ესე (თარგმანი)

იოს­იფ ბროდ­ს­კი – ა.პლატონოვის “ქვაბულის” ბოლოსიტყვაო­ბა

platonov_674564

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

სა­მოთხის იდეა ად­­მი­­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ლო­გი­კურ და­სას­რულს წარ­მო­ად­გენს იმ გა­გე­ბით, რომ უფ­რო შორს ეს აზ­როვ­ნე­ბა ვერ მი­დის; რად­გა­ნაც აღ­­რა­ფე­რია სა­მოთხის მიღ­მა, აღ­­რა­ფე­რი ხდე­ბა. და ამ­­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ სა­მოთხე – ჩი­ხია; ესაა უკ­­ნას­­ნე­ლი თვა­ლის შევ­ლე­ბა სივ­­ცე­ზე, საგ­ნის და­სას­რუ­ლი, მთის მწვერ­ვა­ლი, პი­კი, სა­­და­ნაც ვე­ღარ­სად გა­და­­ბი­ჯებ, მხო­ლოდ ქრო­ნოს­ში – სწო­რედ ამ­­ტო­მაც შე­მოჰ­ყავთ ხოლ­მე მა­რა­დი­­ლი ცხოვ­რე­ბის ცნე­ბა. იგ­­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას ჯო­ჯო­ხე­თის შე­სა­ხე­ბაც.

ჩიხ­ში ყო­ფი­­რე­ბა არ­აფ­რით არაა შეზ­ღუ­დუ­ლი და თუ­კი წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ იგი იქ­აც გან­საზ­­­რავს ცნო­ბი­­რე­ბას და თა­ვის სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ას უდ­ებს სა­თა­ვეს, აღ­მოჩ­­დე­ბა, რომ ეს ფსი­ქო­ლო­გია, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ენ­­ში გა­მო­­ხა­ტე­ბა. სა­ერ­თოდ, უნ­და აღ­­ნიშ­ნოს, რომ სა­სურ­ველ თუ უკ­ვე მო­პო­ვე­ბულ უტ­­პი­­ზე სა­უბ­რე­ბის პირ­ველ მსხვერ­­ლად გრა­მა­ტი­კა იქ­ცე­ვა ხოლ­მე, რად­გა­ნაც ენა, რო­ცა აზრს ვერ მის­დევს, კავ­ში­რე­ბით კი­ლო­ში ინთ­­მე­ბა და ზედ­რო­­ლი კა­ტე­გო­რი­­ბი­სა და კონ­­­რუქ­ცი­­ბის­კენ ილტ­ვის; ამ­ის შე­დე­გად, ყვე­ლა­ზე მარ­ტივ არ­სე­ბით სა­ხე­ლებ­საც ფეხ­­ვეშ ნი­­და­გი ეც­ლე­ბათ და მათ გარ­შე­მო პი­რო­ბი­თო­ბის ორ­­­ლი ჩნდე­ბა.

ჩე­მი აზ­რით, ამგ­ვა­რია ანდ­რეი პლა­ტო­ნო­ვის ენა. წარ­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ მას რუ­სუ­ლი ენა აზ­რობ­რივ ჩიხ­ში შეჰ­ყავს, ან (უფ­რო ზუს­ტად) თა­ვად ენ­­ში ამჟ­ღავ­ნებს ჩი­ხის ფი­ლო­სო­ფი­ას. თუ­კი ეს გა­მო­ნათ­­ვა­მი სა­ნა­ხევ­როდ მა­ინ­ცაა მარ­თე­ბუ­ლი, მა­შინ პლა­ტო­ნო­ვი ჩვე­ნი დრო­ის უდ­­დეს მწერ­ლად უნ­და ვა­ღი­­როთ, რად­გა­ნაც გრა­მა­ტი­კა­ში აბ­სურ­დის არ­სე­ბო­ბა პი­რად ტრა­გე­დი­­ზე კი არა, მთლი­­ნად ად­­მი­­ნუ­რი რა­სის ტრა­გე­დი­­ზე მი­­ნიშ­ნებს.

ჩვენს დრო­ში მი­ღე­ბუ­ლი არაა მწერ­ლის გან­ხილ­ვა სო­ცი­­ლუ­რი კონ­ტექ­­ტის­გან მოწყ­ვე­ტით და პლა­ტო­ნო­ვიც ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ობ­­ექ­ტი იქ­ნე­ბო­და ამგ­ვა­რი ან­­ლი­ზის­­ვის, რომ არა ენ­­სად­მი მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გას­­და იმ უტ­­პი­ის (რუ­სეთ­ში სო­ცი­­ლიზ­მის მშე­ნებ­ლო­ბა) საზ­­­რებს, რი­სი მოწ­მე­ცა და მე­მა­ტი­­ნეც პლა­ტო­ნო­ვი იყო “ქვა­ბულ­ში”. “ქვა­ბუ­ლი” ძალ­ზე პირ­ქუ­ში ნა­წარ­მო­­ბია და მკითხ­ვე­ლი დათ­­გუ­ნუ­ლი ხუ­რავს წიგნს. იმ მო­მენ­­ში ფსი­ქი­კუ­რი ენ­ერ­გი­ის ფი­ზი­კუ­რად გარ­დაქ­­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, პირ­ველ რიგ­ში, არ­სე­ბუ­ლი მსოფ­ლიო წყო­ბა უნ­და დაგ­ვენ­­რია და ახ­­ლი დრო­­ბა გა­მოგ­ვეცხა­დე­ბი­ნა.

ეს, რა თქმა უნ­და, არ ნიშ­ნავს, რომ პლა­ტო­ნო­ვი ამ უტ­­პი­ის (რე­ჟი­მის, კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­­სა და ა.შ.) მტე­რი იყო. ერ­თა­დერ­თი, რაც სე­რი­­ზუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას პლა­ტო­ნო­ვის სო­ცი­­ლუ­რი კონ­ტექ­­ტის შე­სა­ხებ, ის გახ­ლავთ, რომ იგი ამ უტ­­პი­ის ენ­­ზე წერ­და, თა­ვი­სი ეპ­­ქის ენ­­ზე; და ყო­ფი­­რე­ბის არ­ცერ­თი ფორ­მა არ ახ­დენს ცნო­ბი­­რე­ბის დე­ტერ­მი­ნი­რე­ბას ისე, რო­გორც ენა. მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან გან­­­ვა­ვე­ბით – ბა­ბე­ლი, პილ­ნი­­კი, ოლ­­შა, ზა­მი­­ტი­ნი, ბულ­გა­კო­ვი, ზოშ­ჩენ­კო, რომ­ლე­ბიც მეტ-ნაკ­ლე­ბად სტი­ლის­ტუ­რი გურ­მა­ნო­ბით იყვ­ნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, ანუ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ენ­ას თა­ვი­სი წე­სე­ბით ეთ­­მა­შე­ბო­და (ეს კი, ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს­კა­პიზ­მის ერთ­­ვა­რი ფორ­მაა) – პლა­ტო­ნოვ­მა თა­ვი და­­მორ­ჩი­ლა ეპ­­ქის ენ­ას, ერთხელ ჩა­­ხე­და მას­ში და ის­­თი სიღ­­მე­­ბი და­­ნა­ხა, რომ აღ­არ შე­ეძ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის ზე­და­პირ­ზე ელ­ივ­ლი­ვა, ეხ­ლარ­თა სი­­ჟე­ტი ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი­ყო ტი­პოგ­რა­ფი­­ლი ძი­­ბე­ბი­თა და სტი­ლის­ტუ­რი მაქ­მა­ნე­ბით.

რა თქმა უნ­და, თუ­კი პლა­ტო­ნო­ვის სტი­ლის გე­ნე­­ლო­გი­ის გარ­­ვე­ვას შე­ვეც­დე­ბით, აუც­­ლებ­ლად მოგ­ვი­წევს გა­ვიხ­სე­ნოთ წმინ­დან­თა ცხოვ­რე­ბა­ნი, ლეს­კო­ვი თა­ვი­სი ანდ­რე­ზუ­ლო­ბით და დოს­ტო­ევ­­კი გა­­თა­ვე­ბე­ლი ბი­­როკ­რა­ტიზ­მე­ბით. მაგ­რამ პლა­ტო­ნო­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­­ბა­რი არაა მემ­­ვიდ­რე­­ბი­თო­ბა­ზე, ან რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ტრა­დი­ცი­ებ­ზე, არ­­მედ იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რაა იგი და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ენ­ის სინ­თე­ტი­კურ (უფ­რო ზუს­ტად, არ­­­ნა­ლი­ტი­კურ) არს­ზე და იგი – ხში­რად წმინ­და ფო­ნე­ტი­კუ­რი ალ­­ზი­­ბის ხარ­­ზე – ყო­ველ­­ვარ რე­­ლურ ში­ნა­არსს მოკ­ლე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბის გა­ჩე­ნას გა­ნა­პი­რო­ბებს. პლა­ტო­ნოვს ყვე­ლა­ზე ელ­­მენ­ტა­რუ­ლი ხერ­ხე­ბი­თაც რომ ეს­არ­გებ­ლა, მი­სი “მე­სი­ჯი” მა­ინც ქმე­დი­თი იქ­ნე­ბო­და და ქვე­მოთ ვიტყ­ვი, რა­ტო­მაც. მაგ­რამ მი­სი მთა­ვა­რი იარ­­ღი ინ­ვერ­სია იყო; იგი სრუ­ლი­ად ინ­ვერ­სი­ულ ენ­­ზე წერ­და; უფ­რო ზუს­ტად – ენ­­სა და ინ­ვერ­სი­ის ცნე­ბებს შო­რის პლა­ტო­ნოვ­მა ტო­ლო­ბის ნი­შა­ნი დას­ვა და ვერ­სი­ამ კი უფ­რო მე­­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, დამ­­მა­რე რო­ლი იკ­ის­რა. ამ აზ­რით პლა­ტო­ნო­ვის ერ­თა­დერთ რე­­ლურ მე­ზობ­ლად, ენ­ობ­რი­ვი თვალ­საზ­რით, მე “სტოლ­­ცი”-ს პე­რი­­დის ზა­ბო­ლოც­კის და­ვა­სა­ხე­ლებ­დი.

თუ­კი კა­პი­ტან ლე­ბი­ად­კი­ნის ტა­რა­კა­ნა­ზე და­წე­რი­ლი ლექ­სის გა­მო დოს­ტო­ევ­­კი პირ­ველ აბ­სურ­დის­ტად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ, ურ­ოს­­ცე­მე­ლი დათ­ვის სცე­ნის გა­მო პლა­ტო­ნო­ვი პირ­ველ სე­რი­­ზულ სი­­რე­­ლის­ტად უნ­და ვა­ღი­­როთ. პირ­ველს ვამ­ბობ კაფ­კას მი­­ხე­და­ვად, რად­გა­ნაც სი­­რე­­ლიზ­მი სუ­ლაც არაა ეს­თე­ტი­კუ­რი კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ჩვენს წარ­მოდ­გე­ნა­ში, რო­გორც წე­სი, ინ­დი­ვი­დუ­­ლის­ტურ მსოფ­­ხედ­ვას უკ­ავ­შირ­დე­ბა, არ­­მედ ფი­ლო­სო­ფი­­რი ცო­ფის ფორ­მაა, ჩი­ხის ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­დუქ­ტი. პლა­ტო­ნო­ვი არ იყო ინ­დი­ვი­დუ­­ლის­ტი, პი­რი­ქით: მი­სი ცნო­ბი­­რე­ბა მა­სობ­რი­­ბი­თა და მომ­­და­რის აბ­სო­ლუ­ტუ­რად იმ­პერ­სო­ნა­ლუ­რი ხა­სი­­თით იყო დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი. ამ­­ტო­მაც მი­სი სი­­რე­­ლიზ­მიც ზე­პი­როვ­ნუ­ლია, ფოლ­­ლო­რუ­ლია და გარ­­ვე­­ლი თვალ­საზ­რი­სით, ახ­ლო­საა ან­ტი­კურ (ანუ ნე­ბის­მი­ერ) მი­თო­ლო­გი­ას­თან, სი­­რე­­ლიზ­მის კლა­სი­კურ ფორ­მას რომ წარ­მო­ად­გენს. აბ­სურ­დის ფი­ლო­სო­ფი­ის გა­მომ­ხატ­ვე­ლე­ბად პლა­ტო­ნოვ­თან ეგ­­ცენ­­რუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­­მე­ბი კი არ გვევ­ლი­ნე­ბი­ან, რო­მელ­თაც თა­ვად ღმერ­თი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრა­დი­ცია ამ­­რა­გებს კრი­ზი­სუ­ლი ცნო­ბი­­რე­ბით, არ­­მედ ტრა­დი­ცი­­ლად უს­­ლო მა­სა, და ამ­ის გა­მო ეს ფი­ლო­სო­ფია უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და თა­ვი­სი მას­­ტა­ბი­თაც აუტ­­ნე­ლი ხდე­ბა. კაფ­კას­გან, ჯო­­სის­გან, ან ვთქვათ, ბე­კე­ტის­გან გან­­­ვა­ვე­ბით, თა­ვი­ან­თი “ალ­ტერ ეგო”-ებ­ის სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივ ტრა­გე­დი­ებ­ზე რომ მოგ­ვითხ­რო­ბენ, პლა­ტო­ნო­ვი ერ­ის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც, გარ­­ვე­ულ­წი­ლად, თა­ვის ენ­ას შე­­წი­რა მსხვერ­­ლად, უფ­რო სწო­რად, თა­ვად ენ­ის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა. ამ ენ­ამ ფიქ­ტი­­რი სამ­ყა­რო შექ­­ნა, რის გა­მოც გრა­მა­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­ვარ­და.

მე მგო­ნი, ამ­­ტო­მაა შე­უძ­ლე­ბე­ლი პლა­ტო­ნო­ვის თარ­­­ნა და გარ­­ვე­­ლი თვალ­საზ­რი­სით გა­­მარ­­ლა კი­დეც იმ ენ­ას, რო­მელ­ზე­დაც მას ვერ თარ­­­ნი­ან. და მა­ინც, უნ­და მი­ვე­სალ­მოთ ამ ენ­ის აღდ­გე­ნის, ხე­ლახ­ლა შექ­­ნის ნე­ბის­მი­ერ ცდას, ენ­­სა, რო­მე­ლიც დრო­ის, სივ­­ცის, თა­ვად ცხოვ­რე­ბი­სა და სიკ­­დი­ლის კომ­­რო­მე­ტი­რე­ბას ახ­დენს – უნ­და მი­ვე­სალ­მოთ არა “კულ­ტუ­რის” მო­საზ­რე­ბა­თა გა­მო, არ­­მედ მხო­ლოდ იმ­­ტომ, რომ ჩვენ, ბო­ლოს და ბო­ლოს, სწო­რედ ამ ენ­­ზე ვლა­პა­რა­კობთ.

© “არილი”

Facebook Comments Box

One Comment