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩვენს უნივერსიტეტებს განაგებენ? დევიზი – “დროს არ ჩამოვრჩეთ” – სარეკლამო მოწოდებასავით ჟღერს. და მართლაც, უნივერსიტეტები ცდილობენ ბაზარზე გაყიდონ საკუთარი თავი. კაცმა არ იცის რა მიზეზით, მათ მიიჩნიეს, რომ ამერიკას სურს ისინი ზეთანამედროვე, სუპერტექნოლოგიურ, ეფექტიან კორპორაციულ დაწესებულებებად იქცნენ, რომლებიც შეძლებენ კომპიუტერული ტექნოლოგიების ბატონობის ეპოქაში თავიანთი კლიენტები, კურსის დამთავრების შემდეგ, გარანტირებული მაღალანაზღაურებადი სამუშაოთი უზრუნველყონ.
    ვფიქრობ, ამერიკა უკეთ ერკვევა თავის საჭიროებებში. ამერიკას არაფერში სჭირდება განუწყვეტელი და სულ უფრო აჩქარებული ცვლილებები; ისინი სჭირდება ბაზარს, რომელიც ცდილობს გამუდმებით გაუჩინოს მომხმარებელს სულ ახალ-ახალი ნივთების ყიდვის სურვილი. ხოლო ამერიკას კი სჭირდება უნივერსიტეტები და კოლეგები, რომლებიც მოდის კაპრიზებს არ აჰყვებიან და ყოველწლიურად არ იცვლიან სახეს. ვისურვებდი, უნივერსიტეტები ნამდვილად განსაზღვრავდნენ მომავალს, ნაცვლად იმისა, რომ თავქუდმოგლეჯით მისდევდნენ აწმყოს. ცხადია, სინათლის მაგიურ წრეში ჯდომით და ძველ ავტორებთან დინჯი საუბრით, მათი ხმის აუჩქარებლად სმენით ჩვენ მომავალს ვერ დავეწევით. ლამპის შუქი სხვა მაგიურმა ნათებამ შეცვალა – ციმციმმა სარეკლამო დაფისა, რომელიც გიგანტური საინფორმაციო ჰაივეის გასწვრივ არის დაყენებული, უნივერსიტეტის მწვანე კორომს რომ სერავს.
    გამორიცხული არ არის, მომავალი მართლაც კომპიუტერებს დარჩეს, მაგრამ წარსული ხომ უეჭველად წიგნების იყო. სწორედ ამიტომ ვცდილობ ვასწავლო ჩემს სტუდენტებს წიგნების კითხვა და წინაპართა ხმების აუჩქარებლად სმენა, სწორედ ამიტომ ვეუბნები მათ: “თუ ჩვენ არ გვეხსომება წარსული და პატივს არ ვცემთ მას, იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ მომავალი თაობები პატივისცემით მოგვიგონებენ. არადა, ჩვენ ხომ ნამდვილად გვაქვს იმის იმედი, რომ მომავალ თაობებს ეხსომებათ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, საგნები, რომლებიც ჩვენ გვიყვარდა, წიგნები, რომლებიც ჩვენ დავწერეთ?

    The Cronicle of Higher Education

    © “წიგნები – 24 საათი”
  • ესე (თარგმანი)

    არნოლდ ბენეტი


    რო­გორ იწ­ე­რე­ბა რო­მა­ნე­ბი

    ცნო­ბი­ლი ინგ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი (1867-1931), გა­მო­ცე­მუ­ლი ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი, მოთხ­რო­ბე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი (“სი­მარ­თ­ლე ავ­ტო­რის შე­სა­ხებ” – 1903, “ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა” – 1909).

    ინგ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა მა­ნა­ნა ბე­ზა­რაშ­ვილ­მა

    I
    რო­მა­ნის­ტი სწო­რედ ის ად­ა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი სიმ­ძაფ­რით აღ­იქ­ვამს ცხოვ­რე­ბას და უჩნ­დე­ბა და­უ­ო­კე­ბე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბა, სხვა­საც გა­უ­ზი­ა­როს თა­ვი­სი ღრმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. იგი ამ­ას მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზის მეშ­ვე­ო­ბით ახ­ერ­ხებს, რად­გან სწო­რედ ის მი­აჩ­ნია თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თუ­ნა­რი­ან ფორ­მად. ვით სხვა ხე­ლო­ვანთ, მა­საც არ ძა­ლუძს იყ­ოს ჩუ­მად და დაკ­მა­ყო­ფილ­დეს იმ­ით, რომ მის­თ­ვის ცხა­დი შე­იქ­ნა ის­ე­თი რამ, რაც სხვე­ბის­თ­ვის ჯე­რაც ბინ­დით არ­ის მო­სი­ლი. რო­მა­ნისტს ერ­თი სუ­ლი აქვს ყვე­ლას გა­უ­ზი­ა­როს თა­ვი­სი აღ­მო­ჩე­ნა, ხმა­მაღ­ლა გა­მო­აცხა­დოს, მას სურს ბო­ლომ­დე თქვას თა­ვი­სი სათ­ქ­მე­ლი და არც გა­ემ­ტყუ­ნე­ბა – უაღ­რე­სად სა­ო­ცა­რი და ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლია ის, რაც მან იც­ის! სხვა ხე­ლო­ვან­თა­გან რო­მა­ნის­ტი მხო­ლოდ ერ­თი რა­მით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა: ყვე­ლა­ზე მე­ტად მას იზ­ი­დავს ად­ა­მი­ა­ნის არ­სი, ეს­ო­დენ შე­უც­ნო­ბე­ლი და არ­სე­ბო­ბის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად. ცხა­დია, თა­ვად რო­მა­ნის­ტიც მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ ევ­ო­ლუ­ცი­ის შე­დე­გია. რო­მა­ნის­ტის მარ­ტივ ფორ­მას თქვენ ყველ­გან შე­გიძ­ლი­ათ გა­და­აწყ­დეთ ახ­ლაც კი – იქ­ნე­ბა ეს ქუ­ჩა, კა­ფე თუ კლუ­ბი: ის ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის წრე­ში ცდი­ლობს გან­მარ­ტოს ცხოვ­რე­ბის მი­სე­უ­ლი ხედ­ვა, მაგ­რამ მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბი ბუნ­დო­ვა­ნი და ტლან­ქია.
    ამგ­ვა­რი რო­მა­ნის­ტე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე დგა­ნან, მაგ­რამ ამ­ავ­დ­რო­უ­ლად ის­ი­ნი და მათ მი­ერ ამ­ორ­ჩე­უ­ლი ჟან­რი წარ­მო­ად­გენს რო­მა­ნის სა­ფუძ­ველს. სწო­რედ მათ­გან იწ­ყე­ბა ის ჯა­დოს­ნუ­რი კი­ბე, რო­მელ­საც ავ­ყა­ვართ უდ­ი­დეს მწერ­ლე­ბამ­დე: ამ მწე­რალ­თა თვალ­სა­წი­ე­რი კი იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, რთუ­ლი და დი­ა­დია, რომ ყო­ვე­ლი­ვეს სა­თა­ნა­დოდ გა­მო­სა­ხა­ტა­ვად მხო­ლოდ რო­მა­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა თუ გა­მოდ­გე­ბა; ბუმ­ბე­რაზ­მა მწერ­ლებ­მა იმ­დე­ნად სრულ­ქ­მ­ნეს თა­ვი­სი ოს­ტა­ტო­ბა, რომ რო­მა­ნი ჯე­რაც რჩე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის უდ­ი­ა­დეს ჟან­რად.
    სრუ­ლი­ად არ ვა­პი­რებ იმ­ის მტკი­ცე­ბას, რომ რო­მა­ნი სა­უ­კე­თე­სოა ხე­ლოვ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ფორ­მა­თა­გან. არც ის მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ რო­მე­ლი ჟან­რი (თუ­კი არ­სე­ბობს ას­ე­თი) სჯობს რო­მანს. შარ­ტ­რის ტა­ძა­რი, ზო­გი­ერ­თი ბერ­ძ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბა და მო­ცარ­ტის “დონ-ჟუ­ა­ნი” ყო­ველ­თ­ვის მი­მაჩ­ნ­და სა­უ­კე­თე­სოდ, რაც კი შექ­მ­ნი­ლა ამ ქვეყ­ნად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შექ­ს­პი­რი­სა და ნი­ჟინ­ს­კის ჩათ­ვ­ლით. და მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, სრუ­ლი­ად მარ­თე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბაა, რომ ჭეშ­მა­რი­ტი პირ­ვე­ლო­ბა ეკ­უთ­ვ­ნის ის­ეთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფორ­მას, რო­გო­რი­ცაა მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზა (თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ი­კუ­რი პო­ე­ზი­აც კი ყვე­ლა­ფერს მხატ­ვ­რულ პრო­ზას უნ­და უმ­ად­ლო­დეს). რო­მანს აქვს და მუ­დამ ექ­ნე­ბა ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი მას­შ­ტა­ბუ­რო­ბის უპ­ი­რა­ტე­სო­ბა. წმ.პეტ­რეს ტა­ძა­რი რომ­ში წვრილ­მა­ნია ტოლ­ს­ტო­ის “ომ­სა და მშვი­დო­ბას­თან” შე­და­რე­ბით და არა მგო­ნია ჩვენ გე­ო­ლო­გი­ურ ეპ­ო­ქა­ში ვინ­მეს გა­უჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი ეპ­ი­კუ­რი პო­ე­მის წა­კითხ­ვი­სა, გინ­დაც ის მო­ცუ­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყ­ოს “ომ­სა და მშვი­დო­ბა­ზე” (და გა­ნა ვინ­მე და­წერს ახ­ლა ას­ეთ პო­ე­მას?).
    დი­დი ხა­ნია ნა­თე­ლია, რომ რო­მა­ნის­ტე­ბი (დრა­მა­ტურ­გე­ბის ჩათ­ვ­ლით, რომ­ლე­ბიც რო­მა­ნის­ტე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ) პი­რი­დან ლუკ­მას აც­ლი­ან სხვა ხე­ლო­ვანთ. ფერ­მ­წე­რებ­ში ფარ­თოდ არ­ის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა, კომ­პო­ზი­ტო­რებ­ში – მით უფ­რო, მაგ­რამ ფერ­მ­წე­რე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ოინ­ე­ბი არ­ა­ფე­რია რო­მა­ნის­ტე­ბის სი­ხარ­ბეს­თან შე­და­რე­ბით. და თუ­კი ფერ­მ­წე­რე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ამგ­ვა­რი უტ­იფ­რო­ბა ყო­ველ­თ­ვის იწ­ვევ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­მა­ნის­ტე­ბის ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა, კო­ლო­ნი­ზა­ცია და ან­ექ­სია და­უს­ჯე­ლი რჩე­ბო­და. ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტი – დაწყე­ბუ­ლი პე­ი­ზა­ჟი­დან ვიდ­რე სო­ცი­ო­ლო­გი­ამ­დე – რო­მე­ლიც არ იყ­ოს ას­ა­ხუ­ლი მხატ­ვ­რულ პრო­ზა­ში. ერ­თი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბაც კი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია რო­მა­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის და­სა­ნა­ხად. ემ­ილ ზო­ლას “ჟერ­მი­ნა­ლის” შემ­დ­გო­მაც ამ ჟანრს არ შე­უ­ჩე­რე­ბია გი­გან­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით სვლა ახ­ა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საპყ­რო­ბად. ბო­ლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მა­ნი კი­დევ უფ­რო გან­ვი­თარ­და და თუ­კი იგი იმ ფერს მი­ი­ღებ­და, რომ­ლი­თაც ბრი­ტა­ნე­თის სამ­ფ­ლო­ბე­ლო­ნი აღ­ი­ნიშ­ნე­ბა მსოფ­ლიო რუ­კა­ზე, მოკ­ლე ხან­ში მთე­ლი რუ­კა წი­თე­ლი ფე­რით და­ი­ფა­რე­ბო­და. რა ად­გი­ლიც არ უნ­და მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ რო­მანს ფორ­მა­თა იერ­არ­ქი­ა­ში, ამ­ჟა­მად მა­სა­ვით ემ­ო­ცი­ო­ნა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბას ვერ­ცერ­თი ჟან­რი ვერ გად­მოს­ცემს. რო­მა­ნი არ­ის და კი­დევ დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა იმ ფორ­მად, რო­მელ­საც ფარ­თო თვალ­სა­წი­ე­რის ხე­ლო­ვან­ნი კვლავ და კვლავ მი­უბ­რუნ­დე­ბი­ან, რად­გან იგი მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა და გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­მოქ­მე­დის მოთხოვ­ნებს; უფ­რო მე­ტიც; თუ რო­მა­ნი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ ტემპს და პროგ­რე­სის გზით წა­რი­მარ­თე­ბა, იგი კვლავ მი­აღ­წევს იმ ბრწყინ­ვა­ლე მწვერ­ვალს, რო­მელ­ზე­დაც იგი აიყ­ვა­ნა და და­ტო­ვა ბუმ­ბე­რაზ­მა ბალ­ზაკ­მა 1850 წელს. ასე რომ, სა­კითხი რო­მა­ნის რან­გის თა­ო­ბა­ზედ ამ­ო­წუ­რუ­ლად მი­მაჩ­ნია.

    II
    რო­მა­ნისტს ორი უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა უნ­და გა­აჩ­ნ­დეს: პირ­ვე­ლი – მშვე­ნი­ე­რე­ბის გრძნო­ბა, ურ­ომ­ლი­სო­დაც შე­მოქ­მე­დი ვერ იარ­სე­ბებს. ყო­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ასე თუ ისე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ამ გრძნო­ბით, სწო­რედ ამ­ი­ტომ არ­ის ის ხე­ლო­ვა­ნი. შე­მოქ­მე­დი ად­ა­მი­ა­ნი ქმნის ინს­ტინ­ქ­ტუ­რად და ვე­რა­ნა­ი­რი ინს­ტინ­ქ­ტი ვერ აიძ­უ­ლებს მას გა­მო­ი­ყე­ნოს მა­სა­ლა, რო­მე­ლიც არ იზ­ი­დავს; ეს უდ­ა­ვოდ ასეა. ის­იც უეჭ­ვე­ლია, რომ რა­ნა­ირ ცხოვ­რე­ბა­საც არ უნ­და ას­ა­ხავ­დეს რო­მა­ნის­ტი, იგი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­ხიბ­ლუ­ლია – ე.ი. მან ამ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც მშვე­ნი­ე­რი და­ი­ნა­ხა. სი­ლა­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი იყ­ოს, მაგ­რამ მწე­რალ­მა შეძ­ლო შე­ე­ნიშ­ნა იგი, ნამ­დ­ვი­ლად და­ე­ნა­ხა ის სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც მის (და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახ­ი­რე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნის) გარ­და შე­იძ­ლე­ბა ვე­რა­ვის ვე­რას­დ­როს შე­ე­ნიშ­ნა. თუ რო­მანს ინ­ტე­რე­სით წა­ვი­კითხავთ, სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბო­და გვემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ მის ავ­ტორს არ გა­აჩ­ნია სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბა (თვით ის ფაქ­ტი, რომ წიგ­ნ­მა და­გა­ინ­ტე­რე­სათ, ნა­თე­ლი დას­ტუ­რია ამგ­ვა­რი კრი­ტი­კის უს­უ­სუ­რო­ბი­სა და კი­დევ ერთხელ გვარ­წ­მუ­ნებს რე­ცენ­ზენ­ტის მცდა­რო­ბა­ში, რო­ცა მას, მა­გა­ლი­თად, ას­ე­თი დას­კ­ვ­ნა გა­მო­აქვს: “მა­ვან­მა შთამ­бეჭ­და­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მ­ნა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მას წე­რა არ ხე­ლე­წი­ფე­ბა”. მაგ­რამ მა­ვან­მა ხომ შექ­მ­ნა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი და თა­ნაც ისე, რომ ჩაწ­ვ­და რე­ცენ­ზენ­ტის სულს!). ჭკვი­ა­ნი კა­ცი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ აღ­ი­ა­რებ­და, რომ იგი სი­ლა­მა­ზეს სხვაგ­ვა­რად აღ­იქ­ვამს და არა ისე, რო­გორც ხსე­ნე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დი.
    ყვე­ლა თვით­მ­ყო­ფად რო­მა­ნისტს ყო­ველ­თ­ვის, რო­გორც წე­სი, ბრალს სდე­ბენ სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბის არ­ქო­ნა­ში, მაგ­რამ იგ­ი­ვე საყ­ვე­დურს იშ­ვი­ა­თად თუ გა­ი­გო­ნებთ სა­შუ­ა­ლო რო­მა­ნის­ტე­ბის მი­მართ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამგ­ვა­რი ბრალ­დე­ბა უს­ა­ფუძ­ვ­ლოა: მე არ ვგუ­ლის­ხ­მობ ის­ეთ მწერ­ლებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ზო­ლა – იგი არ­ა­სო­დეს ვარ­დე­ბო­და უკ­ი­დუ­რე­სო­ბა­ში, არ­ა­მედ ვთქვათ, ჯორჯ გი­სინ­გი, ნამ­დ­ვი­ლი ექს­ტ­რე­მის­ტი, რო­მელ­საც უნ­ა­რი ჰქონ­და, რო­გორც ახ­ლა აღ­ი­ა­რე­ბენ, შე­ე­ნიშ­ნა უხ­ი­ლა­ვი სი­ლა­მა­ზე არ­სე­ბო­ბის ის­ეთ ფორ­მებ­შიც კი, რო­მელ­თაც სხვა შე­მოქ­მედ­ნი არც ეხ­ე­ბოდ­ნენ. ან­და ავ­ი­ღოთ კი­დევ უფ­რო უკ­ი­დუ­რე­სი შემ­თხ­ვე­ვა – მწე­რა­ლი ჟო­რის ჰი­უ­ის­მან­სი; არც ერთ წიგნს არ გა­მო­უწ­ვე­ვია იმ­დე­ნი ბრალ­დე­ბა სი­მა­ხინ­ჯის ას­ახ­ვი­სათ­ვის, რო­გორც მის რო­მანს “ოჯ­ა­ხუ­რი კე­რა” და ნარ­კ­ვე­ვებს “ყვე­ლა­ფერ­ზედ”. ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მთე­ლი ბოღ­მით არ­ის წარ­მო­ჩე­ნი­ლი ყო­ველ­დ­ღი­უ­რი ყო­ფის უფ­ე­რუ­ლო­ბა და უგ­ვა­ნო­ბა. ამ­ა­ვე დროს ამ წიგ­ნებს ის­ე­თი ხიბ­ლი აქვს, რომ ყო­ველ­თ­ვის მი­იპყ­რობს მკითხ­ველ­თა ყუ­რად­ღე­ბას მა­ში­ნაც კი, რო­ცა მი­სი­ვე “ტა­ძა­რი” შე­იძ­ლე­ბა არც არ­ა­ვის გა­ახ­სენ­დეს. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ჰი­უ­ის­მან­სი, რო­გო­რა­დაც არ უნ­და გვიმ­ტ­კი­ცებ­დეს სა­პი­რის­პი­როს, არ იყ­ოს მო­ხიბ­ლუ­ლი იმ უხ­ი­ლა­ვი სი­ლა­მა­ზით, რო­მელ­საც ის აღ­წერს.
    მე­ო­რე მთა­ვა­რი თვი­სე­ბა, რო­მელ­საც უნ­და ფლობ­დეს რო­მა­ნის­ტი და ხე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თოდ, გახ­ლავთ სიმ­ძაფ­რე, რომ­ლი­თაც ის ხე­დავს ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას. ამ თვი­სე­ბის გა­რე­შე ხე­ლო­ვანს არ გა­უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, სა­ჯა­როდ გუ­ლი გა­და­გი­შა­ლოთ; მი­სი ხილ­ვე­ბი არ იქ­ნე­ბა მის­თ­ვის ისე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, რომ თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ. ყო­ვე­ლი გრძნო­ბა, რო­მელ­საც ად­ა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის ნე­ბის­მი­ე­რი წიგ­ნის კითხ­ვი­სას, მწე­რალს თა­ვად აქვს გან­ც­დი­ლი მკითხ­ველ­ზე ად­რე და უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რა­დაც. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ მკითხ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ძლი­ერ გა­ნიც­დის წიგ­ნის გმი­რე­ბის ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბას, აღშ­ფო­თე­ბუ­ლია მწერ­ლის ულ­მობ­ლო­ბით. ამგ­ვარ ხალხს არ­ა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს მხატ­ვ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის პრო­ცეს­ზე.

    III
    ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ რო­მა­ნის­ტის­თ­ვის აუც­ი­ლე­ბე­ლი ორი თვი­სე­ბა – სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბა და ხედ­ვის სიმ­ძაფ­რე; ნე­ბა მო­მე­ცით, თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა მი­ვაპყ­რო კი­დევ ერთ გრძნო­ბას, რო­მე­ლიც ას­ე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შე­მოქ­მე­დი­სათ­ვის; იგი პრაქ­ტი­კუ­ლად ზე­მოთ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­გივ­რო­ბას სწევს, ხო­ლო მის­მა არ­ქო­ნამ შე­იძ­ლე­ბა არ­ა­რად აქ­ცი­ოს ორ­ი­ვე გრძნო­ბა. ეს გახ­ლავთ სუ­ლის სი­ნა­ტი­ფე. დიდ რო­მა­ნისტს სუ­ლიც დი­დი უნ­და ჰქონ­დეს. იგი უნ­და იყ­ოს გუ­ლის­ხ­მი­ე­რი, მგრძნო­ბი­ა­რე, ვაჟ­კა­ცუ­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, ოდ­ნავ ირ­ო­ნი­უ­ლი, ნა­ზი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი. ას­ე­თი მწე­რა­ლი უნ­და ესწ­რა­ფო­დეს იდ­ე­ალს, მაგ­რამ მუ­დამ ახ­სოვ­დეს, თუ რა არ­ას­რულ­ყო­ფი­ლია ის მი­წი­ე­რი სამ­ყა­რო, სა­დაც ცხოვ­რობს. მთა­ვა­რია, საღ აზრს და­ეყ­რ­დ­ნოს; მოკ­ლედ, უნ­და იყ­ოს კე­თილ­შო­ბი­ლი. სხვაგ­ვა­რად მწე­რა­ლი ვერ მი­აღ­წევს მწვერ­ვალს. მი­სი სუ­ლის არ­სი – აი, რა არ­ის გა­დამ­წყ­ვე­ტი წიგ­ნის ყვე­ლა გვერ­დ­სა და ყო­ველ წამს; აი, ის სარ­კე, რო­მელ­შიც მწე­რა­ლი ხე­დავს სამ­ყა­როს. სხვა თვი­სე­ბე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია და არ იმ­სა­ხუ­რებს ყუ­რად­ღე­ბას. ინგ­ლი­სელ რო­მა­ნის­ტებ­ში ფილ­დინგს ბა­და­ლი არ ჰყავს, რად­გა­ნაც ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა სუ­ლის სი­დი­ა­დე­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ში. მის წიგ­ნებს ახ­ლაც აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბით კითხუ­ლო­ბენ, რად­გან ყვე­ლა გვერ­დ­ზე მკითხ­ვე­ლი გრძნობს მწერ­ლის პი­როვ­ნე­ბის დიდ­ბუ­ნო­ვა­ნე­ბას და მწერ­ლუ­რი ტექ­ნი­კის ვე­რა­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბა ვერ და­ა­კარ­გი­ნებს ფილ­დინგს მის კუთ­ვ­ნილ ად­გილს ინგ­ლი­სურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში; მის მყარ პო­ზი­ცი­ას არ­ა­ფე­რი ემ­უქ­რე­ბა, სა­ნამ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლი სუ­ლის მწე­რა­ლი. დი­კენ­სის დი­დე­ბა შე­ლა­ხუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბით მი­სი სუ­ლის, ცო­ტა არ იყ­ოს, ზედ­მე­ტი უხ­ამ­სო­ბის შე­სა­ხებ და იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მწე­რალს არ ეყო ვაჟ­კა­ცო­ბა, ბო­ლომ­დე გა­ეს­წო­რე­ბი­ნა თვა­ლი სი­მარ­თ­ლის­თ­ვის. ცხოვ­რე­ბის მი­სე­უ­ლი აღქ­მაც უხ­ე­შა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას თე­კე­რე­ი­ზეც, რომ­ლის სუ­ლიც არ აღ­მოჩ­ნ­და ის­ე­თი ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, რო­გო­რიც შე­ე­ფე­რე­ბო­და ამ ბუმ­ბე­რაზ პი­როვ­ნე­ბას; მას უამ­რა­ვი ნაკ­ლი ჰქონ­და, რაც წინ ეღ­ო­ბე­ბა უკვ­და­ვე­ბას.
    უაღ­რე­სად მი­ჭირს ამ­ის თქმა და ეს სა­ხი­ფა­თოც კი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხე­ლო­ვან­თათ­ვის ფორ­მა არ­ა­ფერს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ მა­ინც უნ­და გა­მოვ­ტყ­დე, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფ­რო ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ნი­კას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვა­ფა­სებ კარგ ფორ­მას და მუ­დამ ვიღ­ვ­წო­დი, რომ მას ინგ­ლის­ში მე­ტი პა­ტი­ვის­ცე­მით მოპყ­რო­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ახ­ლა თვალ­ნათ­ლივ ვრწმუნ­დე­ბი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია სა­პი­რის­პი­როს ღა­ღა­დებს. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ტურ­გე­ნევს, სხვა არც ერ­თი ცნო­ბი­ლი რო­მა­ნის­ტი, ან არ ფიქ­რობ­და ფორ­მა­ზე, ან ფრი­ად ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და მას­ზე. შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და გვე­ფიქ­რა, რომ უც­ხო­ურ რო­მა­ნებს ფორ­მის უფ­რო ფა­ქი­ზი გრძნო­ბა გა­აჩ­ნი­ათ, ვიდ­რე სა­უ­კე­თე­სო ინგ­ლი­სურ ნა­წარ­მო­ე­ბებს. ამ მხრივ ბალ­ზაკს უამ­რა­ვი შე­ცო­დე­ბა აქვს; ის ცალ­კე­ულ ფრა­ზა­საც ვერ ართ­მევ­და წე­სი­ე­რად თავს, რომ არ­ა­ფე­რი ვთქვათ მთე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ფორ­მა­ზე. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია ბუმ­ბე­რა­ზი რო­მა­ნის­ტის – სტენ­და­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფორ­მის მი­მართ; მას თა­ვის შე­დევ­რ­ში შე­იძ­ლე­ბა ას­ე­თი ფრა­ზა და­ე­წე­რა: “ჰო, მარ­თ­ლა, ად­რე უნ­და მეც­ნო­ბე­ბი­ნა თქვენ­თ­ვის, რომ ჰერ­ცო­გი­ნია…”! და დოს­ტო­ევ­ს­კი? ის ხომ გა­ცი­ლე­ბით დი­დია ბალ­ზაკ­ზეც და სტენ­დალ­ზეც, მაგ­რამ მი­სი უბ­ად­ლო და გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი “ძმე­ბი კა­რა­მა­ზო­ვე­ბი” სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხომ სა­ოც­რად უფ­ორ­მო და ნაჩ­ქა­რე­ვად ჩა­მომ­ტ­ვ­რე­უ­ლი ოქ­როს ზო­დია! და­უს­წ­რე­ბე­ლი კურ­სე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პე­და­გო­გის­თ­ვის, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მ­ნას, ოცი გაკ­ვე­თი­ლი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, რომ სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის მი­ე­თი­თე­ბი­ნა დოს­ტო­ევ­ს­კის ენ­ის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­სა და ხარ­ვე­ზებ­ზე. რა გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტან­და ფლო­ბე­რი ამ რო­მანს გა­მოწ­ვ­ლილ­ვი­თი შეს­წავ­ლის შემ­დეგ? ან რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და მის გა­ნა­ჩენს? ან­და თუ ავ­ი­ღებთ უფ­რო სა­შუ­ა­ლო დო­ნის მა­გა­ლითს: ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კის მხრივ გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლი “მარკ რე­ზერ­ფორ­დი” მუ­დამ მო­უ­ხე­შა­ვი დი­ლე­ტან­ტი იყო, მაგ­რამ ამ გა­რე­მო­ე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია მის­თ­ვის, უაღ­რე­სად მიმ­ზიდ­ვე­ლი რო­მა­ნის­ტი ყო­ფი­ლი­ყო მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის. რო­ცა ვეც­ნო­ბით დი­დი ფორ­მა­ლის­ტე­ბის – გი დე მო­პა­სა­ნი­სა და ფლო­ბე­რის შე­მოქ­მე­დე­ბას, გა­ნა შეგ­ვიძ­ლია ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ ბრწყინ­ვა­ლე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა რა­მე­ში ეხ­მა­რე­ბა მათ, ან ოდ­ნავ მა­ინც გა­მო­ის­ყი­დის მა­თი სუ­ლის სი­სუს­ტე­ებს? ორ­ი­ვე თა­ვი­სი საქ­მის დი­დოს­ტა­ტია, მაგ­რამ ნელ-ნე­ლა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მწერ­ლე­ბის რიგ­ში გა­და­დი­ან. ვი­ნა­ი­დან ად­ა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ის­ე­თია, რო­გო­რიც არ­ის, ხო­ლო მო­პა­სა­ნის წიგ­ნე­ბი ერ­ო­ტი­კი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, ის­ი­ნი მუ­დამ გა­მო­იწ­ვე­ვენ მკითხ­ველ­თა ინ­ტე­რესს, მაგ­რამ მო­პა­სან­მა უკ­ვე და­იმ­კ­ვიდ­რა თა­ვი­სი ად­გი­ლი; უამ­რა­ვი ღირ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ა­რა­ვინ მი­იჩ­ნევს მას პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან მწერ­ლად. ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა ფლო­ბე­რის ჩა­მოგ­დე­ბას მა­ღა­ლი მწერ­ლო­ბის კვარ­ცხ­ლ­ბე­კი­დან, ეს მარ­თ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სა­ო­ცარ მოვ­ლე­ნად თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გულ კრი­ტი­კა­ში. ახ­ლა ირკ­ვე­ვა, რომ თურ­მე ფლო­ბე­რის სუ­ლი არ­ამც თუ კე­თილ­შო­ბი­ლი, პი­რი­ქით – ულ­მო­ბე­ლი და ცო­ტა არ იყ­ოს, ან­ე­მი­უ­რი იყო. “ბუ­ვა­რი და პე­კუ­შე” დას­ტუ­რია იმ­ი­სა, რომ ფლო­ბე­რი ვე­ღარ ამჩ­ნევ­და ად­ა­მი­ან­თა სამ­ყა­როს არ­ას­რულ­ყო­ფი­ლე­ბას და ცდო­მი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, თით­ქოს­და სულ სხვა პლა­ნე­ტა­ზე იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. მი­სი ფორ­მა­ლუ­რი ტექ­ნი­კის ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­ფერ­მ­კ­რ­თალ­და და უგ­უ­ნურ­ნი ამ ბრწყინ­ვა­ლე­ბა­საც ნაკ­ლად უთვ­ლი­ან მწე­რალს. ფლო­ბე­რის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ად­ა­მი­ა­ნუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის მხო­ლოდ ერთ ვიწ­რო სფე­რო­შია ჯერ­ჯე­რო­ბით უეჭ­ვე­ლი – ეს არ­ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა. მი­სი წე­რი­ლე­ბიც ხომ სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კის სა­კითხებს ეხ­ე­ბა და ამ­ჟა­მად მწერ­ლის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბად გვევ­ლი­ნე­ბა, რად­გან უამ­რა­ვი შე­მოქ­მე­დის­თ­ვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქ­ცა. ასე რომ, მე კვლავ ვუბ­რუნ­დე­ბი იმ­ას, რომ შე­მოქ­მე­დი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს თვი­სე­ბად (გარ­და უკ­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი თვი­სე­ბი­სა) მი­მაჩ­ნია მი­სი სუ­ლის არ­სი. მხო­ლოდ იგი და არა სხვა რამ, უჩ­ენს მას მე­გობ­რებ­სა და მტრებს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა კი ერ­თობ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო და წარ­მა­ვა­ლია. ვი­მე­ო­რებ, რომ ამ­ის თქმა ჩემ­თ­ვის არ იყო იოლი.
    რა­ტომ­ღაც სულ უფ­რო ვრწმუნ­დე­ბი, რომ მხატ­ვ­რულ პრო­ზა­ში მო­მუ­შა­ვე უდ­ი­დე­სი მწერ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­რა­დი­ულ დი­ლე­ტან­ტე­ბად რჩე­ბი­ან; ყო­ველ დიდ ხე­ლო­ვან­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, დი­ლე­ტან­ტი იმ­ა­ლე­ბო­დეს. არ ვი­ცი аსე რად ხდე­ბა – იქ­ნებ სა­კუ­თა­რი სიძ­ლი­ე­რით აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბულთ აღ­არ სურთ თვი­ნი­ე­რად და­ე­მორ­ჩი­ლონ სის­ტე­მა­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მძი­მე წე­სებს და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით მეტ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მი­აღ­წი­ონ იმ სფე­რო­ში, რაც მათ­თ­ვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ არც ერ­თი დი­დი შე­მოქ­მე­დი არ იყო ერ­უ­დი­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რი. დიდ ხე­ლო­ვანს სულ სხვა მიზ­ნე­ბი გა­აჩ­ნია; ყვე­ლა შე­მოქ­მე­დი, დი­დი იქ­ნე­ბა ის თუ პა­ტა­რა, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში გრძნობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ბევ­რია ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა, რო­მელ­საც ბა­დებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლი და სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლი იმ­ი­სა, რომ ერ­თი და იგ­ი­ვე რამ­დენ­ჯერ­მე – სამ­ჯერ, შვიდ­ჯერ, ათ­ჯერ – არ გა­და­ა­კე­თოს. აქ მა­გა­ლი­თად შექ­ს­პი­რის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თობ გულ­გ­რი­ლი იყო გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სი­ნა­ტი­ფის მი­მართ და რომ­ლის მე­თო­დე­ბიც ფლო­ბერს ნამ­დ­ვი­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბო­და. მარ­თ­ლაც, კა­ცი რომ და­უკ­ვირ­დეს, შექ­ს­პი­რის დი­ლე­ტან­ტიზ­მი ამ ბო­ლო წლებ­ში უფ­რო ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა, მაგ­რამ ეს გა­რე­მო­ე­ბა თით­ქოს არ­ა­ვის აწ­უ­ხებს. ფლო­ბე­რი რომ დი­დი შე­მოქ­მე­დი ყო­ფი­ლი­ყო, გა­ცი­ლე­ბით დი­დი დი­ლე­ტან­ტი იქ­ნე­ბო­და.

    (c) „არილი“