16 წლიანი პაუზის შემდეგ კორმან მაკარტი ორ ახალ რომანს გამოსცემს.
,,მგზავრი’’ და ,,სტელა მარისი’’ ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქნელის ტყუპი შვილების – ბობი და ალისა ვესტერნების ისტორიას გვიამბობს.
,,მგზავრში’’ ბობი ვესტერნის თავგადასავალს ვეცნობით. ესაა მყვინთავის ისტორია, რომელიც ავიაკატასტროფის შედეგად წყალში ჩაძირული თვითმფრინავის დათვალიერებისას აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთ მგზავრთან ერთად შავი ყუთი და პილოტის ჩანთაც გამქრალა.
შედეგად, ბობი ვესტერნი უცნაური საიდუმლოს ხლართებში აღმოჩნდება.
,,სტელა მარისის’’ მთავარ პერსონაჟად კი ბობის და გვევლინება. მთელი ტექსტი პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებული ალისას ფსიქიატრთან დიალოგის ფორმითაა წარმოდგენილი.
,,ნიუ იორკ თაიმსის’’ ცნობით, მწერალმა ჯერ კიდევ რვა წლის წინ გადაუგზავნა გამომცემლობა Knopf -ის რედაქტორებს ორივე რომანის ტექსტი.
© არილი