პოეზია

ბესიკ ხარანაული

მკვდრე­ბის სიმ­ღე­რა

ნი­ნო კვა­ჭან­ტი­რა­ძეს

რო­ცა ყვე­ლა ეს კოშ­მა­რი არ­ყოფ­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს,

რო­ცა გაყ­ვა­ვილ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა და ჩვენ აღ­არ ვიქ­ნე­ბით,

გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დ­ვი­ლად იყო!

რო­ცა სა­მარ­თა­ლი ხელთ მახ­ვილს და­ი­ჭერს,

რო­დე­საც ახ­ლე­ბი შუ­რის­გე­ბით გაძღე­ბი­ან

და სახ­რ­ჩო­ბე­ლე­ბი­დან გვა­მებს ჩა­მოხ­ს­ნი­ან,

საფ­ლა­ვებს გათხ­რი­ან, ლო­დებს გა­დაყ­რი­ან,

ამ­ო­ა­შიშ­ვ­ლე­ბენ, ამ­ო­ა­ტიტ­ვ­ლე­ბენ

და მკვდრებს, რო­გორც ცოცხ­ლებს, ისე გა­ლა­ხა­ვენ,

რომ ხსენ­დეს ის დღე სა­უ­კუ­ნე­ებ­ში,

ვით “მკვდრე­ბის გა­ლახ­ვა”…

რო­ცა ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც იმ დღეს მოხ­დე­ბა,

ძეგ­ლი აიგ­ე­ბა თუ სახ­ლი და­ინ­გ­რე­ვა,

წვი­მა მო­ვა თუ მი­წის­ძ­ვ­რა იქ­ნე­ბა,

ბატ­კა­ნი გაჩ­ნ­დე­ბა თუ

ყრმა და­ი­ბა­დე­ბა –

იტყ­ვი­ან და­ნა­ნე­ბით თუ თა­ვის­მარ­თ­ლე­ბით,

“ეს იყო მკვდრე­ბის გა­ლახ­ვის დღე­საო”.

მა­ნამ­დის კი, მა­ნამ­დის,

ვიდ­რე მი­წა­ში ვართ,

და ვის­ვე­ნებთ ყო­ვე­ლი­ვე ზედ­მე­ტო­ბი­სა­გან,

რი­თაც რომ სი­ცოცხ­ლე აღ­ჭუ­რავს ად­ა­მი­ანს –

ქა­ლი – ქა­ლო­ბის­გან,

კა­ცი – კა­ცო­ბის­გან,

ღა­რი­ბი – ძონ­ძ­თა­გან,

მდი­და­რი – ფუ­ლის­გან,

მე­ძა­ვი – სიძ­ვის­გან,

პო­ე­ტი – ლექ­სის­გან…

მა­ნამ­დის –

ვიდ­რე ძა­ლა შეს­წევს ჩვენს ლან­დებს,

გაფ­რ­თხი­ლებთ:

არ­ა­ვინ მო­გატყუ­ოთ, არ­ა­ვის და­უ­ჯე­როთ,

არ გა­და­ახ­ვ­ნე­ვი­ნოთ ჩვე­ნი საფ­ლა­ვე­ბი,

გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დ­ვი­ლად იყო!

და უფ­რო მე­ტიც…

რომ ირწ­მუ­ნოთ ჩვე­ნი ნათ­ქ­ვა­მი

რომ ღირ­სე­ბაც ვი­ცო­დით და თა­ვის და­ცინ­ვაც,

რომ გვე­ქე­ი­ფა ამ­ა­ო­ე­ბა­ზე და რომ გვე­ხა­ლი­სა,

თუმ­ცა კი ჩვენ­ში არ ერია არც ერ­თი მარ­თა­ლი,

ბნელ­ში და შიმ­შილ­ში, შიშ­ში, მო­ნო­ბა­ში,

ჩვენ მა­ინც ვმღე­რო­დით!…

ეს ცხოვ­რე­ბა არაა იმ­ათ­თ­ვის, ვი­საც ეჩ­ქა­რე­ბა,

ეს ცხოვ­რე­ბაა იმ­ათ­თ­ვის, ვი­საც აგ­ვი­ან­დე­ბა,

ვინც შე­ი­ყო­ლია დარ­დ­მა და მწუ­ხა­რე­ბამ,

ვინც სა­წო­ლი­დან ამდ­გარ ცოლს თვა­ლი გა­ა­ყო­ლა,

ვინც ყოყ­მა­ნით და­იწყო დი­ლა,

ვინც და­ბა­დე­ბით­ვე შე­ყოვ­ნე­ბუ­ლია,

ვინც ლო­გინ­ში ოც­ნე­ბას არ­ჩევს

წვი­რი­ან ცხოვ­რე­ბას,

ვინც ღმერ­თის­თ­ვის ბევ­რი ილ­ო­ცა

და უჭ­ირს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა,

ვინც და­კარ­გუ­ლია “ჰო”-ში და “არა”-ში,

ვინც აფ­ა­სებს წვრილ­მან რა­მე­ებს,

რად­გან მსხვილ­მა­ნი – და­ბა­დე­ბა და სიკ­ვ­დი­ლია

და არც ერ­თი ჩვენ არ გვე­კუთ­ვ­ნის,

ვინც იც­ის, რომ, რა­საც აჰყ­ვე­ბი, იმ­ად იქ­ცე­ვი,

რომ, ვინც მსუ­ბუ­ქად ეწ­ე­ვა უღ­ელს,

ის უხ­მოდ კვდე­ბა მოხ­რე­შილ გზა­ზე,

ვინც იც­ის, რომ, სი­ხა­რუ­ლი უბ­ო­რო­ტოდ რო­დი არ­სე­ბობს,

იმ­ი­სი მოს­ვ­ლით მუ­დამ რა­ღაც და­ი­ვიწყე­ბა,

ვინც იც­ის,

რომ, ნი­ჭი­ე­რი მი­ლი­ონ­ჯერ უღ­ა­ლა­ტებს თა­ვის თავს ხოლ­მე,

უნ­ი­ჭო კი ერთხე­ლაც არა,

რომ, ვინც არ აფ­რენს, ის სხვა რა­მით ზღავს,

ვინც ზიზ­ღის რუ­კას სიფ­რ­თხი­ლით ად­გენს,

რომ სიყ­ვა­რულს არ და­ამ­თხ­ვი­ოს,

ვინც იც­ის, რა ბო­რო­ტე­ბაა,

რომ გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე შე­უბ­ჯი­ნო ცხოვ­რე­ბას თვა­ლი,

ვინც იც­ის, რომ, მთა­ვა­რი სიტყ­ვე­ბი უკ­ვე წარ­მო­ით­ქ­ვა

და ახ­ლა სა­ჭი­როა მათ­გან დრო­ზე გაც­ლა,

ვინც იც­ის – ად­ა­მი­ანს ის­იც შთა­ა­გო­ნებს,

რომ შე­უძ­ლია რა­ღა­ცა შე­ბილ­წოს,

რომ, უმ­ჯო­ბე­სია ერ­თი ნაკ­ლი სრულ­ყო,

ვიდ­რე მო­ე­დო ათ­ას სიქ­ვე­ლეს,

რომ, ვინც და­ლია სა­წამ­ლა­ვი, თაფ­ლი უკ­ვე ვე­ღარ უშ­ვე­ლის,

რომ, მო­ძუ­ლე­ებს ხი­დი არ­ას­დ­როს არ ჩა­უტყ­დე­ბათ,

რომ, გაქ­ცე­ულ ცოლს მზით­ვით უკ­ან არ­ა­ვინ მის­დევს,

რომ, სი­ლა­მა­ზე არ­სე­ბობს იმ­ი­ტომ,

შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი რომ იყ­ოს ბრმე­ბის­თ­ვის,

რომ ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია – სიყ­ვა­რუ­ლის დრო,

რომ, ჯე­ჯი­ლი მო­სა­ვალ­ზე მე­ტი არ­ის, იმ­ე­დი – პურ­ზე,

რომ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თო­ნია

ღვთის­მო­სა­ვე­ბი და პატ­რი­ო­ტე­ბი,

და, მო­რა­ლის­ტის ერ­თა­დერ­თი თა­ვის­შ­ვე­ლაც – უზ­ნე­ო­ბაა,

რომ ამ ხალ­ხ­მა მარ­ტო პირ­ჯ­ვ­რის­წე­რა ის­წავ­ლა ქრის­ტეს­გან,

სხვა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ძნე­ლია, მას შე­ა­ტო­ვეს,

ხე­ლი კი არ და­უ­ცა­ლეს,

რო­გორც წვი­მას ხელს უც­ლის ბავ­შ­ვი,

რომ, სი­ძულ­ვი­ლის გრძნო­ბა ქო­ნე­ბა არაა,

მაგ­რამ სულ უგრ­ძ­ნო­ბე­ლო­ბას მა­ინ­ცა სჯო­ბია,

რომ, კა­ცი მა­შინ მღე­რის ცხოვ­რე­ბა­ზე,

რო­ცა მას­ში გან­სა­ქონ­ლ­დე­ბა ეშ­მა­კი,

რომ, რო­გორც კი ტყუ­ი­ლის თქმა მო­მინ­დე­ბა,

ვგრძნობ, თუ რო­გორ მიბ­რუნ­დე­ბა სი­ცოცხ­ლის ხა­ლი­სი,

რომ, სი­სუ­ლე­ლეა, ად­ა­მი­ა­ნებს შენ­ზე რომ უამ­ბობ,

ად­ა­მი­ა­ნებს უნ­და მო­უყ­ვე მათ­ზე,

რომ: გა­ნა იმ­ას უფ­რო მე­ტი მი­ზე­ზი ჰქონ­და,

ვიდ­რე მე მაქვს – გა­ჯავ­რე­ბი­სა?

მე ამ­ათ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ვარ, ის კი წა­ვი­და,

რომ, ად­ა­მი­ა­ნი ფა­სობს ცდუ­ნე­ბე­ბით,

რომ, “მე ვტყუი, ესე იგი – ვარ­სე­ბობ”… და ასე შემ­დეგ.

ვინც იც­ის, რომ საპ­ნის ბუშ­ტით ვერ აფ­რინ­დე­ბი,

იმ­ით მხო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ძირს და­ე­ნარ­ცხო,

ქვე­მოთ­დახ­რილ ქუ­თუ­თო­თა გაკ­ვირ­ვე­ბა­ში,

ვინც იხ­უმ­რა, რომ ორი რამ – ფუ­ლი და სუ­ლი

არ­ა­ვის არ უნ­და გა­ან­დო,

ვინც სიკ­ვ­დი­ლის წინ და­ი­ბა­რა –

“მე­ძი­ეთ მე და­კარ­გულ საგ­ნებ­ში”,

ვინც იც­ის, თუ რა­ზე იოც­ნე­ბოს:

გან­ვი­თა­რე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი კლე­ბა

(თით­ქოს ჭკნო­ბა ყვა­ვი­ლო­ბა­ში),

რო­ცა სუ­ლი­ცა და სხე­უ­ლიც ერ­თად ჩა­იწ­ვე­ბა,

ვინც იც­ის, რომ ცხოვ­რე­ბა წა­გე­ბუ­ლია

და­ვიწყე­ბულ სი­ზარ­მა­ცე­ებ­ში,

რომ, საქ­მე და თა­მა­ში ის ორი სარ­კეა,

სა­დაც ად­ა­მი­ანს თა­ვის სა­ხის ხილ­ვა შე­უძ­ლია

და, რომ გა­ნუწყ­ვე­ტელ გა­და­ნაც­ვ­ლე­ბა­ში

ეს ორი სარ­კე ერთ­მა­ნეთს ერწყ­მის,

ვინც იც­ის, რომ, თუ­კი გე­ლო­ლი­ა­ვე­ბი­ან,

ესე იგი,

რა­ღა­ცა­ზე თვალ­სა ხუ­ჭა­ვენ,

ვინც იც­ის, რომ, თუ არ შე­ე­გუ­ე­ბი

სიბ­რ­ძ­ნი­სათ­ვის წაყ­რუ­ე­ბას და

სი­ლა­მა­ზის­თ­ვის თი­თებს შო­რის ცქე­რას,

ის­ი­ნი გაგ­ს­რე­სენ,

ვინც არ და­კარ­გა გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბა,

რომ გა­იკ­ვირ­ვოს მე­ა­თა­სე­ჯერ –

რა­ტომ არ­ის ეს ცხოვ­რე­ბა ყო­ველ წამ­ში ასე ახ­ა­ლი,

რო­დე­საც ასე ძვე­ლი არ­ის და გაც­ვე­თი­ლი,

ვინც იც­ით,

რომ ბრძე­ნი არ­ას­დ­როს არ და­ი­ცავს თა­ვის სი­მარ­თ­ლეს,

ბრძე­ნი ელ­ო­დე­ბა ბრმა შემ­თხ­ვე­ვას,

რო­დე­საც მას და­უ­ჯე­რე­ბენ,

ვინც იც­ის, რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

გი­ჟიც კი არ არ­ის თან­მიმ­დევ­რუ­ლი,

რომ ჯვა­რი, რო­მელ­საც მი­ა­ყუ­დებ,

არ არ­ის ჯვა­რი,

ჯვა­რი ის არ­ის, სულ რო­მე­ლიც უნ­და ატ­ა­რო.

და ასე შემ­დეგ…

ეს ცხოვ­რე­ბა არაა იმ­ათ­თ­ვის, ვი­საც ეჩ­ქა­რე­ბა,

ვინც ცოლს გა­უღ­რი­ნა,

– ჩა­იც­ვი, წა­ვი­დეთ!..

ეს ცხოვ­რე­ბაა იმ­ათ­თ­ვის ვინც მრა­ვალ­წ­ლის ფიქ­რით შე­იგ­ნო,

რომ, ად­ა­მი­ა­ნი ფა­სობს ცდუ­ნე­ბე­ბით

რომ, სა­ბო­ლო­ოდ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი მი­წა­ში წვა­ნან

ასე ვიცხოვ­რეთ ჩვენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში,

ხან ჯო­ჯო­ხე­თად რომ ვსა­ხავ­დით

და ხან ლურჯ ქე­დე­ბად

და თუმ­ცა საჯ­დო­მე­ბით სკა­მებ­ზე ვე­მაგ­რეთ,

აზ­რე­ბი მა­ინც მი­მოგ­ვ­დი­ო­და

და წვერს ვი­პარ­სავ­დით რა­დი­ო­ჰან­გებ­ზე,

სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რა კი საფ­ლავ­ში მიგ­ვ­ქონ­და.

და

რო­ცა ყვე­ლა ეს კოშ­მა­რი არ­ყოფ­ნა­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს,

რო­ცა გაყ­ვა­ვილ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა და ჩვენ აღ­არ ვიქ­ნე­ბით,

გახ­სოვ­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დ­ვი­ლად იყო!

© ”არილი”

Facebook Comments Box

One Comment