• პოეზია (თარგმანი)

    აჰმად ტაჰა

    რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცო­ბი­დან ინ­ტი­მურ პო­ე­ზი­ამ­დე

    აჰ­მად ტა­ჰა ეგ­ვიპ­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტორ­თა შო­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­გუ­რაა – ად­ა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ. თუმ­ცა თა­ვად იგი ამ ფაქტს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას არ ან­ი­ჭებს.
    ის 1952 წელს და­ი­ბა­და შუბ­რა­ში (კა­ი­როს ერთ-ერ­თი რა­ი­ო­ნი). ბავ­შ­ვო­ბა­ში “ქუთ­თა­ბის” (დაწყე­ბი­თი სკო­ლა, სა­დაც ყუ­რანს ას­წავ­ლი­ან) სკო­ლა გა­ი­ა­რა, რი­თაც მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა კლა­სი­კუ­რი არ­ა­ბუ­ლის კარგ ცოდ­ნას. შე­საძ­ლოა, ამ­ის გა­მო აირ­ჩია სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა თა­ვი­სი ლექ­სე­ბის ენ­ად მა­შინ, რო­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე ეგ­ვიპ­ტურ პო­ე­ზი­ა­ში დი­ა­ლექ­ტ­ზე წე­რა მი­იჩ­ნე­ვა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად. ოცი წლის იყო, რო­ცა მე­გობ­რებ­თან ერ­თად “სა­მოც­და­ცა­მე­ტი წლის” ომ­ში წა­ვი­და. მა­შინ მარ­ქ­სის­ტიც იყო და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტიც”.
    რო­გორც გა­ნათ­ლე­ბულ ჯა­რის­კაცს, ტა­ჰას ოფ­იც­რო­ბის­თ­ვის ამ­ზა­დებ­დ­ნენ, თუმ­ცა ის ხე­დავ­და კლა­სობ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბას მა­ღალ­ჩი­ნო­სან სამ­ხედ­რო­ებ­სა და რი­გი­თებს შო­რის. ერთხელ ლექ­ცი­აც ჩა­უ­ტა­რა უბ­რა­ლო ჯა­რის­კა­ცებს და უთხ­რა მათ, რომ უიაფ­ეს­ნი იყვ­ნენ ამ ომ­ში, რომ კარ­ვე­ბიც კი მათ­ზე ძვი­რად ფა­სობ­და. ამ­ის გა­მო ტა­ჰა ერ­თი კვი­რით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ. ასე მო­ე­ღო ბო­ლო მის ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ იდ­ე­ას. შე­და­რე­ბით დიდ­ხანს გას­ტა­ნა მარ­ქ­სიზ­მის რწმე­ნამ. თუმ­ცა ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და სრუ­ლი იმ­ედ­გაც­რუ­ე­ბის­თ­ვის.
    დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ტა­ჰამ უფ­რო აქ­ტი­უ­რად მიჰ­ყო ხე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას. მუ­შა­ო­ბა და­იწყო ჟურ­ნალ­ში “ალ-ქა­თიბ” (“მწე­რა­ლი”). 70-იან წლებ­ში რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა “ალ-ას­ვა­თი” (“ხმე­ბი”) და­ა­არ­სა. გა­მოს­ცა ლექ­ს­თა პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი “ნუ და­შორ­დე­ბი ჩემს სა­ხელს” (1981 წელს). ამ­ას მოჰ­ყ­ვა “ალ-ას­ვა­თის” ჯგუფ­თან ერ­თად შექ­მ­ნი­ლი ჟურ­ნა­ლი “ალ-ქი­თა­ბა­თუ სსავ­და” (“სა­და მწერ­ლო­ბა”, რო­მე­ლიც 1988 წელს გა­მო­ვი­და. ტა­ჰა მას­პინ­ძ­ლობ­და თით­ქ­მის რე­გუ­ლა­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ შეკ­რე­ბებს თა­ვის ბი­ნა­ში, კა­ი­რო­ში. უც­ხო­ელ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხში­რად აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს, რი­თაც მთავ­რო­ბის ყუ­რად­ღე­ბა მი­იპყ­რო.
    1985 წელს სა­ხელ­მ­წი­ფოს, მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის, ის­ლა­მის­ტე­ბი­სა და “ცრუ­ლი­ბე­რალ­თა” მხრი­დან გა­დამ­წყ­ვე­ტი თავ­დას­ხ­მა გან­ხორ­ცი­ელ­და პო­ეტ­ზე. მის ბი­ნა­ზე გა­მარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი ძირ­გა­მომ­თხ­რელ, ფეთ­ქე­ბად­სა­შიშ მოღ­ვა­წე­ო­ბად მი­იჩ­ნი­ეს. ორთ­ვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ტა­ჰა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ მი­სი წიგ­ნე­ბი, ხელ­ნა­წე­რე­ბი კონ­ფის­კა­ცი­ის შემ­დეგ აღ­არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ: – “მათ წა­მარ­თ­ვეს მთე­ლი ჩე­მი ხსოვ­ნა არ­აფ­რის გუ­ლის­თ­ვის”. ეს და­ნა­კარ­გი იმ­დე­ნად დი­დი მო­რა­ლუ­რი დარ­ტყ­მა იყო, რომ პო­ეტ­მა წე­რა შეწყ­ვი­ტა.
    ამ მის­თ­ვის ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში ტა­ჰამ კა­ი­როს ერთ-ერთ კა­ფე­ში სი­უ­რე­ა­ლის­ტი, ფი­ლო­სო­ფო­სი ან­ვარ ქა­მე­ლი გა­იც­ნო. ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ჯორჯ ჰე­ნა­ინ­თან ერ­თად ოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ეგ­ვიპ­ტუ­რი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი იყო. აზრ­თა თუ ას­ა­კის სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის­ი­ნი და­მე­გობ­რ­დ­ნენ.
    ექს-მარ­ქ­სის­ტი პო­ე­ტი კა­პი­ტა­ლიზ­მის ცენ­ტ­რ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. შვი­დი წე­ლი იც­ხოვ­რა ამ­ე­რი­კა­ში – ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და ჩი­კა­გოს უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში, ას­წავ­ლი­და არ­ა­ბულს. იქ ყოფ­ნამ თით­ქოს გა­ა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვა ტა­ჰა, ენ­ერ­გი­ით აღ­ავ­სო ის, მაგ­რამ რა­ღაც ძა­ლა ეგ­ვიპ­ტის­კენ ექ­ა­ჩე­ბო­და და 1993 წელს დაბ­რუნ­და კი­დეც. მი­სი თქმით, ცო­ტა უფ­რო ახ­ალ­გაზ­რ­და რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუც­ი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბო­და ამ­ე­რი­კა­ში, მაგ­რამ ამ დრო­ის­თ­ვის ეგ­ვიპ­ტეს­თან სხვა ემ­ო­ცია აკ­ავ­ში­რებ­და, აქ იყო მი­სი მე­გობ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი. უკ­ვე არც კა­ი­რო­ში უნ­დო­და ცხოვ­რე­ბა და აღ­არც ამ­ე­რი­კა­ში შე­ეძ­ლო. აშშ-ში ცხოვ­რე­ბი­სას და­წე­რილ­მა ლექ­სებ­მა თა­ვი მო­ი­ყა­რა ტა­ჰას მე­ო­რე კრე­ბულ­ში “მა­გი­და 48”.
    ბევ­რი ად­ა­მი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტ­მა, რომ ტა­ჰა სი­ა­მა­ყით აღ­ნიშ­ნავ­და, თუ რო­გორ შეხ­ვ­და და და­უ­მე­გობ­რ­და ებ­რა­ე­ლებს. მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა გამ­წ­ვავ­და 1999 წლის ზაფხულ­ში, რო­ცა ის და ჰუ­და ჰუ­სე­ი­ნი საფ­რან­გეთ­ში ხმელ­თა­შუა ზღვის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სხვა ეგ­ვიპ­ტელ პო­ეტ­თა მსგავ­სად იგ­ნო­რი­რე­ბას კი არ უკ­ე­თებ­დ­ნენ ის­რა­ე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს, არ­ა­მედ იდ­ე­ე­ბიც გა­უ­ზი­ა­რეს ამ­ირ ორ­სა და რო­ნი სო­მექს. თა­ვად ტა­ჰა ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ნიშ­ნავს: “და­ვი­ბა­დე რა შუბ­რა­ში, ბავ­შ­ვო­ბა მრა­ვა­ლე­რო­ვან, მულ­ტი­ეთ­ნი­კურ გა­რე­მო­ში გა­ვა­ტა­რე. ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი იყვ­ნენ სომ­ხე­ბი, ბერ­ძ­ნე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი. ასე რომ, მე არ მაქვს პრობ­ლე­მა რა­სას­თან და რე­ლი­გი­ას­თან”.
    ამ­ე­რი­კი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ტა­ჰა მიხ­ვ­და, რომ მი­სი თა­ო­ბის პო­ე­ტებ­მა შეწყ­ვი­ტეს გან­ვი­თა­რე­ბა, აღ­არ სურ­დათ შეც­ვ­ლა. ამ­ი­ტო­მაც ახ­ალ პრო­ექ­ტ­ზე და­იწყო ფიქ­რი. გა­მოს­ცა ჟურ­ნა­ლი “ალ-ჯა­რა­დი” (“კა­ლი­ე­ბი”). მას­თან ძი­რი­თა­დად ის მო­წი­ნა­ვე ახ­ალ­გაზ­რ­და ხე­ლო­ვა­ნე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც ანგ­რევ­დ­ნენ და არღ­ვევ­დ­ნენ ტა­ბუს რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რულს, ას­ე­ვე სექ­სუ­ა­ლურს. ჰუ­და ჰუ­სე­ი­ნი, მუ­ჰა­მედ მეთ­ვა­ლი (ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს აშშ-ში), ბა­ჰაა ავ­ა­დი, მუ­ჰა­მედ ლა­ში­ნი, მა­ჰერ საბ­რი – არც ერ­თი მათ­გა­ნი არ მი­ი­ღო ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა ელ­ი­ტამ. ის­ი­ნი გა­რი­ყუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. ახ­ლად­გა­მო­ცე­მულ, სტილ­თა დი­ფუ­ზი­უ­რო­ბით და ან­არ­ქიზ­მით გა­მორ­ჩე­ულ ჟურ­ნალს კი ში­ნა­არ­სის გა­მო “ამ­ე­რი­კუ­ლი” უწ­ო­დეს.
    1999 წლის და­საწყის­ში დევ­ნი­ლი პო­ე­ტი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნოს, ჟურ­ნალ “ალ-კა­ჰი­რას” (კა­ი­რო) რე­დაქ­ტო­რი გახ­და. ეს ეგ­ვიპ­ტუ­რი წიგ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (General Egyption book Organization) თავ­მ­ჯ­დო­მა­რის სა­მირ სარ­ჰა­ნის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნით მოხ­და. სარ­ჰა­ნი ხე­დავ­და, რომ ჟურ­ნა­ლის დო­ნემ კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად და­ი­წია და საქ­მის გა­მოს­წო­რე­ბა ტა­ჰას მი­ან­დო. ტა­ჰამ გა­ა­კე­თა ეს, თუმ­ცა მხო­ლოდ ხუ­თი ნომ­რის გა­მო­ცე­მა მო­ას­წ­რო. წინ წა­მოს­წია ფე­მი­ნიზ­მი­სა და პოს­ტ­კო­ლო­ნი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თე­მე­ბი. ჟურ­ნა­ლი და­ხუ­რეს. აჰ­მად ტა­ჰა, რომ­ლის მო­საზ­რე­ბებს ვე­რაფ­რით შე­ე­გუა ერთ-ერ­თი გა­მომ­ცე­მე­ლი, ის­რა­ე­ლის მო­ძუ­ლე აბუ ოუფი, ამ­ე­რი­კის ჯა­შუ­შად გა­მო­აცხა­დეს. ეს კონ­ფ­ლიქ­ტი პო­ლი­ცი­ა­ში დას­რულ­და.
    ტა­ჰა “ალ-ჯა­რა­დის” შემ­დეგ ნო­მერს მი­უბ­რუნ­და, სა­დაც ასპ­რე­ზი ის­ევ ახ­ალ­გაზ­რ­დებს ეთ­მო­ბათ. ტა­ჰა ბევრს მუ­შა­ობს ახ­ალ­გაზ­რ­დებ­თან. “შე­საძ­ლოა მათ სიღ­რ­მე აკ­ლი­ათ, მაგ­რამ გულ­წ­რ­ფელ­ნი არ­ი­ან და იც­ი­ან, თუ რა ხდე­ბა მათ გარ­შე­მო”, – აღ­ნიშ­ნავს პო­ე­ტი. 1987-1992 წლებ­ში შექ­მ­ნი­ლი მი­სი ლექ­სე­ბი გა­ერ­თი­ან­და კრე­ბულ­ში სა­ხელ­წო­დე­ბით “კედ­ლე­ბის იმ­პე­რია”. ეს გა­მო­ცე­მა, ის­ე­ვე, რო­გორც “მა­გი­და 48”, თარ­გ­მ­ნი­ლია ინგ­ლი­სუ­რად.
    ამ­ჟა­მად ტა­ჰა ლექ­სე­ბის მე­ოთხე კრე­ბულ­ზე მუ­შა­ობს.


    ნი­ნო დო­ლი­ძე

    მე­თევ­ზე

    ვუძღ­ვ­ნი ვა­ი­ლი-ლ-მა­ითს
    ის ზან­გი კა­ცი სა­მოც­და­ათს მი­ტა­ნე­ბუ­ლი
    იჯ­და ტბის პი­რას შა­ბა­თის დი­ლას
    ვე­ლო­სი­პე­დი ედო გვერ­დით
    მაგ­ნი­ტო­ფო­ნი
    და სულ ცო­ტა მა­რი­ხუ­ა­ნა.
    იც­ო­და კაც­მა, ეს იყო მი­სი უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი მშვე­ნი­ე­რი დი­ლა ამ ტბა­ზე
    და შემ­დეგ დი­ლას
    წარ­ს­დ­გე­ბო­და იგი მორ­ჩი­ლად უფ­ლის წი­ნა­შე
    ჯი­ბე­ში თა­ვი­სი ქე­რა ქა­ლე­ბის ალ­ბო­მი ედო
    რო­მე­ლიც არ და­ვიწყე­ბო­და, თუმც სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და
    ალ­ბომ­ში ყვე­ლა სუ­რა­თი დრო­ის, წუ­თე­ბის მი­ხედ­ვით ეწ­ყო
    რომ ეპ­ა­სუ­ხა ღმერ­თის კითხ­ვებ­ზე და და­ე­ფა­რა დაბ­ნე­უ­ლო­ბა
    ის კა­ცი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო
    და იყო მარ­ტო­სუ­ლი
    და სწამ­და იმ კაცს, რომ სა­მოთხე­ში იქ­ნე­ბო­და მი­სი ად­გი­ლი
    არა იმ­ი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე დი­ლაა უკ­ვე
    რაც სმას მო­ეშ­ვა
    ან­და ქა­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ
    მა­რი­ხუ­ა­ნას ქი­საც და­კარ­გა
    და­საფ­ლა­ვე­ბის ზე­და­ხო­რა­ში
    არ­ა­მედ
    იმ­ი­ტომ, რომ ბო­ლო წამ­ში ალ­ბო­მის ყდა­ში
    თა­ვი­სი შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბის გვერ­დით
    ქრის­ტეს სუ­რა­თის მო­თავ­სე­ბა
    არ და­ა­ვიწყ­და.

    ამ­ბა­ვი

    გა­და­აქვს ერთ მწყემსს მთაგ­რე­ხილ­ზე
    თა­ვი­სი კოს­მი­უ­რი სა­ზი­და­ვი
    ჩა­უ­ჭი­დია ხე­ლი უხ­ე­ში ბაწ­რის­თ­ვის
    შორ­დე­ბა იგი ჭრელ ამ­უ­ლე­ტებს და ჩი­ვილს მტან­ჯ­ველ ტკი­ვილ­ზე
    კე­ტავს გა­ლა­ვანს არ­ა­ბეს­კის
    და კე­ტავს მის მცველს
    მცველს ას­ო­ე­ბის თუ სა­ხე­ლე­ბის
    ტო­ვებს თაფ­ლის და ცო­მის ბურ­თებს აალ­ე­ბუ­ლებს
    ტო­ვებს გზებ­სა და თავ­შე­საფ­რებს
    ქა­ლებს და კა­ცებს უთ­ა­ვო­ებს და უტ­ა­ნო­ებს
    კე­ტავს მთვლე­მა­რეთ და კე­ტავს მშივ­რებს
    ნა­წი­ლე­ბის­გან შიშ­ველ სხე­უ­ლებს
    ავ­ად­მ­ყო­ფებს თუ ექს­ტაზ­ში მყოფთ
    უგ­ერ­გი­ლო­ებს
    აი, ასე…
    გრძნობს ახ­ლა მწყემ­სი ნე­ტა­რე­ბას სიტყ­ვე­ბით უთქ­მელს
    და ისვ­რის ლა­სოს ქა­ლა­ქე­ბის­კენ
    რომ­ლე­ბიც პა­ნი­კუ­რი ში­შით მო­ცულ­ნი გარ­ბი­ან სად­ღაც
    მა­თი ეპ­ო­ქე­ბი ერთ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლა
    და ეჩ­ე­ხე­ბა გა­ლავ­ნე­ბი გა­ლავ­ნებს, კედ­ლე­ბი კედ­ლებს:
    კა­ი­რო­სი და მა­ნი­ლის
    ხი­რო­სი­მი­სა და ბე­ი­რუ­თის
    ბაღ­და­დი­სა და სან­ტი­ა­გო­სი
    იოჰ­ა­ნეს­ბურ­გი­სა და თე­ლა­ვი­ვის
    სწო­რედ ამ დროს…
    გრძნობს მწყემ­სი თრო­ბას
    და ისვ­რის ლა­სოს მე­ო­რედ დრო­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით
    დრო­ის, იმ დრო­ის, დე­და­მი­წის გულს და კუდს რომ ჰყოფს
    და იჭ­ერს ქალს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი კა­ცის სხე­უ­ლის ნა­წი­ლებს
    აგ­რო­ვებს ჭა­ო­ბის შლამ­ში
    ას­ე­ვე კაცს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ქა­ლის სა­ხელს კრეფს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ბი…იმ… თუ…
    ამგ­ვა­რად
    აღ­წევს მწყემ­სი ორ­გაზმს
    და ეუფ­ლე­ბა თა­ვი­სი კოს­მი­უ­რი სა­ზი­და­ვის ხორცს
    და აგ­დებს მას
    დე­და­მი­წის­გან ძა­ლი­ან შორს.

    “არ­ა­ბეს­კა”

    დგას არ­ა­ბეს­კი, ვით დაბ­რ­კო­ლე­ბა ჩვენს და მათ შო­რის
    მა­ლე შთან­თ­ქა­ვენ მას ქვე­მე­ხე­ბი, მაგ­რამ ლოც­ვა ის­ევ აღ­ად­გენს
    მის ხვრე­ლებს გას­წ­ვ­რივ ერთ­მა­ნეთს ცვლი­ან
    ხან სიკ­ვ­დი­ლი და ხან გე­ნერ­ლე­ბი:
    თა­ვის ქა­ლე­ბი
    ნა­ხე­ვარ­მ­თ­ვა­რე­ე­ბი
    სამ­შობ­ლო­ე­ბი
    საბ­რ­ძო­ლო მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი
    მე­ო­რე მხა­რეს კი თავს იყ­რი­ან
    მცვე­ლე­ბი
    ბრმე­ბი
    კეთ­როვ­ნე­ბი და სუ­ლე­ლე­ბი
    ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მის­კენ მი­დის
    ყვე­ლა სხე­უ­ლი იქ გა­ი­ელ­ვებს
    ხო­ლო გუ­ლი კი თი­თო­ე­უ­ლი
    იწ­ვე­ბა მას­ში.

    უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ცეკ­ვა ან­ვარ ქა­მელ­თან

    რო­გორც ყო­ველ­თ­ვის
    მო­მა­ვალ­შიც შენ­გან სულ ოდ­ნავ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი მექ­ნე­ბა –
    ვინ უნ­და მოკ­ვ­დეს უფ­რო ად­რე
    მარ­ქ­სი
    თუ ქმა­რი იმ ქა­ლი­სა, გვერ­დით რომ მი­წევს
    ხა­კის­ფე­რებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი გე­ნე­რა­ლი
    თუ გე­ნე­რა­ლი ჯინ­სი­ა­ნი
    მაგ­რამ როს ღა­მე უკ­ა­ნას­კ­ნელ წუ­თებს და­ით­ვ­ლის
    ჩვენ შევ­თან­ხ­მ­დე­ბით, რომ სუყ­ვე­ლა გარ­და­იც­ვ­ლე­ბა
    ჩვენ შევ­თან­ხ­მ­დე­ბით და ყვე­ლა­ფერს მი­ვუ­ჩენთ ად­გილს
    მა­შინ, რო­დე­საც მომ­დევ­ნო მიმ­წუხრს
    ამ ცხოვ­რე­ბი­დან შე­ნი ბო­ლო და სა­მუ­და­მო გამ­გ­ზავ­რე­ბის ჟა­მი დად­გე­ბა.


    © ”არილი”

  • პოეზია (თარგმანი)

    სილვია პლათი

    მიუნჰენის მანეკენები

    ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

    საშინელია სრულქმნილება, ბერწია იგი,
    თოვლივით ცივი სუნთქვა აქვს და დახშული საშო,

    რომელშიც ჰიდრას თავებივით მოქანავე ურთხელის ხეებს
    ზედ ეხეთქება სიცოცხლის ხე, და სცვივა, სცვივა

    თვეების მწიფე მთვარეები – არსად, უმიზნოდ.
    სისხლის მდინარე სიყვარულის ნიაღვარია.

    აბსოლუტური იყოს მსხვერპლი! ხოლო ეს ნიშნავს:
    არავითარი კერპი ჩემს გარდა,

    მხოლოდ მე და შენ! და სრულქმნილება – დედობანას
    ასე თამაშობს: მთელი თავისი ხიბლით, ღიმილით

    მანეკენებს მიუნჰენში აწვენს ამაღამ –
    პარიზსა და რომს შორის მორგში.

    გაშოტილან შიშვლები და მელოტები ბუმბულ-ატლასში,
    ნარინჯისფერი მამალოები – ვერცხლის ჯოხებზე;

    ამოგლესიათ გული, გონება.
    თოვლი გარეთ ყრის შავ ნაფლეთებს.

    ადამიანი არ ჭაჭანებს; სასტუმროებში
    მოძრაობენ მხოლოდ ხელები: კარს აღებენ, თაროდან კრეფენ

    ფეხსაცმელებს, რომ ხვალ დილის
    თვისპრიალა ლანჩა ამოქოლოს ბრტყელმა თითებმა;

    ხოლო მანამდე – ნატიფ სარკმლების მყუდროებას,
    ბავშვის მაქმანებს, ყვავილებიან საშაქარლამოს –

    გადაწოლია გერმანელთა ფშვინვა და რული;
    და ტელეფონის ყურმილებიც – კაუჭებზე

    შავად ბრწყინავს, დუმილს ინელებს.
    თოვლი უხმოა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • პოეზია (თარგმანი)

    ჰაროლდ პინტერი

    ღმერთმა დალოცოს ამერიკა

    აი, იანკების მწკრივები
    აღლუმზე დაძრულან ხელდახელ.
    იარაღასხმულნი ყელამდე
    მღერიან მხიარულ ბალადებს.
    მსოფლიო შემოიჯირითეს,
    ღმერთი ამერიკის ადიდეს,
    და ვინც იანკებს არ შეეკრა,
    ვინც ბანი არ მისცა წყობილად,
    ვინც მათთან ერთად არ იმღერა,
    ვინც ხმა დაკარგა და დადუმდა,
    აღგავეს პირისგან მიწისა.
    გვამებით გაავსეს თხრილები –
    გვამებით, გვამებით, გვამებით.
    ვინც ბანი არ მისცა მეომრებს
    მოსრეს და აქციეს არარად.
    მოჰქრიან შუბებით მხედრები,
    ეს შენი თავია – მიწაზე,
    ეს შენი თავია – ქვიშაში,
    ეს შენი თავია – გუბეში,
    ეს შენი თვალები – დათხრილი…
    გვამების ოხშივარს იყნოსავ,
    ჰაერი სავსეა სიკვდილით
    და ეს ამერიკის ღმერთია
    სიმყრალეს და გვამთა ხრწნილებას
    თავის წიაღში რომ ინახავს.

    იანვარი, 2003.

    © “ლიტერატურა _ 24 საათი”

  • პოეზია (თარგმანი)

    იოჰან ვოლფგანგ გოეთე


    სცენა “ფაუსტიდან”

    გერმანულიდან თარგმნა დავით წერედიანმა

    აუერბახის სარდაფი ლაიპციგში

    მხიარულ მოქეიფეთა სერობა.

    ფროში

    არ სვამთ, არ მღერით, ვის ებღვირებით!
    ჩამოგიშვიათ უბრად ცხვირები.
    სულ არაფერზე კბილები გიჩანთ,
    დღეს რა ეშმაკმა შეგიკრათ კრიჭა!

    ბრანდერი

    შენი ბრალია, თავს რაზე მალავ,
    გამოაბრწყინე სიბრიყვის ძალა!

    ფროში

    გნებავს? ინებე!
    თავზე ღვინოს ასხამს.

    ბრანდერი

    შე მართლა ბრიყვო!

    ფროში

    რას მეშარები, თხოვნისა იყო!

    ზიბელი

    მოჩხუბრებს – ქიშტი! მიბრძანდეთ უნდა!
    მთელი ფილტვებით, ბიჭებო, რუნდა!
    აბა, ჰოლა ჰო!

    ალტმაიერი

    ავაიმე, გამისკდა თავი!
    მიშველეთ, ბამბა, ყურში ბამბა! რამხელას ბღავის!

    ზიბელი

    ბასი ვარ, ბასი! ისეთი ვჭექო,
    გრგვინვა გაჰქონდეს თაღებქვეშ ექოს!

    ფროში

    ვისაც ეწყინა – ცივი წყალი! ნებავს და – ცხელი!
    ახ, ტარა ლარა!

    ალტმაიერი

    ტარა ლარა!

    ფროში

    მოვმართოთ ყელი!
    (მღერის)
    წმინდა რომის რაიხო,
    დროა, ჭირი წაიღო…

    ბრანდერი

    ფუ, პოლიტიკურ სიმღერებზე გული მერევა!
    ილოცეთ, ხალხო, წილად გვერგო ბედნიერება,
    რომ წმინდა რომის ეგ რაიხი არ გვაბარია!
    ან კანცლერისა რა მცოდნია, ან კაიზერის!
    ლხინის პაპია ერთადერთი, ვინც მაგარია,
    ავირჩიოთ და მისი ხმალი, ჩემი კისერი.
    ვისაც ვმორჩილებ, ერთადერთი ლხინის პაპია,
    მისი კურთხევით შეგვრგებია, რაც გვიყლაპია!

    ფროში
    ( მღერის)

    გაფრინდებოდე, ბულბულო,
    საყვარელს მომიკითხავდე…

    ზიბელი

    შორს ჩვენგან სატრფოს მოკითხვები, ფუჭი ცრემლები!

    ფროში

    მოკითხვას ვუთვლი! კოცნას ვუთვლი! შემოვევლები!
    (მღერის.)
    აწეულა რაზა – ბინდი ჩამომდგარია!
    აწეული რაზა სატრფოს ღია კარია!
    დაწეული რაზა დილის სისხამ-ცვარია…

    ზიბელი

    ჰო, ჰო, უმღერეთ, ბულბულები უგზავნეთ ხშირ-ხშირ!
    ჩემი სიცილის დროც დადგება, შემოგჩრით ცხვირში!
    ჩემს დღეში გნახავთ, საქალეთის ერთია ნირი,
    თქვენც აყვირდებით, საყვარლებო, მე როგორც ვყვირი.
    კაცი მაგათთვის არამია! რად უნდათ კაცი!
    კობოლდი მაგათ! ბლოკსბერგიდან მომსრბოლი ვაცი!
    ისეთ მოკითხვას გავუგზავნი შეფოფინებით,
    სულ ქვაფენილზე წკრიალებდეს ფანჯრის მინები!
    ბრანდერი, მაგიდაზე ხელს აბრახუნებს
    გთხოვთ, სმენა იყოს! დაითმინონ, ვინ რასაც შფოთავს!
    უცადი არ ვარ, ცხოვრებისა მეც მესმის ცოტა,
    და მათ, ვინც ახლა სიყვარულის იწვის სახმილით,
    სიმღერას ვეტყვი ახალთახალს, სწორედ იმდაგვარს,
    მავანთ რომ გულზე მოეთბობათ. ვუმღერ ვირთაგვას!
    ხმა მომაშველეთ, ბატონებო, თქვით მოძახილი!
    (მღერის)
    სარდაფს იყო ვირთაგუნა,
    მაძღარი და უმტერული,
    ღიპი ედო ბებერ მსუნაგს
    დია დოქტორლუთერული.
    შეაპარეს დარიშხანი,
    აუხურდა საწყალს ტანი,
    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!
    გუნდი, ზარ-ზეიმით
    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    ბრანდერი

    რბოდა შმაგი, ხლტოდა ხელი,
    შემოერღვა კაბა-ჯუბა,
    სათავსონი დაღრღნა მთელი,
    სავსე ტბორიც ამოხრუპა.
    უცებ თვალი დაეშრიტა,
    მიებნიდა კაეშნითა,
    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    გუნდი

    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    ბრანდერი

    ბოლოს შიშით არეულმა,
    თავი სამზადს შეაფარა.
    ქალმა ნახა მზარეულმა,
    ვინც ის შხამი შეაპარა.
    თქვა: რა მწარედ დაგესლულა,
    წრიპინ-წრიპინ აღესრულა,
    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    გუნდი

    გინაც გვამში ტრფობა სდგმოდა!

    ზიბელი

    რა უხარიათ მაგ სულელებს, ჩაბჟირდნენ ლამის!
    ვიშ-ვიშ, მაღალი ხელოვნება გამოგვითარგეს,
    წამალი როგორ შევაპაროთ საწყალ ვირთაგვებს.

    ბრანდერი

    შენ რა, ვირთაგვის მხარესა ხარ? შენც შეგხვდა შხამი?

    ალტმაიერი

    გაგვიგულჩვილდა ჩვენი ბღენძი, გმინვა-დაგვა სჭირს!
    უბალნო თავი ამოიცნო მკვდარ ვირთაგვაში!
    შემოდიან ფაუსტი და მეფისტოფელი.

    მეფისტოფელი

    ჯერ ლხინის ხალხი, სუფრის ხალხი ვნახოთ ახლოდან,
    აქ ყოველი დღე სურთ იქციონ დღესასწაულად.
    შევსვათ, ყვირიან რა წაიღო, ვინც ინაღვლოდა,
    შევსვათ, მღერიან, მაინც სიკვდილს ვერსად წავუვალთ!
    მათი ყოფა და ცეკვა-როკვა ზუსტად ეგ არი,
    კნუტი რომ დახტის კუდის ირგვლივ, დაუდეგარი.
    ჭკუის პატარა სიტალკვესე საკმარისია
    მომლხენი გერქვას, მხოლოდ იშტა გჭირდება დიდი.
    თუ თავიც არ გვტეხს და პურ-ღვინოც არის ნისიად,
    ჭირს იქით ყველა საზრუნავი! ცხოვრება მიდის!

    ბრანდერი

    უცხო სულები! მგზავრები შორი!
    გზიდან მოსულნი წუთისა ორის!
    კითხვაც არ უნდა! ცხადზე ცხადია!
    უკვირთ, სად ვართო! ზედ ახატიათ!

    ფროში

    ეს გაუმარჯოს ჩვენს ლაიპციგს, პატარა პარიზს!
    სხვა პეწის არის ჩვენი კაცი, სხვა მოდგმის არის!

    ზიბელი

    ვინ უნდა იყვნენ?

    ფროში

    რას დაითვლი მომსვლელს და წამსვლელს!
    ჭიქა მომეცი, მივაწოდებ, გამოვჩხრეკ წამსვე.
    აზნაურები იქნებიან, თუ ჩემი გჯერა:
    ამპარტავნული მიხრა-მოხრა, ამრეზით მზერა.

    ბრანდერი

    ბაზრის ხალხია, ნაძლევს დავდებ.

    ალტმაიერი

    ვერ გეტყვი ვერას.

    ფროში

    ნახეთ, რა ვუყო! მიყვარს კეხზე ბილანთა შესმა.

    მეფისტოფელი

    (ფაუსტს)

    აბა, თუ ვინმემ სუნი იკრას, ვერ გრძნობენ ეშმას!
    ერთი სული აქვთ, მიეტანონ გამოსახრავად.

    ფაუსტი

    ჩვენი სალამი, ბატონებო!

    ზიბელი

    სტუმრებს ვახლავართ!
    (თვალს ცერად გაადევნებს მეფისტოფელს.)
    ჰგავს, მიუფეხვავთ, ცალი ფეხით კოჭლობს ყმაწვილი!

    მეფისტოფელი

    ნება გვიბოძეთ, დავიკავოთ სუფრის ნაწილი.
    ცოტა რომ ღვინოც გივარგოდეთ, მდარე ღვინო გაქვთ,
    რა აჯობებდა თქვენთან ერთად სმას და ლხინობას!

    ალტმაიერი

    გეტყობათ, ბედი განებივრებთ, მოგყვებათ თანხა.

    ფროში

    რიპახის მხრიდან გადმოხვედით? ნამგზავრნი ჩანხართ.
    ის კაი კაციც შეგხვდებოდათ, ჰანს რიპახელი.

    მეფისტოფელი

    ჩვენით მოვძებნეთ, ყურში გვედგა მისი სახელი.
    სწორი ბრძანდებით, რეგვენია ყოვლად ალალი.
    ძმებად გახსენათ, პირზე კოცნით გიძღვნათ სალამი.
    (თავს მდაბლად ხრის ფროშის წინაშე.)

    ალტმაიერი
    ( ხმადაბლა)

    მოგსხიპა? სეირს განახებთო, აქ ვიღაც ხურდა!

    ზიბელი

    შენ რომ გეგონა, სულ სხვა ჩიტია,
    გაჭრა და აქეთ შემოგვიტია.

    ფროში

    ჯერ ცოტა ხანი დამაცადეთ, ვაახლებ ხურდას!

    მეფისტოფელი

    ეს თქვენ მღეროდით? რა ხმა იყო, რა ჰარმონია!
    თან ამ თაღებქვეშ აკუსტიკაც რიგზე გქონიათ.

    ფროში

    მუსიკოსი ხართ? ვირტუოზი ხომ არ ბრძანდებით?

    მეფისტოფელი

    ჩემთვის ვცოდვილობ, არ მომეცა ნიჭი ამდენი.

    ალტმაიერი

    იქნებ გვიმღეროთ!

    მეფისტოფელი

    როგორც მეტყვით.

    ზიბელი

    ხელდახელ ბარემ!
    ოღონდ ცინცხალი! არაფერი ძველი და მდორე!

    მეფისტოფელი

    კი, სულ ახლახან ესპანეთი დავლაშქრეთ სწორედ,
    ნაკურთხი მიწა, ღვინისა და სიმღერის მხარე.
    (მღერის)
    მეფეს ერთი რწყილი ჰყავდა,
    გამოზრდილი სათუთად…

    ფროში

    ჩახვდით, რა რწყილიც? მაღალზე გადის!
    ზუსტად ერგება სამეფო ქათიბს!

    მეფისტოფელი

    მეფეს ერთი რწყილი ჰყავდა,
    გამოზრდილი სათუთად,
    სულის ბერვით ინახავდა,
    შვილს ერჩია საკუთარს.
    მკერავს უხმო: აბა, ჩქარა,
    ჭრა და კერვა მალ-მალი,
    აბრეშუმი შური-შარა,
    მძიმე დიბის შარვალი!

    ბრანდერი

    გაფრთხილდი, თერძო, ემაგ შარვალს თან გადაჰყვები,
    არ შენაოჭდეს რწყილის წელზე ერთი ნახვევიც!

    მეფისტოფელი

    გადიდკაცდა ჩვენი რწყილი,
    დიდი პოსტი რგებია,
    სტავრით არის შემოსილი,
    ბაფთები და ჯვრები აქვს.
    თავს ამაყად აზეზავებს,
    მკერდზე ვარსკვლავს ატარებს,
    შორით იკრებს ნათესავებს,
    რწყილებს პატარ-პატარებს.
    დადის ხალხი ტანის ფხანით,
    წითელ-წითელ ხალებით,
    ფხანად იქცა დედოფალი
    თავის სეფექალებით.
    შიშით საცვალს ვერვინ ხილავს
    წახდენიათ გუნება.
    ჩვენთვის რწყილი რამც ყოფილა,
    ერთი გატკაცუნება!

    (გუნდი, აღტაცებით)

    ჩვენთვის რწყილი რამც ყოფილა,
    ერთი გატკაცუნება!

    ფროში

    ბრავო! კარგია! არ უნდოდეს, შუბლს გახსნის კაცი!

    ზიბელი

    ჩვენს ტილ-რწყილებსაც არ აწყენდათ ეგეთი ტკაცი!

    ბრანდერი

    ფრჩხილქვეშ და მუსრი! მთელი მათი მოდგმით და
    ფესვით!

    ალტმაიერი

    თავისუფლებას გაუმარჯოს! გთხოვთ, ყველამ შესვით!

    მეფისტოფელი

    მაგ სადღეგრძელოს სავსე გულით ავუწევ ჭიქას,
    მაგრამ შიგ ღვინო ისეთი გვქვს, არაფერს გვიგავს.

    ზიბელი

    მოვრჩეთ! მაგაზე აღარ გვინდა! ვინც ლხინობს, ლხინობს!

    მეფისტოფელი

    ვშიშობ, მანდ პატრონს ეწყინება, თორემ ახლავე
    გაგასინჯებდით ჩემს მარნებში დაწურულ ღვინოს.

    ზიბელი

    თუ გაქვთ, ჩამოდგით! აქ ამაზე არ დაგვძრახავენ.

    ფროში

    უნდა გამოვტყდე, მე, ბატონო, ზნე მაქვს ამგვარი:
    ვერ ვაჭაშნიკებ, სულ ბოლომდე თუ არ დავკარი.

    ალტმაიერი
    ( ხმადაბლა)

    მივხვდი, ვინც არის! მეღვინეა რაინის მხრიდან.

    მეფისტოფელი

    იქნებ აქ სადმე ბურღი იყოს.

    ბრანდერი

    ვიშ, ბურღიც გვინდა?
    ღვინის კასრები აქავე გაქვთ, კართ გიყუდიათ?

    ალტმაიერი

    ბურღს მანდ ვიპოვი, ხელსაწყოთა რაღაც ყუთია.

    მეფისტოფელი
    ( ართმევს ბურღს)

    ვის რა ღვინო გსურთ? მნებავს, იყოთ ჩემი სტუმრები.

    ფროში

    არჩევანიც გვაქვს? მართლა ამბობთ? არ გვეხუმრებით?

    მეფისტოფელი

    არჩევანიც და არადანიც! ნება ჩვენია!

    ალტმაიერი
    ( ფროშზე ათითებს)

    რას აჟუჟუნდა! ნახეთ, უკვე ტუჩებს ილოკავს!

    ფროში

    მე – რაინული! სხვა ყველაფერს ეგ მირჩევნია.
    სამშობლო მიყვარს, ვერ ვეწყობი უცხო კილოკავს.
    (მეფისტოფელი, იქ, სადაც ფროში ზის, მაგიდის კიდეს
    ბურღავს)
    საცობებისთვის ცვილიც გვინდა, ცოტა სანთელი.

    ალტმაიერი

    ფოკუსებია! ოინბაზთა ძველი ფანდები!
    მეფისტოფელი, ახლა სხვა ადგილს ბურღავს და
    სანთლის საცობს არგებს
    თქვენ რა მოგართვათ?

    ბრანდერი

    ქაფიანი! შუშხუნა შხეფით!
    შამპანს ვეწვევი, უცხო ქვეყნის მომნატრდა გზები!
    როგორც ნამდვილი გერმანელი, ვერ ვიტან ფრანგებს,
    ვერც რამე ფრანგულს, მაგრამ ღვინო სხვა საკითხია!

    ზიბელი

    მომკლა ამ მჟავემ! მხოლოდ ტკბილი! ეგ უკეთ მარგებს.
    შევყვები ჩემთვის, აი დარდი, რასაც იტყვიან!

    მეფისტოფელი

    თუ ნებას მომცემთ, შეგირჩევთ თავად.
    ტოკაიური, მე მგონი, წავა.

    ალტმაიერი

    მომხედე, ვინც ხარ! აქ ეგენი არ გასაღდება!
    რაღაცას ხლართავ! გნებავს ჩვენი მასხრად აგდება?

    მეფისტოფელი

    რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ! მაგის კაცი ვარ?
    თან საღ-სალამათს ვის შერჩება თქვენი დაცინვა!
    ჯობს, ეგ მიბრძანოთ, რას მიირთმევდით?
    რომელი გნებავთ? თეთრი? წითელი?

    ალტმაიერი

    ახლა მაგაზე მალაპარაკე!
    იყოს რაც გინდა, ოღონდ ჩქარა ქენ!
    მეფისტოფელი, უცნაური მოძრაობით
    ვაზის რქა და რქანი თხისა,
    ვაზი ხეზე, ტაბლა ხისა.
    თვალის ჩინო, არა ჩინდე,
    ხმელი ხიდან, ღვინოვ, დინდე!
    სასწაულო, უცხო რამ ხარ,
    ის გიხილავს, ვისაც სწამხარ.
    ახლა კი გახსენით!
    შეუდგით თასები!

    (ყველანი, მას შემდეგ, რაც საცობები ამოიღეს და ჭიქები
    აივსეს)

    იფ, მირონია! მკვდარიც იყო, აღდგები მკვდრეთით!

    მეფისტოფელი

    ოღონდ გაფრთხილდით, არ დაგექცეთ არც ერთი წვეთი!

    (ყველანი, მღერიან)

    ვნეტარებთ მთელი ზედახორით,
    როგორც ხუთასი დედაღორი!

    მეფისტოფელი

    რას ხალისობენ!

    ფაუსტი

    გავეცალოთ!

    მეფისტოფელი

    ნუ ჩქარობ, დაცხრი!
    თვალი ადევნე გაშიშვლებულ ცხოველურ საწყისს.

    ზიბელი
    ( ერთი წვეთი ძირს ჩამოექცევა და აალდება)

    მიშველეთ, ცეცხლი! ჯოჯოხეთის ამოსკდა ალი!

    მეფისტოფელი

    დექ, მშობლიურო სტიქიონო, შეწყვიტე დრტვინვა!
    ჯერ გარესკნელის შხეფებია, მსგავსება მკრთალი.

    ზიბელი

    ძვირად დაგისვამთ! შენ, ეტყობა, არ იცი, ვინ ვართ!

    ფროში

    ახია ჩვენზე! არა, ნახე, რა გააკეთა?

    ალტმაიერი

    სანამ მრთელი ხარ, აიხვეტე! მოსხლტი აქედან!

    ზიბელი

    წესიერ სიტყვას გეუბნება, გზა ნახე, გვეხსენ!
    ეგ შენი ჰოკუს-ფოკუსები მოსინჯე სხვებზე.

    მეფისტოფელი

    ჩუმად, ბებერო ღვინის რუმბო!

    ზიბელი

    შე ცოცხის ტარო!

    არა, ამ თავხედს დამიხედე, თვითონვე ცხარობს!

    ფროში

    გონზე მოგიყვანთ! მოგითვლით მაგრებს!
    ისე მოგაქცევთ, ვეღარვინ აგკრეფს!

    ბრანდერი

    ( საცობს აძრობს და უეცრად ცეცხლი შიგ
    სახეში შეეფრქვევა)

    ვიწვი!

    ზიბელი

    გრძნება და ჯადო-მადო! გვეთამაშება!
    ფუშეთ, ბიჭებო, არ იქნება მაგის გაშვება!

    (დანებს დააძრობენ და მეფისტოფელზე მიიწევენ.)

    მეფისტოფელი

    უმზო-მზერით, უსმო-სმენით,
    უსვლელითა სვლითა თქვენით
    სად არა ხართ, იქ იყვენით!

    (ყველანი გაოცებული დგანან და ერთმანეთს შესცქერიან.)

    ალტმაიერი

    რა ადგილია, სად მოვსულვართ?

    ფროში

    დიდი ზვრებია!

    ზიბელი

    სავსე მტევნები მზით გავსილან, ხელთ გვეწვდებიან!

    ბრანდერი

    ფანჩატურებად გაფოთლილა ვაზთა გრეხილი!
    ვკრიფოთ მტევნები, მძიმე-მძიმედ ჩამოზნექილი!

    (ზიბელის ცხვირს წასწვდება. ყველანი ერთმანეთის
    ცხვირებს წაეტანებიან და დანებს შემართავენ.)

    მეფისტოფელი

    განიხიბლენით! თვალთა ცთომავ, განვედ თვალთაგან!
    ეშმაკი მხოლოდ გაგეხუმრათ, ხილვა დამთავრდა!

    (გადის ფაუსტთან ერთად.)

    ზიბელი

    რა იყო? არა, ეს რა იყო?

    ალტმაიერი

    ვერც მითქვამს ენით!

    ფროში

    ხელთ შენი ცხვირი მიბღუჯია?

    ბრანდერი

    მე კიდევ – შენი?

    ალტმაიერი

    კეფაში დამკრა! დავბანცალებ ხელის ცეცებით…
    ვიღაცამ სკამი მომაშველეთ, ჩავიკეცები!

    ფროში

    რა მოხდა? არა, ამიხსენით, ხალხი არა ხართ?

    ზიბელი

    მიწაში ჩავდებ! სად წავიდა? ცოცხლად დავმარხავ!

    ალტმაიერი

    თორემ ერთბაშად არ იპოვო! გაქრა ჩვენება!
    კასრზე ამხედრდა, დაოთხებულს მიაჭენებდა.
    ფეხს ვეღარ ვადგამ, გეგონება, ლოდები მბმოდეს!

    (თვალი მაგიდისკენ გაექცევა.)

    გემუდარებით, იქ ის ღვინო ჯერ ისევ მოდენს?

    ზიბელი

    ხიბლი იყო და თვალს ნაცარი! მოდენს კი არა…

    ფროში

    მაშ, რას ვყლურწავდი, რაზე გემომ არ გამიარა?

    ბრანდერი

    მშვიდობით, ზვრებო! ზმანებანო ფერად-ფერადო!

    ალტმაიერი

    კიდევ იტყვიან, სასწაულის ნუღარ გჯერათო!

    © ”ჩვენი მწერლობა”