ლექცია

ბო­რის გრო­ი­სი

რა არ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა

თარგმნა სანდრო ჯანდიერმა

ხე­ლოვ­ნე­ბის რა­­ბის პრობ­ლე­მა ყო­ველ­­ვის დგას და ის­მის კითხ­ვა, სა­ერ­თოდ რა­ტომ ჩნდე­ბა ხოლ­მე ეს პრობ­ლე­მა. რად­გან არ­ამ­ხო­ლოდ ცხე­ნის ან ძრო­ხის რა­­ბის შე­სა­ხებ არ სვამს ვინ­მე ამგ­ვარ კითხ­ვას, არ­­მედ ბევ­რი სხვა საგ­ნის გა­მოც. რაც შე­­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას: ად­­მი­­ნე­ბი სვა­მენ კითხ­ვას, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა – და უფ­რო მე­ტიც, ცდი­ლო­ბენ პა­სუ­ხიც გას­ცენ მას – თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­ვე ფარ­­ლებ­ში. ეს კი – რო­გორც ყვე­ლა ამ სა­კითხ­ში გან­­წავ­ლუ­ლი ად­­მი­­ნი აღ­ნიშ­ნავს – აქ­ამ­დე მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის­­ვის იყო და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი. მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის­­ვის წარ­მო­ად­გენ­და რეფ­ლექ­სი­ის სა­განს სა­კუ­თა­რი საგ­ნი­სა და მე­თო­დე­ბის გან­საზ­­­რა. ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბულ ამ პა­რა­დიგ­მას სულ უფ­რო და უფ­რო ერ­გე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაც და ეს ახ­­ლი ფე­ნო­მე­ნია. ად­რე ეს სა­კითხი არ იყო პრობ­ლე­მა­ტუ­რი, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი იყო, რი­თი გა­მო­ირ­ჩე­­და ხე­ლოვ­ნე­ბა და უნ­და ითქ­ვას, რომ არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან იგი ხე­ლოვ­ნუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­­და, ანუ ნა­ხე­ლა­ვო­ბით. ხე­ლოვ­ნე­ბა ბერ­­ნუ­ლად “ტეხ­ნეა”, ანუ უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბუ­ნე­ბის­გან იმ­ით გან­­­ვავ­დე­ბა, რომ იგი ად­­მი­­ნის ხე­ლი­თაა ნა­კე­თე­ბი, მა­შინ რო­ცა ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბი არაა ნა­კე­თე­ბი. სხვა­თა შო­რის, ხში­რად ხე­ლოვ­ნე­ბას არ­ას­წო­რად მი­იჩ­ნე­ვენ გარ­­ვე­­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­­ექ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­­ბად. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ეს­თე­ტი­კა, რო­გორც ეს კან­­თა­ნაა (და არ­სე­ბი­თად, კან­ტის მი­ერ შექ­­ნი­ლი ეს სტრუქ­ტუ­რა დღემ­დე არ­სე­ბობს) ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი – ეს­თე­ტი­კურ გან­­და­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ­მა ობ­­ექ­­მა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭოს. ამგ­ვა­რად, გან­­­ვა­ვე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­­ექ­ტი/არ­­ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­­ექ­ტი ან ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა/ არ­­ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა არ­­რე­ლე­ვან­ტუ­რია ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და არ­­ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მიჯ­­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რად­გა­ნაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რო­გორც უკ­ვე ვთქვი, ეს ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა ნე­ბის­მი­­რი ობ­­ექ­ტის მი­მართ გა­მო­ვი­მუ­შა­ვოთ. ასე რომ, ნა­ხე­ლა­ვო­ბა ერ­თა­დერ­თი ტრა­დი­ცი­­ლი კრი­ტე­რი­­მია.

სწო­რედ ეს ტრა­დი­ცი­­ლი კრი­ტე­რი­­მი და­­ყე­ნა ეჭ­ვის ქვეშ დი­­შა­ნის readymade-მა, რო­ცა მან ერთ-ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე ნიუ-იორკ­ში, 1917 წელს, ცო­ტა­თი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პი­სუ­­რი “გა­მო­ფი­ნა”, ხე­ლი მო­­წე­რა “ნა­მუ­შე­ვარს” და სხვა მხრივ არ­­ნა­­რად არ ჩა­რე­­ლა მის გა­რეგ­ნულ სა­ხე­ში. ამ­ას გარ­და, დი­­შან­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე readymade შექ­­ნა, ანუ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ობ­­ექ­ტი გა­მო­ფი­ნა, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, ისე, რომ არ­აფ­რით შე­უც­­ლია მა­თი გა­რეგ­ნუ­ლი სა­ხე და ამ­ით თით­ქოს ერთ­­ვა­რი ნუ­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი “ჩა­­დი­ნა”. სა­ერ­თოდ, ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მე­ბი და მათ შო­რის ფი­ლო­სო­ფი­­რიც, ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მა­ში მა­შინ იჩ­ენს თავს, რო­ცა ამ სის­ტე­მა­ში ნუ­ლი ჩნდე­ბა. და დი­­შა­ნის ეს ოპ­­რა­ცია სწო­რედ ნუ­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ოპ­­რა­ცია იყო, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს პრობ­ლე­მა­ტი­ზი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

მაგ­რამ მა­შინ ასე არ­­ვის აღ­უქ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამ­ას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­და. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმ­­ტომ, რომ მთე­ლი ეს პი­სუ­­რე­ბი და სხვა ობ­­ექ­ტე­ბი, ტრა­დი­ცი­­ლი თვალ­საზ­რი­სით ჯერ კი­დევ “ტეხ­ნედ” მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, ად­­მი­­ნის ნა­კე­თო­ბად და ამ­­ტო­მაც ის­­ნი ნა­ხე­ლა­ვო­ბის პა­რა­დიგ­მა­ში ექ­ცე­ოდ­ნენ. ერ­თი სიტყ­ვით, გა­დას­­ლა, გან­­­ვა­ვე­ბა არ იგრ­­ნო­ბო­და ისე მწვა­ვედ. მე­­რე – teadymade დი­­შა­ნის პრაქ­­რი­კის მხო­ლოდ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. იგი თა­ვი­სი ოს­ტა­ტუ­რი, რთუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაც იყო გან­­­მუ­ლი და ამ­ას­თა­ნა­ვე სურ­ვი­ლის, ლი­ბი­დო­სა და ა.შ. სუ­რე­­ლის­ტურ დის­კურ­­შიც ჯდე­ბო­და, რის გა­მოც ამგ­ვა­რი ხერ­ხი გა­მოც­დი­ლი, გა­წა­ფუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის თვალ­შიც კარ­გავ­და სი­ახ­ლის ნიშ­ნებს.

სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად ამ­­შავ­და ეს მე­ქა­ნიზ­მი, რო­ცა 50-60-იანი წლე­ბის ამ­­რი­კელ მხატ­ვარ­თა თა­­ბამ დი­­შა­ნის ეს იდ­­­ბი აით­ვი­სა; მათ თა­ვი ან­­ბეს დი­­შა­ნის დის­კურ­­საც, მის პრაქ­ტი­კას და საგ­ნე­ბის (თა­ნაც ყვე­ლა­ნა­­რი, მათ შო­რის ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბის) ერ­თი სივ­­ცი­დან მე­­რე­ში უბ­რა­ლო, უაზ­რო გად­მო­ტა­ნას მიჰ­­ვეს ხე­ლი. ეს იყო გა­და­ტა­ნის გა­ნურ­ჩე­ვე­ლი, გულ­­რი­ლი ოპ­­რა­ცია: ად­­მი­­ნი უბ­რა­ლოდ უნ­­ვერ­მაღ­ში მი­დის, ან იქ­ცე­ვა, რო­გორც ენ­დი უორ­ჰო­ლი (რო­ცა მას რა­­მე ნივ­თი აკლ­და გა­ლე­რე­­ში, სა­ნაგ­ვე­დან მო­ათ­რევ­და და გა­მო­ფენ­და)… სწო­რედ ში­ნა­არ­სი­სად­მი, გან­საზ­­­რე­ბი­სად­მი, მხატ­­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნის ობ­­ექ­­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­­სად­მი ამ გულ­­რი­ლო­ბამ შვა ეს ნუ­ლო­ვა­ნი ხერ­ხი, რო­მელ­მაც დას­ვა კი­დეც სა­კითხი ხე­ლოვ­ნე­ბის რა­­ბის შე­სა­ხებ, ანუ მი­სი წყა­ლო­ბით გაჩ­­და შე­კითხ­ვა – შეგ­ვიძ­ლია თუ არა ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბი გა­ვარ­ჩი­ოთ არა-ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბის­გან.

70-იანი წლე­ბის და­საწყის­ში გა­მო­ვი­და არ­ტურ დან­ტას წიგ­ნი “ბა­ნა­ლუ­რის (ან ყო­ფი­თის) გარ­და­სახ­ვა”, სა­დაც პირ­ვე­ლად და­ის­ვა სა­კითხი – თა­ნაც საკ­მა­ოდ მა­ღალ თე­­რე­ტი­კულ დო­ნე­ზე – იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან გარ­ჩე­ვა, თუ­კი არ გაგ­ვაჩ­ნია ამ გან­­­ვა­ვე­ბის მა­ტე­რი­­ლუ­რი კრი­ტე­რი­­მე­ბი. ეს წიგ­ნი იმ­პულ­სი აღ­მოჩ­­და ხე­ლოვ­ნე­ბის ე.წ. ინს­ტი­ტუ­ცი­­ნა­ლუ­რი თე­­რი­ის შე­საქ­­ნე­ლად, თუმ­ცა თა­ვად დან­ტამ შემ­­გომ­ში უარი თქვა ამ თე­­რი­­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მას მსგავ­სი არ­­ფე­რი უგ­­ლის­­მია. უარ­ის მი­ზე­ზებ­ზე მას შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ, რაც ამ ინს­ტი­ტუ­ცი­­ნა­ლურ თე­­რი­ას ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ, რო­მე­ლიც უფ­რო მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­­ნეს, ვიდ­რე დან­ტამ. საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იმ დრო­ის­­ვის საკ­მა­ოდ გავ­­ცე­ლე­ბუ­ლი იყო პერ­ფორ­მა­ტი­ულ-სიტყ­ვი­­რი აქ­ტე­ბის თე­­რია, რო­მე­ლიც ინგ­ლი­სურ ან­­ლი­ტი­კურ ტრა­დი­ცი­­ში აღ­მო­ცენ­და ვიტ­გენ­­ტე­­ნის გავ­ლე­ნით. იგი შემ­დეგ­ნა­­რად ფუნ­­ცი­­ნი­რებს: ჩვენ გან­ვას­­ვა­ვებთ დეს­­რიპ­ტულ, აღ­წე­რით აქ­ტებს და პერ­ფორ­მა­ტი­ულს, ანუ აქ­ტებს, რომ­ლის გა­მოთ­­მი­თაც საგ­ნე­ბი რა­ღაც სხვა ხა­რის­­სა და თვი­სე­ბებს იძ­­ნენ. მა­გა­ლი­თად, შე­მიძ­ლია და­ვა­არ­სო პე­ტერ­ბურ­გი და ვთქვა: “ეს ქა­ლა­ქი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქია”. ამ­ით ჩვენ ვერ აღვ­წერთ ქა­ლაქ სანკტ-პე­ტერ­ბურგს, რად­გა­ნაც მა­ნამ, სა­ნამ ეს ითქ­მე­ბო­და, იგი არ იყო დე­და­ქა­ლა­ქი. პერ­ფორ­მა­ტი­­ლი სიტყ­ვი­­რი აქ­ტიც სწო­რედ ეს გახ­ლავფ, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც პე­ტერ­ბურ­გი მარ­­ლაც დე­და­ქა­ლა­ქად იქ­ცე­ვა. ეს იყო პირ­ვე­ლი თე­­რე­ტი­კუ­ლი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა პერ­ფორ­მა­ტი­­ლი აქ­ტია, რო­ცა მი­ვუ­თი­თებ რო­მე­ლი­მე ობ­­ექ­­ზე და ვამ­ბობ: ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბია. მე აღ­არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, და­ვა­სა­ბუ­თო ეს დე­ბუ­ლე­ბა, გან­­მარ­ტო, ან ინ­ტერ­­რე­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბი­სა, რა­თა და­ვამ­­კი­ცო მი­სი “ნა­ხე­ლა­ვო­ბა”. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ნათ­­ვამ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ანუ, პი­სუ­­რი არ იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბი მა­ნამ, სა­ნამ დი­­შან­მა არ თქვა ეს. ასე რომ, სიტყ­ვებ­მა “ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბია”, სხვა ლინ­­ვის­ტუ­რი სტა­ტუ­სი შე­­ძი­ნა და აზ­რი და­კარ­გა კითხ­ვის დას­მა­მაც, და­სა­ბუ­თე­ბა­მაც, გან­­­ვა­ვე­ბამ და ინ­ტერ­­რე­ტი­რე­ბა­მაც.

ამ ძალ­ზე მაც­დუ­რი თე­­რი­ის მი­ნუ­სი იმ­­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა სუ­ბი­ექ­ტის შე­სა­ხებ, ვი­საც აქვს ამგ­ვა­რი სიტყ­ვე­ბის თქმის უფ­ლე­ბა. თუ­კი შენ მე­ფე ხარ, ან პატ­რი­არ­ქი, მა­შინ გაქვს ამა თუ იმ ობ­­ექ­ტის საკ­რა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ან უფ­ლე­ბა, ქა­ლა­ქი დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­აცხა­დო. მაგ­რამ დი­­შა­ნი არც მე­ფე იყო და არც პატ­რი­არ­ქი, იგი აღ­­­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რიც კი არ იყო. მან სწო­რედ ამ­ის გა­მო გა­ით­­ვა სა­ხე­ლი და არა პი­რი­ქით. ეს ის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც დან­ტამ იმ­თა­ვით­ვე და­­ნა­ხა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ გა­აც­ნო­ბი­­რა და თა­ვის წიგ­­შიც არ აღ­­ნიშ­ნავს ეს. საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იგი სო­რენ კირ­კე­გო­რის ფი­ლო­სო­ფი­ას ეყრ­­ნო­ბო­და, რო­მე­ლიც თა­ვის თავს შემ­დეგ კითხ­ვას უს­ვამ­და: რო­გორ უნ­და ამ­­ვიც­ნოთ ქრის­ტე­ში ქრის­ტე, ანუ, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ად­­მი­ან­ში ღმერ­თი ამ­­ვიც­ნოთ და იმ დას­­­ნამ­დე მი­დი­­და, რომ ამ­ის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან არ გაგ­ვაჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­­მე­ბი. გვაქვს კრი­ტე­რი­­მე­ბი ად­­მი­ან­ში ად­­მი­­ნის, მაგ­რამ არა ღმერ­თის ამ­­საც­ნო­ბად. ამგ­ვა­რად, ად­­მი­ან­ში ღმერ­თის ამ­ოც­ნო­ბა არ­ჩე­ვის წმინ­და სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტია და არ­აფ­რით სა­ბუთ­დე­ბა. ამ­ოც­ნო­ბის აქ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რად­გან არ არ­სე­ბობ­და პრე­ცე­დენ­ტი. ჩვე­ნი წელ­თაღ­რიცხ­ვის პირ­ვე­ლი სა­­კუ­ნის პა­ლეს­ტი­ნა სავ­სე იყო სხვა­დას­­ვა ჯუ­რის მო­ხე­ტი­­ლე ფა­კი­რე­ბით, ჯა­დოქ­რე­ბით, მქა­და­გებ­ლე­ბით და ქრის­ტეს მხო­ლოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტის წყა­ლო­ბით თუ ამ­­იც­ნობ­დი. ამგ­ვა­რად, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ერთ­­ვა­რი ეკ­ლე­სი­­რო­ბი­დან, გარ­­ვე­ულ მხატ­­რულ პრო­ტეს­ტან­ტიზ­მამ­დე მივ­დი­ვართ. ეკ­ლე­სია ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის ესა თუ ის ნა­წარ­მო­­ბი რე­ლიქ­ვიაა, რა­ღა­ცის ნამ­­­რე­ვი ან ნაფ­ლე­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია და ა.შ. ეს მხო­ლოდ იმ­­ტომ ხდე­ბა, რომ მა­თი საკ­რა­ლუ­რო­ბა ოდ­ეს­ღაც, ვი­ღა­ცამ აღ­ნიშ­ნა და ას­­თი­ვე კა­თო­ლი­კუ­რი პრინ­ცი­პით ფუნ­­ცი­­ნი­რებს მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მა. მაგ­რამ ამ ორ­თო­დოქ­სულ-ქრის­ტი­­ნულ თვალ­საზ­რის­თან ერ­თად გვაქვს პრო­ტეს­ტან­ტუ­ლიც, რაც იმ­ას ნიშ­ნავს, რომ მხატ­ვარს, შემ­დეგ კი მნახ­ველ­საც, ვა­ნი­ჭებთ ამგ­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბას. მარ­­ლაც, ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ ეპ­­ქა­ში ას­­თი კა­თო­ლი­ციზ­მი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა­ტომ აქვთ ამ ად­­მი­­ნებს უფ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტონ, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და მე კი არა?

დის­კუ­სია ამ­ის თა­­ბა­ზე ერთ ძალ­ზე მო­დურ წიგ­­ში შე­ჯამ­და, რო­მე­ლიც 3-4 წლის წინ გა­მო­ვი­და. ესაა ტი­­რი დე დი­­ფის წიგ­ნი “კან­ტი დი­­შა­ნის შემ­დეგ”, მხატ­­რუ­ლი პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის მა­ნი­ფეს­ტი, სა­დაც ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ყო­ველ ად­­მი­ანს აქვს თა­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში სა­კუ­თა­რი მუ­ზე­­მის შექ­­ნის უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა თა­ვი­სით გა­არ­ჩი­ოს ნა­წარ­მო­­ბე­ბი და თა­ვი­სი­ვე კო­ლექ­ცი­ას მო­­ყა­როს თა­ვი. ერ­თი სიტყ­ვით, ჩვენს ეპ­­ქა­ში სიტყ­ვე­ბი “ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა”, ის­­ვე ფუნ­­ცი­­ნი­რებს, რო­გორც სიტყ­ვე­ბი “ეს მშვე­ნი­­რია”.

დე დი­­ფოს თე­ზი­სი იმ­­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა პირ­ვე­ლად ეს­თე­ტი­ზირ­და მთე­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე და ეს 2-3 წლის წინ მოხ­და. ანუ მხატ­­რის ეს ჩა­რე­ვა, რე­­ლო­ბის გარ­დამ­სა­ხა­ვის სუ­ბი­ექ­ტის, ად­­მი­­ნის ხე­ლის ჩა­რე­ვა, ხე­ლი­სა, რო­მე­ლიც სპე­ცი­­ლუ­რად ქმნის ობ­­ექ­ტებს, რა­თა შემ­დეგ იგი მშვე­ნი­­რე­ბად მი­იჩ­ნი­ონ, უკ­ვე ზედ­მე­ტი გახ­და და გაქ­რა ჰო­რი­ზონ­ტი­დან. დარ­ჩა მხო­ლოდ სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნი. და ამ აზ­რით, ეს­თე­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბას და­ემ­თხ­ვა. ავ­ტო­რი თვლის, რომ ესაა ეტ­­პი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მე რამ­დენ­ჯერ­მე დის­კურ­სია მქონ­და დე დი­უფ­თან. ის, რა­საც იგი ამ­ბობს, სა­შინ­ლად რე­ვო­ლუ­ცი­­რი და დე­მოკ­რა­ტი­­ლი ჩანს, სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ასე არაა, რად­გა­ნაც იგი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც სუ­ბი­ექ­ტურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, სუ­ბი­ექტს ეყრ­­ნო­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იგი გე­მოვ­ნე­ბას ეყრ­­ნო­ბა და ად­­მი­­ნის უნ­არს, რა­­მე თქვას გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ…

კი­დევ ერ­თი სა­­ტა­პო წიგ­ნი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც შარ­შან გა­მო­ვი­და; ესაა გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის, ნიკ­ლას ლუ­მა­ნის “ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­­ბა­ში”, სა­დაც უკ­­ნას­­ნე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ლუ­მა­ნი იმ­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რომ არ­ამ­ხო­ლოდ ინს­ტი­ტუ­ცი­ას არ ძა­ლუძს საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, არ­ამ­ხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­უმს – ანუ პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის მი­ხედ­ვით, ინ­დი­ვი­დუ­­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის, ინ­დი­ვი­დუ­­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის სუ­ბი­ექტს – არ­­მედ არ­­ნა­ირ სუ­ბი­ექტს არ შე­უძ­ლია ეს, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს რა­ღაც ავ­ტო­ნო­მი­­რად ფორ­მი­რე­ბუ­ლი მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ნე­ბის, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი­სა და არ­ჩე­ვა­ნის მი­­ხე­და­ვად მოქ­მე­დებს, გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლად; ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ მას ვერ ვა­კონ­­რო­ლებთ, პი­რი­ქით, იგი თავს გვახ­ვევს ამ კრი­ტე­რი­­მებს. და მარ­­ლაც ასეა, თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მხატ­­რუ­ლი ბა­ზა­რი, ყიდ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­­რულ სამ­ყა­რო­ში… ჯერ კი­დევ XVIIIXIX სა­­კუ­ნე­ში, მა­გა­ლი­თად, კო­ლექ­ცი­­ნე­რი მხო­ლოდ იმ­ას ყი­დუ­ლობ­და, რაც მოს­წო­ნა, თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ახ­ლა კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­­ნე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბის შე­ძე­ნი­სას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით არ ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლობს. იგი ყი­დუ­ლობს იმ­ის მი­ხედ­ვით, თუ რა სტა­ტუ­სი აქვს (ან ექ­ნე­ბა) ამა თუ იმ ქმნი­ლე­ბას, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­­ნე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს მემ­­ვიდ­რე­­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან და სა­ერ­თოდ, გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ყი­დუ­ლობს. და იგი, ბუ­ნებ­რი­ვია, იმ­­ში აბ­ან­დებს ფულს, რაც მის სიმ­დიდ­რეს, მის მდგო­მა­რე­­ბა­სა და სა­ხელს შე­­ნარ­ჩუ­ნებს (სა­ხელს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი იგი მუ­ზე­უმს აჩ­­ქებს თა­ვის კო­ლექ­ცი­ას). ანუ მას თა­ვი­სი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­­ბი­სა და სხვა მდა­ბა­ლი მო­ტი­ვე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბა­ზე უარ­ის თქმას შე­უძ­ლია და იგი ორ­­ენ­ტი­რად თა­ვად მხატ­­რუ­ლი პრო­ცე­სის იმ­­ნენ­ტურ დი­ნა­მი­კას ირ­ჩევს. ანუ მან გარ­­ვე­­ლი თვალ­საზ­რი­სით, წი­ნას­წარ უნ­და გან­­­რი­ტოს ეს პრო­ცე­სი ის­­ვე, რო­გორც ამ­ინ­დი, აქ­ცი­­თა კურ­სი და ა.შ. ანუ პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი; მაგ­რამ მა­თი პროგ­ნო­ზი­რე­ბით ან წარ­მა­ტე­ბას ვაღ­წევთ ხოლ­მე, ან პი­რი­ქით, ვმარ­ცხ­დე­ბით. ეს მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მის სწო­რედ ის სი­ტუ­­ციაა, რო­მელ­საც ლუ­მა­ნი აღ­წერს. ანუ მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­გორც იგი ამ­ბობს, ავ­ტო­ნო­მი­ზირ­და და “ავ­ტო-პო­­­სი­სის” რე­ჟიმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, იგი თა­ვად შობს სა­კუ­თარ თავს, ყო­ველ მომ­დევ­ნო ეტ­აპს და ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია ვქნათ – ესაა ყვე­ლა­ფერ ამ­ის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ამ პრო­ცე­სის ვერც სუ­ბი­ექ­ტად ვიქ­ცე­ვით და ვერც აგ­ენ­ტად. ამგ­ვა­რად, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­­ცი­­ში ვვარ­დე­ბით, რო­ცა ხე­ლოვ­ნე­ბა, გარ­­ვე­­ლი ევ­­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ბუ­ნე­ბის სფე­რო­ში აღ­მოჩ­­და. ბუ­ნე­ბა აქ ყვე­ლა­ზე ზო­გა­დი მნიშ­­ნე­ლო­ბით უნ­და გა­ვი­გოთ, ანუ ის, რაც ად­­მი­­ნის ხე­ლით არაა შექ­­ნი­ლი, რა­საც შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ თვალ­ყუ­რი ვა­დევ­ნოთ და აღვ­წე­როთ.

ამ პრო­ცეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის, ხედ­ვის პრო­ცე­სის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბაც, რო­მე­ლიც მომ­­მა­რე­ბე­ლია მხატ­ვარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს პრო­ცე­სი უკ­ვე კან­­თან და­იწყო და მის­­ვის თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბა არაა ძნე­ლი. ვინ წყვეტს სა­კითხს იმ­ის შე­სა­ხებ, ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბია ეს თუ არა? დამ­­ვირ­ვე­ბე­ლი, ექს­პერ­ტი, ანუ ის, ვინც თა­ვად არ მო­ნა­წი­ლე­ობს ამ სის­ტე­მა­ში. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხატ­ვა­რი არაა. მხატ­ვა­რი სა­ერ­თოდ ამ­­ვარ­­ნი­ლია ამ გან­საზ­­­რე­ბი­დან. პრო­ცე­სი უკ­ვე გე­ნი­­სის კან­ტი­სე­­ლი ცნე­ბი­დან და­იწყო, გე­ნი­­სის, რო­მე­ლიც ქვეც­ნო­ბი­­რად მოქ­მე­დებს და ქმნის ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­გორც ბუ­ნე­ბას. თა­ვად მხატ­ვა­რი იმ­დე­ნა­დაა ნორ­მა­ლუ­რი ად­­მი­­ნი, რამ­დე­ნა­დაც თა­ვა­დაა სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი და ამ­ით ჩვენ გვგავს. რო­გორც მხატ­ვა­რი, იგი ბუ­ნე­ბის ბრმა სტი­ქიაა, რო­მელ­მაც არ უწ­ყის, რას იქმს. ამგ­ვა­რად, ჩვენს ეპ­­ქა­ში, მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ მხატ­­რუ­ლი გე­ნი­­სის ცნე­ბა კომ­­რო­მე­ტი­რე­ბუ­ლია და სირ­ცხ­ვი­ლია, ამ სიტყ­ვით აღ­ნიშ­ნო სა­კუ­თა­რი თა­ვი, გე­ნი­­ლო­ბა არ­სად და­კარ­გუ­ლა. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კან­ტის მი­ერ გა­მო­გო­ნი­ლი გე­ნი­­ლო­ბის ფი­გუ­რა, ანუ ქვეც­ნო­ბი­­რი ქმე­დე­ბის ფი­გუ­რა და­შორ­და სუ­ბი­ექტს, მაგ­რამ სის­ტე­მად იქ­ცა. ყო­ვე­ლი ცალ­კე­­ლი მხატ­ვა­რი არ­­რად იქ­ცა, სა­მა­გი­­როდ, სის­ტე­მამ ყვე­ლა­ფე­რი მო­იც­ვა. სის­ტე­მა გახ­და გე­ნი­­ლუ­რი. ხე­ლოვ­ნე­ბა გახ­და გე­ნი­­ლუ­რი, იმ მო­მენ­­ში, რო­ცა მხატ­ვა­რი უკ­ვე აღ­არ იყო გე­ნი­­სი და ლუ­მა­ნის მო­დე­ლი სხვა არ­­ფე­რია, თუ არა მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მის გე­ნი­­ლო­ბის აღ­წე­რა. მაგ­რამ ჩვენ, რო­გორც დამ­­ვირ­ვებ­ლებს, მჭვრე­ტე­ლებს, შეგ­ვიძ­ლია გა­ვარ­ჩი­ოთ ხე­ლოვ­ნე­ბა არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან; რო­გორც არ­­გე­ნი­­ლუ­რი ად­­მი­­ნე­ბი, ჩვენ გან­­­ვა­ვე­ბის ამ გა­სა­ღებს ვფლობთ, შემ­დეგ კი კომ­პე­ტენ­ცია და არ­ჩე­ვა­ნი მომ­­მა­რე­ბელ­ზე, მა­ყუ­რე­ბელ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი მყიდ­ველ­ზე ვრცელ­დე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, ჩვენ უკ­ვე მი­ვაღ­წი­ეთ ამ დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბის უკ­­ნას­­ნელ წერ­ტილს, მე თავს ვა­ნე­ბებ რე­ფე­რი­რე­ბას და შე­ვეც­დე­ბი გად­მოგ­ცეთ უშ­­­ლოდ ჩე­მი რე­აქ­ცია სი­ტუ­­ცი­­ზე.

რო­ცა ჭვრე­ტის, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, – ის­ევ დი­­შა­ნი­სა და ვიტ­გენ­­ტა­­ნის ტრა­დი­ცი­ის კვა­ლად – ვფიქ­რობთ, რომ ობ­­ექტს არ­­ფე­რი მოს­დის, რო­ცა მას ვუ­ყუ­რებთ. ეს ვიტ­გენ­­ტა­­ნი ამ­ბობ­და, რომ ჭვრე­ტა ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილ­ზე ტო­ვებს (ის­­ვე რო­გორც ფი­ლო­სო­ფია). თე­­რია ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილ­ზე ტო­ვებს. ხე­ლე­ბი ცვლი­ან სა­განს, მაგ­რამ თე­­რე­ტი­კუ­ლი მზე­რა არ ცვლის მის სტრუქ­ტუ­რას. სწო­რედ ეს წა­ნამ­ძღ­ვა­რია მთე­ლი ამ დის­კურ­სის სა­ფუძ­ვე­ლი, იმ­­ტომ, რომ გიჩ­­დე­ბა სურ­ვი­ლი, იკ­ითხო: რო­გო­რაა მოწყო­ბი­ლი ჭვრე­ტა? რო­გორ ოპ­­რი­რებს? ამ­ის სა­პა­სუ­ხოდ შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ ჩვენ სპე­ცი­­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას ვაკ­ვირ­დე­ბით საგ­ნებს. მუ­ზე­­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ას­­თი ად­გი­ლია და შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვთქვათ, რომ მუ­ზე­­მი არ ცვლის ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს? ერ­თი შე­ხედ­ვით, კი. მაგ­რამ მე­­რე მხრივ, არა. მა­გა­ლი­თად, რო­ცა მუ­ზე­უმ­ში შე­დი­ხართ, რა­ღაც ობ­­ექ­ტებს ხე­დავთ – ქან­და­კე­ბებს, ნა­ხა­ტებს. პირ­ვე­ლი, რა­საც მუ­ზე­უმ­ში აწყ­დე­ბით, გარ­­ვე­­ლი სა­ხის ტე­რო­რია. ვთქვათ, “არ გა­და­­ფურ­თხოთ” და სა­ერ­თო­დაც, “კულ­ტუ­რუ­ლად” მო­­ქე­ცით, ხე­ლი არ ახ­ლო ნა­ხატს, არ ჩა­მოგ­ლი­ჯო კედ­ლი­დან, არ გად­მო­აბ­რუ­ნო, არ დაფ­ლი­თო. ანუ ხე­ლოვ­ნე­ბა გარ­­ვე­­ლი ოპ­­რა­ცი­­ბის ტა­ბუ­­რე­ბით იწ­ყე­ბა, თა­ნაც სწო­რედ იმ ოპ­­რა­ცი­­ბის აკრ­ძალ­ვით, რო­მელ­საც შემ­­გომ შეს­წავ­ლამ­დე, ობ­­ექ­ტის კვლე­ვამ­დე მივ­ყა­ვართ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ობ­­ექ­ტის გა­მო­ფე­ნი­ლო­ბას მი­სი ჭვრე­ტის შე­უძ­ლებ­ლო­ბა მოჰ­­ვე­ბა. მხო­ლოდ მა­შინ გვაქვს ობ­­ექ­ტის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­ცა ამ ობ­­ექ­ტის ნა­წილს გა­მოვ­რიცხავთ ჭვრე­ტის ზო­ნი­დან. მი­სი და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, აკრ­ძა­ლუ­ლია. ჩვენ, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ყო­ფი­თო­ბის რუხ, შუ­­ლე­დურ ზო­ნა­ში ვცხოვ­რობთ. რო­ცა ობ­­ექტს ჭვრე­ტის სივ­­ცე­ში ვა­თავ­სებთ, იგი შავ და თეთრ ნა­წი­ლე­ბად იყ­­ფა. ობ­­ექ­ტის ნა­წილს ყუ­რად­ღე­ბით ვათ­ვა­ლი­­რებთ, მაგ­რამ ამ­ას სხვა ნა­წი­ლის ხარ­­ზე ვა­კე­თებთ, იგი რა­დი­კა­ლუ­რად ქრე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის არ­­დან. ამგ­ვა­რად, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ მუ­ზე­­ლი­ზა­ცი­ის, საგ­ნის გა­მო­ფე­ნი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ში რა­ღაც ტრავ­მა ძევს. ობ­­ექ­ტი ტრავ­მა­ტი­ზირ­დე­ბა, იგი შიგ­ნი­დან იპ­­ბა ორ ნა­წი­ლად – იმ­ად, რა­საც ხე­დავ და რაც პრინ­ცი­პუ­ლად არ ჩანს. გგო­ნია, რომ ობ­­ექტს არ­­ფე­რი მოს­დის, მაგ­რამ ჭვრე­ტის პი­რო­ბე­ბი მის ფუნ­და­მენ­ტურ ტრან­­ფორ­მი­რე­ბას იწ­ვევს. იპ­­ბა იგი მე­დი­­ლურ ნა­წი­ლად, მხა­რედ, რო­მე­ლიც ჩვენ რა­ღა­ცას გვა­უწყებს, ჩანს მხა­რედ, რო­მელ­საც ამ მე­დი­­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. იგი და­ფა­რუ­ლია ჩვენ­გან. ობ­­ექ­ტის ში­ნა­გა­ნი “გან­ხეთ­ქი­ლე­ბის” და­ნახ­ვის ამ შე­უძ­ლებ­ლო­ბას, ჰა­­დე­გე­რის კვა­ლად, ონ­ტო-მე­დი­­ლურ დი­ფე­რენ­ცი­­ცი­ას ვუ­წო­დებ. ამგ­ვა­რად, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ხა­სი­­თოთ ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბა­დე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც ტა­ბუ­­რე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც აკრ­ძალ­ვა, ფრუს­­რი­რე­ბა და ბლო­კი­რე­ბა… თუნ­დაც ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბა. თუ­კი ყო­ვე­ლი ცალ­კე­­ლი ობ­­ექ­ტი ტა­ბუ­­რე­ბის პრო­დუქტს წარ­მო­ად­გენს, თა­ნაც ის­ეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად ამ­­ხინ­ჯებს ამ ობ­­ექტს, მა­შინ ად­ვი­ლი და­საშ­ვე­ბია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­­ქა­ში კი არ არღ­ვევს ტა­ბუს, არ­­მედ მის პრო­დუ­ცი­რე­ბას ახ­დენს. არ­სე­ბობს მცდა­რი აზ­რი, რომ XIXXX სა­­კუ­ნე­­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა სულ უფ­რო წინ მი­­წევს, ანგ­რევს არ­სე­ბულ ნორ­მებს, აღ­მო­­ჩენს ახ­ალ სივ­­ცე­ებს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს არ­­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სი­მარ­­ლეს­თან. სი­ნამ­­ვი­ლე­ში XX სა­­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა ტა­ბუ­სა და აკრ­ძალ­ვე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი წარ­მო­­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­­რი ავ­ან­გარ­დის სა­ერ­თო ფორ­მაა: “ასე ცხოვ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა”. თა­ნაც ეს აკრ­ძალ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ირ­­ცი­­ნა­ლუ­რია. ცხა­დია, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია. ეს აბ­სურ­დუ­ლი სიტყ­ვე­ბია და თვით­ტა­ბუ­­რე­ბის აქტს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც არ­­ნა­­რი ბა­ზა არ გა­აჩ­ნია, გარ­და წმინ­და ეს­თე­ტი­კუ­რი­სა. თუ­კი მა­ლე­ვი­ჩი­ვით ვიტყ­ვი: “ასე ცხოვ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა” და ვე­ღარ დავ­ხა­ტავ “ვე­ნე­რა­თა უკ­­ნა­ლებს” და “მწვა­ნე ბაღ­ნა­რებს”, იმ­­ტომ, რომ ამ­ის ყუ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა – მა­შინ შა­ვი კვად­რა­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის საზ­­­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი კი არა, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაქ­რო­ბის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი, რა თქმა უნ­და, ად­­მი­ანს ვე­ნე­რას უკ­­ნა­ლის და­ხატ­ვა სურს, მა­ლე­ვიჩ­საც უნ­დო­და. იგი ამ­ბობ­და, რომ იგი იბრ­­ვის გუ­ლახ­დი­ლო­ბის წი­ნა­აღ­­დეგ ად­­მი­ან­სა და შე­მოქ­მედ­ში. ჩვენ მხატ­­რე­ბი მა­შინ ვართ, რო­ცა სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­პი­რის­პი­როდ ვიქ­ცე­ვით, რო­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის ფრუს­­რა­ცი­ას ვახ­დენთ, ანუ რო­ცა ას­კე­ტურ პრაქ­ტი­კას ვა­ხორ­ცი­­ლებთ. XX სა­­კუ­ნის ავ­ან­გარ­დის პრაქ­ტი­კას ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ტა­ბუს და­დე­ბის პრაქ­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა ეწ­­დოს. პირ­ველ ეტ­აპ­ზე მე ხე­ლოვ­ნე­ბის პრაქ­ტი­კის ტა­ბუ­­რე­ბას ვახ­დენ, ვა­უქ­მებ გარ­­ვე­ულ ობ­­ექ­ტებს და მათ ჭვრე­ტის წმინ­და საგ­ნე­ბად ვაქ­ცევ, შემ­დეგ ეტ­აპ­ზე კი ამ პრაქ­ტი­კის თა­ვის­თა­ვა­დო­ბას ვაც­ნო­ბი­­რებ და მა­საც ვკრძა­ლავ, რო­გორც პრაქ­ტი­კას. ამგ­ვა­რად, ავ­ან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბის, რო­გორც კი­დევ ერ­თი რე­­ლუ­რი პრაქ­ტი­კის ტა­ბუ­­რე­ბას და აკრ­ძალ­ვას წარ­მო­ად­გენს და ამ­ის მი­ხედ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თი აკრ­ძალ­ვი­დან მე­­რის­კენ მი­დის, ერ­თი ფრუს­­რა­ცი­­დან მე­­რეს­კენ, ერ­თი შე­უძ­ლებ­ლო­ბი­დან მე­­რის­კენ, თა­ნაც ყვე­ლა ამ აკრ­ძალ­ვებ­სა და ფრუს­­რა­ცი­ებს არ­­ნა­­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში. მათ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში აქვთ ეს სა­ფუძ­ვე­ლი.

სხვა­თა შო­რის, ის, რაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­ზე, რო­გორც ობ­­ექ­­ზე ვთქვი, სხვა და­ნარ­ჩენ­ზეც ვრცელ­დე­ბა. ჩვენ ვი­ცით არ­­კულ­ტუ­რუ­ლი ქცე­ვის წე­სე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გებ­შიც, არ­­მარ­ტო მუ­ზე­­მებ­ში. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ტექ­­­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არ­­კულ­ტუ­რუ­ლი ტი­პი, რო­ცა კითხ­ვას ვსვამთ ხოლ­მე: “სწო­რად მო­იქ­ცა თუ არა ტა­ტი­­ნა, ონ­­გინს რომ წე­რი­ლი მის­წე­რა?” ეს, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, პა­რა­დიგ­მა­ტუ­ლი უკ­ულ­ტუ­რო კითხ­ვაა. რა­ტომ? სი­ნამ­­ვი­ლე­ში, თუ­კი გეს­მით, რომ ვი­ღაც თქვენ­მა ნაც­ნობ­მა გო­გომ ას­­თი წე­რი­ლი და­წე­რა, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბო­და, ეს კითხ­ვა გაგ­ჩე­ნო­დათ და აზ­რი გა­მო­გეთ­­ვათ ამ­ის თა­­ბა­ზე. ამ კითხ­ვის დას­მის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, მი­სი უკ­ულ­ტუ­რო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მთა­ვარ ნი­შან-თვი­სე­ბას წარ­მო­ად­გენს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ვენ­ცია ზუს­ტად ის­­ვე ფუნ­­ცი­­ნი­რებს, რო­გორც სა­მუ­ზე­­მო კონ­ვენ­ცია. ესაა ინ­ტე­რეს­თა გარ­­ვე­­ლი ტი­პის ფრუს­ტი­რე­ბა.

ამ თე­მა­ზე დე­რი­დამ საკ­მა­ოდ მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი წიგ­ნი და­წე­რა, რო­მელ­საც “ყალ­ბი მო­ნე­ტა” ჰქვია და იგი ტა­ტი­­ნას წე­რი­ლის მსგავ­სად, ბოდ­ლე­რის ერთ ტექსტს მი­მო­­ხი­ლავს, რო­მელ­შიც… ერ­თი სიტყ­ვით, აზ­რი რა­ში მდგო­მა­რე­ობს: ნე­ბის­მი­ერ სხვა სი­ტუ­­ცი­­ში მკითხ­ვე­ლი მო­ინ­დო­მებ­და, გა­ერ­­ვია (და გა­არ­­ვევ­და კი­დეც) მო­ნე­ტა მარ­­ლა ყალ­ბი იყო თუ არა. მაგ­რამ უხ­ამ­სო­ბაა, რო­ცა ამ­ას ბოდ­ლერს ეკ­ითხე­ბი. და აი, ამ აკრ­ძალ­ვის კონ­­ტი­ტუ­­რე­ბას ახ­დენს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­­ტი. იგ­­ვე ვი­თა­რე­ბაა კი­ნო­შიც… რო­ცა მა­გა­ლი­თად, ნე­გა­ტი­ურ პერ­სო­ნა­ჟებს ეს­როდ­ნენ დარ­ბა­ზი­დან და ა.შ. ეს ნორ­მა­ლუ­რი ად­­მი­­ნუ­რი საქ­ცი­­ლია და სწო­რედ მი­სი აკრ­ძალ­ვა წარ­მო­ად­გენს ტექ­­ტის კონ­­ტი­ტუ­­რე­ბულ სივ­­ცეს, რო­მე­ლიც ამ დი­ფე­რენ­ცი­ას ქმნის.

რა­ში მჭირ­დე­ბა ეს დი­ფე­რენ­ცია? ახ­ლა­ვე გეტყ­ვით.

საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ხე­ლოვ­ნე­ბის რა­­ბა­ზე სვა­მენ კითხ­ვას, უეც­რად წა­მო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე ცნო­ბი­ლი დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ. სი­ნამ­­ვი­ლე­ში ეს კითხ­ვა და ეს პა­სუ­ხი (რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა? – ის, რაც დას­რულ­და) – ინ­ტი­მუ­რა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ­მა­ნეთ­თან. ის­­ნი კავ­შირ­ში არ­­ან, რად­გა­ნაც იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ქრე­ბა მა­ტე­რი­­ლუ­რი სხვა­­ბა მუ­ზე­უმ­სა და მუ­ზე­უმს გა­რეთ მო­თავ­სე­ბულს შო­რის, შეგ­ვიძ­ლია ჩათ­ვა­ლოთ, რომ იშ­ლე­ბა ზღვა­რიც ხე­ლოვ­ნე­ბას და არ­­ხე­ლოვ­ნე­ბას შო­რის. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რა თქმა უნ­და, ვთქვათ, რომ არ­სე­ბო­ბენ რა­ღაც მუ­ზე­­მე­ბი, სა­დაც ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ებს ფე­ნენ, მაგ­რამ ეს მა­თი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც არ­­რე­ლე­ვან­ტუ­რია ხე­ლოვ­ნე­ბის­­ვის, რო­გორც ას­­თის­­ვის და მა­თი არ­სის გა­სა­გე­ბად. სი­ნამ­­ვი­ლე­ში სა­კითხის ასე დას­მას, ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თა­დერთ პა­სუ­ხამ­დე მივ­ყა­ვართ – “ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ვე­ბუ­ლია”, ეს კი ღმერ­თის სიკ­­დილს ნიშ­ნავს. და თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რა­თა სან­­ცი­­ნი­რე­ბუ­ლი მხატ­­რის უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბად გა­მოცხა­დე­ბის, ყვე­ლაფ­რის ეს­თე­ტი­ზი­რე­ბის სა­შუ­­ლე­ბა იძ­ლე­ვა – შლის ამ სხვა­­ბას. ამ­­ტო­მაც, სწო­რედ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ვსვამთ კითხ­ვას, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბა და ეს კითხ­ვა ჩვენ­­ვის უინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. საზ­­ვა­რი გაქ­რა და თუ­კი სად­მე დარ­ჩა მი­სი კვა­ლი – იგი აღ­­რა­ნა­ირ ინ­ტე­რესს აღ­არ იწ­ვევს. ყვე­ლა­ფე­რი ეს საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერს, მაგ­რამ თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა მინ­დო­და მი­მექ­ცია იმ­­ზე, რომ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ვა­ღი­­რებთ, რომ ობ­­ექ­ტი იცვ­ლე­ბა, თუ­კი მი­სი ნა­წი­ლი სი­შა­ვე­ში ქრე­ბა, ვკითხუ­ლობთ ხოლ­მე, სად ქრე­ბა იგი და რა არ­ის ეს სი­შა­ვე. პა­სუ­ხი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია (მათ­­ვის, ვი­საც ეს­მის, თუ რა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რო­ცა ონ­ტო-მე­დი­­ლურ დი­ფე­რენ­ცი­­ზე ვლა­პა­რა­კობ): ეს შა­ვი მხა­რე დროდ იქ­ცა. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, რო­ცა რა­ღა­ცას ვუ­ყუ­რებ, არ ვი­ცი, რამ­დენ ხანს გაგ­­ძელ­დე­ბა ეს ჭვრე­ტა. პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე რამ­დენ ხანს, ნიშ­ნავს იმ­ას, თუ რამ­დენ ხანს გაძ­ლებს ეს ტი­ლო, რა არ­ის ამ ქან­და­კე­ბა­ში და რამ­დე­ნად მყა­რია შე­ნო­ბა, რამ­დე­ნი ფუ­ლი მი­­ღო ამა თუ იმ მუ­ზე­უმ­მა, რა პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი აქვს მის დი­რექ­ტორს და ა.შ. ანუ ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­ფა­რუ­ლია ჩემ­გან, რო­ცა, ვთქვათ, “პომ­პე­ის უკ­­ნას­­ნელ დღეს” ვუ­ყუ­რებ. რო­ცა ამ ნა­ხატს ვუ­ყუ­რებ, მე ბე­დის­წე­რას ვნებ­დე­ბი. და­ფა­რუ­ლი სო­ცი­­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკ­­ნო­მი­კუ­რი, მა­ტე­რი­­ლუ­რი და სხვა ინფ­რას­­რუქ­ტუ­რე­ბის ნე­ბას ვე­მორ­ჩი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სწო­რედ ამ მო­მენ­­ში ვერ ვა­კონ­­რო­ლებ და რომ­ლე­ბიც ახ­ორ­ცი­­ლე­ბენ სა­კუ­თარ თავს, მის მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბას ახ­დე­ნენ არა იმ­ით, რომ თავს გვაჩ­ვე­ნე­ბენ (ის­­ნი ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბის არ­­ში არც ექ­ცე­ვი­ან), არ­­მედ გვაჩ­ვე­ნე­ბენ სა­კუ­თარ თავს, რო­გორც საზ­­ვარს ჩე­მი ხედ­ვის უნ­­რი­სას, რად­გა­ნაც შემ­დეგ, რო­ცა მუ­ზე­­მი გა­კოტ­­დე­ბა და და­­ხუ­რე­ბა, “პომ­პე­ის უკ­­ნას­­ნელ დღეს” კი დაწ­ვა­ვენ ან ვინ­მეს მიჰ­ყი­დი­ან… მე ეს არ ვი­ცი და ეს არ­ცოდ­ნა თით­ქოს ჩე­მი ხედ­ვის კონ­­ტი­ტუ­­რე­ბას ახ­დენს.

აქ­­დან ჩნდე­ბა რე­­ლუ­რი შე­უძ­ლებ­ლო­ბაც მუ­ზე­­ლი­ზა­ცი­ის ეს­თე­ტი­ზა­ცი­­სა, რო­მე­ლიც იდ­­­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. რა თქმა უნ­და, მე ყვე­ლაფ­რის მუ­ზე­­ლი­ზა­ცია შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ამ­ის­­ვის არც დრო მე­ყო­ფა, არც ძა­ლა, არც ფუ­ლი და სურ­ვი­ლი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვი­თი ფაქ­ტი რო­დია, არ­­მედ დრო­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბა, რად­გა­ნაც ის­­ნი დრო­ის ფაქ­ტო­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ანუ დრო არ მყოფ­ნის. ის­­ვე, რო­გორც ად­­მი­ანს არ­ას­­როს ყოფ­ნის დრო ერ­მი­ტა­ჟის და­სათ­ვა­ლი­­რებ­ლად. ურ­ჩევ­ნია ყა­ვა ან ღვი­ნო და­ლი­ოს. დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბაა, ნე­ბის­მი­­რი ჭვრე­ტის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი. ჭვრე­ტა იმ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა, რომ იგი ყო­ველ­­ვის უს­რუ­ლია, დრო არ გვყოფ­ნის. და დრო­ის ეს უკ­მა­რი­სო­ბა ჭვრე­ტის­­ვის ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნის მუ­ზე­­ლი­ზა­ცი­ის­­ვის დრო­ის ფუნ­და­მენ­ტურ უკ­მა­რი­სო­ბა­საც ნიშ­ნავს. მე არ შე­მიძ­ლია ეს და­ვი­ნა­ხო, რად­გა­ნაც დრო არ მყოფ­ნის. თა­ნაც აქ სა­­ბა­რია იმ დრო­სა და ფა­რულ სი­შა­ვე­ზე, რო­მე­ლიც მუ­ზე­­მის მიღ­მა კი არაა, არ­­მედ თა­ვად მუ­ზე­­მის ეფ­ექტს წარ­მო­ად­გენს. იგი თა­ვად მუ­ზე­­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად ჩნდე­ბა. და ამგ­ვა­რად, ვერც და­იძ­ლე­ვა, ვერც რეფ­ლექ­სირ­დე­ბა და მი­სი შეს­წავ­ლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩემს საყ­ვა­რელ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან – ფიშ­ლი­სა და უაის­ის ნა­მუ­შევ­რებს. ის­­ნი შვე­­ცა­რე­ლი მხატ­­რე­ბი არ­­ან, ცი­­რი­ხი­დან, რომ­ლებ­მაც, ჩე­მი აზ­რით, დი­­შა­ნის შემ­დეგ კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს. მათ ფიქ­ტი­­რი, ცრუ Readymade გა­­კე­თეს.

ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რა­თა იგი გა­ნას­­ვა­ვო სხვა ნივ­თე­ბი­სა­გან, ისაა, რომ მას ხე­ლით უნ­და შე­­ხო, ას­წიო. რად­გა­ნაც ის­­ნი ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქე­ბი არ­­ან. ის­­ნი ამ სა­გან­თა ასტ­რა­ლუ­რი სხე­­ლე­ბის მე­ტა­ფო­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ, მათ სულს. ხში­რად ვყო­ფილ­ვარ მათ სა­ხე­ლოს­ნო­ში და ყო­ველ­­ვის ხე­ლით ვე­ხე­ბი ხოლ­მე ამ საგ­ნებს, ვარ­­ვევ რა არ­ის, რას წარ­მო­ად­გენს. მუ­ზე­უმ­ში კი ამ­ას ვერ მო­­ხერ­ხებ. ერ­თი სიტყ­ვით, რო­ცა ამ ფიქ­ტი­ურ, ინს­ცე­ნი­რე­ბულ Readymade-ს უყ­­რებ, ვერ ხვდე­ბი, თუ რა საგ­ნე­ბია ეს, რე­­ლუ­რია თუ ფიქ­ტი­­რი. და მხო­ლოდ მუ­ზე­­მი ხდის შე­უძ­ლე­ბელს ამ­ის გარ­­ვე­ვას. ცხოვ­რე­ბა­ში ეს ად­ვი­ლია. მუ­ზე­უმ­ში ეს აკრ­ძა­ლუ­ლია.

იგ­­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გე­ბის შე­სა­ხე­ბაც. რო­ცა მშვი­დად ზი­ხარ ტე­ლე­ვი­ზორ­თან, თუ­კი დრო გაქვს, შე­გიძ­ლია 40 სა­­თიც უყ­­რო ამ ვი­დე­­­ბი­ექ­ტებს, მაგ­რამ მუ­ზე­­მის ან ინს­ტა­ლა­ცი­ის სი­ტუ­­ცი­­ში, ამ­ას ვერ იზ­ამ, იმ­­ტომ, რომ დრო არ გე­ყო­ფა. ანუ მუ­ზე­უმ­ში წიგ­ნი კითხ­ვა­დი აღ­­რაა, ფილ­მი “არ ვარ­გა” ჩვე­ნე­ბის­­ვის, ობ­­ექ­ტი შე­უც­ნო­ბა­დია და ა.შ. მუ­ზე­­მი ხედ­ვის სიცხა­დეს კი არა, მის შე­უძ­ლებ­ლო­ბას ქმნის. კი არ გვიხ­­ნის ჭვრე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არ­­მედ მათ ბლო­კი­რე­ბას ახ­დენს. და პირ­ვე­ლად, სწო­რედ ამ ბლო­კი­რე­ბის წყა­ლო­ბით, მუ­ზე­­მი, ის­­ვე რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რა და ა.შ., საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა ძრო­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხე­დავთ, მაგ­რამ ვერ ხე­დავთ, რაა მის მიღ­მა, ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მინ­დორ­ზე და რე­­ლურ ძრო­ხა­ზე მიგ­ვი­თი­თებს. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, იმ­ის­­ვის, რა­თა ნიშ­ნად იქ­ცეს, ობ­­ექ­­მა სხე­­ლი უნ­და და­კარ­გოს, სიბ­­ტყედ უნ­და იქ­ცეს. ეს სწო­რედ ის ვი­თა­რე­ბაა, რო­მე­ლიც გა­­გეს ფიშ­ლიმ და უაის­მა, მაგ­რამ ამ­ას ვერ მიხ­­და დი­­შა­ნი. ამ­­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ ეს წინ­გა­დად­­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. რად­გან, რო­ცა მთე­ლი ეს პი­სუ­­რე­ბი და სხვა Readymade-ბი სა­მუ­ზე­­მო სივ­­ცე­ში და­იდ­გა, ჩათ­ვა­ლეს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­­და საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის­გან; პი­სუ­­რი ხომ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს აღ­ნიშ­ნავ­და და იგი, ასე ვთქვათ, ემ­ან­სი­პირ­და ში­ნა­არ­სის­გან, ნა­რა­ტუ­ლო­ბის­გან და ნე­ბის­მი­­რი კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­­ტის­გან. სი­ნად­ვი­ლე­ში ეს არ მომ­­და­რა, რად­გა­ნაც ეს პი­სუ­­რი თა­ვის თავს აღ­ნიშ­ნავ­და. იგი აღ­ნიშ­ნავ­და მი­სი კლო­ზეტ­ში გა­და­ტა­ნი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

სწო­რედ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბლო­კი­რე­ბას ახ­დე­ნენ ფიშ­ლი და უაისი. რად­გა­ნაც არ იც­ით, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ ობ­­ექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ანუ ის­­ნი აუქ­მე­ბენ იმ საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის, თა­ვი­სი თა­ვის აღ­ნიშ­­ნას, რო­მე­ლიც სი­ნამ­­ვი­ლე­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია კლა­სი­კურ… და თვით­საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ას­­თი გა­უქ­მე­ბა აჩ­ენს ჭვრე­ტის იმ სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბი­დან რჩე­ბო­და ხოლ­მე კლა­სი­კურ პოს­­დი­­შა­ნურ თე­­რი­ებს.

მაგ­რამ ამგ­ვარ გან­­ჯებს ჩე­მი ლექ­ცია და­სას­რუ­ლის­კენ მი­ყავს, დროც იწ­­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლის იმ პრობ­ლე­მა­ტი­კამ­დე მივ­დი­ვართ, რო­მელ­ზეც ახ­ლა ყვე­ლა სა­უბ­რობს, თა­ნაც ის­ტე­რი­­ლი ტო­ნით. საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლი რა­ღაც დამ­­­გუნ­ვე­ლად ჟღერს, თუ­კი მი­ვიჩ­ნევთ, რომ აქ­ამ­დე ხე­ლოვ­ნე­ბა იწ­ყე­ბო­და, ვი­თარ­დე­ბო­და და ა.შ. თუმ­ცა, რო­გორც ვნა­ხეთ, ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვი­დან­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რულს წარ­მო­ად­გენ­და. მან თა­ვი­დან­ვე მო­ახ­დი­ნა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა. იგი და­სას­რუ­ლი­დან და­იწყო. ამ­ით იგი თით­ქოს ჩვე­ნი დრო­ის რე­ლი­გი­ურ ფე­ნო­მე­ნებს ჰგავს, მა­გა­ლი­თად ქრის­ტი­­ნო­ბას, რო­მე­ლიც რო­გორც რე­ლი­გია, ღმერ­თის სიკ­­დი­ლით და­იწყო. ღმერ­თის ჯვარ­­მი­თა და სიკ­­დი­ლით. და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­­რი ნა­წარ­მო­­ბი გარ­­ვე­ულ მე­ტა­ფო­რას წარ­მო­ად­გენს ჯვარ­­მუ­ლი ქრის­ტეს­­ვის. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­­რი ნა­წარ­მო­­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­­ქა­ში (თა­ნა­მედ­რო­ვე, ანუ პოსტ-ჰე­გე­ლი­­ნურ ეპ­­ქა­ში) არ­­ფერს გა­მო­ხა­ტავს, გარ­და ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლი­სა. ეს იგ­­ვეა, რაც ქრის­ტეს ვნე­ბა­თა ინს­ცე­ნი­რე­ბა, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მხო­ლოდ ღმერ­თის სიკ­­დი­ლის შემ­დეგ ჩნდე­ბა. ანუ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის სიკ­­დი­ლი იძ­ლე­ვა მხატ­­რუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­გორც ჰე­გე­ლი­სე­­ლი ის­ტო­რიზ­მი იწ­ყე­ბა ის­ტო­რი­ის და­სას­რუ­ლით, პოსტ-ის­ტო­რი­ის დამ­­ვიდ­რე­ბით.

ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სიკ­­დი­ლი მა­გი­­რად, ტრავ­მა­ტუ­ლად თუ რი­ტუ­­ლუ­რად გა­მუდ­მე­ბით მე­ორ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტებ­ში და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა იგი მე­ორ­დე­ბა, მო­ცე­მუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი იდ­ენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბა რო­გორც სე­რი­­ზუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბი. მა­სობ­რივ ხე­ლოვ­ნე­ბას თა­ვი­სი თე­მე­ბი აქვს (სექ­სი, სიკ­­დი­ლი, ფუ­ლი და ა.შ.) და ამ­ის მი­ხედ­ვით სე­რი­­ზუ­ლის შე­სა­ხე­ბაც შეგ­ვიძ­ლია ვი­კითხოთ და ვუ­პა­სუ­ხოთ, რომ მი­სი თე­მა სიკ­­დი­ლია და თა­ნაც არა ვინ­მეს, არ­­მედ სა­კუ­თა­რი სიკ­­დი­ლი. ანუ სხვაგ­ვა­რად ცხოვ­რე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. და თუ­კი გა­ვიხ­სე­ნებთ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ებს, რო­მელ­საც რო­დის­მე ჰქო­ნია წარ­მა­ტე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­­ქა­ში (მა­ნე­დან დაწყე­ბუ­ლი, იგ­­ვე “ოლ­იმ­პი­­დან”), შემ­დეგ სუ­რათს მი­ვი­ღებთ: ეს იქ­ნე­ბა გზა ახ­­ლი ნა­ხა­ტე­ბის შექ­­ნის შე­უძ­ლებ­ლო­ბი­დან, სა­ერ­თოდ ხატ­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბამ­დე (“შა­ვი კვად­რა­ტი”), რო­ცა თუნ­დაც იმ­­ვე შა­ვი კვად­რა­ტის და­ხატ­ვაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა გა­მო­ფე­ნაც (რჩე­ბა შიშ­ვე­ლი კედ­ლე­ბი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ინს­ტა­ლა­ცი­­ბით), ესაა მუ­ზე­­მი­სა და ნაგ­ვის გრო­ვის გარ­ჩე­ვის და სა­ერ­თოდ გარ­ჩე­ვის, გან­­­ვა­ვე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. შე­დე­გად მი­ვი­ღებთ ერთ დიდ შე­უძ­ლებ­ლო­ბას და ერთ დიდ სიკ­­დილს, სა­ხე­ლად “თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა”.

ასე რომ, ჩე­მი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, რა არ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად ნა­თე­ლი ხდე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა – ესაა სა­კუ­თა­რი სიკ­­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბა. მაგ­რამ იგი არაა მხატ­­რის ან მა­ყუ­რებ­ლის და არც ზო­გა­დად ად­­მი­­ნის სიკ­­დი­ლი. რად­გა­ნაც ხე­ლოვ­ნე­ბას ად­­მი­­ნი არ აინ­ტე­რე­სებს, ის­­ვე რო­გორც მი­სი სი­ცოცხ­ლე და სიკ­­დი­ლი. ად­­მი­­ნი მხო­ლოდ მა­სობ­რივ კულ­ტუ­რას აინ­ტე­რე­სებს. ხე­ლოვ­ნე­ბა კი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სიკ­­დი­ლი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ღმერ­თის სიკ­­დი­ლიც და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბიც მხო­ლოდ იმ­დე­ნა­დაა სა­ინ­ტე­რე­სო, რამ­დე­ნა­დაც იგი ამ სიკ­­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბას ახ­დენს და რი­ტუ­­ლუ­რად იმ­­­რებს. წარ­მო­ად­გენს ახ­ალ და ახ­ალ შე­უძ­ლებ­ლო­ბებს, ახ­ალ და ახ­ალ აკრ­ძალ­ვებს. ხე­ლოვ­ნე­ბის ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ნა­წარ­მო­­ბი რა­ღა­ცას გვიკ­­ძა­ლავს, რა­ზეც არ­ას­­როს გვი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და აკრ­ძა­ლუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე გა­სა­­ცა­რი კი ისაა, რომ ახ­­ლი ნა­წარ­მო­­ბის ხილ­ვით ყო­ველ­­ვის რა­ღაც ახ­ალ აკრ­ძალ­ვას აღ­მო­ვა­ჩენთ ხოლ­მე და მა­ინც ვაგ­­ძე­ლებთ სი­ცოცხ­ლეს, ხედ­ვას. თით­ქოს აღ­­რა­ფე­რია სა­ნა­ხა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა, და­­შა­ლა, გარ­შე­მო ნა­გა­ვია და მა­ინც, აღ­მოჩ­­დე­ბა, რომ ჩვენ მა­ინც ვხე­დავთ და ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც-რა­ღა­ცე­­ბის აკრ­ძალ­ვა, შე­უძ­ლე­ბელ­ყო­ფა და ჩვენ ამ­­საც შევ­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ. ასე რომ… სიკ­­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბა… მაგ­რამ არა პე­სი­მის­ტუ­რი აზ­რით, არ­­მედ პი­რი­ქით, რა­ღაც სი­ხა­რუ­ლის თან­­ლე­ბით.

გმად­ლობთ.

© ”არილი”

Facebook Comments Box