პროზა

ბესო სოლომანაშვილი – ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა


ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო

როგორ მოვატყუოთ გამომცემელი

მაშინ პაპაჩემი, დედაჩემის მამა, ჯანზე იყო, მაგრამ იმ დაბადების დღის შემდეგ ვერ გაუძლო ნერვებმა და ტვინში სისხლი ჩაექცა.იმ დღეს არა, თითქმის ერთი ათი დღის მერე. იმდენი შეურაცხყოფა ჰქონდა გადატანილი და ატანილი, მაგრამ იმ ერთმა დაბადების დღემ ბოლო მოუღო. 85 წელი სულ კარგად იყო, უგრძნობი მეგონა, მეგონა რომ არასოდეს არაფერს განიცდიდა… და უცებ…

ცივსისხლიანი ბებერი ცინიკოსი – ხო მიიღო?!

იმ ამბის მერე ერთ დღეში შეიცვალა. ბებრული სადისტური სიგიჟე გაუქრა, – როცა იცის, რომ ძალა აქვს და გაწვება, – აბა სადამდე დაეჩაგრინები? და რო ეჩაგრინები, კიდე უფრო გჩაგრავს. სულ არ აინტერესებს, ამას ზრდილობა გაკეთებინებს, შვილიშვილის პაპისადმი პატივისცემა თუ კიდევ რამე?

– … ხო მიიღო…?!

ერთი კვირა ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა. არც ჭამდა არც სვამდა, ერთხელ ამოიღო ხმა და ისიც თავისთვის ჩაიბურდღუნა, უფრო ჩემს გასაგონად თქვა: აბა ერთი ჩემ დროს ექნა, იმ შენ ძმაკაცს… ეხლა რო დიდი გული გაქვთ. ხო აუგლისავდი კედელზე ტვინსო.

ერთი კვირის მერე მოცოცხლდა. გინება დამიწყო, – გეზიზღებიო, გინდა მოგიყვე რატო ვარ ეგეთიო? არ შეგეშვებიო, უნდა იცოდეო. მე თუ მძღნერში ვარ, შენ რითი ხარ ჩემზე უკეთესიო, კი არა და, მეტიო, კი არადა, – შენ რითი ხარ ჩემზე ნაკლებიო… ჰოდა, პირველად მომიყვა რატომ გახდა ჯალათი. სამი დღე მიყვებოდა, არ ჭამდა და არ სვამდა, დაიღლებოდა დაიძინებდა, გაიღვიძებდა, დამიძახებდა და ისევ მიყვებოდა… და რომ დაამთავრა, თვალები აუტრიალდა, ყბა მოექცა, კიდურები არაბუნებრივად დაებრიცა და იატაკზე დაენარცხა. ძალიან შემეშინდა, თან ცოტა მესიამოვნა კიდეც. გადარჩა, მაგრამ დარჩა ესე დამბლადაცემული. მივხვდი, რომ მალე მოკვდებოდა და ჩანაწერის გაკეთება დავიწყე, რაღაცეები მინდოდა გამეხსენებინა, მაგრამ ვეღარ მპასუხობდა და შეიძლება ზოგი ადგილი ჩემი ფანტაზიის ნაყოფიც იყოს. როგორც მივხვდი, ეს ამბავი იცოდა მამაჩემმა და ამის გამო არ უყვარდა პაპაჩემი, – არც არასოდეს ჰქონია ურთიერთობა სიმამრთან. ჩემთვის არ მოუყოლია, ეტყობა ჩათვალა, რომ პატარა ვიყავი და დამინდო. მაშინაც კი არ მომიყვა, როდესაც დედაჩემმა უღალატა. არც სიკვდილის წინ, სისხლში რომ ცურავდა. ერთხელ, გადაწყვიტა დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და ახალი წლის საჩუქრად ნაყინი მიყიდა. ფული მომცა, შედი მაღაზიაში, აირჩიე და იყიდეო, თვითონ გარეთ დამელოდა. სროლის ხმაზე მე და გამყიდველი ქალი გამოვვარდით. ხელში ნაყინი მეჭირა და ვლოკავდი. რომ, მივუახლოვდი, პალტო ტანზე მჭიდროდ შემოიხვია, ჩემი ჭუკულიკა ბიჭიო, ჭუჭუსთან თითები გამიტკაცუნა, პირით გააპრუწუნა და მოკვდა. ხუთი ტყვია ქონდა მოხვედრილი. ვინ ესროლა არ დამინახავს, მაგრამ სულ მახსოვს იარაღის ლულებს კვამლი როგორ ასდიოდა, არც ეს კვამლი დამინახავს რასაკვირველია, მაგრამ მაინც სულ მახსოვს. ამ დროს დედა უკვე წასული იყო სახლიდან, უფრო სწორედ, მამამ სასტიკად სცემა ღალატის გამო და გააგდო, ლოყაზე დიდი იარა დაუტოვა და ისე. ეს ის დროა, ქვეყანაში ნაყინი რო ფუფუნებაა, ფული არავის აქვს და მთელს ქვეყანაში ერთადერთი საჭმელი ლობიოა. პირდაპირ ნატურით მიდის ვაჭრობა – ბოზებიც კი ლობიოზე იძლევიან. ნაციის რჩეულებს ყველაზე მეტი ლობიო ჰქონდათ და მოგეხსენებათ ლობიოს რა ახასიათებს, ჰო და დადიოდა მთელი ნაცია კუებ- კუებით. თან, ის დროა, ყველაზე ელიტარულები და ყველაზე ლამაზები, სიამოვნებით რომ ხოცავენ ერთმანეთს, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში. მე მეგონა, რო სისულეების გამო ხოცავდნენ და თვითონ იმათ ეგონათ, რომ სერიოზული ამბების გამო ხოცავდნენ. ისე, რატო არ არის სერიოზული მიზეზი ფული, ცოლი, ჰეროინი, საყვარელი. ხანდახან ეშლებოდათ ხოლმე და ისე, არაფროს გამო ხოცავდნენ ერთმანეთს. ან სულაც არ ეშლებოდათ, და ბავშვები ეზოში რომ თამაშობენ და ერთმანეთს მორევაში ეჯიბრებიან, – ვინ უფრო ღონიერია, მაგის გამო ხოცავდნენ. პატარა ქალაქი იყო, კიდევ უფრო პატარა იყო ეს ელიტარული უბანი, ყველა ერთმანეთს იცნობდა და მაინც ხოცავდნენ. დადიოდნენ ესე ლობიონაჭამი ნაციის კუანა რჩეულები და კუებ- კუებით ხოცავდნენ ერთმანეთს. დედაჩემის და მამაჩემის ამბავიც ამას ჰგავდა. მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში დედაჩემი გამყიდვლად ედგა ვიღაც ბერძენს,  ჰოდა იმ ბერძენზე იეჭვიანა მამაჩემმა, არც ვიცი ჰქონდა თუ არა მიზეზი. იმ კაცმა საბერძნეთში მომვლელის სამუშაო გაუხერხა დედაჩემს და იმის მერე აღარც მინახავს. ისე იზრუნა იმ ბერძენმა დედაჩემზე, მივხვდი, რომ მაინც ჰქონდა ეჭვიანობის მიზეზი მამაჩემს. დღემდე ფულს კი მიგზავნის დედაჩემი, აბა მე რისი თავი მაქვს, მწერალიც კი ცუდი ვარ. ჰოდა, მას შემდეგ, რაც დედაჩემმა გამაჩინა, რომელმაც მამას უღალატა, რომელიც თავისთავად ჩემს თვალწინ მოკლეს, რომელსაც თავისწილად ძალიან არ უყვარდა დედაჩემის მამა, რომელიც თურმე ჯალათი ყოფილა, საბოლოოდ ამ დედაჩემის მამამ, – ჯალათმა პაპამ გამზარდა. მამაჩემი რომ მოკვდა, ზუსტად იმ დღიდან დაიწყო პაპაჩემმა იმ ადამიანების ამბების არეულ-დარეული მოყოლა, ვინც დახვრეტილი ჰყავდა. აზრიც კი ვერ გამომქონდა. ყველაზე დალაგებულად იმ წუთების ამბავი გამოსდიოდა, გასროლას რომ აღარაფერი ეკლდა. აი, ის რასაც გრძნობენ სულ ბოლოს, ჩახმახის გადატენიდან ბოლო ბრძანებამდე. ღმერთის სწამდა პაპაჩემს, ნანახი მაქ, სული როგორ ამოდის და მიდისო, მაგრამ იციან ამ სულებმა მე რომ არაფერ შუაში ვარ და არაფერს მერჩიანო. ეხლაც არ მერჩიანო.

ბოლოს სულ აურია, გამაშლევინებდა სუფრას, სტუმრებს დამაპატიჟებინებდა და იწყებდა ამ კოშმარების მოყოლას, – ჰოდა, მიიღო კიდეც. …თავადიშვილები ვართო – ამბობდა. ნეტა როგორი თავადიშვილი იყო, მთელი ქვეყნის თავადები მაგის დახვრეტილია. თავიდან ამ ამბების ჩაწერა ვცადე, იმდენს ყვებოდა, – დავიღალე, დამეზარა და თავი დავანებე. არადა, ჩემ ისტორიებს ვეღარ ვწერ, სულ ეს მიტრიალებს თავში. იმასაც კი ვერ ვწერ, ქალის კაბის ჩაცმა რო მიყვარს. არაა, ტრანსექსუალი არ ვარ და არც სურვილი მქონია როდისმე კაცებთან ურთიერთობის, უბრალოდ მიყვარს ქალის კაბის ჩაცმა, უკეთესად მიდგება და მორჩა, რა, არ შეიძლება? მღვდლებსაც ხო კაბა აცვიათ. ის კი არა, ბოზებშიც მიყვარს სიარული. პაპაჩემი ბიჭობიდან მაძლევდა ბოზებში სასიარულო ფულს და ძალიანაც მსიამოვნებს. ოღონდ საიდან ჰქონდა ამ ბებერ ნაძირალას ამდენი ფული ვერ ვხვდებოდი. ან სად ინახავდა – ვერაფრით ვიპოვე. ერთხელ მთელი სახლი გადავაქოთე და არაფერი გამომივიდა. ფულს მაძლევდა და მერე სულ დეტალურად მაყოლინებდა ვისთან ვიყავი. ჩამეძიებოდა ხოლმე -ვისთან ვიყავი,  როგორი იყოო? დიდი ძუძუები ჰქონდა თუ არაო, პირში თუ იღებდა, უკნიდანაც ხომ არ მოსწონდა? მეც ვუყვებოდი, აბა რა მექნა, მერეც ხომ მინდოდა ფული. ხანდახან არც წავსულვარ ბოზებში, ფული სხვა რამეში დამჭირვებია და მომიგონია ამბავი. არა, იმას ნამდვილად არ მოვუყვებოდი, კაბაჩაცმულს რომ უფრო მაგრა მიდგება. ერთხელ მთვრალზე კინაღამ წამომცდა, არ დაიჯერა, – შემაგინა, სერიოზულად მოიქეციო და გავჩერდი. არადა,  თვითონ ისეთები მომიყვა, ეს ჩემი კაბა როგორ უნდა გაუკვირდეს? ისე, შეიძლება უფრო გამწარდეს, მარა ძაან ბებერია, რომ მოკვდეს, ფულს ვინ მომცემს? ამდენი რამის მოსმენა და მოგონება რომ მიწევდა, მეც ძალაუნებურად მწერალი გავხდი, ყოველ შემთხვევაში, ამბების მოყოლა ძალიან მსიამოვნებს. თან მარტო ყოფნა მიყვარს და ვზივარ და ვწერ და მაქვს ჩემი მსოფლიო.

თქვენ რა გგონიათ, როგორ ხდებიან მწერლები?- მწერლებს ხო ეგეთი თვისება აქვთ: აიღებენ მომხდარ ამბავს, ცხოვრებაზე უკეთესს ხომ ვერანაირი ფანტაზია ვერ მოიგონებს. შეძვრებიან თავისი არჩეული ამბის გმირის სხეულში და იწყებენ იმით ცხოვრებას. თუ მწერალმა მოახერხა და ბოლომდე შეუძვრა ტვინში, გულში, კუჭში, უკანალში, ყვერებში და კიდევ სად, ღმერთმა იცის, ხო აცოცხლებს ამ თავის გმირს და მაშასადამე ამბავსაც, თუ ვერა და ჰყავს გმირი, ან უგულო, ან უტვინო, ან უტრაკო, ან უყვერებო. ყველაზე მთავარია სისხლში შეძრომა. ეს ხელობა იშვიათებმა იციან, სისხლში თუ შეძვრა, მაშინ ყველგან შეძვრება, სულ ყველგან; მერე, ამ ამბავს მიაწებებს სხვა ამბავს, შიგნით ჩასვამს გმირს, რომელშიც შემძვრალია და არის შანსი, რომ რამე გამოუვიდეს. თუ გამომცემელი მოტყუვდა, – დაბეჭდავენ წიგნს და მწერალმა ნაწილი ვალების გასასტუმრებელი ფულიც კი შეიძლება მიიღოს. მერე ისევ მოშივდება და იწყებს გამომცემლის მოსატყუებელი ამბის მგონებას. თუ ამ გამომცემელმა წინა წიგნით ხალხიც მოატყუა, ხო კიდევ დაუბეჭდავს, თუ ვერა და მაშინ მოუწევს მწერალს საქმიანობის შეცვლა. ეხლა ვაპირებ ამ სადისტი პაპაჩემის ამბით გამომცემლის მოტყუებას. როგორც ვთქვი, ეს პაპაჩემი დედაჩემის მამა იყო. დედაჩემის დედა, ანუ ბებიაჩემი კი, რომელსაც პატარაობიდანვე ბებოს ეძახდნენ, დედაჩემზე მშობიარობას გადაყვა, ზუსტად იმ დღეს, როდესაც გაიგო, რომ ქმარმა ძმა დაუხვრიტა. მაგრამ ეს ამბავი ცოტა უფრო გვიან მოხდა, ვიდრე ის ამბავი, რომელიც სიკვდილის წინ, ნაძირალა პაპაჩემმა მომიყვა.

მეც დავიკიდე, – ავდექი და დავწერე, თან ეფექტური სათაურია, დედაჩემის მამა ჯალათი – მგონი ჭამს გამომცემლობა. შეიძლება ცოტა ფულიც მომცენ. ისეთი რაღაცეებია, ვინ დაიჯერებს რო მართალია, თან ვინ დამიჯერებს, რომ მართლა პაპაჩემზე ვწერ. ისე, ის ჩემი ნაცნობი არ მოიქცა კარგად, მაგრამ ყველა მე ხომ არ მგავს. მე ბავშვობიდან მიჩვეული ვარ და არ მაღიზიანებს, იმისთვის კიდე როგორი მოსასმენია, როგორ ხვრეტდა ეს დედაჩემის მამა ხალხს და თან ამას სიამოვნებით რომ მოყვები. ჰოდა, გადაირია მთვრალზე კაცი და… მესმის იმისიც. ჩემმა ნათესავებმა კი ვერ გაუგეს და ისე სცემეს, პოლიციის და სასწრაფოს გამოძახება მომიწია. იმ ჩემი შორეული ნათესავებისაც მესმის.

 

”პატარა გორი დიდია…”

1920 წელი იდგა. ერთ წამი დასჭირდა ღვთის რისხვას, – გაუგონარი ძალით შეანჯღრია, ჩამოიქცია და ჩამოამხო ეს ერთიბეწო ქალაქი გორი. დიდი ბელადის, პატარა მშობლიურ ქალაქში, ერთადერთი სახლი გადარჩა მაშინ. ამ გადარჩენილი სახლის პატრონი თავზეხელაღებული უცხოელი ყოფილა, ზოგი ამბობდა იტალიელიაო, ზოგი პოლონელიო და ზოგიც რას და ზოგიც რას. ამ თავზეხელაღებულის პაპას რა დამსახურება ჰქონდა იმპერიის წინაშე არავინ იცოდა, მაგრამ თვით რუსეთის იმპერატორს უჩუქებია ხუთი სოფელი, მერე როგორც იციან ამ უცხოელებმა – ქართველი ცოლი მოუყვანია და როგორც ქართველმა ცოლებმა იციან, მართლმადიდებლობა მიაღებინა და სულ გააქართველა ეს კათოლიკე კაცი. იმ იმპერატორის შემდეგმა, თუ კიდე შემდეგმა იმპერატორმა, ბატონყმობა კი გააუქმა, მაგრამ თავზეხელაღებულის პაპას ვაზის ზვრები დარჩენია. ჰოდა, ყოფილი ყმები თავის ზვრებში დაასაქმა და მოზრდილ ჯამაგირსაც უხდიდა. ფრანგებისგან ნასწავლი ტექნოლოგიით აყენებდა საუკეთესო ქართულ ღვინოს და უცხოეთში ყიდიდა, – პეტერბურგის და პარიზის და ვენის და ლონდონის და კიდევ სად არა, რესტორნებში დალევდით მის ღვინოს. მისმა თავზეხელაღებულმა შთამომავალმაც გააგრძელა წინაპრის ღვინის საქმე, მარტო კი არ გააგრძელა, გვარიანად გააძლიერა, თუმცა როცა თვრებოდა, სოფლები ისევ თავისი საგვარეულოსი ეგონა. ჩამოუვლიდა და ისევ ძველებურად აწიოკებდა გლეხობას. შემოსავალს დახარბებული გლეხობაც ძალიან არ ერჩოდა და თავაშვებულობასაც აპატიებდნენ ხოლმე. ერთხელ, ერთი გლეხის გოგოს დაადგა თვალი და ძალით იხმარა. ისეთი ლამაზი იყო ის ქალი, ისეთი ლამაზი, მეორეთაც მოუნდა, მერე მესამეთაც… და ცოლად მოიყვანა, – ესე გაჩნდა თედო. იმ დროს გარყვნილების არავინ არაფერი იცოდა. პეტერბურგსა და ევროპაში ნათრევმა გაქართველებულმა თავზეხელაღებულმა ისეთები ასწავლეს თედოს დედას, რომ ბარე ცვედან ეშმაკს შეაცდენდა. ცოდვა გამხელილი სჯობია და თედოს დედაც კარგი მოსწავლე გამოდგა. ამ პატარა ქალაქში თედოს დედას და თავადიშვილის ლოგინის ამბებს თურმე ყველა იგებდა, ისე ხმამაღლა და მოურიდებლად ყვარობდნენ ერთმანეთს. ამ სახლის ახლოს ჩავლისას, მღვდლები პირჯვარს იწერდნენ და სამეზობლო ცდილობდა მათ მხარეს ფანჯრები ამოეშენებინა. თედოს მამა თედოს დედას მოცალეობის და სიყვარულისგან დასვენების ჟამს წიგნებს უკითხავდა, მერე წერა–კითხვაც ასწავლა. “ანა კარენინას”, “შაგრენის ტყავის”, “წითელი და შავის”, “პარიზის ღვთიშობლის ტაძრის” კითხვით აღელვებული ქალის ალერსით დაწყნარება უწევდა ხოლმე, სანამ მთავარი ამბავი არ დაიწყო.

მთავარი ამბავი კი მაშინ დაიწყო, როცა რუსეთიდან მოთრეულმა წითელი ბოლშევიკების სამხედრო ნაწილებმა გორის მაზრა დაიპყრეს. არა, გორის მაზრა კი არ დაიპყრეს, საქართველო დაიპყრეს და გორის მაზრაში შეხროვდნენ. იქაურობის გამაგრება დაევალათ. აბა რა იქნებოდა, გორი ხომ დიდი ბელადის ქალაქი იყო.

თან დიდ ბელადს ეთქვა, პირველი რასაც ვიზამ, მიწისძვრისგან პირწმინდად დანგრეულ ჩემს ქალაქს აღვადგენ, მაგათ ჩასვრილის გამოსწორება ჩვენ გვიწევსო. სოციალ- დემოკრატები ხო არ ვგონივართ ვინმეს, ეხლა ნახეთ მშენებლობა როგორი უნდაო. თედოს თავზეხელაღებულ მამას ბოლშევიკების მოსვლა დროებითი ჰგონებია და ისე გაუგრძელებია თავისი ყოფა, წარბიც არ შეუხრია. აი, კონკრეტულად ამ დროს გაჩენილა თედოც. სანამ ბოლშევიკები გაერკვნენ ვინ ვინ იყო, თან დანგრეული ქალაქის აღდგენაზეც დაკარგეს დრო, ორი წელიც გავიდა. მერე გაიკითხ- გამოიკითხეს და ყველა არასანდო “ელემენტს” მიადგენენ. აბა, აქ ჩვენზე თავზეხელაღებული ვინ არიო? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი და, სავარაუდოდ, ერთადერთი, თედოს მამა აღმოჩნდა. მივიდა წითელი კომისარი თედოს მამასთან და უთხრა, ეგ შენი სახლი რევკომისთვის მინდაო. რაო? ვერ გაიგო თედოს მამამ. რაო და შენი სახლი მაგარი ნაშენებია და ახალგაზრა სახელმწიფოს “სჭირ……”- ის თქმა მოასწრო, “დებაო…”- ზე ისეთი მოხვდა ყბაში, თედოს დედას გათავებისას არ უთეთრდებოდა ისე თვალები, ამ წითელ კომისარს რომ აუტრიალდა გუგები და გადაუთეთრდა. დუჟმორეულმა წითელმა კომისარმა, იქვე, სახლის კედელთან, სისხლნარევი ნერწყვით წითელ, ქიმიურ ფანქარს წვერი დაუსველა, ახლადნასწავლი ასოებით ბრძანება დაწერა და ამავე ბრძანების საფუძველზე, თედოს მამა საკუთარი სახლის კედელთან მიახვრიტა. მაშინ თედო 2 წლის იყო. ამ წელს დიდი ბელადი დიდ ბელადად აირჩიეს, ერთი წლის შემდეგ წითელმა კომისარმა სისხლში ჩაახრჩო აჯანყება და გმირად დაბრუნებულმა, ქალაქის ყველაზე ლამაზი ქალი მოიყვანა ცოლად. თან ეკუთვნოდა, ბოლოსდაბოლოს მან დახვრიტა ქალის თავზეხელაღებული ქმარი. ცოტა ხანში რაღაც შეიცვალა წითელ კომისარში. ჯერ იყო და მთვრალი დებოშების ატეხვა დაიწყო, ერთი- ორი კაცი უმიზეზოდ მიახვრიტა ქალაქის ცენტრში, – სულ გადაირია, უბედური. კაცმა არ იცის რა ხდებოდა თედოს დედასა და კომისარს შორის, მაგრამ ზუსტად ორი წლის შემდეგ, წითელი კომისარი ღვდლად აღიკვეცა და ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ზუსტად ისევე მოექცნენ, როგორც თვითონ მოექცა თედოს მამას. ორი ჯარისკაცი და ერთი ისეთივე, ოღონდ სხვა წითელი კომისარი გამოჩნდა ქალაქში. ეს კომისარი სპეციალური დავალებით გამოეგზავნათ, – გაერკვია როგორ აღიკვეცა წითელი კომისარი ღვდლად, რატომ ლანძღავდა დიდ ბელადს და ზომები მიეღო. დაიღრიალა ახალმა კომისარმა, ცეცხლიო და ჯერ ერთი ტყვია გავარდა, მერე მეორე, არ მოკვდა მღვდელი. ღმერთი სამებით არის – გიჟივით უთხრა კომისარს, მესამეც მესროლე, გენანება? – გადაირია ისეთივე სხვა წითელი კომისარი, ამოიღო საფოსტო ნაგანი და გულში დაახალა. ტყია ჯვარს მოხვდა, აისხლიტა და ბრძანების გამცემ კომისარს შიგ თვალში დაეჯახა. სიმწრისგან კბილები გააკრაჭუნა სპეციალური დავალებით გამოგზავნილმა კომისარმა და ნაგანში ჩარჩენილი ოთხი ტყვია კიდევ უფრო დაუნდობლად ესროლა. ოთხივე ტყვიამ სიცოცხლეს გამოასალმა ნაბოლშევიკარი მღვდელი.

წითელმა კომისარმა თვალი აიხვია და ზედმეტი სახელიც დაერქვა, ჯვარნაკრავი. ჯვარნაკრავი ძალიან კერკეტი გამოდგა, მის სისასტიკეს შორს გაუვარდა სახელი. ჯვარნაკრავის გარეშე ამ ადგილებში ჩიტი ვერ აფრინდებოდა. იმასაც კი ამბობდნენ, ერთხელ სტალინი ჩუმად ჩამოვიდა თავის ქალაქში და ჯვარნაკრავს შეხვდაო, იმას კიდე პირობა მიუცია, თქვენ ქალაქს დავიცავ სიცოცხლის ბოლომდეო. მადაც მსუყე აღმოაჩნდა ჯვარნაკრავს, – დიდი ბელადის პატარა ქალაქში, ყველაზე ლამაზ ქალს მის გარეშე ვერავინ ვერაფერი გაუბედა და თედოს დედამაც, თითქოს მას ელოდა, უსიტყვოდ მიიღო სტუმარი. ერთის მხრივ თავისი ქმრის მკვლელის მკვლელისადმი მადლიერებასავით კი გამოუვიდა.

ამასობაში ათი წლის გამხდარიყო თედო.

თედო გულჩათხრობილი იყო, სასწავლებელში ვერაფრით შეეწყო ტოლებს. ისე, რომ ითქვას, არც არავინ აწუხებდა.

სულ ერთხელ შეხვდა თედო ჯვარნაკრავს. არა, თვითონ არ შეხვედრია, – ვერც კი მიხვდა როდის მოახერხა ჯვარნაკრავმა მის ოთახში შესვლა, წიგნების დათვალიერება და შეცვლა. დედა ისედაც ხმაამოუღებელი ქალი იყო და სულ დამუნჯდა, მარტო ის უთხრა – არც მე ვიცი როდის და როგორ მოახერხაო. ყველა ის წიგნი, რომელიც თავზეხელაღებულმა მამამ დაუტოვა, გამქრალიყო. სამაგიეროდ, სულ ახალი წიგნები ელაგა. ახალ წიგნებში ახალ ცხოვრებაზე ეწერა. ლექსებშიც, მოთხრობებშიც და ყველაფერშიც – არ მოეწონა თედოს ეს ახალი წიგნები, მაგრამ სხვა აღარ იყო და ნელ- ნელა ამ წიგნების კითხვას შეუდგა.

ჯვარნაკრავზე ჭორაობას ვერავინ ბედავდა, მაგრამ ყველამ იცოდა, როცა თედოს სახლიდან ხმამაღალი კვნესა ისმოდა, ესეიგი ჯვარნაკრავი თედოს დედასთან იყო სტუმრად. მეორე დილით ქალი გარეთ არასოდეს გამოდიოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერთი კვირისთვის საკმარისი საჭმელ-სასმელი და სახარჯი ფული ჰქონდა… და მეორეც, ვერ უძლებდა ადამიანების მზერას, ეგონა, ყველა იქ უძვრებოდა, სადაც წუხელ ჯვარნაკრავი იყო. არადა, მართლა ეგრე იყო. ერთხელ თედოს, მეზობლის პატარა გოგომ, მაკრინემ სახლობანას თამაშისას უთხრა, შენ ქმარი ხარ და მე ცოლი, – აი, როგორც ჩემი დედიკო და მამიკოო. აი, როგორც შენი დედიკო და ჯვარნაკრავი ბიძიაო. თედო ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდა პატარა გოგო, მაგრამ მაკრინეს დედამ, რომელიც იქვე საეცხს რეცხავდა, უცებ მიყარა ყველაფერი და შვილი სახლში მუჯლუგუნის კვრით შეათრია. სად იყო და სად არა ჯარისკაცები გაჩნდნენ და მაკრინეს ხელებგაკოჭილი დედიკო და მამიკო სადღაც წაათრიეს. ცოტახანში უკან მოიყვანეს. იმავე დღეს მთელი ოჯახი დროგზე დაჯდა და სხვაგან წავიდა. აღარასოდეს უნახავს თედოს პატარა მაკრინე. თვალცრემლიანი გოგო დროგის კოფოზე იჯდა და თედოს ხელს უქნევდა, დედამისი  ჩუმჩუმად ცრემლებს წმენდდა, თვითონ კი ცდილობდა უაზროდ გაეღიმა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. პირველად, სწორედ ამ დროს იგრძნო თედომ, რომ აღელვებისგან ფეხებს შორის, ის პატარა ხორცის ნაჭერი გაუმაგრდა. ჯერ დაუთბა ფეხებშუა, მერე ეს სითბო მთელ ტანში წამოუვიდა და სიამოვნების ტალღამ ცოტა ხნით გონებაც კი დაუბნელა. არა, კი არ დაუბნელა, მაკრინეს წასვლის სევდა შეუმსუბუქა. თან ძალიან შერცხვა თედოს, თან ძალიან ესიამოვნა და ვერ გაარკვია რომელი სჯობდა. გრძნობდა, რომ რაღაც უშველებელი და მთავარი იკავებდა მის სხეულში ადგილს.

თედო იზრდებოდა და ბიჭობიდან კაცობაში გადასასვლელ ბარიკადებზე დგომა უწევდა. უკვე ხვდებოდა, რატომ კვნესოდა ხმამაღლა დედა, როცა მათი სახლის წინ სამხედროები მომრავლდებოდნენ ხოლმე. ისიც იცოდა, რომ მეორე დილას სამზარეულოში უამრავი გემრიელი საჭმელი დახვდებოდა. მერე, საჭმელი ნელ-ნელა აკლდებოდა და ცოტა ხანში, როდესაც სახლთან ისევ შენიშნავდა სამხედროების სიმრავლეს, ზუსტად იცოდა, რომ მომდევნო დღიდან კვლავ გემრიელად შეჭამდა.

სამ თვეში ერთხელ, გორში ცნობილ მეწაღე და მკერავ, სომეხ სედრაკასთან მიჰყავდა თედო დედას. თედოსთვის ხან ახალ ტანსაცმელს აკერინებდა, ხან ფეხსაცმელებს შეაკეთებინებდა ხოლმე. სედრაკას ცოლი, ფაშფაშა სირანა, დედას კაბებს უკერავდა. სწრაფად მუშაობდნენ. თითოხელ ტანსაცმელზე, ორჯერ მისვლა სჭირდებოდათ დედას და თედოს, ანუ წელიწადში რვაჯერ -ცხრაჯერ უწევდათ მისვლა. სედრაკასთან ერთი პატარა გოგო ელოდებოდა თედოს, პატარა კარინა. არა, გოგო კი არ ელოდებოდა, თედო ელოდებოდა კარინასთან შეხვედრას. დაინახავდა ამ შავტუხა გოგოს და მთლიანად იცვლებოდა, სადღაც ქრებოდა გულჩათხრობილი თედო და იბადებოდა მხიარული, გაბედული, ენერგიული თედო, რომელიც თითქოს არასოდეს არ ყოფილა სევდიანი, თითქოს არასოდეს გაუგია გვერდით ოთახში დედის და ჯვარნაკრავის ხმები. თითქოს არასოდეს უბრძოლია შიმშილთან, ჯვარნაკრავის მოტანილი გემრიელი საჭმელი რომ არ ეჭამა, მაგრამ ვერ უძლებდა ცდუნებას და პირველი მძიმე ლუკმის შემდეგ ნთქავდა და ნთქავდა თავის პატარა ღირსებას. აი, ეს ყველაფერი, კარინას რომ დაინახავდა, ქრებოდა. ისეთი კარგი გოგო იყო კარინა, იმდენად ლამაზი და უცნაურთვალება, ბუთქუნა ტუჩებიანი. ჩითის კაბაში გამოკოპწიავებულს საოცარი სუნი ჰქონდა, ისეთი გადაკისკისება იცოდა… აი, თოვლი რო მოდის და გარშემო ყველაფერი ლამაზდება, – ის ახსენდებოდა ხოლმე თედოს. რახან ასეთი დღესასწაული იყო ეს პატარა გოგო, ამიტომაც ღმერთმა მისი წაყვანა მოინდომა, ოღონდ ეგრე პირდაპირ კი არ წაიყვანა, მამამისის სამკერვალო დაიწვა და იქ ნაჭრების თოფებში ჩაძინებული ჩარჩა კარინა. თედოსაც ძალიან უყვარდა კარინასთან ერთად იმ ნაჭრების თოფებში კოტრიალი. იმ ლურჯ- წითელ ყვავილებიან თოფებში, სედრაკა რომ ძალიან უფრთხილდებოდა და მხოლოდ განსაკუთრებულ ქალებს შეეძლოთ ამ ნაჭრისგან კაბების შეკერვა. ეტყობა თედოს გარეშე იკოტრიალა და მერე ჩაეძინა. ყველა სომეხი მკერავის სახელოსნოსკენ გარბოდა. თედომაც სწორედ მაშინ მიირბინა, როცა მკერავი და იმისი მსუქანი ცოლი ნახშირის გროვას დასტიროდნენ, იმ გროვას კარინეს სუნი ასდიოდა, ოღონდ აი, ისე, – საჭმელი რომ მიეწვებოდა ხოლმე დედას ქვაბზე და გემრიელი სუნი და დამწვრის სიმწარე ერთდროულად რომ იფრქვეოდა. ვერაფრით მიხვდა თედო, ეს ნახშირის გროვა ის სხვანაირსუნიანი, შავგვრემანი გოგო როგორ უნდა ყოფილიყო. არც დაუჯერებია, მაგრამ კარინა რომ დაიკარგა, იმან ძალიან, ძალიან დაასევდიანა და კიდევ უფრო გულჩათხრობილი გახადა. თვითონ ვერ ხვდებოდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ჯვარნაკრავის დატოვებული სანოვაგის ჭამისას ღირსებას აღარ შეუწუხებია, უბრალოდ ნთქავდა და ნთქავდა… და ისიც არ იცოდა, რომ კარინას დაკარგვის მიზეზი სულ შემთხვევით ჯვარნაკრავი იყო. თავის სალდათებთან ხუმრობით თქვა, ეგ სომეხი მკერავი უნდა გადავბუგო, ძვირად შემიკერა გალიფეო. სოციალ- დემოკრატ ნოე რამიშვილზე ნაკლები კი არ ვართ ბოლშევიკები, დედაბუდიანად გავათესლებ სომხებს და მაგის სამკერვალოთი დავიწყებო. მაგათ ყველგან თავისი ქვეყანა ჰგონიათ, სადაც სახლს ააშენებენ, თუ ცოტა არ შეაშინეო. ჩლუნგი რუსი სალდათები ვერ მიუხვდნენ ქარაგმულ ნათქვამს და ყოველ შემთხვევაში მაინც შეასრულეს დავალება, შეუსრულებლობა ხო უფრო ცუდი იქნებოდა და მეორე დღესვე ნასადილევს, ნავთი მიასხეს და ცეცხლი მიუკიდეს სედრაკას სახელოსნოს.

ჯვარნაკრავს კი გაუკვირდა, უი რა მალე აუხდა ჩემი ნათქვამიო, თავი გადააქნ- გადმოაქნია სინანულით და წავიდა. სალდათებმა დავალება შესრულებულად ჩათვალეს, თუმცა არავისთვის უთქვამთ, ჰოდა, მათ გარდა ეს არავის გაუგია. ისე, სად იტყოდნენ, ან როგორ. კაცმა არ იცის საიდან მოაგროვა ჯვარნაკრავმა, ხუთი მაინცდამაინც ენამოჭრილი სალდათი, – ზოგისთვის მტერს რომ მოეჭრა წამების დროს და ზოგისთვის ომის ქარცეცხლს.

დედამ ახალი მკერავი იშოვა.

მას მერე თედო ჯერ თერთმეტის გახდა, მერე თორმეტის. ჯვარნაკრავი ისევ დადიოდა მათთან და თედომ უკვე იცოდა, რატომ. ერთ ღამეს, ცამეტის რომ იყო უკვე, თესლადაც დაიღვარა და მიხვდა, რომ სასწაული მოხდა მის ცხოვრებაში. ძალიან რცხვენოდა, როცა ჯვარნაკრავის მოსვლისას, დედის ხმამაღალ კვნესაზე ინთებოდა და ოფლად იღვრებოდა. ერთხელ, ეს ხმა რომ არ გაეგო, სახლიდან გარეთ გამოვარდა. იქვე მისი კბილა ბიჭები გრძელ ვირს თამაშობდნენ, თავისდაუნებურად ჩაერია თამაშში, მაგრამ მშობლებმა ხელი მოკიდეს შვილებს და მოარიდეს. დარჩა მარტო. გაღიზიანებული… ყელში და მუცელთან ხაოიან და მჟავე ტკივილს გრძნობდა და არ იცოდა, რომ ამ ყველაფერს შეურაცხყოფა ერქვა… ძალიან არ მოეწონა ეს გრძნობა. არც სახლში შესვლა არ მოუნდა. იჯდა, იჯდა, მერე სახლში შეიპარა. ჩუმად მიადგა კარადას, სადაც დედა ფულს ინახავდა, ხელში რაც მოხვდა, ჯიბეში ჩაიკუჭა და გაიქცა. სირბილით მივიდა სარკინიგზო სადგურში და სალდათებით დატვირთულ მოჩაქჩაქე მატარებელს დაელოდა. დაღამებისას მატარებელი შემორიხინდა.

თედო ჩუმად ახტა თივით გატენილ ვაგონში. ვაგონში ერთი ვირი დაებათ. მატარებელი ნელა დაიძრა.

სატვირთო ვაგონში თედოსავით უვნებელ ვირს და ვირივით უვნებელ თედოს ერთად ეძინათ, თუმცა ვირმა წიხლი მაინც იცოდა, თედოს კი ჯერ პანღურიც არ ამოეკრა არავისთვის. მერე მოვიდა ბრაზიანი სალდათი, თავიდან თედო ვერ დაინახა, ვირს თივა დაუყარა და წასვლას, რომ აპირებდა, უცებ მობრუნდა და თივის შეკვრასთან მიძინებულ თედოს წაადგა, მოკიდა ხელი და მოჩაქჩაქე მატარებლიდან გარეთ გაისროლა მძინარე ბიჭი. თედო ბალახზე და ტოტებზე დაცემამ გააღვიძა, სანამ გონზე მოვიდოდა, მატარებელის ბოლო ვაგონმა ნელა ჩაირიხინა. ჯერ არ გათენებულიყო, ცის კიდე ოდნავ შეეღება ქვეყნის მეორე მხარეს ჩამალულ მზეს. ალიონის სუსხი ტანს უკაწრავდა ისედაც დაკაწრულ და დასუსხული თედოს. ცოტა ხანი გაბრუებული იჯდა ბალახებში. მერე წამოდგა და გზის ძებნა დაიწყო, სადღაც ელექტრონის ნათურა ბჟუტავდა, სადღაც ცეცხლის ალი ციმციმებდა. ცეცხლის ალისკენ წავიდა. კოცონი დაენთოთ ტყეში. კარგად ნაცნობ ამბავს წაადგა და შეშინებული მიწაზე გაერთხო. სამ ფარაჯიანს ერთი წვერიანი კაცი ხესთან მიეყენებინათ და თოფები მიეშვირათ. მეოთხემ კოცონის ალზე ჩირაღდანი გააღვივა და იქაურობა გაანათა. წვერებიანს, ერთ დროს ალბათ თეთრი, ახლა უკვე სისხლშემხმარი პერანგი ეცვა. ჩირაღდნის სინათლე წვერებიანსა და თოფიანებს შორის გათხრილ ორმოსაც ანათებდა, ჩირაღდნიანმა “მიდითო” – ჩაიბუტბუტა და სამი ტყვია გავარდა. თედომ გონება დაკარგა და ვინაიდან იწვა და ვერ წაიქცეოდა, მისი გულის წასვლაც არავის შეუმჩნევია.

თვალი რომ გაახილა, უკვე გათენებულიყო. მის თავთან პატარა გოშია წამოსკუპებულიყო მის თავთან და დილის შეციებულზე ცხვირს ულოკავდა. გოშია წამოხტა და გაიქცა. მოშორებით გაჩერდა და შეუყეფა. თედოს მომხდარი ნაწყვეტებად გაახსენდა და მიწაყრილი რომ არა, ვერც დაიჯერებდა რა ნახა. მიწაყრილზე შედგა, ტერფის წვერით გაქექა, თითქოს უნდოდა ენახა ქვეშ რა იყო. გოშიამ კიდევ ერთხელ შეუყეფა და თედოც გაჰყვა. ციოდა, მაგრამ ძალიან არ დარდობდა, რაც მთავარია, გადარჩა და გოშიას კი არა, მცურავს გაყვებოდა ამწუთას, ოღონდ სადმე მისულიყო. რატომღაც ყურში ჯვარნაკრავის და დედის ხმები მოესმა, გული აუჩქარდა შიშისგან და თვალების ცეცება დაიწყო, მაგრამ მიხვდა, რომ მოეჩვენა და დამშვიდდა. გოშია ცქმუტვა- ცქმუტვით გარბოდა წინ და უხაროდა რომ თედო უკან მიყვებოდა. კუდს უქიცინებდა დაზოგჯერ ფეხებშიც ებლანდებოდა, უკანა ფეხებზე შეხტებოდა ხოლმე და ცდილობდა, ხელები აელოკა. თავქვეზე, ტყე- ტყე, სირბილ-სირბილით ჩავიდნენ და სოფლის დიდ გზაზე აღმოჩნდნენ. გზის იქით იყო მდელო და მერე ტყე. მდელოზე დიდი ბაზარი გაშლილიყო, ერთბაშად აყაყანებულიყო უამრავი ადამიანი. იყიდებოდა ყველაფერი – საქონლით დაწყებული, სხვადასხვა ზომის შიბაქებით  დამთავრებული. ჭურჭელი და ხილი, ღვინო და თხილი, ტანსაცმელი და ქალამნები, ცხენი და ცხვარი, ყველი და ნაზუქი. ვიღაცა მახინჯ, პატარა, დასახიჩრებულ კაცსაც ყიდიდა, კარგად თხრის ორმოებს და სულ არ ჭამსო. თედოს არასოდეს არ ენახა ასეთი რამ, გაკვირვებისგან თუ ემოციისგან მოშივდა. რუსი წითელარმიელი სალდათები დილიდანვე დამთვრალიყვნენ და ხან ვის ეტორღიალებოდნენ, ხან ვის უხირდებოდნენ. გლეხები არაყს და ღვინოს ასმევდნენ, რომ ბოლომდე გალეშილიყვნენ და მიეძინათ, ისინი კი, არ წყნარდებოდნენ და დაღრიანცელობდნენ. განსაკუთრებით ერთი იწევდა ქალებზე, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას. თედოს გაახსენდა, რომ ფული ჰქონდა. ჯიბიდან ერთი ბღუჯა ამოიღო, თითქოს იცოდნენო, – უცებ შემოესივნენ ჩურჩხელების გამყიდველები, ნაზუქები მოურბენინეს, ვიღაცამ ფიალით ბადაგი მიაწოდა, – ნახე რა გემრიელია, – დაგალევინებო. ზონზროხა ქალმა ყველი და ცხელი პური მოუტანა. ცხელი პურის სუნმა გააშტერა, – უუუჰ, ისე მოშივდა რომ კუჭი დაეწვა. მოკიდა თუ არა ცხელ პურს ხელი, კიდევ უფრო უარესი ჟრიამული ატყდა მის გარშემო. სად იყო და სად არა, რუსი სალდათებიც მოეხეტნენ: ”ნუ ჩტო ზა ბარდაკ ბეზ ნას ნახუია” – იღრიალა ერთმა და ჰაერში გაისროლა და თედოს გარშემო ხალხი მიყარ- მოყარა და თვალები გაუფართოვდა: “ეე, ხალოოპ ატკუდა დენგი, პიზდანულ უ კავო???”. “კურდა, კუუუურდააა… ლავი ვარაა” – იყვირა მეორე სალდათმა დაჩეხილი ქართულით და ფულის წართმევა სცადა. თედო ინსტინქტურად გვერდით გადახტა, მთვრალმა სალდათმა თავი ვერ შეიკავა და წაიქცა. თავისივე თოფს ზემოდან დაეცა, თოფი გავარდა და ტყვია მესამე სალდათს მოხვდა. სალდათები გაშმაგდნენ, ერთ-ერთმა თმებში მოკიდა თედოს ხელი და წათრევა მოუნდომა. თედოს ფული ჩაებღუჯა და ძალიან ძალიან მოუნდა ჯვარნაკრავი გამოჩენილიყო და დედა ეტირებინა ამათთვის. ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მთვრალი სალდათი ძალიან ღონიერი იყო და… და უცებ იბღავლა და წაიქცა, კანჭზე გოშია ჩაფრენოდა პატარა წვეტიანი ეშვებით და არ უშვებდა. მეორე სალდათმა დაჭრილს თავი მიანება და გოშიას თოფი დაუმიზნა, თედომ თოფიანს ხელი კრა, გავარდნილი ტყვია მიწაში ჩაესო და მტვერი ავარდა. ფულჩაბღუჯული თედო ხალხში შევარდა დასამალად. სალდათებმა დაჭრილი მიატოვეს და გაეკიდნენ. თედოს თვითონვე უკვირდა, ასე მოქნილად და სხარტად რომ გაურბოდა მდევრებს. მკვირცხლად ახტებოდა დახლებს და დაძვრებოდა ხალხში. გარშემო გოშიას ყეფა, ხალხის ყაყანი და რუსი სალდათების გინება და ხავილი ისმოდა: ”ლავი ვრაგა ნაროდაააა იობბბ ევო მატუშკუუუ” – და უცებ ყველაფერი გაჩუმდა. თედომ კიდევ ცოტა ხანი ირბინა, სიჩუმემ შეაწუხა, გოშიაც კი გაჩუმდა, მოტრიალდა და რას ხედავს, ხალხი ნელ-ნელა იშლება. თავიდან ეგონა, რომ ჯვარნაკრავი გამოჩნდა. რუსი სალდათებიც გაყუჩებულიყვნენ და მორჩილად, დასჯილი ბავშვებივით იდგნენ, ცდილობდნენ სიმთვრალე არ შეტყობოდათ. თოფები ზურგს უკან დაემალათ და გადიდებული თვალებით წარბებს ქვემოდან ერთ კაფანდარა გოგოს შესცქეროდნენ. გოგოს გრძელი ჩითის კაბა ეცვა, კაბა იყო ლურჯ-წითელყვავილებიანი, ზურგზე ორი დიდი ნაწნავი ეყარა, ფეხზე სანდლები ამოეცვა და კრიალა ხმა ქონდა. თედოს სახე არ დაუნახავს, ისე აუჩქარდა გული. გოგო ერთ-ერთი სალდათის წინ იდგა, თხელი ხელით ყვერებში ჩაფრენოდა და მთელი ძალით უჭერდა, სალდათი ყვირილსაც ვერ ბედავდა, ტკივილიგან კბილებს აკრაჭუნებდა. ცრემლები მოსდიოდა. წელში სულ ოდნავ მოხრილიყო, მთლიანად მოხვრასაც ვერ ბედავდა. დანარჩენები იდგნენ და ელოდნენ. ძალიან შეშინებულები იდგნენ და ელოდნენ.

თედო ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგოს, გოშიამ კი ლამაზი წვივები აულოკა. გოგომ, ისე, რომ თხელი თითები არ გაუშვია სალდათის ყვერებისთვის, თედოს შეხედა და პატარა, ბაფთასავით ტუჩებით გაუღიმა და წკრიალა კბილები გამოაჩინა. დიდი თაფლისფერი თვალები დაუფახულა და კითხა: ”ეს მახინჯები მოგდევდნენ ხო? რა უნდოდათ შენგან?” – სალდათს გული წაუვიდა ტკივილისგან და ზათქანით დაეცა. გარშემო ხალხი გაყურსულიყო. მთელი ბაზარი, გაქვავებული ძეგლების მინდორს გავდა. ისმოდა მხოლოდ ქათმების, გოჭების, ვირების, ძროხების ჩუმი ზუზუნი.ვიღაცამ დააბოყინა და ყველამ ხმის მიმართულებით ფრთხილად გააპარა მზერა, თავებიც კი არ მიუტრიალებიათ. გოგოს გაეღიმა, მანაც ნელა გაიხედა იქით და მერე თედოს დააკვირდა: – შენ ვინ ხარ? – კითხა.

– შენ?

– შენი საქმე არ არის, ამ მახინჯებს რაღა უნდათ შენგან?

– ფული.

– უი, ფულიც გაქ? აბა მაჩვენე?

თედო დაიძაბა, ჯიბისკენ ფრთხილად წაიღო ხელი, მაგრამ ფულის ამოღება არ უცდია.

  • დროზე მეთქი…მაჩვენე თორე… შენც ხო არ გინდა?- გოგო თედოსაც

წვდა ყვერებში, თედომ ინსტინქტურად გაიწია, მაგრამ ვერ გაექცა. გოგომ გაუღიმა და ძალიან, ძალიან ნაზად მოეფერა. ცოტა ხნით ხელი არ მოუცილებია, თვალებში უყურებდა და უღიმოდა. თედო მოითენთა, კუნთებში ძალა გამოეცალა, – ამას შეხედე რამხელა ცისფერი თვალები აქ… ლამაზი ხარ, ხო იცი… გული არ წაგივიდეს ბიჭო… უი, აუდგა – გოგომ ხალხს გახედა, სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა, ქალებმა თვალი მოარიდეს, თავისთვის ჩუმად იწყევლებოდნენ, – ყლე აუდგაა!! – კიდევ უფრო ხმამაღლა თქვა. “უი ქაა, მოკვდი შენა” – ჩაიბურტყუნა ვიღაცამ. “რაა?” – იკითხა გოგომ, ხმაში ავისმომასწავებელი ჟღრიალი გაერია, მერე კეკლუცად და ბოროტად გაეცინა, თან მზერა მოავლო გაყურსულ ბრბოს, კმაყოფილება ეტყობოდა თვალს რომ არიდებდნენ.

ძალიან, ძალიან შერცხვა თედოს, გოგო კი ხელს არ აცილებდა.

  • კაი, არ მინდა შენი ფული, მშვიდად იყავ, ყველაფერი კოხტად არის, წამოდი ჩემთანა, გეშიება.

გოგო შებრუნდა და წავიდა. მონუსხული თედო უკან გაჰყვა: ”არ გაყვე”, “გამოიქეცი”, “ცოდო ხარ”, ”ვაი შვილო” – ესმოდა ხალხის ჩუმი ვიშვიში. მიდიოდა გოგო და მიყვებოდა უკან თედო. გოშია ხან წინ გაიქცეოდა, ხან უკან რჩებოდა, ხან თედოს ებლანდებოდა ფეხებში და ხან გოგოს, ლამაზ წვივებში.

ჯერ მინდორი გადაიარეს, მერე ტყეში შევიდნენ, მერე ტყეს გასცდნენ, ისევ მდელოზე აღმოჩნდნენ. მდელოსა და ტყეს შორის მდინარე მოწანწკარებდა. მყარად ნაკეთებ ხიდზე გადაირბინეს. პატარა ბორცვს შემოუარეს და ხითა და ქვით ნაშენებ ლამაზ სახლს მიადგნენ. გოგო ჭიშკარში შევიდა. გოშია აცქმუტდა და აყეფდა, კუდის ქიცინით გაინავარდა ეზოში. ეზო ყვავილებით იყო სავსე და დიდი ნაძვები ჩრდილავდა. სახლი ორსართულიანი იყო. თედო გაოგნებული ათვალიერებდა გარშემო სილამაზეს. ერთ წიგნში ჰქონდა წაკითხული ესეთი ლამაზი სახლის შესახებ, სადიდო წიგნი იყო, ვერაფერი გაიგო, მაგრამ სახლი ახსოვდა. სინამდვილეში ასეთი სილამაზე სხვაგან არ ენახა, ან სად უნდა ენახა, გორის იქით არსად ყოფილა, ისიც სულ დანგრეული იყო. ჭიშკართან გაჩერდა და შესვლა ვერ გაბედა.

“შემო” – უთხრა გოგომ, თბილად და მკაცრად, – “შემო ვჭამოთ, მომშივდა”. თედო გაუბედავად შევიდა, – ჯერ ეზოში, მერე ფრთხილად მიუახლოვდა სახლს. გოგო ზღურბლზე იდგა და ელოდა, როცა თედომ ჩაუარა, ზურგზე ხელი მიაყოლა და მიუალერსა, თედოს გააჟრიალა, – „ისევ აგიდგა ხო?“ – ჩაიცინა გოგომ და შეყვა. სამზარეულოში, მეორე სართულზე ისეთი სუფრა იყო გაწყობილი, ჯვარნაკრავს არ დაესიზმრებოდა. მართლა ძალიან მოშიებოდა, ისე ძალიან, რომ სიმორცხვეც გაუქრა. მიუჯდა მაგიდას და ხორცის დიდი ნაჭერი აარჩია. მუჭით მარილი მოაყარა და იმხელა ლუკმა გაკბიჩა, დაღეჭვა და გადაყლაპვა გაუჭირდა. გოგო გვერდით ეჯდა და ნაზად ეღიმებოდა თედოს მადიან ჭამაზე, ერთხელ ზურგშიც კი დაკრა მუშტი, რომ ყელში გაჭედილი ლუკმა ჩაეყლაპა.

– ღვინოს დაჰლევ?

– არასდროს დამილევნია.

– დაჰლიე, გემრიელია.

თედომ წითელი ღვინო მოწრუპა, ესიამოვნა ცივი მომჟავო-მოტკბო ბლანტი სითხე. ხორცის ჭამა რომ მოამთავრა, ერთი ხელით კიტრი აიღო, მეორე ხელით ყველი და პური და ხრაშახრუშით შეჭამა. გოგომ ხმამაღლა გადაიკისკისა. საიდანღაც, შორიდან რაღაც ნაცნობმა გაიჟღერა თედოს ტვინში, მაგრამ კიტრის ხრაშუნმა გადაფარა და მასაც გაეღიმა. ღვინომ მოთენთა და სითამამემ შეუღიტინა, დაახლოებით ისე იგრძნო თავი, კარინესთან რომ გრძნობდა. თან გოგოს კაბა ხომ იმ ნაჭრის თოფებს გავდა, სადაც კარინესთან ერთად გორაობდა ხოლმე. მოიწყინა. გოგომ შეატყო და ზურგზე ხელი მოუთათუნა, კისერზე მოეფერა, პერანგში ჩაუცურა თითები და ოფლიანი მკერდი ხელისგულით მოუმშრალა.

– როგორ გაოფლილხარ, ხო არა ნერვიანობ… ისე მეცა ვნერვიანობ – გოგომ თედოს ხელი აიღო და მკერდზე მიიდო, ვაშლის ოდენა მკვრივმა სილბილემ მთლიანად წაართვა ძალა თედოს, თხელი ნაჭრის ქვემოთ პაწაწინა ძუძუსთავმა ხელისგული დაუწვა. ჰადაჰა, დაჩქარებული გული გაუჩერდებოდა.

– მართლა კოხტა ხარ და ლამაზი, იცი? – უთხრა გოგომ, მკერდიდან ხელი მოიცილა, ადგა და გავიდა, სანამ გარეთ გავიდოდა, მოტრიალდა და ხრინწშეპარული ხმით მიაძახა, – ზემოთ, მესამე სართულზედ ერთი ღია ოთახია, საწოლიც იქ არის და წყლით სავზე სათლიც, დაიბანე და დაიძინე თუ გინდა.

არასოდეს ასე კარგად არ ყოფილა თედო; არა, თედო არასოდეს ყოფილა კარგად. გოგოს ძუძუები ცხელი, რბილი და მკვრივი, დასრიალებდნენ მის სხეულზე და ეძებდნენ მის ტუჩებს. ეს ბედნიერება არ იყო, ეს ყველაფრის მიღმა იყო და თედო იღებდა ამ ყველაფრის მიღმას, რასაც ეს ზღაპარი ჩუქნიდა – “ჩემო ყველავ, ჩემო ერთავ”- ეჩურჩულებოდა გოგო და თედოც არ ფიქრობდა, რატომ იყო გოგო მასსავით ბიჭი.

გოგომ ძალიან დიდი ხნის წინ გაარკვია, რომ გოგო იყო. პირველად, ერთმა ლამაზმა ბიჭმა მოსაფერებლად შეიტყუა ციხის ნანგრევებში და აღმოაჩინა, რომ გოგო ჩვეულებრივი გოგო არ იყო. ბიჭს შეეშინდა, ქალიც ხარ და კაციცო, – ეშმაკი ხარო, ვაიმეო, და ის-ის იყო სოფლის შეყრა დააპირა, რომ… გოგო მიხვდა, ჩაქოლავდა სოფელი. ერთხელ ერთი ქვრივი ქალი ჩაქოლეს. სასაფლაოზე ქმრის საფლავის გვერდით წოლილა. ხელებს იფათურებდა  ფეხებშუა და კვნესოდა. მწყემსს დაუნახავს და მოუყოლია ხალხში. ჭინკააო, გადაუწყვეტია ხალხს და ჩაუქოლავთ… მეორე დღეს ის ლამაზი ბიჭი, გოგო რომ შეიტყუა მოსაფერებლად, ნანგრევების ძირში, ხევში, თავგახეთქილი უპოვიათ. ეტყობა თამაშში გაერთო და გადავარდაო, – დაასკვნა სოფელმა.

თედო პატარა და გამოუცდელი იყო. ქუჩაში ის არ გადიოდა, რომ იქ ტოლ ან უფროს ბიჭებს მაინც ეთქვათ, რა და როგორ ხდებოდა. გოგომ ადვილად დაარწმუნა, – გოგო, ბიჭი, ქალი, კაცი არ არსებობს და სულ ერთია ყველაფერი, ვინ როგორიაო. ნეტავ დედამისსაც თუ აქვს ესეთი? ნეტა ჯვარნაკრავი დედამისთან ესე იქცევა? – ფიქრობდა თედო. ბევრი კითხვა კი უჩნდებოდა, მაგრამ ყველაფერს ერთი ზუსტი პასუხი ჰქონდა: ბედნიერების ზღვარს გადაცილებული ზღაპარი. არასოდეს ასე კარგად არ ყოფილა თედო.

გავიდა ერთი თვე.

დროდადრო მათთან, მოახლე, შუახნის მუნჯი ქალი ჩნდებოდა. ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა გოგოსთან. თედომ ერთხელ ისიც კი შეამჩნია, ერთმანეთს ჩახვეულები რომ ტიროდნენ. ქალს მოჰქონდა საჭმელი, ულაგებდა, უმზადებდა და მიდიოდა. კვირის განმავლობაში ორი დღე ჩერდებოდა და მიდიოდა. მოსამსახურეა, იფიქრა მაშინ თედომ. მეოთხე თუ მეხუთე მოსვლაზე, დიდი ხნით ჩაიკეტნენ პატარა ოთახში. თედო შორიდან ხედავდა, როგორ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ხელებით, – ხან სიყვარულით და ალერსით, ხან დაძაბულად – სწრაფად და ენერგიულად. ქალი რომ წავიდა, გოგო თედოს ყურთან მოეფერა, პერანგში ხელი ჩაუცურა და როცა თედო მოითენთა, ალერსიანად ჰკითხა: “ჯვარნაკრავი რათ უნდა გეძებდეს, ჩემო ყველავ?“

მიუხედავად იმისა, რომ თედოს ორი დღე ალერსი არ ეგრძნო, უცებ გამოფხიზლდა.

– რა ჯვარნაკრავი?… რატო… რა ჯვარნაკრავი… არ მეძებს, სულაც არ მეძებს, რად უნდა მეძებდეს?

– დაწყნარდი, ჩემო ყველავ… მაინც გიპოვის და მაინც მოგკლავს, მანამ აქედან გახვალ. აქ ვინც შემოსულა, ცოცხალი არ გაუშვია… რო ვერც გადაგმალავ? აბა, სად უნდა გადაგმალო, ყველგან ის არი.

– და აქ რა უნდა… აქ რათა, რას მერჩის… და რა იცის რო აქა ვარ?

– მამაჩემია და იმიტო… და მამაჩემმა ყველაფერი იცის, მაგის დედა მოვტყან… ყველაფერი – კაცივით შეიგინა გოგომ, ხმაც კაცის ამოუვიდა, თან ავისმომასწავლებელი. გაღიზიანებული გოგო, უფროდაუფრო იგზნებოდა და უფროდაუფრო ვნებიანად ეალერსებოდა. თედომ არ იცოდა დაყოლოდა ალერსს თუ წამომდგარიყო და გაქცეულიყო, იქნებ მოესწრო.

– საიდან გიცნობს?

– მიცნობს – და თედომ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი, თვალი ვერ გაუსწორა გოგოს.

– მოჰყევ საიდან, თორე ეხლავე გავაგებინებ რო აქა ხარ… – თედოს წამოახურა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა – თუ მეტყვი დაგმალავ, ითვალთმაქცა გოგომ.

თედოს სიმწრისაგან და გამოუვალობისგან ნიკაპი აუკანკალდა. გოგო მოეფერა, თავი მკერდზე მიიკრა, თედო მოეშვა, მოთენთა გოგოს ძუძუების სილბილემ და ყლე-ყვერის სიმკვრივემ.

– ვერაფერი ვიცი …დედაჩემთან …აი მე და შენ რო …ისინიც.

– რაა? – ხელი კრა გოგომ – დედაშენის გამოისობით მიმატოვა?

– მე ვერაფერი ვიცი… რატო მიგატოვა?

– რატო? ერთ დღეს ეგრე წავიდა და აღარ მოვიდა, ფულს მიგზავნის მარტო … და თუ გაიგო რო ვინმე შემიყვარდა მოდის და კლავს… კლააავს – ისევ კაცური ხმით იხავლა გოგომ – ეხლა შენც მოგკლავს, იმიტო რო ყოველდღე დედაშენსა ტყნავს – თედოს შეეშინდა გოგოს კაცური ხმის, გოგო უცებ ისევ მოლბა – … შენაკიდევ, … მე და… კიდევ… შენა… ჩემო ყველავ…

ცხოვრებაში პირველად თედომ სიბრაზე იგრძნო.

– ყოველდღე? სულაც არა ყოველდღე, მამაშენს მოჰკითხე… მე რა… მე არა… და ის კიდე… დედაჩემი… დამმალე ეხლავე – უცებ, ესეც ცხოვრებაში პირველად, ბრძანებით თქვა სიტყვები.

გოგო დაიძაბა. მერე მზაკვრულად გაეღიმა.

– გინდა რაღაც გაჩვენო, ჩემო ყველავ.

თედო ხმისამოუღებლად დათანხმდა. გოგომ ხელი მოკიდა და წაიყვანა, ღობეზე გადავიდნენ და ტყისკენ გაუყვნენ, კარგა ხანი იარეს ბუჩქებში. გოშიამ ხუთჯერ მაინც მიასწრო ტყემდე მირბენ-მორბენა, ტყის პირას ვარდებით და ყვავილებით გადაპენტილ ბაღში შევიდნენ, ბაღში ბუჩქებსა და ყვავილებს შორის პატარა ბორცვები იყო და ზედ ქვები ელაგა, სხვადასხვა ზომის და ფერის ქვები, სასაფლაოს გავდა იქაურობა.

  • ჰო, ჰო, ეგრეა მაშ, სასაფლაოა.

თედომ მხრები აიჩეჩა.

– ეს არის ჩემი შეყვარებულების სასაფლაოები, აი ეს ნახე, ეს ყველაზე ძალიან მიყვარდა, ისეთი ლამაზი იყო… შენზე ლამაზიც კი… აი, ეს მხატვარი იყო, ყველაზე დიდი ხანი ვყვარობდი ამას. მამაჩემი წასული იყო, სტალინთან იყო წასული მოსკოვში და დიდი ხანი იმიტო ვიყავით ერთად, სანამ ჩამოვიდა და წავიდა 3 თვე გავიდა და… აი, ზემოთ ოთახში ნახატები რო ნახე ამის დახატულია, მთელი დღეები ჰხატავდა, მერე ვეფერებოდით ერთმანეთს, მერე ისევ ჰხატავდა, მერე ისევ ვეფერებოდით…. აი ესენი ორნი არიან ტყუპები – ორივეს ვუყვარდი, ორივეს იმხელა ჰქონდა… უუუ, რო მახსენდება… ტკივილიც კი კარგად მახსენდება…. რამდენნი არიან სულ იცი, ჩემო ერთავ?… მოიცა? – ერთი, ორი… ოთხი… ექვსი, შვიდი… თერთმეტი, შენ მეთორმეტე იქნები… აი ეს, ესეც სხვანაირად მიყვარდა და არც არავინ არ იცის რო აქ არი, ყველას გონია რო დაიკარგა, – იცი ვინ არი? აი, ბერია იცი?…? ჰო, აი, ბერიას მეგობრის შვილია… საზიზღარი სალდათია მამამისი, რუსია… თეთრი ოფიცერი… მეფის დროიდან ყოფილა ღენერალი. მთვრალი მამაჩემი ამბობდა, თავისიანები გაჰყიდა და ყველა დავხოცეთო… ეს რო ბერიამ გაიგოს რო მამაჩემმა შვილი მოუკლა, ეგრევე მიახვრიტავს …. კაი ბიჭი იყო… მამამისი მამაჩემთან გამოაგზავნა ბერიამ და იმას მოყვა. მამაჩემმა ერთი კვირის მერე შემოგვისწრო და აი, ნახე, სად მაქ ნახანჯლარი. სამჯერ იმას რო დაარტყა, მეოთხე ააცილა და მე მომხვდა… მეც კინაღამ მოვკვდი, ის კიდე იქვე მოკვდა… უფრო იმაზე ბრაზობდა, იმის შვილი ჩემს შვილს არ უნდა სტყნავდესო… არადა მეც ხო ვსტყნავდი… მამამისმა დღესაც არ იცის სად დაეკარგა შვილი, დღესაც ეძებს, თან რევოლუციის დროს ერთადერთი შვილი გადარჩენია, სულ 5 ჰყავდა თურმე… მამაჩემი ისედაც ყველაფერში ჯობნის და ისიც რო გაიგოს, რო ერთადერთი გადარჩენილი შვილი მოუკლა… მამაჩემი კი იძახის ფეხებს ვერ მომჭამსო… შენ არ შეგეშინდეს, მე ვიცი როგორ გაგაქციო, რომ არ დაგიჭირონ… წამო სახლში ბოლოჯერ მომეფერე და გაგიშვებ.

გზად თედო აქეთ- იქით აცეცებდა თვალებს, იქნებ გასაქცევი ეპოვა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. გოგომ რამდენჯერმე გააჩერა, ხან შარვალში ჩაუძვრა, ხან ტუჩებში აკოცა, ხან ძუძუები ასრესინა. მერე კაბა აიწია, მასაც თედოსავით გამაგრებოდა, – მაკოცე, უთხრა. თედო ხელით მოეფერა. მაგრამ არ აკოცა.

– კაი, სახლში იყოს.

სახლში გოგომ მოულოდნელად ყბაში გაარტყა თედოს და დაეტაკა. თედომ წონასწორობა დაკარგა, გოგომ ისარგებლა და მაგიდაზე გადააწვინა, გახდა დაუწყო – ისე არ გაგიშვებ – თედო მალე მოვიდა გონზე. მოახერხა თავის დაძვრენა, ხელი ჰკრა და გოგო კარს მიეჯახა. თედო კართან ჩაკეცილ გოგოს გადაახტა და ის იყო გარეთ უნდა გავარდნილიყო, რომ ვიღაცას შეასკდა. კარში ჯვარნაკრავის სალდათი იდგა, არც იჭერდა, არც უშვებდა, იდგა გაუნძრევლად და არ ატარებდა. თედო შეტრიალდა და ფანჯრისკენ გავარდა, გადახტომა სცადა, მაგრამ იქაც სალდათი დახვდა. შებრუნდა ოთახში და სკამზე დაეხეთქა, – არც იმედგადაწურული, არც სასოწარკვეთილი, უბრალოდ დაეხეთქა და ჯვარნაკრავს დაელოდა. გოგომ, ჯერ როგორც გოგომ, ისე გადაიკისკისა, მერე როგორც კაცმა ისე გადაიხარხარა, თედოს მიუახლოვდა და შარვალში ხელის ჩაყოფა სცადა, თედომ არ დაუთმო, გოგომ ტუჩებში აკოცა, თედომ სახე მოარიდა, გოგომ ჯერ ტირილი დაიწყო და მერე სახეში ჩაარტყა, თედომ გოგოს ძუძუზე უკბინა, გოგო სიმწრისგან მთელი ტანით დაეჯახა თედოს, წააქცია და ზემოდან მოახტა. ცემა დაუწყო, არც თედომ დააკლო. ეს მისი პირველი ჩხუბი იყო.გოგო თან ეფერებოდა, თან ძალადობდა. თედო არ ემორჩილებოდა. გოგომ თედოს ძუძუები დაასრისა სახეზე, თედოს აუდგა, ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ძალას კარგავდა ალერსისგან. გოგო მიხვდა, რომ იმარჯვებდა. ყველაფერი უნდა მოესწრო, სანამ ჯვარნაკრავი მოვიდოდა და ზემოდან დააკლავდა შეყვარებულს. ნელ- ნელა შარვლის გახდა დაუწყო. ის- ის იყო პირში ჩაგუბებული ბლანტი ნერწყვით საბოლოოდ მოუღებდა ბოლოს მის ნებისყოფას და დაამარცხებდა, რომ კარი ხმაურით გაიღო. ჯვარნაკრავი თმებში ჩააფრინდა გოგოს და თედოს მოაცილა, ჩვარივით მიაგდო გვერდზე. თედოს ყურში ხელი მოკიდა, ნელა წამოაყენა.

– ნიფხავი აიწიე!!- მშვიდად დაუღრინა ჯვარნაკრავმა.

– უნდა მომკლა ხო? – თედომ შარვლის შეკვრა დაიწყო.

– ემაგას მე გადავწყვიტამ.

– ეგეც მოკალი, რატო არ კლავ?- იკივლა გოგომ – შენი ბოზის დაგდებულია და იმიტო ხო? მაგის დედის გამოისობით წახველი ჩვენგან ხო? მაგის გამოისობით მოაჭერი ენა დედასა, ჰო??? თუ არ მოგკლათ ორივე, ნახავ, ორივე კი არა სამივე უნდა დაგხოცოთ, – ეგეცა შენცა და ის ბოზიც.

ჯვარნაკრავმა თედო სალდათებს ჩააბარა, გოგოს თავზე დაადგა, სახეში გაულაწუნა ღონიერი, ბანჯგვლიანი ტორი:

  • ჰოდა, იმდენს იზამ შენც ჩაგათლი მაგ ენას და მერე მაგასაც მოგასერავ.
  • უხ შენიი–იკივლა გოგომ და ჯვარნაკრავს სახეში ფრჩხილები  ჩაასო, –

ჯვარნაკრავი არ ელოდა, მაგრამ იმავე წამს, ჯერ ყელში ჩააფრინდა შვილს, მეორე ტორით ყლე-ყვერზე წვდა და დაუნდობლად მოუჭირა. გოგომ კაცის ხმით იხავლა და ტკივილისგან სიბრაზე დაკარგა, მოწყდა, სახე გაუფითრდა, ტუჩები გაულურჯდა, თვალის გუგები გადაუთეთრდა და გულწასული დაეცა იატაკზე. ჯვარნაკრავმა ჯერ ყურადღება არ მიაქცია, მერე ლოყაში გაულაწუნა, გოგო მკვდარივით ეგდო, მომჩვარული. ჯვარნაკრავი დაიძაბა, კიდევ ერთხელ წაკრა ლოყაში და უცებ სუნთქვა შეეკრა, იბღავლა: “ეეე, ეეე, შვილოოოო… ეეეეე… სოსო, იოსებ, სოსოოო, მამააა!!!!” – ჯვარნაკრავმა ხელში აიტაცა გოგო, ორივე ხელით შეანჯღრია, კიდევ ერთხელ იბღავლა, უფრო სწორედ ვერ იბღავლა, ყელში შიშმოწოლილს ხმა წაერთვა, წყლით სავსე თუნგს სტაცა ხელი და შვილს თავზე დააცალა. იოსებ-გოგომ ტუჩები ააცმაცუნა, ჰაერის ჩასუნთქვა სცადა, ვერ მოახერხა, ჯვარნაკრავმა ზურგში ჩაარტყა ტორი, გოგომ ამოაბოყინა და სუნთქვა დაუბრუნდა. თვალები გაახილა. ჯვარნაკრავი წამოდგა, ოფლი მოიწმინდა, ხელების ცახცახი რომ არ შეემჩნიათ, მუშტებად შეკრა, დამშვიდდა და გარეთ გავიდა. სალდათებს უბრძანა, რომ თედო წამოეყვანათ და მანქანაში ჩაჯდა. სალდათებმა თედო გვერდით მიუსვეს. მანქანა დაიძრა.

გოშია ყეფა-ყეფით გაეკიდა, ერთმა სალდათმა თოფი გადაყო მანქანიდან და ბრმად გაისროლა, გოშია აწკმუვლდა. ჯვანაკრავი გაღიზიანდა. სალდათს ღონივრად ჩაარტყა თავში: რასა შვები, ეს არ მოვკალი და მაგას მოვკლამ?!

სალდათი დასჯილი ბავშვივით მოიბუზა. სანამ გოშიას წკავწკავი მანძილმა არ ჩაყლაპა, ჯვარნაკრავი ჩუმად იჯდა, კიდევ ერთხელ წაუთაქა სალდათს და თედოს მიუბრუნდა:

  • შენა ხმარობდი თუ ისა, თუ ორივე ერთად, ერთმანეთსა?

რა?

  • ვერც მიხვდი ხო, შე საცოდაო… ვერ იცი ხო, სხვანაირად როგორა ხდება. ვერცა ხვდები ხო, ქალი რა არი? კაციტყანია კაცი რა არი, შე უბედურო შენა… ო რა ეშმაკი ბავშვია, ისე მოგტყნამს ვერც მიხვდები.
  • უნდა მომკლა?
  • არა, თავიდან არა, ჯერ ენა უნა მოგაჭრა… იქა, ხო ნახე ქალი რო იყო? იცი ვინ არი?სოსოს დედაა… ჩემი ცოლი როარა ყოფილიყო, მოვკლამდი, მაგრამ ენა მოვაჭერი და გაჩერდა… ჰოდა ჯერ ენას მოგაჭრი და თუ არ გაჩერდები, მოგკლამ და მარტო შენ კი არა, იმ შენ დედაშენსაც ზედ დაგაყოლებ, ერთადერთი ხარ ვისაც, ჯერ არა ვკლამ… ემაგ ჩემ შვილს არ მოუყოლნია, რამდენი დავაკალი ტრაკზედ?

თედოს გული აუჩქარდა. უცებ ისე მოუნდა, ისე მოუნდა იოსებ-გოგოს მოფერება, აუდგა. გაახსენდა, როგორ ატოლებდნენ, – ვის უფრო დიდი ჰქონდა და როგორ იცინოდნენ ამაზე, გაახსენდა როგორ ეუბნებოდა იოსებ-გოგო, ზოგ ქალს აყროლებული ხვრელი აქ და არ ენდოო.

  • ეხლა მე შენა უნა გაჩვენო, რა უნა გააკეთოს ნამდვილმა კაცმა და რა არი ნამდვილი დედაკაცი – შეაწყვეტინა ფიქრი ჯვარნაკრავმა, წინ გადაიწია და შოფერს ჩურჩულითრაღაც უთხრა.

თბილისი დიდი ქალაქი აღმოჩნდა, გრძელი ქუჩებით და ბევრი ხალხით. ლამპიონებით ქუჩებში და ეტლებით. მანქანამ იარა-იარა, რამდენიმე ცხენი დააფრთხო, რამდენიმე წყვილი კინაღამ დაასახიჩრა და ბნელ ქუჩაზე გააჩერა.

ჯვარნაკრავი და თედო პირდაპირ მეორე სართულზე ავიდნენ, ბნელ, ხვეულ კიბეზე. კარი ლამაზმა ქალმა გააღო, ძალიან გაუხარდა ჯვარნაკრავის დანახვა, – ხელები შემოხვია, კოცნა და კოცნა. მერე თედოს შეხედა, გაუღიმა და ტუჩებში აკოცა.

  • მივხედოთ ამას… რა კაი ბიჭია, ვისია?.

ჯვარნაკრავმა ხმა არ ამოიღო.

  • ააა, მივხვდი… ისევ ისე გაჰკივის?- გადაიკისკისა და თედოს ოთახში შეუძღვა.
  • შენა დარჩი ჩემთანა, ემასთან მიუშვი ბებო, – ტრაკზე მოეფერა ქალს ჯვარნაკრავი.
  • ბებო ღენერალთან არი.
  • აბა ღენერალი?
  • აი…ის.
  • ნაღალატარ ფულს აქ ხარჯამს არა… გოგოო, ძმების სისხლი უსვია ემაგის ფულსა, ძმებისა… ხშირად არ მისცე, გულზე არ დაგადგეს…
  • ბებომ იცის ეგეთი ფულის მოწველა… ისე უშვება, არც აძლევს და არც ანანებს- ისევ გადაიკისკისა და ქალის კისკისი სულ არ გავდა იოსებ-გოგოს კისკისს.
  • ემაგ ძღნერს უთხარი რო მე მოვედი და გაქრეს.
  • უხერხულია, შენ მოგერიდება და მერე ჩვენ გაგვტანჯამს… რა გინდა ეგეთი… მე ვერ ვიზამ?
  • ფეხებს ვერ მოგჭამთ… შენც უნა იყო.
  • რა? შენა, ესა და მე და ბებო?
  • ჰო.
  • ვაჰ…რაღაც ჩაგიფიქრნია.
  • მაშ.
  • მაშ და კაი ჩემო ბატონო!

ნახევრადგანათებულ ოთახში იჯდნენ თედო და ჯვარნაკრავი. ჯვარნაკრავი ღვინოს წრუპავდა, თედო მარწყვს შეექცეოდა, მუჭებით იდებდა პირში. ორივე ხელი წვენით ჰქონდა გაწებილი, ტუჩები მოთხვრილი, ყვითელ პერანგზე მიმობნეოდა წითელი წინწკლები.

თედომ ჩაახველა, ძალიან ნერვიულობდა. ჯვარნაკრავმა შეატყო.

  • რა იყო… მართლა ბაბო კი არ არიი, ეეეე… – ჩაეცინა და ღვინო მოსვა.
  • მაშ რათ ეძახიან?
  • უყურე შენა ამასა, წუნიაცა ხარ? რო ულოკამდი, მაშინ არა წუნიობდი არა?- ჩაიხითხითა- იმიტო ეძახიან რო, თან ესეთი პაწაწაა და თან იმდენი ხანია აქ არი… ამ საქმეში ბაბოა ნამდვილი.

დერეფანში ხმაური ატყდა. რუსული აქცენტით ხაოდა ვიღაც: “სამი გოგო ? სამი გოგო არა… ეს მინდა… ბაბუშკუ იობ ვაშუ მატ, ია ხაჩუ ბაბუშკუუ… ბებო…ბებო მოიხვ…“

მერე უკუნი სიჩუმე ჩამოწვა. კარი ისეთი ხმაურით გაიღო, თედოს მარწყვები დაეფანტა, ჯვარნაკრავის ჭიქაში ღვინო ალივლივდა და გადაიღვარა.

ოთახში ბაკენბარდებიანმა ღენერალმა შემოიხედა და გაქვავდა.

– ეეე, ღენერააალ – მაინც არ იშლი არა ემაგ ბელაგვარდეისკი წვერქიცინების ტარებასა… პავლოვიჩმაც ხო გითხრა გაიპარსეო, ჰაჰ… გინდა გოგოებს ვეტყვი და კოხტად გაგპარსამენ.

გველისნაკბენივით გაურბოდა გაკომისრებული თეთრი ღენერალი ჯვარნაკრავს. მარტო ჯვარნაკრავმა იცოდა, თავიდან როგორ ეხმარებოდა აჯანყებულებს გაკომისრებული თეთრი ღენერალი და მერე როგორ გაყიდა ყველა. კი არ გაყიდა, ბოლშევიკების რაზმს ჩაუდგა სათავეში და მძინარეები ამოახოცინა თავისიანები. ამბობენ, მაშინ ბერიამ, თან ფული მისცა და თან ძალიან შეაშინაო. ეს თეთრგვარდიული ბაკენბარდები მაინც ვერ მოაპარსინეს. მერე დააწინაურეს კიდეც, მაგრამ სადაც ჯვარნაკრავი იყო, იქ ყოველთვის მეორე იყო გაკომისრებული თეთრი ღენერალი.

–             აქ შენ კამანდირი მაინც ვერ იქნები, იქ, რუსეთში იკამანდირეო, აქ უბრალო ტრაკის მიმცემი ხარ მაინც ყველასთვის და ეგრეცვე დარჩები, ვერავის დაიმორჩილებო – დასცინა ჯვარნაკრავმა მაშინ.

ჯვარნაკრავი მის რუსობას მაინც ანგარიშს უწევდა, და კიდე იმას, როგორ ადვილად ჩახოცა თავისი ხალხი და განსაკუთრებით ბერიასთან მეგობრობა აფიქრებდა. გაკომისრებულ ღენერალს გაგებული ჰქონდა ჯვარნაკრავის და სტალინის მეგობრობის შესახებ, მაინცდამაინც არ სჯეროდა, მაგრამ მართალი რომ აღმოჩენილიყო… თან ისიც აჩერებდა, რომ ძალიან მზაკვარი და დაუნდობელი იყო ჯვარნაკრავი. ხმამაღლა აღიარება არ უნდოდა, მაგრამ გულში ხომ იცოდა, რომ ეს უბირი გლეხის შვილი მასზე ძლიერი იყო, აშკარად ყველაფერში ჯობნიდა თეთრი გვარდიის დიდგვაროვან ოფიცერს, რომლისთვისაც ღენერლობა ჯერ კიდევ იმპერატორს მიენიჭებინა.

გაკომისრებულ თეთრ ღენერალს ერთი სული ჰქონდა, როდისმე, რაიმე მანქანებით ჩამოეცილებინა ჯვარნაკრავი.

ღენერლის კუდისქიცინზე ჯვარნაკრავს არც გაღიმებია. ოთახში მელანო და ბებო შემოვიდნენ. ბებო პატარა თხელი გოგო აღმოჩნდა და ძალიან ჰგავდა იოსებ-გოგოს, იმდენად, რომ თედო წამოხტა და დააკვირდა.

თედო და ჯვარნაკრავი აბაზანაში იწვნენ და ქალები ბანდნენ. მელანო ჯვარნაკრავს ყურში ეჩურჩულებოდა: ქალები – გავიგე, მაგრამ კაცებს რიღათი აშინებ? აჰ… ამით არა, ამიით?- კისკისებდა მელანო…. – ამას რა უნდა ასწავლო?

– ყველაფერი… ქალისა და კაცის გარჩევა ჯერ.

– რაა?

– ჰო, ქალის და კაცის გარჩევა.

ბებო დიდ ფუმფულა ტახტზე იწვა. “აჩვენე“ – გააშლევინა ფეხები ჯვარნაკრავმა.

– მოდი აქ – დაუძახა თედოს – ექა, ახლოში, დამიდექ… ხედავ, ემასაც აქ ძუძუები, ოღონდ უფრო პატარა, ვინემ იმას, მაგრამა ესა ქალია, რათა იცი?… ეს არი სარცხვენელი, გინდა მუტელი დაუძახე შენა. ქალებს აქვთ ესა, კაცებს არა. კაცებს აქვთე ესა, ყლეე… აი… – ჩვენ რო გვაქ… გაიგეეე? იმან დაგაჭერინა ხო ხელში თავისი… ჰაა, მითხარი, დაგაჭერინა – თედომ თავი ჩაღუნა. ჯვარნაკრავმა ღონივრად წაუთაქა – უხ შენი, გეჭირა არაა? ის ისეთი დედამოტყნილია, პირშიც ჩაგიდებდა… გედოო? გედოოო? – თედო ხმას არ იღებდა, – გედო, გედო და შეგასხამდა კიდეცა ის შობელძაღლი, ისა – ჯვარნაკრავმა კიდე წამოარტყა თავში, თედოს გემო გაახსენდა და გააჟრიალა – ისა, ისე არ გაჩერდებოდა… შენცა სტყნამდი ხოო, შენცა… უ, მე თქვენი დედები დავტყანი თქვენიიი!!! – გაბრაზდა ჯვარნაკრავი, – ეხლა ხო ხვდები ვის რა აქ და როგუარი საქმე, ხვდები, შე შობელძაღლო შენა? – თედომ თავი დაუქნია – ის კიდენა გეუბნებოდა რო ქალებსაც აქ და კაცებსაცაო, არა?… ერთიდაიგივეაო, ჰო? აიი, რა მამაძაღლია… ექა ხდება ყველაფერი… ექედან გამოძვერი შენცა, მეცა და ყველანი, ექედან შევედით და ექედანვე გამოვძვერით, გაიგეეე?!?!? – ჯვარნაკრავმა ახლა მელანოს წამოუთაქა, ოღონდ ფეხებს შორის – გაიგეე?! ჰოდა, მიხედე ეხლა ემაგას, თორე ხო იცი ჯერ ენას მოგაჭრი… მერე კიდენა, თუ კიდე უკანალი მოგენატრება, თან ჩემი შვილისა, კაცოო… მერე მართლა მოგკლამ… არა, ჯერ დაგკოდამ და მერე მოგკლამ – შემთვრალმა ჯვარნაკრავმა მამაშვილურად გაუღიმა თედოს – მიხედე – უთხრა ბებოს და თვითონ მელანოს მოეხვია. ბებო თედოს ისე მოეფერა, ბიჭს ფეხები მოეკვეთა, ესიამოვნა ბებოს ტუჩების მლაშე გემო.

– ეხლა მიდი… მანდ არა… აი, შემხედე – ისევ წაუთაქა ჯვარნაკრავმა თედოს და მელანოს დააწვა – დანარჩენი ისევ ისე… ჰა, როგორიააა? – ბებო აკვნესდა, – ხო ხედავ ესე უნდა აკეთო, ეს არის სწორი – ღრიალებდა ჯვარნაკრავი და მელანოს უხეშად ხმარობდა. სხვანაირად რო გავიგო, მოგკლამ, გაიგეე, მოგკლამ… ხო მოგწონს, ხო გადამირჩი და თუ არ დამიჯერებ, მოგკლამ, ჯერ შენ, მერე დედაშენს და მერე იმას… მიდი, მიდიი, მიდიიიი – ღმუოდა ჯვარნაკრავი, აღმუვლდა თედოც.

– შენ რა გგონია?- ბღაოდა ჯვარნაკრავი, – ჩემი შვილია და არ დავუთმობდი, არ მიუშვებდიი? ისე ვიზამდი, ყველას ეგრე დეეწყო ცხოვრება… მარა ვერ ვიზამ გაიგეეე, ემაგაზე რო ხელი მოვაწერო, მაშინ რითვინ ვცხოვრობთ, ან ეს რევალუცია, გაწევ-გამოწევა, ან ეს ომები რითვინ არი, რითვინ ვიბძვით…. რითვინ ვხოცამთ, ვანგრევთ და მერე ვაშენებთ…. რითვინ არი ეს თავისუფლება, თუ ეგეთები იქნებიან სულა და ვეღარ გაჩნდებით, ჰააჰ??? …მიპასუხეთ… მიპასუხეეთ??? – რისთვინ გინდა ეს ქონებები… ეს დანატოვარი… – რისთვინ გვინდა ეს წინსვლა ცხოვრება, მომავლისთვინ არ გვინდაა?!… მომავალი კიდე როგორ იქნება თუ ემაგაზე დავთანხმდით… თორე რააა, შვილია ჩემი, ხო არ მოვკლამ… მაგრამა დანარჩენებს დაგხოცამთ სულყველასა… სუყველასააა… დაგაჭრით ენებსააა…. – იბღავლა საბოლოოდ ჯვარნაკრავმა და მოწყვეტით გადავარდა საწოლზე.

თედოს ბებოს მკერდზე მშვიდად ეძინა.

დილით ჯვარნაკრავმა და თედომ მელანოს სახლში გაიღვიძეს. ნაბახუსევზე ლაპარაკი ეზარებოდა ჯვარნაკრავს, მაგრამ მაინც დაარიგა თედო: – სხვანაირად თუ მოიქცევი, რაც დაგპირდი შეგისრულებ… ხო იცი, ჩემთვინ ადვილია, ხალხის მტრად გამოგაცხადებ და მორჩა – ხო გაიგე… როცა გინდა აქ მოხვალ და მელანოს მოსთხოვ, რაც გინდა… იქ რო გნახო, მეთორმეტე შენ იქნები… ეხლა კი წამო, ნამდვილი წითელარმიელი უნდა გაგხადო, დედაშენს მე ვეტყვი.

ერთი წლის შემდეგ თედოს არმიაში ჯამაგირი დაუნიშნეს. ყოველთვის ერიდებოდნენ ნაწილში მასთან ურთიერთობას, უფრთხოდნენ კიდეც. ერთხელ იოსებ-გოგო მოვიდა მასთან. კაცის ხმით, – ბიჭურად ელაპარაკა დარაჯებს, – ძმა ვარო – ისე, ესეც კი შეიძლებოდა თქმა. ყველამ იცოდა ვინ იყო, შეშინდნენ და შეუშვეს. იტირა იოსებ-გოგომ, თედო რომ დაინახა, ცხარე ცრემლით იტირა – რახან აქამდე არ მოგკლა აღარ მოგკლავსო. გადაეხვია და სამხრეები და აპელატები დაუსველა ცრემლებით, ცხელი მლაშე ცრემლებით. მერე სახეზე მოეფერა, სახეზე და ტუჩებზე და მლაშე ცრემლების გემო იგრძნო თედომ. ბლანტი თესლის გემოც იგრძნო, სასაზე რომ ეკრობოდა ხოლმე, კინაღამ აუდგა. ამისი ეშინოდა ყველაზე მეტად ბიჭს, მაგრამ გაუძლო.

– შენ შემდეგ ვერავინ შევიყვარე და მიშველეო, – ამ სიტყვების მერეც გაუძლო თედომ, მითუმეტეს, რომ ჯამაგირი ახალი აღებული ჰქონდა და ბებოსთან წუხანდელი ნამყოფი იყო, რა მოხდა, რომ ხანდახან ბებოს მოფერებისას იოსებ-გოგო ედგა თვალწინ.

იოსებ-გოგო წავიდა, ბევრი იტირა, ისე წავიდა. ხან ქალის ხმით და ხან კაცის ხმით იტირა. ხან ქალურად იყო სასოწარკვეთილი და ხან კაცურად, ბოლოს მიხვდა იოსებ-გოგო, რომ გაუძლო თედომ. გამწარდა. ერთდროულად, ქალურადაც და კაცურადაც გამწარდა. ეს უკანასკნელი სიყვარულიც დამაკარგინა, არ ვაპატიებო და წავიდა.

კიდევ 1 წელი გავიდა, 16 წლის იყო უკვე თედო, დიდი ხმაური ატყდა ყაზარმაში. გაკომისრებული თეთრი ღენერალი მოსულიყო, აი, სწორედ ის, მელანოსთან ბებო რომ აართვეს ლოგინიდან, ბრდღვინავდა გაკომისრებული თეთრი ღენერალი. ბრძანა, ოციოდე სალდათი მიეცათ სასწრაფოდ და გააჭენა.

მაშინ 1936 წელი იყო, ყველა ამბობდა, სტალინი უკვე აღარავის აპატიებს სამშობლოსა და პარტიის ღალატსო, ის კი არა, იმასაც ამბობდნენ, თურმე ბერია თვითონ დადის სოფლებში და ქალაქებში და თვითონ ეძებს მოღალატეებსო. სახლებში ჩუმჩუმად ჭორაობდნენ, – შეკრიბა ყველა კომისარი და მეთაური და საშინლად დაუცაცხანა, ერთმანეთისთვის ყურადღების მიქცევა დაავალა, შეცდომას აღარავის ვაპატიებთო. ზოგი კი ამბობდა, ცალ-ცალკე დაიბარა და სათითაოდ დაავალა, ვის რა უნდა ეკეთებინა. ვინც ყველაზე მონდომებული იქნება, იმას დაწინაურებაც კი ელოდებაო. კაცმა არ იცის დაავალა თუ არა, კაცმა არ იცის დაიბარა თუ არა, ან ამბის გამოტანას ვინ გაბედავდა. ფაქტი ის არის, რომ, ამ ჭორების შემდეგ ყველა კომისარი და მეთაური ტურებივით დაძრწოდნენ მთელ ქვეყანაში, რომ ხალხის მტრები ეპოვათ. დროდადრო სათავისოდაც იყენებდნენ, – ხან ვის ააწაპნიდნენ ქონებას და ხან ვის გააგორებდნენ, თუ ცოტა ბოღმა ჰქონდათ ვინმეზე. ხანაც სხვის ცოლს შეიგორებდნენ ლოგინში. თუმცა ერთი რამე არ ახსოვდათ და არ იცოდნენ, წუთისოფელი რომ მუხთალია. ეგონათ, ღმერთი მართლა აღარ იყო და აღარ მოეკითხებოდათ, მაგრამ ან საიდან უნდა ცოდნოდათ უზნეობისა და სიზარმაცის გამო მიწიდან მოწყვეტილ, ჩამპალი ქარხანა-ფაბრიკებიდან გამოპანღურებულ, აყროლებული საპატიმროებიდან გამოყრილ მუშ-გლეხ-ბანდიტებს.

ვისაც თოფი დააჭერინეს და დიდმა ბელადმა დაავალა ხალხის ხოცვა, ყველას ეგონა, რომ მათ ზემოთ ძალა აღარ იქნებოდა. ჩააფურთხეო, უთხრა ერთხელ ერთმა მეორეს და შუბლში აჯახა ტყვია, როცა პირველს ეგონა, რომ დაასწრებდა და მოკლავდა. მერე იმ მეორეს დაახალა ვიღაც მესამემ. ესე გრძელდება დღემდე, რაც კაენმა დაიწყო, ის ბოლშევიკებმა ისტორიის ჩვეულებრივ კანონზომიერებად აქციეს, თორემ, განა მანამადე არ ხოცავდნენ ადამიანები ერთმანეთს.

და ესე ტურასავით დაძრწოდა გაკომისრებული თეთრი ღენერალიც სოფლებსა და ქალაქებში. სხვებთან შედარებით, მას ცოტა რთულად ჰქონდა საქმე, 10 წლის წინანდელ აჯანყებაში რომ ხარ ეჭვმიტანილი და გამოსწორება გინდა, თან იმდენი მტერი გყავს, პირდაპირ გეუბნებიან: შენ აქ “კამანდირი” ვერ იქნებიო, – თუ არა, შეუტევ – თავი მაინც ხომ უნდა დაიცვა. თუმცა ყველაფერი უკუღმა კი მოხდა. ერთხელ, დიდ ბაზარში, ხალხის მტრების საძებნად ეკზეკუციაზე სალდათები წაიყვანა, იქ ის პატარა იოსებ-გოგო დახვდა, ბევრი ეკეკლუცა გოგო, მერე უთხრა, – მე ვიცი შენი შვილი სად არიო. გადაირია გაკომისრებული თეთრი ღენერალი, თან ისეთი ამბები მოუწყო იმ პატარა გოგომ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სინამდვილეში გოგო არ იყო და იოსებ-გოგო იყო. მერე იოსებ-გოგომ შვილის საფლავი აჩვენა და სულ კისკის-კისკისით მოუყვა, რაც დიდი ხნის წინ თედოს მოუყვა.

ზუსტად ორი თვე ელოდა ლავრენტი ბერიასთან აუდიენციას გაკომისრებული თეთრი ღენერალი. “მე თუ იმდენი ჩემიანი ჩავაბარე, ხომ შეიძლება მეც ერთხელ თავისიანი ჩამაბაროსო”- ფიქრობდა გაკომისრებული თეთრი ღენერალი. არავინ იცის მიიღო თუ არა ბერიამ… და თუ მიიღო, კაცმა არ იცის, რა ილაპარაკეს კაბინეტში.

ბერიას არ ყვარებია ვალები.

გაკომისარებულმა თეთრმა ღენერალმა სამხედრო ნაწილში, ყველას გასაგონად, რუსული აქცენტით უთხრა ჯვარნაკრავს, სამშობლოს ღალატში გედება ბრალიო, მერე გამართული რუსულით დაუსვა კითხვა: სკაჟი ტი ვრაგ ნაროდა?

– ნეტ – თქვა ჯვარნაკრავმა – პავლოვიჩი გაგიგებს და დედა მოგეტყნება შე უბედურო.

– პავლოვიჩმა იცის და შენ გეტხნება დედა შე უბედურო… აი, კახალდი, ტვიტონ ბერია პადპისალ.

ჩაეცინა, მუცელში გვრემა და შიმშილი იგრძნო. მიხვდა რომ წააგო, მაგრამ მაინც გამომცდელი ღიმილით, ქვემოდან ამოხედა.

– არ იჩქარო ბჯოო.

– და შენ რომ იშქარე?

– რა ვიჩქარე, ძღნერო?- არა და მაშინ არ უფიქრია, იჩქარა თუ არა. იმ დროს არასოდეს არ ფიქრობდა დროზე, არც იმაზე რომ შეიძლებოდა არ მოეკლა. იმ დროს ყოველთვის ზუსტად იცოდა რომ უნდა მოეკლა, წამიც არ უნდა მოეცადა, ერთი გაელვებაც, უცებ კლავდა… და ვერც უშვებდა, რომ ვინმეს შესაძლოა სხვანაირად ეფიქრა, მოკლულის მამასაც კი.

– იმან გითხრა, არა?

– ჯერ მოვდღანი და მერე მიდღრა. შენი შვილი მოვდღანი, ჩემმა შვილმაც მოდღნა, – სმატრი კაკ პალუჩილას შენ ჩემი შვილი მოკალი, პატამუ ჩტო შენ შვილსა დღნამდა, მე კიდე ვზიალ ი შენი შვილი მოვდღანი… ეხლა შენ უნდა მოგკლა… ი ვ რასჩოტე… – გადააფურთხა, – ბოგ ვსიო ვიდიტ – ისევ გადააფურთხა.

– ეეჰ, იქვე უნა მიმეხვრიტე მაშინა, უნა მიმეხვრიტე, შენი ძმაკაცების სისხლი რო დალიეი, იქვე უნდა დემეხვრიტე – დაწყდა გული ჯვარნაკრავს, ცრემლებიც კი მოაწვა, – აბა შემახედე სად აწერს ხელსა პავლოვიჩი?

– ტი ჩტო ნე ვერიშ? – აღშფოთდა გაკომისრებული თეთრი ღენერალი.

უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჯვარნაკრავი, რომ დაეჯერებინა დახვრეტდნენ, რომ არ დაეჯერებინა და მართლა ბერიას ხელმოწერა აღმოჩენილიყო – მაინც დახვრეტდნენ. ღირსეულად სიკვდილი გადაწყვიტა.

–             სტრელიაი, სტრელიაი… მძღნერო შენა, შენც მალე მოგეტყნება დედისტრაკი, ის ჩემი ტრაკისმიმცემი შენზეც ეტყვის სხვას და ბელადს როგორ ეზიზღება ეგენი ხო იცი და მიგახვრიტავენ შენცა – და ხმამაღლა იღრიალა მთელი სამხედრო ნაწილის წინაშე – ეს კაცი ტრაკისმიმცემი და კაციტყანიაა, ყველამ იცოდესო. სალდათების უმეტესობამ მოასწრო და ყურებზე აიფარა ხელი, ყოველშემთხვევაში, გაკომისარებულ თეთრ ღენერალს ასე დაანახეს.

– პიატ სტრელკოვ, – იღრიალა გაკომისარებულმა თეთრმა ღენერალმა, – . არავინ ნაბიჯი არ გადადგა, მაშინ თვითონ ჩამოუარა ასეულს: ტი, ტი, შენ, ჩიტვიორტი ტი… იიი… ტი… – და ყველას წინ იმ წერილს უფრიალებდა, რომელზეც, კაცმა არ იცის, ბერიას ნამდვილი ხელისმოწერა იყო თუ არა.

ხუთი კაცი რიგებიდან გამოვიდა და კედელზე აყუდებული ჯვარნაკრავისკენ წავიდა. უცებ, გაკომისარებული თეთრი ღენერალი გაჩერდა, ყაზარმასთან ვიღაცას მოკრა თვალი, რომელიც კედლის უკან იმალებოდა. მიადგა. ყურში მოკიდა ხელი და გამოათრია… – ი ტიიი… უზნაიოშ? უზნაიოშ ხალუი?!

– ონ ნე ხალუი, ონ კნიაზ, ა ხალუი ეტა ტი… ჯერ კნიაზი რო გახდი და მერე ისევ ხალუებს რო მოგვეყიდე… ფუ შენი, მაგას დაანებე თავი.

გაკომისარებულმა თეთრმა ღენერალმა ხუთიდან ერთს შაშხანა წაართვა, პანღური ამოკრა და გააგდო. შაშხანა თედოს მიაჩეჩა, – პიატიმ ტი ბუდეშ, შენი დედა მოთხან… ვ რიაად!

არცერთი არ დადგა. ყველა ძალით დააყენა.

თედოც გაუძალიანდა, მაგრამ ამოიღო ჯადოსნური ფურცელი და ცხვირზე მიადო: კიტხვა ისი?

თედომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

  • ცაიკითხე ეს!

და თითი იქ გააყოლა სადაც ეწერა: ლავრენტი ბერია. თედომ უხალისოდ მოიმარჯვა შაშხანა, – უხ ამისი, რა? ოთხი ტყვია არ ეყოფოდა, ხო?- გაიფიქრა და შაშხანას ლულაში ჩახედა. გაკომისარებულ თეთრ ღენერალს მოულოდნელად ხმა ჩაეხლიჩა და ხრიალით დაიწყო ბრძანებების გაცემა.

ძალიან ენანებოდა ეს კაცი თედოს. ენანებოდა, ეშინოდა და ეზიზღებოდა. რომ დაფიქრდა, აღმოაჩინა, რომ კარგად არც იცნობდა. არადა ყველაფერი ხომ მან გაუკეთა. საჭმელიც ხომ მისი იყო ყოველთვის და ის ახალი ფეხსაცმელიც, ის ტანსაცმელიც, ის პირველი ქალიც და ჯარშიც ხომ პირველად მან მოიყვანა, ჯამაგირიც მან დაანიშნინა. უცებ დაავიწყდა მისი სახელი – „მოიცა რა ქვია? თოფდაკრული ? არა… ტყვია… არა … ისა ნამდვილი სახელი? ეს სულ არ იცოდა…. მოიცა ჯოხ? არა… ჯოხ კი არა ჯვარ დაკრული კი არა… ჯვარნაკრავი ამხანაგი… მეთაური ჯვარნაკრავი”. რატომღაც სიმშვიდე იგრძნო. ერთხელ ჩხუბიც კი მოუვიდა მის გამო, – იმიტომ გმფარველობს, რომ დედაშენთან წევსო. რა, არ იცოდა, თუ რა? მაგრამ ეს არავისი საქმე და სალაპარაკო არ იყო…

გაკომისარებულმა თეთრმა ღენერალმა ისე იღრიალა, თითქოს ცხოვრებაში საბოლოოდ ღრიალებდა, ჩახლეჩილი ხმა დაწვრილებოდა და კნავილს უგავდა:“მოემზადეეტ, იობ ვაშუ მატ… პრიგატოვიტ არუჟიე!!“.

„რასა ჰკნავი შე ღორო, მაგ ქაღალდსა ტრაკში გაგიკეთებენ და შენც ეგრევე დაგხვრიტამენ… მიგაძაღლებენ…“- თავისთვის თქვა ჯვარნაკრავმა და თედოს მიაშტერდა. თედომ თვალი მოარიდა. ხომ არ ავაცილო? ვინ გაიგებს, მოვარტყი თუ არა, დანარჩენებიც ხო ესვრიან და ოთხი ტყვიაც მოკლავს, რას გაიგებენ, ხუთი ლულიდან გამოფრენილი რომელი ტყვია აცდა“- ფიქრობდა თედო და შაშხანას მექანიკურად ამზადებდა. თავი აწია და ჯვარნაკრავის მზერა მის მზერას შეხვდა. შერცხვა, ოფლმა დაასხა და უცებ ფეხებშუა გაუმაგრდა, – „…ამხანაგო მეთაურო ჯვარნაკრავო ისა…“- ფეხებშუა კიდევ უფრო უმაგრდებოდა- ”ამას რაღა უნდა, დამანებე თავი…” – ჩაიბურდღუნა თავისთვის და ჯვარნაკრავს წარბებსქვემოდან გახედა, ის აღარ უყურებდა, ცისთვის მიეშტერებინა თვალი. სხვათა შორის ჯვარნაკრავის მადლიერი უნდა იყოს, ჯვარნაკრავმა რომ არ მოკლა იმ თავისი იოსებ-გოგოს გამო, რა ლამაზი იყო… იყო რატო – არის. უცებ იოსებ-გოგოს შეხება იგრძნო და შაშხანა გვერდით გაწია, თოთქოს უნდოდა, მოერიდებინა. სამიზნეს თვალი მოაცილა და ჯვარნაკრავს გახედა, ხომ არ დამინახა, იოსებ-გოგო რომ შემეხოო. საშინელი აღგზნება და ფეხებს შუა დაძაბულობა ტკივილში გადაუვიდა.

„რო გავათაო ეე?“- გაიფიქრა.

„დატენეეე!!“- იღრიალა მკივანა ხმით გაკომისრებულმა თეთრმა ღენერალმა. მექანიკურად გადატენა შაშხანა. ჩხაკ- ჩხუკ. ტყვია ლულაში ჩაჯდა. მოეჩვენა, რომ ამხანაგი ჯვარნაკრავი მის ლულას ჩაშტერებოდა. უნდოდა რაღაც ეგრძნობინებინა, ჩაიბუტბუტა კიდეც: „აგაცილებ, მე აგაცილებ… ფეხებზე მკიდია, დამსჯის თუ არა“. მერე გაახსენდა, იოსებ-გოგოს სიყვარულიდან გული რომ გადაეყოლებინა, როგორ მიიყვანა ყველას ბებოსთან ჯვარნაკრავმა, როგორ გადარჩა, რომ კაციტყანია არ გახდა, ან პირიქით. მერე გაიგო, ეს რას ნიშნავდა, მერედამერე სხვა კაცებმა რომ თქვეს – ცუდიაო, – ცუდი აღმოჩნდა, თორემ ისე რა? – მშვენივრად გრძნობდა იოსებ-გოგოსთან თავს. გულის სიღრმეში ვერც კი გაერკვია, რომელი სჯობდა. უცებ გაახსენდა, – სულ პირველად, მელანოსთან, ბებო რომ ეფერებოდა, მისი ტუჩების მლაშე გემო და დაძაბულობისგან კიდევ უფრო ეტკინა ფეხებშუა. უცებ მიხვდა, რომ მაშინ, გაკომისრებული თეთრი ღენერლის ნალოშნს ლოშნიდა და მისი ულვაშების სიმლაშე იყო ის მლაშე გემო. ტანში გააჟრიალა და წამოაზიდა. მუხლები აუკანკალდა, მაგრამ ტკივილი უფრო მოემატა.

„დაუმიზნეეე!!“- მჭახედ იხრიალა გაკომისრებულმა თეთრმა ღენერალმა, ისე მჭახედ, რომ ხველა აუტყდა.

დაუმიზნა. „ის როგორ იყო… ის ამბავი? ბარაბა თუ ქრისტეო? ხალხმა რო… როგორ თქვა, ხელები დამიბანიაო?… დაფიქრდა და ვერ გაიხსენა საიდან იცოდა. გაახსენდა! – ერთხელ, სომეხი გოგოს, კარინას მამა მოუყვა ქრისტეღმერთისა და ყაჩაღის ამბავს, – ხელისგულები გაუოფლიანდა და ჯვარნაკრავის მზერას შეეჩეხა, „არაა, არ ვესვრი – საბოლოოდ გადაწყვიტა, – დამსაჯონ, დამხვრიტონ აქვე“. მერე გაკომისრებული თეთრი ღენერლის ულვაშების სიმლაშე იგრძნო ისევ, ბებოს ტუჩებიდან რომ ალოშნა და კვლავ წამოაზიდა. მერე ისევ იოსებ-გოგოს შეხება იგრძნო. „… არაა, ამის დედაც მოვტყან, ავდგები და ვესვრი, ჯერ დედას მიტყნავდა და ამის გულისთვის ყველა დამცინოდა და არავინ მეკარებოდა, ყველას ეშინოდა…. მერე ამას ვინა ჰკითხავდა, მე ვინ მიყვარდა და ვინ – … გაჩერდა დიდი ნერწყვი გაეჭედა ყელში… – ან ვის – ისევ იოსებ-გოგოს შეხება იგრძნო, – და რო მოვეკალი და არ მომკლა? არა, არ ვესვრი… არა, უნდა ვესროლო… და ჯარში რო მომიყვანა და ჯამაგირი?! არ ვესვრი, არა“.

„ცეეცხლიიი“- გაიგო მოულოდნელად ხავილი. შეკრთა. თავისი ფიქრების შეეშინდა და თითი მის დაუკითხავად დააწვა სასხლეტს.

ხუთივე ტყვია ამხანაგ-მეთაურ ჯვარნაკრავის (ნამდვილი სახელი და გვარი თითქმის არავის ახსოვდა), მკერდში გაიჭედა.

„ვაიმე მოხვდა… არ მინდოდა, ბოდიშიიი“ – ცრელმები წასკდა. გაქვავდა და გაიყინა. ჯვარნაკრავმა სამყაროსთვის დატოვებული ბოლო მზერა სწორედ მას, თედოს ესროლა და მოკვდა. თედოს ჯერ ეგონა, რომ მოეჩვენა ჯვარნაკრავის მზერა. მერე მიხვდა, რომ ნამდვილად მას ეკუთვნოდა. დაღლილმა, ცხოველური ინსტინქტით იგრძნო, რომ დატანჯავდა ეს მზერა და თავიც არ გაუქნევია ფიქრის გასაფანტად, – ისე დაივიწყა… და არც კი იცოდა, რა ძვირფასი იყო ეს ტანჯვის დავიწყების წამი. სატანასავით ბოროტი და ღმერთივით ყოვლისმომცველი სინდისის ქეჯნა იყო ეს ტანჯვა… და ამ ტანჯვის დავიწყება და გულთან არ მიკარება ისწავლა თედომ იმ წამს.

წესით, სამუდამოდ მადლიერი ჯვარნაკრავის კი არა, გაკომისრებული თეთრი ღენერლის უნდა გამხდარიყო. მაგრამ უმადურია ადამიანი, მაშინ თედოს სულ პირველი წითელი კომისრის გახეთქილი ტუჩი, დორბლიანი ლაშები და პირში გამოვლებული წითელი ქიმიური ფანქარი გაახსენდა, მამამისის თავზეხელაღებულ სიცოცხლეს რომ დაუსვა წერტილი. ვერაფრით გაიხსენა საიდან ახსოვდა ის სულ პირველი წითელი კომისარი, მაგრამ მაინც ეს ამბავი გაახსენდა.

გაკომისრებული თეთრი ღენერლის ხმა შორიდან მოესმა: „აბასრალსა? რასა სტირიხარ, მერე რა რო დედაშენსა დღნამდა… ეს ერთი და სხვა ქიდე ბევრეეები“. აჟიტირებული და აგზნებული ღენერალი სიხარულს ვერ მალავდა, შაშხანა ჩამოართვა თედოს, თედოს ხელები არ ჩამოუშვია, ასე გაქვავებული იდგა. თითქოს ისევ შაშხანა ეკავა. „მუდაკ, აპუსტი რუკი“, ძალით ჩამოაწევინა ხელები ღენერალმა,  მოეხვია და ტუჩებში დალოშნა, მლაშე ულვაშების გემო გაეგლისა სახეზე და ისევ წამოაზიდა. გაკომისრებული თეთრი ღენერლის პასუხად, მხოლოდ ღრმა ხვნეშა წამოუვიდა მუცლიდან. ღენერალი ჯვარნაკრავთან მივიდა, დახედა, დააკვირდა, ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ დაახალა თავში. „იობ თვაიო მატ, ვოტ სიჩას ტოჩნა ვიიბუ ტვაევო სინკა ილი კაკ ევო“ – ხრინწიანად, მკივანა ხმით გადაიხარხარა და წავიდა. შაშხანა თედოსთვის უნდოდა მიეგდო, მაგრამ სახეზე ეჭვმა გადაურბინა, გადაიფიქრა და თან წაათრია.

თედოს ტანში გააჟრიალა. სულ წამით იგრძნო სიამოვნება, ბარძაყს წებოვანი, ბლანტი მასა წკრიალით ჩაუყვა და შარვალი მიიწება. მოითენთა და ძილი მოერია.

იდგა, იდგა, გაშეშებული და ხელებჩამოყრილი და დაახლოებით მაშინ, ჯვარნაკრავის სხეულმა გაციება რომ დაიწყო, წავიდა.

გაკომისრებულ თეთრ ღენერალს წითელი არმიიდან რომ არ გაეგდო, შემდეგ დახვრეტაზე თავისი ნებით წავიდა.

გაკომისრებული თეთრი ღენერალი ზუსტად სამი წლის, ორი თვის, სამი კვირის, 4 დღის, სამი საათისა და 11 წამის შემდეგ მორიგი კომისრის ბრძანებით ხალხის მორიგი მტრის ბრალდებით დახვრიტა, ოღონდ უკვე აღარაფერი გახსენებია. მეაათასცხრაასოცდამეერთე იყო და ყველა განცდა იმდენჯერ გამეორებოდა, რომ აღარც აღელვებდა. სახლში ძალიან ეჩქარებოდა უსაყვარლეს ცოლთან. ბებო-მასწავლებელს სამი დღის წინ მისთვის პირველი შვილი გაეჩინა. ეჩქარებოდა, მაგრამ მაინც არ დაეზარა და ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთხელ დაახალა თავში, უკვე მკვდარ გაკომისრებულ თეთრ ღენერალს.

 

ON AIR

–             თქვენ ჩემზე ახალგაზრდა ბრძანდებით გენაცვალე და არ იცით ესა… არა… ესა ძალადობა კი არა წესრიგია… წესრიგი…

–             მესმის, ახალგაზრდა ვარ და არაფერი მესმის, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, იმ თქვენმა ბელადმა გაწყვიტა ყველა, თუ ვინმე მოაზროვნე იყო და თავისუფლებისმოყვარული… ვინ გადარჩა ძირითადად? პლებეები, მსახურებას მიჩვეული ადამიანები, ყმები და ლაქიები… ან კრიმინალები, როგორიც თვითონ იყო ახალგაზრდობაში, ჩვენ ყველა ძირითადად ვართ სწორედ ამ გადარჩენილების შთამომავლები, პლეებეეების შთამომავლები… პლებეებს ძალიან უჭირთ რამე შექმნან, ღირსების დეფიციტის გამო, მონური ხასიათის გამო…

–             ვინა არი კაცო პლებეი და მონა, ჩემი წინაპარია პლებეი? პლებეიც ხარ და ღორიც… – გაცხარდა მოხუცი.

–             გააჩერეთ რა?- შეხედა ახალგაზრდამ წამყვანს.

ღილაკს თითი დააჭირა, ჩახლეჩილი ხმით მიკროფონში ჩასძახა, – არ გააჩერო, მიაწექი, არ გააჩერო, დამშვიდება არ აცალო… მოიფიქრე რამე, … ეხლა დაიწყებენ გინებას… მიდი, – საინფორმაციო გადაცემის სააპარატოს მონიტორებში ჩანდა ცოტა დაბნეული წამყვანი, რომელიც ყურზე ხელს იდებდა, რომ ყურსასმენიდან პროდიუსერის ხმა გაეგო. კარგად არ ესმოდა და გადაწყვიტა, სტუმრები დაეწყნარებინა – მოგიწოდებთ კორექტულობისკენ… – სააპარატოში, გადაცემის პროდიუსერმა, კაფანდარა, ლამაზმა ქალმა პატარა მიკროფონი მუჭში მოიგდო და ახავლდა, – კორექტულობისკენ კი არა… მაგ ტიპს, მაგ ბებერ სირზე კითხე, კონკრეტულად მაგასაც თვლის პლებეით? – წამყვანს ცუდად ესმოდა, – ფუ, დებილია ამის დედა მოვტყან – წამყვანი დაიძაბა, გაიგო როგორ შეაგინეს.

–             კაი, დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ… ხო იცი, მოიფიქრებს რამეს – მოეფერა ასისტენტი ქალი გაკაპასებულ პროდიუსერს.

–             აუ, გააჯვი რა… ერთი შენ მოიფიქრებ და მეორე ეგ… – პროდიუსერმა ისევ დააჭირა ღილაკს თითი და მიკროფონში ჩასძახა, – ორივეს კითხე პლებეობის განმარტება და რატომ ეძახიან ერთმანეთს პლებეებს, თითო წუთი მიეცი. – პროდიუსერი პულტიდან ადგა, რეჟისორს მიხედა, ეხლა ჩახოცავენ ერთმანეთს და არ გამაზო, შენც არ გამოსირდე… სიგარეტი მომე – უთხრა ასისტენტს, რომელიც ამშვიდებდა.

–             არ მაქ.

–             აბა, რა ჩემი ყლე გაქ? მიხედე ეთერს… მე მოვწევ…

პროდიუსერი სააპარატოდან გავიდა, – მერე ჩემზე იტყვიან ცოფიანიაო, – ჩაიბურდღუნა თავისთვის, იქვე მაგიდაზე მიგდებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, ვიღაცამ სანთებელა მიუტანა, – მოუკიდა და ტუალეტში შევიდა. ღრმა ნაფაზებით ეწეოდა, ვერაფრით ხვდებოდა, საიდან უნდა მოეტანა ამდენი ფული, – არაა… ცუდად გავზარდე… მამამისს რო შევეცი… ამხელა კაცი ისევ ჩემ ზურგზე… ამ ონლაინკაზინოებზე გადაცემა უნდა გავაკეთო… ფუ მოგიტყანთ რა… ყველა კაცი უტრაკო, უმაქნისი სირია ამ ქვეყანაში… – სიგარეტის ნამწვი უნიტაზში ჩააგდო და ჩარეცხა.

სტუდიაში განათებები ხურდა და ლიცლიცებდა, ოპერატორები ცდილობდნენ დაეჭირათ სტუმრების სახის მიმიკები, რომლებიც გაცხარებით კამათობდნენ… ახალგაზრდა ცდილობდა მშვიდი ყოფილიყო და ყველასთვის დაენახებინა, რითი სჯობს მოწინააღმდეგეს, ძველ თაობას, რეტროგრადებს, რომ სწორედ მისი ახალი სისხლი იყო საჭირო ქვეყნისთვის და არა ამ ბებრის აყროლებული სისხლი.

– სულ მგონია, რომ იმ დროს მისტიკას ჰქონდა ადგილი, მართალი გითხრათ არ მწამს ამ მისტიკის… ის კი არა, ათეისტი ვარ, მარა ნამდვილად რაღაც არამიწიერი ძალა მოქმედებდა მაშინ… აბა ესე ერთდროულად, ასე რამ გადარია ამდენი მილიონი ადამიანი, რო დაარღვიეს ეს განვითარების თანამიმდევრობა… აი, გინდა დარვინის მაიმუნიდან, გინდა ადამ და ევადან მოყოლებული…

– აჰა… ამას ღმერთიც არ წამს, ამ ლაწირაკს ამას…

– რა მაკვირვებს იცით… ბოლშევიკობას და ღმერთს ერთმანეთს როგორ უკავშირებთ… ის თქვენი სტალინი იცით რისთვის გამორიცხეს სასულიერო აკადემიიდან?

–             აი, მართალი არ იყო რო ხვრიტავდა? შენნაირები ხო უნდა დაეხვრიტა? –ნერვიულად, კბილებში გამოცრა ასაკოვანმა.

– დამშვიდდით რა… ხომ არ გგონიათ რომ მე და თქვენ განსხვავებული ვართ, თქვენზე უკეთესი კი არ ვარ… იცით იმ თქვენ ბელადს რომ არ აერია ყველაფერი, ჩვენ აქ კი არ ვისხდებოდით ეხლა……თქვენ თქვენ საქმეს გააკეთებდით – სადმე ფერმა გექნებოდათ, გაზრდიდით ღორებს – სასარგებლო საქმე იქნებოდა… მე შეიძლება მებაღედ მემუშავა სადმე, – …ლამაზ ყვავილებს გავზრდიდი… ეხლა ნახეთ რა ხდება? თავი განათლებული საზოგადო მოღვაწეები გვგონია, მაგრამ არც ერთს სისხლში ეს არ გვაქვს და იმიტომ ვაგინებთ ერთმანეთს, რომ იმას არ ვაკეთებთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ.

– მგონი, 21-ე საუკუნეში ძალიან უხერხული და არადემოკრატიულია, გენზე, სისხლზე და წარმომავლობაზე საუბარი, მგონი ადამიანის დამსახურება მისი… მისი… – დინჯად დასძინა წამყვანმა, უცებ მის ყურში ისევ ახავლდა კაფანდარა ლამაზი პროდიუსერი ქალი, – არ ატეხო ეხლა ეგ სირული ინტელექტუალური დისკუსია… დაძაბეეე – წამყვანი წამით გაჩერდა, ასაკოვანმა სტუმარმა მყის გააგრძელა.…

– ჩვენ შენნაირი არასოდეს ვიქნებით, შე მართლა მეღორე შენა, ეტყობა ბევრი ვერ დასაჯა იმ ცხონებულმა ისე, როგორც საჭიროა, თორე ხო აღარ იქნებოდნენ შენნაირი საყურიანი პედარასტები – იღრიალა ასაკოვანმა. ახალგაზრდამ ყურზე შეივლო ხელი. სახეზე გაბრაზება დაეტყო.

–             აი, ხედავთ, ესარის სახე ბოლშევიზმის… შეილება ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ისტორიას ხომ ვერ გავექცევით… აჰა, ზუსტად იგივეს აკეთებთ, რასაც ის თქვენი სტალინი მაშინ… ეგრევე ვერ ამიტანეთ რაღაც განსხვავებული რო ვთქვი და მოსაკლავად მიმეტებთ, თქვენი შვილის ტოლს… მკვლელი ხარ აბა რა ხარ?!?!

–             რააა, მე ვარ მკვლელი?

–             მე ეგ არ მითქვამს… მე ვთქვი…

–             შე ლაწირაკო, ღირსი არა ხარ ეხლა მართლა მკვლელი ვიყო… კი არ უნდა მოგკლა, უნდა მოგტყნა…

წამყვანი დაიძაბა: – თუ შეიძლება კორექტულად, – მიმართა ორი სტუმარიდან უფრო ასაკიანს და ახალგაზრდას გადახედა, ახალგაზრდას ეტყობოდა, რომ სტუდიის განათებები უშლიდა ხელს, თვალებში ანათებდა და ხასიათი უფუჭდებოდა.

სააპარატოში პროდიუსერს ავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ღილაკს დააჭირა და წამყვანს ყურში ჩასსისინა, – კითხე ერთი, მართლა მოკლავს, აი, ნება რო მისცენ, მართლა მოახერხებს ესროლოს? ან კითხე, გააუპატიურებს დასჯის მიზნით? გამოუტანდა ეგეთ განაჩენს??

წამყვანმა თავი ვერ შეიკავა, – რაა, ეგ ვკითხო?- ხმამაღლა მოუვიდა.

– რა უნდა მკითხო… რას გეუბნებიან… თქვენც კარგი ნაბიჭვრები ხართ თქვენა… – უყვირა ასაკოვანმა წამყვანს.

–             აი, ხომ ხედავთ თქვენ თვითონ…

–             რა მე თვითონ…შენ ხარ ხალხის მტერი და სამშობლოს მოღალატე… მოგიტყან ლიბერალობა – შეუბრუნდა ისევ ახალგაზრდას ასაკოვანი.…

–             დაწყნარდი რა, ბიძაჩემო, შენ და შენნაირებს მგონი რაღაც სხვა გგონიათ ეს ლიბერალობა… იცი რა არი? თუ თავი გაქვს მშვიდად მეკამათე ფაქტებით, თუ არა და…

– წამყვანის ტვინში ყველაფერი აირია, – გული ამერევა ეხლა, გაიფიქრა, ფუ, მეზიზღებით ყველა, ეხლა იმ ნაბოზარ ქალს გაუვარდები და დავლეწავ, ამათ კიდე, ამათ… სუ დედის ტრაკს ვაგინებ – უნდოდა რაღაც ჩაედინა, მაგრამ სტუმრები უკვე ერთმანეთს ექაჩებოდნენ და დაინტერესდა რას იზამდნენ. ასაკოვანი სტუმარი წამოხტა და ახალგაზრდისკენ დაიძრა – შენ უნდა მოგიტყნა დედის ტრაკი!

– შე ნაძირალა … აქვე გაგჭრი შე ბებერო ნაბიჭვარო!…

–             ნაძირალა კი არა – ასაკოვანმა წყლით სავსე ჭიქა ესროლა ახალგაზრდას, ახალგაზრდა წამოხტა – მართლა გადაიჯვით თავზე, მე თქვენი დედები მოვტყან, მერე გახვალ და იტყვი ვაჯობეთ, ძლიერები ვართო, შენ მოგიტყნავ… – ასაკოვანმა დასწრება სცადა, სკამს წამოავლო ხელი და ახალგაზრდას მოუღერა, ახალგაზრდამ აიცილა, – წამყვანი იღიმოდა, სიცილი რომ არ შეტყობოდა სახეზე, ხელი აიფარა, ახალგაზრდამ სკამი მოიგერია და ასაკოვანს ყბაში უთავაზა, ასაკოვანი წაიქცა, წამით გაითიშა. ახალგაზრდამ კამერებს ჩაუარა და სტუდიიდან გავიდა, ასაკოვანი გონს მოვიდა და ახალგაზრდისკენ სკამი ისროლა, მოხვედრილი მუშტისგან ორიენტაცია არეოდა და სკამი პირდაპირ კამერას მოხვდა, კამერა არ გათიშულა, მაგრამ მთელი ქვეყნის თვალწინ მინის წვრილ ნაწილებად დაიფშხალა. ოპერატორები კამერას ეცნენ, ზოგმა იაქტიურა და გასაშველებლად შევარდა სტუდიაში. ეთერში სარეკლამო ტიხრის მუსიკა და ტელეკომპანიის ლოგო გაუშვეს, ხმის რეჟისორს დაძაბულობისგან ღილაკები აერია, სტუდიაში წამყვანების და სტუმრების ხმის გათიშვის მაგივრად, პროდიუსერის შიდა მიკროფონი ჩართო. ეთერში, რეკლამების ფონზე, რამდენიმე წამი ისმოდა სტუმრების ლანძღვა-გინება და კაფანდარა, ლამაზი პროდიუსერი ქალის გამკივანი ხმა: კამერას ნუ ეფარებით თქვე დედამოტყნულებო!!!

წამყვანი დახეულ პერანგს იცვლიდა. ასაკოვანი სტუმარი გინებით ტოვებდა შენობას.

–             რეიტინგს კი მოხსნით – უთხრა ახალგაზრდა სტუმარმა პროდიუსერს.

–             ძალიან დიდი ბოდიში, ვერაფრით გავითვალისწინეთ, რომ ასეთი აგრესიული იქნებოდა – ბოდიშს უხდიდა პროდიუსერი ახალგაზრდას. დარცხვენილი მზერით უყურებდა და ცდილობდა, საკუთარი ჩახლეჩილი ხმისთვის სინაზე შეემატებინა.

–             სულ არ გვინდა ესეთი რეიტინგი… კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში…. და უკაცრავად, ეთერი უნდა გავაგრძელოთ…

–             კარგით ერთი… – სტუმარი წავიდა.

–             წადი შენი დედაც მოვტყან, შე ყლეო – მიაყოლა ჩურჩულით, – თხელ-თხელმა, კაფანდარა ლამაზმა პროდიუსერმა. ძუძუს თავებზე და მუცელში სიმხურვალე იგრძნო.

სააპარატოში ყველა ყაყანებდა, მომხდარზე ხორხოცობდნენ.

–             მორჩით ეხლა ყროყინს… ორ წუთში ეთერში ვართ.

ყველა გაჩუმდა. პროდიუსერმა ღილაკს მიაჭირა თითი.

–             კაი იყო… უმაგრესი, ბოდიში მოიხადე, რეზიუმე გააკეთე, დაგმე… ის რო სირი იყო ვიცოდი და ესეც მაგარი სირი ყოფილა… შენ რო გაგინე ხო არ გეწყინა.

– მოიცა რა, სამსახურია…

–             ამდგარიყო და წასულიყო თუ ეგეთი ღირსეულია, … მაგის ღირსებასაც დავაჯვით ერთად… – წამყვანმა და პროდიუსერმა გაიცინეს.

–             ოცი წამი, – გაისმა სააპარატოში.

–             კაი… კაი მორჩა მერე… აბა, სიფათი დაკერე… ლაპარაკისას ოდნავ ხელი მიიდე სადაც მოგხვდა… ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი… ეთერში ხარ…

 

როცა იგივე ძღნერში ხარ

–             აჰა, იგივე ძღნერში ვარ მეც, პლებეურ ბოლშევიკურ ძღნერში, მაგინა- ვაგინე მთელი ქვეყნის წინ, ფუუ, თავი მეზიზღება – რითი ვჯობივარ… ერთი განსხვავება ის არი, რო მე უფრო ახალგაზრდა ვარ და მე მერე შეილება შემრცხვეს, ოღონდ მერე… თან ნარკოტიკია – ყველა რო გიცნობს, ზოგს რო მოსწონხარ და ზოგს არა, მარა მაინც ყველა გიცნობს, ძალიან ძლიერი ნარკოტიკია.  ვერაფრით ანებებ თავს. ტკბილი ილუზიაა, რომ წარმოადგენ რაღაცას, შემდგარი ხარ – თუმცა ზიზღის კოეფიციენტიც იზრდება იმათგან, ვინც ვერ მოახერხა ეს. ეზიზღებათ ამ ორივეს ერთმანეთი, იმიტომ რომ ერთმანეთის სისხლით იკვებებიან, ვამპირების დუელია.

…მერე ზიხარ და ფიქრობ, გიღირს თუ არა ყველაფერი ეს მთელ ამ აუტანლობად. გინდა დაიმალო: მონასტერში ხო არ წავიდე, ხომ არ განვერიდო? მაგრამ, ვინ გაცლის, რომელიმე პატარა ჭინკა მოგიცუცქდება: შეგაქებს, პატივისცემას გამოხატავს, – რომ შენი აზრები ძალიან მნიშვნელოვანია და თვითკმაყოფილების უზომო გრძნობა გიპყრობს, რომ არამარტო აზრები, გაბედულებაც შეგიქეს, იმიტომ, რომ საზოგადოება შენნაირი ადამიანების არსებობით გადარჩება, რომ ზალიან ძვირფასი ხარ ამ საზოგადოებისთვის… და აი, მანდ ხდება ყველაზე დიდი შეცდომა, მანდ დგება გარდამტეხი მომენტი ცხოვრებაში, – შენ გედება ფასი, კონკრეტული ღირებულება – თვითღირებულება და გასაყიდი. და როცა მიხვდები, რომ თვითღირებულება და გასაყიდი საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს, კი არ ემთხვევა, სხვადასხვა ვალუტაში ითვლება თურმე… აღმოაჩენ რომ ჩაკეტილ წრეზე ბრუნავ და გამოსვლა ამ წრიდან შეუძლებელია, რადგან შენ უკვე ფასი დაგედო, ესე იგი გასაყიდ პროდუქტადაც იქეცი და იწყება ქანცგამწყვეტი სასოწარკვეთილი ვაჭრობა. “ქანცგაწყვეტილ ცხენებს, ხოცავენ, ხომ მართალია” – ამერიკული ფილმია ეგეთი, უუჰ, კაი ფილმია!

–             დაიკიდე რა, ყველაფერი ნორმალურად იყო რა… შენ რა შუაში ხარ, დედა გაგინა ტო… დაგარტყა და ხო არ მოითმენდი… მერე რა რო ბებერია, ბებერი რო მოსაკლავად გამოგექაჩოს, თავი არ უნდა დაიცვა, ტო? დაწყნარდი რა, რა გჭირს… ზატო ყველა გიცნობს, პატივს გცემენ, მამენტ შეილება უყვარდე კიდეც – გაეცინა ჩემ მეგობარს – ბიჭო, ერთი მწერალი მეგობარი მყავს შენნაირი, მაგარი სტრანნი მასტია…

სულ დამავიწყდა, ჩემი მეგობარი გავიყოლე ტელევიზიაში, ცნობილი ტიპები ჩემს გარდა არავინ უნახავს, – არც აინტერესებს, არც ჭორაობს, ცოტა ნერვებსაც კი უშლიან. ცხოვრების ყველა ძირითადი სიამოვნება ხიბლავს. სიჭკვიანეების და ფილოსოფიის გარეშე ცხოვრობს, გამოსდის კიდეც მგონი, – ჩემგან განსხვავებით, ფული სულ აქვს და არც არავინ ლანძღავს სახალხოდ, ჩემგან განსხვავებით.

–             მეც სტრანნი ვარ ხო… – ვკითხე.

–             სტრანნი ხარ მარა ჩემი ყლე ხარ… წამო რა დაბადების დღე აქ… თან ოჯახიც რაღაცნაირი ყავს, შენ დაგაინტერესებს… თედოა რა… ფუ რა გვარია… ოოო, იცი რა დაგვილევია … მოგვიწევია კიდეც ერთად… დაჟე მწერლობს კიდეც მგონი რაღაცას……

–             ჰო, თუ დაგვილევია… თან მოგვიწევია, მეცოდინება…

აღმოჩნდა, რომ თედოს ვიცნობდი, მართლა უცნაური კაცი იყო, ჩუმი, მხრებში მოხრილი, გაბურძგნული… აი, ჩვეულებრივი უხერხემლო ინტელექტუალის ძალიან ტრივიალური ტიპაჟი. ამბობდნენ, კარგად წერს, ოღონდ იშვიათადო, რო თვრება აგრესიული ხდება, მაგრამ ისე კარგი ბიჭიაო, ნიჭიერიც კიო. ცოტა გულჩათხრობილია, მაგრამ გულწრფელიო. გადაგყვება თუ დახმარება გჭირდება, ოღონდ დიდი არაფერი შეუძლიაო. მამა რეციდივისტებმა მოუკლეს, მაგრამ არც მამამისი აკლებდაო. დედის მამა ზრდისო. ეხლა რაღას ზრდის, ეს უკვე კაცია, ის კიდე გადახრჩუებული ბებერია, მაგრამ თავის დროზე დიდი გვარიშვილობისა იყო და მერე სასტიკი ჩეკისტი გახდაო. ჩემდა ჭირად დამაინტერესა, წავედი გულის გადასაყოლებლად და დასალევად.

ვერაფრით გავიხსენე როდის დავლიეთ და მოვწიეთ ერთად. თვითონ გამახსენა. ორი წლის წინო, ბიჭოო, აი იმ გამოყლეებულის წიგნის პრეზენტაცია რო იყოო, დასალევიც არ ჰქონდა მოტანილი, ჩვენ ვიყიდეთო. მერე იმან, აი წამალში რო გაიპარა, – პოეტი რო იყოო, გრძელ ლექსებს რო წერდა, ელამიო. იმან მოსაწევი გააძრო, ბომბივით რო იყოო. ბევრი სასმელი იყო და ცოტა მოსაწევიო. არ გახსოვს, ძაან მწარედ რო ვახრჩოლეთ ბოთლიდან და მაგრა დაგვყარაო. უნამუსო ვიყო, არ მახსოვს.

სუფრა იყო სავსე და მადიანი. მაძღარი, მე ვიტყოდი, – როგორც ჩვენ შეგვეფერება, ქართველებს. მაგიდა პირდაპირ პაპამისის საწოლზე მიმდგარი. სახლს ძველი სიმდიდრე ეტყობოდა, ავეჯზეც, სიდიდეზეც და ძველ რემონტზეც. არ მოველოდი, ისე გულმხურვალედ შემხვდა თედო, გადამეხვია კიდეც. თვითონ იუბილარი, თედოს პაპა, – სუფრასთან გამოჭიმულიყო. თავიდანვე ცოტა გიჟი მეჩვენა, ბევრი ნაოჭები გამხდარ თავზე და სახეზე, ასაკისგან გაწყალწყალებული ლურჯი თვალები და სიბერეში შემორჩენილი მსუქანი ტუჩები. პატარა თედოსაც ესეთი მსუქანი ტუჩები ჰქონდა, სულ მინდოდა, რომ ესეთი ტუჩები მქონოდა. მეგონა რო ქალებს ეგრევე უნდებათ კოცნა. სტუმრად იყვნენ კიდევ ორი კაცი და ერთ-ერთის ცოლი. სანამ სუფრასთან დავჯდებოდით, პატარა თედომ ამიხსნა, პაპაჩემ თედოს შორეული ნათესავები არიან, როგორც მეუბნებიან, ძლივს გვიპოვეს და ეხლა მპირდებიან, აღარ დაგკარგავთო, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან. ვერ ვიტან ეგეთებს, ნახე რა იდიოტურ ანეგდოტებს ყვებიან ეს გამოსირებულებიო. პაპაჩემი ცას რო გამოეკიდოს, კიდე ჰა- ჰა 10 წელი იცოცხლოს და მერე მე უნდა მომიტყნან ამათ ტვინიო. რას ერჩიმეთქი – ხალისიანები არიან, აბა ყველა მწერალი ხო არ იქნებათქო. რო მცოდნოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ვერც მე ავიტანდი თავიდანვე. ისე მართლა ცოტა გამოყლევებულები იყვნენ.

მერე დაიწყო სადღეგრძელოები, განსხვავებულები, ყანწები. ჩემი მაგობარი ჩაუჯდა შორეულ ნათესავებს და აქეიფდა მადიანად, უუჰ, ხალისობენ. მე ცოტას ვწრუპავ. ძველი მეგობრებივით გავუგეთ მე და პატარა თედომ ერთმანეთს, იმდენად კარგად, რომ  როცა პაპამისი აგრესიული სისინით დავალებებს აძლევდა, ბოდიშსაც აღარ მიხდიდა, – ასრულებდა და მერე იძახდა, გაატრაკა რა საქმეო, არ ეყო რაც ხალხი ხოცაო? თავიდან მეგონა ხუმრობდა, რო დავთვერი, ვიკითხე, მართლა ხოცავდა თუ ხუმრობ, სტალინიათქო? თამადამ – შორეულმა ნათესავმა, ყური მოკრა ჩემს ნათქვამს და აიტაცა, სტალინს გაუმარჯოსო, მეორე გადმოიხარა და მითხრა, კი არ ხოცავდა, დამნაშავეებს ანადგურებდა – დაიცადე თვითონ დაიწყებს მოყოლასო.

…იქ უკვე ვეღარ გავუძელი, როცა ცოლისძმას ცრემლები წამოუვიდა და შენ მაინც ამაცილეო, ჩაიბუტბუტა, და ვერა, არ გამომდის, ცხოვრებაში არ ამიცილებია, ვერ ვახერხებო, – უპასუხა. მაშინ, ჩემ დიშვილს, თუ ბიჭი გაჩნდა, ჩემი სახელი დაარქვიო და ჩაიფსა, არაო, ვერც მაგას ვიზამ, მოფიქრებული მაქ სახელიო, – რაღა ამ ისტორიის მოყოლა დაიწყო? იქნებ ესე არ გავგიჟებულიყავი, – მერეო, რო დაიძახეს ცეცხლიო, გულში სროლა მინდოდა, რო არ ეწვალა და ის ჩემი ცოდვით სავსე შიშისგან ჩაიკეცა და სახეში მოხვდაო, თავის ქალა აეხადა… იმდენი მყავდა დახვრეტილი და ტვინი პირველად ვნახეო. მეგონა თვალებს დავუხუჭავდი და ეგეც არ გამომივიდა – თვალების დახუჭვის უფლებას ხო მარტო მე მაძლევდნენო და ჩემი ცოლიძმაზე ვერ მოვახერხეო. საწყალი ჩემი ცოლი, ამან იმსხვერპლა. ვიღაც ნაბიჭვარმა ამბავი მიუტანა, შენი ძმა შენმა ქმარმა დახვრიტაო. მეორეზე მყავდა ფეხმძიმედ და მშობიარობას ისე გადაყვა, ცოცხალს ვერც მივუსწარიო. ბავშვიც ვერ გადარჩაო, – ცრემლები გადმოყარა… და ეტყობა ცრემლებზე გავგიჟდი. გონზე რო მოვედი, ლობიოთი სავსე ქვაბი ჰქონდა ჩამომხობილი თავზე, ძღნერივით ჩამოსდიოდა სიფათზე, ხელი შორეულმა ბიძაშვილმა დამიჭირა, ღვინით სავსე დოქსაც ვურტყამდი. მაგრა მცემეს. თედო არ ერეოდა ჩხუბში, ჩემი ძმაკაცი ჯერ გვაშველებდა, მერე რომელიღაცამ სკამი ჩაარტყა. მოწეული იყო და ვერ იჩხუბა. ისე, მაგრა ჩხუბობს.

ქიმია

პაპაჩემი თედო ამ ამბიდან ერთ თვეში მოკვდა. ჯერ ცუდად იყო, არავის გველაპარაკებოდა, მერე გინება დამიწყო, მერე ჯანზე მოვიდა და ის ამბავი მომიყვა, როგორ გახდა ჯალათი და მერე ტვინში სისხლი ჩაექცა, ორ კვირაზე მეტი ესე იწვალა და მოკვდა.

დავკრძალეთ. დედაჩემი ვერ ჩამოვიდა. ის გამოყლევებული ნათესავები დამეხმარნენ. ამ იდიოტურ რიტუალებში ძალიან საჭირო ხალხია, – რაც იციან, იციან. სულ ოცი კაცი იყო საფლავზე. ქელეხზე ოციც კი არ დარჩა, სადღაც ათნი ვიჯექით.

ეხლა სულ მარტო ვარ. სიცარიელე მაქ. მსხვერპლის სიცარიელე, სადისტის სიკვდილის შემდეგ… და უცებ გამახსენდა ფული. ბოლოს კი ცოტას იძლეოდა, მაგრამ იქნებ რაღაც მაინც დარჩა. ყველგან მოვძებნე, არსად არ იყო. ერთადერთი, ლოგინს არ ვეკარებოდი. ღვდელმა გვითხრა ორმოცამდე ხელი არ ახლოთ, სული აქ ტრიალებს და შეიძლება თავის ლოგინში დაწოლა მოუნდესო. ვითმინე, ვითმინე და არასოდეს მჯეროდა ღვდლების და რაღა ეხლა გადავირიე. ლოგინი ავშალე, – არც ბალიშებში, არც მუთაქაში, არც ლეიბში. საბანი ხშირად ამიწევია, მაგრამ მაინც მოვსინჯე, – არსად არაფერი. გადავწყვიტე, რომ ეშმაკი აძლევდა და მაინც ავშალე ლოგინი. იქ, სადაც ფსლის ლაქები იყო, აი, ზუსტად იქ, სადაც ტრაკი უნდა დებოდა… მაინც რა ახვარი იყო, არც თავთან, არც ფეხებთან… ზუსტად იქ სადაც ტრაკი ედო, სადაც ყველაზე ნაკლები სურვილით შეეხებოდი, პატარა გასაღების ღრიჭო ვიპოვე. გასაღების ძებნა არ დამიწყია, ამოვამტვრიე. ტახტი სკივრად ექცია, შუა ნაწილის რამდენიმე ფიცარი კარივით გაიღო, – საერთოდ ვერ შეამჩნევდი. შიგნით ორი რკინის ყუთი იდო, ერთი პატარა, – სამი სქელტანიანი წიგნის ხელა. მეორე ექვსი წიგნის ხელა. ორივე გასაღებით იყო ჩაკეტილი. რათქმა უნდა არც ამ გასაღებების ძებნა დამიწყია, – ორივე გავტეხე. პატარაში დიდის გასაღებები იდო და წერილების დასტა. დიდში… ვიპოვე, ვიპოვეეე!!!! – ბევრი ფული ვიპოვეეე! და დიდი სია, სად, რას და როგორ ხარჯავდა. ჩემი ბოზების ფულიც კი შეეტანა, თითქმის ორმოცდაათიათასი გამოდიოდა, რა მიტყნაურია, ეე! ის ფული, რაც დამხვდა, სულ ცოტა – ხუთი წელი ნამდვილად მშვიდად მაცხოვრებდა, თან დედაჩემიც ხო მიგზავნის და თითსაც არ გავანძრევ, თუ მომინდა, ჰაჰა დავწერო. … და არც ცოლს მოვიყვან, ბოზებით გავალ იოლას თუ მაინცდამაინც.

კიდევ იყო ერთი სია, რომელშიც ეწერა, რა რაოდენობის ფული, ვის დახვრეტაში ჰქონდა მიღებული, მთელი ნუსხა – ჯამაგირად, პრემიად, საჩუქრად.

ფულით გამოწვეული სიხარულის ელდა რომ გადავიტანე, ჩამოვწერე, ვის რა ვალი უნდა დავუბრუნო და მე რა დამრჩება. ერთობ კმაყოფილი წამოვწექი, გვერდით მოვიდე ეს სიები და წერილები და დავიწყე კითხვა.

პატარა ყუთში დედაჩემის გამოგზავნილი სამი წერილი იდო. ფულზე ჩხუბობდნენ, – ნუ მალავ რასაც გიგზავნითო, ეჩხუბებოდა დედაჩემი. აღარ დამაინტერესა მათმა ვნებათაღელვებმა და დახვრეტილების სიას ჩავუჯექი. სუ ფეხებზე მკიდია, აქამდე ვინც დაუხვრეტიათ და ვისაც ამის მერე დახვრეტენ, მარა გაოგნება მაინც ვერ დავმალე, ხო ვიცოდი რო ჯალათი იყო, მაგრამ ამდენი ადამიანი მეტისმეტია… მოკლედ, ეწერა, ვინ ვინ იყო და რისთვის დახვრიტეს. ხან ერთი სიტყვა და თარიღი და ფულის რაოდენობა, რამდენი გადაუხადეს. ომამდე დახვრეტილებს, ძირითადად “ხალხის მტერი” ეწერა, სულ თავადიშვილ-აზნაურები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული 50-იან წლებამდე, ძირითადად “დეზერტირები” ან “შპიონები” ჰქონდა მიწერილი. 50 იანებიდან 70 ნების ბოლომდე, “შპიონები”, “სამშობლოს მოღალატეები” და “ხალხის მტრები”თითქმის აღარ იყო. ერთი-ორ ადგილას იყო მხოლოდ “აგენტი”, დანარჩენი სულ “მკვლელები” და “ქურდები” იყვნენ, ან – “ყაჩაღები”, ყველაზე მეტი მაინც“კომბინატორი” იყო, “მილიონები ჰქონდა სახელმწიფოსთვის მოპარული”- ეწერა მოკლე ახსნა. ოთხმოციანებში, ცოტ-ცოტა ისევ წამოვიდა “სამშობლოს მოღალატეების” რაოდენობ. ყველაზე დიდი ფული კი, რაც არ უნდა უცნაური, ბანალური და სიმბოლური იყოს, პირველ და ბოლო დახვრეტილში მიეღო. პირველზე ეწერა, – “მწერალი, ბერიას დასცინოდა”. ბოლოზე ეწერა, – “მღვდელი, თვითმფრინავი გაიტაცა”.

დავყურებდი ფულს და რიტორიკული ფიქრები მიტრიალებდა, ღირს ამ სისხლიანი ფულის დატოვება? ისე, ფულს მართლა არ აქვს სუნი და არც სისხლი ეტყობა.

სიების ყუთში ძველი გაყვითლებული წერილებიც ეყარა, სულ ხუთი ცალი იყო, წერილის ავტორს თავისი სახელი არ დაეწერა, თუმცა პაპაჩემის ხელით ყველაზე მიწერილი იყო: იოსებ-გოგო, ან სოსიკო ან იოსკა – და თარიღი, – როდის იყო მოსული. ძალიან დამაინტერესა, ქრონოლოგიურად დავალაგე, პირველი წერილი სამოცდაათი წლის იყო, ბოლო წერილი სამოცდახუთის: “თედო, დედაშენი ჩვენთან არი, ჩემო ყველავ, იმ ღენერალმა, მამაჩემი რო დახვრიტა, სალდათები დაგვიყენა და არსად გვიშვებენ, თითონ მოდის და ხან ერთს და ხან მეორეს…”- … მერე კიდევ რაღაც ეწერა და გადაჯღაბნილი სტროფების შემდეგ გრძელდებოდა, – “… თედო, გუშინ ღენერალის კაცები მოვიდნენ… ქაღალდი მოიტანეს, უნდა დაგვხვრიტონ მეც და დედაშენიც, ორივენი გეაჯებით, იქნებ შენ მოხვიდე ამის საქნელადა, თან გნახავდით და თანაც შენ უფრო მოგვივლიდი… დედაშენიც ძალიანა გნატრობს… იქნებ შენ დაამთავრო ეს ძაღლუმადური ცხოვრება, … შენ დაგვხვრიტო ჩემო ერთავ.” ან მაშინ პატარა იყო, გული აუჩუყდა და ვერ გააკეთა, ან უკვე ისეთი ნაძირალა იყო, გააკეთა და მიხვდა, რომ არ უნდა ჩაეწერა. ათი-თხუთმეტჯერ მაინც გადავურბინე დახვრეტილების სიას,  ვერაფერი ვიპოვე, ხან ისე წავიკითხე, ხან ესე. მეთქი, იქნებ რამე დაფარულად მაინც უწერია, – არაფერი. კიდე ერთია, შეიძლება მართლა ადამიანურ თანადგომად ჩათვალა, ტკივილის გაზიარებად და მივიდა, ნახა და გააკეთა, უბრალოდ სხვანაირად არ იცოდა. კაცმა არ იცის, იქნებ შავისა და თეთრის ზღვარს გადაცდენილი, აბსოლუტური სათნოებაა. ბევრი ვიფიქრე ამ ყველაფერზე და წერა დავიწყე.

ამ ამბის მერე 10 წელი გავიდა თითქმის, გადავხედე ამ ჩემ დაწერილ ისტორიას და რედაქტირება არ აწყენდა, რედაქტირება კი არა, ფინალის გაგრძელება, აი, ხომ არის ლიტერატურაში შემთხვევები რომ აგრძელებენ ამბავს, ათი წლის მერე, ოცი წლის მერე, მეც ვიზამ, რა მოხდა, ვის რას ვუშავებ, მითუმეტეს რო ამ მოთხრობის მერე არაფერი დამიწერია, მაგრამ არც გამომცემელთან მიმიტანია – ვერც დავამთავრე, ეტყობა გამაზარმაცა პაპაჩემის ფულმა, საჭმელ-სასმელზე საზრუნავი მე არ მქონდა და ბოზებსაც თავზე გადასდიოდათ. ის ფული როგორ გამიქრა, არც ვიცი, არადა, კაი დიდი ხანი მსუყედ მეყო. ვსვამდი და ვჭამდი, – ამაზე მაინც არაფერი მქონდა სადარდებელი, ერთი ეგ არი, სიზარმაცეს მიმაჩვია. სამეგობროში მე არ ვხარჯავდი, – არ მყავს. არც მანამდე მყოლია და ეს კაცური საძმაკაცო ხო ყოველთვის მეზიზღებოდა…

ცოლის მოყვანა არც არასოდეს მიფიქრია. მართალი გითხრათ და, ხანდახან ფილოსოფია წამიღებს და იმ დასკვნამდე მივდივარ, ამ სამყაროს ჩემი ნათესლარი ნაღდად არ ჭირდება. მოსაწევიც აღარაფერს მიშვრება, ჰეროინიც ორჯერ-სამჯერ გავსინჯე, არაფერი – გული ამერია რა… ერთ ჩემნაირ ბოზს ვარ მიჩვეული, მარტო ის მიგებს, კაბის ჩაცმისას რო უფრო მიდგება. ახლა ალბათ ელოდებით რო ან ეკლესიაში წასვლაზე დავიწყებ ლაპარაკს ან თავის მოკვლაზე… არაფერიც, გადავწყვიტე… აი, ეხლა კი ელოდებით რო რაიმე ორიგინალურს ვიტყვი, არც არაფერი, ისევ ისე ზარმაცად წავალ და დავიძინებ, მღლის ამდენი ფიქრი… ძალიან მტკივდება თავი, დღეს ბოლო ქიმია გავიკეთე და ცუდად ვარ ცოტა… მეუბნებიან, პირველ სტადიას ვკურნავთო… არ მჯერა, თავშია მაინც და, რავი…

© არილი

Facebook Comments Box