Uncategorized,  ახალი ამბები

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულებს მენტორობას ცნობილი მწერლები და რედაქტორები გაუწევენ

„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონკურსი, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა. კონ­კურ­სმა უკვე მკი­თხველ­თა ფარ­თო წრეებისთვის ცნო­ბი­ლი არა­ერ­თი ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც ხში­რად ხვდე­ბა ბესტსე­ლერ­თა სიაში.

2022 წლის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ: ირაკ­ლი არიშ­ვი­ლი – „და­სა­წყი­სის და­სას­რუ­ლი“, ოლა­ნი ბიწაძე – „მა­ნი­ტუ“ და ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი – „წუ­თით კოს­მოს­ში“. მათ ჟი­უ­რი­სა და მკი­თხველს თა­ვი­ან­თი ორიგინალური და სა­ინ­ტე­რე­სო ტექ­სტე­ბით და­ა­მახ­სოვ­რეს თავი.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სა­ნამ „პა­ლიტ­რა L-ი“ ნა­მუ­შევ­რებს გა­მოს­ცემს, მათ მენ­ტო­რე­ბი უნდა გა­ეც­ნონ და ავტორებთან ერ­თად ტექ­სტე­ბის დახ­ვე­წა­ზე იმუ­შა­ონ. ეს, ერთი მხრივ, ავ­ტო­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შესაძლებლობა, რაც სა­მო­მავ­ლოდ, ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მნა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ, ხოლო მენ­ტო­რე­ბის­თვის კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ახალ წიგნებს აღმო­ა­ჩენს.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის მენ­ტო­რე­ბი არი­ან: მაკა ჯო­ხა­ძემწე­რა­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნეანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლის მენ­ტო­რი; მწე­რა­ლი ინა არ­ჩუ­აშ­ვი­ლიოლა­ნი ბი­წა­ძის მენ­ტო­რი და მწე­რა­ლი და რე­დაქ­ტო­რი ბესო ხვე­დე­ლი­ძეირაკ­ლი არიშ­ვი­ლის მენ­ტო­რი.

მენ­ტო­რებ­მა გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­ტო­რებ­თან ერ­თად ნა­მუ­შევ­რე­ბის დახ­ვე­წა­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყეს. ისი­ნი თა­ვი­ანთ შე­ხე­დუ­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რე­ბენ:

ინა არ­ჩუ­აშ­ვი­ლი: ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ „პა­ლიტ­რა L-ის“, რად­გან ეს არის მარ­თლაც ძა­ლი­ან კარ­გი და მნიშვნელოვანი კონ­კურ­სი იმი­სათ­ვის, რომ ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერიოდიკის მი­ზა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ სწო­რედ ეს უნდა იყოს, რომ ხელი შე­უ­წყოს ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღმოჩენას,რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ოლა­ნი ბი­წა­ძეს, მისი წიგ­ნი­დან დამამახსოვრდა ერთი ფრა­ზა: „ბავ­შვო­ბა­ში სიზ­მრე­ბის რვე­უ­ლი მქონ­და, ახლა კი სიზ­მრე­ბი აღარ მაქ­ვსო…“ მინ­და მას და კონ­კურ­სის მო­მა­ვალ მო­ნა­წი­ლე­ებ­საც ვუ­თხრა, რომ სიზ­მრე­ბის ნაც­ვლად არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც მათ უზარ­მა­ზარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს. დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის­თვის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ არის ბიძ­გი, წა­ხა­ლი­სე­ბა და წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი ერთ-ერთი დიდი ნა­ბი­ჯი, სა­ბო­ლო­ოდ კი მწერ­ლო­ბა დიდ შრო­მა­სა და ძა­ლის­ხმე­ვას ეფუძ­ნე­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დამ­წყებ ავ­ტორ­ში ყო­ველ­თვის ნა­ხავ გულ­წრფე­ლო­ბას, რაც აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. მენ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბა კი ის არის, რომ გა­უღ­ვი­ვო წე­რის სურ­ვი­ლი და მი­უ­თი­თო ყვე­ლა იმ ხარ­ვეზ­ზე, რაც სამომავლოდ თა­ვის ნაშ­რო­მებ­ში აღარ ექ­ნე­ბა.

ბესო ხვე­დე­ლი­ძე: ავ­ტორს მო­თხრო­ბი­ლი აქვს ორი­გი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია და ჩვენ დამ­წყებ მწერ­ლებს სწო­რედ ამ ის­ტო­რი­ე­ბის სწო­რად გად­მო­ცე­მა­ში ვეხ­მა­რე­ბით. ისე და­ვეხ­მა­რე­ბი, რომ შემ­დეგ­ში უკვე დახ­ვე­წი­ლი ექ­ნე­ბა წე­რის ტექ­ნი­კა. ასე­თი კონ­კურ­სე­ბი გვეხ­მა­რე­ბა ახა­ლი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ ერ­თად მუშაობით ბევ­რი რამ ის­წავ­ლონ. ოდეს­ღაც მეც ეს გზა გა­ვი­ა­რე, 25 წლის წინ მეც ვი­ყა­ვი დამ­წყე­ბი, როცა პირველად შე­მოვ­დგი ფეხი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მეც უფ­რო­სი კო­ლე­გე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და აქამ­დე მო­ვე­დი: უკვე 27 წიგ­ნი მაქვს და­წე­რი­ლი, 20-მდე და­რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი და ჩემი მენ­ტო­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი, 20-მდე მაქვს ნათარგმნი და სხვა. კარ­გია, როცა გვერ­დით გყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აგიხ­სნის, რო­გორ და­წე­რო და რა შეცდომები არ და­უშ­ვა, რად­გან წიგ­ნის წე­რა­საც თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ას.

კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს „პა­ლიტ­რა L-ი“ 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე გამოს­ცემს.

© არილი

 

 

 

 

Facebook Comments Box