• პოეზია

    ლელა სამნიაშვილი

    * * *

    სოფ­ლე­ბად ქცე­ულ სა­ტახ­ტო­ებ­ში

    დარ­ჩე­ნი­ლებს – უხ­­ლა­ვი ქმნი­ლე­ბე­ბი

    გვინ­თე­ბენ და გვიქ­რო­ბენ დღემ­დე –

    სი­ნათ­ლეს. რო­ცა სი­ნათ­ლე მო­დის –

    უკ­­ნას­­ნე­ლი დი­ზა­­ნის კა­ბებ­ში,

    ზურ­­ზე მი­კე­რე­ბუ­ლი – ახ­ალ­თა­ხა­ლი,

    ცვი­ლი­თა და ბუმ­ბუ­ლე­ბით შეთხ­ზუ­ლი ფრთე­ბით –

    ეკ­რა­ნე­ბი­დან გვი­ღი­მი­ან თეთ­­­ბი­ლე­ბა

    ლა­მაზ­მა­ნე­ბი; რო­ცა სი­ნათ­ლე მი­დის –

    ვან­თებთ – ძვე­ლი და მზის­გან დამ­­ნა­რი

    ფრთე­ბის ცვი­ლის სან­­ლებს; აბ­­ზა­ნებ­ში –

    ძი­ლის წინ – ძვე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით

    ვი­ხე­ხავთ კბი­ლებს. და მე კი მა­ინც –

    უკ­ვე მე­ოთხე გვერ­დი­თი კბი­ლი

    ამ­­ვი­ღე, – არა ფო­ტო­მო­დე­ლის მსგავ­სად –

    რომ ყვრი­მა­ლე­ბი უკ­ეთ და­მაჩ­­დეს, –

    არ­­მედ, შე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი ვარ –

    სტი­ვი, – ას­­თი ახ­ალ­გაზ­­და და უკ­ბი­ლო

    და არ ვი­ცი რას და­ვაბ­რა­ლო –

    მუ­რა­ბებს თუ გუ­დას­­ვი­რის ხმას –

    რომ დაგ­ვა­ბე­და ორ­­ვე – სიტ­­ბოს სიყ­ვა­რუ­ლიც,

    კბი­ლის ტკი­ვი­ლიც; სიყ­ვა­რუ­ლი და

    ტკი­ვი­ლი – ჩვე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი

    და ბე­ბე­რი და უკ­ბი­ლო სამ­შობ­ლო­­ბის.

    * * *

    უც­ხო ყო­ფი­ლა –

    ჩე­მი ძმო­ბი­ლი –

    თრო­ბის­­ვის – ყვე­ლა სუფ­რის სტუ­მა­რი;

    და მეც – სუ­ლე­ლი! –

    სულ ვა­ძა­ლებ­დი –

    ლექ­სის ღვი­ნოს და ლექ­სის პურ­მა­რილს.

    მუ­ტან­ტე­ბი

    შა­ვი მერ­ცხ­ლე­ბი, თეთ­რი გუ­ლის

    გა­რე­შე – შა­ვი და ვე­­ბა მერ­ცხ­ლე­ბი –

    გა­სულ ზაფხულს მოფ­რინ­­ნენ

    ქა­ლაქ­ში. მყის­ვე – ყვე­ლა­ზე დი­დი

    შე­ნო­ბის თა­ღებს მი­აწყ­­ნენ.

    ქროდ­ნენ შე­­ჩე­რებ­ლად. აშ­­ნებ­­ნენ

    შავ ბუ­დე­ებს. ააშ­­ნეს სტა­ლი­ნის

    ძეგ­ლის ზურ­­სუ­კან. მი­წით გა­და­ლე­სეს

    შე­ნო­ბის ყვე­ლა ბზა­რი. ტა­ლა­ხის

    ნამ­ცე­ცე­ბით ამ­­ავ­სეს ჰა­­რი. ძეგ­ლი –

    მა­თი სი­შა­ვით შეშ­ფო­თე­ბულ

    გამ­­ლე­ლებს – მშვი­დი, კმა­ყო­ფი­ლი

    გად­მოჰ­ყუ­რებ­და. სა­ხელ­­წი­ფო

    მო­ხე­ლე­­ბი ცდი­ლობ­­ნენ სწრა­ფად

    გად­მო­სუ­ლიყ­­ნენ მან­ქა­ნე­ბი­დან,

    სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აევ­ლოთ კი­ბე

    და კარ­სუ­კან მი­მა­ლუ­ლიყ­­ნენ.

    ხო­ლო მერ­ცხ­ლე­ბი – მთე­ლი ზაფხუ­ლი

    ტრი­­ლებ­­ნენ საფ­­თხედ ჰა­ერ­ში

    და ზაფხუ­ლი ისე გა­ვი­და –

    თავს არ დას­­მი­ან არ­­ვის,

    მხო­ლოდ – ქუ­ჩებ­ში და ბა­ღებ­ში –

    ხში­რად ვპო­­ლობ­დით – მკვდარ

    ჩი­ტებს – მკვდარ, ჩვე­­ლებ­რივ

    პა­ტა­რა და თეთ­­გუ­ლა მერ­ცხ­ლებს.

    * * *

    ბორ­ჯო­მის პარ­­ში – ცის კრი­­ლა

    ზოლს ავ­სე­ბენ ტკბი­ლი ღრუბ­ლე­ბი –

    ბამ­ბის ფე­რა­დი ნა­ყი­ნე­ბი:

    “ყვი­თე­ლი თუ ვარ­დის­ფე­რი?”

    პა­ტა­რა გო­გო – ვარ­დის­ფერს ირ­ჩევს

    და კა­რუ­სე­ლის ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი –

    ვი­ღაც მტი­რა­ლა ბი­ჭის

    გვერ­დით სვამს, უხს­ნის:

    “პა­პა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია,

    მი­წა­ზე უნ­და დარ­ჩეს” და ის კი –

    ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

    მა­­სუ­რებს, სა­ქა­ნე­ლებს, ფიჭ­ვებს დაჰ­ყუ­რებს.

    მტი­რა­ლა ბი­ჭი არ ჩუმ­დე­ბა.

    ვარ­დის­ფერ ღრუ­ბელს უწვ­დის –

    აჩ­­მებს. ამ სი­მაღ­ლი­დან

    ყვე­ლა­ზე მე­ტად – პა­პის და­ნახ­ვა უხ­­რია

    და ხელს უქ­ნევს: და­მე­ლო­დე,

    არ­სად წახ­ვი­დე. საკ­მა­რი­სია – ის –

    ვინც გიყ­ვარს – თვალს მი­­ფა­როს

    და სა­მოთხეც – შე­ნი­­ნად – შენს გარ­შე­მო –

    უც­ხოდ, ავ­ად დატ­რი­ალ­დე­ბა.

    ის იღ­ვი­ძებს: ზრდას­რუ­ლი და

    ბამ­ბის ნა­ყინს გა­დაჩ­ვე­­ლი.

    მა­მა­მი­სის რა­დი­­ში უყ­­რა­დებს

    ხალ­ხის ამ­ბავს, – სა­კუ­თარ სისხლს რომ

    ჰყი­დი­ან, რომ ბავ­­ვე­ბი­სათ­ვის

    თბი­ლი პუ­რი იყ­­დონ. ვი­სი

    ღვთა­ებ­რი­ვი ძარ­­ვე­ბი­სა­კენ მი­­დი­ნე­ბა

    ამ­დე­ნი სის­­ლი?! ან რამ­დე­ნი

    დო­ნო­რია კი­დევ სა­ჭი­რო – რომ ამ­­ავ­სოს,

    წა­მით მა­ინც აგრ­­ნო­ბი­ნოს ეს ტკი­ვი­ლი,

    ეს სურ­ვი­ლი – თბი­ლი პუ­რი­სა?!

    სამ­ყა­რო უც­ხოდ და სა­ში­შად ტრი­­ლებს.

    უკ­ვირს – მტი­რა­ლა ბი­ჭი –

    ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

    რო­გორ სწრა­ფად ჩუმ­დე­ბა და მი­წა­ზე – თვა­ლით –

    არ­ვის ეძ­ებს; ეუბ­ნე­ბა:

    “აქ კარ­გია. კი­დევ ვიქ­რო­ლოთ!”

    * * *

    მომ­თა­ბა­რე­თა ტო­მის შვი­ლე­ბო,

    არ გა­იშ­ლე­ბა თქვე­ნი თმა – ლა­ღად;

    სხვი­სი მი­წის­­ვის მა­რად მშივ­რე­ბი –

    მუ­ზა­რა­დე­ბით შუბ­ლებს იდ­­ღავთ;

    ჩვენ ერთ­გუ­ლე­ბის ღმერ­თი გვყავს, თქვენ­­ვის –

    ოქ­რო­თი – მხო­ლოდ ფერფლს ას­წო­ნი­ან –

    აწმ­ყო­ში – თქვე­ნი ომ­ის ღმერ­თე­ბი,

    წარ­სუ­ლიც – ფერ­­ლის თა­ნას­წო­რია;

    და მო­მა­ვალ­საც – თუ გა­უს­წო­რებთ –

    მახ­ვილს, – ვერ შეძ­ლებს თვა­ლი – იგ­­ვეს:

    იქ­ით – ოქ­რო­თი აუწ­­ნა­ვი –

    კვლავ ჩვე­ნი პუ­რის ყა­ნა ბი­ბი­ნებს.

    © ”არილი”

  • პოეზია

    თი­ნი­კო ხუ­ტუ­რი­ძე


    ­ბურთი და თა­ვი


    ­­ნაწილი I

    მე ავ­­ღე

    რე­ზი­ნის ბურ­თი და გავ­ტყორ­­ნე

    შორს. ფე­ხე­ბის ქვეშ კი მი­დი­­და

    მდი­ნა­რე

    და ჩემს აკ­ან­კა­ლე­ბულ ან­­რეკლს

    ამშ­ვი­დებ­­ნენ თხე­ლი თევ­ზე­ბი.

    ქარ­­ნის მი­ლებ­ზე

    შე­მომ­­­და­რი ბი­ჭე­ბი აფ­ურ­თხებ­­ნენ

    მდი­ნა­რე­ში დაგ­რო­ვილ სპაზ­მებს.

    ნაგ­ვის გრო­ვა­ში თეთ­რი ხო­ჭო­­ბი

    მი­ას­ვე­ნებ­­ნენ შვი­ლებს

    და გა­მოხ­რულ ძვლებ­ში მარ­ხავ­­ნენ.

    მე ავ­­ღე

    რე­ზი­ნის ბურ­თი და გა­და­ვუგ­დე

    იქ­ვე მდგარ მო­ხუცს. რომ­ლის

    უზ­არ­მა­ზა­რი თა­ვი ჰგავ­და

    მზეს. და

    ბურ­თი და­იწ­ვა. მი­მო­ვი­ხე­დე და

    ვე­რა­ფე­რიც ვე­ღარ ავ­­ღე. ვე­რა­ფე­რიც

    ვე­ღარ გა­და­ვუგ­დე ვე­რა­ვის ვერ­სად.

    შორს

    ქარ­­ნის მი­ლე­ბი აფ­ურ­თხებ­­ნენ

    ცივ მდი­ნა­რე­ში და ქუ­ჩა­ში

    ბავ­­ვე­ბი თა­მა­შობ­­ნენ

    ბურ­თით.

    ჩემს აკ­ან­კა­ლე­ბულ ან­­რეკლს

    გა­დავ­­ვიე ხე­ლი და ვუ­ჩურ­ჩუ­ლე

    ყელ­ში

    სხვი­სი სიმ­­ვი­დე.

    ნა­წი­ლი II

    მე ვი­წე­ქი

    გა­ტე­ხი­ლი ბეჭ­დის გვერ­დით და მი­სი

    თვა­ლი

    მი­ნა­თებ­და მუხ­ლის­თა­ვებს.

    მრგვალ მინ­დორ­ში მუ­შე­ბი თე­სავ­­ნენ

    მზე­ებს და გა­ზაფხულ­ზე ბა­რავ­­ნენ

    გულ­მოდ­გი­ნედ.

    სხვა მზე­­ბი ცა­ში ბჭობ­­ნენ იმ­­ზე

    თუ რო­გორ ამ­­ეთხა­რათ

    ძმე­ბი მზე­­ბი.

    გულ­მოდ­გი­ნე მუ­შე­ბი კი შუბ­ლი­დან

    ხე­ლის ზურ­გით იწ­მენ­­­ნენ ოფლს

    და ჩა­ლის ქუ­დებს კი­დებ­­ნენ

    ხე­ებ­ზე.

    მე ვი­წე­ქი

    ზურ­­ზე და ნა­გა­საკ­ში გაბ­ნე­­ლი

    ატ­­მუ­რი ბომ­ბე­ბის კვამ­ლი მი­კენ­კავ­და

    ფილ­­ვებს

    რომ­ლე­ბიც მეწყო მი­წა­ზე ხე­ლებ­თან

    ერ­თად.

    ბავ­­ვებს მზის ყა­ნა­ში გა­და­­ვარ­დათ

    ბურ­თი და გა­დაწყ­ვი­ტეს გაქ­ცე­ვა იქ

    სა­დაც არ იქ­ნე­ბო­და ყა­ნე­ბი და

    მუ­შე­ბი

    გა­­ბე­რავ­­ნენ მზის­ხე­ლა ბურ­თებს.

    ნა­წი­ლი III

    მე არ ვი­წე­ქი

    მი­წა­ზე. არც ბა­ლახ­ზე და სა­ერ­თოდ

    ვე­კი­დე სა­რეცხის თოკ­ზე თავ­და­ყი­რა –

    მზე­ზე ვშრე­ბო­დი.

    ხე­ლე­ბი­დან კი ვწვე­თავ­დი წყალს.

    ჩქარ მდი­ნა­რე­ში ჩან­და ცა.

    კი­დევ ხი­დი. კი­დევ თვით­­­რი­ნა­ვი

    რო­მელ­საც ნა­გა­საკ­ში

    მიჰ­ქონ­და ბომ­ბე­ბი

    და პი­ლო­ტებს ეკ­­თათ მზის სათ­ვა­ლე.

    აი ეს ჩან­და მდი­ნა­რე­ში

    კი­დევ.

    მე არც ვი­ჯე­ქი. არც ვი­წე­ქი ბა­ლახ­ზე

    თუნ­დაც

    მი­წა­ზე –

    ვჩან­დი გაღ­მა

    იქ მინ­დორ­ში იაპ­­ნელ ბავ­­ვებს

    ვუკ­რე­ფავ­დი ბურ­თებს და ეს­ეც ჩან­და

    მდი­ნა­რე­ში კი­დევ.

    სხვა არ­­ფე­რი. სხვა არ­­ფე­რი

    არ იყო ირგ­­ლივ.

    ­მკვდარი თოვ­ლი

    არ იცი რა ხდე­ბა ჩემს

    გა­რეთ. და­ხუ­რე კა­რი.

    სი­ნათ­ლე გაქ­რა მზე­ნაკ­რა­ვი თხე­ლი

    თოვ­ლი­ვით.

    ამ­­ტო­მაც ხე­ლის­ცე­ცე­ბით მო­ძებ­ნე რა­მე

    ჩა­მო­ჯე­ქი სულ ერ­თი წუ­თით

    ვიდ­რე სა­მო­ვა­რი წა­მო­დუღ­დე­ბო­დეს

    კა­რა­ქა­რე­ულ თაფ­ლი­ან პურ­ზე

    და­ვატყობ­დე უკ­­ნას­­ნელ ნაკ­ბი­ლა­რებს და

    უხ­ვად შეყ­რილ კა­ბის ნა­­ჭებს შე­ვის­წო­რებ­დე.

    მე­რე ერ­თად გა­ვი­დეთ გა­რეთ

    სა­დაც ყო­ჩაღ­მა მა­მა­ჩემ­მა და­ბა­რა

    მი­წა.

    შა­ვი მი­წა და­­ფა­რა ნორ­ჩი ფუტ­­რე­ბით

    იმ­ის გა­რეთ კი ამ­­ქო­ლეს მა­ღა­ლი კა­რი.

    ჩვენ დავ­­ჩით შიგ­ნით –

    მოგ­ვატყუ­ეს უს­­ნათ­ლო თეთ­­მა

    ხე­ლებ­მა

    ამ სა­მო­ვარ­საც წა­ექ­ცა ფე­ხი –

    მე­ურ­მე­­ბი კე­თილ ხა­რებს უქ­ნე­ვენ შოლ­ტებს

    იმ­ათ ყვი­რილ­მა შე­არ­ხია

    ჩემს მუხ­ლებ­ზე და­ფე­ნი­ლი კა­ბის ნა­­ჭი.

    ჩვენ დავ­­ჩით შიგ­ნით –

    მე და­ვი­ნა­ხე

    რო­გორ ას­წია მა­მა­ჩემ­მა დაღ­ლი­ლი თა­ვი.

    შენც ხომ შე­ხე­დე

    ჩემს მხრებს იქ­ით მზემ მოკ­ლა თოვ­ლი

    და გა­მარ­­ვე­ბის ნიშ­ნად შეჰ­კივ­ლა.

    და­ხუ­რე კა­რი.

    შენ არ იც­­დი რა ხდე­ბო­და

    ჩემს იქ­ით. გა­რეთ.

    შენ გინ­და რომ დამ­­ლი­ჯონ ძაღ­ლებ­მა

    ცო­ფი­ან­მა ძაღ­ლებ­მა ჩა­მოგ­ლი­ჯონ ფარ­და

    ჩე­მი ფან­­რის

    რომ­ლის მიღ­მაც გამ­­ლე­ლე­ბის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე.

    თა­ვებს ვთლი და

    ჭერ­ში ვაწყობ.

    იმ­ათ ფე­ხებ­ზე და­ბე­რი­ლი ძარ­­ვე­ბი

    მა­მუნ­ჯე­ბენ –

    თმე­ბი მცვი­ვა.

    თმე­ბი ორ­მო­ში.

    შა­ვი კა­ტე­ბი კნა­ვი­ან თვა­ლებ­თან.

    არა. ფე­რი

    (ც) არ იცვ­ლე­ბა –

    აი ხე­ლე­ბი: თი­თე­ბი არ­ას­წო­რია და

    დე­და­ბე­რი ჯოხს მი­კა­კუ­ნებს თავ­ში

    მე­ზობ­ლის ქა­ლე­ბი კი წვე­ლი­ან თბილ ძრო­ხებს.

    ფე­რე­ბი და­მექ­ცა პე­ნი­ცი­ლი­ნის ბოთ­ლი­დან

    მინ­დორ­ში ამ­­ტო­მაც გა­ჩე­ხეს ზვი­ნე­ბი და

    აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ნაძ­ვე­ბი

    სა­ხე­ში მირ­ტყა­მენ ფეს­ვებს.

    ერ­თი თბი­ლი ძრო­ხა

    უკ­ვე დაკ­ლეს კა­ცებ­მა.

    ალ­ბათ შე­ჭა­მენ

    არა ფე­რი (ც) –

    დაჭ­რი­ან და ჩა­უშ­ვე­ბენ ორ­მო­ში.

    შენ კი გინ­და რომ დამ­­ლი­ჯონ ძაღ­ლებ­მა

    ცო­ფი­ან­მა ძაღ­ლებ­მა ჩა­მოგ­ლი­ჯონ

    იმ­ათ ფე­ხებ­ზე და­ბე­რი­ლი ძარ­­ვე­ბი.

    © ”არილი”

  • პორტრეტი

    უილიამ ფოლკნერი

    რო­გორ გაჰ­­ვა ფოლ­­ნე­რის ფავ­ნუ­სი პა­ნის ძა­ხილს

    ლე­ლა სამ­ნი­აშ­ვი­ლი

    უილ­­ამ ფოლ­­ნერ­მა წე­რა იმ რწმე­ნით და­იწყო, რომ პო­­ტი გახ­დე­ბო­და, მაგ­რამ ამ სურ­ვი­ლის გან­ხორ­ცი­­ლე­ბა მხო­ლოდ პრო­ზა­ში გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გვაქვს მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თი იმ­­სა, რომ მწე­რა­ლი მოღ­ვა­წე­­ბას პო­­ზი­ით იწ­ყებს, შემ­დეგ პრო­ზა­ზე გა­და­დის და ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლი თით­­მის ყო­ველ­­ვის მწერ­ლის მი­ერ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სწო­რად გა­აზ­რე­ბის უნ­­რია. უიშ­ვი­­თე­სია შემ­თხ­ვე­ვა (მაგ.: თო­მას ჰარ­დი), რო­დე­საც მსგავ­სი არ­ჩე­ვა­ნით მწე­რა­ლი გვი­ტო­ვებს ორ­ჭო­ფო­ბის მი­ზეზს, რა­თა იგი უკ­­თეს პრო­ზა­­კო­სად მი­ვიჩ­ნი­ოთ, ვიდ­რე პო­­ტად. მათ შო­რის, ვინც პრო­ზა­ზე გა­დას­­ლით სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­­კე­თა, ფოლ­­ნერს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და სა­ბა­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვი “და­მარ­ცხე­ბულ პო­­ტად” გა­მო­ეცხა­დე­ბი­ნა. მი­სი ნა­წე­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა პო­­ზი­ად ჩავ­­ვა­ლოთ, მი­თუ­მე­ტეს, რომ დღე­­სათ­ვის ან­არ­ქის­ტუ­ლად სუ­ლაც აღ­არ გა­ის­მის პო­­ზი­­სა და პრო­ზას შო­რის ზღვა­რის არ­არ­სე­ბო­ბის იდეა.

    რაც შე­­ხე­ბა ტრა­დი­ცი­ულ პო­­ზი­ას, ფოლ­­ნერ­მა აქ თა­ვი­სი სტი­ლი ნამ­­ვი­ლად ვერ იპ­­ვა, მაგ­რამ მი­სი ლექ­სე­ბი იმ­­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ შე­უძ­ლი­ათ დაგ­ვა­ნა­ხონ, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­და იგი რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, რო­გორ მი­აღ­წია იმ­ას, რა­საც თვით­­ყო­ფა­დო­ბას ვუ­წო­დებთ.

    სა­ერ­თოდ, ძალ­ზედ მცდა­რია აზ­რი იმ­ის შე­სა­ხებ, თით­ქოს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი ხელს უშ­ლის მწერ­ლის მი­ერ სა­კუ­თა­რი ორ­­გი­ნა­ლუ­რი სტი­ლის მიგ­ნე­ბას. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გავ­ლე­ნა – მწერ­ლი­სათ­ვის ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, ან სუ­ლაც, – ინ­დი­ვი­დუ­­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. ფოლ­­ნე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უბ­რა­ლოდ, – რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­და ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და სა­ჭი­რო ფორ­მა­ში მოყ­ვა­ნას.

    ფოლ­­ნე­რის მრა­ვალ­რიცხო­ვან მკვლე­ვარ­თა­გან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე უფ­რო ცნო­ბი­ლი, – ამ­­რი­კე­ლი კლენთ ბრუკ­სი, თა­ვის ნაშ­რომ­ში “იოკ­ნა­პა­ტო­ფა­სა­კენ და მის მიღ­მა”, წერს, რომ “პო­­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ფოლ­­ნე­რი ქვეც­ნო­ბი­­რად თუ არ­აქ­ვეც­ნო­ბი­­რად ბა­ძავ­და, იყვ­ნენ გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის ოთხ­მოც­და­­თი­­ნი წლე­ბის პო­­ტე­ბი, ანუ ის­­ნი, ვი­საც “მინ­დორ­თა და ტყე­თა ღმერ­თე­ბის არ­სე­ბო­ბის შეგ­­­ნე­ბა” ჯერ კი­დევ შე­ეძ­ლოთ. ამ­­ტო­მაც, ფოლ­­ნე­რის ად­რე­­ლი ლექ­სე­ბი გვი­ან­დე­ლი რო­მან­ტიზ­მის ლექ­სე­ბია. რო­გორც მოგ­ვი­­ნე­ბით თა­ვად იხ­სე­ნებ­და, თექ­­­მე­ტი წლი­სამ აღ­მო­­ჩი­ნა სუ­ინ­ბერ­ნი: “ახ­ლა (1925) მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ვი­პო­ვე შე­სა­ფე­რი­სი ჭურ­ჭე­ლი, რო­მელ­შიც და­უმ­­­­რევ­ლად ჩა­ვაწყობ­დი სა­კუ­თარ ბუნ­დო­ვან ემ­­ცი­ურ ჩრდი­ლებს. მხო­ლოდ წლე­ბის შემ­დეგ მი­ვა­გე­ნი სუ­ინ­ბერ­­ში მეტს, ვიდ­რე ეს კაშ­კა­შა და ბას­რი ბგე­რა იყო”.

    ამ გავ­ლე­ნით და­წე­რი­ლი ფოლ­­ნე­რის ერთ-ერ­თი ლექ­სი “Sapphics“, – სუ­ინ­ბერ­ნის ამ­­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ლექ­სის გა­მო­ძა­ხილ­სა და კო­მენ­ტარს წარ­მო­ად­გენს. სუ­ინ­ბერ­ნის ის­ეთ ფრა­ზებს, რო­გო­რი­ცაა “The breasts of the nymps in the brake” (“ნიმ­ფა­თა მკერ­დი მსხვრე­ვი­სას”); “her bright breast shortening into sigh” (“ამ­­სუნ­­­ვი­სას ეკ­უმ­შე­ბა ნა­თე­ლი მკერ­დი”), – ფოლ­­ნე­რი ოთხ­ჯერ ეხ­მა­­რე­ბა: “no shortening brested nymph” (“აღ­არ ჩანს ნიმ­ფა – კუმ­­ვა­დი მკერ­დით”); “dream his bodyshortening and shuddering into his” (“ოც­ნე­ბა მას­ზე… თრთის, იკ­უმ­შე­ბა მი­სი სხე­­ლი”); “did short to sighs her breast” (“ამ­­სუნ­­­ვა­ში მი­­ლია იმ­­სი მკერ­დი”); “lies on her short and circled breast” (“აწ­ევს პა­ტა­რა, მორ­კა­ლურ მკერ­­ზე”).

    ფოლ­­ნე­რის ად­რე­­ლი, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ლექ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩვე­ნამ­დე უფ­რო – ფრან­გუ­ლი წყა­რო­­ბი­დან არ­ის ცნო­ბი­ლი, ვიდ­რე ბრი­ტა­ნუ­ლი­დან. ახ­ალ­გაზ­­და ფოლ­­ნე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი პო­­ზი­ით, – ბა­ძავ­და და თარ­­­ნი­და მა­ლარ­მეს, პოლ ვერ­ლენს.

    1924 წლის დე­კემ­ბერ­ში ფოლ­­ნერ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნი “The Marble Faun” (“მარ­მა­რი­ლოს ფავ­ნუ­სი”) გა­მოს­ცა. ლექ­სის მეტ­რუ­ლი ზო­მა (რვა­მარ­­­ლი­­ნი სტრი­ქო­ნე­ბი) უილ­­ამ ბატ­ლერ იეიტ­სის “The Song of Happy Shepherds” (“ბედ­ნი­­რი მწყემ­სის სიმ­ღე­რა”)-დან უნ­და იყ­ოს აღ­­ბუ­ლი. ფოლ­­ნე­რის ფავ­ნუსს მარ­მა­რი­ლო­ში მო­აქ­ცე­ვენ და ბა­ღის ორ­ნა­მენ­ტად დად­გა­მენ. ერთ ხანს მას “მყვი­რა­ლა ბრბო” ცეკ­ვით გარს უვ­ლის. შემ­დეგ ფავ­ნუ­სი მი­ტო­ვე­ბუ­ლია და ბაღ­ში წე­ლი­წა­დის დრო­თა ცვა­ლე­ბა­დო­ბას გაჰ­ყუ­რებს. ფავ­ნუ­სი ცდი­ლობს გა­მო­ვი­დეს ქვი­დან, უპ­­სუ­ხოს პა­ნის ძა­ხილს, მოძ­რა­ვი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი გახ­დეს. მის წარ­მო­სახ­ვა­ში ჩნდე­ბა სუ­რა­თი – “I pass to cool my feet in deep rich grass” (“ვა­ბი­ჯებ, რა­თა ღრმა, ხშირ ბა­ლახ­ში გა­ვიგ­რი­ლო ჩე­მი ტერ­ფე­ბი”). მაგ­რამ ფავ­ნუ­სი ხშირ ბა­ლახ­ში ტერფს ვე­რა­სო­დეს ვერ გა­იგ­რი­ლებს. ის სა­მუ­და­მოდ მარ­მა­რი­ლო­ში რჩე­ბა “სევ­დი­ან ტუ­სა­ღად” – “a sad, bound prisoner“. აქ იგრ­­ნო­ბა კიტ­სის გავ­ლე­ნა, ფოლ­­ნე­რი ალ­ბათ გა­ტა­ცე­ბით კითხუ­ლობ­და კიტ­სის “Ode on a Gracian Um” (“ოდა ბერ­­ნულ ლარ­ნაკ­ზე”) და “Ode to a Nightingle” (“ოდა ბულ­ბულს”), სა­დაც უძ­რა­­ბა­ში ჩა­ყი­ნუ­ლი გმი­რის სევ­და გა­ის­მის.

    რო­გორც ბრუკ­სი აღ­ნიშ­ნავს, “ფავ­ნუ­სის” ყვე­ლა­ზე დი­დი ნაკ­ლი ის არ­ის, რომ ახ­ალ­გაზ­­და პო­­ტი გა­წა­მე­ბუ­ლია რით­მის ძი­­ბით. ხან­და­ხან იძ­­ლე­ბუ­ლია აზ­რობ­რი­ვად გა­­მარ­თა­ვი ფრა­ზა იხ­მა­როს. ხში­რად სტრი­ქო­ნის მეტ­რუ­ლი ზო­მაც დარ­­ვე­­ლია, მაგ­რამ ხან­და­ხან გვხვდე­ბა ნამ­­ვი­ლად პო­­ტუ­რი სტრი­ქო­ნე­ბიც. მაგ.: “Content to watch by day/The dancing lights unthinking play/Ruffling the pool“; “While the startled sunlight drips/From beech and alder fingertips“; “And like a spider on a veil Climbs a moon” – “სი­­მე, თვალს რომ მთე­ლი დღე არ ღლის/ცქე­რა – თუ რო­გორ ცეკ­ვა­ვენ ლა­ღი/მზის სხი­ვე­ბი და გუ­ბეს რკა­ლა­ვენ”; “ვიდ­რე წვე­თა­ვენ სხი­ვე­ბად თხე­ლი/თი­თის წვე­რე­ბი წიფ­ლის და თხმე­ლის”; “რო­გორც ობ­­ბა – ფარ­დის ქსო­ვილ­ზე,/მი­ცო­ცავს მთვა­რე”.

    ფოლ­­ნე­რის მე­­რე პო­­ტუ­რი კრე­ბუ­ლი “The green bough” (“მწვა­ნე ყლორ­ტი”) 1933 წელს გა­მოქ­ვეყ­­და და გა­ცი­ლე­ბით უფ­რო დახ­ვე­წი­ლია, ვიდ­რე “მარ­მა­რი­ლოს ფავ­ნუ­სი”, თუმ­ცა ის­იც სავ­სეა ფოლ­­ნე­რის მი­ერ წა­კითხუ­ლის ეფ­ექ­ტით. აქ იგრ­­ნო­ბა სუ­ინ­ბერ­ნი, გრეი, კიტ­სი, ექო – შექ­­პი­რის მაკ­ბე­თი­დან და ტე­ნი­სო­ნიც კი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მა­ინც ჰა­უს­მა­ნი­საა.

    ფოლ­­ნე­რი წერს – “Woman bore you” (“შენ ქალ­მა გშო­ბა”), რაც ჰა­უს­მა­ნის “შროფ­შა­­რელ ჭა­ბუკ­ში” (“A Shopshire Lad“) ასეა – “Woman bore me, I will rise” (“მე ქალ­მა მშო­ბა, მე გა­ვიზ­­დე­ბი”). მწვა­ნე ყლორ­­ში ვკითხუ­ლობთ – “Lifes gale may blow“, “სი­ცოცხ­ლის ქარ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ბე­როს”, რაც ჰა­უს­მან­თა­ნაც გვხვდე­ბა – “Through him the gale of life blew high” – “მას­ში სი­ცოცხ­ლის ქარ­ბუ­ქი ატყ­და”.

    Verse Old and Nascent” (“ლექ­სი ძვე­ლი და მო­მა­ვა­ლი”), სა­დაც ფოლ­­ნე­რი წერ­და, რომ ჰა­უს­მა­ნის “შროფ­შა­­რელ ჭა­ბუკ­ში” აღ­მო­­ჩი­ნა “მი­ზე­ზი – ფან­ტას­ტი­ურ სამ­ყა­რო­ში მოს­­ლი­სა”, გა­მოქ­ვეყ­­და 1925 წელს. ამ­­ვე დროს და­­ბეჭ­და ფოლ­­ნე­რის პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა “Out of Nazareth” (“ნა­ზა­რე­თი­დან”), რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რიც, – ახ­ალ­გაზ­­და, პო­­ტუ­რი ბუ­ნე­ბის მოგ­ზა­­რი უც­ნობს უმ­ხელს თა­ვის განძს – “შროფ­შა­­რე­ლი ჭა­ბუ­კის” ეგ­ზემ­­ლარს.

    ფოლ­­ნე­რის პირ­ვე­ლი რო­მა­ნი “Soldiers Pay” (“ჯა­რის­კა­ცის საზ­ღა­­რი”), აგ­რეთ­ვე 1925 წლით თა­რიღ­დე­ბა. მი­სი გმი­რია დო­ნალდ მა­ჰო­ნი, რო­მელ­საც I მსოფ­ლიო ომ­ში და­ღუ­პუ­ლად თვლიდ­ნენ, მაგ­რამ ცოცხალ-მკვდარს ქა­ლის პე­რან­­თან და თხელ­­დი­ან “შროფ­შა­­რელ ჭა­ბუკ­თან” ერ­თად იპ­ოვ­ნი­ან.

    ჰა­უს­მა­ნის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ძლი­­რი გავ­ლე­ნა ფოლ­­ნე­რის პო­­ზი­­ზე ტო­მას სტერნზ ელ­­ოტ­მა იქ­­ნია. ბრუკ­სის დაკ­ვირ­ვე­ბით, – “უც­ნა­­რია, რომ ელ­­ოტ­მა, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად “არ­­რო­მან­ტი­­ლია”, ას­­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ფოლ­­ნე­რის პო­­ზი­­ზე”. ელ­­­ტი იგრ­­ნო­ბა “მარ­მა­რი­ლოს” ფავ­ნუს­ში”, აგ­რეთ­ვე რამ­დე­ნი­მე ლექ­­ში, რომ­ლე­ბიც შე­სუ­ლია კო­ლექ­ცი­­ში “Vision of Spring” – “გა­ზაფხუ­ლის ხილ­ვა”. ეს ლექ­სე­ბი ფოლ­­ნერ­მა შე­აგ­რო­ვა და უს­ახ­სოვ­რა ეს­ტე­ლა ოლდ­ჰემ ფრან­­ლინს 1921 წელს. აქ­­დან ზო­გი “მწვა­ნე ყლორ­­ში” და­­ბეჭ­და, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლია.

    ელ­­­ტის ზე­გავ­ლე­ნა ჩანს ფოლ­­ნე­რის “პრე­ლუ­დი­ებ­შიც”. ფოლ­­ნე­რის ლექ­სი “Love Song” – ელ­­­ტის “Love Song“-ს ფეხ­და­ფეხ მის­დევს. პრუფ­რო­კის მსგავ­სად, ფოლ­­ნე­რის პერ­სო­ნა­ჟი სი­ბე­რეს აც­ნო­ბი­­რებს: “I grow old“. ფოლ­­ნე­რის გმი­რის გა­მოღ­ვი­ძე­ბა სიკ­­დი­ლის ტოლ­ფა­სია – “to wake him, and he dies“. ელ­­ოტ­თან ეს მო­მენ­ტი შემ­დეგ­ნა­­რად გად­მო­­ცე­მა – “Till human voice wake us, and we drawn” (“ვიდ­რე ძა­ხი­ლი – ად­­მი­­ნის გა­მოგ­ვაღ­ვი­ძებს და ფსკე­რი­სა­კენ და­ვეშ­ვე­ბით”).

    ფოლ­­ნე­რი­სად­მი მიძღ­­ნილ თა­ვის ნაშ­რომ­ში ბრუკ­სი წერს: “მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ ჰა­უს­მა­ნი და ელ­­­ტი ვერ და­ეხ­მარ­ნენ ფოლ­­ნერს, – გა­და­ეჭ­რა თა­ვი­სი, რო­გორც პო­­ტის პრობ­ლე­მე­ბი, მათ­მა მიდ­გო­მამ რე­­ლო­ბი­სად­მი, ად­­მი­­ნი­სად­მი, – დი­დი რო­ლი ით­­მა­შა ფოლ­­ნე­რის მსოფ­­­ხედ­ვე­ლო­ბა­ზე. ამ­ას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰა­უს­მა­ნი – ბო­ლო რო­მან­ტი­კო­სი, ელ­­­ტი კი მკაც­რად მო­აზ­როვ­ნე “ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლი” – ჭკვი­­ნი, ირ­­ნი­­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე იყო”.

    იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ლექ­სებს წერ­და, ფოლ­­ნერს ჯერ კი­დევ არ ჰქონ­და აღ­მო­ჩე­ნი­ლი იოკ­ნა­პა­ტო­ფას ოლ­ქი. კლენთ ბრუკ­სის სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, “მარ­მა­რი­ლოს ფავ­ნუს­ში” მი­სი მშობ­ლი­­რი მი­სი­სი­პის ლურ­ჯი მთე­ბის ნაც­­ლად მდე­ლო­­ბი და გო­რა­კე­ბია მი­მობ­ნე­­ლი. აქ ყვა­ვის მა­ნა­ნა. თი­ვის­სა­ხუ­რა­ვი­ან კო­ტე­ჯებს ზე­მოთ ბულ­ბუ­ლე­ბი და შაშ­ვე­ბი მღე­რი­ან, რაც – ევ­რო­პულ სუ­რათს უფ­რო ქმნის, ვიდ­რე ამ­­რი­კულს. ფოლ­­ნე­რის შაშ­ვებს სწო­რედ ის­­თი ხმა აქვთ, რო­გო­რიც ჰა­უს­მა­ნის ლექ­­ში”. ასე რომ, “მარ­მა­რი­ლოს ფავ­ნუს­ში” ფოლ­­ნე­რი­სათ­ვის სა­ტუ­სა­ღოდ ქვის მა­გი­ერ – ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა, თუ ამ ზე­გავ­ლე­ნის სა­კუ­თა­რი ნი­ჭის შე­სა­ფე­რი­სად გა­მო­ყე­ნე­ბის უუნ­­რო­ბა უნ­და მი­ვიჩ­ნი­ოთ. ფოლ­­ნერს უნ­და და­ემ­­­­რია ეს მარ­წუ­ხე­ბი, თო­რემ მი­სი ქმნი­ლე­ბე­ბი, მი­­ხე­და­ვად აქა-იქ გა­მობ­­წყი­ნე­ბუ­ლი სტრი­ქო­ნე­ბი­სა, სა­მუ­და­მოდ ცა­რი­­ლი დარ­ჩე­ბო­და. ეს ბრძო­ლა მსგავ­სი ეფ­ექ­ტე­ბის წი­ნა­აღ­­დეგ მა­ნამ­დე გაგ­­ძელ­და, ვიდ­რე ფოლ­­ნერ­მა “Pylon” (“პი­ლო­ნი”) არ შექ­­ნა (1935).

    ფოლ­­ნე­რი არ­ას­წო­რად მოხ­­და დრო­ში. რო­გორც ბრუკ­სი ამ­ბობს, – “მის ლექსს რე­­ლიზ­მი სჭირ­დე­ბო­და, – ჩამ­­რალ რო­მან­ტიზ­­თან შე­ზა­ვე­ბუ­ლი”. ფოლ­­ნე­რის სა­­კე­თე­სო ლექ­სე­ბი იძ­ლე­ვა იმ­პულსს, რომ მას შე­იძ­ლე­ბა პო­­ზი­­შიც ეთქ­ვა თა­ვი­სი სათ­­მე­ლი, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ალ­ბათ მის ბრწყინ­ვა­ლე პრო­ზა­ში ნათ­­ვა­მი და­­კარ­გე­ბო­და.

    სწო­რედ პრო­ზა­ში წერს ფოლ­­ნე­რი, რო­გორც და­ბა­დე­ბით პო­­ტი. რო­მა­ნებ­ში – “სო­ფე­ლი”; “ხმა­­რი და მძვინ­ვა­რე­ბა”; “აბ­­სა­ლომ! აბ­­სა­ლომ!” – აიკი, ბენ­ჯი, კვენ­ტინ კომ­­სო­ნი, მის რო­ზა – ამ პო­­ზი­ის მა­ტა­რე­ბელ­ნი არ­­ან.

    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ფოლ­­ნე­რის პი­­სა – ლექ­სად “მა­რი­­ნე­ტე­ბი”. რაც შე­­ხე­ბა მი­სი ყვე­ლა­ზე უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ის­­ნი 1925 წელს არ­ის და­წე­რი­ლი და არ­­სო­დეს არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა. ეს ლექ­სე­ბი თავ­მოყ­რი­ლია პა­ტა­რა, ხელ­ნა­წერ წიგ­­ში სა­თა­­რით “To Helen: A Courtship“. ის­­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ფრაგ­მენ­ტებს ფოლ­­ნე­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­დან და ავ­ტო­რის ელ­ენ ბე­ირ­დით გა­ტა­ცე­ბის პე­რი­ოდს ემთხ­ვე­ვა.

    არ გვხვდე­ბა 1926 წელ­ზე უფ­რო გვი­ან და­თა­რი­ღე­ბუ­ლი არ­ცერ­თი ლექ­სი. აქ­­დან უკ­ვე ფოლ­­ნე­რის პრო­ზა იწ­ყე­ბა – პო­­ზი­ას შე­ხორ­ცე­ბუ­ლი.

    © “არილი”

  • პოეზია

    ალ­ე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი


    და­კარ­გუ­ლი ად­­მი­­ნი

    თქვი: ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა,

    უბ­რა­ლოდ – კარ­გად!

    კარ­გად იპ­არ­სავ დი­ლით

    პირს და კარ­გად სა­უზ­მობ,

    კარ­გად გა­დი­ხარ ში­ნი­დან

    გა­რეთ, სა­დაც კარ­გებს

    დღი­თიდ­ღე კარ­გავ და

    ყო­ველ მათ­განს

    კარ­გი კა­ცის მზე­რა აქვს

    მე­რე, რო­ცა კარ­გად

    აღ­არ გახ­სოვს მა­თი სა­ხე­ლი

    და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა,

    უბ­რა­ლოდ – კარ­გად!..

    უბ­რა­ლოდ, კარ­გი ამ­ინ­დია

    და ლა­პა­რა­კობ

    ად­­მი­ან­თან ამ ამ­ინ­­ზე,

    რო­გორც, ვთქვათ, ქალ­ზე:

    “რა მშვე­ნი­­რი ამ­ინ­დია”…

    “დი­ახ ბა­ტო­ნო, გუ­შინ­დელ­ზე

    უკ­­თე­სი”, – გპა­სუ­ხობს იგი

    და მე­რე დიდ­ხანს კარ­გად

    დუმ­ხართ. რო­ცა მზე ჩა­ვა,

    კარ­გი მთვა­რე ამ­­ვა, ხო­ლო

    კარგ მთვა­რეს ის­ევ

    კარ­გი მზე შეც­­ლის და

    ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, უბ­რა­ლოდ –

    კარ­გად და რა თქმა უნ­და,

    კარ­გა­და ხარ შენც, ყვე­ლა­ფერ­ში

    რა­კი ასე ძა­ლი­ან კარ­გად

    ჩა­ხე­დუ­ლი ხარ და ამ

    სი­კარ­გის ხვე­­ლებ­ში და­კარ­გულ­მა

    თქვი: ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა,

    უბ­რა­ლოდ – კარ­გად!.. კარ­გად.

    2000 წ.

    © ”არილი”

  • პოეზია (თარგმანი)

    იორგოს სეფერისი

    ­­­­­­თარგმნა ბიძინა ანთა­ძემ

    ­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­იორგოს სეფერისია 1900 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი გვარია სეფერიადისი. სწავლობდა სამართალს ათენში და პარიზში. 1926 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას მიჰყო ხელი – ჯერ კონსულად, შემდეგ კი ელჩად მუშაობდა ინგლისში, ალბანეთში, თურქეთში, ლიბანში. 1941-45 წლებში სეფერისი ემიგრაციაშია, ცხოვრობს ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკაში. 1963 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. გარდაიცვალა 1971 წელს.

    ზამ­­რის სხივ­ში

    1.

    ტვინ­ში შრი­­ლე­ბენ

    ჟან­გი­­ნი თუ­ნუ­ქის ფოთ­ლე­ბი.

    მბჟუტ­ვა­რე ტვინ­ში

    ტრი­­ლებს ქარ­ბუ­ქი,

    მძვინ­ვა­რე თო­ლი­ებს

    ფოთ­ლე­ბი მის­დე­ვენ ფეხ­და­ფეხ.

    და გაქ­ვა­ვე­ბულ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს

    ჰგვა­ნან ხე­­ბი.

    ტყე გა­ნი­ძარ­­ვა და გა­­რინ­და.

    2.

    თეთ­რი წყალ­­ცე­ნა­რე

    ცეცხ­­ში ან­თია.

    თეთ­რი როკ­ვით

    აივ­სო მი­და­მო.

    გაქ­ვავ­­ნენ ენ­­ბი ცეცხ­ლის.

    თოვ­­მა და­ფა­რა დე­და­მი­წა.

    3.

    თა­ნამ­­ზავ­რებ­მა გზა ამ­­რი­ეს

    სექ­ტან­ტე­ბით და ტე­ლეს­კო­პე­ბით.

    სად მიგ­ვიძღ­ვი­ან ნე­ტავ ეს გზე­ბი,

    მობ­­­­ვი­­ლე დღე

    ჯერ არ ჩამ­­რა­ლა –

    გა­მოქ­ვა­ბულ­ში ვარ­დი­ვით ბრწყი­ნავს.

    და ზღვა ხმა­­რობს უმ­სუ­ბუ­ქე­სი,

    ღმერ­თის კალ­თებ­­ვეშ.

    4.

    შენ აქ წარ­მოთ­­ვი

    ერ­თი წლის წი­ნათ,

    ჩე­მი არ­სი სი­ნათ­ლე­ში ძევ­სო.

    ახ­ლა კი რო­ცა

    თვლე­მა გე­რე­ვა

    და თან შე­ნი გზა

    ფსკერ­ზე ემ­ხო­ბა.

    ხე­ლებს აც­­ცებ

    კუთხე-კუნ­ჭულ­ში,

    რომ მო­­ძიო შუ­ბი,

    რო­მელ­მაც

    ეგ შე­ნი გუ­ლი უნ­და გაჰ­­ვე­თოს

    დღის სი­ნათ­ლე­ზე.

    5.

    ეს რა მდი­ნა­რემ გაგ­ვი­ტა­ცა.

    რა ამღ­­რე­ულ­მა წყალ­მა წაგ­ვი­ღო?

    ფსკერ­ზე ვართ უკ­ვე,

    თავ­ზე თალ­ხი ჩქე­რი გა­დაგ­­დის,

    ლერ­წა­მი ოდ­ნავ მი­მო­ირ­ხე­ვა.

    წაბ­ლის ხის ქვეშ

    ჩქა­მე­ბი იქ­ცა მცი­რე კენ­ჭე­ბად.

    და ბავ­­ვე­ბი, ეს ონ­ავ­რე­ბი,

    ერთ­მა­ნეთს კენ­ჭებს ესვ­რი­ან და

    ეს­იტყ­ვე­ბი­ან.

    6.

    ოდ­ნა­ვი ქროლ­ვა, და აღ­ტა­ცე­ბა

    მა­შინ, რო­დე­საც წიგნს გა­და­ის­­რი,

    და თან ამ­­ხევ წარ­სუ­ლის ფურ­­ლებს

    ან წარ­მო­იდ­გენ გაშ­ლილ მინ­დორ­ზე

    კენ­ტავ­­თა ხტო­მას და შეჩ­­ვი­ფე­ბას.

    ამ­ორ­ძა­ლე­ბი ქა­რი­ვით ქრი­ან,

    აძ­რულ­ნი ვნე­ბით და სი­ხა­რუ­ლით.

    ნი­­ვი ტო­კავს გამ­თე­ნი­­სას

    და შენ ფიქ­რობ რომ მზე ამ­­ვი­და.

    7.

    ცეცხ­ლი ცეცხ­ლის­გან გა­ნი­კურ­ნე­ბა.

    არა თან­და­თან და წვეთ­­ვე­თო­ბით,

    არ­­მედ, უც­ბად, ან­აზ­დე­­ლად,

    თით­ქოს და ვნე­ბა ვნე­ბას შე­ერ­წყა

    აღ­ინ­თო მგზნე­ბა­რე სხი­ვით,

    მე­რე კი გალ­­ვა და მი­­ძი­ნა.

    უმ­ოძ­რაოა.

    ეს ამ­­ოხ­­რა აღს­რუ­ლე­ბა არ გე­გო­ნოთ, –

    ჭე­ქაა, გრგვინ­ვა.

    სცე­ნა­ზე

    1.

    მზეო, შენც ჩემ­თან ერ­თად ტრი­­ლებ,

    მაგ­რამ ეს მა­ინც არ არ­ის ცეკ­ვა:

    ეს სი­შიშ­­ლეა,

    და სის­­ლის წვეთ­ვა,

    რო­მე­ლი­ღა­ცა ბო­რო­ტი ტყის­­ვის;

    და აი –

    2.

    კვლა­ვაც ჩა­მოჰ­­რეს გაბ­მუ­ლად გონგს და

    მო­­ლოდ­ნე­ლად გაჩ­­­ნენ მორ­ბედ­ნი.

    მათ არ ვე­ლო­დი.

    მა­თი ხმე­ბი გა­და­მა­ვიწყ­და.

    ხა­ლა­სებ­სა და გუ­ლან­თე­ბუ­ლებს

    დი­დი კა­ლა­თა ეჭ­­რათ ხელ­ში,

    ნა­ყო­ფით სავ­სე დი­დი კა­ლა­თა.

    მე მაკ­ვირ­ვებ­და ჩე­მი ჩურ­ჩუ­ლი:

    მიყ­ვარს, ო, მიყ­ვარს ამ­ფი­თე­ატ­რი!

    ნი­ჟა­რა კვლა­ვაც გა­და­ივ­სო და

    სცე­ნა­ზე ჩაქ­რა კვლა­ვაც სი­ნათ­ლე,

    ეს ხომ მზა­დე­ბა არ­ის, ღმერ­­მა­ნი, –

    სა­ხე­ლო­ვა­ნი მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის.

    3.

    შენ რას და­­ძებ?

    წა­მომ­­გარ­ხარ მაგ ნო­ტიო

    ქვე­შა­გე­ბი­დან,

    გა­მო­სულ­ხარ აბ­­ნო­დან,

    რო­მელ­საც ავ­სებს შუ­რის­ძი­­ბა,

    და წვე­თე­ბი დაგ­­ვე­ნია

    სუს­ტი მხრე­ბი­დან.

    ფე­ხის­გუ­ლებ­­ვეშ გი­ფეთ­ქავს მი­წა.

    ჰე­კა­ტას სა­მი ძვირ­ფა­სი სა­ხე

    თა­ვის­კენ ის­ევ ისე გი­ზი­დავს.

    შე­ნი თვა­ლე­ბი

    ორ­ად ორი ტრა­გი­კუ­ლი ნი­ჟა­რაა,

    შე­ნი კერ­ტე­ბი მუ­ქი ალ­უბ­ლის კენ­ჭე­ბია, –

    თე­ატ­რა­ლუ­რი რეკ­ვი­ზი­ტია,

    და ბრწყი­ნავს, ბრწყი­ნავს.

    უკ­ვე იქ დგა­ნან.

    მო­ნებ­მა უკ­ვე გა­მო­­ტა­ნეს

    მჭრე­ლი და­ნე­ბი,

    შენ ას­ვე­ტილ­ხარ კვი­პა­რო­სი­ვით,

    ის­­ნი კი ქარ­ქა­ში­დან

    აძ­რო­ბენ და­ნებს,

    შენ­­კენ მო­დი­ან,

    შენ ყვი­რი­ხარ:

    “ვი­საც უნ­და ჩე­მი გან­­მირ­ვა

    მო­მი­ახ­ლოვ­დეს,

    მე ხომ ზღვა ვარ,

    ტალ­ღა­ას­­მუ­ლი.

    4.

    ზღვა რა­ნა­­რად გახ­და ას­­თი,

    წლო­ბით ვიც­დი­დი მე მა­ღალ მთებ­ში,

    ცი­ცი­ნა­თე­ლებს მოჰ­ქონ­დათ შუ­ქი,

    ახ­ლა კი ვე­ლი სა­ნა­პი­რო­ზე

    ად­­მი­ან­სა და ძე-ხორ­ცი­ელს.

    ზღვა ვინ შებღა­ლა?

    დელ­ფინ­მა გაჭ­რა მძვინ­ვა­რე ტალ­ღა,

    ზვირ­თებს კვე­თა­ვენ თო­ლი­ას ფრთე­ბი.

    აქ ვაგ­რო­ვებ­დი

    ბრჭყვი­­ლა კენ­ჭებს,

    ნი­ჟა­რე­ბის ხმას

    ვა­ყუ­რა­დებ­დი,

    დავ­ცუ­რავ­დი და ვყვინ­თავ­დი

    წყალ­ში თევ­ზი­ვით.

    მე ზღვა­­სან­მა მო­ხუც­მა მითხ­რა:

    “იქ­ნე­ბა მარ­­ლაც არ­­ფე­რი ვარ,

    მაგ­რამ შენ რაც გსურს, ის ვერ გავ­­დე­ბი”.

    5.

    ვის ყურ­თას­მე­ნას მიწ­­და ნე­ტა­ვი

    და­ნის წუ­­ლი გა­სათ­ლელ ქვა­ზე?

    ან ის მხე­და­რი რო­მე­ლი იყო,

    ჩი­რაღ­­ნით ხელ­ში აქ რომ მო­იჭ­რა?

    ხე­ლებს იბ­­ნენ, ნე­ლა ცხრე­ბი­ან,

    ვინ მოკ­ლა ბავ­­ვი, ვინ გა­მო­ფატ­რა?

    ვინ აღ­გა­ვა საცხოვ­რი­სი მი­წის­პი­რის­გან?

    არ­­ვინ არ ჩანს, მხო­ლოდ კვამ­ლია.

    ვინ გარ­ბო­და?

    ქვებ­ზე ბორ­კილ­თა ჟღე­რა მო­მეს­მა

    ამ­ოთხ­რი­ლია თვა­ლე­ბი და

    მოწ­მე კი არ ჩანს.

    6.

    რო­დის გა­­ღებ ხმას,

    რო­დის, რო­დის?

    ჩვე­ნი სიტყ­ვე­ბი მრა­ვალ მა­მა­თა

    პირ­­შო­ებს ჰგვა­ნან.

    ის­­ნი სის­­ლით იკ­ვე­ბე­ბი­ან.

    ნაძ­ვე­ბი ხომ ინ­­ხა­ვენ

    ქა­რის ხა­ტე­ბას,

    რომ ჩა­იქ­რო­ლა და მთებს იქ­ით

    გა­და­­კარ­გა,

    ას­­თი­ვეა სიტყ­ვა­თა ხვედ­რიც, –

    ის­­ნი კა­ცის სა­ხეს მა­ლა­ვენ

    ან ინ­­ხა­ვენ უღრ­მეს წი­აღ­ში.

    კა­ცი კი გაქ­რა.

    ვარ­­­­ლა­ვე­ბი სიტყ­ვებს ეძ­­ბენ

    შე­ნი სი­შიშ­­ლე რომ შე­მო­სეს,

    ზო­დი­­ქო­ებს რომ შე­­სიტყ­­ნენ,

    სად, სად იქ­ნე­ბი,

    რო­ცა თე­ატ­რი გაბ­­­­ვი­ალ­დე­ბა?

    7.

    შენ ხარ ნა­ტან­ჯი

    იქ, იმ ნა­პირ­ზე

    გა­მოქ­ვა­ბუ­ლის პირ­ქუ­ში მზე­რა

    არ გცილ­დე­ბო­და.

    იქ გა­ნი­ცა­დე:

    სიყ­ვა­რუ­ლი,

    კვლა­ვაღ­­გო­მა,

    კვლა­ვამ­ზე­ვე­ბა.

    იქ, სა­დაც წუ­თებს

    სტა­ლაგ­მი­ტე­ბი

    ითვ­ლი­ან უხ­მოდ.

    © “არილი”

  • Uncategorized

    ფირ­დო­უ­სი, "შაჰ­ნა­მე"

    ამ­ბა­ვი სი­­­ში­სა



    სპარ­სუ­ლი­დან თარ­­­ნა ინ­გა კა­ლა­ძემ

    ირ­­ნელ­თა ნა­ცი­­ნა­ლუ­რი ეპ­­სი – ფირ­დო­­სის “შაჰ­ნა­მე” ში­ნა­არ­სის გარ­და, თა­ვი­სი ფორ­მი­თაც უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტია. ეს გრან­დი­­ზუ­ლი თხზუ­ლე­ბა ციკ­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის ნა­წი­ლე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა. მი­სი პირ­ველ­წყა­როს ცალ­კე­­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი ლე­გენ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სინ­­რე­ტიზ­მის ეპ­­ქა­ში, სა­სიმ­ღე­რო ჟან­რის სტა­დი­­ზე ჩანს ჩა­სა­ხუ­ლი, იმ­თა­ვით­ვე გა­მიზ­ნუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ერ­თაქ­ტი­­ნი შეს­რუ­ლე­ბი­სა და მოს­მე­ნი­სათ­ვის. მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ პო­­მას წინ უძღ­ვის საკ­მა­ოდ ვრცე­ლი თე­მა­ტი­კის მქო­ნე პრო­ლო­გი (ღმერ­თი, გო­ნე­ბა, შე­საქ­მე, მო­ცი­ქუ­ლის შეს­­მა, ეპ­­სის წყა­რო­­ბი, წიგ­ნის შეთხ­­ვის მი­ზე­ზი, წიგ­ნის დამ­­ვე­თის ხოტ­ბა, სიტყ­ვის ღირ­სე­ბის გან­­ჯა), მი­სი თი­თო­­­ლი ციკ­ლი აგ­რეთ­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია შე­სავ­ლი­თა და დას­­­ნით (ანუ პრო­ლოგ-ეპ­­ლო­გით), რაც, ცხა­დია, ავ­ტო­რი­სე­­ლი სიტყ­ვაა, ფოლ­­ლო­რულ წყა­რო­ებ­ში ის­­ნი არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ხსე­ნე­ბუ­ლი შე­სავ­ლე­ბი შე­­ცავს მომ­დევ­ნო თხრო­ბის სა­გან­ზე მი­ნიშ­ნე­ბას და ამჟ­ღავ­ნებს ავ­ტო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამ საგ­ნი­სად­მი. პრო­ლოგ-ეპ­­ლო­გი ამკ­ვეთ­რებს მო­ცე­მუ­ლი ციკ­ლის ავ­ტო­ნო­მი­­რო­ბას და ეგ­ებ ეს­ეც იყ­ოს ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი იმ­­სა, რომ ირ­­ნის კულ­ტუ­რამ ჩვენს დრომ­დე შე­­ნარ­ჩუ­ნა “შაჰ­ნა­მეს” მკითხ­ველ­თა ინს­ტი­ტუ­ტი და მსმე­ნელ­თა ფარ­თო აუდ­­ტო­რია.

    ქვე­მოთ მკითხ­ველს ვთა­ვა­ზობთ “შაჰ­ნა­მეს” ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სევ­დი­­ნი ამ­ბის – სი­­­შის ციკ­ლის პრო­ლოგ­სა და პირ­ველ თავს.

    მთარგმნელი


    ჰეი, მე­სიტყ­ვევ, ოქ­რო­პი­რო

    და აზრ­ნა­თე­ლო,

    კვლავ გაგ­ვა­გო­ნე აწ ამ­ბა­ვი,

    გუ­ლის წარ­­ტა­ცი.

    როს სიტყ­ვის ძა­ლი სიბ­­­ნის სიღ­­მეს

    გა­­ტოლ­დე­ბა,

    სუ­ლი მგოს­ნი­სა მა­შინ პო­ვებს

    ჭეშ­მა­რიტ ლხე­ნას.

    ხო­ლო თუ ზრახ­ვა კაცს ავი აქვს

    და უკ­­თუ­რი,

    იმ­ავ სი­­ვით ძირ­ში­ვე სპობს

    ნა­ყოფს აზ­რი­სას.

    ბევ­­საც ეც­­დოს და ამ ცდა­ში

    ჯვარს იც­ვას თა­ვი –

    მო­ყივ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩეს მა­ინც

    ბრძენ­კა­ცის თვალ­ში.

    მაგ­რამ ვინ ხე­დავს აუგს თვის­სა,

    რო­მე­ლი კა­ცი?

    ზნე და ბუ­ნე­ბა თვი­სი უჩ­ანს

    ყვე­ლას კე­თი­ლად.

    ნაღ­ვა­წი შე­ნი წა­რუდ­გი­ნე

    კაცს გულ­მეც­ნი­ერს,

    ნუ­ღა ძევს უქ­მად იგი, რა­ცა

    გა­სა­ცე­მია.

    თუ მო­­წო­ნებს მას სწავ­ლუ­ლი

    და გიძღ­­ნის ქე­ბას,

    წყლით აივ­სე­ბა წყა­რო შე­ნი,

    მა­ცოცხ­ლე­ბე­ლით.

    აწ მსურს მო­გითხ­როთ ძველ­თაძ­ვე­ლი

    ამ­ბა­ვი ერ­თი,

    გა­მორ­ჩე­­ლი კვლავ დეჰ­ყა­ნის

    ნა­ამ­ბობ­თა­გან.(1)

    ფერ­გა­და­სულ­ნი ეს ამ­ბავ­ნი

    აწ ჩე­მის გარ­ჯით

    გა­ნახ­­დე­ბი­ან ხალ­ხი­სათ­ვის

    კე­თილ­სახ­სოვ­რად.

    თუ­კი მე­ბო­ძა მე სი­ცოცხ­ლის

    ხან­­­­ლი­ვი წლე­ბი,

    ამ ქვეყ­ნის სად­გომს დალ­ხი­ნე­ბით

    თუ შევ­­ჩი დიდ­ხანს, –

    ერთ ხეს დავ­ტო­ვებ, მსხმო­­­რეს,

    ჩემ­გან და­ნერ­გულს,

    არ და­­ლე­ვა მას ნა­ყო­ფი

    სა­წუთ­როს ბაღ­ში.

    თუმ­ცა გარ­დავ­­დი ჟამ­თა სვლა­ში

    ორ­მოც­დათ­­რა­მეტს,

    საკ­ვირ­ვე­ლე­ბა უამ­რა­ვი

    თავს გარ­დამ­­დია –

    არ დამ­­რე­ტია ჯერ სი­ცოცხ­ლის

    წა­დი­ლი, ჟი­ნი,

    სა­მის­ნო წიგ­­ში კვლავ ვე­ძი­ებ

    დღე­კე­თილს ჩემ­სას.

    სწო­რედ ამ­­ზე უთქ­ვამს მო­ბედს (2) –

    ბრძენს და გამ­­რი­ახს:

    არ გა­ნახ­­დე­ბა გაც­ვე­თი­ლი

    ერთხელ­ვე სუ­ლი.

    ვიდ­რე ხარ ქვეყ­ნად, ლექ­­თა თქმა­ში

    გან­ლიე დღე­ნი,

    აზრ­ნა­თე­ლი და ზნე­კე­თი­ლი

    იყ­­ვი მუ­დამ!

    როს მი­იც­­ლე­ბი და სამ­­ჯავ­როს

    წარ­­­გე­ბი ღვთი­სას,

    ის გა­ნი­კითხავს ავ­სა და კარგს

    შენ­თა საქ­მე­თა.

    მას­ვე მო­იმ­კი, რაც ოდ­ეს­მე

    და­გი­თე­სია,

    ერთხელ ნათ­­ვა­მი სიტყ­ვა შე­ნი

    წინ და­გიხ­­დე­ბა.

    ენ­­კე­თი­ლი კა­ცი ლან­ძღ­ვას

    არ­ვის­გან ის­მენს,

    სიტყ­ვას თუ იტყ­ვი, ღირ­სე­­ლი

    უნ­და თქვა მხო­ლოდ.

    მაგ­რამ დეჰ­ყა­ნის ნა­ამ­ბო­ბი

    გავ­სინ­ჯოთ ახ­ლა.

    ყუ­რი მი­უგ­დე, რას მოგ­ვითხ­რობს

    კა­ცი მე­სიტყ­ვე.

    ამ­ბა­ვი სი­­­შის დე­დი­სა

    ბრძა­ნებს მო­ბე­დი: ერთ დღეს თუ­სი

    გამ­თე­ნი­ის ჟამს

    მამ­ლის ყი­ვილ­ზე ზე წა­მოდ­გა

    და თან იახ­ლა

    გუ­დარ­ზი, გი­ვი, რამ­დე­ნი­მე

    კვლავ ცხე­ნო­სა­ნი,

    შე­­კაზ­­ნენ და სწრა­ფად გან­­ლეს

    ქა­ლა­ქის ბჭე­ნი.

    დიდ ველს მი­მარ­თეს და­ღუ­­სას (3)

    მათ სა­ნა­დი­როდ,

    ნე­ბას მი­უშ­ვეს ავ­­ზა­ნი

    და შე­ვარ­დენ­ნი.

    ყო­ვე­ლი კუთხით წა­მო­რე­კეს

    ნა­დირ-ფრინ­ვე­ლი,

    იმ­ათ დევ­ნა­ში მი­აღ­წი­ეს

    ნა­პირს მდი­ნა­რის.

    იმ­დე­ნი ჩან­და და­ხო­ცი­ლი

    და და­კო­დი­ლი,

    რომ იკ­მა­რებ­და ლაშ­­რის საზ­­დოდ

    ორ­მოც დლღეს სრუ­ლად.

    იმ სა­ნა­ხებ­თან ახ­ლოს იყო

    მიჯ­ნა თურ­ქე­თის,

    კა­რავთ სიმ­რავ­ლეს და­­ფა­რა

    მი­წა ერ­თი­ან.

    შო­რით მო­ჩან­და მშვე­ნი­­რი

    ქა­ლა­ქი ერ­თი,

    თუ­რის(4) მი­წა-წყლის მე­ზობ­ლად და

    საზ­­­რად მდე­ბა­რე.

    თუს­მა და გივ­მა გა­­ჭე­ნეს

    ცხე­ნე­ბი მარ­დად.

    უკ­ან ჩა­მორ­ჩა რამ­დე­ნი­მე

    მხლე­ბე­ლი ხა­სი.

    იმ მწვა­ნე ჭა­ლაკს მი­­შუ­რა

    ორ­მა მხე­დარ­მა

    და შე­იქ­ცი­ეს ნა­დი­რო­ბით

    მათ ერთხანს თა­ვი.

    უეც­რად ტყე­ში თვა­ლი ჰკი­დეს

    ერთ უც­ხო ას­ულს,

    მყის­ვე მიჰ­მარ­თეს მზე­თუ­ნა­ხავს

    პირ­მო­ცი­ნა­რეთ.

    მსგავ­სი სი­ტურ­ფით არ შო­ბი­ლა

    არ­­ვინ ქვეყ­ნად.

    ვერ უპ­­ვი­და ხინ­ჯი გზა­საც

    მშვე­ნე­ბას მი­სას.

    ნაკ­­თად სა­როს და პი­რად მთვა­რეს

    თუ ჰკი­დებ­და თვალს,

    და­აბ­­მა­ვებ­და კაცს სი­ტურ­ფე

    თვალ­შე­უდ­გა­მი.

    ჰკითხა მას თუს­მა: “პირ­­­ვა­რეო,

    მითხა­რი ერ­თი,

    ამ ჭა­ლა­კის­კენ ვინ გაჩ­ვე­ნა

    შენ გზა სა­ვა­ლი?”

    ასე მი­­გო მან პა­სუ­ხად:

    “გამ­წი­რა მა­მამ,

    გან­­შო­რე­ბი­ვარ მშო­ბელ კუთხეს,

    მის­გან ლტოლ­ვი­ლი.

    ღა­მით დაბ­რუნ­და იგი სმი­დან,

    უზ­­მოდ მთვრა­ლი.

    როს თვა­ლი მკი­და, შო­რი­დან­ვე

    ბრაზ­მო­რე­ულ­მა

    მყის­ვე იშ­იშ­­ლა შხამ­ნა­ლე­სი

    მახ­ვი­ლი ბას­რი –

    თა­ვის მოკ­ვე­თას ჩემ­სას მა­შინ

    იგი ლა­მობ­და”.

    ჩა­მო­მავ­ლო­ბა ჰკითხა ახ­ლა

    ქალს ფა­ლა­ვან­მა,

    მან გა­იხ­სე­ნა გულ­მოდ­გი­ნედ

    თა­ვი­სი გვა­რი.

    ასე მი­­გო: “თეს­­თა­გა­ნი

    ვარ გარ­სი­ვა­ზის.(5)

    აფ­რი­დუნ(6) მე­ფის თვის­ტო­მი და

    შტო მი­სი ძი­რის”.

    კვლავ ჰკითხა თუს­მა: “რი­სად დახ­ვალ

    ასე ქვე­­თად,

    ცხენს რად არ შე­ჯექ და მეგ­ზუ­რი

    რად არ იახ­ელ?”

    მი­­გო ქალ­მა: ცხე­ნი ჩე­მი

    და­ვარ­და გზა­ში,

    მეც მი­წად დამ­ცა ქროლ­ვი­სა­გან

    ქან­­გაწყ­ვე­ტილ­მა.

    და­უთ­ვა­ლა­ვი მქონ­და ოქ­რო,

    თვალ­მარ­გა­ლი­ტი,

    ოქ­რო­სი მერ­­ვა, მო­ოჭ­ვი­ლი,

    თავ­ზე გვირ­­ვი­ნი.

    მაგ­რამ შე­მემ­თხ­ვა ფა­თე­რა­კი.

    წარ­­ტა­ცეს ყვე­ლა,

    ქარ­ქა­შის დარ­ტყ­მით მო­მა­ყე­ნეს

    ტკი­ვი­ლი დი­დი.

    გა­მო­ვე­ქე­ცი იმ ყა­ჩა­ღებს

    მე შიშ­ნე­­ლი,

    მას შემ­დეგ თვალ­ზე ცრემ­ლი სის­­ლის

    არ შემ­­რო­ბია.

    ვი­ცი, რო­დე­საც მო­­გე­ბა

    გონს მა­მა­ჩე­მი,

    მდე­ვარს დაგ­ზავ­ნის უც­­ლობ­ლად

    ჩემს სა­ძებ­ნე­ლად.

    და დე­და­ჩე­მიც მო­იჭ­რე­ბა

    ფიცხ­ლად­ვე ჩემ­თან,

    ვერ გა­და­­ტანს ჩემს მოკ­ვე­თას

    მშო­ბელ კუთხი­დან”.

    ფა­ლავ­ნებს გუ­ლი აუტ­ოკ­დათ

    იმ ქა­ლის ეშ­ხით,

    თა­ვი და­კარ­გა გმირ­მა თუს­მა,

    ძე­მან ნოვ­ზა­რის.

    თქვა ნოვ­ზა­რის ძემ: “მე ვი­პო­ვე,

    იგი ჩე­მია,

    მო­ვა­გელ­ვებ­დი ჩემს ბე­და­ურს,

    ჩანს, არ ამ­­ოდ”.

    აჩ­­რებს გი­ვი: “ჰე მე­ფეო,

    ლაშ­ქართ თა­ვა­დო!

    გა­ნა ჩემს გვერ­დით არ იყ­ავ, როს

    დავ­ყა­რეთ სპა­ნი?”

    არ ცხრე­ბა თუ­სი, ნოვ­ზა­რის ძე

    კვლავ და­ობს იგი:

    “მე მო­ვა­დე­ქო ამ ად­გი­ლებს

    სწო­რედ პირ­ვე­ლად”.

    გი­ვი არ უთ­მობს: ნუ იტყ­ვიო

    მე­ტად მაგ სიტყ­ვას,

    ნა­დი­რის კვალ­მა მო­მიყ­ვა­ნა

    აქ შენ­ზე უწ­ინ.

    ნუ იკ­ად­რე­ბო მრუ­დე სიტყ­ვას

    მხე­ვა­ლის გა­მო,

    ვაჟ­კაცს არ ჰფე­რობს, ამ მი­ზე­ზით

    ატ­­ხოს შფო­თი.

    კვლავ შეჰ­­­ნენ სიტყ­ვას და გაცხარ­და

    და­ვა იმგ­ვა­რად,

    ეს­ღა და­ას­­­ნეს: მოვ­­ვე­თო­თო

    იმ მთვა­რეს თა­ვი.

    ის­ევ ცი­ლო­ბა ჩა­მო­ვარ­და

    ფა­ლა­ვანთ შო­რის,

    ბედ­ზე მი­უს­­რო შუ­­კაც­მა

    მომ­რი­გე­ბელ­მა.

    ურ­ჩია: “ქა­ლი ირ­­ნის შაჰს

    მიჰ­­ვა­რეთ კარ­ზე,

    იმ­ან გან­სა­ჯოს. აას­რუ­ლეთ

    თქვენ ნე­ბა მი­სი”.

    ეკ­­თათ რჩე­ვა. ყუ­რად იღ­ეს

    თუს­მა და გივ­მა,

    ირ­­ნის მე­ფის კა­რი­სა­კენ

    იქ­ცი­ეს პი­რი.

    მე­ფე ქა­უს­მა ქალს შე­ავ­ლო

    რა­წამ­საც თვა­ლი,

    მყის მი­სი ტრფო­ბა და სურ­ვი­ლი

    გულს ჩა­ემ­­­ვა­ლა.

    ორ გმირ ფა­ლა­ვანს მი­უბ­რუნ­და

    მა­შინ ხელ­­წი­ფე,

    “აწ დახ­­ნილ­ხარ­თო, – უბრ­ძა­ნა მათ, –

    ჭირ­სა გზი­სა­სა.

    ქურ­ცი­კია თუ მინ­­­რის შვე­ლი

    გუ­ლის­წამ­ღე­ბი,

    მო­ნა­დი­რე­ბა მი­სი ჰფე­რობს

    დი­დე­ბულს მხო­ლოდ.

    ახ­ლა მი­ამ­ბეთ – და თხრო­ბა­ში

    გან­­ლი­ოთ ეს დღე –

    თუ ავ­­ზე­ბით ნა­თე­ლი მზე

    ვით შე­იპყა­რით?”

    ქალს ჰკითხავს მე­ფე: ვი­სი ხა­რო

    გვა­რით და ტო­მით,

    სა­ხე ფე­რი­ის ჩა­მო­მა­ვალს

    გი­გავ­სო სრუ­ლად.

    მი­­გო: “დე­და ხა­თუ­ნია

    დიდ­­ვა­რო­ვა­ნი,

    მა­მა კი – თეს­ლი სა­ხე­ლო­ვან

    აფ­რი­დუ­ნი­სა.

    გმი­რი სპას­პე­ტი გარ­სი­ვა­ზი –

    პა­პაა ჩე­მი.

    იმ კუთხის მი­წა და­­ფა­რავთ

    მთლად კარ­ვებს მი­სას”.

    “მე­რე ეგ გვა­რი დი­დე­ბუ­ლი,

    ეგ სი­ლა­მა­ზე

    გინ­და და­აჭ­­ნო, მთლად უკ­ვა­ლოდ

    ქარს გა­­ტა­ნო?

    ოქ­როს სა­სახ­ლეს აგ­­შე­ნებ,

    სა­ხამ­სოს შენ­სას,

    თა­ვა­დად დაგ­­ვამ პირ­­­ვა­რე­თა,

    ვი­თარ შეგ­ფე­რის”.

    პა­სუ­ხად ჰკად­რა მე­ფეს ქალ­მა:

    “რა­ჟამს გი­ხი­ლე,

    გა­მო­გარ­ჩია გულ­მა ჩემ­მა

    ფა­ლა­ვანთ შო­რის”.

    ათი ფეხ­მარ­დი ცხე­ნი, ტახ­ტი

    და გვირ­­ვი­ნე­ბი

    მე­ფის დას­ტუ­რით გა­­ბო­ძეს

    ორ­­ვე სტუ­მარს.

    სა­წოლ­სა ბრძა­ნა შეყ­ვა­ნე­ბა

    მე­ფემ ქალ­წუ­ლის,

    ძვირ­ფას საჯ­დომ­ზე დაბ­­ძა­ნე­ბა

    მი­სი სვი­­ნად.

    ტახ­ტი და­უდ­გეს სპი­ლოს ძვლი­სა,

    უც­ხოდ ნა­კე­თი,

    თავ­­მო­ოჭ­ვი­ლი ფი­რუ­ზის ქვით

    ოქ­როს გვირ­­ვი­ნი.

    დი­ბა-ატ­ლა­სით მორ­თეს ქა­ლი,

    ყვი­თე­ლი ფე­რის,

    იაგ­უნ­დე­ბით, ფი­რუ­ზე­ბით,

    ლაჟ­ვარ­დის თვლე­ბით.

    ღვთის გან­ჩი­ნე­ბით რაც ეგ­­ბის,

    ჰგი­ებ­და ყვე­ლა,

    ბრწყი­ნავ­და წით­ლად იაგ­უნ­დი,

    ჯერ გა­უთ­ლე­ლი.(7)

    —————————————

    (1). დეჰ­ყა­ნის ნა­ამ­ბო­ბი – სი­­ჟე­ტის გა­უცხო­­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ხერ­ხი, რო­მე­ლიც ხში­რა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი “შაჰ­ნა­მე­ში”. დეჰ­ყა­ნი – მე­მა­მუ­ლე, სოფ­ლის გან­­გე­ბე­ლი.

    (2). მო­ბე­დი – ზო­რო­ას­­რელ­თა ქუ­რუ­მი.

    (3). და­ღუ­ის ვე­ლი – ზუს­ტი გე­ოგ­რა­ფი­­ლი მდე­ბა­რე­­ბა ცნო­ბი­ლი არ არ­ის.

    (4). თუ­რი – იგ­­ვე თუ­რა­ნი.

    (5). გარ­სე­ვარ­ზი – თუ­რა­ნე­ლი გმი­რის – აფ­რა­სი­­ბის ძმა.

    (6). აფ­რი­დუ­ნი ფე­რი­დუ­ნი – ირ­­ნის მი­თო­ლო­გი­­რი მე­ფე, ზო­ჰა­ქის ჩაგ­­რი­სა­გან ქვეყ­ნის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი და მი­სი­ვე კა­ნო­ნი­­რი ხელ­­წი­ფე. გა­მარ­­ვე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­­ლი­­ნო­ბის სიმ­ბო­ლო.

    (7). გა­უთ­ლე­ლი იაგ­უნ­დი – ქალ­წუ­ლო­ბის აღმ­ნიშ­­ნე­ლი მე­ტა­ფო­რა.

    © “არილი”