-
-
უილიამ ტრევორი – მისტერ მაკნამარა
-
ტონინო გუერა – ნოველები
-
ლუი-ფერდინანდ სელინი
მოგზაურობა ღამის კიდეზე
ფრაგმენტი რომანიდან
ფრანგულიდან თარგმნა ლალი ლალიაშვილმა
ბაღის სიღრმეში, დედაბრის ქოხმახის ირგვლივ ძველი ცოცხებისა და დამტვრეული საქათმე გალიების გროვა იდგა. ეს ყველაფერი ირგვლივ აღმართული შენობების ჩრდილქვეშ მოქცეულიყო. დედაბერი თავის ბუნაგიდან არასოდეს გამოდიოდა. მისთვის საკვების მოწოდებაც კი მთელი ამბავი იყო. შინ საკუთარ შვილსაც არ უშვებდა, ეშინოდა მკვლელებისა და მძარცველების.
რძალმა ახლა სხვა საშუალება გამონახა ოჯახის ეკონომიკის გასამყარებლად და ქმარს კბილი მოუსინჯა, ურიგო არ იქნებოდა დედა სენ-ვენსენის მოწყალების დებთან მიგვებარებინა, ისინი ხომ სწორედ ასეთ უსაშველო მოხუცებს ეფოფრებიანო. ქმარი დუმდა. მთელი მისი არსება იმ შეუნელებელ გუგუნს მოეცვა, ყურში რომ ედგა. “არ მაძინებს ეს გრუხუნი”, – ჩაილაპარაკა თავისთვის. მართლაც ძილს ვერ იკარებდა, გულისყურით უსმენდა საყვირის, დაფდაფისა და ორკესტრის ხმებს… დღეცა და ღამეც ამ ყოფაში იყო. ხმაურს ვერ იშორებდა თავიდან.
თუმცა თანდათან, რამდენიმე თვეში ამ ახალ ჭირსაც შეეჩვია და სენ-უენის ბაზარსაც კი მიაკითხა ცოლთან ერთად. ეს ბაზარი ყველაზე იაფ ბაზრად ითვლებოდა იმ მიდამოებში. ცოლ-ქმარი დილიდან გადიოდა და მთელ დღეს იქ ატარებდა. ეს დრო იმისთვის იყო საჭირო, რომ გათვლები გაეკეთებინათ და ფასებზე მოელაპარაკათ, სცოდნოდათ, რაზე შეიძლებოდა ფულის დაზოგვა… დაღამებისას, როცა ქუჩა წყნარდებოდა, ანრუებს მძარცველებისა და მკვლელების შიში იპყრობდა. განსაკუთრებით – ქალს. კაცი კი სასოწარკვეთილი, თავის გრუხუნს უბრუნდებოდა.
– “ასე როგორ დავიძინებ! – განგებ ხმამაღლა იმეორებდა, რომ საკუთარი თავი პანიკაში ჩაეგდო. “ვერც კი წარმოიდგენ!..” – ეუბნებოდა ცოლს.
ცოლს კი არც უცდია გაეგო რას ლაპარაკობდა ქმარი და ვერც წარმოედგინა, რატომ შეიძლება ყურებმა აგრერიგად შეაწუხოს ადამიანი.
– “ეგ არაფერია! ყური დამიგდე, ჯობია დედას მივხედოთ. რამე უნდა ვიღონოთ, ხომ ხედავ, ცხოვრება დღითი დღე ძვირდება, დედაბრის შენახვა კიდევ უფრო გაჭირდება… ნამდვილი ინფექციის ბუდეა მისი საცხოვრებელი!..”
ერთადერთი სტუმარი, ანრუები რომ იღებდნენ, მოსამსახურე ქალი იყო. ქალი კვირაში სამჯერ დადიოდა მათთან. მოსამსახურე საწოლის დალაგებაშიც ეხმარებოდა ქ-ნ ანრუის და ათი წლის განმავლობაში ლეიბის ყოველ გადაბრუნებაზე, ქ-ნი ანრუი რაც შეეძლო ხმამაღლა აცხადებდა: “არასოდეს ვაჩერებთ ფულს სახლში”, იმ ანგარიშით, რომ მოსამსახურე მის სიტყვებს ყველგან და ყოველთვის გაიმეორებდა. ამით თავს იზღვევდა მოსალოდნელი გაქურდვისა და მკვლელობისაგან.
მანამ ცოლი და ქმარი თავის ოთახში ავიდოდნენ, საგულდაგულოდ კეტავდნენ ყველა გასასვლელს, თან ერთმანეთს ამოწმებდნენ. ბაღის სიღრმეში დედაბრის ქოხსაც შეავლებდნენ თვალს, ენთო თუ არა ლამფა, რაც ნიშანი იყო იმისა, რომ ცოცხალია. ის ხომ არასოდეს აქრობდა ლამფას. ზეთსაც ხომ უმოწყალოდ ხარჯავდა. მკვლელების ეშინოდა, ეშინოდა შვილებისაც. ოცი წლის მანძილზე, ზამთარი იყო თუ ზაფხული, არასოდეს გაუღია ფანჯარა და არც ლამფა ჩაუქრია.
დედაბრის მწირ პენსიას ვაჟიშვილი განაგებდა და მის შენახვას ახმარდა. საჭმელს კარებთან უტოვებდნენ. ფულს უზოგავდნენ. თითქოს არაფერი უჭირდა, მაგრამ სულ წუწუნებდა. კარებიდან ილანძღებოდა თუ მის სოროს ვინმე მიუახლოვდებოდა. “განა ჩემი ბრალია, რომ ბერდებით დედილო, – სცადა გამოლაპარაკება რძალმა, – სნეულება მოგძალებიათ, როგორც ყველა ასაკოვანს…”
– “ასაკოვანი თავი გაბია! არამზადავ! კახპავ! სწორედ შენ მდებ მაგ ბინძური ტყუილებით სამარეში!..”
დედაბერი გახელებული უარყოფდა თავის ხნოვანებას… უარყოფდა ყველაფერს, რაც მისი ქოხის მიღმა ხდებოდა. მასთან შერიგებისა თუ მიახლოების ყველა ცდა ამაო იყო. ეგონა, კარს თუ გააღებდა, ავსულები შემოეჭრებოდნენ, შეიპყრობდნენ და ბოლოს მოუღებდნენ.
– “გათახსირებულებო, – გაჰყვიროდა დედა ანრუი, – თვალები ყველგან გამოგისხიათ და პირები ჭიპამდე დაგიფხრეწიათ, რომ მხოლოდ ტყუილი როშოთ… ესეთები ხართ ყველა…”
ის ტამპლის ბაზარში ნასწავლი ენით მეტყველებდა, სადაც პატარქალობაში დედასთან ერთად ძველმანებით ვაჭრობდა. იგი იმ მდაბიოთა ფენას ეკუთვნოდა, რომელიც არ უფრთხის სიბერის მოახლოებას.
– “თუ ჩემს ფულს არ მომცემ, სამუშაოდ გავალ! გასძახოდა რძალს, – გესმის წუპაკო? სამუშაოდ გავალ!”
– “ძალა რო აღარ შეგწევთ დედილო!”
– “ვის არ შესწევს ძალა! შემოეთრიე ერთი ამ სოროში, მაშინ გიჩვენებ ყოფის ჭამას!”
და ცოლ-ქმარიც გაერიდებოდა ხოლმე მის თავშესაფარს.
ეტყობა ანრუებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ეჩვენებინათ ჩემთვის დედაბერი, და ამიტომაც მიმიწვიეს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩემი ვიზიტი შემდგარიყო, საჭირო შეიქნა მთელი რიგი ხრიკების მოხმობა. კარგად ისიც არ მესმოდა, რას ელოდნენ ჩემგან.
როგორც ჩანს, ბაბრის დეიდამ, კონსიერჟმა, შთააგონა მათ, რომ წყნარი, თავაზიანი, დაუზარელი ექიმი ვიყავი… ცოლ-ქმარს აინტერესებდა, შემეძლო თუ არა მოხუცის მორჯულება მხოლოდ წამლების საშუალებით… თუმცა ერჩივნათ, განსაკუთრებით კი რძალს, ერთხელ და სამუდამოდ ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გამემწესებინა…
მთელი ნახევარი საათი ვაკაკუნეთ, ბოლოს კარი გაიღო და მოხუციც გამოჩნდა. გამხმარი, განაცრისფერებული ლოყების ზემოთ მოვარდისფრო ქუთუთოებიდან ცოცხალი თვალები მოგჩერებოდა. გაფორიაქებდა მისი შემოხედვა, ყველაფერს გავიწყებდა იმ ხალისის შეგრძნება, მისდაუნებურად რომ გამოკრთოდა თვალებიდან, და ინსტინქტურად ცდილობდი ეს შეგრძნება დიდხანს შეგრჩენოდა.
იყურებოდა და აცოცხლებდა ირგვლივ წყვდიადს ყმაწვილური ხალისით. ოდნავი, მაგრამ უტყუარი გატაცებით, რისი უნარიც ჩვენ დღეს უკვე აღარ გაგვაჩნდა. გაბზარული ხმით ილანძღებოდა, მაგრამ, როგორც კი იწყებდა ჩვეულებრივად ლაპარაკს, ხმა ეწმინდებოდა. ცოცხლდებოდნენ აზრები და ფრაზები და ისე ეწყობოდნენ, თითქოსდა ჯირითით მოჰყვებოდნენ ერთმანეთს. ახლაც ისევე გამოსდიოდა საუბრისა და სიმღერის მონაცვლეობა, როგორც იმ ხანად, როცა იმდენად ბუნებრივი იყო ასე მეტყველება, რომ ვისაც ეს ძალდაუტანებლად არ შეეძლო, ხეპრედ და შტერად ითვლებოდა.
მოხუცი ახლადამოყრილი ტოტებით შემოსულ ბებერ ხეს ჰგავდა. მხიარული იყო დედაბერი; უკმაყოფილო და ბუზღუნა, ჩაბინძურებული, მაგრამ მაინც მხიარული. ოდნავადაც არ დაეთრგუნა უპოვრობასა და სიდუხჭირეს, რომელშიც ოც წელზე მეტი იყო, ცხოვრობდა. ის კი არა, თავისი ბუნაგის მიღმა არაფერს ცნობდა, თითქოს სიცივე, სიკვდილი და ყველა უბედურება სწორედ გარედან ემუქრებოდა. აქ უშიშრად იყო, ეჭვიც არ ეპარებოდა თავის საღ გონებაში, ისე სწამდა საკუთარი თავის, როგორც რაღაც უტყუარის და სამუდამოდ გადაწყვეტილის. მე კი ამგვარი რწმენის მოპოვების ძიებაში ქვეყანა მოვირბინე.
გიჟად თვლიდნენ მოხუცს, ამის თქმა ადვილი კია, მაგრამ საბაბი მხოლოდ ის იყო, რომ თორმეტ წელიწადში სამჯერ მეტად არ გამოსულა თავისი ბუნაგიდან. ალბათ, ჰქონდა მიზეზები, მაგრამ არ აპირებდა ჩვენთვის გამხელას… არ უნდოდა რამე დაეკარგა… არ გვიმხელდა, რომ ცხოვრება აღარ ხიბლავდა.
რძალი ისევ ფსიქიატრიული ჰოსპიტალის თემას უტრიალებდა.
– “ხომ ხედავთ, ექიმო, რა შერეკილია… შეუძლებელია გარეთ გამოაგდო. თუმცა სასარგებლო კია მისთვის დრო და დრო მაინც ჩაყლაპოს ჰაერი… ახ, დედილო როგორ გარგებდა!.. უარს ნუ ამბობ… შენთვის უკეთესია, დამიჯერე!”
ჩვენ მის გარეთ გამოტყუებას ვცდილობდით, გაქსუებული და მიუკარებელი დედაბერი კი თავს ჯიუტად აქნევდა.
– “არ უყვარს, ყურადღებას რომ აქცევენ… ურჩევნია აქვე კუთხეში მოისაქმოს… იყინება და ცეცხლსაც არ ანთებს… შეუძლებელია, ექიმო, ასე ხომ არ დავტოვებთ ქალს”.
თავს ვიკატუნებდი, თითქოს არაფერი მესმოდა. ბატონი ანრუი კი ბუხართან იდგა, ჩვენგან მოშორებით, არ ერეოდა საუბარში და არც სურდა გაეგო, ჩვენ რას გადავწყვეტდით…
დედაბერი თავისას გაიძახოდა:
– “დამიბრუნეთ, რაც მეკუთვნის, რომ წავიდე აქედან!.. თავი ხომ უნდა ვირჩინო! ბოლოს და ბოლოს თქვენი სალაპარაკო აღარ ვიქნები!..”
– “როგორ იცხოვრებ, დედილო? წელიწადში სამი ათასი ფრანკი გაგწვდება? ვნახოთ!.. ცხოვრება გაძვირდა მას შემდეგ, ბოლოჯერ რომ გამოძვერით თქვენი სოროდან!.. ხომ ასეა ექიმო, ურჩევნია მოწყალების დებთან გადავიდეს, რასაც ჩვენ ვურჩევთ… კარგად მოუვლიან, კეთილშობილი ხალხია…”
ზიზღს ჰგვრიდა დედაბერს მათი ხსენება. – “მოწყალების დებთან?.. რა მინდა მოწყალების დებთან?.. ცხოვრებაში არ მქონია მათთან საქმე!.. იქნებ მღვდელსაც დამაჯახოთ!.. არ მეყოფა ფული, როგორც თქვენ ამბობთ, წავალ და ვიმუშავებ!..”
– “იმუშავებ? დედილო სად იმუშავებ? გესმის, ექიმო, რა აზრები აქვს? იმუშავებს! მის ასაკში, ოთხმოცი წლის ასაკში! რა სიგიჟეა! ვის სჭირდება ექიმო? დედილო, მთლად შეიშალე!..”
– “მაშ გიჟი ვარ და არავის ვჭირდები? სამაგიეროდ, შენნაირი კახპა ჭირდება ყველას!..”
– “გესმით, ექიმო, როგორ ბოდავს. მლანძღოს და კიდევ მე მოვუარო?”
მოხუცი ახლა მე მომადგა, როგორც ახალ საფრთხეს.
– “ამას ვიღამ მოახსენა, რომ გიჟი ვარ? ჩემს თავში ზის, თუ თქვენსაში? მაშ საიდან გაიგო?.. მომშორდით აქედან, თქვენ გეუბნებით, გზა ნახეთ!.. გულს მიღონებთ, როგორც გრძელი ზამთარი, თუმცა თქვენ ზამთარზე უარესები ხართ! მომწყდით აქედან, ჯობია შვილიკოს მიმიხედოთ, აქ რომ მიწამლავთ სისხლს. მას ჩემზე მეტად ჭირდება ექიმი! კბილებიც დასცვივდა უკვე, თუმცა, როცა ჩემს ხელში იყო, მშვენიერი კბილები ჰქონდა. გასწით, მომწყდით, რომ გეუბნებით, თქვენ თავს მიხედეთ-მეთქი”, – და კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნა.
დედა ანრუი ახლა თავის ბუნაგიდან გვითვალთვალებდა. ეზო გადავკვეთეთ და უკვე საკმაოდ შორს წასულებს მისი ხითხითი მოგვესმა. დაგვცინოდა. ამჯერადაც გადაგვირჩა.
უშედეგო იერიშიდან დაბრუნებულებს ბატონი ანრუი იქვე დაგვხვდა ბუხართან. მისი ცოლი ისევ გულს მიწვრილებდა ერთი და იმავე კითხვებით… პატარა თავი, ყავისფრად შეღებილი თმა და ეშმაკური გამომეტყველება ჰქონდა. ჟესტებით არ ლაპარაკობდა. ლაპარაკისას იდაყვებს ტანს არ აშორებდა. ცდილობდა ჩემი ვიზიტიდან რამე სარგებელი ენახა… ცხოვრება ძვირდება და ძვირდება… მოხუცის პენსია აღარ ყოფნით… თავადაც ასაკში შედიან… მობეზრდათ სულ იმის შიში, რომ მოხუცი უპატრონოდ არ მოკვდეს. არ ამოიბუგოს თავის რწყილიან-სიბინძურიანად… ნაცვლად იმისა, რომ რიგიან თავშესაფარში წავიდეს, სადაც მშვენივრად მოუვლიან…
თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს მეც ამ აზრს ვადექი და მათაც კეთილი თვალით დამიწყეს ყურება. მარწმუნებდნენ, რომ ჩემს ქებას მთელს უბანს მოსდებდნენ, თუკი შემებრალებოდნენ და შევძლებდი მომეშორებინა მათთვის მოხუცი… ეს ბეჩავი კი თავის ყოფას რატომღაც ვერ ელეოდა…
– “მერე გავაქირავებთ კიდეც ამ პავილიონს”, – გამოთქვა აზრი ანაზდად გამოცოცხლებულმა ანრუიმ. ცოლმა უტაქტობისთვის ფეხი დააბიჯა მაგიდის ქვეშ. ანრუი ვერაფერს მიხვდა.
მანამ ცოლ-ქმარი კინკლაობდა ვითომდა ჩემდა ფარულად, მე უკვე წარმოვიდგინე, როგორ ჩავიჯიბავ ათასფრანკიანს მხოლოდ იმისათვის, თუკი დედაბერს ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მიღების ცნობას მივცემ. ანრუები ხომ ამაზე ოცნებობდნენ…
როგორც ჩანს, ბაბერის დეიდამ ნდობით განაწყო ჩემს მიმართ ისინი და დაარწმუნა, რომ ჩემზე საწყალი ექიმი მთელ რანსიში არ მოიძებნება… და ჩემთან მორიგებაც ადვილია… ფლორიშონს კი როგორ შეკადრებდნენ ამას! ის ხომ პატიოსანია!
ამ ფიქრებში ვიყავი, დედაბერი რომ შემოვარდა ოთახში. საკვირველია, თითქოსდა იყნოსაო, რას ვუმზადებდით. კაბის კალთა ხელით ეჭირა. შემოვარდა თუ არა, ლანძღვა დაგვაყარა, განსაკუთრებით მე. მხოლოდ ამისთვის გამოვიდა თავის ბუნაგიდან.
– “თახსირო!” – მომახალა. – “წაეთრიე, შენ გეუბნები, მოშორდი აქედან! ძალიან გაგივიდა თავს!.. არ წავალ გიჟებთან!.. და მით უმეტეს, არც მოწყალების დებთან, უკვე გითხარი!… ჩემთან არაფერი გაგივა, იაფად მოსყიდულო!.. ჩემზე წინ ეს ვიგინდარები წავლენ, მოხუცი ქალის მძარცველები!.. და შენც, ნაძირალავ, მალე ციხეში ამოყოფ თავს!..”
ბედი არ გინდა! ერთი ხელის მოსმით შეიძლებოდა ჩამეჯიბა ათასი ფრანკი! მე კი აქ ყოფნის გასამრჯელოც არ მითხოვია!
დედაბერი ახლა ქოხის მოაჯირიდან მომძახოდა: “ნაძირალა! თახსირო!”
დიდხანს გაისმოდა სიბნელეში მისი ხმა. მაგრად გაწვიმდა! ნათურიდან ნათურამდე თითქმის სირბილით გადავედი. როგორც იქნა მივაღწიეს ფეტის მოედნის ტუალეტს. ესეც თავშესაფარია.
© ”არილი”
-
მანუელ ვისენტი
ჰომეროსის წვნიანი
ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა
დილის თერთმეტ საათზე პროფესორი სახლში მარტო იყო და ბიბლიოთეკის თაროებზე გამალებით ეძებდა რომელიმე ჰეროიკულ რომანს. მაგნიტოფონი ბეთჰოვენის მუსიკას უკრავდა. კაცი გულმოდგინედ სინჯავდა ყველა წიგნს, სანამ ბოლოს და ბოლოს მის ხელში ილიადას მოვარაყებულმა ასოებმა არ გაიბრწყინეს. როგორც იქნა მიაგნო! უმალ გადმოიღო მდიდრული გამოცემა. ამჯერად გადაშლა არც კი დასჭირვებია. რა ნაცნობი იყო ღმერთების დიდება, ვნებები, მშვენიერებისაკენ სწრაფვა, გმირობანი და ლამაზი ოცნებები. წიგნს უდიდესი სიამოვნებით სული შეუბერა და სამზარეულოსაკენ გაემართა. იქ პროდუქტებს ერთად თავი მოუყარა და საყვარელი კერძის მომზადებას შეუდგა: პასტორალურის მესამე ნაწილს ღიღინით გაფცქვნა ხახვი და ორი კბილი ნიორი, მერე ქვაბის ფსკერს ცოტაოდენი ზეთი მოასხა და გაზი აანთო. როცა ყველაფერი კარგად ჩაიშუშა, პროფესორმა საჭირო რაოდენობის წყალი, მარილი და ცოტა ოხრახუში დაამატა, წიგნი ქვაბში ჩადო და რკინის ხუფი მჭიდროდ დაახურა. “ოლიადას” მდიდრულმა გამოცემამ ნელ ცეცხლზე იწყო ხარშვა, თითქოს კომბოსტოს ერთი ჩვეულებრივი თავი ყოფილიყოს. იმ დღეს სწორედ ასეთ კერძზე ოცნებობდა.
სანამ წვნიანი იხარშებოდა, პროფესორმა მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადაიხედა. ქუჩაში ისევ ის ნაცრისფერი უსახურება სუფევდა, რომლის ცქერაშიც მარტოობის არაერთმა წელმა ჩაიარა: თეთრ კაფელში ჩასმული ქათმის მაღაზია, მეორე რიგში გაჩერებული სატვირთო მანქანები, ხილის დახლი თოკზე დაკიდული ანანასებით, თანამშრომელთა სილუეტები საბუღალტრო განყოფილების შუშის მიღმა, პატარა ადამიანები, რომლებიც ტროტუარზე დაცოცავდნენ და ხმამაღალი შეძახილებით რომელიღაც თევზს უკეთებდნენ რეკლამას. იმ დილით პროფესორი ჩვეულებრივზე უფრო მოწყენილი იყო და თავის შესაქცევად ისევ პნევმატური თოფით თამაში გადაწყვიტა. იარაღი კარადიდან გადმოიღო და ბეთჰოვენის მუსიკის თანხლებით დერეფანში გავიდა. თოფი ხუთი მცირე ზომის ტყვიით დატენა. ფანჯრიდან რამდენიმე საინტერესო ობიექტი მოჩანდა, მაგრამ კაცმა ამჯერად კუთხეში მჯდომ ხილის გამყიდველთან გადაწყვიტა გახუმრება. ტროპიკული ანანასები ჰაერში ისე ლივლივებდნენ, როგორც სანჩეს კოტანის ნატურმორტში. პროფესორი ფანჯრის რაფას დაეყრდნო. ტელესკოპის ფოკუსი სასურველ წერტილს დაუმიზნა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩახმახს გამოჰკრა. ანანასი ძლიერად შეირხა და მოცელილივით ჩავარდა პამიდვრიან კალათში. იმავ წამს ვაჭრის წყევლა-კრულვა გაისმა.
– ისევ ის არის, ის ძაღლიშვილი!
– ეს რაღა იყო?
– მკვლელი, რომელიც ჩემს საქონელს ესვრის!
– რა სიმხეცეა!
– უკვე მეოთხეჯერ აკეთებს ამას. დამენახოს, თუ კაცია!
კლიენტებით გარშემორტყმული მეხილე მთელი ხმით გაჰყვიროდა. გამვლელები ფანჯრისაკენ იყურებოდნენ იმ იმედით, რომ დამნაშავეს მოჰკრავდნენ თვალს. გადაწეული ფანჯრის მიღმა კი მკვდარი ენების პატივცემული პროფესორი გულგრილად ადევნებდა თვალს ქუჩაში ატეხილ ალიაქოთს და ცდილობდა, ცივად განესაჯა ამ სოციალური ჯგუფის მოქმედება. ისინი მხოლოდ უსუსური ჭიანჭველები იყვნენ. საკმარისი იყო, ერთადერთხელ ესროლა ხილისთვის, რომ ეს პატარა ადამიანები საშინელ ძრწოლას აეტანა. ნეტავ რა მოხდებოდა, მართლა რომ გამოეკრა ჩახმახისათვის? იმ წუთას ისევ დაეუფლა შეგრძნება, რომ შეეძლო ღმერთად ქცეულიყო და მეხუთე სართულიდან ემართა ქვეყანა. ამასობაში სპექტაკლიც დამთავრდა.
გმირი სააბაზანოსაკენ გაემართა. შარდის ბუშტი გაითავისუფლა და სარკეში ჩაიხედა. სულ არ შეცვლილიყო. საკუთარი გამოსახულების დანახვაზე ფსიქოანალიტიკოსის სიტყვები გაახსენდა: “შეგიძლია ჩათვალო, რომ გარკვეული დროის მანძილზე არაფერი გემუქრება. შენს ტვინს უსაშველო არაფერი სჭირს. ოღონდ გახსოვდეს, რომ ძველი საბერძნეთი აღარ არსებობს. გონების სრულყოფა და ოცნება აბსტრაქტულ სილამაზეზე, სისულელეა. ბედნიერება პატარ-პატარა სიამოვნებების ნაზავია: ყავის ოხშივარი და სიგარეტი გაზეთის კითხვისას, სასიამოვნო საუბარი რესტორანში, ემას მკვრივი საჯდომი, ხის ფისის შორეული სურნელი იმ პორტიდან, სადაც სიჭაბუკე გაქვს გატარებული”. პროფესორი ორმოცდაცამეტი წლის იყო და სააბაზანოს თაროზე გაჭაღარავებული საფეთქლებისთვის საღებავის ფლაკონს, დამაწყნარებელ წამლებს, ანტიდეპრესანტებს და ბუასილის სანთლებს ინახავდა. იმ წუთას სუსტი თავბრუსხვევა იგრძნო. კეფაში საყვირების ხმაური სცემდა. ასეთი რამ ადრეც მოსვლია. მას შემდეგ, რაც ბიბლიოთეკის წიგნებიდან წვნიანის დამზადება დასჩემდა, ატყობდა, რომ თვალები უბნელდებოდა და წყვდიადში უცნაური ანტიკური ღვთაებები ჩნდებოდნენ ხოლმე. ჩვეულებრივ, ეს სულ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. ამჯერად იგრძნო, რომ შეტევა უკვე სერიოზულ სახეს იღებდა.

სიბილე ბერგი
ნორას შია
გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ
ყოველ დილით ვიწონები.
დილაობით ოდნავ ნაკლებს ვიწონი ხოლმე.
ნახევარი წელია მხოლოდ კიტრით, ვაშლითა და სალათით ვიკვებები. ყოველგვარი მისაყოლებლის გარეშე, რა თქმა უნდა.
თავიდან ცუდად ვხდებოდი. მუცლის გვრემა მემართებოდა. ახლა საქმე უკეთ მიდის. საჭმელს დავყნოსავ და მორჩა, აღარ მშია. საჭმლის სუნი გულს მირევს.
გუშინ 40 კილო ვიყავი. 1,75 ვარ და სიმაღლეში ალბათ ცოტას კიდევ მოვიმატებ. დაფიცებული მაქვს: კიდევ უნდა დავიკლო!
რაც ჭამას თავი გავანებე, არავინ აღარ მჭირდება. მშობლები გინდ ყოფილან, გინდ არა. ჩემზე რას ფიქრობენ, არ მაინტერესებს. მე ხომ ვიცი, რომ მაგარი ვარ. ამასწინ დედაჩემმა იტირა. დავინახე, როგორ ჩამოეთხაპნა მაკიაჟი და ოთახიდან გამოვედი. ახლა შევამჩნიე, რამსისქე ყოფილა, მაგრამ ეს ამბავი სულ არ აწუხებს. მე კი, სანამ სქელი ვიყავი, შესვენებაზე ფეხსალაგში გავრბოდი, რომ თანაკლასელებს გავრიდებოდი. ახლა აღარ ვიმალები, უფრო მეტიც, იმასაც კი ვფიქრობ, ჩემი შურთ-მეთქი.
სილამაზემდე კიდევ ბევრი მიკლია. ჯერ მაინც მეტისმეტად სქელი ვარ. მკლავებს არაუშავს რა – ძვალზე ტყავიღაა გადაკრული. ნეკნებიც უკვე კარგად მეტყობა, მაგრამ აი, ფეხები ჯერ კიდევ სქელი მაქვს.
სქელი როცა ვიყავი, თითქოს პიროვნებას აღარ წარმოვადგენდი. ახლა საქმე სხვაგვარადაა. შიგნით და გარეთ თავს ერთნაირად მტკიცედ ვგრძნობ. როცა რაიმე მიზანი გაქვს, მარტო აღარა ხარ, რადგან მიზანი მუდამ შენთანაა, მუდამ თან გახლავს.
კარგად მახსოვს ის დრო, სქელი რომ ვიყავი. ერთ წუთს თუ კარგად ვგრძნობდი თავს, მეორე წუთში ავღრიალდებოდი და მიზეზს ვერ ვპოულობდი. ეტყობა, ყველაფერი უაზრობად მეჩვენებოდა: ის, რომ სკოლას დავამთავრებდი, რაღაც პროფესიას შევიძენდი, მერე ალბათ გავთხოვდებოდი და პატარა ბინაში ვიცხოვრებდი. პატარა ბინაზე გულისამრევი კი აბა რა უნდა იყოს. ასეთ ცხოვრებას ხომ ცხოვრება აღარ ჰქვია. ოღონდ ცხოვრება როგორი უნდა იყოს, ჯერაც არ ვიცი. რომ გავლამაზდები, აი, ალბათ მაშინ მეცოდინება, რა არის ცხოვრება. მაშინ კეიტ მოსივით ლამაზი ვიქნები და მასავით მოდელიც გავხდები.
დედაჩემმა ამასწინ ფსიქოლოგთან წამიყვანა. ფსიქოლოგი ერთი მსუქანი, ბებერი კაცი იყო. დედამ მარტო დაგვტოვა და იმ ბებერმა გაჩმახება დამიწყო. ოღონდ ის კი ვერ მოტვინა, ასე იოლად მე რომ ვერავინ გამიჩმახებდა. რაღაც-რაღაცეები მეც წამიკითხავს და მათი ბრიყვული ტრიუკების ამბავიც ზეპირად ვიცი. ამ ბებერს ხომ, თითქოს საგანგებოდ, სიბრიყვე სახეზე ეწერა.
გაწუხებს რამეო, მკითხა და კიდევ რაღაც საზიზღრობები მოაყოლა. მე მხოლოდ მივჩერებოდი და ხმას არ ვიღებდი. ამ ქონის ტომარას პერანგქვეშ ოფლის ღარები ემჩნეოდა. მის შეკითხვებზე არც დავფიქრებულვარ. განა შეიძლებოდა, ისეთი კაცისთვის რაიმე მომეყოლა, საკუთარი თავი რომ ვერ გაუკონტროლებია და გასკდომამდე ძღება? მოკლედ, წამოვედი და ის ფსიქოლოგი აღარც გამხსენებია.
მე ჩემი მიზანი მაქვს. არაფრის აღარ მეშინია. არც ფიქრისთვის ვიწუხებ თავს და ასეთ ყოფას, მე მგონი, ამქვეყნად არაფერი სჯობია.
© “არილი”
-
ერნსტ იუნგერი – დაბრუნება
-
გაბრიელე დ’ანუნციო
ღამისთევა
(კრებულიდან “პესკარას ნოველები”)
იტალიურიდან თარგმნა ნოდარ ლადარიამ
სოფლის მერის, ბიაჯო მილას ცხედარი, უკვე სრულიად შემოსილი და ძმრიან წყალში დასველებული ჩვრით სახედაფარული, ლოგინზე ესვენა, თითქმის ოთახის შუაგულში, ოთხ სანთელს შუა. ოთახში მიცვალებულს ორი მხრიდან უსხდნენ და ღამეს უთევდნენ ქვრივი და ძმა.
როზა მილა, ასე, ოცდახუთი წლის იქნებოდა. აყვავებული ქალი იყო, თეთრი, ოდნავ დაბალი შუბლით, გრძლად მომშვილდული წარბებითა და დიდი ჭროღა თვალებით, რომელთა გუგებზე გაპრიალებული მარმარილოსნაირი ძარღვები ეტყობოდა. თმების სიუხვის გამო, კეფასა და საფეთქლებზე ყოველთვის მრავლად ეყარა ურჩი კულულები, ხანდახან თვალებზეც რომ ჩამოეშლებოდა ხოლმე. მთელი მისი არსებიდან გამოსჭვიოდა ჯანმრთელი სინორჩე და მის ქორფა კანსაც უძვირფასესი ხილის სურნელი ასდიოდა.
ემიდიო მილა, სასულიერო პირი, დაახლოებით იგივე ასაკისა იყო. ხმელ-ხმელი იყო და კანის ფერი ბრინჯაოს უგავდა, როგორც ყველას, ვინც სოფელში მზის გულზე ცხოვრობს. რბილი წითური ღინღლი უფარავდა ლოყებს, თეთრი და ძლიერი კბილები მის ღიმილს მამაკაცურ სილამაზეს ანიჭებდა და მისი მოყვითალო თვალებიც ახალმოჭრილი ოქროს ფულებივით უბზინავდა.
ორივე სდუმდა: ქალი თითებით შუშის კრიალოსანს ათამაშებდა, ვაჟი კი თვალს აყოლებდა კრიალოსანის თამაშს. ორივეს ეტყობოდა ის გულგრილობა, რომლითაც ჩვენი სოფლის ხალხი სიკვდილის იდუმალებას ხვდება.
ემიდიომ ღრმად ამოისუნთქა:
— დაცხება ამაღამ.
როზამ მზერა ასწია თანხმობის ნიშნად.
დაბალჭერიან ოთახში შუქი სანთლის ალის კვალდაკვალ თრთოდა. ცვალებადი და მოკანკალე ჩრდილები ხან კუთხეში იყრიდა თავს, ხანაც კედელზე. ფანჯრები ღია იყო, მაგრამ დარაბები დახურული რჩებოდა. თეთრი მუსლინის ფარდები დროდადრო ისე ირხეოდა, თითქოს სუნთქავენო. ბიაჯოს სხეული საწოლის სითეთრეზე მძინარეს ჰგავდა.
ემიდიოს სიტყვები დუმილში დაიკრგა. ქალმა ისევ დაუქნია თავი და კვლავ მიუბრუნდა კრიალოსანის ნელ თამაშს. ოფლის იშვიათი წვეთები მარგალიტებად უჩანდა შუბლზე, მძიმედ სუნთქავდა.
ცოტა ხნის შემდეგ ემიდიომ იკითხა:
— ხვალ რომელ საათზე მოვლენ გასასვენებლად?
ქალმა თავისი ბუნებრივი ხმით უპასუხა:
— ათზე, საკრამენტის კონგრეგაციიდან მოვლენ.
ამის შემდეგ კვლავ დადუმდნენ. გარედან ბაყაყების განუწყვეტელი ყიყინი ისმოდა, შიგადაშიგ ბალახის სურნელიც შემოდიოდა. სრულ სიმშვიდეში როზას ყურს გვამიდან გამომავალი თითქოსდა ყრუ ბუყბუყი მისწვდა. შეშინებული წამოხტა სკამიდან და უკან გაიწია.
— ნუ გეშინიათ, როზა. ეს გაზებია, — თქვა მაზლმა და ხელი გაუწოდა დასამშვიდებლად.
როზამ ხელი უნებურად გამოართვა და ფეხზე მდგომმა დაიჭირა. აყურადებდა, მაგრამ სადღაც სხვაგან იყურებოდა. მკვდრის მუცელში ბუყბუყი გრძელდებოდა და თითქოსდა პირისაკენ მიიწევდა.
— არაფერია, როზა. დაწყნარდით, — ისევ თქვა მაზლმა და ანიშნა, სამზითვო სკივრზე დამჯდარიყო, რომელზედაც ყვავილებამოქარგული გრძელი ბალიში ეფინა.
ქალი დაჯდა მაზლის გვერდით. შეშფოთებულს ჯერ კიდევ ეჭირა მისი ხელი. და რადგანაც სკივრი არც თუ ისე დიდი იყო, მასზე მჯდომთა იდაყვები ერთმანეთს ეხებოდა.
კვლავ სიჩუმე დამყარდა. მლეწავთა სიმღერამ შორიდან შემოაღწია ოთახში.
— ღამით ლეწავენ, მთვარის შუქზე, — თქვა ქალმა, შიშისა და დაღლილობის მოსატყუებლად.
ემიდიოს ხმა არ დაუძრავს. ქალმაც ხელი წაართვა, რადგან ეს შეხება უკვე მსუბუქ შფოთვას ჰგვრიდა.
ორივეს ახლა ერთი და იგივე აზრი გაუჯდა გონებაში მოულოდნელად, ორივეს ერთი და იგივე გახსენება დაეპატრონა, გახსენება ადრეულ სიყმაწვილეში ველად აღმოცენებული სიყვარულისა.
იმხანად ორივენი კალდორეს უბანში ცხოვრობდნენ, მარტოხელად აღმართული გორაკის თავზე, სადაც ოთხი გზა იკვეთება. ჭვავის ყანის საზღვარზე მაღალი კედელი აღმართულიყო, ქვითა და თიხოვანი მიწით აგებული. სამხრეთის მხრიდან, რომელსაც როზას ნათესავები ფლობდნენ, მსხმოიარე ხეთა კორომი ხარობდა, რადგანაც იქ მზის სითბო უფრო უხვი და ტკბილი იყო. გაზაფხულობით ერთობლივი სიხარულის მოზიარე ხეები ყვაოდნენ, ცის ფონზეც ვერცხლისფერი, მოვარდისფრო ან მოიისფრო გუმბათები იკვეთებოდა. ისინი გვირგვინად ადგნენ კედელს, ნელი რხევით მიიწევდნენ მაღლა და ერთად ჩუმ ზუზუნს გამოსცემდნენ ფუტკრების მსგავსად.
იმ დროს როზას კედლის უკან, ხეებს შორის მიმალვა და იქ სიმღერა დასჩემდა.
წკრიალა და ნორჩი ხმა შადრევნის ჭავლივით მოედინებოდა აყვავებულ გვირგვინთა შორის.
მაშინ ემიდიო ნელ-ნელა სულს იბრუნებდა ავადმყოფობის შემდეგ და ისმენდა ამ სიმღერას. სუსტი იყო და მუდამ მოშიებული. დიეტისაგან თავის დასაძვრენად მალულად იპარებოდა შინიდან და უბეშიც პურის დიდი ნატეხი ედო. კედლის ძირს ჩაუყვებოდა, ყანის ბოლო ხნულის გასწვრივ, სანამ თავისი ნეტარების ალაგს არ მიაღწევდა.
იქ ჯდებოდა, ზურგით გამთბარ ქვებს ეყრდნობოდა და ჭამას იწყებდა. ჩაკბეჩდა პურს და ქორფა თავთავს შეარჩევდა: ყოველ მარცვალში ერთი წვეთი რძისფერი წვენი იყო დამალული, რომელსაც ფქვილის ცინცხალი გემო დაჰკრავდა. გემოვნებისა და სმენის გულისთქმა ერთმანეთს ერეოდა და ნაავადმყოფარის არსებაში თითქმის ერთიან უსასრულოდ სასიამოვნო შეგრძნებას ქმნიდა. ამგვარად, იმ ტკბილ მოცალეობაში, იმ სითბოსა და სურნელში, რომელიც ჰაერს ლამის ღვინის გულისხმიერ გემოს ანიჭებდა, ქალის ხმაც მისთვის ხელახლა დაბადების ბუნებრივ საკვებად იქცეოდა, ნივთიერ საზრდოდ, პირდაპირ ძარღვებში რომ ადნებოდა.
ამგვარად, როზას სიმღერა მისთვის განკურნების მიზეზი იყო. და როდესაც განკურნება აღსრულდა, როზას ხმა გრძნობიერ სიმდიდრედ რჩებოდა განკურნებულისთვის.
ამის შემდეგ, რადგან ორი ოჯახი დიდად დაუახლოვდა ერთმანეთს, ემიდიოს გულში ის მდუმარე, მორცხვი და მარტოსულ სიყვარული ჩაისახა, ასე რომ სპობს და ანადგურებს სიყმაწვილის ძალებს.
სექტემბერში, სანამ ემიდიო სემინარიაში სასწავლებლად გაემგზავრებოდა, ერთ ნაშუადღევს ორივე ოჯახი სასამხროდ მდინარის პირას ჭალაში გაეშურა.
დღე რბილი იყო და ხარებშებმული სამი ურემი აყვავებული ლერწმების ტევრში იკვლევდა გზას.
ჭალაში პირდაპირ ბალახზე ისამხრეს, ერთ წრიული ფორმის ახოზე, რომელსაც ვეება ალვისხეები შემოსჯაროდნენ ირგვლივ. დაბალ ბალახში ხშირად ხარობდნენ წვრილი იისფერი ყვავილები, რომელთაც ნატიფი სურნელი უდიოდა. აქა-იქ ფოთლებს შორის მზის სხივები ეშვებოდა ფართო ზოლებად. ქვემოთ გაჭიმული მდინარის ნაპირი უძრავი იყო, სრულ სიმშვიდესა და გამჭვირვალებაში ეძინათ წყლის მცენარეებს.
სამხრის შემდეგ ზოგი ნაპირს მოედო, სხვები პირაღმა გაწოლილნი დარჩნენ ბალახზე.
როზა და ემიდიო ერთად აღმოჩნდნენ. ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს და ბუჩქებს შორის გამავალ ბილიკს გაუყვნენ.
როზა სულ მთლად ემიდიოს დაყრდნობოდა, იცინოდა, გზად გაშვერილ რტოებს ფოთლებს აწყვეტდა, მომწარო ღეროებს წიწკნიდა კბილებით, უკან იხედებოდა და აფრენილ ჩხიკვებს აყოლებდა თვალს. ამასობაში კუს ბაკნისგან გათლილი სავარცხელი ჩამოუსრიალდა თავიდან და თმებიც გასაოცარი სიუხვით დაეფინა მხრებზე.
ემიდიო როზასთან ერთად დაიხარა სავარცხლის ასაღებად. ორი თავი მსუბუქად მიეჯახა ერთმანეთს. როზა შუბლზე ხელს იდებდა და სიცილით ყვიროდა:
— ვაი! ვაი!
ყმაწვილი უჭვრეტდა მას და გრძნობდა, როგორ აღწევდა ჟრუანტელი ძვლის ტვინამდე. თავის გამოაშკარავებისა ეშინოდა. როზამ ხის ტანს ფრჩხილებით მოაცილა სუროს გრძელი ყლორტი და სწრაფი მოძრაობით თავს ირგვლივ ნაწნავებზე შემოიხვია, თმის ამბოხი კეფაზე დააცხრო სავარცხლის კბილებით. მწვანე და ზოგან მოწითალო, ყლორტზე სუსტად დამაგრებული ფოთლები აქეთ-იქით უწესრიგოდ იყო გამოშვერილი. როზამ იკითხა:
— მოგწონვართ ასე?
ემიდიომ პირის გაღება ვერ მოახერხა. არ იცოდა, რა ეპასუხა.
— ასე არ ვარგა! მუნჯი ხომ არა ხართ?
ემიდიოს მუხლებზე დაჩოქების სურვილი ჰკლავდა. მაგრამ როზასავით უკმაყოფილო სიცილით ახშობდა მას, თუმცა გრძნობდა როგორ უხუთავს ყელსა და უწვავს თვალებს ტირილი ბოღმისაგან, რომ ვერც ერთი სიტყვა ვერ იპოვა.
გზა განაგრძეს. ერთ ადგილას წაქცეული ნორჩი ხე უღობავდა გასასვლელს. ემიდიომ ორივე ხელით წამოსწია ხის ტანი და როზამ ტოტების ქვეშ გაიარა, რომელთა სიმწვანე წამით გვირგვინად დაედგა თავზე.
უფრო იქით ერთ ჭას მიადგნენ, რომლის მახლობლად ქვის ორი მართკუთხა ავზი იდგა. ხშირი ტყე ჭის თავზე მწვანე ჩარდახად ეფარებოდა. აქ ჩრდილი ღრმა იყო, თითქმის ნესტიანი. მცენარეული თაღი აგურის კედლების შუამდე მოღწეული წყლის ზედაპირზე ირეკლებოდა.
როზამ ხელები გაშალა და წამოიძახა:
— რა კარგია აქ!
მერე ნატიფი მოძრაობით პეშვი წყალი აიღო და მოსვა. წვეთები თითებს შორის ჟონავდა და მარგალიტებით ამკობდა მის კაბას.
როცა წყურვილი მოიკლა, ორივე ხელით კვლავ შეაგროვა წყალი და მაცდურად მიაწოდა მეგობარს:
— დალიეთ!
— არ მწყურია, — დაიბურტყუნა გაოცებულმა ემიდიომ.
როზამ სახეში შეასხა წყალი, ქვედა ტუჩი ლამის ზიზღის ნიშნად დამანჭა. მერე ერთ-ერთ გამომშრალ ავზში ჩაწვა, როგორც აკვანში, ფეხები კიდეზე შემოაწყო და მოუსვენრად იწყო ქუსლების ბაკუნი. უეცრად წამოხტა, განსაკუთრებული მზერით მიაჩერდა ემიდიოს:
— მაშასადამე? წავედით.
განაგრძეს სეირნობა. შეკრების ადგილას დაბრუნდნენ მდუმარენი. მათ თავს ზემოთ შაშვები გალობდნენ, მზის სხივების განივი კონები კვეთდა მათ სავალს. ირგვლივ კი ტყის სურნელი ტრიალებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ემიდიო გაემგზავრა.
რამდენიმე თვის შემდეგ ემიდიოს ძმამ ცოლად შეირთო როზა.
სემინარიაში სწავლის პირველ წლებში ყმაწვილ მორჩილს მრავალგზის უფიქრია ახალ რძალზე. გაკვეთილების განმავლობაში, როცა მღვდლები Epitome historiae sacrae-ს უხსნიდნენ, იგი მასზე ოცნებობდა. საკლასო ოთახებში, როცა ანალოგიებს აფარებული სემინარიელები გარყვნილებას ეძლეოდნენ, იგი ხელებში რგავდა სახეს და არაწმინდა წარმოდგენებში იძირებოდა. ეკლესიაში, როცა ყოვლადწმიდა ქალწულის ლიტანიები ჟღერდა, მისტიური ვარდის,
Rosa mistica-ს ხსენებისას იგი შორს გარბოდა.და რადგანაც სემინარიელებისაგან გარყვნილება ისწავლა, იმ დღეს ტყეში მომხდარი უკვე სხვა ნათელში ახსენდებოდა. უცნაურად ღრღნიდა ეჭვი, რომ ვერ გამოიცნო, სტანჯავდა ბოღმა, რომ ვერ მოწყვიტა ასე შემოთავაზებული ნაყოფი.
მართლა ასე იყო? ნუთუ როზას ოდესღაც უყვარდა იგი? ნუთუ ასე შეუცნობლად ჩაუარა გვერდზე დიდ ბედნიერებას?
ეს აზრი დღითიდღე სულ უფრო მწვავე ხდებოდა, სულ უფრო თანმდევი, აღმგზნები, სულის შემხუთავი. დღითიდღე სულ უფრო მზარდი სიუხვით ასაზრდოებდა ეს აზრი მის ტანჯვას, სანამ ბოლოსდაბოლოს სამღვდელო ცხოვრების მონოტონურ მდინარებაში ეს აზრი უკურნებელ სენად არ იქცა მისთვის. ამ სენის გარდაუვალობის გამო ემიდიო უდიდეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, უსაზღვრო სევდა მოერია.
— ესე იგი ვერ გამოიცნო!
ოთახში სანთლები იღვენთებოდა. დახშული დარაბების ძელაკებს შორის ქარის სულ უფრო ძლიერი სუნთქვა აღწევდა და ფარდებს ბერავდა.
როზას სრულიად მოერია ძილქუში და ამიტომაც დროდადრო ხუჭავდა თვალებს. და როგორც კი თავი მკერდზე ჩამოუვარდებოდა, სწრაფი მოძრაობით კვლავ სწევდა მას.
— დაიღალეთ? — ტკბილი ხმით ჰკითხა მღვდელმა .
— მე არა, — მიუგო ქალმა, ძალა მოიკრიბა და წელში გაიმართა.
მაგრამ სიჩუმეში კვლავ ძილი დაეუფლა მის გრძნობებს. თავი კედელს მიაყრდნო, თმები ყელს უფარავდა, ოდნავ დაღებული პირიდან ნელი და ნებიერი სუნთქვა ამოსდიოდა. ასე იგი ლამაზი იყო და არაფერი იყო მასში მკერდის რიტმსა და მსუბუქი კაბის ქვეშ გამოკვეთილ მუხლებზე მეტად სასურველი. ქარის უეცარმა მობერვამ ფარდა ააფრიალა და ფანჯარასთან ახლო მდგარი ორი სანთელი ჩააქრო.
“რომ ვაკოცო?” — გაიფიქრა ემიდიომ, ხორცის მოულოდნელი კარნახით მოცულმა და მთვლემარეს გახედა.
კაცთა სიმღერა ჯერ კიდევ ედებოდა ივნისის ღამეს, საზეიმო საგალობლის მსგავსი. შორეთიდან შორეთში ვრცელდებოდა სხვადასხვა ტონზე საკრავიერი თანხლების გარეშე გამოცემული ხმა. სავსე მთვარე მაღლა უნდა ყოფილიყო ასული, ამიტომაც ოთახში დასადგურებული სუსტი შუქი ვეღარ ძლევდა დარაბებს მომწყდარ სინათლის ნაკადს, ხის ღრიჭოებში რომ ატანდა.
ემიდიო ცხედრისკენ შებრუნდა. მისი მზერა გვამის შავსა და უძრავ მოხაზულობას გაჰყვა და უნებურად ხელზე შეჩერდა. ხელი კოტიტა იყო, მოყვითალო, შესიებული, ზურგის მხარეს მოლურჯო ძარღვებით მოხაზული. ემიდიომ მზერა მოაშორა. ნელ-ნელა ძილით მოცული როზას თავმა ნახევარწრე შემოხაზა და შეშფოთებული მორჩილისკენ დაეშვა. ამ მშვენიერი ქალური თავის გადახრა ასეთი ნაზი იყო და რადგანაც მოძრაობამ ოდნავ დაარღვია ძილი, წამით გაპობილ ქუთუთოთა შორის გამოკრთა თვალის გუგათა კიდეები და მერე ისევ სითეთრეში დაიკარგა, როგორც რძეში ჩაძირული იის ფურცლები.
ემიდიო უძრავად დარჩა, მხრით აკავებდა სიმძიმეს. სუნთქვას იკრავდა, რომ მძინარე არ გაეღვიძებინა, უდიდეს აგზნებას შეეპყრო იგი, გულის, მაჯებისა და საფეთქლების გუგუნი თითქოს მთელს ოთახს ავსებდა. მაგრამ როზა ძილს აგრძელებდა და ემიდიომაც იგრძნო, რომ სუსტდება და რაღაც დაუძლეველი გარინდება ერევა ქალის ყელის ჭვრეტაში, რომელზედაც ვენერას მძივებივით აღბეჭდოდა ხორციელი გულისთქმა. ქალის თბილ სუნთქვას ისრუტავდა და მისი თმების სურნელს.
ღამის არომატით დატვირთულმა ახალმა მობერვამ მესამე ალი დახარა და ჩააქრო.
მაშინ, ყოველგვარი ფიქრისა და შიშის გარეშე ცდუნებას აყოლილმა ღამისმთეველმა ტუჩებში აკოცა ქალს.
შეხებისაგან ქალმა უეცრად გამოიღვიძა, გაოცებული თვალებით შეაცქერდა მაზლს თვალებში და გაფითრდა.
მერე ნელა შეაგროვა თმები კეფაზე და ასე დარჩა, წელგამართული. წინ იმზირებოდა და უძრავად აკვირდებოდა მოფუთფუთე ჩრდილებს.
— ვინ ჩააქრო სანთლები?
— ქარმა.
სხვა არაფერი უთქვამთ. ორივენი ძველებურად ისხდნენ სამზითვო სკივრზე და იდაყვებით ეხებოდნენ ერთმანეთს მტანჯველი გაურკვევლობით მოცულნი. რაღაცნაირი გონებრივი ძალისხმევით ცდილობდნენ, რომ მათ ცნობიერებამდე არ მისულიყო მომხდარი და ამით გაკიცხვას გადარჩენოდა. ორივემ თავისთავად გადაიტანა ყურადღება გარეგან მოვლენებზე. ნელ-ნელა ორივე უცნაურმა სიმთვრალემ დაიპყრო.
ღამეში სიმღერის ხმა ხანგრძლივად ეკიდა ჰაერში, თანდათანობით რბილდებოდა. კაცებისა და ქალების ხმები თითქოსდა სიყვარულით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ გუნდიდან ერთი მაღალი ხმა იკვეთებოდა და ერთ ნოტზე ჩერდებოდა, მაშინ როცა სხვები აკორდებად გროვდებოდნენ მის ირგვლივ, როგორც ტალღები ნაკადის შუაგულის გარშემო. ზოგჯერაც, ყოველი საგალობლის დასაწყისში კვინტებზე აწყობილი გიტარის ლითონისებური ბგერა ისმოდა, შიგადაშიგ კი — ლეწვის ზომიერი დარტყმები მიწაზე.
ორივე ისმენდა.
იქნებ ქარის ბრალი იყო, რომ სურნელი შეიცვალა. იქნებ ორლანდოს მაღლობიდან მოდიოდა ახლა ნარინჯის ძლიერი სუნი, ან სკალიას ბაღებიდან — ვარდების არომატი, იმდენად მკვრივი, რომ სივრცეს ქორწილისათვის მომზადებული მურაბის გემოს აძლევდა. იქნებ ფარნიას ტაფობიდან მოდიოდა სველ შროშანთა სურნელება, რომელიც ისევე აგრილებდა სუნთქვას, როგორც წყლის ყლუპი — სასას.
ორივე ჯერაც ჩუმად იყო სამზითვო სკივრზე. უძრავად ისხდნენ მთვარიანი ღამის გულისთქმით შეპყრობილნი. მათ წინაშე უკანასკნელი სანთლის ალი ირხეოდა მალიმალ, იხრებოდა და ცრემლს ადენდა უკვე თითქმის გალეულ ცვილს. ყოველწამს თითქოსდა ჩასაქრობად იყო მზად. ქალი და კაცი არ იძვროდნენ. სუნთქვაშეკრულები მისჩერებოდნენ მოკანკალე მომაკვდავ ალს. უეცრად მათრობელა ქარმა ჩააქრო იგი. მაშინ კი შიშის გარეშე, შეთანხმებული სიხარბითა და ერთდროულად ქალი და კაცი ჩაეხვივნენ ერთმანეთს, ტუჩებით იწყეს ერთმანეთის ძებნა, თავდავიწყებით, ბრმად, ხმის გაუღებლად.
© ”არილი”
-
ვოლფგანგ ბორჰერტი – საათი, რომელიც სამზარეულოში ეკიდა
-
იუსუფ იდრისი – ჩაზნექილი ლეიბი