• ესე (თარგმანი)

    არნოლდ ბენეტი


    რო­გორ იწ­ე­რე­ბა რო­მა­ნე­ბი

    ცნო­ბი­ლი ინგ­ლი­სე­ლი მწე­რა­ლი (1867-1931), გა­მო­ცე­მუ­ლი ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნი, მოთხ­რო­ბე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ-კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტი­ე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი (“სი­მარ­თ­ლე ავ­ტო­რის შე­სა­ხებ” – 1903, “ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა” – 1909).

    ინგ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა მა­ნა­ნა ბე­ზა­რაშ­ვილ­მა

    I
    რო­მა­ნის­ტი სწო­რედ ის ად­ა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სა­ო­ცა­რი სიმ­ძაფ­რით აღ­იქ­ვამს ცხოვ­რე­ბას და უჩნ­დე­ბა და­უ­ო­კე­ბე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბა, სხვა­საც გა­უ­ზი­ა­როს თა­ვი­სი ღრმა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. იგი ამ­ას მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზის მეშ­ვე­ო­ბით ახ­ერ­ხებს, რად­გან სწო­რედ ის მი­აჩ­ნია თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თუ­ნა­რი­ან ფორ­მად. ვით სხვა ხე­ლო­ვანთ, მა­საც არ ძა­ლუძს იყ­ოს ჩუ­მად და დაკ­მა­ყო­ფილ­დეს იმ­ით, რომ მის­თ­ვის ცხა­დი შე­იქ­ნა ის­ე­თი რამ, რაც სხვე­ბის­თ­ვის ჯე­რაც ბინ­დით არ­ის მო­სი­ლი. რო­მა­ნისტს ერ­თი სუ­ლი აქვს ყვე­ლას გა­უ­ზი­ა­როს თა­ვი­სი აღ­მო­ჩე­ნა, ხმა­მაღ­ლა გა­მო­აცხა­დოს, მას სურს ბო­ლომ­დე თქვას თა­ვი­სი სათ­ქ­მე­ლი და არც გა­ემ­ტყუ­ნე­ბა – უაღ­რე­სად სა­ო­ცა­რი და ამ­ა­ღელ­ვე­ბე­ლია ის, რაც მან იც­ის! სხვა ხე­ლო­ვან­თა­გან რო­მა­ნის­ტი მხო­ლოდ ერ­თი რა­მით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა: ყვე­ლა­ზე მე­ტად მას იზ­ი­დავს ად­ა­მი­ა­ნის არ­სი, ეს­ო­დენ შე­უც­ნო­ბე­ლი და არ­სე­ბო­ბის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად. ცხა­დია, თა­ვად რო­მა­ნის­ტიც მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ ევ­ო­ლუ­ცი­ის შე­დე­გია. რო­მა­ნის­ტის მარ­ტივ ფორ­მას თქვენ ყველ­გან შე­გიძ­ლი­ათ გა­და­აწყ­დეთ ახ­ლაც კი – იქ­ნე­ბა ეს ქუ­ჩა, კა­ფე თუ კლუ­ბი: ის ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის წრე­ში ცდი­ლობს გან­მარ­ტოს ცხოვ­რე­ბის მი­სე­უ­ლი ხედ­ვა, მაგ­რამ მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბი ბუნ­დო­ვა­ნი და ტლან­ქია.
    ამგ­ვა­რი რო­მა­ნის­ტე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე დგა­ნან, მაგ­რამ ამ­ავ­დ­რო­უ­ლად ის­ი­ნი და მათ მი­ერ ამ­ორ­ჩე­უ­ლი ჟან­რი წარ­მო­ად­გენს რო­მა­ნის სა­ფუძ­ველს. სწო­რედ მათ­გან იწ­ყე­ბა ის ჯა­დოს­ნუ­რი კი­ბე, რო­მელ­საც ავ­ყა­ვართ უდ­ი­დეს მწერ­ლე­ბამ­დე: ამ მწე­რალ­თა თვალ­სა­წი­ე­რი კი იმ­დე­ნად ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, რთუ­ლი და დი­ა­დია, რომ ყო­ვე­ლი­ვეს სა­თა­ნა­დოდ გა­მო­სა­ხა­ტა­ვად მხო­ლოდ რო­მა­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფორ­მა თუ გა­მოდ­გე­ბა; ბუმ­ბე­რაზ­მა მწერ­ლებ­მა იმ­დე­ნად სრულ­ქ­მ­ნეს თა­ვი­სი ოს­ტა­ტო­ბა, რომ რო­მა­ნი ჯე­რაც რჩე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის უდ­ი­ა­დეს ჟან­რად.
    სრუ­ლი­ად არ ვა­პი­რებ იმ­ის მტკი­ცე­ბას, რომ რო­მა­ნი სა­უ­კე­თე­სოა ხე­ლოვ­ნე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ფორ­მა­თა­გან. არც ის მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ რო­მე­ლი ჟან­რი (თუ­კი არ­სე­ბობს ას­ე­თი) სჯობს რო­მანს. შარ­ტ­რის ტა­ძა­რი, ზო­გი­ერ­თი ბერ­ძ­ნუ­ლი ქან­და­კე­ბა და მო­ცარ­ტის “დონ-ჟუ­ა­ნი” ყო­ველ­თ­ვის მი­მაჩ­ნ­და სა­უ­კე­თე­სოდ, რაც კი შექ­მ­ნი­ლა ამ ქვეყ­ნად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შექ­ს­პი­რი­სა და ნი­ჟინ­ს­კის ჩათ­ვ­ლით. და მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, სრუ­ლი­ად მარ­თე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბაა, რომ ჭეშ­მა­რი­ტი პირ­ვე­ლო­ბა ეკ­უთ­ვ­ნის ის­ეთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფორ­მას, რო­გო­რი­ცაა მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ზა (თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ი­კუ­რი პო­ე­ზი­აც კი ყვე­ლა­ფერს მხატ­ვ­რულ პრო­ზას უნ­და უმ­ად­ლო­დეს). რო­მანს აქვს და მუ­დამ ექ­ნე­ბა ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი მას­შ­ტა­ბუ­რო­ბის უპ­ი­რა­ტე­სო­ბა. წმ.პეტ­რეს ტა­ძა­რი რომ­ში წვრილ­მა­ნია ტოლ­ს­ტო­ის “ომ­სა და მშვი­დო­ბას­თან” შე­და­რე­ბით და არა მგო­ნია ჩვენ გე­ო­ლო­გი­ურ ეპ­ო­ქა­ში ვინ­მეს გა­უჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი ეპ­ი­კუ­რი პო­ე­მის წა­კითხ­ვი­სა, გინ­დაც ის მო­ცუ­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყ­ოს “ომ­სა და მშვი­დო­ბა­ზე” (და გა­ნა ვინ­მე და­წერს ახ­ლა ას­ეთ პო­ე­მას?).
    დი­დი ხა­ნია ნა­თე­ლია, რომ რო­მა­ნის­ტე­ბი (დრა­მა­ტურ­გე­ბის ჩათ­ვ­ლით, რომ­ლე­ბიც რო­მა­ნის­ტე­ბის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ) პი­რი­დან ლუკ­მას აც­ლი­ან სხვა ხე­ლო­ვანთ. ფერ­მ­წე­რებ­ში ფარ­თოდ არ­ის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა, კომ­პო­ზი­ტო­რებ­ში – მით უფ­რო, მაგ­რამ ფერ­მ­წე­რე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ოინ­ე­ბი არ­ა­ფე­რია რო­მა­ნის­ტე­ბის სი­ხარ­ბეს­თან შე­და­რე­ბით. და თუ­კი ფერ­მ­წე­რე­ბი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ამგ­ვა­რი უტ­იფ­რო­ბა ყო­ველ­თ­ვის იწ­ვევ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­მა­ნის­ტე­ბის ბრა­კო­ნი­ე­რო­ბა, კო­ლო­ნი­ზა­ცია და ან­ექ­სია და­უს­ჯე­ლი რჩე­ბო­და. ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ას­პექ­ტი – დაწყე­ბუ­ლი პე­ი­ზა­ჟი­დან ვიდ­რე სო­ცი­ო­ლო­გი­ამ­დე – რო­მე­ლიც არ იყ­ოს ას­ა­ხუ­ლი მხატ­ვ­რულ პრო­ზა­ში. ერ­თი თვა­ლის გა­დავ­ლე­ბაც კი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია რო­მა­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის და­სა­ნა­ხად. ემ­ილ ზო­ლას “ჟერ­მი­ნა­ლის” შემ­დ­გო­მაც ამ ჟანრს არ შე­უ­ჩე­რე­ბია გი­გან­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით სვლა ახ­ა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­საპყ­რო­ბად. ბო­ლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მა­ნი კი­დევ უფ­რო გან­ვი­თარ­და და თუ­კი იგი იმ ფერს მი­ი­ღებ­და, რომ­ლი­თაც ბრი­ტა­ნე­თის სამ­ფ­ლო­ბე­ლო­ნი აღ­ი­ნიშ­ნე­ბა მსოფ­ლიო რუ­კა­ზე, მოკ­ლე ხან­ში მთე­ლი რუ­კა წი­თე­ლი ფე­რით და­ი­ფა­რე­ბო­და. რა ად­გი­ლიც არ უნ­და მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ რო­მანს ფორ­მა­თა იერ­არ­ქი­ა­ში, ამ­ჟა­მად მა­სა­ვით ემ­ო­ცი­ო­ნა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბას ვერ­ცერ­თი ჟან­რი ვერ გად­მოს­ცემს. რო­მა­ნი არ­ის და კი­დევ დიდ­ხანს დარ­ჩე­ბა იმ ფორ­მად, რო­მელ­საც ფარ­თო თვალ­სა­წი­ე­რის ხე­ლო­ვან­ნი კვლავ და კვლავ მი­უბ­რუნ­დე­ბი­ან, რად­გან იგი მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა და გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს შე­მოქ­მე­დის მოთხოვ­ნებს; უფ­რო მე­ტიც; თუ რო­მა­ნი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ ტემპს და პროგ­რე­სის გზით წა­რი­მარ­თე­ბა, იგი კვლავ მი­აღ­წევს იმ ბრწყინ­ვა­ლე მწვერ­ვალს, რო­მელ­ზე­დაც იგი აიყ­ვა­ნა და და­ტო­ვა ბუმ­ბე­რაზ­მა ბალ­ზაკ­მა 1850 წელს. ასე რომ, სა­კითხი რო­მა­ნის რან­გის თა­ო­ბა­ზედ ამ­ო­წუ­რუ­ლად მი­მაჩ­ნია.

    II
    რო­მა­ნისტს ორი უმ­თავ­რე­სი თვი­სე­ბა უნ­და გა­აჩ­ნ­დეს: პირ­ვე­ლი – მშვე­ნი­ე­რე­ბის გრძნო­ბა, ურ­ომ­ლი­სო­დაც შე­მოქ­მე­დი ვერ იარ­სე­ბებს. ყო­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ასე თუ ისე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ამ გრძნო­ბით, სწო­რედ ამ­ი­ტომ არ­ის ის ხე­ლო­ვა­ნი. შე­მოქ­მე­დი ად­ა­მი­ა­ნი ქმნის ინს­ტინ­ქ­ტუ­რად და ვე­რა­ნა­ი­რი ინს­ტინ­ქ­ტი ვერ აიძ­უ­ლებს მას გა­მო­ი­ყე­ნოს მა­სა­ლა, რო­მე­ლიც არ იზ­ი­დავს; ეს უდ­ა­ვოდ ასეა. ის­იც უეჭ­ვე­ლია, რომ რა­ნა­ირ ცხოვ­რე­ბა­საც არ უნ­და ას­ა­ხავ­დეს რო­მა­ნის­ტი, იგი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მო­ხიბ­ლუ­ლია – ე.ი. მან ამ ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც მშვე­ნი­ე­რი და­ი­ნა­ხა. სი­ლა­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი იყ­ოს, მაგ­რამ მწე­რალ­მა შეძ­ლო შე­ე­ნიშ­ნა იგი, ნამ­დ­ვი­ლად და­ე­ნა­ხა ის სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც მის (და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახ­ი­რე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნის) გარ­და შე­იძ­ლე­ბა ვე­რა­ვის ვე­რას­დ­როს შე­ე­ნიშ­ნა. თუ რო­მანს ინ­ტე­რე­სით წა­ვი­კითხავთ, სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბო­და გვემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ მის ავ­ტორს არ გა­აჩ­ნია სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბა (თვით ის ფაქ­ტი, რომ წიგ­ნ­მა და­გა­ინ­ტე­რე­სათ, ნა­თე­ლი დას­ტუ­რია ამგ­ვა­რი კრი­ტი­კის უს­უ­სუ­რო­ბი­სა და კი­დევ ერთხელ გვარ­წ­მუ­ნებს რე­ცენ­ზენ­ტის მცდა­რო­ბა­ში, რო­ცა მას, მა­გა­ლი­თად, ას­ე­თი დას­კ­ვ­ნა გა­მო­აქვს: “მა­ვან­მა შთამ­бეჭ­და­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი შექ­მ­ნა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მას წე­რა არ ხე­ლე­წი­ფე­ბა”. მაგ­რამ მა­ვან­მა ხომ შექ­მ­ნა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი და თა­ნაც ისე, რომ ჩაწ­ვ­და რე­ცენ­ზენ­ტის სულს!). ჭკვი­ა­ნი კა­ცი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უბ­რა­ლოდ აღ­ი­ა­რებ­და, რომ იგი სი­ლა­მა­ზეს სხვაგ­ვა­რად აღ­იქ­ვამს და არა ისე, რო­გორც ხსე­ნე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დი.
    ყვე­ლა თვით­მ­ყო­ფად რო­მა­ნისტს ყო­ველ­თ­ვის, რო­გორც წე­სი, ბრალს სდე­ბენ სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბის არ­ქო­ნა­ში, მაგ­რამ იგ­ი­ვე საყ­ვე­დურს იშ­ვი­ა­თად თუ გა­ი­გო­ნებთ სა­შუ­ა­ლო რო­მა­ნის­ტე­ბის მი­მართ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში ამგ­ვა­რი ბრალ­დე­ბა უს­ა­ფუძ­ვ­ლოა: მე არ ვგუ­ლის­ხ­მობ ის­ეთ მწერ­ლებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ზო­ლა – იგი არ­ა­სო­დეს ვარ­დე­ბო­და უკ­ი­დუ­რე­სო­ბა­ში, არ­ა­მედ ვთქვათ, ჯორჯ გი­სინ­გი, ნამ­დ­ვი­ლი ექს­ტ­რე­მის­ტი, რო­მელ­საც უნ­ა­რი ჰქონ­და, რო­გორც ახ­ლა აღ­ი­ა­რე­ბენ, შე­ე­ნიშ­ნა უხ­ი­ლა­ვი სი­ლა­მა­ზე არ­სე­ბო­ბის ის­ეთ ფორ­მებ­შიც კი, რო­მელ­თაც სხვა შე­მოქ­მედ­ნი არც ეხ­ე­ბოდ­ნენ. ან­და ავ­ი­ღოთ კი­დევ უფ­რო უკ­ი­დუ­რე­სი შემ­თხ­ვე­ვა – მწე­რა­ლი ჟო­რის ჰი­უ­ის­მან­სი; არც ერთ წიგნს არ გა­მო­უწ­ვე­ვია იმ­დე­ნი ბრალ­დე­ბა სი­მა­ხინ­ჯის ას­ახ­ვი­სათ­ვის, რო­გორც მის რო­მანს “ოჯ­ა­ხუ­რი კე­რა” და ნარ­კ­ვე­ვებს “ყვე­ლა­ფერ­ზედ”. ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მთე­ლი ბოღ­მით არ­ის წარ­მო­ჩე­ნი­ლი ყო­ველ­დ­ღი­უ­რი ყო­ფის უფ­ე­რუ­ლო­ბა და უგ­ვა­ნო­ბა. ამ­ა­ვე დროს ამ წიგ­ნებს ის­ე­თი ხიბ­ლი აქვს, რომ ყო­ველ­თ­ვის მი­იპყ­რობს მკითხ­ველ­თა ყუ­რად­ღე­ბას მა­ში­ნაც კი, რო­ცა მი­სი­ვე “ტა­ძა­რი” შე­იძ­ლე­ბა არც არ­ა­ვის გა­ახ­სენ­დეს. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ჰი­უ­ის­მან­სი, რო­გო­რა­დაც არ უნ­და გვიმ­ტ­კი­ცებ­დეს სა­პი­რის­პი­როს, არ იყ­ოს მო­ხიბ­ლუ­ლი იმ უხ­ი­ლა­ვი სი­ლა­მა­ზით, რო­მელ­საც ის აღ­წერს.
    მე­ო­რე მთა­ვა­რი თვი­სე­ბა, რო­მელ­საც უნ­და ფლობ­დეს რო­მა­ნის­ტი და ხე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თოდ, გახ­ლავთ სიმ­ძაფ­რე, რომ­ლი­თაც ის ხე­დავს ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას. ამ თვი­სე­ბის გა­რე­შე ხე­ლო­ვანს არ გა­უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, სა­ჯა­როდ გუ­ლი გა­და­გი­შა­ლოთ; მი­სი ხილ­ვე­ბი არ იქ­ნე­ბა მის­თ­ვის ისე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, რომ თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ. ყო­ვე­ლი გრძნო­ბა, რო­მელ­საც ად­ა­მი­ა­ნი გა­ნიც­დის ნე­ბის­მი­ე­რი წიგ­ნის კითხ­ვი­სას, მწე­რალს თა­ვად აქვს გან­ც­დი­ლი მკითხ­ველ­ზე ად­რე და უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რა­დაც. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ მკითხ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ძლი­ერ გა­ნიც­დის წიგ­ნის გმი­რე­ბის ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბას, აღშ­ფო­თე­ბუ­ლია მწერ­ლის ულ­მობ­ლო­ბით. ამგ­ვარ ხალხს არ­ა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა არა აქვს მხატ­ვ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის პრო­ცეს­ზე.

    III
    ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ რო­მა­ნის­ტის­თ­ვის აუც­ი­ლე­ბე­ლი ორი თვი­სე­ბა – სი­ლა­მა­ზის გრძნო­ბა და ხედ­ვის სიმ­ძაფ­რე; ნე­ბა მო­მე­ცით, თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა მი­ვაპყ­რო კი­დევ ერთ გრძნო­ბას, რო­მე­ლიც ას­ე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შე­მოქ­მე­დი­სათ­ვის; იგი პრაქ­ტი­კუ­ლად ზე­მოთ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­გივ­რო­ბას სწევს, ხო­ლო მის­მა არ­ქო­ნამ შე­იძ­ლე­ბა არ­ა­რად აქ­ცი­ოს ორ­ი­ვე გრძნო­ბა. ეს გახ­ლავთ სუ­ლის სი­ნა­ტი­ფე. დიდ რო­მა­ნისტს სუ­ლიც დი­დი უნ­და ჰქონ­დეს. იგი უნ­და იყ­ოს გუ­ლის­ხ­მი­ე­რი, მგრძნო­ბი­ა­რე, ვაჟ­კა­ცუ­რი, პა­ტი­ო­სა­ნი, ოდ­ნავ ირ­ო­ნი­უ­ლი, ნა­ზი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და შემ­წყ­ნა­რე­ბე­ლი. ას­ე­თი მწე­რა­ლი უნ­და ესწ­რა­ფო­დეს იდ­ე­ალს, მაგ­რამ მუ­დამ ახ­სოვ­დეს, თუ რა არ­ას­რულ­ყო­ფი­ლია ის მი­წი­ე­რი სამ­ყა­რო, სა­დაც ცხოვ­რობს. მთა­ვა­რია, საღ აზრს და­ეყ­რ­დ­ნოს; მოკ­ლედ, უნ­და იყ­ოს კე­თილ­შო­ბი­ლი. სხვაგ­ვა­რად მწე­რა­ლი ვერ მი­აღ­წევს მწვერ­ვალს. მი­სი სუ­ლის არ­სი – აი, რა არ­ის გა­დამ­წყ­ვე­ტი წიგ­ნის ყვე­ლა გვერ­დ­სა და ყო­ველ წამს; აი, ის სარ­კე, რო­მელ­შიც მწე­რა­ლი ხე­დავს სამ­ყა­როს. სხვა თვი­სე­ბე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია და არ იმ­სა­ხუ­რებს ყუ­რად­ღე­ბას. ინგ­ლი­სელ რო­მა­ნის­ტებ­ში ფილ­დინგს ბა­და­ლი არ ჰყავს, რად­გა­ნაც ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა სუ­ლის სი­დი­ა­დე­სა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ში. მის წიგ­ნებს ახ­ლაც აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბით კითხუ­ლო­ბენ, რად­გან ყვე­ლა გვერ­დ­ზე მკითხ­ვე­ლი გრძნობს მწერ­ლის პი­როვ­ნე­ბის დიდ­ბუ­ნო­ვა­ნე­ბას და მწერ­ლუ­რი ტექ­ნი­კის ვე­რა­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბა ვერ და­ა­კარ­გი­ნებს ფილ­დინგს მის კუთ­ვ­ნილ ად­გილს ინგ­ლი­სურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში; მის მყარ პო­ზი­ცი­ას არ­ა­ფე­რი ემ­უქ­რე­ბა, სა­ნამ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლი სუ­ლის მწე­რა­ლი. დი­კენ­სის დი­დე­ბა შე­ლა­ხუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბით მი­სი სუ­ლის, ცო­ტა არ იყ­ოს, ზედ­მე­ტი უხ­ამ­სო­ბის შე­სა­ხებ და იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მწე­რალს არ ეყო ვაჟ­კა­ცო­ბა, ბო­ლომ­დე გა­ეს­წო­რე­ბი­ნა თვა­ლი სი­მარ­თ­ლის­თ­ვის. ცხოვ­რე­ბის მი­სე­უ­ლი აღქ­მაც უხ­ე­შა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. იგ­ი­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას თე­კე­რე­ი­ზეც, რომ­ლის სუ­ლიც არ აღ­მოჩ­ნ­და ის­ე­თი ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი, რო­გო­რიც შე­ე­ფე­რე­ბო­და ამ ბუმ­ბე­რაზ პი­როვ­ნე­ბას; მას უამ­რა­ვი ნაკ­ლი ჰქონ­და, რაც წინ ეღ­ო­ბე­ბა უკვ­და­ვე­ბას.
    უაღ­რე­სად მი­ჭირს ამ­ის თქმა და ეს სა­ხი­ფა­თოც კი შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხე­ლო­ვან­თათ­ვის ფორ­მა არ­ა­ფერს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ მა­ინც უნ­და გა­მოვ­ტყ­დე, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფ­რო ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ნი­კას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვა­ფა­სებ კარგ ფორ­მას და მუ­დამ ვიღ­ვ­წო­დი, რომ მას ინგ­ლის­ში მე­ტი პა­ტი­ვის­ცე­მით მოპყ­რო­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ახ­ლა თვალ­ნათ­ლივ ვრწმუნ­დე­ბი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია სა­პი­რის­პი­როს ღა­ღა­დებს. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ტურ­გე­ნევს, სხვა არც ერ­თი ცნო­ბი­ლი რო­მა­ნის­ტი, ან არ ფიქ­რობ­და ფორ­მა­ზე, ან ფრი­ად ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა ჰქონ­და მას­ზე. შეც­დო­მა იქ­ნე­ბო­და გვე­ფიქ­რა, რომ უც­ხო­ურ რო­მა­ნებს ფორ­მის უფ­რო ფა­ქი­ზი გრძნო­ბა გა­აჩ­ნი­ათ, ვიდ­რე სა­უ­კე­თე­სო ინგ­ლი­სურ ნა­წარ­მო­ე­ბებს. ამ მხრივ ბალ­ზაკს უამ­რა­ვი შე­ცო­დე­ბა აქვს; ის ცალ­კე­ულ ფრა­ზა­საც ვერ ართ­მევ­და წე­სი­ე­რად თავს, რომ არ­ა­ფე­რი ვთქვათ მთე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ფორ­მა­ზე. სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია ბუმ­ბე­რა­ზი რო­მა­ნის­ტის – სტენ­და­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფორ­მის მი­მართ; მას თა­ვის შე­დევ­რ­ში შე­იძ­ლე­ბა ას­ე­თი ფრა­ზა და­ე­წე­რა: “ჰო, მარ­თ­ლა, ად­რე უნ­და მეც­ნო­ბე­ბი­ნა თქვენ­თ­ვის, რომ ჰერ­ცო­გი­ნია…”! და დოს­ტო­ევ­ს­კი? ის ხომ გა­ცი­ლე­ბით დი­დია ბალ­ზაკ­ზეც და სტენ­დალ­ზეც, მაგ­რამ მი­სი უბ­ად­ლო და გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი “ძმე­ბი კა­რა­მა­ზო­ვე­ბი” სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ხომ სა­ოც­რად უფ­ორ­მო და ნაჩ­ქა­რე­ვად ჩა­მომ­ტ­ვ­რე­უ­ლი ოქ­როს ზო­დია! და­უს­წ­რე­ბე­ლი კურ­სე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი პე­და­გო­გის­თ­ვის, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მ­ნას, ოცი გაკ­ვე­თი­ლი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, რომ სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის მი­ე­თი­თე­ბი­ნა დოს­ტო­ევ­ს­კის ენ­ის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­სა და ხარ­ვე­ზებ­ზე. რა გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტან­და ფლო­ბე­რი ამ რო­მანს გა­მოწ­ვ­ლილ­ვი­თი შეს­წავ­ლის შემ­დეგ? ან რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და მის გა­ნა­ჩენს? ან­და თუ ავ­ი­ღებთ უფ­რო სა­შუ­ა­ლო დო­ნის მა­გა­ლითს: ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კის მხრივ გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლი “მარკ რე­ზერ­ფორ­დი” მუ­დამ მო­უ­ხე­შა­ვი დი­ლე­ტან­ტი იყო, მაგ­რამ ამ გა­რე­მო­ე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია მის­თ­ვის, უაღ­რე­სად მიმ­ზიდ­ვე­ლი რო­მა­ნის­ტი ყო­ფი­ლი­ყო მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის. რო­ცა ვეც­ნო­ბით დი­დი ფორ­მა­ლის­ტე­ბის – გი დე მო­პა­სა­ნი­სა და ფლო­ბე­რის შე­მოქ­მე­დე­ბას, გა­ნა შეგ­ვიძ­ლია ვამ­ტ­კი­ცოთ, რომ ბრწყინ­ვა­ლე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა რა­მე­ში ეხ­მა­რე­ბა მათ, ან ოდ­ნავ მა­ინც გა­მო­ის­ყი­დის მა­თი სუ­ლის სი­სუს­ტე­ებს? ორ­ი­ვე თა­ვი­სი საქ­მის დი­დოს­ტა­ტია, მაგ­რამ ნელ-ნე­ლა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მწერ­ლე­ბის რიგ­ში გა­და­დი­ან. ვი­ნა­ი­დან ად­ა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ის­ე­თია, რო­გო­რიც არ­ის, ხო­ლო მო­პა­სა­ნის წიგ­ნე­ბი ერ­ო­ტი­კი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი, ის­ი­ნი მუ­დამ გა­მო­იწ­ვე­ვენ მკითხ­ველ­თა ინ­ტე­რესს, მაგ­რამ მო­პა­სან­მა უკ­ვე და­იმ­კ­ვიდ­რა თა­ვი­სი ად­გი­ლი; უამ­რა­ვი ღირ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აღ­ა­რა­ვინ მი­იჩ­ნევს მას პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან მწერ­ლად. ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა ფლო­ბე­რის ჩა­მოგ­დე­ბას მა­ღა­ლი მწერ­ლო­ბის კვარ­ცხ­ლ­ბე­კი­დან, ეს მარ­თ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სა­ო­ცარ მოვ­ლე­ნად თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გულ კრი­ტი­კა­ში. ახ­ლა ირკ­ვე­ვა, რომ თურ­მე ფლო­ბე­რის სუ­ლი არ­ამც თუ კე­თილ­შო­ბი­ლი, პი­რი­ქით – ულ­მო­ბე­ლი და ცო­ტა არ იყ­ოს, ან­ე­მი­უ­რი იყო. “ბუ­ვა­რი და პე­კუ­შე” დას­ტუ­რია იმ­ი­სა, რომ ფლო­ბე­რი ვე­ღარ ამჩ­ნევ­და ად­ა­მი­ან­თა სამ­ყა­როს არ­ას­რულ­ყო­ფი­ლე­ბას და ცდო­მი­ლე­ბა­ში ჩა­ვარ­და, თით­ქოს­და სულ სხვა პლა­ნე­ტა­ზე იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. მი­სი ფორ­მა­ლუ­რი ტექ­ნი­კის ბრწყინ­ვა­ლე­ბა გა­ფერ­მ­კ­რ­თალ­და და უგ­უ­ნურ­ნი ამ ბრწყინ­ვა­ლე­ბა­საც ნაკ­ლად უთვ­ლი­ან მწე­რალს. ფლო­ბე­რის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ად­ა­მი­ა­ნუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის მხო­ლოდ ერთ ვიწ­რო სფე­რო­შია ჯერ­ჯე­რო­ბით უეჭ­ვე­ლი – ეს არ­ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა. მი­სი წე­რი­ლე­ბიც ხომ სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კის სა­კითხებს ეხ­ე­ბა და ამ­ჟა­მად მწერ­ლის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბად გვევ­ლი­ნე­ბა, რად­გან უამ­რა­ვი შე­მოქ­მე­დის­თ­ვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ იქ­ცა. ასე რომ, მე კვლავ ვუბ­რუნ­დე­ბი იმ­ას, რომ შე­მოქ­მე­დი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს თვი­სე­ბად (გარ­და უკ­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი თვი­სე­ბი­სა) მი­მაჩ­ნია მი­სი სუ­ლის არ­სი. მხო­ლოდ იგი და არა სხვა რამ, უჩ­ენს მას მე­გობ­რებ­სა და მტრებს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ნი­კა კი ერ­თობ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო და წარ­მა­ვა­ლია. ვი­მე­ო­რებ, რომ ამ­ის თქმა ჩემ­თ­ვის არ იყო იოლი.
    რა­ტომ­ღაც სულ უფ­რო ვრწმუნ­დე­ბი, რომ მხატ­ვ­რულ პრო­ზა­ში მო­მუ­შა­ვე უდ­ი­დე­სი მწერ­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­რა­დი­ულ დი­ლე­ტან­ტე­ბად რჩე­ბი­ან; ყო­ველ დიდ ხე­ლო­ვან­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, დი­ლე­ტან­ტი იმ­ა­ლე­ბო­დეს. არ ვი­ცი аსე რად ხდე­ბა – იქ­ნებ სა­კუ­თა­რი სიძ­ლი­ე­რით აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბულთ აღ­არ სურთ თვი­ნი­ე­რად და­ე­მორ­ჩი­ლონ სის­ტე­მა­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მძი­მე წე­სებს და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით მეტ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მი­აღ­წი­ონ იმ სფე­რო­ში, რაც მათ­თ­ვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ არც ერ­თი დი­დი შე­მოქ­მე­დი არ იყო ერ­უ­დი­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რი. დიდ ხე­ლო­ვანს სულ სხვა მიზ­ნე­ბი გა­აჩ­ნია; ყვე­ლა შე­მოქ­მე­დი, დი­დი იქ­ნე­ბა ის თუ პა­ტა­რა, გუ­ლის სიღ­რ­მე­ში გრძნობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ბევ­რია ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა, რო­მელ­საც ბა­დებს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ტა­ცე­ბის და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლი და სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი სურ­ვი­ლი იმ­ი­სა, რომ ერ­თი და იგ­ი­ვე რამ­დენ­ჯერ­მე – სამ­ჯერ, შვიდ­ჯერ, ათ­ჯერ – არ გა­და­ა­კე­თოს. აქ მა­გა­ლი­თად შექ­ს­პი­რის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თობ გულ­გ­რი­ლი იყო გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სი­ნა­ტი­ფის მი­მართ და რომ­ლის მე­თო­დე­ბიც ფლო­ბერს ნამ­დ­ვი­ლად არ მო­ე­წო­ნე­ბო­და. მარ­თ­ლაც, კა­ცი რომ და­უკ­ვირ­დეს, შექ­ს­პი­რის დი­ლე­ტან­ტიზ­მი ამ ბო­ლო წლებ­ში უფ­რო ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა, მაგ­რამ ეს გა­რე­მო­ე­ბა თით­ქოს არ­ა­ვის აწ­უ­ხებს. ფლო­ბე­რი რომ დი­დი შე­მოქ­მე­დი ყო­ფი­ლი­ყო, გა­ცი­ლე­ბით დი­დი დი­ლე­ტან­ტი იქ­ნე­ბო­და.

    (c) „არილი“