• ესე (თარგმანი)

    ჯონ აპდაიკი – რელიგია და ლიტერატურა

     

    ინგლისურიდან თარგმნა თეონა თომაშვილმა

    რელიგიაში იმას ვგულისხმობ, რაც კაცობრიობამ ზებუნებრივად მიიჩნია. რელიგიასა და ლიტერატურას შორის კავშირი ძალიან ძველია. ხარჯთაღმრიცხველებმა დამწერლობა შექმნეს, ნავაჭრი საქონელი რომ აღენუსხათ, მაგრამ მალე ამას სასულიერო პირებმაც მიჰყვეს ხელი. ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 3100 წელს ჩნდება უძველესი დამწერლობის ენა – შუმერული – ადმინისტრაციული საქმიანი ტექსტებისა და სასკოლო სავარჯიშოების სახით. თუმცა, უფრო ადრეულია ღმერთებისა და მეფეთა ჩამონათვალი. ქრისტეშობამდე მეორე ათასწლეულიდან მოყოლებული შუმერული ტექსტები მოიცავს ვრცელ რელიგიურ ლიტერატურას, რომელიც გვხვდება ძველ აღთქმაშიც. ესენია, გადმოცემები სამყაროს შექმნის შესახებ, თქმულებანი უძველეს მეფეებზე, გოდება, საგალობლები და იგავები. მსოფლიო ლიტერატურის უძველესი ქმნილება „გილგამეშიანი“ სწორედ შუმერული ეპოსი გახლავთ. შუმერულ გადმოცემათა მიხედვით, გილგამეში იყო ურუქის ქალაქსახელმწიფოს უძველესი მეფე, ვინც ამ ქალაქის საარაკო გალავანი ააშენა. არამარტო შუმერების, არამედ ასირიელთა და ბაბილონელთათვისაც, რომელთაც შეითვისეს შუმერული ცივილიზაცია, გილგამეში იყო მეფე-გმირი და ღმერთი. მას თაყვანს სცემდნენ, როგორც ქვესკნელის ღვთაებას. შუმერების მიცვალებულთა აკლდამებში აღმოჩენილია მისი გამოსახულების მსგავსი ფიგურები. არსებობდა მისი ამბის რამდენიმე ვერსია. თუმცა, ზოგიერთი ფრაგმენტი ძვ. წ. აღ-ის მესამე ათასწლეულს ეკუთვნის, შთამომავლობას ძირითადად შემორჩა ძვ. წ. აღ-ის მეშვიდე საუკუნით დათარიღებული თორმეტი დამტვრეული დაფა ტექსტით, რომელიც აქადურ ენაზეა შესრულებული. ეს ამბავი, აქცენტირებული ადამიანურ სიყვარულსა და სიკვდილის შიშზე, გასაოცრად თანამედროვე და მარადიულია. ის თანმიმდევრულად მოიცავს: ველური მამაკაცი ენქიდუს ცდუნებას როსკიპი დიაცი შამხათის მიერ; ძლიერ მეგობრულ სიყვარულს, რომელიც აღმოცენდება მეფე გილგამეშსა და ენქიდუს შორის ორთაბრძოლის შემდეგ, სადაც გილგამეში იმარჯვებს; მათ მოგზაურობას ტყის ურჩხულ ხუმბაბას გასანადგურებლად; სიყვარულის ქალღმერთ იშთარის ტრფობის უარყოფას გილგამეშის მიერ; ენქიდუს სიკვდილს; გილგამეშის უნუგეშო გლოვასა და მის მოგზაურობას უთანაფიშთის სანახავად, ვინც ერთადერთი გადაურჩა ცოცხალი ბაბილონის წარღვნას. იგი გილგამეშს გაანდობს, როგორ აირიდოს სიკვდილი ჯადოსნური ბალახის შემწეობით, რომელიც მას გველმა მოსტაცა. ბაბილონური დაფები მთავრდება ენქიდუს საზარელი ცნობით ქვესკნელის თაობაზე. მოთხრობა ბევრწილად ბუნდოვანია და დანაწევრებული. მასში ძველი მწერლობის რამდენიმე მახასიათებელი შეინიშნება: 1) ეს არის ზღაპრული ელემენტები გულუბრყვილო კოსმოლოგიიდან, რომელმაც ქვეყანა სულებითა და ღვთიური ემისრებით დაასახლა; 2) გმირის ბუნდოვანი არსი, რომელიც არის მეფე, მაგრამ ვერ აღწევს ჭეშმარიტ ღვთაებრივ სიმაღლეს; 3) მეტაფიზიკური ბუნება გმირისა, რომელიც ძიებისას სასტიკ და ულმობელ სამყაროს აღმოაჩენს. მისი ხვედრია მწვავე ტკივილი „ორი-მესამედით ღმერთად, ერთი-მესამედით კაცად, მეფედ“ ყოფნისა. შეიძლება განვაზოგადოთ, რომ გმირი მოკვდავია იმ გზაზე, რომელსაც იგი გაღმერთებამდე მიჰყaვს. ამ მოთხრობის საზღვრებს მიღმა, შუმერულ რელიგიაში გილგამეში ღმერთი გახდა, ხოლო მოთხრობის ფარგლებში იგი განიცდის ორჭოფობას, შიშსა და დაბნეულობას. იგი ადამიანის მოკვდავობის საშინელი საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს. მისი ენითგამოუთქმელი ტანჯვა და ტკივილი ჩვენს თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ მკითხველისა და გადამწერთათვის, რომელთაც ეს ამბავი ჩვენ წერილობითი სახით გადმოგვცეს, გილგამეშის მნიშვნელობა გამომდინარეობდა მისი ლეგენდარული მეფობიდან, მისი ღვთიური წინაპრებიდან (გილგამეშის მამა მოკვდავი ადამიანი იყო, მაგრამ დედა გახლდათ ღმერთქალი ნინსუნა) და მისი ზეადამიანური ბუნებიდან. მეფეთა ბედი უმთავრესად უკავშირდება მგოსანს, რადგანაც ძველი საზოგადოებრივი რწმუნების მიხედვით, მეფის კეთილდღეობა განსაზღვრავს სახელმწიფოს კეთილდღეობას. მონარქის ჯანმრთელობა ჩვენი საკუთარიცაა. რიგ საზოგადოებებში, რომელთაც ანთროპოლოგია შეისწავლის, წლების სვლასთან ერთად, მეფე უნდა მოკვდეს, ასე რომ, სამყარო კვლავ განახლდება. ავადმყოფმა მეფემ უმჯობესია სიცოცხლე შეწყვიტოს, ვიდრე
    მოწამლოს ამ სენით თავისი სამეფო. ასეთი მაგიური აზროვნების კვალი შემორჩენილია ბრიტანული საზოგადოების დამოკიდებულებაში საკუთარ ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით საეჭვო რეპუტაციის მქონე პრინც ჩარლზთან. ასევე ამერიკული საზოგადოების მიერ პრეზიდენტ რუზველტისა და პრეზიდენტ კენედის ხასიათის სისუსტის დაფარვაში. მეფეთა ამბები, თუნდაც ქრონოლოგიურად ჩამოთვლილი მათი სახელები, ძალზედ არსებითი ინფორმაციის წყაროა დღევანდელობისათვის. ლიტერატურა კი, თავისი პირვანდელი ზეპირგადმოცემებით, მკითხველს აცნობს მათ ერთობლივ ისტორიას. ჩვენთვის საინტერესოა, რითი გახდა გილგამეში თავისი დროის გმირებს შორის ყველაზე პოპულარული. ჩვენამდე შემორჩენილი მწერლობა ამ ამოცანის ამოხსნის გასაღებს გვაძლევს. გილგამეშმა ქალაქ ურუქის დასაცავი გალავანი ააშენა და ცდილობდა მოკვდავობის პრობლემის გადაჭრას, თუმცა მან ვერ შეძლო უკვდავების ბალახის დაბრუნება. მისი მცდელობა საზოგადოდ მაინც სარგებლობის მომტანი იყო. ისევე, როგორც საუკუნეთა შემდგომ წამებულმა ებრაელთა მეფემ, მანაც თავი გაწირა კაცობრიობის გულისათვის. შემორჩენილ ფრაგმენტებში გილგამეში რამდენჯერმე თავს არიდებს ქალის ტრფობას. მის ცდუნებას ცდილობენ იშთარი და სიდური. იგი მტკიცედ იცავდა მამაკაცური მეგობრობის იდეალს, პატრიარქალურ სიწმინდეს. და ამას უპირისპირებდა ძველ მატრიარქალურ წყობილებას. მან დააწესა, რომ მეომარი აუცილებლად უნდა მოშორებოდა აღმზრდელ დედას და შეერთებოდა მამის მეომრულ ცხოვრებას. ჩვენი შეხედულებით, გილგამეში იკვეთება, როგორც ბუნების წინააღმდეგ ამბოხებული და ზებუნებრივის მაძიებელი ადამიანი. პლანეტაზე ცივილიზაციების გაჩენამ გამოიწვია რელიგიური ხასიათის მწერლობის გავრცელება. ეგვიპტური „მკვდართა წიგნი“, სადაც გაერთიანებულია გარდაცვლილთათვის საჭირო შელოცვები და წესები საიქიოს გზაზე, შეიცავს „გილგამეშიანის“ ადრეულ ეპიზოდთა დროინდელ მონაკვეთებს. ვისაც ნილოსზე უმოგზაურია, იცის, რომ ღვთაებებისადმი მიძღვნილი ნახატები და წარწერები ყველა აკლდამაში, სამგლოვიარო ქვასა და ტაძრის კედლებზეა გამოხატული. მიუხედავად ამისა, მხოლოდ რამდენიმე დასრულებული მითიური ამბავი ამოიკითხება ამ ეგვიპტური სარიტუალო ტექსტებიდან და ლექსებიდან. ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქეა წყარო ისიდასა და ოსირისის ცნობილი ლეგენდისა. ინდოეთში სანსკრიტული მწერლობა იწყება ძვ. წ. აღ-ის დაახლოებით 1 500 წელს „ვედებით“ – ეს გახლავთ დამპყრობელი არიელი ხალხის ღმერთთა ქება, რომელსაც აღავლენდნენ რელიგიურ რიტუალთა დროს. რადგანაც მომდევნო ათასწლეულში სანსკრიტი პირწმინდად სალიტერატურო ენა გახდა, რომელზეც განათლებული ელიტა საუბრობდა, შეიქმნა ორი უზარმაზარი ეროვნული ეპოსი „მაჰაბჰარატა“ და „რამაიანა“. ეს ვრცელი ცნობები დინასტიური ბრძოლების შესახებ უხვად შეიცავს ფანტასტიკურ და რელიგიურ ელემენტებს. „რამაიანას“ მოძმე გმირები ერთობლივად ქმნიან ინდუსური ღვთაების ვიშნუს მეშვიდე ავატარას (ღვთაების რეალურ განსხეულებას). „მაჰაბჰარატა“ კი შეიცავს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ ტექსტს, „ბჰაგავატგიტა“ (ღმერთის სიმღერა), რომელსაც ბრძოლის წინ ქადაგებს ვიშნუს ღვთაებრივი განსახიერება – კრიშნა. ჩინეთში ჩინი თარიღდება ძვ. წ. აღ-ის მეთორმეტე საუკუნით, ხოლო ლაო-ძის შეგონებანი და კონფუცის „საუბრები და მსჯელობანი“ ძვ. წ. აღ-ის VI საუკუნეს მიეკუთვნება. დიდი განსჯა არა სჭირდება, რომ თითოეული კულტურის უძველეს მწერლობას წარმოადგენს ძირითადად გადმოცემები სამყაროს შექმნის შესახებ, ღმერთების ქება, ლიტურგიკული დოგმები, შელოცვები და თეოსოფიური სიბრძნის ნარკვევები. ჰომეროსის ორ უდიდეს ეპოსში „ილიადასა“ და „ოდისეაში“, რომლებიც დასავლური ჰუმანიზმის პირველწყაროს წარმოადგენენ, სრულიად აშკარად შეიმჩნევა ზებუნებრივი შემადგენელი ის მოვლენები, რომლებზეც შეიქმნა ლეგენდები ტროას ომის შესახებ, ძვ. წ. აღ-ის დაახლოებით 1200 წელს რომ მოხდა. ხოლო ჰომეროსის მონათხრობი 4-5 საუკუნით გვიან შეიქმნა. ჰომეროსს საქმე ჰქონდა იმ სამყაროსთან, რომელიც მისთვის არქაული იყო. მისი დამოკიდებულება ღმერთებისადმი ზოგჯერ ძალზე უდარდელია და ამიტომაც რენესანსის კრიტიკოსებმა რომაელ ვირგილიუსთან შედარებისას იგი უტიფრად შერაცხეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტროას ომი ის მოვლენაა, რომელიც ზეცაში იყო გადაწყვეტილი. განხეთქილების ქალღმერთი ერიდა არ მიიწვიეს მეფე პელევსისა და ზღვის ღმერთქალ თეტიდას ქორწილზე, ამიტომ მან შური იძია: მოზეიმე ხალხში ჩააგდო ოქროს ვაშლი წარწერით – „ყველაზე მშვენიერს“. ჰერას, აფროდიტეს და ათენას – სამივეს სურდა ეს ჯილდო და ამიტომ ზევსს სთხოვეს გადაეწყვიტა. მან პასუხისმგებლობა გადააბარა მოკვდავ ადამიანს – პარისს – პრიამოსის ვაჟსა და ტროას მეფეს. პარისმა კი ეს ჯილდო აფროდიტეს გადასცა იმ პირობით, რომ მას ქვეყნის ყველაზე ლამაზ ქალს შერთავდა ცოლად. ეს კი იყო ელენე, სპარტის მეფის – მენელაოსის – მეუღლე. პარისი მენელაოსის სასახლეში სტუმრობისას ელენეს დაითანხმებს მასთან ერთად გაქცევაზე. მენელაოსი და მისი ძმა – მიკენის მეფე აგამემნონი – მოამზადებენ ბერძენთა თავდასხმას ელენეს დასაბრუნებლად და ტროას ომიც იწყება. ფლოტის შეტევა შეყოვნდება ქალღვთაების მორიგი შეურაცხყოფის გამო: აგამემნონმა არტემიდას წმინდა ირემი მოკლა. ქალღმერთი შეაკავებს ზურგის ქარს და შავ ჭირს გაავრცელებს შეჩერებულ ჯარში, ვიდრე აგამემნონი მას საკუთარ ქალიშვილს – იფიგენიას – შესწირავდეს. ომის შემდგომ ბედ-იღბალზე გავლენასაც ღმერთების სიმპათია ახდენს; ზღვის ღმერთი პოსეიდონი და შეურაცხყოფილი ქალღმერთები ჰერა და ათენა ბერძნებს ეხმარებიან; ხოლო აფროდიტე და მისი სატრფო – ომის ღმერთი არესი – ტროელებს უმართავენ ხელს. ზევსი და აპოლონი ნეიტრალურ პოზიციაზე დგანან. ჰომეროსი თავის მკითხველს მიანდობს ამ თეოლოგიური კონტექსტის გაცნობას. „ილიადა“ იმ ამბით იწყება, თუ როგორ შეურაცხყო აგამემნონმა ღმერთი აპოლონი. ომის შემდგომ მისი ნადავლი აღმოჩნდა აპოლონის ქურუმის ქრიზეს ქალიშვილი. ამ მშვენიერი ტყვე-ქალის დათმობის შემდეგ აგამემნონი დაატყვევებს ბრისეიდას, რომელიც აქილევსის კუთვნილება იყო. განრისხებული აქილევსი ომს გამოეთიშება და საკუთარ კარავში განმარტოვდება. აქილევსის რისხვა და მისი ფინალური ტრიუმფალური შეერთება ბერძენთა ჯარებში გამოიწვევს ჰექტორის, პრიამოსის მეფის ვაჟისა და ტროელთა წინამძღოლის სიკვდილს. აქ იკვრება იმ მოქმედებათა წრე, 40 დღეს რომ მიმდინარეობდა და რომელიც არის საგა ბრინჯაოს ხანის ომისა. „ილიადა“ იმით მთავრდება, რომ ღმერთკაცი აქილევსი (პელევსისა და თეტიდას ვაჟი) საკუთარ ღირსებას აღიდგენს, შეისმენს პრიამოსის ვედრებას, ღირსეულად დაკრძალოს შვილის ცხედარი, და უბრუნებს მას ჰექტორის გვამს. აქილევსი საკუთარ მამასავით მიმართავს მოხუცებულ პრიამოსს:

    ნუ განმარისხებ, თვითონ ვიცი, დიდიხანია
    მმართებს ჰექტორის დაბრუნება.
    ზევსის სურვილი
    მაცნობა დედამ, ზღვის მოხუცი მეფის ასულმა.
    ვერ დამიმალავ მე, პრიამოს, ღვთაების ნებამ
    შენც აქაველთა ხომალდებთან რომ მოგიყვანა.

    „ოდისეაში“ უფრო საგრძნობია რელიგიური ზეგავლენა. ოდისევსი მოგზაურობს ხმელთაშუაზღვისპირეთში, რომელიც დასახლებულია ღმერთებითა და ღვთიური ქმნილებებით: სცილა, ქარიბდა, ეოლოსი, პოლიფემოსი, კალიფსო და ცირცე – მათ ყველას ღვთიური წარმოშობა და უფლებანი აქვთ. ეოლოსი ქარების მბრძანებელია, ცირცე
    გრძნეულია – რომელიც ადამიანებს ღორებად აქცევს და ოდისევსს გააგზავნის ჰადესში, ქვესკნელში, სადაც იგი გარდაცვლილთა აჩრდილებს შეხვდება, მათ შორის, საკუთარ დედასა და ტროას ალყის დროს დაღუპულ თანამებრძოლებს. ზღვის ღმერთის, პოსეიდონის მტრული განწყობა აყოვნებს ოდისევსის შინ დაბრუნებას, რაც მხოლოდ მისი მფარველი ქალღმერთი ათენას დახმარებით მოხდება. როდესაც ათწლიანი მტანჯველი მოგზაურობის შემდეგ იგი ბოლოსდაბოლოს დაბრუნდება მშობლიურ ითაკაში, ათენა მას ახალგაზრდა მწყემსის სახით შეხვდება. როდესაც მოისმენს ოდისევსის ცრუ მონათხრობს, თუ როგორ მოაღწია მან ამ ნაპირებამდე, ქალღმერთი სხივისმფრქვეველი ქალის გამოსახულებას მიიღებს, დაუყვავებს და ეტყვის:

    ყოველთვის ასე შემპარავი, ცბიერი იყავ,
    შენებრ მოქცევა ღმერთისთვისაც ძნელია მეტად.
    შე ოინბაზო, ტყუილებით გაუმაძღარო,
    ცბიერებაზე ხელს არ იღებ მშობელ მხარეშიც…
    …ერთი მოკვდავი ვერ გაჯობებს სიტყვით თუ საქმით,
    და მეც ვერავინ მომიდგება უკვდავ ღმერთთაგან
    ჭკუით და ხერხით. ნუთუ ვერ მცნობ ათენ პალადას?

    ასეთი სათუთი მოპყრობა და ხალისიანი გარიგება სიყვარულს ბადებს ქალღმერთსა და მის რჩეულ მოკვდავ ადამიანს შორის. ათენა ნაწარმოებში სხვადასხვა სახეს იღებს, ოდისევსს გაურკვევლობის ბინდში ახვევს, გამოცდას უწყობს მის მეუღლე პენელოპეს, მისი მთხოვნელების სისხლს ღვრის და ბოლოს ოდისევსს თავის საქორწინო სარეცელს უბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ოდისევსს ყველა მეზღვაური დაეღუპა მოგზაურობისას და მისი დაბრუნების შემდეგ საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, „ოდისეა“ საბოლოოდ კომედიაა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება გაიმარჯვოს ყველანაირ განსაცდელზე მამაცმა და ჭკვიანმა ადამიანმა, რომელსაც ღვთიური მფარველი ჰყავს. სამოქალაქო და საოჯახო წესრიგი აღდგენილია. „ოდისეას“ ღმერთებისა და ადამიანების ერთობლივი სამყარო კეთილი ოცნებაა, სადაც ბუნების მკაცრი იმპერატივი და ადამიანთა მისწრაფებანი თანხმობას აღწევენ. ბუნების ძალებს, რომელთა პირისპირაც ჩვენ უსუსურნი და უნუგეშონი ვართ, აქ ღმერთები განასახიერებენ. ბუნება აქ ზებუნებრივის სამოქმედო არეა. ამ არეში მოხვედრილი „ოდისეას“ გმირი, არამარტო გილგამეშის ხანმოკლე გამარჯვებებს აღწევს, არამედ პირადი ბედნიერების საფუძველსაც მოიპოვებს. ძვ. წ. აღ-ის V ს-ის სამი უდიდესი ბერძენი დრამატურგი – ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე – ერთად ადევნებდნენ თვალს ღმერთების რეალურობის დაკნინებას. ბერძნული დრამა თავდაპირველად შეიქმნა, როგორც რიტუალი, მიძღვნილი ღვინისა და მხიარულების ღვთაება დიონისესადმი. ღარიბთა ღმერთი მათ ანუგეშებდა მძვინვარე და გაშმაგებული რიტუალებით. ღმერთისადმი მიძღვნილი დღესასწაულის ნაწილი იყო დითირამბები – არათანაბარი და ამაღლებული საგალობლები, რომელთაც ასრულებდა გუნდი და ასევე იმპროვიზაციები გუნდის სოლისტის შესრულებით. არისტოტელეს შეფასებით, ესქილემ შემოიყვანა მეორე მსახიობი და, მაშასადამე, შექმნა დრამა. მისი დრამები აგებულებით მარტივია, სადაც ქოროს როლი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია და მოქმედება ისევ ახლოსაა თეოლოგიურ პოლემიკასთან. „მიჯაჭვული პრომეთე“, მაგალითად, გვიხატავს ტიტანის მარადიულ ტანჯვას, რომელმაც ზევსის წინააღმდეგობის მიუხედავად, კაცობრიობას ცეცხლი მოუტანა. ამის გამო დასასჯელად მიჯაჭვულია კავკასიონის ქედზე, სადაც არწივები ღვიძლს უკორტნიან. ეს ზევსი ჰომეროსის მწყალობელი ზევსი აღარაა, იგი სასტიკი ტირანია. პრომეთეს მიმართავენ:

    ხშირი გოდებით, საყვედურით სულ უსარგებლოდ
    შესძრავ გარემოს. ურყევია ნება ზევსისა
    ნიადაგ მოსდგამს სისასტიკე ახალ მბრძანებელს.

    მიუხედავად ამისა, თვითონ ზევსია ბედის გამგებელი და პრომეთე თავის საბოლოო გათავისუფლებას წინასწარ ჭვრეტს. სამყაროში, სადაც მმართველი ერთი შეხედვით ულმობელი და თვითნება ღმერთია, სამართლიანობის საკითხი გავლენას ახდენს აგამემნონის ოჯახის ლეგენდარულ ეპიზოდზე. ტროას ომიდან დაბრუნებული აგამემნონი საკუთარმა ცოლმა კლიტემნესტრამ და მისმა სატრფომ ეგისთემ მოღალატურად მოკლეს. ამ თემაზე დრამები შექმნეს სოფოკლემ, ევრიპიდემ და ესქილემ ტრილოგიაში „ორესტეა“. ტრილოგიაში აგამემნონის ვაჟი ორესტე დევნილობიდან ბრუნდება, თავისი დის ელექტრას წაქეზებით შურს იძიებს მამის მკვლელობისათვის და საკუთარ დედასა და მის სატრფოს კლავს. მაგრამ დედის მკვლელობა საზარელი დანაშაულია და წარსულთან დაკავშირებული ბოროტებათა რიგი შეუძლებელს ხდის მარტივი ზნეობრივი განაჩენის გამოტანას. კლიტემნესტრას თავის დასაცავად მოჰყავს ის არგუმენტი, რომ აგამემნონმა მათი ქალიშვილი იფიგენია გასწირა ტროას ლაშქრობის დასახმარებლად და შინ მოიყვანა თავისი ხასა კასანდრა – პრიამოსის ქალიშვილი. ეგისთე თავის გასამართლებლად იხსენებს საკუთარი მამის თიესტეს საზარელ მკვლელობას მისივე ძმის ატრევსის მიერ, ვინც მას მისი დახოცილი ვაჟების ხორცი აჭამა. აგამემნონი და მენელაოსი კი ატრევსის შვილები არიან, მათი სამეფო სახლი დაწყევლილია. კასანდრა ამბობს:

    ღვთისმგმობელა ადგილია ეს სრა-პალატი,
    მოწმე მკვლელობის და ჯალათობის
    განესტილია იატაკი მოყვასის სისხლით.

    ამ ტანჯვისა და სისასტიკის შეფასებისას ესქილეს ქორო სანუგეშოდ აცხადებს:

    უფალი ტანჯვას და რუდუნებას
    მოუვლენს მოკვდავთ, რომ აზიაროს
    ამრიგად სიბრძნეს და სათნოებას.

    ტრილოგია მთლიანობაში ამ პრობლემას რწმენით გადაჭრის, რადგანაც ათენა არწმუნებს ფურიებს, რომ შეწყვიტონ დამნაშავე ორესტეს დევნა და სანაცვლოდ მიიღონ ტაძრები და თაყვანისცემა ათენში. ამრიგად, რელიგიურ სისტემაში გაერთიანდებიან ღმერთებს შორის ყველაზე შავ-ბნელი ძალები. ათენა ფურიებს მიმართავს:

    ყოველ პალატში დაიგულეთ კვერთხი და ტახტი,
    გეთაყვანებათ მოკრძალებით დაბა-ქალაქნი.

    აკრძალვისა და შურისგების მორალის სისხლიანი ქმედებანი სარისკო გარიგებას აღწევენ მოქალაქეობრივ აზროვნებასთან. სოფოკლემ, რომელიც ესქილეზე 30 წლით ახალგაზრდა მაინც იყო, დრამაში შემოიყვანა მესამე მსახიობი და ქოროს როლის შემცირებით ხასიათებს შორის ურთიერთმოქმედების არე გააფართოვა. გმირული ეპოსის გადმოცემების გაცოცხლებით მან აღადგინა ზებუნებრივი ჩარჩო, სადაც კვლავ ჩანს რწმენა. მისი ანტიგონე ასკვნის:

    სიბრძნეა, ყველაფერს რომ აღემატება,
    არავის უღირსად არ უნდა მოვექცეთ
    დიდებულ ღმერთთაგან.

    მართლაც, სამ უდიდეს ბერძენ დრამატურგს შორის, ის გვიქმნის ყველაზე ნათელ წარმოდგენას ბერძნული რელიგიის შესახებ – გვიხატავს მის ნესტიან და პირქუშ მღვიმეებს, დანგრეულ ტაძრებს, სისხლიან მსხვერპლშეწირვებს, წინასწარმეტყველებებს, სიწმინდის არსსა და ბიწიერების სიძულვილს, ღვინის შეწირვის რიტუალებს, მის შიშისმომგვრელ წმინდა ადგილებს. სოფოკლეს შემოქმედებაში ღმერთების გამოჩენას თან სდევს სასტიკი ბრალდებები. „ფილოქტეტეს“ მთავარი გმირი სვამს კითხვას:

    რაღა უნდა ვთქვა, ვით ვადიდო ჩვენი
    ღმერთები? მე მათ ვადიდებ…
    მაგრამ ვხედავ: ავია ღმერთი!

    „ტრაქინელი ქალები“ შემდეგნაირად მთავრდება:

    ხედავ რა ცოტა თანალმობა გამოხატეს
    ღმერთებმა ყველაფერში რაც მოხდა: მათ,
    ვისაც მამებს ვუწოდებთ, ვინც გვშობეს,
    შეუძლიათ უყურონ ამგვარ ტანჯვას…
    შენ ნახე საშინელი სიკვდილი
    და აგონიები, მრავალი და უცხო, და
    არაფერი მომხდარა ზევსის გარეშე.

    სოფოკლე არ კიცხავს ღვთიურ მართლმსაჯულებას. მის ორ ბოლო დრამაში – „ფილოქტეტე“ და „ოიდიპოსი კოლონოსში“ – ნაჩვენებია დაწყევლილი დევნილების გათავისუფლება და ღვთის კარგისმომასწავებელი განგება. ორესტეს ამბის მისეული ვერსია „ელექტრა“ მიდის ულმობელ დასასრულამდე და მისი მთავარი გმირი შეიცნობს, რომ „არის ჟამი, როცა თვით სამართალს მოაქვს ვნება“.** არც ორესტეს და არც ელექტრას სხვა ფიქრი და შენიშვნა არ გააჩნიათ; ისინი აიძულებენ ეგისთეს სახეში შეხედოს თავის მოკლულ სატრფოს. მას ორესტე აძევებს და ეუბნება:

    უნდა ვიზრუნო, რომ სიკვდილი
    მწარე იყოს შენთვის. სამართალი უნდა შეეხოს
    ყველას ვინც კანონის ქვეშ მოქმედებს –
    სასიკვდილო განაჩენი. და ამით ნაკლები
    არამზადები გვეყოლება.

    ქორო აქ ჩნდება და აცხადებს, რომ დღევანდელი დღის ნამოქმედარით ატრევსის სახლმა თავისუფლებას მიაღწია. თუ სოფოკლე ადამიანური გმირობის აუცილებელ დამხმარე ძალად ღვთიურ სამყაროს ირჩევს, მასზე 10 წლით ახალგაზრდა ევრიპიდე რელიგიას წარმოგვიდგენს, როგორც კოშმარს. მის 19 ტრაგიკულ დრამაში, ძველი ლეგენდებიდან აღებული ბარბაროსული ძალადობები უფრო მკაფიოდაა წარმოჩენილი ადამიანური ფსიქოლოგიის ფონზე და ისეთი სიღრმითაა დახატული, რომ მარადიულად თანამედროვე რჩება. მის ორ საუკეთესო დრამაში „იპოლიტოსი“ და „ბაკხიქალები“ ნაჩვენებია, თუ როგორ დასაჯეს აფროდიტემ და დიონისემ ორი მოკვდავი – იპოლიტოსი და პენთევსი, რადგანაც მათ ღმერთებს თაყვანი არ სცეს. მომაკვდავი იპოლიტოსი ამბობს: ”ეჰ, ნეტავ ადამიანები ღმერთების წყევლა იყვნენ.** ქორო დასტირის რწმენის დაკარგვას, რომელიც გამოიწვია:

    ღმერთების შეუძვრელმა გულებმა.
    ღმერთის ზრუნვა ჩვენზე დიადი რამ იქნებოდა
    კაცს რომ გულით სჯეროდეს:
    დარდის ტვირთს აიცილებდა ამით.
    ასე რომ საიდუმლო იმედი მაქვს
    იმის, ღმერთის, ბრძენისა ვინც გეგმავს;
    მაგრამ ჩემი იმედები ბუნდოვანდება როცა
    ვხედავ კაცის საქმეებს
    და მის ბედისწერას.

    რელიგიური იმპულსი გესლიანად არის განმარტებული:

    ცხოვრება კაცობრიობისა ტანჯვაა:
    ვერ ჰპოვებს მოსვენებას, ვერც სამოთხეს
    ტანჯვის გამო.
    მაგრამ მაინც რაღაც ძვირფასს ცხოვრების
    სიბნელე მალავს და ნისლი ბურავს;
    ჩვენ ვართ უიღბლო შეყვარებულნი იმისა
    რაც კაშკაშებს ქვესკნელში.

    ევრიპიდეს დრამაში გაღმერთებული ფურიების ადგილი იდუმალმა დემონებმა დაიკავეს. რადგანაც ბერძნულ რელიგიაში ღმერთები ბუნების ძალებს განასახიერებენ, ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ ძალთა სისასტიკის გამო. ათენასა და ოდისევსს შორის გარიგებას სხვა მსგავსება არ მოეძებნება, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში ღმერთები ჩვენ გვანადგურებენ. დრამებში „ელექტრა“ და „ორესტე“ ევრიპიდე მგზნებარედ მოგვითხრობს შურისმაძიებლური მკვლელობის ამბავს, რომელსაც დაჟინებით მოითხოვდნენ აპოლონი და გარყვნილი მამინაცვლის ტყვეობაში მყოფი პრინცესა. საკუთარი დედის მკვლელობის შემდეგ გამოფხიზლებული ორესტე აპოლონს ადანაშაულებს მომხდარ ტრაგედიაში. როდესაც მენელაოსი კითხულობს, რატომ არ დაგეხმარა აპოლონი განსაცდელის ჟამსო, ორესტე ღვთისგმობით მიუგებს:

    ჰო, ინებებს. როცა ამის დრო დადგება.
    ღმერთები ნელნი არიან ბუნებით.

    მთლიანად დიადი „ტროას საკითხი“ პაროდიას ემსგავსება მიწიერ ნერვულ აშლილობასთან კავშირში. მენელაოსსა და ელენეს ეგოისტური და აუღელვებელი განწყობა აქვთ, როცა აცნობიერებენ რამდენი სიცოცხლე იმსხვერპლეს. ის შურისმგებლური მკვლელობებით სავსე ციხე-სიმაგრე, რომელიც გადაეცა ტანჯულ ორესტეს ატრევსისაგან და ატრევსს კი თავისი პაპის – ტანტალოსისაგან, კარგავს თავის ბარბაროსულ მნიშვნელობას იმ ანაქრონული განცხადების შემდეგ, რომ სამართალი არსებობს:

    სამართლიანი აქტი, არა მკვლელობა
    აი, რა უნდა მომხდარიყო.

    მოურიდებელი ავტორი ყველა სახის საზარელ ინტერპრეტაციას ახდენს. პირველად ბერძნული დრამის განვითარების გზაზე ჩვენ დრამატურგის პიროვნების შეცნობა შეგვიძლია, რომელიც უდარდელია კონსტრუქციაში და სენსაციურია შედეგებში. ევრიპიდეს აღარ ესაჭიროებოდა ღმერთები, როგორც ზნეობრივი გზის მაჩვენებლები და მათ თეატრალური გამოყენება მოუძებნა. ძალიან ხშირად გამოიყენება „deus eqs maxina“ (ღვთიური მექანიზმი), სადაც ღმერთი უბრალო მანქანაა, რომელმაც გადაუჭრელი სიუჟეტი უნდა დაასრულოს. მის ორ დრამაში „ელენე“ და „იფიგენია ტავრიდელი“ ტროას ტრაგედიის მთავარი მოქმედი გმირები ტოვებენ ძველ როლებს და ახლად გამოგონილი ჟანრის – რომანტიკული კომედიის მონაწილენი ხდებიან. ევრიპიდე აღწევს იმ თავისუფლებას, რაც თანამედროვე ავტორებისთვისაა ნიშანდობლივი, რადგანაც მან გზა გაუხსნა პირწმინდად ადამიანურ ბუნებას და ძველი რელიგიურ-ალეგორიული გამოხატულებანი კერძო ბოროტებამდე ჩამოაქვეითა. უღმერთებოდ პიროვნების თავგადასავალს რა მნიშვნელობა და რა მიმართულება უნდა ჰქონდეს? ევრიპიდეს მერყევი, მოჯადოებული, სასტიკი და მძვინვარე ორესტე აღარ არის გმირი ძველი გაგებით, აღარ არის მეფე გაღმერთებისაკენ მიმავალ გზაზე. ადამიანთა ქმედებებში აღარ არის ზეაღმართული ისარი, მხოლოდ ჰორიზონტალური ისრებია მოყვარულებსა და მოძულეებს შორის, მეგობრებსა და მეტოქეებს შორის, მონადირესა და ნანადირევს შორის. ორესტე ბევრ სხვადასხვა თვისებას ამჟღავნებს, მაგრამ არა თავისი ძველი პროტოტიპის დიდებულებას, ღვთისგან ბოძებულს. „ელექტრაში“ იგი განმარტავს:

    ეჰ,
    სიკეთეს ვეძებთ დედამიწაზე და ვერ ვცნობთ
    როცა ვნახულობთ, ამიტომაა საკაცობრიო
    მემკვიდრეობა ძაღლური…
    როგორ გაარჩიოს კაცმა კაცი, რა გამოცდა
    მოუწყოს?

    რელიგიამ დაბადა ბერძნული მწერლობა და მის წიაღშივე გაქრა. ახლა უკვე ქრისტიანულ და ისლამურ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონებში, სადაც ზევსი (იგივე იუპიტერი) და სხვა ღმერთები ორი ათასწლეულის მანძილზე მხიარულ დღესასწაულთა და მგზნებარე ლოცვის ობიექტები იყვნენ, ტაძრები ცარიელ ნანგრევებად იქცა. ღმერთები და გმირები მხოლოდ ლიტერატურაში ცოცხლობენ, სადაც შთაგონების წყარო ხდებიან სხვადასხვა ავტორთათვის, მაგალითად, ჯეიმს ჯოისის „ულისე“ და იტალიელი რობერტო კალასოს „კადმოსისა და ჰარმონიას ქორწილი“. ისინი გვაჯადოებენ მხატვრობასა და საბავშვო წიგნებში. იუდეველ-ქრისტიანული რელიგიის ლიტერატურა საკუთარ თავზე თვითონ მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიასთან მჭიდრო სიახლოვე თაობიდან თაობამდე იკლებს. ჩემი ბავშვობის სახლში, სადაც უმრავლესობა პროტესტანტი ღვთისმოშიში ცხოვრობდა, ბიბლიური პერსონაჟები ისეთი ნაცნობები იყვნენ ჩვენთვის და ისე ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც ნათესავებს შორეული მამულიდან. ელიას ცეცხლოვანი ეტლი და იოსების ფერადი მოსასხამი ჩვენს წარმოსახვას აცისკროვნებდა. ქრისტეს იგავი ტალანტებზე და პავლეს შეგონება ქალთა ადგილის შესახებ ჩვენი ოჯახური საუბრების თემა იყო. ბიბლიური გმირები მტკიცენი არიან რწმენაში: აბრაამი, მოსე, დანიელი, დავითი, იობი, იესო ქრისტე, პეტრე და პავლე არ კარგავენ ღვთის რწმენას. ქრისტიანული რელიგიის სიღრმეში აბრაამის სურვილი, შესწიროს ღმერთს თავისი ვაჟი ისააკი, და ღვთის სურვილი, რომ მისი შვილი იესო ჯვარს ეცვას, ეხმაურება ბერძნული ლეგენდების ოჯახურ სისხლისღვრას – მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს გადარჩენისა და ხსნის მიზნით ხდება. იმპერატორ კონსტანტინე I-ის ეპოქიდან მოყოლებული დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ შექმნამდე მთელს ევროპას ქრისტიანული სარწმუნოება მართავდა და მორწმუნე გმირები სხვადასხვა სახით გვევლინებოდნენ, მაგალითად: ელ სიდი და წმ. ფრანცისი. როდესაც გამოჩნდნენ გმირები, რომელთა რწმენაც გადაჭარბებული, თუმცაღა მიმზიდველი და საინტერესო იყო, სრულიად ახალი, შეიძლება ითქვას, პოსტქრისტიანული ეპოქა დაიწყო. ასეთი გმირი გახლდათ პროტაგონისტი მიგელ დე სერვანტესისა „დონ კიხოტიდან“, რომელიც ორ ნაწილად გამოიცა 1605 წელს და მიჩნეულია პირველ თანამედროვე რომანად. რადგანაც დონ კიხოტი მხოლოდ რაინდული ოცნების საგმირო საქმეებს სჩადის, მისი რწმენა მხოლოდ რიგი ბრძოლებისას იმარჯვებს, მაგრამ ის რწმენა ეხმარება მას მხნედ შეხვდეს ყველა განსაცდელს. სერვანტესის თანამედროვე უილიამ შექსპირი – რომელიც თაობით გვიან დაიბადა, მაგრამ საყოველთაო აღიარებას ესპანელ ავტორზე ადრე მიაღწია – ის დრამატურგია, რომელიც ევრიპიდეს აცოცხლებს თავისი ფსიქოლოგიური ალღოთი, გამოგონებათა სიუხვით და სკეპტიკური დამოკიდებულებით თავისი დროის რელიგიური მრწამსის მიმართ. აქ ღმერთს მოუხმობენ, ჩნდებიან აჩრდილები, წყევლა მოქმედებს, მაგრამ მოვლენები შექსპირთან ღრმად ადამიანურია, ადამიანური ბუნებისათვის ნიშანდობლივი ურთიერთსაწინააღმდეგო განცდებით მდიდარი. აქ ჩანს პიროვნების მნიშვნელობის წარმავალობა. ამოუცნობი ზეცის ქვეშ ზოგჯერ, ისევე, როგორც ევრიპიდე, შექსპირიც გადამეტებულ სიძულვილს ავლენს ადამიანის ქმედების შემხედვარე და დრამაც ვეღარ აღწევს მიზანს: მაგალითად, „ტროილოსსა და კრესიდაში“ და „მეფე ლირში“ ურიცხვი უბედურებაა ნაჩვენები. პირველში ბერძნული გარემოა დახატული, მეორე კი ევრიპიდეს ციტატებს შეიცავს. მაგრამ შექსპირის ტონი არ არის მხოლოდ ეს სკეპტიციზმი და პესიმიზმი, ეს არ გულისხმობს, რომ ამ თვისებებს იგი პირად ცხოვრებაშიც ავლენდა. იმჟამად, როცა ათეიზმი სიკვდილით ისჯებოდა, ის, სავარაუდოდ, კანონმორჩილი ადამიანი იყო, რადგანაც იყო მემამულე ბურჟუა და „გლობუსის“ თეატრალური დასის წევრი. მწერლის რელიგიური მრწამსი არ გულისხმობს მისი შემოქმედების რელიგიურ შინაარსზე უცილობელ გავლენას. ჯონათან სვიფტი ანგლიკანური სარწმუნოების მიმდევარი მღვდელი გახლდათ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მწვავე სატირის შექმნაში. ალექსანდრე პოუპი კათოლიკე იყო, მაგრამ თავის პოეზიაში გამოდიოდა მელიორისტული დეიზმის მხარდამჭერად. ჯონ მილტონი „დაკარგულ სამოთხეში“ წმინდა სულს მიმართავს: შეძლება მომეც, დავამტკიცო განგების მადლი და ღმერთის გზები, ურთხეული, გაჩვენო კაცთა.* მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ხოტბა შეესხა ღმერთის მოწინააღმდეგე ლიუციფერისათვის, რომელიც ამ რელიგიური ეპოსის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა. მეოცე საუკუნის მკითხველი ვერ იგრძნობს ქრისტიანულ ნუგეშს ისეთ ქრისტიან მწერალთა შემოქმედებაში, როგორებიც არიან გრემ გრინი, მურიელ სპარკი, ივლინ ვო, ფლანერი ო’კონორი, ფრანსუა მორიაკი. ისინი ხატავენ უფერულ სამყაროს, რომელიც სიცარიელითა და ალოგიკურობით ხშირად კომიკურია. ეს არ არის ანთებული რწმენითა და ნუგეშით სავსე სამყარო, არამედ განადგურებული სამყაროა, რომლის სიცარიელემაც ავტორთა რწმენაც შეარყია. ჰაგიოგრაფია ვიწრო საზღვრებში მოაქციეს რომანისტებმა და შედეგად მიიღეს ასეთი სამყარო, თავისი ტკივილითა და შელახული სიდიადით. ნუთუ ეს არ არის ის ყველაფერი, რასაც ისინი მოელოდნენ? გრემ გრინმა კრიტიკულ ნარკვევში დახატა სხვაობა ამ საუკუნესა და წინა საუკუნეს შორის: „ჰენრი ჯეიმზის გარდაცვალების შემდეგ ინგლისურმა რომანმა მარცხი განიცადა, რადგანაც ჯეიმზის სიკვდილთან ერთად გაქრა რელიგიური ცნობიერება ინგლისური რომანის მიმართ, და რელიგიური ცნობიერების გაქრობამ გამოიწვია ადამიანის ნამოქმედარის მნიშვნელობის გაქრობა. ჩვენ დიდ რომანისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მატერიალისტის – ტროლოპის – შემოქმედებაშიც კი ვეცნობით განსხვავებულ სამყაროს, რომლის წინააღმდეგ მიმართული პერსონაჟთა ქმედებებიც ნუგეშისმომგვრელია“. ჯეიმზი თვითონ არ ყოფილა მორწმუნე, მაგრამ იგი ინარჩუნებდა უნებურ რელიგიურობას, რამაც მის რომანებს ზნეობრივი დრამის სიღრმე და ინტერესი მიანიჭა. ინგლისელმა ვიქტორიანელებმა შეაჯამეს ერთიანი ქრისტიანული მგრძნობელობა, რომელიც ესადაგება არამარტო ჩარლზ დიკენსის კეთილ და ბოროტ პერსონაჟთა წინააღმდეგობას და მის ბედნიერ დასასრულს, არამედ ასევე ჯორჯ ელიოტის უფრო მეტად აგნოსტიკურ კვლევას ადამიანური გულისწადილისა და მისი აღსრულების შესახებ. მოდერნისტები აღმოჩნდნენ იმ ნანგრევების პირისპირ, რომელიც დარვინის, მარქსის, ფროიდისა და მაღალი კრიტიციზმის მიერ ვიქტორიანული ქრისტიანობის საფუძვლების შერყევამ დატოვა. მათ სცადეს შეექმნათ თვითონ ხელოვნების რელიგია. იეზუიტმა ჯეიმზ ჯოისმა „ოდისეას“ მონახაზზე დაყრდნობით 1904 წელს შექმნა ბუმბერაზი რომანი დუბლინის ბანალური ცხოვრების შესახებ, რომელიც აღსავსეა იდუმალი რემინისცენციებითა და ზუსტი სქემატიკით. მარტოხელა და დაუძლურებულმა მარსელ პრუსტმა მთელი ცხოვრება ჩაღვარა მოგონებათა სიტყვიერ ტაძარში. პრუსტისა და ფრანც კაფკას ტანჯვა და მღელვარება ძალიან ჰგავდა წმინდანთა თვითგვემას. მწერალი გაიგივებულია მოძღვართან, რომელიც გვაზიარებს სასწაულებსა და ღირებულებებს. ეს იდეა ბრუნდება ფლობერთან და შესაძლოა უორდსუორთან, რომელმაც საკუთარი რელიგიური შეხედულებანი გამოხატა პირად გრძნობათა საფუძველზე. ერთი რამ უდავოა, ხელოვანმა, მწერალმა სრულ წარმატებას რომ მიაღწიოს, უნდა გაითვალისწინოს გონების რელიგიური მდგომარეობა, რომელიც ამქვეყნიური წარმატებისა და მარცხის მიღმა იხედება. ენა უნდა მოიცვას ამაღლებულმა განწყობამ. თუნდაც ისეთი ტრაგიკული ხედვა, როგორიც ნაჩვენებია „მეფე ლირში“, სემუელ ბეკეტსა და ჰერმან მელვილთან, გადმოცემული უნდა იყოს გარკვეული სადღესასწაულო ელფერით. სამწერლობო ხელოვნების ნიმუში სამყაროში იქმნება და აქვე რჩება, მაგრამ სრულიად განსხვავებულია თავისი განზომილებით. ჩვენ, როგორც მკითხველი, შევდივართ ამ სამყაროში და ვეძებთ იმ სიღრმეებსა და პროტოტიპებს, რაც ჩვენს ცხოვრებას აკლია. ჩვენს წინ იშლება სამყარო, რომელიც ბუნების მიღმა არსებობს – მოკლედ, ეს ზებუნებრივი სამყაროა. ესთეტიკური სიამოვნება, ისევე, როგორც რელიგიური განწყობილება სულიერების, ამაღლების და გადარჩენის გზაა.

    © “ჩვენი მწერლობა”

  • ესე (თარგმანი)

    დენისა ლევერტოვი

    დი­ა­დი მო­ნა­პო­ვა­რი


    თარგმნა მიხო ხარაძემ

    ლექ­ცია 1970 წლის იან­ვარს წა­ვი­კითხე ნიუ-იორ­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის “ხე­ლოვ­ნე­ბა, რე­ლი­გია და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა”. ლექ­ცი­ის წინ “ჯე­ფერ­სონ ეირფ­ლე­ი­ნის” სიმ­ღე­რა ჩავ­რ­თე, სა­ხელ­წო­დე­ბით “ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ერ­თად ვი­ყოთ”.
    “სიმ­ღე­რე­ბი აღ­მომ­ხ­და­რი აზ­რე­ბია; რო­ცა ად­ა­მი­ან­ში დი­ა­დი ძა­ლე­ბი ჩქე­ფენ, სიტყ­ვე­ბი უკ­ვე აღ­არ გვყოფ­ნის”, – უთხ­რა რას­მუ­სენს ეს­კი­მოს­მა პო­ეტ­მა ორ­პინ­გა­ლიკ­მა.
    ჩვენ სევ­დი­ა­ნი ში­ში­სა და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი აღ­ტა­ცე­ბის ეპ­ო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც იშ­რი­ტე­ბა და კვლავ იფ­ეთ­ქე­ბენ ხოლ­მე იმ­ე­დე­ბი, ჩვენს სი­ხა­რულს დღე­მოკ­ლე ყვა­ვი­ლის მწუ­ხა­რე­ბა ას­აზ­რ­დო­ებს და ნამ­დ­ვი­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა ის­ე­ვე იშ­ვი­ა­თად გხვდე­ბა, რო­გორც ჰი­მა­ლა­ის რო­მე­ლი­მე სამ­კურ­ნა­ლო ფეს­ვი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიტყ­ვე­ბი უკ­ვე აღ­არ კმა­რა.
    და მა­ინც, ის, რა­საც ასე ხმა­მაღ­ლა გა­ნაცხა­დებს თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზია (ის­ე­ვე რო­გორც პრო­ზა), ვე­რაფ­რით აღ­წევს თავს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უს­ი­ცოცხ­ლო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიტყ­ვე­ბის “ხიბლს”. თა­ნა­მედ­რო­ვე ლექ­სებს ამ­ე­რი­კუ­ლი პუ­რი­ვით, უფ­ე­რუ­ლი, გა­მო­ფი­ტუ­ლი ხორ­ბ­ლის­გან ამ­ზა­დე­ბენ (რო­მელ­საც ვი­თომ­და ვი­ტა­მი­ნებს ურ­თა­ვენ და სრუ­ლი­ად უს­არ­გებ­ლო ფქვილს თით­ქოს სი­ცოცხ­ლეს სძე­ნენ). ამგ­ვა­რი ლექ­სე­ბი მხო­ლოდ ცნო­ბი­ე­რე­ბას ამ­ძი­მე­ბენ და არ­ა­ფერს გვმა­ტე­ბენ. “რა ღი­რე­ბუ­ლე­ბას უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს დო­კუ­მენ­ტუ­რი რე­ა­ლიზ­მი, – წერ­და პრუს­ტი “მო­პო­ვე­ბულ დრო­ში” – თუ­კი სწო­რედ იმ არ­ა­არ­სე­ბით დე­ტა­ლებს მიღ­მა, რომ­ლებ­საც იგი ამჩ­ნევს, იფ­ა­რე­ბა რე­ა­ლო­ბა – შო­რე­უ­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის სა­ა­მო გუ­გუ­ნი, სენტ-ილ­ე­რის ტა­ნა­დი შპი­ლე­ბის სი­დი­ა­დე ან წარ­სუ­ლი, ღვე­ზე­ლის გე­მომ რომ გაგ­ვახ­სე­ნა – და ყვე­ლა­ფერ ამ­ას აზ­რი არ ექ­ნე­ბა, თუ­კი მზის სი­ნათ­ლე­ზე არ ამ­ო­ვი­ტანთ. ჩვე­ნი აზ­რე­ბი და ცხოვ­რე­ბა, მთე­ლი რე­ა­ლო­ბა, არ­ა­ზუს­ტი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ჯაჭ­ვად იკვ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც რგო­ლი-რგოლ გროვ­დე­ბო­და ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და სა­დაც უკ­ვე აღ­ა­რა­ფე­რი დარ­ჩა ნამ­დ­ვი­ლი გან­ც­დე­ბი­დან; მთელ ამ სიც­რუ­ეს კი უბ­რა­ლოდ აღ­ად­გენს ე.წ. “ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა”, ხე­ლოვ­ნე­ბა გა­ლე­უ­ლი და მწი­რი, ის­ე­ვე რო­გორც თა­ვად ცხოვ­რე­ბა, მოკ­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­გ­ვარ მშვე­ნი­ე­რე­ბას (ზე­და­პი­რულ, ცრუ ცხოვ­რე­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ). ეს ხე­ლოვ­ნე­ბა მხო­ლოდ გა­მე­ო­რე­ბაა იმ­ის, რა­საც ჩვე­ნი თვა­ლი ხე­დავს, გო­ნე­ბა ამჩ­ნევს (და ეს­ეც გო­ნე­ბის ზე­და­პი­რულ მუ­შა­ო­ბად მეს­მის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ღრმა გა­აზ­რე­ბის­გან) და იგი ისე მო­საწყე­ნი და უს­არ­გებ­ლოა, რომ გა­უ­გე­ბა­რია, სა­ი­დან ჩნდე­ბა შე­მოქ­მედ­ში ენ­ერ­გი­ის ის ხა­ლი­სი­ა­ნი ნა­პერ­წ­კა­ლი, რო­მე­ლიც აიძ­უ­ლებს მას, არ მი­ა­ტო­ვოს სა­მუ­შაო, შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ამ­ო­ცა­ნა. არ­ა­და, პი­რი­ქით, ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის სი­დი­ა­დე… იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ კვლავ ჰპო­ვო, მო­ი­ხელ­თო, გა­ა­ცოცხ­ლო ის რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც სულ უფ­რო ხში­რად ვკარ­გავთ და წიგ­ნი­დან ამ­ო­კითხულ, ვი­თომ­და უც­ი­ლო­ბელ ცოდ­ნას ვა­ნაც­ვა­ლებთ; არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ისე მოკ­ვ­დე­ბით, ამ რე­ა­ლო­ბას ვერც ვნა­ხავთ, არ­ა­და, იგია ჩვე­ნი ნამ­დ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა”.
    რილ­კეც სა­უბ­რობ­და ამ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ: “სი­ცოცხ­ლის მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი უს­ი­ცოცხ­ლო­ბა” – ასე უწ­ო­დებ­და იგი მას.
    ის პო­ე­ზია, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, არ პა­სუ­ხობს ჩვენს მოთხოვ­ნებს (და რო­მელ­საც მე ხან­და­ხან, შე­საძ­ლოა უს­ა­მარ­თ­ლო­დაც, “შუ­ა­და­სავ­ლურ სტი­ლის­ტურ შტამპს” ვუ­წო­დებ), რა პა­რა­დოქ­სუ­ლიც არ უნ­და იყ­ოს, ერთ-ერ­თი უდ­ი­დე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტის, უილ­ი­ამ კარ­ლოს უილ­ი­ამ­სის “დო­კუ­მენ­ტურ რე­ა­ლიზმს” მი­მარ­თავს. ბევ­რ­მა პო­ეტ­მა – ისე, რომ სიტყ­ვაც არ დას­ც­დე­ნი­ათ ამ ად­ა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ – გა­ა­მარ­ტი­ვა და ვულ­გა­რუ­ლი გა­ხა­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც უილ­ი­ამ­ს­მა თქვა გა­მო­ხატ­ვის ამ­ე­რი­კუ­ლი მა­ნე­რის გა­მო და მი­სი აუც­ი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, პო­ე­ზი­ამ ფორ­მა ად­გი­ლობ­რივ კი­ლო­თა ინ­ტო­ნა­ცი­ებ­სა და რიტ­მებ­ში უნ­და ეძ­ი­ოს. მათ არ­ას­წო­რად გა­ი­გეს უილ­ი­ამ­სის შე­მოქ­მე­დე­ბაც, რო­მელ­მაც აქ­ამ­დე უხ­ი­ლა­ვი და უც­ნო­ბი სამ­ყა­რო­ე­ბი აღ­მოგ­ვა­ჩე­ნი­ნა. ის, რაც ჯან­მ­რ­თე­ლი რე­აქ­ცია და უნ­ა­ყო­ფო აკ­ა­დე­მი­ურ რი­ტო­რი­კა­ზე უარ­ის თქმა გვე­გო­ნა, “შე­ნიშ­ვ­ნე­ბის” არ­ნა­ხულ წარ­მო­ე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ანუ და­ნა­ხუ­ლი­სა და თავს გა­დამ­ხ­და­რის უბ­რა­ლო აღ­წე­რად იქ­ცა. ეს ლექ­სე­ბი იმ ენ­ერ­გი­უ­ლი, თა­ნამ­ლ­მო­ბე­ლი და აღტ­კი­ნე­ბუ­ლი სუ­ლის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც უილ­ი­ამ­სის ყვე­ლა­ზე ფრაგ­მენ­ტულ ლექ­სებ­საც კი მსჭვა­ლავ­და. ეს ლექ­სე­ბი არც და­ნა­ხუ­ლი­სა და მომ­ხ­და­რის თა­ნა­გან­ც­დის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და არც ამ გრძნო­ბა­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას გვაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნებს. ის­ი­ნი სი­ცოცხ­ლის არც იმ მწვა­ვე შეგ­რ­ძ­ნე­ბებ­ზე გვა­უწყე­ბენ რა­მეს, რო­მე­ლიც, უოლ­ეს სტი­ვენ­სის სიტყ­ვით, პო­ე­ზი­ის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს ფუნ­ქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.
    ამ “შე­ნიშ­ვ­ნებ­ში” არ ჩანს ყოვ­ლის­გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი გო­ნი, უხ­ი­ლა­ვი, მაგ­რამ მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლი სუ­ლი და ეს იმ­ი­ტომ, რომ მათ­ში მუ­სი­კა არაა. მუ­სი­კა­ში უბ­რა­ლოდ კე­თილ­ხ­მო­ვა­ნე­ბას რო­დი ვგუ­ლის­ხ­მობ, არ­ა­მედ ენ­ის მუ­სი­კას, რო­მე­ლიც ბგე­რი­დან და რიტ­მი­დან იშ­ვე­ბა, სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას­თან მა­თი თან­ხ­ვედ­რის წყა­ლო­ბით. უილ­ი­ამ­სი ამ­ე­რი­კუ­ლი ენ­ის რიტ­მუ­ლი სტრუქ­ტუ­რის აღ­ი­ა­რე­ბის­თ­ვის იღვ­წო­და და მი­სი უს­უ­სუ­რი მიმ­დევ­რე­ბი ცდე­ბი­ან, რო­ცა ჰგო­ნი­ათ, რომ უილ­ი­ამ­სი გა­მე­ო­რე­ბას, ზე­რე­ლე ბაძ­ვას ქა­და­გებ­და. არა, იგი სა­თა­ვე­ებს ეძ­ი­ებ­და, წყა­როს სი­ცოცხ­ლი­სას, მას სურ­და წარ­მო­სახ­ვის სიღ­რ­მე­ე­ბის­თ­ვის მი­ეგ­ნო (სა­დაც არ უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო ეს აღ­მო­ჩე­ნა – ენ­ა­ში თუ მოვ­ლე­ნა­ში), რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ქმნი­და და იმ­ა­ვე დროს წვდე­ბო­და, ცნობ­და ახ­ალს ახ­ალ სამ­ყა­რო­ში, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე იგი ჩა­ნა­სახ­ში­ვე კვდე­ბო­და, მას ახ­შობ­დ­ნენ, ფა­რავ­დ­ნენ ძვე­ლი ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა და ში­შის მიღ­მა. წა­ი­კითხეთ მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი: ად­რე­უ­ლი მოკ­ლე ლექ­სე­ბი, “პა­ტერ­სო­ნი”, უფ­რო მოზ­რ­დი­ლი, გვი­ან­დე­ლი პე­რი­ო­დის ლექ­სე­ბი, დაწყე­ბუ­ლი “უდ­აბ­ნოს მუ­სი­კი­დან” და პრო­ზა, მა­გა­ლი­თად, “ამ­ე­რი­კულ მი­წა­ზე” და ის­ე­თი ნარ­კ­ვე­ვე­ბი, რო­გორც “ამ­ე­რი­კის სუ­ლი”; სპე­ცი­ა­ლუ­რი “ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი” ეს­ე­ე­ბი პა­უნ­დის, სენ­დ­ბერ­გი­სა და სტა­ი­ნის შე­სა­ხებ; ას­ე­თი­ვეა “უწ­ეს­რი­გო­ბის სი­მარ­ტი­ვეც”, შე­უძ­ლე­ბე­ლია იგი რო­მე­ლი­მე ჟანრს მი­ა­კუთ­ვ­ნო. ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც ზე­მოთ ვსა­უბ­რობ­დით, ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­შია მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა კი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რა­დაა გა­მოთ­ქ­მუ­ლი. უილ­ი­ამ­სი ხაზ­გას­მით ამ­ბობს, რომ პო­ე­ტის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კონ­კ­რე­ტუ­ლო­ბა, მან მთა­ვა­რია თა­ვი­სი ად­გი­ლი გან­საზ­ღ­ვ­როს ის­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ ეს არ­ამც და არ­ამც არ უნ­და გა­ა­კე­თოს წარ­მო­სახ­ვის ხარ­ჯ­ზე. “მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, – წერ­და იგი პირ­ველ­მო­სახ­ლე­თა შე­სა­ხებ “ამ­ე­რი­კის სულ­ში”, – რომ არ­ამ­ხო­ლოდ ინგ­ლი­სი და­ტო­ვეს, არ­ა­მედ ახ­ალ ად­გი­ლა­საც მი­ვიდ­ნენ და გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა აღ­არ კმა­რო­და, სა­ჭი­რო იყო – და ეს, ალ­ბათ უფ­რო არ­სე­ბი­თია – დი­დი მონ­დო­მე­ბა შე­გუ­ე­ბის­თ­ვის, რა­თა ახ­ა­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მთლი­ა­ნად გარ­და­ექ­მ­ნათ თა­ვი­ან­თი კულ­ტუ­რუ­ლი იერი”.
    იგი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას გა­ნიც­დის შე­გუ­ე­ბი­სას, მწუ­ხა­რე­ბა იპყ­რობს ახ­ა­ლი პი­რო­ბე­ბით ნა­კარ­ნა­ხევ ფორ­მებ­თან ჭი­დილ­ში; და მხო­ლოდ იშ­ვი­ა­თი ნახ­ტო­მი ახ­ალ აუც­ი­ლებ­ლო­ბა­ში აღ­ავ­სებს მას სი­ხა­რუ­ლით. სენ­დ­ბერ­გის 1948 წლის პო­ე­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კრე­ბუ­ლი უილ­ი­ამ­ს­მა მი­წას­თან გა­ას­წო­რა ფორ­მი­სა და გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბის უქ­ონ­ლო­ბის გა­მო. თუ­კი იგი მა­ღალ შე­ფა­სე­ბას არ აძ­ლევ­და უიტ­მენს (არ­ა­და, ხში­რად ხდე­ბო­და ასე), მხო­ლოდ იმ­ი­ტომ, რომ უიტ­მე­ნი, მი­სი აზ­რით, არც ისე შორს წა­ვი­და, არ შე­უქ­მ­ნია სტრუქ­ტუ­რუ­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო პო­ე­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნებ­დ­ნენ, რაც მათ ზრდას შე­უწყობ­და ხელს; ამგ­ვა­რად, უილ­ი­ამ­სი თვლი­და, რომ უიტ­მენ­მა ამ­ე­რი­კუ­ლი პო­ე­ზია უკ­ან დას­წია. უილ­ი­ამ­სი უიტ­მენ­სა და სენ­დ­ბერგს ამ­ე­რი­კუ­ლი “ში­ნა­უ­რუ­ლი” ში­ნა­არ­სი­სა და აშ­კა­რად ამ­ე­რი­კუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი მა­ნე­რე­ბის გა­მო აკ­რი­ტი­კებ­და და პოს, კა­მინგსს, პა­უნ­დ­სა და მა­რი­ა­ნა მურს ად­ი­დებ­და, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ ვერ და­იკ­ვეხ­ნი­ან გა­მო­ხატ­ვის ამ­ე­რი­კუ­ლი მა­ნე­რით, ან მა­თი მი­ბაძ­ვით; ეს პო­ე­ტე­ბი არ აღ­ად­გენ­დ­ნენ ამ­ე­რი­კას იმ სა­ხით, რო­გო­რა­დაც იგი უილ­ი­ამ­სის ცრუ მიმ­დევ­რებს ეს­მით, მიმ­დევ­რებს, რომ­ლე­ბიც დი­დი პო­ე­ტის ჩრდილ­ქ­ვეშ სა­კუ­თარ ტრი­ვი­ა­ლო­ბას მა­ლა­ვენ.
    პო­ე­ზია, რო­მელ­ზეც აქ ვსა­უბ­რობ, ფარ­თო­დაა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, ხო­ლო მი­სი შე­მოქ­მედ­ნი, ახ­ალ­გაზ­რ­დე­ბი არ­ი­ან, შე­საძ­ლოა მათ დაძ­ლი­ონ კი­დეც ეს სი­ტუ­ა­ცია და იქ­ნებ იგი აუც­ი­ლე­ბელ ფა­ზა­დაც მი­ვიჩ­ნი­ოთ ზრდის პრო­ცეს­ში. ამ­ი­ტო­მაც მე თავს არ და­ვეს­ხ­მი რო­მე­ლი­მე მათ­განს, არც ცი­ტა­ტებს მო­ვიყ­ვან კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან, არ­ა­მედ შე­ვეც­დე­ბი ორ­ნი­თო­ლო­გი­ვით, “სა­ვე­ლე წიგ­ნაკ­ში” ჩა­ვი­ნიშ­ნო თა­ვად ტი­პი ლექ­სი­სა.
    ჩვე­უ­ლებ­რივ ას­ე­თი ლექ­სი (ლექ­სი, რო­მე­ლიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩვენს მოთხოვ­ნებს) პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლით იწ­ყე­ბა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნაც­ვალ­სა­ხე­ლი აუც­ი­ლებ­ლა­დაა, პირ­ველ, რო­გორც წე­სი, მოკ­ლე წი­ნა­და­დე­ბა­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ­ის თქმა, რომ ამ­ის ქმნა და­უშ­ვე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში; პო­ე­ზი­ა­ში არ­ა­ფე­რია და­უშ­ვე­ბე­ლი, მთა­ვა­რია, ლექ­ს­ში ყვე­ლა­ფე­რი ცოცხ­ლობ­დეს და თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებ­დეს. მაგ­რამ იმ პო­ე­ზი­ა­ში, რო­მელ­ზეც მე ვსა­უბ­რობ, “მე”-თი დაწყე­ბა ავ­ტო­რის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ ეგ­ო­იზმს ააშ­კა­რა­ვებს და იგი ჩვენს ინ­ტე­რესს მი­სი პი­როვ­ნე­ბი­სად­მი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბად აღ­იქ­ვამს, თუმ­ცა ლექ­სის გან­ვი­თა­რე­ბით ვე­ღარ ახ­ერ­ხებს ამ ინ­ტე­რე­სის კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლურ და­სა­ბუ­თე­ბას. რო­მან­ტი­კულ ტრა­დი­ცი­ა­ში პი­რის ნაც­ვალ­სა­ხე­ლი ყო­ველ­თ­ვის გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია, რო­ცა პო­ე­ტი გუ­ლახ­დი­ლად და სირ­ცხ­ვი­ლის გა­რე­შე თა­ვის გრძნო­ბებს გად­მოგ­ვ­ცემს ლექ­ს­ში, მაგ­რამ ამ მე­თო­დის ქმე­დი­თო­ბა ეჭვ­ქ­ვეშ დგე­ბა, რო­გორც კი პო­ე­ტი ობ­ი­ექ­ტუ­რო­ბა­ზე აც­ხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას. იმ ლექ­სებს, რომ­ლე­ბიც მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ბა­ნა­ლუ­რი, რუ­ხი და სა­გა­ზე­თოც კი უნ­და ვუ­წო­დოთ და მე­ო­რე მხრივ, რო­ცა ერთ­ნა­ი­რი პრო­პორ­ცი­ით აერ­თი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ სიბ­რა­ლულ­სა და ამ­პარ­ტავ­ნე­ბას, ამ­ით მხო­ლოდ პო­ე­ტის პი­როვ­ნე­ბის წი­ნა პლან­ზე წა­მო­წე­ვას უწ­ყობს ხელს; ამ­ას მი­უ­მა­ტეთ ცო­ტა­ო­დე­ნი რო­მან­ტიზ­მიც, რო­მელ­საც თა­ვად პო­ე­ტი ვი­თომ თა­ვი­დან იშ­ო­რებს (ესაა არ­ას­წო­რად გა­გე­ბუ­ლი რო­მან­ტიზ­მი და ამ­ის გა­მო დამ­ცი­რე­ბუ­ლი). შემ­დეგ პო­ე­ტი რო­მე­ლი­ღაც მოვ­ლე­ნას აღ­წერს და ხან­და­ხან გვა­უწყებს ხოლ­მე, რომ იგი უკ­ვე ოც­და­ა­თის გახ­და და რომ მას­წავ­ლე­ბე­ლია, ან დო­ცენ­ტი და საკ­მა­ოდ ხში­რად სვამს ხოლ­მე ლუდს სხვა დო­ცენ­ტებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, რომ ცო­ლი ჰყავ­და, ან ოდ­ეს­ღაც იყო ცო­ლი­ა­ნი და ახ­ლა ნა­ნობს მას­თან გან­შო­რე­ბას. აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნა ტრი­ვი­ა­ლურ-ნოს­ტალ­გი­ურ ხა­სი­ათს ატ­ა­რებს და ავ­ტო­რი სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად ამჟ­ღავ­ნებს აქ არა ვნე­ბას, არ­ა­მედ ე.წ. “მშრალ იუმ­ორს” (მჟა­ვე ცი­ნიზ­მის ევ­ფე­მის­ტუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა). რად­გა­ნაც სიმ­ღე­რი­სა და პო­ე­ტუ­რი სა­ხის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი, ქვეც­ნო­ბი­ე­რი სა­თა­ვე­ე­ბი ღრმა მი­წის­ქ­ვე­შეთ­შია მოქ­ცე­უ­ლი, აზ­რე­ბი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი არა და არ იქ­ცე­ვი­ან სიმ­ღე­რე­ბად, სა­ხე­ებს კი ვე­რა­ფე­რი აღ­ან­თებს, ის­ი­ნი მხო­ლოდ გაქ­რო­ბის­თ­ვის ჩნდე­ბი­ან.
    ამგ­ვარ ბა­ნა­ლო­ბა­ზე რე­აქ­ცი­ას წარ­მო­ად­გენს სხვა, არ­ა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლი და ას­ე­ვე უხ­ა­რის­ხო პო­ე­ზია, რო­მელ­საც “მე­ქა­ნი­კურ სი­უ­რე­ა­ლიზმს” ვუ­წო­დებ, რად­გა­ნაც აქ სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი ფორ­მის მიღ­მა არაა ნამ­დ­ვი­ლი სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი ში­ნა­არ­სი: შა­ვი დღის­თ­ვის წიგ­ნაკ­ში ნაგ­რო­ვე­ბი შემ­თხ­ვე­ვი­თი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის­გან შემ­დ­გა­რი ეს ლექ­სე­ბი არ­ა­ფერს იკვ­ლე­ვენ, თუმ­ცა ჭეშ­მა­რიტ ხე­ლოვ­ნე­ბად გვი­სა­ხა­ვენ თავს; ის­ი­ნი ნა­ყალ­ბე­ვი არ­ი­ან, ცნო­ბი­ე­რი ირ­ა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი; მათ წარ­მო­სახ­ვა და ფან­ტა­ზია კი არ ქმნის – მომ­ხიბ­ლა­ვი გუ­ლახ­დი­ლო­ბა რომ ახ­ა­სი­ა­თებთ – არ­ა­მედ ფსევ­დო­წარ­მო­სახ­ვა.
    მი­უ­ხე­და­ვად ში­ნა­არ­ს­თა გა­რეგ­ნუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბი­სა, პო­ე­ზი­ის ეს ორი სა­ხე­ო­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ძა­ლი­ან ჰგავს ერთ­მა­ნეთს, რა­ზეც მათ შო­რის მკვეთ­რი ფორ­მა­ლუ­რი სხვა­ო­ბის არ­არ­სე­ბო­ბა მოწ­მობს. ლუ­დის ბოთ­ლებ­ზე წერს პო­ე­ტი, საკ­ვი­რაო კო­მიქ­სებ­ზე, პრო­ვინ­ცი­ულ სევ­და­სა თუ უჩ­ვე­უ­ლოდ და­ძა­ბუ­ლი და ბუნ­დო­ვა­ნი ფან­ტას­მა­გო­რი­ის შე­სა­ხებ, მი­სი კომ­პე­ტენ­ტუ­რი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი რჩე­ბა… მხო­ლოდ და მხო­ლოდ კომ­პე­ტენ­ტურ შე­ნიშ­ვ­ნე­ბად, უფ­ე­რულ ლექ­სე­ბად, რომ­ლე­ბიც არ­აფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან არც რიტ­მუ­ლი და არც ბგე­რი­თი თვალ­საზ­რი­სით.
    მაშ, ვინ გვჭირ­დე­ბა ჩვენ? გვჭირ­დე­ბა ახ­ა­ლი ჰი­პოს­ტა­სი, შე­მოქ­მე­დი – მთარ­გ­მ­ნე­ლი. ვგუ­ლის­ხ­მობ მკითხ­ვე­ლის “თარ­გ­მ­ნას”, “გა­დაყ­ვა­ნას” სხვა სამ­ყა­რო­ებ­ში. ნე­ბა მო­მე­ცით, კი­დევ ერ­თი ცი­ტა­ტა მო­ვიყ­ვა­ნო პრუს­ტი­დან: “გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა­თა აღ­წე­რი­სათ­ვის – უმ­თავ­რე­სი, ერ­თა­დერ­თი მარ­თა­ლი წიგ­ნის და­სა­წე­რად – ნამ­დ­ვილ, დიდ მწე­რალს არ სჭირ­დე­ბა გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბა (ამ სიტყ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბით), რად­გა­ნაც იგი უკ­ვე ჩა­დე­ბუ­ლია ყო­ველ ჩვენ­თა­გან­ში; მან მხო­ლოდ უნ­და თარ­გ­მ­ნოს ეს წიგ­ნი. მწერ­ლის ვა­ლი და ამ­ო­ცა­ნა მთარ­გ­მ­ნე­ლის ვა­ლი და ამ­ო­ცა­ნა­ცაა”. რა უნ­დო­და პრუსტს ამ­ით ეთქ­ვა? მო­დით, თა­ვად სიტყ­ვა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ. იგი ლა­თი­ნუ­რი ზმნის transferre (გა­და­ტა­ნა, გა­დაყ­ვა­ნა სხვა ნა­პირ­ზე)-ს წარ­სუ­ლი დრო­ის მიმ­ღე­ო­ბი­დან მო­დის. ის, რა­საც პრუს­ტი დო­კუ­მენ­ტურ რე­ა­ლიზმს უწ­ო­დებს, უკ­ე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში იმ­ის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს, რაც იყო, ანუ უკ­ან გა­დავ­ყა­ვართ და არა წინ; ამ­ას კი იგი სწო­რედ იმ “ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი” სი­ზუს­ტით აკ­ე­თებს, რო­მე­ლიც პრუსტს არ­ა­საკ­მა­რი­სი ეჩ­ვე­ნე­ბო­და გა­მოც­დი­ლე­ბის მთე­ლი სირ­თუ­ლის გად­მო­სა­ცე­მად. თით­ქ­მის ყო­ვე­ლი მო­გო­ნე­ბა წა­მი­ე­რია, ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბა მას ძალ­ზე სწრა­ფად და ზე­და­პი­რუ­ლად აღ­იქ­ვამს, ამ­ი­ტო­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა არა ის, რომ კვლავ შე­ვიგ­რ­ძ­ნოთ მი­სი გე­მო (ას­ე­ვე ზე­და­პი­რუ­ლად), არ­ა­მედ აუც­ი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ახ­ლი­დან, პირ­ვე­ლად გა­ვუ­სინ­ჯოთ გე­მო მის სრულ­ფა­სო­ვან არ­სე­ბას. 1865 წელს გმო­ცე­მუ­ლი ჩე­მი ვებ­ს­ტე­რის ლექ­სი­კო­ნი სიტყ­ვა თარ­გ­მანს (traslation) გან­საზ­ღ­ვ­რავს, რო­გორც “ერ­თი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ტა­ნას, სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ზე­ცად ამ­აღ­ლე­ბას”. ჩვენ ზუს­ტად ის ხე­ლოვ­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბის ზე­ცა­ში აგ­ვიყ­ვანს მა­ნამ, სა­ნამ “მოვ­კ­ვ­დე­ბით ისე, რომ ვერ შე­ვი­მეც­ნებთ მას”; ესაა ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც არ მოგ­ვაწ­ვ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ თა­ვად ჩვენ კი გა­დაგ­ვიყ­ვანს მოვ­ლე­ნა­თა ცენ­ტ­რ­ში, თა­ნაც ამ­ის შემ­დეგ ცოცხ­ლე­ბი დავ­რ­ჩე­ბით. ინგ­ლი­სუ­რი ზმნა transmit, ის­ე­ვე, რო­გორც სიტყ­ვე­ბი mission და missive იმ­ა­ვე ლა­თი­ნუ­რი ძი­რი­დან (mittere – გაგ­ზავ­ნა) მო­დის, სა­ი­და­ნაც ფრან­გუ­ლი mettre ან იტ­ა­ლი­უ­რი mettere და ის­ი­ნი “და­ყე­ნე­ბას” აღ­ნიშ­ნა­ვენ. ისე გა­მო­დის, რომ ინგ­ლი­სურ სიტყ­ვა­ში transmit ძი­რი­თა­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გაგ­ზავ­ნას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იტ­ა­ლი­უ­რი transmettere კი მი­ღე­ბას­თან; მე სწო­რედ ახ­ლა ვი­ყე­ნებ ინგ­ლი­სურ სიტყ­ვას იტ­ა­ლი­უ­რი აზ­რით, თით­ქოს იგი “გა­და­ნაც­ვ­ლე­ბას” ნიშ­ნავ­დეს. თუ­კი პო­ე­ტუ­რი თარ­გ­მა­ნი (ან თარ­გ­მა­ნის მცდე­ლო­ბა) სუს­ტი და გა­მო­გო­ნი­ლია, ანუ ყალ­ბი, იგი არ­ამ­ხო­ლოდ “არ აძ­ლი­ე­რებს ყო­ფი­ე­რე­ბის აღქ­მას”, არ­ა­მედ პი­რი­ქით, აძ­ნე­ლებს სწორ ხედ­ვას, გვა­შო­რებს რე­ა­ლო­ბას, სამ­ყა­როს, ყვე­ლა­ფერს – ეს კი გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად სიკ­ვ­დილს უტ­ოლ­დე­ბა. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც და­შორ­დე­ბი­ან დის­კუ­სი­ებ­სა და აღ­სა­რე­ბებს, აღ­წე­რებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფი­ებს, და­ი­ვიწყე­ბენ ცრუ­სი­უ­რე­ა­ლის­ტურ ფან­ტა­ზი­ებს და და­ძა­ბულ გა­მოკ­ვე­თი­ლო­ბამ­დე მივ­ლენ, წინ გა­იჭ­რე­ბი­ან, ჯა­დოქ­რო­ბის­კენ – და ამ ლექ­სე­ბის წა­კითხ­ვი­სას, კარ­ლე­ი­ლის კვა­ლად აღ­მოგ­ვ­ხ­დე­ბა “ო, ის­ი­ნი მღე­რი­ან!”
    პო­ე­ზია, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ აღ­წერს ან პირ­ველ პლან­ზე ავ­ტო­რის წვრილ­მა­ნი ეგ­ო­იზ­მი გა­მოჰ­ყავს (ეგ­ო­იზ­მი, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის სიღ­რ­მი­სე­ულ თვით­დაკ­ვირ­ვე­ბას), არაა დაზ­ღ­ვე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბე­ბის­გან და არ ას­რუ­ლებს ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს პი­რო­ბას, ანუ რო­გორც დე­ვიდ ჯონ­სი უწ­ო­დებს, sine qua non-ს (აუც­ი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა); ერ­თი სიტყ­ვით, იგი “არ უგ­ებს სამ­ს­ხ­ვერ­პ­ლოს უხ­ი­ლავ ღმერ­თებს”. “ეს პა­რა­დოქ­სი იმ­ას ნიშ­ნავს, – დას­ძენს იგი, — რომ მხო­ლოდ ღმერ­თე­ბის მსა­ხუ­რე­ბა ან­ი­ჭებს ქმე­დე­ბას თა­ვი­სუფ­ლე­ბას. თუ­კი ად­ა­მი­ა­ნი რწმე­ნას კარ­გავს… მას მხო­ლოდ სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია და მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ტერ­მი­ტის სა­მუ­შა­ოს ემგ­ვა­ნე­ბა”. სა­ბო­ლო­ოდ, პო­ე­ზია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ “თვით­გა­მო­ხატ­ვას” (ამ სიტყ­ვის თნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბით) წარ­მო­ად­გენს, სა­სარ­გებ­ლოც კი ვერ იქ­ნე­ბა, იმ­ი­ტომ, რომ მხო­ლოდ დრო­ე­ბით “შვე­ბას გვრის გრძნო­ბებს”, სი­ა­მა­ყით აღგ­ვავ­სებს, მაგ­რამ არ ან­ი­ჭებს – და არც შე­უძ­ლია მი­ა­ნი­ჭოს – მწე­რალს, მი­თუ­მე­ტეს მკითხ­ველს იმ ღრმა კმა­ყო­ფი­ლე­ბას, რო­მელ­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლა­ღი პო­ე­ზია გვაძ­ლევს.
    …ამ ათწ­ლე­ულ­ში ისე მოხ­და, რომ პო­ე­ტე­ბი, ვი­სი ლექ­სე­ბიც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად უფ­ე­რუ­ლია და რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე დი­დი წარ­მა­ტე­ბით და­აღ­წი­ეს თა­ვი “დო­კუ­მენ­ტურ რე­ა­ლიზმს” და “ზე­ბუ­ნებ­რი­ვამ­დე” ამ­აღ­ლ­დ­ნენ პო­ე­ზი­ა­ში, იმ­ავ­დ­რო­უ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე შეგ­ნე­ბუ­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ და ამ­ი­ტომ მათ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არაა მკვეთ­რი ზღვა­რი “პო­ლი­ტი­კურ” და “ლი­რი­კულ” ში­ნა­არ­სებს შო­რის. ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სფე­როს ას­ე­თი ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რის ნა­თელ მა­გა­ლი­თე­ბად შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს გინ­ს­ბერ­გის, დან­კე­ნის, გე­რი სნა­ი­დე­რის, რო­ბერტ ბლა­ის (უკ­ა­ნას­კ­ნელ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში), გო­ლუეი კი­ნე­ლი­სა და ჰე­იდნ კე­რე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა, მაგ­რამ იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას ბევ­რი სხვა პო­ე­ტის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლე­ბიც, ჩე­მი აზ­რით, აუც­ი­ლე­ბელს გვაწ­ვ­დი­ან და ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ხდე­ბა, რო­ცა “ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სიტყ­ვე­ბი უკ­ვე აღ­არ კმა­რა”. ჩვენს დრო­ში პო­ე­ტი, “ვის­შიც დი­ა­დი ძა­ლე­ბი ჩქე­ფენ”, ის­ე­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი ცხოვ­რე­ბით უნ­და ცხოვ­რობ­დეს, რო­გო­რი­თაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა; იმ­ის­თ­ვის, რა­თა “მო­ნა­წი­ლე­ე­ბად ვიქ­ცეთ პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტი­სას და არა თა­ვად პრობ­ლე­მის ნა­წი­ლად”, პო­ეტ­მა უნ­და ის­წავ­ლოს მოქ­მე­დე­ბა იქ, სა­დაც მას ეს ძა­ლუძს და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს სიკ­ვ­დი­ლის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის და­სამ­ხო­ბად. თუ­კი იგი არ იბრ­ძო­ლებს ომ­ი­სა და ჩაგ­ვ­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ, იგი თა­ვად უარ­ყოფს ყვე­ლა­ფერს, რა­საც თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით გვი­ამ­ბობს. შემ­დეგ კი აღ­არც კა­ცობ­რი­ო­ბა იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერ ამ­ას უამ­ბობ­და.
    მაგ­რამ პო­ე­ტის ინ­ტე­რე­სი საგ­ნე­ბი­სა და ად­ა­მი­ა­ნე­ბის, წა­მი­ე­რე­ბის, წარ­სუ­ლით, აწმ­ყო­თი და მო­მავ­ლით აღვ­სი­ლი დრო­ის მი­მართ, ნამ­დ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის, ჩვე­ნი დი­ა­დი მო­ნა­პოვ­რი­სად­მი ინ­ტე­რე­სი თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს ენ­ი­სად­მი და ფორ­მი­სად­მი ინ­ტე­რეს­საც. მან უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ პო­ე­ზია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რია თა­ვი­სი არ­სით და არ­ამ­ხო­ლოდ იმ­ი­ტომ, რომ ერთ რო­მე­ლი­მე სა­განს აკ­ვირ­დე­ბა და არა მე­ო­რეს (თუმ­ცა, თუ­კი პო­ეტს აქვს პო­ლი­ტი­კის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ამ­ას ვერ და­მა­ლავ, პო­ლი­ტი­კუ­რად არ­ა­ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლო­ბა კი – ამ სიტყ­ვის ფარ­თო და სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გა­გე­ბით – XX სა­უ­კუ­ნის უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი მე­ოთხე­დის ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია). თუმ­ცა, იმ­ის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რო­გო­რია ში­ნა­არ­სი – ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი თუ კერ­ძო, სა­ხა­ლი­სო თუ მწუ­ხა­რე, გან­რის­ხე­ბუ­ლი თუ მხი­ა­რუ­ლი – ლექ­სი მარ­თ­ლაც შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ღრმად რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი, ნამ­დ­ვი­ლი პო­ე­ზია, “სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ჩვენს მოთხოვ­ნი­ლე­ბებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს” და ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში მოხ­დე­ბა, თუ­კი თა­ვის არს­ში – ბგე­რა­სა და ხედ­ვა­ში – იგი აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ სწრაფ­ვად, სი­ცოცხ­ლის წყა­როდ იქ­ცე­ვა.

    © “არილი”

  • პოეზია

    ზურაბ რთველიაშვილი

    * * *

    მითხა­რი, რო­გორ არ მოგ­წონ­ვარ? მე ვში­შობ შენ­თ­ვის!
    შენ­თ­ვის მო­ვუშ­ვებ მეჩხერ წვე­რებს სა­კად­რის ღა­მით,
    შენ­თ­ვის ვი­კის­რებ მძი­მე ღი­პის ტა­რე­ბას ჩუ­მად,
    შენ­თ­ვის ოქ­როს ჯაჭვს და­ვი­კი­დებ კი­სერ­ზე ნე­ლა.

    მითხა­რი, რო­გორ მი­ვი­წე­ბო შე­ნი სხე­უ­ლი?
    რო­გორ ავ­აწყო შე­სა­ფე­რი შენ­თ­ვის სიმ­ღე­რა?
    მითხა­რი, სად გყავს ვა­გი­ნი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი
    პა­ტა­რა კა­ცი, რომ ჰკი­ო­და ცო­ტა ხნის უკ­ან.

    მითხა­რი, თით­ქოს მე ვი­ყა­ვი გი­ჟი მე­ხან­ძ­რე,
    რომ სა­აღ­ლუ­მო ორ­გი­ე­ბის ვაქ­რობ­დი კოც­ნებს.
    მითხა­რი მა­შინ, რა­ტომ ზვე­რავ ფრთხი­ლად ამ ან­ძას,
    მითხა­რი, რის­თ­ვის არ უკ­ითხავ მას ღა­მის ლოც­ვებს…

    © “არილი”

  • პოეზია

    ანდრო ბუაჩიძე

    წუ­ხი­ლი ლექ­სე­ბის გა­მო

    ვა­ი­მე, რო­გორ გა­მი­უცხოვ­დით
    ად­რე შეთხ­ზუ­ლო ჩე­მო ლექ­სე­ბო,
    ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი თქვენს თავს რომ მკარ­ნა­ხობ­და,
    მთის კორ­ტო­ხებ­ზე უნ­და ვე­ძე­ბო.

    და თქვენ თვი­თო­ნაც ზურ­გი მაქ­ცი­ეთ,
    გა­ნა­თე­ბუ­ლი ელ­ნა­თუ­რე­ბით,
    ელ­ნა­თუ­რე­ბი სხი­ვებს ის­როდ­ნენ,
    რო­გორც ბა­დე­ებს მე­ბა­დუ­რე­ბი.

    ვა­ი­მე, რო­გორ მე­უცხო­ე­ბით
    და­ვიწყე­ბუ­ლო ჩე­მო ლექ­სე­ბო,
    მე ყე­ლამ­დე ვარ სავ­სე ცხოვ­რე­ბით
    და აღ­არც მინ­და სად­მე გე­ძე­ბოთ.

    არ­ა­და, რო­გორ გწერ­დით კედ­ლებ­ზე
    ხელ­მიბ­ჯე­ნი­ლი და მოწყე­ნი­ლი,
    თით­ქოს კარ­ნა­ხით მე­წე­რე­ბო­და
    უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ღა­მის წე­რი­ლი.

    ვა­ი­მე, რო­გორ გა­მი­უცხოვ­დით –
    რო­გორც ტო­ვე­ბენ შვი­ლებს მშობ­ლე­ბი
    ან მშობ­ლებს ტო­ვებს შვი­ლი უძ­ღე­ბი…
    თან­და­თა­ნო­ბით ჩვენც დავ­შორ­დე­ბით.

    სად არ ვი­ა­რე, ჩე­მო ლექ­სე­ბო,
    სად არა მდევ­და ბე­დი მდე­ვა­რი,
    შუ­ა­ღა­მი­სას ჩე­მო შემ­ს­წ­რე­ნო
    და ჩემ­თან ერ­თად ღა­მის მთე­ვარ­ნო.

    ვა­ი­მე, რო­გორ გა­გი­უცხოვ­დით,
    სხვა ცხოვ­რე­ბა­ში მოვ­ხ­ვ­დი ვი­თომ­და,
    არ­ა­და, ჩემს ჩრდილს თქვენ მი­უძღო­დით
    და კვალ­ში გდევ­დით მეც ხომ თვი­თო­ნაც.

    სად აღ­არ გწერ­დით – მთებ­ზე, ბო­ძებ­ზე,
    ქა­რის ნაფ­ლეთ­ზე, რკი­ნის კა­ვებ­ზე,
    ჯერ ხომ დაგ­კარ­გეთ, მე­რე მოგ­ძებ­ნეთ,
    ვერ­მიგ­ნე­ბულ­საც ის­ევ და­ვე­ძებ.

    თქვენც ასე რა­ტომ გა­მი­ნა­პი­რეთ,
    რო­გორც უბ­ი­რი და­ნის მლე­სა­ვი,
    ტყა­ვი გა­დამ­ძ­ვ­რა, ტყა­ვი ცხრა­პი­რი,
    ვიდ­რე თქვენს სიტყ­ვებს ამ­ოვ­კემ­სავ­დი.

    ვა­ი­მე, რო­გორ გა­მი­უცხოვ­დით,
    რო­გორ მო­მე­დო მეც სა­რე­ვე­ლა,
    მე­გუ­ლე­ბო­დით, ჩე­მო ლექ­სე­ბო
    ჩე­მი­ვე ჯავ­რის უხ­მო მთრე­ვე­ლად.

    ახ­ლა რა­ღა ვქნა, ალ­ბათ ერთ­მა­ნეთს
    ათ­ას­ში ერთხელ თუ შე­ვეყ­რე­ბით,
    და შე­მოდ­გო­მის ფარ­თო ფოთ­ლე­ბით
    სავ­სეა ბაღ­ში გრძე­ლი მერ­ხე­ბი.

    * * *
    შენ ალ­ბათ გიკ­ვირს: რა და­ა­შა­ვე,
    შენს მყუდ­რო კუთხეს რომ ვერ მი­ა­გენ
    და წყნე­თის ქვე­მოთ ქა­რი ნარ­შა­ვებს
    სულ და­უ­დევ­რად აფ­ო­რი­ა­ქებს.

    რა ვრცე­ლია და უკ­ი­დე­გა­ნო
    სივ­რ­ცე, რომ­ლი­თაც მზე­რა ივ­სე­ბა,
    ხსნა არ იქ­ნე­ბა თვი­თონ შენ­გა­ნაც,
    ამ­ას ხომ ხვდე­ბი უკ­ვე ის­ე­დაც.

    გა­დახ­ვალ ხიდ­ზე, სა­დაც მდი­ნა­რე
    ვე­რე კვლავ ის­ევ ისე მი­ღე­ლავს,
    და ხე­დავ მწუხ­რის მსუ­ბუქ მი­ნა­რევს,
    შენ სა­ი­თაც კი არ გა­ი­ხე­დავ.

    შენ სა­ი­თაც კი არ გა­ი­ხე­დავ
    ყველ­გან იდ­გე­ბა წყნა­რი ფერ­დო­ბი
    არ გენ­დო­ბი­ან, კა­რი იღ­ე­ბა
    და იხ­უ­რე­ბა, შენც არ ენ­დო­ბი.

    ცხოვ­რე­ბას მო­აქვს თა­ვის ზვირ­თე­ბი
    მო­აქვს ფო­თო­ლი, ხავ­სი, ნა­ფო­ტი
    და გა­ვიწყ­დე­ბა წყნა­რი კირ­თე­ბით
    რა­საც ფიქ­რობ­დი და არ ამ­ბობ­დი.

    და გა­ვიწყ­დე­ბა, დაგ­ვიწყე­ბია,
    დაგ­ვიწყე­ბია უკ­ვე მწა­რე­დაც
    რო­ცა ჩრდი­ლე­ბი წყნა­რად წვე­ბი­ან
    ცხოვ­რე­ბაც წყნა­რი მო­ჩანს გა­რე­დან.

    რა­ტომ და­დი­ხარ, რო­გორც სა­ლო­სი,
    ზოგ­ჯერ ფხი­ზე­ლი, ზოგ­ჯერ ნას­ვა­მი
    და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ტა­ნი­სა­მო­სი
    რა­ტომ გაც­ვია შენც იმ­ათ­სა­ვით.

    შენ ალ­ბათ გიკ­ვირს, რა და­ა­შა­ვე,
    რა­საც ეძ­ებ­დი, რომ ვერ მი­ა­გენ,
    ირგ­ვ­ლივ ლაყ­ბო­ბენ და ხორცს ხარ­შა­ვენ
    და კითხუ­ლო­ბენ: პა­სუხს ვინ აგ­ებს?

    * * *
    ეს სახ­ლი, რო­გორც ძვე­ლი რვე­უ­ლი,
    ეს სახ­ლი ან­და სახ­ლის კე­დე­ლი
    გაც­ვე­თი­ლია და შემ­ღ­ვ­რე­უ­ლი
    და აღ­არ­სა­ით არ­გამ­ხედ­ვე­ლი.
    სად გა­იკ­რიფ­ნენ ის მო­სახ­ლე­ნი
    დიდ­ხანს შემ­ყუ­რე ერ­თი ნა­თუ­რის,
    და რო­დის შეწყ­და ყე­ფა ძაღ­ლე­ბის
    ამ სიწყ­ნა­რე­ში გა­დახ­ლარ­თუ­ლი.
    ეს ბი­ნა, რო­გორც ძვე­ლი რვე­უ­ლი,
    ეს ბი­ნა, ან­და ბი­ნის კე­დე­ლი,
    გაც­ვე­თი­ლია და შემ­ღ­ვ­რე­უ­ლი
    და სუყ­ვე­ლაფ­რის გა­დამ­კეტ­ვე­ლი.
    რა უნ­და მოხ­დეს, ერთ­მა ვარ­ს­კ­ვ­ლავ­მა,
    რომ გა­ა­ნა­თოს ძვე­ლი სარ­კ­მე­ლი,
    ვინც ჩანს ნე­ტა­ვი, ვინ გა­ნას­ხ­ვა­ვა
    იმ­ის­გან, ვინც კი არ ჩანს გარ­კ­ვე­ვით.
    ეს ქუ­ჩა რო­გორც ძვე­ლი რვე­უ­ლი,
    ეს ქუ­ჩა ან­და ქუ­ჩის მხვე­ტე­ლი,
    გაც­ვე­თი­ლია და დარ­ღ­ვე­უ­ლი
    და უკ­ვე სხვა­გან გა­დამ­ხედ­ვე­ლი.

    * * *
    გზა­ზე ლიც­ლი­ცებს ერ­თი ნა­თუ­რა
    სა­ა­ქაოა, ხვდე­ბი ცე­ცე­ბით,
    სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ამ­ოწ­ვარ­თუ­ლა
    შენც თით­ქოს იმ­ის ცახ­ცახს ეძ­ებ­დი

    და ხე­დავ გვერ­დით ად­ა­მი­ა­ნებს
    გა­და­ფე­ნი­ლებს გზებ­ზე ჩრდი­ლე­ბად,
    ბრმებ­მა ხე­ვი რომ გა­და­ი­ა­რეს
    და ტა­ნი ძლივს რომ ემ­ორ­ჩი­ლე­ბათ.

    უც­ნა­უ­რია, სა­ით მი­დი­ხარ,
    არ გი­ფიქ­რია ალ­ბათ ამ­ა­ზე,
    ბრკი­ა­ლა სხი­ვი სხლტე­ბა ბინ­დი­დან
    და კვეთს ჰა­ერ­ში მრუ­დე ალ­მა­სებს.

    უც­ნა­უ­რია, არ გი­ფიქ­რია
    იმ­ა­ზე, რა­ზეც უნ­და გე­ფიქ­რა,
    თით­ქოს სა­ღა­თას ძი­ლად მიგ­ვ­რილ­ხარ,
    ვე­ღარ დაგ­ცალ­და, თით­ქოს ვერ იქ­ნა –

    ვერ ამ­ოხ­ვე­დი მწა­რე სიზ­მ­რი­დან,
    ვერ მო­ის­რუ­ლე სიზ­მ­რის ნარ­ჩე­ნი,
    თით­ქოს ის ბლან­ტი შუ­ქი გი­ზი­დავს,
    რომ­ლის ცქე­რა­საც თვა­ლებს აჩ­ვევ­დი.

    აქ­აც სმაა და აქ­აც ჭა­მაა,
    ენ­ა­გე­თია ეს თუ ერგ­ნე­თი,
    და რა და­ვა აქვს ნე­ტავ ჯა­მა­ათს,
    რა რჯით ქე­ლე­ხის შემ­დეგ შეკ­რე­ბილთ?

    გზა­ზე ლიც­ლი­ცებს ერ­თი ნა­თუ­რა,
    მეც თით­ქოს იმ­ის ცახ­ცახს ვე­ძებ­დი,
    სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ამ­ოწ­ვარ­თუ­ლა…
    და მივ­ლას­ლა­სებ ხე­ლის ცე­ცე­ბით.

    © “არილი”

  • პროზა (თარგმანი)

    ბირუტე იონუშკაიტე

    ნაც­რის­ფე­რი ქა­ლი

    ბი­რუ­ტე იონ­უშ­კა­ი­ტე და­ი­ბა­და 1959 წელს პო­ლო­ნეთ­ში, ლიტ­ვე­ლი მო­სამ­სა­ხუ­რის ოჯ­ახ­ში. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა 1978 წელს და­ამ­თავ­რა და იმ­ა­ვე წელს ვილ­ნი­უ­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პო­ლო­ნეთ­ში დაბ­რუნ­და და ერთ-ერთ გა­ზეთ­ში და­იწყო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.
    მი­სი პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბე­ბი 1986 წელს და­ი­ბეჭ­და. არ­ის მოთხ­რო­ბე­ბის ორი კრე­ბუ­ლი­სა და ორი რო­მა­ნის ავ­ტო­რი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს ორი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია.

    ლიტ­ვუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა ნუ­ცა კავ­სა­ძემ

    ეს ქა­ლი ყო­ველ­დ­ღე მხვდე­ბო­და. დი­ლა­ო­ბით სამ­სა­ხურ­ში მი­მა­ვალს, შეს­ვე­ნე­ბა­ზე – ყა­ვის და­სა­ლე­ვად გა­სულ­სა თუ კვი­რა დღეს – ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში უს­აქ­მოდ მო­ხე­ტი­ა­ლეს.
    პა­ტა­რა, მოქ­ნი­ლი, სხარ­ტი, წრუ­წუ­ნა­სა­ვით ერ­თი­ა­ნად ნაც­რის­ფე­რი იყო. ზოგ­ჯერ მი­ჭირ­და მი­სი ფი­ლა­ქა­ნი­სა­გან გა­მორ­ჩე­ვა, ისე ერწყ­მო­და მის ფერს. მხრებ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად დახ­ვე­უ­ლი თმის ნაც­რის­ფე­რი კუ­ლუ­ლე­ბი ეფ­ი­ნა. შუბ­ლ­ზე წი­ნა­მო ჩა­მოფ­შე­კო­და.
    თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი და­დი­ო­და. ალ­ბათ ამ­ი­ტო­მაც გა­და­ნაც­რის­ფე­რე­ბულ, უს­ი­ცოცხ­ლო სა­ხე­ზე ცხვი­რი, ტუ­ჩე­ბი თუ თვა­ლე­ბი მძი­მედ დაშ­ვე­ბო­და. მა­მა­კა­ცე­ბი გვერდს ისე უვ­ლი­დენ, ვერც კი ამჩ­ნევ­დ­ნენ. და თუ ვინ­მე, ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი, უნ­ე­ბუ­რად გაჰ­კ­რავ­და მხარს, აზ­რა­დაც არ მოს­დი­ო­და მო­ე­ბო­დი­შე­ბი­ნა ან ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თ­ვის მა­ინც მო­ე­ხე­და უკ­ან. დრო და დრო ავ­ე­დევ­ნე­ბო­დი ხოლ­მე, რომ გა­მე­გო, ას­ე­თი რა სჭირ­და?
    ერ­თი შე­ხედ­ვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლი იყო. ნორ­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლის, მოქ­ნი­ლი, სწორ­ფე­ხე­ბი­ა­ნი. არც ლა­მა­ზი და არც უშ­ნო. არც ძონ­ძებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი, არც ზედ­მე­ტად გა­დაპ­რან­ჭუ­ლი. ატ­ა­რებ­და მშვი­დი, ნა­ზი ფე­რის ტან­საც­მელს. ზაფხულ­ში კი გა­უხ­დე­ლად ეც­ვა მო­თეთ­რო-მო­ნაც­რის­ფე­რო ბლუ­ზა და მუ­ქი ლურ­ჯი ქვე­და­ტა­ნი. ჭრე­ლი ტან­საც­მე­ლი, მგო­ნი, სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და.
    ერთხე­ლაც ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში, გა­ზე­თე­ბის ჯი­ხურ­თან შევ­ნიშ­ნე, პა­ტა­რა სკვერ­ში, სა­დაც თავს იყ­რი­და ქა­ლა­ქის უს­აქ­მურ­თა “ბან­და”. აქ ყო­ველ­თ­ვის ნა­ხავ­დით ორ-სამ ლოთს, რომ­ლე­ბიც ერთ­მა­ნეთს ლოშ­ნიდ­ნენ, მზე­სუმ­ზი­რის ჩენ­ჩოს გა­და­ფურ­თხე­ბა­ში გა­წა­ფულ ძველ ბი­ჭებს, რო­მელ­თაც თავ­ზე კე­პი­ა­ნი ქუ­დე­ბი და­ე­კო­სე­ბი­ნათ; რკი­ნის კნო­პე­ბი­ან ქურ­თუ­კებ­ში გა­მოწყო­ბილ, ჭუჭყი­ა­ნი ჯინ­სის სუ­ნით აქ­ო­თე­ბულ პან­კებს და ზო­მა­ზე მე­ტად და­ხა­ტულ, თმა­გა­წე­წილ გო­გო­ნებს.
    ის ნაც­რის­ფერ ბე­ღუ­რა­სა­ვით შემ­კ­რ­თა­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი დახ­ტო­და სკვე­რის მუდ­მივ სტუმ­რებს შო­რის. რა უნ­დო­და აქ? ქა­ლაქ­ში არც თუ დი­დად სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ ად­გი­ლას? გა­დავ­წყ­ვი­ტე, იქ­ვე, შო­რი­ახ­ლო, ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე დავ­მ­დ­გა­რი­ყა­ვი და ბო­ლოს და ბო­ლოს გა­მე­გო რა­ი­მე ნაც­რის­ფერ ქალ­ზე, რომ­ლის ყო­ველ­დ­ღე ხილ­ვა­საც მი­ვეჩ­ვიე ქა­ლა­ქის მღელ­ვა­რე ქუ­ჩებ­ში.
    სა­ნამ ჩემ­თ­ვის ვთხზავ­დი ათ­ას­ნა­ირ ის­ტო­რი­ებს, თით­ქოს მი­წი­დან ამ­ოძ­ვ­რაო, ქა­ლის წინ ორ­მეტ­რი­ა­ნი ოყ­რა­ყი აღ­ი­მარ­თა. მა­ი­სუ­რი ცის­ფერ, სპორ­ტულ შარ­ვალ­ში ჰქონ­და ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი. გრძე­ლი ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­ეწყო, ფარ­თო მხრებ­ზე დი­დი ხნის შე­უკ­რე­ჭა­ვი თა­ვი კომ­ბოს­ტო­სა­ვით უქ­ა­ნა­ვებ­და. თვა­ლებ­ჩა­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი, და­კი­დე­ბუ­ლი ულ­ვა­შე­ბით ბულ­დოგს ჩა­მოჰ­გავ­და. ის კი არ ლა­პა­რა­კობ­და, თავს აქ­ნევ­და და ყეფ­და… ამ… ამ… ამ. ქა­ლი ოდ­ნავ გახ­ს­ნი­ლი, უფ­ე­რო ბა­გე­ე­ბით წყნა­რად და მშვი­დად აძ­ლევ­და პა­სუხს.
    ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ მძლია. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, ცა­ლი თვა­ლით გა­ზე­თე­ბის ჯი­ხურს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, მე­ო­რე­თი – იმ უც­ნა­ურ წყვილს, ნაც­რის­ფერ წრუ­წუ­ნა­სა და ლუ­დის ბარ­ში გა­მობ­რუ­ჟულ ლომს, ვუთ­ვალ­თ­ვა­ლებ­დი. სიმ­თ­ვ­რა­ლის­გან ფეხ­ზე ძლივს იდ­გა, ჰა­ერს ეპ­ო­ტი­ნე­ბო­და და ქა­ნა­ობ­და. წრუ­წუ­ნა ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე ხე­ლი წა­ევ­ლო და ად­გი­ლი­დან და­ეძ­რა. მის ნაზ, ჰა­ე­რო­ვან გა­რეგ­ნო­ბა­ში ვედ­რე­ბა იხ­ა­ტე­ბო­და. გო­ლი­ა­თი ის­ევ ირ­წე­ო­და, აქ­ეთ-იქ­ით იხ­რე­ბო­და და ეწ­ი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და. ბო­ლოს გაბ­რაზ­და, ხე­ლე­ბის ქნე­ვას მოჰ­ყ­ვა და ახ­ლა მარ­ტო მე კი არა, მო­შო­რე­ბით გა­ჩე­რე­ბა­ზე მდგა­რი მგზავ­რე­ბიც კი შე­აშ­ფო­თა იქ­ი­დან რუ­სულ ენ­ა­ზე დაძ­რუ­ლი გი­ნე­ბის ნი­აღ­ვარ­მა. რუ­სულ ენ­ა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ად­გი­ლას ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბით გაგ­ზავ­ნი­ლი ქა­ლის ირგ­ვ­ლივ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ებ­მა შეკ­რეს წრე: გნი­ა­სი­თა და ხორ­ხო­ცით მოგ­როვ­დ­ნენ პან­კე­ბი, და­იძ­რ­ნენ ქა­ლა­ქის “უმ­უ­შევ­რე­ბი”, 07, 09, 08 მარ­კის “ჟი­გუ­ლის” პატ­რო­ნე­ბი, სენ­სა­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლი, და­ხა­ტუ­ლი გო­გო­ნე­ბი. “ნორ­მა­ლუ­რე­ბი” კი ქუ­ჩა­ში ისე მი­მო­დი­ოდ­ნენ, თით­ქოს ვერც ამჩ­ნევ­დ­ნენ და ვერც ხე­დავ­დ­ნენ, რა ხდე­ბო­და. მაგ­რამ ყვე­ლა ვერ უძ­ლებ­და ცდუ­ნე­ბას. ცო­ტა ხნით მა­ინც ჩერ­დე­ბო­და და შეს­ც­ქე­რო­და წყვილს, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ არკ­ვევ­და ურ­თი­ერ­თო­ბას. მე ქა­ლაქ­ში ახ­ა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, თით­ქ­მის არ­ა­ვის ვიც­ნობ­დი, დი­დად არც აქ­ა­ურ ამ­ბებს და­გი­დევ­დით, სა­მა­გი­ე­როდ ქა­ლა­ქე­ლე­ბი იძ­ი­ებ­დ­ნენ ყვე­ლა­ფერს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი ვი­ნა­ო­ბა, ბა­ბუ­ის ბა­ბუ­ი­დან მა­მა­ჩე­მამ­დე, ძი­რის ძი­რო­ბამ­დე გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი ჰქონ­დათ. ახ­ლაც ყვე­ლა­ნი იმ წყვილს შეჰ­ყუ­რებ­დ­ნენ. ზო­გი თვა­ლებ­დაჭყე­ტი­ლი, ზო­გი ამ­რე­ზით. ზო­გი­ერ­თი კი, აშ­კა­რად მო­ხიბ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცუ­რი მსუ­ყე გი­ნე­ბით, ვი­თომც აქ არ­ა­ფე­რიო, არ­ხე­ი­ნად მი­ა­ბი­ჯებ­და თა­ვის გზა­ზე.
    ბო­ლოს ქა­ლი შეტ­რი­ალ­და, ერთხელ კი­დევ ეს­რო­ლა სევ­დი­ა­ნი, მა­ვედ­რე­ბე­ლი მზე­რა კაცს და ნე­ლი ნა­ბი­ჯით გა­შორ­და. კაც­მა გი­ნე­ბა შეწყ­ვი­ტა და რა­ღა­ცის ბურ­დ­ღუ­ნით უკ­ან გაჰ­ყ­ვა. გა­მიკ­ვირ­და! თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი. ასე დამ­შორ­დ­ნენ: ჯერ ქა­ლი, ნე­ლი, მომ­ლო­დი­ნე ნა­ბი­ჯე­ბით, მე­რე ღვი­ნით გამ­ს­კ­და­რი ოყ­რა­ყი, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იფ­ურ­თხე­ბო­და და ნა­ბი­ჯის აჩ­ქა­რე­ბას არ აპ­ი­რებ­და. სულ­მა წამ­ძ­ლია და ავ­ე­დევ­ნე. მთე­ლი ძვე­ლი უბ­ა­ნი გა­ვი­ა­რეთ. სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბით ჩა­რი­გე­ბულ ქუ­ჩას მი­ვა­დე­ქით. ცო­ტა ხნის შემ­დეგ ქა­ლი ქვის ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლ­თან შე­ჩერ­და. ოყ­რა­ყიც მი­ჩან­ჩალ­და.
    – მო­ი­ცა, რა­მუ­ნე­ლის, ახ­ლა­ვე! – უთხ­რა ქალ­მა, ეზ­ოს კა­რი შე­ა­ღო და იქ­ვე მი­მაგ­რე­ბულ ღი­ლაკს თი­თი და­ა­ჭი­რა. ამ დროს კი კა­რებ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი რა­მუ­ნე­ლი­სი მა­ნამ ქა­ნა­ობ­და, სა­ნამ გრძნო­ბა არ და­კარ­გა და ძირს არ გა­იშ­ხ­ლარ­თა. უწ­მა­წუ­რი გი­ნე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი და­ცე­მის ხმამ შთან­თ­ქა. და ასე ცე­მენ­ტის ბორ­დი­ურ­ზე ჩა­კე­ცი­ლი, ზურ­გით მო­ღი­ა­ვე­ბულ კარს მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი დარ­ჩა. სახ­ლი­დან შუა ხნის ჭა­ღა­რა ქა­ლი გა­მო­ვი­და.
    – ღმერ­თო, ღმერ­თო! – ამ­ოთ­ქ­ვა ქალ­მა, ხე­ლე­ბი ბე­ღუ­რას ფრთე­ბი­ვით და­იქ­ნია და რა­მუ­ნე­ლი­სის გვერ­დით ჩა­მოჯ­და. ნაც­რის­ფე­რი ქა­ლიც მას მიჰ­ყ­ვა. ის­ი­ნი ცდი­ლობ­დ­ნენ, ფეხ­ზე წა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ კა­ცი, რო­მელ­საც წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა აღ­არ შე­ეძ­ლო. რო­გორც იქ­ნა, მი­ზანს მი­აღ­წი­ეს. მა­შინ უფ­როს­მა წელ­ზე მოხ­ვია ხე­ლი და მშვი­დი სა­უბ­რით ში­ნის­კენ წა­იყ­ვა­ნა. კი­ბე­ზე ასვ­ლა­ში წრუ­წუ­ნაც და­ეხ­მა­რა, მაგ­რამ შინ არ შეჰ­ყო­ლია. კა­რი გა­მო­ი­ხუ­რა, სახ­ლის უკ­ან გა­ვი­და და კე­დელ­ში ჩა­მაგ­რე­ბუ­ლი ონ­კა­ნი მო­უშ­ვა. ისე დიდ­ხანს იბ­ან­და ხე­ლებს, თით­ქოს და­ა­ვიწყ­და, რას აკ­ე­თებ­და. მე­რე სვე­ლი ხე­ლის­გუ­ლე­ბი ის­ვა და ის­ვა სა­ხე­სა და თმებ­ზე, ბო­ლოს წელ­ში გას­წორ­და და კარ­გად მოვ­ლილ ფე­რად ყვა­ვი­ლებს შო­რის გაკ­ვა­ლულ ბი­ლიკ­ზე მოკ­ლე, სხარ­ტი ნა­ბი­ჯე­ბით წინ და უკ­ან სი­ა­რულს მოჰ­ყ­ვა. უც­ებ გა­დავ­წყ­ვი­ტე, მი­ვალ და ვეტყ­ვი: “სუ­ლე­ლო, შე სუ­ლე­ლო, რას შვრე­ბი? ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ამ გა­მო­ლენ­ჩე­ბულ ლო­თის გა­მო თავს რო­გორ იტ­ან­ჯავ? იმ­ი­ტომ, რომ შუა ქა­ლაქ­ში სა­ხალ­ხოდ გა­გი­ნოს? მე­რე სახ­ლამ­დე რომ ათ­რიო და დე­დი­კოს მზრუნ­ვე­ლო­ბით ჩა­ა­ბა­რო? აუც­ი­ლებ­ლად, აუც­ი­ლებ­ლად უნ­და და­ვე­ლა­პა­რა­კო. უნ­და და­ვა­რი­გო, თვა­ლე­ბი ავ­უ­ხი­ლო. ახ­ალ­გაზ­რ­და ქა­ლია, ჯერ კი­დევ არა უშ­ავს რა… ის კი მოჩ­ვე­ნე­ბა­სა­ვით მთლად გა­და­ნაც­რის­ფე­რე­ბუ­ლი და­დის. გა­გო­ნი­ლა?! აუც­ი­ლებ­ლად ვეტყ­ვი: “ჩვენ რა, სხვა­ნა­ი­რად ვცხოვ­რობთ? მი­მო­ი­ხე­დე. ყვე­ლა მე­ო­რე ქა­ლი ლო­თის გვერ­დით წევს… “არა, ასე მკაც­რად არა”… – “ყვე­ლა მე­ო­რე ქა­ლი მსმე­ლის გვერ­დით წევს”.. არა, არა ღირს, ორ­ი­ვე ერ­თი ოხ­ე­რია… “ხო, ყვე­ლა ასეა, მაგ­რამ ის­ი­ნი შენ­სა­ვით ცხვირ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლე­ბი არ და­დი­ან. პი­რი­ქით, იმ­ა­საც ახ­ერ­ხე­ბენ, ფე­ხის ფრჩხი­ლე­ბი მო­ი­წეს­რი­გონ. შენ რა­ღა და­გე­მარ­თა? რი­გი­ა­ნი ტან­საც­მ­ლის ყიდ­ვა არ შე­გიძ­ლია?.. და­ი­ვარ­ცხ­ნე, და­ი­ხა­ტე, თა­ვი მაღ­ლა და… მი­დი! კა­ფე­შიც შე­ი­ა­რე, არც კი­ნო და­იკ­ლო და არც თე­ატ­რი. რის­თ­ვის ცხოვ­რობ, იმ­ის­თ­ვის, რომ ამ ლოთს სდიო კუდ­ში? ბა­რემ ბა­წარ­ში გა­ყა­ვი თა­ვი. მე შენ გეტყ­ვი, დი­დი და­ნა­კარ­გი იქ­ნე­ბა! მი­მო­ი­ხე­დე, უკ­ე­თე­სის პოვ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა? არა, მა­ინც რა ჩა­ი­დი­ნე, ჰა. მო­აბ­რ­ძა­ნე, დე­დი­კოს ჩა­ა­ბა­რე და ერთ­გუ­ლი ძაღ­ლი­ვით ზღურ­ბ­ლ­ზე დაძ­რ­წი: “გა­მო­უშ­ვებს თუ არ გა­მო­უშ­ვებს?.. საბ­რა­ლო, შე საბ­რა­ლო, შე­ნა…” ხო, იმ­ა­საც ვეტყ­ვი… ფიქ­რი კა­რის ხმა­ურ­მა გა­მაწყ­ვე­ტი­ნა. მო­ხუც­მა ქალ­მა კი­ბე ჩა­მო­ი­ა­რა, წრუ­წუ­ნას მი­უ­ახ­ლოვ­და, მი­სი ხე­ლე­ბი ხე­ლის­გუ­ლებ­ში მო­იმ­წყ­ვ­დია და:
    – გმად­ლობთ, შვი­ლო, კი­დევ ერთხელ დი­დი მად­ლო­ბა. – წრუ­წუ­ნას პა­წია ხე­ლებს არ უშ­ვებ­და: – შენ რომ არ მყავ­დე, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და, – თვა­ლებ­ზე მომ­დ­გა­რი ცრემ­ლი მო­იწ­მინ­და. – სხვას არ­ა­ვის უჯ­ე­რებს. არც მე, არც ლო­რე­ტას. თუმ­ცა, ლო­რე­ტა მა­ინც არ წა­ვი­დო­და მის მო­საყ­ვა­ნად… შენ, მხო­ლოდ შე­ნა ხარ ჩე­მი მშვე­ლე­ლი… – მად­ლი­ე­რი მზე­რა ის­ევ მი­აპყ­რო წრუ­წუ­ნას.
    – რას ბრძა­ნებთ, რის­თ­ვის მიხ­დით მად­ლო­ბას, მე რა შუ­ა­ში ვარ. ნუ ტი­რით, – წრუ­წუ­ნამ რო­გორც იქ­ნა ხე­ლე­ბი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა და მო­ხუცს მხარ­ზე გა­და­უს­ვა. – თუ კი­დევ დაგ­ჭირ­დით, და­მი­რე­კეთ, არ მო­გე­რი­დოთ, აუც­ი­ლებ­ლად მო­ვალ. ღმერ­თ­მა ქნას, აღ­არ დაგ­ჭირ­დეთ.
    – მად­ლო­ბა ღმერთს, შვი­ლო, რომ მა­შინ­ვე ჩა­ი­ძი­ნა და მე­ზობ­ლის აუდ­რი­უ­სი­ვით ლეწ­ვა-მტვრე­ვას არ მოჰ­ყ­ვა. გმად­ლობთ, გმად­ლობთ, ემა, – უთხ­რა და ხე­ლის ზურ­გ­ზე გა­და­უს­ვა ხე­ლი. მე­რე შებ­რუნ­და და სახ­ლის­კენ წა­ვი­და.
    ემ­ამ კა­რი გა­მო­ი­ხუ­რა და ჩემ­ს­კენ გად­მო­უხ­ვია. არც გავ­ნ­ძ­რე­ულ­ვარ. რო­გორც ვი­ყა­ვი ხეს ამ­ო­ფა­რე­ბუ­ლი, ას­ე­ვე გავ­შეშ­დი. წე­ღან­დე­ლი ჩე­მი მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სად­ღაც გაქ­რა. ქა­ლი კი ჩემს წინ იდ­გა და… დე­დაო ღვთი­სავ, ის სუ­ლაც არ იყო ნაც­რის­ფე­რი. დი­დი, ღრმა, უს­აზ­ღ­ვ­როდ ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ის­ე­თი სი­ნა­ზით, სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით მიმ­ზერ­დ­ნენ, რომ გა­ო­ცე­ბის­გან ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და და დავ­რ­ჩი ასე ყბა­მოღ­რე­ცი­ლი.
    – მოხ­და რა­ი­მე? დახ­მა­რე­ბა ხომ არ გჭირ­დე­ბათ? ისე შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჩან­ხართ… – ოდ­ნავ შე­ა­ტო­კა ბა­გე­ე­ბი. თვა­ლე­ბი­დან დაძ­რულ­მა სი­ნათ­ლემ სა­ხე­ზე თბი­ლი ნი­ა­ვი­ვით გა­და­მი­ა­რა. მსგავ­სი სხი­ვი­ა­ნი თვა­ლე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ მე­ნა­ხა. – არ მო­გე­რი­დოთ, მითხა­რით თუ გი­ჭირთ რა­ი­მე. იქ­ნებ შე­მიძ­ლია დახ­მა­რე­ბა.
    ხმა რომ ვერ ამ­ო­მა­ღე­ბი­ნა, კი­დევ ერთხელ შე­მო­მა­ნა­თა თა­ვი­სი სხი­ვი­ა­ნი თვა­ლე­ბი, რო­მელ­შიც სი­კე­თე და ღვთი­უ­რი სიმ­ტ­კი­ცე აღ­ბეჭ­დო­და. მი­სი თბი­ლი მზე­რა ჯერ სა­ხე­ზე მო­მე­ლა­მუ­ნა, მე­რე მთელ სხე­ულ­ზე და­მი­ა­რა. ერთ წუთს კი­დევ შე­ჩერ­და, პა­სუ­ხი რომ არ გა­ვე­ცი, და­ხა­რა უფ­ე­რო, გრძე­ლი წამ­წა­მე­ბით შე­მორ­კა­ლუ­ლი თვა­ლე­ბი და გამ­შორ­და: პა­ტა­რა, კოხ­ტა, მოქ­ნი­ლი, ნაც­რის­ფე­რი… ცო­ტაც და მხედ­ვე­ლო­ბი­დან და­მე­კარ­გა, ისე შე­ერ­წყა მა­სა­ვით ნაც­რის­ფერ ფი­ლა­ქანს.

    © “არილი”

  • პოეზია

    შოთა იათაშვილი

    ჩე­მი სიზ­მა­რი კვდე­ბო­და და
    ცოცხ­ლ­დე­ბო­და ჩე­მი ხორ­ცი.
    დე­და­ჩე­მის ჭკნო­ბა­დი ხე­ლით
    იღ­ე­ბო­და ფან­ჯა­რა
    გა­ზაფხუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და
    ჩი­ტის ჭიკ­ჭი­კი შე­მო­დი­ო­და
    ჩემს ცოცხალ-მკვდარ ამ სიზ­მარ-ხორ­ც­ში.

    გა­უ­გე­ბა­რი იყო,
    რა სა­ით მი­ის­წ­რაფ­ვო­და,
    და მა­ინც,
    ამ მის­წ­რა­ფე­ბა­თა სი­ზუს­ტე­ში
    ძნე­ლი იყო შე­ტა­ნა ეჭ­ვის.

    იშ­ლე­ბო­და ჩე­მი ოც­ი­ვე თი­თი და ცდი­ლობ­და
    შე­ხე­ბო­და მი­წი­სა და ცის ზე­და­პი­რებს.
    ხამ­ხა­მებ­და ჩე­მი ორ­ი­ვე თვა­ლი და
    წო­ნას­წო­რო­ბას ეძ­ებ­და
    და­ნახ­ვად­სა და და­უ­ნა­ხავს შო­რის.

    ხო­ლო ერ­თა­დერ­თ­ზე ერ­თა­დერ­თი გუ­ლი
    ოც­ნე­ბობ­და მე­ო­რე გულ­ზე მა­ში­ნაც კი,
    რო­ცა ის მე­ო­რე
    გვერ­დით უც­ემ­და სწო­რედ.

    სიზ­მა­რი კი –
    სიზ­მა­რი კვდე­ბო­და კვლა­ვინ­დე­ბუ­რად,
    ოღ­ონდ რაც დრო გა­დი­ო­და,
    სულ უფ­რო და უფ­რო ვერ ცოცხ­ლ­დე­ბო­და
    ფლა­შე სხე­უ­ლი ჩე­მი,
    რომ­ლის­კე­ნაც გა­ზაფხუ­ლი მუ­ყა­ი­თად
    აღ­ებ­და ფან­ჯ­რებს და
    ბრო­უ­ნის მოძ­რა­ო­ბა­სა­ვით უშ­ვებ­და
    მი­ლი­ო­ნამ­დე ჩი­ტის ჭიკ­ჭიკს.

    ბუმ­ბუ­ლი, კონ­ვერ­ტი, თოვ­ლი…

    ზურ­გით მი­ეყ­რ­დ­ნო ჩი­ტის ზურგს,
    თა­ნაც ცა­ში.
    ჩი­ტი ფრთებს ამ­ოძ­რა­ვებ­და,
    ის – ორ დას­ტად გა­ყო­ფილ
    შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის წე­რი­ლებს.
    მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლით – სა­სი­ხა­რუ­ლო­ებს,
    მარ­ცხე­ნა­თი – სევ­დი­ა­ნებს.
    ჩი­ტი ზურ­გ­სუკ­ნი­დან ეჟ­ღურ­ტუ­ლე­ბო­და:
    ას­ეთ წო­ნას­წო­რო­ბას
    ჩე­მი ფრთე­ბიც კი ვერ იც­ა­ვე­ნო…
    ის პა­სუ­ხობ­და:
    უბ­რა­ლოდ, შენ ფრთე­ბი უფ­რო და­გე­ღა­ლა,
    ვიდ­რე მე ბა­რა­თე­ბიო…

    ასე ისხ­დ­ნენ ლურჯ მინ­დორ­ზე
    პირ­შექ­ცე­უ­ლე­ბი და ზურ­გ­გამ­თ­ლი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი,
    უმ­ზერ­დ­ნენ იქ­ვე მო­ბა­ლა­ხე ღრუბ­ლებს და
    ან­გე­ლო­ზებს, ზამ­თ­რის­თ­ვის ორმ ცე­ლავ­დ­ნენ ცის ბა­ლახს…
    ორი ფრთა და წე­რი­ლე­ბის ორი დას­ტა
    მო­ზო­მი­ლად მოძ­რა­ობ­და და მხო­ლოდ ხან­და­ხან
    ცვი­ო­და თოვ­ლის და­მა­ტე­ბად დე­და­მი­წა­ზე
    ღე­რა-ღე­რა ბუმ­ბუ­ლი და კონ­ვერ­ტი…

    მე, ამ ამ­ბის მთხრო­ბელ­მა,
    სწო­რედ დღეს მი­ვი­ღე ეს იშ­ვი­ა­თი კო­რეს­პონ­დენ­ცი­ე­ბი
    და შე­ვე­ცა­დე, მათ ჭეშ­მა­რიტ,
    და არა შემ­თხ­ვე­ვით ად­რე­სა­ტად წარ­მო­მედ­გი­ნა თა­ვი,
    სა­ნამ ის­ი­ნი, ფან­ტე­ლებს შო­რის არ­ე­ულ­ნი,
    სა­ბო­ლო­ოდ და­მად­ნე­ბოდ­ნენ თავ­ზე…

    უმც­როს­კ­ლა­სე­ლის სას­თუ­მა­ლი

    და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე რომ დავ­დე თა­ვი,
    ჩე­მი სა­თა­მა­შო ცხე­ნი მე­სიზ­მ­რა, რო­მელ­საც ვუთხა­რი:
    მო­ვა დრო, რო­ცა შენ­გან მხო­ლოდ ჩლი­ქი დარ­ჩე­ბა
    და ჩემ­გან მხო­ლოდ მენ­ჯი,
    ხო­ლო იმ ზონ­დის­თ­ვის, რო­მე­ლიც დღეს სკო­ლა­ში გა­და­მაყ­ლა­პეს,
    აღ­არ იარ­სე­ბებს გზა, ჩემს სხე­ულ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ.

    და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე რომ დავ­დე თა­ვი,
    თმა მო­ხუ­ცი­ვით გა­მი­თეთ­რ­და იმ ცარ­ცი­სა­გან,
    რომ­ლი­თაც ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი
    დღეს სკო­ლა­ში მა­წე­რი­ნებ­და ზმნებს:
    “ამ­ო­ვარ­დ­ნა, გად­მო­ყუ­დე­ბა, გა­ყურ­ს­ვა, დახ­რა…”
    და მა­ვა­ლებ­და მათ უღ­ლე­ბას და­უს­რუ­ლებ­ლად,
    თით­ქ­მის სიკ­ვ­დი­ლამ­დე.

    და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე რომ დავ­დე თა­ვი,
    გა­მახ­სენ­და მე­ო­რე, ოდ­ნავ უფ­რო პა­ტა­რა, ვარ­დის­ფე­რი ბა­ლი­ში,
    რომ­ლი­თაც დღეს ნი­ნო ცო­მაია შლი­და
    მის მი­ერ გა­მოყ­ვა­ნილ არ­ით­მე­ტი­კის ამ­ო­ცა­ნებს
    და მო­მინ­და,
    ეს ბა­ლი­ში მი­ეტყუ­პე­ბი­ნა ჩე­მი ბა­ლი­შის­თ­ვის
    და თა­ვი­სი ბაფ­თი­ა­ნი თა­ვი ჩა­მო­ე­დო ზედ.

    ჩვე­ნი საკ­ლა­სო ოთ­ა­ხის ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე
    კაკ­ტუ­სე­ბი ალ­ა­გია და მო­რი­გე­ე­ბი ყო­ველ დი­ლით რწყა­ვენ მათ.
    ჩვე­ნი სკო­ლა წი­თე­ლი კრა­მი­ტი­თაა გა­და­ხუ­რუ­ლი და
    ამ­ი­თი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სხვა, ბრტყელ­სა­ხუ­რა­ვი­ა­ნი, რუ­ხი სკო­ლე­ბის­გან.
    ზა­რი რო­ცა ირ­ე­კე­ბა,
    ყვე­ლა­ნი გა­მოვ­რ­ბი­ვართ და ვცდი­ლობთ,
    ერთ­მა­ნეთს და­ვას­წ­როთ მო­ა­ჯირ­ზე შეხ­ტო­მა და ჩა­მოს­რი­ა­ლე­ბა.
    ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლია,
    რო­მე­ლიც, თუ ფან­ქა­რი ან ცარ­ცი არ უჭ­ი­რავს ხელ­ში,
    აუც­ი­ლებ­ლად კრი­ა­ლო­სანს მარ­ც­ვ­ლავს და
    თა­ვის­თ­ვის ბუტ­ბუ­ტებს რა­ღა­ცას.

    სწო­რედ მას მო­ვუყ­ვე­ბი მე ხვალ,
    თუ რა უც­ნა­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი და­მე­უფ­ლა,
    რო­ცა და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე დავ­დე თა­ვი და
    ხან სა­თა­მა­შო ცხენს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და
    ხან ნი­ნო ცო­მა­ი­ას ვნატ­რუ­ლობ­დი ჩემს გვერ­დით.

    ვინ იც­ის, იქ­ნებ ჩემ­მა ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­მა
    ქარ­ბორ­ბა­ლას, სერ­ვი­სის და მსგავ­სი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის ნაც­ვ­ლად,
    და­ფის საწ­მენდ ბა­ლიშ­ზე და­დე­ბუ­ლი თა­ვე­ბის
    და­ხატ­ვა მას­წავ­ლოს.

    © “არილი”

  • ესე

    დავით ზურაბიშვილი

    თა­ვი­სუფ­ლე­ბის საფ­რ­თხო­ბე­ლა

    (იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბი, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­დი­კა­ტო­რი)

    სექ­ტან­ტო­ბის მო­ძა­ლე­ბის გა­მო ისე ხში­რად და ისე ემ­ო­ცი­უ­რად გამო­ხა­ტა­ვენ შეშ­ფო­თე­ბას არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის, არ­ამედ სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპ­ო­ზი­ცი­ი­სა და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის იერ­არ­ქე­ბი, გა­უც­ნო­ბიერ­ე­ბელ ად­ა­მი­ანს შე­საძ­ლოა მარ­თ­ლაც ეგ­ო­ნოს, რომ ქვე­ყა­ნას რა­ღაც უბ­ე­დუ­რე­ბა ემუქ­რე­ბა. არ­ა­და, თუ­კი რა­ი­მე უბ­ე­დუ­რე­ბის მსგავ­სი ხდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეს სწორედ ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი ის­ტე­რიაა. ის­ტე­რია, რო­მე­ლიც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბი­სა და ქართვე­ლო­ბის სა­ხე­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მო­ტი­ვე­ბი სულ სხვაა. ეს ის კლა­სი­კუ­რი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს არა იმ­ას, თუ რა გზაა არ­ჩე­უ­ლი, არ­ა­მედ იმ­ას, რაც ამ გზის არ­ჩე­ვის­კენ გი­ბიძ­გებს.

    იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა შვი­დი მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა

    ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი აჟ­ი­ო­ტა­ჟის მთა­ვა­რი “ბო­რო­ტი,” რა­ღა თქმა უნ­და, იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა სექ­ტაა. მათ მი­მართ ყვე­ლა­ზე ხში­რია ბრალ­დე­ბე­ბი, მათზე ბევ­რი იწ­ე­რე­ბა პრე­სა­ში, მათ შე­სა­ხებ ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ ტრი­ბუ­ნი­დან. და რამდე­ნა­დაც ყვე­ლა სხვა რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მი­მარ­თაც პრაქ­ტი­კუ­ლად იგ­ივე ბრალ­დე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ამ­ი­ტომ მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი კამპა­ნი­ის სა­კითხს სწო­რედ ან­ტი­ი­ე­ღო­ვის­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლავთ.

    მა­ინც, რაა ას­ე­თი იეღ­ო­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის და რაა დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თ­ველო იეღ­ო­ვე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში? რა­შია პრობ­ლე­მის არ­სი?

    არ­ის აზ­რი, რომ პრობ­ლე­მა თვით ამ სექ­ტის არ­სე­ბო­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ეს აზ­რი საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია. ძა­ლი­ან მოკ­ლედ, იეღ­ო­ველ სექ­ტან­ტ­თა პრობ­ლე­მის წარმოდ­გე­ნა შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თოთ გუ­რამ შა­რა­ძის ცნო­ბი­ლი სარ­ჩე­ლის ფორ­მუ­ლირებ­ით, სა­დაც იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და­ხა­სი­ა­თე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ან­ტიმარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი და ან­ტი­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი.

    თუ უფ­რო და­ვა­კონ­კ­რე­ტებთ, ეს უწ­მინ­დუ­რი ტრი­ა­და შვიდ მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბელ ცოდ­ვად ჩამ­ო­ყა­ლიბ­დე­ბა. კერ­ძოდ, ამ სექ­ტის მი­მართ სის­ტე­მა­ტუ­რად და სხვა­დას­ხ­ვა ვა­რიაცი­ით მე­ორ­დე­ბა შემ­დე­გი ბრალ­დე­ბე­ბი:

    იეღ­ო­ველ­თა სწავ­ლე­ბა არ­ასწო­რია. ის­ი­ნი უარ­ყო­ფენ წი­ნა­პარ­თა რჯულს და ამ­ით შე­უ­რაცხ­ყო­ფას აყ­ე­ნე­ბენ ჩვენს მა­მა-პა­პა­თა თავ­და­დე­ბულ ბრძო­ლას სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის სიწ­მინ­დის­თ­ვის.
    ფი­ნან­ს­დე­ბი­ან საზ­ღ­ვარ­გა­რე­თი­დან
    შე­მო­აქვთ და ავრ­ცე­ლე­ბენ მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე გამო­ცე­მულ პრო­პა­გან­დის­ტულ ლი­ტე­რა­ტუ­რას
    აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ გა­უთ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ად­ა­მი­ა­ნების ჩათ­რე­ვას სექ­ტა­ში.
    შე­მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი არ­ი­ან და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ვა­ლებებს ას­რუ­ლე­ბენ
    არ მი­დი­ან ჯარ­ში
    უარს ამ­ბო­ბენ სის­ხ­ლის გა­დას­ხ­მა­ზე
    ეს არ­ის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა, რა­საც გა­მოთქვამ­ენ ხოლ­მე იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბის ან­ტი­მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი, ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი და ანტი­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად. არ­ცერ­თი ბა­რალ­დე­ბით მეტი და არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბით ნაკ­ლე­ბი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ არ­გუ­მენ­ტე­ბი­დან გა­მომდი­ნა­რე ერთ­ნი ით­ხო­ვენ სექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბის შეზ­ღუდ­ვას, ზო­გი­ერ­თე­ბი კი სა­ერთოდ აკრ­ძალ­ვას.

    სა­ნამ უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით შე­ვე­ხე­ბო­დეთ ან­ტი­ი­ე­ღო­ვის­ტუ­რი (და სა­ერ­თოდ ან­ტი­სექტან­ტუ­რი) კამ­პა­ნი­ის არსს, სა­თი­თა­ოდ გან­ვი­ხი­ლოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი.

    ცოდ­ვა პირ­ვე­ლი: რჯუ­ლის­მი­ე­რი

    და­ვიწყოთ ან­ტი­მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რით. რას ნიშ­ნავს ეს? თუ აქ იგულის­ხ­მე­ბა ის­ე­თი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­ურ მოძღ­ვ­რე­ბებს შო­რის მარ­ტო (ან განსა­კუთ­რე­ბით) მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი აღმ­სა­რებ­ლო­ბის მი­მარ­თაა აგ­რე­სი­უ­ლი, ას­ე­თი რე­ლი­გია და სექ­ტა არც ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს და არც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ხო­ლო თუ ან­ტიმარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბა­ში იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა ის, რომ იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბის რე­ლი­გი­უ­რი წარმოდ­გე­ნე­ბი არ ემთხ­ვე­ვა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურს, მა­შინ ამ ლო­გი­კით სა­ერ­თოდ ყველა სხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვარ­თა აკრ­ძალ­ვა ან შეზ­ღუდ­ვა უნ­და მო­ვითხო­ვოთ, რამ­დენად­აც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი აღმ­სა­რებ­ლო­ბის პო­ზი­ცი­ი­დან ყვე­ლა სხვა რე­ლი­გია “არ­ას­წო­რია.”

    რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხე­ლო­ვან წი­ნაპ­რებ­თან, ქარ­თ­ვე­ლებს ომ­ის გა­დახ­და ყვე­ლა­ზე ხშირად მუს­ლი­მე­ბის (არ­ა­ბე­ბი, სპარ­სე­ლე­ბი, თურ­ქე­ბი) წი­ნა­აღ­მ­დეგ უხ­დე­ბო­დათ, ხო­ლო ყვე­ლა­ზე ცხა­რე ღვთის­მეტყ­ვე­ლურ დე­ბა­ტებს გრი­გო­რი­ა­ნელ სომ­ხებ­თან მარ­თავდნენ. ამ­ი­ტომ თუ­კი ვინ­მეს ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ წი­ნა­პარ­თა სის­ხ­ლი უხ­მობს, აგ­ერ და­ე­რიოს სომ­ხებს და აზ­ერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, ან წა­ვი­დეს და პუ­ტი­ნის ბი­ჭებს მი­ეხ­მა­როს ჩეჩენი მო­სახ­ლე­ო­ბის ჟლეტ­ვა­ში. ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ხომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­შიც იბრძოდ­ნენ, პუ­ტი­ნის წი­ნაპ­რებ­თან ერ­თად.

    ცოდ­ვა მე­ო­რე: ფი­ნან­სუ­რი

    ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია ერ­თი რუ­დი­მენ­ტულ ტენ­დენ­ცია: რა­ხან იყო დრო, რო­დე­საც საზ­ღ­ვარ­გა­რე­თი­დან და­ფი­ნან­სე­ბა საზ­ღ­ვარგა­რე­თუ­ლი ფუ­ლით სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი იყო, ახ­ლაც, დი­დის ამ­ბით გვამ­ც­ნო­ბენ ხოლმე, რომ ამა და ამ და­კა­ვე­ბუ­ლის ბი­ნი­დან ამ­ო­ღე­ბულ იქ­ნა უც­ხო­უ­რი ვა­ლუ­ტა. რა­ტომ ამ­ო­ი­ღეს და რის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. მთა­ვა­რია ფუ­ლის არ­ა­ქარ­თუ­ლი წარმო­მავ­ლო­ბა. ზუს­ტად იგ­ი­ვეა, რო­ცა იეღ­ო­ვე­ლე­ბის უც­ხო­ე­თი­დან და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ლაპ­ა­რა­კო­ბენ.

    რო­დემ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს­ეგ­ვა­რი აბ­სურ­დი, არ­ა­ვინ იც­ის. საზ­ღ­ვარ­გა­რე­თი­დან დაფი­ნან­სე­ბა კრი­მი­ნა­ლი არ არ­ის., მდი­და­რი და შეძ­ლე­ბუ­ლი იეღ­ო­ვე­ლი კი სა­ქარ­თ­ველოში ჯერ არ­ა­ვის უნ­ა­ხავს და მხო­ლოდ ლე­გენ­დე­ბი და­დის გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო მარ­თ­ლ­მა­დიდე­ბე­ლი მრევ­ლის ფუ­ლით (მოქ­რ­თამ­ვით) გა­ი­ე­ღო­ვე­ლე­ბა­ზე.A

    გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რის მი­უ­ხე­და­ვად, არ­ა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი შე­საძლებ­ლო­ბე­ბი ამ სექ­ტას არ გა­აჩ­ნია. მდიდ­რე­ბიც და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბიც სა­ქართველ­ო­ში ძი­რი­თა­დად სულ ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ნათ­ლუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი არ­ი­ან. აბა, სი­გა­რე­ტის და ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­ში იეღ­ო­ვე­ლებს არ­ა­ვინ აჭ­ა­ჭა­ნებს, მი­ნის­ტ­რი არა გვყავს იეღ­ო­ვას მოწ­მე და დე­პუ­ტა­ტი. არც გამ­გე­ბე­ლი გა­მი­გია მა­გა­თი საძ­მო­დან, არც ქალა­ქის მე­რი, არც დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და არც გუ­ბერ­ნა­ტო­რი. თუ­კი ვინ­მე იეღ­ო­ვე­ლებს უერთ­დე­ბა, ეს ფუ­ლის გუ­ლის­თ­ვის არ ხდე­ბა და ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის იმ­ან, ვინც ყვე­ლა­ზე მეტს ყვი­რის იეღ­ო­ვუ­რი კა­პი­ტა­ლის ექს­პან­სი­ა­ზე.

    ცოდ­ვა მე­სა­მე: პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი

    არ­ა­ნაკ­ლებ აბ­სურ­დუ­ლია და იდ­ი­ო­ტიზ­მის ზღვა­რამ­დე მი­დის იეღოველ­თა სიმ­დიდ­რი­სა და სხვა შავ­ბ­ნელ საქ­მე­თა დას­ტუ­რად ის­ე­თი არ­გუ­მენ­ტის მოყვა­ნა, რო­გო­რი­ცაა “მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შემოტ­ა­ნა და გავ­რ­ცე­ლე­ბა.”L

    ჯერ ერ­თი, მად­ლო­ბა ღმერთს, ეს კრი­მი­ნა­ლად არ ითვ­ლე­ბა და არც უნ­და ითვ­ლე­ბო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­მო­ტა­ნი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის “მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი დო­ნეს,” რო­მე­ლიც ისე აღ­ი­ნიშ­ნე­ბა, თით­ქოს რა­ღაც სამ­ხილ­ზე იყ­ოს ლა­პა­რა­კი, ამა სიტყ­ვი­სა წარ­მომთქმელ­მა დროა იც­ო­დეს: და­ბალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნე­ზე წიგ­ნი მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იბეჭ­დე­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შიმ­ში­ლი და ინ­ფექ­ცია მძვინ­ვარებს. ის, რა­საც ჩვენ­თან “მა­ღალ პო­ლიგ­რა­ფი­ულ დო­ნეს” უწ­ო­დე­ბენ, გან­ვი­თა­რე­ბულ (და ბევრ არც­თუ ძლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბულ) სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტან­დარ­ტია.

    ცოდ­ვა მე­ოთხე: მოქ­მე­დე­ბი­თი

    იეღ­ო­ველ­თა აქ­ტი­უ­რო­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი ძმის საძ­მო­ში გად­მო­ბი­რების მიზ­ნით, მა­თი მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი სტუმ­რო­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია. ამ­ის გამო ის­ი­ნი ბევრს არ უყ­ვარს, მაგ­რამ სიმ­პა­ტია-ან­ტი­პა­ტია ერ­თია და, სულ სხვაა, როცა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­მარ­თავ: არ­ი­ქა გვიშ­ვე­ლე რა­მე, თო­რემ ყვე­ლას გაგ­ვა­ი­ე­ღო­ველე­ბე­ნო!

    პრო­პა­გან­და და მი­სი­ო­ნე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­ის­თ­ვის და­მა­ხასიათ­ე­ბე­ლია. უშ­უ­ა­ლოდ იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა მხრი­დან არ­ა­სო­დეს ჰქო­ნია ად­გი­ლი არ­ანაირ ძა­ლა­დო­ბას, მა­თი მო­რა­ლუ­რი კრე­დო უკ­ი­დუ­რე­სად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია და არ­ა­ვის არ­ას­დ­როს სმე­ნია რა­მე იეღ­ო­ველ­თა გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბა­ზე. მო­ითხო­ვო რო­მე­ლი­მე აღმ­სარებ­ლო­ბის შეზ­ღუდ­ვა იმ­ის გა­მო, რომ მი­სი მიმ­დევ­რე­ბი კარ­და­კარ და­დი­ან და ხალხთან სის­ტე­მა­ტუ­რი ლა­პა­რა­კი არ ეზ­ა­რე­ბათ – ან ფა­შის­ტი უნ­და იყო, ან კო­მუ­ნის­ტი. “აირ­ჩიე, ქარ­თ­ვე­ლო ერო!”

    ცოდ­ვა მე­ხუ­თე: აგ­ენ­ტუ­რუ­ლი

    ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლად სა­სა­ცი­ლოა იმ­ის მტკი­ცე­ბა, რომ იეღ­ო­ვას მოწ­მეები უც­ხო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ, რად­გან სექ­ტის მი­სი­ონერ­თა ან­კე­ტე­ბი თურ­მე სა­ეჭ­ვოდ წა­ა­გავს სპეც­სამ­სა­ხუ­რის დო­სი­ე­ებს.

    აქ მე ლა­პა­რა­კი არა მაქვს იმ პა­რა­ნო­ი­კებ­ზე, ვინც სე­რი­ო­ზუ­ლად ამტ­კი­ცებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გარ­ყ­ვ­ნა-გა­თახ­სი­რე­ბა ამ­ე­რი­კის (მა­სო­ნე­ბის) პო­ლი­ტი­კაა და ამ მიზნით შე­მოგ­ვი­სი­ეს სექ­ტან­ტე­ბი. მათ­თან კა­მათს აზ­რი არა აქვს. ხო­ლო ვი­საც ოდნავ მა­ინც შერ­ჩა სა­ღი აზ­რი, სა­ნამ მსგავს რა­მეს იტყ­ვის, ერთ კითხ­ვას უპ­ა­სუ­ხოს: ის­ე­თი რა სამ­ხედ­რო-სტრა­ტე­გი­უ­ლი თუ კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნ­და მო­ი­პო­ვონ იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გინდ ამ­ე­რი­კის “ცე­რე­უმ,” გინდ ინგ­ლისის “ინ­ტე­ლი­ჯენს სერ­ვის­მა,” გინდ საფ­რან­გე­თის “მე­ო­რე ბი­უ­რომ,” გინდ რუ­სე­თის “ფე­ეს­ბემ” გინდ ის­რა­ე­ლის “მო­სად­მა” და გინდ რო­მე­ლიც გნე­ბავთ ქვეყ­ნის სპეც­სამსა­ხურ­მა?

    რა ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ის­ე­თი, ნე­ბის­მი­ერ­მა მო­ქა­ლა­ქემ რომ არ იც­ო­დეს? ნების­მი­ე­რი უბ­ნის ბირ­ჟა­ზე გეტყ­ვი­ან რო­მე­ლი ყა­ჩა­ღი ჩი­ნოვ­ნი­კი ვის წილ­შია. ახ­ლა, ატ­ო­მურ ბომბს თუ ვამ­ზა­დებთ ჩუმ­ჩუ­მად, ან გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში ვა­ტა­რებთ აკრძა­ლულ ექს­პე­რი­მენ­ტებს, არა მგო­ნია ამ­ის გა­სარ­კ­ვე­ვად იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბი დაჭირ­დეს ვინ­მეს.

    ან­კე­ტე­ბი კი, რო­გორც ას­ე­თი, ყვე­ლა ერთ­მა­ნეთს ჰგავს. ეს ისე, სხვა­თა შო­რის..

    ცოდ­ვა მე­ექ­ვ­სე: პა­ცი­ფის­ტუ­რი

    თა­ვის­თა­ვად ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის­ი­ნი, ვინც იეღ­ო­ვას მოწ­მე­ებს სა­ტა­ნის მოც­ი­ქუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, ჯარ­ში წას­ვ­ლა­ზე თუ მიდ­გა საქ­მე, რა­ტომ­ღაც და­უ­ო­კე­ბელი სურ­ვი­ლით აღ­ინ­თე­ბი­ან, რო­გორ­მე ტან­კ­ში ჩას­ვან ეს ღვთის პი­რი­დან გა­და­ვარდნილ­ე­ბი და ავ­ტო­მა­ტი მის­ცენ ხელ­ში. არ­გუ­მენ­ტი: ხომ შე­იძ­ლე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხური­დან თა­ვის არ­ი­დე­ბის მიზ­ნით ქარ­თ­ვე­ლებ­მა მა­სი­უ­რად და­იწყონ გა­ი­ე­ღო­ვე­ლე­ბა? რა ეშ­ვე­ლე­ბა მა­შინ ჩვენს სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას და ვინ­ღა და­ი­ცავს სამ­შობ­ლოს?

    ამ­ის­თა­ნა “რკი­ნის არ­გუ­მენ­ტის” გა­გო­ნე­ბა­ზე კაცს სრუ­ლი უმ­წე­ო­ბის განცდა გე­უფ­ლე­ბა. რა გინ­და რომ თქვა? რო­გორც ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ: სი­სუ­ლე­ლის წი­ნა­შე თვით ღმერ­თე­ბიც უძ­ლურ­ნი არ­ი­ან.

    არ­ა­და თუ­კი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში ვინ­მეს წას­ვ­ლა არ უნ­და, ამ­ის­თ­ვის იეღ­ო­ვას მოწ­მე­ო­ბა სუ­ლაც არ არ­ის სა­ჭი­რო. მომ­ქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ნე­ბის­მი­ერ (ნე­ბისმიერ!) ად­ა­მი­ანს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი (ნე­ბის­მი­ე­რი!) მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლობ­რი­ვი მო­ტივით არ წა­ვი­დეს ჯარ­ში და მო­ითხო­ვოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი. სა­ხელ­მ­წი­ფო ვალდე­ბუ­ლია მი­სი მოთხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. თუ­კი აქ­ამ­დე ვერ მო­ხერ­ხ­და ალ­ტერ­ნატიული სამ­სა­ხუ­რის შექ­მ­ნა, ეს ხალ­ხის ბრა­ლი არაა. კე­თი­ლი ინ­ე­ბოს სა­ხელ­მ­წი­ფომ და შექ­მ­ნას. ხელს არ­ა­ვინ უშ­ლის. ისე, ჯარ­ში წას­ვ­ლა­ზე არც მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქართვე­ლე­ბი იკ­ლა­ვენ თავს. და სა­ერ­თოდ, ეს სულ სხვა პრობ­ლე­მაა და რე­ლი­გია აქ საერთოდ არ­ა­ფერ შუ­ა­შია.

    აქ­ვე მინ­და ერ­თი კითხ­ვა დავ­ს­ვა: სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა კი იმ კა­ცის რე­ლი­გი­უ­რო­ბაზე ლა­პა­რა­კი, ვინც სა­კუ­თარ მრწამსს უარ­ყოფს, ოღ­ონდ ჯარ­ში არ წა­ვი­დეს? თუმ­ცა ასეთი წვრილ­მა­ნე­ბი რა მო­სა­ტა­ნია, რო­ცა საქ­მე ქარ­თ­ველ­თა სუ­ლის ხსნას ეხ­ე­ბა? არ უნ­დათ და ძა­ლად ვაცხო­ნებთ! აკი წე­რილ არს:

    ******** ***** ******* ************ * ***!

    ცოდ­ვა მეშ­ვი­დე: სის­ხ­ლის­მი­ე­რი

    ას­ე­ვე სრუ­ლი აბ­სურ­დია ამ­ხე­ლა აჟ­ი­ო­ტა­ჟის ატ­ეხ­ვა სის­ხ­ლის გადაუსხ­მე­ლო­ბის გა­მო. ჯარ­ში წას­ვ­ლი­სა არ იყ­ოს, აქ­აც იეღ­ო­ვე­ლე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაზე ყვე­ლა­ზე მე­ტად ის­ი­ნი წუ­ხან, ვინც მათ არ­სე­ბო­ბა­საც კი და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნევს.

    რე­ლი­გია ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც არ­ა­ფერ შუ­ა­შია. რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა, ისე სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ცალ­სა­ხად ად­გენს: ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ოპ­ე­რა­ციაზე აუც­ი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის, ან თუ უგ­ო­ნო­დაა, მი­სი ახ­ლო­ბე­ლის თან­ხ­მო­ბა. თუ პაცი­ენ­ტი არ­ას­რულ­წ­ლო­ვა­ნია, მა­შინ მშობ­ლის ან მე­ურ­ვის თან­ხ­მო­ბაა სა­ჭი­რო. თუმცა, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუც­ი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა ვერ ხერ­ხ­დე­ბა გონ­და­კარ­გული პა­ცი­ენ­ტის ახ­ლობ­ლის მო­ძებ­ნა, ექ­იმს შე­უძ­ლია ოპ­ე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა.

    ას­ე­ვე, თუ მშო­ბელს არ უნ­და, მაგ­რამ ექ­ი­მი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ ოპ­ე­რა­ცი­ის გა­რეშე არ­ას­რუწ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტის სი­ცოცხ­ლეს რე­ა­ლუ­რი საფ­რ­თხე ემ­უქ­რე­ბა, ექ­ი­მი მიმ­არ­თავს სა­სა­მარ­თ­ლოს, ხო­ლო ექს­ტ­რე­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში კი მოქ­მე­დებს სა­კუ­თარი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ. ეს არ­ის და ეს.

    სა­სარ­გებ­ლოა ვი­ცო­დეთ

    ერ­თი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. და თუ­კი ერ­ოვ­ნულ-აპ­ო­კა­ლიფსუ­რი რი­ტო­რი­კის გა­რე­შე წარ­მოდ­გე­ნილ ამ არ­გუ­მენ­ტებს და­ვუ­მა­ტებთ იმ­ა­საც, რომ იეღ­ო­ვას მოწ­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სულ რაღაც 1%-საც (!!!) კი არ შე­ად­გენს, თით­ქოს ნე­ბის­მი­ე­რი გო­ნი­ე­რი ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის, გა­ნურჩევ­ლად მი­სი აღმ­სა­რებ­ლო­ბი­სა, ცხა­დი უნ­და გახ­დეს: ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვის ატ­ეხ­ვა “იეღ­ო­ვის­ტუ­რი საფ­რ­თხის” გარ­შე­მო აშ­კა­რად გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. უფ­რო მე­ტიც: არ­ა­ვითარი ამგ­ვა­რი “საფ­რ­თხე” არ არ­სე­ბობს და მთე­ლი ეს აურ­ზა­უ­რი სულ სხვა სიმ­პ­ტო­მებზე მი­უ­თი­თებს.

    სა­ნამ ამ სიმ­პ­ტო­მებს შე­ვე­ხე­ბო­დე, ვი­ღაც შა­რი­ან­მა (უკ­აც­რა­ვად უნ­ებ­ლიე კა­ლამბუ­რის­თ­ვის! დ. ზ.) სექ­ტან­ტო­ბის პრო­პა­გან­და რომ არ დამ­წა­მოს, აუც­ი­ლებ­ლად მი­მაჩნია გა­ვიხ­სე­ნოთ რამ­დე­ნი­მე ბა­ნა­ლუ­რი, მაგ­რამ ჩვე­ნი უკ­უღ­მარ­თი დრო­ე­ბის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­სი­ო­მა:

    ა) სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცია აღ­ი­ა­რებს სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და და­უშ­ვებლად მი­იჩ­ნევს რე­ლი­გი­უ­რი პრო­პა­გან­დის შეზ­ღუდ­ვას. კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში მკა­ფი­ო­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ დას­ჯა­დია მხო­ლოდ ის­ე­თი მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ქვეყნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, მიზ­ნად ის­ა­ხავს ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით შუღ­ლის ჩა­მოგ­დე­ბას, აგ­რეთ­ვე კონ­ს­ტი­ტუ­ციური წყო­ბის ძა­ლა­დო­ბით დამ­ხო­ბას.

    N.B. ჩე­მის აზ­რით, კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი ცო­ტა და­ზუს­ტე­ბას კი მო­ითხოვს, რად­გან დას­ჯა­დი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს მხო­ლოდ ის­ე­თი მო­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბის საფ­რ­თხეს. თო­რემ ასე, თვე­ო­ბით პენ­სი­ის მომ­ლო­დი­ნე მო­ხუ­ცი რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­უ­კურ­თხებს ტრო­ლე­ი­ბუს­ში: ყვე­ლა­ნი და­სახ­ვ­რე­ტე­ბი არ­ი­ა­ნო, მა­საც შე­იძ­ლე­ბა მი­უ­ყე­ნო ძა­ლა­დო­ბით დამ­ხო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა.

    ბ) არ­სე­ბო­ბის და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა აქვს არა მარ­ტო ის­ეთ აზრს (იდ­ე­ას, დოქ­ტ­რი­ნას, სწავ­ლე­ბას), რო­მე­ლიც მე მომ­წონს და ჩემ­თ­ვის მი­სა­ღე­ბია, არამედ ის­ეთ­საც, რო­მე­ლიც სრუ­ლე­ბით არ მომ­წონს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს არის სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პის ან­ა­ბა­ნა. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცის­თ­ვის თა­ვად ეს პრინ­ცი­პია პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, რო­გორც იყო, ვთქვათ, საბ­ჭო­თა კავ­შირში ან­და ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში, მაგ­რამ რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო აღ­ი­ა­რებს სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც ფუნ­და­მენ­ტურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, იგი უბ­რა­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბის უფ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი აზრი. დას­ჯა­დი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს მხო­ლოდ ქმე­დე­ბა და არა მო­საზ­რე­ბა.

    გ) რო­დე­საც აღ­ი­ა­რებ სხვის უფ­ლე­ბას თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტოს შენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბელი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ამ­ით, პირ­ველ რიგ­ში, იც­ავ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­უზ­ღუ­და­ვად გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას. წე­სი ყვე­ლას­თ­ვის ერ­თი უნ­და იყ­ოს. ეს არის რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცი­ვი­ლუ­რო­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ნიშანი

    წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ე. წ. ჰო­ტენ­ტო­ტურ ლო­გი­კას­თან. ეს ტერმინი წარ­მო­იშ­ვა მას შემ­დეგ. რაც ამ აფ­რი­კუ­ლი ტო­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შე­კითხვაზე, რა არ­ის სი­კე­თე და ბო­რო­ტე­ბა, უპ­ა­სუ­ხა: ბო­რო­ტე­ბაა, რო­დე­საც მე­ზო­ბე­ლი შე­მომი­ვარ­დე­ბა სახ­ლ­ში, გამ­ლა­ხავს, გამ­ძარ­ც­ვავს და ცოლს გა­მი­უ­პა­ტი­უ­რებს, ხო­ლო სიკე­თე ისაა, რო­დე­საც მე შე­ვუ­ვარ­დე­ბი მე­ზო­ბელს, ვცემ, გავ­ძარ­ც­ვავ და მის ცოლს გავ­ა­უ­პა­ტი­უ­რებ.

    რო­გორც ჩანს, ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი კამ­პა­ნი­ის ჩვე­ნე­ბუ­რი მეს­ვე­უ­რე­ბი ამ ლო­გი­კაზე მაგ­რად დგა­ნან და სხვაგ­ვა­რად არ ძა­ლუძთ. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­თი უბ­ე­დუ­რებაა, მაგ­რამ არა მარ­ტო მა­თი.

    და­კარ­გუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს ძი­ე­ბა­ში

    აქ ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კითხ­ვა: კი, მაგ­რამ სად არ­ის სა­ხელმწი­ფო? რას აკ­ე­თებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმ­ის­თ­ვის, რა­თა და­იც­ვას მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­ს­ტიტუც­ი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბი, და­იც­ვას კა­ნო­ნი?

    საქ­მეც ის არ­ის, რომ ან­ტი­ი­ე­ღო­ვუ­რი კამ­პა­ნია, თა­ვი­სი არ­სით, არა მარ­ტო და არა იმდე­ნად ერ­თი მარ­გი­ნა­ლუ­რი, მცი­რე­რიცხო­ვა­ნი რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღმდე­გაა მი­მარ­თუ­ლი, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი ისაა, რომ არ ეზ­ა­რე­ბა კარ­დაკარ სი­ა­რუ­ლი და “სა­გუ­შა­გო კოშ­კის” უფ­ა­სოდ და­რი­გე­ბა. სა­კითხი ბევ­რად უფრო ღრმაა, ხო­ლო ტენ­დენ­ცია სა­გან­გა­შო.

    და­ვიწყოთ იმ­ით, თუ რო­გო­რია სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ზი­ცია ამ სა­კითხ­ში (ის, რომ სა­ხელმწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკა­ფი­ოდ და ცალ­სა­ხად უნ­და აფ­იქ­სი­რებ­დეს სა­კუ­თარ პო­ზი­ციას, მგო­ნი სა­დაო არ არ­ის). ჩა­მოვ­თ­ვა­ლოთ მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი. სულ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი.

    ა) დე­პუ­ტა­ტი გუ­რამ შა­რა­ძე, პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც და­უ­ფა­რა­ვად ეწ­ე­ვა ან­ტი­კონსტიტ­უ­ცი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას: მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აღ­ვი­ვებს კონ­ფ­ლიქტს რე­ლი­გი­ურ და ეთნი­კურ ნი­ა­დაგ­ზე, არ ერ­ი­დე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და სიც­რუ­ეს, არ­ა­თუ ის­ჯე­ბა, არ­ამედ ინ­იშ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თ­ვის მო­გო­ნილ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

    ბ) ეკ­ლე­სი­ი­დან გან­კ­ვე­თი­ლი ხუ­ცე­სი, ე. წ. გლდა­ნის ეპ­არ­ქი­ის წი­ნამ­ძღ­ვა­რი, ბა­სილი მკა­ლა­ვიშ­ვი­ლი და მი­სი მრევ­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ბევს სხვა­დას­ხ­ვა რე­ლი­გი­ური ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შეკ­რე­ბებს. ფა­ნა­ტი­კოს­თა ბრბო სამ­ლოც­ვე­ლო­ში უვ­არ­დე­ბა რელი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებს, აყ­ე­ნე­ბენ მათ სიტყ­ვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რაცხ­ყო­ფას. ამისთვის არ­ა­თუ არ­ა­ვინ ის­ჯე­ბა, არ­ა­მედ პი­რი­ქით: გლდა­ნის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცია ღი­ად და აშ­კა­რად მფარ­ვე­ლობს ან­ა­ფო­რი­ან ხუ­ლიგ­ნებს. სა­სა­მარ­თ­ლოც ყო­ველ­თ­ვის მო­ძალა­დე­ე­ბის მხა­რე­ზეა.

    გ) სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მა­ღალ და და­ბალ ჩი­ნო­სა­ნი მო­ხე­ლე­ე­ბი არაერთხელ გა­მო­სუ­ლან და სა­ჯა­როდ გა­ნუცხა­დე­ბი­ათ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო წინ უნ­და აღ­უდგეს სექ­ტე­ბის მო­ძა­ლე­ბას. ახ­ლა­ხან “ომ­ო­ნის” მი­ერ სას­ტი­კად იქ­ნა დარ­ბე­უ­ლი იეღ­ო­ვას მოწ­მე­თა შეკ­რე­ბა ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში, სა­დაც ეს რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზაცია კონ­გ­რე­სის ჩა­ტა­რე­ბას აპ­ი­რებ­და.
    დ) არ­ცერთ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, არ­ჩე­ულს თუ და­ნიშ­ნულს, არ­ცერ­თხელ არ გამო­უთ­ქ­ვამს თუნ­დაც უღ­იმ­ღა­მო პრო­ტეს­ტი არც შა­რა­ძის ან­ტი­კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ ქმე­დებე­ბის, არც ბა­სი­ლის­ტ­თა ხრო­ვის ექს­ტ­რე­მიზ­მის გა­მო.

    მარ­ტო ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­და­ნაც ჩანს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო არ­ა­ფერს აკ­ე­თებს რე­ლი­გიური ექს­ტ­რე­მიზ­მის აღ­საკ­ვე­თად. უფ­რო პი­რი­ქით: ხელს უწ­ყობს ექს­ტ­რე­მის­ტუ­ლი განწყო­ბი­ლე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას.

    ბუ­ნებ­რი­ვია, ის­მის კითხ­ვა: რა­ტომ? ას­ე­თი ან­ტი­სექ­ტან­ტუ­რი ექს­ტ­რე­მიზმს ხომ სხვა არ­ა­ფე­რი შე­დე­გი არ მო­აქვს გარ­და იმ­ი­სა, რომ ერ­თის მხრივ, წა­მე­ბუ­ლის იმ­იჯს უქმ­ნის დევ­ნილ ჯგუ­ფებს, მე­ო­რეს მხრივ კი ხელ­ყოფს ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრესტიჟს. მაშ, რა­ტომ არ ას­რუ­ლებს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რაც მას აღ­ე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე?

    კონ­ფორ­მის­ტი, ანუ პრაგ­მა­ტიზ­მი ქარ­თუ­ლად
    საქ­მე ისაა, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან ანგარ­იშს უწ­ევს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს, ან ცდი­ლობს ით­ა­მა­შოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის განწყობ­ა­ზე, ან ორ­ი­ვეს ერ­თად აკ­ე­თებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ფაქ­ტო­რი, პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს კი­დევ არ არ­ის მთა­ვა­რი უბ­ე­დუ­რე­ბა.

    არა იმ­დე­ნად პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი, არ­ა­მედ ჯერ კი­დევ დიდ­წი­ლად საბ­ჭო­უ­რი ქარ­თუ­ლი საზო­გა­დო­ე­ბის უბ­ე­დუ­რე­ბა ისაა, რომ ჩვენ უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ტანთ პლუ­რა­ლიზმს. უც­ხო სიტყ­ვაა, ძნე­ლად გა­მო­სათ­ქ­მე­ლი და კი­დევ უფ­რო ძნე­ლად გა­სა­თა­ვი­სე­ბე­ლი. ტრა­დიცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ტო­ლე­რან­ტიზ­მით და მე­ი­დან­ზე მე­ჩეთ-სი­ნა­გო­გა-ეკ­ლე­სი­ის თა­ნაარსე­ბო­ბით თავ­მო­წო­ნე­ბა მხო­ლოდ შირ­მაა. რე­ა­ლუ­რად კი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ში მძლავ­რობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის (აზ­რის, სწავ­ლე­ბის, მოძღ­ვ­რე­ბის) აუტ­ან­ლო­ბა და შე­უწყნა­რებ­ლო­ბა.

    მო­ვიყ­ვა­ნოთ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი:

    ა) სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია, სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ხით, მარ­თა­ლია სიტყ­ვიერად ემ­იჯ­ნე­ბა მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის ექს­ტ­რე­მის­ტებს, სა­მა­გი­ე­როდ ღი­ად უჭ­ერს მხარს გუ­რამ შა­რა­ძეს და პირ­და­პირ მო­ითხოვს სექ­ტე­ბის აკრ­ძალ­ვას ან შეზ­ღუდ­ვას.

    ბ) გუ­რამ შა­რა­ძის, ბა­სი­ლი მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის და ძმა­თა მის­თა სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ კრინტიც არ­ას­დ­როს და­უძ­რავს არ­ცერთ (sic!) ოპ­ო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას. სა­მა­გი­ე­როდ ოპ­ო­ზიცი­ის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი (მა­გა­ლი­თად, ირ­ი­ნა სა­რიშ­ვი­ლი) ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობს სექტე­ბის მომ­რავ­ლე­ბის მი­თი­ურ საფ­რ­თხე­ზე.

    გ) ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თა აზრს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ანგა­რიშს უწ­ევს, ან და­უ­ფა­რა­ვად მხარს უჭ­ე­რენ ან­ტი­სექ­ტან­ტურ ვაკ­ხა­ნა­ლი­ას, ან ჩუ­მად არ­ი­ან. თი­თო-ორ­ო­ლა გა­მო­ნაკ­ლი­სი სა­ერ­თო სუ­რათს არ ცვლის.

    დ) ქარ­თულ მას­მე­დი­ა­ში აშ­კა­რად ჭარ­ბობს ფსევ­დო­ნე­იტ­რა­ლუ­რი და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი უბ­რა­ლოდ ექს­ტ­რე­მის­ტუ­ლი და შო­ვი­ნისტური პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი.

    ასე, რომ თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, სა­ნუ­გე­შოს ვე­რა­ფერს ვიტყვით. ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ღი აზ­რის დე­ფი­ცი­ტი, ზნე­ობ­რივ კრი­ტე­რი­უმ­თა სრუ­ლი აღრევა, ბუ­ნებ­რი­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ფორ­მიზმს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მთავ­რო­ბა­ში და პარ­ლა­მენ­ტ­შიც ქარ­თ­ვე­ლე­ბი ზი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა (იგ­უ­ლის­ხ­მე­ბა როგორც პრე­ზი­დენ­ტი, ისე პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა) მი­იჩ­ნევს, რომ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ით დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა, რაც ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში სექ­ტანტებ­ის (და სექ­ტან­ტო­ბის) დაც­ვას­თან იგ­ივ­დე­ბა, არ­ა­პო­პუ­ლა­რუ­ლი და წამ­გე­ბი­ა­ნია. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრაგ­მა­ტუ­ლია. ქარ­თუ­ლად პრაგ­მა­ტუ­ლი, რა­ღა თქმა უნ­და, რაც სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა ელ­ე­მენ­ტა­რუ­ლი კონ­ფორ­მიზ­მი.

    ქარ­თ­ველ­თა ში­ში თავის­უფ­ლე­ბის წი­ნა­შე.

    სწო­რედ აქაა ძაღ­ლის თა­ვი და­მარ­ხუ­ლი. ჩვენ­თან ად­ა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს სრუ­ლიად კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, იმ­ავ­დ­რო­უ­ლად გარ­ყ­ვ­ნი­ლი, მატყუ­ა­რა, გა­დამ­გ­დე­ბი და მას არანა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მ­ნე­ბა არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, არც კა­რი­ე­რა­ში. მაგ­რამ საკ­მა­რი­სია ვინ­მეს სიტყ­ვა დას­ც­დეს ნა­ცემ-დარ­ბე­ულ იეღ­ო­ველ­თა და­სა­ცა­ვად, რომ ის ლა­მის ერ­ის მტრად გა­მოცხად­დე­ბა. ამ­ი­ტო­მა­ცაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სინ­დისის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და ად­ა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე თავს არ­ა­ვინ გა­მო­ი­დებს. იქ ორი თავი არ­ა­ვის აქვს.

    დღე­ვან­დე­ლი სო­ცი­ალ-ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქატ­რ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა უკ­მაყოფ­ი­ლოა. ის კი ნაკ­ლე­ბად გვეს­მის, რომ ჩვე­ნი თა­ვის უბ­ო­რო­ტე­სი მტრე­ბი ჩვენ თვითო­ნა ვართ: არ­ა­სო­დეს არ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი საშ­ვე­ლი, სა­ნამ ექ­ი­მი, აქ­ა­ო­და იეღ­ო­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი სისხლს არ ის­ხამ­სო, გუ­რამ შა­რა­ძეს უხ­მობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც იგივე გუ­რამ შა­რა­ძე და მა­თი მსგავ­ს­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ, გან­წი­რუ­ლია იმ ყო­ფის­თ­ვის, რო­მელ­ში­აც დღეს ვიმ­ყო­ფე­ბით. ქვე­ყა­ნა, სა­დაც სინ­დი­სის თა­ვი­სუფლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა უფ­რო უტ­ეხს სა­ხელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ვიდ­რე მო­სახ­ლეობის და­უ­ფა­რა­ვი ძარ­ც­ვა-გლე­ჯა, ვერც თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეღ­ირ­სე­ბა და ვერც კე­თილ­დ­ღეობ­ას.

    სტა­ბი­ლუ­რი კე­თილ­დ­ღე­ო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­ზო­გა­დოების მყა­რი მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბია. პლუ­რა­ლიზ­მი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ­თა თა­ნა­არ­სე­ბობა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უც­ი­ლო­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია. თუ გინ­და იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, ცხოვ­რობ­დე თა­ვი­სუ­ფალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გქონ­დეს თვით­გა­მო­ხატ­ვის, თვით­დად­გე­ნის, თვითდამ­კ­ვიდ­რე­ბის სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ას­ე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და ჰქონ­დეს ყველას, მათ შო­რის იეღ­ო­ვე­ლე­ბა­საც..

    მაგ­რამ ჩვენ, ქარ­თ­ვე­ლებს, უბ­რა­ლოდ გვე­ში­ნია თა­ვი­სუფ­ლე­ბის, რად­გან არ­ა­ვი­თარი მყა­რი მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნია. ჩვენ არ გვჯე­რა სა­კუ­თა­რი თავ­ის – არ გვჯე­რა არც სა­კუ­თა­რი რწმე­ნის, არც სინ­დი­სის, არც პატ­რი­ო­ტიზ­მის. არ გვჯე­რა, რად­გან გუ­ლის სიღ­რ­მე­ში კარ­გად ვი­ცით, რა­ო­დენ გახ­რ­წ­ნი­ლე­ბი ვართ და გვეს­მის, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ღია და გახ­ს­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს ძა­ლიან კარ­გად გა­მოჩ­ნ­დე­ბა. უკ­ვე ჩანს კი­დეც.

    და ჩვენ არ გვინ­და და­ვი­ნა­ხოთ სა­კუ­თა­რი მან­კი­ე­რე­ბა, არ გვინ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ პრობ­ლე­მე­ბი და შე­ვე­ცა­დოთ მათ გა­დაჭ­რას. ჩვენ გვინ­და ვი­ყოთ ის­ე­თე­ბი, რო­გორიც ვართ, გვე­ი­მე­დე­ბო­დეს, რომ ოდ­ეს­ღაც ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოგ­ვარ­დე­ბა და ჩვენი შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მო­ეს­წ­რე­ბი­ან. ოღ­ონდ მა­ნამ­დე გვჭირ­დე­ბა მტე­რი, რომე­ლიც ვე­რა­გია და ძლი­ე­რი, რო­მე­ლიც ემ­უქ­რე­ბა ჩვენს მე­ო­ბას, ჩვენს არ­სე­ბო­ბას. მხო­ლოდ ას­ე­თი მტე­რი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ჩვე­ნი გახ­რ­წ­ნი­ლე­ბის, უზ­ნე­ო­ბი­სა და ამ­ო­რალუ­რო­ბის გა­მარ­თ­ლე­ბა.

    და რო­დე­საც ას­ე­თი მტე­რი არ არ­სე­ბობს, ჩვენს მას ვი­გო­ნებთ. ეს ვის­თ­ვის ამ­ე­რიკაა, ვის­თ­ვის მა­სო­ნე­ბი, ვის­თ­ვის გო­გი გვა­ხა­რი­ას “ფსი­ქო,” მაგ­რამ ყვე­ლა­ზე “გემ­რიელი” მტე­რი, რა თქმა უნ­და იეღ­ო­ვე­ლე­ბია. მით უმ­ე­ტეს, რომ ის­ი­ნი შე­მა­წუ­ხებ­ლად აქტი­უ­რე­ბი არ­ი­ან: ქუ­ჩა­ში გა­ჩე­რე­ბენ, “სა­გუ­შა­გო კოშკს” გჩრი­ან წა­სა­კითხად. თან დიდი ძალ­მო­სი­ლე­ბი­თაც არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან – ჩხუ­ბი მა­გათ­მა არ იც­ი­ან, სრო­ლა და საქმის ქურ­დუ­ლად გარ­ჩე­ვა. დაცხეთ, დაჰ­კა­რით!..

    და ან­ტი­ე­როვ­ნუ­ლი სექ­ტან­ტო­ბის შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი აჩრ­დი­ლი, რო­მე­ლიც ავ­ის­მო­მასწა­ვებ­ლად დაძ­რ­წის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ლა­მის აპ­ო­კა­ლიფ­სუ­რი მხე­ცის სა­ხე­ბად წარმოგ­ვიდ­გე­ნენ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მარ­თ­ლაც რომ აჩრ­დი­ლია. ლან­დი, ფან­ტო­მი, ილ­უ­ზია, გა­მოხ­მო­ბი­ლი ჩვე­ნი შერ­ყ­ვ­ნი­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­დან და და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვე­ნი­ვე მთვლემ­ა­რე გო­ნე­ბის მი­ერ, რად­გან მთვლე­მა­რე გო­ნე­ბა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მუ­დამ რა­ღაც ურჩხუ­ლებს ბა­დებს.

    აი, ასე ვცხოვ­რობთ. ამ­ბავ­ში და გა­გე­ბა­ში…

    (c) „არილი”