• პოეზია

    ზვიად რატიანი – ლექსები

    * * *

    დროა, დავისაჯო მეც.
    თუნდაც შენს გამო.
    როგორ გაგაღვიძე.

    შენ ცხოვრობდი სიზმარში,
    სიზმარი იყო კოშმარული.
    იქ ყველას კლავდნენ,
    სიკვდილი გდევნიდა შენც

    და შენ გარბოდი,
    გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
    თავზე გენგრეოდა სამყარო,
    მე კი გაგაღვიძე.

    და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
    დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
    ჩემმა ღიმილმა.

    ვერ დაიჯერე ცხადი,
    ვეღარც ძილი შეიბრუნე
    და მოკვდი,

    მოკვდი ისე სწრაფად,
    საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
    ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.

    იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
    მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
    მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

    და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

    დროა, დავისაჯო მკაცრად.

    დროა, გამაღვიძონ მეც.

    * * *

    შენ იწექი საძინებლის კარისკენ ზურგით
    და მე, კართან მდგარს, ვერ მხედავდი. შენ კითხულობდი,
    მე კი ქეჯნა მახრჩობდა, დედი.

    დედი, დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
    ლამპას გადაწვდი და ჩააქრე.
    დაიძინე. არაფერზე იფიქრო, დედი.

    არც აქ, დედი, არც ამ წიგნში
    არაფერი წერია შენზე.

    და შენ დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
    ლამპას გადაწვდი და ჩააქრე. შემდეგ ბნელოდა
    და ვეღარ მივხვდი, გეძინა თუ ფიქრობდი, დედი.

    გამახსენდა, როგორ განვიცდიდი ადრე,
    რომ ჩემი ლექსები არ გავდნენ ცხოვრებას.
    გამეცინა საკუთარ თავზე.

    * * *

    ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
    შენ კი იყო მუდამ უცვლელი
    და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
    ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
    არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
    რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

    რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
    ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
    და არასოდეს გვიტოვებ დროს
    ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
    ფოთლები გავხვეტოთ,
    მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

    სწორადაც იქცევი.
    ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
    სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,
    რომლებიც, გაუგებარია,
    თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?
    აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

    ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდი
    და შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,
    ცისკენ აწვდილი,
    და რაც უფრო მივუახლოვდი,
    მოიმატა მითუფრო ეჭვმა,
    რომ იქ

    ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,
    ცივი ოფლით დანამული ბაგეებით
    მადლობა გითხარი
    და გულს, ჯერაც აჩქარებულს,
    კიდევ ერთხელ შეუყვარდი,
    რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.

    ასე გამომტყუე რამდენი მადლობა. მაგრამ ეს – ბოლოა.
    ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,
    როგორც ყოველთვის.
    როგორც გუშინწინ,
    როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდი
    დაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი

    და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,
    მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,
    რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.
    ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალი
    და გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,
    რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,

    შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდი
    და უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინა
    და მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,
    მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,
    პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზე
    და იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი

    ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,
    რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
    რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,
    რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,
    სადაც ამდენი საცდურია –
    საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,

    შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,
    მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავი
    ინვალიდის მოხდენილ ეტლში;
    და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,
    თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,
    გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,

    რადგან, თუ სადმე მეჩვენები,
    იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულს
    მოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელი
    და ვიდრე გონზე მოვეგები,
    მიმაგორო მაღალ სარკესთან
    და დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;

    დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,
    თან სიზმარში და თან სარკეში,
    ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,
    მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,
    და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;
    ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ

    და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:
    დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემი
    და თანდათან გამირთულე მოთხოვნები. არ გამოვრიცხავ,
    რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,
    როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსი
    და ის, რაც არის, აქ არ მთავრდება.

    * * *

    არავითარი ნიჭი წინათგრძნობის –
    დამინდო ღმერთმა.

    მაგრამ,
    რათა იღბლიანად არ მეგრძნო თავი,

    მომცა მეორე:
    წარსულის ნიჭი.

    წარსულის,
    სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება.

    დღეს მახსოვს:
    მაშინ დედაჩემმა ვერ დამინახა.

    ხვალ მეხსომება:
    დამინახა, მაგრამ არ მითხრა.

    ზეგ კი მოვყვები:
    მე დედაჩემს თვითონ ვუთხარი.

    * * *

    1

    ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
    რომელიც იცინის.

    ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
    რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
    მართლა არსებობს,

    და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
    თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
    უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

    გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
    მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
    ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
    როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –

    ნამდვილი.

    2

    რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
    ვეუბნები საკუთარ თავს,
    ის კი უღიმის

    მაღალფეხება ქერა მიმტანს,
    რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
    და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
    ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

    და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
    რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
    როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
    როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
    მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

    ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
    მაგრამ არ ესმის.

    3

    ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
    მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
    კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
    ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
    მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
    და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

    თითქოს წლების წინ დაკარგული
    და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
    და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
    და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.

    4

    ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
    და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
    უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
    მოკლედ – ქალებზე,

    და მჯეროდა. არ მჯეროდა.
    არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

    მჯეროდა,
    მაგრამ არ მჯეროდა,
    რომ სამყარო მართლა არსებობს

    და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
    თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
    უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

    და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
    რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
    ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

    თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
    რომ ის, სამყარო, უსასრულო,
    მართლა არსებობს.

    5

    მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

    მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

    მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

    და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
    რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
    შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
    ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
    გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

    მაშინ რომშიც წამიყვანე,

    აკი ყველა გზა რომში მიდის,

    ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
    რომელიც მიკვირს.

    * * *

    აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,
    მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
    ცურვა გამორიცხულია –
    გული ისედაც ძლივს მუშაობს
    და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
    და სამდღიანი ლოთობის შემდეგ,
    დღევანდელი ამბების შემდეგ,
    ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ
    სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,
    რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე
    და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე,
    მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს,
    მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
    სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს,
    ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს
    და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი,
    ნაპირი, სიცოცხლე,
    ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს
    და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს
    და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
    ფარავს ღრუბელი. ღრუბელს
    წყალი. წყალს კი
    სიტყვები:
    ხმა,
    რომელიც შემოდის ჩემში,
    რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან,
    რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე,
    რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
    რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება,
    რომ ჩემი გული დამშვიდდება
    და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი,
    ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის,
    რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით
    და მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • პოეზია

    ბელა ჩეკურიშვილი – ლექსები

    ჯამბაზი

    შევკაზმე სიტყვებით
    ფიქრების რაშები,
    სიტყვები ავკიდე
    დარდების აქლემებს,
    ვისწავლე სიტყვების
    ბუშტებად გაშვება,
    ძველი და ახალი
    შევკრიბე სათქმელი,
    სიტყვებით ავიგე
    კოშკი და მაჩუბი,
    სიტყვებით ვაქეზებ
    საფრენად შევარდნებს,
    სიტყვები შევფუთე
    წარსულის საჩუქრად,
    მოხვალთ და სიტყვების
    ფანტელებს შეგაფრქვევთ,
    სიტყვებზე დავკიდე
    რწმენა და იმედი,
    ნატვრა და სურვილიც
    სიტყვებად დავყავი,
    სწორედ იმ სიტყვებით
    თქვენ რომ გამიმეტეთ,
    შევქმენი სიცრუის
    პატარა სამყარო,
    სიტყვებით შემოვქსოვ
    ცდუნების ბადეებს,
    სიტყვებით ვხიბლავ და
    სიტყვებით დავგესლავ,
    ლექსებად გროვდება
    სიტყვების ნადავლი,
    რა უნდა საბრალო
    სიტყვების გალექსვას…
    სიტყვებით ვარიდებ
    თავს ბედის გამრიგეს
    და მიგებს, რამეთუ
    თვითონაც სიტყვაა,
    სიტყვებით მკლავენ და
    სიტყვებით ვნადირობ,
    სიტყვებს მიფენენ და
    სიტყვითვე მივყავარ,
    სიტყვებით შევაღებ
    ედემს და სამოთხეს,
    სიტყვებით შევიტან
    ცოდვას და სიძვასაც,
    სიტყვით მადიდებენ,
    სიტყვით უარმყოფენ,
    სიტყვებად მწერენ და
    მარქმევენ სიტყვასაც,
    სიტყვებით ვაცინებ
    ქუჩებს და დარბაზებს
    სიტყვებად გაგონილს
    ვაბრუნებ სიტყვადვე,
    სიტყვებით გართობთ და
    სიტყვებით გაბრაზებთ,
    უსიტყვოდ ველი რომ
    უსიტყვოდ გიყვარდეთ.

    ნატო ინგოროყვას

    “რა ქნას მოკვდავმა”
    ბესიკ ხარანაული

    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა,
    თანაც პოეტმა,
    თანაც ქალაქში,
    სადაც ქვაც კი სიბერით სცოდავს,
    სადაც ზღვებიდან გადმოსული საღამოები
    ახშობენ დილით დაბადებულ იმედის ნოტებს;
    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა, როცა არსებობს,
    მარტივ დღეებად გაფანტული
    უცხო სიზმრებში,
    როცა სინათლის წყაროა და
    მისი მსგავსები,
    არქმევენ სატრფოს,
    ხან მეგობარს, ხანაც სისხამზე,
    უძღვნიან ლექსებს
    და მოლოდინს უვსებენ სიტყვით,
    როცა ბგერებსაც უწონიან
    მისხალ-მისხალზე
    და ფეხაკრეფით გაურბიან
    უხერხულ კითხვებს;
    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა,
    როცა მარტოა,
    როცა წევს მზესთან
    და მკლავებით აღვივებს ქვიშას,
    როცა სიცოცხლის სურვილებმა
    უკვე დატოვეს
    და წყლის სიმშვიდით ელოდება
    რაიმე ნიშანს;
    და რა ქნას ქალმა,
    უპასუხომ,
    როცა ელიან
    მისგან სამოთხეს
    და არქმევენ გზასა და ჭიშკარს
    იმ სამყაროსკენ,
    სადაც საგნებს სხვა სახელი აქვს,
    სადაც სიყვარულს არ ატანენ
    ქარსა და პირქარს;
    და რა ქნას ქალმა
    მოტივტივემ
    ტალღებზე უხმოდ,
    უძვლოდ, უხორცოდ დარჩენილმა
    ქალაქში, სადაც
    ამინდებია და განწყობა
    თბილი და სულ სხვა
    პასუხებია და სახლები სადაზე სადა.

    * * *

    შენ ის მითხარი,
    ხელში შერჩენილ თიხის ნამსხვრევებს რა მოვუხერხო,
    თორემ კაბაზე ღილის მიკერება დედამ მასწავლა.
    რა მოვუხერხო ჩაის ფინჯანს
    კარადაში რომ გადავმალე,
    მაგრამ ყოველ დილით მაინც მახსენებს,
    რომ ჩაიში შინდის მურაბა არ დამავიწყდეს,
    რა მოვუხერხო ყვავილების ქოთნებს და მიწას,
    ბოტანიკური ბაღიდან რომ ზურგით ვატარეთ
    და მერე დიდხანს, დიდხანს ვაფხვიერებდით,
    წიგნებს რა ვუყო, ან სურათებს,
    ყველაფერს ნაგავს ხომ ვერ გავატან,
    ცარიელი კედლები უკვე შიშისაგან იხორკლებიან,
    ან საახალწლო ნამცხვარს რა ვუყო,
    მისი სუნი ხომ მთელს სახლში დაჰქრის
    და დაჟინებით მიმეორებს,
    რომ ნიგვზიანი რულეტები თბილ-თბილი უფრო გემრიელია…
    შენ ის მითხარი,
    როგორ მოვკრიფო რწმენის მარცვლები
    მდოგვის მინდორზე,
    თორემ სახეზე პუდრის წასმა დედამ მასწავლა…

    წუხელი სიზმარი ვნახე

    “წუხელი სიზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო?”
    ხალხური

    – რაო და,
    ის წყალი, თავზე თქეშად რომ გადმოგემხო,
    ჩემი ცრემლებია,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ის თევზი, წყალში რომ შემოცურდა,
    შენი ექიმია და
    თევზმა ეშვები რომ ჩაგასო,
    მისი სკალპელი,
    – რაო და,
    აკვანს ღერძი რომ გასტეხია,
    შენი ხერხემალია და
    არტახები რომ დასწყვეტია –
    შენი ხელ-ფეხი,
    – რაო და,
    ავგაროზზე ღილი რომ აუჭრიათ,
    შენი თავია,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ჩიტები რომ მოგეგებნენ,
    შენი და-ძმებია,
    ჟღურტული მიტომ აღარ შეუძლიათ, რომ
    ენა თევზებმა შეუჭამეს,
    ბუმბული მიტომ დასცვენიათ, რომ
    იმქვეყნად ტანსაცმელი არ სჭირდებათ,
    ფრთებით გზას მიტომ განიშნებენ, რომ
    თან უნდა გაგიყოლონ,
    – რაო და,
    თორმეტ ნაწილად გადასერილს
    ერთად აგკინძავენ,
    ეს ერთმანეთით ისწავლეს და
    აღარ შეეშლებათ,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ლეღვის ხეს ნაყოფი რომ უხმება,
    დედაშენის მკერდია და
    საწნახელი სისხლით რომ ავსებულა –
    მისი მუცელი,
    ტყისპირას ტურები რომ გაჰკივიან,
    მისი გოდებაა,
    ვაი აქვს შენს გამწირავს და ნუგეში არ უნდა. . .

    ბარბარობა, 2007

    მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი,
    თუნდაც წარსულიდან, ანდა მომავლიდან,
    ვიღაც ადრე მოდის, ვიღაც იგვიანებს,
    ვიღაც არ გვინდა და ვიღაც სულ არ გვინდა,
    ვიღაც ღმერთია და ჯვარზე გაკვრას ითხოვს,
    ვიღაც ერთგულია, ვიღაც – ეჭვიანი,
    ვიღაც ღალატისთვის სამოთხეს დაგვითმობს,
    ვიღაც ვერცხლის ფულებს ყურთან გვიჩხრიალებს,
    ვიღაც შემოდის და დროებით ჩერდება,
    ვიღაც გამვლელია, პედლებს ატრიალებს,
    ვიღაც გვემუქრება იმქვეყნად შეხვედრით,
    ვიღაც წმინდაა და ვიღაცა – მტვრიანი,
    ვიღაც ჩვენს სხეულთან პირისპირ დაგვტოვებს,
    ვიღაც ბალახია, სველი და შრიალა,
    ვიღაცა ჰაერში აკეთებს სალტოებს,
    ვიღაც ძირს ვარდება, ვიღაც მისრიალებს,
    ვიღაც დაგვიფარავს ფრთებით და კალთებით,
    ვიღაც კოცონია, მწველი და ბრიალებს,
    ვიღაცის გვჯერა და კიდეც ვემსგავსებით,
    ვიღაც იკოცნება, თანაც ვნებიანად,
    ვიღაც იწყება და იკეთებს კონტურებს,
    ვიღაც მთავრდება და ცოტას გვაზიანებს,
    მე კი წარღვნამდელი მზერით შემოგყურებ
    და შენი კიდობნის მტრედებად ვხმიანობ
    და ახლადნანახი მიწის სიხარულით,
    მზე რომ დედა იყო, თბილი და ბრდღვიალა,
    პირველადშეხვედრის რიტუალს ვასრულებ:
    მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი… ……

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ლელა სამნიაშვილი

    * * *

    სოფ­ლე­ბად ქცე­ულ სა­ტახ­ტო­ებ­ში

    დარ­ჩე­ნი­ლებს – უხ­­ლა­ვი ქმნი­ლე­ბე­ბი

    გვინ­თე­ბენ და გვიქ­რო­ბენ დღემ­დე –

    სი­ნათ­ლეს. რო­ცა სი­ნათ­ლე მო­დის –

    უკ­­ნას­­ნე­ლი დი­ზა­­ნის კა­ბებ­ში,

    ზურ­­ზე მი­კე­რე­ბუ­ლი – ახ­ალ­თა­ხა­ლი,

    ცვი­ლი­თა და ბუმ­ბუ­ლე­ბით შეთხ­ზუ­ლი ფრთე­ბით –

    ეკ­რა­ნე­ბი­დან გვი­ღი­მი­ან თეთ­­­ბი­ლე­ბა

    ლა­მაზ­მა­ნე­ბი; რო­ცა სი­ნათ­ლე მი­დის –

    ვან­თებთ – ძვე­ლი და მზის­გან დამ­­ნა­რი

    ფრთე­ბის ცვი­ლის სან­­ლებს; აბ­­ზა­ნებ­ში –

    ძი­ლის წინ – ძვე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით

    ვი­ხე­ხავთ კბი­ლებს. და მე კი მა­ინც –

    უკ­ვე მე­ოთხე გვერ­დი­თი კბი­ლი

    ამ­­ვი­ღე, – არა ფო­ტო­მო­დე­ლის მსგავ­სად –

    რომ ყვრი­მა­ლე­ბი უკ­ეთ და­მაჩ­­დეს, –

    არ­­მედ, შე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი ვარ –

    სტი­ვი, – ას­­თი ახ­ალ­გაზ­­და და უკ­ბი­ლო

    და არ ვი­ცი რას და­ვაბ­რა­ლო –

    მუ­რა­ბებს თუ გუ­დას­­ვი­რის ხმას –

    რომ დაგ­ვა­ბე­და ორ­­ვე – სიტ­­ბოს სიყ­ვა­რუ­ლიც,

    კბი­ლის ტკი­ვი­ლიც; სიყ­ვა­რუ­ლი და

    ტკი­ვი­ლი – ჩვე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი

    და ბე­ბე­რი და უკ­ბი­ლო სამ­შობ­ლო­­ბის.

    * * *

    უც­ხო ყო­ფი­ლა –

    ჩე­მი ძმო­ბი­ლი –

    თრო­ბის­­ვის – ყვე­ლა სუფ­რის სტუ­მა­რი;

    და მეც – სუ­ლე­ლი! –

    სულ ვა­ძა­ლებ­დი –

    ლექ­სის ღვი­ნოს და ლექ­სის პურ­მა­რილს.

    მუ­ტან­ტე­ბი

    შა­ვი მერ­ცხ­ლე­ბი, თეთ­რი გუ­ლის

    გა­რე­შე – შა­ვი და ვე­­ბა მერ­ცხ­ლე­ბი –

    გა­სულ ზაფხულს მოფ­რინ­­ნენ

    ქა­ლაქ­ში. მყის­ვე – ყვე­ლა­ზე დი­დი

    შე­ნო­ბის თა­ღებს მი­აწყ­­ნენ.

    ქროდ­ნენ შე­­ჩე­რებ­ლად. აშ­­ნებ­­ნენ

    შავ ბუ­დე­ებს. ააშ­­ნეს სტა­ლი­ნის

    ძეგ­ლის ზურ­­სუ­კან. მი­წით გა­და­ლე­სეს

    შე­ნო­ბის ყვე­ლა ბზა­რი. ტა­ლა­ხის

    ნამ­ცე­ცე­ბით ამ­­ავ­სეს ჰა­­რი. ძეგ­ლი –

    მა­თი სი­შა­ვით შეშ­ფო­თე­ბულ

    გამ­­ლე­ლებს – მშვი­დი, კმა­ყო­ფი­ლი

    გად­მოჰ­ყუ­რებ­და. სა­ხელ­­წი­ფო

    მო­ხე­ლე­­ბი ცდი­ლობ­­ნენ სწრა­ფად

    გად­მო­სუ­ლიყ­­ნენ მან­ქა­ნე­ბი­დან,

    სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აევ­ლოთ კი­ბე

    და კარ­სუ­კან მი­მა­ლუ­ლიყ­­ნენ.

    ხო­ლო მერ­ცხ­ლე­ბი – მთე­ლი ზაფხუ­ლი

    ტრი­­ლებ­­ნენ საფ­­თხედ ჰა­ერ­ში

    და ზაფხუ­ლი ისე გა­ვი­და –

    თავს არ დას­­მი­ან არ­­ვის,

    მხო­ლოდ – ქუ­ჩებ­ში და ბა­ღებ­ში –

    ხში­რად ვპო­­ლობ­დით – მკვდარ

    ჩი­ტებს – მკვდარ, ჩვე­­ლებ­რივ

    პა­ტა­რა და თეთ­­გუ­ლა მერ­ცხ­ლებს.

    * * *

    ბორ­ჯო­მის პარ­­ში – ცის კრი­­ლა

    ზოლს ავ­სე­ბენ ტკბი­ლი ღრუბ­ლე­ბი –

    ბამ­ბის ფე­რა­დი ნა­ყი­ნე­ბი:

    “ყვი­თე­ლი თუ ვარ­დის­ფე­რი?”

    პა­ტა­რა გო­გო – ვარ­დის­ფერს ირ­ჩევს

    და კა­რუ­სე­ლის ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი –

    ვი­ღაც მტი­რა­ლა ბი­ჭის

    გვერ­დით სვამს, უხს­ნის:

    “პა­პა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია,

    მი­წა­ზე უნ­და დარ­ჩეს” და ის კი –

    ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

    მა­­სუ­რებს, სა­ქა­ნე­ლებს, ფიჭ­ვებს დაჰ­ყუ­რებს.

    მტი­რა­ლა ბი­ჭი არ ჩუმ­დე­ბა.

    ვარ­დის­ფერ ღრუ­ბელს უწვ­დის –

    აჩ­­მებს. ამ სი­მაღ­ლი­დან

    ყვე­ლა­ზე მე­ტად – პა­პის და­ნახ­ვა უხ­­რია

    და ხელს უქ­ნევს: და­მე­ლო­დე,

    არ­სად წახ­ვი­დე. საკ­მა­რი­სია – ის –

    ვინც გიყ­ვარს – თვალს მი­­ფა­როს

    და სა­მოთხეც – შე­ნი­­ნად – შენს გარ­შე­მო –

    უც­ხოდ, ავ­ად დატ­რი­ალ­დე­ბა.

    ის იღ­ვი­ძებს: ზრდას­რუ­ლი და

    ბამ­ბის ნა­ყინს გა­დაჩ­ვე­­ლი.

    მა­მა­მი­სის რა­დი­­ში უყ­­რა­დებს

    ხალ­ხის ამ­ბავს, – სა­კუ­თარ სისხლს რომ

    ჰყი­დი­ან, რომ ბავ­­ვე­ბი­სათ­ვის

    თბი­ლი პუ­რი იყ­­დონ. ვი­სი

    ღვთა­ებ­რი­ვი ძარ­­ვე­ბი­სა­კენ მი­­დი­ნე­ბა

    ამ­დე­ნი სის­­ლი?! ან რამ­დე­ნი

    დო­ნო­რია კი­დევ სა­ჭი­რო – რომ ამ­­ავ­სოს,

    წა­მით მა­ინც აგრ­­ნო­ბი­ნოს ეს ტკი­ვი­ლი,

    ეს სურ­ვი­ლი – თბი­ლი პუ­რი­სა?!

    სამ­ყა­რო უც­ხოდ და სა­ში­შად ტრი­­ლებს.

    უკ­ვირს – მტი­რა­ლა ბი­ჭი –

    ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

    რო­გორ სწრა­ფად ჩუმ­დე­ბა და მი­წა­ზე – თვა­ლით –

    არ­ვის ეძ­ებს; ეუბ­ნე­ბა:

    “აქ კარ­გია. კი­დევ ვიქ­რო­ლოთ!”

    * * *

    მომ­თა­ბა­რე­თა ტო­მის შვი­ლე­ბო,

    არ გა­იშ­ლე­ბა თქვე­ნი თმა – ლა­ღად;

    სხვი­სი მი­წის­­ვის მა­რად მშივ­რე­ბი –

    მუ­ზა­რა­დე­ბით შუბ­ლებს იდ­­ღავთ;

    ჩვენ ერთ­გუ­ლე­ბის ღმერ­თი გვყავს, თქვენ­­ვის –

    ოქ­რო­თი – მხო­ლოდ ფერფლს ას­წო­ნი­ან –

    აწმ­ყო­ში – თქვე­ნი ომ­ის ღმერ­თე­ბი,

    წარ­სუ­ლიც – ფერ­­ლის თა­ნას­წო­რია;

    და მო­მა­ვალ­საც – თუ გა­უს­წო­რებთ –

    მახ­ვილს, – ვერ შეძ­ლებს თვა­ლი – იგ­­ვეს:

    იქ­ით – ოქ­რო­თი აუწ­­ნა­ვი –

    კვლავ ჩვე­ნი პუ­რის ყა­ნა ბი­ბი­ნებს.

    © “არილი“