თარგმანი,  ინტერვიუ

მარგარეტ ეტვუდი – პრუსტის კითხვარი

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

კანოე, ღრუბლიანი ამინდი, არანაირი დედლაინები თვალწინ.

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

ცხოველის თავდასხმის ცეცხლმოკიდებულ ტყეში.

ცოცხალი ადამიანებიდან ვის აღმერთებთ ყველაზე მეტად?

უცნობს, რომელიც პლანეტის გასამწვანებლად მუშაობს.

სხვა ადამიანებში რომელი თვისებაა ყველაზე მიუღებელი?

უმიზნო წუწუნი.

რომელი იყო თქვენი ფავორიტი მოგზაურობა?

მდინარე ოტავაზე, ნავით. თუმცა ეს არასოდეს გამიკეთებია.

რა შემთხვევაში იტყუებით?

როცა სხვა ადამიანების ჩაცმულობაზე აზრს მეკითხებიან.

რომელი ცოცხალი ადამიანი გძულთ?

გარემოს მთავარი დამბინძურებლები.

რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებთ ზედმეტად ხშირად?

„მე რომ შენს ადგილას ვიყო“, „შეიძლება, უკეთესიცაა“, „ნუ მიაქცევ ყურადღებას“.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

ოპერის მომღერალი რომ არ გავხდი.

როდის და სად იყავით ყველაზე ბედნიერი?

1976 წლის 17 მაისს, 7.59 წუთზე, ტორონტონში. ესაა ზუსტი დრო, როცა ჩვენი ქალიშვილი დაიბადა.

ახლა როგორია თქვენი განწყობა?

გაღიზიანებული, ზარმაცი, გაფანტული. მაგრამ ვისწავლე, ამასთან ერთად როგორ ვიცხოვრო.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს ოჯახში, რას შეცვლიდით?

შევწყვეტდი “კის” თქმას არააუცილებელ თხოვნებზე.

რა მიგაჩნიათ თქვენს უდიდეს მიღწევად?

„უდიდესი“ ძალიან დიდი სიტყვაა. ყველაზე ამაღელვებელი ჩემი პირველი პროფესიონალური პუბლიკაცია იყო, 20 წლის ასაკში.

სიკვდილის შემდეგ რომელ ადამიანად ან საგნად დაბრუნდებოდით?

ლოკოკინად.

რა არის ყველაზე ძვირფასი საკუთრება?

ქვის კატა ჩემს ვერანდაზე. დააბრუნოს უკან, ვისაც უნდა აეღო!

რა მიგაჩნიათ უბედურების უკიდურეს ფსკერად?

არცერთი კარგი ამბავი.

სად იცხოვრებდით?

ხეში.

თქვენი საყვარელი საქმე?

ძილი. ამ გზით არ გიწევს „არცერთ კარგ ამბავთან“ გამკლავება.

რა არის თქვენი ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელი?

გაუმართლებელი ოპტიმიზმი.

კაცებში ყველაზე მეტად რა თვისება მოგწონთ?

მხიარული, ჭკვიანი, გაუმართლებლად ოპტიმისტური, კარგად რომ ეხერხება ქილებისთვის ხუფების მოხსნა.

თქვენი საყვარელი მწერლები?

არასოდეს ვამბობ. სხვებიც გაიგებენ ამის შესახებ, მკვდრები ან ცოცხლები.

თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

არც ამას ვამბობ არასდროს (იცხოვრე იმედით, მისტერ დარსი).

რეალურ ცხოვრებაში ვინ არიან თქვენი გმირები?

ცუდად გამომდის გმირების შერჩევა.

რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

პოლიტიკოსები, რომლებიც იმაზე უფრო მნიშვნელოვან რამეზე იტყუებიან, ვიდრე ტანსაცმლის შერჩევაა და ამ ტყუილებს იყენებენ ექსპლუატაციის, ძალაუფლების მიტაცების, გლობალური დათბობის უგულებელყოფისა და პირადი სარგებლისთვის.

როგორ ისურვებდით სიკვდილს?

უმტკივნეულო ავადმყოფობით, წინასწარი ცოდნით, გაზაფხულის ერთ დღეს, კარგ ამბებთან ერთად.

რა არის თქვენი დევიზი?

„Nolite te bastardes carborundorum“

© არილი

Facebook Comments Box