ახალი ამბები

ხავიერ მარიასი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

ესპანელი მწერალი და მთარგმნელი ხავიერ მარიასი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარიასი, რომელიც პნევმონიით იტანჯებოდა და გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა, დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მას 15 რომანი აქვს გამოქვეყნებული და მისი წიგნები 46 ენაზეა თარგმნილი. იგი წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ნობელის პრემიის კანდიდატად და ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. არაერთი ესპანური თუ საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი ავტორი, 2006 წელს ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრადაც აირჩიეს, რაც მის განსაკუთრებულ აღიარებაზე მიუთითებს.

„სამწუხარო დღეა ესპანური ლიტერატურისთვის. ხავიერ მარიასმა, ერთ-ერთმა უდიდესმა მწერალმა, დაგვტოვა“ – წერს ესპანეთის პრემიერ მინისტრი „ტვიტერზე“.

მწერალი ადრეული ასაკიდანვე წერდა, პირველი რომანი კი 17 წლის ასაკში დაწერა. ქართულად მისი ცნობილი რომანი „ბერტა ისლა“ ლანა კალანდიამ წელს თარგმნა.

© არილი

Facebook Comments Box