ესე,  პორტრეტი

ლელა სამნიაშვილი – სალმან რუშდი – სა­ი­დან მო­დის ყვე­ლა ინს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე ერ­თად დაკ­ვ­რის იდეა

ლელა სამნიაშვილი 

სალ­მან რუშ­დის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში და­სავ­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბის მა­რა­დი­უ­ლი კონ­ტ­რას­ტი თუ ოპ­ო­ზი­ცია, მათ შო­რის შე­უძ­ლე­ბე­ლი იერ­არ­ქი­ის დამ­ყა­რე­ბის­კენ ლტოლ­ვა – ყო­ველ­გ­ვარ სო­ფის­ტი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია. იერ­არ­ქია იქმ­ნე­ბა და აღ­მო­სავ­ლურ ფუნ­და­მენ­ტა­ლიზმს და­სავ­ლუ­რი პლუ­რა­ლიზ­მი ამ­არ­ცხებს. თუმ­ცა, ამ ორი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სად­მი მხო­ლოდ ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტურ-პლუ­რა­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მა თა­ვის­თა­ვად შეც­დო­მებს ბა­დებს, რაც მწერ­ლი­სად­მი თა­ნა­მედ­რო­ვე კრი­ტი­კის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. რუშ­დის, რო­მელ­საც ირ­ან­ში სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯით ემ­უქ­რე­ბი­ან, ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მწერ­ლად აღ­ი­ა­რე­ბენ და ინ­ტერ­ნე­ტის ზო­გი­ერთ სა­იტ­ზე “აღ­მო­სავ­ლე­ლი შექ­ს­პი­რის” ტი­ტუ­ლი­თაც ამ­კო­ბენ. მშობ­ლი­ურ ინ­დო­ეთ­ში მი­სი წიგ­ნე­ბი, მა­თი მხატ­ვ­რულ-პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტე­ბი­თა და ქვე­ტექ­ს­ტე­ბით დღემ­დე და­სავ­ლუ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ ითვ­ლე­ბა და ალ­ო­გი­კუ­რი არც არ­ა­ფე­რია იმ ფაქ­ტ­ში, რომ პლუ­რა­ლიზ­მი, რო­გორც წმინ­და ამ­ე­რი­კუ­ლი და ბრი­ტა­ნუ­ლი იდეა, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია ინ­დო­ე­თის­თ­ვის, რო­მელ­მაც სა­ბო­ლოო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ახ­ლა­ხან მი­აღ­წია.

რუშ­დი, რო­მელ­მაც ინ­დო­ე­თი ბავ­შ­ვო­ბა­ში და­ტო­ვა და უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კემ­ბ­რიჯ­ში მი­ი­ღო, თა­ვი­სი წიგ­ნე­ბის აღ­მო­სავ­ლელ პერ­სო­ნა­ჟებ­საც კი და­სავ­ლუ­რი თვალ­თა­ხედ­ვი­დან ქმნის. აქ­ე­დან აშ­კა­რაა, რომ იგი, რო­გორც მწე­რა­ლი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე, წმინ­და ბრი­ტა­ნუ­ლი მოვ­ლე­ნაა. დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში, რო­ცა რეკ­ლა­მას – კო­მერ­ცი­ულს, პო­ლი­ტი­კურს და ლი­ტე­რა­ტუ­რულ­საც კი – სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო რთუ­ლია რუშ­დის, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად მსჯე­ლო­ბა. ფაქ­ტია, რომ “შუ­ა­ღა­მის შვი­ლე­ბის” (“Midnight Children” – 1981 წლის ბუ­კე­რის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი) შექ­მ­ნით რუშ­დი გახ­და მი­სი თა­ო­ბის ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო, არ­ა­მედ წმინ­და მხატ­ვ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც უზ­ა­დო წიგ­ნის ავ­ტო­რი. მაგ­რამ რუშ­დის მზარდ პო­პუ­ლა­რო­ბას, მი­სი წიგ­ნე­ბის იდ­ე­ო­ლო­გი­ურ სე­რი­უ­ლო­ბას ყვე­ლა­ზე უფ­რო არ­ა­ერ­თ­გ­ვა­როვ­ნად პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე კრი­ტი­კო­სე­ბი აფ­ა­სე­ბენ.

ჯუ­ლი­ან სე­მუ­­ლი, პა­კის­ტა­ნე­ლი და კა­ნა­დე­ლი მწე­რა­ლი და რე­ჟი­სო­რი, სალ­მან რუშ­დის “სა­ტა­ნუ­რი ლექ­სე­ბი­სად­მი” მიძღ­­ნილ ეს­­ში წერს:

“და­სავ­ლეთ­ში ცენ­ზუ­რის ნე­ბის­მი­ერ ხა­რისხს გა­მომ­ცემ­ლო­ბა მწერ­ლის (დი­დის თუ მცი­რეს) დამ­­ვიდ­რე­ბის­­ვის იყ­­ნებს. რა თქმა უნ­და – წიგ­ნის შე­მო­სავ­ლი­­ნო­ბის გაზ­­დის მიზ­ნით… ასე რომ, “სა­ტა­ნუ­რი ლექ­სე­ბის”, რო­გორც წიგ­ნის, დღე­ვან­დელ ფუნ­­ცი­­ნი­რე­ბა­ში უმ­ნიშ­­ნე­ლო­ვა­ნეს როლს მის ბრწყინ­ვა­ლე სტრუქ­ტუ­რა­სა და ის­ლა­მის­ტურ ფორ­მა­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი ას­რუ­ლებს…

აუც­­ლე­ბე­ლი არ­ცაა, რომ მწე­რალს დი­დი წო­ნა ჰქონ­დეს, რა­თა არ­აპ­როგ­რე­სუ­ლი მუ­სულ­მა­ნუ­რი სამ­ყა­როს ცენ­ზუ­რა გა­მო­იწ­ვი­ოს. ირ­­ნის ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტურ­მა მთავ­რო­ბამ წიგ­ნი იმ­­სათ­ვის გა­მო­­ყე­ნა, რომ თა­ვი­დან აეც­­ლე­ბი­ნა მის­და­მი მი­მარ­თუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა და კრი­ტი­კა. ამ­დე­ნად, რუშ­დის­­ვის სა­სიკ­­დი­ლო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა მი­სი წიგ­ნის პო­ლი­ტი­კურ ფა­სე­­ლო­ბას ზრდის”.

მაგ­რამ ეს ფა­სე­­ლო­ბა იზრ­დე­ბა ის­ევ და ის­ევ და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში, მა­შინ რო­დე­საც რუშ­დის შე­ეძ­ლო ას­­ვე “და­უს­რუ­ლებ­ლად გა­ეგ­­ძე­ლე­ბი­ნა თხრო­ბა იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გვევ­ლი­ნე­ბა ის­ლა­მის­ტუ­რი ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი ფაქ­ტი­ურ რე­აქ­ცი­ად და­სავ­ლურ კო­ლო­ნი­ზა­ცი­­ზე; თუ რო­გორ და­იყ­ვა­ნა იმ­პე­რი­­ლიზ­­მა მუ­სულ­მა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი იქ­ამ­დე, რომ რე­ლი­გი­ის კრი­ტი­კა სა­ზო­გა­დო­­ბა­ზე კონ­­რო­ლის ერ­თა­დერთ იარ­­ღად იქ­ცა, რი­სი გა­მო­ძა­ხი­ლი­ცაა რუშ­დი­სად­მი არ­სე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც”.

ჯუ­ლი­ან სე­მუ­­ლი თვლის, რომ “მო­რა­ლუ­რად გა­მარ­­ლე­ბუ­ლია რე­ლი­გი­ის ყვე­ლა მან­კი­­რი ფორ­მის პა­რო­დი­რე­ბა, მაგ­რამ ირ­­ნი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად – ასე დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი სა­მიზ­ნის ამ­ორ­ჩე­ვა და და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­­ვის სი­­მოვ­ნე­ბის მი­ნი­ჭე­ბა – მე­ტის­მე­ტად მარ­ტი­ვი და ეს­თე­ტი­­რად პრი­მი­ტუ­ლი გზაა. ამ­დე­ნად, რუშ­დის მი­ერ ის­ლა­მის კრი­ტი­კა არ­ის უბ­რა­ლო მცდე­ლო­ბა – ტრი­ვი­­ლუ­რად რთუ­ლი თხრო­ბი­თი ფორ­მის მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე გავ­­ცე­ლე­ბი­სა. თა­ნაც, ეს ამ­­ცა­ნა კი­დევ უფ­რო იოლ­დე­ბა ბრი­ტა­ნუ­ლი პლუ­რა­ლიზ­მის რეკ­ლა­მი­რე­ბის გზით”. სა­მუ­­ლის აზ­რით: “სწო­რედ ესაა რუშ­დის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი, რად­გა­ნაც, რაც შე­­ხე­ბა “სა­ტა­ნუ­რი ლექ­სე­ბის” მხატ­­რულ მხა­რეს, წიგ­ნი ზე­და­პი­რუ­ლად რთუ­ლი ნაშ­რო­მია. იგი ხა­სი­ათ­დე­ბა მოვ­ლე­ნა­თა ნა­კა­დის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიმ­ჭიდ­რო­ვი­თა და არ­­ექ­­პე­რი­მენ­ტუ­ლო­ბით. წიგ­­ში არ­ის ლა­მა­ზი მო­მენ­ტე­ბიც – წყვე­ტი­ლი სტი­ლი, ად­რე­­ლი პოს­­მო­დერ­ნუ­ლი არ­ას­წორ­ხა­ზოვ­ნე­ბა… და მა­ინც – რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ წიგ­ნი ცა­რი­­ლია, რომ წი­ნას­წარ გათ­­ლი­ლი ან­ტი-ის­ლა­მის­ტუ­რი პრო­პა­გან­და მხო­ლოდ წიგ­ნის კარ­გად გა­ყიდ­ვის სა­შუ­­ლე­ბაა”.

წიგ­ნის სი­ცა­რი­­ლის გან­­და შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს შე­დე­გი – ავ­ტო­რის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბი­სა – მო­იც­ვას ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი. რუშ­დის უკ­­ნას­­ნელ რო­მან­ში “მი­წა მის ფეხ­­ვეშ” (“The Ground Beneath Her Feat“) წიგ­ნის ერთ-ერ­თი გმი­რი, ბომ­ბე­­ში გაზ­­დი­ლი და ინგ­ლის­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი როკ-ვარ­­­­ლა­ვი აც­ხა­დებს:

“ჩე­მი მუ­სი­კით იმ­ის თქმა მსურს, რომ არ მჭირ­დე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. მინ­და და­გა­ნა­ხოთ, რომ არ მჭირ­დე­ბა ვი­ყო ეს ბი­ჭი, ან კი­დევ – ის ბი­ჭი; აქ­­­რი, ან – იქ­­­რი; ან ის – ვინც ჩემს შიგ­ნი­თაა და ჩემს ტყუ­პის­ცალს ვე­ძა­ხი; ან – ვინც ჩემს გა­რე­თაა, ვინც არ­ის თუ რაც არ­ის – ამ ცის მიღ­მა, სა­­და­ნაც ელ­ვას მიგ­ზავ­ნის; ან, აი, ეს კა­ცი – თქვენს წი­ნა­შე რომ დგას ამ წუ­თას. მე ვიქ­ნე­ბი ყვე­ლა მათ­გა­ნი. მე ეს შე­მიძ­ლია. სწო­რედ აქ­­დან მო­დის ყვე­ლა ინს­­რუ­მენ­­ზე ერ­თად დაკ­­რის იდეა. ეს იდ­­აც ზუს­ტად იმ­­ვეს ამტ­კი­ცებს”.

მაგ­რამ პი­როვ­ნე­ბის პოს­­მო­დერ­ნუ­ლი ლტოლ­ვა – მო­იც­ვას სამ­ყა­რო, თუ ჩა­­კარ­გოს მას­ში (რა­საც სამ­ყა­რო­ში მი­სი არ­სე­ბო­ბა თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­­მობს) და ამ­ის სა­ფუძ­ველ­ზე ინ­დი­ვი­დუ­­ლიზ­მიც (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ცი­ვი­ლი­ზა­ცი­­თა დო­ნე­ზე) უარ­ყოფს, რო­გორც ძა­ლა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხმე­ბის სიმ­რავ­ლის თა­ვი­სე­ბურ, გა­ნუ­მე­­რე­ბელ მე­ლო­დი­ად შეწყო­ბა – თვი­თონ მე­ლო­დი­ის, სამ­ყა­როს არ­სის უარ­ყო­ფის­კენ მი­დის.

ტიმ პარ­კ­სი, კრი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც “შუ­ა­ღა­მის შვი­ლებს” მე­ტად ძლი­ერ, შთამ­ბეჭ­დავ ნა­წარ­მო­ე­ბად აღ­ი­ა­რებს, თა­ვის ეს­ე­ში რუშ­დის ბო­ლო რო­მან­საც (“მი­წა მის ფეხ­ქ­ვეშ”) მი­მო­ი­ხი­ლავს (“Gods and Monsters”, May, 6, 1999). სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუთხედ­ში თი­თო­ე­უ­ლი გმი­რის სა­ხე, მოვ­ლე­ნე­ბით სავ­სე სი­უ­ჟე­ტი, ინ­დურ-ბერ­ძ­ნულ-ეგ­ვიპ­ტუ­რი მი­თო­ლო­გი­ის სინ­თე­ზი – რუშ­დი­სე­უ­ლი, იგ­ი­ვე პლუ­რა­ლის­ტუ­რი ჰარ­მო­ნი­ის­კენ სწრაფ­ვის იდ­ე­ად აღ­იქ­მე­ბა. ავ­ტო­რი რო­მან­ში თხრო­ბით ფორ­მებ­საც კი უს­ას­რუ­ლოდ ცვლის: “ზუს­ტად ორ­მუს კა­მას მსგავ­სად (წიგ­ნის როკ-ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი პერ­სო­ნა­ჟი), რო­მე­ლიც უარს ამ­ბობს პი­როვ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ზე (რაც თა­ვის­თა­ვად პი­როვ­ნუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია), რუშ­დი­საც ვერ აურ­ჩე­ვია რო­მა­ნის­თ­ვის რო­მე­ლი­მე თხრო­ბი­თი ფორ­მა… რო­მა­ნის პირ­ვე­ლი პი­რით გად­მო­ცე­მა ამ­ბი­სად­მი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მიდ­გო­მაა, მაგ­რამ მა­ლე რწმუნ­დე­ბი, რომ ეს ფორ­მა იდ­ე­ა­ლურ ვა­რი­ან­ტად მა­ნამ­დე რჩე­ბა, ვიდ­რე რუშ­დი თა­ვის მთხრო­ბელს სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბის გო­ნე­ბა­ში არ შე­უძღ­ვე­ბა და იქ­ი­დან არ და­იწყებს მათ – თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და იდ­ე­ე­ბის­თ­ვის – უბ­რა­ლო საყ­ვი­რე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბას”.

არ­ის მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ რუშ­დის თხზუ­ლე­ბა­ში იდეა მხატ­ვ­რულ მხა­რე­ზე დო­მი­ნი­რებს, ზოგ­ჯერ კი – მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი თხრო­ბი­თი კი­ლო აზ­რის შე­სუს­ტე­ბის ხარ­ჯ­ზე გრძელ­დე­ბა. რო­გორც პარ­კ­სი წერს: “რაც უფ­რო დე­ტა­ლუ­რად ეც­ნო­ბი რუშ­დის ნა­წარ­მო­ე­ბებს, მით უფ­რო აშ­კა­რად გრძნობ, რომ მათ შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტ­თა რის­ხ­ვა, არ­ა­მედ, უბ­რა­ლოდ – მახ­ვილ­გო­ნი­ე­რი მკითხ­ვე­ლის მო­მენ­ტა­ლუ­რი ყუ­რად­ღე­ბაც და­უ­პი­რის­პირ­დეს”. თუმ­ცა, ეს კო­მენ­ტა­რი არ შე­იძ­ლე­ბა რუშ­დის მწერ­ლუ­რი ნი­ჭი­სა და უდ­ა­ვო ოს­ტა­ტო­ბის უარ­ყო­ფად გა­ვი­ზი­ა­როთ. უბ­რა­ლოდ, ფაქ­ტია, რომ რუშ­დის წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა სულ უფ­რო მე­ტად ემ­ყა­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ სენ­სა­ცი­უ­რო­ბას, ვიდ­რე მათ მხატ­ვ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნილ რუშ­დის მოთხ­რო­ბას “ცეცხ­ლო­ვა­ნი ფრინ­ვე­ლის ბუ­დე”, – მას­შიც წამ­ყ­ვა­ნია ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა სინ­თე­ზის, ზე­ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის, მო­მა­ვა­ლი ბავ­შ­ვის იდეა, რო­მე­ლიც ერთ­დ­რო­უ­ლად “ცეცხ­ლიც იქ­ნე­ბა და წვი­მაც” და რო­მელ­საც თა­ვის წი­აღ­ში ამ­ე­რი­კე­ლი ქა­ლი, ამ­ე­რი­კა ატ­ა­რებს. ინ­დო­ეთ­ში “არ­ქა­უ­ლი ტრა­გე­დი­ე­ბის წამ­ლე­კავ ძა­ლად” ფე­მი­ნიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბაც ამ იდ­ე­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ფო­ნად აღ­იქ­მე­ბა. ინ­დუ­რი წარ­მო­შო­ბის მწერ­ლის­თ­ვის კი – ალ­ბათ უფ­რო რთუ­ლი, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვი ამ­ო­ცა­ნა იქ­ნე­ბო­და, რომ რო­გორ­მე – თა­ვად მის­ტერ მა­ჰა­რა­ჯის გუ­ლი და გო­ნე­ბა გა­ე­ნა­თე­ბი­ნა.

 © ”არილი”

Facebook Comments Box