პროზა

ბაჩო კვირტია – მძინარე ციკლოპის ძახილი

 

– დღეს მო­რი­გე ხარ? გა­მარ­ჯო­ბა…

მო­ხუ­ცი ხა­რა­ტი და­მა­ხინ­ჯე­ბულ ხელს მიწ­ვ­დის.
– ხო, მო­რი­გე ვარ. გა­გი­მარ­ჯოს…
ხელს ვარ­თ­მევ.
ქუ­ჩა­ში ვდგა­ვართ. რვას რომ ოცი და­აკ­ლ­დე­ბა, სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­ბუ­სი ჩა­მო­ივ­ლის.
ვე­ლო­დე­ბით.
ნელ-ნე­ლა სხვე­ბიც მო­დი­ან – ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი. ზოგს გა­ზეთ­ში გა­უხ­ვე­ვია სა­დი­ლი, ზოგს – ცე­ლო­ფან­ში. მეც ცე­ლო­ფა­ნი მი­ჭი­რავს. მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი, პუ­რი, ცო­ტა ყვე­ლი, შა­ქა­რი და ჩაი მი­მაქვს.
ქა­ლაქ­გა­რეთ, ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ. და­რა­ჯი ვარ. დღი­სით შე­მო­სას­ვ­ლელ ჭიშ­კარ­თან ვდგა­ვარ. რომ მო­სა­ღა­მოვ­დე­ბა, პრო­ჟექ­ტო­რებს და ლამ­პი­ო­ნებს ავ­ან­თებ ხოლ­მე.
სამ დღე­ში ერთხელ, ოც­და­ოთხი სა­ა­თი ვმო­რი­გე­ობ.
ხელ­ფა­სი ცო­ტა მაქვს, მაგ­რამ სულ არ­ა­ფერს მირ­ჩევ­ნია.
მო­ხუც ხა­რატს ჩემ­ზე მე­ტი აქვს ხელ­ფა­სი.
ჩა­ლის­ფე­რი, და­ლა­ქუ­ლი კე­პი ახ­უ­რავს. მარ­ჯ­ვე­ნა ხელ­ზე ცე­რი და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი აკ­ლია. პე­რან­გის ჯი­ბე­ში ნომ­რი­ა­ნი სათ­ვა­ლე უდ­ევს. სათ­ვა­ლეს ყუ­რე­ბის მა­გივ­რად, რე­ზი­ნის ზო­ნა­რი აქვს გა­მობ­მუ­ლი. რომ გა­ი­კე­თებს, დი­დი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი მო­უ­ჩანს ხოლ­მე.
ჩუ­მი, სიტყ­ვა­ძუნ­წი კა­ცია.
წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ და მას­ზე რი­გი­ა­ნად არ­ა­ფე­რი ვი­ცი.
დი­დე­ბუ­ლი ოს­ტა­ტია, და რო­გორც ყვე­ლა ნამ­დ­ვილ ხა­რატს, ხე­ლო­ბის­თ­ვის მა­საც გა­უ­ღია მსხვერ­პ­ლი – თი­თე­ბი.
სა­ათ­ზე ვი­ხე­დე­ბი – რვის ნა­ხე­ვა­რია.
აი, მე­გიც გა­მოჩ­ნ­და.
ჩემ­სა­ვით, უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვს. ქარ­ხა­ნა­ში კი შემ­ფუთ­ვე­ლად მუ­შა­ობს.
ხან­და­ხან ას­ეთ რა­მეს წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე:
რა იქ­ნე­ბო­და, მე­გი რომ ცო­ლად შე­მერ­თო… რო­გორ ვიცხოვ­რებ­დით?
ის­იც ღა­რი­ბია და მეც. ამ­ი­ტომ უბ­რა­ლო, მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ქორ­წილს გა­და­ვიხ­დი­დით.
ბავშვს დიდ­ხანს ვერ გა­ა­ჩენ­და – სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გ­ვის ში­შით.
მე­რე, ალ­ბათ ჩე­მი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, დარ­ჩე­ბო­და ფეხ­მ­ძი­მედ და გა­მო­ი­კე­ტე­ბო­და შინ.
მე თავ­და­უ­ზო­გა­ვად, ვი­რი­ვით ვი­მუ­შა­ვებ­დი.
მე­რე ბავ­შ­ვი გაჩ­ნ­დე­ბო­და.
მე უფ­რო თავ­და­უ­ზო­გა­ვად, უფ­რო ვი­რი­ვით ვი­მუ­შა­ვებ­დი.
ერთ ბავშვს მე­ო­რე მოყ­ვე­ბო­და. ნელ-ნე­ლა წაგ­ვიხ­დე­ბო­და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, ნერ­ვე­ბი. მე­გი ნამ­დ­ვილ დი­ა­სახ­ლი­სად იქ­ცე­ო­და, მე – ნამ­დ­ვილ ვი­რად…
აგ­ერ, ის­იც. მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, ხმა­დაბ­ლა მოგ­ვე­სალ­მა და ქა­ლებ­თან დად­გა.
მხარ­ზე კაპ­რო­ნის ძა­ფის­გან მოქ­სო­ვი­ლი, გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი ხელ­ჩან­თა აქვს გა­და­კი­დუ­ლი.
ას­ეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ვი­ნა­ნებ­დი თუ არა?
ალ­ბათ არ ვი­ნა­ნებ­დი.
მე ვი­მუ­შა­ვებ­დი ვი­რი­ვით და ვიქ­ნე­ბო­დი ბედ­ნი­ე­რი, იმ­ი­ტომ, რომ მე­გი მეყ­ვა­რე­ბო­და…
ვინ იც­ის, იქ­ნებ უფ­რო კარ­გად გვეცხოვ­რა…
მე­გი ქა­ლებ­თან დგას და თი­თე­ბით ჩან­თის ღილს “აწ­ვა­ლებს”. ზოგ­ჯერ ჩემ­ს­კე­ნაც აპ­ა­რებს თვალს. მე ვამ­ჩ­ნევ და ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს.
მე­ცო­დე­ბა…
კარ­გი, ჭკვი­ა­ნი გო­გო, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­გა­რეთ, ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობს შემ­ფუთ­ვე­ლად.
ჩან­თის გა­მოც მე­ცო­დე­ბა.
კაპ­რო­ნის ძა­ფის­გან მოქ­სო­ვი­ლი ჩან­თის გა­მო…
“ნე­ტავ მე­გის თუ ვე­ცო­დე­ბი… შენ რას იტყ­ვის, ხა­რა­ტო..?”
მო­ხუ­ცი ჩუ­მად დგას. ბე­ჭებ­ში მოხ­რი­ლა. მუნ­დ­შ­ტუ­კით ისე გემ­რი­ე­ლად აბ­ო­ლებს, რომ მეც მინ­დე­ბა მო­წე­ვა, მაგ­რამ გვი­ან­ღაა – სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­ბუ­სი მო­დის.
ხა­რა­ტი სი­გა­რეტს აგ­დებს, მუნ­დ­შ­ტუკს რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ბე­რავს და გვერ­დ­ზე აწ­ი­ტებს.
ქარ­ხ­ნის ჭიშ­კარ­თან და­რა­ჯე­ბის პა­ტა­რა შე­ნო­ბაა.
ოთ­ახ­ში მა­გი­და, ორი სკა­მი, ტან­საც­მ­ლის კა­რა­და, ძვე­ლე­ბუ­რი ელ­ექ­ტ­რო­ღუ­მე­ლი და ერ­თი გაბ­რი­გი­ნე­ბუ­ლი, თვით­ნა­კე­თი დი­ვა­ნი დგას. დი­ვან­ზე გათ­ლი­ლი, მუ­თა­ქას მიმ­ს­გავ­სე­ბუ­ლი კუნ­ძი დევს. ტან­საც­მ­ლის კა­რა­და­ში ჟურ­ნა­ლი­დან ამ­ოჭ­რი­ლი, შიშ­ვე­ლი ქა­ლის სუ­რა­თია გაკ­რუ­ლი. ბე­ტო­ნის იატ­აკ­ზე ლი­ნო­ლე­უ­მია და­გე­ბუ­ლი. კე­დელ­ზე ქან­ქა­რი­ა­ნი სა­ა­თია ჩა­მო­კი­დუ­ლი. მა­გი­და­ზე ტე­ლე­ფო­ნის გა­უქ­მე­ბუ­ლი აპ­ა­რა­ტი, ჭიშ­კ­რის ელ­ექ­ტ­რო­პულ­ტი და შუ­შის ოთხ­კუთხე­დი ნა­ჭე­რი დევს. შუ­შის ქვეშ მო­რი­გე­ო­ბის გან­რი­გი და კე­ლენ­და­რი მო­ჩანს. მა­გი­დის ერთ-ერთ უჯ­რა­ში რამ­დე­ნი­მე თეფ­ში, ჭი­ქა, ჩან­გა­ლი და მუ­ყა­ოს კო­ლო­ფით მა­რი­ლია შე­ნა­ხუ­ლი.
ამ ოთ­ახ­ში მე ვი­ზი­ვარ.
დღეს მარ­ტო ვმო­რი­გე­ობ – ჩე­მი მეწყ­ვი­ლე რთველ­ში წა­ვი­და. სა­მა­გი­ე­როდ ორ ვედ­რო ყურ­ძენს შემ­პირ­და. სა­ა­ხალ­წ­ლოდ – ცო­ტა ღვი­ნოს.
ელ­ექ­ტ­რო­პულ­ტის ღი­ლა­კებს ვაწ­ვე­ბი – დი­ლა­ო­ბით ბევ­რი მან­ქა­ნა შე­მო­დის, გა­დის.
მე მგო­ნი გავ­ცივ­დი – ცუ­დად მაჟ­რ­ჟო­ლებს ტან­ში. რომ მო­სა­ღა­მოვ­დე­ბა, ქუ­რას ჩავ­რ­თავ და ცხელ ჩა­ის დავ­ლევ.
ქარ­ხ­ნის ირგ­ვ­ლივ ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ჩონ­ჩხია – მო­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ამ­ქ­რო­ე­ბი, პა­ტა­რა ქარ­ხ­ნე­ბი. ცა­ში აზ­ი­დუ­ლი, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ამ­წე­ე­ბი, რკი­ნის კარ­კა­სე­ბი. გა­ძარ­ც­ვუ­ლი ექს­კა­ლა­ტო­რე­ბი, ბულ­დო­ზე­რე­ბი.
ჭიშ­კარს მდიდ­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი უახ­ლოვ­დე­ბა.
ელ­ექ­ტ­რო­პულ­ტის ღი­ლაკს ვაწ­ვე­ბი.
ავ­ტო­მო­ბი­ლი ეზ­ო­ში შე­მო­დის. სწრა­ფად, უხ­მა­უ­როდ.
ჭიშ­კარს ვკე­ტავ და გა­რეთ გა­მოვ­დი­ვარ.
მან­ქა­ნი­დან მა­ღა­ლი, ზონ­ზ­რო­ხა კა­ცი გად­მო­დის. პი­ჯაკს და ჰალ­ს­ტუხს ის­წო­რებს.
ვი­ღა­ცე­ე­ბი ეგ­ე­ბე­ბი­ან, ხელს ართ­მე­ვენ. თა­ვა­ზი­ა­ნად უღ­ი­მი­ან, სა­სა­ცი­ლოს ეუბ­ნე­ბი­ან და ის­ევ თვი­თონ იც­ი­ნი­ან. ის არ იც­ი­ნის. გო­რო­ზად იყ­უ­რე­ბა და ნე­ლა და­ა­ბი­ჯებს. ჩემ­ს­კე­ნაც იხ­ე­დე­ბა. ის­ე­თი სა­ხე აქვს, გე­გო­ნე­ბა ცო­ტაც და დას­ჭე­ქავ­სო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩუ­მა­დაა. ალ­ბათ ამ­ის დროც მო­ვა…
იგი ქარ­ხ­ნის ახ­ა­ლი მფლო­ბე­ლია.
და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მეტ­სა­ხე­ლი – “ცხრა­თა­ვი­ა­ნი დე­ვი” შე­ვარ­ქ­ვი…
ისე, ჩემ­თ­ვის.
ჩვე­ნი ცვლის უფ­რო­სი გა­ხა­რე­ბუ­ლია.
ამ­ბობს – აწი გვეშ­ვე­ლე­ბაო. ქარ­ხა­ნა სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით იმ­უ­შა­ვებს, დი­დი სიმ­კაც­რე და დი­დი ხელ­ფა­სე­ბი გვექ­ნე­ბაო. შე­იძ­ლე­ბა უფ­ა­სო­დაც გვა­სა­დი­ლო­სო…

შუ­ად­ღეა.
ჭიშ­კარ­თან ვზი­ვარ და მზე­ზე ვთბე­ბი. მა­ინც მა­ცი­ებს – ნამ­დ­ვი­ლად სიცხე მაქვს.
გვერ­დით, ქარ­ხა­ნას შე­მო­კედ­ლე­ბუ­ლი, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლი – “ბო­რია” გა­წო­ლი­ლა და ბუ­ზებს კბი­ლე­ბის კა­კუ­ნით იგ­ე­რი­ებს.
ჭიშ­კ­რის­კენ გუ­დი­ა­ნი დე­და­ბე­რი მო­დის.
ჭა­ღა­რაა – სულ­მ­თ­ლად თეთ­რი. ფეხ­ზე გაც­ვე­თი­ლი კა­ლო­შე­ბი აც­ვია. ბა­ლა­ხით გა­მო­ტე­ნი­ლი გუ­და ზურ­გ­ზე მო­უგ­დია.
დე­და­ბე­რი ქარ­ხა­ნას ყო­ველ­დ­ღე აკ­ითხავს.
ორი თი­თით, გაბ­მუ­ლად და­ა­კა­კუ­ნებს ხოლ­მე და­რა­ჯე­ბის ფან­ჯა­რა­ზე.
შე­მო­უშ­ვე­ბენ.
ზე­ვით, ძვე­ლი საქ­ვა­ბე­ე­ბის უკ­ან კრეფს ხოლ­მე ბა­ლახს.
კა­ციშ­ვილ­მა არ იც­ის, სად ცხოვ­რობს ან ბა­ლახს რის­თ­ვის ეზ­ი­დე­ბა.
ვი­საც მი­სი გა­მო­ჩე­ნა უხ­ა­რია, ყვე­ლა “თეთრ ბა­ბოს” ეძ­ა­ხის.
– “თეთ­რი ბა­ბო” ბა­ლა­ხის­თ­ვის მო­სუ­ლა..!”
– “თეთ­რი ბა­ბო” ბა­ლახს იპ­ა­რავს..!”
– “თეთ­რი ბა­ბო”, შე­ნი ბა­ბო გა­ვათხო­ვე..!”
გაჰ­ყ­ვი­რი­ან ხოლ­მე მუ­შე­ბი და იც­ი­ნი­ან.
დე­და­ბერს არ­ა­ფე­რი ეს­მის – ყრუ-მუნ­ჯია.
“თეთ­რი ბა­ბოს” მოს­ვ­ლა მეც მა­ხა­რებს.
გაც­ვე­თი­ლი კა­ლო­შე­ბი, წელ­ზე შე­მოხ­ვე­უ­ლი შა­ლი, ბა­ლა­ხით სავ­სე გუ­და – ამ­ა­ზე კარ­გი რა უნ­და ნა­ხო აქ, ქარ­ხა­ნა­ში.
სა­ხით სკან­დი­ნა­ვი­ელ ბე­ბი­ას – ზღაპ­რის გმირს მა­გო­ნებს.
ჭიშ­კარს ვა­ღებ.
– ჰაე! აე! აე!
“თეთ­რი ბა­ბო” მად­ლო­ბას “მე­უბ­ნე­ბა” და მიფ­რა­ტუ­ნობს.
ახ­ლად­მოკ­რე­ფი­ლი ბა­ლა­ხის სურ­ნე­ლი მცემს.
ჭიშ­კარს არ ვკე­ტავ, სა­ნამ დე­და­ბე­რი თვალს არ მი­ე­ფა­რე­ბა.
ვზი­ვარ და ის­ევ მა­ცი­ებს.
“ბო­რი­ას” მო­ბეზ­რ­და წო­ლა და ად­გა, წა­ძუნ­ძულ­და.
ყვავ­მა და­იყ­რან­ტა­ლა ცა­ში.
კრა­ზა­ნა მოფ­რინ­და. ცო­ტა ხანს მიბ­ზუ­ი­ლა და გამ­შორ­და.

– დღეს მო­რი­გე ხარ?
მე­გი ღია ჭიშ­კარ­თან დგას. ჩან­თის ღილს ის­ევ “აწ­ვა­ლებს”.
– არა. ისე მო­ვე­დი…
არ­ა­ფერს მპა­სუ­ხობს. მი­ღი­მის.
– თვა­ლებ­ზე რა გჭირს?
– რა მჭირს?
– ჩა­წით­ლე­ბუ­ლი გაქვს.
– არ ვი­ცი. გავ­ცივ­დი მე მგო­ნი…
შუბ­ლ­ზე ხე­ლუ­კუღ­მა მე­ხე­ბა.
– მე მგო­ნი კი არა, სიცხე გაქვს. შინ რომ წახ­ვი­დე?
– ვე­რა, დღეს მარ­ტო ვმო­რი­გე­ობ.
– მეწყ­ვი­ლე რა უყ­ა­ვი?
– სო­ფელ­ში გა­ვუშ­ვი, რთველ­ში…
მე­გის ეც­ი­ნე­ბა.
– რა გა­ცი­ნებს?
– მა­გა­რი ხარ…
– სა­მა­გი­ე­როდ, ორ ვედ­რო ყურ­ძენს შემ­პირ­და…
– რას შეგ­პირ­და?!
ორ­ი­ვე­ნი ვი­ცი­ნით.
– გინ­და, წა­მალს მოგ­ცემ…
ჩან­თი­დან წამ­ლის შუ­შას იღ­ებს.
– ეს ხომ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლია…
– სიცხე­საც შვე­ლის. გა­მო­მარ­თ­ვი…
– დი­დი მად­ლო­ბა, მე­გი…
– არ­აფ­რის. ყურ­ძე­ნი შენ­ზეა..!
– ოღ­ონ­დაც არ­ა­ვის­თან წა­მოგ­ც­დეს…
– ნუ გე­ში­ნია, არ წა­მომ­ც­დე­ბა.
იც­ი­ნის. უც­ებ ის­ევ წარ­მო­ვიდ­გენ.
“რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ღმერ­თო..”
– წა­მა­ლი ახ­ლა­ვე და­ლიე, გეს­მის?
– ხო, მეს­მის…
“მე ვი­მუ­შა­ვებ­დი ვი­რი­ვით და ვიქ­ნე­ბო­დი ბედ­ნი­ე­რი…”
– ყო­ჩა­ღად იყ­ა­ვი. ხვა­ლამ­დე..!
– ხვა­ლამ­დე, მე­გი…
სამ­სა­ხუ­რის ავ­ტო­ბუს­ში ად­ის.
სა­ღა­მოა.
ავ­ტო­ბუ­სი ხალ­ხით ნელ-ნე­ლა ივ­სე­ბა. ქარ­ხა­ნაც თან­და­თა­ნო­ბით ყუჩ­დე­ბა.
წა­მალს ვსვამ და ფან­ჯ­რი­დან მა­ლუ­ლად ვი­ყუ­რე­ბი. მე­გი ავ­ტო­ბუს­ში არ ჩანს.
“მე­გი­საც ვე­ცო­დე­ბი… კი, ნამ­დ­ვი­ლად ასეა..”

ელ­ექ­ტ­რო­ქუ­რა­ზე ალ­უ­მი­ნის ჭი­ქას ვდგამ. სა­ნამ ტე­რი­ტო­რი­ას გა­ვა­ნა­თებ, წყა­ლიც ად­უღ­დე­ბა. წა­მალ­მა ვერ მიშ­ვე­ლა და ცხე­ლი ჩა­ის იმ­ე­დი მაქვს. თუ არ­ა­და, მე­ო­რე აბ­იც უნ­და მი­ვი­ღო – ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ.
ეზ­ო­ში ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მის.
ძვე­ლი შად­რევ­ნი­დან წყა­ლი მოჩხ­რი­ა­ლებს.
შად­რე­ვანს პა­ტა­რა, ნა­ხევ­რად­დან­გ­რე­უ­ლი აუზი აქვს. იქ­ვე მორ­კა­ლუ­ლი, და­ბა­ლი გა­ლა­ვა­ნია. გა­ლა­ვანს მო­ზა­ი­კით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი ამშ­ვე­ნებს – ღო­ნი­ე­რი, მსხვილ­ფე­ხე­ბა და ფეხ­შიშ­ვე­ლა ქალ-ვა­ჟი.
ქალს ყურ­ძ­ნის მტევ­ნე­ბი უჭ­ი­რავს, ვაჟს – ხორ­ბ­ლის პა­ტა­რა ძნა და ნამ­გა­ლი.
შად­რე­ვანს დი­ლა­ო­ბით ვა­კითხავ.
ოთ­ახს რომ და­ვა­ლა­გებ და გა­მოვ­გ­ვი, ტი­ლო და იატ­ა­კის ჯო­ხი მო­მაქვს და აუზ­ში ვას­ვე­ლებ ხოლ­მე.
ძვე­ლი და­რა­ჯე­ბის­გან ვის­წავ­ლე.
მა­გათ­გან ის­იც ვი­ცი, სად არ­ის და­მა­ლუ­ლი ძირ­გა­ვარ­დ­ნი­ლი ვედ­რო და ფიც­რის ნა­ჭე­რი. ეს იმ­ის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, რომ ერთ-ერ­თი პრო­ჟექ­ტო­რი აან­თო – ჩამ­რ­თ­ვე­ლი ძა­ლი­ან მაღ­ლაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.
ბო­ლო ლამ­პი­ონს ვან­თებ და ოთ­ა­ხის­კენ ვბრუნ­დე­ბი. გზა­დაგ­ზა სა­ამ­ქ­რო­ე­ბის ბოქ­ლო­მებს, სა­კე­ტებს ვა­მოწ­მებ. “ბო­რია” ერთ­გუ­ლად მომ­დევს. ზოგ­ჯერ გა­მის­წ­რებს. ხეს ან ბოძს მი­ვარ­დე­ბა – იყ­ნო­სე­ბა, იქ­ე­ქე­ბა. მე­რე უც­ებ მი­ა­შარ­დავს და “გა­ხა­რე­ბუ­ლი” მორ­ბის ჩემ­ს­კენ.
ქარ­ხა­ნა­ში ახ­ლა სამ­ნი ვართ: მე, მო­რი­გე ელ­ექ­ტ­რი­კო­სი და მო­რი­გე ზე­ინ­კა­ლი. ელ­ექ­ტ­რი­კო­სე­ბი­დან დღეს ილო მო­რი­გე­ობს, ზე­ინ­კ­ლე­ბი­დან – ვა­ნო. ილო მა­გა­რი ლო­თია, მაგ­რამ კარ­გი, საწყა­ლი კა­ცია. ავ­ად­მ­ყო­ფი შვი­ლი ჰყავს – თხუთ­მე­ტი წლის გო­გო.
ვა­ნოს რი­გი­ა­ნად არც ვიც­ნობ. მო­რი­გე­ო­ბი­სას სულ თა­ვის­თა­ნაა გა­მო­კე­ტი­ლი, ერთხელ არ შე­გეხ­მი­ა­ნე­ბა.
წე­ღან, ძირ­გა­ვარ­დ­ნილ ვედ­რო­ზე რომ ვი­დე­ქი, ილ­ომ და­მი­ნა­ხა და გა­ე­ხარ­და.
ცო­ტა ხან­ში გად­მო­ვალ და ერ­თად ვი­ვახ­შ­მო­თო.
და­კე­ტილ ჭიშ­კარ­თან ვდგა­ვარ.
გა­უქ­მე­ბუ­ლი ქარ­ხ­ნე­ბის მხრი­დან ღმუ­ი­ლის მსგავ­სი, მურ­და­ლი ხმა მო­ის­მის.
ღა­მით რომ და­იწყე­ბა, დი­ლამ­დე გრძელ­დე­ბა – ყო­ველ სა­ათ­ში ერთხელ. ხან უფ­რო ად­რე.
და­რა­ჯებ­მა მითხ­რეს – მო­შო­რე­ბით გა­ჯის გა­მო­საწ­ვა­ვი ქარ­ხა­ნაა და ხმაც იქ­ი­დან მო­დი­სო.
არ მინ­და და­ვი­ჯე­რო.
ჩე­მი წარ­მო­სახ­ვა უბ­რა­ლოვ­დე­ბა და იმ­ი­ტომ.
სა­ო­ცა­რი მო­სას­მე­ნია.
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან გუ­ლიც კი შე­მიხ­ტე­ბა ხოლ­მე ზოგ­ჯერ.
მაგ­რამ ის­ე­თი იდ­უ­მა­ლი, დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი ხმაა, რომ მხიბ­ლავს, მომ­წონს.
“მძი­ნა­რე ციკ­ლო­პის ძა­ხი­ლი” და­ვარ­ქ­ვი…
“მძი­ნა­რე ციკ­ლო­პის ძა­ხი­ლი” – და­ღა­მე­ბი­დან გა­თე­ნე­ბამ­დე…

სხე­უ­ლით ვგრძნობ – მა­ღა­ლი სიცხე მაქვს.
მე­ო­რე აბ­იც გა­დავ­ყ­ლა­პე, ცხე­ლი ჩა­იც დავ­ლიე – არ­ა­ფერ­მა მიშ­ვე­ლა.
მო­ბუ­ზუ­ლი მა­გი­დას ვუ­ზი­ვარ და “ბო­რი­ას” უაზ­რო ყე­ფა ტვინს მიხ­ვ­რეტს.
ისე დავ­სუს­ტ­დი, რომ ფეხ­ზე ად­გო­მაც მი­ჭირს.
“არ­ა­და, უაზ­როდ რომ არ ყეფ­დეს..?”
რო­გორ­ღაც ვდგე­ბი და გა­რეთ გავ­დი­ვარ. ეზ­ოს ვათ­ვა­ლი­ე­რებ – არ­ა­ფე­რია. შო­რი­დან ძაღ­ლე­ბის ყე­ფა მო­ის­მის და “ბო­რი­აც” თურ­მე იმ­ათ “ეხ­მი­ა­ნე­ბო­და”.
ვუწყ­რე­ბი.
ჩუმ­დე­ბა. კუ­დის ქი­ცი­ნით და გვერ­დე­ბის ქნე­ვით მო­დის.
ოთ­ახ­ში შევ­დი­ვარ. მოწყ­ვე­ტით ვეშ­ვე­ბი სკამ­ზე. დი­ვან­ზე ვერ ვწვე­ბი – ფე­ხე­ბი ერ­ყე­ვა.
“ღმერ­თო, ნუ მომ­კ­ლავ..”
წე­ღან ილო იყო.
ვი­ვახ­შ­მეთ, იმ­ა­საც თუ ვახ­შა­მი ერქ­ვა. ორი ლუკ­მა გავღე­ჭეთ და მორ­ჩა.
დი­ლის აქ­ეთ მში­ერ­მა, ხე­ი­რი­ა­ნად ვე­რა­ფე­რი შევ­ჭა­მე. არც ილ­ოს უჭ­ა­მია.
ვახ­შა­მი გა­ზეთ­ში შეხ­ვე­უ­ლი მო­ი­ტა­ნა.
რო­გო­რა ხარ, ჯე­ე­ლო – არ­ყის სუ­ნით ქოთ­და. შენ თვი­თონ რო­გო­რა ხარ-მეთ­ქი. კარ­გად, კარ­გა­დო და ხე­ლი ჩა­იქ­ნია. მე­რე დაჯ­და, მოყ­ვა და მოყ­ვა – მთე­ლი გუ­ლი ამ­ო­ი­ღო.
გო­გო ჰყო­ლია ძა­ლი­ან მძი­მედ.
გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ეპ­ი­ლეფ­სია სჭირ­სო. უკ­ვე ლო­გი­ნი­და­ნაც ვე­ღარ დგე­ბა და მხედ­ვე­ლო­ბა­საც უჩ­ი­ვი­სო. დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ის­ვე­ლებს და ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­სო. დე­და­მისს სა­ერ­თოდ არ იკ­ა­რებს და საც­ვ­ლებს მე ვუც­ვ­ლიო.
ექ­ი­მე­ბი რას გე­უბ­ნე­ბი­ან-მეთ­ქი – ვკითხე.
არ­ა­ფერს. მა­ლე მოკ­ვ­დე­ბაო – და ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და.
გუ­ლა­მომ­ჯ­დარ­მა ისე იტ­ი­რა, რომ მეც მო­მაწ­ვა ცრემ­ლე­ბი, მაგ­რამ თა­ვი შე­ვი­კა­ვე.
ძა­ლი­ან კი გა­მი­ჭირ­და.
კაც­თან რომ კა­ცი იტ­ი­რებს… სულ სხვაა…
ცრემ­ლე­ბი ქურ­თუ­კის სა­ყე­ლო­ზე შე­იმ­შ­რა­ლა, ბო­დი­ში მო­მი­ხა­და.
მე­რე ხმა­დაბ­ლა, თით­ქ­მის ჩურ­ჩუ­ლით მკითხა – რა­მე და­სავ­ლე­ვი ხომ არ გაქ­ვ­სო?
არა-მეთ­ქი – გა­მე­ღი­მა.
ცო­ტა ხანს ეჭ­ვის თვა­ლით მი­ყუ­რა. ეგ­ო­ნა, მქონ­და და ვუ­მა­ლავ­დი.
მარ­თ­ლა არა მაქვს-მეთ­ქი და დე­და და­ვი­ფი­ცე. თან მა­გი­დის უჯ­რე­ბი გა­მო­ვა­ღე, რომ და­ე­ნა­ხა.
კარ­გი, კარ­გიო – შე­იცხა­და. არ არ­ის და ნუ არ­ი­სო.
უც­ებ ვა­ნო გა­მახ­სენ­და – გა­ვიქ­ცე­ვი, იქ­ნებ იმ­ას ჰქონ­დეს და­სა­ლე­ვი-მეთ­ქი.
იმ დამ­პ­ლი­სა არ­ა­ფე­რი მინ­დაო და შე­ა­გი­ნა.
სკა­მი მა­გი­დას­თან მი­ა­ჩო­ჩა და გა­ზე­თი გახ­ს­ნა – მო­დი, კა­ცო, მო­დიო…
მე ჩე­მი ცე­ლო­ფა­ნი გავ­ხ­სე­ნი და სუფ­რა გა­ვაწყ­ვეთ. ილ­ოს უფ­რო კარ­გი რა­ღა­ცე­ე­ბი ჰქონ­და: ლო­რის პა­ტა­რა ნა­ჭე­რი, მჭა­დი, გუ­დის ყვე­ლი, ნივ­რის მწნი­ლი და ნა­ხე­ვა­რი ლა­ვა­ში.
ლო­რი და­სა­კე­ცი და­ნით გულ­მოდ­გი­ნედ დაჭ­რა.
ცე­რა თით­ში რა­ღაც ჩა­ერ­ტყა – ფრჩხი­ლი ჰქონ­და ჩა­შა­ვე­ბუ­ლი.
თვა­ლის კუთხე­ებ­ში კი­დევ შერ­ჩე­ნო­და სის­ვე­ლე.
მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი აიღო და გა­ტე­ხა, გაფ­ც­ქ­ვ­ნა. რა­ღას უზ­ი­ხა­რო – გა­მო­მაფხიზ­ლა. დი­ლი­დან­ვე მა­და­წარ­თ­მე­ულს, გუ­ლი არ­ა­ფერ­ზე მიმ­ს­ვ­ლია. ცო­ტა მჭა­დი მო­ვი­ტე­ხე და ეგ იყო.
ილ­ომ – ცა­რი­ე­ლი საჭ­მე­ლი ყელ­ში არ გა­და­დი­სო და წა­მოდ­გა. შენ მა­ინც გე­ჭა­მაო.
მეც ეგ­რე ვარ-მეთ­ქი.
შენც ეგ­რე ხა­რო? აი, ხომ ხე­და­ვო – და გა­ე­ხარ­და, რომ “ეგ­ე­თი” აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.
წა­ვა­ლო, იქ­ნებ ცო­ტა და­ვი­ძი­ნოო და გას­ვ­ლა და­ა­პი­რა. საჭ­მე­ლი ის­ევ გა­ზეთ­ში შე­ვუხ­ვიე. არ მიჰ­ქონ­და. მეც არ მო­ვეშ­ვი და ვახ­შა­მი მა­ინც გა­ვა­ტა­ნე.
ცოცხალ-მკვდა­რი­ვით ვარ.
თა­ვი მა­გი­და­ზე მი­დევს და თვა­ლე­ბი მებ­ლი­ტე­ბა.
ძილს ვერ ვბე­დავ – მე­ში­ნია.
“მძი­ნა­რე ციკ­ლოპ­მა წა­მო­ი­ძა­ხა…”

ფე­ხის ხმა მეს­მის. ჭიშ­კ­რის­კენ ვი­ღაც მოფ­რა­ტუ­ნობს.
გა­რეთ არ­ა­ვინ ჩანს.
უც­ებ შუ­შა­ზე აბ­რა­ხუ­ნე­ბენ. გაბ­მუ­ლად, ორი თი­თით.
ფან­ჯა­რა­ში ვი­ხე­დე­ბი და რას ვხე­დავ – ჭიშ­კარ­თან “თეთ­რი ბა­ბო” ატ­უ­ზუ­ლა.
ღი­ლაკს თითს ვა­ჭერ და გა­ო­ცე­ბუ­ლი ეზ­ო­ში გა­მოვ­დი­ვარ.
“თეთ­რი ბა­ბო” ღია ჭიშ­კარ­თან დგას, არ შე­მო­დის.
არც კი ვი­ცი, რა ვკითხო. ან რა უნ­და გა­ვა­გე­ბი­ნო.
– გა­მარ­ჯო­ბა, შვი­ლო. შე­მო­მიშ­ვებ..?
გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, პირ­და­ღე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ. ხმა ვერ ამ­ო­მი­ღია.
– ნუ გე­ში­ნია, გე­ნაც­ვა­ლე. ბა­ლახს დავ­კ­რეფ და წა­ვალ. ამქ­ვეყ­ნად რაც ბა­ლა­ხია, სულ მე უნ­და დავ­კ­რი­ფო… სულ…
ოთ­ახ­ში გა­უქ­მე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნი რეკს. სულ­მ­თ­ლად ვიბ­ნე­ვი.
– წა­დი, უპ­ა­სუ­ხე. მე­გი გი­რე­კავს…
დე­და­ბე­რი გაბ­რუნ­დე­ბა და მი­დის.
გამ­შ­რა­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ვდგა­ვარ. ოთ­ა­ხი­დან ტე­ლე­ფო­ნის ზა­რი მო­ის­მის.
ყურ­მილს გა­უ­ბე­და­ვად ვი­ღებ.
– გის­მენ…
– მე­გი ვარ, მი­ცა­ნი?
– რო­გორ ვერ გი­ცა­ნი. აქ რო­გორ და­რე­კე?
– იცი, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და…
– სა­ო­ცა­რია… მა­ინც რო­გორ და­რე­კე, მე­გი..?
– ახ­ლა ამ­ის დრო არ არ­ის. შე­ნი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა…
– რა მოხ­და?
– მინ­და, რომ და­მა­ი­მე­დო… თუ გა­მი­ჭირ­და, ხომ შე­მე­წე­ვი..?
– რას ამ­ბობ, მე­გი..?
– ავ­ად თუ გავ­ხ­დი, ხომ და­მეხ­მა­რე­ბი..?
– რა­ტომ უნ­და გახ­დე ავ­ად..!
– ლო­გი­ნი­დან თუ ვერ ავ­დე­ქი, ხომ მო­მივ­ლი, ხომ მომ­ხე­დავ…
– რა სი­სუ­ლე­ლეს ლა­პა­რა­კობ, გა­გიჟ­დი?!
– არ მინ­და, არ მინ­და ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა..!
– მე­გი, რა გა­ტი­რებს..!
– არ მინ­და ლო­გი­ნი..! არ მინ­და ავ­ად­მ­ყო­ფო­ბა..! არ მინ­და სიკ­ვ­დი­ლი..! არ მინ­და..!
უეც­რად მე­გის ხმა წყდე­ბა და ყურ­მი­ლი­დან “მძი­ნა­რე ციკ­ლო­პის ძა­ხი­ლი” მო­ის­მის.

და­ფე­თე­ბუ­ლი ვიღ­ვი­ძებ. მთე­ლი სხე­უ­ლი მი­კან­კა­ლებს.
მა­გი­დის შუ­შა აგ­ერ-აგ­ერ გა­და­ვარ­დე­ბა.
აკ­ან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით ვას­წო­რებ და ფან­ჯა­რა­ში ვი­ხე­დე­ბი. არ­ა­ვინ არ ჩანს. ჭიშ­კა­რი და­კე­ტი­ლია. ტე­ლე­ფო­ნის ყურ­მილს ვი­ღებ – არ მუ­შა­ობს.
გუ­ლი ყელ­ში მი­ცემს.
სულ­მ­თ­ლად სვე­ლი ვარ.
კა­რა­და­ში ძვე­ლი “ტე­ლეგ­რე­ი­კა” ჰკი­დია. ვიც­ვამ და გა­რეთ გავ­დი­ვარ.
ეზ­ო­ში არ­ა­ვი­ნაა. “ბო­რი­აც” არ­სად ჩანს.
სა­ათ­ზე ვი­ხე­დე­ბი – ექვ­სის ნა­ხე­ვა­რია.
“ტე­ლეგ­რე­ი­კას” ბო­ლომ­დე ვიკ­რავ და არ­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით მივ­დი­ვარ შე­მოვ­ლა­ზე.
თავს უკ­ეთ ვგრძნობ. ცო­ტა ძილ­მა, ცო­ტა ოფლ­დე­ნამ, მგო­ნი მიშ­ვე­ლა.
ბავ­შ­ვო­ბა მახ­სენ­დე­ბა.
შვი­დი წლის ვი­ყა­ვი. დი­დი სიცხე მომ­ცა და მთე­ლი ღა­მე ვბო­დავ­დი.
მახ­სოვს ტორ­შე­რით გა­ნა­თე­ბუ­ლი ოთ­ა­ხი. კედ­ლე­ბი. მშობ­ლე­ბის ჩრდი­ლე­ბი კედ­ლებ­ზე.
ძილ-ღვი­ძილ­ში მა­მის ნა­ძა­ლა­დე­ვად მშვი­დი ხმა ჩა­მეს­მო­და.
ბუნ­დოვ­ნად ვლან­დავ­დი უმც­როს ძმას, სას­თუ­მალ­თან იდ­გა და შემ­კ­რ­თა­ლი სა­ხით დამ­ყუ­რებ­და.
დე­დას ვერ ვხე­დავ­დი. მხო­ლოდ მი­სი ხე­ლე­ბის შე­ხე­ბა მახ­სენ­დე­ბა ფე­ხებ­ზე. ძმრის სუ­ნი, სვე­ლი წინ­დე­ბი და ოფ­ლი, ბევ­რი ოფ­ლი.
კე­დელ­ზე ძვე­ლე­ბუ­რი, ქან­ქა­რი­ა­ნი სა­ა­თი ეკ­ი­და.
– “სა­ა­თი და­ახ­რ­ჩ­ვეთ..! სა­ა­თი და­ახ­რ­ჩ­ვეთ..! სა­ა­თი და­ახ­რ­ჩ­ვეთ..!
ვბო­დავ­დი და ვიწ­ვო­დი სიცხის­გან.
თენ­დე­ბა.
მე ვზი­ვარ და­რა­ჯე­ბის ოთ­ახ­ში და ელ­ექ­ტ­რო­ქუ­რას­თან ვთბე­ბი.
სიცხემ და­მი­წია. მა­ინც ავ­ად ვარ – ტან­ში მტეხს.
ფან­ჯა­რა­ში შე­წით­ლე­ბუ­ლი ცა მო­ჩანს.
ნი­ა­ვი ფო­თოლს მო­ა­ხო­ხებს და მგო­ნია, ვი­ღაც მო­დის.
ის­მის ქან­ქა­რი­ა­ნი სა­ა­თის ნე­ლი რიტ­მი.
ფო­თო­ლი მი­ხო­ხავს.
ელ­ექ­ტ­რო­ქუ­რა ღუ­ღუ­ნებს და კედ­ლელ­ზე მიკ­რულ აბ­ლა­ბუ­დას ცხე­ლი “ამ­ო­ნა­სუნ­თ­ქით” აფ­რი­ა­ლებს.
ვზი­ვარ და ვე­ლო­დე­ბი, რო­დის დამ­თავ­რ­დე­ბა ჩე­მი სა­მუ­შაო დღე.
ცვლის უფ­რო­სის ნათ­ქ­ვა­მი მახ­სენ­დე­ბა – დი­დი სიმ­კაც­რე და დი­დი ხელ­ფა­სე­ბი.
მა­ლე აქ ბევ­რი რამ შე­იც­ვ­ლე­ბა.
სამ­სა­ხუ­რი უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, მძი­მე იქ­ნე­ბა. “ცხრა­თა­ვი­ა­ნი დე­ვი” ალ­ბათ არ­ა­ვის და­ინ­დობს.
“ბო­რი­ას” გა­რეთ გა­აგ­დე­ბენ.
აღ­არც “თეთრ ბა­ბოს” შე­მო­უშ­ვე­ბენ ბა­ლა­ხის მო­საკ­რე­ფად.
მე­რე ალ­ბათ მეც წა­ვალ. აქ გუ­ლი აღ­არ გა­მი­ჩერ­დე­ბა.
მე­გი..? ნე­ტავ მე­გი რო­გორ მო­იქ­ცე­ვა?
მე თუ წა­ვე­დი, ალ­ბათ ის­იც მომ­ბა­ძავს.
“აი, მა­შინ კი…”
ვინ იც­ის, რა იქ­ნე­ბა…
ჯერ ხვა­ლინ­დე­ლი დღე უნ­და გა­თენ­დეს…
ჯერ ჩე­მი ცვლა უნ­და მო­ვი­დეს, რომ შინ წა­ვი­დე და ლო­გინ­ში ჩავ­წ­ვე.
ჯერ არ­ა­ფე­რი ვი­ცი, ჯერ ვე­რა­ფერს ვფიქ­რობ…
ჯერ­ჯე­რო­ბით ავ­ად ვარ…

© “არილი”

Facebook Comments Box

One Comment