• ინტერვიუ

    რევაზ ინანიშვილი

    ­­­­­­­ვსაუბრობთ მხოლოდ ლიტერატურა­ზე

    ”ესაუბრა” ნუგზარ შატაიძე


    რე­ვაზ ინ­­ნიშ­ვი­ლი წამ­და­­წუმ მა­მუ­ნა­თებ­და “ბა­ტონ რე­ზოს” ნუ მე­ძა­ხიო. აბა, რა და­გი­ძა­ხო-მეთ­ქი?! უბ­რა­ლოდ – რე­ზოო. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე, მარ­­ლაც ასე მი­მე­მარ­თა, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და. ბო­ლოს იმ­­ნაც ჩა­იქ­ნია ხე­ლი.

    კი­ნოს­ტუ­დი­­ში ერ­თად ვმსა­ხუ­რობ­დით. ხელ­ფა­სის დღეს წა­მო­ვი­დო­დით დი­დუ­ბე­ში – გა­მო­ფე­ნის გად­მოს­­­რივ ერ­თი უხ­­­რო სა­სა­უზ­მე იყო, იმ სა­სა­უზ­მე­ში შე­ვაწ­ვე­ვი­ნებ­დით ორ მწვადს, ავ­­ღებ­დით ცო­ტა ყველს, მწვა­ნილს, ორ ბოთლ “კა­ხეთს”, დავ­­გე­ბო­დით მარ­მა­რი­ლოს­ქუ­დი­ან მა­ღალ მა­გი­დას­თან და თან ვსვამ­დით, თან ვსა­უბ­რობ­დით. სწო­რედ იქ მოგ­ვი­ვი­და აზ­რად, წავ­სუ­ლი­ყა­ვით ვაშ­ლო­ვა­ნის ნაკ­­ძალ­ში, მაგ­რამ ოც­ნე­ბა აუხ­დე­ნე­ლი დაგ­ვირ­ჩა.

    გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მა­შინ­დელ ჩვენს სა­უბ­რებს არ ვი­წერ­დი.

    მახ­სოვს, ვლა­პა­რა­კობ­დით სო­ფელ­ზე – ვე­ნახ­ზე, წის­­ვილ­ზე, სა­ქო­ნელ­ზე… ძა­ლი­ან ხში­რად ვი­გო­ნებ­დით გა­ზაფხუ­ლის თვა­ლუწ­­დე­ნელ, გაშ­ლილ მინ­­­რებს. შო­რი­დან ვინ­მეს ყუ­რი რომ ეგ­დო, თოხს გა­მოქ­ცე­­ლი გა­ქა­ლა­ქე­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ლე­ბი ვე­გო­ნე­ბო­დით.

    ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­­ბარს გა­ვურ­ბო­დით, არც გა­მოგ­­დი­­და.

    ახ­ლა, რო­ცა რე­ვაზ ინ­­ნიშ­ვი­ლი აღ­არ არ­ის და მე მის “სა­მა­გი­დო რვე­­ლებს” ვკითხუ­ლობ, სურ­ვი­ლი მიჩ­­დე­ბა ეს და­ნაკ­ლი­სი რა­მე­ნა­­რად ავ­­ნაზ­ღა­­რო. ამ, ცო­ტა არ იყ­ოს, ხე­ლოვ­ნურ “ინ­ტერ­ვი­­საც” ამ­­ტომ გთა­ვა­ზობთ.

    – ბა­ტო­ნო რე­ზო, რას იტყ­ვით, მა­ინც რა­ტომ უჩნ­დე­ბა ად­­მი­ანს წე­რის სურ­ვი­ლი?

    – ახ­ალ­გაზ­­დო­ბის უდ­­დე­სი ნა­წი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მო­დის ჟან­­თა ფორ­მებ­ში გათ­ვით­­ნო­ბი­­რე­ბუ­ლი და ამ ფორ­მე­ბით ნა­ბიძ­გე­ბი, რომ ის­­ნიც შეს­­ლე­ბენ ამგ­ვარ რა­მე­­ბის კე­თე­ბას. მათ ჯერ სათ­­მე­ლი კი არ აწ­­ხებთ, ყო­ფი­დან ამ­­მა­ვა­ლი რა­­მე მოძღ­­რე­ბა კი არ აწ­­ხებთ, აწ­­ხებთ მხო­ლოდ სხვა­თა მი­ერ უკ­ვე შექ­­ნი­ლი ფორ­მა და ეს წუ­ხი­ლი აძ­ებ­ნი­ნებს სათ­­მელს. ამ­­ტო­მა­ცაა ფორ­მა­თა ეს­­დე­ნი მოზ­­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა და სათ­­მე­ლის სიმ­წი­რე…

    ვი­ღაც კა­ცი ეუბ­ნე­ბო­და ვი­ღაც კაცს: – გა­სა­­ცარ მოთხ­რო­ბებს წერს ჩე­მი გო­გო­ნა. ჯერ თორ­მე­ტი წლი­საა და, თუ არ სჯობს მი­სი ნა­წე­რე­ბი “ცის­კარ­ში” რომ იბ­ეჭ­დე­ბა, იმ მოთხ­რო­ბებს, არ­აფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბა, ძმაო.

    ცივ­მა ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­­რა სხე­ულ­ში, – თვალ­წინ და­მიდ­გა, რო­გორ დგას გა­უთხოვ­რად დარ­ჩე­ნი­ლი, ყბე­ბა­ბუ­სუ­სე­ბუ­ლი ქა­ლი თვა­ლებ­გა­დაწყა­ლე­ბულ რე­დაქ­ტორ­თან და რო­გორ და­­ძებს ის რე­დაქ­ტო­რი სიტყ­ვებს მა­გი­და­ზე…

    მე გეტყ­ვით, რა­ტომ ვწუხ­ვარ, ბავ­­ვებს ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­კენ რომ უბ­იძ­გე­ბენ მშობ­ლე­ბი ე.ი. უნ­დათ გა­ზარ­დონ მხატ­­რე­ბად, მუ­სი­კო­სე­ბად, მწერ­ლე­ბად. თუ ის­­ნი კარ­გი ხე­ლო­ვან­ნი არ გა­მოვ­ლენ, სა­ცო­და­ვე­ბი იქ­ნე­ბი­ან სხვე­ბის თვალ­ში, თუ კარ­გე­ბი – მა­შინ ტან­ჯულ­ნი ცხოვ­რე­ბა­ში.

    აი, ბეთ­ჰო­ვე­ნი: “ჩე­მი ტან­­ვი­სა­გან ვქმნი სხვა­თა სი­ხა­რულს”.

    ად­რე, ახ­ალ­გაზ­­დო­ბა­ში ძა­ლი­ან მშვე­ლოდ­ნენ წიგ­ნე­ბი. წა­ვი­კითხავ­დი კარგ რა­მეს და მეც გა­მიჩ­­დე­ბო­და იმგ­ვა­რი წე­რის სურ­ვი­ლი. ახ­ლა, სი­ბე­რის კა­რიბ­ჭეს­თან, თით­ქოს­და მრა­ვალ­ჯერ მსმე­ნია ყო­ველ მათ­გან­ში ნა­­ბა­რი და მოწყე­ნა მიპყ­რობს. მირ­ჩევ­ნია, ქუ­ჩა­ში გა­ვი­დე და, უბ­რა­ლოდ, ფოთ­ლე­ბის ციმ­ციმს ვუ­ყუ­რო. ის­­ნი უფ­რო მეტს მე­უბ­ნე­ბი­ან, ვიდ­რე წიგ­ნე­ბი.

    – “სამ­ყა­როს პო­­ტუ­რი აღქ­მა” – რა არ­ის ეს, ად­­მი­­ნის თვი­სე­ბა თუ გა­მორ­ჩე­ულ­თა ხვედ­რი? ამგ­ვა­რი აღქ­მა ხელს ხომ არ გვიშ­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­­ლი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში?

    – “სამ­ყა­როს პო­­ტუ­რი აღქ­მა” წყა­როა ტკი­ვი­ლე­ბი­სა. სხვა­ზე რომ არ­­ფე­რი ითქ­ვას, მშვე­ნი­­რე­ბა ხომ თვი­თონ შე­­ცავს ტკი­ვილს. მაგ­რამ იგ­­ვე აღქ­მა წყა­როა სიმ­­კი­ცი­საც. ესაა სწო­რედ ის, რა­იც მშვე­ლის, რომ არ გავ­ბო­როტ­დე. მა­მა­და­ვი­თის თავ­ზე ხე­­ბის კენ­წე­რო­ზე წა­მო­დე­ბულ ნისლს შე­უძ­ლია ბევ­რი რამ მა­პა­ტი­­ბი­ნოს ბევ­რის­­ვის.

    ლი­რი­კის, ლი­რიზ­მის წი­ნა­აღ­­დეგ გა­ლაშ­­რე­ბა, გა­ლაშ­­რე­ბაა პი­როვ­ნე­ბის, პი­როვ­ნუ­ლის წი­ნა­აღ­­დეგ. ამ სა­ხის ბრძო­ლა ხელს აძ­ლევს ად­­მი­ან­თა თა­ვი­ანთ ნე­ბა­ზე მარ­­ვის მსურ­ველთ, ამ მარ­­ვის სა­და­ვე­თა მპყრო­ბე­ლებს. რაც უფ­რო მოს­წყ­დე­ბი, და­შორ­დე­ბი შენს თავს და ორ­­ვე ხე­ლით ჩა­ებ­მე­ბი მპყრო­ბელ­თა მი­ერ გა­ჩა­ღე­ბულ ფერ­ხულ­ში, მით უკ­­თე­სია მპყრო­ბე­ლო­ბი­სათ­ვის.

    ჩვენ უკ­ვე ნაკ­ლე­ბად გვჯე­რა სი­ლა­მა­ზის ძა­ლი­სა. ეს იმ­­ტომ, რომ ვერ ვას­­რებთ, ჩავ­­­დეთ ნამ­­ვილ სი­ლა­მა­ზეს, ძა­ლი­ან “და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ” რა­ღაც უფ­რო მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნე­ბით.

    – წე­ღან ბრძა­ნეთ, კარ­გი მწე­რა­ლი ცხოვ­რე­ბა­ში ტან­ჯუ­ლიაო. თქვენ ხომ არ­­ერ­თი შე­დევ­რის ავ­ტო­რი ბრძან­დე­ბით, ნუ­თუ ეს არ არ­ის ბედ­ნი­­რე­ბა?!

    – ბედ­ნი­­რი მწე­რა­ლი… ცოცხა­ლი ბედ­ნი­­რი მწე­რა­ლი უკ­ვე სა­ცო­და­­ბაა. იგი უკ­ვე მოწყ­ვე­ტი­ლია მთა­ვარს – ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ტან­­ვით მა­ძი­­ბელ სულს, იგი უკ­ვე აღ­არ გა­ნიც­დის სხვა­თა მოთ­­მა-გო­დე­ბას, აღ­არ გა­ნიც­დის მათ მარ­ტო­­ბას.

    * * *

    ზოგ­ჯერ ისე გამ­­­რივ­დე­ბა წუ­ხი­ლის ბუ­რუ­სი, სტრი­ქო­ნებს ვე­ღარ ვხე­დავ…

    ხომ ად­ვი­ლია, – გად­მო­­ღე რვე­­ლი და ჩა­წე­რე, რა­საც ფიქ­რად გა­ივ­ლებ? ად­ვი­ლია, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ ზოგ­ჯერ დად­გე­ბა ხოლ­მე დღე­­ბი, თვე­­ბიც კი, სტრი­ქო­ნი რა არ­ის, სტრი­ქონ­საც კი ვე­ღარ ვი­წერ. ამ­­ოდ ვჯდე­ბი მა­გი­დას­თან ქედ­დახ­რი­ლი, ამ­­ოდ ვაწ­ვა­ლებ კა­ლამს… მა­შინ ქვე­ყა­ნა თით­ქოს გა­ნა­თე­ბუ­ლია ყო­ვე­ლის მხრივ, თით­ქოს და­კარ­გუ­ლი აქვთ ჩრდი­ლე­ბი საგ­ნებს, არ­ის სიმ­­რა­ლე, სიმ­­რა­ლე და არ­­ვინ მო­ითხოვს არ­­ფერს…

    მე­რე, რო­დის-რო­დის, პა­ტა­რა სა­ავ­­რო ღრუ­ბე­ლი­ვით გა­იკ­ვან­ძე­ბა ჩრდი­ლი, ჩა­ფიქ­­დე­ბა ქვე­ყა­ნა, ჩა­ფიქ­­დე­ბი­ან საგ­ნე­ბი, თი­თო­­­ლი ფო­თო­ლი რა­ღაც კონ­­რე­ტუ­ლი სურ­ვი­ლით და­იწყებს თრთოლ­ვას, ერ­თი ამ­­­ღებს ხმას და აყ­­ჟინ­დე­ბი­ან უამ­რავ­ნი. მა­შინ უკ­ვე – მო­ას­წა­რი და ჩა­­წე­რე. სწრა­ფად, სწრა­ფად, რად­გან უკ­ვე იცი, რომ ამ დღე­ებს, ად­რე თუ გვი­ან, ის­ევ მოჰ­­ვე­ბა მშრა­ლი ნა­თე­ლის, მაგ­რამ მუნ­ჯი დღე­­ბის წყე­ბა.

    – ბა­ტო­ნო რე­ზო, ხში­რად გსაყ­ვე­დუ­რობ­­ნენ, რო­მა­ნებს არ წერ­სო. ერ­თი კრი­ტი­კო­სის ნა­აზ­რევს შე­გახ­სე­ნებთ: “გვხიბ­ლავს ის დი­დი სით­ბო, ად­­მი­­ნუ­რი სი­კე­თე, რაც მწე­რალ­მა სტრი­ქო­ნებს გა­­ყო­ლა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ჩნდე­ბა ფიქ­რი, რომ მან თა­ვის დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბას თით­ქოს გან­გებ შე­აკ­ვე­ცა ფრთე­ბი – უარ­ყო, რო­გორც წმინ­და ეპ­­კუ­რი, ისე კონ­ცეფ­ცი­­რი პრო­ზა – უარ­ყო გმი­რი – დი­დი ვნე­ბე­ბის, წუ­ხი­ლის, ოც­ნე­ბის ხა­ტი”…

    – ამ­ის და­წე­რი­სას კრი­ტი­კოსს წინ ედო “უფს­­რუ­ლი ქა­ლაქ­ში”. ეს პა­ტა­რა მოთხ­რო­ბაც კი უკ­ონ­ცეფ­ციო ყო­ფი­ლა მის­­ვის. უთ­­ოდ უკ­ონ­ცეფ­ციოა ტა­კუ­ბო­კუს ლექ­სიც: “На песчанном белом берегу островка в Восточном океане я, не стирая влажных глаз, с маленьким играю крабом”.

    პო­­ტე­ბი, მათ შო­რის ჩემ­ნა­­რი პრო­ზა­­კო­სი პო­­ტე­ბიც, ყო­ველ­­ღი­­რად იტ­ან­ჯე­ბი­ან ერ­თი რა­მის შეგ­­­ნე­ბით: წუ­თე­ბად და წა­მე­ბად ათვ­ლილ ჩვენს სა­­კუ­ნე­ში ის­­ნი ვერ მუ­შა­­ბენ სტა­ბი­ლუ­რად, გეგ­მი­­ნად. და­დი­ან, და­ყი­­ლო­ბენ და მხო­ლოდ მა­შინ მი­უს­­დე­ბი­ან სა­მუ­შაო მა­გი­დას, რო­ცა მზა ლექ­სი, ან­და ნო­ვე­ლა ჩა­წე­რას­ღა მო­ითხოვს.

    სულ სხვაა რო­მა­ნის­ტი. რო­მა­ნის­ტი დი­ლით და­ნიშ­ნულ დრო­ზე დგე­ბა, მი­უჯ­დე­ბა მა­გი­დას და შე­უდ­გე­ბა თა­ნა­ზო­მი­ერ მუ­შა­­ბას. ყო­ველ­­ღი­­რი ნორ­მის შეს­რუ­ლე­ბა მას კარგ ხა­სი­ათ­ზე ამ­ყო­ფებს, ეპ­­ქის რიტ­­ში ზის.

    სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­­ლი სა­ხე­­ბიც აქვთ ქუ­ჩა­ში რო­მა­ნის­ტებს.

    თავ­­ზას მიბ­ნევს დი­დი მას­­ტა­ბის ნგრე­ვე­ბი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზე შემ­დეგ­ში უნ­და აღ­მო­ცენ­დეს ახ­­ლი დი­დი ნა­გე­ბო­ბა­ნი. აქ­­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, ეტ­ყო­ბა, ის მო­რი­დე­ბუ­ლო­ბაც, რო­მანს რომ არ ვე­ჭი­დე­ბი არ­­სო­დეს.

    მწე­რა­ლი უნ­და წა­­გავ­დეს მწირს, რო­მე­ლიც ბრძო­ლის ველ­ზე და­დის და წყლუ­ლებს უხ­ვევს დაჭ­რი­ლებს. ეს მწი­რი, თვი­თონ გა­დამ­ტა­ნი ათ­ას­­ვა­რი ჭირ-ვა­რა­მი­სა, თა­ვი­სი სიმ­­ვი­დით ნუ­გეშს უნ­და უნ­ერ­გავ­დეს სუ­ლაკ­­კი­ვე­ბუ­ლებს, ათ­ბობ­დეს შე­ცი­­ბულთ, აწყ­ნა­რებ­დეს, მი­წის­კენ ეწ­­­დეს აღ­ზე­ვე­ბულთ, აპ­არ­პა­შე­ბულთ.

    მე მა­ინც დავ­წერ. არ ვი­ცი, ვის­­ვის, დი­დე­ბი­სა თუ პა­ტა­რე­ბის­­ვის, მაგ­რამ მა­ინც დავ­წერ ქა­ლა­ქის გა­ნა­პი­რა ხრი­­კებ­ში ტან­­ვით მცხოვ­რებ ხე­ებ­ზე, ად­­მი­ან­თა მი­ერ ჩარ­გულ და მუდ­მი­ვი ტან­­ვის­­ვის გან­წი­რულ ხე­ებ­ზე, ზედ შე­მომ­­­დარ ჩი­ტებ­ზე, ნა­ად­რე­ვად დაც­ვე­ნილ მათ დახ­რუ­კულ ფოთ­ლებ­ზე, წყრო­მით და­მა­ვალ დიდ ჭი­ან­­ვე­ლებ­ზე.

    © “არილი”

  • ინტერვიუ

    იოს­იფ ბროდ­ს­კი

    ლო­­ელს ნე­ბის­მი­ერ ამ­ინ­­ში შე­ეძ­ლო ლექ­სე­ბის წე­რა

    ფრაგ­მენ­ტი სო­ლო­მონ ვოლ­კო­ვის წიგ­ნი­დან “სა­უბ­რე­ბი იოს­იფ ბროდ­­კის­თან”

    თარგმნა მიხო ხარაძემ

    – დი­დი ხა­ნია მინ­დო­და თქვენ­­ვის ლო­­­ლის შე­სა­ხებ მე­კითხა…

    – ჩვენ 1972 წელს გა­ვი­ცა­ნით ერთ­მა­ნე­თი “Poetry International“-ზე, სა­დაც ოდ­ენ­მა მი­მიყ­ვა­ნა. იმ სა­ღა­მოს ლო­­ელ­მა ჩე­მი ლექ­სე­ბის ინგ­ლი­სუ­რად წა­კითხ­ვა მო­ინ­დო­მა, რაც მი­სი მხრი­დან ძალ­ზე კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ჟეს­ტი იყო, შემ­დეგ კი კენ­­ში, თა­ვის­თან მი­მი­პა­ტი­ჟა, სა­დაც იგი იმ ზაფხულს ის­ვე­ნებ­და. წა­მი­­რად გაჩ­­და რა­ღაც ინ­ტუ­­ტი­­რი ურ­თი­ერ­­გა­გე­ბა, თუმ­ცა ჩვენს შეხ­ვედ­რას ერთ­მა ამ­ბავ­მა შე­­შა­ლა ხე­ლი. საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იმ დროს საკ­მა­ოდ გა­ღი­ზი­­ნე­ბუ­ლი და გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი მთე­ლი ამ გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბით: ვე­ნა, ლონ­დო­ნი, ერ­თი ბი­ნი­დან მე­­რე­ში გა­დას­­ლა და ა.შ. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ვა­­თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დეს-მეთ­ქი… მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­გო და ყვე­ლა­ფე­რი ერთ­­რო­­ლად აღ­მექ­ვა. ამ­­ტო­მაც ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც ერ­თი­ან ვი­ნეგ­რეტ­ში აიზ­­ლა. მახ­სოვს, ვიქ­ტო­რი­ას სად­გურ­ზე რომ მი­ვე­დი ლო­­ელ­თან გა­სამ­­ზავ­რებ­ლად და მა­ტა­რებ­ლე­ბის გან­რიგს ავ­ხე­დე, თავ­­რუ და­მეს­ხა, და­ვი­ბე­ნი. უბ­რა­ლოდ, აზ­როვ­ნე­ბის უნ­­რი დავ­კარ­გე. გა­ნა იმ­ის შე­მე­შინ­და, რომ ის­ევ სად­ღაც უნ­და გავ­­­ზავ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი… არა, უბ­რა­ლოდ, თვა­ლის ბა­დუ­რა მქონ­და გა­დაღ­ლი­ლი და შე­მაძ­­წუ­ნა სივ­­ცის რო­მე­ლი­ღაც ახ­ალ ვერ­სი­­ზე გა­ფიქ­რე­ბამ, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­წინ უნ­და გა­დაშ­ლი­ლი­ყო. ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეს სი­ტუ­­ცია, არა?..

    – ო, რა თქმა უნ­და! ამ დროს ში­ში გე­უფ­ლე­ბა და არა ხარ დარ­­მუ­ნე­ბუ­ლი იმ­­ში…

    – …თუ რა ხდე­ბა აგ­ერ, ყუ­რის­ძირ­ში, არა? ერ­თი სიტყ­ვით, სად­გუ­რი­დან და­ვუ­რე­კე ლო­­ელს და შე­ვე­ცა­დე ვერ­ჩას­­ლის მი­ზე­ზე­ბი ამ­ეხ­­ნა, დაწ­­რი­ლე­ბით მო­მეთხ­რო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ამ დროს მო­ნე­ტე­ბი და­მიმ­თავ­­და და ტე­ლე­ფო­ნიც გა­­თი­შა. ლო­­­ლი შემ­დეგ მე­უბ­ნე­ბო­და, თურ­მე ეგ­­ნა, რომ უის­ტენ­მა გა­და­მათ­­მე­ვი­ნა გამ­­ზავ­რე­ბა, რად­გა­ნაც ლო­­ელ­სა და ოდ­ენს შო­რის რა­ღაც და­ძა­ბუ­ლო­ბა არ­სე­ბობ­და. რა თქმა უნ­და, არ­­ფე­რი ამ­დაგ­ვა­რი არ ყო­ფი­ლა! უის­ტენ­მა არც იც­­და, რომ ლო­­ელ­თან შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებ­დი. მაგ­რამ ლო­­­ლის ეს რე­აქ­ცია ნა­თელს ჰფენს მთელ მის არ­სე­ბა­საც, იმ­ას, თუ რო­გო­რი ად­­მი­­ნი იყო რო­ბერ­ტი. არა, იგი და­კომ­­ლექ­სე­ბუ­ლი არ იყო, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა აკლ­და. რა თქმა უნ­და, ეს წმინ­და ად­­მი­­ნურ მხა­რეს ეხ­­ბა, რად­გა­ნაც, რო­გორც პო­ეტ­მა, ლო­­ელ­მა თა­ვი­სი ფა­სი კარ­გად იც­­და. ამ მხრივ მას პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­და. ოდ­ენს თუ არ ჩავ­­­ლით, მწერ­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ას­­თი ორ­გა­ნუ­ლი ფი­გუ­რა მე არ­ას­­როს შემ­­ვედ­რია. ლო­­ელს ნე­ბის­მი­ერ ამ­ინ­­ში შე­ეძ­ლო ლექ­სე­ბის წე­რა. არა მგო­ნია, რო­ბერტს ჰქო­ნო­და პე­რი­­დე­ბი, რო­ცა იგი…

    – …იშ­რი­ტე­ბო­და…

    – ჰო. შე­საძ­ლოა მა­საც უჭ­ირ­და დრო და დრო, რო­გორც ყვე­ლა პო­ეტს, მაგ­რამ ეს არ ტან­ჯავ­და ლო­­ელს, მის თა­ნა­მედ­რო­ვე­თა­გან – დი­ლან ტო­მა­სის­გან, ჯონ ბე­რი­მა­ნის­გან, სილ­ვია პლა­თის­გან გან­­­ვა­ვე­ბით. ჩე­მი აზ­რით, სწო­რედ ამ ტან­­ვამ მი­იყ­ვა­ნა ბე­რი­მა­ნი და პლა­თი თვით­­­­ლე­ლო­ბამ­დე და არა ალ­კო­ჰო­ლიზ­­მა ან დეპ­რე­სი­ამ. ლო­­­ლი ძალ­ზე გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი ად­­მი­­ნი იყო და ამ­­ვე დროს, ერთ-ეთი სა­­კე­თე­სო თა­ნა­მო­სა­უბ­რე, რო­მელ­საც კი ვიც­ნობ­დი. ოდ­­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ნო­ლო­გუ­რი იყო. რო­ცა ლო­­ელ­ზე ვფიქ­რობ, ყო­ველ­­ვის მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე თა­ნა­მო­სა­უბ­რის მი­მართ მი­სი არ­­თუ გუ­ლის­ყუ­რი, არ­­მედ უზ­არ­მა­ზა­რი ყუ­რად­ღე­ბა. სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბაც მუ­დამ კე­თი­ლი ჰქონ­და. და შენც გეს­მო­და, რომ კე­დელს არ ეს­­უბ­რე­ბო­დი, არ ეხ­ლე­ბო­დი რა­ღაც იდ­­­სინ­­რა­ზებს, არ­­მედ ელ­­პა­რა­კე­ბო­დი ად­­მი­ანს, რო­მე­ლიც გის­მენ­და. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, 1972 წელს, ჩვენ 1975 წლამ­დე არ გვი­ნა­ხავს ერთ­მა­ნე­თი. გვქონ­და მე­გობ­რუ­ლი მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც უფ­რო ზო­გად ხა­სი­ათს ატ­­რებ­და. 1975 წელს სმიტ­კო­ლეჯ­ში ვას­წავ­ლი­დი, უეც­რად ბოს­ტო­ნი­დან და­მი­რე­კა ლო­­ელ­მა და თა­ვის­თან მი­მიწ­ვია, თა­ნაც იქ­ვე, ტე­ლე­ფო­ნით ათ­­სი კომ­­ლი­მენ­ტის თქმა მო­ას­­რო (ალ­ბათ, პირ­ვე­ლად აიღო ხელ­ში ჩე­მი წიგ­ნი). კო­მი­კურ ეპ­­ზოდს ვერც ამ­ჯე­რად გა­და­ვურ­ჩით, რად­გან ლო­­ელ­თან შე­თან­­მე­ბულ­ზე ერ­თი კვი­რით ად­რე თუ გვი­ან ჩა­ვე­დი – ზუს­ტად აღ­არ მახ­სოვს. სა­მა­გი­­როდ, კარ­გად მახ­სოვს ჩვე­ნი სა­უბ­რე­ბი, ეს ნამ­­ვი­ლი სა­ოც­რე­ბა იყო! ანა ანდ­რე­ევ­ნას შემ­დეგ, 1975 წლამ­დე (ანუ ლო­­ელ­თან შეხ­ვედ­რამ­დე) დან­ტეს შე­სა­ხებ, მა­გა­ლი­თად, არ­­ვის­თან მი­სა­უბ­რია. “ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დია” ისე იც­­და, რო­გორც ჩვენ “ევ­გე­ნი ონ­­გი­ნი”. მის­­ვის ეს ის­­თი­ვე წიგ­ნი იყო, რო­გორც ბიბ­ლია. ან ვთქვათ, “მა­ინ კამ­­ფი”, სხვა­თა შო­რის.

    – უც­ნა­­რი შე­ხა­მე­ბაა…

    – ო, ეს რთუ­ლი ის­ტო­რიაა. საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ რო­ცა მე­­რე მსოფ­ლიო ომ­ის დროს ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, ლო­­ელ­მა უარი თქვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ზე. იგი ურ­ყე­ვი პა­ცი­ფის­ტი იყო. და ამ­ის გა­მო ლო­­ელ­მა რა­ღაც ნო­მი­ნა­ლუ­რი სას­ჯე­ლიც კი მო­­ხა­და, გარ­­ვე­­ლი პე­რი­­დი იჯ­და, მაგ­რამ რო­ცა ომი დამ­თავ­­და, გა­მო­ირ­­ვა (პა­ცი­ფის­ტუ­რი მრწამ­სის მი­­ხე­და­ვად), რომ ფა­შიზ­მი სწო­რედ ის ბო­რო­ტე­ბა ყო­ფი­ლა, რო­მელ­თა­ნაც უნ­და გებ­­ძო­ლა. რო­გორც ჩანს, ლო­­ელს, მთე­ლი თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის მი­­ხე­და­ვად, მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და ეს აზ­რი და ამ­ის გა­მო, მე მგო­ნი ფა­შიზ­მის უფ­რო დაწ­­რი­ლე­ბით შეს­წავ­ლა გა­ნიზ­რა­ხა, გა­დაწყ­ვი­ტა პირ­ვე­ლი ხე­ლი­დან მი­­ღო ინ­ფორ­მა­ცია. ასე წა­­კითხა მან “მა­ინ კამ­­ფი”. მე მგო­ნი, სწო­რედ ჰიტ­ლე­რის ცნო­ბი­­რე­ბის­­ვის და­მა­ხა­სი­­თე­ბელ­მა ვულ­გა­რუ­ლო­ბამ მო­ახ­დი­ნა ლო­­ელ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. ეს ვულ­გა­რუ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი პო­­ტი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა. ამ­ის შე­სა­ხებ არ­­ერ­თხელ მი­ფიქ­რია. საქ­მე ისაა, რომ ნე­ბის­მი­ერ უხ­ამ­სო­ბა­ში ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ელ­­მენ­ტია; კა­ტას­­რო­ფუ­ლი სწო­რედ ეს გახ­ლავთ. თა­ნაც ამ­ას და­­მა­ტეთ ოდ­­ნის გან­ცხა­დე­ბა (რო­მე­ლიც და­ახ­ლო­­ბით 35-36 წლებ­ში ითქ­ვა) იმ­ის შე­სა­ხებ, რომ ჰილ­ტე­რი არ­­ფერ შუ­­შია, რომ უბ­რა­ლოდ ყვე­ლა ჩვენ­თა­გან­ში ცხოვ­რობს ეს ჰიტ­ლე­რი. “მა­ინ კამ­­ფის” შეს­წავ­ლა ლო­­ელ­თან დეპ­რე­სი­ას ერწყ­მო­და. იგი მა­ნი­­კა­ლურ-დეპ­რე­სი­­ლი ფსი­ქო­ზით იყო შეპყ­რო­ბი­ლი, რო­მელ­საც, მარ­თა­ლია არ­ას­­როს მი­­ღია კოშ­მა­რუ­ლი ფორ­მე­ბი, მაგ­რამ შე­ტე­ვე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რად მე­ორ­დე­ბო­და. მი­ნი­მუმ წე­ლი­წად­ში ერთხელ იგი სა­­ვად­­ყო­ფო­ში ხვდე­ბო­და ხოლ­მე. და ყო­ველ­­ვის, რო­ცა ლო­­ელს ეწ­ყე­ბო­და ეს მა­ნი­­კა­ლუ­რი პე­რი­­დე­ბი, იგი ნაც­ნო­ბებს “მა­ინ კამპფს” აჩ­ვე­ნებ­და ხოლ­მე, რო­გორც თა­ვის საყ­ვა­რელ წიგნს. ეს იყო სიგ­ნა­ლი, რომ ლო­­­ლი “ვერ იყო”. მე მგო­ნი, ას­ეთ ვი­თა­რე­ბა­ში იგი – გარ­­ვე­ულ­წი­ლად – ჰიტ­ლერ­თან აიგ­­ვებ­და თავს. ამ­ას ძალ­ზე უბ­რა­ლო სარ­ჩუ­ლი ჰქონ­და: აზ­რი იმ­ის შე­სა­ხებ, რომ მე ცუ­დი ად­­მი­­ნი ვარ, ბო­რო­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არა? სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ას­­თი მა­ნია გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მი­სა­ღე­ბია, ვიდ­რე ის, რო­ცა ად­­მი­­ნი ქრის­ტეს­თან ან ნა­პო­ლე­ონ­თან აიგ­­ვებს თავს. ჰიტ­ლე­რის მა­გა­ლი­თი, მე მგო­ნი, უფ­რო ახ­ლოს დგას სი­ნამ­­ვი­ლეს­თან.

    – ხომ არ ფიქ­რობთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს გარ­­ვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და შე­საძ­ლოა, ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლურ თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს?

    – შე­საძ­ლოა ას­ეც იყ­ოს. ლო­­­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­­ცი­ით იყო და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი. ინ­ტე­ლექ­ტუ­­ლუ­რი თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა – რო­ცა ყუ­რად­ღე­ბას აღ­არ აქ­ცევ დე­ტა­ლებს და გან­ზო­გა­დე­ბის­კენ ისწ­რა­ფი – გარ­­ვე­ულ­წი­ლად ყვე­ლა იმ ად­­მი­­ნის­­ვი­საა და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი, ვი­საც ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან რა­­მე აქვს სა­ერ­თო. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს კაზ­მულ სიტყ­ვი­­რე­ბას ეხ­­ბა. ლო­­ელს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი ჰქონ­და და ყვე­ლა­ზე მე­ტად მას­ში ის მომ­წონ­და, რომ ასპ­რო­ცენ­ტი­­ნი ამ­­რი­კე­ლი იყო. მა­ღი­ზი­­ნებს არ­ას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის ეს კომ­­ლექ­სი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბულ ამ­­რი­კე­ლებს ახ­­სი­­თებთ ევ­რო­პე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეზ­რა პა­უნ­დი ან ვინ­მე სხვა, გარ­ბის ევ­რო­პა­ში და იქ­­დან გაჰ­­ვი­რის, რომ ამ­­რი­კე­ლე­ბი ღო­რე­ბი არ­­ან და ა.შ. ჩემ­ზე ეს ის­­ვე ცუდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, რო­გორც ვულ­გა­რუ­ლი მე­და­სავ­ლე­თე­­ბა რუ­სეთ­ში. ლო­­ელ­ში ას­­თი რა­ღაც სა­ერ­თოდ არ იყო.

    © “არილი”