ესე (თარგმანი)

პი­ერ პა­ო­ლო პა­ზო­ლი­ნი – პლატონოვის ჩევენგური: მოგზაურობა ოციანი წლების რუსეთში

andrei platonov

თარ­გ­მ­ნა მალხაზ ხარბედიამ

ის­ევ ეს ქა­ლა­ქი, ვო­რო­ნე­ჟი, სა­დაც ერთხელ მან­დელ­შ­ტა­მი გა­და­ა­სახ­ლეს. და ყო­ველ­თ­ვის მის ხსე­ნე­ბა­ზე – არც ვი­ცი რა­ტომ, რის­ხ­ვი­სა თუ სიბ­რა­ლუ­ლის გა­მო – და­უ­ფიქ­რებ­ლად, ალ­ალ­ბედ­ზე წე­რას ვიწყებ. ასე მხო­ლოდ ბავ­შ­ვე­ბი წე­რენ ხოლ­მე ლექ­სებს. ვო­რო­ნე­ჟი – ქა­ლა­ქი, სა­დაც პლა­ტო­ნო­ვი და­ი­ბა­და, ანდ­რეი პლა­ტო­ნო­ვი, კი­დევ ერ­თი დი­დი მწე­რა­ლი, მან­დელ­შ­ტა­მი­სა და ბულ­გა­კო­ვის­ნა­ი­რი, შე­საძ­ლოა მათ­ზე დი­დიც. მწე­რა­ლი, ვი­საც სტა­ლინ­მა არ­ყოფ­ნა მი­უ­სა­ჯა, რო­ცა მი­სი ერთ-ერ­თი მოთხ­რო­ბის აშ­ი­ა­ზე “ნა­ძი­რა­ლა” მი­ა­წე­რა. ეს სა­ბო­ლოო, და­მან­გ­რე­ვე­ლი დარ­ტყ­მა იყო პლა­ტო­ნო­ვის­თ­ვის, ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის, ვი­საც უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლი, 1929 წლი­დან, ანუ “ჩე­ვენ­გუ­რის” და­წე­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დუ­მი­ლი ჰქონ­და მის­ჯი­ლი და ვინც სა­ში­ნელ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის მცი­რე დახ­მა­რე­ბის ამ­ა­რა დარ­ჩე­ნი­ლი. იგი ვახ­ტე­რად მუ­შა­ობ­და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. მი­სი შვი­ლი თხუთ­მე­ტი წლი­სა გა­და­ა­სახ­ლეს ციმ­ბირ­ში და მხო­ლოდ იმ­ის­თ­ვის დაბ­რუნ­და, რა­თა მომ­კ­ვ­და­რი­ყო. არ ვი­ცი, რო­გორ და რო­დის ჩა­მო­ი­რეცხა­ვენ საბ­ჭო­თა მწერ­ლე­ბი იმ თავ­ს­ლაფს, რო­მე­ლიც გულ­გ­რი­ლო­ბის გა­მო და­იმ­სა­ხუ­რეს – ალ­ბათ არ­ას­დ­როს და ვე­რა­ნა­ი­რი ხერ­ხე­ბით. არ­ა­და, ბევ­რი მათ­გა­ნი დღეს ნა­ნობს.

რო­გორ მინ­და პლა­ტო­ნოვს ვგავ­დე, შე­რის­­ვის, სი­ღა­ტა­კი­სა და უბ­­დუ­რე­ბა­თა უფს­­რუ­ლის პი­რას მდგო­მიც რომ წერ­და, აყ­რი­ლი ჰქონ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა და მა­ინც წერ­და: “დი­დი საქ­მის­­ვის სულ ცო­ტა რა­მაა საკ­მა­რი­სი… ხან­მოკ­ლე, ჩვე­­ლებ­რი­ვი ად­­მი­­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია, რა­თა ყვე­ლა ჩა­ნა­ფიქ­რი გა­ნა­ხორ­ცი­­ლო, ან ყვე­ლა­ნა­ირ ვნე­ბას გა­­გო გე­მო. ვინც ამ­ას ვერ ახ­ერ­ხებს, რაც არ უნ­და ვა­და გა­­ხან­­­­ლი­ვო, მა­ინც ვე­რა­ფერს მო­ას­­რებს. ას­ეთ კაცს უკვ­და­ვე­ბაც ვერ უშ­ვე­ლის (1)”.

“ჩე­ვენ­გუ­რი” (იტ­­ლი­ურ თარ­­მან­ში “ახ­­ლი ცხოვ­რე­ბის სო­ფე­ლი”) ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. პირ­ვე­ლი 79 გვერდს ითვ­ლის და რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­­კე­თე­სო ნი­მუ­შებს მი­­კუთ­­ნე­ბა. მე­­რე – ესაა მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი რო­მა­ნი, თით­ქოს ერ­თი ამ­­სუნ­­­ვით და­წე­რი­ლი, უზ­არ­მა­ზა­რი ეს­კი­ზი, რო­მელ­შიც ავ­ტორ­მა ცო­ტა რამ შეც­ვა­ლა და ამ­­ტო­მაც მას­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი გვერ­დე­ბი გვხვდე­ბა, იგი არ­აფ­რით ჩა­მო­­ვარ­დე­ბა პირ­ველ ნა­წილს, მაგ­რამ კომ­პო­ზი­ცი­­რად გა­ცი­ლე­ბით სუს­ტია, ხში­რია ბუნ­დო­ვა­ნი ად­გი­ლე­ბი, გა­მე­­რე­ბე­ბი და ა.შ. ამ ნაკლს შე­საძ­ლოა იმ­­დე­ბი გა­ეც­რუ­­ბი­ნა რი­გი­თი მკითხ­ვე­ლის­­ვის (მაგ­რამ არა კრი­ტი­კოს-ფი­ლო­ლო­გის­­ვის), თუმ­ცა პლა­ტო­ნოვ­თან ეს “ნაკ­ლი” იმ­დე­ნად გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი და დახ­ვე­წი­ლი “სი­სა­და­ვით” გა­მო­ის­ყი­დე­ბა, რომ წიგ­ნი, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სი­­მოვ­ნე­ბით იკ­ითხე­ბა.

დი­დი მწერ­ლის სტი­ლი

პირ­ვე­ლი თა­ვი “ოს­ტა­ტის წარ­მო­შო­ბა” – ესაა, თუ გნე­ბავთ, თა­ვად პლა­ტო­ნო­ვის ბავ­­ვო­ბის და მო­წი­ფუ­ლო­ბის ამ­ბა­ვი, მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ ამ ამ­ბავს სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გვა­ნან პლა­ტო­ნოვ-მო­ზარდს. თუ­კი წიგ­ნის კითხ­ვას ყვე­ლა­ნა­­რი გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე შე­ვუდ­გე­ბით, არ­­ვის მო­­ვა თავ­ში აზ­რად, რომ ეს წიგ­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლია. “ჩე­ვენ­გურ­ში” სა­ერ­თოდ არ იგრ­­ნო­ბა ბავ­­ვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბის ატ­მოს­ფე­რო. “ოს­ტა­ტის წარ­მო­შო­ბის” წა­კითხ­ვამ­დე მცი­რე ხნით ად­რე, ერ­თი უც­ნო­ბი რუ­სი ყა­რი­ბის წიგ­ნი წა­ვი­კითხე, სა­დაც სტეპ­ში მი­სი მოგ­ზა­­რო­ბა და გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის რუ­სუ­ლი სოფ­ლე­ბი იყო აღ­წე­რი­ლი. პლა­ტო­ნო­ვის კითხ­ვას რომ შე­ვუ­დე­ქი, ასე მე­გო­ნა, ის­ევ იმ უც­ნო­ბი ყა­რი­ბის წიგ­ნის გაგ­­ძე­ლე­ბა მე­ჭი­რა ხელთ; ოღ­ონდ სტი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­და­ნაც ღა­რი­ბი და პრი­მი­ტი­­ლი მეჩ­ვე­ნა – ეს ხალ­ხუ­რი უმ­ან­კო­­ბის გან­სა­ხი­­რე­ბა მთელ სამ­ყა­როს ავ­სებ­და თა­ვი­სი შეზ­ღუ­დუ­ლო­ბით, თუმ­ცა ამ­ით არ­აფ­რით აკ­ნი­ნებ­და მის უს­ას­რუ­ლო, შე­უც­ნო­ბელ თვა­ლუწ­­დე­ნე­ლო­ბას – უეც­რად კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი გა­მოჩ­­და, რად­გა­ნაც პლა­ტო­ნო­ვი, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დი­დი სტი­ლის­ტია. და­ვუშ­ვათ, მას აქვს ამ­ომ­წუ­რა­ვად გა­მო­ხატ­ვის ნი­ჭი, მი­სი ნე­ბის­მი­­რი ფრა­ზა ერ­თა­დერთ შე­საძ­ლებ­ლად ჩანს მო­ცე­მულ შემ­თხ­ვე­ვა­ში; და­ვუშ­ვათ, კარ­გად ათ­ვი­სე­ბუ­ლი “ოც­­­ნი წლე­ბის მა­ნე­რით” სა­ხე­თა იშ­ვი­ათ დას­რუ­ლე­ბუ­ლო­ბას აღ­წევს, ერთ მთე­ლად აქ­ცევს მათ, რო­მე­ლიც ამ­­ღელ­ვე­ბე­ლი­ცაა და უბ­რა­ლოც. მაგ­რამ ბუ­ნებ­რივ ნიჭს და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­­ბის უდ­­ვოდ წარ­მა­ტე­ბულ არ­ჩე­ვანს პლა­ტო­ნოვ­თან სტი­ლის­ტის გულ­მოდ­გი­ნე­ბა ემ­­ტე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ბო­ლომ­დე ამ­ბობს და არ­­ფერს ტო­ვებს ორ­აზ­როვ­ნე­ბის ნის­­ში, ყვე­ლა ამ­­ცა­ნას ას­რუ­ლებს და უკ­­დუ­რეს დახ­ვე­წი­ლო­ბამ­დე მიჰ­ყავს ტექ­­ტი. თუმ­ცა ეს არ უნ­და გა­ვი­გოთ, რო­გორც რე­­ლო­ბის (გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით) ზუს­ტი, გა­მოკ­ვე­თი­ლი და ცხა­დი არ­ეკ­­ლა, მი­სი გა­მე­­რე­ბა. არა, პლა­ტო­ნო­ვი თა­ვის ოს­ტა­ტო­ბას არ უქ­ვემ­დე­ბა­რებს სიცხა­დეს, არ ხარ­ჯავს მას იმ მწერ­ლე­ბი­ვით, რომ­ლებ­საც აუჩ­ქა­რებ­ლად და­აქვთ სა­ღე­ბა­ვი ტი­ლო­ზე, დე­ტა­ლუ­რად ხა­ტა­ვენ ფონს; პი­რი­ქით, მას ბუნ­დო­ვა­ნე­ბა უფ­რო იზ­­დავს, იდ­­მა­ლე­ბით მო­სი­ლი გა­ურ­­ვე­ვე­ლი სი­ტუ­­ცი­­ბი, გა­და­რეცხი­ლი, ბა­ცი ტო­ნე­ბი. იგი ჩე­ხო­ვის მიმ­დე­ვა­რია, მაგ­რამ არ აღ­წერს თა­ვის “შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს” პლე­ნერ­ზე, რო­გორც იმპ­რე­სი­­ნის­ტე­ბი, თუმ­ცა კი ჩე­ხო­ვი აახ­ლო­ებს მას იმპ­რე­სი­­ნის­ტებ­თან. ეს მხატ­ვა­რი ყო­ველ­­ვის სა­ხე­ლოს­ნო­ში მუ­შა­ობს და მი­სი ხე­ლოვ­ნე­ბის უმ­თავ­რე­სი ნი­შან-თვი­სე­ბა მტვრის ის თხე­ლი ფე­ნაა, რო­მე­ლიც სა­გან­თა ზე­და­პირ­ზეა მო­ფე­ნი­ლი; ეს მსუ­ბუ­ქი რუხ-ოქ­როს­ფე­რი სა­ფარ­ვე­ლი მხო­ლოდ უდ­­დეს ოს­ტა­ტებ­თან გვხვდე­ბა და შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ­­იც­ნო, რა ტექ­ნი­კით მი­იღ­წე­ვა ას­­თი სა­ოც­რე­ბა.

პლა­ტო­ნო­ვი­სე­­ლი სო­ფე­ლი მთლი­­ნად ამ იდ­­მა­ლი მტვრი­თაა და­ფა­რუ­ლი და იგი სრუ­ლად ფა­რავს ხი­ლულ სი­ნამ­­ვი­ლეს – სახ­ლებს, სტეპს, მდი­ნა­რეს, ად­­მი­­ნებს. ეს სტი­ლი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო რა­მაა ხალ­ხურ ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა, ვი­მე­­რებ, “ოც­­­ნი წლე­ბის მა­ნე­რა” ზოგ­ჯერ გვა­­ძუ­ლებს ბა­ბე­ლიც გა­ვიხ­სე­ნოთ მი­სი წმინ­და, თით­ქოს მი­ნა­ზე და­ტა­ნი­ლი ფე­რე­ბით. შე­გახ­სე­ნებთ: პლა­ტო­ნო­ვის სო­ფე­ლი იგ­­ვე სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც XIX სა­­კუ­ნის უც­ნობ­მა ყა­რიბ­მა აღ­წე­რა სწო­რედ რომ ნა­­ვუ­რი, წმინ­და, მი­ნა­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბით. პლა­ტო­ნო­ვი­სა და იმ ყა­რი­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მათ სტე­პის სო­ფელ­ში მი­­ღეს, იდ­ენ­ტუ­რი აღ­მოჩ­­და; მაგ­რამ ხდე­ბა სას­წა­­ლი – ანდ­რეი პლა­ტო­ნო­ვი ამ სო­ფელს თით­ქოს ზე­მო­დან უყ­­რებს, კულ­ტუ­რის ყვე­ლა უპ­­რა­ტე­სო­ბი­თა და უკ­­დუ­რე­სად მკაც­რი სტი­ლით აღ­ჭურ­ვი­ლი.

აი რა­ტო­მაა, რომ თხრო­ბის მი­სე­ულ მა­ნე­რა­ში არ­­ფე­რია ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლი: მი­სი ნამ­­ვი­ლი, ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ძი­რის­ძი­რამ­დე შეძ­რა და შეც­ვა­ლა სხვა, უც­ხო გა­მოც­დი­ლე­ბამ, რო­მელ­მაც გა­უცხო­­ბა მხი­­რულ ზი­­რე­ბად აქ­ცია. ამ სო­ფელს ორი გან­­საზ­­­რე­ლი თვი­სე­ბა აქვს: სტა­ბი­ლუ­რო­ბა და არ­ამ­­­რა­დო­ბა. იგი მა­რა­დი­­ლია და უცვ­ლე­ლი, მაგ­რამ ამ­­ვე დროს (რო­გორც კი ცუ­დი მო­სა­ვა­ლი მო­ვა, რო­გორც კი უკ­­დე­გა­ნო სტეპ­ში ხე­ტი­­ლის სურ­ვი­ლი გაჩ­­დე­ბა), სო­ფე­ლი შე­გიძ­ლია ისე მი­­ტო­ვო, რომ გუ­ლიც კი არ დაგ­წყ­დეს, და­აგ­დო რო­გორც უძ­ლუ­რი, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი, და­ცე­მუ­ლი, ყო­ველ­­ვარ მნიშ­­ნე­ლო­ბა­და­კარ­გუ­ლი. მშობ­ლი­­რი სოფ­ლის ამ პი­რო­ბი­თო­ბას იქ­ამ­დე მივ­ყა­ვართ, რომ დრო მას­ში არ­­სა­­მე­დო და თავ­ნე­ბა ხდე­ბა, ანუ სიზ­­რად იქ­ცე­ვა. და ყვე­ლა­ზე მშვე­ნი­­რი, პლა­ტო­ნო­ვის მი­ერ მოთხ­რო­ბილ ამ­ბავ­ში, რო­მელ­საც მე ან­სამ­­ლურს ვუ­წო­დებ­დი, – ესაა დრო­ის არ­­რიტ­მუ­ლი და სრუ­ლი­ად ფან­ტას­ტი­კუ­რი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა. რო­ცა ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის, შემ­დეგ კი მე­­რის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა, იგი უარს ამ­ბობს თხრო­ბით ლო­გი­კა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად დრო­ზეც. მთე­ლი წე­ლი ეტ­­ვა ერ­თა­დერთ, მოკ­ლე შე­ნიშ­­ნა­ში, ხო­ლო ერ­თი მოკ­ლე “სცე­ნა ცხოვ­რე­ბი­დან” ზოგ­ჯერ ხან­­­­ლივ, დაწ­­რი­ლე­ბით აღ­წე­რას მო­ითხოვს, თუმ­ცა ეს აღ­წე­რა ყო­ველ­­ვის მთე­ლი და გამ­­ვირ­ვა­ლეა ხოლ­მე. ესაა შემ­თხ­ვე­ვი­თი შე­­სა­ბა­მო­ბა: აქ თა­ვი­სუ­ფა­ლი თხრო­ბის პრინ­ციპს ვხვდე­ბით მონ­ტა­ჟის ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც ჩვენ ახ­­ლი ხი­ლი გვე­გო­ნა, ახ­­ლი აღ­მო­ჩე­ნა. პლა­ტო­ნო­ვის თხრო­ბის მა­ნე­რა ზაფხუ­ლის ცა­ზე ღრუბ­ლე­ბის მწკრივს წა­­გავს – ნე­ლა, მშვი­დად რომ მოძ­რა­­ბენ.

თავ­გა­და­სა­ვა­ლი დონ კი­ხო­ტის ყა­ი­და­ზე

პირ­ვე­ლი წიგ­ნი უეც­რად მე­­რე­ში გა­და­იზ­­დე­ბა, ანუ სა­ტი­რულ რო­მან­ში, თუმ­ცა რჩე­ბა – ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც გორ­კიმ შე­ნიშ­ნა – ლი­რი­ულ ამ­ბად, ღრუ­ბე­ლი­ვით რომ მი­­წევს ბო­ლოს­კენ. ყვე­ლა­ფე­რი ეს მას შემ­დეგ იწ­ყე­ბა, რაც სა­შა, მა­მო­ბი­ლის სახ­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, სო­ნი­ას ხვდე­ბა – ეს სცე­ნა თით­ქოს პუ­დოვ­კი­ნის ფილ­მი­და­ნაა აღ­­ბუ­ლი. აქ­ამ­დე ჩვენ გულ­ში­ჩამ­­­დო­მი რე­­ლის­ტუ­რი ამ­ბის ჩარ­ჩო­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, რო­მე­ლიც პლა­ტო­ნო­ვის ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით იყო შო­ბი­ლი. ეს ამ­ბა­ვი უნ­­ზეს, სა­­ცარ, მო­რუ­ხო მტვერ­ში ჩაფ­ლუ­ლი­ყო და ამ მტვრის გა­მო თვა­ლე­ბი­დან ცრემ­ლი გვდი­­და. მაშ ასე, უეც­რად, რო­ცა სა­შა­სა და სო­ნი­ას ურ­თი­ერ­თო­ბას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ის ოდ­ინ­დე­ლი ფორ­მა უნ­და მი­­ღო, სა­შამ, თით­ქოს სიზ­მარ­ში, რო­გორც მთვა­რე­ულ­მა, მი­­ტო­ვა სო­ნია. გო­გო­ნა სო­ფელ­ში დარ­ჩა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და.

ასე იწ­ყე­ბა სა­შას სა­ტი­რუ­ლი დონ-კი­ხო­ტუ­რი მოგ­ზა­­რო­ბა­ნი.

იგი ხვდე­ბა რა­ინდ კო­პენ­კინს, რო­მე­ლიც ცხენ­ზეა ამ­ხედ­რე­ბუ­ლი, სა­ხე­ლად პრო­ლე­ტა­რუ­ლი ძა­ლა. რა­ინ­დი სტეპ­ში მოგ­ზა­­რობს ახ­­ლი დონ კი­ხო­ტი­ვით, კო­მუ­ნიზმს ავრ­ცე­ლებს: სა­შაც მას შე­­ერ­­დე­ბა, მაგ­რამ არა რო­გორც სან­ჩო პან­სა, არ­­მედ რო­გორც მე­გო­ბა­რი-ინ­ტე­ლი­გენ­ტი.

სწო­რედ აქ­­დან იწ­ყე­ბა შე­უმ­­გა­რი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეს­კი­ზე­ბის­გა­ნაა აგ­­ბუ­ლი და მას­ში არ­­ფე­რია ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი: არც კო­პენ­კი­ნის დონ-კი­ხო­ტუ­რი მოღ­ვა­წე­­ბა, არც სა­შას რო­ლი რო­გორც იდ­­­ლო­გი-ლე­ნი­ნე­ლი­სა და არც სხვა და­ნარ­ჩე­ნი სიმ­ბო­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟის რო­ლი, რომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბიც ქმნი­ან თავ­გა­და­სა­ვალ­თა ჯაჭვს. სა­შას სო­ნი­ას­გან გაქ­ცე­ვის ეფ­ექ­ტუ­რი სცე­ნა სუს­ტია და ბუნ­დო­ვა­ნი. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი მოვ­ლე­ნა კი ერთ­მა­ნეთს ლო­გი­კის მი­ხედ­ვით მის­დევს და ეს ლო­გი­კა თხრო­ბი­დან სწო­რედ იმ ეპ­­ზო­დებს გა­მო­რიცხავს, სა­დაც მი­ზე­ზე­ბი შე­დე­გებს შო­ბენ. მარ­თა­ლია გრძელ­დე­ბა შე­ნე­ლე­ბუ­ლი, ერთ­ფე­რო­ვა­ნი მონ­ტა­ჟი, ის­­ვე რო­გორც პირ­ველ წიგ­­ში, მაგ­რამ მე­­რე ნა­წილ­ში იგი სა­ტი­რუ­ლი და სიმ­ბო­ლუ­რი თხრო­ბის­­ვის გა­მო­­ყე­ნე­ბა, რო­მელ­საც უფ­რო კონ­­რას­ტუ­ლი მონ­ტა­ჟი მო­უხ­დე­ბო­და მკვეთ­რი ნახ­ტო­მე­ბით და არა ის­­თი, სიმ­წყობ­რით რომ ხა­სი­ათ­დე­ბა.

მოქ­მე­დე­ბა კი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ნე­ლა და მშვი­დად ვი­თარ­დე­ბა, ღრუ­ბე­ლი­ვით მი­ცუ­რავს: მოვ­ლე­ნე­ბი მოვ­ლე­ნებს მის­დე­ვენ, რო­გორც ღრუბ­ლის ერ­თი ფორ­მა ცვლის მე­­რეს ქა­რის ახ­­რე­ბის გა­მო და ნა­ხა­ტი ყო­ველ­­ვის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რჩე­ბა. თხრო­ბის ეს მა­ნე­რა იმ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა, რომ ერთ­მა­ნეთ­ზე აგ­ებს უმ­ნიშ­­ნე­ლო წვრილ­მა­ნებს, გა­მოჰ­ყავს უხ­­ლი­სოდ ნა­ძერ­წი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ყო­ველ ახ­ალ პერ­სო­ნაჟს ავ­ტო­რის აზ­რე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლად აქ­ცევს. თა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­­ცა­რი ლი­რიზ­მით ხა­სი­ათ­დე­ბა, რაც “ჩე­ვენ­გურს” ზო­გი­ერ­თი ნე­­რე­­ლის­ტუ­რი შე­დევ­რის წი­ნა­მორ­ბე­დად აქ­ცევს (მა­გა­ლი­თად, რო­სე­ლი­ნის­თან მა­სობ­რი­ვი სცე­ნე­ბი პოს დელ­ტა­ში (2)), ან სუ­ლაც უწ­ყი­ნა­რი და ირ­­ნი­­ლი სი­­რე­­ლიზ­მის წი­ნაპ­რად შეგ­ვიძ­ლია იგი მი­ვიჩ­ნი­ოთ (ვთქვათ, “სას­წა­­ლი მი­ლან­ში” (3)). წიგ­ნის ორ­მა­გი ფი­ნა­ლი – რო­მელ­შიც სა­შა, თით­ქოს თა­ვი­სი­ვე სიზ­­რე­ბით მარ­თუ­ლი, უც­ნა­­რად და სა­ტი­რულ ფე­რებ­ში და­ხა­ტუ­ლი კო­მუ­ნის­ტუ­რი ექს­პე­რი­მენ­ტის შემ­დეგ, სი­­რე­­ლის­ტურ ქა­ლაქ ჩე­ვენ­გურ­ში რომ მოხ­და, მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ბრუნ­დე­ბა და ტბა­ში ქრე­ბა, სა­დაც ოდ­ეს­ღაც მა­მა­მი­სი და­იხ­­ჩო, – თა­ვი­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლო­ბი­თა და მშვე­ნი­­რე­ბით რო­მა­ნის პირ­ველ გვერ­დებს უტ­ოლ­დე­ბა. პლა­ტო­ნო­ვის მთე­ლი მე­­რე ნა­წი­ლი ჩვენს მეხ­სი­­რე­ბა­ში ლაგ­დე­ბა და არ­სე­ბი­თად, ახ­ლი­დან იწ­­რე­ბა, დი­დი კუ­პი­­რე­ბით. მაგ­რამ იქ­­დან ბევ­რი რამ მყის­ვე გა­მახ­სოვ­­დე­ბა, რო­მელ­თაც პო­­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით და­­ვიწყა­რი ეპ­­ზო­დე­ბი აერ­თი­­ნებს. არაა ის­­თი გვერ­დი, სა­დაც მთხრო­ბე­ლის ცოცხა­ლი და ახ­ლო­ბე­ლი ხმა არ ჟღერ­დეს – მოკ­ლე შე­ნიშ­­ნებ­ში, ასე უხ­ვად რო­მაა წიგ­­ში გა­ფან­ტუ­ლი – ეს ამ ნა­წარ­მო­­ბის სა­­კე­თე­სო თვი­სე­ბაა და ეს ხმა გან­საც­ვიფ­რე­ბელ მწე­რალს, ანდ­რეი პლა­ტო­ნოვს ეკ­უთ­­ნის.

—————————————-

შე­ნიშ­ვ­ნე­ბი:

(1) პა­ზო­ლი­ნის მოჰ­ყავს ცი­ტა­ტა პლა­ტო­ნო­ვის სტა­ტი­­დან “პუშ­კი­ნი ჩვე­ნი ამ­ხა­ნა­გი”.

(2) იგ­­ლის­­მე­ბა უკ­­ნას­­ნე­ლი ეპ­­ზო­დი რო­სე­ლი­ნის ფილ­მი­დან “პა­­ზა” (1946).

(3) ვი­ტო­რიო დე სი­კას ფილ­მი (1950).

© “არილი”

Facebook Comments Box