Uncategorized

ემილ მიშელ ჩორანი – უხილავთან წილნაყარი

susana soca

ემ­ილ მი­შელ ჩო­რა­ნის ესე ურ­უგ­ვა­ე­ლი მწე­რა­ლი ქა­ლის, სუ­სა­ნა სო­კას შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს. იგი 1907 წელს და­ი­ბა­და, გა­მოს­ცემ­და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნალს, თარ­გ­მ­ნი­და პო­ე­ზი­ას, 1936 წელს კი ურ­უგ­ვა­ი­ში სტუმ­რად ჩა­სუ­ლი ან­რი მი­შო გა­იც­ნო და მა­ლე მა­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მხურ­ვა­ლე, თუმ­ცა ხან­მოკ­ლე სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. სუ­სა­ნა სო­კა 1959 წელს გარ­და­იც­ვა­ლა უბ­ე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის შე­დე­გად – თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი, რომ­ლი­თაც იგი პა­რი­ზი­დან მონ­ტე­ვი­დე­ო­ში ბრუნ­დე­ბო­და, და­იწ­ვა. ბორ­ხეს­მა მის ხსოვ­ნას ლექ­სი მი­უძღ­ვ­ნა, რო­მე­ლიც 1960 წლის კრე­ბულ­ში შე­ვი­და, ხუ­ან კარ­ლოს ონ­ე­ტიმ კი რო­მა­ნი “ხუნ­ტა­კა­და­ვე­რე­სი” – 1964.

აი, სულ ეს არ­ის, რი­სი გა­გე­ბაც მო­ვა­ხერ­ხე ამ უც­ნა­უ­რი ქა­ლის შე­სა­ხებ, მაგ­რამ რო­ცა ხე­ლახ­ლა გა­და­ვი­კითხე ტექ­ს­ტი და ეს რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან, უკ­მა­რი­სო­ბის გრძნო­ბამ მა­გა გა­მახ­სე­ნა, კი­დევ ერ­თი ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კე­ლის, ხუ­ლიო კორ­ტა­სა­რის მა­გი­უ­რი ქმნი­ლე­ბა “კლა­სო­ბა­ნა­დან”: მა­გა, რო­მე­ლიც პა­რიზს გა­მო­ექ­ცა და მონ­ტე­ვი­დე­ო­ში (თუ პე­რუ­ჯა­ში, ან იქ­ნებ სულ სხვა­გა­ნაც) გა­ემ­გ­ზავ­რა… ვის გვერ­დი­თაც ორ­ა­სიო ოლ­ი­ვე­ი­რა “ჰიპ­ნო­ტურ, ზე­ბუ­ნებ­რივ უხ­ერ­ხუ­ლო­ბას” გრძნობ­და და ამ უხ­ი­ლა­ვის ში­შით ატ­ა­ნი­ლი ფი­ლო­ლო­გი­ურ თა­მა­შებს აფ­ა­რებ­და თავს.

მთარ­­­ნე­ლი, 2001 წ.

 

იგი მხო­ლოდ ორ­ჯერ ვნა­ხე. სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით. მაგ­რამ სას­წა­უ­ლი ხომ დრო­ით არ იზ­ო­მე­ბა. ზმა­ნე­ბა­სა­ვით მო­მევ­ლი­ნა და უეც­რად და­მატყ­ვე­ვა მის­მა არამიწიერმა გა­რეგ­ნო­ბამ, ჩურ­ჩულ­მა (იგი კი არ ლა­პა­რა­კობ­და, შრი­ა­ლებ­და), გა­უ­ბე­დავ­მა მოძ­რა­ო­ბებ­მა. მი­სი მზე­რა არც ად­ა­მი­ა­ნე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი და არც საგ­ნე­ბი­კენ, საქ­ცი­ე­ლით კი სა­ოც­რად მომ­ხიბ­ლავ აჩრ­დილ­სა ჰგავ­და. “ვინ ხართ? სა­ი­დან მოხ­ვე­დით?” – მინ­დო­და მე­კითხა. თუმ­ცა ეს კითხ­ვა, ალ­ბათ ჰა­ერ­ში გა­მო­ე­კი­დე­ბო­და, იმ­დე­ნად იყო შეზ­რ­დი­ლი სა­ი­დუმ­ლოს­თან და მი­სი ძირს, სიცხა­დეს­თან დაშ­ვე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჩან­და. ჩვენ ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გებთ, რა­ტომ და­თან­ხ­მ­და იგი სა­ერ­თოდ ეს­უნ­თ­ქა, რა შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბამ აიძ­უ­ლა სუნ­თ­ქ­ვის ცდუ­ნე­ბას აჰ­ყო­ლო­და. ვერც იმ­ას გა­ვი­გებთ, თუ რას ეძ­ი­ებ­და იგი ჩვენს შო­რის. მხო­ლოდ ერ­თი რამ შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას დარ­წ­მუ­ნე­ბით: ეს ქა­ლი არ იყო ამ ქვეყ­ნი­სა და ჩვენს ზნე­და­ცე­მულ სამ­ყა­რო­ში მი­სი დარ­ჩე­ნის მი­ზე­ზი ან ხათ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ან დამ­ღუპ­ვე­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. მხო­ლოდ ან­გე­ლო­სებ­სა და უკ­ურ­ნე­ბელ ავ­ად­მ­ყო­ფებს თუ ძა­ლუძთ გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ ის, რა­საც ამ ქა­ლის გვერ­დით გა­ნიც­დი­დი: ჰიპ­ნო­ტუ­რი, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი უხ­ერ­ხუ­ლო­ბა!

პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­დან­ვე შე­მიყ­ვარ­და მი­სი თავ­მ­დაბ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, და­უ­ვიწყა­რი კრძალ­ვა, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც იგი ხან უხ­ი­ლა­ვი ღმერ­თის მსა­ხუ­რე­ბა­ში და­ფერ­ფ­ლილ ქუ­რუმ ქალს ემგ­ვა­ნე­ბო­და, ხა­ნაც მიღ­მუ­რის ნოს­ტალ­გი­ით ან ექს­ტა­ზის უნ­ა­პი­რო­ბით გადაღლილ სულ­თამ­ხი­ლავს.

ყვე­ლა ად­ა­მი­ა­ნუ­რი უნ­ა­რით, მრა­ვა­ლი ნი­ჭით დაჯილდოვებული, იმ­ავ­დ­რო­უ­ლად თით­ქოს არ­ა­ფერ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არ­ა­მედ რა­ღაც უზ­ე­ნა­ეს სი­ღა­ტა­კეს ელტ­ვო­და და გან­წი­რუ­ლი იყო უხ­მოდ ეჩ­ურ­ჩუ­ლა თა­ვი­სი უპ­ო­ვა­რო­ბის გა­მო. რა უნ­და ჰქო­ნო­და მას, რას უნ­და და­უფ­ლე­ბო­და, ან რი­სი უნ­და ერწ­მუ­ნა, რო­ცა დუ­მი­ლი მი­სი არ­სი გახ­და, დაბ­ნე­უ­ლო­ბა კი მთე­ლი სამ­ყა­რო? რაც მეტს ფიქ­რობ ამ ქალ­ზე, მით უფ­რო ნაკ­ლე­ბად გიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი ეპ­ო­ქის სა­ზო­მე­ბი­თა და ჩვე­უ­ლე­ბა­თა კვალ­დაკ­ვალ შე­ა­ფა­სო იგი. ეს ქა­ლი თით­ქოს რა­ღაც უძ­ვე­ლე­სი წყევ­ლის მსხვერ­პ­ლი გახ­და. იგი სხვა მხა­რე­სა და სხვა ეპ­ო­ქა­ში უნ­და შო­ბი­ლი­ყო, ჰე­ი­ვორ­ტის დი­უ­ნებს შო­რის, ნის­ლ­სა და უკ­ა­ცუ­რო­ბა­ში, დე­ბი ბრონ­ტე­ე­ბის გვერ­დით…

დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი კა­ცი ად­ვი­ლად ამ­ო­ი­კითხავ­და მის სა­ხე­ზე, რომ იგი დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ბო­და ჩვენს შო­რის, რომ დღეგ­რ­ძე­ლო­ბის კოშ­მა­რი აც­დე­ბო­და მას. ამ ქალს სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ისე ცო­ტა რამ ჰქონ­და სა­ერ­თო სი­ცოცხ­ლეს­თან, რომ ყო­ვე­ლი მი­სი და­ნახ­ვა უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი გე­გო­ნა. გან­შო­რე­ბა მი­სი ბუ­ნე­ბის უმ­თავ­რე­სი ნი­შა­ნი იყო, ბე­დის ან­ა­რეკ­ლი, კვა­ლი მი­წი­ე­რი არ­სე­ბო­ბი­სა. იგი ამ­ას შა­რა­ვან­დე­დი­ვით იხ­დენ­და არა კად­ნი­ე­რე­ბის, არ­ა­მედ უხ­ი­ლავ­თან წილ­ნა­ყა­რო­ბის გა­მო.

თარ­­­ნა

მალხაზ ხარბედიამ

Facebook Comments Box