ეს რევოლუცია სულის რევოლუციაა, აი, რას უნდა გავყვიროდეთ მთელი ძალით, ყველა ქუჩაზე, ყველა კუთხეში. გონება შურს იძიებს ძველი წყენების გამო. უკვე დადგა დრო. ეს ჩვენი უკანასკნელი იმედია, იგი ახალგაზრდა სტუდენტებსა და მუშებს უპყრიათ ხელთ. მათ არ სჭირდებათ ზედმეტი ხუთი ათასი ფრანკი თვეში, მათ ცხოვრების შეცვლა სურთ. ასეთ ცვლილებათა რეცეპტი უბრალოა, როგორც გამოცხადება, როგორც მეხის დაცემა. ეს უბრალოება გადამდებია და ჩვენს თვალწინ ვრცელდება. მისი არ უნდა შეგვეშინდეს – იგი ჩვეული, წმიდათაწმიდა სასწაულივითაა.
ძველებურად ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება და ეს ცვლილებები ამგვარი შემთხვევებისთვის დამახასიათებელი ადამიანური მსხვერპლის გარეშე უნდა მოხდეს! დამნაშავეთა დიდხანს ძებნა არ მოგვიწევს, ეს არამზადები მაღალჭერიან კაბინეტებში სხედან, აი, რა მინდა შევაგნებინო ჩვენს წესიერ ბურჟუებს.
მართლაც, ორიდან ერთი: ყველა ის წარმოუდგენელი დათმობა მუშების სასარგებლოდ – რაზეც გუშინ ჩვენი სულთმობრძავი მთავრობა წავიდა – ან ისედაც შესაძლებელი იყო, ან არა. თუ მთავრობას ეს შეეძლო, მაშინ გამოდის, რომ მთელი ეს წლები იგი, უბრალოდ, ექსპლუატაციას უწევდა და ძარცვავდა მუშებს, ითვისებდა მათი შრომის ნაყოფს. ასეთ შემთხვევაში მთავრობა ხალხის მტერი გამოდის. თუკი არ შეეძლო დათმობებზე წასვლა, ე.ი. ახლა იგი მხოლოდ საკუთარ კრახს გაურბის და უფსკრულისკენ მიაქანებს მთელ საფრანგეთს. ასეთ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს სამშობლოს ღალატთან.
რაც არ უნდა მოხდეს – ყველაზე უარესიც კი – მაინც ყველაფერს გაამართლებენ; ამაში ადვილად დარწმუნდებით, საკმარისია მხოლოდ დააკვირდე, შეხედო ამ არამზადებს. დღევანდელ ახალგაზრდობას არაფერი აქვს სალაპარაკო ასეთ ადამიანებთან.

Combat, 28 მაისი 1968
იმავე დღეს ჟან-ჟაკ პოვერის გამომცემლობამ ეს მიმართვა პროკლამაციის სახით დაბეჭდა და ლათინურ კვარტალში გამოაკრა.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box