• ესე

    თამაზ ბუაჩიძე


    დიალექტიკის გენიალური ოსტა­­­­­­­­­­ტი

    ჰე­გე­ლის ნა­აზ­რე­ვის გაც­ნო­ბი­სას ის­ე­თი გან­ც­და გვაქვს, თით­ქოს ბრწყინ­ვა­ლე ოს­ტა­ტის მი­ერ აგ­ე­ბულ ტა­ძარ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით: ზღვა ფი­ლო­სო­ფი­უ­რი მა­სა­ლა აქ არ­აჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვა­დაა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ყო­ველ დე­ტალს მო­ძებ­ნი­ლი აქვს მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი, ელ­ე­მენ­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა­ში იგრ­ძ­ნო­ბა მკაც­რი თა­ნა­ზო­მი­ე­რე­ბა, პრო­პორ­ცია, რიტ­მი, ჰარ­მო­ნია, რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სის­ტე­მა წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა რო­გორც სა­ოც­რად მო­ნო­ლი­თუ­რი, შეკ­რუ­ლი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­გე­ბო­ბა. და კი­დევ: ჰე­გე­ლის მი­ერ აგ­ე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი შე­ნო­ბა სავ­სეა სი­ნათ­ლით – ეს არ­ის შუ­ქი გო­ნი­სა, ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი აბ­სო­ლუ­ტი­სა, იდ­ე­ი­სა და ამ ნა­თელ ნა­გე­ბო­ბა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი და­ფა­რულ­სა და მა­რა­დი­ულ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ და­გე­უფ­ლოს სა­ზე­ი­მო და ამ­აღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა.

    გო­ნის, იდ­ე­ის, აბ­სო­ლუ­ტის ცნე­ბე­ბი ცენ­ტ­რა­ლუ­რია ჰე­გე­ლის ფი­ლო­სო­ფი­ა­ში. სწო­რედ ამ ცნე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი გა­აზ­რე­ბა ან­ი­ჭებს ჰე­გე­ლის მთელ ნა­აზ­რევს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ხა­სი­ათს.

    ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი თე­ზი­სი, რომ­ლი­თაც ჰე­გე­ლი კან­ტი­სა და ფიხ­ტეს ფი­ლო­სო­ფი­ურ სკო­ლას და­უ­პი­რის­პირ­და, იყო თე­ზი­სი გო­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ჰე­გე­ლი ფიქ­რობ­და, რომ კან­ტ­თან და ფიხ­ტეს­თან ერთ­მა­ნე­თი­სა­გან გა­თი­შუ­ლია სი­ნამ­დ­ვი­ლე და იდეა. ის, რაც არ­ის და ის, რაც უნ­და იყ­ოს, არ­სი და ჯე­რარ­სი. იდ­ე­ას აქ არა აქვს სის­ხ­ლ­სავ­სე სი­ცოცხ­ლე, აუც­ი­ლებ­ლო­ბის კა­ნო­ნით შე­პი­რო­ბე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უნ­ა­რი. ჰე­გე­ლის თით­ქ­მის ყო­ველ თხზუ­ლე­ბა­ში იპ­ო­ვით ამ თვალ­საზ­რი­სის მი­მართ გა­მოთ­ქ­მულ ირ­ო­ნი­ით სავ­სე სტრი­ქო­ნებს. “ფი­ლო­სო­ფი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბას საქ­მე აქვს მხო­ლოდ იდ­ე­ას­თან, რო­მე­ლიც ის­ე­თი უძ­ლუ­რი არაა, რომ მხო­ლოდ ჯე­რარს იყ­ოს და ნამ­დ­ვი­ლად არ იყ­ოს”, – ვკითხუ­ლობთ “მცი­რე ლო­გი­კა­ში”. გო­ნი თა­ვის სიძ­ლი­ე­რის წყა­ლო­ბით პო­უ­ლობს რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებს: რაც გო­ნი­ე­რია, ნამ­დ­ვი­ლია და რაც ნამ­დ­ვი­ლია, ის გო­ნი­ე­რია (ჰე­გე­ლის ეს ცნო­ბი­ლი დე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლი­ა­დაც არ ნიშ­ნავ­და ყო­ვე­ლი არ­სე­ბუ­ლის გა­მარ­თ­ლე­ბას, რო­გორც ეს ზოგს მო­ეჩ­ვე­ნა: სი­ნამ­დ­ვი­ლი­სა და არ­სე­ბო­ბის ცნე­ბე­ბი ჰე­გე­ლის ფი­ლო­სო­ფი­ა­ში არ ემთხ­ვე­ვა ერთ­მა­ნეთს).

    რო­გო­რია ამ ყოვ­ლად ძლე­ვა­მო­სი­ლი გო­ნის არ­სე­ბა?

    გო­ნი კონ­კ­რე­ტუ­ლია. სიტყ­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი ჰე­გე­ლის მი­ერ თა­ვი­სე­ბუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით არ­ის ნახ­მა­რი: კონ­კ­რე­ტუ­ლი ნიშ­ნავს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, სა­პი­რის­პი­რო გარ­კ­ვე­უ­ლო­ბა­თა მთლი­ა­ნო­ბას. ეს კი მო­ას­წა­ვებს იმ­ას, რომ მოძ­რა­ო­ბა გო­ნის სფე­რო­ში იქ­ნე­ბა დი­ა­ლექ­ტი­კუ­რი გა­დას­ვ­ლა ერ­თი გარ­კ­ვე­უ­ლო­ბი­დან მის სა­პი­რის­პი­როს­კენ, თე­ზი­სი­დან ან­ტი­თე­ზი­სის­კენ და აქ­ე­დან კი სინ­თე­ზის­კენ, რო­მელ­შიც წი­ნა ორი გარ­კ­ვე­უ­ლო­ბა მო­იხ­ს­ნე­ბა და შე­ი­ნა­ხე­ბა და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი მო­მენ­ტე­ბის სა­ხით. მწყობრ დი­ა­ლექ­ტი­კურ ტრი­ა­და­თა მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა­ში ჰე­გელ­მა ცნე­ბა­თა ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბის ურ­თი­ერ­თ­გა­პი­რო­ბე­ბუ­ლო­ბის, ურ­თი­ერ­თ­მოხ­ს­ნა-შე­ნახ­ვის, კა­ტე­გო­რი­ა­თა დი­ნა­მი­კის ჭეშ­მა­რი­ტად გრან­დი­ო­ზუ­ლი სუ­რა­თი მოგ­ვ­ცა, ხო­ლო ფი­ლო­სო­ფი­ურ პრობ­ლე­მა­თა – რა­ო­დე­ნო­ბი­სა და თვი­სებ­რი­ო­ბის, უარ­ყო­ფის, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის, არ­სე­ბი­სა და მოვ­ლე­ნის, ში­ნა­არ­სი­სა და ფორ­მის და სხვა­თა – დი­ა­ლექ­ტი­კუ­რი გა­აზ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მა­თი გა­დაწყ­ვე­ტის სრუ­ლი­ად ახ­ა­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის წე­სი­სათ­ვის უც­ნობ და უჩ­ვე­უ­ლო გზებს მი­აგ­ნო.

    ჰე­გელ­მა გო­ნი წარ­მო­ად­გი­ნა არა რო­გორც მყა­რი სუბ­ს­ტან­ცია, არ­ა­მედ რო­გორც მო­უს­ვენ­რო­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა. გო­ნი ჰე­გე­ლი­სათ­ვის არა მარ­ტო სუბ­ს­ტან­ცია, არ­ა­მედ სუ­ბი­ექ­ტი­ცაა. ის არ­ის სუ­ბი­ექ­ტი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი თა­ვის წვდო­მას ესწ­რაფ­ვის, თა­ვის თავს ეძ­ებს, თვით­შე­მეც­ნე­ბა თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, პო­ტენ­ცი­ა­ლუ­რად მო­ცე­მულ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა რე­ა­ლი­ზა­ცი­ას გუ­ლის­ხ­მობს, ეს რე­ა­ლი­ზა­ცია კი დი­ა­ლექ­ტი­კუ­რი პრო­ცე­სია. აბ­სო­ლუ­ტი წმინ­და სა­ხით “წმინ­და აზ­როვ­ნე­ბის ელ­ე­მენ­ტ­ში” წარ­მოდ­გე­ნი­ლია “ლო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში”. ყო­ვე­ლი გარ­კ­ვე­უ­ლო­ბა აქ გა­მო­ხა­ტუ­ლია კა­ტე­გო­რი­ე­ბის სის­ტე­მა­ში. ყო­ვე­ლი კა­ტე­გო­რია აბ­სო­ლუ­ტის პრე­დი­კა­ტია, იდ­ე­ის ერთ მხა­რეს გა­მო­ხა­ტავს. კა­ტე­გო­რი­ა­თა მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ, აბს­ტ­რაქ­ტუ­ლი­დან კონ­კ­რე­ტუ­ლი­სა­კენ ურ­თი­ერ­თ­გა­დას­ვ­ლის პრო­ცესს აგ­ვირ­გ­ვი­ნებს აბ­სო­ლუ­ტუ­რი იდ­ე­ის ცნე­ბა. ამ­ით გო­ნის ზო­გა­დი სქე­მა მო­ხა­ზუ­ლია. ამ სქე­მამ უნ­და შე­ის­ხას ხორ­ცი, უნ­და ჰპო­ვოს თა­ვი­სი სი­ნამ­დ­ვი­ლე. გო­ნი გა­ნას­ხ­ვა­ვებს თა­ვის თავს ბუ­ნე­ბა­ში, მაგ­რამ ინ­ერ­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა ვერ არ­ის ად­ეკ­ვა­ტუ­რი აბ­სო­ლუ­ტის ჭეშ­მა­რი­ტი არ­სე­ბი­სა. ბუ­ნე­ბის გავ­ლით რე­ლი­ზა­ცი­ის გზა ად­ა­მი­ა­ნი­სა­კენ მი­დის. სწო­რედ ად­ა­მი­ა­ნი, კა­ცობ­რი­ო­ბის კულ­ტუ­რის პრო­დუქ­ტე­ბი, ად­ა­მი­ა­ნე­ბის აზ­როვ­ნე­ბა და მოქ­მე­დე­ბაა ის სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი, რო­მელ­შიც გო­ნი თა­ვის თავს პო­უ­ლობს. ად­ა­მი­ა­ნის ძი­რი ღვთა­ებ­რი­ვია. ამ­ი­ტომ ად­ა­მი­ა­ნის არ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ღმერ­თის არ­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც იქ­ნე­ბა. ჰე­გე­ლის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სის­ტე­მის უკ­ა­ნას­კ­ნელ ეტ­აპ­ზე – აბ­სო­ლუ­ტუ­რი გო­ნის სა­ფე­ხურ­ზე – ად­ა­მი­ა­ნი აღ­წევს უმ­აღ­ლეს თა­ვი­სუფ­ლე­ბას იმ­ით, რომ ყო­ვე­ლი სპე­ცი­ფი­კურ-ად­ა­მი­ა­ნუ­რი ითქ­ვი­ფე­ბა ფი­ლო­სო­ფი­ა­ში, რო­მელ­შიც ღმერ­თი თა­ვის თავს იაზ­რებს და იმ­ეც­ნებს.

    რე­ლი­გი­ურ-მის­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვად, ჰე­გელ­მა შეძ­ლო სამ­ყა­რო ყვე­ლა მის გან­ზო­მი­ლე­ბა­ში წარ­მო­ედ­გი­ნა რო­გორც დი­ა­ლექ­ტი­კუ­რი ქმნა­დო­ბა, კა­ნონ­ზო­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი. იქ, სა­დაც ერ­თი შე­ხედ­ვით წმინ­და შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა ბა­ტო­ნობს, ჰე­გე­ლი ეძ­ებს და პო­უ­ლობს კა­ნონს, ში­ნა­გან ლო­გი­კას. გან­სა­კუთ­რე­ბით ნათ­ლად გა­მოჩ­ნ­და ეს ჰე­გე­ლის მი­ერ ის­ტო­რი­ის ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რი­ის და­მუ­შა­ვე­ბი­სას.

    კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია ხში­რად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ რო­გორც ხდო­მი­ლე­ბა­თა უბ­რა­ლო თან­მიმ­დევ­რო­ბა. ას­ეთ თვალ­საზ­რისს ჰე­გე­ლი ზე­და­პი­რუ­ლად თვლის. ად­ა­მი­ა­ნე­ბი პი­რად მიზ­ნებს ის­ა­ხა­ვენ და კერ­ძო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი მოქ­მე­დე­ბენ, მაგ­რამ ეს სრუ­ლი­ა­დაც არ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ ვნე­ბა­თა შე­ჯა­ხე­ბა­ში არ ვლინ­დე­ბა გო­ნის კა­ნო­ნი. ის­ტო­რია, ფიქ­რობს ჰე­გე­ლი, გო­ნის მი­ერ თა­ვი­სი თა­ვის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის პრო­ცე­სია. და რად­გან გო­ნის არ­სე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია არ­ის ზე­აღ­მა­ვა­ლი გზა, პრო­ცე­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში. აღ­მო­სავ­ლე­თის ხალ­ხებ­მა იც­ოდ­ნენ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლია ერ­თი. ას­ე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა თვით­ნე­ბო­ბაა. ბერ­ძ­ნებ­მა და რო­მა­ე­ლებ­მა იც­ოდ­ნენ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლია ზო­გი­ერ­თი. მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნო­ბა მი­ვი­და იმ ცნო­ბი­ე­რე­ბამ­დე, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლია ად­ა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ. აქ ხდე­ბა სწო­რედ გო­ნის მი­ერ თა­ვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა.

    უდ­ი­დე­სი რო­ლი ით­ა­მა­შა ჰე­გელ­მა ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რი­ის არ­სის მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­გე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­შიც. ის­ტო­რი­კოსს აქ­აც ქა­ო­სი ხვდე­ბა: ერ­თი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სის­ტე­მა ცვლის მე­ო­რეს, მე­ო­რე – მე­სა­მეს და ა.შ. ყო­ვე­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სის­ტე­მა თა­ვი­სას, სხვა სის­ტე­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულს ამ­ბობს, და შემ­თხ­ვე­ვი­თი არ იყო, რომ ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რია გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რო­გორც ცდო­მი­ლე­ბა­თა, შემ­თხ­ვე­ვით შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა თავ­მოყ­რა. ჰე­გე­ლი იყო ერთ-ერ­თი პირ­ველ­თა­გა­ნი, რო­მე­ლიც შე­ე­ცა­და მი­ეგ­ნო იმ ძა­ფი­სათ­ვის, ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რი­ის სიღ­რ­მე­ში რო­მაა და­ფა­რუ­ლი და ურ­თი­ერ­თ­გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფი­ლო­სო­ფი­ურ სის­ტე­მებს ერ­თი­ა­ნო­ბას აძ­ლევს, მა­თი მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბის კა­ნონ­ზო­მი­ერ ხა­სი­ათს ნა­თელ­ყოფს.

    ჰე­გელ­მა ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რი­აც წარ­მო­ად­გი­ნა, რო­გორც გო­ნის მი­ერ თა­ვი­სი თა­ვის შე­მეც­ნე­ბის პრო­ცე­სი, გაშ­ლი­ლი დრო­ში. გო­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მხა­რე­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა, ამ­ი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გო­ნის რო­მე­ლი­ღაც ერთ ას­პექტს გა­მო­ხა­ტა­ვენ, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერთ­მა­ნე­თი­სა­გან. ყო­ვე­ლი სის­ტე­მა იდ­ე­ის გარ­კ­ვე­უ­ლი მო­მენ­ტის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, ამ­ი­ტომ ის არც შე­იძ­ლე­ბა უარ­ი­ყოს. უარ­ი­ყო­ფა არა რო­მე­ლი­მე ფი­ლო­სო­ფი­ის პრინ­ცი­პი, არ­ა­მედ ის შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ ეს პრინ­ცი­პი სრუ­ლად გა­მო­ხა­ტავს მთელ იდ­ე­ას, გონს. ამ­რი­გად, ყო­ვე­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სის­ტე­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რი­ცაა და შე­ფარ­დე­ბი­თიც. ყო­ვე­ლი შემ­დ­გო­მი სის­ტე­მა მოხ­ს­ნის წი­ნა სის­ტე­მის პრე­ტენ­ზი­ას აბ­სო­ლუ­ტუ­რო­ბა­ზე, მაგ­რამ ით­ვი­სებს ჭეშ­მა­რიტ პრინ­ცი­პებს. აქ­აც, ის­ე­ვე, რო­გორც სა­ერ­თოდ ის­ტო­რი­ა­ში, გან­ვი­თა­რე­ბა მი­დის მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ, აბს­ტ­რაქ­ტუ­ლი­დან – კონ­კ­რე­ტუ­ლის­კენ. ფი­ლო­სო­ფია წარ­მო­ი­შო­ბა არა ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რი­ის ბო­ლო­ში, არ­ა­მედ თვი­თონ ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რიაა გარ­კ­ვე­უ­ლი აზ­რის ფი­ლო­სო­ფია: აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა რე­ა­ლიზ­დე­ბა შე­ფარ­დე­ბით ჭეშ­მა­რი­ტე­ბებ­ში და არა მათ მიღ­მა. ის­ტო­რია თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ხა­ტავს ლო­გი­კურს, ლო­გო­სის სა­ფე­ხურ­თა მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბას.

    ჰე­გე­ლის ფი­ლო­სო­ფი­ას ბევ­რი მტე­რი ჰყავ­და. ბევ­რი მო­ძუ­ლე ჰყავს მას დღე­საც – გან­სა­კუთ­რე­ბით ნე­ო­პო­ზი­ტი­ვიზ­მის ბა­ნაკ­ში. მაგ­რამ ნი­შან­დობ­ლი­ვია: რო­გორც წე­სი, ჰე­გე­ლის მტე­რი სა­ერ­თოდ ფი­ლო­სო­ფი­ის მტე­რი­ცაა. სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა, რად­გან ჰე­გე­ლი და ჭეშ­მა­რი­ტი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა მო­უ­ცი­ლე­ბე­ლია ერთ­მა­ნე­თი­სა­გან. ჰე­გელს უყ­ვარ­და გა­მოთ­ქ­მა: კა­მერ­დი­ნე­რი­სათ­ვის არ არ­სე­ბობს გმი­რი. მაგ­რამ, – უმ­ა­ტებს ჰე­გე­ლი, – არა იმ­ი­ტომ, რომ ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი გმი­რი არ არ­ის, არ­ა­მედ იმ­ი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი კა­მერ­დი­ნე­რია. ჰე­გე­ლის სი­დი­ა­დე არ არ­სე­ბობს მხო­ლოდ სუ­ლით კა­მერ­დი­ნე­რე­ბი­სათ­ვის.

    © ”არილი”

  • დრამატურგია

    ლაშა ბუღაძე


    ქეთა­­თო


    (სამ სუ­რა­თად)

    “ჩვე­უ­ლებ­რივ ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ბავ­შ­ვე­ბი “იზრ­დე­ბი­ან”. მაგ­რამ არ­ის კი ეს ზუს­ტი გა­მოთ­ქ­მა? იზრ­დე­ბა კი რე­ა­ლუ­რად ბავ­შ­ვი?

    გა­ნა არ უნ­და გა­ი­ა­როს ექვ­ს­მა, ცხა, თორ­მეტ­მა თვე­მაც კი, სა­ნამ ბავ­შ­ვი “მი­წა­ზე ჩა­მო­ვი­დო­დეს”? უფ­რო სწო­რი ხომ არ იქ­ნე­ბო­და გვეთ­ქ­ვა, რომ ბავ­შ­ვი იზრ­დე­ბა ქვე­ვით­კენ?”

    თომას ვაისი

    ­­­

    “ბავშვის განვითარების მიმოხილვა”

    ­­­­­­­­­

    “ჭკვი­ა­ნუ­რად კი ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ერ­თი სიტყ­ვაც ვერ გა­ვი­გე, ვე!..”

    გ.შარიქაძე

    ­­­

    ტელევიზორთან გატარებული საღამოე­­­­­­­­­­­­ბი

    პირ­ველ სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ქე­თა­თო

    დე­და – იგ­ი­ვე მა­ნა­ნა

    მა­მა – იგ­ი­ვე მე­რაბ დავ­ლი­ა­ნი­ძე

    ბე­ბია

    მე­ო­რე სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ლია დე­ი­და – იგ­ი­ვე ლია მო­ნი­ა­ვა

    დე­და – იგ­ი­ვე მა­ნა­ნა

    ბე­ბია

    ქე­თა­თო

    მა­მა – იგ­ი­ვე მე­რაბ დავ­ლი­ა­ნი­ძე

    ბა­ბუა – იგ­ი­ვე ავ­თო

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი

    მე­სა­მე (ბო­ლო) სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ლია დე­ი­და – იგ­ი­ვე ლია მო­ნი­ა­ვა

    ქე­თა­თო

    ბე­ბია

    დე­და – იგ­ი­ვე მა­ნა­ნა

    მა­მა – იგ­ი­ვე მე­რაბ დავ­ლი­ა­ნი­ძე

    ბა­ბუა – იგ­ი­ვე ავ­თო

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე

    თა­ნა­შემ­წე

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი

    ბრალ­დე­ბუ­ლი – იგ­ი­ვე მა­მა, ანუ მე­რაბ დავ­ლი­ა­ნი­ძე

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი – ენ­აბ­ლუ

    ერთ-ერ­თი დამ­ს­წ­რე – პი­ე­სა მთავ­რ­დე­ბა მი­სი სიტყ­ვე­ბით

    სუ­რა­თი პირ­ვე­ლი

    ქე­თა­თოს სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთ­ა­ხი.

    ქე­თა­თო სა­ბან­შია გახ­ვე­უ­ლი. დე­და თავ­თან უზ­ის.

    ქე­თა­თო. დე­დი­კო და მე­ლე, ბუ­ამ ალ სე­წა­მა?

    დე­და. ალა დე­და, ლა­ტო უნ­და სე­ე­წა­მა?! ბავ­ცე­ბი და ბუა ცე­ლიგ­დ­ნენ იმ­ი­ტომ, ლომ ძა­დო­ქალ­მა ის კე­თილ ბუ­ათ აქ­ცია… ქო აგ­ალ ცე­გე­ცინ­დე­ბა აწი ბუ­ა­ცი?

    ქე­თა­თო. ალა.

    დე­და. ქო­ო­და მა­ცინ და­ი­ძი­ნე, კა­ქი?!

    ქე­თა­თო. მა­მა ძელ ალ მო­ცუ­ლა?

    დე­და. ძელ ალა, მაგ­რამ მა­ლე მო­ვა, დე­დუ. და­ი­ძი­ნე.

    ოთ­ახ­ში ბე­ბია შე­მო­ი­ხე­დავს

    ბე­ბია. და­ი­ძი­ნა უკ­ვე ცემ­მა ცი­ცოქ­ლემ?

    ქე­თა­თო. ჯელ ალა.

    ბე­ბია. ცენ ცე­მო­გე­ლე მე-ჰ!

    დე­და. ვი­ძი­ნებთ ბე­ბი­კო და ძა­ი­ან გთქოვთ, ქელს ნუ გვის­ლით, ლა!

    ბე­ბია. ქე­თუ­ნი, ბე­ბა, ეთი წუ­თით დე­დი­კო ლო წა­გალ­თ­ვა, ალ სე­ი­ძე­ბა? ცულ ელ­თი წუ­თით.

    ქე­თა­თო. აა-ლა!

    დე­და. კაი დე­დუ­კე­ბო, ბე­ბია ლა­გა­ცას მეტყ­ვის და მა­ცინ­ვე ცე­მო­ვალ! ქო აგ­ალ გე­ცი­ნია უკ­ვე ბუ­ა­ცი?

    ქე­თა­თო. მე­ცი­ნია.

    ბე­ბია. (აღშ­ფოთ­დე­ბა) ოჰ, ბუა ალ გა­მა­გო­ნო, ბე­ბა!.. გა­ი­ცათ სკო­ლა­ცი მი­დი­ქალ და დაგ­ცი­ნე­ბენ ცე­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი – ამ­ქე­ლა გო­გოს კი­დევ ბუ­ა­სი ეს­ი­ნიაო?! აალა, ბე­ბა, ააალა!.. ვი­სა აქს სუ პა­ტა­ლა ფე­ქის­გუ­ლე­ბი, ა?

    ქე­თა­თო. ქი-ქი-ქი… მე­გუ­ტუ­ნე­ბა!.. ქი-ქი-ქი! (ხითხი­თებს)

    ბე­ბია. მო­გიკ­დეს ცენ ცე­ნი ბე­ბა, ცე­მო ცი­ცოც­ქ­ლე! (თით­ქოს წა­იქ­ვი­თი­ნებს კი­დეც) შენ მო­გიკ­ვ­დეს ბე­ბო, ცე­ენ!..

    დე­და და ბე­ბია ოთ­ა­ხი­დან გავ­ლენ.

    ქე­თა­თო. (ჩურ­ჩუ­ლით) ლა­ლი, ლა­ლი, ცე­მო ლა­ლი… ლაო ცე­მო მა­ნა­ნა? ეც თო­ძი­ნა დე­და­ცენ­მა ცემ­თან გა­მო­გა­ტა­ნა?.. ალა, ალა…

    მო­უ­ლოდ­ნე­ლად ოთ­ახ­ში ქე­თა­თოს მა­მა (იგ­ი­ვე, რაც მე­რა­ბი) შე­მო­ვარ­დე­ბა, რო­მე­ლიც არ­ყის სუ­ნი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი. დე­და კი ცდი­ლობს, მაგ­რამ მა­ინც ვერ აკ­ა­ვებს მას.

    დე­და. მე­რაბ!.. ბავშვს უკ­ვე ძი­ნავს, მე­რაბ!

    მა­მა. (კი­ნა­ღამ წა­იქ­ცე­ვა) ად­ე­ქი მა­მა!.. ად­ე­ქი ცე­მო ბლი­ლი­ან­ტო!.. ჩა­ი­ცი მა­მა და წა­მომ­კე­ვი, ცე­მო ცი­ცო­ცე!.. ხე­ლი გა­მიშ­ვი, ქა­ლო!

    ოთ­ახ­ში ას­ე­ვე შე­მო­ვარ­დე­ბა ბე­ბია – ცოცხით ხელ­ში. ცოცხს იგი მა­მას უთ­ა­ვა­ზებს.

    ბე­ბია. აქ მოთ­რე­უ­ლი აღ­არ გნა­ხო, მა­მა­ძაღ­ლო შე­ნა!..

    ქე­თა­თო. ლა ქდე­ბა, ლაა?!

    მა­მა. შე­ნიი…

    დე­და. …ვა­ი­მე!

    ბე­ბია. ვის შე­უბ­რუ­ნე შენ ხე­ლი?.. ხე­ლი ვის შე­უბ­რუ­ნე, შე არ­ა­კა­ცო, მარ­თ­ლა?!

    დე­და. აალა, ქე­თა­თო!.. ნუ ტი­ლი დე­და, ნუ!

    მა­მა. მე თქვენ გე­ხე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო? (ხელს გაჰ­კ­რავს ბე­ბი­ას)

    ბე­ბია. ვა­იჰ! (ძირს აღ­მოჩ­ნ­დე­ბა) მა­ნა­ნა!.. ფე­ხი მო­ვი­ტე­ხე, მგო­ნი!.. ამ­ა­ყე­ნე!

    მა­მა. ქე­თა­თო, მო­დი მა­მი­კო, ჩემ­თან!

    ქე­თა­თო. (ხტის სა­წოლ­ზე) ტა­დი აქ­ე­დან… ტა­დი! ცენ ცუ­დი ქალ!.. ცულ მთლა­ლი მო­დი­ქალ!.. დე­დი­კოც ცემ… ბე­ბი­კოც ცემ.. ლია დე­ი­და­ცაც ცემ!.. ცენ ალა ქალ ცე­მი მა­მი­კო!.. ცუ­დი ქალ! ცუ­დი!.. მე გმელთს ვეტ­კ­ვი, ლომ მოგ­კ­ლაც იმ­ი­ტომ, ლომ სუ ცგუ­ბობ!

    მა­მა. (მთვრა­ლი კა­ცის ტი­რი­ლით)… ცენ მა­ინც ნუ მა­ლა­პა­ლა­კე­ბი აცე, მა­მა, გთქოვ?!

    ბე­ბია. მა­ნა­ნა, მომ­კი­დე ხე­ლი!

    დე­და. მე­რაბ, ამ ყვე­ლა­ფერს ბო­ლო უნ­და მო­ე­ღოს! არ­ა­ნორ­მა­ლუ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებთ!.. ბავ­შ­ვი მა­ინც არ გე­ცო­დე­ბა?

    ბე­ბია. …მა­ნა­ნა!

    მა­მა. ბავ­შ­ვით ნუ მე­ვაჭ­რე­ბი, ქა­ლოო!.. ცე­მი გო­გო­ცაა ეცა, ცე­მი სვი­ლი­ცაა…

    დე­და. დე­და წა­მო­დე­ქი, გეხ­ვე­წე­ბი!

    ქე­თა­თო. მა­მა, ტა­დი აქ­ე­დან!.. ცენ ცუ­დი ქალ! ძა­ან ცუ­დი ქალ! მე ცენ აგ­ალ მიკ­ვალ­ქალ!.. მე და დე­დი­კო ექა ბუ­ა­ზე ვლა­პა­ლა­კობ­დით და მე აქ­ლა ვქვდე­ბი… და ალ­ბათ ად­ლეც ვქვდე­ბო­დი ქვეც­ნო­ბი­ე­ლად, ლომ ეც ბუა ცენ იკ­ა­ვი, მა­მა… და ალ­ა­ვინ ცქვა!

    ბე­ბია. ეგ­ეც შენ, მე­რაბ დავ­ლი­ა­ნი­ძე!.. ხო მი­ი­ღე ბავ­შ­ვი­სა­გან?!

    ქე­თა­თო. ტა­დი მა­მა აქ­ე­დან, ტა­დი! (ხტის სა­წოლ­ზე)

    ოთ­ხი­ვე­ნი ტი­რი­ან

    სუ­რა­თი მე­ო­რე

    შუ­ად­ღე. სას­ტუმ­რო ოთ­ა­ხი. ლია დე­ი­და, ქე­თა­თოს დე­და და ბე­ბია. მა­გი­და, სკა­მე­ბი, მარ­ჯ­ვ­ნივ კა­რი და ა.შ.

    ლია დე­ი­და. …ვე­ღარ ის­წავ­ლე, მა­ნა­ნი­კო, შენც ჭკუა! რამ­დენ­ჯერ უნ­და გცე­მოს შე­ენ, დე­ე­შე­ნი, მეე… რომ, ბო­ლოს და ბო­ლოს, თქვა: მორ­ჩა! ამ კაც­თან ერ­თად მე ვე­ღარ ვიცხოვ­რებ! ვშო-რდე-ბი!!!

    დე­და. ლია დე­ი­და, გა­შო­რე­ბუ­ლი არა ვარ ის­ე­დაც?! ხან­და­ხან დღე­ე­ბი ისე გა­დის, რომ…

    ბე­ბია. …ღამ-ღა­მო­ბით ვახ­სენ­დე­ბით ხოლ­მე ვაჟ­ბა­ტონს!

    ლია დე­ი­და. ავ­თო?..

    ბე­ბია. რა ქნას ამ ავ­თომ? ხომ არ მოკ­ლავს სი­ძეს? გუ­შინ, მა­გა­ლი­თად, სახ­ლ­ში არც იყო… კა­ზი­ნო­ში წა­ვი­და, თა­ვის ბებ­რებ­თან ერ­თად.

    ლია დე­ი­და. ბო­დი­ში მო­ი­ხა­დე.. სა­მო­რი­ნე­ში!

    დე­და. …ქე­თა­თოს ბავ­შ­ვო­ბას – ბავ­შ­ვო­ბა ქვია?! აყ­ალ-მა­ყა­ლი, ცე­მა-ტყე­პა, ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა…

    ლია დე­ი­და. …თან ლო­გო­ლი მგლძნო­ბი­ა­ლეა კა­თო!

    ბე­ბია.მა­მო­ბის უფ­ლე­ბა უნ­და ჩა­მო­არ­თ­ვა მაგ სა­ზიზ­ღარს, მა­გას!

    ლია დე­ი­და. მა­ნა­ნა, მა­მო­ბის უფ­ლე­ბა იცი, რო­დის უნ­და ჩა­მო­გერ­თ­მია?.. ხო იცი?! იცი.

    დე­და. (ამ­ო­იკ­ვ­ნე­სებს) ნუ გა­მახ­სე­ნებთ, რა?!

    ლია დე­ი­და. …ცოლ-შვი­ლი გა­უშ­ვა, ყმაწ­ვილ­მა, ქო­ბუ­ლეთ­ში; სი­დედრ-სი­მამ­რი სო­ლო­ლაკ­ში და თვი­თონ მო­ყა­რა ქა­ლე­ბი…

    ბე­ბია. ვი­ღაც გა­თახ­სი­რე­ბუ­ლი!.. დე­და-დე­და! რა იკ­ად­რა ეს, ა?!

    ლია დე­ი­და. თქვენც კაი დროს ჩა­მოხ­ვე­დით რა, მა­ნა­ნი­კო?!

    დე­და. ლია დე­ი­და, ბავშვს მე­ო­რე დღეს­ვე აუწია სიცხემ… ნაც­ნო­ბი არ­ა­ვინ, ხმის გამ­ცე­მი არ­ა­ვინ… ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი მეც თბი­ლის­ში… რა მექ­ნა?

    ბე­ბია. …თან ბავ­შ­ვი სიცხი­ა­ნი! უიმე-უიმე-უიმე.

    დე­და. ცუ­ლელ­მა, თან კი­ბე­ძე ამ­ო­ილ­ბი­ნა – მა­მი­კოც გა­ვა­ქა­ლე­ბო და… რა ნა­ხა ეს, რა?!

    ბე­ბია. მო­უკ­და მა­გაც ბე­ბია… მო­უკ­და! მთე­ლი ზაფ­ქუ­ლი ცა­ემ­წა­ლა ვი­გაც ცათ­ლა­ქის გა­მო!..

    და­ნარ­ჩე­ნი, რაც სცე­ნა­ზე მოხ­დე­ბა, მა­ნა­ნას მო­გო­ნე­ბას უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს, ამ­ი­ტომ დე­კო­რა­ცი­ის შეც­ვ­ლა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო: მა­გი­და – რის გარ­შე­მოც აქ­ამ­დე ლია, ბე­ბია და დე­და ისხ­დ­ნენ – სა­წო­ლად უნ­და გა­და­კეთ­დეს; დღის სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ფან­ჯ­რი­დან შე­მო­დი­ო­და, უნ­და შე­იც­ვა­ლოს მთვა­რის შუ­ქით, ხო­ლო დე­და, ბე­ბია და ლია დე­ი­და – ქე­თა­თოს მა­მი­თა და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლით, რო­მე­ლიც სა­ბან-მოხ­ვე­უ­ლი გაწ­ვე­ბა სა­წოლ­ზე. და­აცხ­რე­ბა, თუ არა მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალს მე­რა­ბი (უშ­არ­ვ­ლო!), შე­მო­სას­ვ­ლე­ლი­დან ქე­თა­თოს ხმაც გა­ის­მე­ბა: მა­მი­კუ­ნა, ცვენ ცა­მო­ვე­დი­ით! სა­და ქალ?

    მა­მა. ეს მო­მეჩ­ვე­ნა, ხო?..

    ოთ­ახ­ში ქე­თა­თო შე­მო­ვარ­დე­ბა.

    პა­უ­ზა

    ქე­თა­თო. უი, მა­მი­კო სტუ­მა­ლი გვკავს?

    მა­მა. მა­მი, ცა­ი­დან გაც­დი ცე­მი გო­გო აქა?!

    ქე­თა­თო. დე­დი­კომ ცა­მო­მი­კა­ნა… სიც­ქემ ამ­ი­წია…

    მა­მა. დე­დი­კო ცად­ღაა, მა­მი?

    ქე­თა­თო. ექა მო­ვა… კი­ბე­ძე ამ­ო­დიც.

    მა­მა. (ქალს) ჩა­იც­ვი.. ჩქა­რა!.. (ფა­ცი­ფუ­ცით იც­მე­ვენ) ქე­თა­თო, მა­მა!.. მი­დი ცენ დე­დი­კოც დაქ­ვ­დი – ეცა ცე­მი თა­ნამ­სო­მე­ლი დე­ი­დაა და ცაქ­მე­ზე მო­ვი­და…

    ქე­თა­თო. (მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი­ვილს და­იწყებს) …ცე­ნი თა­ნამ­სო­მე­ლი კი ალა – ბო­ძია ეგა!.. ბო­ძი დე­ი­დაა!.. ლა­ტომ მატ­კუ­ებ? და­უ­სა­ქიც­ლე დე­დი­კოც ცქოვ­ლე­ბა!.. ფაქ­ტი­უ­ლად მოს­პე, ქო?.. კი­დევ ეც უნ­და ალა? ეცაა სე­ნი ელთ­გუ­ლე­ბა? ესაა ლო მე­უბ­ნე­ბო­დი, სე­ნი და დე­დი­კოც მე­ტი ალ­ა­ვინ მი­კალ­სო?! ლა უნ­და გა­მო­ვი­დეს ცემ­გან? დან­გ­ლე­უ­ლი ფსი­ქი­კიც მქო­ნე ალ­სე­ბა!.. სე ცუ­დო! სე სა­ძა­გე­ლო!.. ლა უთ­ქა­ლი მე იმ მგვდელს, ვინც სენ დე­და­ცემ­ზე ჯვა­ლი დაგ­წე­ლა?!

    მა­მა. აალა, მა­მა!.. ნუ მიყ­ვი­რი, მა­მა, სენ სე­მო­გე­ლე…

    ქე­თა­თო. …ბო­ძი, ლო მოგ­კავს ცემ საქ­ლ­ცი! ბალ­დე­ლი, ლო გაქ­სე­ნი აქ!..

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი. (მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აევ­სე­ბა) არა, გო­გო­ნი, გეშ­ლე­ბა!.. მო­მის­მი­ნე, ჩე­მო კარ­გო: რა­ტომ გვა­ყე­ნებ, დე­დი შე­უ­რაცხ­ყო­ფას?! სენ­ქე­ლა სი­ლი­სი­ლი მკავს მე!

    ქე­თა­თო. ეგ­ღა მაკ­ლია ექა წკუა მა­ლი­გოც ვი­გაც ბო­ძან­და­ლამ! გა­ეთ­ლი­ეთ ოლ­ი­ვე აქ­ე­დან!.. ცუ­დე­ბო თქვენ!.. ბო­ი­ო­ტე­ბო თქვენ! ცა­ძიძ­გ­ლე­ბო!..

    შე­მო­დის ქე­თა­თოს დე­და. ჭრე­ლი, ზღვის ჩან­თა აქვს გა­და­კი­დე­ბუ­ლი. ხე­ლით მე­ო­რე, უფ­რო დიდ ჩან­თას მო­ათ­რევს.

    დე­და. მე­რაბ, რა ხდე­ბა აქ?..

    ქე­თა­თო. ვი­გაც ბო­ძი მო­ი­კა­ნა დე­და, მე­ლაბ­მა… აი ლაც ქდე­ბა!

    დე­და. ბო­ძიი?..

    მა­მა. და­უ­ჯე­რე ხო ეხ­ლა ბავშვს?! ყვე­ლა­ფერს აგ­იხ­ს­ნი…

    ქე­თა­თო. ალ მოტ­კუვ­დე, დე­და! მთე­ლი ცქოვ­ლე­ბა ის­ე­დაც ტკუ­ილ­სი ქალ!..

    დე­და. მე­რაბ, გა­მა­გე­ბი­ნე, რა ხდე­ბა ჩემს სახ­ლ­ში და ეს ქა­ლი ვი­ნაა?

    ქე­თა­თო. ქა­ლი კი ალა – ბო­ძია ეგა, ბო­ძი!!!

    მა­მა. უუხ შ…

    დე­და. ბავშვს ხე­ლი არ ახ­ლო!.. ბავშვს ხე­ლი არ ახ­ლო, შე არ­ა­ა­და­მი­ა­ნო!.. ნა­დი­რო შენ!..

    ქე­თა­თო. ტა­დი აქ­ე­დან! ტლა­კო სენ!.. ტლა­კო!

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი ოთ­ა­ხი­დან გარ­ბის, მა­მა სა­წოლ­ზე ჯდე­ბა, დე­და ჩუმ ტი­რილს იწ­ყებს, ქე­თა­თო ილ­ან­ძღე­ბა.

    …

    კვლავ ლია დე­ი­და, ქე­თა­თოს დე­და და ბე­ბია.

    ლია დე­ი­და. რა აღ­არ ნა­ხა, რა აღ­არ გა­ნი­ცა­და უკ­ვე ამ ბავ­შ­ვ­მა?! ცო­დოაო?.. ცო­დო კი არ – ძა­ლი­ან ცო­დოა.

    ბე­ბია. (ლი­ას მი­მარ­თავს, მა­ნა­ნას უყ­უ­რებს) …სახ­ლი­დან, რო გა­იქ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი თექ­ვ­ს­მე­ტი წლის ას­აკ­ში, რა ეგ­ო­ნა, აბა?!

    დე­და. ოჰ, კარ­გი რა დე­და… ეს რა შუ­ა­შია?..

    ლია დე­ი­და. შე­ნა და, მა­ნა­ნი­კო, რო მიყ­ვე­ბო­დი ცო­ლად, მა­ში­ნაც ას­ე­თი იყო, თუ მე­რე და მე­რე შე­იც­ვა­ლა? გა­ი­გოს მა­ყუ­რე­ბელ­მა.

    ბე­ბია. თა­ვი­დან­ვე იყო ტე­ტია – ჩე­მი აზ­რი, თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, – სოფ­ლე­ლი, გა­უთ­ლე­ლი პრო­ვინ­ცი­ა­ლი… და­ლი­ლა­სა და მა­უ­ლე­რის შვი­ლი მე­რა­ბი!..

    დე­და. …არ­ა­ნა­ი­რი ტე­ტია და სოფ­ლე­ლი ეგ არ ყო­ფი­ლა, დე­და! მე­რა­ბი შე­იც­ვა­ლა თბი­ლი­სის ომ­ის დროს… ეს სრო­ლე­ბი, კარ­ტის თა­მა­ში, ცხე­ნე­ბი, ნარ­დი… გა­მოშ­ტერ­და კა­ცი! მარ­ტო ეგ კი არა, მთე­ლი მი­სი სა­მე­გობ­რო თუ, რა ვი­ცი, საძ­მო… რა­საც ეძ­ა­ხი­ან, მოკ­ლედ… ზო­გი გა­მორ­ფი­ნის­ტ­და კი­დეც.

    ბე­ბია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც მე­რაბს და­უკ­ლია ეგ სი­ა­მოვ­ნე­ბა!

    ლია დე­ი­და. გა­შორ­დი, მა­ნა­ნა! სა­სა­ცი­ლო ხარ უკ­ვე!..

    დე­და. უიმე, გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არა ვართ-მეთ­ქი, ლია დე­ი­და, ის­ე­დაც?!

    ლია დე­ი­და. ოფ­ი­ცი­ა­ლუ­რად!

    დე­და. გა­შო­რე­ბა – გა­შო­რე­ბაა. ოფ­ი­ცი­ა­ლუ­რი და არა-ოფ­ი­ცი­ა­ლუ­რი გა­შო­რე­ბა…

    ლია დე­ი­და. …მო­დი ვთქვათ – გან­ქორ­წი­ნე­ბა, კარ­გი?

    დე­და. თუ ხო… გან­ქორ­წი­ნე­ბა, არ არ­სე­ბობს!

    ბე­ბია. ჯერ კი­დევ ორი წლის წინ უნ­და გა­გეგ­დო ეგ არ­ამ­ზა­და სახ­ლი­დან – ლია, რო გაგ­ვი­ლა­ხა სა­დარ­ბა­ზო­ში!..

    ლია დე­ი­და. კაი ეხა, რა დროს ეგაა? აღ­არც მახ­სოვს უკ­ვე… აქ სხვა რა­მეა მთა­ვა­რი!.. სხვა რა­მე კი არა – ბავ­შ­ვი, ხალ­ხო… მეც მა­გა­რი ვინ­მე ვარ.. სხვა რა­მე! ქე­თა­თო… ქე­თა­თო და მხო­ლოდ ქე­თა­თო!

    დე­და. ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი, ლია დე­ი­და. აღ­არ შე­მიძ­ლია. რა ვქნა, არ ვი­ცი. მა­მის გა­რე­შე ბავ­შ­ვი ცო­და, მაგ­რამ ას­ეთ მა­მას­თან ცხოვ­რე­ბაც სა­ში­ნე­ლე­ბაა!

    ლია დე­ი­და. და­ღუ­პეს მე­რა­ბი იმ პა­პუ­ნამ და სა­ნე­ებ­ლი­ძე­ებ­მა!.. და­ღუ­პეს!.. სა­ნამ ამ მა­წან­წა­ლებ­თან ერ­თად სუფ­რას­თან დაჯ­დე­ბო­და, ჩემ­თ­ვის ეკ­ითხა, რა!

    შე­მო­სას­ვ­ლე­ლი­დან ნა­ბი­ჯე­ბის ხმა გა­ის­მე­ბა.

    დე­და. ვი­ნაა?

    ბე­ბია. (წა­მოდ­გე­ბა) მო­ი­ცა, გა­ვი­ხე­დავ.

    შე­მო­დი­ან ავ­თო (ბა­ბუა) და ქე­თა­თო. ქე­თა­თო ლია დე­ი­დას­თან მი­ირ­ბენს და აკ­ო­ცებს. ხელ­ში თა­ი­გუ­ლი უჭ­ი­რავს. ლია დე­ი­და და ბე­ბია ალ­ერ­სი­ა­ნად აქ­ვი­თინ­დე­ბი­ან.

    ლია დე­ი­და. ცე­მი სო­ცო­ცე, პა­წა­წუ­ნა!

    ბე­ბია. ცენ მო­გიკ­და ბე­ბა, ცენ!

    დე­და. ცად იკ­ა­ვი დე­დი­კუ­ნა ამ­დე­ნი ქა­ნი, ცად?

    ავ­თო. …მო­უ­კე­ვი ბა­ბუ­კა ცად ვი­კა­ვით, აცე და აცე ვქე­ნით-თქო მე და ბა­ბუ­კამ, უთ­ქა­ლი… ვა­კის პალ­კ­სი ვი­კა­ვით-თქო ბა­ბუ, ძა­ლის­კა­ცის საფ­ლა­ვი ვნა­ქეთ და ბევ­რი ვი­ცე­ილ­ნეთ-თქო, მო­უ­კე­ვი… ბი­ძია ცო­ცო სეგ­ვ­ქ­ვ­და და ქა­ჭა­პულ­ზე დაგ­ვ­პა­ტი­ჟა-თქო ბა­ბუ, უთ­ქა­ლი…

    ბე­ბია. (ქე­თა­თოს) ალ სეგ­ცივ­და, ბე­ბა? ან კა­კუ­ლე­ბი ალ მო­გინ­და? ლო მი­დი­ქალ საქ­ლი­დან და, ლო აგ­ალ ბლუნ­დე­ბი, ალა გცქვე­ნია ცე­ნა?.. დი­დი გო­გო ქალ ბე­ბა უკე? უც­ნო სე­ენ! ცუ­დო?! აგ­ალ გინ­და ალა საქ­ცი მოს­ვ­ლა, ბე­ბა?

    ქე­თა­თო. მე და ბა­ბუ­კამ კვა­ვი­ლე­ბი დავ­კ­ლი­ფეთ და ვი­ცე­ილ­ნეთ ძა­ან ძა­ან ბევ­ლი და… ცულ ვი­ა­ლეთ აქ­ეთ-იქ­ით…

    ლია დე­ი­და. ლო­გოლ ტი­ტი­ნებს კა­თო უკ­ვე თა­ვი­სუფ­ლად, ჰა?! დი­დი გო­გოა, გა­ი­ძალ­და უკე!

    ბე­ბია. აგ­ალ უნ­და საქ­ლ­სი მოც­ვ­ლა, გათ­ქო­ვე­ბა უნ­და… ქმალ­თან ელ­თად უნ­და სა­წოლ­სი კოტ­ლი­ა­ლი!

    ქე­თა­თო. ბა­ბუ­კამ დექ­ციც მას­წავ­ლა: ილ­ე­მო მთა­ცა მკვი­ლა­ლო…

    ბე­ბია. სენ სე­მო­გე­ლე მე!.. სა­სა­ქე­ლო ცე­მი გო­გო – ლო გა­მოც­დე­ბა ტე­ლე­ლოზ­ცი და ბე­ბოს, ლო ას­ა­ქე­ლებს… ცუნ­ცუ­ლი­კო პა­ტა­ლა… ცი­ცუ­ნია ცე­მი!

    ავ­თო. (ქე­თა­თოს მუხ­ლებ­ზე და­ის­ვამს) ლექ­ცე­ბიც ვთქვით, ვი­ცა­უბ­ლეთ კი­დეც… ვიმ­გე­ლეთ კი­დეც!

    ქე­თა­თო. გმელ­თ­ზეც ვი­ლა­პა­ლა­კეთ… კოც­მოც­ზეც… ცა­ზო­გა­დო­ე­ბის პლობ­ლე­მებ­საც სე­ვე­ქეთ… ბა­ბუ­კამ მით­ქ­ლა – ად­ლე ატ­ე­იც­ტი და უგ­მელ­თო ვი­კა­ვი იმ­ი­ტო ლო წკო­ბა იკო აც­ე­თიო – ცაბ­წო­თა კავ­სი­ლი იგ­უ­ლის­ქ­მა, ლა თქმა უნ­და, – ექ­და კი ეწ­ვი აგ­ალ მე­პა­ლე­ბა, ლომ იმ ქვეკ­ნა­დაც ალ­სე­ბობს ლა­მეო…

    ლია დე­ი­და. ორი კვი­რის წინ ვნა­ხე ბო­ლოს და რო­გორ ალ­ა­პა­რა­კე­ბუ­ლა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­ნა­ნა, გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვარ… კი­დე ლაო, დე­დუ­კი­ნო, ბა­ბუმ, ლა?!

    ქე­თა­თო. მოთ­მი­ნე­ბი­თა ცე­ნი­თა მო­ი­პო­ვე ცა­ცუ­ფე­ვე­ლი ცე­ნიო – ეც­ეც მით­ქ­ლა… ვი­ნაც აგ­ი­გოს მაქ­ვი­ლი მაქ­ვი­ლი­თა­ვე სე­ი­მუს­ლო­სო!

    ლია დე­ი­და. ავ­თო, ბავ­შ­ვის­თ­ვის ად­რე არ არ­ის?

    ავ­თო. იც­ო­დეს, იც­ო­დეს… არ­ა­ფე­რი და­აკ­ლ­დე­ბა.

    ქე­თა­თო. ელთ ლა­მე­საც მივ­ქ­ვ­დი – ცოდ­ნიც გა­ლე­ცე ამ ქვეკ­ნად ვე­ლა­ფელს მი­აგ­წევ! ლის­თ­ვის მო­ვე­დი? ლა მინ­და? კო­ფი­ე­ლე­ბის ცა­ი­დუმ­ლოც ცეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­ლი ამ­ოქ­ც­ნა – აი ლა უნ­და იკ­ოს თი­თო­ე­უ­ლი ად­ა­მი­ა­ნიც, თი­თო­ე­უ­ლი ცვენ­თა­გა­ნიც ვა­ლი… ან თუ სე­ი­ძე­ბა აცე ითქ­ვაც – ამ­ო­ცა­ნა…

    ლია დე­ი­და. შენ შე­მო­გევ­ლოს, ლია დე­ი­და…

    ქე­თა­თო. ჭკი­ა­ნი ცქვის სეც­დო­მებ­ძე სწავ­ლობს წკუ­ას – ცუ­ლე­ლი კი ცა­კუ­თალ­ძე!

    ბე­ბია. ეს­ეც შენ უთ­ხა­რი, ავ­თო?

    ქე­თა­თო. ჰო­მო ჰო­მი­ნი ლუ­პუც ეცტ!

    ბე­ბია. ალ მოგ­სივ­და ბე­ბი­კო, ამ­დენც ლო ტი­ტი­ნებ?.. ან წა­მა ალ გინ­და? ან კა­კუ­ლი­კე­ბი?..

    ქე­თა­თო. სე­ი­ცან თა­ვი ცე­ნი, ბე­ბა!

    ბე­ბია. მო­გე­წო­ნა ბე­ბი­კო უც­ნო­ბი ძა­ლის­კა­ცის საფ­ლა­ვი?

    ქე­თა­თო. ბა­ბუ­კამ აქ­ლოც ალ მი­მი­კა­ნა – იქო ცეც­ქ­ლიაო და მე­ცი­ნია, სიგ ალ ამ­ო­ვიწ­ვათ ძო­ძო­ქე­თიც მას­ხა­ლე­ბი­ვი­თო…

    ლია დე­ი­და. ეს რამ გათ­ქ­მე­ვი­ნა, ავ­თო?

    ავ­თო. იგ­ო­ნებს, კა­ცო! და­უ­ჯე­რე შენც.

    ლია დე­ი­და. ცა­ი­დან იცი გო­გო ამ­დე­ნი ლა­მე? აც­ე­თი ჭკი­ა­ნი ცა­ი­დან ქალ?

    ბე­ბია. ბე­ბუ­კა, ელ­თი ქა­ჭა­პუ­ლი ალ გა­გაძ­გობ­და ცენ! ან ალ გსია, ან ალ გწკუ­ლია?

    ქე­თა­თო. მე იცი ლა ვის­წავ­ლე, სა­ბავ­სო ბაგ­ცი? ტოლ­ტი ლო­გოლ უნ­და გა­ვა­კე­თო ცო­კო­ლა­დიც… ფან­ტაც­ტი­უ­ლი გე­მო აქვ­ცო, მით­ქ­ლეც.. ეცე იგი – სა­მი კველ­ც­ქი, ჭი­ქა-ნა­ხე­ვა­ლი ცა­ქა­ლი, ცე­დე­დე­ბუ­ლი ლძე…

    ბე­ბია. შენ გე­ნაც­ვა­ლოს ბე­ბი­ა­შე­ნი…

    ქე­თა­თო. …კა­ლა­ქი ოლ­ა­სი გლა­მი, ელ­თი წი­ქა მა­წო­ნი, ნა­ქე­ვა­ლი ცა­ის კოვ­ძი სო­და, ოლი სუფ­ლის კოვ­ძი კა­კაო და კა­ვა…

    ლია დე­ი­და. (იც­ი­ნის) შენ შე­მო­გევ­ლე მაგ “კა­ვა­ში”! ყ-ს ვერ ამ­ბობ, ხო?! ყ ალ სე­გიძ­ლია, ქო?!

    ავ­თო. ვერ ამ­ბობს და ისა კი­დე… თქვი, ბა­ბუ – ყა­ვა.

    ქე­თა­თო. კა­ვა!

    ავ­თო. (ლია დე­ი­დას) ეგ­ეც შენ! (ლია დე­ი­დას გა­ა­ჯავ­რებს) ვერ ამ­ბობს…

    ქე­თა­თო. აც­ო­ებც ლა მნის­ვ­ნე­ლო­ბა აქვც? მთა­ვა­ლია ციტ­კ­ვე­ბი!.. ციტ­კ­ვე­ბი, ციტ­კ­ვე­ბი, ციტ­კ­ვე­ბი – დი­დე­ბუ­ლი ინგ­ლი­ცე­ლი პო­ე­ტი­ცა და დლა­მა­ტულ­გი სექ­ს­პი­ლის თქმის ალ იკ­ოს!

    ბე­ბია. ლია დე­ი­და, სენ ქო ალ იცი, ლო­გოლ ვი­დალ­დეთ ცვე­ნი მე­ძო­ბე­ლი, ლო გა­და­იც­ვა­ლა წი­ნა კვი­ლას?! ლო­გოლ ვტი­ლო­დით, ლო­გოლ გვე­ცო­დე­ბო­და…

    ქე­თა­თო. (ხე­ლებს ლო­ყებ­ზე აიფ­ა­რებს) ვა­ი­მე-ვა­ი­მე-ვა­ი­მე! ალ გა­მაქ­სე­ნოთ ეც… ალა! ლა ად­ა­მი­ა­ნი დავ­კალ­გეთ, ლო­გო­ლი პა­ტი­ო­ცა­ნი?! დაგ­ვა­ობ­ლა მთე­ლი ცა­ძო­გა­დო­ე­ბა, წეს­მა­ლი­ტად.. მალ­ტო დაგ­ვ­ტო­ვა… უნ­უ­გე­სო წი­ლი­სუფ­ლე­ბად გვაქ­ცია, მა­ლად­ჟამ!

    შე­მოს­ვ­ლე­ლი­დან კა­კუ­ნის ხმა გა­ის­მე­ბა – თავ­ხე­დუ­რი კა­კუ­ნის, თით­ქ­მის ბრა­ხუ­ნის ანუ.

    ლია დე­ი­და. რა ხდე­ბა? ვი­ნაა?

    დე­და. (ხმა­ში ოჯ­ა­ხუ­რი კეკ­ლუ­ცო­ბა შე­ე­პა­რე­ბა) …ეხ­ლა­ვეე!

    ბე­ბია. გა­ი­ხე­დე ჯერ, ისე ნუ გა­ა­ღებ.

    დე­და. კაი რა, დე!.. (გა­დის)

    კა­კუ­ნი ძლი­ერ­დე­ბა – თუმ­ცა, კა­კუ­ნი აღ­არც ქვია ამ­ას.

    ქე­თა­თო. ტყე­ჩი გა­ი­ძალ­და ეც ქალ­ქი? ლა ალი, ნუ ლა?!

    ქე­თა­თოს დე­და ოთ­ახ­ში შე­მობ­რუნ­დე­ბა.

    დე­და. მე­რა­ბია!.. სა­ცაა კარს შე­მო­ამ­ტ­ვ­რევს… ის­ე­თი მთვრა­ლია – გონ­ზე არ არ­ის…

    ქე­თა­თო. ლა-ა? მთვლა­ლია?

    დე­და. ქო, დე­და… ქო!

    ბე­ბია. ვა­ი­მე-ჰ!.. ლია გა­და­მა­ლეთ!

    ლია დე­ი­და. შე­მო­ვი­დეს ერ­თი!… შე­მო­ვი­დეს და ვნა­ხოთ მე­რე – ვინ-ვის… ვინ ვი­ნაა დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?! მაგ უბ­ე­დურს შარ­შან­დე­ლი ლია ხომ არ ვგო­ნი­ვარ?!

    ქე­თა­თო. ვი­ცო­დი, ლო ალ ცე­მელ­გე­ბო­და ეც ვა­კის პალ­კი!

    ავ­თო. დე­დას ვუ­ტი­რებ! მა­ნა­ნა, გა­უ­ღე კა­რი!.. (გულ­წა­სუ­ლი იატ­აკ­ზე გა­იშ­ხ­ლარ­თე­ბა)

    ბე­ბია. ავ­თო!.. ავ­თო მო­მიკ­ლა ამ დამ­პალ­მა!

    ლია დე­ი­და. (ფან­ჯ­რი­დან აპ­ი­რებს გა­დახ­ტო­მას) დე­და, რამ­სი­მაღ­ლეა ეს ოხ­ე­რი, ჰა?..

    ბე­ბია. ავ­თო!

    სულ ცო­ტაც და მე­რა­ბი კარს შე­მო­ამ­ტ­ვ­რევს,

    უკ­ვე საკ­მა­ოდ გარ­კ­ვე­ვით ის­მის მი­სი გი­ნე­ბაც.

    ქე­თა­თო. უჰ!.. ცვენ­ზეა ლა ნათ­ქ­ვა­მი – კა­ცი ბწობ­და და გმელ­თი იც­ი­ნო­დაო… მა­ინც ლამ­ხე­ლა სიბ­ლ­ძ­ნეც იტ­ევს თა­ვის თავ­სი ცვე­ნი ფოლ­კ­ლო­ლი?!

    შე­მო­დის სა­ხე-ალ­ე­წი­ლი მე­რა­ბი, რო­მელ­საც არ­ყის სუ­ნი უდ­ის.

    მა­მა. ალ მე­ლო­დით დე­დუ­კე­ბო?..

    ქე­თა­თო. (შე­ში­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ გუ­ლა­დი­ცაა ამ­ავ დროს) ალა!

    სუ­რა­თი მე­სა­მე

    გა­ვი­და ორი თვე…

    სა­სა­მარ­თ­ლოს დარ­ბა­ზი.

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ბრალ­მ­დე­ბე­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა – მათ შო­რის: ქე­თა­თო, რო­მე­ლიც სულ ბო­ლო რიგ­ში ზის ბა­ბუ­ას­თან ერ­თად; დე­და, ბე­ბია და მა­მა – ოღ­ონდ გა­ლი­ა­ში, გან­სას­ჯელ­თა სკამ­ზე.

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. ვი­ცით! მო­ვის­მი­ნეთ… კი­დევ ბევ­რ­ჯერ მო­ვის­მენთ, რომ მე­რაბ დავ­ლი­ა­ნი­ძემ შე­ამ­ტ­ვ­რია კა­რი, ხალ­ხო… ცეცხ­ლი წა­უ­კი­და ფარ­დას და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა მო­ქა­ლა­ქე ლია მო­ნი­ა­ვა!.. ყა­ჩა­ღო­ბაო? ბან­დი­ტიზ­მიო?.. არა! უარ­ე­სი! უფ­რო მე­ტი ჰქვია ამ­ას!.. რა, ოღ­ონდ?.. რა?! რა ვუ­წო­დო ას­ეთ სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულს? ოჯ­ა­ხის მე­გო­ბარს – თით­ქ­მის შუ­ახ­ნის ქალს, რომ შე­ნი შვი­ლის, ცო­ლის, სი­დედ­რი­სა და გულ­წა­სუ­ლი სი­მამ­რის – მე­ო­რე სა­მა­მუ­ლო ომ­ის ვე­ტე­რა­ნის თვალ­წინ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ – ვი­ნა ხარ?.. მხე­ცი? ნა­დი­რი? უც­ხო ფრინ­ვე­ლი ჩხა­ვი­ლით მო­სუ­ლი ქვეყ­ნა­და?!

    მა­მა, მე­რა­ბი ანუ. (თა­ვის­თ­ვის) მორ­ჩით, რა!.. გე­ყოთ.

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. ოცი წე­ლი! ვითხოვ ორ ათ­ე­ულ წე­ლი­წადს, – მა­მო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზურ­გ­შექ­ცე­ვით, მი­სი ცო­ლის – ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გათხო­ვე­ბით და მა­მი­ნაც­ვ­ლი­სა და პა­ტა­რა ქე­თა­თოს სას­წ­რა­ფო და­მე­გობ­რე­ბით!

    მარ­თა­ლია ორ­მა თვემ გან­ვ­ლო, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­უ­რაცხ­ყო­ფის კვა­ლი ჯე­რაც არ გამ­ქ­რა­ლა ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ას სხე­უ­ლი­დან!

    დაგ­ვე­ნა­ხეთ, ქალ­ბა­ტო­ნო ლია! დაგ­ვე­ნა­ხეთ, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლო მდედ­რო!

    ლია დე­ი­და კოჭ­ლო­ბი­თა და კვნე­სა-კვნე­სით

    შე­მო­ვა დარ­ბაზ­ში – გა­ივლ-გა­მო­ივ­ლის, თუმ­ცა

    გავ­ლა-გა­მოვ­ლა აღ­არც ჰქვია ამ­ას.

    ერთ-ერ­თი დამ­ს­წ­რე. (თა­ვის­თ­ვის) აუჰ, საწყა­ლი ქა­ლი?! ეს რა უქ­ნია ამ მხეცს, ა?..

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. ვე­ლუ­რი ჟი­ნი, და­უ­ო­კე­ბე­ლი ვნე­ბა, ავი გო­ნი და მავ­ნე ჩვე­უ­ლე­ბა­ნი – აი, შე­დე­გი: ქალ­ბა­ტო­ნი ლია მო­ნი­ა­ვა…

    სად­მე, თუ გი­ნა­ხავთ ასე თავ­ხე­დუ­რად გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი ქა­ლი?

    ლია დე­ი­და. ვა­ი­მე!.. ვაი… (თით­ქოს ძვლებ­ში ტე­ხავს – სახ­ს­რე­ბი ტკი­ვა) ვა­ი­მე-ვა­ი­მე-ვა­ი­მე!.. ვა­ი­მე, დე­და!.. ვა­იჰ, ვა-იჰ!..

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. დაბ­რ­ძან­დით, ქალ­ბა­ტო­ნო ლია, საკ­მა­რი­სია. გმად­ლობთ.

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. (თვი­თონ ქე­თა­თო არ ჩანს) სა­ძიძ­გა­ლი ეგ! ლია დე­ი­დაც კი ალა – სა­ელ­თოდ, სა­ძო­გა­დოდ ქა­ლებც მი­ა­კე­ნა სე­უ­ლაწ­კო­ფა!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ვინ ყვი­რის, კა­ცო?.. სი­ჩუ­მე დარ­ბაზ­ში!

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. ეხ­ლა გა­ცი­ნოთ! მთლად აბ­სურ­დი: მეო, ეს ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს… ძვირ­ფა­სი, რა თქმა უნ­და, ბრჭყა­ლებ­ში, – იმ ავ­ბე­დით სა­ღა­მოს გა­ტი­ა­ლე­ბუ­ლი მთვრა­ლი ვი­ყა­ვი და ჩე­მი ცო­ლი, ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ში ამ­ე­რიაო… და რა­კი­ღა ლია მო­ნი­ა­ვა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე მე­გო­ნა – გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, ჩე­მი აზ­რით, ზედ­მე­ტი უნ­და იყ­ო­სო… გეს­მით, ხალ­ხო?! არ ჩაბ­ჟირ­დით?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. მე პრო… პრო… პრო­ტე-ტე-ტე…

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. ნუ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ას­ეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბა!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. პრო­ტეს­ტი არ არ­ის მი­ღე­ბუ­ლი.

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. უ-უ… ჰუ-უ… უ!

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. …ეგო, ამ­ბობს, ჩე­მი ცო­ლი მე­გო­ნაო, ხალ­ხო!.. არ გე­ცი­ნე­ბათ? არ არ­ის ეს სა­სა­ცი­ლო?.. (მი­მარ­თავს ბრალ­დე­ბულს) აჰაა, ესე იგი, რა­ღაც ფო­კუს­თან გვაქვს საქ­მე… ფო­კუს-მო­კუს!.. შე­ნი გო­ნე­ბის რო­მე­ლი­ღაც უც­ნა­ურ უჯ­რედ­თან, პა­წა­წი­ნა კუ­ბიკ-რუ­ბიკ­თან!.. შენ ით­ხოვ ჩვენ­გან ფსი­ქო­თე­რა­პი­ას, მკურ­ნა­ლო­ბას (კი­ვი­ლით) …იქ­ნებ მღვდელ­საც? ვერ მო­ეს­წ­რე­ბი! შენ ხარ რი­გი­თი, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი… ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლო­თი და შფო­თი… და, ალ­ბათ (კვლავ კი­ვი­ლით) პე­დე­რას­ტიც?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. პრო… პრო… ტე-ტე…

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. პრო­ტეს­ტი მი­ღე­ბუ­ლია.

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. (ჯდე­ბა თა­ვის ად­გილ­ზე) ორი ათ­ე­უ­ლი წე­ლი­წა­დი, ოცი გა­ზაფხუ­ლი, ზაფხუ­ლი, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი გი­სო­სებს-მიღ­მა, დი­ლეგ­ში, სა­ტუ­სა­ღო­ში!!!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ბრალ­დე­ბუ­ლო, შე­გიძ­ლი­ათ თუ არა რა­ი­მე თქვათ თა­ვის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად?

    მა­მა. (დათ­რ­გუ­ნუ­ლი, მხრებ­ში მოხ­რი­ლი და გა­უ­პარ­სა­ვია) სი­მარ­თ­ლე?.. რაი არს, რო სი­მარ­თ­ლე?.. თა­ვის მარ­თ­ლე­ბა? ვის­თან?.. სა­კუ­თარ თავ­თან?! სა­კუ­თარ თავ­თან ხომ და­ბა­დე­ბი­დან წა­გე­ბუ­ლი ვარ… წა­გე­ბუ­ლი ვარ ჩემს შვილ­თა­ნაც… მხე­ვა­ლი ღვთი­საი ქე­თა­თო დავ­ლი­ა­ნი­ძე… მე მრცხვე­ნია მი­სი, მარ­თ­ლა მრცხვე­ნია…

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. ექა კაი დლო­სია – ქე­თა­თო! მა­სინ, ლა­ტო ალ შეგ­ლ­ც­ქ­ვა ცემ თვალ­წინ ლია დე­ი­და, ლო იხ­მა­ლე?!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ბავშვს რა უნ­და აქ?.. სი­ჩუ­მე!

    მა­მა. …მაგ­რამ აი, სად მოტყუვ­დით! აი, სად შე­გე­შა­ლათ! აი, ვით გა­დე­ფა­რა ბინ­დი თვალ­თა თქვენ­თა!.. გგო­ნი­ათ, მარ­ტო მე ვარ არა დამ­ნა­შა­ვე?! დამ­ნა­შა­ვე – ის ახ­ა­ლი წე­ლია – ათ­ას ცხრა­ას ოთხ­მოც­და­თორ­მე­ტი, რო მო­ი­ტა­ნა… დამ­ნა­შა­ვე ის ოთხ­მოც­და­ცა­მე­ტი წლის ახ­ა­ლი წე­ლია მე, რო ხელ­ში იარ­ა­ღი ამ­ა­ღე­ბი­ნა… იყო კი… წა­მა­ლიც იყო, სის­ხ­ლიც იყო… ქე­ი­ფიც იყო, ქა­ლე­ბიც… დე­დაც!

    …დე­და­ჩე­მიც იყო! დი­ა­ცი სწო­რი ან­გე­ლოზ­თა და სა­და­რი მზი­სა!..

    მთე­ლი ეს წლე­ბი სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი…

    მგო­ნი, დღეს ვი­პო­ვე… (დაჯ­დე­ბა, ხე­ლე­ბი უკ­ან­კა­ლებს, მკერ­დ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ხის ჯვარს აკ­ო­ცებს)

    ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სი­ჩუ­მეა

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. (ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატს) თქვე­ნი აზ­რი? სხდო­მა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, თქვენ კი ჯერ ერ­თი სიტყ­ვაც არ გით­ქ­ვამთ?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. მე… ებ… ის, რომ… ბე-ბე… ოც… ოცი წე-წე… იმ­ი­ტო, რო… ე-ეე…

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. სე­იძ­ლე­ბა ლა­გაც ვთქვა, პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­ცა­მალ­თ­ლევ? (წინ გა­მორ­ბის, კი­ნა­ღამ და­ე­ცე­მა)

    ავ­თო. ფრთხი­ლად, ბა­ბუ!..

    ქე­თა­თო. ჰა? სე­იძ­ლე­ბა?

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ეს ბავ­შ­ვი ვი­ნაა?

    თა­ნა­შემ­წე. ბრალ­დე­ბუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და ენ­აკ­ვი­მა­ტი ბავ­შ­ვი.

    ქე­თა­თო. …მო­მე­ცით უფ­ლე­ბა, ლომ ლა­გაც ვთქვა! ეს ცე­მი ვა­ლია! თან ცე­მი ქვეკ­ნის კონ­ც­ტი­ტუ­ცია მა­ძევს ამ­ის უფ­ე­ბას… იქ­ი­ლეთ მე­ო­ლე თა­ვის ოც­და­მე­ოთ­ქე მუქ­ლის პილ­ვე­ლი პუნ­ქ­ტი: კო­ველ ად­ა­მი­ანც აქვს უფ­ე­ბა თა­ვი­ცუფ­ლად მი­ი­გოს და გა­ავ­ცე­ლოს ინ­ფოლ­მა­ცია, გა­მოთ­ქ­ვაც და გა­ავ­ცე­ლოს თა­ვი­ცი აზ­ლი ძე­პი­ლად, წე­ლი­ლო­ბით ან სხვაგ­ვა­ლი სა­სუ­ა­ლე­ბით! ცენ­ზუ­ლა და­უ­შე­ბე­ლია!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. (თა­ნა­შემ­წეს) რა ვქნა?

    თა­ნა­შემ­წე. მი­ე­ცით სიტყ­ვა. თუ ვინ­მეს შე­არ­ცხ­ვენს, ის­ევ სა­კუ­თარ თავს.

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ხოო?.. კე­თი­ლი. (ქე­თა­თოს) აბა, გო­გო­ნი, მით­ქა­ლი ლა გქვია?

    ქე­თა­თო. მე ამ კა­ცის სი­ლი ვალ!

    თა­ნა­შემ­წე. ალა, სა­ქე­ლიო… სა­ქე­ლი მით­ქა­ლიო.

    ქე­თა­თო. ქე­თა­თო!

    ბრალ­მ­დე­ბე­ლი. სენ სე­მო­გე­ლე მე. უკ­უ­ლე ამ­ას?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. (თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად იტყ­ვის წი­ნა­და­დე­ბას ბლუ­კუ­ნის გა­რე­შე) დი­დი ჩათ­ლა­ხი ბავ­შ­ვი უნ­და იყ­ოს ესა…

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ლამ­დე­ნი წლი­ცა ქალ, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. (თი­თე­ბით უჩ­ვე­ნებს) აი ამ­დე­ნიც!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ო, დი­დი გო­გო კო­ფილ­ქალ უკ­ვე!

    ქე­თა­თო. …სკო­ლაც ექს­ტელ­ნათ და­ვამ­თავ­ლებ!

    ლია დე­ი­და. (სკამ­ზე ძლივს ზის, კვნე­სა-კვნე­სით და მა­ინც სიყ­ვა­რუ­ლით) ვა­იჰ… შენ გე­ნა… ცვა­ლოს ლია დეი… და…

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ლის თქმას აპ­ი­ლებ? აც­ე­თი ლა უნ­და გვით­ქ­ლა, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. კონ­კ­ლე­ტუ­ლად ალ­აფ­ლის. ცე­მი მოკ­ლე სიტ­კ­ვა ძო­გა­დი იქ­ნე­ბა!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. აბა, გის­მენთ.

    ქე­თა­თო. გა­გი­გო­ნი­ათ, ალ­ბათ ეს ლექ­ცი: ცუ­ლო ობ­ო­ლო… თით­ქოც ცემ­ზე უნ­და იკ­ოს და­წე­ლი­ლი, იც­ე­თი სთა­ბეწ­დი­ლე­ბა მცე­ბა… დი­აქ! მეც ობ­ო­ლი ვალ… თუმ­ცა დე­დაც მკავს და მა­მაც!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ეს ლექ­ცი ვინ გას­წავ­ლა, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. ბე­ბამ!

    ბე­ბია. (ზის მე­ოთხე რიგ­ში, სა­ოც­რად თავ­მ­და­ბა­ლი და ამ­ა­ყია ამ­წუ­თას) კი, ბე­ბა, კი… მე გას­წავ­ლე. დი­დი მად­ლო­ბა, ბე­ბი­კო.

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ძა­ლი­ან კარ­გი. მე­ლე?!

    ქე­თა­თო. უჰუ-უჰუ! (ჩა­ახ­ვე­ლებს) მე ცგდო­მის გა­მა­ლო­ბა­სი სუ მა­მა­ცემს ვუ­კუ­ლებ­დი, ვუ­კუ­ლებ­დი და ვცდი­ლობ­დი, ლომ ლაც სე­ი­ძე­ბა კა­ქათ და­მე­მაქ­სოვ­ლე­ბი­ნა მი­სი ნაკ­თე­ბი… ოცი წლის მე­ლე, ლო გა­მო­ვა – თუ­კი თქვენ მას ოც წე­ლი­წადს მი­უს­ძით მე­ქუ­თე თა­ვიც ოთხ­მოც­და­მე­ო­ლე მუქ­ლის პილ­ვე­ლი პუნ­ქ­ტიც მი­ქედ­ვით – მეც შეც­ვ­ლი­ლი ვი­ქე­ბი და იც­იც!.. მალ­თა­ლია, ის დამ­ნა­სა­ვეა, მაგ­ლამ ის მა­ინც მა­მაა ცე­მი!.. უმ­ა­მოდ გაზ­დი­ლი გო­გო კი, მო­გექ­სე­ნე­ბათ, თუ ლა სა­ცო­და­ვი­ცაა?.. ხალ­ხიც მტლის ში­ლი… მაქ­სენ­დე­ბა სტა­ლი­ნუ­ლი ლეპ­ლე­სი­ე­ბის დლოს დახ­ვ­ლე­ტილ მა­მა­თა ში­ლე­ბი, ლო­მელ­თაც ალც უმ­აგ­ლეს­ში ცა­ბა­ლე­ბის უფ­ლე­ბა ქონ­დათ და ალც ტლამ­ვა­ით მგზავ­ლო­ბიც!.. ლა უნ­და გა­მო­ვი­დეს ცემ­გან? ამ კითხ­ვაც ხში­ლად ვუ­მე­ო­ლებ­დი მა­მა­ცემ­საც და აქ­ლა თქვენც გი­სამთ: დან­გე­უ­ლი ფსი­ქი­კი­ცა და ნევ­ლე­ბიც მქო­ნე ად­ა­მი­ა­ნი… და­ჭე­ლი­ლი მა­მა, მალ­ტო დალ­ჩე­ნი­ლი, გა­უ­ბე­დუ­ლე­ბუ­ლი დე­და და მა­ლად ხე­იბ­ლად გცე­უ­ლი ლია დე­ი­და…

    თა­ნა­შემ­წე. (თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კებს) ას­ე­თი რა უქ­ნა ამ მარ­თ­ლა მხეც­მა ქალ­ბა­ტონ ლია მო­ნი­ა­ვას, რომ სა­მუ­და­მო ინ­ვა­ლი­დად აქ­ცია იგი?!

    ქე­თა­თო. …თუ­კი დე­და გათ­ქოვ­დე­ბა – ცემ­თ­ვის ცუ­დი იქ­ნე­ბა თა­ვის­თა­ვად: მა­მი­ნა­ცა­ლი, მას­თან სე­გუ­ე­ბა, ცე­მი კომ­პ­ლექ­ცე­ბი… პლო­ტეს­ტე­ბი, ლომ­ლე­ბიც გალ­და­ტე­ქის ას­აკ­თან ელ­თად მო­ვა… და უამ­ლა­ვი, უამ­ლა­ვი ცუ­დი ლა­მე!.. მაგ­ლამ გა­უთ­ქო­ვა­ლი დე­დაც – ძელ სლუ­ლი­ად აქ­ალ­გაზ­და ქა­ლი – ლა თქმა უნ­და, აც­ე­ვე ცო­დო იქ­ნე­ბა: ნა­ად­ლე­ვი კლი­მაქ­ცი, ცი­ე­ბა, ცქე­ლე­ბა, ჰოლ­მო­ნა­ლუ­ლი ლღვე­ვა… მოკ­ლედ, ლო­გოლც გელ­მა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ ქოლ­მე: ალ­ეს ისთ ზელ, ზელ სლეხთ!..

    ავ­თო. ცხვი­რი­დან თი­თი, ბა­ბუ!..

    ქე­თა­თო. ამ დლოს, მო­მავ­ლის ლო­გო­ლი იმ­ე­დით მო­ვაგ­წიე ამ ას­ა­კამ­დე?! ლამ­დე­ნი სა­ოც­ლე­ბა იქს­ნე­ბო­და ცე­მი და ცე­მი თა­ო­ბის წი­ნა­სე?.. ინ­ტეგ­ლა­ცია, ევ­ლო­კავ­ში­ლი, სენ­გე­ნის ვი­ზა… ევ­ლო­პას აღ­ალ სჭილ­დე­ბა საზ­გ­ვა­ლი, ცვენ კი ცვენს ნა­წუწ­სი ვი­ქუ­თე­ბით… ცე­მი ნე­ბა, ლო იკ­ოს სლუ­ლი­ად სევ­ც­ლი­დი ცე­მი ქვეკ­ნის კონ­ც­ტი­ტუ­ცი­ას… სის­ხ­ლიც სა­მარ­ლ­თიც კო­დექ­სიც ით­ქოვც გალ­კ­ვე­ულ კო­რექ­ცი­აც… თუმ­ცა აქ ალც ად­გი­ლია ამ­იც და ალც დლო გვაქ სა­ა­მი­ცო!..

    ავ­თო. ცხვი­რი­დან თი­თი, ბა­ბუ…

    ქე­თა­თო. გგო­ნი­ათ ტკუ­ი­ლი თქვა მა­მამ, ლო­დე­საც თა­ვის თავ­თან ელ­თად დლოც და­ა­და­ნა­სა­უ­ლა?.. ამ დლომ ქალ­თ­ველ მა­მა­კა­ცებც სი­ცოც­ქ­ლე წა­ალ­თ­ვა და ალ­სე­ბო­ბა­ღა და­უ­ტო­ვა მხო­დოდ… სი­ცოც­ქ­ლე და ალ­სე­ბო­ბა კი, მო­გექ­სე­ნე­ბათ, სქვა და სქვა ცენ­ტენ­ცი­ე­ბია!.. და აი, მე გთქოვთ – მა­მა­ცე­მის სა­ქით, სე­ძე­ბის­დაგ­ვა­ლად, სე­ღა­ვა­თი გა­ე­წი­ოც ალა მქო­ლოდ დამ­ნა­სა­ვეთ, ალ­ა­მედ ცვენს დლო­საც!.. გან­ვ­ლილ წებ­საც!… ვა­პა­ტი­ოთ ამ ხალქს, და­ვი­ვი­წოთ კვე­ლა ტი­ვი­ლი, მივ­ცეთ ამ ად­ა­მი­ა­ნებც – მა­მა­ცემ­საც ვგუ­ლის­ქ­მობ მათ­სი, თუმ­ცა კი კვე­ლა­ძე ბევ­ლი ტი­ვი­ლი მან სწო­ლედ მე მო­მა­კე­ნა – სან­სი, სუ პა­ტა­ლა სან­სი, ლომ ნუ­ლი­დან და­იწ­კონ კვე­ლა­ფე­ლი… ავ­ა­შე­ნოთ აქ­ა­ლი დე­მოკ­ლა­ტი­უ­ლი სა­ქელ­მ­ზი­ფო, ცა­დაც ად­ა­მი­ა­ნე­ბი – მო­ქუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი, გო­ნებ­ლი­ვად გა­ვი­თა­ლე­ბუ­ლი ბავ­ცე­ბი…

    ბე­ბია. (თა­ვის­თ­ვის) შენ­ნა­ი­რი ბავ­შ­ვე­ბი, ბე­ბა, შენ­ნა­ი­რი!..

    ქე­თა­თო. …თა­ვიც უფ­ე­ბებს და­ი­ცა­ვენ! მო­ით­ქო­ვენ, იმ­უ­სა­ვე­ბენ, დატ­კ­ბე­ბი­ან ცოვ­ლე­ბით… უნ­და დამ­ლ­თავ­დეც კო­ლუმ­პი­ლე­ბულ ბულ­ზუ­ა­თა, ფე­ო­დალ­თა და გაქ­ცუ­ე­ბულ მექ­ლ­თა­მე­თა თა­ლე­სი ცვენს მი­წა­ძე… (ცქმუ­ტავს) სე­ი­ძე­ბა, მე თე­მაც გა­და­ვუქ­ვიე, მაგ­ლამ ასე ალ ალ­ის: გა­ლი­ა­სი გა­მომ­წ­ვ­დე­უ­ლი მა­მა, სწო­ლედ ამ­ნა­ილ აზ­ლებს უნ­და აგძ­ლავ­დეს სილ­სი!.. (ად­გილ­ზე ვერ ის­ვე­ნებს) პა­ტი­ე­ბი­სა და სიკ­ვა­ლუ­ლის გა­ლე­შე ბო­ლო­ტე­ბა გა­ი­ძე­ძი­ლებც… მში­ე­ლი ბავ­სე­ბი, მათ­ქო­ვა­ლი მო­ქუ­ცე­ბი, გა­უთ­ქო­ვა­ლი გო­გო­ე­ბი…

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ღმერ­თ­მა ნუ გაგ­ვი­თე­ნოს, ქე­თა­თო, ას­ე­თი შა­ვი ხვა­ლინ­დე­ლი დღე!.. თუმ­ცა, მე მეს­მის შე­ნი… სე­ნი ას­ა­კი­სათ­ვიც და­მა­ქა­სი­ა­თე­ბე­ლია აც­ე­თი აძ­ლოვ­ნე­ბა… მაგ­რამ, და­მი­ჯე­რე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა… ხვალ მო­ხუ­ცე­ბი აღ­არ იმ­ათხოვ­რე­ბენ… შენ გე­ყო­ლე­ბა გა­და­სა­რე­ვი, ლა­მა­ზი… ჭკვი­ა­ნი ქმა­რი…

    ქე­თა­თო. ფუუ! ველ ვი­ტან ბი­წებს! კა­ით, ლა?! მე ვით­ქოვ მქო­ლოდ პა­ტი­ე­ბაც, დლო­იც, ცა­უ­კუ­ნიც… ეპ­ო­ქიც პა­ტი­ე­ბაც! (ცქმუ­ტავს)

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. (კი­დევ ერ­თი გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რა თქმა უნ­და, თა­ვის­თ­ვის თქმუ­ლი) არ ჩა­ეფ­სას, ამ შო­ბელ­ძაღლს!

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. ქე­თა­თო, შენ უკ­ვე დი­დი გო­გო­ნა ხარ და საკ­მა­რი­სად ჭკვი­ა­ნი­ცა ხარ იმ­ი­სათ­ვის, რომ გეს­მო­დეს: მა­მა­შე­ნი – დამ­ნა­შა­ვეა. რა შუ­ა­შია აქ დრო, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი?! ჰა, მი­პა­ცუ­ქე, ლა ცუ­ა­ცია? მან ჩა­ი­დი­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი… შენ კი, რო­გორც შე­გატყ­ვე, კარ­გად იც­ნობ ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ას… ხო­და, ჩე­მი გო­გო, დას­კ­ვ­ნაც გა­მო­ი­ტა­ნე: მა­მამ კა­ნო­ნი და­არ­ღ­ვია. კითხ­ვა: რი­სი ღირ­სია? პა­სუ­ხი…

    ქე­თა­თო. იც­ით, ლას გეტ­კ­ვით?.. ჯა­კოს ხიძ­ნე­ბი ალა გაქვთ წა­კით­ქუ­ლი – იქ, ლო ჯა­კო მალ­გოც გა­ა­უ­პა­ტი­უ­ლებს?! პილ­ვე­ლად მალ­გოს ალ ეს­ი­ა­მოვ­ნე­ბა, მაგ­ლამ მე­ლე, იც­ოც­ქ­ლეთ, გე­მოს ცა­ა­ტანს… ოლ­გაზ­მი – ოლ­გაზ­მია!.. უნ­და გე­ნა­ხათ, ლო­გო­ლი ბედ­ნი­ე­ლი სა­ხე ქონ­და ამ ცვენ ლია დე­ი­დაც?.. ვინ ვინ და მე კი ვი­ცი ძუც­ტად… იქ­ვე ვი­დე­ქი…

    ლია დე­ი­და. (კვნე­სა-კვნე­სით) ქე­თა­თო, დე­და, მარ­გოს ვგა­ვარ ეხ­ლა მეე?.. ვა­ი­მე-ვა­ი­მე!..

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. პა­სუ­ხი, ქე­თა­თო: მი­სი საქ­ცი­ე­ლის გა­მარ­თ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ჭი­როა დრო, რა­თა მან გა­ი­აზ­როს ყვე­ლა­ფე­რი, მო­ი­ნა­ნი­ოს, აწ­ონ-და­წო­ნოს…

    ქე­თა­თო. ალა!.. მე მის გა­მალ­თ­ლე­ბას ალც გთქოვთ!.. ნუ­თუ, ლაც მე ვთქვი, აც­ე­თი გა­უ­გე­ბა­ლია თქვენ­თ­ვიც?.. მე აქ ალა კონ­კ­ლე­ტუ­ლი ად­ა­მი­ა­ნიც, ალ­ა­მედ ძო­გა­დად – სა­უ­კუ­ნიც პა­ტი­ე­ბაც გთქოვთ… ლე­ლი­გი­უ­ლი სენ­დო­ბა, ოგ­ონდ სა­კა­ცობ­ლიო კონ­ტექ­ს­ტ­სი!.. (კვლავ ცქმუ­ტავს) იმ­ი­ტომ კი ალ გთქოვთ ამ­ას, ლომ პი­ლა­დი ინ­ტე­ლე­სი მა­მოძ­ლა­ვებს… (ხმა აუკ­ან­კალ­დე­ბა, ტი­რილს აპ­ი­რებს)

    ბე­ბია. აალა, ბე­ბა!

    ქე­თა­თო. …სა­ელ­თოთ პილ­ვე­ლი მე ვა­ძევ­დი მა­მაც სე­ნის­ნას! (გამ­ყი­ვა­ნი ხმით აბ­ღავ­ლ­დე­ბა)

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. ჩა… ჩა-ჩა… ეეე…

    სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე. (თა­ნა­შემ­წეს) თქვე­ნი ბრა­ლია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შ­ვის­თ­ვის სიტყ­ვის მი­ცე­მა?!

    ბე­ბია. (ქე­თა­თოს ხელ­ში აიყ­ვანს, ქოთ­ქო­თით მი­დის გა­სას­ვ­ლე­ლი­სა­კენ) სა­ნამ არ ჩა­აფ­ს­მე­ვი­ნა, მა­ნამ­დე არ მო­ეშ­ვა, რა!.. მყავს ეგ­ეც – მო­სა­მარ­თ­ლე!… ააალა, ბე­ბა, ალა! თუ­დი ეგ, თუ­დი!..

    დარ­ბაზ­ში აყ­ალ-მა­ყა­ლია, სხდო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას წეს­რი­გი­სა­კენ მო­უ­წო­დებს, ქე­თა­თოს მა­მა, უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ, კოც­ნის თა­ვის ხის ჯვარს. ქე­თა­თო გამ­კი­ვა­ნი ხმით ტი­რის.

    ერთ-ერ­თი დამ­ს­წ­რე. დაგ­ვაჯ­ვა რა, ამ ბავ­შ­ვ­მა თავ­ზე…

    ფარ­და

    © “არილი”

  • პროზა (თარგმანი)

    ტო­მა­ზო ლან­დოლ­ფი


    ხე­ლე­ბი

    ფე­დე­რი­კო შინ ბრუნ­დე­ბო­და. ეზ­ო­ში შე­სულს მო­ზე­ი­მედ შე­ახ­ტა სახლის სა­და­რა­ჯოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი ბე­ბე­რი მე­ძე­ბა­რი ძუკ­ნა. სა­მი მხრი­დან დახ­შუ­ლი ეზო ბოს­ტანს ეს­აზ­ღ­ვ­რე­ბო­და, მის მიღ­მა კი, და­ბა­ლი სახ­ლე­ბის იქ­ით ვიწ­რო ვა­კე გადაჭ­ი­მუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც დამ­რე­ცად უერთ­დე­ბო­და ჰორ­ი­ზონ­ტ­ზე აღ­მარ­თულ მომ­რ­გ­ვა­ლებული ბორ­ც­ვე­ბის­გან შემ­დ­გარ ქედს. ღრუბ­ლე­ბით და­ფა­რუ­ლი მთვა­რე მას მქრქა­ლი და ბინ­დი­ა­ნი შუ­ქით ან­ა­თებ­და.

    ფე­დე­რი­კო სრუ­ლი­ად მარ­ტო ცხოვ­რობ­და თა­ვის დიდ­სა და უკ­აც­რი­ელ სახ­ლ­ში. საქმის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად იგი შინ გვერ­დი­თი კა­რი­დან შე­დი­ო­და ხოლ­მე, სა­ი­და­ნაც ორი უბ­ად­რუ­კი სა­თავ­სო­სა და ერ­თი სა­კუჭ­ნა­ოს გავ­ლით ბო­ლოს­და­ბო­ლოს აღ­წევ­და სამზარ­ე­უ­ლომ­დე, რო­მე­ლიც ელ­ექ­ტ­რო­ნა­თუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი პირ­ვე­ლი სა­თავ­სო იყო. ფე­დერიკ­ომ მძი­მე კლი­ტე მო­არ­გო სა­კეტს ოხვ­რი­თა და წუ­წუ­ნით სოფ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დაუძლე­ვე­ლი მოწყე­ნი­ლო­ბის გა­მო, რო­მე­ლიც გვი­ა­ნი ვახ­შ­მის მა­უწყე­ბე­ლი კედ­ლის საათ­ის გუ­ლის­წამ­ღე­ბი რეკ­ვით ცა­რი­ელ­სა და მარ­ტო­ო­ბით სავ­სე სა­ღა­მოს პირ­დე­ბოდა.

    ძუკ­ნა­საც უნ­დო­და შინ შეს­ვ­ლა, ამ­ი­ტო­მაც გა­ღე­ბა არ აც­ა­ლა, ლოდ­სატყორ­ც­ნი­დან გა­მოს­რო­ლი­ლი ქვის სის­წ­რა­ფით მი­ვარ­და კარს და წი­ნა თა­თე­ბი და­უ­ში­ნა. მაგ­რამ იქ ფე­ხებ­ში გა­ებ­ლან­და პატ­რონს და მის­გან და­ტუქ­სულ­მა უეც­რად გა­იხ­სე­ნა სად­ღაც გა­და­მა­ლუ­ლი გა­მომ­შ­რა­ლი და ლაპ­ლა­პა ძვა­ლი, უკ­ან გა­მო­იქ­ცა, სა­მა­ლა­ვი­დან გამოჩხ­რი­კა თა­ვი­სი გან­ძი და ხმა­უ­რი­ა­ნად და­ატ­რი­ა­ლა ყბებ­ში.

    პირ­ვე­ლი სა­თავ­სოს გავ­ლი­სას ფე­დე­რი­კოს ყუ­რად­ღე­ბა ჩუმ­მა ჭრა­ჭუნ­მა მი­იპყრო. თაგ­ვიაო, გა­ი­ფიქ­რა, რად­გან იქ­ა­უ­რო­ბას არ აკლ­დ­ნენ. მარ­თ­ლაც, რო­ცა ას­ან­თი აანთო, ერთ მსუ­ქან ვირ­თაგ­ვას მოჰკრა თვა­ლი, რო­მე­ლიც აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და და კედლის გას­წ­ვ­რივ მი­იჩ­ქა­რო­და ძველ­სა და ხმა­რე­ბი­დან გა­მო­სულ ავზ­ში და­სა­მა­ლა­ვად. ფე­დე­რი­კომ გა­იხ­სე­ნა, რო­გორ სძულ­და ძაღლს ვირ­თხე­ბი (ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბა­ში ხომ თვი­თონ და­ათ­რევ­და მას სხვენ­ში თაგ­ვე­ბის გა­მო­სა­დევ­ნად და ძაღ­ლიც, პატ­რონის სა­ა­მებ­ლად, ზო­მა­ზე მე­ტად გა­მო­ი­ჩენ­და ხოლ­მე თავს) და გა­დაწყ­ვი­ტა თა­ვი შეექ­ცია ამ ღა­მე­უ­ლი ნა­დი­რო­ბით. ძაღლს მო­უხ­მო, მაგ­რამ გა­რეთ მი­სი ღრღნის ხმა­ური კად­ნი­ე­რად არღ­ვევ­და ღა­მის დუ­მილს. ფე­დე­რი­კომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს მო­ა­ხერ­ხა თავისი ხმა საკ­მა­რი­სად და­ეტ­ვირ­თა მომ­თხოვ­ნე­ლო­ბით, თა­ნაც იმ­დე­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო დაპ­ი­რე­ბაც გა­უ­რია მო­წო­დე­ბა­ში, რომ ძუკ­ნა იძ­უ­ლე­ბუ­ლი გახ­და შე­ეწყ­ვი­ტა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა და ერთ­თა­ვად აგზ­ნე­ბუ­ლი გა­მოქ­ცე­უ­ლი­ყო. ფე­დე­რი­კომ მი­უ­თი­თა იმ ადგი­ლი­სა­კენ, სა­დაც ვირ­თაგ­ვა ეგ­უ­ლე­ბო­და და საქ­მის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად რამ­დენ­ჯერმე ძლი­ე­რად დაჰკრა ხე­ლი ავ­ზის თავ­სა­ხურს. შე­ში­ნე­ბულ­მა ვირ­თაგ­ვამ სას­წ­რაფოდ მი­ა­ტო­ვა თა­ვი­სი სა­მა­ლა­ვი. პა­ტა­რა ბრჭყა­ლე­ბის მღელ­ვა­რე ჩქამ­მა მო­ნიშ­ნა მისი ტრა­ექ­ტო­რია იატ­აკ­ზე ძაღ­ლის თა­თებს შო­რის, რო­მელ­მაც ვერ შეძ­ლო მი­სი ჩავლება და თვალ­თა­ხედ­ვის არ­ი­და­ნაც და­კარ­გა ვირ­თხა. და თუმ­ცა ად­ა­მი­ა­ნის ყნოს­ვა ვერ­ა­ფე­რია ძაღ­ლის გეშ­თან შე­და­რე­ბით, კა­ცის თვა­ლი ძაღ­ლის თვალ­ზე ბევ­რად მახვილია: ფე­დე­რი­კოს ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და ევ­ა­რა­უ­და, რომ ვირ­თაგ­ვა (არ­ა­ვინ იცის, რა­ტომ სხვა მხა­რეს არ გაქ­ცე­უ­ლა) იმ რკი­ნის სკივრს ქვეშ შე­ი­ყუ­ჟა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იატ­აკ­ზე კი არ იდ­გა, არ­ა­მედ აბ­ა­ნოს ძვე­ლი კედ­ლი­დან შე­მორ­ჩე­ნილ ხის ძელ­ებ­ზე. ძაღ­ლი ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა და ბე­ბერ­მა ძუკ­ნა­მაც იმ­ის მა­გი­ერ, რომ სკივ­რის გარ­შე­მო ფხა­კუ­რი და­ეწყო, სულ მთლად და­ძა­ბუ­ლი გა­ი­რინ­და სკივ­რი­დან მო­შო­რებით სწო­რედ იმ გზა­ზე, რო­მელ­საც ქვე­ში­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი ვირ­თაგ­ვა უნ­და დად­გო­მოდა. ფე­დე­რი­კომ წიხ­ლე­ბი და­უ­ში­ნა სკივრს და ხის ძე­ლე­ბიც შე­არ­ყია, მაგ­რამ სუ­ლიერი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ფე­დე­რი­კომ იფ­იქ­რა, შევ­ც­დიო, და გარ­თო­ბით უკ­ვე საკ­მა­ოდ გაბეზ­რე­ბუ­ლი სა­თავ­სოს სიღ­რ­მე­ში გა­ე­შუ­რა. იქ­ი­დან გა­ი­გო­ნა, რო­გორ ფხა­კუ­რობ­და და წკმუ­ტუ­ნებ­და ძაღ­ლი იმ­ის უტ­ყუ­არ ნიშ­ნად, რომ სკივ­რის ქვეშ მარ­თ­ლაც იმ­ა­ლე­ბოდა ვირ­თაგ­ვა. ძაღლს აქ­ამ­დე პატ­რო­ნი­სათ­ვის მი­ენ­დო თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა, ამ­ი­ტო­მაც დუმ­და და მის­გან ელ­ო­და მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ რო­გორც კი და­ი­ნა­ხა, რომ ფე­დე­რიკო უომ­რად სტო­ვებ­და ბრძო­ლის ველს, მო­უს­ვენ­რო­ბა გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა. საქ­მის ამგ­ვარმა შე­მობ­რუ­ნე­ბამ ფე­დე­რი­კოს კვლავ გა­უღ­ვი­ძა საბ­რ­ძო­ლო ჟი­ნი და უკ­ვე ად­ა­მისდრო­ინ­დე­ლი შან­დ­ლით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­აბ­რუ­ნა ძველ გზა­ზე.

    შან­და­ლი მი­წა­ზე დად­გა და ერ­თი მხრი­დან წა­მოს­წია სკივ­რი: ეშ­მა­კი ცხო­ვე­ლი მართ­ლაც ქვეშ იყო მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი და მის გარ­შე­მო ატ­ე­ხი­ლი ხმა­უ­რის მი­უ­ხე­და­ვად სიც­ოცხ­ლის ნი­შან­წყალს არ ამჟ­ღავ­ნებ­და. სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოყ­ვა­ნილ­მა უც­ებ ვერ შეძ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა და გი­ჟუ­რად აწყ­დე­ბო­და აქ­ეთ-იქ­ით ხის ძე­ლებს შორის: ასე მტრის თა­თე­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვას მა­ინც შეძ­ლებ­და, რად­გა­ნაც ძაღლს სა­მოქ­მე­დო არ­ის შეზ­ღუ­დუ­ლო­ბა ხელს უშ­ლი­და, სა­ბო­ლო­ოდ და­პატ­რო­ნე­ბო­და თა­ვის მსხვერპლს.

    ორ ცხო­ველს შო­რის ცხა­რე ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, ვირ­თაგ­ვას გამ­ყი­ვა­ნი წრი­პი­ნის თან­ხ­ლე­ბით. ეს მის ვე­ე­ბერ­თე­ლა მტერ­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და, რად­გა­ნაც იგი უფრ­თხილ­დე­ბო­და თა­ვი­სი ლა­შე­ბის სველ და­უც­ვე­ლო­ბას და ვერ ბე­დავ­და მსხვერპლისთ­ვის პი­რის დავ­ლე­ბას, არ­ა­მედ დრო­დად­რო მრის­ხა­ნედ და­უღ­რ­ჭი­ა­ლებ­და კბი­ლებს ცხვირ­წინ, მე­რე კი მსწრაფლ უკ­უ­იქ­ცე­ო­და. ამ­რი­გად, ხის ძე­ლებს შო­რის მომწყვდეული და ამ ძე­ლე­ბით და­ცუ­ლი ვირ­თაგ­ვა, რომ­ლის ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი ად­გი­ლე­ბი ძაღლის­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო, მხო­ლოდ უშ­ვე­ლე­ბელ დრუნჩს ებრ­ძო­და. ბო­ლოს­და­ბო­ლოს, რო­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად აუტ­ა­ნე­ლი გახ­და, ვირ­თაგ­ვამ მარ­ჯ­ვე ილ­ე­თით მო­ატყუა ძუკ­ნა და ეზ­ოს­კენ გა­ვარ­და.

    ძაღ­ლ­მა წამ­ში დას­ძ­ლია მარ­ცხით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­ოგ­ნე­ბა, ელ­ვის უსწ­რა­ფე­სად გამ­ო­უდ­გა უკ­ან და მის­მა ნახ­ტომ­მა სან­თ­ლის ალი ჩა­აქ­რო. ძაღ­ლის თა­თე­ბის ორი დარტყმა ვირ­თაგ­ვას მრა­ვა­ლი ნა­ბი­ჯის ტო­ლი იყო, ამ­ი­ტო­მაც ეზ­ო­ში დევ­ნა დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა.

    ფე­დე­რი­კო, მომ­ხ­და­რის უბ­რა­ლო მოწ­მე, გა­რეთ გა­მო­ვი­და. ძუკ­ნას სხე­უ­ლის შუა ნაწილ­ში და­ევ­ლო პი­რი ვირ­თაგ­ვი­სათ­ვის და ძლი­ე­რად აქ­ნევ­და მას ჰაერ­ში, ერ­თი მხრივ, მო­სახ­რ­ჩო­ბად, მე­ო­რე მხრივ კი, რა­თა თვით მოძ­რა­ო­ბის ძა­ლით შე­ე­შა­ლა ვირ­თაგვის­თ­ვის დრუნ­ჩის ნაზ კან­ზე კბე­ნა. ცო­ტა ხნის შემ­დეგ მი­წა­ზე აგ­დებ­და ვირ­თაგვას, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბის შე­დეგ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად. სულ მთლად დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი და დაჟე­ჟი­ლი ვირ­თაგ­ვა წა­მი­ე­რი უძ­რა­ო­ბის შემ­დეგ ცდი­ლობ­და გვერ­დ­ზე გა­ხო­ხე­ბას და ძაღ­ლიც კვლავ კბი­ლებ­ში იმწყ­ვ­დევ­და. მაგ­რამ ეს ძუკ­ნას ცინ­ცხა­ლი მგრძნო­ბე­ლობის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტე­ბი იყო, რად­გან ვირ­თაგ­ვა თა­ვის სი­ცოცხ­ლეს ძვირ­ად უფ­ა­სებ­და და პი­რაღ­მა დაგ­დე­ბუ­ლი — რაც მი­სი საბ­რ­ძო­ლო პო­ზი­ციაა — შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იც­ავ­და თავს ხე­ლე­ბით (ვირ­თაგ­ვას თა­თე­ბი ხომ მარ­თ­ლაც მომ­ჩ­ვა­რულ ხე­ლებს ჰგავს) და კბი­ლე­ბით. გა­მო­რიცხუ­ლი არც ის არ­ის, რომ რა­ღაც ზიზ­ღის მაგ­ვა­რი აბრ­კო­ლებ­და ძაღ­ლის გა­დამ­წყ­ვეტ მოქ­მე­დე­ბას, ან სუ­ლაც ნერ­ვებს უშ­ლი­და ვირ­თაგ­ვას პა­ტა­რა, ხე­შე­ში ბეწ­ვე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დინ­გი.

    აქ ფე­დე­რი­კომ შე­ნიშ­ნა, რომ ვირ­თაგ­ვა გაქ­ცე­ვი­სა და ბრძო­ლის მცდე­ლო­ბი­სას უკან რა­ღაც გრძე­ლი და მქრქა­ლად მო­ლაპ­ლა­პე ჭიპ­ლა­რის მაგ­ვარს მი­ათ­რევ­და, რო­მელიც ხან სხე­უ­ლის გარ­შე­მო ეხ­ვე­ო­და, ქვე­ვით, ხა­ნაც ეზ­ოს მტვერ­ში იგ­ან­გ­ლე­ბო­და, ასე რომ ცო­ტა ხან­ში სრუ­ლი­ად და­კარ­გა თა­ვი­სი მწი­რი ელ­ვა­რე­ბა. ფე­დე­რი­კო და­ი­ხარა და მთვა­რის სუსტ ნა­თელ­ში და­აკ­ვირ­და სა­განს. აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ეს ნაწ­ლა­ვი იყო და გა­ი­ო­ცა მი­სი სიგ­რ­ძე და სიწ­ვ­რი­ლე. ში­შით მო­ცუ­ლი გა­იქ­ცა უკ­ან, რა­თა ეზ­ო­ში შუქი აენ­თო: ნამ­დ­ვი­ლად ნაწ­ლა­ვი იყო, თუმ­ცა უკ­ვე ძნე­ლად საც­ნო­ბი და მტვრი­ა­ნი. ცხო­ვე­ლის სხე­ულს არ სწყდე­ბო­და და სწო­რედ რომ ჭიპ­ლა­რის მსგავ­სად გა­მო­დი­ო­და მისი მუც­ლი­დან. ახ­ლა, გაქ­ცე­ვის ერთ-ერ­თი მცდე­ლო­ბი­სას გა­მოშ­ვე­რილ ქვას მო­ე­დო და ორ­ად გაწყ­და, თუმ­ცა­ღა უგრ­ძე­სი ნა­წი­ლი კვლა­ვაც დას­თ­რევ­და სხე­ულს და იმ­ე­ორებ­და ყო­ველ მის კრუნ­ჩხ­ვას.

    ვირ­თაგ­ვა უკ­ვე სრუ­ლი­ად და­მარ­ცხე­ბუ­ლი იყო და უც­ნა­ურ პო­ზა­ში იწ­ვა, უკ­ა­ნა მხარ­ეს მუ­ცელს იყო დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი, წი­ნა მხრით კი გვერ­დ­ზე გა­წო­ლი­ლი­ყო, ისე რომ წინა ხე­ლე­ბი მი­წის ზე­და­პი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ეშ­ვი­რა, უკ­ა­ნე­ბი კი სა­სო­წარ­კ­ვეთით გა­ე­ფარ­ჩხა. მთე­ლი სხე­უ­ლი აგ­ო­ნი­ის კრუნ­ჩხ­ვებს მო­ეც­ვა, პი­რი კი გამ­წა­რე­ბით ყლა­პავ­და ჰაერს. ფე­დე­რი­კომ ვერ გა­უძ­ლო ამგ­ვარ სა­ნა­ხა­ო­ბას და ძაღ­ლი შე­ა­გუ­ლიანა ვირ­თაგ­ვას მო­საკ­ლა­ვად. ოღ­ონ­დაც უკ­ვე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბულ­მა ძუკ­ნამ ვე­რა­ფერი გა­ი­გო: მას შემ­დეგ რაც მტე­რი და­მარ­ცხე­ბუ­ლია რა აზ­რი აქვს, კი­დევ ერთხელ ჩააგ­დო საფ­რ­თხე­ში სა­კუ­თა­რი ყე­ლის სირ­ბი­ლე? ფე­დე­რი­კო ას­ტა­მის მო­სა­ძებ­ნად გაეშუ­რა, რომ ასე მო­ეკ­ლა თაგ­ვი. თა­ვის გა­ჩეჩ­ქ­ვა არ ის­ურ­ვა, რად­გან სის­ხ­ლის შხე­ფების შე­ე­შინ­და, სხვა­გან კი გრძნობ­და, რომ ვირ­თაგ­ვას მსუ­ქა­ნი და რბი­ლი ხორ­ცი ადვი­ლად იჩ­უ­ტე­ბო­და დარ­ტყ­მის ქვეშ: ვირ­თაგ­ვას თით­ქოს­და სულ არ ჰქონ­და ძვლე­ბი. იგი გა­ნაგ­რ­ძობ­და კრუნ­ჩხ­ვას, რო­მე­ლიც თით­ქოს­და უკ­ვე ცნო­ბი­ე­რი იყო, და დრო­დადრო ხე­ლით მი­წას ფხაჭ­ნი­და. მი­სი ოდ­ნავ გად­მო­კარ­კ­ლუ­ლი, შა­ვი და პირ­ქუ­ში თვალები ყო­ველ­გ­ვა­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე იყ­უ­რე­ბოდ­ნენ. გვერ­დ­ზე გა­წო­ლი­ლი ისე ჩან­და, თით­ქოს­და რა­ღაც უგრ­ძ­ნო­ბელ­სა და სის­ხ­ლი­ან უძ­ლუ­რე­ბა­ში იყო ჩა­ვარდნილი. და მა­ინც, მი­სი სხე­უ­ლის უკ­ა­ნა ნა­წი­ლი გა­საქ­ცე­ვად მზად­ყოფ­ნას გა­ნა­სა­ხიერებ­და. ფე­დე­რი­კო ამ სხე­უ­ლი სრულ­მა უმ­ან­კო­ე­ბამ გა­ნაც­ვიფ­რა. მას­თან ბრძო­ლას გან­აგ­რ­ძობ­და და დახ­რ­ჩო­ბა მო­უნ­დო­მა. ამ­ი­ტო­მაც შე­მო­ატ­რი­ა­ლა ას­ტა­მი და ყელ­ზე დააჭ­ი­რა. უშ­ე­დე­გოდ: ყე­ლი ის­ე­ვე ნებ­დე­ბო­და ძა­ლას და ის­ე­ვე იჩ­უ­ტე­ბო­და, რო­გორც დან­არ­ჩე­ნი სხე­უ­ლი. რბი­ლი ხორ­ცის სქე­ლი ფე­ნის ქვეშ არც ხერ­ხემ­ლის სი­მაგ­რე იგრძნო­ბო­და. მხო­ლოდ კა­ნი იჭ­ი­მე­ბო­და და აშ­იშ­ვ­ლებ­და უკ­ვე ჩა­მო­კი­დე­ბულ ულ­ვა­შებს შო­რის პა­წა­წი­ნა კბი­ლებს, რად­გა­ნაც და­ჭე­რი­სას თა­ვი უკ­ან იწ­ევ­და და პა­ტა­რა პირი სამ­კუთხად იღ­ე­ბო­და რა­ღაც­ნა­ი­რი გა­მო­უთ­ქ­მე­ლი მხი­ა­რუ­ლე­ბის ნიშ­ნად. ვირ­თაგვა ახ­ლა ჩვილ ბავშვს ჰგავ­და, სა­ტირ­ლად რომ ემ­ზა­დე­ბა, ოღ­ონ­დაც მწუ­ხა­რე­ბის გარ­ე­შე. ფე­დე­რი­კოს ის­ე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, თით­ქოს ვირ­თაგ­ვა ნე­ბივ­რობ­და. იმედ­და­კარ­გულ­მა კვლავ ძაღლს მო­უხ­მო, რო­მე­ლიც ბო­ლოს­და­ბო­ლოს მი­უხ­ვ­და სურ­ვილს: ამ­აზ­რ­ზენ­მა ტკა­ცუნ­მა დე­და­მი­წა­ზე ჩვე­ნი ვირ­თაგ­ვის სტუმ­რო­ბას ბო­ლო მო­უ­ღო, ძაღ­ლ­მა მას თა­ვის ქა­ლა ჩა­უმ­ტ­ვ­რია.

    ბრძო­ლა სრუ­ლი­ად უს­ის­ხ­ლო იყო. მარ­თ­ლაც, სის­ხ­ლის არც ერ­თი წვე­თი არ ჩან­და არც მი­წა­ზე, არც ვირ­თაგ­ვას ბეწ­ვ­ზე, არც მი­სი პი­რი­დან მო­ე­დი­ნე­ბო­და. ფე­დე­რი­კომ კუდ­ით ას­წია იგი. კუ­დის წვე­რი ბრძო­ლი­სას გა­იც­რი­ცა და ბალ­ნი­ა­ნი რგო­ლე­ბის მიღმა ხერ­ხე­მა­ლი გა­შიშ­ვ­ლე­ბო­და. ფე­დე­რი­კო შუქ­ზე და­აკ­ვირ­და ვირ­თაგ­ვას: მუ­ცელ­ზე ძაღ­ლის ეშ­ვით და­ტო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­ხე­ვი­დან რა­ღაც ხმე­ლი, და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი სო­კოს მსგავსი იყო გა­მოშ­ვე­რი­ლი და ნაწ­ლა­ვის ნარ­ჩე­ნი. სის­ხ­ლის კვა­ლი არც აქ ჩან­და.

    ფე­დე­რი­კომ ცხო­ვე­ლი ეზ­ოს შუ­ა­გულ­ში და­ას­ვე­ნა, ისე რომ დი­ლას მო­სულ მო­ახ­ლეს და­ე­ნა­ხა და, იქ­ნებ, შე­ში­ნე­ბო­და. მე­რე ძაღლს და­უ­ძა­ხა სტვე­ნით და შინ შე­ვი­და.

    მას შემ­დეგ რაც სა­ლა­თი შეკ­მა­ზა, წყა­ლი მო­ი­ტა­ნა, ყვე­ლა ზედ­მე­ტი შუ­ქი ჩა­აქ­რო და კი­დევ ათ­ას­ნა­ი­რად შე­ი­წუ­ხა თა­ვი, ბო­ლოს­და­ბო­ლოს სა­ვახ­შ­მოდ მი­უჯ­და სუფ­რას. ერ­თი რამ დაგ­ვა­ვიწყ­და — წიგ­ნი. ამ მარ­ტო­სუ­ლი ვახ­შ­მის თა­ვა­პირ­ვე­ლი პირობა იყო ფრან­გუ­ლი მას­ლა­ა­თი წარ­მოდ­გე­ნილ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს­თან. ახ­ლაც, რო­გორც კი კარ­ტო­ფი­ლის პირ­ვე ნა­ჭერს დას­წ­ვ­და ჩან­გ­ლით, ფე­დე­რი­კომ წა­მო­იწყო: ah, oui, Monsieur, je vous l’assure, c’est un spectacle dont vous devriez vous régaler… ას­ე­ვე გა­ნაგ­რ­ძობ­და გა­მო­ტე­ნი­ლი პი­რით, თან მა­გი­დის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ის­რო­და მზე­რას. ოღ­ონ­დაც ვირ­თაგ­ვა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ­მა აზრმა გამ­ს­ჭ­ვა­ლა მი­სი გო­ნე­ბა, აზრ­მა კი არა, ში­ნა­გან­მა მი­წის­ქ­ვე­შა გრძნო­ბამ, რაღა­ცამ, რაც უეც­რად და უც­ნა­უ­რად და­უ­კა­კუ­ნა შიგ­ნი­დან, მი­ა­ნიშ­ნა, რომ ჩას­ძი­ე­ბოდა, და ას­ე­ვე სწრა­ფად გან­ქარ­ვ­და. ფე­დე­რი­კომ გა­ნაგ­რ­ძო ლა­პა­რა­კი, ში­ნა­გა­ნი ხილვა რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და, თა­ნაც სულ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბო­და: შე­საძ­ლოა დიდ დროს გა­ევ­ლო, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წამ­ში ფე­დე­რი­კო უკ­ვე მის კარის სი­ახ­ლო­ვეს დას­ვე­ნე­ბუ­ლი ვირ­თაგ­ვას თით­ქ­მის ფი­ზი­კურ­მა აღქ­მამ მო­იც­ვა. და თუმ­ცა მა­დი­ა­ნად ჭა­მა არ შე­უწყ­ვე­ტია, მა­ინც მო­ე­ძა­ლა სევ­და, სიბ­რა­ლუ­ლი და განსა­კუთ­რე­ბით კი — ყო­ველ­გ­ვარ ხი­ლულ მი­ზეზს მოკ­ლე­ბუ­ლი წუ­ხი­ლი. მა­გი­დის ძირს ძაღ­ლი მო­ად­გა და საჭ­მე­ლი სთხო­ვა. ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოპყ­რო­ბის იმედი ჰქონ­და თა­ვი­სი წე­ღან­დე­ლი სი­ყო­ჩა­ღის წყა­ლო­ბით, და მარ­თ­ლაც, სხვა გზა არ იყო ფე­დე­რი­კოს აუც­ი­ლებ­ლად უნ­და და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა იგი. პატ­რონ­მა რამ­დე­ნი­მე ნუგ­ბა­რი ლუკ­მა და­უ­დო და თა­ნაც ალ­ერ­სიც არ და­ი­შუ­რა, რა­თა პი­რუტყ­ვის სამ­სა­ხური და­ე­ფა­სე­ბი­ნა.

    ვახ­შ­მის შემ­დეგ, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, კითხ­ვას შე­უდ­გა. იმ­ხა­ნად ერ­თი თა­ვი­სი სეხნი­ის თავ­გა­და­სა­ვალს კითხუ­ლობ­და, სა­თა­უ­რად “სან­ტი­მენ­ტა­ლუ­რი აღზ­რ­და”, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და წი­ნა­ღა­მემ­დე. ახ­ლა კი ერ­თობ მტკნა­რი ეჩ­ვე­ნა ყვე­ლა­ფე­რი, თა­ნაც კითხ­ვის­გან მხო­ლოდ გუ­ლის­რე­ვის გრძნო­ბა გა­მოჰქონდა და მო­უს­ვენ­რო­ბაც უზ­ო­მოდ იზრ­დე­ბო­და. წიგ­ნ­ში ეძ­ებ­და თა­ვი­სი წი­ნან­დე­ლი მწველი შეგ­რ­ძ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას და, რო­გორც ეჩ­ვე­ნე­ბო­და, მხო­ლოდ რა­ღაც უს­ას­რულოდ მსუ­ბუქ­სა და სუსტს პო­უ­ლობ­და. მო­ითხოვ­და, რომ მწე­რალს გა­მო­ეყ­ვა­ნა იგი უფსკრუ­ლი­დან, მაგ­რამ მწე­რალს სა­კუ­თა­რი თა­ვის ამ­ო­საყ­ვა­ნად ძლივს ყოფ­ნი­და და სად­ღაც თა­ვის­თ­ვის ფხა­კუ­რობ­და.

    არ­ა­ფე­რი იძ­ლე­ვა სის­ხ­ლი­სა და ხორ­ცის უფ­რო ძლი­ერ შეგ­რ­ძ­ნე­ბას, ვიდ­რე შიგ­ნეულო­ბა და მი­სი თბი­ლი სიმ­ყ­რა­ლე. ფე­დე­რი­კო გრძნობ­და, რო­გორ ახრ­ჩობ­და ვირ­თაგ­ვას ნაწ­ლა­ვი, რო­გორ ყელ­ში ამ­ოს­დი­ო­და მი­სი ხორ­ცი. ამ ქო­ნი­ა­ნი ხორ­ცის გე­მო და სუ­ნი მი­სი არ­სე­ბის პი­რო­ბად ქცე­უ­ლი­ყო და ფე­დე­რი­კოც მას პირ­და­პირ და უშ­უ­ა­ლოდ სისხლით იგ­ე­მოვ­ნებ­და. და­სა­ძი­ნებ­ლად წას­ვ­ლა იფ­იქ­რა, მაგ­რამ რო­გორ და­ი­ძი­ნებ­და, როცა კა­რებ­თან მოკ­ლუ­ლის გვა­მი იდო? ის კი არა, მო­ეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ვირ­თაგ­ვას სუ­ლი მის გარ­შე­მო და­ფარ­ფა­ტებ­და, თით­ქ­მის ხი­ლუ­ლი და ხელ­შე­სა­ხე­ბი, ოდ­ნავ სა­ში­შა­რი და ოდ­ნა­ვაც მოწყა­ლე, თა­ნაც მის სა­კუ­თარ სულს ებ­მო­და ღრმა და და­ურ­ღ­ვე­ვე­ლი კავში­რით.

    ამ მკვლე­ლო­ბის გა­მოს­ყიდ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ასე უპ­ა­ტი­ე­ბე­ლი და უზ­ღა­ვი უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­მა­რა­დი­სოდ.

    ცუ­დად ეძ­ი­ნა. სიზ­მ­რა­დაც ზუჩ-მუ­ზა­რა­დი­ა­ნი ვირ­თაგ­ვე­ბის ერ­თი გრძე­ლი მწყობრი იხ­ი­ლა, ხე­ლით რომ შავ თოკს ეჭ­ი­დე­ბოდ­ნენ, წინ უვ­ლიდ­ნენ და მოხ­დე­ნი­ლად თავს უკ­რავ­დ­ნენ. ერთ­მა სა­შუ­ა­ლო ზო­მის ვირ­თაგ­ვამ წინ გა­დად­გა ნა­ბი­წი და მთე­ლი მწყობ­რი გა­ა­ჩე­რა, ნაღ­ვ­ლი­ა­ნად შე­ხე­და ფე­დე­რი­კოს და მძი­მე ად­ა­მი­ა­ნუ­რი ხმით უთხრა: კე­თი­ლი, შე­გინ­დობ. ამ­ის შემ­დეგ ყო­ვე­ლი­ვე დას­რულ­და ყუ­რის­წამ­ღე­ბი წრი­პი­ნითა და რა­ღაც­ნა­ი­რი ფერ­ხუ­ლით, რო­მე­ლიც ღა­მე­ულ სივ­რ­ცე­ში იკ­არ­გე­ბო­და. “ვიპოვ­ნი! აუც­ი­ლებ­ლად ვი­პოვ­ნი მას!” — თა­ვის თავს ეუბ­ნე­ბო­და ფე­დე­რიკო და გა­ხა­რე­ბულ­მა იმ­ით, რომ ხელთ გზამ­კ­ვ­ლე­ვი ეჭ­ი­რა, შორს ჰაერ­ში გა­დატყორცნა წვრი­ლი ნაწ­ლა­ვი (სწო­რედ ეს იყო შა­ვი თო­კი, რო­მელ­საც ეჭ­ი­დე­ბოდ­ნენ ვირ­თაგ­ვები), პირ­ქუ­ში ჰორ­ი­ზონ­ტის­კენ. მაგ­რამ ნაწ­ლავს ბო­ლო არ უჩ­ან­და და ფე­დე­რი­კო­საც, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბნე­ლი ხე­ო­ბე­ბის თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და, ბოლ­ოს­და­ბო­ლოს სუნ­თ­ქ­ვა შე­ეკ­რა და გა­მო­ეღ­ვი­ძა.

    ვირ­თაგ­ვას პა­ტა­რა გვამს რიჟ­რა­ჟი დაჰნა­თო­და. ამ ნა­თე­ბას მქრქა­ლად ირ­ეკ­ლავდა მი­სი პა­ტა­რა, გად­მო­კარ­კ­ლუ­ლი და უკ­ვე ჩამ­ქ­რა­ლი თვა­ლე­ბი. კე­თილ­სინ­დი­სი­ერი მო­ხე­ლე­ე­ბის იერ­ი­თა და იმგ­ვა­რი და­სი­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში რომ შეგხ­ვ­დე­ბა ზამ­თ­რის დი­ლას, მის გარ­შე­მო მრა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნი ჭი­ან­ჭ­ვე­ლა ირ­ე­ო­და. ეზო­ში მდგა­რი აკ­ა­ცი­ე­ბი მა­თი დღის და­საწყის­ში თით­ქოს­და ყე­ლის ჩაწ­მენ­დას ცდილობ­დ­ნენ. ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით თით­ქ­მის გა­მომ­შ­რა­ლი ეგ­დო ნაწ­ლა­ვის ნაგ­ლე­ჯი. თხრილში ჩა­წო­ლი­ლი ძაღ­ლი დი­ლის ნი­ავ­ზე თრთო­და.

    ფე­დე­რი­კო ღა­მის პე­რან­გ­ში გა­მო­ვი­და ეზ­ო­ში, მი­წი­დან აიღო ვირ­თაგ­ვა, ჩა­მო­აფერთხა ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი და ხე­ლახ­ლა შე­ათ­ვა­ლი­ე­რა: ამ­ოგ­ლე­ჯი­ლი ში­გა­ნი სულ დამ­ტ­ვერი­ლი იყო, საბ­რა­ლო ცოცხა­ლი ხორ­ცი. ფე­დე­რი­კომ ულ­ვა­შე­ბი გა­უს­წო­რა, ზურ­გით მკერდზე მი­ი­ხუ­ტა და ბავ­შ­ვი­ვით და­უწყო რწე­ვა. თან ლო­ყა მი­ა­დო და ბეწ­ვ­ზე ეფ­ე­რე­ბოდა. ძაღ­ლის ნაკ­ბი­ლა­რი შე­ნიშ­ნა, უბ­ეწ­ვო ად­გი­ლი პა­წა­წი­ნა მხარ­ზე. ზედ სა­ლო­კი თითი გა­და­უს­ვა, თით­ქოს­და ტკი­ვი­ლის და­სა­ა­მებ­ლად. “ჩე­მო თა­გუ­ნავ! ჩე­მო პატ­ა­რა საბ­რა­ლო თა­გუ­ნავ!” — კვნე­სო­და და კვნე­სით ჩა­დი­ო­და ბოს­ტ­ნისკენ მი­მა­ვალ კი­ბე­ებ­ზე ჩა­დი­ო­და ვირ­თაგ­ვას გვამს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი. ბოს­ტან­ში უცნაური სა­გა­ლო­ბე­ლი აღ­ავ­ლი­ნა და საქ­მეს შე­უდ­გა, რო­გორც პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის თო­ჯი­ნას ას­აფ­ლა­ვებს. და­ი­ჩო­ქა, პა­ტა­რა ორ­მო ამ­ოთხა­რა, იქ სა­თუ­თად ჩა­ასვე­ნა ვირ­თაგ­ვა და მი­წა მი­ა­ყა­რა. “მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ჩე­მო საბ­რა­ლო თაგუ­ნავ!” — გა­ი­მე­ო­რა და დიდ­ხანს დარ­ჩა და­ჩო­ქი­ლი და მი­წის პა­ტა­რა გორ­აკს დაშ­ტე­რე­ბუ­ლი. მო­პირ­და­პი­რე სახ­ლის ფან­ჯ­რი­დან მას ვი­ღაც გლე­ხის ქა­ლი უყუ­რებ­და სა­ო­ცა­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით. წა­მოდ­გა და თა­ვის გრძელ ღა­მის პე­რანგში ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯით გა­ე­მარ­თა ში­ნი­სა­კენ, თან მა­ღა­ლი ხმით გა­ლობ­და სა­ეკ­ლესიო ხმა­ზე, რო­გორც სტი­ქა­როს­ნო­ბის დრო­ი­დან იყო მიჩ­ვე­უ­ლი.

    ეს სრუ­ლი­ად არ ნიშ­ნავს, რომ ფე­დე­რი­კო გა­გიჟ­და. ვგო­ნებ, მის­გან პრო­ვინ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო ად­ვო­კატ­თა­გა­ნი დად­გა და თა­ვის ძაღ­ლ­თა­ნაც ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მეგ­ობ­რო­ბა. მაგ­რამ ერ­თი სი­სუს­ტე კი და­ე­მარ­თა: ხან­და­ხან, მა­ში­ნაც, რო­ცა თმე­ბი უკვე შე­ე­ვერ­ცხ­ლა, და­ხე­ტი­ა­ლობ­და თა­ვი­სი სახ­ლის უკ­აც­რი­ელ ოთ­ა­ხებ­ში, სა­კუჭ­ნაოებ­ში, სა­თავ­სო­ებ­ში და იძ­ახ­და: მო­დით, პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბო, მო­დით, გულ­ში ჩა­გი­ხუ­ტოთ!.. პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბიც, რო­ცა მათ­თან შეხ­ვედ­რის ბე­დი გა­უ­ღი­მებ­და, ინ­ტე­რე­სი­თა და ოდ­ნა­ვი ში­შით უყ­უ­რებ­დ­ნენ მას თა­ვი­ან­თი მრგვა­ლი მო­ლაპ­ლა­პე თვა­ლე­ბით და მის წინ იწ­ყებ­დ­ნენ შლი­გინს შო­რე­უ­ლი მე­ხის მაგ­ვა­რი მსუ­ბუ­ქი გუ­გუ­ნით.

    © “არილი”

  • პროზა

    თამრი ფხაკაძე

    ­­­­ვენერა და ბოტიჩე­ლი

    სა­ღა­მო­ხანს ქა­რი ამ­ო­იჭ­რა, მო­ყა­რა ღრუ­ბე­ლი და მა­ლე კო­კის­პი­რულ­მა წვი­მა­მაც და­უშ­ვა. ვერ იტყ­ვის კა­ცი, პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში პრეს­ტი­ჟუ­ლად წვიმ­და და არ­აპ­რეს­ტი­ჟულ­ში – არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლა­დო.

    ორ­ი­ვე­გან ერთ­ნა­ი­რად უთ­ქა­ფუ­ნებ­და. ერთ­ნა­ი­რად რეცხავ­და თქე­ში აქ­ეთ ელ­ი­ტა­რუ­ლი რეს­ტორ­ნის, იქ­ით კი მა­მა-პა­პუ­რი სა­ხინ­კ­ლის მი­ნებს. ერთ­ნა­ი­რად უშ­ხა­პუ­ნებ­და სა­ხუ­რა­ვებს, რა­ფებს, კი­ბე­ებს, ას­ფალტს… ერთ­ნა­ი­რად ლუმ­პავ­და ჭად­რებ­სა და ბზის ბუჩ­ქებს.

    პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი სო­ლი­დურ სა­ვარ­ძელ­ში ჩაფ­ლუ­ლი­ყო და ამ უეც­არ, ნაჩ­ქა­რევ თქეშ­ზე ფიქ­რობ­და. ფიქ­რობ­და და სა­გან­გე­ბო სე­სი­ას ამს­გავ­სებ­და. ქა­რის და­ბერ­ვა… ღრუბ­ლე­ბის უც­ებ შეყ­რა… თქე­ში… კენ­ჭის­ყ­რა… კონ­ს­ტი­ტუ­ცია… მუხ­ლე­ბი…

    ახ­ლა სხვა მუხ­ლებ­ზე წა­მო­ე­ფიქ­რა. წა­ცურ­და ოც­ნე­ბებ­ში ბრა­სით… ბა­ტერ­ფ­ლა­ით… ბა­ყა­ყუ­რით. მე­რე სუ­ლაც, ძა­ლი­ან ღრმად ჩაყ­ვინ­თა… ჩა­ი­ძი­რა…

    ტე­ლე­ფონს სატ­რ­ფოს ხე­ლი­ვით ნა­ზად დას­წ­ვ­და და პრეს­ტი­ჟუ­ლი უბ­ნი­დან არ­აპ­რეს­ტი­ჟულ­ში ზარ­მა გა­იწ­კ­რი­ა­ლა.

    – ალო!

    – ირ­მა… მე ვარ, სი­ცოცხ­ლე…

    – დი­ახ. კი.

    – წვიმს მან­დაც?

    – კი… დი­ახ.

    – არ მო­გე­ნატ­რე? არ შევ­ხ­ვ­დეთ?

    – რა­ტო ჩურ­ჩუ­ლებთ?

    – კარ­გი, კარ­გი პა­ა­ტა. შე­გეხ­მი­ა­ნე­ბი ცო­ტა ხან­ში. სპა­სი­ბა, ძმაო.

    წვიმ­და კო­კის­პი­რუ­ლად. პირ­და­პირ და მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე.

    ცო­ტა ხან­ში:

    – ალო. ირ­მა, მე ვარ ის­ევ…

    – რას ამ­ბობ­დით, რა პა­ა­ტაო?..

    – რა ბავ­შ­ვი ხარ, ვგიჟ­დე­ბი! ჩე­მი ცო­ლი შე­მო­ვი­და.

    – აა. მე­რე რა?

    – ჰმ. მე­რე რაო… შე­ნი ნახ­ვა მინ­და, ირ­მუშ­კი. გინ­და რეს­ტო­რან­ში დაგ­პა­ტი­ჟო?

    – რეს­ტო­რან­ში?

    – ჰო. იცი, ამ წვი­მა­ში რა კარ­გი იქ­ნე­ბა?

    – რა ვი­ცი.

    – წა­ვი­დეთ?

    – რა ვი­ცი. ნამ­ცხ­ვარს ვაცხობ ეხ­ლა და…

    – მაგ ნამ­ცხ­ვ­რე­ბის ცხო­ბა-გა­ყიდ­ვა შე­ნი საქ­მე არაა, ჩე­მო სი­ცოცხ­ლე..

    – აბა?

    – აბა და კარგ რეს­ტო­რან­ში უნ­და იჯ­დე და იქ­ით უნ­და უკ­ვე­თავ­დე ნა­ირ-ნა­ირ ნამ­ცხ­ვარს. გა­მოპ­რან­ჭუ­ლი. ფე­ხი-ფეხ­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი. ფე­ხი გაკ­ლია, თუ…

    – ხე­ლი!! გაგ­ლა­ხავ იც­ო­დე!

    – რაო?

    – ჩემ ძმას ვე­უბ­ნე­ბი… თქვენ არა. კრემს ჭამ­და და…

    – თქვე­ნო­ბით რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ირ­მა, გულს მტკენ… და­ი­კოც გყავს, პა­ტა­რა, ხო?

    – კი, ეთ­უ­ნა.

    – მოკ­ლედ, ჩა­იც­ვი ახ­ლა და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მანდ ვარ.

    – ვერ დავ­ტო­ვებ…

    – ნამ­ცხ­ვარს?

    – ბავ­შ­ვებს. ნამ­ცხ­ვარს კი მოვ­რ­ჩე­ბი უკ­ვე…

    – მმმ… და­უ­ტო­ვე ვინ­მეს… მე­ზო­ბელს…

    – არ დარ­ჩე­ბი­ან ეს­ე­ნი სხვას­თან. ჩემ­ზე არ­ი­ან მო­წე­პე­ბუ­ლი.

    – მა­გას არც მე და­ვი­წუ­ნებ­დი…

    – გცემ, იც­ო­დე, შა­კო! მა­ცა­დე ლა­პა­რა­კი! მო­შორ­დი მა­გას!

    – ალო!

    – ალო. დი­ახ.

    – მოკ­ლედ, უთ­ხა­რი შა­კოს, წა­ვალ ახ­ლა და მა­გარ კომ­პი­უ­ტერს მო­გი­ტან-თქო…

    – არ უყ­ვარს ამ­ას მა­გი…

    – არა? შენც, რაც უყ­ვარს, იმ­ას და­პირ­დი. ორ­ი­ვეს. ბიჭ­საც და გო­გო­საც.

    – მარ­თ­ლა?

    – აბა?! რა უყ­ვართ, მითხა­რი…

    – ეთ­უ­ნას უყ­ვარს…

    – ჰო. თქვი, ნუ გე­რი­დე­ბა.

    – თბი­ლი პალ­ტო…

    – ჰო­და, შე­ვი­ა­როთ და… შა­კოს რა უყ­ვარს?

    – შა­კოს… თბი­ლი ბა­თინ­კი…

    – თქვი, მე­რე ჩე­მო სი­ცოცხ­ლე! შენ თქვი და! ჩე­მი ტყუ­ი­ლი კაცს არ უნ­ა­ხავს ჯერ! მე რომ კაცს დავ­პირ­დე­ბი… მით უფ­რო, – ქალს…

    წვიმ­და. უტ­ყუ­ა­რად, ალ­ალ­მარ­თ­ლად უშ­ხა­პუ­ნებ­და…

    სწო­რედ ამ დროს არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლი­ვე უბ­ნის ერ­თი სა­ხინ­კ­ლი­დან ახ­ალ­გაზ­რ­და გა­მო­ვი­და. პილ­პილ­მოყ­რი­ლი ხინ­კ­ლით რის­კი­ა­ნად და­ნაყ­რე­ბუ­ლი, შე­ხუ­რე­ბუ­ლი და ჯი­ბე­და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი. მე­რე რა! აგ­ერ, მი­სი შინ­დის­ფე­რი, 80-იანი წლე­ბის “ჟი­გუ­ლი”, ზედ ტაქ­სის ნიშ­ნით. წა­ვა. გა­უყ­ვე­ბა ნელ-ნე­ლა გა­ლუმ­პულ ქუ­ჩებს. ტაქ­სია რა! ჩაჯ­დე­ბა ვინ­მე. ძმაო, ერ­თი იქ­ით წა­მიყ­ვა­ნე… და გაჩ­ნ­დე­ბა ორი კა­პი­კი! იქ­ნე­ბა რა, რა­მე იქ­ნე­ბა!

    წა­მო­ი­წია ქურ­თუ­კის სა­ყე­ლო, მი­ირ­ბი­ნა მან­ქა­ნას­თან, ჩაჯ­და და გა­უყ­ვა და­ნი­აღ­ვ­რე­ბულ ას­ფალტს.

    ო, რას წვიმ­და!

    პრეს­ტი­ჟულ უბ­ან­ში სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი ცოლს სო­ლი­დუ­რად და­ეთხო­ვა, პა­ა­ტას ვი­თომ­გა­მო­ი­სო­ბით და არ­აპ­რეს­ტი­ჟუ­ლის­კენ გა­ას­რი­ა­ლა ვერ­ცხ­ლის­ფე­რი “მერ­სე­დე­სი”. იქ­ით, სა­დაც გო­გომ წინ­სა­ფა­რი ლურ­ს­მანს მი­ა­კი­და, გა­და­იც­ვა რაც უკ­ე­თე­სი ებ­ა­და, აიკ­რა თმა და ფან­ჯა­რას­თან დად­გა.

    – მარ­თ­ლა მო­მი­ტან თბილ პალ­ტოს?

    – მარ­თ­ლა, ჰო.

    – მეც? მარ­თ­ლა მო­მი­ტან ბა­ტინ­კებს?

    – ჰო. ჰო. ესე თქვა და…

    – ვინ?

    – ვინც. არაა შე­ნი საქ­მე.

    – კამ­ფე­ტიც უთ­ხა­რი.

    – და ბარ­ბი!

    – ცო­ლად მო­გიყ­ვანს? – ეკ­ითხე­ბა შა­კო.

    – ხო, აბა?! კა­რი არ­ა­ვის გა­უ­ღოთ.

    – აუ, რა ბედ­ნი­ე­რი ხა­არ!.. – ლო­ყას ხე­ლის­გულ­ზე ჩა­მო­დებს ბი­ჭი.

    – რა­ტო, ვი­თომ?

    – მან­ქა­ნით რო იკ­ა­ტა­ვებ…

    წვიმ­და…

    წვიმ­და…

    სიგ­ნა­ლის შემ­პა­რა­ვი ხმა გა­ის­მა.

    გო­გო კი­ბე­ზე ჩარ­ბო­და. თან რა­ღაც არ სი­ა­მოვ­ნებ­და. ეუც­ხო­ვე­ბო­და რა­ღაც.

    – კამ­ფე­ტე­ბი უთ­ხა­რი!

    – ხო, კარ­გი, კარ­გი. ჩა­კე­ტეთ კა­რი.

    – და ბარ­ბი!!

    – ნამ­ცხ­ვა­რი არ შე­ჭა­მოთ! ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლია დი­ლით…

    – არ შევ­ჭამთ…

    წვიმს.

    წვიმს.

    შინ­დის­ფე­რი ტაქ­სი ელ­ი­ტა­რულ რეს­ტო­რან­თან შე­ჩერ­და. რა იცი, რა ხდე­ბა ას­ეთ თქეშ­ში… ვინ სად მი­დის… ვის რა უნ­და. მდი­და­რი ხალ­ხია. ფუ­ლი არ ენ­ა­ნე­ბა.

    ცხე­ლი სა­ხინ­კ­ლის სი­ა­მეს ჯერ არ გა­ევ­ლო. აღ­არ ცი­ო­და. ახ­ლა რა­მე ლა­მაზ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე ოც­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და…

    გვერ­დით ვერ­ცხ­ლის­ფე­რი მერ­სე­დე­სი შე­მო­უს­რი­ალ­და. წვი­მით ჩა­მო­ნა­რეცხ მი­ნებს იქ­ით გო­გო და­ი­ნა­ხა. იქ­ით – ფრი­ად სო­ლი­დუ­რი მა­მა­კა­ცი. სა­უბ­რო­ბენ. “ნე­ტა რა­ზე?.. პრინ­ციპ­ში, რა ჩე­მი საქ­მეა…”

    წვიმ­და.

    წვიმ­და.

    ვერ­ცხ­ლის­ფერ მერ­სე­დეს­ში:

    – ამ რეს­ტო­რან­ში მივ­დი­ვართ? – გო­გო ოდ­ნავ აბ­უ­ზუ­ლი, ოდ­ნავ შე­ში­ნე­ბუ­ლი გას­ც­ქე­რის აბრ­ჭყ­ვი­ა­ლე­ბულ მი­ნებს.

    – არა. აქ არა. აქ ეხ­ლა, მე უნ­და ავ­ი­დე ცო­ტა ხნით. ალ­ი­ბი­სათ­ვის.

    – რის­თ­ვის?

    – ა-ლი-ბი-სთვის. აქ ეხ­ლა პა­ა­ტა ქე­ი­ფობს. ჩე­მი ძმა­კა­ცი. ავ­ალ ცო­ტა ხნით. გა­მი­გე? გა­მი­გე სი­ცოცხ­ლე? ალ­ი­ბი იცი რა არ­ის? არ იცი. შენ იცი ის… ნა­პა­ლე­ო­ნი… ჩი­ტის რძე…

    – მა­ლე მოხ­ვალთ?.. მოხ­ვალ?

    – სულ მა­ლე. რა­მე რო იყ­ოს, პა­ა­ტა იტყ­ვის, ჩემ­თან იყოო, რა!

    – მე­რე რა?

    – მოკ­ლედ, აი შენ, მაგ­ნი­ტო­ფონს ჩა­გირ­თავ. აჰა, შენ ჟურ­ნა­ლე­ბი… გა­მო­ვალ და წა­ვალთ. ამ­ა­ზე უკ­ე­თეს რეს­ტო­რან­ში.

    – პალ­ტო და ბათ… – წა­მოც­და გო­გოს. გა­წით­ლ­და.

    – რა­ზეა ლა­პა­რა­კი! ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა…

    წვიმ­და…

    წვიმ­და…

    რეცხავ­და ტყუ­ილს და მარ­თალს…

    ხინ­კ­ლის სი­ა­მე ნელ-ნე­ლა ქრე­ბო­და. არც ლა­მა­ზი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ჩან­და.

    ტაქ­სის­ტი, – იგ­ი­ვე სან­დ­რო, – იგ­ი­ვე ერთ დროს მხატ­ვა­რი, – სა­ზურ­გეს გა­და­აწ­ვა და სი­გა­რე­ტი გა­ა­ბო­ლა.

    წინ რეს­ტო­რა­ნი ბრჭყვი­ა­ლებ­და, რო­გორც ხო­მალ­დი ღა­მე­ულ ზღვა­ში.

    – “თით­ქოს მი­ცუ­რავს” – გა­ი­ფიქ­რა…

    ამ დროს მან­ქა­ნის კა­რის რბი­ლი ჯა­ხუ­ნი მო­ეს­მა. მო­ი­ხე­და. ვერ­ცხ­ლის­ფერ “მერ­სე­დეს­ში” გო­გო მარ­ტო დარ­ჩა. კა­ცი რეს­ტო­რან­ში შე­ვი­და. სო­ლი­დუ­რად.

    გო­გოს ლა­მა­ზი პრო­ფი­ლი და აკ­ე­ცი­ლი ბუ­ლუ­ლა თმა აკ­ვა­რე­ლის გა­და­რეცხი­ლი ნა­ხა­ტი­ვით მო­ჩან­და წვი­მი­ან მი­ნებს იქ­ით.

    წვიმ­და.

    იქ, გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ რეს­ტო­რან­ში კი:

    – ვააა, ვინც მო­სუ­ლა, გა­უ­მარ­ჯოს! ვერ მო­ვა­ლო, და…

    – მე და, ჩემს პა­ა­ტას­თან ვერ მი­ვი­დე?!

    – აგ­ა­შე­ნა ღმერ­თ­მა! ბა­ტო­ნე­ბო, ბა­ტო­ნი მალ­ხა­ზი შე­მოგ­ვი­ერ­თ­და და…

    – ცო­ტა ხნით, პა­ა­ტას ვე­ნაც­ვა­ლე… ცო­ტა ხნით, სამ­წუ­ხა­როდ გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე მაქვს. მე­ლო­დე­ბი­ან.

    ეგ­ე­თებ­ში გა­მოც­დი­ლი პა­ა­ტა და­ბალ ხმა­ზე ეუბ­ნე­ბა:

    – ვინ გე­ლო­დე­ბა, შე გოთ­ვე­რა­ნო…

    – ერ­თია…

    – რა­ტო მე­რე? ორი ყო­ფი­ლი­ყო შე კა­ცო. გე­ფიქ­რა, ძმაო ძმა­კაც­ზე. გა­გე­კე­თე­ბი­ნა პრე­ზენ­ტი! კარ­გი, და­ჯე, და­ჯე, მო­იც­დის ვი­ღა­ცა. აბა, ბა­ტო­ნე­ბო… და ა.შ.

    წვიმ­და…

    “ერ­თი სა­ა­თი მა­ინც იქ­ნე­ბა, რაც მარ­ტო ზის ეს ჭუ­კი…” – ფიქ­რობ­და მხატ­ვარ­ყო­ფი­ლი ტაქ­სის­ტი 80-იანი წლე­ბის “ჟი­გულ­ში”.

    “ცო­დოა ეს კაი გო­გო. ძა­ა­ნაც აზრ­ზე ვარ ეხ­ლა, მანდ რა პონ­ტი­ცაა…”

    “პრინ­ციპ­ში, რა ჩე­მი საქ­მეა, ტო…”

    “ჰმ! რო­გორ ზის?.. გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი ჩი­ტი­ვით”.

    “ეეე. გაფ­რინ­დი, ჩი­ტო, სა­ნამ ლა­მა­ზი ხარ. შენ ამ­ა­თი გა­ლი­ის არა ხარ”.

    “რას ვა­ხუ­რებ, ეხ­ლა. პრინ­ციპ­ში, მე რა! იც­ის რაა ბი­ძამ, რა და რო­გორ…”

    “აუ, რას წვიმს?”

    “ისე, ბი­ძამ კი იც­ის თა­ვი­სი საქ­მე, მაგ­რამ ამ­ან?! ნა­ხე, ნა­ხე, რო­გორ ზის… ნე­ტა რა ფიქ­რე­ბი მო­უ­დის ეხ­ლა იმ ჩურ­ჩუ­ტა თავ­ში?..”

    “ჯერ, ეტ­ყო­ბა, არ­ა­ფე­რია… არ­ა­ფე­რი არა აქვთ ჯერ. რა­მე რო იყ­ოს, გა­მოზ­მა­ნავ­და უკ­ვე. ჯერ ვერ უყ­ი­დია ბი­ძას…”

    “აუ, და­ი­ხუ­თა, რა­ღაც…”

    მი­ნა ჩა­მოს­წია. ერთ­მაგ მი­ნა­ში უკ­ეთ და­ი­ნა­ხა გო­გო. მერ­სე­დეს­ში მორ­ჩი­ლად, უთ­ავ­მოყ­ვა­რე­ოდ მომ­ლო­დი­ნე.

    “შაჭყა­ლი!.. ეხ­ლა ავდ­გე­ბი და… გა­ვუ­ღი­მებ, რო­ცა მო­ი­ხე­დავს”…

    და გა­უ­ღი­მა. გო­გო და­იბ­ნა და იქ­ით მი­ი­ხე­და.

    “ჰმ! შერ­ჩხ­ვა!.. ისე, გე­მოვ­ნე­ბა კარ­გი გქო­ნია, ბი­ძა­ჩე­მო. ბო­ტი­ჩე­ლის ვე­ნე­რა გინ­და და­ით­რიო? ბო­ტი­ჩე­ლის ვე­ნე­რა გინ­და იყ­ი­დო, ჯი­გა­რო? მაგ­რამ, ეგ რო შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, ჩე­მი ძმა? რო არ იყ­ი­დე­ბა?..

    სა­ი­დან­ღაც, ცე­ლო­ფან­წა­ფა­რე­ბუ­ლი დე­და­კა­ცი გაჩ­ნ­და.

    – და­მეხ­მა­რე, შვი­ლო…

    რას და­ეხ­მა­რე­ბო­და. სა­ხინ­კ­ლე­ში ამ­ო­იტ­რი­ა­ლა ჯი­ბე.

    დე­და­კა­ცი ახ­ლა მერ­სე­დესს მი­ად­გა. მი­უ­კა­კუ­ნა.

    – და­მეხ­მა­რე, გე­ნაც­ვა­ლე…

    გო­გომ რის ვა­ი­ვაგ­ლა­ხით მი­აგ­ნო და მი­ნა ჩა­მოს­წია. დე­და­კაცს ხე­ლის­გულ­ზე ხურ­და და­უ­დო. ის­იც ბურ­ტყუნ-ბურ­ტყუ­ნით წაფ­რა­ტუნ­და.

    ახ­ლა მხო­ლოდ წვი­მა­ღა ედ­გათ შუ­ა­ში. ორ­ი­ვე მი­ნა ჩა­მო­წე­უ­ლი იყო.

    ად­გა და, ის­ევ გა­უ­ღი­მა გო­გოს.

    – მე თქვენ არ გიც­ნობთ… – მო­ეს­მა წვი­მის იქ­ი­დან.

    – იმ­ას ხო იც­ნობ, იმ­ას… – თა­ვი რეს­ტორ­ნის­კენ აუქ­ნია ვაჟ­მა.

    “უნ­და მოვ­ტე­ხო აქ­ე­დან. უნ­და მოვ­ტე­ხო… ვე­ნე­რა – ბო­ტი­ჩე­ლის. მერ­სე­დე­სი – ბი­ძას. მა­გის…”

    გო­გო ამ­დე­ნი ლო­დი­ნის­გან საკ­მა­ოდ დაღ­ლი­ლი ჩან­და.

    – ტაქ­სი ხომ არ გჭირ­დე­ბა? – გას­ძა­ხა ვაჟ­მა შინ­დის­ფე­რი “ჟი­გუ­ლი­დან”.

    – მე?! – გა­უკ­ვირ­და გო­გოს.

    – შენ, შენ! შენ გჭირ­დე­ბა, თუ გჭირ­დე­ბა! სახ­ლ­ში წას­ვ­ლა არ გინ­და?

    – სახ­ლ­ში?! – გო­გოს სა­ხე გა­მო­უ­ცოცხ­ლ­და. ამ თა­მა­შის ენა თით­ქოს, უც­ებ გა­ი­გო.

    – მინ­და! მინ­და სახ­ლ­ში!

    – მე­რე? აგ­ერ, ბა­ტო­ნო, ტაქ­სი!

    “უნ­და მოვ­ტე­ხო აქ­ე­დან. უნ­და მოვ­ტე­ხო… ეგ­რე არაა, ბი­ძა­ჩე­მო, ვე­ნე­რე­ბი ეგ­რე და­ა­ი­ა­ფოთ… სიყ­ვა­რუ­ლის ქალ­ღ­მერ­თია ეგ… ბო­ზო­ბის და ახვ­რო­ბის კი არა…”

    გო­გო აწ­რი­ალ­და. აფ­ო­რი­აქ­და. გა­საფ­რე­ნად მზად იყო.

    შინ! თა­ვის სუფ­თა, მყუდ­რო ბუ­დის­კენ… მაგ­რამ ოდ­ნავ ფეხს ით­რევ­და.

    “მან­ქა­ნის ფიქ­რი აქვს” – მიხ­ვ­და ვა­ჟი.

    – გად­მო­დი და ეგ­რე და­ტო­ვე! მი­ხე­და­ვენ, შენ ნუ გე­ში­ნია.

    – მარ­თ­ლა?

    – მარ­თ­ლა, მარ­თ­ლა! ჰა, დრო­ზე ეხ­ლა! მო­ხიე მან­დე­დან!

    და გო­გო­მაც “მო­ხია”. გად­მოფ­რ­თხი­ალ­და ვერ­ცხ­ლის­ფ­რად მო­ელ­ვა­რე გა­ლი­ი­დან და…

    რამ­დე­ნი­მე წამ­ში მდი­ნა­რედ ქცე­ულ ქუ­ჩა­ზე მიშ­ხ­რი­ა­ლებ­დ­ნენ…

    – შენ… თქვენ…

    – მე ვარ სან­დ­რო ბო­ტი­ჩე­ლი.

    – ბო­ტი… ვინ?

    – ვაჟს გა­ე­ცი­ნა.

    – არა, სან­დ­რო კი ვარ, მაგ­რამ ბო­ტი­ჩე­ლი არა, რათ­ქ­მა­უნ­და, შენ რა ყვე­ლა­ფე­რი გჯე­რა, ტო…

    – რა­ტო…

    – შე­ნი სა­ხე­ლი შე­გიძ­ლია არ მითხ­რა. ის­ე­დაც ვი­ცი. ვე­ნე­რა გქვია.

    – ვე­ნე­რა?.. არა. ვე­ნე­რა დე­და­ჩემს ერქ­ვა… მე ირ­მა მქვია…

    – ირ­მა არა, ის… ვე­ნე­რა ხარ შენ, გა­ი­გე? ვე-ნე-რა…

    წვიმ­და…

    წვიმ­და…

    – აქ გა­ა­ჩე­რე, – თქვა გო­გომ.

    მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბის ხმა­ზე ფან­ჯა­რას ბავ­შ­ვე­ბი მო­აწყ­დ­ნენ.

    – ეგე, ჩე­მი და და ძმა!.. მე მე­ლო­დე­ბი­ან.

    – გინ­და, მან­ქა­ნით ვაგ­რი­ა­ლოთ?

    – მართ… მარ­თ­ლა?!!

    – მარ­თ­ლა, ჰო… ადი, ჩა­მო­იყ­ვა­ნე. ბენ­ზი­ნი ბლო­მად მის­ხია…

    გო­გო კი­ბე­ზე არ­ბო­და. ფრთა­შეს­ხ­მუ­ლი.

    “არ მინ­და იმ­ი­სი არ­ა­ფე­რი…

    არც პალ­ტო… არც ბა­თინ­კი…”

    წვიმ­და და არ­ცერ­თი წვე­თი არ ერია ტყუ­ი­ლი.

    ნაღ­დად წვიმ­და… ძა­ლი­ან ნამ­დ­ვი­ლად…

    © ”არილი”

  • პოეზია

    ლელა სამნიაშვილი

    კა­ბა

    თი­თო­ე­უ­ლი სირ­მით, ნა­ქარ­გით,

    მძი­ვით ვცდი­ლობ წარ­მო­ვიდ­გი­ნო

    თუ რო­გო­რი ლა­მა­ზი იყო

    ქა­ლი, რო­მელ­საც ტან­ზე ემ­ო­სა

    ეს თეთ­რი კა­ბა – მუ­ზე­უმ­ში,

    ნა­ხევ­რად სარ­დაფ­ში თუ მა­რა­დი­ულ

    ბინ­დ­ში – ნა­ზად გა­მო­ფე­ნი­ლი.

    ნაწ­ნა­ვე­ბის და თვა­ლე­ბის და

    ბა­გის გა­რე­შე – თა­რო­ებს შო­რის

    ბჟუ­ტავს იგი. ბჟუ­ტა­ვენ ლა­ლის

    თვლე­ბი ხა­ვერ­დის ჩიხ­ტი­კო­პებ­ში,

    ბეჭ­დე­ბი და ხან­ჯ­ლე­ბი და

    ნამ­ტ­ვ­რე­ვე­ბი – ფი­ა­ლე­ბად შე­წე­ბე­ბუ­ლი.

    და ის­ევ კა­ბა – სა­მუ­და­მოდ უარ­ყო­ფი­ლი,

    რო­გორც ზედ­მე­ტად მძი­მე თუ გრძე­ლი

    თუ – ზედ­მე­ტად მშვე­ნი­ე­რი, თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი.

    ვდგა­ვარ – მის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი.

    სიმ­სუ­ბუ­ქის­თ­ვის – სა­მო­სე­ლიც,

    სხე­უ­ლიც დად­ნეს! მაგ­რამ ეს კა­ბა –

    შო­რი­დან ისე მსუ­ბუ­ქია, ერ­თი წა­მით

    შე­იძ­ლე­ბა ვი­სურ­ვო და ლექ­სად და­მაჩ­ნ­დეს:

    ჩა­ვიც­ვა, კალ­თა ჩა­მოვ­ბერ­ტყო,

    ჩა­მოს­ც­ვივ­დეს ჩრჩი­ლის პეპ­ლე­ბი.

    * * *

    ფრჩხი­ლებს – ლა­ქი და

    პე­რანგს – კრახ­მა­ლი;

    და თქვენ­თ­ვის –

    ეს დღეც არ­ის ახ­ა­ლი;

    მარ­თ­ლა ახ­ა­ლიც –

    სად­ღაც აქ არ­ის:

    ხორ­კ­ლი­ა­ნი და გა­უ­ლა­ქა­ვი.

    * * *

    ზღვამ გა­ი­ტა­ცა მზის ქუ­დი –

    შხე­ფე­ბით, ტალ­ღის მორ­კალ­ვით;

    ვი­ღა­ცას – თევ­ზის კუ­დი­ანს –

    ტალ­ღა­ში თვა­ლი მოვ­კა­რი;

    და ჩემს გარ­შე­მო გაშ­ლი­ლი –

    ზღვამ თან წა­ი­ღო ნა­დავ­ლი:

    ცა – გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე თავ­შა­ლი,

    ნა­პი­რი – ჭრე­ლი სან­და­ლი;

    ანაა, თუ – მა­რი­ა­ნა,

    თუ კი­დევ ვინ­მე – დო­ბი­ლი?! –

    სიტყ­ვე­ბის ელ­ვით, მა­რი­ლით –

    ტალ­ღა­ში გა­დად­ნო­ბი­ლი;

    ვი­საც ზღვის ლექ­სი აქ­ე­ზებს –

    ვარ­დის­ფ­რად შე­ღა­მე­ბუ­ლი:

    ქალ­თევ­ზად იქ­ცეს, ნა­პირ­ზე

    და­ტო­ვოს – შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

    დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბი

    ამ ზაფხულს – წყა­ლი ვერ იქ­ნე­ბა

    მი­წის ვე­ე­ბა კო­ცონ­ზე თუ ფერ­ფ­ლ­ზე ძლი­ე­რი;

    ვი­ცი და მა­ინც, მა­ტა­რებ­ლის სარ­კ­მე­ლად იქ­ცა

    წუ­ხან­დე­ლი ეკ­რა­ნის შა­ვი ჩარ­ჩო; ნაც­რის­ფ­რად

    ამ­ო­ი­ბურ­ცა ზღვის ტი­ლო, მე ის

    და­მალ­ბობს და და­მაბ­რუ­ნებს ის­ევ სიცხი­ანს.

    ეს­ე­ნიც – ჩე­მი დო­ბი­ლე­ბი – წელს კი­დევ უფ­რო

    მე­ტად გვა­ნან სა­კუ­თარ თა­ვებს თუ –

    ოფ­ი­სის გო­გო­ებს თუ მზე­თუ­ნა­ხა­ვებს;

    წვა­ნან ნა­პირ­ზე და ითვ­ლი­ან: ეს ცა არ­ის

    პირ­ვე­ლი; სად­ღაც მე­სა­მე­ზე ბრწყი­ნა­ვენ

    ჩვე­ნი საქ­მ­რო­ე­ბი; და მეცხ­რე­ზე – კა­დი­ლა­კე­ბი;

    და მე­რე მა­ინც ერ­თად ვაბ­რუ­ნებთ

    ქვებ­ზე ამ­ოყ­რილ მე­დუ­ზებს ზღვა­ში.

    ღა­მის ტი­ლო კი­დევ უფ­რო მე­ტად სველ­დე­ბა:

    სვე­ლი ხმე­ბი, სვე­ლი ფე­რე­ბი; აქ­ე­დან –

    ღა­მის ბულ­ვა­რი­დან – ვე­ყუ­ჟე­ბით თი­თე­ბის თე­ატრს;

    მსა­ხი­ო­ბე­ბი უც­ხო ღმერ­თებს გვა­ნან –

    სი­ცოცხ­ლეს გრძნო­ბენ, ატ­ე­ვენ – ხე­ლის მტევ­ნებ­ში.

    სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რუ­ლი ვზი­ვარ და ვცდი­ლობ

    არ გა­ვინ­ძ­რე. თით­ქოს ჰა­ერ­ში, ჩვენს თავ­ს­ზე­მოთ

    ვი­ღაც ტივ­ტი­ვებს და იმ­ი­სი თი­თე­ბია – ჩე­მი ხე­ლე­ბი,

    ჩე­მი ფე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მე

    სვე­ლი მაქვს, გა­ოფ­ლი­ლი; კო­ღო­ე­ბის ნაკ­ბე­ნებს

    ვით­ვ­ლი. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ამ ზღვას­თა­ნაც

    და ხმე­ლე­თის შუ­ა­გულ­შიც – მთე­ლი ქვე­ყა­ნა

    და­სიცხუ­ლია, დაკ­ბე­ნი­ლია და გა­უნ­ძ­რევ­ლად,

    სა­ზიზ­ღა­რი ნე­ტა­რე­ბით ყვე­ლა­ფერს ით­მენს.

    * * *

    გარ­შე­მო

    ფრე­ნენ ხა­რა­ბუ­ზე­ბად –

    აქ­ლე­მე­ბი თუ მხო­ლოდ კუ­ზე­ბი;

    და არ ამც­დე­ბა თი­თის დაქ­ნე­ვა,

    მათ­გან ერ­თიც რომ იქ­ცეს აქ­ლე­მად.

    ტყვე­ე­ბის გაც­ვ­ლა

    ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბის დე­დოფ­ლის შა­ვი სა­შო­დან

    ნე­ლა მო­ი­წე­ვენ ჯა­რის­კა­ცე­ბი; იყ­ო­ფი­ან:

    ერ­თი – მარ­ჯ­ვ­ნივ, მე­ო­რე – მარ­ცხ­ნივ;

    სათ­ვა­ლა­ვი მე­რე­ვა; სა­ით უნ­და წა­ვი­დე?!

    კო­ლო­ნია სად­ღაც ზურ­გ­სუ­კან გუ­გუ­ნებს და

    თვა­ლე­ბის­კე­ნაც – ზუს­ტად იმ­ა­ვე სხე­უ­ლე­ბით

    და ხმა­უ­რით ამ­ოვ­სე­ბუ­ლი შა­ვი ორ­მო –

    მობ­ჯე­ნი­ლია. ომ­ის ღმერ­თე­ბო, უნ­და მა­ნიშ­ნოთ

    სა­ით არ­ის ჩე­მი ქვე­ყა­ნა ან სიყ­ვა­რუ­ლი?!

    სა­ხე­ე­ბი და­უბ­რუ­ნეთ თქვენს ჯა­რის­კა­ცებს,

    რომ შე­მეძ­ლოს მტრის­გან მო­კე­თე გა­მო­ვარ­ჩიო;

    თო­რემ ეს მი­წა – მდი­ნა­რის, ზღვის, ოკ­ე­ა­ნის

    ორ­ი­ვე მხა­რეს – სას­წო­რის ორი შა­ვი თეფ­შია –

    სიყ­ვა­რუ­ლის გა­მომ­ხ­მა­რი ფეს­ვე­ბით სავ­სე

    და კარ­გავს, კარ­გავს წო­ნას­წო­რო­ბას… ვიდ­რე

    სი­ძულ­ვილს ამ­ა­ტებთ მათ­ში; ძვლებ­სა და კო­ცონს

    და აი, უკ­ვე – ჯო­ჯო­ხე­თურ სიმ­სუ­ბუ­ქე­საც.

    და დამ­წ­ვა­რი, სის­ხ­ლებ­შემ­ხ­მა­რი ჯა­რის­კა­ცე­ბი,

    თუ კვამ­ლი­დან გა­მო­აღ­წი­ეს, მო­ათ­რე­ვენ

    ხორ­ბ­ლის მარ­ც­ვ­ლებს; არც დაჭ­რი­ლებს,

    არც სამ­შობ­ლოს, არც ერთ­გუ­ლე­ბას…

    და ღმერ­თე­ბო, თუ კვამ­ლი­დან გა­მო­ვაღ­წიე… –

    ზურ­გით მო­ვათ­რევ, ხე­ლუხ­ლებ­ლად გიბ­რუ­ნებთ

    მთელს თქვენს ძლი­ე­რე­ბას, მრის­ხა­ნე­ბას,

    თავ­და­ვიწყე­ბას… და და­მიბ­რუ­ნეთ, და­მიბ­რუ­ნეთ

    ჩე­მი სი­სუს­ტე: ხსოვ­ნის ძა­ლა, სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის

    სი­ცოცხ­ლის და სიკ­ვ­დი­ლის ძა­ლა.

    © ”არილი”