• პორტრეტი

    ფორუღ ფაროხზადი

    ­­ფრაგმენტე­ბი

    ­­­­­­­­­სპარსულიდან თარგმნა თეა ჯანაშიამ


    * * *

    ვიგ­­ძე­ნი, რო­გორ გას­რულ­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა­ზე მცი­რე, რაც 27 წლის ას­აკ­ში უნ­და მცოდ­ნო­და, უკ­ვე შე­ვი­ცა­ნი. იქ­ნებ იმ­­ტო­მაც, რომ ვარ­დე­ბით მო­ფენ­ლი გზით არ მივ­ლია. ამ სიყ­ვა­რულ­მა და სა­სა­ცი­ლო ქორ­წი­ნე­ბამ 16 წლის ას­აკ­ში ჩე­მი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­არ­ყია და და­ან­­რია. მეგ­ზუ­რი არ­­ვინ მყო­ლია და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემ­შია, მე აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ის, რაც არ მაქვს, მხო­ლოდ ის არ­ის, რაც შე­მეძ­ლო, მქო­ნო­და.

    ცხოვ­რე­ბის უაზ­რო­ბამ და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლო­ბამ უფ­რო შორს წა­მიყ­ვა­ნა.

    ჩე­მი უბ­­დუ­რე­ბა მხო­ლოდ მოზ­­ვა­ვე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბის უნ­­ყო­ფო­ბა იყო.

    * * *

    ვგრძნობ, რა­ღაც და­უცხ­რო­მე­ლი, გი­ჟუ­რი ვნე­ბა არ­სე­ბობს ჩემ­ში. მსურს ყვე­ლა­ფერ­ში შე­ვაღ­წიო და მი­წის სიღ­­მემ­დე ჩა­ვი­დე. იქ არ­ის ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი, იქ, სა­დაც მარ­­ვა­ლი ღვივ­დე­ბა, ფეს­ვებს იდ­გამს და ლპო­ბა­ში თვი­თონ აგრ­ძე­ლებს არ­სე­ბო­ბას. თით­ქოს ჩე­მი სხე­­ლიც წარ­მა­ვა­ლი და ცვა­ლე­ბა­დია. მინ­და, მის ფეს­ვებს შე­ვე­ხო და ჩე­მი გუ­ლი, რო­გორც მწი­ფე ნა­ყო­ფი, ხის ყვე­ლა ტოტ­ზე ჩა­მოვ­კი­დო.

    * * *

    ყო­ველ­­ვის ვცდი­ლობ, იდ­­მა­ლი და ამ­­უც­ნო­ბი ვი­ყო და არ­­ვინ შე­იც­ნოს ჩე­მი ტკი­ვი­ლი­­ნი ცხოვ­რე­ბა. ვცდი­ლობ, ად­­მი­­ნი გავ­­დე, რად­გან ჩე­მი არ­სი ჩემ­შია… ჩვენ მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია, ჩვე­ნი გრძნო­ბე­ბი ფეხ­­ვეშ გავ­თე­ლოთ, მაგ­რამ მას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით და ვერც და­ვე­მა­ლე­ბით.

    * * *

    არ ვი­ცი, “მიღ­წე­ვა” რა არ­ის, მაგ­რამ ასე მგო­ნია, რა­ღაც მი­ზა­ნია, რომ­ლის­კე­ნაც მთე­ლი ჩე­მი არ­სე­ბა მი­ილ­­ვის. ნე­ტავ, მოვ­­­დე და ის­ევ შე­ვიც­ნო სი­ცოცხ­ლის ძა­ლა. ვი­ხი­ლო სხვა სამ­ყა­რო, ნა­თე­ლი და კე­თი­ლი; სიმ­დაბ­ლე და სი­ბილ­წე, ად­­მი­ანს რომ აჩრ­დი­ლი­ვით აედ­ევ­ნა, გაქ­რეს სა­მა­რა­დი­სოდ და არ­­ვინ, არ­­ვინ აღ­მარ­თოს სა­კუ­თა­რი სახ­ლის წინ კედ­ლე­ბი.

    * * *

    ად­­მი­­ნი ად­ვი­ლად ეგ­­­ბა ცხოვ­რე­ბის სა­სა­ცი­ლო ჩვე­ვებს და სიძ­ნე­ლე­ებ­სა და წი­ნა­აღ­­დე­გო­ბებს ემ­ორ­ჩი­ლე­ბა.

    ჩე­მი უბ­­დუ­რე­ბა, მწუ­ხა­რე­ბის მო­რევ­ში რომ მით­რევს, იმ­დე­ნად სა­­ცა­რია, ის­იც შე­უძ­ლია, ფა­რი­სევ­ლო­ბის მაც­დუ­ნე­ბე­ლი მა­ხი­სა­გან და­მიხ­­ნას.

    არ მინ­და, უბ­რა­ლოდ კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყო. მსურს, ჩე­მი ძა­ლა და ენ­ერ­გია შე­ვიც­ნო…

    ჩე­მი უბ­­დუ­რე­ბა უძ­ლუ­რე­ბი­სა და სირ­ცხ­ვი­ლის გარ­და, არ­­ფე­რია, ჩე­მი სი­კე­თე თვა­ლუწ­­დე­ნე­ლი კე­დე­ლია. კე­დე­ლი და მზის შუ­ქით მო­ნუს­­ვა, დრო­ის სიმ­ცი­რე, სუ­ლის შემ­ხუ­თა­ვი ნაღ­ვე­ლი და ზიზ­ღია.

    * * *

    გუ­შინ ჰოს­პი­ტალ­ში, ჩემს გვერ­დით ნო­მერ­ში ქალ­მა თა­ვი მო­იკ­ლა. გამ­თე­ნი­­სას რა­ღაც გა­ურ­­ვე­ვე­ლი კვნე­სის თუ ტი­რი­ლის ხმა მო­მეს­მა. მე­გო­ნა, ძაღ­ლი წკავ­­კა­ვებ­და და გა­რეთ გა­ვე­დი. გა­ვიტ­რუ­ნე. მე­რე სხვე­ბიც მო­ვიდ­ნენ და კა­რი შე­ამ­­­რი­ეს. ტახ­­ზე უგ­­ნოდ ეგ­დო ტან­და­ბა­ლი, ფერ­­­­თა­ლი, უს­­ხო ქა­ლი. მას ფე­ხებ­ში ჩას­ჭი­დეს ხე­ლი და გვა­მი ქვე­ვით ჩა­მო­ათ­რი­ეს. ქალს სი­ცოცხ­ლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტ­ყო­ბო­და. თვალ­ში მომ­­­და მი­სი სა­სა­ცი­ლო, უც­ნა­­რი ტან­საც­მე­ლი: გულ­საბ­ნე­ვი, ჭუჭყი­­ნი საც­ვა­ლი, დაფ­ლე­თი­ლი წინ­დე­ბი, ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბი და ფე­რა­დი ქა­ღალ­დე­ბის­გან სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­მოჭ­რი­ლი თო­ჯი­ნე­ბი, ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი, სხვა­დას­­ვა აბ­­ბი, იესო ქრის­ტეს ხა­ტი და ავ­გა­რო­ზი.

    არ ვი­ცი, მაგ­რამ ამ თვით­­­­ლე­ლო­ბამ იმ­დე­ნად შემ­­რა, მინ­დო­და, სა­­ვად­­ყო­ფო­ში გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ ხალ­ხი ისე უკ­მე­ხად ლა­პა­რა­კობ­და უც­ნობ ქალ­ზე, ვერ გავ­ბე­დე, თა­ნაგ­­­ნო­ბა გა­მო­მე­ხა­ტა. ჩემს ოთ­ახ­ში შე­ვე­დი და ავ­ტირ­დი.

    * * *

    ნუ­თუ სა­სა­ცი­ლოა, ად­­მი­­ნი თა­ვის სა­ხელს ხე­ზე რომ ამ­ოტ­ვიფ­რავს და თა­ვი ბედ­ნი­­რი ჰგო­ნია. ის იმ­დე­ნად ეგ­­ის­ტი მა­ინც არ არ­ის, რომ იმ “ღირ­სე­ულ” და “პა­ტივ­სა­ცემ” ად­­მი­­ნებს და­ემ­­გავ­სოს, რომ­ლე­ბიც ღრმა სი­ბე­რემ­დე ცხოვ­რო­ბენ, ვიდ­რე თმის ერ­თი ღე­რი შერ­ჩე­ბათ.

    * * *

    თუ “სიყ­ვა­რუ­ლი” სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა ფუჭ სიტყ­ვებს არ ექ­ნე­ბათ აზ­რი.

    ლონ­დო­ნის ერ­ოვ­ნულ გა­ლე­რე­­ში ლე­­ნარ­დოს ერთ სუ­რათს წა­ვაწყ­დი, რო­მე­ლიც ად­რე არ მე­ნა­ხა. გან­­ჯის დღეს ას­­ხავს. ნა­ხა­ტი ცის­ფერ ფერ­შია გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. ად­­მი­­ნი­ვით მეტყ­ვე­ლია და გან­თი­­დი­ვით ნა­თე­ლი. მინ­დო­და მუხ­ლი მო­მე­ყა­რა და მე­ლო­ცა. სა­­ცა­რია, მხო­ლოდ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ლა­მა­ზის გან­­დის წუ­თებ­ში ვხდე­ბი რე­ლი­გი­­რი.

    * * *

    მარ­ტო­ხე­ლა ბავ­­ვი­ვით ვარ. ვფიქ­რობ მზე­სუმ­ზი­რას ყვა­ვი­ლებ­ზე, ასე ლა­მა­ზად რომ აუყ­რი­ათ ტა­ნი. აყ­ვა­ვილ­­ნენ და თით­ქოს მე­ვედ­რე­ბი­ან: “ჩემ­­ვის და­წე­რე”. ზღვა ვნა­ხე სიზ­­რად. ზღვის ზე­და­პირ­ზე ნა­ვე­ბი მი­­პო­ბენ ტალ­ღებს. არ­­ვინ იც­ის, ზღვის და­სას­რუ­ლი სად არ­ის. რომ შე­მეძ­ლოს, ამ უს­ას­რუ­ლო­ბის ნა­წი­ლი გავ­­დე, მა­შინ შევ­­ლებ­დი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში ვი­ყო, უს­აზ­­­რო და უნ­­პი­რო გავ­­დე. მი­წი­დან ამ­­დის ის ძა­ლა მე რომ მი­ზი­დავს და მიპყ­რობს და ერ­თი სუ­ლი აქვს მის სიღ­­მე­ში ჩა­მი­ტა­ნოს.

    ჩემ­­ვის წინ­­­ლა და აღ­მას­­ლა არ­­ფე­რია, მხო­ლოდ ღრმად მინ­და შე­ვაღ­წიო ყვე­ლა­ფერ­ში, რაც მიყ­ვარს. მინ­და ვინ­მემ სიყ­ვა­რულ­ში თა­ნა­მიგ­­­ნოს და თუნ­დაც ერთ ყვა­ვილ­ში შე­უც­­ლე­ლად გან­­ზავ­დე. ასე მგო­ნია, სწო­რედ ეს არ­ის გზა უკ­ვა­ლოდ გაქ­რო­ბის, გარ­და­სახ­ვი­სა და არ­­რა­­ბად ქცე­ვი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად.

    * * *

    ბედ­ნი­­რი ვარ, რომ ჭა­ღა­რა შე­მო­მე­პა­რა და შუბ­ლი და­­ღა­რა. წარ­ბებს შუა ორი დი­დი ნა­­ჭი გა­მიჩ­­და. აღ­­რა ვარ გუ­ლუბ­­­ვი­ლო მე­ოც­ნე­ბე. კარ­ზე მო­მად­გე­ბა 32 წე­ლი და თით­ქოს ჩე­მი თა­ვი ამ­ოვ­წუ­რე. გას­რულ­და ჩე­მი სი­ცოცხ­ლე, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვი კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

    P.S. ფო­რუღ ფა­როხ­ზა­დი ავ­ტო­კა­ტას­­რო­ფა­ში და­­ღუ­პა 1967 წლის 13 თე­ბერ­ვალს, 32 წლის ას­აკ­ში.


  • პორტრეტი

    გრა­ცია დე­ლე­და

    გრა­ცია დე­ლე­და, რო­მელ­საც ხში­რად მი­­კუთ­­ნე­ბენ ვე­რის­ტი მწერ­ლე­ბის უმც­როს თაობ­ას, 1871 წელს და­­ბა­და სარ­დი­ნი­ის ქა­ლაქ ნუ­­რო­ში, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბულ ოჯ­ახ­ში. მისი სამ­წერ­ლო დე­ბი­­ტი 17 წლის ას­აკ­ში შედ­გა, რო­დე­საც მან ერთ მო­დურ ჟურ­ნალ­ში გამ­­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი მოთხ­რო­ბე­ბი. კულ­ტუ­რუ­ლად ჩა­კე­ტი­ლი და ეკ­­ნო­მი­კუ­რად ჩამორ­ჩე­ნი­ლი კუნ­ძუ­ლის გა­რე­მო ბევრს ვე­რა­ფერს შეს­თა­ვა­ზებ­და ახ­ალ­გაზ­­და ქალს, ამ­­ტომ თვით­ნას­წავ­ლი დე­ლე­დას საწყი­სი გა­ნათ­ლე­ბა ერ­თობ შეზ­ღუ­დუ­ლი და ზე­დაპი­რუ­ლი იყო. და მა­ინც, მწე­რალ­მა მო­ნა­ხა თა­ვის თავ­ში ძა­ლე­ბი, ბრმად კი არ შეს­ძულე­ბო­და სამ­შობ­ლოს შეზ­ღუ­დუ­ლო­ბა, არ­­მედ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და ნა­ყო­ფი­­რად გამოეყ­­ნე­ბი­ნა ეს თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. იგი წერ­და: “სარ­დი­ნია დუ­მი­ლი­სა და ვნების მი­წაა. უნ­და ჩას­­­დე მას, რომ შე­იყ­ვა­რო”.

    1892 წელს გა­მო­ვი­და მი­სი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი “სარ­დი­ნი­ის ყვა­ვი­ლი”. ეს მან­ძო­ნისა და ვალ­ტერ სკო­ტის შე­ზა­ვე­ბა იყო ჯო­ვა­ნი ვერ­გა­სა და ლუ­­ჯი კა­პუ­­ნას სა­­კეთესო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. 1892 წელს გა­მო­სულ­მა მე­­რე ნა­წარ­მო­ებ­მა “ბო­რო­ტე­ბის გზე­ბი”, რო­მელ­შიც და­ზუს­­და მი­სი სამ­წერ­ლო სტი­ლი და ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ლუ­­ჯი კა­პუ­­ნას და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზია და­იმ­სა­ხუ­რა.

    მწერ­ლის მხატ­­რუ­ლი სიმ­წი­ფე ახ­­ლი ძა­ლით გა­მომ­­ღავ­­და 1895 წელს რო­მან­ში “პატ­­­სა­ნი სუ­ლე­ბი”. აქ მო­ცე­მუ­ლია პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი ოჯ­­ხის ის­ტო­რია. პერ­სო­ნაჟე­ბი, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ სა­­კუ­ნო ტრა­დი­ცი­ებ­ზე, სას­ტი­კად მარ­ცხ­დე­ბი­ან სინ­ამ­­ვი­ლეს­თან ბრძო­ლა­ში. მი­­ხე­და­ვად აშ­კა­რა სამ­წერ­ლო და­ოს­ტა­ტე­ბი­სა, რო­მანის ში­ნა­არ­სი ჯერ კი­დევ მთლი­­ნად სარ­დი­ნი­­ლი ყო­ფი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

    1899 წელს ცო­ლად გაჰ­­ვა პალ­მი­რო მა­დე­სა­ნის და რომ­ში გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად. სამშობ­ლო­სა­გან და­შო­რე­ბამ და­დე­ბი­თად იმ­ოქ­მე­და მწე­რალ­ზე, შე­არ­ბი­ლა და ერთ­­ვარი ზღაპ­რუ­ლი იერი შეს­ძი­ნა მის აქ­ამ­დე თვალ­ში­სა­ცემ კუთხუ­რო­ბას. დე­ლე­დას თვალსაზ­რი­სით სარ­დი­ნი­­ლი ხა­სი­­თის ყვე­ლა­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვი თვი­სე­ბა ის არ­ის, რომ ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლო მყოფ ად­­მი­ან­ში ინ­ტუ­­ცია და ინს­ტინ­­ტი ლო­გი­კურ აზ­როვ­ნება­ზე მე­ტა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ იდ­­­ზეა აგ­­ბუ­ლი დე­ლე­დას ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი “ფერ­­ლი” (1903). აშ­კა­რა ხდე­ბა მო­რა­ლის, რო­გორც ას­­თის, ორ­აზ­როვ­ნე­ბა და არ­­სა­­მე­დო­­ბა: ან­­ნია ატ­ონ­ცუ სარ­დი­ნი­­დან რომს მი­ემ­­ზავრე­ბა და იქ დი­დი ქა­ლა­ქის ეგ­­იზ­­სა და გარ­­­ნი­ლე­ბა­ში ეფ­ლო­ბა. შინ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ იგი გა­რე­მო­­ბა­თა გა­მო უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის წი­ნან­დელ ზნე­ობ­რივ შე­ხე­დულე­ბებს, რომ­ლე­ბიც ეგ­­იზ­მი­სა და სი­სას­ტი­კის წი­ნა­აღ­­დეგ ვერ შვე­ლი­ან.

    დე­ლე­და პა­ტა­რა მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლებ­თან ერ­თად თით­­მის ყო­ველ წელს ახ­ალ რომანს სთა­ვა­ზობ­და მკითხ­ველს. შემ­დე­გი საპ­როგ­რა­მო რო­მა­ნია “ელ­­ას პორ­ტო­ლუ” (1903). ეს მთა­ვა­რი გმი­რის სა­ხე­ლი და გვა­რია, რო­მელ­საც თა­ვი­სი რძა­ლი, ძმის ცოლი შე­უყ­ვარ­დე­ბა. პერ­სო­ნა­ჟის სუ­ლი­­რი ბრძო­ლა სარ­დი­ნი­­ლი მწყემ­სე­ბის ნა­ხევრად წარ­მარ­თულ მენ­ტა­ლო­ბა­სა და კა­თო­ლი­კურ მო­რალს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს. უმ­ანკო მსხვერ­­ლი, მაზ­ლი­სა და რძლის მკვდა­რი შვი­ლი, რომ­ლის საფ­ლავ­თა­ნაც ელ­­­სი შინ­­გან სიმ­­ვი­დეს პო­­ლობს ან­­თე­სა­ვებს რო­მანს იტ­­ლი­­რი დე­კა­დენ­ტიზ­მის ტრად­­ცი­ებ­თან.

    სარ­დი­ნია არ კარ­გავს თა­ვის მწვა­ვე რე­­ლურ სა­ხეს, მაგ­რამ, ამ­­ვე დროს, მწერ­ლის მი­ერ გა­მო­გო­ნილ სამ­ყა­როდ იქ­ცე­ვა. ამ სამ­ყა­რო­ში უძ­ვე­ლე­სი ზნე-ჩვე­­ლე­ბე­ბი და შე­ძე­ნი­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი თით­­მის უპ­­როვ­ნო ძა­ლე­ბის თვი­სე­ბებს იძ­ენს. ამგვარი ნა­ხევ­რად მი­თი­­რი და ნა­წი­ლობ­რივ სიზ­­რი­სე­­ლი გან­წყო­ბი­თაა გამ­­­ვა­ლული დე­ლე­დას ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წარ­მო­­ბი “ლერ­წა­მი ქარ­ში” (1913).

    სი­ცოცხ­ლის ბო­ლოს მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში კი­დევ უფ­რო იჩ­ენს თავს იტ­­ლი­­რი დეკ­­დენ­ტიზ­მის გა­რეგ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი: რო­მა­ნე­ბი უფ­რო მოკ­ლე ხდე­ბა და მოქ­მედ პირ­თა რიცხ­ვი ორ-სამ პერ­სო­ნა­ჟამ­დე მცირ­დე­ბა. ას­­ვე ორ ან სამ დღემ­დე მცირ­დება დრო­­თი ინ­ტერ­ვა­ლი, რო­მელ­საც მო­­ცავს ნა­წარ­მო­­ბი. ას­­თი რო­მა­ნე­ბია “მარტო­ხე­ლა კა­ცის სა­­დუმ­ლო” (1921), “ყელ­სა­ბა­მის ცეკ­ვა” (1924). 1936 წელს დე­ლე­დამ მიატო­ვა ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­­ლი ნა­წარ­მო­­ბის “კო­ზი­მას” წე­რა და შექ­­ნა თა­ვი­სი უკა­ნას­­ნე­ლი რო­მა­ნი “მარ­ტო­­ბის ეკ­ლე­სია”.

    1926 წელს მი­­ნი­ჭა ნო­ბე­ლის პრე­მია ლიტ­­რა­ტუ­რა­ში, გარ­და­იც­ვა­ლა რომ­ში 1936 წელს, დაკ­­ძა­ლუ­ლია მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ნუ­­როში. გრა­ცია დე­ლე­დას მი­კუთ­­ნე­ბა ვე­რის­ტე­ბის ან დე­კა­დენ­ტე­ბის მეტ-ნაკ­ლე­ბად მკვეთ­რად გა­ფორ­მე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მიმ­დი­ნა­რე­­ბებ­თან, ის­­ვე პი­რო­ბი­თო­ბად შეიძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­გორც მის პრო­ზა­ში აღ­წე­რი­ლი სარ­დი­ნი­­ლი რე­­ლო­ბა.

    © ”არილი”