პორტრეტი

რობერტ ლოუელის შესახებ

­­­ზვიად რატია­ნი


“დი­დად უც­ნა­­რი ჩვე­­ლე­ბა” – ასე გან­მარ­ტავ­და რო­ბერტ ლო­­­ლი ლექ­სის წე­რის მოთხოვ­ნი­ლე­ბას და ამ ნათ­­ვამ­ში ნათ­ლად ჩანს მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­ტუ­რი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი თვი­სე­ბა – წე­სი­­რე­ბა. მის­­ვის უც­ხო იყო მრა­ვა­ლი პო­­ტი­სათ­ვის ჩვე­­ლი მე­სი­­ნის­ტუ­რი ილ­­ზი­­ბი, ის არ­­სო­დეს აზ­ვი­­დებ­და სა­კუ­თა­რი პო­­ზი­ის მნიშ­­ნე­ლო­ბას, ყო­ველ­­ვის თავს არ­­დებ­და მა­ღალ­ფარ­დო­ვან სა­­ბარს შთა­გო­ნე­ბა­ზე და იმ მსხვერ­­­ზე, რო­მელ­საც შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ითხოვს. ის ლექ­სის წე­რას უც­ნა­ურ ჩვე­­ლე­ბას უწ­­დებ­და და, რო­გორც ჩანს, სწო­რედ ას­­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მო­­პო­ვა ის მო­მა­ჯა­დო­ვე­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე გა­მო­არ­ჩევს მის შე­მოქ­მე­დე­ბას; იმ­­ვე მი­ზე­ზით უნ­და იყ­ოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი მი­სი პო­­ტუ­რი მემ­­ვიდ­რე­­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაც. ლო­­­ლის პო­­ტი­კა საკ­მა­ოდ უჩ­ვე­­ლო და, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, უკ­უღ­მარ­თი გზით გან­ვი­თარ­და: ეს იყო გზა სირ­თუ­ლი­დან უბ­რა­ლო­­ბი­სა­კენ. რო­გორც წე­სი, პი­რი­ქით ხდე­ბა ხოლ­მე.

რო­ბერტ ლო­­­ლის პო­­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი 40-იან და 50-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ამ პე­რი­­დის ლექ­სებ­ში აშ­კა­რად შე­­ნიშ­ნე­ბა ტო­მას ელ­­­ტი­სა და მი­სი თა­­ბის პო­­ტე­ბის გავ­ლე­ნა, უფ­რო სწო­რად, იმ ხა­ზის გაგ­­ძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ელ­­­ტის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში იღ­ებს სა­თა­ვეს. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხ­­ბა მის მე­­რე კრე­ბულს, “ლორდ უერ­ის ცი­ხე­სი­მაგ­რეს”, რო­მე­ლიც 1946 წელს გა­მო­­ცა და ავ­ტორს, აღ­­­რე­ბას­თან ერ­თად, პუ­ლიტ­ცე­რის პრე­მი­აც მო­­ტა­ნა. ეს წიგ­ნი მე­­რე მსოფ­ლიო ომ­ის მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზეა ამ­ოზ­­დი­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი კრე­ბუ­ლია ლო­­­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. “ლორდ უერ­ის ცი­ხე­სი­მაგ­რის” მნიშ­­ნე­ლო­ბას ერთხ­მად აღ­­­რებ­­ნენ იმდ­რო­ინ­დე­ლი ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პო­­ზი­ის ის­­თი მეტ­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყვ­ნენ რო­ბერტ ფროს­ტი, ტო­მას ელ­­­ტი, უის­ტან ჰიუ ოდ­­ნი. მაგ­რამ უც­ნა­­რი მა­ინც ის იყო, რომ ამ კრე­ბულ­მა, მი­­ხე­და­ვად მი­სი აშ­კა­რა სირ­თუ­ლი­სა, უდ­­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­­პო­ვა არ­აპ­რო­ფე­სი­­ნალ მკითხ­ველ­თა შო­რის. “კვა­კერ­თა სა­საფ­ლაო ნან­ტა­კეტ­ში”, “ევ­რო­პის გვა­მე­ბი”, “დევ­ნი­ლის დაბ­რუ­ნე­ბა”, – ეს ის ლექ­სე­ბია, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე ქრეს­ტო­მა­თი­ულ ნი­მუ­შე­ბად იქც­ნენ.

რო­ბერტ ლო­­­ლი ყო­ველ­­ვის გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რო­გორც შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც მთე­ლი სი­სავ­სი­თა და, თუ გნე­ბავთ, დრა­მა­ტუ­ლო­ბით აღ­იქ­ვამ­და მემ­­ვიდ­რე­­ბი­თო­ბის, ტრა­დი­ცი­ის მნიშ­­ნე­ლო­ბას. არ­­მარ­ტო შე­მოქ­მე­დე­ბა, მი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბაც კი ტრა­დი­ცი­ის უწყ­ვე­ტო­ბა­ზე მი­­ნიშ­ნებს: XIX სა­­კუ­ნის უკ­­ნას­­ნელ რო­მან­ტი­კო­სად წო­დე­ბუ­ლი ჯე­იმს რა­სელ ლო­­­ლი მი­სი დიდ­პა­პა იყო, ხო­ლო ამ­­რი­კუ­ლი იმ­­ჟიზ­მის ერთ-ერ­თი ლი­დე­რი, ემი ლო­­­ლი, დე­­და. “ტრა­დი­ცია მუდ­მი­ვი ცვა­ლე­ბა­დო­ბაა და არა უძ­რა­­ბა, – წერ­და ლო­­­ლი, – ტრა­დი­ცია გან­ვი­თა­რე­ბის სი­ნო­ნი­მია, ოღ­ონდ აქ უნ­და და­ვა­მა­ტოთ ერ­თი დე­ტა­ლი: არა ნე­ბის­მი­­რი, არ­­მედ სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბის სი­ნო­ნი­მი”.

სწორ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ცხა­დია, ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა იგ­­ლის­­მე­ბა და პო­­ტის ამგ­ვა­რი პო­ზი­ცია ყვე­ლა­ზე ნათ­ლად 50-იან წლებ­ში იჩ­ენს თავს: ამ­­რი­კულ პო­­ზი­­ში ეს იყო ფა­სე­­ლო­ბა­თა გა­და­ფა­სე­ბის, ამ­ბო­ხის წლე­ბი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ამ­ბო­ხი სო­ცი­­ლუ­რი ხა­სი­­თი­სა უფ­რო იყო, მაგ­რამ მას­ში აშ­კა­რად იგრ­­ნო­ბო­და გარ­ვე­­ლი აგ­რე­სი­აც, რო­მე­ლიც იმ დრო­­სათ­ვის უკ­ვე ტრა­დი­ცი­­ლად ქცე­­ლი მო­დერ­ნის­ტუ­ლი პო­­ტი­კი­სად­მი იყო მი­მარ­თუ­ლი. ამ­­რი­კულ პო­­ზი­­ში გა­მოჩ­­და ყვე­ლა­ზე გა­ღი­ზი­­ნე­ბუ­ლი და გა­მომ­­ვე­ვი თა­­ბა – ბიტ­ნი­კე­ბი. ჩარლზ ოლ­სო­ნი, ჯეკ კე­რუ­­კი, კარლ შა­პი­რო, ალ­ენ გინ­­ბერ­გი, – ის­­ნი უპ­­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ნამ­დე შექ­­ნი­ლი­ყო, თვით პო­­ზი­­საც კი, რად­გან მა­საც მა­ხინ­ჯი ამ­­რი­კუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სის­­­ხორ­ცე­ულ ნა­წი­ლად თვლიდ­ნენ. და ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­­ნე­ლო­ბა შე­­ძი­ნა რო­ბერტ ლო­­­ლი­სა და მი­სი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი პო­­ტის პო­ზი­ცი­ამ, რო­მელ­თა შო­რის იყვ­ნენ თე­­დორ როტ­კე, ჯონ ბე­რი­მა­ნი, რენ­დალ ჯა­რე­ლი; მათ ერთ­­ვა­რი ხი­დის ფუნ­­ცია შე­ას­რუ­ლეს ომ­ამ­დელ და ომ­ის შემ­­გომ ამ­­რი­კულ პო­­ზი­­ში და გა­მო­რიცხეს ტრა­დი­ცი­ის წყვე­ტა.

ლო­­­ლი არ მი­­კუთ­­ნე­ბო­და იმ პო­ეტ­თა რიცხვს, რომ­ლე­ბიც ერთხელ მიღ­წე­ულს სჯერ­დე­ბი­ან და თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არ­­ნა­­რი ძი­რე­­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი აღ­არ შე­აქვთ. ამ­ის მა­გა­ლი­თე­ბი მრავ­ლა­დაა ამ­­რი­კულ პო­­ზი­­ში, ვთქვათ, ვე­ჩელ ლინ­­ზის, ლენ­­­ტონ ჰი­­ზის, ოგ­დენ ნე­შის მშვე­ნი­­რი, მაგ­რამ ერთ­ფე­რო­ვა­ნი ლი­რი­კა. ლო­­­ლის პო­­ტი­კა გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იცვ­ლე­ბო­და, წიგ­ნი­დან წიგ­ნამ­დე დი­­მეტ­რუ­ლად გან­­­ვა­ვე­ბულ სა­ხეს იძ­ენ­და. ასე გან­სა­ჯეთ, მის უკ­­ნას­­ნელ წიგ­­შიც კი, რო­მე­ლიც 60 წლის პო­ეტ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე გა­მოს­ცა, კრი­ტი­კო­სე­ბი სრუ­ლი­ად ახ­­ლი ეტ­­პის და­საწყისს ხე­დავ­­ნენ.

პირ­ვე­ლი ძი­რე­­ლი შე­მობ­რუ­ნე­ბა რო­ბერტ ლო­­­ლის პო­­ზი­­ში 1959 წელს გა­მო­ცე­მულ “ცხოვ­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლებ­ში” შე­იმ­­ნე­ვა. პო­­ტი, რომ­ლის ლი­რი­კუ­ლი “მე” აქ­ამ­დე ყო­ველ­­ვის გუნ­დუ­რი ხა­სი­­თი­სა იყო, რომ­ლის ხმა ერ­თი ნიღ­ბი­დან მე­­რეს გა­და­­ცე­მო­და, მო­­ლოდ­ნე­ლად უკ­­დუ­რე­სი სუ­ბი­ექ­ტი­ვიზ­მი­სა­კენ შე­მობ­რუნ­და. ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლო­ბის ის თით­­მის და­მაბ­ნე­ვე­ლი დო­ზა, რო­მე­ლიც ამ წიგ­­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სრუ­ლი­ად მო­­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­­და ლო­­­ლის მკითხ­ვე­ლე­ბის­­ვის. პო­­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­­ვის გა­მო­ირ­ჩე­­და მკაც­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ლექ­სო ფორ­მე­ბით, ამ­ჯე­რად თვით­დი­ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით ალ­­პა­რაკ­და. მაგ­რამ მო­­წეს­რი­გე­ბე­ლი და სპონ­ტა­ნუ­რი რიტ­მი­კა, თით­­მის პრო­ზა­ულ პა­სა­ჟებ­ში ალ­აგ-ალ­აგ შემ­თხ­ვე­ვით გა­მო­რე­­ლი რით­მე­ბი, ლექ­სე­ბის ან­ტი-კომ­პო­ზი­ცი­­რო­ბა და სტი­ქი­­რი სი­­ჟე­ტე­ბი, რაც 20-იანი წლე­ბის “ცნო­ბი­­რე­ბის ნა­კად­თან” და­კავ­ში­რე­ბულ ექს­პე­რი­მენ­ტებს მოგ­ვა­გო­ნებს, მხო­ლოდ ერ­თი და, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, მე­­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი დე­ტა­ლია ლო­­­ლის პო­­ზი­ის სა­ხეც­­ლი­ლე­ბი­სა. მთა­ვა­რი მა­ინც თე­მა­ტი­კა იყო: ესაა ლექ­სე­ბი-დღი­­რე­ბი, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლი და ფრაგ­მენ­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც პო­­ტი შე­ლა­მა­ზე­ბი­სა და ყო­ველ­­ვა­რი გამ­ხატ­­რუ­ლო­ბის გა­რე­შე აღ­წერს ეპ­­ზო­დებს თა­ვი­სი წარ­სუ­ლი­დან, აწმ­ყო­დან, სა­უბ­რობს ოჯ­­ხის წევ­რებ­ზე, მე­გობ­რებ­ზე, და ეს ყვე­ლა­ფე­რი უკ­­დუ­რე­სად ნა­ტუ­რა­ლის­ტუ­რი ფორ­მე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა: პერ­სო­ნა­ჟებ­სა და ად­გი­ლებს თავ­თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლი ერქ­მე­ვა, მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი ლექ­­ში ას­­ხუ­ლი მოქ­მე­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა. ტექ­­ტი მხო­ლოდ აღ­ად­გენს იმ­ას, რაც იყო, აღ­ად­გენს დი­­ლო­გებ­სა და დე­კო­რა­ცი­ებს, და არ­ცერთ ლექ­­ში არ შე­იმ­­ნე­ვა არ­­ფე­რი, რა­საც თუნ­დაც პი­რო­ბი­თად ვუ­წო­დებ­დით ფა­ბუ­ლას, ღერძს, რო­მე­ლიც სი­­ჟეტს კომ­პო­ზი­ცი­ურ მთლი­­ნო­ბას მი­­ნი­ჭებ­და. ყო­ვე­ლი ლექ­სის და­საწყი­სი და და­სას­რუ­ლი უკ­­დუ­რე­სად პი­რო­ბი­თია, მაგ­რამ ეს თით­­მის ჰა­ერ­ში გა­მო­კი­დე­ბუ­ლი და ერთ­მა­ნეთ­თან და­­კავ­ში­რე­ბე­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი ქმნი­ან სა­­ცარ და სკრუ­პუ­ლო­ზურ მთლი­­ნო­ბას, რო­ცა მათ არა ცალ­ცალ­კე, არ­­მედ ერ­თად – წიგ­ნად – აღ­ვიქ­ვამთ.

“აღ­სა­რე­ბი­თი ლი­რი­კა”, ასე მო­ნათ­ლა კრი­ტი­კამ რო­ბერტ ლო­­­ლის ეს ახ­­ლი და უჩ­ვე­­ლო სტი­ლი და ეს ტერ­მი­ნი მა­ლე გას­­და მხო­ლოდ ერ­თი პო­­ტის საზ­­­რებს: ორ­­ოდ წე­ლი­წად­ში სიტყ­ვა “აღ­სა­რე­ბი­თი” ამ­­რი­კუ­ლი პო­­ზი­ის ერთ-ერ­თი მძლავ­რი მიმ­დი­ნა­რე­­ბის ეპ­­თე­ტად იქ­ცა, მიმ­დი­ნა­რე­­ბის, რომ­ლის ფუ­ძემ­დებ­ლად სწო­რედ რო­ბერტ ლო­­­ლი მო­­აზ­რე­ბა.

მაგ­რამ პო­­ტის ეს რა­დი­კა­ლუ­რი შე­მობ­რუ­ნე­ბა არ ნიშ­ნავს იმ­ას, რომ მან სრუ­ლი­ად გაწყ­ვი­ტა კავ­ში­რი თა­ვის ძველ პო­­ტი­კას­თან, უბ­რა­ლოდ, 60-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ამ ახ­ალ­მა ხედ­ვამ შე­და­რე­ბით იმძ­ლავ­რა ძველ­ზე. “ცხოვ­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის” შემ­დეგ გა­მო­ცე­მუ­ლი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნით – “კავ­ში­რი­სათ­ვის და­ხო­ცილ­ნი”, 1963, – პო­ეტ­მა კრი­ტი­კო­სებ­სა და მკითხ­ვე­ლებს და­­ნა­ხა, რომ ის ის­ევ ძვე­ლი ლო­­­ლი იყო, ფორ­მის დი­დოს­ტა­ტი და მას­­ტა­ბუ­რად მო­აზ­როვ­ნე შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ არ გა­მო­კე­ტი­ლა სა­კუ­თა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი რე­­ლო­ბის ნა­ჭუჭ­ში.

მომ­დევ­ნო კრე­ბუ­ლე­ბი­დან პირ­­მინ­დად ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლი მხო­ლოდ ერ­თი იყო, 1973 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი “ლი­ზის და ჰე­რი­ეტს”. ამ წიგ­ნის ხა­სი­ათ­ზე თა­ვად სა­თა­­რიც მეტყ­ვე­ლებს: ლი­ზი – პო­­ტის მე­უღ­ლის სა­ხე­ლია, ჰე­რი­­ტი კი – ქა­ლიშ­ვი­ლის. ლო­­­ლის და­ნარ­ჩე­ნი კრე­ბუ­ლე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­რე­­ლი ხა­სი­­თი­საა და მათ­ში თა­ნაბ­რად არ­ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­გორც დო­კუ­მენ­ტუ­რი, ისე ად­რე­­ლი ლო­­­ლი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი ფი­ლო­სო­ფი­­რი ლი­რი­კის ნი­მუ­შე­ბი. ამ კრე­ბუ­ლებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია ას­­ვე 1973 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი “ის­ტო­რია”; ეს არ­ის წიგ­ნი-გა­ლე­რეა, რო­მე­ლიც წარ­მოგ­ვიდ­გენს სხვა­დას­­ვა ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­­ლი პი­რე­ბი­სა თუ თა­ნა­მედ­რო­ვე მოღ­ვა­წე­­ბის პორ­­რე­ტებს. ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რია, თუ რა პრინ­ცი­პით ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლობ­და პო­­ტი მა­თი შერ­ჩე­ვი­სას, – ალ­ექ­სან­­რე მა­კე­დო­ნე­ლი, სერ ტო­მას მო­რი, რო­ბერტ ფროს­ტი, რემ­­რან­­ტი, მა­რია სტი­­არ­ტი, ჯონ კე­ნე­დი, დან­ტე, ად­ოლფ ჰიტ­ლე­ტი, უილ­­ამ კარ­ლოს უილ­­ამ­სი, აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი, რენ­დოლ ჯა­რე­ლი, მო­ცარ­ტი… გარ­და პორ­­რე­ტე­ბი­სა, “ის­ტო­რია” კი­დევ ორ და­მო­­კი­დე­ბელ ნა­წილს შე­­ცავს, ესაა ციკ­ლი “ოც­და­­თი­­ნი წლე­ბი” და პო­­მა “მექ­სი­კა”.

პუბ­ლი­კა­ცი­­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ლექ­სე­ბი შე­სუ­ლია რო­ბერტ ლო­­­ლის მი­ერ 1975 წელს გა­მო­ცე­მულ კრე­ბულ­ში “დღი­თიდ­ღე”. შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ ეს არ­ის მი­სი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კრე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე სქელ­ტა­ნი­­ნი და ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რო­მელ­შიც წარ­მო­ჩინ­და ლო­­­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის სხვა­დას­­ვა ეტ­­პი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა.

© “არილი”

Facebook Comments Box