• დრამატურგია

    დათო ქარდავა – მეხუთე დღე

    “აგვისტოს ომის დროს ბევრი მაღალ თუ დაბალჩინოსანი უკანასკნელი ქვეშაჯვიასავით გაიქცა თბილისიდან და ძირითადად წითელი ხიდის საბაჟოსთან დადგა, ზოგმა კი სომხეთის საზღვრისკენ, სადახლოსკენ გაქუსლა. საინტერესოა, თუ არის ზუსტად დადგენილი კერძოდ ვინ გაიქცა თბილისიდან? ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რამდენი ლაჩარი გვყავს მთავრობაში, რატომ არ ამჟღავნებენ მათ ვინაობას?“

    arwivi9, forum.ge

    აკო, 40 წლის, სახელმწიფო მოხელე
    ნინიკო, აკოს ცოლი, 30 წლამდე
    ვასო (ჟურნალისტი), 25 წლის გამხდარი ყმაწვილი, ჭყეტელა პერანგსა და ჟილეტში
    ბატონი გრიშა, სასტუმროს ადმინისტრატორი, 65 წლის მამაკაცი, „სტალინის ულვაშებით“
    მამაკაცი
    სამხედრო

    საზღვრისპირა სოფელი, ე.წ. „საოჯახო სასტუმროს“ ნომერი. კედელზე ხალიჩა, ხალიჩაზე ხანჯლები, ხმალი, თოფი, ყანწები. იქვე, შორიახლო სტალინის დიდი პორტრეტი მძიმე ჩარჩოში. ოთახში ორი საწოლი დგას.

    ნინიკო: ღიაა!.. არის ვინმე? (ხმამაღლა) ბატონო გრიშა, მგონი კარი ღია დაგრჩენიათ!..
    აკო: ჩუ, რა გაყვირებს!
    ნინიკო: კარგი რა, შემოდი, რა გულს მიხეთქავ!
    აკო: ჩუმად-მეთქი!!!
    ნინიკო: (თავისთვის) რა დავაშავე ასეთი!..
    აკო: ჩუ-მეთქი! აი, არ გესმის ეს ხმა? ახლაც იტყვი, გეჩვენებაო?
    ნინიკო: გეჩვენება, საყვარელო, გეჩვენება! გადაიღალე, დაისვენებ და ყველაფერი გაგივლის. აქ ვის რა ხელი აქვს… ვერ ხედავ, მხოლოდ ჩიტები დაფრინავენ… (წაიმღერებს) „ჩიტები ვის რას უშლიან, ვის აყენებენ ზიანსააა…“
    აკო: მორჩი, ნუ სულელობ! აი, კიდევ…
    ნინიკო: რა კიდევ?
    აკო: არ მეჩვენება, ვიღაცა ნამდვილად თხრის, მაგრამ ნიჩბით კი არა… ძალაყინით, არა, უფრო სწორად, – წერაქვით… კი, ნამდვილად წერაქვით. მიწა სველი და ღორღიანია… თავიდან, თბილისში, მეც მეგონა, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ არა, ნამდვილად თხრის, შეუსვენებლად… აი! აი! ყური მიუგდე… წერაქვის პირი ბოლომდე ჩაეფლო მიწაში… ახლა კი მოზრდილ ქვას მოხვდა…
    ნინიკო: ნერვების ბრალია, საყვარელო! მეხუთე დღეა – ეხუმრები?
    აკო: (შეცვლილი, გამხნევებული) არა, ომს თუ აპირებდნენ, ეთქვათ მაინც! გავხიზნავდით ოჯახებს მთებში და ვიომებდით! არ გვიომია თუ რა! ახლაც, გადაგიყვან საზღვარზე და უკან დავბრუნდები, ჩემ გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს!
    ნინიკო: აბა, რა საყვარელო! შენ გასაკეთებელ საქმეს სხვას არც გავაკეთებინებ (წელზე ხელს შემოხვევს და ყელზე კოცნის)…
    გრიშა: (კარში შემოყოფს თავს და ძალიან ხმამაღლა) მეძახდით?
    ნინიკო: (შეშინებული გვერდზე გახტება) ბატონო გრიშა, კარი ღია იყო!
    აკო: (უხერხულობის გაფანტად) ღია კარს რატომ გვამტვრევინებთ, ბატონო გრიშა?
    გრიშა: ღია იყო? ააა, სულ დამავიწყდა, ჟურნალისტმა მთხოვა და შემოვუშვი.
    ნინიკო: (აღშფოთებული) ვინ ჟურნალისტმა? აკო, გესმის, ჟურნალისტიო…
    გრიშა: ჰო, ჟურნალისტი, ვასილი ჰქვია. დამამახსოვრდა, სტალინის შვილის სეხნიაა…
    ნინიკო: სტალინის რა არის?
    გრიშა: სეხნია, ოღონდ სტალინის არა, სტალინის შვილის! ერთს ხომ ერქვა იაკობი… აი, იმას, ტყვედ რომ ჩავარდა… ეგ არა, მეორეზე გეუბნებით, ვასილზე, ლიოჩიკი რომ იყო…
    ნინიკო: აკი, ჟურნალისტიო…
    გრიშა: არა, ჟურნალისტი ეს არის, ეს ვასილი და არა ის… ის ვასილი ზეცაშია, ეს ვასილი კი – სხვენში…
    ნინიკო: აკო, გაიგე რამე?
    აკო: სხვენში? (გაღიზიანებული) სხვენში რას აკეთებს?
    გრიშა: (ჩურჩულით) რაღაც მოწყობილობა აქვს ყურზე მიმაგრებული და სულ ვიღაცას ელაპარაკება. ჩართვა მაქვს, ჩართვა მაქვსო, გაიძახის და ალო, ალოს ყვირილით ხან აი იმ ბორცვზე არბის და ხანაც აქ, ამ სხვენში მიძვრება…
    აკო: (თითს ზევით იშვერს) ახლაც იქაა?
    გრიშა: ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ შემოვუშვებდი, მაგრამ ჟურნალისტია და, ხო იცით, ჟურნალისტების ამბავი: მეშინია შარში არ გამხვიოს… ისე, ხუთი წუთით შემიშვიო, მთხოვა, თანაც სხვენში ასასვლელი მარტო ამ ოთახს აქვს…..
    ნინიკო: თუ ჟურნალისტია, სხვენში რა უნდა? ვერაფერი გავიგე…
    გრიშა: რა არის გაუგებარი! ამას წინათ რომ იყო, კავშირს ამყარებდა… ალბათ, ახლაც კავშირს ამყარებს…
    ნინიკო: აკო, არ მინდა ნერვები მოვიშალო, ჰკითხე ბატონ, ბატონ…
    გრიშა: ბატონი გრიშა… (თავს დაუკრავს) გრიგოლ ბენიძე, ჩემო ბატონო!
    ნინიკო: ჰკითხე ბატონ გრიგოლს, ვისთან და რა ტიპის კავშირს ამყარებს?
    აკო: (ხმამაღლა) ვისთან და რა ტიპის კავშირს ამყარებსო?
    გრიშა: (ნაწყენი) რა ვიცი, ვისთან! მაგისას რას გაიგებ, ხან ვისთან და ხან ვისთან… სხვენში კარგად იჭერს… სხვაგან ან ვერ იჭერს, ან წამდაუწუმ წყდებაო… იქნებ, იტყუება, რა ვიცი!
    აკო: (შეშფოთებული) სულ ასე იყო, თუ ბოლო დროს გაფუჭდა?
    გრიშა: რა გაფუჭდა?
    აკო: სატელეფონო კავშირზე გეკითხებით, ბატონო გრიშა!
    გრიშა: რაზე?
    აკო: კავშირზე, კავშირზე, სატელეფონო კავშირზე!.
    გრიშა: საბჭოთა კავშირზე?
    აკო: (ხმამაღლა) არა, ბატონო, რა დროს საბჭოთა კავშირია, სატელეფონო კავშირზე გეკითხებით!
    გრიშა: სატელეფონო კავშირი? რაში გაინტერესებს, სვიზისტი ხარ, შვილო?
    აკო: (დაბნეული) ააააარა, არა, უბრალოდ მაინტერესებს!
    გრიშა: სვიზისტებზე გამახსენდა… ჟუკოვი ახალი შეცვლილი იყო მალინოვსკით…
    ნინიკო: ბატონო?
    გრიშა: ოცდაერთი-ოცდაორი წლის ვიქნებოდი… როგორ ჟღერს: გვარდიი მლადში სერჟანტ რადიო-ტეხნიჩესკოგო ბატალიონა, ოტლიჩნიკ ბოევოი ი პოლიტიჩესკოი პადგატოვკი გრიგორიი ბენიდზე!.. ჰოდა, ერთი გენერალი იყო, კამკორი, კამანდირ კორპუსა, დაბიჟა-კაზაროვ… სალამი ჰქონდა პირდაპირ სასწაული… აღლუმზე ასე გვესალმებოდა ხოლმე: ზდრასტვუიწე ტავარიშჩი სვიზისტააა… ჩვენს გვერდზე არტელიერისტების კოლონა იდგა ხოლმე. იმათ რომ ჩაუვლიდა, შესძახებდა: ზრდრასტვუიწე ტავარიშჩი არტილერისტააა… ტანკისტებს რომ ჩაუვლიდა ზდრასტვუიწე ტავარიშჩი…
    აკო: (გაღიზიანებული) ტანკისტააა… ბატონო გრიშა, როდის გაფუჭდა კავშირი, გუშინ, გუშინწინ თუ სულ ასე იყო?
    გრიშა: რა ვიცი, ადრე არ შემინიშნავს… ოთხი თუ ხუთი დღე იქნება… მგონი, რაც ეს ომი დაიწყო…
    აკო: როგორ, აქაურობაც დაბომბეს?
    გრიშა: არა, მაგრამ ველოდებით, დაგვაწყდა ნერვები!
    აკო: ისე, კარგად მომზადებული ჩანხართ… (კედელზე იარაღის კოლექციას მისჩერებია) ვინტოვკაა?
    გრიშა: კარაბინია! ცხონებულ მამაჩემს კარგი სამსახურისთვის ვაროშილოვმა აჩუქა. ხუმრობა საქმე კი არ არის, ვარაშილოვსკი სტრელოკი იყო! იცოდა იარაღის ფასი, თოფს ქალივით უვლიდა, ცხონებულს სულ მუდამ დაზეთილ-დატენილი ჰქონდა… მამის სეხნია ვარ მეც, გრიგორი გრიგორიჩ ბენიდზე! პენსიაში გასვლამდე სამხედრო საქმეს ვასწავლიდი სკოლაში, სტრაევოი შაგი, ავტომატის დაშლა-აწყობა… ორი დათვი და სამი მაჩვი მყავს მოკლული… ბეწვი რომ არ გაფუჭდეს, შიგ თვალში ვუმიზნებ… ეგ არის, რომ ნემსი გაუცვდა, ერთ გამოკვრაზე აღარ ისვრის, შობელძაღლი…
    ჟურნალისტი: (სხვენში აშვერილი კიბიდან ეშვება, თუმცა ბოლომდე არ ჩამოდის, საფუხურზე რჩება. უცაბედად ჩამოვარდნილ სიჩუმეს არღვევს) უკაცრავად, მაგრამ ჩემზე ლაპარაკობდით? რატომ გაჩუმდით, გამოტყდით, რომ ჩემზე ლაპარაკობდით!
    გრიშა: (დაბნეული) ჩვენ, ჩვენ უბრალოდ. ვლაპარაკობდით…
    ნინოკო: დიახ, უბრალოდ ვლაპარაკობდით! დიდი ბოდიში, მაგრამ სხვენში რას აკეთებდით? არ მითხრათ ახლა კომბლებს ვაწყობდიო! მიყურადებული იყავით?
    ჟურნალისტი: რატომ მელაპარაკებით ასე?
    აკო: როგორ გელაპარაკებით? ჩვეულებრივ გელაპარაკებით, უბრალოდ გვაინტერესებს…
    ჟურნალისტი: ესე იგი გაინტერესებთ! ძალიან გაინტერესებთ! რას ვაკეთებდი და რუსებს დასაბომბი ობიექტების კოორდინატებს ვაწვდიდი… რა უნდა მეკეთებინა: რეპორტაჟს გადავცემდი შუადღის გამოშვებისთვის. კავშირი გაწყდა და შემთხვევით თქვენს ლაპარაკს მოვკარი ყური, ყველაფერი გავიგე… ეს მე ვარ შობელძაღლი?
    გრიშა: (შეწუხებული) არაა… შობელძაღლი მე ვქვი, ისე, სულ სხვა გაგებით…
    ჟურნალისტი: რა გაგებით?
    გრიშა: რა გაგებით და… არ მახსოვს რა გაგებით…
    აკო: მართლა არავის უკადრებია…
    ჟურნალისტი: როგორ, საკუთარი ყურებით (გაახსენდება ერთ ყურზე ტელეფონის აქსესუარი რომ უკეთია)… ყურით გავიგე, სხვენშიო, ჟურნალისტიო, შობელძაღლიო… ვინ არის შობელძაღლი!
    აკო: არ ვიცი, ვინ არის შობელძაღლი!.. ამ ბატონმა სიტყვა „შობელძაღლი“ მართლაც ახსენა, მაგრამ თქვენზე კი არა, სხვაზე თქვა…
    ჟურნალისტი: აჰ, ესე იგი სხვაზე?
    აკო: სხვაზე!
    ჟურნალისტი: ვინ სხვაზე! თქვენ მე ვინ გგონივართ, ვინ სხვაზე!
    აკო: იმაზე… რა ქვია… მარშალ ვოროშილოვზე…
    ჟურნალისტი: ვოროშილოვზე?
    ნინიკო: ვოროშილოვზე კი არა, უფრო ზუსტად, მის ნაჩუქარ თოფზე…
    ჟურნალისტი: დამცინით? რა ვოროშილოვი! რა თოფი!…
    აკო: აი, ის თოფი, კედელზე რომ ჰკიდია!
    ჟურნალისტი: კედელზე სტალინიც ჰკიდია…
    გრიშა: სტალინზე არაფერი წამოგცდეს, შე მართლა შობელძაღლო შენა, თორემ ეს იარაღი მიჭედებული კი არაა… ჩამოვიღებ და გაგიხვრეტ შუბლს!
    ნინიკო: დამშვიდდით, ბატონო გრიშა, ნუ მიაქცევთ ყურადღებას…
    აკო: (ჟურნალისტს) როგორ იქცევი, არა გრცხვენია, ბაბუის ტოლა კაცს როგორ ელაპარაკები?
    ჟურნალისტი: მე უნდა მრცხვენოდეს? მე ვლაპარაკობ ცუდად? ჯერ შობელძაღლიო, მერე შუბლს გაგიხვრეტო… ეს ხომ შეურაცხყოფა და მუქარაა… მე თქვენ ვინა გგონივართ, მე ცნობილაძე ვარ, ცნობილი ჟურნალისტი! მე, მე რადიო „უცნობში“ ვმუშაობ და ყველას ვიცნობ… სტალინისთვის მე არაფერი მიკადრებია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს…
    გრიშა: რა პოზიცია! რა პოზიცია! თუ კაცი ხარ, ჩამოდი ძირს და ისე მითხარი, რა პოზიცია გაქვს… შენისთანებზე გაუცვდა ამ თოფს ჩახმახი, მაგრამ, იცოდე, ერთხელ როგორღაც კიდევ გაისვრის… კიდევ გაისვრის!
    ჟურნალისტი: არ გამიხეთქოთ გული!… მე არაფრის მეშინია, მღებრიშვილიც ეგრე მემუქრებოდა!.. თქვენ მე ვინ გგონივართ!.. (რეკავს ტელეფონი. ზარი: გაზმანოვის ტი მარიაჩკა, ია მარიაკ) ალო, ალო… ხაზზე ვარ, გისმენ, ერთი წუთი მაცალე, უკან დავბრუნდები… გესმის? ცოტაც და მზად ვიქნები… უკვე მზად ვარ, დავიწყო? მოგესალმები ანკა, მივესალმები რადიომსმენელს, მე ახლა ვიმყოფები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან… უფრო სწორად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სადაც საქართველოს ათასობით მოქალაქე ცდილობს საზღვრის გადაკვეთას… ანკა, უნდა გითხრა, რომ მესაზღვრეები ვერ აუდიან საქმეს, ხალხი კი პანიკაშია, რამდენიმე მათგანს გამოველაპარაკე, ვინაობა არ გაამხილეს, თუმცა მითხრეს, რომ რუსების შემოსვლის შიშით თბილისი ნაუცბათევად დატოვს… ამჟამად საზღვართან სავარაუდოდ 5-6 კილომეტრიანი რიგი დგას, ადამიანები მანქანებიდან არ გადმოდიან და, შესაბამისად, სახესაც მალავენ, თუმცა ნომრების მიხედვით მე რამდენიმე ცნობილი ადამიანისა და მაღალჩინოსნის მანქანა ამოვიცანი… (ხმა ნელნელა იკარგება)
    გრიშა: აჰა, წავიდა სხვენში!.. სად მიდიხარ, დაბრუნდი, გესმის, დაბრუნდი! (მიყვება, კიბეზე ადის)
    აკო: (ნირწამხდარი) გაიგონე, რეები ილაპარაკა? რომ მიცნოს, მთელ ქვეყანას შემიყრის, გაიქცა, გაიქცაო! რას იტყვიან დეპარტამენტში, რას იტყვის ბატონი ოთარი?..
    ნინიკო: დამშვიდდი რაა! ჯერ ერთი ვერ გიცნობს. საიდან უნდა გიცნოს, სულ ერთხელ გამოჩნდი ტელევიზორში და მაშინაც ულვაში გქონდა გაპარსული… მერე კიდევ, რა უნდა თქვან დეპარტამენტში, ვის აქვს შენი დარდი, ალბათ, უკვე ყველამ უშველა თავს…
    აკო: კი მაგარამ, ბატონი ოთარი?
    ნინიკო: ბატონი ოთარი ყველაზე ადრე გაიქცეოდა!
    აკო: ყველაზე ადრე?
    ნინიკო: დამიჯერე!
    აკო: არა, დასამალი რა მაქვს… მე არსად გავრბივარ, გადაგიყვან საზღვარზე და ეგრევე უკან დავბრუნდები… მაგრამ, ბატონ გრიშასი არ იყოს, ხო იცი ამ ჟურნალისტების, ამ მართლა (დაბალ ხმაზე) შობელძაღლების ამბავი? ათას კუდს გამოაბამენ, გაიქცაო, სამშობლო განსაცდელში მიატოვაო… ისე, არ უნდა დამეჯერებინა შენთვის, არ უნდა გამოვქც… წამოვსულიყავით, რაღა ჩვენ დაგვეცემოდა ბომბი ან რაღა მაინცდამაინც ჩვენ მოგვადგებოდნენ ტანკები ვარკეთილში? შენი ბრალია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაინც არ ვიყო, როგორ ვიმართლო თავი, ყველაფერი რომ დამთავრდება…
    ნინიკო: კარგი რა, მარტო შენ ხომ არ ხარ მოადგილე, შოთაც მოადგილე არაა?
    აკო: მერე, შოთას მადარებ? შოთას იცი რა ბედი აქვს? შოთა ახლა წინა ხაზზე იქნება გასული, მერე მსუბუქად დაიჭრება ხელში ან მხარში და გამოჩენილი გმირობისთვის გორგასლის ორდენს დაკიდებენ საზეიმო ვითარებაში… პატრიარქიც დალოცავს, პრეზიდენტიც ხელს ჩამოართმევს, ტაშსაც დაუკრავენ, ბოლოს კი დეპარტამენტის თავმჯდომარედაც მაგას დანიშნავენ!
    ნინიკო: დანიშნავენ და დაინიშნონ, დიდი ამბავი, ჰქონდეს ეგ დეპარტამენტია თუ რაც არის, სიკეთეში მოახმაროს ღმერთმა.
    აკო: მერე ჩემი კარიერა, მომავალი, სამსახური, რომელსაც წლები შევალიე!..
    ნინიკო: (აჯავრებს) „კარიერა“! „სამსახური“! „წლები შევალიე“! ცარიელი სიტყვებია ეგ ყველაფერი! წლები კი არ შეალიე, წყალში გადაყარე! რა სამსახური ეგაა, შენს მაგივრად მე რცხვენია. სად მუშაობს შენი აკოო, გოგოები რომ მეკითხებიან, ხან რა ტყუილს ვიგონებ და ხან – რას…
    აკო: (აღშფოთებული) რა თქვი, მრცხვენიაო? რა აქვს ჩემ სამსახურს სამარცხვინო? ასე არასოდეს გილაპარაკია… ერთი კარგად შემომხედე, გაგიჟდი? ხომ არ გავიწყდება, ჩემზე და ჩემ სამსახურზე რომ ლაპარაკობ! სამსახურზე, რომელიც გაცმევს, გაჭმევს და, სხვათაშორის, ხანდახან რაღაც რაღაცეები იმ შენ მაწაკ დაქალებსაც ერგებათ ხოლმე…
    ნინიკო: ერთი ესა ნახე! ნეტა, ვიცოდე რომელი ჩაგიხტა კალთაში! მითხარი ერთი, რომელი ჩაგიხტა კალთაში… რამის თავი მაინც გქონდეს, შე უბედურო!
    აკო: (ყვირის) ნინო! ძალიან გთხოვ, ასე ნუ მელაპარაკები!
    ნინიკო: როგორ ნუ გელაპარაკები, როგორ? გელაპარაკები როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთესლეობის დეპარტამენტის, იგივე „ბოსტანჯიშთესლის“ თავმჯდომარის მოადგილეს ეკადრება!..
    აკო: (ხელს აწევს, თითქოს უნდა დაარტყას, მაგრამ გადაიფიქრებს) ზედმეტი მოგდის! (პაუზა) დაწყნარდი, მეც დავწყნარედები. რაღას გამოვრბოდით, თუ მაინც უნდა დაგვეხოცა ერთმანეთი… სხვათაშორის, „ბოსტანჯისთესლისა“ და ჩემნაირი მეთესლეების დამსახურებაა, რომ აქამდე არ დავკარგეთ და, შეიძლება ითქვას, გადაშენებას გადავარჩინეთ ყველაზე ძვირფასი ეროვნული საგანძური: ყურძნისა და ხორბლის ენდემური ჯიშები! წიწიბურაზე აღარაფერს ვიტყვი… მაგრამ შენ რა გესმის…
    ნინიკო: შეიძლება არც მესმის, მაგრამ კარგად ვხედავ: მაგ შენ ენდემურ ჯიშებს ახლა ცეცხლი უკიდია და შენ, ჯარისკაცის მამისაგან განსხვავებით, არ ყვირი „ხლებ გარიტო“, შენ და შენნაირი მეთესლეები უკან მოუხედავად გარბიხართ…
    აკო: (აღშფოთებული) ახ, მე, მე გავრბივარ, არა? მორჩა, აღარსად მივდივართ, უკან ვბრუნდებით!
    ნინიკო: დაბრუნდი, ვინ დაგიშილა მერე! ვინ დაგაძალა, გინდა თუ არა, წამოდიო… დაგავიწყდა როგორ იყო? მე ვიკითხე, ყველა გარბის და ჩვენც ხომ არ ვუშველოთ თავს-მეთქი, შენ მითხარი: საზღვართან ახლოს ერთი ოჯახური სასტუმრო მეგულება და იქ შეფაროთ თავიო, თუ თბილისს აიღებენ, დავახვიოთ აზერბაიჯანშიო და თუ გადაიფიქრებენ, უკან დავბრუნდეთო…
    აკო: მოიცა, მაგით რისი თქმა გინდა? (ჩურჩულით) ესე იგი, მე შემეშინდა და გავიქეცი? (მივარდება) მე, მე, შენზე ვზრუნავ, შე ჩათლახო! ვინ ვინ და შენ ხომ კარგად იცი, რომ არაფრის მეშინია, ხომ იცი, რომ ყველა ომში ვარ ნამყოფი და დაჭრილიც ვარ.
    ნინიკო: დაჭრილი ხარ?
    აკო: ხო, ხო დაჭრილი ვარ!
    გრიშა: (სხვენიდან მოისმის ყვირილი) სად?
    აკო: (აღელვებული ვერ ამჩნევს, რომ შეკითხვის ადრესატი არაა და აგრძელებს) სად და აი, აქ! (ხელს იდებს მკერდზე) აი, აქ! და განა, მარტო აქ? (სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ირტყამს ხელებს) აქაც, აქაც და აქაც! საცერივით ვიყავი, ერთი ვედრო სისხლი დავკარგე, ძლივს გადამარჩინეს!..
    გრიშა: (აღელვებული, კიბეზე ჩამოდის) ეს რა გაბედა! ეს რა გაბედა! (კედლიდან თოფს იღებს, ამოწმებს დატენილია თუ არა და უკან კიბისკენ ბრუნდება) ეს რა გაბედა!
    ნინიკო: რას აკეთებთ, ბატონო გრიშა, თოფი რად გინდათ?
    აკო: რისთვის უნდათ თოფი, არ იცი? გადარევენ ადამიანს და მერე ეკითხებიან, რისთვის გინდაო. (გრიშას) რა გითხრათ ასეთი, ბატონო გრიშა, რა გაკადრათ?
    გრიშა: (ჩერდება) მაკადრა? ჯანდაბას ჩემი თავი! (ხელს სტალინის სურათისკენ იშვერს) იმასაც აკადრა! (აკოს მიეჭრება და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს)
    აკო: რას მელაპარაკებით!
    გრიშა: აბა, ორივემ – შენ და შენმა სტალინმა ერთმანეთს გაასწარით, სამ ასოზე წადითო!
    აკო: (მოჩვენებითი აღშფოთებით) სამზეო, კაცოო!
    გრიშა: ხო, სამზეო, სამზეო! (კიბეს მივარდება, საფეხურზე შედგება და თოფს ზევით, სხვენში დაუმიზნებს). ჰოდა, მეც სამამდე ვითვლი!
    ნინიკო: რას აკეთებთ, ბატონო გრიშა, გადაირიეთ?
    გრიშა: ვინ ვის და სად გაგზავნის, მაგას ვაჩვენებ, მე! ერთიი…
    აკო: ბატონო გრიშა, დაწიეთ ეგ თოფი, მართლა არ გაგივარდეთ, ამ სიბერეში ვიღაც ნაძირალა ჟურნალისტის გამო ციხეში არ მოხვდეთ!
    გრიშა: (ჩურჩულით) ნემსი არ უვარგა, არ ისვრის (ხმამაღლა) ხომ გავაფრთხილე სტალინზე არაფერი წამოგცდეს-მეთქი, ხომ გავაფრთხილე! ჩამოდი და ბოდიში მოიხადე! ორიი…
    აკო: (კიბესთან მიდის) ბატონო გრიშა, ფრთხილად იყავით, მაინც თოფია, დატენილია, ეშმაკს არ ძინავს… მე მიმიშვით, დაველაპარაკები, იქნებ, წამოცდა, ბოდიშის მოხდა უნდა…
    ჟურნალისტი: (ყვირის) გაწიეთ ეგ ჟანგიანი თოფი, ნუ მიმიზნებთ, თორემ ხომ გაგიგონიათ, ყველა ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპებაო…
    ნინიკო: აუ, ესა ნახე, რა ქადაგება დაარტყა: ნეტა, რომელ სასტუმროში აქვს სასულიერო განათლება მიღებული… ბატონო გრიშა, ბიბლია თქვენც გაქვთ ნომრებში?
    გრიშა: ბიბლიაც გვაქვს და სატელეფონო ცნობარიც, მაგრამ ამას ახლა ვერცერთი უშველის… ესე იგი, არ ჩამოხვალ?
    ჟურნალისტი: არა!
    გრიშა: არა ხო?
    ჟურნალისტი: არა!
    გრიშა: მაშინ სამი! (ისმის გასროლის ხმა)

    გასროლას მოჰყვება სიჩუმე, სულ მალე კი თვითმფრინავის ზუზუნისა და ჩამოგდებული ბომბის ხანგრძლივი, გულისგამაწვრილებელი ხმა, რომელსაც ძლიერი აფეთქება შეცვლის. ისმის მსხვრევის ხმა და განწირული ადამიანების ყვირილი. ბნელდება. ისადგურებს სიჩუმე. მოქმედება სრულ სიბნელეში გრძელდება. მხოლოდ ხმები ისმის.

    აკო: (ყვირის) ნინო! ნინიკო!
    ნინიკო: (კვნესის) ნუ ყვირი, ისედაც თავი მისკდება!
    აკო: სად ხარ! რატომ ვერ გხედავ! რამე ხომ არ დაგემართა!…
    ნინიკო: ვერ მოესწრები! (კვნესის) ეს რა იყო, რა მოხდა?
    გრიშა: ბომბი დაგვეცა, ამხანაგებო, ბომბი!.
    ჟურნალისტი: ხო, გაგაფრთხილეთ, არ ისროლოთ-მეთქი, რატომ არ დამიჯერეთ?
    გრიშა: არ უნდა გავარდნილიყო…, ამასწინათ სანადიროდ მინდოდა წასვლა, მაგრამ ხმა ვერ ამოვაღებინე. ხელოსანთანაც მივიტანე, მაგარამ ვერაფერი უშველა, უიმედოა, ნემსი აქვს შესაცვლელიო, მითხრა. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო…
    ჟურნალისტი: რაც გინდათ, ის იფიქრეთ. ყველაფერი რომ დამთავრდება, გიჩივლებთ…
    გრიშა: მეც გიჩივლებთ…
    ჟურნალიტი: თქვენ რის გამო, მიჩივლებთ? გამლანძღეთ, დამემუქრეთ, მესროლეთ და კიდევ თქვენ მიჩივლებთ?
    გრიშა: გიჩივლებთ!
    აკო: სანამ უჩივლებთ, იქნებ, ვინმე დამეხმაროს. მგონი დაჭრილი ვარ. ვერაფერს ვხედავ… იქნებ, ვინმემ შუქი აანთოს… ბატონო გრიშა, შუქი…
    ნინიკო: სანთებელა მქონდა, მაგრამ ვერ ვპოულობ… ბატონო გრიშა, რამე მოახერხეთ, ლამფა გექნებათ…
    გრიშა: ლამფა? კართან ეკიდა კედელზე, მაგრამ კედელი აღარ არის და ლამფა იქნება?
    ჟურნალისტი: კედელი კი არა, საერთოდ არაფერი აღარ არის! მგონი, აღარც ჩვენ ვართ!..
    აკო: როგორ არ ვართ! აბა, როგორ ვლაპარაკობთ, როგორ გვესმის ერთმანეთის?
    ჟურნალისტი: (ზარი სხვენიდან: ტი მარიაჩკა, ია მარიაკ) გისმენ, ანკა, გისმენ,… რას ამბობ! გაფიცებ! არა მართლა! სი-ენ-ენმა გადმოსცა? რას მელაპარაკები! სად, სად? ორთაჭალასთან?.. ალო, ალო, ცუდად მესმის! ორჭოსანთან?… ხო, გავიგე, აუხვიეს, ორჭოსანთან აუხვიეს!.. ეგ სადღააა!… რატომ აუხვიეს?. დამთავრდა? ალო! ალო!.. სხვა რა ხდება… (ისმის ტელეფონის ზუმერის ხმა. კრეფს ნომერს, მაგრამ ავტომატი პასუხობს, რომ ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან)… არა, ოღონდ ახლა არა რა! ახლა არა!
    აკო: რაო, რა დამთავრდაო?
    ჟურნალისტი: ომი დამთავრდაო, ომი!
    აკო: ეგ როგორ, ამ წუთას არ დაგვბომბეს?! დამთავრდა არა!
    ჟურნალისტი: ვა, დამთავრდა-მეთქი, გეუბნები! სი-ენ-ენ-მა გადმოსცა. მორჩა, თბილისზე აღარ მოდიანო!
    აკო: ესე იგი, დამთავრდა?
    ჟურნალისტი: ხო, დამთავრდა!
    აკო: ვააა! ვინ იფიქრებდა, რომ ხუთ დღეში დამთავრდებოდა!
    გრიშა: დამთავრდა? რა დამთავრდა! მე რა მეშველება, ვინ ამინაზღაურებს ამხელა ზარალს? ვინ გადაიხდის ბანკის ვალს?
    ჟურნალისტი: სტალინი გადაიხდის, სტალინი!
    გრიშა: ეე, ნეტა, იყოს სტალინი და…
    ჟურნალისტი: რა იქნებოდა, რა..
    გრიშა: ომი არ იქნებოდა, შიმშილი არ იქნებოდა, შენნაირები არ იქნებოდნენ…
    ნინიკო: ბატონო გრიშა, რატომ გგონიათ, რომ თქვენნაირებს დაინდობდა?.. თქვენც რომ დაეხვრიტეთ?…
    გრიშა: დავეხვრიტე მერე! დიდი ამბავი! თუ საქმეს ასე სჭირდება, უნდა დაგხვრიტოს კიდეც! აბა?
    ნინიკო: როგორ, ბატონო გრიშა, სიცოცხლეს დათმობდით?
    გრიშა: გადამრევს ეს ხალხი! იმასთან შედარებით ჩემი სოცოცხლე რა მოსატანია! მე ვინა ვარ, ის კი ყველა ხალხის მამა იყო… გენერალსინუსი იყო!
    აკო: გენერალისიმუსი!
    ჟურნალისტი: (იცინის) კოსინუსი! კოსინუსი!
    გრიშა: მოვკლავ, ამ ლაწირაკს!
    ნინიკო: (აკოს) შენ კიდევ ამბობ, დამთავრდაო…
    აკო: დამთავრდა არა…. ხუთ დღეში არაფერი მთავრდება! მეც კარგი ნათრევი ვარ სასტუმროებში და ერთი-ორჯერ მეც გადამიშლია ბიბლია… ხუთ დღეში ღმერთმა ვერ დაასრულა თავის საქმე… არადა, ისე რო დაფიქრდე, რა კარგი იქნებოდა, რომ გაჩერებულიყო ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე, მხეცებზე… მაგრამ არა! აღორძინდით და გამრავლდითო და აჰა, ჩვენც ავღორძინდით და გავმრავლდით!..
    ნინიკო: ნეტა რეებს ბოდავ, თუ იცი!
    აკო: ვიცი! ძალიან კარგადაც ვიცი!
    ნინიკო: რა იცი!
    აკო: რა და ის ვიცი, თუ რატომ არ ენახვება ხალხს…
    ნინიკო: ვინ?
    აკო: ვინ და ის, ის ზემოთ რომ არის!
    ნინიკო: (აჯავრებს) ვაა! ნეტა, რატომ?
    აკო: თავის ნამოქმედარის რცხვენია!
    ნინიკო: რა?
    აკო: რაც გაიგე! თავის ნამოქმედარის რცხვენია!
    ნინიკო: დიდი ხანია, რაც ეგ საიდუმლოება შეიტყვე?
    აკო: არა, სულ ახლახან, ბომბასავით დამეცა!
    ნინიკო: ბომბასავით?
    აკო: ხო, ბომბასავით და გამინათდა…
    ნინიკო: ესე ეგი, მიწამ თავი დაგანება და ახლა ზეციდან ჩაგესმის ხმები… არა რა, ხო ვამბობდი, სასტუმროებში არაა ბიბლიიის ადგილი-მეთქი!.. წაიკითხავენ ძილის წინ ორ აბზაცს და მერე მთელი ცხოვრება ბოდავენ!.. ამათ მხოლოდ სატელეფონო ცნობარი უნდა აკითხო, არც წიგნი, არც გაზეთი და არც ჟუნალი, მხოლოდ სატელეფონო ცნობარი!…
    გრიშა: ჩუ! მგონი ვიღაცა მოდის! (ისმის ლაპარაკი, ხმაური, სირენის ხმა) აქეთ! აქეთ!
    ჟურნალისტი: აანთეთ რა, შუქი აანთეთ, ვერ ვიტან სიბნელეს!
    აკო: გაჩუმდი, რა გაყვირებს, შე მართლა ბნელო, შენა, რას ვერ იტან, სულ სიბნელეში არა ხარ, ცოტაც მოითმინე!..
    ჟურნალისტი: აანთეთ! აანთეთ!
    გრიშა: აქეთ! აქეთ!
    აკო: არ აანთოთ, გაზის მილი არ იყოს გამსკდარი, არ ავფეთქდეთ, გესმით არ აანთოთ, არ დაუჯეროთ, არ აანთოთ!..
    ნინიკო: კარგი, დაწყნარდი, რა მოგივიდა, აანთონ, შენი რა მიდის…
    აკო: როგორ რა მიდის, რომ მიცნონ?
    ნინიკო: ვინ უნდა გიცნოს?
    აკო: იმან!
    ნინიკო: ვინ იმან?
    აკო: იცი შენ, ვინც!
    ნინიკო: შოთამ?
    აკო: თუნდაც შოთამ!
    შორიდან ხმა: არის ვინმე ცოცხალი?
    აკო: ნამდვილად მისი ხმაა?
    გრიშა: აქეთ, აქეთ!..
    ჟურნალისტი: გვიშველეთ, გვიშველეეეთ!
    ნინიკო: (გრიშას და ჟურნალიტს) გემუდარებით, გაჩუმდით, ცოტა ხანი გაჩუმდით რა!
    შორიდან ხმა: (მკაფიოდ) არის ვინმე ცოცხალი, ხმა გაგვეცით, არის ვინმე ცოცხალი?
    აკო: ისაა, ხმაზე ვიციანი! ნამდვილად ისაა!.
    ნინიკო: შოთა?
    აკო: კი, შოთაა, შოთა! ნეტა, რას გადამეკიდა, რა უნდა! საიდან გაიგო აქ რომ ვარ? ვინ თხოვა ჩემი გადარჩენა!… რა ვუთხრა, როცა მკითხავს, აქ რა გინდა, ან სად იყავი ამდენი ხანიო? რა ვუთხრა, შემეშინდა და გავიქეციო?
    ნინიკო: კარგი რა, შენი ჭირიმე! მარტო შენ ხომ არ გაქცეულხარ, მთელი ქვეყანა გარბოდა!..
    ჟურნალისტი: აანთეთ, შუქი აანთეთ!
    გრიშა: აქეთ, აქეთ!
    ნინიკო: ბოლოს და ბოლოს, მართლა რა გახდა, აანთეთ ეგ დამპალი შუქი!

    ინთება შუქი. სცენაზე ყრიან მოქმედი პირები. სამხედრო ფორმიანები მათ გვამებს აგროვებენ და საკაცეებზე აწვენენ. შემოდის მამაკაცი.

    მამაკაცი: არავინ გადარჩა?
    სამხედრო: არავინ, პირდაპირი ნავოდკითაა დაცხრილული! საბაჟო გამშვები-პუნქტიდან დაუნახავთ: ჯერ ამათ უსვრიათ სხვენიდან…
    მამაკაცი: რა იარაღიდან ისროლეს?
    სამხედრო: ესე ერთი შეხედვით ძნელია რამის თქმა, ექსპერტები მუშაობენ…
    მამაკაცი: ზუსტად იცით, რომ არავინ გადარჩა?
    სამხედრო: ისე არიან დასახიჩრებული, რომ ამოცნობაც კი გაჭირდება!
    მამაკაცი: (თავისთვის ჩაილაპარაკებს) უცნობი გმირები… უცნობი გმირები… კარგი რეპორტაჟის გაკეთება შეიძლება ამაზე… (იღებს მობილურს, თან ნელი ნაბიჯით მიიწევს კულისებისკენ. ტელეფონის მენიუში იქექება) „ჟურნალისტი“… „ჟ“, „ჟ“… ჟჟორა არა, ჟუჟუნა, ჟოორესა, სად დაიკარგა… აი, ჟურნალისტიც… რვა-ცხრა-ცხრა… (რეკავს, თითქმის გასულია სცენიდან. თავისთავს ელაპარაკება) უცნობი გმირები! საქართველოს ისტორია სავსეა უცნობი გმირებით, ამიტომაც მოვაღწიეთ აქამდე! გავიდა! ჰა, აიღე ახლა, აიღე!

    (გადის სცენიდან. ცარიელ სცენაზე აგდია მობილური ტელეფონი. ისმის მისი ზარის ხმა: ტი მარიაჩკა, ია მარიაკ…)

    ფარდა

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • დრამატურგია

    ირაკლი სამსონაძე – ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი

    ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით

    მოქმედი პირნი:
    1. ინდაური ინდიკო – ციდან მოვლენილი საჩუქარი, ასე ვთქვათ…
    2. თოვლის პაპა;
    3. ბაბალე – მისი მეუღლე;
    4. კომბლე – კეთილი მწყემსი;
    5. კომბლეს ცხვარი;
    6. ნაცარქექია;
    7. დევი;
    8. მელა;
    9. მგელი.

    თოვლის პაპას სახლი. ტრადიციული ქართული გარემო. ბუხარი, მაგიდა, რამდენიმე ჯორკო, კედელზე წითელი წიწაკების აცმა.
    სურათი პირველი: – აქა ამბავი თოვლის ბებო ბაბალეს უცნაური გამოჩენისა.
    თოვლის პაპას შუბლზე ცივი საფენი დაუდევს. ოხრავს. დოქიდან წყალს ჩამოისხამს თასში. კარზე კაკუნი.
    თოვლის პაპა საფენს მოიხსნის, თავს გაოიყოჩაღებს, ჩაახველებს – მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა.
    ღია კარში კეთილი მწყემსი, კომბლე გამოჩნდება.
    კომბლე – სტუმარი არ დალეოდეს აქაურობას, გამარჯობა, თოვლის პაპავ!
    თოვლის პაპა – შენა ხარ, კომბლე?! ეჰ…
    პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. მობრძანდი – კომბლე შემოდის. – რა დაგემართა, შეუძლოდ ხარ?!
    თოვლის პაპა – ნუ მკითხავ – გუშინ ნაცარქექიასთან ცოტა – უჰ, თავი…
    კომბლე – გასაგებია… გაკეთებულ ღვინოს რომ ასაღებდა ტყეში, ვიცოდი, მაგრამ თოვლის პაპასაც თუ შებედავდა, ვერ ვიფიქრებდი.
    თოვლის პაპა – დაილოცეო და ჰა… ანდა, როგორ არ უნდა დაილოცო, როცა თოვლის პაპა ხარ… დავსჯი მე მაგას – ფალსიფიკაციისთვის… (წყალს მოისვამს, დარბაზისკენ გამოიხედავს) ფალსიფიკაცია, ბავშვებო, გაყალბებას ნიშნავს ქართულ ენაზე, მაგრამ ისე მიგვაჩვიეს ტელევიზორიდან ამ უცხო სიტყვებს, რომ მეც კი წამომცდება ხოლმე… (კომბლესკენ) შენ საით, კომბლე?
    თოვლის პაპა – აბა, კაცო, ახალი წელი კარს მოგვადგა, რამდენი საჩუქარი მაქვს ბავშვებისთვის დასარიგებელი და ამ დღეში კი ჩამაგდო ნაცარქექიამ – ბაბალეც აგვიანებს, წნევის წამალს გიყიდიო… სადაა ამდენ ხანს –
    (გამოჩნდება ბაბალე უცნაური პარიკით თავზე და საკმაოდ დამოკლებული კაბით).
    ბაბალე – სად ვარ და აქ ვარ, ჩემო დზვირფასოო…
    თოვლის პაპა – დზვირ?!. ჰა?!.
    კომბლე – ვაი…
    თოვლის პაპა – რაა გჭირს, ბაბალე?!
    ბაბალე – რა უნდა მჭირდეს, საახალწლოდ ახლადგახსნილ სილამაზის სალონს მივაკითხე – ინდიკო დაურქმევიათ სალონისთვის, ნაცარქექიას მოპოვებული ინვესტიციააო… აბა, როგორია?! (დატრიალდება)
    კომბლე – მე წავალ… ბოდიში…
    ბაბალე – რატომ, კომბლეე, დარჩებოდეთ ჩვენსა, კოკტეილზეედ…
    თოვლის პაპა – რომელ კოკტეილზე?..
    კომბლე – არა, არა, ბბოდიში… ცხვარს თივა უნდა მივუტანო (კარის ზღურბლს გაჰკრავს თავს) უჰ… მმააპატიეთ… (ნაჩქარევად დატოვებს იქაურობას.

    სურათი მეორე: აქა ამბავი ბუხარში ჩამოვარდნილი ამანათისა.
    თოვლის პაპა – რა გჭირს, ქალო, ამისთანა სტუმარი დამიფრთხე.
    ბაბალე – ოჰ, ამისთანა… XXI საუკუნეში კაცს თივა მიაქვს ცხვრისთვის…
    თოვლის პაპა – აბა, რა უნდა წაუღო ცხვარს, ბაბალე?
    ბაბალე – რა და, ბატონო, იცი შენ რომ იქ, აი იქ, იქით – ცხვრებისთვის, კაცებისთვის, გოჭებისთვის და ძაღლებისთვის პანსიონებია გახსნილი – აქ თივა უზიდე შენი ზურგით…
    თოვლის პაპა – სად გაგანათლეს, ქალბატონო ბაბალე, ასე, საინტერესოა…
    ბაბალე – სად და სილამაზის სალონში…
    თოვლის პაპა – რა ქვიაო?
    ბაბალე – ინდიკოო… ქვიაო…
    თოვლის პაპა – ღმერთო, ნუ შემშლი ამ საახალწლოდ, ბავშვებს ვინ დაურიგებს საჩუქრებსა და ფოჩიან კამფეტებს… ვინ დალოცავს მადლიანი ქართულით ფუძე-ჭერს, ვინ…
    ბაბალე – გაიგე, ადამიანო, ინტერნეტის დროში ვცხოვრობთ, ტექნოკრატიულ ეპოქაში, შენ კი ისევ ძველებურად აპიპინებ, შენსას…
    თოვლის პაპა – მე ვაპიპინებ, მეე?! (გამოხედავს) ბავშვები, ეს ცუდი მიმართვაა და ნიშნავს…
    ბაბალე – კაი, მეტისმეტი მომივიდა, მაგრამ ისევ შენთვის ვამბობ, დზვირფასო.
    თოვლის პაპა – აღარ გავიგონო ეს – დზ… რას ნიშნავს დზვირფასო, როცა ქართულად ითქმება ძვირფასო, მემესიჯები?!..
    ბაბალე – ჰოდა, ძალიან ცუდი, რომ არასოდეს… გვიმესიჯია?! ცუდია, ცუდი…
    თოვლის – მე წერილებს გწერდი შენ, ზოგჯერ ლექსებადაც!.. ბაბალე, მომისმინე, ბაბალე, არ შეიძლება ასე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა… რაღაც უნდა შევინახოთ, ბაბალე, ტრადიცია უნდა შევინახოთ, გოგო, ბრმა წამხედურობით კარგი არაფერი გამოვა, ბაბალე… მე პაპას უნდა ვგავდე, შენ უნდა გავდე ბებოს, ბაბალე.
    ბაბალე (წაუტირებს) – ბებოს, ჰო, ბებოს… ოჰო (გამოხედავს) და შენ რომ პაპას გავდე, ხოლო მე თანამედროვე, საქმიან, ემანსიპირებულ ქალს, არ შეიძლება? იმიჯი რომ მქონდეს ასეთი, ჰა?!
    თოვლის პაპა – იმიჯი, ბავშვებო, ნიშნავს… (პაუზის შემდეგ) რა სილამაზის სალონში მოხვდი ამისთანა უნაიროში, ქალო… გული… გული… წნევა!..
    ბაბალე შეფუცხუნდება, საიდანღაც წნევის აპარატს გამოაჩენს, სკამზე მისვენებულ თოვლის პაპას წნევას უსინჯავს.
    ბაბალე – დამშვიდდი ახლა, ჰო… რანაირი ისა ხარ, პირდაპირ… ფიცხი… ყველაფრის გულთან მიტანა იცი – აი, 190/100-ზე არ შეიძლება ასე ნერვებზე აყოლა არაფრის გამო, სანტა კლაუსი გათანამედროვდა და შენ რა გახდი ასეთი…
    თოვლის პაპა – ვინ გითხრა, რომ სანტა-კლაუსი გათანამედროვდა?
    ბაბალე – სილამაზის სალონში თქვეს.
    თოვლის პაპა – ტყუილია, ჭორია… სანტა-კლაუსი წესიერი კაცია..
    ბაბალე – ვითომ წესიერი არ შეიძლება თანამედროვე იყოს?!
    თოვლის პაპა – თოვლის პაპებში – არა. თოვლის პაპა მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციულია. მოიშალე ეგ ვარცხნილობა… და კაბული კაბაც…
    ბაბალე – პარიკია, დამშვიდდი… (კაბასაც ჩამოიწევს) ჯიუტი რო გამოვა კაცი, იმას…
    თოვლის პაპა – გამიზომე ახლა წნევა.
    ბაბალე – დაიცა, წამალი მოგიტანე…
    თოვლის პაპა – აღარ მჭირდება წამალი, შენ რომ ასეთს გხედავ, კარგად ვხდები… გამიზომე…
    ბაბალე – საოცრება… 120/70-ზე… კოსმონავტის წნევაა…
    თოვლის პაპა – ჰო, მოვმჯობინდი… დამეხმარე ახლა, საჩუქრები დავახარისხო, ხომ იცი, ის ოთიკოსო, ის კესოსო, ის სალომესო, გიგისო… ჰე გამოიტანე ხურჯინი და შევუდგეთ საქმეს…
    ბაბალე (წამოდგება) – რას გახდება შენთან ქალი… (ხურჯინი მოაქვს, ამდროს ბუხარში ამანათი ჩამოვარდება, ბაბალე შეცბება) – ვაი…
    თოვლის პაპა – ეს რაა?
    ბაბალე – დედაა, ამანათი!… სანტა-კლაუსი თუ გვილოცავს ახალ წელს, იმან იცის ასე, ბუხრიდან ჩამოგდება საჩუქრის…
    ბაბალე და თოვლის პაპა ამანათს უახლოვდებიან.

    სურათი მესამე – აქა ამბავი ინდაური ინდიკოს გამოჩენისა, რომელიც თავის თავს ციდან მოვლენილ საჩუქარს უწოდებს.

    ამანათი თავისით იხსნება და იქიდან… თქვენ წარმოიდგინეთ, ინდაური! კი, აშკარად ინდაური, თანაც გაღიმებული…
    ბაბალე – ინდაური?!
    თოვლის პაპა – მგონი ინდაურია, კი…
    უცნაური სუბიექტი – ინდიკოო…
    თოვლის პაპა – ბატონო?!
    ინდიკო – შეგიძლიათ, ინდიკოო დამიძახოთ, შინაურულად…
    ბაბალე – ღმერთო, ნუ შემშლი… სილამაზის სალონი როა, ინდიკო, ის რაა თქვენი… უი, მაპატიეთ, სილამაზის სალონი რა უნდა იყოს; თქვენ მეპატრონე ბრძანდებით?
    ინდიკო – დიახ, ვარ! მეპატრონე… ასე ვთქვათ, საკონტროლო პაკეტის 51% ვფლობ, მართვის უფლებით…
    ბაბალე – სასიამოვნოა…
    ინდიკო (გარემოთ ათვალიერებს) – სასიამოვნო იქნება, გენაცვალე, აბა, რა იქნება, ჩემისთანა ციდან მოვლენილი საჩუქარი ამ ბნელ, ჩამორჩენილ, არქაულ გარემოში…
    თოვლის პაპა – არქაული, ბავშვებო, ძველს ნიშნავს… ძალიან ძველს, მაგრამ… (ინდიკოს გახედავს) რა უფლებით მილანძღავს ოჯახს, ეს…
    ინდიკო (გარემოს ათვალიერებს) – რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, თქვე გაჭირებულებო!… რა დიზაინია, რა გამჭვარტლული სინამდვილე, ასე ვთქვათ… არა, არა, აქაურობა უნდა შევცვალო…
    ბაბალე (თოვლის პაპას) – აი, რას გეუბნებოდი… )ინდიკოს) თქვენ დიზაინერიც ბრძანდებით?
    ინდიკო – კი… ვარ, ასე ვთქვათ! საქვეყნოდ ცნობილი დიზაინერი ვარ მე! და საერთოდ, მე ყველაფერი ვარ… ძალიან იოლად ვეუფლები ყველა პროფესიას, თქვენ წარმოიდგინეთ… აი, ასეთი ვარ მე, ინდიკოო… ციდან მოვლენილი საჩუქარი!
    თოვლის პაპა – რა საინტერესო ინდაური ყოფილხარ…
    ინდიკო – ირონიას ვგრძნობ, მაგრამ ჩვენ ირონიით ვერ შეგვაშინებთ! ჩვენ დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები უნდა ვაკეთოთ…
    თოვლის პაპა – ვინ, – თქვენ?!
    ინდიკო – ჩვენს როცა ვამბობ, ვგულისხმობ – მეს, მაგრამ ვამბობ ჩვენს, რადგან ვარ უაღრესად თავმდაბალი… (მობილურის ზარი) უკაცრავად… (მობილურზე ლაპარაკობს) ჰო! ჩამოვფრინდი!.. მაგრამ, რომ იცოდე, სად ჩამოვფრინდი… ჯორკოებია ისეთი, კურტუმო გაგიქვავდება, ასე ვთქვათ… კედელზე წითელი წიწაკების აცმა და ეს ნივრები… ნივრები… მოკლედ, ჩემი ხელი აკლია აქაურობას… ბიზნესგეგმა უკვე შევადგინე… შევცვლით, ყველაფერს შევცვლით, და ისე შევცვლით, რომ დასის ფანტასტიშ იქნება, ერთი სიტყვით… (მობილურს შეინახავს).
    თოვლის პაპა – ეგ ვინ იყო, თუ უკაცრავად არ ვიყო, ჰა?!
    ინდიკო – მეგობარია ჩემი, ერთობლივ პროექტში მივიღეთ გრანტი.
    თოვლის პაპა – ააა?! და მეგობარიც ინდაურია?
    ინდიკო – არა, ბატონო, მეგობარი ბატია, თეოფილე…
    თოვლის პაპა – აჰა, ბატიღა გვაკლდა…
    ბაბალე – მოუსმინე, ადამიანო, იქნებ რას გვეუბნება!…
    თოვლის პაპა – ვის მოვუსმინო, ქალო ვის, ინდაურს?!
    ინდიკო – ძალიან გთხოვთ, შეურაცხყოფის გარეშე ვიკონტაქტოთ, ასე ვთქვათ.
    ბაბალე (პარიკს ჩამოიცვამს) – დედა, რა მოსწრებული სიტყვა მოიხმო, – ვიკონტაქტოთო…
    ინდიკო (ბაბალეს მიაცქერდება) – ახ, შარმან!
    ბაბალე – დედა, დედა, განათლებულიცაა…
    ინდიკო – ბონჟურ, მადამ! ვარ განათლებული! კი – გეთანხმებით – ძალიან განათლებული ვარ მე, ენები ვიცი ბევრი.
    თოვლის პაპა – განათლებული კი არა, შენ ხარ ერთი უტვინო, გაფხორილი ინდაური…
    ინდიკო – ბიბილო! ბიბილო! ბიბილო არ ამახიო!
    თოვლის პაპა (სკამზე დასვამს ინდიკოს) – აქ დამელოდე, ვაჟბატონო, მოგივლი მე შენ! (ბაბალეს) ახლა შენი ჯერია, ქალბატონო! მოიხადე პარიკი!
    ბაბალე – დედა, დედა, როგორ იქცევი უცხოსთან, რას იფიქრებს…
    თოვლის პაპა – არ მაინტერესებს მე, რას იფიქრებს ინდაური… (ოთახიდან გაჰყავს).
    ბაბალე – უიმე, უკაცრავად, ბატონო ინდიკო, იცის ხოლმე ასე – ფიცხია ძალიან…
    თოვლის პაპა – წამობრძანდი აქეთ, ფიცხს განახებთ მე თქვენ… (გადიან)
    ინდიკო (უკმაყოფილოდ იფხორება) – და თოვლის პაპა ქვია ამას?! დიქტატორი ეს… უზრდელი… არაცივილური ეს… ძირს თოვლის პაპების დიქტატურა! გაუმარჯოს რეფორმატორ ინდაურებს!!! )ხურჯინს შენიშნავს) ჰმ… ხურჯინი! რაა ამ ხურჯინში… (ჩაიხედავს) ასეც ვიცოდი, ფოჩიანი კამფეტები! (ერთს ამოიღებს, შეჭამს) საბრალო ბავშვი, ასე ხომ კბილებს გაიფუჭებს! ამას არ გვასწავლიდნენ ჩვენ იქ! ბავშვთან უნდა მიხვიდე, ფოჩიანი კამფეტი თავად მიირთვა, ბავშვი კი უნდა დაარიგო: ბავშვო, გაუფრთხილდი კარიესს, ბავშვო, დაე, მე გამიფუჭდეს კარიესი, მე დავდებ თავს შენი გულისთვის, ბავშვო, შენ კი დააფასე ჩემი თავდადება და მუდამ გახსოვდე!… არა, არა, მე უნდა გავხდე თოვლის პაპა, მე უნდა ავიღო ხელში ძალაუფლება! მე უნდა დავუმტკიცო კაცობრიობას, რას ნიშნავს ჭეშმარიტი რეფორმატორობა! წინ თოვლის პაპა ინდიკო, შენ დიდი საქმეები გელის!!! (ხურჯინს მოიკიდებს, სცენიდან გავა)
    შემოვლენ თოვლის პაპა და ბაბალე
    თოვლის პაპა – სადაა ეს ინდაური?! ხურჯინი… ჩემი ხურჯინი… ვინ დაურიგებს პაწიებს საჩუქრებს… მოიპარა იმ….
    ბაბალე – ხურჯინი მოიპარაო… ვაი! (გული მისდის)

    სურათი მეოთხე: აქა ამბავი იმისა, თუ როგორ ცდილობდნენ ნაპოლიციარი მგელი და მაცდური მელია კუდიგრძელია, კომბლეს ცხვრის შეცდენას.

    ბაგაში დამწყვდეული ცხვარი ჯიბის სარკეში იპრანჭება.
    ცხვარი – მეე ძალიან ჭკვიანი და ლამაზი ცხვარი ვარ; მეე კომბლეს ცხვრებს შორის გამორჩეული ცხვარი ვარ; მეე კომბლემ მითხრა, შენზე ჭკვიანი და ლამაზი ცხვარი ჯერ მეე არ მინახავსო; მეე…
    შორიდან ხმა მოატანს: – მეე…
    ცხვარი (გაკვირვებული) – მეე?!
    გამოჩნდება მგელი.
    მგელი – მეე…
    ცხვარი (შეშინებული) – მეე ასეთი ბოხი მეეის მეეშინია… (შეიმალება)
    მგელი (სასოწარკვეთილი ხმით) – მეე…გობაროუ! ჩეემო მეე-გობაროუ! გამობრძანებულიყავი გარეთ, ჩვენს უუმშვენიერეს, უუღრანეს, უუდაბურულეს ტყეში სასეირნოდ; იიქ, მეე-გოუბაროუ! მეე და შენ, ისე… უუ…უუ… როგორ მშიააუ! მეე მშიააუ! კომბლემ საპატრულოდან დამითხოვა და მეე კომბლეს ცხვარი მშიააუ!!!
    გამოჩნდება მელია კუდი გრძელია
    მელა – რა მუცლის გვრემა აგიტყდა; ბარემ ისიც უთხარი, რომ შეჭმას უპირებ!
    მგელი – აახ, მაცდურო მელია კუდი გრძელია, როგორი შეურაცხყოფილი ვარ, როგორი გალახული კომბლესგან, როგორი მშიერი, როგორი დანატრებული სითბოს და ალერსს… (ხელს წაატანს)
    მელა (თავს ინთავისუფლებს) – დამანებე, კაცო, თავი! უჰ… ნახა დრო – ახალი წელი კარს მოგვდგომია, შენ კი ერთი გაუბედურებული ბეღურაც ვერ მოგინადირებია…
    მგელი – ეეჰ, იყო დროო, შენც გახსოვს…
    მელა (ნიშნისმოგებით) – იყო, მახსოვს, მაგრამ იყო და აღარ არის!…
    მგელი – აღარ გიყვარვარ, არა, მაცდურო? მაშინ ხომ კარგად მინაბავდი თვალებს…
    მელა – მაშინ მაშინ იყო…
    მგელი – შეგჭამ ახლა, გადაგყლაპავ, შე მოღალატე…
    მელა – შეგჭამ და შეგჭამ, გადაგყლაპავ და შეგსანსლავ, სულ ეს გაკერია პირზე… ჩვენ, მტაცებლებმა რომ არ ვჭამოთ ერთმანეთი, ცხვარი დაილია ქვეყანაზე?
    მგელი – არ გამოდის და…
    მელა – მე გამოვიყვან… მხოლოდ წადი, აქაურობას გაეცალე, იქით იყმუვლე სადმე…
    მგელი – მერე შენ თუ გამოიტყუე, შენვე მიირთმევ და მე რა?!
    მელა – არ გეკადრება?! ასე მიცნობ?!
    მგელი – კი, ასე გიცნობ – სწორედაც…
    მელა – გრცხვენოდეს… წილში ხარ, გეფიცები!.. “პოლნი” წილში… მე თანამედროვე მეთოდებით ვმუშაობ, შენი ყმუილი ხელს მიშლის… (დასაკეც კომპიუტერს აჩვენებს) აი!
    მგელი – ეს რაა?
    მელა – კომპიუტერი, ინტერნეტი არ გაგიგია? ოდნოკლასნიკი რუ-ში შევალ და მერე მე ვიცი… წადი ახლა, წადი… მერე მოდი, მერე!…
    მგელი – უუუ! როგორ შეიცვალა დროუ! არც ინგლისური ვიცი, არც კომპიუტერი, გამომაძევეს საპატრულოდან და ახლა მშიააუ! ძალიან მშიააუ! (თვალს ეფარება).
    მელა (პაუზის შემდეგ) – მართლა იდიოტი ეს!… (კომპიუტერს ჩართავს) ესეც ესე – ოდნოკლასნიკი-რუ… შევედით – მელია კუდი გრძელია ეძებს უსაყვარლეს დაქალს, ცხვარუკას (ვიღაც შენიშნავს) ვაი… თოვლის პაპა?! კი, ხურჯინით… ნუთუ ახალი წელი დადგა?! არ დამინახოს კომბლეს ცხვართან; მოწმე არ გვჭირდება – ვითომ შემთხვევით მოვხვდი აქ, ვითომ… (კომპიუტერს აკეცავს, კუდს მკლავზე გადაიდებს, ჯერ უდარდელი ნაბიჯით გაივლის, შემდეგ მოცოცხავს).

    სურათი მეხუთე: აქა ამბავი იმისა, რომ ინდიკო აქადაგდა, მაგრამ ინდაურის აქადაგება რას გასჭრიდა, ცხვარი რომ მართლა ცხვარი არ ყოფილიყო, ის სულელი, ისა…

    გამოჩნდება ცხვარი.
    ცხვარი (შეშინებული) – მეე ძალიან მაშინებს ტყის ხმები… მეე კომბლემ გამაფრთხილა, ბეეევრი მტეერი გყაავსო…
    გამოჩნდება ინდიკო. ერთმანეთს მიაცქერდებიან.
    ინდიკო – ეს რა ცხოველი შემომცქერის…
    ცხვარი – მ ეეე.
    ინდიკო – ვაი…
    ცხვარი – მეე…
    ინდიკო (ძალიან დამფრთხალი) – ვინ ხარ?!
    ცხვარი – მეე – კომბლეს ცხვაარი…
    ინდიკო (გამოყოჩაღდება) – აჰ, ცხვარი,! კომბლე ეს ის როა, არა?! სხვენში რო აწყობს კომბლებს… ო, მაინ გოთ!
    ცხვარი – მეე არ მეესმის, თქვენ ვინ ხართ?!
    ინდიკო – თოვლის პაპა ვარ მე, ინდიკო! ციდან მოვლენილი საჩუქარი თქვენისთანა ბნელებისთვის, ასე ვთქვათ…
    ცხვარი – მეე ცხვარი კი ვარ, მაგრამ არც ისეთი სულელი ცხვარი, მეე მინახავს თოვლის პაპა…
    ინდიკო – ჰმ… უნახავს! რა გინახავს რა?! ის ძველი თოვლის პაპა იყო და ძველ დროში დარჩა, მე ახალი თოვლის პაპა ვარ და ახალი დრო მომაქვს! მე ვარ რეფორმატორი რეფორმატორთა შორის! მე თქვენთვის ცხოვრების ახალი სტილი მომაქვს; აი, შენ, მაგალითად, ცხვარო, რას გავხარ?!
    ცხვარი – მეე?! მგონი, ცხვარს…
    ინდიკო – მერედა ვის აინტერესებს ჩვენს დროში, თუკი ცხვარი ცხვარს გავს? ეს ნონსენსია; ესაა რეტროგრადული მიდგომა საკითხთან! ეს სიმახინჯ;სიმახინჯეა, ბოლოს და ბოლოს!
    ცხვარი – მეე ასეთი მახინჯი ვარ?!
    ინდიკო – ხარ! დიახაც, ხარ! და იმიტომაც ხარ მახინჯი, რომ ცხვარი ცხვარს გავხარ!
    ცხვარი – მეე… ვაი-მეე!
    ინდიკო – შემომიშვი ერთი, კარგად შეგათვალიერო – (ბაგაში შევა) ჰმ… მატყლში გახვეულა… მაგრამ არაუშავს… მე საუკეთესო სტილისტიც ვარ და შენ დაგამსგავსებ… (მხატვრის თვალით უცქერს) პალმას!
    ცხვარი – მეე – პალმას?!
    ინდიკო – დიახ, პალმას… ხეა ასეთი, სუბტროპიკებში და ტროპიკებში ხარობს… გენიოსი ვარ, დედას გეფიცებით, რა… ჩვენ აქედან გავემგზავრებით სილამაზის სალონ ინდიკოოში… შემდეგ კი რომელიმე ფეშენ ფართზე – მიბოძეთ თქვენი პირადი კომპიუტერი…
    ცხვარი – მეე – არ მაქვს…
    ინდიკო – ახლა გადავირევი… აბა, ვისა აქვს, – კომბლეს?
    (დარცხვენილი ცხვარი თავს უქნევს თანხმობის ნიშნად)
    ინდიკო – ესაა ხომ?! ასეც ვიცოდი… ტელევიზორზე ძველია… ეჰ, ჩემი დამრჩა, თორემ… (კომპიუტერზე აათამაშებს თითებს) არაუშავს, ბნელო აწმყოვ, მე შენ ნათელ მომავლად გაქცევ!… კი, არის… აგე, ნაცარქექია, ჩემი ბიზნესპარტნიორი აწყობს თურმე ფეშენ ფართს… იქ ვესტუმრებით… ოჰ, შენს სახელზე წერილია… ჩემს დაქალ ცხვარუკას მელია კუდი გრძელიასგან…
    ცხვარი – მეე კომბლემ მითხრა, მტაცებლებს უნდა მოერიდო…
    ინდიკო – კომბლე და კომბლე, მუდამ ეს ვიღაც კომბლე მესმის შენგან, გამაგებინე, გოგო, სრულწლოვანი არ ხარ?
    ცხვარი – მეე მგონი, კიი…
    ინდიკო – მერე?! ეს ხომ უფლებების და თავისუფლებების ხელყოფაა! გჩაგრავენ! უმოწყალოდ მანიპულირებენ შენი პირადი ცხოვრებით და შენი პირადი ცხოვრებით უმოწყალოდ მანიპულირებენ!
    ცხვარი – მეე ასეთი სიტყვა არ ვიცი!
    ინდიკო – სამაგიეროდ მე ვიცი! მე და ჩემმა მეგობარმა, ბატმა თეოფილემ ვიცით, რადგან გრანტი მოვიპოვეთ და განსწავლულები ვართ ერთობ და ვიღვწით და…
    ცხვარი – მეე… მოვდივარ!
    ინდიკო – აი, ყოჩაღ! ახლა შენ თავისუფლებისკენ გადადგი პირველი ნაბიჯი… გთხოვთ! (კარს შეუღებს) გთხოვთ! თქვენ გელით ახალი ცხოვრება! აი, ისიც, ფეშენფართებისა და ფეშენ შოუების გაბრწყინებული სამყარო, ის თქვენ გელით, მენდეთ!
    ცხვარი (გზად) – მეე ერთხელ კომბლემ მითხრა, – შეე მართლა ცხვაროო!..
    ინდიკო – ეს აღმაშფოთებელია!
    ცხვარი (გზად) – მეე კომბლე სასეირნოდ არ მიშვებდა.
    ინდიკო (გწად) – მოვეშვათ კომბლეს… კომბლე წარსულში დავტოვოთ… წინ, მხოლოდ წინ, სილამაზის სალონისკენ…

    სცენიდან გავლენ თუ არა, კომბლე გამოჩნდება.

    კომბლე – აი, მეც დავბრუნდი! ჰა?! ცხვარი! ჩემი სულელი ცხვარი! ხომ გაფრთხილებდი, ახლა სად გეძებო?! ეეჰ, ისევ სხვენში, ისევ კომბალი, ისევ ტყე-ტყე ხეტიალი და ამ სულელის ძებნა… ჩემი ხვედრიც ეგ ყოფილა!.. (საიდანღაც კომბალს გამოაძრობს, მხარზე გადაიდებს, ნაჩქარევი ნაბიჯით დატოვებს სცენას).

    სურათი მეექვსე: აქა ამბავი ნაცარქექიას მიერ დადგმული ფეშენფართისა, სადაც პოდიუმზე ერთობ განაზებული დევი გამოდის…

    გამოჩნდება ნაცარქექია.
    ნაცარქექია – ერთი-ორი, ერთი-ორი, ერთი-ორი-სამი! (მიიხედავს) სად ხარ, დევო?!
    სცენის სიღრმიდან დევი გამორგავს თავს.
    დევი – ნაცარქექია, იქნებ არ ღირს, ჰა?!
    ნაცარქექია – აბა, კარგად დაფიქრდი, რას მეუბნები? ამხელა ბიზნესი წამომიწყია, ამხელა საქმეს შევჭიდებივარ, ინვესტიცია მოვიზიდე და ახლა მღალატობ?! ხომ უნდა ვაჩვენოთ ინვესტორს, რომ წესიერი პარტნიორები ვართ!
    დევი – ჰო, მაგრამ რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, ნაცარქექია! რას იტყოდა პაპაჩემი, პაპაჩემის მამა, გენერალთ-გენერალი დევიკაური რაღას იტყოდა!..
    ნაცარქექია – რას და, აფერუმ შენს კაცობასო, – ასე შეგაქებდნენ!
    დევი – ვითომ? მაშინ, თუ ასეთი კარგია, შენ რატომ არ ჩაიცვამ იმას, რაც მე მაცვია ახლა?..
    ნაცარქექია – ბუჯო, შენი კომპლექცია რომ მქონდეს, გგონია დამასწრებდი?! თანაც რას მედრები, რო მედრები, რიყის ქვიდან წვენი გამომიწურია, პარაშოკიდან ღვინო მიკეთებია…
    დევი – კაი, კაი, მაგრამ… (ჭოჭმანობს).
    ნაცარქექია – გამოდი ერთი, მეჩვენე!
    დევი – მრცხვენია!
    ნაცარქექია – ბუჯო, ჩემი გრცხვენია, ბუჯო!
    დევი – კი!
    ნაცარქექია – გამოდი, სანამ მოვსულვარ!
    დევი – გამოვედი, ჰა!
    (გამოჩნდება კიდეც, ძალიან ავარდისფერებულ-აცისფრებული სამოსით)
    ნაცარქექია – უჰ, შენ რა გითხარი! ამას მიმალავდი?!
    დევი – ჰა?! (სამოსზე იცქირება)
    ნაცარქექია – ზღაპარი, ბუჯო! სასტაული!
    დევი – ვითომ?
    ნაცარქექია – იმ შენი კაი მამა-პაპის სული ნუ წამიწყდება, თვალს ვერ მოგწყვეტს ადამიანი!
    დევი – ჰო, მარა, რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, პაპაჩემი რას იტყოდა, გენერალთ-გენერალ დევიკაურზე აღარაფერს ვამბობ… ის ხო…
    ნაცარქექია – შეშურდებოდაო, ბუჯო! გაიარე ერთი, გაიარე!
    დევი – ჰა, გავიარე… (გამოივლის)
    ნაცარქექია – რას შობი?
    დევი – დავდივარ…
    ნაცარქექია – დაბაჯბაჯებ, კი არ დადიხარ… გავლა პოდიუმზე უნდა ცოტა იმნაირად – მაკვარანცხად ცოტა.
    დევი – არ ვარ იმნაირი და…
    ნაცარქექია – გაიარე გელაპარაკები მე შენ, თორემ გაგხდი იმნაირს… იცი შენ ჩემი ამბავი!
    დევი – (შეძლებისდაგვარად გაინაზება) – ასე?!
    ნაცარქექია – ო, ახლოს ხარ! ცოტა კიდე განაზდი… მეინდომე ცოტაც…
    დევი – რას იტყოდა ამაზე… ვაი, ვიღაც მოდის… (გაიქცევა, დაიმალება)

    გამოჩნდება ინდიკო.

    სურათი მეშვიდე: აქა ამბავი იმისა, თუ რატომ და როგორ გაიღვიძა დევში დევმა.

    ნაცარქექია – თვალს დავუჯერო? თვით ბატონი ინდიკოო, აქ, ჩვენთან?!
    ინდიკო – გავიგე ფართს აწყობთ თურმე და აი, მეც აქ ვარ!
    ნაცარქექია – უჰ, ვაწყობთ რომელია, ჩემო ბატონო, მაგრამ ძვირი კი დაგვიჯდა…
    ინდიკო – ეგ არაფერი, მთავარია, განათლების სხივი შევიტანოთ ამ ბნელ, უსიერ ტყეში!
    ნაცარქექია – მეც განათლებისთვის ვიღვწი, თორე პირადი ინტერესი აქ გამორიცხულია… ანგარიში წარმოგიდგინოთ?!
    ინდიკო – მერე იყოს, ახლა კი ერთი სული მაქვს, სანამ ჩემს შედევრს განახებთ… ამ ვარცხნილობას მე დავარქვი ზებრა პალმასთან.
    ნაცარქექია – რა საინტერესოა, რა ავანგარდული…
    ინდიკო – აი, ისიც! ჩემი შედევრი! (ტაშს შემოჰკრავს)

    გამოჩნდება კომბლეს ცხვარი ძალიან სასაცილო ვარცხნილობით.

    ნაცარქექია (შეკრთება) – ოჰ, ბეჩა…
    ინდიკო – ჰა, როგორია?
    ნაცარქექია – ბრწყინვალე! შეუდარებელი! თუმცა კი, ვერ ვიცნობ, ვინაა?!
    ინდიკო – ამაშია სწორედ საქმე, რომ ვერ ცნობთ… ეს მახარებს…
    ცხვარი – მეე ვარ პაალმა, მეე ვარ ზეებრა… მეე ვარ…
    ნაცარქექია – აჰ, ეს ცხვარია…
    ცხვარი – მეე მეეგონა ვერ მიიცნობდნენ…
    ინდიკო – დასახვეწია, ესე იგი, თვითკრიტიკულებიც უნდა ვიყოთ.
    ნაცარქექია – არა, ბატონო, მერწმუნეთ! ეს მართლაც შედევრია, ხმა რომ არ ამოეღო, ვერაფრით მივხვდებოდი – თქვენ შეუდარებელი ხართ, მაესტრო!
    ინდიკო – ოჰ, კაი ერთი…
    ნაცარქექია – გეფიცებით! სტილისტთა გურუ!!!
    ინდიკო – უჰ, ბიბილოზე ალმურმა ამკრა…
    ნაცარქექია – ეს იმდენად ახალი სიტყვაა, რომ სუნთქვა შემეკრა. აგერ ანგარიში და ხელი მომიწერეთ, თუ შეიძლება!
    ინდიკო (ხელს მოაწერს) – რა სალაპარაკოა ანგარიში – ახლა კი თქვენი ნამუშევარიც ვნახოთ…
    ნაცარქექია – სიქა გამაძრო ამ დევმა.. ისეთი მუუხეშავია, ისეთი ტლუ რამეა, რო…
    ინდიკო – აბა, ვნახოთ დევი…
    ნაცარქექია – დევი?! კი, ბატონო! აი, დევი!

    გამოჩნდება ძალიან დარცხვენილი დევი.

    ინდიკო – მდაა… არაუშავს… გაიაროს ერთი, აბა…
    ნაცარქექია (დევს, მკაცრად) – ჰე, ახლა! მაკვარანცხად!..

    დევი ცდილობს ნარნარად გაიაროს.

    დევი (შეწუხებული სახით) – რას იტყოდა ამაზე მამაჩემი (ცხვარს შენიშნავს) ააა!
    ცხვარი (ისიც შეშინებული) – ბეეე!… (ერთმანეთისგან პირს მიიქცევენ)
    ინდიკო – ცოტა სინაზე კი აკლია, მაგრამ დავხვეწავთ… აბა, დევი თუ დევს გავს, ვის დააინტერესებს, მე თქვენ გეკითხებით?! ესთეტიურად ეს მიუღებელია…
    ნაცარქექია – მეც მაგ ესთეტიურ მრწამსს ვიზიარებ… ახალ ინვესტიციაზე ხომ არ გიფიქრიათ, შემთხვევით?!
    ინდიკო – კი, რა თქმა უნდა! აქაურობა უნდა გავანათოთ! გავაბრწყინოთ და გავაკაშკაშოთ უნდა აქაურობა! მოვიშოროთ მოყირჭებული ძველი და ვაშენოთ მხოლოდ ახალი, ისიც პასტელის ფერებში!
    ნაცარქექია – თუ ამ დევით ვიმსჯელებთ, უკვე ვართ, მგონი, პასტელის ფერებში.
    ინდიკო (დევს მიუახლოვდება) – დიახ, მაგრამ მე მაფიქრებს აი ეს კონცეპტუალური შტრიხი… თქვენ?
    ნაცარქექია – კი, კი, მეც მაფიქრებს, ერთობ…
    ინდიკო – ცოტა კიდე უფრო რომ გაგვენაზებინა?
    ნაცარქექია – შესანიშნავი აზრია, მაგრამ როგორ?
    ინდიკო (ბაფთას გაუკეთებს თავზე) – აი, ასე!
    ნაცარქექია – გადასარევია! ბრწყინვალე! რას ნიშნაპვს მაინც მხატვრის თვალი…
    ინდიკო (გამოხედავს ნაცარქექიას) – … და კიდევ უფრო!
    დევი – ნაცარქექია, უთხარი ამას, დამანებოს თავი!
    ინდიკო (დევს) – ერთი წუთით, გეთაყვა! აი, ცხვირზეც რომ დაგვეპუდრა…
    დევი – მე გამიფრთხილებიხართ…
    ნაცარქექია (დევს) – არ გაბედო – (ინდიკოს) ცხვირზე? მგონი, არ ღირს.
    ინდიკო – არა, აუცილებლად უნდა დავპუდროთ და რაც მთავარია, შარვალი!
    ნაცარქექია – შარვალი! რა შარვალი?!
    ინდიკო – მე მაწუხებს ამ დევის შარვალი – შარვალი უნდა მოვხსნათ დღის წესრიგიდან – დაე, ბიკინით გამოვიდეს პოდიუმზე! (დევს) აბა, გაიძრეთ შარვალი!
    დევი – უუუ! ხომ გაგაფრთხილეთ, ამის კოხტაპრუწა დედა ვატირე, მე, ამის!!! (შეაჯანჯღარებს ინდიკოს).
    ინდიკო – მიშველეთ, მკლავენ!!! გამაფრინე, გამაფრინე!!! (დევი ინდიკოს
    მოისვრის სცენის ერთ კუთხეში, შემდეგ ცხვარს მისწვდება)
    დევი – ეს მათხოჯი სხვა მხარეს გავაფრინოთ! აი, ასე!!!
    ცხვარი – მეე კომბლეს ცხვაააა… ბეებე!… (სცენის სხვა კუთხეში აღმოჩნდება).
    ნაცარქექია – ბუჯო, ინვესტორი დამიფრთხე, ბუჯო, ჩემი დედას გეფიცები
    დევი (ნაცარქექიას მიაჩერდება) – ბუჯოს განახებ, ახლა მე შენ…
    ნაცარქექია – ბუჯო, ახლა…
    დევი – შენ მყავხარ მოსაკლავი…
    ნაცარქექია – ვაიმე, დედა!!!
    დევი – დაგიჭერ, აუცილებლად დაგიჭერ, შენი!!!
    სცენიდან გარბიან. სცენა დაცარიელდება. ქარის ხმა მიატანს.

    სურათი მერვე: აქა ამბავი, როგორ ეძებდნენ თოვლის პაპა და ბაბალე ხურჯინს, კომბლე თავის ცხვარს, ტყეში კი ისეთი ქარი ქროდაა… ქარაშოტი, პირდაპირ რომ ვხედავთ რა გაჭირვებით მოდიან თოვლის პაპა და ბაბალე ქარში.

    თოვლის პაპა – ინდიკო! ინდაურო ინდიკო! დაგვიბრუნე ხურჯინი! სადაცაა ვთქვათ…
    თორმეტი საათი ჩამოჰკრავს, ბავშვები საჩუქრების გარეშე დარჩებიან, ბავშვები არ გებრალება, ინდიკოო! (ერთ-ერთ ხესთან ჩაიკეცება)
    ბაბალე – ჩემი ბრალია ყველაფერი! მაპატიე, შენ გენაცვალე, ამის შემდეგ მუდამ ბაბალე ვიქნები…
    თოვლის პაპა – ეჰ, ჩემო ბაბალე, თუ ხურჯინი არ ვიპოვნეთ დროულად, ამის მერე აღარც შენ იქნები ბაბალე და აღარც მე – თოვლის პაპა! როგორ გავუსწორო თვალი პაწიებს… ხომ ჩემი ბრალი იქნება, რომ ახალ წელს საჩუქრების გარეშე დამირჩნენ… არა, არა, ამ შერცხვენას ვერ ავიტან…
    ბაბალე – ჩემი სიკვდილი, ჩემი… ის გაოხრებული კიდე… თავი როგორ მოგვაჩვენა… ვითომ განათლებული, ვითომ ენების მცოდნე, სინამდვილეში კი ერთი უგულო, გაიძვერა ქურდი აღმოჩნდა.
    თოვლის პაპა – რაცა ბრწყინავს ყველაფერი ოქრო როდიაო, უთქვამთ ჩვენს წინაპრებს… ახლა მიხვდი?!
    ბაბალე – მივხვდი, შენი გულისამ, მივხვდი, მაგრამ საქმეს თუ ეშველება ამით!…
    თოვლის პაპა – აბა, რა გითხრა… დრო ცოტა გვაქვს – ამიტომ არც ყინვას შევუშინდეთ, არც ქარაშოტს! პაწიების გულის გასახარად, აუცილებლად უნდა ვიპოვნოთ ხურჯინი, ბაბალე! (ვიღაცას შენიშნავს) კომბლეს ხედავ? კი, კომბლეა… კომბლე! კომბლე! კეთილო მწყემსო!!!

    (გამოჩნდება კომბლე)

    კომბლე – რა ხდება, თოვლის პაპავ, ამ ავდარში ტყეში რა გინდა?!
    თოვლის პაპა – საახალწლო საჩუქრებით სავსე ხურჯინი მოგვპარა ინდაურმა ინდიკომ, იმას ლდავეძებთ…
    კომბლე – ინდაურმაო?!
    თოვლის პაპა – ჰო, ჩემო კომბლე, სწორედაც ინდაურმა, მაგრამ იმისთანა ინდაურმა, აქეთ რო გაგაინდაურებს… შენ რაღას დაეძებ ამ ტყე-ღრეში?
    კომბლე – ცხვარი გამეპარა, ის სულელი! სანამ ნადირს გადაყრია, უნდა ვიპოვნო… თქვენ ხომ არ შეგხვედრიათ სადმე?
    თოვლის პაპა – არა, იქით არც ინდაური გვინახავს, არც ცხვარი.
    კომბლე – მაშ, მე აქეთ წავალ, თქვენ კი ის მხარე მოიარეთ, მერე შუაგულ ტყეში შევხვდეთ, დიდ მუხასთან…
    თოვლის პაპა – ეგრე მოვიქცეთ! აბა, გული გავიმაგროთ და საქმეს მივხედოთ! აუუუ, ინდიკო! ინდაურო ინდიკოოო!
    ბაბალე – დაგვიბრუნეთ ჩვენი ხურჯინი, ძალიან გთხოვთ, ბატონო ინდიკოო!
    თოვლის პაპა – ნუ გადამრიე, ქალო, შენ მე! ქურდბაცაცას კიდე ბატონს ეძახი?
    ბაბალე – ბოდიში, ბოდიში, წამომცდა…
    კომბლე (შორიდან მოატანს მისი ხმა) – ცხვარუკაა! ცხვარო!!!
    (თოვლის პაპა, ბაბალე და კომბლე სხვადასხვა მიმართულებით მიდიან, სცენას დასტოვებენ).

    სურათი მეცხრე: აქა ამბავი იმისა, როგორ დააპირა მშიერმა მგელმა დევის დაჯარიმება მოძრაობის წესების დარღვევისთვის, მაგრამ ვერაფერს გახდა და ამით გაბოროტებულმა, როგორ გადაყლაპა კომბლეს ცხვარი.

    ამ ხმას ახლა მშიერი მგლის ყმუილიც ქარაშოტის ხმა ჯერ არ წყდება, მეტიც, ერთვის. ჰოდა, გამოჩნდება კიდეც მგელი.

    მგელი – უუუ, მშიაუუუ! ძალიან, ძალიან მშიაააუ! კომბლემ საპატრულოდან დამითხოვა და მას მერე სულ მშია და მწიააუუ! (მიმოიხედავს) უუუ! მცივააუუ! ძალიან, ძალიან მცივააუუ! ქარი ძლიერ უბერავს და მე კი მცივააუუ! (მიმოიხედავს) თითქოს ჩადგა ეს ქარი, მაგრამ რად გინდა… არც საკბილო, არც შემოსავალი, არც მელია კუდი გრძელიას ალერსი? საერთოდ, ღირს კი ასეთი სიცოცხლე ამ დაბურულ, უსიერ ტყეში, სადაც ერთ პატიოსან მგელის სარჩო ვერ უშოვნია? ეჰ, ბეჩაო ჩემო თავო, რა დრო გაქვს ნატარები და რას მოესწარ! ჰა? ეს რა ხმაა?! ვინ დაშლიგინებს, საინტერესოა – მოძრაობის წესებს არღვევენ?! მე თქვენ განახებთ.

    (შემორბის ნაცარქექია)

    ნაცარქექია – ვაიმე, დედიკო, მგელი!
    მგელი – სდექ! (დაჭერას ლამობს) სდექ-მეთქი! (ვერ დაიჭერს) აუუ… (შემორბის დევი)
    მგელი (ამას კი ჩაავლებს ხელს) – სდექ, მოძრაობის წესის დამრღვევო, სდექ!
    დევი – გამიშვი, მივსდევ!
    მგელი – მისდევ რა, შენი ნებაა?! მისდევს თურმე – ასე რომ ვსდიოთ ერთმანეთს, ნარგავებს არ მოვსპობთ? ეკოსისტემას არ გავაჩანაგებთ მე შენ გელაპარაკები?
    დევი – და ვინ ხარ? რას მემართლები?!
    მგელი – მე ვინ ვარ?! აი, ვინც ვარ? (საბუთს აჩვენებს) ვინ ვარ და პატრული! გაები მახეში შე ვაიმძღოლო, შენ!
    დევი – ოოო, თუ პატრული ხარ, მაშინ…
    მგელი – უუუ, ოო კი არა, ასეა შენი საქმე!.. ტყის კანონის 118 პრიმა მუხლის მეოთხე ქვეთავის შესაბამისად, ჯარიმა გაქვს გადასახდელი 220 ლარის ოდენობით… აქვე და სასწრაფოდ… ეს პირველი შემთხვევაა?
    დევი – კი, გენერალთ-გენერალი დევიკაურის სულს გეფიცები…
    მგელი – გენდობი მე შენ, სიტყვაზე გენდობი, აბა, აქვე… სასწრაფოდ… გავსწორდეთ აქვე…
    დევი – ცოტა ისე არ გამოვა? ძმურში?! ახალი წელი მოდის, რაც არ უნდა იყოს…
    მგელი – აუუ! ქრთამს მთავაზობს ეს უნამუსო… მე და ქრთამი? მეე! ტყის ბიუჯეტი მაქვს შესავსები, შე…
    დევი – კაი, კაი, რაკი ბიუჯეტია შესავსები…
    მგელი – კი, ძალიან შესავსებია… (ლამის ჯიბეში ჩაუძვრეს)

    (გამოჩნდება ნაცარქექია)

    ნაცარქექია – რას შვრები, ამას აძლევ ფულს?!
    დევი – ჯარიმააო და…
    ნაცარქექია – რაის ჯარიმა, ბუჯო? (მგელს) მანახე საბუთი!
    მგელი – აი, საბუთი! ტყის საპატრულოს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მთავარი მოადგილე… აი!
    ნაცარქექია – ვადაგასულია, ვერ შეხედე! გატყუებდა, ბუჯო!
    დევი (მგელს გამოხედავს) – ეს მატყუებდა?! აი, თუ მატყუებდა?!
    მგელი (დევის მუშტი მოხვდა;) – აუუუ! (სცენაზე დაეცა).
    ნაცარქექია (დევს) – აბა, მეგობარი შენ არ იცი და მოკეთე! რის გამო დამდევ, გეკითხები! კარგი რო მინდა შენთვის, იმიტომ?!
    დევი – მაპატიე, თუ ძმა ხარ!
    ნაცარქექია – მე კი ვარ ძმა, მაგრამ შენ თუ ხარ ძმა… ამომიჯდა გული ამდენი სირბილით…
    დევი – თუ მაპატიებ, ზურგზე შეგისვამ…
    ნაცარქექია – ჯანდაბას შენი თავი! მოდი! ასე! (ზურგზე შეახტება)
    დევი – ოღონდ კეფაზე არაფერი დამაჭირო!
    ნაცარქექია – მიდი ახლა, მიდი, აცე!
    დევი – აცეს ნუ მეუბნები, ვირი არ ვარ, დევი ვარ!
    ნაცარქექია – აცეთქვა!
    დევი – ეჰ, რას იტყოდა ამაზე მამაჩემი, პაპაჩემი რას იტყოდა, რას იტყოდა ბოლოს და ბოლოს პაპაჩემის მამა, გენერალთ-გენერალი დევიკაური…
    ნაცარქექია – ბევრს ნუ ლაპარაკობ, თუ ძმა ხარ, იმათაც ჰყავდათ თავისი ნაცარქექია…
    დევი – მართლა ჰყავდათ? შენ რა იცი?
    ნაცარქექია – ვიცი, ვიცი, აცე!
    (სცენიდან გავლენ თუ არა, მგელი აყმუვლდება)

    მგელი – აუუ! როდემდე ავიტანო ეს დამცირება, უუუ! (წამოდგება, თოკს გამონასკვავს ტოტზე) სიკვდილი არ არ სჯობს ასეთ მათხოვრულ ყოფააუუს! (ყულფში გაჰყოფს თავს) მომიგონებდეთ ტყეში უსახელოდ დაკარგულ მგელსაუუ!
    (და ჰოი, განგებაო შეუცნობელო, სწორედ ახლა გამოჩნდა კომბლეს გზააბნეული ცხვარი, რომელიც მოდიოდა, მოპეტელობდა და შიშით შეპყრობილი საკუთარ მატყლს იძრობდა ღერა-ღერა… მგელი ყულფიდან თავს გამოყოფს, თვალებს დაიკვესებს
    ცხვარი – მეე კომბლესთან მინდა! მეე სრულებით უცხო ვარ ამ დაბურული ტყისთვის! მეე ცხვარი ვარ და ცხვაარს უნდა ვგაავდე! მეე კომბლესთან მიინდა!
    მგელი – ეს ვინ გვესტუმრაუუუ! ვინ მოპეტელობს ეგზომ საამურ ხმითა, ჰა?!
    ცხვარი – მეე კომბლეს ცხვაარი ვარ, მეე არაფერი არ უნდა დამიიშაოთ, თორემ მეე მეეტკინება…
    მგელი – უიმე, უიმე, შენ შემოგევლე! თავფეხიანად შენს მხარესა ვარ, კომბლესაც დიდ პატივსა ვცემ, მაგრამ ტყის კანონს როგორ გადავუხვიო? გახსოვს, წყალი რომ ამიმღვრიე?
    ცხვარი – მეე წყალს როგორ აგიმღვრევდით, როცა თქვენ მააღლა იიყავით, მეე – დააბლა…
    მგელი – აჰ, ნუთუ შევცდი! უკაცრავად, დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი საკითხიცაა გასარკვევი… მატყლს რატომ იპუტავ, გენაცვალე, ჰაა?!
    ცხვარი – მეე როცა მეშინია, მაშინ ვიპუტავ მაატყლს…
    მგელი – ამაშია საქმე! და იცი კი, რომ შენი შიშის გამო, მატყლის ჩაბარების პროგრამა ჩაგვიფლავდა ტყეში ! ამიტომაც, ტყის კანონის 125 პრიმა მუხლის პირველი ქვეთავის საფუძველზე, შენ მოგესაჯა გადაყლაპვა!
    -მეე, – ერთხელაც დაიპეტელა იმ უბედურმა და მგლის მუცელში აღმოჩნდა.
    მგელი (ხანმოკლე, ნებიერი პაუზის შემდეგ) – ახლა კი, ძვირფასო მეგობრებო, მელია კუდი გრძელიასთან სიამტკბილობაღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის – სიცოცხლეს გაუმარჯოს, სიცოცხლე კარგიაუუუ!!!
    (კმაყოფილი მგელი სცენას დატოვებს).

    სურათი მეათე: აქა ამბავი, როგორ შეიტყუა მელია კუდიგრძელიამ ინდაური თავის სოროში და საბოლოოდ როგორ აღმოჩნდა ჩვენი ინდიკო მგლის მუცელში…
    გამოჩნდება ინდიკო, რომელიც მობილურზე ლაპარაკობს.

    ინდიკო – ალო, თეოფილე, ალო, ალო, თეოფილე, რა ცუდად ისმის! დავიკარგე, კაცხო! აბა! რატომ დავიკარგე და, მომისროლდა შუაგულ ტყეში ამ მუტრკუმა დევმა და მიტო დავიკარგე! ალო, ხმა გამეცი! ჰო, საჭმელი მაქვს, კი, მთელი ხურჯინი ფოჩიანი კამფეტები, მაგრამ ტყიდან ვერ გამოვსულვარ! ალო, ალო, შენც დაიკარგე?! (მობილურს დახედავს, შემდეგ შეინახავს) ესე იგი, სად ვარ თუ ხვდებით?! არც მობილური იჭერს, არც ფეშენფართები და ფეშენშოუები, შენ ხარ ჩემი ბატონი, არც კომპიუტერი და ინტერნეტი, არც არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები… ტყეა რა, ნამდვილი ტყე, ცივილიზაციის არავითარი ნიშან-წყალი, ვის ავუხსნა აქ, თუ რას ნიშნავს ცხოვრების ახალი სტილი!

    გამოჩნდება მელია კუდიგრძელია

    მელია – მე, მე, მე უნდა ამიხსნათ თუ რას ნიშნავს ცხოვრების ახალი სტილი…
    ინდიკო – ჰა, ეს ვინ სულიერია? მელას გავს?!
    მელა – მე – მელას?! რას ბრძანებთ, იმიჯი შევიქმენი ასეთი, თორემ სინამდვილეში დედალი ინდაური ვარ…
    ინდიკო – დედალი ინდაურიო… დახე, დახე!.. ძალიან კარგად უმუშავია თქვენს სტილისტს…
    მელა – კი, მაგრამ რად გინდა, შეჭამეს, ბატონო! ტყის ამბავი არ მოგეხსენებათ?
    ინდიკო – რა სიმხეცეა…
    მელა – აბა, აბა! და საერთოდ, უნდა გამცნოთ, რომ მე ამ ტყის მკაცრი კანონებით სული მეხუთება, მე მინდა, სადმე იქით, თავისუფალ სივრცეში მოხვედრა, მე, პრაქტიკულად, მსხვერპლი ვარ, შეიძლება ითქვას…
    ინდიკო – და სად არიან არასამთავრობოები! რას მიკეთებენ?!,
    მელა – რომელი არასამთავრობოები, ტყეში ვართ-მეთქი, ტყეში, სრულიად მარტონი… (კაბას წამოიწევს).
    ინდიკო – ახ, შარმან…
    მელა (თვალს მოიცრემლავს) – მე თქვე ისე გელოდით, ისე ძალიან გელოდით… და აი, გამოჩნდით კიდეც, ამ საახალწლოდ…
    ინდიკო – და რატომ მელოდით, საინტერესოა?
    მელა – იცით, მონსენიორ… თქვენი სახელი?
    ინდიკო – ინდიკოო…
    მელა – მონსენიორ ინდიკოო, ამ ბნელ, უსიერ ტყაში ისეთი დაბურული აზროვნებაა, ისეთი დაბურული, ისეთი, ისეთი, რომ ენა ვერ იტყვის…
    ინდიკო – მერე მე რისთვის ვარ! თუ დაბურული აზროვნებაა, ავხსნათ აზროვნების კარიბჭე!…
    მელა (კაბას წამოიწევს) – ავხსნათ?!
    ინდიკო (მიაცქერდება, გააჟრიალებს) – ბარლბარლ… კი, კი, ავხსნათ… აააუცილებლად ავხსნათ…
    მელა (კიდე წამოიწევს კაბას) – როგორ, კიდე ავხსნათ?
    ინჟიკო – თუთუთუთუ შეშეშეიძლება, კი, კი, კი, კოკოკო!
    მელა – დანარჩენი ჩემთან ავხსნათ, მონსენიორ, აქვე, დიდ მუხასთან, ჩემს სოროში…
    ინდიკო – სოსოსოსროროსისი….
    მელა – სოროსი – არა, სოროში, სოროში…
    ინდიკო – სისისი, სოსოროოსისი…
    მელა – ნუ, იყოს სოროსი, როგორც გესიამოვნებათ, მონსენიორ ინდიკოო, ისე იყოს, თქვენ ხომ ჩემისთანა მსხვერპლისთვის ციდან მოვლენილი საჩუქარი ხართ…
    ინდიკო – დახე, დახე, სწორედაც! მაგრამ რატომ ჩამოუშვით აზროვნების კარიბჭე… ავავხსნათ, ისევ ავხსნათ…
    მელა (ჩამოშვებულ კაბას ისევ წამოიწევს) – ასე?!
    ინდიკო – ჰოოოო… (მიუახლოვდება, წელზე შემოხვევს ხელს) დასდასდას ის ფანტასტიშ, ერთი სიტყვით…
    მელა – დას ის ფანტასტიშ ჩემთან იქნება, გპირდები!

    გამოჩნდება მგელი.

    მგელი – სასიამტკბილოდ მიეშურებით, ქალბატონო მელია კუდიგრძელიათ?
    ინდიკო (ძალიან შეშინებული) – აკიაკიაკი ინდაურიო, დედალიო… ქმარია? (მელა ტუჩებს იკვნეტს) ამაამაამას რა უნდა, ჰა?!
    მელა – სიკვდილი და არგადარჩენა უნდა ამას… (მგელს მიუტრიალდება) რა გინდა შენ, რა! მე და ჩემი კოლეგა ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას ვაყალიბებთ, “ტყის მცველთა კავშირი” ჰქვია, საქმიანი საუბრის უფლებაც არ მაქვს?!
    მგელი – აჰა?! აკი დას ის ფანტასტიშო… შემომესმა?!
    მელა – და რა არის მერე ვითომ ეს დას ის ფანტასტიშ, რა. მარტო ის არი ს, მე და შენ რომ ვიცით, გარყვნილო შენ, ლუდის რეკლამა გადის აგერ ტელევიზიით, მშვენიერი, კულტურული კაცი აქებს ლუდს – დას ის ფანტასტიშო! რა, არა?!
    ინდიკო (ამასობაში გონს მოვიდა) – ერთი წუთით, თუ შეიძლება!
    მგელი – ვა? ხმა ამოიდგა, აი…
    მელა – გაჩერდი, ბიჭო, შენ…
    ინდიკო – არავითარ შემთხვევაში! უნდა გამოვტყდე, თავიდან შემეშინდა, ვინაიდან ვიფიქრე ქმარია-მეთქი, მაგრამ როგორც საქმის ვითარებიდან ირკვევა, ეს ქალბატონი თავისუფალია, ასე ვთქვათ: და მე უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ, ვაჟბატონო ინდაურო, რომელსაც ერთობ გაწაფულმა სტილისტმა მგლის იერი მოგანიჭათ, ძალიან არღვევთ პიროვნების უფლებებსა და ფუნდამენტალურ თავისუფლებებს, ასე ვთქვათ, და მე ასევე…
    მელა – მართლა მგელია, შე ინდაურო, მგელი…
    ინდიკო – რის მგელი, რა მგელი, ახლა მე ამას ბიბილოზე ჩამოვქაჩავ და თავად დარწმუნდები… (მიუახლოვდება).
    მგელი – აუუუუ!!!
    ინდიკო – დედიკო, დედა! (გარბის, იატაკზე გაფორთხდება, კ??? უთრთის).
    მგელი – აუუუუ!!!
    მელა – დამშვიდდი, მე აგიხსნი.
    მგელი (ხელს გაკრავს მელას) – გამეცა იქით! (ინდიკოს მიუახლოვდება) ტყის კანონის პირველი პრიმა მუხლის უპირველესი ქვეთავის საფუძველზე, მგლის შეურაცხყოფისთვის ამ ინდაურს მიესაჯა საჯარო გადაყლაპვა!
    მგელი პირს დააღებს და, რა თქმა უნდა, ინდაურსაც მუცელში გადაუძახებს, შემდეგ მუცელზე ხელს დაიბარტყუნებს და ინდაურივით ამოიძახებს – ბარლბრლ…

    მელა – ეს რა ქენი, შე უსინდისო, მთლიანად გადაყლაპე?! შენ გაგიხმა ეგ ამოუყორავი მუცელი, რაც მე ამაზე დრო გავაცდინე, მოხვედი და პირდაპირ, ასე, დაურიდებლად, უკითხავად…
    მგელი (გამოხედავს) – ბეეე!
    მელა – როგორ, კომბლეს ცხვარიც?! უი, შე მოსასპობო, შე ადრე და მალე დასამიწებელო, არ გაძღა ამის მუცელი, არა და არ გაძღა, მიწა ჭამე შენ, მიწა და ქვაღორღი…
    მგელი – მიწის რა მოგახსეო, მაგრამ ტყის კანონის მეორე პრიმა მუხლის მეორე ქვეთავის საფუძველზე, შენ, მელია კუდიგრძელიავ, მგლის ღალატისთვის მოგესაჯა…
    მელა – არ თქვა! არ თქვა! მიშველეეთ, მყლაპავენ! მიშველეეთ! (მგელი მელია კუდიგრძელიასკენ გადადგამს ნაბიჯს.)

    სურათი მეთერთმეტე: აქა ამბავი იმისა, თუ როგორ შეიყარნენ დიდ მუხასთან ზღაპრის პერსონაჟები და რა რთული ყოფილა თურმე გადაყლაპულის გადმოყლაპვა…

    გამოჩნდება კომბლე.

    კომბლე – რა ვაი-უშველებელი და წიოკია!!!
    მგელი – “ატას”, კომბლე!!! (გაქცევას ლამობს).

    სცენის მეორე კუთხიდან თოვლის პაპა და ბაბალე გამოვლენ.

    მგელი (სასოწარკვეთილი) – “ობლავა, ბრატცი”!!!
    თოვლის პაპა (ფეხზე ძლივს დგას) – ჩქარა მითხარით ვინმემ, არ გინახავთ ჩემი ხურჯინი?!
    მგელი – რისი ხურჯინიუუ! რომელი ხურჯინიუუ!!!
    თოვლის პაპა – დავიღუპეთ, ბაბალე, გვიანდება!

    გამოჩნდებიან დევი და მის ზურგზე მომჯდარი ნაცარქექია.

    ნაცარქექია – აცე, დევო!
    დევი – რას იტყოდა ამაზე მამაჩემი (მიმოიხედავს) რა თავყრილობაა?
    ნაცარქექია (ჩამოხტება) – ეუჰ, რავარი საზოგადოება შეყრილა, ბუჯო, ღვინო ჩემი, პურ-მარილი თქვენი, მოსულა?!
    თოვლის პაპა – რა მეპურმარილება, ბავშვები საჩუქრების გარეშე დამირჩნენ…
    ბაბალე – ჯერ კიდევ არ ჩამოუკრავს თორმეტ საათს, იქნებ…
    თოვლის პაპა – ეეჰ…
    კომბლე (კომბლის ტარს დაჰკრავს სცენაზე) – ახლა მე მომისმინეთ!!!
    მგელი – აუუ, დაიწყოუუუ!!!
    კომბლე – ხმა! კრინტი!!!
    მელა – დედა, დედა, რა ვაჟკაცია, ქართველი ზორო პირდაპირ… (კომბლეს მკაცრ მზერას დაიჭერს) უკაცრავად, ჩუმად ვარ…
    კომბლე – ვატარებ საგამოძიებო-სამედიცინო ექსპერტიზას! დევო, დააღე პირი!
    დევი – რატომ?
    კომბლე – ჩქარა, თორემ მოვიდა კომბალი ფერდებში!
    დევი – აჰა! (პირს დააღებს).
    კომბლე – არა, ამის კბილებში ჩიჩია არ შეინიშნება… ნაცარქექია, კაი მაგარი აფერისტი ხარ შენ, პირი დააღე!
    ნაცარქექია – აა, ბუჯო, ჩემი დედას გეფიცები… (პირს დააღებს)
    კომბლე – არც ამას აქვს ჩიჩია… მელია კუდიგრძელია, ახლა შენ!
    მელა (მგელზე ანიშნებს თვალით) – კი, ბატონო, მაგრამ იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა…
    კომბლე – დროზე!
    მელა – ქვედა ოცდამესამე კბილი დასაპლომბი მაქვს და ამისთვის არ შემიზიზღოთ, კომბლე, რაა?! (პირს დააღებს).
    კომბლე – არც ამას აქვს ჩიჩია… – მგელო, შენი ჯერია!
    მგელი (იარაღს გააძრობს) – არ მომეკაროთ არავინ, დაგხოცავთ ყველას!
    კომბლე (კომბალს მოსცხებს, იარაღსაც გააგდებინებს და სცენაზეც გაშოტავს) – მგონი, მივაგენით დამნაშავეს!
    მელა – ნუ, რა ვთქვა, როგორ შევაქო ეს კომბლე! სიკეთისთვის მებრძოლი შვარცნეგერია ნამდვილად! კი, კი, ამან გადაყლაპა ცხვარიც და ინდაურიც თავის ხურჯინიანად, გასკდა ამის მუცელი, სად ჩასდის ამდენი!!!
    თოვლის პაპა – ხურჯინიანადო, ხომ გაიგეთ! კომბლე, მირჩიე, რა ვქნათ!
    კომბლე – რა და… მუცელი უნდა გავუჭრათ, სხვა გზას ვერ ვხედავ!
    მგელი – ოპერაციაღა მაკლდა ამ საახალწლოდ! მაცალეთ, როგორც გადავყლაპე, ისე გადმოვყლაპავ!
    კომბლე – მიდი, გადმოყლაპე!
    მგელი (წამოდგება) – ოუჰ, როგორ უმოწყალოდ ჩაგრავს საბრალო მტაცებლებს ეს კომბლეეუუ!
    კომბლე – ბავშვები საჩუქრებს ელიან, დროზე, თორე მოვიდა კომბალი!!!

    მგელი ამოიხვნეშებს. ყველა მის ირგვლივ მოგროვდება და იწყება გადაყლაპულის გადმოყლაპვის რთული პროცედურა…

    სურათი მეთორმეტე: აქ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ყველა ნამდვილი ზღაპრის ბოლო კეთილია, ჩემო გვრიტებო…

    მგელი თვალებს დაქაჩავს, პირს დააღებს, მუცელზე თათებს შემოიჭერს, ამოიზმუვლებს და კომბლეს ცხვარს გადმოყლაპავს…

    ცხვარი – მეე აასეე ააღარასოდეს მოოვიქცეევი…. მეეე მუუდამ კოომბლეს დაავუჯერებ… მეე…
    მელა – ოჰ, პირდაპირ… ცხვარს რა დააჭკვიანებს…
    კომბლე (ცხვარს) – შენ შინ მოგელაპარაკები… (მგელს) ახლა ინდაური, ხურჯინიანად!
    მგელი – მაცალე, დალოცვილო, იოლი ხომ არ გგონია, კუჭის წვენი აღარ შემრჩა…
    (კომბლე კომბლის ტარს დასცხებს სცენას)
    მგელი – ეს რო მგელს გადაეყრება… ოხ, ჩემი გაჩენის დღე რა ვთქვი…
    მგელი ერთხელაც დაქაჩავს თვალებს, პირს დააღებს და ახლა ინდიკოს გადმოყლაპავს ხურჯინიანად…

    ინდიკო – მზეო, ამოდი, ამოდი!… ოო, როგორ ბნელოდა, როგორ ძალიან ბნელოდა… პირდაპირ ფანტასტიშო დასიბ და უკუნი, უკუნი, უკუნიდან ამოვანათე, მე ამოვანათე და მზეო, მზეო, ცხრათვალაა…
    თოვლის პაპა (გახარებულდი) – ხურჯინი! ჩვენი ხურჯინი!!!
    ინდიკო – წაიღე, მომაშორე!!! წავედი მე მელანოსთან, წავედი! ქვრივი მელანო ისე მზრდიდა, ცივ ნიავს არ მაკამაკამაკარებდა, აქ ამ ამ ამ უკუ-უკუ უკუნში რა მინდოდა, მე, მე…
    ბაბალე – გადავრჩით, გადავრჩით, ბავშვებს სიხარულს არ მოვაკლებთ, ზღაპრის ბოლო ხომ კეთილია…
    თოვლის პაპა – ჰო, ბაბალე, ამ ამბით ერთხელაც დავრწმუნდით, რომ ყველა ნამდვილი ზღაპრის ბოლო კეთილია…
    ინდიკო – მობილურზე ცდილობს დარეკვას, მაგრამ ხელი უკანკალებს – უნდა დავრეკო კოკო, ის როა, თეოფილე, ბატი როა, ჩემი მეგობარი ბატო თეოფილე როა, იიიი… ვკანკანკან… ვკანკალობ და ნონო ნომერი ამი ამიკრიფეთ და…
    თოვლის პაპა – კომბლე, ჩამოართვი მაგას მობილური და გამიჩუმე ცოტა ხნით, ახლა მე ვილაპარაკებ!
    კომბლე მობილურს ჩამოართმევს ინდიკოს.

    ინდიკო – ეეეს, პიპიპრადი საკუთრების ხელყოფაა და საე საერთოდ მელანოსია და…
    კომბლე მსუბუქად ჩაჰკრავს ინდიკოს თავში, ინდიკო ჩუმდება.
    თოვლის პაპა – ბავშვებო, ჩემო პაწიებო, გენაცვალოთ თქვენი პაპა… არავის არ უნდა ჩამორჩეთ, კომპიუტერიც კარგად უნდა იცოდეთ, კარგ პროფესიასაც უნდა დაეუფლოთ, ენებიც უნდა შეისწავლოთ და ბევრ ქვეყანაშიც იმოგზაუროთ, მაგრამ უმთავრესი არ დაივიწყოთ! თქვენი სადაურობა, თქვენი მეობა, თქვენი წესი და ადათი, თქვენი ტრადიცია არ დაკარგოთ, თორემ ისე დაიკარგებით, როგორც ეს ყოყოჩი, გაუცხოებული და გაფხორილი ინდაური გაქრა მგლის მუცელში! ახლა კი, თასი ნამდვილი კახურით შევავსოთ და ჩვენებურად, მადლიანად დავილოცოთ ახალი წელი! (ბაბალე თასს შეუვსებს) მრავალს დაესწარით, დაგელოცოთ ფუძე-ჭერი, სიტკბო, ხვავი და ბარაქა მოგცეთ გამჩენმა ღმერთმა; იმრავლეთ, როგორც ზღვაში თევზი და ცაში ვარსკვლავი, არავინ გაგაინდაუროთ, გახსოვდეთ, ვისი გორისანი ხართ, თქვენ გენაცვალეთ, ჩემო გვრიტებო!… (მიმოიხედავს) რაღაც მაკლია – ჰო, ახალ წელს თოვლი უხდება… იყოს თოვლი!
    წამოვა თოვლი. თოვლის პაპა თასს დაცლის.

    თოვლის პაპა – ასე მტერი დაგეცალოთ! აბა, სიმღერა!!!

    სიმღერაში საათის რეკვის ხმაც ისმის. თოვლის პაპა მუჭით იღებს ხურჯინიდან
    ტკბილეულს, ბავშვებს ურიგებს. თოვს და თოვს, ბარდნის და ბარდნის, მართლაც ლამაზად ბარდნის ამ ლურჯ, ზღაპრულ ღამეში…
    ფარდა

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • დრამატურგია

    შალვა რამიშვილი – უსათაურო


    დეკორაციები ანუ მოქმედების ადგილი:
    რომელიმე უკაცრიელი ადგილი, რათა მისტერიას შემთხვევითმა გამვლელმა არ შეუშალოს ხელი. ვისურვებდი რომ მოხდეს უკაცრიელ, უდაბნო ადგილას, სადაც ორგანული სიცოცხლე არაა წარმოდგენილი და ფლორას და ფაუნასაც მე განვანსახიერებ მხოლოდ. მაგალითად მარადი თოვლით დაფარული მთის მწვერვალი ურიგო არ იქნებოდა.
    მოქმედების დრო:
    შევარჩიოთ დღის ბოლო. ბინდ-ბუნდი. ეს ის დროა, როდესაც სამყაროებს შორის ნაპრალი ჩნდება. მზეც უნდა სტყორცნიდეს პეიზაჟს მქრქალ სხივებს და მის საპირისპირო მხარეს მთვარეც უნდა ანათებდეს.
    მოქმედი გმირები:
    მე და ის. მხოლოდ მე და ის.
    კოსტიუმები:
    რთული საკითხია. მაინც როგორ გამოიყურება враг рода людского. ამ საკითხზე ბევრი მითი არსებობს. ზოგს ის თხისფეხება პანად წარმოუდგება, ზოგს მომხიბლავი და დემონურად მომნუსხველი გარეგნობის ჭაბუკად. მაგრამ ეს მეტად დრამატიზებული ხატებებია. მე მას ჩემს ორეულად ვსახავ. ერთი შეხედვით ზუსტად ჩემგვარი გარეგნობის მქონე არსებად. თუმცა უფრო გულმოდგინე დაკვირვებისას იმის გარჩევაც უნდა შემეძლოს, რომ ის მე არ მგავს და მე მას არ ვგავარ. ის ხომ კონცენტრირებული ბოროტებაა, რომელიც ნამდვილ “მე” –ში ანუ ჩემში მცირედ სიკეთესთან განზავებულია. მზერა ეშმაკური, მაგრამ არქტიკულად ცივი უნდა ჰქონდეს. მოძრაობები – პლასტიკური და მოზომილი. ხმის ტემბრი და სიტყვების პრონონსი ჩემი, მაგრამ გაცილებით უფრო მელოდიური და ჰიპნოტური ძალის მქონე. თავის ჭერის მანერა ამაყი და შინაგანი ძალის მასხივოსნებელი. ერთი სიტყვით, ის არის “მე”, ოღონდ ამა სოფელთან ათასჯერ უფრო მორგებული. უფრო სწორად კი ის სამყაროში (იგივე ესე სოფელში – მიყვარს ეს სიტყვა) ისე შინაურულად უნდა გრძნობდეს თავს, როგორც საკუთარ ტილოში მხატვარი, საკუთარ ფილმში – რეჟისორი, მწერალი – თავის ფანტაზიის ძალით შექმნილ რომანში. იგი უნდა ჰგავდეს კომპიუტერთან მჯდომ ადამიანს, რომელიც სტრატეგიულ თამაშს თამაშობს თავისსავე აგებულ ვირტუალურ სამყაროში. აი ზუსტი მიგნება! ეს არის “მე” რომელიც “სტრატეგიას” მსოფლიო კომპიუტერში თამაშობს. კოსტიუმები ერთნაირი გვაცვია, ამასთან ისინი თბილი უნდა იყოს, მთებში ხომ ცივა.
    ის: – მოგესალმები და ბოდიში, რომ შეხვედრა ოდნავ დაგვირგვიანდა, მაგრამ როგორც ბრძენი ხალხი იტყოდა:”სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.
    შემდეგ ის პოზას იცვლის, მხიარულად მიღიმის და უკვე მიმნდობი ტონით აგრძელებს:
    – ყველაზე რთული ნაწილი უკვე გადავლახეთ, მეგობარო. რომ იცოდე, როგორ არ მიყვარს მნიშვნელოვანი საუბრების პროლოგი. ყოველთვის არის რისკი, რომ ან ბანალურობაში გადავვარდე ან ზედმეტად სიტყვაუხვი გავხდე. მაგრამ ახლა ეს ყოველივე უკან დაგვრჩა და შენს განკარგულებაში ვარ. სანამ ვაჭრობას შევუდგებით, მინდა ახლავე გაუწყო, რომ ფინალისაკენ რაიმე გაუგებრობანი არ წარმოიშვას. თუ ჩვენი მოლაპარაკება არ შედგება (არა მგონია ეს ასე მოხდეს, მაგრამ მაინც), დაბლა ბარში საკუთარი ფეხით მოგიწევს ჩასვლა. ჩვენი კორპორაცია ტრანსპორტით მხოლოდ ერთ გზობაზე უზრუნველყოფს. უკან, ადამიანთა სამოსახლოში ჩვენ ხარჯზე დაბრუნება კი ერთგვარი ბონუსია, რომელსაც წარმატებული გარიგების შემთხვევაში ვთავაზობთ კლიენტებს. აქვე დავამატებ, რომ უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ამ წერტილიდან სამი დღის სავალია. ნუ გაბრაზდები… შენ თვითონ არ ისურვე ცოტა ხნის წინ, რომ შეხვედრის გამართვა უკაცრიელ მთის მწვერვალზე მსურსო?!
    მე: – ვინ ხარ?
    – ოჰო, გამოდის, რომ ჯერ ჩვენი დისპოზიცია არ გაგვირკვევია არა?! კი ბატონო, იყოს ნება შენი, წარმოგიდგები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე გახლავართ ჩვენი სამყაროს შემოქმედი.
    – ნუ ცრუობ, როგორ შეიძლება შენ, ბოროტება, იყო სამყაროს შემქმნელი?
    – ისტორიული სინამდვილე მცირედად დამახინჯდა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. სინამდვილეში იყო ასე: უზენაესმა სიკეთემ შვა ერთეული ღვთაებრივი გეგმა სამყაროსი. მან მოიაზრა დრო და სივრცე, რომელიც მანამდე არ არსებობდა. სივრცისა და დროის მანიპულაციებით განავითარა მათემატიკა, როგორც ფუძე ჯერ არ შექმნილი სამყაროსი. მოიფიქრა რიცხვის ცნება და დააწესა, რომ A=A ხოლოAA+B>A და A-B
    -მაგრამ სად არის ღმერთი? მე ვერ დავინახე აქ მისი ადგილი. შენი მოდელი სცოდავს იმით, რომ მთავარი არქიტექტორი არ ჩანს მასში.
    – ეს მოდელი არაა, ჩემო მეგობარო. მოდელი ანუ სამყაროს იდეა, ღმერთთან დარჩა. იგი იყო სიტყვა, როგორც ეს ბიბლიიდან გახსოვს. სიტყვას კი საქმედ ქცევა სჭირდება. მას შემდეგ რაც გალაქტიკები ერთმანეთისაგან გაიქცნენ, ღმერთმა დატოვა ეს სამყარო. ჭეშმარიტი მეტაფიზიკა დიდ აფეთქებამდე არსებობდა. ამ სამყაროში კი ფიზიკის დროა. ღმერთი მაშინ გაქრა სცენიდან, როდესაც მათემატიკა ფიზიკად გადაიქცა.
    – მაგრამ სად არის ის კულისები, რომლებშიც ღმერთი გაუჩინარდა ან საერთოდ, რა არის ღმერთი?
    – გაგიკვირდება, მაგრამ მეც არა მაქვს პასუხი ამ შეკითხვაზე. აბა ერთი კარგად დამაკვირდი, განა მეც შენსავით ხორციელ არსებას არ ვგავარ?! მე თქვენი ვნებისაგან მომქსოვეს. თქვენი სურვილებისაგან შექმნეს ჩემი სხეული. თქვენი გონება ჩემი სისხლია, ხოლო თქვენი სული – საკვები. მე იმ ევოლუციის ნაყოფი ვარ, რომელიც თავად ვშვი. ჩემს ხელთაა შევცვალო მატერიის იგივე სივრცისა და დროის ნებისმიერი კინტინუუმი. მაგრამ ღმერთი მარადიული და ყველგან მყოფი არსია. მასთან სავალი გზა არც დროსა და არც სივრცეში არ გადის. ამიტომ მე არ ვიცი რა არის ღმერთი. მე უბრალოდ არ ვიცი ეს.
    – შენ ხომ არსებობდი სამყაროს შექმნამდე.
    – იქნებ არც ვარსებობდი. იქნებ სხვა ვინმე ვიყავი. უზენაესმა ჯერ გამოყო ჩემგან ყოველი კეთილი და ჩემი არსი ატომებს მისცა საჯიჯგნად. იქნებ სწორედ ამიტომ მიწოდებთ ზნედაცემულ ანგელოზს?!
    – გამოდის, რომ შენ მხოლოდ ფრიად განსწავლული და მოხერხებული ილუზიონისტი ხარ.
    – როგორც გინდა ისე იფიქრე, თუმცა ერთსაც გეტყვი: ჩემი ხელობა იმდენად დახვეწილია, რომ იგივე საქმე თავად ღმერთს რომ ეკეთებინა – ვერ გაარჩევდი ნახელავის მიხედვით. ასე რომ ხანდახან რაც პოეტებს და მხატვრებს ღმერთების საჩუქარი ჰგონიათ და მუზას უწოდებენ, ჩემი ოინებია მხოლოდ.
    – მალიარი ხარ, ბიჭო.
    -კარგი ფილმი გაიხსენე… ეს ადგილი კი განსაკუთრებით მომწონს. მაგრამ იყავ გულწრფელი. იმ მალიარს ჩემოდანი რომ არ გახსენებოდა, ეს ფრაზაც არ ითქმებოდა. მე რომ ხუთთავა დრაკონად გადავქცეულიყავი და ამ მთებით ჟონგლიორობა დამეწყო ხომ შეძრწუნდებოდი და მსგავსი ზუსტი, მაგრამ ირონიული სიტყვებით არ დამცინებდი. თუმცა მე ვარ ყველაფერში დამნაშავე… გაგიბი აქ ფილოსოფიური ბაასი. დიახ, მალიარი ვარ, მაგრამ ამით ჩემი უპირატესობა თითქმის ყველა შენს თანამოძმესთან შედარებით იოტისოდენად არ მცირდება.
    – თითქმის ყველა თანამოძმესთან შედარებით, ამბობ. მაგრამ მე ხომ მივხვდი, რომ სინამდვილეში მასხარა ხარ!
    – აი ასე, ჩემო კარგო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამპარტავნების სასუფეველში. ეს ამპარტავნება ტალღებად ამოდის შენი სხეულიდან და ფრიად კარგ ხასიათზე მაყენებს. შენ გინდა ჩემგან მიიღო დასტური იმისა, რომ უნიკალური არსება ხარ?! დიდი სიხარულით ვაკეთებ ამას. რა თქმა უნდა შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, გაარღვიე ყოველდღიური ამაოების ილუზორული ბადე, რომელიც ჩემი მოქსოვილია და რეფლექსიის სარკეც დაამსხვრიე. დგახარ ზღვართან, რომლის მიღმა დრო და სივრცე ქრება, იშრიტება მატერიად და პრაიდეების შენნაირ კლიენტთან პირადად მივიდეთ და ჩვენი მომსახურების ექსკლუზიური პაკეტი შევთავაზოთ. კონკრეტულად შენს კუთვნილ ნივთს – შენს სულს, უდიდესი მიმზიდველობა გააჩნია ჩვენთვის. შეიძლება ითქვას, რომ ასე პერსონალურად მხოლოდ მსგავს უიშვიათეს შემთხვევებში ვატარებთ მოლაპარაკებებს. დანარჩენი ადამიანები აბიჯებენ რა რეფლექციის სამყაროში, ასე 14-15 წლიდან (ზოგი უფრო ადრეც), თავისდაუნებურად და დაუზარებლად აწერენ კონტრაქტზე ხელს, ისინი ჩვენი მრევლის წევრები არიან და თავიანთ არაფრისმთქმელ არსებას დედამიწის ზურგზე მუდმივ ცოდვაში ატარებენ. ამიტომ აღსასრულამდე მათი სული ენერგეტიკულად სულ უფრო და უფრო მწირი ხდება. ჩვენთვის მსგავსი სული ნაკლებად მიმზიდველია. რა თქმა უნდა, რელიგიური ყაიდის ისეთმა მისტერიამ, როგორიცაა გულწრფელი მონანიება, ნებისმიერი ჩვენი ქვეშევრდომი და ადეპტი – საშუალო სტატისტიკური სავლე – შეიძლება წმინდან პავლედ გადააქციოს. მაგრამ ეს უაღესად იშვიათად ხდება. ამრიგად, სულ სხვა საქმეა ამაოებით ცდუნება ისეთი ინდივიდისა, რომელიც მზადაა ამა სოფლიდან, იგივე ამაოებიდან გასაქცევად და რომლის სულიც ძალ-ღონით სავსე მსუყე ლუკმაა.
    – რა შეგიძლია შემომთავაზო?
    – აი ეს უკვე საქმიანი საუბარია. ჩვენი კორპორაციის მომსახურება ყოველთვის იყო ცნობილი თქვენთვის. ერთი წინადადებით ის შემდეგნაირად ჩამოყალიბდა. ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ნებისმიერი შენი სურვილი.
    – ანუ აბსოლუტურად ყველა სურვილი, რომელსაც დაგისახელებ?
    – ნუ ონავრობ, ხომ ხვდები, რომ როცა ვამბობ ყველა მეთქი – ვგულისხმობ ამ სამყაროში განხორციელებად ყველა სურვილს. ტრანსცენდენტული რამე-რუმეები ჩემთვისაც ისევე აკრძალულია, როგორც ნებისმიერი ძეხორციელისათვის.
    – მაშ მხოლოდ ქონდრისკაცი-ობივატელის დაკმაყოფილება შეგიძლია.
    – უჰ, რა სასიამოვნოა, ოდნავ მადროვე შენი ამპარტავნების შხაპქვეშ დგომა… მოდი გაგიიოლებ ამოცანას. წარმოიდგინე, რომ მე ის კი არა ვარ, ვინც სამართლიანად ახლა გგონივარ, არამედ 50-ე საუკუნიდან შენს დროში მოხვედრილი მეცნიერი, რომელსაც ხელთ არნახულად წინ წასული ტექნოლოგია უპყრია. დაუშვი, რომ მე შენთვის იგივე როლს ვთამაშობ, რასაც შენ – ნეანდერტალელისათვის ითამაშებდი. ასე, მაგალითად, თუ მთხოვ მუდმივ სიცოცხლეს – მე ჩემი საუკუნის გენეტიკოსებს დავესესხები და ორგანიზმის ავტოგენეზიის, თვითგანახლების აბებს მოგცემ. თუ ყველა შენს მიერ ნათამაშებ აზარტულ თამაშში უეჭველი იღბალი მოგინდება, სხეულში მოგითავსებ ხელსაწყოს, რომელიც მოვლენათა წინასწარჭვრეტის უნარის გენერირებას მოახდენს. ქალთა სქესში წარმატებას თუ ინებებ სუპერმზერით დაგაჯილდოვებ, რომელიც სხვა არა არის თუ არა ფლუიდების გამომასხივებელი მანქანა.
    – ასე სატანური მაგია მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესამდე დაიყვანება.
    – რა თქმა უნდა, ჰოდა შენც განმიხილე როგორც ყველაზე ხელმარჯვე ოსტატი და ნუ მომთხოვ იმას, რაც ლოგიკას სცილდება, თუნდაც შენი ეპოქისათვის სრულიად ფანტასტიკურ ლოგიკას. გაიგე, “მე”- იგივე “შენ” ვარ, ოღონდ უფრო მოდერნიზებული.
    – დაგაგვიანდა! მაშინ მთავაზობ საქონელს, როცა მას ჩემთვის ყავლი გაუვიდა.
    – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. გარდა ამისა, მართალია რთველის დროს მოსავალი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ვაზის ყვავილობისას, მაგრამ ვინ ყიდულობს ყურძენს მაისში… არავინ… ჰოდა დაფიქრდი და თქვი რა გინდა.
    – გარიგება არ არის პატიოსანი, სანამ არ მეტყვი, თუ რის ფასად მაძლევ შენს ჭიან საქონელს.
    – ჭიანიო? სინდისი იქონიეთ, ყმაწვილო! ამ, როგორც თქვენ უწოდებთ, ჭიანი საქონლისათვის მილიონები ხოცავდნენ ერთმანეთს, მაგრამ თუ მხატვრული ჰიპერბოლებისაგან განვზოგადდებით, შენი მოთხოვნა უსამართლო არ უნდა იყოს. რა გსურს რომ იცოდე?
    – რა მელის თუ დაგყაბულდი?
    – ვითომ არ იცი… თუმცა, არა. ვიღაც-ვიღაცეებმა დაგაბნიეს და მითქმითა და კბილთა ღრეჭით შეგაშინეს. ჯოჯოხეთი, ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით, მღვდლების მიერ საბრალო ცოდვილთა წინააღმდეგ მოფიქრებული გრანდიოზული PR ღონისძიებაა. სინამდვილეში, კუპრით სავსე ქვაბები და სამკაპა ეშმაკუნები ჩვენი კორპორაციისათვის სრულიად უსარგებლო რამაა. შენ გელის ის, რაც მილიარდობით სხვა ადამიანს. უბრალოდ ერთ დღეს მოკვდები და გაქრები. დასრულდები, აღარ იარსებებ. ის, რასაც ასე ძლიერ ეპოტინები, ანუ შენი ინტელექტი, დადნება როგორც შარშანდელი თოვლი.
    – თუ ეს ისედაც ელის ყველა ადამიანს, მაშინ რატომ არ უნდა ვიფიქრო, რომ შენს საქონელს ჩალის ფასად ვყიდულობ.
    – კვლავ თვალთმაქცობ, ჩემო მეგობარო. მე ზუსტად ვიცი ერთი რამ – შენ უკვე მიხვდი, რომ ჩემს ჩრდილს მიღმა არსებობს მარადი ნათელი. ვიცი ისიც, რომ ცდილობ საუკუნო სიცოცხლე დაიმსახურო, რომ გინდა ჩემი მარწუხები გაარღვიო და სამუდამოდ გამექცე. აი ამ დროს, ჩემთან გარიგებით, შენ თმობ შანსს, იქონიო შანსი. ეს ვაჭრობა მართლაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია შენთვის. რას იზამ?! დაუბრუნდები შენთვის ყავლგასულ ქვეყნიერებას და აიტან ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს, თუ ამ ყოფის მბრძანებელი გახდები?! ან იქნებ ჩემი საქონელი არ გხიბლავს. გინდა მთელს ჩემს უნარებს შენ გადმოგცემ…. დაიწყებ ქროლას პლანეტიდან პლანეტამდე. შენი თვალით იხილავ სამყაროს ათას საოცრებას. იგრძნობ ენით აუწერელ სიამოვნებებს… როგორც ხორციელ, ასევე ინტელექტუალურს
    – სად არის ბილიკი, რომელიც აქედან ჩამიყვანს?
    – გაფრთხილებ! ჩემს იქით ამ ქვეყანაზე არაფერი დარჩა შესაცნობი. მე ვარ ალფა და ომეგა სამყაროსი. მე ვარ ყოველი სურვილი და ვნება. რას ჩადიხარ?! სხეულს ჯოჯოჯხეთისთვის სწირავ მაშინ, როდესაც არც კი იცი, ჯილდო რა არის. იქნებ ღმერთი შენი ფანტაზიის ნაყოფია. დაფიქრდი, თვით სატანაც კი გულწრფელი გეუბნება, რომ არ იცნობს ღმერთს. იქნებ მთელი შენი მომავალი ტანჯვა და ბრძოლა ამაოებასთან – ქიმერების დევნაა და შენ მაინც მოკვდები. მოკვდები ისე, როგორც ჩემთან თანხმობის შემთხვევაში გაქრები, ოღონდ მილიონ სიამოვნება გამოვლილი. დათანხმდი ადამიანო. მე შენში ჩემს გერებს, გონებას და განსჯას ვუხმობ! იქნებ მე ვარ ღმერთი! მე ვარ თქვენი სამყაროს შემოქმედი და განმგები. მატერია არ არის ის, რასაც თქვენ აღიქვამთ და შემდეგ გონების მეშვეობით აყალიბებთ ცნებებად. რომც ისურვოთ, აპრიორული ემპირიკის სფეროდან ვერ გახვალთ. არც გახსოვს რას გიმტკიცებდა ბებერი კანტი. ჭეშმარიტება, სინამდვილით და სუბიექტივიზმით შეურყვნელი წმინდა იდეა, მატერიალურ საგნებს გააჩნიათ იმდენად, რამდენადაც თავად სუბიექტს შეაქვს ეს ინგრედიენტი მატერიალურ საგნებში. ესე იგი გამოდის, რომ ეს იდეები ადამიანთა ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფია. ხომ შეიძლება, მთელი ფილოსოფიური აბდა-უბდა, რომლითაც შენ ხარ გატაცებული, შარლატანი იდეალისტების ბოდვაა და სხვა არაფერი. ნუ გაცვლი შენს ფერხთით განფენილ მსოფლიოს ლანდებთან თამაშში. შენ იმსახურებ იმას, რასაც მე მოგცემ. თუ მერკანტილური ჯილდონი არ გაკმაყოფილებს, მე მზად ვარ ქვეყნიერების ყველა საიდუმლო გაგანდო. განგაცდევინო მსოფლიო შედევრით ტკბობა, როგორც აწ უკვე აქამდე შექმნილით, ისე მომავალში რომ ხორცს შეასხამს ჯერ არდაბადებული გენიოსი. და რას იხდი ამ სიმდიდრეში?! უბრალო სიკვდილს, გაქრობას, გახსნას მატერიაში შენი სულისა. მაშ, დაფიქრდი და საბოლოო პასუხიც მითხარი.
    ამ დროს მე უხმოდ ვტრიალდები დ თვალებით ვეძებ მწვერვალიდან ბარისაკენ ჩამავალ ბილიკს. აი ისიც… ამ დროს უკნიდან შემზარავი ქუხილის ხმა მესმის. ვტრიალდები და ვხედავ, რომ ჩემი ალტერ ეგო გიგანტურ კუპრისფერ ჩრდილად ქცეულა. მისი კონტურები იცვლება, როგორც ვულკანის კრატერიდან ამომავალი ბოლის ქულები. უგულველყოფილი სატანა მგვრგვინავი ხმით მიხმობს.
    – ო უგუნურო, ამაყო და თავხედო მოდგმავ. რომ იცოდე როგორ მეზიზღები, რადგან ზეცას, ჩემს სამშობლოს მომაგონებ. მას შემდეგ, რაც ბერიკაცმა წამართვა სიკეთე და თავისი საცხოვრებლის მოდარაჯე ფინიად დამაყენა, მე შევიძულე ის და მისი ხატი – ადამიანი. მართალნო, განა რომელიმე თქვენთაგანი ფიქრობს იმაზე, რას გრძნობს მოდარაჯე ძაღლი. თქვენს კერპს, იესოს ადიდებთ და მას, როგორც უსაზღვრო და მარად სიკეთეს ელტვით. ხოლო იუდას, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად შექმნა ქრისტე, საუკუნოდ წყევლით. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მხოლოდ ბოროტება იცავს თქვენი სასუფევლის კარებს უწმინდურებისაგან, რომ მე-სატანა-ჩემი ჩრდილით გამოვყოფ ნათელს ბნელისაგან. ო, როგორ მძულხართ თქვენც, ადამიანებო, ეს მთებიც, მზეც, ჰაერიც მძულს, თვითოეული ატომი და მოლეკულა ხრწნადი მატერიისა. ყოველი ნივთი წარმავალია და მისი კვდომა ჩემს ხელთაა, მე მემორჩილება. მე კი მძულს ეს მორჩილება და ეს საგნებიც. ოო, უმადურო კაცობრიობავ, წყეულიმც იყავ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
    აქ მეორე “მე” ეფექტურად იწვევს საშინელ ქარბუქს, ელვას და ქუხილს და ხელმოცარული ტოვებს მთის მწვერვალს. მე კი, ჩანჩალ-ჩანჩალით მოვუყვები საცალფეხო ბილიკს, რომელიც უკან ადამიანებთან მაბრუნებს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • დრამატურგია

    სემუელ ბეკეტი – თამაში

    სემუელ ბეკეტი

    თამაში

    მოქმედი პირები: I ქალი, II ქალი, კაცი.

    ცენტრში, რამპასთან, ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით იარდის (91 სმ) სიმაღლის სამი ერთნაირი ნაცრისფერი ურნა დგას[1]. თითოეულიდან თავია ამოყოფილი, კისერი კი ურნის ყელში მჭიდროდაა მოთავსებული. მაყურებელთა დარბაზიდან ცქერისას მარცხნიდან მარჯვნივ II ქალს, კაცსა და I ქალს ვხედავთ. ისინი პიესის მსვლელობისას მხოლოდ წინ იყურებიან, თავებს არ ატრიალებენ. მათ სახეებზე გამომეტყველება და ასაკის ნიშნები იმდენად წაშლილია, რომ თავები ურნების ნაწილებს მიუგავთ. თუმცა ნიღბების გამოყენება დაუშვებელია.
    ლაპარაკს მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა პროჟექტორის შუქი სახეზე ხვდებათ[2].
    შუქი სახიდან სახეზე სწრაფად გადადის. დაბნელება, ანუ პროლოგის სრულ სიბნელეში დაბრუნება, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა, არ ხდება. შუქზე რეაქცია იმავე წამს არ წარმოიქმნება – ყოველი რეპლიკის წინ წამიერი პაუზა უნდა იქნას დაცული, თუკი უფრო ხანგრძლივი პაუზა სპეციალურად არ არის აღნიშნული.
    სახეები უმეტყველოა, ხმები – მონოტონური, გარდა ადგილებისა, სადაც გამოთქმა სპეციალურად არის მითითებული.
    საუბრის ტემპი თავიდან ბოლომდე აჩქარებულია.

    ფარდა ზემოთ ადის. სცენა თითქმის სრულ სიბნელეშია, თუმცა ურნების გარჩევა მაინც შეიძლება. 5 წამი. სუსტი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი.
    ლაპარაკობენ ერთდროულად. ხმები – ჩუმი, მეტყველება – გაურკვეველი.

    I ქალი
    უცნაურია, დიახ, წყვდიადი უკეთესია, რაც უფრო ბნელა, მით უარესია, სიჩუმე და უკუნეთი, განსაზღვრულ დრომდე კარგია, მაგრამ ეს განსაზღვრული დრო უკვე დგება, აი ისიც, თვითონ გაიგებ, წადი აქედან, ნუ მაწუხებ, მხოლოდ სიჩუმე, მხოლოდ წყვდიადი, ყველაფერმა გაიარა, ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი აღმოიფხვრა…

    II ქალი
    იქნებ, დიახ, ჩრდილი წავიდა, მგონი, იტყვიან ასე, საწყალი ქალი, ჩრდილი წავიდა, უბრალოდ ჩრდილი, თავში… (იცინის.) ჰა-ჰა-ჰა, უბრალოდ ჩრდილი, ეჭვი მეპარება, ეჭვი მეპარება, ბოლომდე არა, როგორც შემიძლია, რაც შემიძლია…

    კაცი
    დიახ, სულში სიმშვიდეა, და თითქოს ყველაფერი მომცილდა, მთელი ნაღველი, თითქოს არც კი ყოფილა, მაგრამ დადგება… (ასლოკინებს.) პარდონ, აზრი არა აქვს, მე კი ვიცი, მიუხედავად ამისა სულში სიმშვიდეა, უბრალოდ კი არ გაიარა ყველაფერმა, თითქოს არც კი ყოფილა…

    სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. ძლიერი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი. ხმები ნორმალური სიძლიერით.

    I ქალი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვთხოვე, მიატოვე-მეთქი…
    II ქალი: . . . . . . . . (ერთად) . . . . . . . . . . . ერთ დილას, როცა ფანჯარასთან…
    კაცი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ერთად სულაც არ…

    სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სინათლე პირველ ქალზე.

    I ქალი
    ვთხოვე, მიატოვე-მეთქი. დავაფიცე…

    II ქალი
    ერთ დილას, როცა ფანჯარასთან ვიჯექი და ვკერავდი, მისი ცოლი შემომივარდა. ჩემ ქმარს თავი დაანებეო, გაკიოდა. ფოტოებზე აშკარად უკეთესად გამოიყურება. მაშინ ვნახე პირველად, სინამდვილეში რაც არის. გასაგებია, რომ მისმა ქმარმა მე მარჩია.

    კაცი
    ჩვენ ერთად დიდხანს სულაც არ ვყოფილვართ, მან კი ყველაფერი იყნოსა. მიატოვე ეგ ბოზი, მითხრა, ან ყელს გამოვიჭრიო… (ასლოკინებს.) პარდონ, ღმერთი მიშველის. ვიცოდი, არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ ჰქონდა და ვუთხარი, რომ არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს.

    II ქალი
    რაზე მელაპარაკებით, ვეკითხები, თან კერვას ვაგრძელებ. თავი დავანებო – ვის? სუნით ვხვდები, რომ ჩემი ქმარი ბოზთან დადისო, მიკივლა.

    I ქალი
    მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ქმარს კარგი მეთვალყურე მივუჩინე, არავითარი დამამტკიცებელი საბუთი არ ჩნდებოდა. იმის უარყოფაც არ შეიძლებოდა, რომ საწოლში ის ისეთივე… გულმოდგინე იყო, როგორიც ადრე. ამ მიზეზის გამო და იმიტომაც, რომ ვიცოდი, როგორ ვერ იტანს სუფთა პლატონიზმს, ხანდახან ვფიქრობდი, ტყუილად ხომ არ ვადანაშაულებ-მეთქი. დიახ.

    კაცი
    რა გაქვს საწუწუნო, ვკითხე. მე რა, შენ უგულებელგყოფ? როგორ შევძლებდით ერთად ყოფნას მე და შენ, როგორც ახლა, კიდევ ვიღაც რომ მყავდეს-მეთქი? მართლა ძალიან მიყვარდა და ცხადია, მებრალებოდა.

    II ქალი
    შემეშინდა, რომ ძალას იხმარდა და მეზობელს დავუძახე, რომელსაც შეუძლია დამემოწმოს, თუ ჯერ კიდევ დასეირნობს დედამიწის ზურგზე, როგორ დამემუქრა ალქაჯი წასვლისას, რომ ყოფას მიტირებს. არ დავმალავ, მე მაშინ ამან ძალიან შემაშფოთა.

    კაცი
    არ დამიჯერა. ეს მოსალოდნელიც იყო. მე მას სუნით ვგრძნობო, იმეორებდა. ძნელი იყო ასეთ რამეს შეპასუხებოდი. ამიტომ მოვეხვიე და ვუთხარი, რომ არ შემიძლია უიმისოდ ცხოვრება. უფრო მეტიც, ამაში საკუთარი თავიც დავარწმუნე. მას არ მოვუცილებივარ.

    I ქალი
    თავად განსაჯეთ, როგორ გავოცდი, როცა ერთ დილას ჩემი ქმარი საპირფარეშოში შემომეჭრა, მუხლებზე დაეშვა, სახე ჩემ კალთაში ჩარგო და… ყველაფერი აღიარა.

    კაცი
    ვიღაც იდიოტს ჩემი თვალთვალი დაავალა, მაგრამ მე ამ ვაჟბატონს ვუთხარი – ზედმეტი გასამრჯელო არ გაწყენს-მეთქი.

    II ქალი
    რატომ არ მიდიხარ სახლიდან, ვეკითხებოდი, როცა ის თავის აუტანელ ოჯახურ ცხოვრებაზე იწყებდა წუწუნს. შენ და შენ ცოლს შორის ხომ აღარაფერია? თუ არის?

    I ქალი
    ვაღიარებ, პირველი ჩემი გრძნობა განცვიფრება იყო. აი მამაკაცი!

    სინათლე მამაკაცზე. ის პირს გააღებს, რომ რაღაც თქვას, მაგრამ სინათლე მე-2 ქალზე გადადის.

    II ქალი
    გულახდილად თქვი, ვინ გგონივარ – მექანიკური ხელსაწყო? მკითხა. აბა რატომ არ მიდიხარ-მეთქი? ხანდახან ვფიქრობდი, რომ ცოლთან ფულის გამოა.

    კაცი
    მერე მათ შორის სცენა მოხდა. არ შემიძლია, ვიღაც შემომივარდეს და დამემუქროსო, მითხრა. შემატყო, დიდი ყურადღებით არ ვუსმენდი. თუ ჩემი არ გჯერა, მეზობელს ჰკითხეო. ჩემი ცოლი იმუქრება, რომ თავს მოიკლავს-მეთქი. შენ არ მოგკლავსო? მკითხა. არა, მე არა-მეთქი. ამაზე ბევრი ვიცინეთ.

    I ქალი
    მერე მაინც ვაპატიე. სადამდე არ დაგამცირებს სიყვარული! შევთავაზე, რომ ჩვენი შერიგება სადმე მთაში ან ზღვაზე აღგვენიშნა. გაფითრებული იყო. ლოყებჩაცვივნული. სწორედ ახლა არის ეს შეუძლებელიო. საქმეების გამო.

    II ქალი
    მისი ცოლი ისევ მოვიდა. გზად შემოიარა. სულ თაფლად იღვრებოდა. საწყალი. მე ფანჯარასთან ვიჯექი და მანიკიურს ვიკეთებდი. მან ყველაფერი მიამბოო, გამომიცხადა. ვინ “მან,” – ვუპასუხე, თან ქლიბი ხელიდან არ გამიშვია, – და რა არის ეს “ყველაფერი?” მე მესმის, რა მტკივნეულია ეს თქვენთვისო. უბრალოდ შემოვიარე, რომ მეცნობებინა – გულში არაფერი ჩამიდიაო. მე მეზობელს დავუძახე.

    კაცი
    მერე შემეშინდა და ყველაფერი ვუამბე. სახეზე ფერი აღარ ედო. მოღალატეებო, მხედველობაში მიიღეთ, არ შეიძლება ადიულტერში გამოტყდომა.

    I ქალი
    როცა დავწყნარდი, და მეგონა ყველაფერი დასრულდა, ვიფიქრე ნიშნს მოვუგებდი. ჩვეულებრივი ბოზი. რა ნახა მასში, როცა მე ვყავდი…

    II ქალი
    როცა ჩემი კაცი ისევ მოვიდა, ყველაფერს შუქი მოვფინეთ. მე მკვდარივით ვიყავი. ის სულ მიხსნიდა, რატომ იყო საჭირო ცოლს გამოსტყდომოდა. მეტისმეტად სახიფათოაო და სხვა მისთანები. ეს იმას ნიშნავდა, რომ კვლავ ცოლთანაა. მასთან დაბრუნდა!

    I ქალი
    სქელი, მრგვალი სახე, ფერიმჭამელები, გადმობრუნებული ტუჩები, კისერი არა აქვს, მკერდი, როგორც…

    II ქალი
    ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. ისმოდა, როგორ გააქვთ ნაგავი. მე ის გავაჩერე და ვუთხარი, როგორიც არ უნდა იყოს-მეთქი ჩემი გრძნობები, არც იმის სურვილი მაქვს, სულელურ მუქარებს მივმართო და არც იმისა, რომ შენი ცოლის ნასუფრალით ვიკვებო-მეთქი. ჩაფიქრდა.

    I ქალი
    ფეხები, როგორც… გალიფე.

    კაცი
    როცა მე ის კვლავ ვნახე, საშინლად… (ასლოკინებს.) გამოიყურებოდა. პარდონ. მენაგვეებს ნაგავი გაჰქონდათ. ხმაური, სუნი. მთავარი იყო დამერწმუნებინა, რომ არავითარი… განახლება ინტიმურობისა არ მოხდებოდა. არაფრის თავი აღარ მქონდა. ეს მოსალოდნელი იყო. მაშინ მე მას მოვეხვიე და ვუთხარი, რომ არ შემიძლია უიმისოდ ცხოვრება. მგონი, მართლა არ შემეძლო.

    II ქალი
    ერთადერთი გამოსავალი გამგზავრება იყო. შემპირდა, რომ ასეც მოვიქცევით, მაგრამ არა იმაზე ადრე, ვიდრე ის თავის საქმეებს მოაგვარებს. მანამდე კი ყველაფერი ძველებურად უნდა დარჩეს. შეძლებისდაგვარად.

    I ქალი
    ამრიგად, ის კვლავ ჩემი იყო. მთლიანად. მე ბედნიერი ვიყავი. დავდიოდი და ვმღეროდი. სიმშვიდე…

    კაცი
    შინ – სიამტკბილობა, ახალი ფურცელი. როგორც ამბობენ, ვინც ძველი ახსენოსო… იმასთან შევიარე… შენს ბოზთან, მითხრა ერთხელ ღამით საწოლში. კარგია, რომ თავი დაანებეო. საკმაოდ უაზრო საქციელია, გავიფიქრე. აბა რა, ძვირფასო-მეთქი, აბა რა. მაგარი პარაზიტები არიან ეს ქალები. გმადლობ, ანგელოზო-მეთქი.

    I ქალი
    მერე მე კვლავ ვიგრძენი იმ ქალის არსებობა. დიახ.

    II ქალი
    როცა ჩემმა საყვარელმა ჩემთან სიარული შეწყვიტა, მე ამისათვის მზად ვიყავი. მეტად თუ ნაკლებად.

    კაცი
    ბოლოს უკვე აუტანელი გახდა. უბრალოდ, აღარ შემეძლო მეტი…

    I ქალი
    სანამ რამის გაკეთებას მოვასწრებდი, ჩემი ქმარი გაქრა. ესე იგი იმან გაიმარჯვა. იმ ბოზმა! ვერ ვიჯერებდი. სრულიად დამტვრეული ვეგდე მთელი დღეების განმავლობაში. შემდეგ მასთან წავედი. სახლი დაკეტილი დამხვდა, ფანჯრები აფიცრული. გზად შინისაკენ, მოლიპულ დაღმართზე…

    კაცი
    უბრალოდ, მეტი აღარ შემეძლო…

    II ქალი
    მოვაგროვე მისი ნივთები და დავწვი. ნოემბერი იყო, კოცონი დიდხანს იწვოდა. მთელი ღამე მცემდა დამწვრის სუნი.

    დაბნელება 5 წამი. სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე, მაგრამ ორჯერ უფრო სუსტად. 3 წამი. ხმებიც, შესაბამისად, ჩუმად.

    I ქალი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . შემიბრალე, შემიბრალე…
    II ქალი: . . . . . . . . (ერთად) . . . . . . . . იმის თქმა, რომ…
    კაცი: . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თავიდან, როცა ყველაფერი…

    სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სინათლე მამაკაცზე.

    კაცი
    თავიდან, როცა ყველაფერი შეიცვალა, ღმერთს მადლობა მოვახსენე. ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, ყველაფერმა გაიარა…

    I ქალი
    შემიბრალე, შემიბრალე, ენა კვლავ ითხოვს შებრალებას. შენ შემიბრალებ. ყველაფერს გაიგებ და შემიბრალებ.

    II ქალი
    იმის თქმა, რომ იმედი არ გამცრუებია, ნამდვილად არ შემიძლია. მეტს ველოდი. მეტ სიმშვიდეს.

    I ქალი
    ან ჩემგან დაიქანცები. წადი აქედან.

    კაცი
    ქვემოთ და ქვემოთ, წყვდიადში, სულში სიმშვიდე დაისადგურებს, ვფიქრობდი, ესეც ასე, როგორც იქნა, სწორი ვიყავი, ესეც ასე, მადლობა ღმერთს, თავიდან, როცა ყველაფერი შეიცვალა.

    II ქალი
    ნაკლები ბუნდოვანება. ნაკლები აბდაუბდა. ამასთან ერთად, ახლა უკეთესია, ვიდრე… მაშინ. აშკარად. დროდადრო გასაძლებიც კია.

    კაცი
    ვფიქრობდი მე.

    II ქალი
    როცა შენ ქრები, მე გამორთული ვარ. ოდესმე მოგწყინდები და წახვალ… სამუდამოდ.

    I ქალი
    ჯოჯოხეთური ბინდბუნდი.

    კაცი
    დიახ, სიმშვიდე, და თითქოს ყველაფერი მომცილდა, მთელი ნაღველი, თითქოს არც კი ყოფილა.

    II ქალი
    მომშორდი, არ გამოგივიდა. წადი და სხვებს ეცი. თუმცა…

    I ქალი
    წადი აქედან! (მძვინვარედ) წადი აქედან!

    კაცი
    მაგრამ მშვიდობა დაისადგურებს. იმას, რაც იყო, მომავალი არ ჰქონდა.

    II ქალი
    თუმცა ყველაფერი კიდევ უფრო უარესი შეიძლება გახდეს, არის ამის საშიშროება.

    კაცი
    რა თქმა უნდა, მე კი ვიცი…

    I ქალი
    შეიძლება სიმართლეს არ ვამბობ, შეიძლება ოდესმე ვიტყვი და მერე ამ სიმართლის გამო სინათლე აღარ იქნება?

    II ქალი
    შეძლებდი ჩემზე გაბრაზებას იმის გამო, რომ მწუხარებისაგან გონება ამერია? შეძლებდი?

    კაცი
    ახლა კი ვიცი, რომ ის თამაში იყო. მაგრამ ეს? ეს როდის გახდება…

    I ქალი
    შესაძლებელია?

    II ქალი
    შეძლებდი?

    კაცი
    ეს როდის გახდება… უბრალოდ თამაში?

    I ქალი
    არაფრის გაკეთება არ შემიძლია… არავისთვის… მეტი… მადლობა ღმერთს. ესე იგი რაღაცის თქმაა საჭირო. რა დუნედ მუშაობს ტვინი!

    II ქალი
    საეჭვოა. ეს არ არის შენს სტილში. მაგრამ უნდა იცოდე, რომ მე თვითონაც ვცდილობ, როგორც შემიძლია. თუ არ იცი?

    კაცი
    შესაძლოა ისინი დამეგობრდნენ. შესაძლოა მწუხარებამ…

    I ქალი
    მაგრამ მე ყველაფერი ვთქვი, ყველაფერი, რის თქმაც მაცალეს. ყველაფერი, რაც…

    კაცი
    შესაძლოა მწუხარებამ ისინი გააერთიანა.

    II ქალი
    ეჭვი არ არის, მე იმავე შეცდომას ჩავდივარ, რასაც მზის შუქზეც ჩავდიოდი. ვეძებ აზრს იქ, სადაც შესაძლოა არავითარი აზრი არ არის.

    კაცი
    შეიძლება ისინი ერთმანეთს ხვდებიან და იმ მწვანე ჩაის მიირთმევენ, რომელიც ორივეს ასე უყვარდა, უშაქროდ, ურძეოდ, ლიმონის ნაჭრის გარეშე…

    II ქალი
    გესმის ჩემი? ვინმეს ესმის? ვინმე მიყურებს? ესაქმება ვინმეს ჩემთან რამე?

    კაცი
    ლიმონის ნაჭრის გარეშეც კი…

    I ქალი
    იქნებ დავიმანჭო და არა მხოლოდ ვილუღლუღო? ავტირდე?

    II ქალი
    აკრძალული მაქვს, თუ რა? საფრთხემ უკვე გაიარა. საწყალი ქალი, ახლაც ჩამესმის იმ საცოდავის ხმა…

    I ქალი
    ენა ამოვიგლიჯო და ჩავყლაპო? გადმოვაფურთხო? შენ გულს ამით მოვიგებ? რა დუნედ მუშაობს ტვინი!

    კაცი
    ხვდებიან ერთმანეთს, ხან ერთთან სხედან, ხან მეორესთან და ადარებენ… (ასლოკინებს.) პარდონ. ბედნიერ მოგონებებს.

    I ქალი
    ფიქრი მაინც შემეძლოს! აზრი არც ამას არა აქვს… არავითარი. არ შემიძლია.

    II ქალი
    იმ საცოდავს, შენ შეცდენას რომ ცდილობდა, რა დაემართა, როგორ გგონია? ახლაც ჩამესმის მისი ხმა. საწყალი.

    კაცი
    პირადად მე ყოველთვის “ლიპტონს” ვარჩევდი.

    I ქალი
    ყველაფერი ინგრევა, ყველაფერი განადგურდა, ძირფესვიანად, ცარიელ ადგილას. არავითარი კითხვები. მე არავინ არაფერს არ მეკითხება.

    II ქალი
    მათ, შესაძლოა, შევბრალებოდი კიდეც, ჩემი რომ გაეგოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც მე ისინი.

    I ქალი
    არ შემიძლია.

    II ქალი
    მათი ვნებიანი კოცნაობა.

    კაცი
    ყოველ შემთხვევაში, მე ისინი მებრალებიან, დიახ, ვადარებ ჩემს ბედს მათ ბედნიერ…

    I ქალი
    არ შემიძლია. გონება არ უშვებს. დაე, ასე წავიდეს. დიახ.

    კაცი
    მებრალებიან.

    II ქალი
    რას აკეთებ, როცა მიდიხარ? იფანტები?

    კაცი
    ვმალავ რამეს? დავკარგე?..

    I ქალი
    იმ ქალს, რასაკვირველია, ჰქონდა სახსრები, თუმცა ღორივით კი ცხოვრობდა.

    II ქალი
    თითქოს ნაგავი გაგაქვს პაპანაქება სიცხეში. თავს ძალას ატან… წარმოიქმნება ინერცია…

    სინათლე ქრება. დაბნელება 3 წამი. სინათლე მე-2 ქალზე.

    II ქალი
    ქრება და კვლავ ძალას ატან…

    კაცი
    წამერთვა?.. რა გინდოდა? რატომ მიდიხარ? რატომ…

    II ქალი
    ალბათ შენც გეცოდები. ფიქრობ – საწყალი, მას სიმშვიდე სჭირდება.

    I ქალი
    მან ჩემი ქმარი ალბათ სადმე… მცხუნვარე მზის ქვეშ საცხოვრებლად წაიყვანა.

    კაცი
    რატომ ქრები? რატომ არ…

    II ქალი
    არ ვიცი.

    I ქალი
    ზის ალბათ სადმე ღია სარკმელთან, მუხლებზე ხელებდაწყობილი, და პალმებს მიღმა იყურება…

    კაცი
    რატომ არ მიყურებ განუწყვეტლივ? შესაძლოა ბოდვა დამეწყო და… (ასლოკინებს.) ყველაფერი დამეფქვა. პარ…

    II ქალი
    არა.

    კაცი
    პარდონ.

    I ქალი
    იყურება პალმებს მიღმა, ზღვისაკენ. ფიქრობს, რას შეეძლო მისი შეფერხება. სცივა. ჩრდილი ყველაფერს ფარავს. მიცოცავს. დიახ.

    კაცი
    წარმოგიდგენიათ, არასოდეს ვყოფილვართ ყველანი ერთად.

    II ქალი
    იქნებ მე უკვე ცოტათი შევიშალე?

    I ქალი
    საწყალი. საწყალი ქალი.

    კაცი
    არასოდეს გაგვიღვიძია ერთად, მაისის დილას, პირველი ვინც გაიღვიძებს, დანარჩენებს აღვიძებს. შემდეგ დიდი ნავით…

    I ქალი
    სინანული, დიახ. უარეს შემთხვევაში, შერიგება. უკვე შეურიგდა, მაგრამ რისთვის?

    II ქალი
    მისმინე, იქნებ მე უკვე ცოტათი შევიშალე? (იმედით) სულ ცოტათი მაინც, ა? (პაუზა.) ეჭვი მეპარება.

    კაცი
    დიდი ნავით…

    I ქალი
    სიჩუმე და უკუნეთი – აი ყველაფერი, რაც მინდოდა. და რა, ერთსაც და მეორესაც ცოტ-ცოტას ვღებულობ. ერთად. ალბათ ცოდვაა უფრო მეტის მოთხოვნა.

    კაცი
    დიდი ნავით, მდინარეზე, მე ნიჩბებთან, ისინი გასაბერ ბალიშებზე… იალქნები. მივექანებით. ასეთი ოცნებები.

    I ქალი
    ჯოჯოხეთური ბინდბუნდი.

    II ქალი
    ჩრდილი წავიდა. თავში. უბრალოდ, ჩრდილი. ეჭვი მეპარება.

    კაცი
    ჩვენ არაცივილიზებულები ვართ.

    I ქალი
    მოკვდე, რათა უკუნეთში მოხვდე, და რაც უფრო ბნელა, მით უარესია. უცნაურია.

    კაცი
    ასეთი ოცნებები. მაშინ. ახლა კი…

    II ქალი
    მე ეჭვი მეპარება.

    პაუზა. მე-2 ქალს ყრუ ხითხითი აუტყდება, რასაც პირველ ქალზე სინათლის გადანაცვლება შეწყვეტს.

    I ქალი
    დიახ და ყველაფერი ეს აქ, ყველაფერი აქ, სახეში გიყურებს. შენ გაიგებ. წადი აქედან. თორემ დაიღლები.

    კაცი
    ახლა კი, როცა შენ… მხოლოდ თვალი ხარ. უბრალოდ მიყურებ. სახეში. ერთიც და – არაფერი.

    I ქალი
    ჩემთან თამაშით დაიღლები. წადი აქედან. დიახ.

    კაცი
    რაღაცას ეძებ სახეში. სიმართლეს. თვალებში. ან სულაც…

    სინათლე მამაკაციდან მე-2 ქალზე გადადის. სიცილი, როგორც ადრე. მე-2 ქალს კვლავ აწყვეტინებს მამაკაცზე სინათლის გადასვლა.

    კაცი
    მხოლოდ თვალი. მაგრამ არა გონება. იხილება და იხუჭება. განა მე…

    სინათლე ქრება. დაბნელება 3 წამი. სინათლე მამაკაცზე.

    კაცი
    განა მე… ასე ვჩანვარ?

    სინათლე ქრება. დაბნელება 5 წამი. სუსტი სინათლე ერთდროულად სამივე სახეზე. 3 წამი. ხმები ჩუმი, მეტყველება – გაურკვეველი.

    ყველაფერი თავიდან იწყება და ზუსტად მეორდება.

    ინგლისურიდან თარგმნა კახა ბარამიძემ

    [1] იმისათვის, რომ ურნები სიმაღლეში იარდს არ აღემატებოდეს, ლიუკების გაკეთებაა საჭირო, რაც მსახიობებს სცენის დონეზე დაბლა დადგომის საშუალებას მისცემს. სხვა შემთხვევაში მათ მთელი სპექტაკლის განმავლობაში მუხლმოყრილებს მოუწევთ ყოფნა.
    თუ სცენაზე ლიუკები არ არის, ხოლო მსახიობებისათვის მუხლებზე დგომა მოუხერხებელია, მაშინ მათ ფეხზე შეუძლიათ დადგნენ, ოღონდ ურნები უნდა გადიდდეს და სიღრმეში გადავიდეს. ურნების ზომები ყველაზე მაღალი და მსუქანი მსახიობის მიხედვით უნდა იქნას შერჩეული.
    დამჯდარი მდგომარეობა ურნების ფორმას სრულიად მიუღებელს გახდის, ამიტომ ამგვარი შესაძლებლობა არც კი უნდა განიხილებოდეს. (ავტორის შენიშვნა.)

    [2] სინათლის წყარო მხოლოდ ერთი უნდა იყოს. მისი ოპტიმალური ადგილი რამპის ცენტრშია, საიდანაც მსხვერპლთა სახეები ახლოდან და ქვედა წერტილიდან განათდება.
    როდესაც სამივე სახის ერთდროულად განათების აუცილებლობა გაჩნდება, საჭიროა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს სინათლის ერთი სხივი სამად გაიხლიჩა.
    მითითებული ეპიზოდების გარდა მხოლოდ ერთი მოძრავი სინათლე უნდა იქნას გამოყენებული. ის მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადადიოდეს სახიდან სახეზე.
    სრულიად მიუღებელია, ყოველ სახეს თავისი სინათლის წყარო ჰქონდეს მიმაგრებული – ასეთ დროს ერთადერთი შემკითხველის არსებობა გაცილებით ნაკლებად იგრძნობა, ვიდრე ეს მოძრავი პროჟექტორის დახმარებითაა შესაძლებელი. (ავტორის შენიშვნა.)

  • დრამატურგია

    სემუელ ბეკეტი – ნაცარი

    რადიოპიესა

    ზღვის ოდნავი ხმაური.

    ჰენრის ფეხქვეშ კენჭები შხრიალებს. ჰენრი შეჩერდება.

    ზღვის ხმაური მატულობს.

    ჰენრი: წინ. (ზღვის ხმაური. ოდნავ ხმამაღლა.) წინ. (მიდის. კენჭები შხრიალებს.) შეჩერდი! (ჩერდება. ზღვის ხმაური ძლიერდება.) დაჯექი! (კენჭების შხრიალი. ჰენრი ჯდება. მთელ შემდგომ პაუზას ზღვის ხმაური ავსებს.) ვინ არის ახლა ჩემთან? (პაუზა.) მოხუცი, ჭკუასუსტი ბრმა მოხუცი. (პაუზა.) მკვდრეთით აღმდგარი მამაჩემი… უნდა ცოტა ხანს ჩემთან დაჰყოს. (პაუზა.) თითქოს არც მომკვდარა. (პაუზა.) არა, უნდა ამ უცნაურ ადგილას ცოტა ხანს ჩემთან დაჰყოს. (პაუზა.) ესმის ჩემი? (პაუზა.) ჰო, მგონი ესმის. (პაუზა.) მიპასუხებს? (პაუზა.) არა, არ მპასუხობს. (პაუზა.) უბრალოდ, ჩემს გვერდით იქნება. (პაუზა.) ხმა, რომელიც გესმის, ზღვის ხმაურია. (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) გეუბნები, ხმა, რომელიც გესმის, ზღვის ხმაურია-მეთქი, ზღვის ნაპირას ვსხედვართ. (პაუზა.) მე ხომ ამას იმიტომ გიხსნი, ეს უცნაური ხმა ზღვის ხმაურს არა ჰგავს, თუ არ ხედავ, ვერ მიხვდები. (პაუზა.) ფლოქვების თქარუნი! (გზიდან ნალების წკრიალი ისმის. მალე ხმა მიწყდება). (პაუზა.) ისევ! (კვლავ ფლოქვების თქარუნი. პაუზა. აღელვებით.) კარგი იქნებოდა ცხენებისთვის ადგილზე ნაბიჯით სიარული გვესწავლებინა! დაგვეჭედა ფოლადის ნალებით, მიგვება ცხენსაბმელზე და ებაკუნებინა! (პაუზა.) გაგვეცოცხლებინა ათტონიანი მამონტი, დაგვეჭედა ფოლადის ნალებით და ებრახუნებინა, ეშმაკმაც წაიღოს, გადაექელა მთელი სამყარო! (პაუზა.) ახლა სინათლეს მიუგდე ყური, სინათლე ყოველთვის გიყვარდა, ისეთი, როცა ნაშუადღევს მთელი ეს ნაპირი ჩრდილში იყო გახვეული, მზით განათებული ზღვა კი კუნძულამდე ჩანდა. (პაუზა.) ზღვის უბის ამ მხარეს ცხოვრება არ გინდოდა – გამუდმებით მწუხრზე ბანაობებისათვის მზე გსურდა ზღვაზე განფენილი. მაგრამ, შენი ფული მივიღე თუ არა, მაშინვე აქეთ გადმოვბარგდი. შენ ეს შეიძლება იცი კიდევაც. (პაუზა.) შენი სხეული ვერ ვიპოვეთ. იცი, ანდერძის დამტკიცებაც ძალიან გაგვიჯანჯლდა, ასე გვეუბნებოდნენ – დამამტკიცებელი საბუთი სად არის, თქვენგან არ გაიქცა და ჯანმრთელი და საღ-სალამათი სხვისი სახელით ახლა სადმე არგენტინაში არ იმალებაო, დედა კი საშინლად იტანჯებოდა. (პაუზა.) შენ გგავარ, ზღვა თუ შორსაა, სული მეხუთება, თუმცა ზღვაში არასოდეს შევდივარ – უკანასკნელად ზღვაში მგონი შენთან ერთად ვიბანავე. (პაუზა.) მთავარია, ახლოს ვიყო. (პაუზა.) ზღვა დღეს წყნარია, მე კი მისი ხმა ყველგან მესმის, სახლშიაც და ზღვაზე ხეტიალის დროსაც. ჰოდა, ხმა რომ დავფარო, ლაპარაკს ვიწყებ. (პაუზა.) ჰო, ხმა რომ დავფარო, ლაპარაკს ვიწყებ, თუმცა ამას ვერავინ ხვდება. (პაუზა.) სადაც არ უნდა ვიყო, სულ ვლაპარაკობ და ვლაპარაკობ, ერთხელ შვეიცარიაშიც წავედი, რათა ამ წყევლას რაც შეიძლება შორს გავცლოდი. (პაუზა.) ადრე არავინ მჭირდებოდა, ჩემ თავს ველაპარაკებოდი, რა ამბებს აღარ ვუყვებოდი. ერთხელ ერთ მოხუცზე, რომელსაც სახელად ბულტონი ერქვა, საოცარი ამბავი მოვყევი. ის ამბავი ეგრევე დაუმთავრებელი დამრჩა. საერთოდაც ვერაფერს ვამთავრებ, ყველაფერი დაუსრულებლად გრძელდება. (პაუზა.) ბულტონი. (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ბულტონი! (პაუზა.) როცა დარაბები… არა შტორები, ჰო, შტორები… როცა შტორები მაგრად არის მიწეული და სინათლეს არ უშვებს, სინათლე არ არის, მხოლოდ ცეცხლის შუქია… ის ცეცხლთან ზის… არა, ფარდაგზე დგას, ცეცხლთან, სიბნელეში, ბუხრის დაფას მიყრდნობილი, დგას ცეცხლთან სიბნელეში თავისი ძველი წითელი ხალათით და ელოდება, შინ ცეცხლის ტკაცატკუცის გარდა არაფერი ისმის. (პაუზა.) დგას თავისი წითელი ხალათით, რომელსაც ჰა და ჰა, საცაა ცეცხლი მოედება, როგორც ჩემს ბავშვობაში, ოდესღაც, თუმცა არა, მაშინ მას პიჟამო ეცვა. დგას სიბნელეში და უცდის, სინათლე არ არის, მხოლოდ ცეცხლის შუქი ანათებს. ის დგას. ის მოხუცია. ის განსაცდელშია. (პაუზა.) და აი, კარზე კვლავ ზარის ხმა გაისმის, იგი ფანჯარასთან მიდის, ფარდიდან იყურება, იქ კი – დიდებული ბიჭი, ჯანმაგარი ბერიკაცი, ზამთრის ნათელი ღამე და თოვლი, თოვლი… ყინვა მძვინვარებს, ყველაფერი გადათეთრებულია, კედრის ტოტები სიმძიმისაგან დაზნექილა. ხელი ისევ ზარისაკენ მიიწევს და იგი ჰოლოუეის იცნობს… (ხანგრძლივი პაუზა.) ჰო, ჰოლოუეია… ჰოლოუეის იცნობს, კართან მიდის და აღებს. (პაუზა.) გარედან ჩამიჩუმი არ ისმის, მხოლოდ ძაღლის საბმელი ჯაჭვი თუ დაიჟღრიალებს ან გამხმარი ტოტი მოითქვამს სულს, ისეც დიდხანს თუ გაუყუჩდები და ყურს მიუგდებ. ყველაფერი თეთრია, და ჰოლოუეი თავისი შავი ჩანთით. ჰო, ჩამიჩუმი არ ისმის, ყინავს, მთვარეა, მთვარეც თეთრია და პატარა. კიდევ ჰოლოუეის კალოშის მიხვეულ-მოხვეული ნაკვალევი და – ღია მწვანე ვეგა ლირას თანავარსკვლავედში. მერე საუბარი პარმაღზეა, არა, ოთახში – ახლა უკვე ოთახში. ჰოლოუეი: “ბოულტონ, მეგობარო, უკვე შუაღამე გადავიდა, მინდოდა…” და სიტყვას შუაზე წყვეტს. ბოულტონი: “გთხოვ, გთხოვ!” და – სამარისებური სიჩუმე. მხოლოდ ცეცხლის ტკაცატკუცი. ცეცხლი ჩაქრობაზეა, საცაა ჩაინავლება, ჰოლოუეი ფარდაგზე დგას და უკანალის გათბობას ცდილობს, ბოულტონი კი – ჰო, მართლა, ბოულტონი სადღაა? – სინათლე არ არის, მხოლოდ ცეცხლის შუქი ანათებს, ბოულტონი ფანჯარასთან, ფარდის უკან დგას, ფარდას ოდნავ სწევს და გარეთ იყურება. იქ კი ყველაფერი თეთრია, კოშკის შპილიც კი, ფლიგერიც კი, რაც იშვიათად ხდება. სახლში სიჩუმეა, მხოლოდ ცეცხლი ტკაცუნობს ბუხარში. მაგრამ, ეს უკვე ცეცხლი კი არა, ნაცარია. (პაუზა.) ნაცარი. ხმა შორეული, სუსტი, არეული, შემზარავი ხმა, და ჰოლოუეი – დიდებული ბიჭი, უზარმაზარი, მხნე, ძლიერი ჰოლოუეი ფარდაგზე დგას, ფეხები განზე აქვს გადგმული, ძველი პალტოს კალთებქვეშ ხელები ზურგს უკან დაუწყვია, ბოულტონი ფანჯარასთანაა, მოხუცია – ო, რა შესახედავია თავის ამ ძველ წითელ ხალათში! – იგი ფანჯარასთან დგას, ხელს სწევს, რათა ფარდა ოდნავ კიდევ გაწიოს, გარეთ იყურება – გარეთ სითეთრეა, გარეთ საფრთხეა, სიჩუმეა, და – ნაცარია, და საფრთხეა, და სითეთრეა და ჩამიჩუმი არ ისმის. (პაუზა.) არა, მოუსმინე! (პაუზა.) თვალები დახუჭე და მოუსმინე. ჰო, რას იტყვი, როგორ მოგწონს? (პაუზა. აღელვებით.) წვეთები! წვეთები! (წვეთების კაკუნი თანდათან ძლიერდება და უცებ წყდება.) ისევ! ისევ! (წვეთების ხმაური თანდათან მატულობს. პაუზა.) არა! (წვეთების კაკუნი წყდება. პაუზა.) მამა! (პაუზა. აღელვებით.) ამბები, ამბები, წლობით, წლობით ეს ამბები… და აი, ბოლოს მომინდა, ჩემთან ვინმე ყოფილიყო, სულერთია, ვინ, ოღონდ უცხო, მე კი მელაპარაკა, მელაპარაკა მის გასაგონად და, წარმომედგინა, ორმ მისმენს. ასე იყო წლობით… მერე კი იმასთან მომინდა ყოფნა, ვინც მიცნობდა, მიცნობდა ოდესღაც. მომინდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, ესმინა, ისეთისთვის ესმინა, როგორიც ახლა ვარ. (პაუზა.) არა, ასე არა. (პაუზა.) არ გამომივიდა, ისევ არ გამომივიდა! (პაუზა.) თავიდან უნდა ვცადო. (პაუზა.)… ყველაფერი თეთრია, და სიჩუმეა. (პაუზა.) ჰოლოუეი (პაუზა.) ჰოლოუეი ამბობს, მივდივარო. ვითომ რა ეშმაკად უნდა იყურყუტოს მთელი ღამე ბუხრის შავი ცხაურის წინ, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. როგორ! კაცი ძალით მოიყვანო, ძველი მეგობარი, სუსხსა და წყვდიადში – ძალიან მჭირდებიო, ისიც მოლასლასდეს ჩანთით ხელში. და, არც ერთი სიტყვა, არავითარი ახსნა-განმარტება – არც სითბო, არც სინათლე. ბოულტონი: “გთხოვ, გთხოვ!” ჰოლოუეი: “არც ასვა, არც აჭამო, არც გაათბო… სიცივე ძვალსა და რბილში ისე ატანს, კაცმა აქ შეიძლება სიცივისგან სულიც გააფრთხობინოს, ამას ხომ ვერც კი წარმოიდგენ – ასე როგორ უნდა მოექცე ძველ მეგობარს!” მივდივარო, – ამბობს, მაგრამ ადგილიდან ფეხს არ იცვლის. სიჩუმეა. ჩამიჩუმიც არსაიდან ისმის. ცეცხლი ჩაქრობაზეა, ფანჯარაში თეთრი სხივი იჭრება, საშინელი სცენაა! ეჰ, ნეტავი რა უნდოდა, რას მოდიოდა! ასე არა, არა! ცეცხლი ინავლება, ყინავს, ყველაფერი თეთრია, სიჩუმეა. არა, ასე არა! არა, არ გამომივიდა. (პაუზა.) ისევ არ გამომივიდა. (პაუზა.) მომისმინე! (პაუზა.) შენ ახლა უკვე ვერ მიცნობდი, ინანებდი, ამქვეყნად რომ გამაჩინე. შენ ხომ ისედაც სულ ნანობდი. არარაობა. აი ის უკანასკნელი, რაც შენგან მოვისმინე – არარაობა! (პაუზა. მამის ხმით.) “წამოხვალ საბანაოდ?” – “არა.” – “რატომ არა, წამოდი, წამოდი.” – “არა.” ბრაზიანი გამოხედვა, მერე კარისკენ მიდიხარ, მერე შემობრუნდები და ისევ ბრაზიანი გამოხედვა: “არარაობა, აი ვინ ხარ შენ! არარაობა!” (კარის მძლავრი ჯახუნი. პაუზა.) ისევ! (კარის ჯახუნი. პაუზა.) კარგი იქნებოდა ცხოვრების კარსაც ასე გაიჯახუნებდე! (პაუზა.) არარაობა. (პაუზა.) აი მაშინ ადას რომ… ო, ღმერთო! (პაუზა.) შენ ხომ ადა არასოდეს გინახავს? ან იქნებ გინახავს კიდევაც? არ ვიცი, არ მახსოვს. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მას სულერთია ვერავინ იცნობდა. (პაუზა.) როგორ გგონია, რატომ განეწყო ასე ჩემს წინააღმდეგ? იქნებ გოგონას გამო? იმ პატარა საძაგელი არსების გამო? ღმერთო, რა კარგი იქნებოდა, სულაც არ გაგვჩენოდა. მასთან ერთად მინდორში ვსეირნობდი. ო, რა საშინელება იყო, ღმერთო, იესო ქრისტევ! ჩამაფრინდება ხელში, მე კი ვეღარ ვლაპარაკობ და ჭკუიდან ვიშლები: “ახლა გაიქეცი, ადიკო, ცხვრები დაათვალიერე.” (ადიკოს ხმით.) “არა, მამა, არ მინდა.” – “წადი, წადი, გაიქეცი.” (ტირილით.) “არა, მამა, არა, არ მინდა”. (გაცოფებული.) “ვის ვეუბნები, წადი, ცხვრები დაათვალიერე!” (ადიკოს ხმამაღალი ტირილი. პაუზა.) ეს ადა ხომ… ნეტავი რას ველაპარაკები – ღმერთმა უწყის, რა არის – ეს ხომ ქვესკნელში საუბარივითაა, ლეთას ჩურჩულივით. ძველ კარგ დროზე, როცა ჩვენ ჯერ მხოლოდ ვოცნებობდით სიკვდილზე. (პაუზა.) ახლა კი… (საზეიმო აღშფოთებით.) მამა! მამა! (პაუზა.) დავიღალე შენთან ლაპარაკით. (პაუზა.) მუდამ ერთიდაიგივე, ადა, მუდამ ერთიდაიგივე – მე და შენ მთებში ვსეირნობთ, ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ და, უცებ – დაღვრემილობა, დუმილი… ხმას არ იღებ, კრინტს არ სძრავ. მერე მთელი კვირაობით შინ მოღუშული და შუბლშეკრული დადიხარ, ხმას არ იღებ, მთელი კვირაობით კრინტს არ სძრავ. ჯობდა მომკვდარიყავი, ჰო, ჯობდა მომკვდარიყავი. (ხანგრძლივი პაუზა.) ადა. (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ადა!
    ადა: (ხმა მუდამ წყნარი, შორეული.) ჰო.
    ჰენრი: დიდი ხანია აქ ხარ?
    ადა: არა, დიდი ხანი არ არის. (პაუზა.) რატომ გაჩუმდი?.. ყურადღებას ნუ მომაქცევ. (პაუზა.) ხომ არ წავიდე? (პაუზა.) ადიკო სადღაა?
    პაუზა.
    ჰენრი: მუსიკის მასწავლებელთან. (პაუზა.) მიპასუხებ დღეს თუ არა?
    ადა: ცივ კენჭებზე ნუ ზიხარ, სიმსივნეზე გავნებს. ადექი, შალს გაგიფენ. (პაუზა.) წარმოდგენილი მაქვს, როგორ გაიყინე. შალის საცვლები თუ ჩაიცვი? (პაუზა.) ჰენრი, შალის საცვლები თუ ჩაიცვი?
    ჰენრი: იცი რა – ჩავიცვი, მერე გავიხადე, მერე ისევ ჩავიცვი, ისევ გავიხადე, ისევ ჩავიცვი, ისევ…
    ადა: ახლა თუ გაცვია?
    ჰენრი: არ ვიცი. (პაუზა.) ფლოქვების ბაკუნი! (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ფლოქვების ბაკუნი! გარედან ცხენის ფეხის ხმამაღალი ბაკა-ბუკი. (ბაკუნი უცებ წყდება.) ისევ!
    ისევ ფლოქვების ბაკუნი. პაუზა.
    ადა: გაიგე?
    ჰენრი: კარგად არა.
    ადა: ოთხით მოდის?
    ჰენრი: არა. (პაუზა.) განა შეიძლება ცხენმა ადგილზე ნაბიჯით იაროს?
    პაუზა.
    ადა: რაღაც ვერ ვიგებ, რას მეუბნები.
    ჰენრი: (გაღიზიანებული.) შეიძლება, ცხენს ასწავლო, ერთ ადგილზე წყნარად იდგეს და ოთხივე ფეხი მიწას ურტყას?
    ადა: ო-ო! (პაუზა.) მე კი მეგონა, ეს ყველა ცხენს შეეძლო. (იცინის. პაუზა.) გაიცინე, რა, ჰენრი, მე ხომ ყოველდღე არ გამომდის ასეთი უგერგილო ხუმრობა. (პაუზა.) ჰენრი, გაიცინე, გაიცინე, რა, ჰენრი, ჩემი ხათრი თუ გაქვს.
    ჰენრი: შენ გინდა მე, მე გავიცინო?
    ადა: შენ ხომ ოდესღაც ასეთი განსაცვიფრებელი სიცილი იცოდი. მე ხომ წინათ ყველაზე მეტად სწორედ ამით ვიხიბლებოდი, შენი სიცილით, შენი ღიმილით. (პაუზა.) ჰო, მიდი, დაე, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ძველად.
    პაუზა. ჰენრი ცდილობს გადაიხარხაროს, მაგრამ ვერ ახერხებს.
    ჰენრი: მოდი ღიმილით დავიწყებ. (პაუზა გაღიმებისათვის.) აბა, რას იტყვი, მოიხიბლე? (პაუზა.) კარგი, ერთხელაც ვცდი. (ხანგრძლივი, კოშმარული სიცილი.) აბა როგორია? ვარ ისევ ისეთი მომხიბვლელი?
    ადა: ო, ღმერთო!
    ჰენრი: არა, შენ მხოლოდ ყური უგდე! (პაუზა.) ზღვა გითრევს, ბრჭყალებში გიქცევს! (პაუზა.) გავიქცეთ! ზღვიდან შორს, პამპებში გავიქცეთ! ჰო, რას იტყვი?
    ადა: დაწყნარდი.
    პაუზა.
    ჰენრი: მე ხომ ზედ მის ნაპირას ვცხოვრობ! მიზეზი რა არის? პროფესიული მოვალეობა? (უკმეხი ჩაცინება.) ჯანმრთელობაზე ზრუნვა? (სიცილი.) ოჯახური კავშირები? (ჩაცინება.) ქალი? (სიცილი. ადაც იცინის.) მშობლიური სამარე, რომლის მიტოვებაც არ ძალმიძს? (პაუზა.) აბა ყური უგდე! რას ამსგავსებ?
    ადა: იმ ძველ ხმას, რომელიც უკვე გაგონილი მქონდა ოდესღაც. (პაუზა.) როგორც იმ სხვა დროს და იმ ადგილას. (პაუზა.) ზღვა მაშინ ბობოქრობდა, შხეფებს გვაყრიდა. (პაუზა.) ნეტავი რატომ ბობოქრობდა მაშინ ასე? (პაუზა.) ახლა კი წყნარია.
    პაუზა.
    ჰენრი: ავდგეთ, წავიდეთ?
    ადა: წავიდეთ? სად? ადიკოს რაღა ვუყოთ? თუ მოვა და ნახავს, უჩემოდ წავიდაო, ეწყინება. (პაუზა.) როგორ გგონია, რატომ იგვიანებს?

    პიანინოზე ცილინდრული სახაზავის ძლიერი დარტყმა, ადიკო გაუბედავად უკრავს ბემოლ მაჟორის აღმავალ და დაღმავალ გამებს. ჯერ ერთი მიმართულებით ორივე ხელით, მეორე ორივე მიმართულებით. პაუზა.
    მუსიკის მასწავლებელი (იტალიური აქცენტით). სანტა ჩეჩილია!
    პაუზა.
    ადიკო: შეიძლება ახლა პიესა დავუკრა? შეიძლება?
    მუსიკის მასწავლებელს სახაზავის კაკუნით ორი ტაქტი გამოჰყავს. ადიკო შოპენის ლა ბემოლ მაჟორული ვალსის შესავალ ტაქტებს უკრავს. მასწავლებელი ოდნავ ანელებს ტაქტს. მეხუთე ტაქტის ბანის პირველ აკორდში გოგონა ფა-ს ნაცვლად ლა-ს იღებს. სახაზავის მჭექარე დარტყმა. ადიკო დაკვრას წყვეტს.
    მუსიკის მასწავლებელი: ფა!
    ადიკო (ცრემლმორეული): რა?
    მუსიკის მასწავლებელი (გაბრაზებით): ფა, ფა!
    ადიკო (ტირილით): სად?
    მუსიკის მასწავლებელი (გაბრაზებით): ფა! (კლავიშებს მთელი ძალით უბრახუნებს.) ფა!
    პაუზა. ადიკო ისევ თავიდან იწყებს, მასწავლებელი სახაზავით ტაქტს ოდნავ ანელებს. იმ ადგილზე მისვლისას გოგონა ისევ უშვებს შეცდომას. სახაზავის გამაყრუებელი დარტყმა. ადიკო დაკვრას თავს ანებებს და სლუკუნს იწყებს.
    მუსიკის მასწავლებელი (გაცოფებით). ფა! (კლავიშებს უბრახუნებს.) ფა! (კლავიშების გამაყრუებელი ბრახუნი. მასწავლებლის ყვირილი – “ფა!” ადიკო ხმამაღლა ქვითინებს და უცებ ჩუმდება. პაუზა.)
    ადა: დღეს ძალიან სიტყვაძუნწი ხარ.
    ჰენრი: არა, ამქვეყნად მისი მარტო მოთრევა არ კმაროდა, რას ბრძანებთ, ახლა პიანინოზეც უნდა დაუკრას!
    ადა: უნდა ისწავლოს… და ისწავლის კიდევაც. იმასაც… ცხენზე ჯდომასაც.
    ცხენების ფეხის თქარათქური.
    ცხენზე ჯდომის მასწავლებელი: აბა, აბა, მის! იდაყვები მივიჭიროთ! მის, ხელები ჩამოვუშვათ! (ცხენი ჩორთზე გადადის.) აბა, აბა, მის! მუხლები, მუხლები მოვუჭიროთ! (ცხენის მსუბუქი ნავარდი.) აბა, მის!.. მუცელი, მუცელი შევწიოთ! ნიკაპი აწიე, მის! (ოთხით სვლა.) აბა, აბა, მის! წინ ვიყუროთ, მის! (ადიკო სლუკუნებს.) აბა, მის, აბა, აბა!
    ჩლიქების ბაკუნი, შეძახილი – აბა, აბა, მის! გოგონა ხმამაღლა სლუკუნებს. უცებ ყოველგვარი ხმაური წყდება. პაუზა.
    ადა: რაზე ფიქრობ? (პაუზა.) ჩემთვის არასოდეს არაფერი უსწავლებიათ. მერე კი უკვე გვიან იყო. მთელი ცხოვრება ვნანობდი.
    ჰენრი: ჰო. თუმცა რაღაცაში ძლიერიც იყავი, ოღონდ დამავიწყდა – რაში?
    ადა: ო-ო, ალბათ გეომეტრიაში. პლანიმეტრიასა და სტერეომეტრიაში. (პაუზა.) ჯერ პლანიმეტრიაში, მერე სტერეომეტრიაში. (ჰენრი დგება. კენჭები შხრიალებს.) რისთვის ადექი?
    ჰენრი: ვიფიქრე, იქნებ წყალთან მივიდე-მეთქი. (პაუზა. ოხვრა.) და უკანვე წამოვიდე.
    (პაუზა.) ბებერი ძვლები გავმართო.
    პაუზა.
    ადა: მერედა რა? (პაუზა.) რა აზრი აქვს, იდგე და მხოლოდ ამაზე იფიქრო. (პაუზა.) იდგე და უყურო?
    ჰენრი ზღვისკენ მიდის. ფეხქვეშ კენჭები უშხრიალებს. ათიოდე ნაბიჯს გაივლის და წყლის პირას ჩერდება. პაუზა. ზღვის ოდნავ უფრო ხმამაღალი ხმაური. შორეული ხმა. არ გინდა, მაგ კარგ ფეხსაცმელს ნუ ისველებ.
    პაუზა.
    ჰენრი: არ გინდა, არ გინდა…
    ზღვა ღელვას იწყებს.
    ადა (ოცი წლის წინ. მუდარით): არ გინდა! არ გინდა!
    ჰენრი (ოცი წლის წინ. დაჟინებით.): ძვირფასო!
    ადა (ოცი წლის წინ უღონოდ): არ გინდა!
    ჰენრი (ოცი წლის წინ. აღტაცებით): ძვირფასო!
    ზღვა ბობოქრობს. ადა ყვირის. ყვირილი და ზღვის გრიალი თანდათან მატულობს და ბოლოს წყდება. მოგონებები დამთავრდა. პაუზა. ზღვა დამშვიდდა. ჰენრი ფერდობზე უკან მოჩანჩალებს, კენჭებზე ძლივს მოაბიჯებს. შეჩერდება. ისევ გზას განაგრძობს. ისევ შეჩერდება. პაუზა. დაწყნარებული ზღვა ოდნავ შრიალებს.
    ადა: არ გინდა. ასე ბოძივით რატომ დგახარ, დაჯექი. (პაუზა. ჰენრი ჯდება. კენჭების შხრიალი.) აგერ დაჯექი, შალზე. (პაუზა.) შენ რა, გეშინია არ შემეხო? (პაუზა.) ჰენრი!
    ჰენრი: ჰო.
    ადა: ექიმთან უნდა მიხვიდე. ნახე – სულ ლაპარაკობ და ლაპარაკობ. უარესად და უარესად ხდები. აბა დაფიქრდი, როგორ შეიძლება ამან ადიკოზე იმოქმედოს? (პაუზა.) იცი ერთხელ რა მითხრა? მაშინ ჯერ სულ ერთი ციდა იყო – დედიკო, მამიკო ასე გამუდმებით რატომ ლაპარაკობსო? ფეხსადგილში ლაპარაკობდი… მე კი არ ვიცოდი, რა პასუხი გამეცა.
    ჰენრი: მამიკო! ადიკო! (პაუზა.) გეთქვა, ლოცულობს-თქო – ხომ გითხარი. (პაუზა.) ღმერთსა და ყველა წმინდანს შესთხოვს-თქო.
    ადა: ეს ძალზე საზიანოა ბავშვისათვის. (პაუზა.) სისულელეა თითქოს ამას იმიტომ აკეთებდე, ზღვის ხმაური არ გაიგო. რომც არ გესმოდეს, შენ ეს ვერაფერს გიშველის. კიდევაც რომ გიშველოს, მისი ხმა კიდევაც რომ არ გესმოდეს, სულერთია, თავში საქმე მაინც კარგად ვერ გაქვს.
    პაუზა.
    არა მჯერა, თითქოს მისი ხმა გესმოდეს… და თუ მაინც გესმის, ამაში ცუდი რა არის, ეს ხომ ისეთი ნაზი ხმაა, ნანასავით, ასე რატომ გეჯავრება? (პაუზა.) არა, თავში შენ ნამდვილად რაღაც გჭირს, ჰოლოუეის უნდა ეჩვენო, ხომ ისევ ცოცხალია?
    ჰენრი (გაცოფებული): დანარცხება… მინდა მოვუსმინო, როგორ ენარცხება! აი ასე! (ორ მოზრდილ ქვას იღებს და მუჭაში აჯანჯღარებს.) ქვა! (დანარცხება.) ქვა! (დანარცხება. ყვირილი – “ქვა!” ტალღების ხმაური მატულობს, მერე ყველაფერი ერთბაშად ჩუმდება. პაუზა. ჰენრი ერთ ქვას აგდებს. ისმის ქვა მიწას როგორ ენარცხება.) აი რა არის ცხოვრება! (მეორე ქვასაც აგდებს. ისმის დავარდნის ხმა.) და არა ის… (პაუზა.) შთანთქმა.
    ადა: რატომ ცხოვრება? (პაუზა.) რატომ ცხოვრება, ჰენრი? არის აქ ვინმე?
    ჰენრი: სულიერის ჭაჭანებაც არ არის.
    ადა: ასეც ვიცოდი. (პაუზა.) როცა ჩვენ მარტო ყოფნაზე ვოცნებობდით, ჩვენს გვერდით ყოველთვის ვიღაც იყო. ახლა არ გვინდა და ა, ბატონო, არავინაა.
    ჰენრი: ჰო, შენ მუდამ საშინლად გეშინოდა ჩვენი ნაზი საუბრისთვის ვინმეს არ წაესწრო. საკმარისია სადღაც რაღაც გაფაჩუნებულიყო, რომ უკვე კაბას ისწორებდი, თავს “მანჩესტერ გარდიანში” წაჰყოფდი. აი ღრმული კი ისევაა.
    ადა: მიწაზე ღრმულების მეტი რა არის.
    ჰენრი: ეს ის ადგილია, სადაც მე და შენ, ბოლოსა და ბოლოს, როგორც იქნა, გავბედეთ.
    ადა: ა-ა, მგონი გამახსენდა. აქ ყველაფერი ისეა, როგორც იყო.
    ჰენრი: არა, ისე არ არის. მე ხომ ვხედავ. (საიდუმლოდ.) თანდათან ყველაფერი შანდაკდება. (პაუზა.) გოგონა ახლა რამდენი წლის იქნებოდა?
    ადა: ანგარიში ამერია, არ ვიცი.
    ჰენრი: თორმეტის? ცამეტის? (პაუზა.) თოთხმეტის?
    ადა: მე მართლა არ ვიცი, ჰენრი.
    ჰენრი: ჩვენ ის მაშინვე არ გამოგვივიდა. (პაუზა.) წლობით ვწვალობდით. (პაუზა.) და აი ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიეთ ჩვენსას. (პაუზა.) მოუსმინე იმას, მოუსმინე! (პაუზა.) ალბათ შინ რომ შეხვალ, ხმაური კლებულობს. (პაუზა.) იქნებ ჯობდა, სავაჭრო ფლოტში წავსულიყავი.
    ადა: ეს ხომ მხოლოდ ზედაპირზეა. ქვევით სამარისებური სიჩუმეა, ჩამიჩუმი არ ისმის. არც დღე და არც ღამე ჩამიჩუმი არ ისმის.
    პაუზა.
    ჰენრი: მე ახლა გრამაფონით დავდივარ. აი დღეს კი დამავიწყდა.
    ადა: არავითარი აზრი ამას არა აქვს. (პაუზა.) არავითარი აზრი მისი ჩახშობის მცდელობას არა აქვს. (პაუზა.) ჰოლოუეის გაესინჯე, ჰენრი, ჰოლოუეის.
    პაუზა.
    ჰენრი: წავიდეთ, ნავით გავისეირნოთ.
    ადა: ნავით? მერედა ადიკო? რომ მოვიდეს და გნახოს, ნავით გასასეირნებლად უიმისოდ წახვედი, ძალიან ეწყინება. (პაუზა.) კი მაგრამ, ახლა სად იყავი? აი ვიდრე ლაპარაკს დამიწყებდი?
    ჰენრი: მინდოდა ცოტა ხანს მამასთან ვყოფილიყავი.
    ადა: ა-ა. (პაუზა.) ეგ ყოველთვის დიდი სიამოვნებით!
    ჰენრი: მინდოდა ისე მოვქცეულიყავი, ცოტა ხანს ჩემთან დარჩენილიყო. (პაუზა.) დღეს შენ ჩვეულებრივზე უხეში ხარ, ადა. (პაუზა.) ზუსტად იმას ვეკითხებოდი, უნახიხარ როდისმე თუ არა, თვითონ ვერ ვიხსენებ.
    ადა: მერე?
    ჰენრი: ის უკვე აღარ მპასუხობს.
    ადა: ალბათ სული ამოხადე. (პაუზა.) სიცოცხლეშიაც გულს უწყალებდი და მკვდარსაც გულს უწყალებ. (პაუზა.) დგება დრო, როცა ადამიანი შენთან ურთიერთობას ვეღარ შესძლებს. (პაუზა.) ჰო, დადგება დრო, როცა საერთოდ აღარავის შეეძლება შენთან ურთიერთობა, სრულიად უცნობ ადამიანებსაც კი. (პაუზა.) შენ მარტოდმარტო, პირისპირ დარჩები შენს ხმასთან, გარდა შენი საკუთარი ხმისა, მთელ ქვეყნიერებაზე ვერავის ხმას გაიგონებ. (პაუზა.) გესმის ჩემი?
    პაუზა.
    ჰენრი: ვერ ვიხსენებ, უნახიხარ თუ არა.
    ადა: ვუნახივარ და ეს შენც იცი.
    ჰენრი: არა, ადა, არ ვიცი, მაპატიე, ის, რაც შენთან არის დაკავშირებული, ყველაფერი დამავიწყდა.
    ადა: შენ იქ არ იყავი, მხოლოდ დედაშენი და შენი და იყვნენ. შეთანხმებისამებრ შენ შემოგიარე, გვინდოდა ერთად წავსულიყავით საბანაოდ.
    პაუზა.
    ჰენრი (გაღიზიანებული): მერე, მერე? ეს რა წესი აქვთ ადამიანებს, სიტყვა მუდამ შუაზე უნდა გაწყვიტონ!
    ადა: არ იცოდნენ, სად იყავი. შენი საწოლი ხელუხლებელი იყო. ყველანი ერთმანეთს უყვიროდნენ. შენი და გაჰყვიროდა, კლდიდან გადავვარდებიო. მამა ადგა და კარი გაიჯახუნა. მეც თითქმის მაშინვე წამოვედი, გვერდით ჩავუარე, მაგრამ ვერ დამინახა. ქვაზე იჯდა, ზღვას გასცქეროდა. მის პოზას ვერასოდეს დავივიწყებ. თუმცა კი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, ზოგჯერ შენც მჯდარხარ ასე. იქნებ მთელი ამბავი სწორედ მის ამ უმოძრაობაში იყო – გეგონებოდა ქვად იქცაო. მოკლედ, ვერაფერი გავარკვიე.
    პაუზა.
    ჰენრი: ილაპარაკე! ილაპარაკე! (ვედრებით.) ილაპარაკე, ადა, ილაპარაკე, ყოველი ბგერა მოგებული წამია.
    ადა: ვშიშობ, სულ ესაა. (პაუზა.) შეგიძლია გააგრძელო მამაშენთან საუბარი, დაუბრუნდე ამბების გამოგონებას თუ რას საქმიანობდი კიდევ, არ ვიცი. მე კი ყურადღებას ნუ მომაქცევ.
    ჰენრი: არ შემიძლია. (პაუზა.) მეტი აღარ შემიძლია!
    ადა: ერთი წუთის წინ, ვიდრე მე დამელაპარაკებოდი, მშვენივრად შეგეძლო.
    ჰენრი (გაბრაზებით): ახლა კი აღარ შემიძლია! (პაუზა.) ო, ღმერთო!
    პაუზა.
    ადა: კი, ბატონო, მაგრამ შენ თვითონაც ხომ იცი, მხედველობაში რა მაქვს: რომელიღაც პოზები, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, გონებაში გრჩება, ვთქვათ, მაგალითად, თავი ჰქონდა ჩაქინდრული, როცა თითქოს აწეული უნდა ჰქონოდა. ანდა ხელი, ვთქვათ, ჰაერში უსიცოცხლოდ იყო გადმოკიდებული. დაახლოებით რაღაც ამდაგვარი. იმ დღეს კი, მამაშენი ქვაზე რომ იჯდა, ამის მსგავსიც არაფერი ყოფილა, უმნიშვნელო წვრილმანიც კი, რაზეც თითს მიაშვერდი და – უცნაურიაო, – იტყოდი. მოკლედ, ვერაფერი გავუგე. ვამბობ, მიზეზი იქნებ მისი ის საოცარი უმოძრაობა იყო-მეთქი, ის ხომ თითქოს არ სუნთქავდა. (პაუზა.) რას იტყვი, ცოტა მაინც არ მოგეშვა ამ აბდაუბდის შემდეგ? (პაუზა.) თუ გინდა, შემიძლია კიდევ გამოვწურო ჩემგან რაღაც. (პაუზა.) არა? მაშინ წავალ.
    ჰენრი: მოიცა! ხომ შეგიძლია არ ილაპარაკო. მხოლოდ მომისმინო. თუ გინდა, ნურც მომისმენ, ოღონდ ცოტა ხანს ჩემთან დარჩი. (პაუზა.) ადა! (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ადა! (პაუზა.) ღმერთო! (პაუზა.) ფლოქვების თქარუნი! (პაუზა. უფრო ხმამაღლა.) ფლოქვების თქარუნი! (პაუზა.) ღმერთო! (ხანგრძლივი პაუზა.) ადაც მაშინვე წამოვიდა, თითქმის გვერდით ჩაგიარა, მაგრამ, ვერ დაინახე, ზღვისკენ იყურებოდი… (პაუზა.) არა, ზღვისკენ არა, აბა ზღვას როგორ შეხედავდი! (პაუზა.) იქნებ სხვა მხრიდან შეხვედი. (პაუზა.) ალბათ კლდის მხრიდან, ხომ ასეა? (პაუზა.) მამა! (პაუზა.) ჰო, ალბათ ასე იყო. (პაუზა.) ადა დგას, გიყურებს, მერე ტრამვაისკენ ბილიკზე ეშვება, ტრამვაიში წინიდან შედის და ჯდება. (პაუზა.) ჰო, წინიდან ჯდება. (პაუზა.) უცებ ცუდ გუნებაზე დგება და ტრამვაიდან ჩამოდის “გადაიფიქრეთ, ქალიშვილო?” – ეუბნება კონდუქტორი. ადა ისევ ბილიკზე გადის, იქ კი შენი ალი-კვალიც აღარაა. (პაუზა.) დადარდიანებული და დაბნეული იმ ადგილს გარშემო უტრიალებს, დაბოდიალობს, მაგრამ, არა, არავინაა. ზღვიდან კი ყინულივით ცივი ქარი უბერავს. ბილიკით კვლავ ტრამვაისთან ბრუნდება, ტრამვაიში ჯდება და შინ მიდის. (პაუზა.) ღმერთო! (პაუზა.) “ბოულტონ, მეგობარო… (პაუზა.) ბოულტონ, თუ ნემსის გაკეთება გინდა, შარვალი ჩაიხადე, ახლავე გიჩხვლეტ, ცხრაზე საშვილოსნოს ოპერაცია მაქვს დანიშნული”. მხედველობაში მას რა თქმა უნდა, გამაყუჩებელი აქვს. (პაუზა.) ცეცხლი ჩაინავლა. ყინავს. და სითეთრეა, უბედურებაა, სიჩუმეა. (პაუზა.) ბოულტონი ფარდას უწყებს გაწევას, არა, შტორებს, ო, ამის აღწერა ძნელია. სწევს, არა, მუჭაში იქცევს, თავისკენ ექაჩება და ოთახში მთვარის შუქი იჭრება. მერე ფარდას ისევ ხელს უშვებს, ფარდა მძიმეა, ხავერდისა. და – ოთახში ისევ უკუნეთი ისადგურებს. მერე ფარდას ისევ თავისკენ სწევს და – თეთრია, შავია, თეთრია, შავია. ჰოლოუეი კი: “კმარა, ბოულტონ, ღვთის გულისათვის, კმარა! შენ რა, სული გინდა ამომხადო! (პაუზა.) თეთრია, შავია, თეთრია, შავია – კაცი შეიძლება ჭკუაზე შეიშალოს”. მერე უცებ ასანთს გაჰკრავს, ესე იგი, ბოულტონი გაჰკრავს ასანთს, სანთელს აანთებს, სანთლიან ხელს თავის ზევით სწევს, ჰოლოუეისთან მიდის და პირდაპირ თვალებში შეჰყურებს. (პაუზა.) ხმას არ იღებს, მხოლოდ ძალზე ჩამქრალ, უწამწამო, ცისფერ, ბებრულ თვალებში უყურებს, ყველაფერი ცურავს, თავს ზემოთ სანთელი ცახცახებს. (პაუზა.) ტირის? (პაუზა. ხანგრძლივი სიცილი.) არა, ღმერთო დიდებულო! რას ბრძანებთ, რის ტირილი! (პაუზა.) ხმას არ იღებს, მხოლოდ ბებრულ, ცისფერ თვალებში შეჰყურებს, ჰოლოუეი კი: “ნემსის გაკეთება გინდა? ჰოდა, გეთქვა და გაგეშვი აქედან ჯანდაბაში! (პაუზა.) ჩვენ ეს უკვე გავიარეთ, ბოულტონ, ნუ გამამეორებინებ”. (პაუზა.) ბოულტონი: “გთხოვ! (პაუზა.) გთხოვ! (პაუზა.) გთხოვ, ჰოლოუეი”. (პაუზა.) სანთელი თრთის, ყველაფერი სანთლითაა მოღვენთილი. სანთელი ახლა ქვევითაა – ჯანგაცლილი ხელი დაეღალა, სანთელი მეორე ხელში გადაიტანა, ისევ მაღლა, თავს ზევით აწია და ამით ყველაფერი დამთავრდა – ამით ყოველთვის ყველაფერი მთავრდება, ღამეც, გაციებული ნაცარიც, შენს ჯანგაცლილ ხელში კი სანთელი ისევ თრთის და შენ ამბობ: “გთხოვ!.. გთხოვ!” (პაუზა.) ისე ეღრიჯები, (პაუზა.) როგორც მათხოვარი. (პაუზა.) ადა! (პაუზა.) მამა! (პაუზა.) ღმერთო! (პაუზა.) სანთელს ისევ მაღლა სწევ, ყველაფერი ისეთი თავზარდამცემია, ისეთი აუტანელია, უყურებ, უყურებ ჰოლოუეის, თვალს თვალში უყრი, არა, თხოვნის სურვილი აღარა გაქვს, მხოლოდ უყურებ და ჰოლოუეი სახეზე ხელებს იფარებს, ხმას არ გცემს. ყველაფერი თეთრია, ყინვა მძვინვარებს, შემზარავი სცენაა, ორი ბერიკაცი, ორი ბერიკაცი და უბედურება, უბედურება… არა, ასე არა. (პაუზა.) ასე არა. (პაუზა.) ღმერთო! (პაუზა. დგება, კენჭები შხრიალებს. ზღვისკენ მიდის. პაუზა. ზღვის ხმაური მატულობს.) წინ. (პაუზა. მიდის. ფეხქვეშ ქვიშა ხრაშუნებს. წყლის პირას ჩერდება. პაუზა. ზღვის ხმაური მატულობს.) პატარა წიგნაკი. (პაუზა.) დღეს საღამოს… (პაუზა.) დღეს საღამოს არაფერი. (პაუზა.) ხვალ… ხვალ ცხრა საათზე წყალგამშვები… მერე… მერე არაფერი. (პაუზა. გაოცებული.) ცხრა საათზე წყალგამშვები… მერე… მერე არაფერი. (პაუზა. გაოცებული.) ცხრა საათზე წყალგამშვები?! (პაუზა.) ა-ა, ხვრელი… ფუ, რა სიტყვაა! (პაუზა.) შაბათი… არაფერი. კვირა… კვირა… კვირას მთელ დღეს არაფერი. (პაუზა.) არაფერი. მთელ დღეს არაფერი. (პაუზა.) მთელ დღეს, მთელ ღამეს – არაფერი. (პაუზა.) ჩამიჩუმი არ ისმის.

    ზღვის ხმაური.

    თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა

    © “არილი”
  • დრამატურგია

    ლაშა ბუღაძე


    ქეთა­­თო


    (სამ სუ­რა­თად)

    ჩვე­­ლებ­რივ ჩვენ ვამ­ბობთ, რომ ბავ­­ვე­ბი “იზრ­დე­ბი­ან”. მაგ­რამ არ­ის კი ეს ზუს­ტი გა­მოთ­­მა? იზრ­დე­ბა კი რე­­ლუ­რად ბავ­­ვი?

    გა­ნა არ უნ­და გა­­­როს ექვ­­მა, ცხა, თორ­მეტ­მა თვე­მაც კი, სა­ნამ ბავ­­ვი “მი­წა­ზე ჩა­მო­ვი­დო­დეს”? უფ­რო სწო­რი ხომ არ იქ­ნე­ბო­და გვეთ­­ვა, რომ ბავ­­ვი იზრ­დე­ბა ქვე­ვით­კენ?

    თომას ვასი

    ­­­

    ბავვის განვითარების მიმოხილვა

    ­­­­­­­­­

    “ჭკვი­­ნუ­რად კი ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ერ­თი სიტყ­ვაც ვერ გა­ვი­გე, ვე!..”

    გ.შარიქაძე

    ­­­

    ტელევიზორთან გატარებული საღამო­­­­­­­­­­­­ბი

    პირ­ველ სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ქე­თა­თო

    დე­და – იგ­­ვე მა­ნა­ნა

    მა­მა – იგ­­ვე მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე

    ბე­ბია

    მე­­რე სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ლია დე­­და – იგ­­ვე ლია მო­ნი­­ვა

    დე­და – იგ­­ვე მა­ნა­ნა

    ბე­ბია

    ქე­თა­თო

    მა­მა – იგ­­ვე მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე

    ბა­ბუა – იგ­­ვე ავ­თო

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი

    მე­სა­მე (ბო­ლო) სუ­რათ­ში მო­ნა­წი­ლე გმი­რე­ბი:

    ლია დე­­და – იგ­­ვე ლია მო­ნი­­ვა

    ქე­თა­თო

    ბე­ბია

    დე­და – იგ­­ვე მა­ნა­ნა

    მა­მა – იგ­­ვე მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე

    ბა­ბუა – იგ­­ვე ავ­თო

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე

    თა­ნა­შემ­წე

    ბრალ­­დე­ბე­ლი

    ბრალ­დე­ბუ­ლი – იგ­­ვე მა­მა, ანუ მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი – ენ­აბ­ლუ

    ერთ-ერ­თი დამ­­­რე – პი­­სა მთავ­­დე­ბა მი­სი სიტყ­ვე­ბით

    სუ­რა­თი პირ­ვე­ლი

    ქე­თა­თოს სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთ­­ხი.

    ქე­თა­თო სა­ბან­შია გახ­ვე­­ლი. დე­და თავ­თან უზ­ის.

    ქე­თა­თო. დე­დი­კო და მე­ლე, ბუ­ამ ალ სე­წა­მა?

    დე­და. ალა დე­და, ლა­ტო უნ­და სე­­წა­მა?! ბავ­ცე­ბი და ბუა ცე­ლიგ­­ნენ იმ­­ტომ, ლომ ძა­დო­ქალ­მა ის კე­თილ ბუ­ათ აქ­ცია… ქო აგ­ალ ცე­გე­ცინ­დე­ბა აწი ბუ­­ცი?

    ქე­თა­თო. ალა.

    დე­და. ქო­­და მა­ცინ და­­ძი­ნე, კა­ქი?!

    ქე­თა­თო. მა­მა ძელ ალ მო­ცუ­ლა?

    დე­და. ძელ ალა, მაგ­რამ მა­ლე მო­ვა, დე­დუ. და­­ძი­ნე.

    ოთ­ახ­ში ბე­ბია შე­მო­­ხე­დავს

    ბე­ბია. და­­ძი­ნა უკ­ვე ცემ­მა ცი­ცოქ­ლემ?

    ქე­თა­თო. ჯელ ალა.

    ბე­ბია. ცენ ცე­მო­გე­ლე მე-ჰ!

    დე­და. ვი­ძი­ნებთ ბე­ბი­კო და ძა­­ან გთქოვთ, ქელს ნუ გვის­ლით, ლა!

    ბე­ბია. ქე­თუ­ნი, ბე­ბა, ეთი წუ­თით დე­დი­კო ლო წა­გალ­­ვა, ალ სე­­ძე­ბა? ცულ ელ­თი წუ­თით.

    ქე­თა­თო. აა-ლა!

    დე­და. კაი დე­დუ­კე­ბო, ბე­ბია ლა­გა­ცას მეტყ­ვის და მა­ცინ­ვე ცე­მო­ვალ! ქო აგ­ალ გე­ცი­ნია უკ­ვე ბუ­­ცი?

    ქე­თა­თო. მე­ცი­ნია.

    ბე­ბია. (აღშ­ფოთ­დე­ბა) ოჰ, ბუა ალ გა­მა­გო­ნო, ბე­ბა!.. გა­­ცათ სკო­ლა­ცი მი­დი­ქალ და დაგ­ცი­ნე­ბენ ცე­ნი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი – ამ­ქე­ლა გო­გოს კი­დევ ბუ­­სი ეს­­ნიაო?! აალა, ბე­ბა, ააალა!.. ვი­სა აქს სუ პა­ტა­ლა ფე­ქის­გუ­ლე­ბი, ა?

    ქე­თა­თო. ქი-ქი-ქი… მე­გუ­ტუ­ნე­ბა!.. ქი-ქი-ქი! (ხითხი­თებს)

    ბე­ბია. მო­გიკ­დეს ცენ ცე­ნი ბე­ბა, ცე­მო ცი­ცოც­­ლე! (თით­ქოს წა­იქ­ვი­თი­ნებს კი­დეც) შენ მო­გიკ­­დეს ბე­ბო, ცე­ენ!..

    დე­და და ბე­ბია ოთ­­ხი­დან გავ­ლენ.

    ქე­თა­თო. (ჩურ­ჩუ­ლით) ლა­ლი, ლა­ლი, ცე­მო ლა­ლი… ლაო ცე­მო მა­ნა­ნა? ეც თო­ძი­ნა დე­და­ცენ­მა ცემ­თან გა­მო­გა­ტა­ნა?.. ალა, ალა…

    მო­­ლოდ­ნე­ლად ოთ­ახ­ში ქე­თა­თოს მა­მა (იგ­­ვე, რაც მე­რა­ბი) შე­მო­ვარ­დე­ბა, რო­მე­ლიც არ­ყის სუ­ნი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი. დე­და კი ცდი­ლობს, მაგ­რამ მა­ინც ვერ აკ­­ვებს მას.

    დე­და. მე­რაბ!.. ბავშვს უკ­ვე ძი­ნავს, მე­რაბ!

    მა­მა. (კი­ნა­ღამ წა­იქ­ცე­ვა) ად­­ქი მა­მა!.. ად­­ქი ცე­მო ბლი­ლი­ან­ტო!.. ჩა­­ცი მა­მა და წა­მომ­კე­ვი, ცე­მო ცი­ცო­ცე!.. ხე­ლი გა­მიშ­ვი, ქა­ლო!

    ოთ­ახ­ში ას­­ვე შე­მო­ვარ­დე­ბა ბე­ბია – ცოცხით ხელ­ში. ცოცხს იგი მა­მას უთ­­ვა­ზებს.

    ბე­ბია. აქ მოთ­რე­­ლი აღ­არ გნა­ხო, მა­მა­ძაღ­ლო შე­ნა!..

    ქე­თა­თო. ლა ქდე­ბა, ლაა?!

    მა­მა. შე­ნიი…

    დე­და. …ვა­­მე!

    ბე­ბია. ვის შე­უბ­რუ­ნე შენ ხე­ლი?.. ხე­ლი ვის შე­უბ­რუ­ნე, შე არ­­კა­ცო, მარ­­ლა?!

    დე­და. აალა, ქე­თა­თო!.. ნუ ტი­ლი დე­და, ნუ!

    მა­მა. მე თქვენ გე­ხე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო? (ხელს გაჰ­­რავს ბე­ბი­ას)

    ბე­ბია. ვა­იჰ! (ძირს აღ­მოჩ­­დე­ბა) მა­ნა­ნა!.. ფე­ხი მო­ვი­ტე­ხე, მგო­ნი!.. ამ­­ყე­ნე!

    მა­მა. ქე­თა­თო, მო­დი მა­მი­კო, ჩემ­თან!

    ქე­თა­თო. (ხტის სა­წოლ­ზე) ტა­დი აქ­­დან… ტა­დი! ცენ ცუ­დი ქალ!.. ცულ მთლა­ლი მო­დი­ქალ!.. დე­დი­კოც ცემ… ბე­ბი­კოც ცემ.. ლია დე­­და­ცაც ცემ!.. ცენ ალა ქალ ცე­მი მა­მი­კო!.. ცუ­დი ქალ! ცუ­დი!.. მე გმელთს ვეტ­­ვი, ლომ მოგ­­ლაც იმ­­ტომ, ლომ სუ ცგუ­ბობ!

    მა­მა. (მთვრა­ლი კა­ცის ტი­რი­ლით)… ცენ მა­ინც ნუ მა­ლა­პა­ლა­კე­ბი აცე, მა­მა, გთქოვ?!

    ბე­ბია. მა­ნა­ნა, მომ­კი­დე ხე­ლი!

    დე­და. მე­რაბ, ამ ყვე­ლა­ფერს ბო­ლო უნ­და მო­­ღოს! არ­­ნორ­მა­ლუ­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებთ!.. ბავ­­ვი მა­ინც არ გე­ცო­დე­ბა?

    ბე­ბია. …მა­ნა­ნა!

    მა­მა. ბავ­­ვით ნუ მე­ვაჭ­რე­ბი, ქა­ლოო!.. ცე­მი გო­გო­ცაა ეცა, ცე­მი სვი­ლი­ცაა…

    დე­და. დე­და წა­მო­დე­ქი, გეხ­ვე­წე­ბი!

    ქე­თა­თო. მა­მა, ტა­დი აქ­­დან!.. ცენ ცუ­დი ქალ! ძა­ან ცუ­დი ქალ! მე ცენ აგ­ალ მიკ­ვალ­ქალ!.. მე და დე­დი­კო ექა ბუ­­ზე ვლა­პა­ლა­კობ­დით და მე აქ­ლა ვქვდე­ბი… და ალ­ბათ ად­ლეც ვქვდე­ბო­დი ქვეც­ნო­ბი­­ლად, ლომ ეც ბუა ცენ იკ­­ვი, მა­მა… და ალ­­ვინ ცქვა!

    ბე­ბია. ეგ­ეც შენ, მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძე!.. ხო მი­­ღე ბავ­­ვი­სა­გან?!

    ქე­თა­თო. ტა­დი მა­მა აქ­­დან, ტა­დი! (ხტის სა­წოლ­ზე)

    ოთ­ხი­ვე­ნი ტი­რი­ან

    სუ­რა­თი მე­­რე

    შუ­ად­ღე. სას­ტუმ­რო ოთ­­ხი. ლია დე­­და, ქე­თა­თოს დე­და და ბე­ბია. მა­გი­და, სკა­მე­ბი, მარ­­­ნივ კა­რი და ა.შ.

    ლია დე­­და. …ვე­ღარ ის­წავ­ლე, მა­ნა­ნი­კო, შენც ჭკუა! რამ­დენ­ჯერ უნ­და გცე­მოს შე­ენ, დე­­შე­ნი, მეე… რომ, ბო­ლოს და ბო­ლოს, თქვა: მორ­ჩა! ამ კაც­თან ერ­თად მე ვე­ღარ ვიცხოვ­რებ! ვშო-რდე-ბი!!!

    დე­და. ლია დე­­და, გა­შო­რე­ბუ­ლი არა ვარ ის­­დაც?! ხან­და­ხან დღე­­ბი ისე გა­დის, რომ…

    ბე­ბია. …ღამ-ღა­მო­ბით ვახ­სენ­დე­ბით ხოლ­მე ვაჟ­ბა­ტონს!

    ლია დე­­და. ავ­თო?..

    ბე­ბია. რა ქნას ამ ავ­თომ? ხომ არ მოკ­ლავს სი­ძეს? გუ­შინ, მა­გა­ლი­თად, სახ­­ში არც იყო… კა­ზი­ნო­ში წა­ვი­და, თა­ვის ბებ­რებ­თან ერ­თად.

    ლია დე­­და. ბო­დი­ში მო­­ხა­დე.. სა­მო­რი­ნე­ში!

    დე­და. …ქე­თა­თოს ბავ­­ვო­ბას – ბავ­­ვო­ბა ქვია?! აყ­ალ-მა­ყა­ლი, ცე­მა-ტყე­პა, ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბა…

    ლია დე­­და. …თან ლო­გო­ლი მგლძნო­ბი­­ლეა კა­თო!

    ბე­ბია.მა­მო­ბის უფ­ლე­ბა უნ­და ჩა­მო­არ­­ვა მაგ სა­ზიზ­ღარს, მა­გას!

    ლია დე­­და. მა­ნა­ნა, მა­მო­ბის უფ­ლე­ბა იცი, რო­დის უნ­და ჩა­მო­გერ­­მია?.. ხო იცი?! იცი.

    დე­და. (ამ­­იკ­­ნე­სებს) ნუ გა­მახ­სე­ნებთ, რა?!

    ლია დე­­და. …ცოლ-შვი­ლი გა­უშ­ვა, ყმაწ­ვილ­მა, ქო­ბუ­ლეთ­ში; სი­დედრ-სი­მამ­რი სო­ლო­ლაკ­ში და თვი­თონ მო­ყა­რა ქა­ლე­ბი…

    ბე­ბია. ვი­ღაც გა­თახ­სი­რე­ბუ­ლი!.. დე­და-დე­და! რა იკ­ად­რა ეს, ა?!

    ლია დე­­და. თქვენც კაი დროს ჩა­მოხ­ვე­დით რა, მა­ნა­ნი­კო?!

    დე­და. ლია დე­­და, ბავშვს მე­­რე დღეს­ვე აუწია სიცხემ… ნაც­ნო­ბი არ­­ვინ, ხმის გამ­ცე­მი არ­­ვინ… ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი მეც თბი­ლის­ში… რა მექ­ნა?

    ბე­ბია. …თან ბავ­­ვი სიცხი­­ნი! უიმე-უიმე-უიმე.

    დე­და. ცუ­ლელ­მა, თან კი­ბე­ძე ამ­­ილ­ბი­ნა – მა­მი­კოც გა­ვა­ქა­ლე­ბო და… რა ნა­ხა ეს, რა?!

    ბე­ბია. მო­უკ­და მა­გაც ბე­ბია… მო­უკ­და! მთე­ლი ზაფ­ქუ­ლი ცა­ემ­წა­ლა ვი­გაც ცათ­ლა­ქის გა­მო!..

    და­ნარ­ჩე­ნი, რაც სცე­ნა­ზე მოხ­დე­ბა, მა­ნა­ნას მო­გო­ნე­ბას უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს, ამ­­ტომ დე­კო­რა­ცი­ის შეც­­ლა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო: მა­გი­და – რის გარ­შე­მოც აქ­ამ­დე ლია, ბე­ბია და დე­და ისხ­­ნენ – სა­წო­ლად უნ­და გა­და­კეთ­დეს; დღის სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ფან­­რი­დან შე­მო­დი­­და, უნ­და შე­იც­ვა­ლოს მთვა­რის შუ­ქით, ხო­ლო დე­და, ბე­ბია და ლია დე­­და – ქე­თა­თოს მა­მი­თა და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლით, რო­მე­ლიც სა­ბან-მოხ­ვე­­ლი გაწ­ვე­ბა სა­წოლ­ზე. და­აცხ­რე­ბა, თუ არა მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალს მე­რა­ბი (უშ­არ­­ლო!), შე­მო­სას­­ლე­ლი­დან ქე­თა­თოს ხმაც გა­ის­მე­ბა: მა­მი­კუ­ნა, ცვენ ცა­მო­ვე­დი­ით! სა­და ქალ?

    მა­მა. ეს მო­მეჩ­ვე­ნა, ხო?..

    ოთ­ახ­ში ქე­თა­თო შე­მო­ვარ­დე­ბა.

    პა­­ზა

    ქე­თა­თო. უი, მა­მი­კო სტუ­მა­ლი გვკავს?

    მა­მა. მა­მი, ცა­­დან გაც­დი ცე­მი გო­გო აქა?!

    ქე­თა­თო. დე­დი­კომ ცა­მო­მი­კა­ნა… სიც­ქემ ამ­­წია…

    მა­მა. დე­დი­კო ცად­ღაა, მა­მი?

    ქე­თა­თო. ექა მო­ვა… კი­ბე­ძე ამ­­დიც.

    მა­მა. (ქალს) ჩა­იც­ვი.. ჩქა­რა!.. (ფა­ცი­ფუ­ცით იც­მე­ვენ) ქე­თა­თო, მა­მა!.. მი­დი ცენ დე­დი­კოც დაქ­­დი – ეცა ცე­მი თა­ნამ­სო­მე­ლი დე­­დაა და ცაქ­მე­ზე მო­ვი­და…

    ქე­თა­თო. (მო­­ლოდ­ნე­ლად კი­ვილს და­იწყებს) …ცე­ნი თა­ნამ­სო­მე­ლი კი ალა – ბო­ძია ეგა!.. ბო­ძი დე­­დაა!.. ლა­ტომ მატ­კუ­ებ? და­­სა­ქიც­ლე დე­დი­კოც ცქოვ­ლე­ბა!.. ფაქ­ტი­­ლად მოს­პე, ქო?.. კი­დევ ეც უნ­და ალა? ეცაა სე­ნი ელთ­გუ­ლე­ბა? ესაა ლო მე­უბ­ნე­ბო­დი, სე­ნი და დე­დი­კოც მე­ტი ალ­­ვინ მი­კალ­სო?! ლა უნ­და გა­მო­ვი­დეს ცემ­გან? დან­­ლე­­ლი ფსი­ქი­კიც მქო­ნე ალ­სე­ბა!.. სე ცუ­დო! სე სა­ძა­გე­ლო!.. ლა უთ­ქა­ლი მე იმ მგვდელს, ვინც სენ დე­და­ცემ­ზე ჯვა­ლი დაგ­წე­ლა?!

    მა­მა. აალა, მა­მა!.. ნუ მიყ­ვი­რი, მა­მა, სენ სე­მო­გე­ლე…

    ქე­თა­თო. …ბო­ძი, ლო მოგ­კავს ცემ საქ­­ცი! ბალ­დე­ლი, ლო გაქ­სე­ნი აქ!..

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი. (მოთ­მი­ნე­ბის ფი­­ლა აევ­სე­ბა) არა, გო­გო­ნი, გეშ­ლე­ბა!.. მო­მის­მი­ნე, ჩე­მო კარ­გო: რა­ტომ გვა­ყე­ნებ, დე­დი შე­­რაცხ­ყო­ფას?! სენ­ქე­ლა სი­ლი­სი­ლი მკავს მე!

    ქე­თა­თო. ეგ­ღა მაკ­ლია ექა წკუა მა­ლი­გოც ვი­გაც ბო­ძან­და­ლამ! გა­ეთ­ლი­ეთ ოლ­­ვე აქ­­დან!.. ცუ­დე­ბო თქვენ!.. ბო­­­ტე­ბო თქვენ! ცა­ძიძ­­ლე­ბო!..

    შე­მო­დის ქე­თა­თოს დე­და. ჭრე­ლი, ზღვის ჩან­თა აქვს გა­და­კი­დე­ბუ­ლი. ხე­ლით მე­­რე, უფ­რო დიდ ჩან­თას მო­ათ­რევს.

    დე­და. მე­რაბ, რა ხდე­ბა აქ?..

    ქე­თა­თო. ვი­გაც ბო­ძი მო­­კა­ნა დე­და, მე­ლაბ­მა… აი ლაც ქდე­ბა!

    დე­და. ბო­ძიი?..

    მა­მა. და­­ჯე­რე ხო ეხ­ლა ბავშვს?! ყვე­ლა­ფერს აგ­იხ­­ნი…

    ქე­თა­თო. ალ მოტ­კუვ­დე, დე­და! მთე­ლი ცქოვ­ლე­ბა ის­­დაც ტკუ­ილ­სი ქალ!..

    დე­და. მე­რაბ, გა­მა­გე­ბი­ნე, რა ხდე­ბა ჩემს სახ­­ში და ეს ქა­ლი ვი­ნაა?

    ქე­თა­თო. ქა­ლი კი ალა – ბო­ძია ეგა, ბო­ძი!!!

    მა­მა. უუხ შ…

    დე­და. ბავშვს ხე­ლი არ ახ­ლო!.. ბავშვს ხე­ლი არ ახ­ლო, შე არ­­­და­მი­­ნო!.. ნა­დი­რო შენ!..

    ქე­თა­თო. ტა­დი აქ­­დან! ტლა­კო სენ!.. ტლა­კო!

    მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლი ოთ­­ხი­დან გარ­ბის, მა­მა სა­წოლ­ზე ჯდე­ბა, დე­და ჩუმ ტი­რილს იწ­ყებს, ქე­თა­თო ილ­ან­ძღე­ბა.

    კვლავ ლია დე­­და, ქე­თა­თოს დე­და და ბე­ბია.

    ლია დე­­და. რა აღ­არ ნა­ხა, რა აღ­არ გა­ნი­ცა­და უკ­ვე ამ ბავ­­­მა?! ცო­დოაო?.. ცო­დო კი არ – ძა­ლი­ან ცო­დოა.

    ბე­ბია. (ლი­ას მი­მარ­თავს, მა­ნა­ნას უყ­­რებს) …სახ­ლი­დან, რო გა­იქ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი თექ­­­მე­ტი წლის ას­აკ­ში, რა ეგ­­ნა, აბა?!

    დე­და. ოჰ, კარ­გი რა დე­და… ეს რა შუ­­შია?..

    ლია დე­­და. შე­ნა და, მა­ნა­ნი­კო, რო მიყ­ვე­ბო­დი ცო­ლად, მა­ში­ნაც ას­­თი იყო, თუ მე­რე და მე­რე შე­იც­ვა­ლა? გა­­გოს მა­ყუ­რე­ბელ­მა.

    ბე­ბია. თა­ვი­დან­ვე იყო ტე­ტია – ჩე­მი აზ­რი, თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, – სოფ­ლე­ლი, გა­უთ­ლე­ლი პრო­ვინ­ცი­­ლი… და­ლი­ლა­სა და მა­­ლე­რის შვი­ლი მე­რა­ბი!..

    დე­და. …არ­­ნა­­რი ტე­ტია და სოფ­ლე­ლი ეგ არ ყო­ფი­ლა, დე­და! მე­რა­ბი შე­იც­ვა­ლა თბი­ლი­სის ომ­ის დროს… ეს სრო­ლე­ბი, კარ­ტის თა­მა­ში, ცხე­ნე­ბი, ნარ­დი… გა­მოშ­ტერ­და კა­ცი! მარ­ტო ეგ კი არა, მთე­ლი მი­სი სა­მე­გობ­რო თუ, რა ვი­ცი, საძ­მო… რა­საც ეძ­­ხი­ან, მოკ­ლედ… ზო­გი გა­მორ­ფი­ნის­­და კი­დეც.

    ბე­ბია. დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც მე­რაბს და­უკ­ლია ეგ სი­­მოვ­ნე­ბა!

    ლია დე­­და. გა­შორ­დი, მა­ნა­ნა! სა­სა­ცი­ლო ხარ უკ­ვე!..

    დე­და. უიმე, გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი არა ვართ-მეთ­ქი, ლია დე­­და, ის­­დაც?!

    ლია დე­­და. ოფ­­ცი­­ლუ­რად!

    დე­და. გა­შო­რე­ბა – გა­შო­რე­ბაა. ოფ­­ცი­­ლუ­რი და არა-ოფ­­ცი­­ლუ­რი გა­შო­რე­ბა…

    ლია დე­­და. …მო­დი ვთქვათ – გან­ქორ­წი­ნე­ბა, კარ­გი?

    დე­და. თუ ხო… გან­ქორ­წი­ნე­ბა, არ არ­სე­ბობს!

    ბე­ბია. ჯერ კი­დევ ორი წლის წინ უნ­და გა­გეგ­დო ეგ არ­ამ­ზა­და სახ­ლი­დან – ლია, რო გაგ­ვი­ლა­ხა სა­დარ­ბა­ზო­ში!..

    ლია დე­­და. კაი ეხა, რა დროს ეგაა? აღ­არც მახ­სოვს უკ­ვე… აქ სხვა რა­მეა მთა­ვა­რი!.. სხვა რა­მე კი არა – ბავ­­ვი, ხალ­ხო… მეც მა­გა­რი ვინ­მე ვარ.. სხვა რა­მე! ქე­თა­თო… ქე­თა­თო და მხო­ლოდ ქე­თა­თო!

    დე­და. ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი, ლია დე­­და. აღ­არ შე­მიძ­ლია. რა ვქნა, არ ვი­ცი. მა­მის გა­რე­შე ბავ­­ვი ცო­და, მაგ­რამ ას­ეთ მა­მას­თან ცხოვ­რე­ბაც სა­ში­ნე­ლე­ბაა!

    ლია დე­­და. და­ღუ­პეს მე­რა­ბი იმ პა­პუ­ნამ და სა­ნე­ებ­ლი­ძე­ებ­მა!.. და­ღუ­პეს!.. სა­ნამ ამ მა­წან­წა­ლებ­თან ერ­თად სუფ­რას­თან დაჯ­დე­ბო­და, ჩემ­­ვის ეკ­ითხა, რა!

    შე­მო­სას­­ლე­ლი­დან ნა­ბი­ჯე­ბის ხმა გა­ის­მე­ბა.

    დე­და. ვი­ნაა?

    ბე­ბია. (წა­მოდ­გე­ბა) მო­­ცა, გა­ვი­ხე­დავ.

    შე­მო­დი­ან ავ­თო (ბა­ბუა) და ქე­თა­თო. ქე­თა­თო ლია დე­­დას­თან მი­ირ­ბენს და აკ­­ცებს. ხელ­ში თა­­გუ­ლი უჭ­­რავს. ლია დე­­და და ბე­ბია ალ­ერ­სი­­ნად აქ­ვი­თინ­დე­ბი­ან.

    ლია დე­­და. ცე­მი სო­ცო­ცე, პა­წა­წუ­ნა!

    ბე­ბია. ცენ მო­გიკ­და ბე­ბა, ცენ!

    დე­და. ცად იკ­­ვი დე­დი­კუ­ნა ამ­დე­ნი ქა­ნი, ცად?

    ავ­თო. …მო­­კე­ვი ბა­ბუ­კა ცად ვი­კა­ვით, აცე და აცე ვქე­ნით-თქო მე და ბა­ბუ­კამ, უთ­ქა­ლი… ვა­კის პალ­­სი ვი­კა­ვით-თქო ბა­ბუ, ძა­ლის­კა­ცის საფ­ლა­ვი ვნა­ქეთ და ბევ­რი ვი­ცე­ილ­ნეთ-თქო, მო­­კე­ვი… ბი­ძია ცო­ცო სეგ­­­­და და ქა­ჭა­პულ­ზე დაგ­­პა­ტი­ჟა-თქო ბა­ბუ, უთ­ქა­ლი…

    ბე­ბია. (ქე­თა­თოს) ალ სეგ­ცივ­და, ბე­ბა? ან კა­კუ­ლე­ბი ალ მო­გინ­და? ლო მი­დი­ქალ საქ­ლი­დან და, ლო აგ­ალ ბლუნ­დე­ბი, ალა გცქვე­ნია ცე­ნა?.. დი­დი გო­გო ქალ ბე­ბა უკე? უც­ნო სე­ენ! ცუ­დო?! აგ­ალ გინ­და ალა საქ­ცი მოს­­ლა, ბე­ბა?

    ქე­თა­თო. მე და ბა­ბუ­კამ კვა­ვი­ლე­ბი დავ­­ლი­ფეთ და ვი­ცე­ილ­ნეთ ძა­ან ძა­ან ბევ­ლი და… ცულ ვი­­ლეთ აქ­ეთ-იქ­ით…

    ლია დე­­და. ლო­გოლ ტი­ტი­ნებს კა­თო უკ­ვე თა­ვი­სუფ­ლად, ჰა?! დი­დი გო­გოა, გა­­ძალ­და უკე!

    ბე­ბია. აგ­ალ უნ­და საქ­­სი მოც­­ლა, გათ­ქო­ვე­ბა უნ­და… ქმალ­თან ელ­თად უნ­და სა­წოლ­სი კოტ­ლი­­ლი!

    ქე­თა­თო. ბა­ბუ­კამ დექ­ციც მას­წავ­ლა: ილ­­მო მთა­ცა მკვი­ლა­ლო…

    ბე­ბია. სენ სე­მო­გე­ლე მე!.. სა­სა­ქე­ლო ცე­მი გო­გო – ლო გა­მოც­დე­ბა ტე­ლე­ლოზ­ცი და ბე­ბოს, ლო ას­­ქე­ლებს… ცუნ­ცუ­ლი­კო პა­ტა­ლა… ცი­ცუ­ნია ცე­მი!

    ავ­თო. (ქე­თა­თოს მუხ­ლებ­ზე და­ის­ვამს) ლექ­ცე­ბიც ვთქვით, ვი­ცა­უბ­ლეთ კი­დეც… ვიმ­გე­ლეთ კი­დეც!

    ქე­თა­თო. გმელ­­ზეც ვი­ლა­პა­ლა­კეთ… კოც­მოც­ზეც… ცა­ზო­გა­დო­­ბის პლობ­ლე­მებ­საც სე­ვე­ქეთ… ბა­ბუ­კამ მით­­ლა – ად­ლე ატ­­იც­ტი და უგ­მელ­თო ვი­კა­ვი იმ­­ტო ლო წკო­ბა იკო აც­­თიო – ცაბ­წო­თა კავ­სი­ლი იგ­­ლის­­მა, ლა თქმა უნ­და, – ექ­და კი ეწ­ვი აგ­ალ მე­პა­ლე­ბა, ლომ იმ ქვეკ­ნა­დაც ალ­სე­ბობს ლა­მეო…

    ლია დე­­და. ორი კვი­რის წინ ვნა­ხე ბო­ლოს და რო­გორ ალ­­პა­რა­კე­ბუ­ლა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­ნა­ნა, გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვარ… კი­დე ლაო, დე­დუ­კი­ნო, ბა­ბუმ, ლა?!

    ქე­თა­თო. მოთ­მი­ნე­ბი­თა ცე­ნი­თა მო­­პო­ვე ცა­ცუ­ფე­ვე­ლი ცე­ნიო – ეც­ეც მით­­ლა… ვი­ნაც აგ­­გოს მაქ­ვი­ლი მაქ­ვი­ლი­თა­ვე სე­­მუს­ლო­სო!

    ლია დე­­და. ავ­თო, ბავ­­ვის­­ვის ად­რე არ არ­ის?

    ავ­თო. იც­­დეს, იც­­დეს… არ­­ფე­რი და­აკ­­დე­ბა.

    ქე­თა­თო. ელთ ლა­მე­საც მივ­­­დი – ცოდ­ნიც გა­ლე­ცე ამ ქვეკ­ნად ვე­ლა­ფელს მი­აგ­წევ! ლის­­ვის მო­ვე­დი? ლა მინ­და? კო­ფი­­ლე­ბის ცა­­დუმ­ლოც ცეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­ლი ამ­ოქ­­ნა – აი ლა უნ­და იკ­ოს თი­თო­­­ლი ად­­მი­­ნიც, თი­თო­­­ლი ცვენ­თა­გა­ნიც ვა­ლი… ან თუ სე­­ძე­ბა აცე ითქ­ვაც – ამ­­ცა­ნა…

    ლია დე­­და. შენ შე­მო­გევ­ლოს, ლია დე­­და…

    ქე­თა­თო. ჭკი­­ნი ცქვის სეც­დო­მებ­ძე სწავ­ლობს წკუ­ას – ცუ­ლე­ლი კი ცა­კუ­თალ­ძე!

    ბე­ბია. ეს­ეც შენ უთ­ხა­რი, ავ­თო?

    ქე­თა­თო. ჰო­მო ჰო­მი­ნი ლუ­პუც ეცტ!

    ბე­ბია. ალ მოგ­სივ­და ბე­ბი­კო, ამ­დენც ლო ტი­ტი­ნებ?.. ან წა­მა ალ გინ­და? ან კა­კუ­ლი­კე­ბი?..

    ქე­თა­თო. სე­­ცან თა­ვი ცე­ნი, ბე­ბა!

    ბე­ბია. მო­გე­წო­ნა ბე­ბი­კო უც­ნო­ბი ძა­ლის­კა­ცის საფ­ლა­ვი?

    ქე­თა­თო. ბა­ბუ­კამ აქ­ლოც ალ მი­მი­კა­ნა – იქო ცეც­­ლიაო და მე­ცი­ნია, სიგ ალ ამ­­ვიწ­ვათ ძო­ძო­ქე­თიც მას­ხა­ლე­ბი­ვი­თო…

    ლია დე­­და. ეს რამ გათ­­მე­ვი­ნა, ავ­თო?

    ავ­თო. იგ­­ნებს, კა­ცო! და­­ჯე­რე შენც.

    ლია დე­­და. ცა­­დან იცი გო­გო ამ­დე­ნი ლა­მე? აც­­თი ჭკი­­ნი ცა­­დან ქალ?

    ბე­ბია. ბე­ბუ­კა, ელ­თი ქა­ჭა­პუ­ლი ალ გა­გაძ­გობ­და ცენ! ან ალ გსია, ან ალ გწკუ­ლია?

    ქე­თა­თო. მე იცი ლა ვის­წავ­ლე, სა­ბავ­სო ბაგ­ცი? ტოლ­ტი ლო­გოლ უნ­და გა­ვა­კე­თო ცო­კო­ლა­დიც… ფან­ტაც­ტი­­ლი გე­მო აქვ­ცო, მით­­ლეც.. ეცე იგი – სა­მი კველ­­ქი, ჭი­ქა-ნა­ხე­ვა­ლი ცა­ქა­ლი, ცე­დე­დე­ბუ­ლი ლძე…

    ბე­ბია. შენ გე­ნაც­ვა­ლოს ბე­ბი­­შე­ნი…

    ქე­თა­თო. …კა­ლა­ქი ოლ­­სი გლა­მი, ელ­თი წი­ქა მა­წო­ნი, ნა­ქე­ვა­ლი ცა­ის კოვ­ძი სო­და, ოლი სუფ­ლის კოვ­ძი კა­კაო და კა­ვა…

    ლია დე­­და. (იც­­ნის) შენ შე­მო­გევ­ლე მაგ “კა­ვა­ში”! ყ-ს ვერ ამ­ბობ, ხო?! ყ ალ სე­გიძ­ლია, ქო?!

    ავ­თო. ვერ ამ­ბობს და ისა კი­დე… თქვი, ბა­ბუ – ყა­ვა.

    ქე­თა­თო. კა­ვა!

    ავ­თო. (ლია დე­­დას) ეგ­ეც შენ! (ლია დე­­დას გა­­ჯავ­რებს) ვერ ამ­ბობს…

    ქე­თა­თო. აც­­ებც ლა მნის­­ნე­ლო­ბა აქვც? მთა­ვა­ლია ციტ­­ვე­ბი!.. ციტ­­ვე­ბი, ციტ­­ვე­ბი, ციტ­­ვე­ბი – დი­დე­ბუ­ლი ინგ­ლი­ცე­ლი პო­­ტი­ცა და დლა­მა­ტულ­გი სექ­­პი­ლის თქმის ალ იკ­ოს!

    ბე­ბია. ლია დე­­და, სენ ქო ალ იცი, ლო­გოლ ვი­დალ­დეთ ცვე­ნი მე­ძო­ბე­ლი, ლო გა­და­იც­ვა­ლა წი­ნა კვი­ლას?! ლო­გოლ ვტი­ლო­დით, ლო­გოლ გვე­ცო­დე­ბო­და…

    ქე­თა­თო. (ხე­ლებს ლო­ყებ­ზე აიფ­­რებს) ვა­­მე-ვა­­მე-ვა­­მე! ალ გა­მაქ­სე­ნოთ ეც… ალა! ლა ად­­მი­­ნი დავ­კალ­გეთ, ლო­გო­ლი პა­ტი­­ცა­ნი?! დაგ­ვა­ობ­ლა მთე­ლი ცა­ძო­გა­დო­­ბა, წეს­მა­ლი­ტად.. მალ­ტო დაგ­­ტო­ვა… უნ­­გე­სო წი­ლი­სუფ­ლე­ბად გვაქ­ცია, მა­ლად­ჟამ!

    შე­მოს­­ლე­ლი­დან კა­კუ­ნის ხმა გა­ის­მე­ბა – თავ­ხე­დუ­რი კა­კუ­ნის, თით­­მის ბრა­ხუ­ნის ანუ.

    ლია დე­­და. რა ხდე­ბა? ვი­ნაა?

    დე­და. (ხმა­ში ოჯ­­ხუ­რი კეკ­ლუ­ცო­ბა შე­­პა­რე­ბა) …ეხ­ლა­ვეე!

    ბე­ბია. გა­­ხე­დე ჯერ, ისე ნუ გა­­ღებ.

    დე­და. კაი რა, დე!.. (გა­დის)

    კა­კუ­ნი ძლი­ერ­დე­ბა – თუმ­ცა, კა­კუ­ნი აღ­არც ქვია ამ­ას.

    ქე­თა­თო. ტყე­ჩი გა­­ძალ­და ეც ქალ­ქი? ლა ალი, ნუ ლა?!

    ქე­თა­თოს დე­და ოთ­ახ­ში შე­მობ­რუნ­დე­ბა.

    დე­და. მე­რა­ბია!.. სა­ცაა კარს შე­მო­ამ­­­რევს… ის­­თი მთვრა­ლია – გონ­ზე არ არ­ის…

    ქე­თა­თო. ლა-ა? მთვლა­ლია?

    დე­და. ქო, დე­და… ქო!

    ბე­ბია. ვა­­მე-ჰ!.. ლია გა­და­მა­ლეთ!

    ლია დე­­და. შე­მო­ვი­დეს ერ­თი!… შე­მო­ვი­დეს და ვნა­ხოთ მე­რე – ვინ-ვის… ვინ ვი­ნაა დღეს სა­ქარ­­ვე­ლო­ში?! მაგ უბ­­დურს შარ­შან­დე­ლი ლია ხომ არ ვგო­ნი­ვარ?!

    ქე­თა­თო. ვი­ცო­დი, ლო ალ ცე­მელ­გე­ბო­და ეც ვა­კის პალ­კი!

    ავ­თო. დე­დას ვუ­ტი­რებ! მა­ნა­ნა, გა­­ღე კა­რი!.. (გულ­წა­სუ­ლი იატ­აკ­ზე გა­იშ­­ლარ­თე­ბა)

    ბე­ბია. ავ­თო!.. ავ­თო მო­მიკ­ლა ამ დამ­პალ­მა!

    ლია დე­­და. (ფან­­რი­დან აპ­­რებს გა­დახ­ტო­მას) დე­და, რამ­სი­მაღ­ლეა ეს ოხ­­რი, ჰა?..

    ბე­ბია. ავ­თო!

    სულ ცო­ტაც და მე­რა­ბი კარს შე­მო­ამ­­­რევს,

    უკ­ვე საკ­მა­ოდ გარ­­ვე­ვით ის­მის მი­სი გი­ნე­ბაც.

    ქე­თა­თო. უჰ!.. ცვენ­ზეა ლა ნათ­­ვა­მი – კა­ცი ბწობ­და და გმელ­თი იც­­ნო­დაო… მა­ინც ლამ­ხე­ლა სიბ­­­ნეც იტ­ევს თა­ვის თავ­სი ცვე­ნი ფოლ­­ლო­ლი?!

    შე­მო­დის სა­ხე-ალ­­წი­ლი მე­რა­ბი, რო­მელ­საც არ­ყის სუ­ნი უდ­ის.

    მა­მა. ალ მე­ლო­დით დე­დუ­კე­ბო?..

    ქე­თა­თო. (შე­ში­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ გუ­ლა­დი­ცაა ამ­ავ დროს) ალა!

    სუ­რა­თი მე­სა­მე

    გა­ვი­და ორი თვე…

    სა­სა­მარ­­ლოს დარ­ბა­ზი.

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე, ბრალ­­დე­ბე­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი, დამ­­­რე სა­ზო­გა­დო­­ბა – მათ შო­რის: ქე­თა­თო, რო­მე­ლიც სულ ბო­ლო რიგ­ში ზის ბა­ბუ­ას­თან ერ­თად; დე­და, ბე­ბია და მა­მა – ოღ­ონდ გა­ლი­­ში, გან­სას­ჯელ­თა სკამ­ზე.

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ვი­ცით! მო­ვის­მი­ნეთ… კი­დევ ბევ­­ჯერ მო­ვის­მენთ, რომ მე­რაბ დავ­ლი­­ნი­ძემ შე­ამ­­­რია კა­რი, ხალ­ხო… ცეცხ­ლი წა­­კი­და ფარ­დას და გა­­­პა­ტი­­რა მო­ქა­ლა­ქე ლია მო­ნი­­ვა!.. ყა­ჩა­ღო­ბაო? ბან­დი­ტიზ­მიო?.. არა! უარ­­სი! უფ­რო მე­ტი ჰქვია ამ­ას!.. რა, ოღ­ონდ?.. რა?! რა ვუ­წო­დო ას­ეთ სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულს? ოჯ­­ხის მე­გო­ბარს – თით­­მის შუ­ახ­ნის ქალს, რომ შე­ნი შვი­ლის, ცო­ლის, სი­დედ­რი­სა და გულ­წა­სუ­ლი სი­მამ­რის – მე­­რე სა­მა­მუ­ლო ომ­ის ვე­ტე­რა­ნის თვალ­წინ გა­­­პა­ტი­­რებ – ვი­ნა ხარ?.. მხე­ცი? ნა­დი­რი? უც­ხო ფრინ­ვე­ლი ჩხა­ვი­ლით მო­სუ­ლი ქვეყ­ნა­და?!

    მა­მა, მე­რა­ბი ანუ. (თა­ვის­­ვის) მორ­ჩით, რა!.. გე­ყოთ.

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ოცი წე­ლი! ვითხოვ ორ ათ­­ულ წე­ლი­წადს, – მა­მო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­­მე­ვით, სა­ზო­გა­დო­­ბის ზურ­­შექ­ცე­ვით, მი­სი ცო­ლის – ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას და­­ყოვ­ნებ­ლივ გათხო­ვე­ბით და მა­მი­ნაც­­ლი­სა და პა­ტა­რა ქე­თა­თოს სას­­რა­ფო და­მე­გობ­რე­ბით!

    მარ­თა­ლია ორ­მა თვემ გან­­ლო, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბი­სა და შე­­რაცხ­ყო­ფის კვა­ლი ჯე­რაც არ გამ­­რა­ლა ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ას სხე­­ლი­დან!

    დაგ­ვე­ნა­ხეთ, ქალ­ბა­ტო­ნო ლია! დაგ­ვე­ნა­ხეთ, შე­­რაცხ­ყო­ფი­ლო მდედ­რო!

    ლია დე­­და კოჭ­ლო­ბი­თა და კვნე­სა-კვნე­სით

    შე­მო­ვა დარ­ბაზ­ში – გა­ივლ-გა­მო­ივ­ლის, თუმ­ცა

    გავ­ლა-გა­მოვ­ლა აღ­არც ჰქვია ამ­ას.

    ერთ-ერ­თი დამ­­­რე. (თა­ვის­­ვის) აუჰ, საწყა­ლი ქა­ლი?! ეს რა უქ­ნია ამ მხეცს, ა?..

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ვე­ლუ­რი ჟი­ნი, და­­­კე­ბე­ლი ვნე­ბა, ავი გო­ნი და მავ­ნე ჩვე­­ლე­ბა­ნი – აი, შე­დე­გი: ქალ­ბა­ტო­ნი ლია მო­ნი­­ვა…

    სად­მე, თუ გი­ნა­ხავთ ასე თავ­ხე­დუ­რად გა­­პა­ტი­­რე­ბუ­ლი ქა­ლი?

    ლია დე­­და. ვა­­მე!.. ვაი… (თით­ქოს ძვლებ­ში ტე­ხავს – სახ­­რე­ბი ტკი­ვა) ვა­­მე-ვა­­მე-ვა­­მე!.. ვა­­მე, დე­და!.. ვა­იჰ, ვა-იჰ!..

    ბრალ­­დე­ბე­ლი. დაბ­­ძან­დით, ქალ­ბა­ტო­ნო ლია, საკ­მა­რი­სია. გმად­ლობთ.

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. (თვი­თონ ქე­თა­თო არ ჩანს) სა­ძიძ­გა­ლი ეგ! ლია დე­­დაც კი ალა – სა­ელ­თოდ, სა­ძო­გა­დოდ ქა­ლებც მი­­კე­ნა სე­­ლაწ­კო­ფა!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ვინ ყვი­რის, კა­ცო?.. სი­ჩუ­მე დარ­ბაზ­ში!

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ეხ­ლა გა­ცი­ნოთ! მთლად აბ­სურ­დი: მეო, ეს ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს… ძვირ­ფა­სი, რა თქმა უნ­და, ბრჭყა­ლებ­ში, – იმ ავ­ბე­დით სა­ღა­მოს გა­ტი­­ლე­ბუ­ლი მთვრა­ლი ვი­ყა­ვი და ჩე­მი ცო­ლი, ქალ­ბა­ტონ ლი­­ში ამ­­რიაო… და რა­კი­ღა ლია მო­ნი­­ვა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე მე­გო­ნა – გა­­პა­ტი­­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, ჩე­მი აზ­რით, ზედ­მე­ტი უნ­და იყ­­სო… გეს­მით, ხალ­ხო?! არ ჩაბ­ჟირ­დით?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. მე პრო… პრო… პრო­ტე-ტე-ტე…

    ბრალ­­დე­ბე­ლი. ნუ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ას­ეთ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­­ბა!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. პრო­ტეს­ტი არ არ­ის მი­ღე­ბუ­ლი.

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. უ-უ… ჰუ-უ… უ!

    ბრალ­­დე­ბე­ლი. …ეგო, ამ­ბობს, ჩე­მი ცო­ლი მე­გო­ნაო, ხალ­ხო!.. არ გე­ცი­ნე­ბათ? არ არ­ის ეს სა­სა­ცი­ლო?.. (მი­მარ­თავს ბრალ­დე­ბულს) აჰაა, ესე იგი, რა­ღაც ფო­კუს­თან გვაქვს საქ­მე… ფო­კუს-მო­კუს!.. შე­ნი გო­ნე­ბის რო­მე­ლი­ღაც უც­ნა­ურ უჯ­რედ­თან, პა­წა­წი­ნა კუ­ბიკ-რუ­ბიკ­თან!.. შენ ით­ხოვ ჩვენ­გან ფსი­ქო­თე­რა­პი­ას, მკურ­ნა­ლო­ბას (კი­ვი­ლით) …იქ­ნებ მღვდელ­საც? ვერ მო­ეს­­რე­ბი! შენ ხარ რი­გი­თი, სრუ­ლი­ად ჩვე­­ლებ­რი­ვი… ჩვე­­ლებ­რივ­ზე ჩვე­­ლებ­რი­ვი ლო­თი და შფო­თი… და, ალ­ბათ (კვლავ კი­ვი­ლით) პე­დე­რას­ტიც?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. პრო… პრო… ტე-ტე…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. პრო­ტეს­ტი მი­ღე­ბუ­ლია.

    ბრალ­­დე­ბე­ლი. (ჯდე­ბა თა­ვის ად­გილ­ზე) ორი ათ­­­ლი წე­ლი­წა­დი, ოცი გა­ზაფხუ­ლი, ზაფხუ­ლი, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი გი­სო­სებს-მიღ­მა, დი­ლეგ­ში, სა­ტუ­სა­ღო­ში!!!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ბრალ­დე­ბუ­ლო, შე­გიძ­ლი­ათ თუ არა რა­­მე თქვათ თა­ვის გა­სა­მარ­­ლებ­ლად?

    მა­მა. (დათ­­გუ­ნუ­ლი, მხრებ­ში მოხ­რი­ლი და გა­­პარ­სა­ვია) სი­მარ­­ლე?.. რაი არს, რო სი­მარ­­ლე?.. თა­ვის მარ­­ლე­ბა? ვის­თან?.. სა­კუ­თარ თავ­თან?! სა­კუ­თარ თავ­თან ხომ და­ბა­დე­ბი­დან წა­გე­ბუ­ლი ვარ… წა­გე­ბუ­ლი ვარ ჩემს შვილ­თა­ნაც… მხე­ვა­ლი ღვთი­საი ქე­თა­თო დავ­ლი­­ნი­ძე… მე მრცხვე­ნია მი­სი, მარ­­ლა მრცხვე­ნია…

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. ექა კაი დლო­სია – ქე­თა­თო! მა­სინ, ლა­ტო ალ შეგ­­­­ვა ცემ თვალ­წინ ლია დე­­და, ლო იხ­მა­ლე?!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ბავშვს რა უნ­და აქ?.. სი­ჩუ­მე!

    მა­მა. …მაგ­რამ აი, სად მოტყუვ­დით! აი, სად შე­გე­შა­ლათ! აი, ვით გა­დე­ფა­რა ბინ­დი თვალ­თა თქვენ­თა!.. გგო­ნი­ათ, მარ­ტო მე ვარ არა დამ­ნა­შა­ვე?! დამ­ნა­შა­ვე – ის ახ­­ლი წე­ლია – ათ­ას ცხრა­ას ოთხ­მოც­და­თორ­მე­ტი, რო მო­­ტა­ნა… დამ­ნა­შა­ვე ის ოთხ­მოც­და­ცა­მე­ტი წლის ახ­­ლი წე­ლია მე, რო ხელ­ში იარ­­ღი ამ­­ღე­ბი­ნა… იყო კი… წა­მა­ლიც იყო, სის­­ლიც იყო… ქე­­ფიც იყო, ქა­ლე­ბიც… დე­დაც!

    …დე­და­ჩე­მიც იყო! დი­­ცი სწო­რი ან­გე­ლოზ­თა და სა­და­რი მზი­სა!..

    მთე­ლი ეს წლე­ბი სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი…

    მგო­ნი, დღეს ვი­პო­ვე… (დაჯ­დე­ბა, ხე­ლე­ბი უკ­ან­კა­ლებს, მკერ­­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ხის ჯვარს აკ­­ცებს)

    ხან­­­­ლი­ვი სი­ჩუ­მეა

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. (ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატს) თქვე­ნი აზ­რი? სხდო­მა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, თქვენ კი ჯერ ერ­თი სიტყ­ვაც არ გით­­ვამთ?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. მე… ებ… ის, რომ… ბე-ბე… ოც… ოცი წე-წე… იმ­­ტო, რო… ე-ეე…

    ქე­თა­თოს ხმა დარ­ბა­ზი­დან. სე­იძ­ლე­ბა ლა­გაც ვთქვა, პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­ცა­მალ­­ლევ? (წინ გა­მორ­ბის, კი­ნა­ღამ და­­ცე­მა)

    ავ­თო. ფრთხი­ლად, ბა­ბუ!..

    ქე­თა­თო. ჰა? სე­იძ­ლე­ბა?

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ეს ბავ­­ვი ვი­ნაა?

    თა­ნა­შემ­წე. ბრალ­დე­ბუ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. სხვა­თა­შო­რის, ძა­ლი­ან ჭკვი­­ნი და ენ­აკ­ვი­მა­ტი ბავ­­ვი.

    ქე­თა­თო. …მო­მე­ცით უფ­ლე­ბა, ლომ ლა­გაც ვთქვა! ეს ცე­მი ვა­ლია! თან ცე­მი ქვეკ­ნის კონ­­ტი­ტუ­ცია მა­ძევს ამ­ის უფ­­ბას… იქ­­ლეთ მე­­ლე თა­ვის ოც­და­მე­ოთ­ქე მუქ­ლის პილ­ვე­ლი პუნ­­ტი: კო­ველ ად­­მი­ანც აქვს უფ­­ბა თა­ვი­ცუფ­ლად მი­­გოს და გა­ავ­ცე­ლოს ინ­ფოლ­მა­ცია, გა­მოთ­­ვაც და გა­ავ­ცე­ლოს თა­ვი­ცი აზ­ლი ძე­პი­ლად, წე­ლი­ლო­ბით ან სხვაგ­ვა­ლი სა­სუ­­ლე­ბით! ცენ­ზუ­ლა და­­შე­ბე­ლია!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. (თა­ნა­შემ­წეს) რა ვქნა?

    თა­ნა­შემ­წე. მი­­ცით სიტყ­ვა. თუ ვინ­მეს შე­არ­ცხ­ვენს, ის­ევ სა­კუ­თარ თავს.

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ხოო?.. კე­თი­ლი. (ქე­თა­თოს) აბა, გო­გო­ნი, მით­ქა­ლი ლა გქვია?

    ქე­თა­თო. მე ამ კა­ცის სი­ლი ვალ!

    თა­ნა­შემ­წე. ალა, სა­ქე­ლიო… სა­ქე­ლი მით­ქა­ლიო.

    ქე­თა­თო. ქე­თა­თო!

    ბრალ­­დე­ბე­ლი. სენ სე­მო­გე­ლე მე. უკ­­ლე ამ­ას?!

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. (თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად იტყ­ვის წი­ნა­და­დე­ბას ბლუ­კუ­ნის გა­რე­შე) დი­დი ჩათ­ლა­ხი ბავ­­ვი უნ­და იყ­ოს ესა…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ლამ­დე­ნი წლი­ცა ქალ, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. (თი­თე­ბით უჩ­ვე­ნებს) აი ამ­დე­ნიც!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ო, დი­დი გო­გო კო­ფილ­ქალ უკ­ვე!

    ქე­თა­თო. …სკო­ლაც ექს­ტელ­ნათ და­ვამ­თავ­ლებ!

    ლია დე­­და. (სკამ­ზე ძლივს ზის, კვნე­სა-კვნე­სით და მა­ინც სიყ­ვა­რუ­ლით) ვა­იჰ… შენ გე­ნა… ცვა­ლოს ლია დეი… და…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ლის თქმას აპ­­ლებ? აც­­თი ლა უნ­და გვით­­ლა, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. კონ­­ლე­ტუ­ლად ალ­აფ­ლის. ცე­მი მოკ­ლე სიტ­­ვა ძო­გა­დი იქ­ნე­ბა!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. აბა, გის­მენთ.

    ქე­თა­თო. გა­გი­გო­ნი­ათ, ალ­ბათ ეს ლექ­ცი: ცუ­ლო ობ­­ლო… თით­ქოც ცემ­ზე უნ­და იკ­ოს და­წე­ლი­ლი, იც­­თი სთა­ბეწ­დი­ლე­ბა მცე­ბა… დი­აქ! მეც ობ­­ლი ვალ… თუმ­ცა დე­დაც მკავს და მა­მაც!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ეს ლექ­ცი ვინ გას­წავ­ლა, ქე­თა­თო?

    ქე­თა­თო. ბე­ბამ!

    ბე­ბია. (ზის მე­ოთხე რიგ­ში, სა­ოც­რად თავ­­და­ბა­ლი და ამ­­ყია ამ­წუ­თას) კი, ბე­ბა, კი… მე გას­წავ­ლე. დი­დი მად­ლო­ბა, ბე­ბი­კო.

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ძა­ლი­ან კარ­გი. მე­ლე?!

    ქე­თა­თო. უჰუ-უჰუ! (ჩა­ახ­ვე­ლებს) მე ცგდო­მის გა­მა­ლო­ბა­სი სუ მა­მა­ცემს ვუ­კუ­ლებ­დი, ვუ­კუ­ლებ­დი და ვცდი­ლობ­დი, ლომ ლაც სე­­ძე­ბა კა­ქათ და­მე­მაქ­სოვ­ლე­ბი­ნა მი­სი ნაკ­თე­ბი… ოცი წლის მე­ლე, ლო გა­მო­ვა – თუ­კი თქვენ მას ოც წე­ლი­წადს მი­უს­ძით მე­ქუ­თე თა­ვიც ოთხ­მოც­და­მე­­ლე მუქ­ლის პილ­ვე­ლი პუნ­­ტიც მი­ქედ­ვით – მეც შეც­­ლი­ლი ვი­ქე­ბი და იც­იც!.. მალ­თა­ლია, ის დამ­ნა­სა­ვეა, მაგ­ლამ ის მა­ინც მა­მაა ცე­მი!.. უმ­­მოდ გაზ­დი­ლი გო­გო კი, მო­გექ­სე­ნე­ბათ, თუ ლა სა­ცო­და­ვი­ცაა?.. ხალ­ხიც მტლის ში­ლი… მაქ­სენ­დე­ბა სტა­ლი­ნუ­ლი ლეპ­ლე­სი­­ბის დლოს დახ­­ლე­ტილ მა­მა­თა ში­ლე­ბი, ლო­მელ­თაც ალც უმ­აგ­ლეს­ში ცა­ბა­ლე­ბის უფ­ლე­ბა ქონ­დათ და ალც ტლამ­ვა­ით მგზავ­ლო­ბიც!.. ლა უნ­და გა­მო­ვი­დეს ცემ­გან? ამ კითხ­ვაც ხში­ლად ვუ­მე­­ლებ­დი მა­მა­ცემ­საც და აქ­ლა თქვენც გი­სამთ: დან­გე­­ლი ფსი­ქი­კი­ცა და ნევ­ლე­ბიც მქო­ნე ად­­მი­­ნი… და­ჭე­ლი­ლი მა­მა, მალ­ტო დალ­ჩე­ნი­ლი, გა­­ბე­დუ­ლე­ბუ­ლი დე­და და მა­ლად ხე­იბ­ლად გცე­­ლი ლია დე­­და…

    თა­ნა­შემ­წე. (თა­ვის­­ვის ჩა­­ლა­პა­რა­კებს) ას­­თი რა უქ­ნა ამ მარ­­ლა მხეც­მა ქალ­ბა­ტონ ლია მო­ნი­­ვას, რომ სა­მუ­და­მო ინ­ვა­ლი­დად აქ­ცია იგი?!

    ქე­თა­თო. …თუ­კი დე­და გათ­ქოვ­დე­ბა – ცემ­­ვის ცუ­დი იქ­ნე­ბა თა­ვის­თა­ვად: მა­მი­ნა­ცა­ლი, მას­თან სე­გუ­­ბა, ცე­მი კომ­­ლექ­ცე­ბი… პლო­ტეს­ტე­ბი, ლომ­ლე­ბიც გალ­და­ტე­ქის ას­აკ­თან ელ­თად მო­ვა… და უამ­ლა­ვი, უამ­ლა­ვი ცუ­დი ლა­მე!.. მაგ­ლამ გა­უთ­ქო­ვა­ლი დე­დაც – ძელ სლუ­ლი­ად აქ­ალ­გაზ­და ქა­ლი – ლა თქმა უნ­და, აც­­ვე ცო­დო იქ­ნე­ბა: ნა­ად­ლე­ვი კლი­მაქ­ცი, ცი­­ბა, ცქე­ლე­ბა, ჰოლ­მო­ნა­ლუ­ლი ლღვე­ვა… მოკ­ლედ, ლო­გოლც გელ­მა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ ქოლ­მე: ალ­ეს ისთ ზელ, ზელ სლეხთ!..

    ავ­თო. ცხვი­რი­დან თი­თი, ბა­ბუ!..

    ქე­თა­თო. ამ დლოს, მო­მავ­ლის ლო­გო­ლი იმ­­დით მო­ვაგ­წიე ამ ას­­კამ­დე?! ლამ­დე­ნი სა­ოც­ლე­ბა იქს­ნე­ბო­და ცე­მი და ცე­მი თა­­ბის წი­ნა­სე?.. ინ­ტეგ­ლა­ცია, ევ­ლო­კავ­ში­ლი, სენ­გე­ნის ვი­ზა… ევ­ლო­პას აღ­ალ სჭილ­დე­ბა საზ­­ვა­ლი, ცვენ კი ცვენს ნა­წუწ­სი ვი­ქუ­თე­ბით… ცე­მი ნე­ბა, ლო იკ­ოს სლუ­ლი­ად სევ­­ლი­დი ცე­მი ქვეკ­ნის კონ­­ტი­ტუ­ცი­ას… სის­­ლიც სა­მარ­­თიც კო­დექ­სიც ით­ქოვც გალ­­ვე­ულ კო­რექ­ცი­აც… თუმ­ცა აქ ალც ად­გი­ლია ამ­იც და ალც დლო გვაქ სა­­მი­ცო!..

    ავ­თო. ცხვი­რი­დან თი­თი, ბა­ბუ…

    ქე­თა­თო. გგო­ნი­ათ ტკუ­­ლი თქვა მა­მამ, ლო­დე­საც თა­ვის თავ­თან ელ­თად დლოც და­­და­ნა­სა­­ლა?.. ამ დლომ ქალ­­ველ მა­მა­კა­ცებც სი­ცოც­­ლე წა­ალ­­ვა და ალ­სე­ბო­ბა­ღა და­­ტო­ვა მხო­დოდ… სი­ცოც­­ლე და ალ­სე­ბო­ბა კი, მო­გექ­სე­ნე­ბათ, სქვა და სქვა ცენ­ტენ­ცი­­ბია!.. და აი, მე გთქოვთ – მა­მა­ცე­მის სა­ქით, სე­ძე­ბის­დაგ­ვა­ლად, სე­ღა­ვა­თი გა­­წი­ოც ალა მქო­ლოდ დამ­ნა­სა­ვეთ, ალ­­მედ ცვენს დლო­საც!.. გან­­ლილ წებ­საც!… ვა­პა­ტი­ოთ ამ ხალქს, და­ვი­ვი­წოთ კვე­ლა ტი­ვი­ლი, მივ­ცეთ ამ ად­­მი­­ნებც – მა­მა­ცემ­საც ვგუ­ლის­­მობ მათ­სი, თუმ­ცა კი კვე­ლა­ძე ბევ­ლი ტი­ვი­ლი მან სწო­ლედ მე მო­მა­კე­ნა – სან­სი, სუ პა­ტა­ლა სან­სი, ლომ ნუ­ლი­დან და­იწ­კონ კვე­ლა­ფე­ლი… ავ­­შე­ნოთ აქ­­ლი დე­მოკ­ლა­ტი­­ლი სა­ქელ­­ზი­ფო, ცა­დაც ად­­მი­­ნე­ბი – მო­ქუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი, გო­ნებ­ლი­ვად გა­ვი­თა­ლე­ბუ­ლი ბავ­ცე­ბი…

    ბე­ბია. (თა­ვის­­ვის) შენ­ნა­­რი ბავ­­ვე­ბი, ბე­ბა, შენ­ნა­­რი!..

    ქე­თა­თო. …თა­ვიც უფ­­ბებს და­­ცა­ვენ! მო­ით­ქო­ვენ, იმ­­სა­ვე­ბენ, დატ­­ბე­ბი­ან ცოვ­ლე­ბით… უნ­და დამ­­თავ­დეც კო­ლუმ­პი­ლე­ბულ ბულ­ზუ­­თა, ფე­­დალ­თა და გაქ­ცუ­­ბულ მექ­­თა­მე­თა თა­ლე­სი ცვენს მი­წა­ძე… (ცქმუ­ტავს) სე­­ძე­ბა, მე თე­მაც გა­და­ვუქ­ვიე, მაგ­ლამ ასე ალ ალ­ის: გა­ლი­­სი გა­მომ­­­დე­­ლი მა­მა, სწო­ლედ ამ­ნა­ილ აზ­ლებს უნ­და აგძ­ლავ­დეს სილ­სი!.. (ად­გილ­ზე ვერ ის­ვე­ნებს) პა­ტი­­ბი­სა და სიკ­ვა­ლუ­ლის გა­ლე­შე ბო­ლო­ტე­ბა გა­­ძე­ძი­ლებც… მში­­ლი ბავ­სე­ბი, მათ­ქო­ვა­ლი მო­ქუ­ცე­ბი, გა­უთ­ქო­ვა­ლი გო­გო­­ბი…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ღმერ­­მა ნუ გაგ­ვი­თე­ნოს, ქე­თა­თო, ას­­თი შა­ვი ხვა­ლინ­დე­ლი დღე!.. თუმ­ცა, მე მეს­მის შე­ნი… სე­ნი ას­­კი­სათ­ვიც და­მა­ქა­სი­­თე­ბე­ლია აც­­თი აძ­ლოვ­ნე­ბა… მაგ­რამ, და­მი­ჯე­რე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა… ხვალ მო­ხუ­ცე­ბი აღ­არ იმ­ათხოვ­რე­ბენ… შენ გე­ყო­ლე­ბა გა­და­სა­რე­ვი, ლა­მა­ზი… ჭკვი­­ნი ქმა­რი…

    ქე­თა­თო. ფუუ! ველ ვი­ტან ბი­წებს! კა­ით, ლა?! მე ვით­ქოვ მქო­ლოდ პა­ტი­­ბაც, დლო­იც, ცა­­კუ­ნიც… ეპ­­ქიც პა­ტი­­ბაც! (ცქმუ­ტავს)

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. (კი­დევ ერ­თი გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რა თქმა უნ­და, თა­ვის­­ვის თქმუ­ლი) არ ჩა­ეფ­სას, ამ შო­ბელ­ძაღლს!

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. ქე­თა­თო, შენ უკ­ვე დი­დი გო­გო­ნა ხარ და საკ­მა­რი­სად ჭკვი­­ნი­ცა ხარ იმ­­სათ­ვის, რომ გეს­მო­დეს: მა­მა­შე­ნი – დამ­ნა­შა­ვეა. რა შუ­­შია აქ დრო, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხი?! ჰა, მი­პა­ცუ­ქე, ლა ცუ­­ცია? მან ჩა­­დი­ნა სე­რი­­ზუ­ლი და­ნა­შა­­ლი… შენ კი, რო­გორც შე­გატყ­ვე, კარ­გად იც­ნობ ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­­ტი­ტუ­ცი­ას… ხო­და, ჩე­მი გო­გო, დას­­­ნაც გა­მო­­ტა­ნე: მა­მამ კა­ნო­ნი და­არ­­ვია. კითხ­ვა: რი­სი ღირ­სია? პა­სუ­ხი…

    ქე­თა­თო. იც­ით, ლას გეტ­­ვით?.. ჯა­კოს ხიძ­ნე­ბი ალა გაქვთ წა­კით­ქუ­ლი – იქ, ლო ჯა­კო მალ­გოც გა­­­პა­ტი­­ლებს?! პილ­ვე­ლად მალ­გოს ალ ეს­­­მოვ­ნე­ბა, მაგ­ლამ მე­ლე, იც­ოც­­ლეთ, გე­მოს ცა­­ტანს… ოლ­გაზ­მი – ოლ­გაზ­მია!.. უნ­და გე­ნა­ხათ, ლო­გო­ლი ბედ­ნი­­ლი სა­ხე ქონ­და ამ ცვენ ლია დე­­დაც?.. ვინ ვინ და მე კი ვი­ცი ძუც­ტად… იქ­ვე ვი­დე­ქი…

    ლია დე­­და. (კვნე­სა-კვნე­სით) ქე­თა­თო, დე­და, მარ­გოს ვგა­ვარ ეხ­ლა მეე?.. ვა­­მე-ვა­­მე!..

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. პა­სუ­ხი, ქე­თა­თო: მი­სი საქ­ცი­­ლის გა­მარ­­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ჭი­როა დრო, რა­თა მან გა­­აზ­როს ყვე­ლა­ფე­რი, მო­­ნა­ნი­ოს, აწ­ონ-და­წო­ნოს…

    ქე­თა­თო. ალა!.. მე მის გა­მალ­­ლე­ბას ალც გთქოვთ!.. ნუ­თუ, ლაც მე ვთქვი, აც­­თი გა­­გე­ბა­ლია თქვენ­­ვიც?.. მე აქ ალა კონ­­ლე­ტუ­ლი ად­­მი­­ნიც, ალ­­მედ ძო­გა­დად – სა­­კუ­ნიც პა­ტი­­ბაც გთქოვთ… ლე­ლი­გი­­ლი სენ­დო­ბა, ოგ­ონდ სა­კა­ცობ­ლიო კონ­ტექ­­­სი!.. (კვლავ ცქმუ­ტავს) იმ­­ტომ კი ალ გთქოვთ ამ­ას, ლომ პი­ლა­დი ინ­ტე­ლე­სი მა­მოძ­ლა­ვებს… (ხმა აუკ­ან­კალ­დე­ბა, ტი­რილს აპ­­რებს)

    ბე­ბია. აალა, ბე­ბა!

    ქე­თა­თო. …სა­ელ­თოთ პილ­ვე­ლი მე ვა­ძევ­დი მა­მაც სე­ნის­ნას! (გამ­ყი­ვა­ნი ხმით აბ­ღავ­­დე­ბა)

    ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი. ჩა… ჩა-ჩა… ეეე…

    სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე. (თა­ნა­შემ­წეს) თქვე­ნი ბრა­ლია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­­ვის­­ვის სიტყ­ვის მი­ცე­მა?!

    ბე­ბია. (ქე­თა­თოს ხელ­ში აიყ­ვანს, ქოთ­ქო­თით მი­დის გა­სას­­ლე­ლი­სა­კენ) სა­ნამ არ ჩა­აფ­­მე­ვი­ნა, მა­ნამ­დე არ მო­ეშ­ვა, რა!.. მყავს ეგ­ეც – მო­სა­მარ­­ლე!… ააალა, ბე­ბა, ალა! თუ­დი ეგ, თუ­დი!..

    დარ­ბაზ­ში აყ­ალ-მა­ყა­ლია, სხდო­მის თავ­­­დო­მა­რე სა­ზო­გა­დო­­ბას წეს­რი­გი­სა­კენ მო­­წო­დებს, ქე­თა­თოს მა­მა, უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ, კოც­ნის თა­ვის ხის ჯვარს. ქე­თა­თო გამ­კი­ვა­ნი ხმით ტი­რის.

    ერთ-ერ­თი დამ­­­რე. დაგ­ვაჯ­ვა რა, ამ ბავ­­­მა თავ­ზე…

    ფარ­და

    © “არილი”

  • დრამატურგია

    ვუ­დი ალ­ე­ნი

    ­­­­­სიკვდილი აკაკუ­ნებს

    თარგმნა ეკა ჭიალაშვილმა

    მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა სად­ღაც კიუ გარ­დენ­სის მი­და­მო­ში, ეკ­ერ­მა­ნე­ბის ორ­სარ­თუ­ლი­­ნი სახ­ლის სა­ძი­ნე­ბელ­ში. კედ­ლებს ხა­ლი­ჩე­ბი ფა­რავს. იქ­ვე დი­დი, ორ­კა­ცი­­ნი სა­წო­ლი და ფარ­თო კო­მო­დი დგას, ოთ­­ხი ავ­­ჯი­თა და ფარ­დე­ბით სა­გულ­და­გუ­ლო­დაა გაწყო­ბი­ლი. კედ­ლებ­ზე რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი და ერ­თი უხ­­­რო ბა­რო­მეტ­რი კი­დია. ფარ­დის აწ­­ვის­თა­ნა­ვე ის­მის ნა­ზი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ხმა. ლო­გინ­ზე წევს ორ­მოც­დაჩ­ვიდ­მეტ წელს მიღ­წე­­ლი ტან­საც­­ლის მწარ­მო­­ბე­ლი, მე­ლო­ტი და ღი­პი­­ნი ნეტ ეკ­ერ­მა­ნი და გა­ზეთ “დე­­ლი ნი­­სის” ხვა­ლინ­დე­ლი ახ­­ლი ამ­ბე­ბის ქრო­ნი­კის კითხ­ვას ამ­თავ­რებს. აბ­­ნოს ხა­ლა­თი აც­ვია, ფეხ­ზე კი – ქო­შე­ბი და სა­წო­ლის თეთრ თავ­ფი­ცარ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ლამ­ფის შუქ­ზე გა­ზეთს ჩაჰ­ყუ­რებს. შუ­­ღა­მე ახ­ლოვ­დე­ბა. მო­­ლოდ­ნე­ლად რა­ღაც ხმა­­რი გვეს­მის, ნე­ტი წა­მოჯ­დე­ბა და ფან­­რის­კენ იხ­­დე­ბა.

    ნე­ტი: ეს რა ჯან­და­ბა იყო?

    (ფან­­რი­დან ტლან­ქად მო­ცო­ცავს პირ­ქუ­ში, ლა­ბა­და­ში გახ­ვე­­ლი სხე­­ლი. და­­პა­ტი­ჟე­ბელ სტუ­მარს შა­ვი კა­პი­­შო­ნი წა­მო­უც­ვამს, ტან­ზეც შა­ვი სა­მო­სი შე­მოტ­მას­ნია. კა­პი­­შო­ნი თავს უფ­­რავს, მაგ­რამ შუა ხნი­სა და მიტ­­ლის­­რად გა­და­ფით­რე­ბულ სა­ხეს კი არა. რა­ღა­ცით ნეტს ჩა­მოჰ­გავს. უც­ნო­ბი ხმა­მაღ­ლა ბურ­ტყუ­ნებს და იმ­უქ­რე­ბა, მე­რე ფან­­რის რა­ფა­ზე გა­და­კოტ­რი­ალ­დე­ბა და იატ­აკ­ზე ეც­­მა).

    სიკ­­დი­ლი (დი­ახ, სწო­რედ რომ იგი): უფ­­ლო იესო! ლა­მის კი­სე­რი არ მო­ვიმ­­­რიე!

    ნე­ტი (შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებს): ვინ ბრძან­დე­ბით?

    სიკ­­დი­ლი: სიკ­­დი­ლი ვარ.

    ნე­ტი: ვინ?

    სიკ­­დი­ლი: სიკ­­დი­ლი. მო­მის­მი­ნე, შე­იძ­ლე­ბა დავ­­დე? კი­ნა­ღამ კი­სე­რი მომ­ტყ­და. ფო­თო­ლი­ვით ვცახ­ცა­ხებ.

    ნე­ტი: ვინ ბრძან­დე­ბით?

    სიკ­­დი­ლი: სიკ­­დი­ლი. ერთ ჭი­ქა წყალს ვერ და­მა­ლე­ვი­ნებ?

    ნე­ტი: სიკ­­დი­ლი? მა­გით რი­სი თქმა გსურთ?

    სიკ­­დი­ლი: რა გე­მარ­თე­ბა? შავ კოს­ტი­უმ­სა და გა­ფით­რე­ბულ სა­ხეს ხომ ხე­დავ?

    ნე­ტი: ჰოო.

    სიკ­­დი­ლი: რო­გორ ფიქ­რობ, დღეს ჰე­ლო­­ინს ვზე­­მობთ?

    ნე­ტი: არა.

    სიკ­­დი­ლი: მაშ, სიკ­­დი­ლი ვყო­ფილ­ვარ. აბა, ახ­ლა მა­ინც თუ და­მა­ლე­ვი­ნებ წყალს? გინ­დაც “ფრეს­კა” იყ­ოს.

    ნე­ტი: ვი­თომ ხუმ­რო­ბაა…

    სიკ­­დი­ლი: რა ხუმ­რო­ბა? ორ­მოც­დაჩ­ვიდ­მე­ტის არა ხარ? ნეტ ეკ­ერ­მა­ნი, პე­სი­ფი­კის ქუ­ჩა ერ­თი, წი­ლა­დი თვრა­მე­ტი, არა? თუ არ­­ფე­რი მეშ­ლე­ბა… მო­­ცა, ერ­თი გა­მო­ძა­ხე­ბის ფურ­ცე­ლი გა­და­ვა­მოწ­მო (ჯი­ბე­ში იქ­­ქე­ბა, მე­რე კი წარ­მო­ად­გენს ბა­რათს, რო­მელ­საც მი­სა­მარ­თი აწ­­რია. ბა­რა­თი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას მა­ტებს მის სიტყ­ვებს).

    ნე­ტი: რა გნე­ბავთ ჩემ­გან?

    სიკ­­დი­ლი: რა მნე­ბავს? რო­გორ გგო­ნია, მა­ინც რა უნ­და მნე­ბავ­დეს?

    ნე­ტი: ეტ­ყო­ბა მე­ხუმ­რე­ბით. ჯან­­­თე­ლო­ბას მე არ ვუ­ჩი­ვი.

    სიკ­­დი­ლი (აუღ­ელ­ვებ­ლად): ოჰო! (აქ­ეთ-იქ­ით მი­მო­­ხე­დავს). სა­­მუ­რი ად­გი­ლია, ღმერ­­მა­ნი. სულ შე­ნი ნა­ხე­ლა­ვია?

    ნე­ტი: დე­კო­რა­ტო­რი და­ვი­ქი­რა­ვეთ, მაგ­რამ არც ჩვენ დაგ­ვიკ­ლია ხე­ლი.

    სიკ­­დი­ლი (შეჰ­ყუ­რებს სუ­რათს კე­დელ­ზე): მიყ­ვარს ას­­თი დიდ­­ვა­ლე­ბა ბავ­­ვე­ბი.

    ნე­ტი: ჯერ არ მინ­და წას­­ლა.

    სიკ­­დი­ლი: წას­­ლა არ გინ­და? შე­ნი ჭი­რი­მე, არ და­მიწყო ახ­ლა ეგ­­თე­ბი. ამ­დე­ნი ცოც­ვი­სა­გან ის­­დაც ლა­მი­საა გუ­ლი ამ­­რი­ოს.

    ნე­ტი: რო­მელ ცოც­ვა­ზე მე­ლა­პარ­კე­ბით?

    სიკ­­დი­ლი: საწ­ვი­მარ მილს ამ­ოვ­ყე­ვი. რა არ ვი­ღო­ნე, რომ ჩე­მი გა­მოცხა­დე­ბა დრა­მა­ტუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. შევ­ყუ­რებ ფარ­თო ფან­­რებს, შენ გღვი­ძავს და კითხუ­ლობ. ეგ­რე­ვე ვი­ფიქ­რე, ღირს-მეთ­ქი. ავძ­­რე­ბი, შე­ვალ, ცო­ტას… ხო აზრ­ზე ხარ… (თი­თებს გა­ატ­კა­ცუ­ნებს). ამ­­სო­ბა­ში ვა­ზის წნელ­ში ქუს­ლი მეხ­ლარ­თე­ბა, მი­ლი ტყდე­ბა, მე კი რა­ღაც ძაფ­ზე­ღა ვკი­დი­ვარ. მე­რე ეს ჩე­მი ლა­ბა­დაც ფხრე­წას იწ­ყებს. მო­დი რა, უბ­რა­ლოდ ავდ­გეთ და წა­ვი­დეთ. ძა­ლი­ან მძი­მე ღა­მე მქონ­და.

    ნე­ტი: ჩე­მი საწ­ვი­მა­რი მი­ლი გა­ტე­ხეთ?

    სიკ­­დი­ლი: გა­ტე­ხეთ! არ გამ­ტყ­და­რა. ოდ­ნავ გა­­ღუ­ნა. არ­­ფე­რი გა­გი­გო­ნია? ძირს ჩა­მო­ვაგ­დე.

    ნე­ტი: ვკითხუ­ლობ­დი.

    სიკ­­დი­ლი: ეტ­ყო­ბა მაგ­რა გა­გი­ტა­ცა ხო იცი! (ხელ­ში იღ­ებს გა­ზეთს, რო­მელ­საც ნე­ტი კითხუ­ლობ­და). “ად­გილ­ზე და­­კა­ვეს მა­რი­ხუ­­ნას ორ­გი­­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტი გო­გო­ნე­ბი”. არ მათხო­ვებ?

    ნე­ტი: ჯერ არ და­მიმ­თავ­რე­ბია.

    სიკ­­დი­ლი: ეეჰ, არც კი ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ გითხ­რა, მე­გო­ბა­რო…

    ნე­ტი: ქვე­მოთ, ზა­რი რა­ტომ არ და­რე­კეთ?

    სიკ­­დი­ლი: გე­უბ­ნე­ბი, შე­მეძ­ლო ას­ეც მოვ­­ცე­­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ აბა რო­გორ გა­მო­ვი­დო­და? ასე კი ცო­ტა დრა­მა­ტუ­ლი ელ­ფე­რი აქვს. ჰო, რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი. “ფა­უს­ტი” წა­გი­კითხავს?

    ნე­ტი: რა?

    სიკ­­დი­ლი: ვთქვათ და მარ­ტო არ ყო­ფი­ლი­ყა­ვი. ზი­ხარ ვი­ღაც მნიშ­­ნე­ლო­ვან ხალ­­თან ერ­თად. მე, სიკ­­დილ­მა, ზა­რი დავ­რე­კო და წინ ისე ჩა­გი­­როთ, ვი­თომც აქ არ­­ფე­რიაო. აბა, რა­ებ­სა ჩმა­ხავ, ტვი­ნი სა­და გაქვს?

    ნე­ტი: მო­მის­მი­ნეთ, მის­ტერ. უკ­ვე ძა­ლი­ან გვი­­ნაა.

    სიკ­­დი­ლი: ჰოო. აბა, მო­დი­ხარ?

    ნე­ტი: სად მოვ­დი­ვარ?

    სიკ­­დი­ლი: სიკ­­დილ­ში, ძმაო. იქ, იმ ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­თან! სა­მოთხე, ბედ­ნი­­რი და უზ­რუნ­ვე­ლი იმქ­ვეყ­ნი­­რი ყო­ფა (მე­რე სა­კუ­თარ მუხლს და­ხე­დავს). გე­უბ­ნე­ბი, ძა­ლი­ან სე­რი­­ზუ­ლი ჭრი­ლო­ბაა-მეთ­ქი. მგო­ნი, პირ­ველ საქ­მე­ზე­ვე გან­­რე­ნა ავ­­კი­დე.

    ნე­ტი: ერ­თი წუ­თი მა­ცა­დე. დრო მჭირ­დე­ბა. წა­მო­სას­­ლე­ლად ჯერ არა ვარ მზად.

    სიკ­­დი­ლი: ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­გეხ­მა­რე­ბი. დი­დი სი­­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ – რა გი­ყო, დრო მო­გი­ვი­და.

    ნე­ტი: დრო რა­ნა­­რად მო­მი­ვი­და, რო­ცა სულ ეს-ესაა “მო­დისტ ორ­­ჯი­ნალ­ში” და­ვიზ­­ვიე თა­ვი.

    სიკ­­დი­ლი: რა ბე­დე­ნაა, ერ­თი-ორი დო­ლა­რით მე­ტი გექ­ნე­ბა, თუ ნაკ­ლე­ბი.

    ნე­ტი: აბა, შენ რა გე­ნაღ­­ლე­ბა? ალ­ბათ მთელ ხარ­ჯებს გი­ნაზ­ღა­­რე­ბენ.

    სიკ­­დი­ლი: აბა, მო­დი­ხარ თუ არა?

    ნე­ტი (ახ­ედ-და­ხე­დავს): მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით და­მი­ჯე­რე­ბია, რომ სიკ­­დი­ლი ხართ.

    სიკ­­დი­ლი: რა­ტომ? აბა, ვის ელ­­დი, როკ ჰად­სო­ნი გა­მო­გეცხა­დე­ბო­და?

    ნე­ტი: არა, ეგ რა შუ­­შია.

    სიკ­­დი­ლი: ვწუხ­ვარ-მეთ­ქი, იმ­­დი თუ ვერ გა­გი­მარ­­ლე.

    ნე­ტი: კარ­გი, არ გეწყი­ნოთ. არც კი ვი­ცი… ყო­ველ­­ვის მე­გო­ნა, რომ თქვენ უფ­რო… რო­გორ გითხ­რათ… უფ­რო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­დით.

    სიკ­­დი­ლი: ხუ­თი ფუ­ტი და შვი­დი დი­­მი. წო­ნას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­შუ­­ლო სი­მაღ­ლი­სა მქვია.

    ნე­ტი: იც­ით, რა­ღა­ცით მეც მგავ­ხართ.

    სიკ­­დი­ლი: აბა, ვის უნ­და ვგავ­დე? მე ხომ შე­ნი სიკ­­დი­ლი ვარ.

    ნე­ტი: იქ­ნებ, ცო­ტა მად­რო­ვოთ. ერ­თი დღე.

    სიკ­­დი­ლი: არ შე­მიძ­ლია. სხვა­ნა­­რად რო­გორ­ღა გითხ­რა?

    ნე­ტი: მხო­ლოდ ერ­თი დღე. ოც­და­ოთხი სა­­თი.

    სიკ­­დი­ლი: რა­ში გჭირ­დე­ბა? რა­დი­­თი გად­მოს­ცეს, ხვალ წვი­მა იქ­ნე­ბაო.

    ნე­ტი: იქ­ნებ რა­­მე იღ­­ნოთ?

    სიკ­­დი­ლი: მა­ინც, რა?

    ნე­ტი: ჭად­რაკს თა­მა­შობთ?

    სიკ­­დი­ლი: არა, არ ვთა­მა­შობ.

    ნე­ტი: ერთხელ თქვე­ნი სუ­რა­თი ვნა­ხე, ჭად­რაკს თა­მა­შობ­დით.

    სიკ­­დი­ლი: ეგ მე არ ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გან ჭად­რაკს სა­ერ­თოდ არ ვე­კა­რე­ბი. კუნ­კე­ნი კი­დე შე­იძ­ლე­ბა.

    ნე­ტი: კუნ­კენს თა­მა­შობთ?

    სიკ­­დი­ლი: კუნ­კენს თუ ვთა­მა­შობ? პა­რი­ზი ქა­ლა­ქია?

    ნე­ტი: კარ­გად გა­მოგ­დით, სხვა­თა შო­რის.

    სიკ­­დი­ლი: ძა­ლი­ან კარ­გად.

    ნე­ტი: იც­ით, ახ­ლა რას ვი­ზამ?

    სიკ­­დი­ლი: მო­დი რა, გა­რი­გე­ბე­ბი არ გვინ­და.

    ნე­ტი: კუნ­კენს გე­თა­მა­შე­ბით. თუ მო­­გებთ, უს­იტყ­ვოდ მოგ­­ვე­ბით, მე თუ მო­ვი­გე, კი­დევ ცო­ტა უნ­და მად­რო­ვოთ. სულ ერ­თი დღე, მე­ტი არა.

    სიკ­­დი­ლი: რა დროს კუნ­კე­ნის თა­მა­შია?

    ნე­ტი: რას ბრძა­ნებთ, თუ­კი ეს თა­მა­ში კარ­გად გე­ხერ­ხე­ბათ…

    სიკ­­დი­ლი: ისე, თა­მა­შის გან­წყო­ბა­ზე კი ვარ.

    ნე­ტი: მო­დი რა, თუ ძმა ხარ, ნა­ხე­ვა­რი სა­­თი წა­ვი­თა­მა­შოთ.

    სიკ­­დი­ლი: არა, უფ­ლე­ბა არა მაქვს.

    ნე­ტი: აი, კარ­ტი და აღ­არ გვინ­და რა, ზედ­მე­ტი ლა­პა­რა­კი.

    სიკ­­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი, თა­ნახ­მა ვარ. თა­მა­ში ხა­სი­ათ­ზე მო­მიყ­ვანს.

    ნე­ტი (იღ­ებს კარტს, ბლოკ­ნოტ­სა და ფან­ქარს): ნამ­­ვი­ლად არ ინ­­ნებთ.

    სიკ­­დი­ლი: თუ ღმერ­თი გწამს, ნუ მე­ვაჭ­რე­ბი. აიღე კარ­ტი, “ფრეს­კა” მო­მე­ცი და საჭ­მე­ლიც მო­­ყო­ლე რა­მე. სტუ­მა­რი შე­მო­გეს­­რო, კარ­ტო­ფი­ლის ჩიპ­სე­ბი მა­ინც არა გაქვს, ან მა­რი­ლი­­ნი ჩხი­რე­ბი?

    ნე­ტი: ქვე­მოთ შო­კო­ლა­დი “M&M” მაქვს.

    სიკ­­დი­ლი: M&M! პრე­ზი­დენ­ტი რომ გსტუმ­რე­ბო­და? ვი­თომ M&M-ს დას­ჯერ­დე­ბო­და?

    ნე­ტი: თქვენ ხომ პრე­ზი­დენ­ტი არა ხართ.

    სიკ­­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი. და­­რი­გე.

    (ნე­ტი კარტს არ­­გებს, ამ­­დის ხუ­თი­­ნი)

    ნე­ტი: მო­დით, მე­ტი ინ­ტე­რე­სის­­ვის თი­თო ქუ­ლა­ზე ცენ­ტის მე­­თედს ჩა­მო­ვი­დეთ.

    სიკ­­დი­ლი: უამ­­სოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ არ გეჩ­ვე­ნე­ბა?

    ნე­ტი: ფუ­ლი რომ მე­გუ­ლე­ბა, უკ­­თე­სად ვთა­მა­შობ ხოლ­მე.

    სიკ­­დი­ლი: რო­გორც გე­ნე­ბოს, ნევტ.

    ნე­ტი: ნე­ტი. ნეტ ეკ­ერ­მა­ნი. და­გა­ვიწყ­დათ ჩე­მი სა­ხე­ლი?

    სიკ­­დი­ლი: ნევ­ტი, ნე­ტი – თა­ვი ამტ­კივ­და, რა…

    ნე­ტი: ეგ ხუ­თი­­ნი გაწყობთ?

    სიკ­­დი­ლი: არა.

    ნე­ტი: მა­შინ ამ­­­ღეთ.

    სიკ­­დი­ლი (კარტს ამ­­­ღებს და ხელ­ზე და­­ხე­დავს): უფ­­ლო იესო, აქ არ­­ფე­რიც არ არ­ის.

    ნე­ტი: მა­ინც რო­გო­რია, ჰა?

    სიკ­­დი­ლი: რა­ზე მე­კითხე­ბი?

    (მე­რე ის­ევ აიმ­­ტე­ბენ კარტს და ჩა­მოვ­ლენ, აიმ­­ტე­ბენ და ჩა­მოვ­ლენ)

    ნე­ტი: სიკ­­დილ­ზე.

    სიკ­­დი­ლი: რო­გორ უნ­და იყ­ოს? გა­ნის­ვე­ნებ და ეგ არ­ის.

    ნე­ტი: მე­რე აღ­­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა?

    სიკ­­დი­ლი: აჰა, ორ­­­ნებს ზო­გავ, არა?

    ნე­ტი: გე­კითხე­ბით, მე­რე აღ­­რა­ფე­რია?

    სიკ­­დი­ლი (გაბ­ნე­­ლად): ნა­ხავ.

    ნე­ტი: მაშ, რა­ღა­ცას მა­ინც ვნა­ხავ, არა?

    სიკ­­დი­ლი: ალ­ბათ სხვაგ­ვა­რად უნ­და მეთ­­ვა. ჩა­მო­დი.

    ნე­ტი: შენ­გან ხე­­რი­ან პა­სუხს ვერ ეღ­ირ­სე­ბა კა­ცი.

    სიკ­­დი­ლი: მე კარტს ვთა­მა­შობ.

    ნე­ტი: ით­­მა­შე, ით­­მა­შე.

    სიკ­­დი­ლი: თა­ნაც კარტს კარ­­ზე გა­ღე­ბი­ნებ.

    ნე­ტი: ჩა­მო­სუ­ლებს ნუ­ღარ ამ­ოწ­მებ.

    სიკ­­დი­ლი: არ ვა­მოწ­მებ. ვას­წო­რებ მხო­ლოდ. რო­მე­ლი კარ­ტი ჭრის?

    ნე­ტი: ოთ­ხი­­ნი. უკ­ვე გაჭ­რა­ზე გაქვს საქ­მე?

    სიკ­­დი­ლი: ვი­ნა თქვა, რომ მაქვს? უბ­რა­ლოდ გკითხე, რო­მე­ლია-მეთ­ქი, რა, არ შე­იძ­ლე­ბა?

    ნე­ტი: გა­ნა მეც ეგ­რე უბ­რა­ლოდ არა გკითხე, რა­­მეს იმ­­დი თუ შე­მიძ­ლია მქონ­დეს-მეთ­ქი?

    სიკ­­დი­ლი: მი­დი, მი­დი, ით­­მა­შე.

    ნე­ტი: რა მოხ­და, რომ მითხ­რა რა­მე? სად მივ­დი­ვართ?

    სიკ­­დი­ლი: მივ­დი­ვარ­თო? “ჩვენ” რა შუ­­შია? სი­მარ­­ლე თუ გინ­და, ეს შენ მო­­დენ ზღარ­თანს იატ­აკ­ზე, დაჭ­მუჭ­ნულ-დას­რე­სი­ლი ნივ­თე­ბის გრო­ვა­ში.

    ნე­ტი: მარ­­ლა? ერ­თი სუ­ლი მაქვს! მეტ­კი­ნე­ბა?

    სიკ­­დი­ლი: ერთ-ორ წუთ­ში გა­გივ­ლის.

    ნე­ტი: მა­გა­რია, ხუ­რავს. აი, ამ­ის მოს­მე­ნა კი ნამ­­ვი­ლად მჭირ­დე­ბო­და. კაც­მა “მო­დისტ ორ­­ჯი­ნალ­ში” და­ვიზ­­ვიე თა­ვი, ეს კი…

    სიკ­­დი­ლი: ოთხ ქუ­ლა­ზე რა­ღას იტყ­ვი?

    ნე­ტი: ჭრი?

    სიკ­­დი­ლი: ოთ­ხი ქუ­ლა წა­ვა?

    ნე­ტი: არა, მე ორ­­­ნი მაქვს.

    სიკ­­დი­ლი: მე­ხუმ­რე­ბი ალ­ბათ.

    ნე­ტი: არა, წა­­გე.

    სიკ­­დი­ლი: წმინ­დაო ღმერ­თო, მე კი მე­გო­ნა, ექვ­სი­­ნებს უფრ­თხილ­დე­ბო­დი.

    ნე­ტი: არა. შე­ნი ჩა­მოს­­ლაა. ოცი ქუ­ლა და ორ­იც ჩარ­ჩო. ით­­მა­შე. (სიკ­­დი­ლი კარტს არ­­გებს). მაშ, იატ­აკ­ზე უნ­და გავ­გორ­დე არა? იქ­ნებ დი­ვან­თან დავ­­­გა­რი­ყა­ვი, ჰა?

    სიკ­­დი­ლი: არა. ით­­მა­შე.

    ნე­ტი: რა­ტომ არა?

    სიკ­­დი­ლი: იმ­­ტომ, რომ იატ­აკ­ზე უნ­და და­­ცე. თა­ვი და­მა­ნე­ბე რა! ვცდი­ლობ გო­ნე­ბა მო­ვიკ­რი­ბო.

    ნე­ტი: რა­ღა მა­ინ­­და­მა­ინც იატ­აკ­ზე? აი, რი­სი გა­გე­ბა მინ­და. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, დი­ვან­თან ვიდ­გე და ზედ და­ვე­ცე რბი­ლად?

    სიკ­­დი­ლი: ყვე­ლა­ნა­­რად შე­ვეც­დე­ბი. ახ­ლა შეგ­ვიძ­ლია თა­მა­ში გა­ვაგ­­ძე­ლოთ?

    ნე­ტი: მეც მა­გას არ ვღა­ღა­დებ! მო ლეფ­კო­ვიცს მა­გო­ნებ. ის­იც შენ­ნა­­რი ჯი­­ტია.

    სიკ­­დი­ლი: თურ­მე მო ლეფ­კო­ვიცს ვა­გო­ნებ. ჩემ­ზე სა­ში­ნელ არ­სე­ბას ძნე­ლად თუ წარ­მო­იდ­გენს კა­ცი, ამ­ას კი თურ­მე მო ლეფ­კო­ვიცს ვა­გო­ნებ. მა­ინც ვი­ნაა ეგ ტი­პი, ბეწ­ვე­­ლით ვაჭ­რობს?

    ნე­ტი: ნე­ტა შენ იყო ეგ­­თი ბეწ­ვე­­ლით მო­ვაჭ­რე. წე­ლი­წად­ში ოთხ­მოც ათ­ასს აკ­­თებს. ყა­­თა­ნით გაწყო­ბა და იმ­ის ჯა­ნი. სა­კუ­თა­რი ფაბ­რი­კა აქვს. ორი ქუ­ლა.

    სიკ­­დი­ლი: რა?

    ნე­ტი: ორი ქუ­ლა-მეთ­ქი. ვჭრი. შენ რა გაქვს?

    სიკ­­დი­ლი: გე­გო­ნე­ბა, კა­ლათ­ბურ­თის ან­გა­რი­ში და­მა­წე­რე­სო ხელ­ზე.

    ნე­ტი: თა­ნაც სულ ყვა­ვე­ბია.

    სიკ­­დი­ლი: ნე­ტა მაგ­დე­ნი არ გე­ლა­პა­რა­კა.

    (ის­­ნი ხე­ლახ­ლა არ­­გე­ბენ კარტს და თა­მაშს აგრ­ძე­ლე­ბენ).

    ნე­ტი: წე­ღან რი­სი თქმა გინ­დო­და, ჩე­მი პირ­ვე­ლი საქ­მეაო, რომ მითხა­რი?

    სიკ­­დი­ლი: რაც გა­­გო­ნე.

    ნე­ტი: რა, ად­რე არ­­ვინ ყო­ფი­ლა?

    სიკ­­დი­ლი: რო­გორ არ ყო­ფი­ლან, მაგ­რამ მე არ­­ვინ წა­მიყ­ვა­ნია.

    ნე­ტი: აბა, ვინ წა­იყ­ვა­ნა?

    სიკ­­დი­ლი: სხვებ­მა.

    ნე­ტი: სხვე­ბიც არ­­ან?

    სიკ­­დი­ლი: აბა, შენ რა გე­გო­ნა! ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს.

    ნე­ტი: ეგ არ ვი­ცო­დი.

    სიკ­­დი­ლი: სა­­დან უნ­და გცოდ­ნო­და? ის­ეთს რას წარ­მო­ად­გენ, მა­ინც ვი­ნა გგო­ნია თა­ვი?

    ნე­ტი: რო­გორ თუ ვი­ნა მგო­ნია? რა, არ­­ვი­ნა ვარ?

    სიკ­­დი­ლი: არა, რო­გორ არა ხარ, ტან­საც­მელს არ აწ­არ­მო­ებ? მაგ­რამ სა­­კუ­ნო მის­ტე­რი­­თა შე­სა­ხებ რა უნ­და იც­­დე, რა­ნა­­რად უნ­და მი­გიწ­­დე­ბო­დეს ხე­ლი?

    ნე­ტი: რა­ებს ამ­ბობ? კარ­გა ბლო­მად ფულ­სა ვხვე­ტავ. ორი შვი­ლი უმ­აღ­ლეს­ში გავ­­ზავ­ნე. ერ­თი სა­რეკ­ლა­მო საქ­მეს ეწ­­ვა, მე­­რე და­­ჯახ­და. მეც ჩე­მი სა­კუ­თა­რი სახ­ლი მაქვს. “კრა­ის­ლერს” და­ვაქ­რო­ლებ. ჩემს ცოლს არ­­ფე­რი აკ­ლია; მო­ახ­ლე­­ბი, წა­­ლას ქურ­ქი, კარ­გი დას­ვე­ნე­ბა. ამ­ჟა­მად “იდ­ენ როკ­ში” იმ­ყო­ფე­ბა. დღე­ში ორ­მოც­და­ათ დო­ლარს იხ­დის, სა­კუ­თა­რი დის გვერ­დით რომ იყ­ოს. იმ კვი­რა­ში მეც ჩა­ვა­კითხავ. ასე რომ, არ­­ფე­რი შე­გე­შა­ლოს – ვი­ღაც გამ­­ლე­ლი კი არა ვარ.

    სიკ­­დი­ლი: კარ­გი რა, ზედ­მე­ტი მგრძნო­ბი­­რო­ბა რა სა­ჭი­როა?

    ნე­ტი: ვი­ნაა მგრძნო­ბი­­რე?

    სიკ­­დი­ლი: აბა, რო­გორ მო­გე­წო­ნე­ბო­და, მეც ეგ­რე ად­ვი­ლად რომ გავ­ნაწყე­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი შენ­ზე.

    ნე­ტი: რა­მე გაწყე­ნი­ნე?

    სიკ­­დი­ლი: შენ არ მითხა­რი, იმ­­დი გა­მიც­რუეო?

    ნე­ტი: აბა, რას ელ­­დი? ზარ­ზე­­მით უნ­და დაგ­­ვედ­რო­დი?

    სიკ­­დი­ლი: ვერ გა­მი­გე. პი­რა­დად მე შე­მე­ხე. ძა­ლი­ან და­ბა­ლი ხა­რო, ესა ხა­რო, ისა ხა­რო.

    ნე­ტი: მე მგავ­ხარ-მეთ­ქი, ის გითხა­რი. თით­ქოს ჩე­მი ან­­რეკ­ლი იყო.

    სიკ­­დი­ლი: კარ­გი, კარ­გი, კარ­ტი და­­რი­გე.

    (ის­­ნი თა­მაშს აგრ­ძე­ლე­ბენ. მუ­სი­კა ნელ-ნე­ლა მა­ტუ­ლობს, სი­ნათ­ლეს სიბ­ნე­ლე ენ­აც­­ლე­ბა, სა­ნამ ბო­ლოს ყვე­ლა­ფერს უკ­­ნი არ დან­­ქავს. მე­რე ის­ევ ნელ-ნე­ლა ნათ­დე­ბა, უკ­ვე გვი­­ნია – თა­მა­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ნე­ტი ითვ­ლის)

    ნე­ტი: სა­მოც­დარ­ვა… ერ­თი – ორ­მოც­და­­თი. ეჰ, ძმაო, აგ­ებ.

    სიკ­­დი­ლი (შე­წუ­ხებ­ლი დაჰ­ყუ­რებს კარ­ტის დას­ტას): ვი­ცო­დი, ამ ცხრი­ანს არ უნ­და ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ჯან­და­ბა!

    ნე­ტი: ასე რომ, ხვალ შევ­­­დე­ბით.

    სიკ­­დი­ლი: რო­გორ თუ ხვალ შევ­­­დე­ბით?

    ნე­ტი: ერ­თი დღე მო­ვი­გე. რას იზ­ამ, უნ­და მო­მეშ­ვა.

    სიკ­­დი­ლი: შენ რა, სე­რი­­ზუ­ლად მე­უბ­ნე­ბო­დი?

    ნე­ტი: პი­რო­ბა პი­რო­ბაა.

    სიკ­­დი­ლი: ჰო, მაგ­რამ…

    ნე­ტი: არ­­ვი­თა­რი მაგ­რამ. ოც­და­ოთხი სა­­თი მო­ვი­გე. ხვალ დაბ­რუნ­დი.

    სიკ­­დი­ლი: არ ვი­ცო­დი, დრო­ზე თუ ვთა­მა­შობ­დით.

    ნე­ტი: მით უარ­­სი შენ­­ვის. ყუ­რად­ღე­ბით უნ­და იყო-ხოლ­მე.

    სიკ­­დი­ლი: ოც­და­ოთხი სა­­თი რა უნ­და ვა­კე­თო, სად წა­ვი­დე?

    ნე­ტი: მე რა მე­ნაღ­­ლე­ბა? მთა­ვა­რია, რომ ერ­თი დღე მო­ვი­გე.

    სიკ­­დი­ლი: რას მთა­ვა­ზობ, ქუ­ჩებ­ში ვი­ხე­ტი­­ლო?

    ნე­ტი: სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­დი. მოგ­ვი­­ნე­ბით კი­ნო­ში შეხ­ვალ. კი­დევ ორთ­­ლის აბ­­ზა­ნა შე­გიძ­ლია მი­­ღო. სა­ერ­თო სა­ხელ­­წი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მად არ მიქ­ციო ახ­ლა ეს პა­ტა­რა საქ­მე, თუ ძმა ხარ.

    სიკ­­დი­ლი: ერ­თი ან­გა­რი­ში კი­დევ და­­მა­ტე.

    ნე­ტი: ამ­ას გარ­და, ოც­დარ­ვა დო­ლა­რი გმარ­თებს ჩე­მი.

    სიკ­­დი­ლი: რა?

    ნე­ტი: ჰო, ნა­ბიჭ­ვა­რო, აი, აიღე, წა­­კითხე.

    სიკ­­დი­ლი (ჯი­ბე­ებ­ში იქ­­ქე­ბა): რამ­დე­ნი­მე ერთ­დო­ლა­რი­­ნი მაქვს. ოც­დარ­ვა ვერ შეგ­როვ­დე­ბა.

    ნე­ტი: არც ჩეკ­ზე ვიტყ­ვი უარს.

    სიკ­­დი­ლი: რო­მე­ლი ან­გა­რი­ში­დან ინ­­ბებ?

    ნე­ტი: უყ­­რე ერ­თი, ვის­თან მქო­ნია საქ­მე.

    სიკ­­დი­ლი: შე­გიძ­ლია მი­ჩივ­ლო. სა­და მაქვს სა­ბან­კო ან­გა­რი­ში?

    ნე­ტი: კარ­გი, კარ­გი. რა­ცა გაქვს, მო­მე­ცი და ჩავ­­ვა­ლოთ, რომ გავ­­წორ­დით.

    სიკ­­დი­ლი: მო­მის­მი­ნე, ეგ ფუ­ლი მჭირ­დე­ბა.

    ნე­ტი: რა­ში უნ­და გჭირ­დე­ბო­დეს?

    სიკ­­დი­ლი: აბა და­ფიქ­­დი, რას ამ­ბობ. შენ ხომ იმქ­ვეყ­ნად ხარ წა­საყ­ვა­ნი.

    ნე­ტი: მე­რე?

    სიკ­­დი­ლი: რა, მე­რე… იცი, ეგ რა შორ­საა?

    ნე­ტი: მე­რე?

    სიკ­­დი­ლი: მე­რე საწ­ვა­ვი? გზის ფუ­ლი?

    ნე­ტი: ჩვენ იქ მან­ქა­ნით მივ­დი­ვართ?

    სიკ­­დი­ლი: მა­გა­საც გა­­გებ. (შეშ­ფო­თე­ბუ­ლი) მის­მი­ნე, ხვალ დავ­­რუნ­დე­ბი და შენ შანსს მომ­ცემ, ფუ­ლი უკ­ან და­ვიბ­რუ­ნო. წი­ნა­აღ­­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცუ­და­დაა ჩე­მი საქ­მე.

    ნე­ტი: რა­საც მო­­სურ­ვებ. რამ­დენ­საც გინ­და, იმ­დენს ვი­თა­მა­შებთ. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, კი­დევ ერ­თი კვი­რა, ან სუ­ლაც თვე მო­ვი­გო. გა­აჩ­ნია, რო­გორ ით­­მა­შებ. იქ­ნებ რამ­დე­ნი­მე წელ­საც კი გა­მოვ­­რა ხე­ლი.

    სიკ­­დი­ლი: ვაჰ, რა შავ დღე­ში ვარ.

    ნე­ტი: აბა, ხვა­ლამ­დე.

    სიკ­­დი­ლი (და­­ხია კა­რის ზღურ­­ლამ­დე): კარგ სას­ტუმ­როს ვერ მი­მას­წავ­ლი? თუმ­ცა რო­მელ სას­ტუმ­რო­ზეა ლა­პა­რა­კი, კა­პი­კი აღ­­რა მაქვს. წა­ვალ “ბიკ­ფორ­­­ში” დავ­­დე­ბი (ხელ­ში აიღ­ებს გა­ზეთს).

    ნე­ტი: აბა ჰე, და­ახ­ვიე აქ­­დან. ეს ჩე­მი გა­ზე­თია (ხე­ლი­დან ართ­მევს).

    სიკ­­დი­ლი (გას­­ლი­სას): არა, უბ­რა­ლოდ ვერ მოვ­კი­დე ხე­ლი და ვერ წა­ვიყ­ვა­ნე? მა­ინ­­და­მა­ინც ამ აბ­და-უბ­და­ში უნ­და გა­მე­ყო თა­ვი!

    ნე­ტი (ეძ­­ხის): ფრთხი­ლად ჩა­დი. ერთ-ერთ სა­ფე­ხურ­ზე ნო­ხი არაა კარ­გად და­მაგ­რე­ბუ­ლი (უც­ებ გვეს­მის სა­ში­ნე­ლი ზღარ­თა­ნის ხმა. ნე­ტი ამ­­­ოხ­რებს, ლო­გინ­თან მდგარ მა­გი­დას­თან მი­დის და რე­კავს).

    ნე­ტი: ალო, მო ხარ? მე ვარ. მო­მის­მი­ნე. არ ვი­ცი, ვი­ღა­ცა მე­კა­­ფე­ბა თუ რა არ­ის, მაგ­რამ ეს-ესაა სიკ­­დი­ლი იყო ჩემ­თან. ცო­ტა კუნ­კე­ნი ვი­თა­მა­შეთ… არა, სიკ­­დი­ლი. თვი­თონ მო­ვი­და, ჰო, ის იყო, ან ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი პრე­ტენ­ზია აქვს. მაგ­რამ მო, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რა მო­საწყე­ნი ტი­პია.

    © “არილი”