პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურულმა კომიტეტმა მწერალი და მუსიკოსი სერჰი ჟადანი ნობელის პრემიაზე წარადგინა ლიტერატურის დარგში.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“გვჯერა, რომ ჟადანი, როგორც საუკეთესო უკრაინელი პოეტი და გამორჩეული პროზაიკოსი, ნობელს იმსახურებს. თავისუფალი უკრაინა ძირითადად ჟადანის ენით ფიქრობს და მეტყველებს. დღეს კი პოეტი ხარკოვში იბრძვის სამშობლოს დასაცავად.”
კომიტეტმა დაგმო რუსეთის აგრესია და უკრაინაში შეჭრას “კრემლის სამხედრო კოშმარი” უწოდა.
“გუმანი გვკარნახობს, რომ უკრაინელები ადრე თუ გვიან მოიგერიებენ თავდასხმას. ვიმედოვნებთ, ეს რაც შეიძლება მალე მოახერხონ,” – პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვიც, რომ ჟადანის ნობელის პრემიაზე წარდგენა მხოლოდ და მხოლოდ აკადემიის სიმბოლური ჟესტია.
“თუკი შვედეთის აკადემია განიხილავს უკრაინელი მწერლის კანდიდატურას და გადასცემს მას ნობელის პრემიას, მოუწევს აპლიკაციების მიღების წესის დარღვევა – როგორც ვიცით, აპლიკაციათა მიღების ბოლო ვადა 31 იანვარია,” – Booklips, პოლონური ლიტერატურული პორტალი.
ჟადანის წიგნები 16 ენაზეა ნათარგმნი. ამჟამად მწერალი ვასილ სტუსის, ანჯელუსის, დერეკ უოლკოტისა და სხვა ლიტერატურულ პრემიათა ლაურეატია.
© არილი