ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ჯეინ ჰოვარდი – ,,მეფე ლირი: ენა და ტექსტი’’

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეინ ჰოვარდის ინტერესის და კვლევის სფერო მოიცავს: შექსპირს, ადრეულ პოეზიას, თანამედროვე დრამატურგიას, ფემინისტურ და მარქსისტულ თეორიებს და ფემინიზმის ისტორიას.

2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა ,,მეფე ლირი: ენა და ტექსტი’’ გვიჩვენებს, თუ რა ძალა აქვს შექსპირის ენას. ენას, რომელიც ერთდროულად მარტივი, სასტიკი და ეფექტურია. ის ასევე ორმაგი სიუჟეტის თავისებურებებსაც ეხება და ენერგიას, რომელიც სიგიჟესთან ერთად პროტაგონისტთა ტანჯვასა და ტკივილს ბადებს.

თავებში ასევე  განხილულია ,,მეფე ლირის’’, როგორც ტრაგედიის ფუნქცია, მისი სცენური ოსტატობა, პირველწყარო და ტექსტისა და დადგმის ისტორიები.

ყოველი თავის ბოლოს განთავსებული დამხმარე სავარჯიშოები დაგეხმარებათ პიესის სწორად აღქმასა და ინტერპრეტაციაში.

ეს წიგნი შეუცვლელი მასალაა  შექსპირის მდიდარი და რთული დრამატურგიული ენის შესასწავლად. მისი მეშვეობით კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესებასაც  შეძლებთ.

© არილი

Facebook Comments Box