თარგმანი,  პროზა (თარგმანი)

პუ სუნ-ლინი – დაოსი ცზიუი იაო-ჟუ

თარგმნა დავით შერგელაშვილმა

ცზიუი იაო-ჟუ ცხოვრობდა ცინჩჟუოში. ცოლის სიკვდილის შემდეგ, მან მიატოვა სახლი და გაემგზავრა.

გავიდა რამდენიმე წელი და ის გამოჩნდა დაოსურად შემოსილი. თან სალოცავ ჭილოფს ატარებდა.

მომდევნო დილას წასვლა დააპირა. ნათესავებმა სამოსი და კვერთხი ძალით დაატოვებინეს. ცზიუიმ თქვა, რომ სახეტიალოდ მიდიოდა და სოფლის ბოლომდე იარა. გავიდა ველად და აი, მისი სამოსი და ნივთები ნარნარად გამოფრინდნენ სახლიდან, მის კვალდაკვალ.

© არილი

Facebook Comments Box