ინტერვიუ

ინტერვიუ რემზი კემბელთან: „წერის დროს საკუთარი თავის შეშინებას უნდა ცდილობდე და არა მკითხველის”

ესაუბრა ზაზა კოშკაძე

ესავალი, რომელიც არავის შეაშინებს

          საშინელება სახელოვნებო ჟანრებს შორის ერთადერთია, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩა ადამიანის პირველყოფილი და მარადიული შიშების და ინსტინქტებისა. მისი ჟანრული კვანძი დღემდე კათარსისის ტიპის კულმინაციაა, რომელიც, ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული, მიზნად ისახავდა მაყურებლის (თუ მკითხველის) დაზაფრას გმირის უსამართლო და დაუმსახურებელი სიკვდილით, რასაც მოსდევდა შვება. შვებას იმის გაცნობიერება იწვევდა, რომ შენი ცხოვრება უკეთესია, ვიდრე გმირისა, რომელმაც ღმერთების წყევლა ვერ აიცილა და, ვთქვათ, მამა მოკლა, დედა შეირთო, როგორც ეს წინასწარ იყო დადგენილი. სტივენ კინგი ერთგან წერს, რომ სიკვდილის შიშის უკან იმის ცოდნა დგას, რომ არავინ მოვკვდებით საკუთარ საწოლში, ახლობლებისა და ნათესავების აპლოდისმენტების ფონზე.

            ლიტერატურულ თუ კინო სცენაზე აშინელებათა ჟანრს წარმოადგენს უამრავი დიდი სახელი, რომელთა ნაწარმოებები ჩვენი ცხოვრების ნაწილიც კი გახდა. მათი ტროპები ან თვალებიდან არ ამოგვდის, ან გვესიზმრება კიდეც. ის ხალხია, ვინც თავის შემოქმედებით უნარებს იმას ახმარს, რომ როგორმე დისკომფორტი შეგვიქმნას. ისკომფორტი მთავარი მდგომარეობაა, რომელიც მთელი კითხვის პროცესში თან უნდა დაგყვებოდეს. მით ჩვენ, ჟანრის თაყვანისმცემლები, ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს ვგავართ. ვიყვარს ის, რაც ჩვენში განგაშის სიგნალებს ანთებს, გვაშინებს, სიკვდილის გარდაუვალობას გვახსენებს.

            რემზი კემბელი რუსული თარგმანებით გავიცანი დიდი ხნის წინ, როგორც იმ მცირერიცხოვან მკითხველთა შორის ერთ-ერთმა, ვისაც ის ჩვენს ქვეყანაში წაუკითხავს. ას მერე მთელი დეკადა გავიდა, თუმცა ის ჯერ კიდევ არ თარგნილა ქართულად. არც არის გასაკვირი, რადგან ქართულმა საგამომცემლო სივრცემ ერთხელ უკვე სცადა, ეტვირთა საშინელებათა ჟანრის წიგნების თარგმნის საპატიო მისია, თუმცა ეს სერია (იგულისხმება სერია „13“, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ შექმნა) წარუმატებელი აღმოჩნდა და არათუ რემზი, არამედ მისი წინამორბედი კლასიკოსი ავტორებიც კი არ იყიდა მკითხველმა მოსალოდნელი ენთუზიაზმით. ეს ხდება იმის ფონზე, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმებზე კინოთეატრებში ხშირად ძალიან კარგი დასწრებაა. ვფიქრობ, რომ მომავალში შესაძლოა სიტუაცია გამოსწორდეს და საშიში ისტორიებით დახუნძლული წიგნები უფრო მოთხოვნადი გახდეს. ერთი მხრივ, იქნებ ეს ინტერვიუც აღმოჩნდეს ვინმესთვის ჰორორისკენ მიბრუნების საბაბი.

რემზი

ემზი კემბპელი ინგლისელი მწერალია, რომელიც მთელი ცხოვრებაა, ჰორორის ჟანრში წერს. ღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორიც კია, რომელსაც არასდროს გადაუხვევია თავისი ჟანრული მრწამსისთვის და მარტივად უმკლავდებოდა სამეცნიერო ფანტასტიკაში გადაბარგების ცდუნებასეს ხომ ბევრი თანამედროვე ავტორის გამოწვევაა. შეიძლება, დიდად არც ებრძვიან ამ ცდუნებას, მაგრამ ფაქტია, რომ გრეთ წოდებულ სპეკულაციურ პროზაში მომუშავე ავტორების აბსოლუტური უმრავლესობა ხშირად სამივე ჟანრს მიმართავს: ჰორორსაც, ფანტასტიკსაც და ფენტეზისაც. აგრამ, არარემზი. კონკრეტულად საშინელებათა მწერალია. ას მოპოვებული აქვს თითქმის ყველა ჯილდო, რაც კი ჟანრულ ლიტერატურაში არსებობს, მათ შორის პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისაც. ჟანრის ნამდვილი ვარსკვლავია და, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო მოსაუბრე.

ვენი შეხვედრა

ემზის პირადად 2019 წლის აგვისტოში გადავეყარე, დუბლინში, სადაც სამეცნიერო ფანტასტიკის ყოველწლიური მსოფლიო კონფერენცია იმართებოდა. კონფერენციაზე 2015 წლიდან ვმონაწილეობ და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა დიდ ავტორთან პირისპირ შეხვედრა მიწევდა. ისი სახელი წინასწარ უკვე ამოკითხული მქონდა პროგრამის მონაწილეთა სიაში, ასე რომ, ვიცოდი, სადმე, როგორმე გადავეყრებოდი და ამიტომ მეტ-ნაკლებად მზადაც ვიყავი ამ შეხვედრისთვის. მანამდე კი მის ერთერთ პანელს დავესწარი და მახსოვს, სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, ფურცელზე კალმით ჰქონდა დაწერილი მოხსენების მთელი ტექსტი და იქიდან კითხულობდა. ასეთი მომზადებული მანამდე არავინ მენახა ამ კონფერენციის პანელებზე. ორორისა და სიბეჯითის ეს კორელაცია ძალიან მომხიბვლელი სანახავი იყო.

უბლინის საკონვენციო ცენტრში, ესკალატორთან მდგარს, უამრავი ხალხი ეხვია, თუმცა გადავწყვიტე, დავლოდებოდი და გამოვლაპარაკებოდი. ოცა მის გარშემო ხალხი შეთხელდა, მივუახლოვდი და პირდაპირ ვუთხარი, რომ მასთან ინტერვიუს ჩაწერა მინდოდა. მაშინვე დამთანხმდა, ზედმეტი კითვების გარეშე. რამდენიმე დღეში იმავე შენობაში შევხვდით და ვისაუბრეთ.

წინასწარვე ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო საუბარი ადამიანთან, რომელმაც შიშსა და სიკვდილში ესთეტიკური ტკბობის პოტენციალი ძალიან პატარა ასაკში აღმოჩინა. თუ რა გამოვიდა ამ საუბრიდან, შეგიძლიათ, თავად შეაფასოთ.

მწერლები, ძირითადად, არ ჩერდებიან ერთ ჟანრზე და ცდილობენ, წერონ ფანტასტიკაც, ფენტეზიც და ჰორორიც, თქვენ მარტო ჰორორით შემოიფარგლებით, რამ განაპირობა ეს?

– ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა ეს ჟანრი. ექვსი წლის ვიყავი, როცა ი. ეფ. ბენსონსა და ემა ჯეიმსს ვკითხულობდი, წიგნები ლივერპულის საჯარო ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა. საკმაოდ კარგად გავიცანი ჟანრი და მისი კლასიკოსი წარმომადგენლები. ათი წლისამ უკვე პო წავიკითხე, ასევე დრაკულაც და ფრანკენშტაინიც. მთელი ჩემი მეხსიერება სავსეა წიგნებით, რომლებიც მაშინებდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მაშინებდა, რასაც ვკითხულობდი. უბრალოდ, მხოლოდ ის წიგნები დამამახსოვრდა, რომელთა კითხვამაც შემაშინა. ანდერსენის ისტორიები ძალიან მაფორიაქებდნენ, მაგალითად, როცა 4-5 წლის ვიყავი. ყველაზე მეტად „იმპერატორის ბულბულმა” იმოქმედა.

მოგწონდათ შიშის შეგრძნება?

– ეს უფრო ჩემი შიშების ტრანსპორტირების მცდელობა იყო – მათი ერთად შეფუთვის და სადღაც ჩემგან მოშორებით გამგზავრების პროცესი. მახსოვს, შუაღამით გამოღვიძებულს, მახსენდებოდა ხოლმე, რაც წავიკითხე და მიჭირდა ძილის შებრუნება. კოშმარები არ მესიზმრებოდა, თუმცა ღამეული შიშები ხშირად მაკითხავდნენ, როცა დასაძინებლად ვწვებოდი და ემა ჯეიმსის ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები მახსენდებოდა. თუმცა მერე უფრო ღრმად შევტოპე ამ ამბებში, სადღაც იქ, სადაც ყველაფერი უკეთ შევაფასე. ჩვენ ყველას გვაქვს მხატვრული პროზით გამოწვეული შიშის გამოცდილება.

საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე საკუთარ სტილზე მუშაობა. მინდოდა, კარგი პროზა გამომსვლოდა. ნელ-ნელა იმის დანახვა დავიწყე, თუ როგორ აღწევდა მხატვრული ტექსტი თავის ეფექტს. ვფიქრობდი სიტყვების სელექციაზე და ენის მუსიკალურობაზე, რომელიც იმ ზებუნებრივი ჰორორ მოთხრობების შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც ვკითხულობდი: პოს, ლავკრაფტის და სხვების. როცა პოპულარული საშინელებათა ჟანრის კითხვა დავიწყე, ჩემზე ნაკლებად იმოქმედა. ლავკრაფტი არ წერდა პოპ-ჰორორს, ის სხვა პოპულარულ ტექსტებზე ბევრად მაღლა იდგა მხატვრული თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ეს უფრო მხატვრულ ტექსტთან ურთიერთობის ექსტატიკური გამოცდილება იყო.

ჩემი პირველი მოთხრობები, რომელთა წერაც ძალიან პატარა ასაკში დავიწყე, საშინელი გამოვიდა, არაფრად არ ვარგოდა. თერთმეტი-თორმეტი წლის ასაკში უკვე მთელი კრებული მქონდა ჰორორის ჟანრის მოთხრობების, მოჩვენებებსა და სხვა საშინელებებზე. შეიძლება ისინი არც ისე კარგი იყო, თუმცა ეს უკვე იყო ისტორიები პერსონაჟებით, დიალოგებით, რაღაც სიუჟეტის მაგვარიც კი შეინიშნებოდა. მათ სადმე გაგზავნაზე არ მიფიქრია, ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ ხარკის გადახდა იყო სიამოვნებისთვის, რასაც ამ ჟანრის ტექსტების კითხვა მანიჭებდა.

 – თქვენი პირველი პროფესიონალური პუბლიკაცია რომელი მოთხრობით შედგა?

– მოთხრობას ერქვა „ეკლესია ჰაი-სთრითზე”. ლავკრაფტიანული მოთხრობა იყო.

ძალიან გიყვართ ლავკრაფტი?

– კი, შვიდი-რვა წლის ასაკიდან ვკითხულობდი მას და ყოველთვის ახერხებდა ჩემს დაზაფრვას. ის ჩემი ერთ-ერთი დიდი აღმოჩენა იყო, რომელმაც ამ ჟანრის სრულიად ახალ საფეხურზე გამიყვანა. თავიდან ლავკრაფტის წიგნებს ბრიტანეთში ვერ იპოვიდი, არ იშოვებოდა. მხოლოდ მოთხრობების ერთადერთი კრებული იყო გამოცემული. თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად აღმოვაჩინე წიგნის მაღაზიაში ლავკრაფტის მოთხრობების სრული კრებული. მეორე დღე მის კითხვაში გავატარე და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მეც იმავეს კეთება მინდოდა ცხოვრებაში. ეს უმაღლესი დონის ზებუნებრივი ჰორორი იყო. ამის შემდეგ ლავკრაფტის სამყაროზე აწყობილ სიუჟეტებს ვიგონებდი და მათ ვწერდი რაღაც პერიოდის განმავლობაში. არკჰემის მაგვარ ადგილებს ვიყენებდი ჩემს მოთხრობებში. შემდეგ სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთმა ფანმა, რომელთანაც ხშირი მიმოწერა მქონდა, მირჩია, მისთვის გამეგზავნა ჩემი მოთხრობები, ის ლავკრაფტის საუკეთესო მცოდნე იყო და თავად ფლობდა ლავკრაფტის ნაწარმოებების გამოცემაზე საავტორო უფლებებს. ამიტომაც მითხრა, რომ აუცილებლად მეჩვენებინა მისთვის, რასაც ვწერდი. მე მხოლოდ აზრის მოსმენა მაინტერესებდა, მათ გამოქვეყნებაზე არ ვფიქრობდი. ცოტა ხანში მან დიდი წერილი მომწერა. ამ წერილში ბევრი შენიშვნა იყო, თუმცა ასევე მპირდებოდა, რომ თუ რაღაცებს გამოვასწორებდი და ამ ხასიათშივე გავაგრძელებდი წერას, ისინი ჩემი მოთხრობების კრებულის გამოქვეყნებაზე დაფიქრდებოდნენ. მაშინ სულ რაღაც თხუთმეტი წლის ვიყავი. ამ ასაკისთვის ძალიან დიდი განაცხადი იყო.

რამდენიმე თვის შემდეგ მან ახალი ანთოლოგიის კეთება დაიწყო და მთხოვა, მისთვის რამე გამეგზავნა. მე გავუგზავნე „ეკლესია ჰაი-სთრითზე”. მან კი მიპასუხა, რომ თუ მოთხრობის რედაქტირების უფლებას მივცემდი, ის მის დაბეჭდვას შეძლებდა. დავთანხმდი. მოთხრობას მართლა ჭირდებოდა ხელის შევლება. ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლის ვიყავი და უცებ რობერტ ბლოხის, ეიჩ რასელ ვაიტფილდის და ჯონ მეტკალფის გვერდით აღმოვჩნდი. ასეთია ჩემი პირველი პუბლიკაციის ისტორია.

საშინელებათა ჟანრის ბევრი მწერალი ფიქრობს, რომ ნებისმიერი შიშის უკან სინამდვილეში სიკვდილის შიში დგას. თქვენ ეთანხმებით ამ აზრს?

– კი, ის ერთ-ერთია ბაზისური შიშებიდან. ასევე უცნობისა და სიგიჟის შიშებიც საკმაოდ ბაზისური შიშებია. ლავკრაფტი უფრო კოსმოსურისა და უცნობის შიშებზე ლაპარაკობდა. რაღაც ისეთზე, რაც ჩვენგან შორს არსებობს და ჩვენ საერთოდ არ გვგავს.

თქვენი აზრით, ჰორორის ჟანრს დღეს კრიზისი აქვს? ადვილი შესამჩნევია, რომ ის ერთფეროვანი გახდა, უმეტესად, დემონებსა და ზომბებზე გადაღებული ფილმები გამოდის.

– არა მგონია, საკმაოდ კარგი ფილმებია „Midsomer” და „Hereditory”. ასევე საკმაოდ საინტერესო საავტორო ფილმებიც იქმნება.

არაჟანრული ლიტერატურის მწერალი თუ არსებობს, რომელმაც თქვენს შემოქმედებაზე მოახდინა გავლენა?

– კი, ორი იყო ასეთი: გრემ გრინი და ვლადიმერ ნაბოკოვი. უფრო მეტად ნაბოკოვმა იმოქმედა ჩემზე. 17 წლის ვიყავი, ჩემი პირველი წიგნი ახალი გამოცემული იყო და მოულოდნელად წავაწყდი „ლოლიტას”. ის აკრძალულ წიგნად მიიჩნეოდა. მეც ამიტომ მიმიზიდა და წავიკითხე. ამ წიგნის მაღალმა მხატვრულობამ, ლირიზმმა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კომედიურობამაც, ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ამის შემდეგ ნაბოკოვის ყველა წიგნი ვიყიდე, რაც კი არსებობდა. გრემ გრინი უფრო კრიმინალურ დრამებს წერდა, თუმცა მის ისტორიების უმეტესობას რელიგიური ელემენტები ედო ხოლმე საფუძვლად, რის გამოც მე, როგორც კათოლიკე, მის ტექსტებს პერსონალურად ჩემთვის დაწერილად აღვიქვამდი.

თქვენ, პირადად, რისი გეშინიათ?

– ბევრი რამის. მაგალითად ადამიანთა გულუბრყვილობის და ბავშვების დაუცველობის.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტში საშინელებათა ჟანრისთვის დამახასიათებელი განწობის შესაქმნლად?

– წარმოსახვა და ავთენტურობა. წერის დროს საკუთარი თავის შეშინებას უნდა ცდილობდე და არა მკითხველის.

სტივენ კინგის აზრით, ჰორორი საუკეთესოდ ასახავს პოლიტიკურ პერიპეტიებს. ყოველ ახალ პოლიტიკურ რეალობას მოაქვს ახალი შიშები და საშინელებათა ჟანრის ლიტერატურაც ვითარდება. თქვენ თუ მიყვებით ხოლმე საზოგადოების შიშებს და აღწერთ მათ?

– ჩემს წიგნებში ყოველთვის აისახება პროცესები. ასეთი ცვლილებები იყო 50-ანი წლებში, შემდეგ 80-ანებში და დღესაც იგივე ხდება. ყველგან ქაოსია, საითაც არ უნდა გაიხედო. თუმცა, შესაძლოა, ამ ქაოსმა პოზიტიური ცვლილებები მოიტანოს, ვინ იცის?!

დუბლინი,

2019

© არილი

Facebook Comments Box