პოეზია

გივი ალხაზიშვილი

რექ­ვი­ე­მი დე­დას

სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,
ჩა­მომ­ჯ­და­რი­ყავ გზას­თან ძელ­ს­კამ­ზე
და დე­დის თხოვ­ნა შე­გეს­მი­ნა,
და­გე­ცა­და ცო­ტა ხნით მა­ინც.

ვის­თან მი­დი­ო­დი, ვინ გე­ლო­და ქა­ლაქ­ში,
სა­დაც ერთ­მა­ნეთს ტკეპ­ნი­ან ქუ­ჩე­ბი და ად­ა­მი­ა­ნე­ბი,
სა­დაც ათ­ა­სი ხი­ფა­თი ჩა­საფ­რე­ბუ­ლა ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე,
სა­დაც ხე­ე­ბიც ისე იყ­უ­რე­ბი­ან ზე­მო­დან ქვე­ვით –
ყოვ­ლის­მ­ხილ­ვე­ლე­ბი­ვით
და არ­ა­ფე­რი აღ­არ აოც­ებთ,
არც თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა, არც მკვლე­ლო­ბა
და აღ­არც კვდო­მა თან­და­თა­ნო­ბით,
თან­და­თან ხომ ყვე­ლა­ნი ვკვდე­ბით.
აღ­არ აოც­ებთ, არც ის­ი­ნი ნა­გავ­ში რომ იქ­ე­ქე­ბი­ან
და აღ­არც წყვილ­თა მში­ერ მკლა­ვებ­ზე
გა­დაწ­ვე­ნი­ლი ღა­მე­ე­ბის ატ­ორ­ტ­მა­ნე­ბა –
ცა რომ უკ­უღ­მა ამ­ობ­რუნ­დე­ბა
და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი რო­გორ ჩნდე­ბი­ან
ის­იც კი მო­ჩანს.

სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,
რა მაგ­ნი­ტი გი­ზი­დავ­და იქ­ით­კენ,
სა­დაც ყო­ველ­დ­ღი­უ­რად კლა­ვენ ერთ­მა­ნეთს
და მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის ფან­ჯ­რე­ბი
ვე­ღა­რა­ფერს ამჩ­ნე­ვენ სა­კუ­თა­რი ჩარ­ჩო­ე­ბის გარ­და.

სად გეჩ­ქა­რე­ბო­და,
ჩა­მომ­ჯ­და­რი­ყავ გზას­თან ძელ­ს­კამ­ზე,
ან­და სუ­ლაც,
გზის­პი­რას ამ­ო­სულ ნარ­შა­ვის ყვა­ვი­ლი­ვით გა­გე­ღი­მა,
კი­დევ გეთ­ქ­ვა რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა
და ეკ­ლე­ბი გა­და­გე­მა­ლა,
რო­მელ­საც დე­და მუ­დამ ამჩ­ნევ­და,
რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­გე­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბი­ნა იქ ყოფ­ნა –
დე­დის სი­ახ­ლო­ვეს და გე­ყუ­რა
და­კოჟ­რილ თი­თებ­ში რო­გორ მა­ლავ­და
ჰა­ერს ვარ­დი­ვით.

ცო­ტა ხნით დარ­ჩი…
ეს სა­მი სიტყ­ვა ჩა­ე­ჭე­და მეხ­სი­ე­რე­ბას
და ჩვე­უ­ლებ­რივ სამ­კუთხე­დი­ვით,
რო­გორც არ უნ­და შე­აბ­რუ­ნო
ხომ სუ­ლერ­თია?!

ნე­ტავ, შენს კარ­თან ღა­მე მე­თია
და შო­რი­ახ­ლოს, ხმა­გაკ­მენ­დილს ჩემ­თ­ვის მეს­მი­ნა,
რო­გორ ამ­ბობ­და შე­ბინ­დე­ბა თა­ვის სათ­ქ­მელს
შაშ­ვის გა­ლო­ბით,
რა მოწყე­ნი­ლად მშვიდ­დე­ბო­და პა­ტა­რა ეზო,
რო­მე­ლიც მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო შენ­თან ერ­თად
და ჩემს ჯი­უტ და უდ­ი­ერ ნა­ბიჯს ითვ­ლი­და –
სად­ღაც, ქა­ლა­ქის­კენ
და ჩვენს შეხ­ვედ­რას ერ­თი კვი­რით
სა­თუ­ოს ხდი­და.

ხან­მოკ­ლე იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა,
ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ისე გაგ­ვიქ­რა,
რომ რი­გი­ა­ნად ერთ­მა­ნეთს ვერ გა­ვე­სა­უბ­რეთ,
რად­გან მთა­ვა­რი იყო საქ­მე –
სი­ცოცხ­ლეს რომ აღ­ე­მა­ტე­ბა –
ენ­ერ­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით
და არ­აფ­რის­კენ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვით.

ახ­ლა ვფიქ­რობ –
ღო­ბის ძი­რას ამ­ო­სუ­ლი ნარ­შა­ვი შენ ხარ
და სულს მი­კაწ­რავს შე­ნი ეკ­ლე­ბი
და ის ყვა­ვი­ლი ეკ­ლე­ბი­დან ამ­ოშ­ვე­რი­ლი –
არ­ის წე­რი­ლი,
რომ­ლის წა­კითხ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი,
ხან­მოკ­ლე იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა
და ყულ­ფად იქ­ცა დრო­ის ბა­წა­რი.

სად მეჩ­ქა­რე­ბო­და,
ჩა­მოვ­მ­ჯ­და­რი­ყავ ძელ­ს­კამ­ზე და შენ­თ­ვის მეს­მი­ნა…

ახ­ლა ჩავ­რ­გავ და­ქან­ცულ თავს ჩემს ხე­ლის­გულ­ში,
რო­მე­ლიც თით­ქოს შე­ნი კალ­თაა,
მე­რე კი გავ­შ­ლი ხე­ლებს, რომ სად­მე გა­და­ვი­კარ­გო,
ვიდ­რე უკ­ან და­გიბ­რუნ­დე­ბი,
ამ წას­ვ­ლა-მოს­ვ­ლას რა­ღაც ჰქვია
და რა­ტომ­ღაც დიდ­ხანს ვუნ­დე­ბით.

P.S.
მე მი­ხა­რია, რომ შენს მზე­რა­ში
ზოგ­ჯერ დე­და­ჩემს წა­ვაწყ­დე­ბი,
სწო­რედ ის­ეთს,
მე რომ ზღა­პარს მი­ამ­ბობ­და
და შენ­სა­ვით იღ­ი­მე­ბო­და.

ზღვის მო­ნატ­რე­ბა

1.

გაგ­რ­ძე­ლე­ბაა ზღვა ჩე­მი სიზ­მ­რის
და მე არ ვი­ცი, სად დავ­მ­თავ­რ­დე­ბი,
და­საწყი­სი­ვით ნა­პი­რი ის­მის
და ეზო იწ­ვის ღო­ბის ვარ­დე­ბით.

ვწე­ვარ, ვის­რუ­ტავ სივ­რ­ცეს უძ­ი­როს,
ხან მეჩ­ვე­ნე­ბა სივ­რ­ცე მის­რუ­ტავს,
თვალ­მი­ნა­ბულ­მა უნ­და ვუც­ქი­რო
ყვე­ლა­ფერს, რაც კი არ ამ­ის­რულ­და.

გა­და­იფ­რენ­დეს ამ ცა­ზე ქო­რი
და გაბ­ზა­რავ­დეს ცას გა­უბ­ზა­რავს,
გავ­რ­ცელ­დეს, რო­გორც სა­ში­ში ჭო­რი
მა­ვან­მა მა­ვანს რომ გა­უგ­ზავ­ნა.

…და მიმ­ზიდ­ვე­ლად გაწ­ვ­დი­ლი ყე­ლი
ვნე­ბი­ან თვა­ლის სურ­ვი­ლებს იკ­რობს,
ისე სწყუ­რია სი­ცოცხ­ლე ყვე­ლას,
რომ უნ­ებ­ლი­ეთ სიკ­ვ­დილ­ზე ფიქ­რობს.

2.

შე­ბინ­დე­ბი­სას შენს ლა­მაზ კი­სერს
მი­ეტ­მას­ნე­ბა ვნე­ბის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი,
და­ე­ძებს შე­ნი თვა­ლე­ბის გი­შერს –
შენს ღა­მე­ებ­ში გა­სა­ნას­კ­ვა­ვი.

შენ ამ­ო­დი­ხარ ტალ­ღის ჩქა­მი­დან,
მხო­ლოდ თვა­ლე­ბით და­გე­დევ­ნე­ბი
და მზეს, რო­მე­ლიც ზღვა­ში ჩა­ვი­და,
აქ რჩე­ბა სით­ბო შე­ნი მტევ­ნე­ბის.

უძ­ი­ლო­ბა

არ­სე­ბობს. მიყ­ვარს. პირ­ჯ­ვ­რით, ამ ხე­ლით
შე­ვიგ­რ­ძ­ნობ წუ­თებს გულ­ში ჩა­თე­სილს
და ყვე­ლა სიტყ­ვას ფიქ­რ­ში გამ­ხე­ლილს
შე­მო­უ­ნა­ხავს ხმა უმ­ჩა­ტე­სი.

ამ ხმას ვე­ლუ­რი სის­ხ­ლი ხა­ტავ­და,
რომ წა­ერ­თ­მია ხმა სა­მუ­და­მოდ
ხმის­თ­ვის, რო­მე­ლიც თით­ქ­მის გა­თავ­და
და თვა­ლე­ბის­თ­ვის იყო უდაო:

რომ ამ ბგე­რებ­ში ფერ­თა სიმ­კ­ვეთ­რე
ერ­თი­მე­ო­რის და­მა­მუნ­ჯე­ბი,
სად­ღაც მა­ლა­ვენ ჩამ­ქ­რალ სი­კე­თეს,
რი­თაც სავ­სეა ხსოვ­ნის უჯ­რე­ბი.

აქ მუ­დამ არ­ის ვი­ღაც მე­სა­მე
და იწ­ე­ლე­ბა ის­ევ ის ღა­მე,
წუ­თე­ბი ის­ევ ტკი­ვილს კემ­სა­ვენ
და გა­ურ­კ­ვე­ველ ნა­ყოფს ის­ხა­მენ.

და­ი­ნა­წი­ლეთ ჩე­მი სხე­უ­ლი,
შემ­ს­ვით, წუ­თე­ბო და სა­ა­თე­ბო,
დროო, ღა­მე­ში გა­მოხ­ვე­უ­ლო,
გა­უ­თე­ვა­რო ან გა­სა­თე­ვო.

© “არილი”

Facebook Comments Box