ახალი ამბები,  ახალი წიგნები

მალე „თანამედროვე უკრაინელი პოეტების“ კრებული გამოიცემა

მალე, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინისა და გმირი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, „პალიტრა L“ „თანამედროვე უკრაინელი პოეტების“ კრებულს გამოსცემს. კრებულის გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში სრულად გადაირიცხება.

კრებული მოიცავს შემდეგ ავტორთა შემოქმედებას:

სერჰი ჟადანი – საქვეყნოდ აღიარებული, როგორც თანამედროვეობის ყველაზე დიდი უკრაინელი პოეტი, მრავალ დამსახურებასთან ერთად, ცნობილია 1920-იანი წლების ავანგარდული სტილის გაცოცხლებისთვის. მისი შემოქმედება, ძირითადად, სამშობლოს თემატიკაზე კონცენტრირდება – აღწერს აღმოსავლეთ უკრაინის ინდუსტრიულ პეიზაჟებს. ხოლო უახლესი რომანი „ობოლთა სახლი“ (2021) – 2014 წლის ომის შედეგად უკრაინელი ხალხისთვის მიყენებულ ზიანს აცნობს მკითხველს. პოეტი ამ წუთებში ხარკოვში იბრძვის სამშობლოს დასაცავად.

პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურულმა კომიტეტმა მწერალი ნობელის პრემიაზე წარადგინა ლიტერატურის დარგში.

ლიუბა იაკიმჩუკი – უკრაინელი პოეტი, სცენარისტი და ჟურნალისტი. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პოეტური კრებული, მათ შროის „დონბასის გარგარები“ (2015), რომელიც მოხვდა „Forbes“-ის რეიტინგში  – „10 საუკეთესო უკრაინული წიგნი ომზე“. იაკიმჩუკი საერთაშორისო სლავური პოეტური დაჯილდოებისა და საერთაშორისო ლიტერატურული კონკურს “სიტყვის კორონაციის” გამრჯვებულია. მისი შემოქმედება ნათარგმნია 18 ენაზე და ხშირად იბეჭდება უკრაინის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ისრაელის ჟურნალ-გაზეთებში.

ბორის ხერსონსკი – უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი რუსულენოვანი პოეტი საბჭოთა პერიოდში, როგორც სამიზდატის მოძრაობის წევრი, არაკონფორმისტულ ლიტერატურას ავრცელებდა არაოფიციალური გზებით. კავშირის დაშლის შემდეგ გამოსცა 17 პოეტური და ესეების კრებული – უმეტესი რუსულ, უახლოესი ნაშრომები კი უკრაინულ ენაზე.  2008 წელს ხერსონსკი გახდა კიევის დაფნის პოეზიის ფესტივალისა და ბროდსკის სტიპენდიის ლაურეატი (2008), ხოლო 2010 წელს აღმოსავლეთ ევროპის ლიტერატურის ფესტივალზე მიენიჭა ჟიურის სპეციალური პრიზი.

ჰალინა კრუკი – პოეტი და მთარგმნელი. ავტორი არაერთი პოეტური კრებულის, როგორიცაა: “სახე ფოტოსურათის მიღმა” (2005), “თანაარსებობა” (2013), “ზრდასრული ქალები“ (2017). წერს საბავშვო წიგნებს და  2003 წელს გაიმარჯვა საერთაშორისო საბავშვო წიგნების კონკურსში „Step by Step“. მისი წიგნები „მარკო მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო“ და „ყველაზე პატარა“ თარგმნილია 15 ენაზე.

მარიანა კიანოვსკა – მწერალი, თარჯიმანი, ლიტერატურის მკვლევარი და, ჟურნალ “New Time”-ის 2014 წლის  მიხედვით, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კულტურული მოღვაწე. მის პოეტურ კრებულებს შორისაა: “რეინკარნაცია” (1997), “მითების შექმნა” (2000), “სიყვარული და ომი” (2000) და “ადამის წიკნი” (2004). არის კიევის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ლიტერატურული საბავშო წიგნების კონკურსის “დიდი ზღარბი” დამფუძნებელი.

ვასილ მახნო – პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და მთარგმნელი. 14 პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორისაა: “ზამთრის წერილები” (2011), “მსურდა ყოფილიყავი ჯაზი და როკ-ენ-როლი” და “ქაღალდის ხიდი” (2017). 2015 წელს გახდა BBC-ის წლის წიგნის დაჯილდოების გამარჯვებული. ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნიუ-იორკში.

ანდრი ლიუბკა – პოეტი, მწერალი და ესეისტი. 3 პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორისაა: “შიზოფრენიის რვა თვე” (2007) და “ტერორისტი” (2009). ასევე 2012 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული “მკვლელი”. 2011 წელს გახდა კიევის დაფნის პრიზის ლაურეატი და ახლახან მიიღო კოვალევის ფონდის (აშშ) ლიტერატურული ჯილდო და გადაეცა შეველოვის პრემია ესეების საუკეთესო კრებულისთვის უკრაინაში.

ანასტასია აფანასიევა – პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი. „რუსული პრემიის“ (2006), „ლიტერატურ რენტგენის“ (2007) ლაურეატი. წერს რუსულ ენაზე. თარგმნის ინგლისურ და უკრაინულ ლიტერატურას.

„თანამედროვე უკრაინელი პოეტების“ კრებული შეადგინა და თარგმნა შოთა იათაშვილმა, ხოლო ყდის დიზაინი მოამზადა იულია კირაკოსოვამ.

© არილი

Facebook Comments Box