2022 წლის 15 სექტემბერს გაიმართა საქართველოს პენცენტრის არჩევნები. წარდგენილი იყო ორი კანდიდატი: გიორგი მაისურაძე და ივა ფეზუაშვილი. ერთ-ერთმა კანდიდატმა, ერეკლე დეისაძემ, კანდიდატურა მოხსნა.
პროცედურების თანახმად, კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი სამოქმედო პროგრამის თეზისები და დამატებით უპასუხეს წევრების კითხვებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამის შემდგომ უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი ჩატარდა. ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ივა ფეზუაშვილმა.
ივა ფეზუაშვილი არის საბას, წინანდლის და ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.
საქართველოს პენცენტრი მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მწერალთა გამოხატვის თავისუფლებას იცავს. ორგანიზაციის წინა პრეზიდენტი იყო პაატა შამუგია, რომელიც 2018 წელს აირჩიეს ამ პოზიციაზე, იქამდე კი ორგანიზაციას რატი ამაღლობელი ხელმძღვანელობდა.
© არილი
Facebook Comments Box