თარგმანი,  კულტურა/ლიტ.თეორია

კურტ ვონეგუტი – დროიდან ამოვარდნა

“Lithub

კურტ ვონეგუტი 1922 წლის 11 ნოემბერს ინდიანაპოლისში დაიბადა, პირველი რომანის გამოქვეყნებიდან 30 წლის შემდეგ კი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და გავლენიან მწერლად იქცა. მისი დაბადებიდან საუკუნის გასვლის აღსანიშნავად, აქ ნახავთ რამდენიმე გამორჩეულ საკითხავს ვონეგუტის შემოქმედებიდან (სტატიების სანახავად დააჭირეთ ფოტოების სათაურებს).

კურტ ვონეგუტის რჩევები მოუთმენელ მწერლებს
(მინიშნება: არ დაელოდოთ საყვარელი ადამიანების სიკვდილს)

რა უნდა ქნათ, თუ წერა გიყვართ, გსურთ, რომ მწერალი გახდეთ, მაგრამ საკმარისად მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა თქვენს ცხოვრებაში? რა არის ის, საკმარისად მონუმენტური, რაც დაწერად ღირს? ვონეგუტს რამდენიმე რამ აქვს სათქმელი ამის შესახებ.

თავის ავტობიოგრაფიულ კოლაჟში „სიკვდილზე უარესი ბედისწერა“ 1980 წელს კურტ ვონეგუტი ადასტურებდა, რომ წლების წინ ის და მამამისი „NRA“-ის წევრები იყვნენ, თავად კი იარაღს ძალიან ოსტატურად იყენებდა. 1930-იან წლების ინდიანაპოლისში გაიზარდა და მცირე არსენალი ყოველთვის ჰქონდა საძინებელში: ბიძაშვილებზე შთაბეჭდილებას ახდენდა თოფების, პისტოლეტების კოლექციით. თუმცა ეს გატაცება დიდხანს არ გაგრძელებულა. ორმოცდაათი წლის შემდეგ ვონეგუტმა „The Nation“-თან ინტერვიუში ადამიანის ხელში იარაღის არსებობა აღწერა როგორც „მიუღებელი“, მოგვიანებით კი დაწერა, რომ არცერთი მათგანი აღარ აქვს სახლში.

„სასაკლაო 5“-ის ხელახლა წაკითხვამ ორი რამ მასწავლა მის შესახებ: რამდენად დიდებულია იგი სინამდვილეში და რის შესახებაა. ეს არაა დროში მოგზაურობაზე და მფრინავ თეფშებზე, ესაა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შესახებ“ – აღნიშნა მწერალმა და კრიტიკოსმა უილიამ დერეზიევიჩმა 2012 წელს „The Nation“-ში.

ის იწყებს: „ისტორიებს ძალიან მარტივი ფორმები აქვს, მათი გაგება კომპიუტერსაც შეუძლია“ და მერე განაგრძობს ერთგვარ ლიტერატურულ „stand-up“ კომედიას. აგებს  „ჰამლეტის“, „მეტამორფოზის“ და „კონკიას“ სიუჟეტურ კონსტრუქციებს. არა მათი შინაარსით, არამედ პერსონაჟების ემოციებით. კურტ ვონეგუტისთვის ამბის ნამდვილი მიმდინარეობა პერსონაჟების ბედნიერებაშია.

თუ ლიტერატურული ბიოგრაფიის მიზანი „რატომ“, „როდის“ და „როგორ“-ის გამჟღავნებაა, რაც ავტორის შემოქმედებას აცოცხლებს, „დროიდან ამოვარდნა“ ბრწყინვალე წარმატებაა. როგორც ვონეგუტის ტექსტები, ისიც ნაზი, ჭკვიანი, მხიარული, გულწრფელი და ბნელია. რაც მთავარია, ის შეგვახსენებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვონეგუტის ტექსტებში: სიკეთის იდეა იგივე არაა, რაც სისუსტე და ჩვენი შექმნილი ინსტიტუციები გვაყენებს ყველაზე მეტ ზიანს და არა ერთმანეთი.

„თუ გსურთ, რომ მშობლებს აწყენინოთ და იმის ნერვები არ გაქვთ, რომ გეი იყოთ, სულ მცირე ის მაინც შეგიძლიათ, რომ ხელოვნებას შეუერთდეთ. არ ვხუმრობ. ხელოვნება იმისთვის არ არის, რომ იცხოვროთ. ესაა ყველაზე ადამიანური გზა, ცხოვრება უფრო ასატანი რომ გახდეს. შექმნის მცდელობები, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდად ან კარგად გამოგვდის, ჩვენს სულს ზრდის, ღვთის გულისთვის. სიმღერა საშხაპეში. ცეკვა რადიოს ხმაზე. ამბების მოყოლა. მეგობრისთვის თუნდაც საშინელი ლექსის დაწერა. გააკეთეთ ისე, როგორც შეგიძლიათ. უდიდეს ჯილდოს მიიღებთ. რაღაცას შექმნით“.

ედით ვონეგუტი კურტ და ჯეინ ვონეგუტების სასიყვარულო წერილების შესახებ
ჯეინმა ამოიცნო თავისი ქმრის უზარმაზარი ტალანტი და საკუთარი ოცნებები და ამბიციები გვერდზე გადადო.

1945 წლის 2 ივლისს, საფრანგეთიდან ინდიანისკენ მიმავალ გზაზე, კურტი ვაშინგტონში შეჩერდა ჯეინის სანახავად და მის დასარწმუნებლად, რომ სხვა ხელისმთხოვნელებს ჩამოშორებოდა. მათ ერთად განაგრძეს გზა ინდიანაპოლისისკენ – ჯეინს დედამისის ნახვა უნდოდა, რომელსაც ნერვული აშლილობა ჰქონდა. ინდიანაპოლისში კურტმა ქორწინება შესთავაზა და ჯეინიც დათანხმდა.

„სასაკლაო 5“ პირველად 1969 წლის 31 მარტს გამოქვეყნდა და ვონეგუტის პირველი წიგნი იყო, რომელიც ბესტსელერი გახდა. ამდენი წლის შემდეგ ის კვლავ საყვარელი და გავლენიანი წიგნია თინეიჯერებისა და მოზრდილებისთვის. აქ მოცემული წიგნის ყდების ნაწილი ლამაზია, ნაწილი გავლენიანი, ზოგიერთი კი, უბრალოდ, უცნაური – მაგრამ ყველა მათგანი აჩენს წიგნის ხელახლა წაკითხვის სურვილს.

„სარწეველა ფისოსთვის“ უპატივცემულო და ძალიან თავშესაქცევი ფანტაზიაა ბირთვული მეცნიერების მხიარული უპასუხისმგებლობის შესახებ. როგორც საუკეთესო თანამედროვე სატირა, ეს ტექსტი ბევრად უფრო ჩამთრევი და მნიშვნელოვანია, ვიდრე მელოდრამატული სისულელეები, რომლებსაც კრიტიკოსები „სერიოზულად“ მიიჩნევენ.

2010 წელს, კურტ ვონეგუტის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, ბრიტანელმა მწერალმა ნილ გეიმანმა დაწერა აღსანიშნავი წინასიტყვაობა მისი ნაკლებად ცნობილი წიგნისთვის: „კურტ ვონეგუტს ორჯერ ველაპარაკე,“ – ამბობს გეიმანი – „პირველად მის სიცოცხლეში. მეორედ მოგვიანებით, როცა მკვდარი იყო. ჩვენ შევხვდით იმ ლურჯი გვირაბის ბოლოს, რომელიც ჩვენს სამყაროს სამოთხესთან აკავშირებს“. ეს წიგნი იყო „ექიმო კევორკიან, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“ – მომხიბვლელი კოლექცია ფიქციური ინტერვიუებისა იმ ადამიანებთან, რომლებსაც, როგორც ვონეგუტი ამტკიცებდა, სამოთხეში შეხვდა.

1988 წელს კურტ ვონეგუტმა დაწერა წერილი, სადაც მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და წარმოიდგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მომავალი საუკუნე. გარდა ამისა, შემოგვთავაზა 7 ძალიან კარგი რჩევა.

© არილი

Facebook Comments Box