ესე (თარგმანი)

ორჰან ფამუქი – დამ­ცი­რე­ბულ­თა რის­ხ­ვა


სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი თურ­ქი მწერ­ლის, ორ­ჰან პა­მუ­კის (დ.1952) ეს წე­რი­ლი 2001 წლის 15 ნო­ემ­ბერს და­ი­ბეჭ­და The New York Book Review-ში.

ხში­რად მი­ფიქ­რია, რომ უბ­ე­დუ­რე­ბა აახ­ლო­ებს ად­ა­მი­ა­ნებს. ბავ­შ­ვო­ბი­სას, რო­დე­საც ცეცხ­ლ­მო­კი­დე­ბუ­ლი სტამ­ბუ­ლი ვნა­ხე და ორი წლის წი­ნან­დე­ლი მი­წის­ძ­ვ­რის დრო­საც, ინს­ტინ­ქ­ტუ­რად ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემს გრძნო­ბებს თავ­ზარ­და­ცე­მულ ად­ა­მი­ა­ნებს. მაგ­რამ რო­დე­საც სტამ­ბუ­ლის პა­ტა­რა ყა­ვა­ხა­ნა­ში, მე­ეტ­ლებ­თან და მე­კურ­ტ­ნე­ებ­თან ერ­თად, ტე­ლე­ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლე ნიუ-იორ­კის ორი ცა­თამ­ბ­ჯე­ნის აფ­ეთ­ქე­ბა, უკ­ი­დუ­რე­სი მარ­ტო­ო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­მე­უფ­ლა.
რო­გორც კი მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რის შე­ნო­ბას მე­ო­რე თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი და­ე­ჯა­ხა, თურ­ქე­თის სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხებ­მა და­იწყეს რე­პორ­ტა­ჟი მოვ­ლე­ნა­თა ად­გი­ლი­დან. ყა­ვა­ხა­ნა­ში შეკ­რე­ბილ ხალხს გა­დავ­ხე­დე და დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ის­ი­ნი გან­ც­ვიფ­რე­ბულ­ნი იყვ­ნენ, მაგ­რამ არ აღშ­ფო­თე­ბუ­ლან. რა­ღაც მო­მენ­ტ­ში მინ­დო­და მათ­თ­ვის მეთ­ქ­ვა, რომ სა­მი წე­ლი გა­ვა­ტა­რე მან­ჰე­ტენ­ზე და არ­ა­ერ­თხელ ვყო­ფილ­ვარ ამ ცა­თამ­ბ­ჯე­ნებ­ში, მაგ­რამ ხმა არ ამ­ო­მი­ღია – მარ­ტო­ო­ბის მძაფ­რ­მა შეგ­რ­ძ­ნე­ბამ და­მა­დუ­მა. აღ­არ ძალ­მიძ­და შემ­ზა­რა­ვი რე­პორ­ტა­ჟის ყუ­რე­ბა და ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, თა­ნაც მწად­და, სა­კუ­თა­რი გან­ც­დე­ბი სხვე­ბის­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა. სა­ნა­პი­რო­ზე, ბო­რა­ნის მომ­ლო­დი­ნე ხალ­ხ­ში, შევ­ნიშ­ნე აქ­ვი­თი­ნე­ბუ­ლი ქა­ლი, მაგ­რამ მი­სი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვი­აზ­რე, რომ ის მან­ჰე­ტენ­ში და­ღუ­პულ ად­ა­მი­ა­ნებს კი არ დას­ტი­რო­და, არ­ა­მედ ფიქ­რობ­და, ქვეყ­ნის აღ­სას­რუ­ლი დად­გაო. მახ­სოვს, ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბი­სას, ში­შობ­დ­ნენ, რომ კუ­ბის კრი­ზი­სი მე­სა­მე მსოფ­ლიო ომ­ში გა­და­იზ­რ­დე­ბო­და. მა­შინ ვნა­ხე ას­ე­თი­ვე თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ქა­ლე­ბი, ხო­ლო სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის სტამ­ბო­ლე­ლე­ბი ოსპ­სა და მა­კა­რონს იმ­ა­რა­გებ­დ­ნენ.
ყა­ვა­ხა­ნა­ში დავ­ბ­რუნ­დი და გა­ფა­ცი­ცე­ბით ჩა­ვაშ­ტერ­დი ტე­ლე­ეკ­რანს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი, ჩემს ერთ-ერთ მე­ზო­ბელს შევ­ხ­ვ­დი. მან მკითხა: “ხომ ნა­ხეთ, რო­გორ და­ბომ­ბეს ამ­ე­რი­კა?” და ღვარ­ძ­ლი­ა­ნად დას­ძი­ნა: “სწო­რა­დაც მო­იქ­ც­ნენ”.
ეს გულ­მო­სუ­ლი ბე­რი­კა­ცი თავ­გა­და­დე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტი­კო­სი რო­დი გახ­ლ­დათ. ის თავს ირ­ჩენ­და წვრილ­მა­ნი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­თი და მე­ბა­ღე­ო­ბით, ყო­ველ სა­ღა­მოს თვრე­ბო­და და ცოლს ეკ­ინ­კ­ლა­ვე­ბო­და. მას ჯერ არ ენ­ა­ხა შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი ტე­ლე­რე­პორ­ტა­ჟი. უბ­რა­ლოდ, ყუ­რი მო­ეკ­რა, რომ ამ­ე­რი­კა­ში სა­ში­ნე­ლი რამ მოხ­და. იმ პე­რი­ოდ­ში თურ­ქეთ­ში სა­უბ­რობ­დ­ნენ “მხე­ცუ­რი” ტე­რო­რი­სა და “აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი” თავ­დას­ხ­მის შე­სა­ხებ. ამ­ას­თან, უდ­ა­ნა­შა­უ­ლო ად­ა­მი­ან­თა მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა მთავ­რ­დე­ბო­და “მაგ­რამ”-ით, რა­საც მოს­დევ­და ამ­ე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკ­ო­ნო­მი­კუ­რი კურ­სის კრი­ტი­კა.
მსოფ­ლი­ო­ში, ამ­ე­რი­კის რო­ლის გან­ხილ­ვი­სას, ტე­რო­რის­ტ­თა თვალ­საზ­რი­სის (რო­მე­ლიც ემ­ყა­რე­ბა “და­სავ­ლე­თი­სად­მი” სი­ძულ­ვილს) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ალ­ბათ, მო­რა­ლუ­რად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი არაა, მაგ­რამ ტე­რო­რის სა­ზა­რე­ლი აქ­ტე­ბით სა­მარ­თ­ლი­ა­ნი აღშ­ფო­თე­ბი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა გა­ის­მას ის­ე­თი სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მიგ­ვიყ­ვანს სხვა უდ­ა­ნა­შა­უ­ლო ად­ა­მი­ან­თა მკვლე­ლო­ბამ­დე.
ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი და­ბომ­ბ­ვე­ბი, აგ­რეთ­ვე – ავ­ღა­ნეთ­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა კუთხე­ებ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ხოც­ვა (რა­საც ამ­ე­რი­კე­ლე­ბი სჩა­დი­ან შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით) გა­აძ­ლი­ე­რებს და­ძა­ბუ­ლო­ბას აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს, ანუ ის­ლამ­სა” და “ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­როს” შო­რის. ეს ხელს შე­უწყობს ტე­რო­რიზ­მის მას­შ­ტა­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, რის აღკ­ვე­თა­საც მიზ­ნად ის­ა­ხავს ამ­ე­რი­კელ­თა სა­ო­მა­რი ქმე­დე­ბე­ბი. ამ­ჟა­მად მო­რა­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია მსჯე­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ამ­ე­რი­კის ბა­ტო­ნო­ბის სა­კითხ­ზე, რად­გან დღის წეს­რიგ­ში დად­გა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი რამ: ტე­რო­რის­ტე­ბის უმ­ა­გა­ლი­თო სი­სას­ტი­კე. ამ­ავ­დ­რო­უ­ლად, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია იმ სი­ძულ­ვი­ლის მი­ზე­ზე­ბი, რო­მელ­საც გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით ად­ა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის ამ­ე­რი­კის მი­მართ.
ამ­ას­თან, მსგავ­სი გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თ­ვის რო­დი იმ­სა­ხუ­რებს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას. სა­ყუ­რად­ღე­ბოა ის­იც, რომ მე­სა­მე სამ­ყა­როს ქვეყ­ნებ­სა და ის­ლა­მურ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში, ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის დე­ფი­ცი­ტის შე­ნიღ­ბ­ვი­სა და ად­გი­ლობ­რივ დიქ­ტა­ტორ­თა ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის მიზ­ნით. ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო, მა­გა­ლი­თად, სა­უ­დის არ­ა­ბე­თი, თით­ქოს ცდი­ლობს, და­უმ­ტ­კი­ცოს მსოფ­ლი­ოს, რომ ის­ლა­მი და დე­მოკ­რა­ტია ურ­თი­ერ­თ­შე­უ­თავ­სე­ბე­ლია, ეს კი ხელს უშ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო დე­მოკ­რა­ტი­ის დამ­კ­ვიდ­რე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას ას­ეთ ქვეყ­ნებ­ში. ან­ა­ლო­გი­უ­რად, მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ­ე­რი­კის მი­მართ (მა­გა­ლი­თად, თურ­ქეთ­ში) სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ქვეყ­ნის მმარ­თ­ველ წრე­ებს, გაფ­ლან­გონ (კო­რუფ­ცი­ი­სა და არ­ა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის მი­ზე­ზით) სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი და ას­ე­თი გზით შე­ნიღ­ბონ ღრმა უფს­კ­რუ­ლი ღა­ტა­კებ­სა და მდიდ­რებს შო­რის.
აშშ-ში ამ­ჟა­მად ბევ­რი ად­ა­მი­ა­ნი უჭ­ერს მხარს საბ­რ­ძო­ლო იერ­ი­შებს, რო­მელ­თა ამ­ო­ცა­ნას შე­ად­გენს ქვეყ­ნის სა­ო­მა­რი ძალ­მო­სი­ლე­ბის დე­მონ­ს­ტ­რა­ცია და ტე­რო­რის­ტე­ბის “მორ­ჯუ­ლე­ბა”. ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­კო­მენ­ტა­ტო­რი ხა­ლი­სით მსჯე­ლობს ამ­ე­რი­კუ­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის მი­ერ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ბომ­ბ­ვის შე­სა­ხებ. ის­ი­ნი მხო­ლოდ ამ­ძაფ­რე­ბენ მტრულ გრძნო­ბებს ამ­ე­რი­კის მი­მართ, რო­მელ­თაც გა­ნიც­დი­ან ის­ლა­მურ ქვეყ­ნებ­სა და მსოფ­ლი­ოს ღა­რიბ რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი დამ­ცი­რე­ბუ­ლი და ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი ად­ა­მი­ა­ნე­ბი.
არც ის­ლა­მი და არც სი­ღა­რი­ბე, თა­ვის­თა­ვად, არ უქმ­ნის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ტე­რო­რიზმს. მი­სი სა­ფუძ­ვე­ლია დამ­ცი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბი­ან მე­სა­მე სამ­ყა­როს ქვეყ­ნე­ბი.
ღა­რი­ბებ­სა და მდიდ­რებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი უფს­კ­რუ­ლი ამ­ჟა­მად უკ­ი­დუ­რე­სად ფარ­თოა. შე­იძ­ლე­ბა ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ მდი­და­რი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის დოვ­ლა­თი მათ სა­კუ­თარ მო­ნა­პო­ვარს წარ­მო­ად­გენს, რაც არ უნ­და აღ­ელ­ვებ­დეს ღა­რიბ ქვეყ­ნებს. მაგ­რამ ამ უკ­ა­ნას­კ­ნელთ არ­ა­სო­დეს უნ­ა­ხავთ ეგ­ზომ თვალ­სა­ჩი­ნოდ, რო­გო­რია ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, რა­საც აკ­ვირ­დე­ბი­ან ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. შე­იძ­ლე­ბა აგ­რეთ­ვე ითქ­ვას, რომ ზღაპ­რე­ბი “მე­ფე­თა ცხოვ­რე­ბის” შე­სა­ხებ ან­უ­გე­შებს ღა­ტა­კებს. ამ­ას­თან, გა­ცი­ლე­ბით უარ­ე­სია, რომ მსოფ­ლი­ოს მდი­და­რი და ძლი­ე­რი სა­ხელ­წი­ფო­ე­ბის “სი­მარ­თ­ლე” და “კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა” ეს­ო­დენ ხაზ­გას­მუ­ლია.
სად­ღე­ი­სოდ მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი ღა­რი­ბი, არ­ა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის (ის­ე­ვე, რო­გორც – ყო­ფი­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ან მე­სა­მე სამ­ყა­როს რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მ­წი­ფოს) რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე ხვდე­ბა, რა­ო­დენ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა მი­სი წი­ლი მსოფ­ლიო დოვ­ლათ­ში, მან იც­ის, რომ მი­სი ცხოვ­რე­ბის დო­ნე გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია “და­სავ­ლურ­თან” შე­და­რე­ბით. იმ­ავ­დ­რო­უ­ლად, ას­ე­თი ად­ა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მი­სი სი­ღა­ტა­კის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს სა­კუ­თა­რი (ან წი­ნაპ­რე­ბის) უნ­ი­ა­თო­ბა და არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბა. და­სავ­ლე­თის სამ­ყა­როს­თ­ვის, ალ­ბათ, გა­უ­გე­ბა­რია დამ­ცი­რე­ბის დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რო­მელ­საც გა­ნიც­დის დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. სა­ჭი­როა ამ გან­ც­დის დაძ­ლე­ვა, იმგ­ვა­რად, რომ მათ არ და­კარ­გონ სა­ღი გან­ს­ჯის უნ­ა­რი და თა­ვი აარ­ი­დონ ტე­რო­რიზ­მის, ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მის საფ­რ­თხეს. ამ მტან­ჯ­ველ გან­ც­დებს ვერ სწვდე­ბი­ან ვერც რე­ა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, სი­ღა­რი­ბე­სა და უმ­ეც­რე­ბას გარ­კ­ვე­უ­ლი ხიბ­ლი გა­აჩ­ნი­ათ, ვერც – ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­თავ­გა­და­სავ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, თუმ­ცა ად­ა­მი­ან­თა უმ­ე­ტე­სი ნა­წი­ლი სუ­ლი­ერ სი­ღა­ტა­კეს გა­ნიც­დის. და­სავ­ლეთ­მა ის კი არ უნ­და იკვ­ლი­ოს, რო­მე­ლი ტე­რო­რის­ტი ამ­ზა­დებს ბომბს ამა თუ იმ კა­რავ­ში ან გა­მოქ­ვა­ბულ­ში, არ­ა­მედ – უნ­და გა­უ­გოს ღა­რი­ბებ­სა და დამ­ცი­რე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც არ წარ­მო­ად­გე­ნენ და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რებს.
სა­ო­მარ მო­წო­დე­ბებს, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ გა­მოს­ვ­ლებ­სა და სა­ო­მარ ოპ­ე­რა­ცი­ებს სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გი მოს­დევს ხოლ­მე. და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო­თა მრა­ვა­ლი აქ­ცია და პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი არღ­ვევს მშვი­დო­ბას მსოფ­ლი­ო­ში. ას­ე­თია, მა­გა­ლი­თად, ახ­ა­ლი სა­ვი­ზო შეზ­ღუდ­ვე­ბი, აგ­რეთ­ვე – იძ­უ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი­სა და ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის მცხოვ­რებ­თა ემ­იგ­რა­ცი­ას; და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სი­ძულ­ვი­ლი მაჰ­მა­დი­ა­ნო­ბი­სა და, სა­ერ­თოდ, არ­ა­და­სავ­ლუ­რი რე­ლი­გი­ე­ბის მი­მართ, აგ­რეთ­ვე – აგ­რე­სი­უ­ლი გა­მოთ­ქ­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით, მთე­ლი ის­ლა­მუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია ტე­რო­რი­სა და ფა­ნა­ტიზ­მის სა­უფ­ლოს წარ­მო­ად­გენს. რამ აიძ­უ­ლა უპ­ო­ვა­რი სტამ­ბო­ლე­ლი ბე­რი­კა­ცი, არ­აფ­რად ჩა­აგ­დო ტე­რო­რის­ტ­თა გა­მოხ­დო­მე­ბი ნიუ-იორკ­ში? რა­ტომ სცე­მენ თაყ­ვანს პა­ლეს­ტი­ნე­ლი ჭა­ბუ­კე­ბი თა­ლი­ბებს, რომ­ლე­ბიც აზ­ოტ­მ­ჟა­ვას ას­ხა­მენ ჩად­რ­მოხ­დილ ქა­ლებს? ამ­ის მი­ზე­ზი არ გახ­ლავთ არც ის­ლა­მი, არც (იდ­ი­ო­ტუ­რი გა­მოთ­ქ­მის თა­ნახ­მად) “და­პი­რის­პი­რე­ბა და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის”. მი­სი სა­ფუძ­ვე­ლია ად­ა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის დე­ფი­ცი­ტი.
წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფე­ნის გა­ნათ­ლე­ბულ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა აღ­ი­ა­რე­ბით, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა არ ცდი­ლობს, გა­უ­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღა­რიბ წევ­რებს, არ­ა­მედ – მი­მარ­თავს იძ­უ­ლე­ბით იურ­ი­დი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, აკრ­ძალ­ვებ­სა და სამ­ხედ­რო რეპ­რე­სი­ებს. მო­დერ­ნი­ზა­ცია ბო­ლომ­დე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, ამ­ი­ტომ, თურ­ქე­თი იქ­ცა მხო­ლოდ შეზ­ღუ­დუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხელ­მ­წი­ფოდ. ამ­ჟა­მად, რო­დე­საც გვეს­მის მო­წო­დე­ბე­ბი და­სავ­ლე­თი­სა და აღ­მო­სავ­ლე­თის სა­ო­მა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ, ალ­ბათ, ბევ­რი ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­ნ­დე­ბა თურ­ქე­თის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მელ­საც თით­ქ­მის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მარ­თავს სამ­ხედ­რო კა­ნო­ნი. ვში­შობ, რომ თვით­კ­მა­ყო­ფი­ლი და ფა­რი­სევ­ლუ­რი და­სავ­ლუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი, სა­ბო­ლო­ოდ იმ­ის მტკი­ცე­ბას და­იწყებს, რომ ორს პლუს ორი უდ­რის ხუთს (დოს­ტო­ევ­ს­კის რო­მა­ნის – “ბა­რა­თე­ბი იატ­აკ­ქ­ვე­შე­თი­დან” – გმი­რის მსგავ­სად, რო­მე­ლიც კიცხავს და­სავ­ლურ “გონს”). არ­ა­ფე­რი ისე არ გა­აძ­ლი­ე­რებს “ის­ლა­მის­ტე­ბის” ქმე­დე­ბებს, რო­გორც – მსოფ­ლი­ოს დამ­ცი­რე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა და­სავ­ლე­თის მი­ერ.

სტამ­ბუ­ლი, 2001 წ. 8 ოქ­ტომ­ბე­რი

© “არილი”

Facebook Comments Box