ინტერვიუ

ართურ მილერი – პრუსტის კითხვარი

იდეალური ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

ღამით კარგად გამოძინება.

ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?
მეხსიერების დაკარგვის.

ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?

ლინკოლნთან.

რომელი თვისება გაღიზიანებთ თქვენს თავში ყველაზე მეტად?

შემცირებული ცნობისმოყვარეობა.

სხვებში რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

თვითკმაყოფილება.

რა შემთხვევაში იტყუებით?
როცა ოჯახური საკითხების გამჟღავნებას მაიძულებენ; ასევე მაშინ, როცა შეხვედრაზე ვუთანხმდები ვინმეს და მისვლა მავიწყდება.

რომელი ცოცხალი ადამიანი გეზიზღებათ ყველაზე მეტად?

არ ვფიქრობ, რომ მეზიზღება. ასე რომ იყოს, ყველაზე ახლოს ზიზღთან ჯერი ფალუელი იქნებოდა.

რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებთ მეტისმეტად ხშირად?

მე. უზარმაზარი. სულელი. იდიოტი. ოცნება.

ყველაზე მეტად რას ნანობთ?

იმას, რომ 30 წლის ასაკში არ ვიცოდი ქალებზე ის, რაც სამოცი წლისამ.

რა ან ვინ არის თქვენი ცხოვრების უდიდესი სიყვარული?

ინგებორგ მორათი. ტრაგედიის იდეა.

სად და როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

სახლში, როცა გავიგე, რომ მომაკვდავმა იუჯინ ო’ნილმა თქვა, „კომივოიაჟერის სიკვდილი“ დიდებული ნამუშევარიაო.

თქვენს ოჯახში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
იდეალურები არიან.

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

ის, რომ ადამიანების იმედით ავსება ისევ შემიძლია.

რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

სასადილო მაგიდა, რომელიც დიდი ხნის წინ გავაკეთე.

უბედურების უკიდურეს ფსკერად რა მიგაჩნიათ?

ღალატი.

სად იცხოვრებდით?

კონექტიკუტსა და ნიუ იორკში, როგორც ახლა.

რა არის თქვენი საყვარელი საქმიანობა?

გასართობი სტრიქონების წერა.

რა არის თქვენი ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელი?

აბსოლუტური მოკრძალებულობა.

რა თვისება მოგწონთ კაცებში ყველაზე მეტად?

საქმისადმი ერთგულება.

ქალებში რა თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად?

თბილად მასპინძლობა.

თქვენი საყვარელი ლიტერატურული გმირი?

კაპიტანი იოსარიანი, ხაფანგი 22-ის გმირი.

ვინ არიან რეალურ ცხოვრებაში თქვენი გმირები?

რეალურ ცხოვრებაში, ალბათ, არავინ, რამდენიმე მეხანძრის გარდა.

როგორ ისურვებდით სიკვდილს?

ჩქარა.

სიკვდილის შემდეგ ადამიანად ან საგნად თუ დაბრუნდებით უკან, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ეს?

ხე ან კალია.

და არჩევა რომ შეგეძლოთ, რას აირჩევდით?

პოეტს, ბუნებრივია. შექსპირის მსგავსს, ალბათ.

რა არის თქვენი დევიზი?

„ნუ გაიქცევი, მოიცდის. ამასობაში, იჩქარე!“

© არილი

Facebook Comments Box