ესე

მალხაზ ხარბედია – პოეზია – ქუჩაში!


უკვე 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარიზის ქუჩებს პროტესტისა და უკმაყოფილების, იმედისა და შეუძლებლობის, ეროსისა და ძალადობის, სისხლისა და პოეზიის ტალღამ გადაუარა.

40 წლის წინ, სტუ­დენ­ტებ­მა ნან­ტერ­ში უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლი­ა­ლი ჩა­იგ­დეს ხელთ და დააფუძნეს “22 მარ­ტის მოძ­რა­ო­ბა”, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში დანიელ კონ-ბენ­დი­ტი ჩა­უდ­გა. სულ მალე, მათ პირველი მოთხოვნები წამოაყენეს: სტუდენტური თვითმართველობის შექმნა, დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფა და განათლების სისტემაში პრიორიტეტების შეცვლა. მალე მაისიც დადგა და უკვე 3 რიცხვში სტუ­დენ­ტე­ბის მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თა სორ­ბო­ნა­ში, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ამ და­შა­ლა. ლა­თი­ნურ კვარ­ტალ­ში, დე­მო­ნს­ტ­რა­ცი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 600 ად­ა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­ა­სა­მარ­თ­ლეს.
ორი დღის შემდეგ, ლა­თი­ნუ­რი კვარ­ტ­ლის ქუ­ჩებ­ში პირ­ვე­ლი ბა­რი­კა­დე­ბიც გა­მოჩ­ნ­და; შეტაკებისას 400-ზე მე­ტი ად­ა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს და სულ მალე მღელ­ვა­რე­ბა პრო­ვინ­ცი­ულ უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტებ­საც გა­და­ე­დო. პოლიციის აქტიურობისა და სრული მობილიზაციის მიუხედავად, ლათინურ კვარტალში ღამის გაფიცვები არ წყდებოდა, უშ­იშ­რო­ე­ბის ძა­ლებს 60 ბა­რი­კა­დას­თან უწ­ევდათ ბრძო­ლა. ძალოვანები ვერაფერს გახდნენ, პირიქით, 13 მაისს პარიზში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, გამოვიდა 300 000 მანიფესტანტი, სტუდენტებმა კი შტურმით აიღეს სორბონა. ორი დღის შემდეგ ახალგაზრდებმა თეატრი ოდეონიც დაიკავეს, “რენოს” მუშებმა კი ქარხნის შენობა აიღეს (15 მაისს “რე­ნოს” მუ­შე­ბი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით გა­ი­ფიც­ნენ) და სულ მალე უკვე მთელი საფრანგეთი მოიცვა გაფიცვამ, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე დადგა, გა­ფი­ცულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ კი 6 მი­ლი­ონს მიაღ­წია.
საქმე იქამდე მივიდა, რომ კონ-ბენ­დი­ტი საფ­რან­გე­თი­დანაც კი გა­ა­ძე­ვეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საქმეს უკვე ვერ შველოდა: 21 მაისს, მას შემდეგ, რაც გენერალმა დე გოლმა საერთო-ეროვნული რეფერენდუმი გამოაცხადა, ლათინურ კვარტალში ახ­ა­ლი “ბა­რი­კა­დე­ბის ღა­მე” დაიწყო. გაფიცულთა რაოდენობამ უკვე 9 მილიონს მიაღწია… დანარჩენი უკვე დაღმართია, ქრონიკაა და არა პოეზია. კერძოდ, და­იწყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა პროფ­კავ­ში­რებ­სა და მთავ­რო­ბას შო­რის და მალე შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. 30 მაისს პარლამენტი დაითხოვეს და გე­ნე­რალ დე გო­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად დემონსტრაციაც გამართეს (რომელსაც 800.000 ად­ა­მი­ა­ნი ესწრებოდა). 5-7 ივნისს საერთოდაც დასრულდა გაფიცვები, თვის ბოლოს საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, სადაც გოლისტებმა გაიმარჯვეს და 10 დღეში ახალი მთავრობაც შეიქმნა.

1968 წლის მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­ში შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბამ ით­ა­მა­შა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი და სწო­რედ ას­ე­თი შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბე­ბის და უმ­არ­თა­ო­ბის წყა­ლო­ბით – რო­მელ­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ერთ­სუ­ლოვ­ნე­ბაც და­ერ­თო – ეს მღელ­ვა­რე­ბა მა­ლე მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო: ბერ­ლინ­ში, ჩი­კა­გო­სა და ამ­ე­რი­კის სხვა ქა­ლა­ქებ­ში, რომ­ში, მე­ხი­კო­სა თუ სამ­ხ­რეთ ამ­ე­რი­კა­ში, ყველ­გან ახ­ალ­გაზ­რ­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა აგ­ორ­და.
თა­ვად საფ­რან­გეთ­ში მან არ­ნა­ხუ­ლი მას­შ­ტა­ბი შე­ი­ძი­ნა (მა­ი­სის ბო­ლოს­თ­ვის ქვე­ყა­ნა­ში 10 მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ად­ა­მი­ა­ნი გა­ი­ფი­ცა); თით­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უეც­რად გა­აც­ნო­ბი­ე­რა შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის აუტ­ან­ლო­ბა და წი­ნას­წარ გან­ჭ­ვ­რი­ტა ახ­ა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მოვ­ლე­ნებს უნ­და მოჰ­ყო­ლო­და. მაგ­რამ, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამ­ბო­ხე­ბით სულ სხვა ძა­ლებ­მა ის­არ­გებ­ლეს და ენ­ერ­გია, რო­მე­ლიც “შე­უძ­ლე­ბე­ლი რე­ა­ლო­ბის­კენ” სწრაფ­ვი­დან იშ­ვა, ერთ­ნა­ი­რი მონ­დო­მე­ბით ჩა­ახ­შეს მე­მარ­ჯ­ვე­ნე­ე­ბის რე­აქ­ცი­ა­მაც და მე­მარც­ხე­ნე­ებ­მაც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ­ით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ჩქმა­ლავ­და 68 წლის მა­ი­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და ცდი­ლობ­და ბო­ლომ­დე გა­ექ­რო მი­სი კვა­ლი.
უკ­ვე 80-90-იან წლებ­ში ფრან­გი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი 68 წლის მოვ­ლე­ნებს არც რა­ი­მე კრი­ზი­სის შე­დე­გად მი­იჩ­ნევ­დ­ნენ და არც მას­ზე რე­აქ­ცი­ად. პი­რი­ქით, ის­ი­ნი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ მა­ი­სის მოვ­ლე­ნა­თა გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბას და იმ­ას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ გა­ი­თა­ვი­სა 68 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა, მოჰ­ყ­ვა ის, რაც 90-იან­ებ­ში ხდე­ბო­და.
დღეს სულ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ბა­ტო­ნობს მსოფ­ლი­ო­ში, არ­ა­და, მა­შინ არ­ა­ვინ უღრ­მავ­დე­ბო­და მე­ტა­ფი­ზი­კას, რე­ვო­ლუ­ცი­ის რა­ო­ბას. ეს გო­გო-ბი­ჭე­ბი უბ­რა­ლოდ ერთ­მა­ნეთს მის­დევ­დ­ნენ, სა­კუ­თა­რი “უკ­ონ­ტ­რო­ლო სტი­ქი­უ­რო­ბით” ატ­ა­ნი­ლი მიჯ­ნუ­რე­ბი კვალ­ში ედგ­ნენ თა­ვი­ანთ გუ­ლის­ს­წო­რებს და მათ­თ­ვის აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბაც, პრინ­ციპ­ში, ერ­ო­ტი­ულ ლტოლ­ვად აღ­იქ­მე­ბო­და (გა­იხ­სე­ნეთ ეკ­ოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მსუ­ბუ­ქი ირ­ო­ნი­ით შე­ფე­რი­ლი სტრი­ქო­ნე­ბი “ფუ­კოს ქან­ქა­რა­დან”).
შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა, რომ პა­რი­ზის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ლიპ სო­ლერ­ს­მა ჟორჟ ბა­ტა­ის სიტყ­ვე­ბი მო­იხ­მო, შემ­დეგ კი დას­ძი­ნა: “ჭეშ­მა­რი­ტი რე­ა­ლო­ბა, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი – შე­უძ­ლებ­ლის სფე­როს ეკ­უთ­ვ­ნის, წარ­მო­სახ­ვა კი შეზ­ღუ­დუ­ლია ჩვენს სტან­დარ­ტულ ჩარ­ჩო­ებ­ში”-ო.
ამ მოვლენების შემდეგ დარჩა ბევრი ლეგენდა, ბლომად მოგონებები, ასევე ნოსტალგიაც (ალბათ ეს რევოლუციური ნოსტალგია პოლიტიკაში გადაბარგებული ქართველი “რევოლუციონერებისა” და “ინტელექტუალების” გულებშიც ღვივის) და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ლოზუნგი, სასაცილო და ჭკვიანური, მახვილგონივრული და დამაფიქრებელი. ლოზუნგები ხომ დღეს ძალზე აქტუალურია?! ამიტომ, მოდით წინასაარჩევნო ბრიყვული და ფარისევლური სლოგანებით გაბეზრებულებმა, 40 წლის წინანდელი ლოზუნგების პოეზიას მოვუსმინოთ:
“სიზმრები რეალურია”, “გადაჭარბებით ახლის გამოგონებას იწყებ”, “ტვინი იმდენჯერ გაიხსენი, რამდენჯერაც ხვანჯარს იხსნი ხოლმე”, “ჩვენს სიგიჟეში წესრიგია” (მემგონი ეს “ჰამლეტიდანაა”), “იყავით რეალისტები – მოითხოვეთ შეუძლებელი” (ეს ლოზუნგი ყველაზე მეტად მომწონს, ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს ეკუთვნით), “რევოლუცია დაუჯერებელია, იმიტომ, რომ ნაღდია”, “პოეზია – ქუჩაში!”, “ძირს სოციალისტური რეალიზმი – გაუმარჯოს სიურრეალიზმს!”, “აკრძალულია აკრძალვა!”

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box