ესე (თარგმანი),  პორტრეტი

ელ­ი­ზა­ბეტ ჰარ­დუ­ი­კი – ვულფის შემოქმედებითი ნიაღვრები

thomas-wolfe-wiki-commons

ინგლისურიდან თარგმნა ნინა კაკაშვილ­მა

ზოგ­ჯერ თო­მას ვულ­ფის სა­ხე­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო ის­ტო­რი­ას­თან უფ­რო მძაფრ ას­ო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს, ვიდ­რე ამ­ე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მა­ტი­ა­ნეს­თან. ეს ფაქ­ტი უმ­თავ­რე­სად – ვულ­ფი­სა და მაქ­სუ­ელ პერ­კინ­სის ურ­თი­ერ­თო­ბას ეფ­უძ­ნე­ბა. პერ­კინ­სი თავ­მ­დაბ­ლუ­რად ას­რუ­ლებ­და თა­ვის პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბა­სა თუ პრი­ვი­ლე­გი­ას – გა­ე­კონ­ტ­რო­ლე­ბი­ნა და ფან­ქ­რით გა­და­ე­შა­ლა რამ­დე­ნი­მე თუ – ათ­ა­სო­ბით სტრი­ქო­ნი. თო­მას ვულ­ფი კი დი­დი ენ­ერ­გი­ი­თა და არც თუ მომ­ჭირ­ნედ იყ­ე­ნებ­და თა­ვის მწერ­ლურ ნიჭს და სტრი­ქო­ნებს ფურ­ც­ლე­ბად ახ­ვა­ვებ­და. ხში­რად, პერ­კინ­სის მი­ერ შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის გა­და­საბ­მე­ლად ვულ­ფი კვლა­ვაც “სა­ჭი­რო­ზე გრძელ” აბ­ზა­ცებს თხზავ­და.

თო­მას ვულ­ფი, ოც­დათ­ვ­რა­მე­ტი წლის ას­აკ­ში, და­სავ­ლეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბით და­ა­ვად­და და ბალ­ტი­მორ­ში, ჯონ ჰოპ­კინ­სის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გი­გან­ტუ­რო­ბა ვულ­ფის ყო­ველ­მ­ხ­რივ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო: ის იყო ექვ­ს­ნა­ხე­ვა­რი ფუ­ტის სი­მაღ­ლის, ტლან­ქი, მაგ­რამ შთამ­ბეჭ­და­ვი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბის და ამ­ას­თან – სა­ში­ნე­ლი ლო­თი, ჩხუ­ბის­თა­ვი, უზ­არ­მა­ზა­რი რო­მა­ნე­ბის თხზვა­ში ღა­მე­ე­ბის მთე­ნე­ბე­ლი. იგი და­უს­რუ­ლე­ბელ ძი­ე­ბა­ში იყო რო­გორც მწე­რა­ლი და რო­გორც ად­ა­მი­ა­ნი. სახ­ლიც ამ­ი­ტომ მი­ა­ტო­ვა და გა­ნუწყ­ვეტ­ლივ მოგ­ზა­უ­რობ­და. ვულ­ფის ნა­წე­რებ­ში უჩ­ვე­უ­ლო სიხ­ში­რით მე­ორ­დე­ბა სიტყ­ვე­ბი: “და­კარ­გუ­ლო, ო, და­კარ­გუ­ლო” და კი­დევ – “შიმ­ში­ლი”; შიმ­ში­ლი – გა­მოც­დი­ლე­ბის, გა­დარ­ჩე­ნის, დი­დე­ბი­სათ­ვის. მი­სი ამ­ბა­ვი – ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, ოჯ­ა­ხი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მა­ტა­რებ­ლის ლი­ან­და­გე­ბი, გზად შე­მოყ­რი­ლი სა­ხე­ე­ბი, პე­ი­ზა­ჟე­ბი, ხმე­ბი, ხსოვ­ნა­ში მო­ელ­ვა­რე სუ­რა­თე­ბი – ვულ­ფის წიგ­ნებ­ში ნა­კა­დი­ვით მო­ე­დი­ნე­ბა. ამ­ას­თან – ვულ­ფი ნამ­დ­ვი­ლი სამ­ხ­რე­თე­ლია – მი­სი და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას ეს დე­ტა­ლიც ყო­ველ­თ­ვის სა­გუ­ლის­ხ­მოა.

თო­მას ვულ­ფი ეშ­ვილ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის ერთ პა­ტა­რა, სა­სი­ა­მოვ­ნო ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და. მთის ჰა­ე­რი აქ ტუ­რის­ტებს მრავ­ლად იზ­ი­დავ­და და ქა­ლა­ქი სავ­სე იყო დი­დი და პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­ე­ბით. მთელ ამ კო­მერ­ცი­ულ ქსელს თო­მას ვულ­ფის დე­დამ ერ­თი ღა­რი­ბუ­ლი, პა­ტა­რა სას­ტუმ­რო “კენ­ტუ­კი ჰო­უ­მი” მი­ა­მა­ტა, რო­მელ­საც “სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლოს­ში” ვულ­ფ­მა “დიქ­სი­ლენ­დი” უწ­ო­და. რად­გა­ნაც მთის ჰა­ე­რი ჭლე­ქი­ა­ნებს არ­გებ­დათ, ეშ­ვილს ფილ­ტ­ვე­ბით ავ­ად­მ­ყო­ფე­ბიც ეტ­ა­ნე­ბოდ­ნენ.

თო­მას ვულ­ფი ოჯ­ახ­ში უმც­რო­სი ბავ­შ­ვი იყო. შვი­დი და-ძმა ჰყავ­და. ერთ-ერ­თი, ძა­მი­კო გრო­ვე­რი ათი წლის ას­აკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­მა, უ.ო.ვულ­ფი წარ­მო­შო­ბით პენ­სილ­ვა­ნი­ი­დან, ღა­რი­ბი ფერ­მე­რის ოჯ­ა­ხი­დან იყო. ად­რე და­ობ­ლ­და და შე­გირ­დად ქვის­მ­თ­ლელს და­უდ­გა. ხე­ლი უბ­რა­ლო საფ­ლა­ვის ქვე­ბის თლა­სა და ზედ დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბატ­კ­ნე­ბის და ან­გე­ლო­ზე­ბის ამ­ოჭ­რა­ში გა­ი­წა­ფა. ეშ­ვილ­ში საცხოვ­რებ­ლად ვულ­ფი ჭლე­ქით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცო­ლის გა­მო გა­და­ვი­და და სახ­ლი აიშ­ე­ნა. ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მან ცო­ლად თო­მას ვულ­ფის დე­და შე­ირ­თო. მა­მა თა­ვი­სი ხე­ლო­ბით მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ლო­თობ­და და ოჯ­ახ­ში სკან­და­ლებს მარ­თავ­და. ხში­რად, ქუ­ჩი­დან უგ­ო­ნოდ მო­სულს ცო­ლი კარს არ უღ­ებ­და; და ასე – ორმ­ხ­რივ სი­ძულ­ვილ­ში გრძელ­დე­ბო­და მა­თი ქორ­წი­ნე­ბა.

შვი­ლის წიგ­ნებ­ში მა­მის სა­ხე დრა­მა­ტუ­ლია, ტკი­ვი­ლი­თა და მარ­ტო­ო­ბით გა­ტან­ჯუ­ლი. მი­სი სიკ­ვ­დი­ლის სუ­რა­თი მწუ­ხა­რეა, მაგ­რამ ფურ­ც­ლებ­ზე – მი­სი სი­ცოცხ­ლეც იგ­ი­ვე წუ­ხი­ლი­თა და იმ­ედ­გაც­რუ­ე­ბი­თაა და­მუხ­ტუ­ლი. ის სა­ში­ნე­ლი მა­მაა, თვი­თო­ნაც – ბე­დის­წე­რის­გან და­ში­ნე­ბუ­ლი. მის სა­სიკ­ვ­დი­ლო სა­რე­ცელ­თან:

“მრის­ხა­ნე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბი­დან, ძა­ლი­სა და მღელ­ვა­რე­ბის­გან კვა­ლიც არ დარ­ჩა – მი­სი ხე­ლე­ბის გარ­და. ხე­ლე­ბი კი – კვლა­ვაც — ქვის­მ­თ­ლე­ლის გი­გან­ტუ­რი ხე­ლე­ბი იყო – ძვე­ლე­ბუ­რად ძლი­ე­რი, და­ძარ­ღ­ვუ­ლი და ბალ­ნი­ა­ნი და ახ­ლა შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბელ კონ­ტ­რასტს ქმნი­და – საფ­რ­თხო­ბე­ლას მომ­ჩ­ვა­რულ სხე­ულ­ზე დაკ­რე­ფი­ლი”.

 

რო­დე­საც მა­მის წარ­მო­მავ­ლო­ბა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია და უმ­ჯო­ბე­სი­ცაა – ჩრდილ­ში დარ­ჩეს, სამ­ხ­რეთ­ში (და ალ­ბათ, ყველ­გან) მთე­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თი ტვირ­თი დე­და­ზე გა­და­დის-ხოლ­მე. ელ­ი­ზა გან­ტის ნამ­დ­ვი­ლი გვა­რი უეს­ტო­ლი იყო. რო­მა­ნებ­ში ეს გვა­რი პენ­ტოლ­დად არ­ის მო­ცე­მუ­ლი. მა­მა­მი­სი მა­ი­ო­რი პენ­ტოლ­დი იყო. “პენ­ტოლ­დე­ბის ოჯ­ა­ხი ნე­ბის­მი­ე­რი მკვიდ­რი ოჯ­ა­ხი­ვით ძვე­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის ღა­რი­ბი იყო და არ­ის­ტოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ას არ აც­ხა­დებ­და”.

ელ­ი­ზა გან­ტი – ნა­წარ­მო­ე­ბებ­შიც და ცხოვ­რე­ბა­შიც – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფე­ნო­მე­ნია. ის სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ის წინ და­ი­ბა­და და თან დაჰ­ყ­ვა საქ­მი­ა­ნი ქა­ლის ყვე­ლა თვი­სე­ბა, რო­გორც ვთქვათ, ზო­გი­ერთ გო­გოს სი­ლა­მა­ზე დაჰ­ყ­ვე­ბა ხოლ­მე. სა­კუთ­რე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა – მი­სი მო­წო­დე­ბა იყო. ქმრის საქ­მი­ა­ნო­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყ­უ­რებ­და: სიკ­ვ­დილ­ში ფუ­ლი არ არ­ის, ხალ­ხი ძა­ლი­ან ნე­ლა იხ­ო­ცე­ბაო. 1904 წელს ელ­ი­ზა ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად სენტ ლუ­ის­ში გა­ემ­გ­ზავ­რა და იქ სცა­და ბიზ­ნე­სის წა­მოწყე­ბა, მაგ­რამ უშ­ე­დე­გოდ და ის­ევ ეშ­ვილ­ში დაბ­რუნ­და (ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ქა­ლაქს – ალ­ტა­მონ­დი ჰქვია) და “დიქ­სი­ლენ­დი” იყ­ი­და, რომ­ლის შე­ხუ­თუ­ლი ჰა­ე­რიც ბავ­შ­ვებს მცე­ნა­რე­ე­ბი­ვით აჭკ­ნობ­და; მაგ­რამ არა თვი­თონ ლუ­ი­ზას – სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე­სა და მე­ნე­ჯერს:

“დიქ­სი­ლენ­დი” დი­დი, უბ­რა­ლო კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ის სახ­ლი იყო – თვრა­მე­ტი-ოცი მა­ღალ­ჭე­რი­ა­ნი ოთ­ა­ხით. და­უ­გეგ­მა­ვი შე­ნო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და და ჭუჭყი­ან ყვით­ლად იყო შე­ღე­ბი­ლი… ზამ­თ­რო­ბით ქა­რი ზუ­ზუ­ნებ­და მის ღრი­ჭო­ებ­ში… ოთ­ა­ხე­ბი პა­ტა­რა ბუხ­რე­ბით თბე­ბო­და და რო­დე­საც შე­შას შე­უ­კე­თებ­დ­ნენ, ქვე­მო სარ­თუ­ლე­ბი ჭვარ­ტ­ლით, ხო­ლო ზე­მო სარ­თუ­ლე­ბი – კვამ­ლით ივ­სე­ბო­და”.

ამ აჩ­ონ­ჩხილ “სის­ხ­ლი­ან თავ­ლას”, რო­გორც მას მა­მა უწ­ო­დებ­და – ელ­ი­ზა თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­თა და მომ­ჭირ­ნე­ო­ბით მარ­თავ­და. ძუნ­წი ბუ­ნე­ბა ჰქონ­და და დამ­ხ­მა­რედ ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი არ აჰ­ყავ­და. უკ­ე­თეს ოთ­ა­ხებს კარ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ აბ­რა: “არა სნე­ულ­თათ­ვის”, მაგ­რამ “დიქ­სი­ლენ­დის” კა­რი ყვე­ლას­თ­ვის ღია იყო. კლი­ენ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­შინ­ლად ახ­ვე­ლებ­და, დი­ა­სახ­ლი­სი ამ­ბობ­და – უბ­რა­ლოდ, ბრონ­ქე­ბი აწ­უ­ხებ­სო; სა­ეჭ­ვო ყო­ფაქ­ცე­ვის გო­გო­ებს ის გარ­თო­ბის­მოყ­ვა­რე სა­სი­ა­მოვ­ნო ახ­ალ­გაზ­რ­და ქა­ლებს უწ­ო­დებ­და. კლი­ენ­ტე­ბის წას­ვ­ლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სა­დი­ლის ნარ­ჩე­ნებს ჭამ­დ­ნენ და სხვე­ნის ოთ­ა­ხებ­ში ეძ­ი­ნათ. ავ­ად­მ­ყო­ფი მა­მა ძველ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და და თა­ვის ქა­ლიშ­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც უვ­ლიდ­ნენ, ბუზ­ღუ­ნით მოძღ­ვ­რავ­და. იმ დროს პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში ეკ­ლე­სი­ას უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი ეკ­ა­ვა. ვულ­ფე­ბი პრეს­ბუ­ტე­რი­ა­ნე­ლე­ბი იყვ­ნენ – ად­გი­ლობ­რივ მორ­წ­მუ­ნე­თა სა­შუ­ა­ლო ჯგუფს ეკ­უთ­ვ­ნოდ­ნენ. ის­ი­ნი ქედს უხ­რიდ­ნენ უფ­რო მდი­დარ ეპ­ის­კო­პა­ლი­ნებს, მოწყა­ლე­ბის თვა­ლით უყ­უ­რებ­დ­ნენ მე­თო­დის­ტებს, ხო­ლო ბაპ­ტის­ტებს ცხვირს უბ­ზეკ­დ­ნენ; თუმ­ცა – ვულ­ფე­ბის ოჯ­ა­ხი ეკ­ლე­სი­ა­ში არც თუ მა­ინ­ც­და­მა­ინც ხში­რად და­დი­ო­და. “სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სო”-ში გან­ტე­ბი ეშ­ვი­ლის შუ­ა­გულ­ში ტყის პა­ტა­რა ნაკ­ვეთს ფლობ­დ­ნენ და ჯგუ­ფუ­რად ცხოვ­რობ­დ­ნენ.

თო­მას ვულ­ფ­მა, რო­მელ­მაც იუჯ­ინ გან­ტი და­ირ­ქ­ვა, უღ­რა­ნი ტყი­დან გა­მო­აღ­წია და გა­სა­ო­ცარ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წია: იმ­დენს კითხუ­ლობ­და და სწავ­ლობ­და, რომ ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, იოლ­ად მი­იპყ­რო სა­ჯა­რო სკო­ლი ინგ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლის ყუ­რად­ღე­ბა (ინგ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: ამ­ე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში ის არ­ა­ერ­თხელ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რო­გორც მი­თი­უ­რი ქმნი­ლე­ბა, საბ­რა­ლო ობ­ლე­ბის­თ­ვის გზის გამ­კ­ვა­ლა­ვი). ქა­ლაქ­ში კერ­ძო სკო­ლა გა­იხ­ს­ნა და ვულ­ფიც იქ ჩა­რიცხეს. გა­და­სა­ხა­დის ხსე­ნე­ბამ ოჯ­ახ­ში ნამ­დ­ვი­ლი ჭე­ქა-ქუ­ხი­ლი ატ­ე­ხა, მაგ­რამ ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი თო­მა­სის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დაწყ­და. ახ­ა­ლი სკო­ლა, სა­დაც ლა­თი­ნურს, შექ­ს­პირს, კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რას სწავ­ლობ­და, ვულ­ფ­მა წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა. აქ­ე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ის მხო­ლოდ წინ და ზე­მოთ მი­ი­წევს. ოჯ­ახ­ში მის კო­ლეჯ­ში გაგ­ზავ­ნა­ზე და­თან­ხ­მ­დ­ნენ. აქ­ე­დან ვულ­ფი პრინ­ს­ტონ­ში ან ვირ­ჯი­ნი­ის უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ დე­დის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით, სწავ­ლას ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში აგრ­ძე­ლებს. და აი, “სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სო”-ს ფი­ნალ­ში ვულ­ფი ჰარ­ვარ­დ­ში წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბა. ამ­ის შე­სა­ხებ უკ­ვე შემ­დეგ რო­მან­ში – “დრო­ი­სა და მდი­ნა­რის შე­სა­ხებ” გვი­ამ­ბობს.

რო­ცა “სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სო” გა­მოქ­ვეყ­ნ­და, ვულ­ფი ოც­დაცხ­რა წლის იყო. ჰარ­ვარ­დ­ში იმ რწმე­ნით წა­ვი­და, რომ დრა­მა­ტურ­გი გახ­დე­ბო­და, მაგ­რამ მის პი­ე­სებს მო­წო­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რი­ან. თვი­თონ “სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სოს” და­ბეჭ­დ­ვა­ზეც სამ­მა გა­მომ­ცე­მელ­მა თქვა უარი და ბო­ლოს წიგ­ნი “სქრიბ­ნერს”-ში მოხ­ვ­და. აქ ნა­წარ­მო­ებ­მა ინ­ტე­რეს­თან ერ­თად პრობ­ლე­მე­ბიც აღძ­რა – “სი­დი­დე­სა და სხვა ნი­უ­ან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით”. რო­გორც აღვ­ნიშ­ნეთ, ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას, ტექ­ს­ტის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და გა­მო­ცე­მას საკ­მა­ოდ დი­დი დრო დას­ჭირ­და და ამ პე­რი­ოდ­ში მაქ­სუ­ელ პერ­კინ­სის ვულ­ფ­თან მე­გობ­რო­ბი­სა და პა­ექ­რო­ბის შე­სა­ხებ გა­ცი­ლე­ბით მე­ტია და­წე­რი­ლი, ვიდ­რე იგ­ი­ვე გა­მომ­ცემ­ლის – ფიც­ჯე­რალ­დ­თან და ჰე­მინ­გუ­ე­ის­თან პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის თა­ო­ბა­ზე.

ფრა­ზა “ო, და­კარ­გუ­ლო” – ვულ­ფის რო­მა­ნის ყვე­ლა პერ­სო­ნაჟ­სა და სა­ხეს ეძღ­ვ­ნე­ბა. მთლი­ა­ნად კი – ეს არ­ის წიგ­ნი იუჯ­ინ გან­ტის, მთი­დან ჩა­მო­სუ­ლი გა­უთ­ლე­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც:

“სრულ სი­მარ­ტო­ვეს ესწ­რაფ­ვო­და. მის ბნელ წარ­მო­სახ­ვა­ში ზღვე­ბის, მი­წის ქვეშ პირ­ქუ­ში ცი­ხე-კოშ­კე­ბის, ელ­ფე­ბის სა­მე­ფო­ე­ბი ჩა­მარ­ხუ­ლი­ყო… აქ იგი “ცის­ტერ­ნე­ბი­დან” ის­უნ­თ­ქავ­და ჟან­გ­ბადს, მთის ფერ­დის ღრი­ჭო­დან უთ­ვალ­თ­ვა­ლებ­და ქა­რი­ან გზებს, რომ­ლებ­ზეც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კა­ცე­ბი მის კვალს და­ე­ძებ­დ­ნენ… მი­წის­ქ­ვე­შა ტბებ­ში მსუ­ქან თევ­ზებს და­ი­ჭერ­და; მი­წის ვე­ე­ბერ­თე­ლა ქვევ­რე­ბი ღვი­ნით ექ­ნე­ბო­და ამ­ოვ­სე­ბუ­ლი… ის მსოფ­ლი­ოს მოს­ტა­ცებ­და უთ­ვა­ლავ სა­გან­ძურს, ულ­ა­მა­ზე­სი ქა­ლე­ბის ჩათ­ვ­ლით და მის სამ­ყო­ფელს ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ვინ მი­აგ­ნებ­და”.

თო­მას ვულ­ფი მო­ხე­ტი­ა­ლე რა­ინ­დია, რო­მელ­საც სდევ­ნი­ან, ის კი – თა­ვის მი­წის­ქ­ვე­შა სამ­ყა­რო­ში მშვი­დად მი­ე­ცე­მა გან­ცხ­რო­მას. ად­რე­უ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვულ­ფი თა­ვის ყო­ველ ნა­ბიჯს, ფან­ტა­ზი­ას­თან შე­ზა­ვე­ბულს, წიგ­ნებ­ში ას­ახ­ვას. თუმ­ცა, ამ წიგ­ნებ­ში სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბიც უხ­ვად არ­ი­ან, – ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც მის წარ­მო­სახ­ვას აღ­აგ­ზ­ნებს: სკო­ლის მე­პატ­რო­ნე, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ჩე­პელ­პილ­ში ლო­თო­ბის ღა­მე­ე­ბი, “დიქ­სი­ლენ­დის” მდგმუ­რე­ბი, მი­სი და-ძმე­ბი, მა­თი მე­უღ­ლე­ე­ბი, გაც­რუ­ე­ბუ­ლი იმ­ე­დე­ბი, ავ­ად­მ­ყო­ფო­ბე­ბი და სა­სიკ­ვ­დი­ლო სა­რეც­ლე­ბი.

იუჯ­ინ გან­ტის გარ­შე­მო ერთ­მა­ნეთს ებრ­ძ­ვი­ან ცხოვ­რე­ბის წუ­თი­ე­რე­ბა და სი­ცოცხ­ლით გა­უ­მაძღა­რი ხალ­ხი. თვი­თონ კი იგი გი­გან­ტურ, აბს­ტ­რაქ­ტულ გმი­რად ქცე­უ­ლა:

“ის გრძნობ­და, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს – კეთ­რო­ვა­ნის რა სა­მარ­ცხ­ვი­ნო და­ღიც არ უნ­და დაჰ­ქონ­დეს ხორ­ცით, მას­ში არ­ის სი­ჯან­სა­ღე, სხვა­თა წარ­მო­სახ­ვის უნ­არს რომ აღ­ე­მა­ტე­ბა – რა­ღაც ცეცხ­ლო­ვა­ნი და სას­ტი­კად დაჭ­რი­ლი, მაგ­რამ ცოცხა­ლი, რო­მელ­საც ვერ ჩა­ძი­რავს მდი­ნა­რის ეს სა­ში­ნე­ლი დი­ნე­ბა; რა­ღაც სა­სო­წარ­მ­კ­ვე­თი და ულ­მო­ბე­ლი, რომ­ლის მიღ­მაც ფა­რუ­ლი, ენ­ით უთქ­მე­ლი ვნე­ბე­ბი იმ­ა­ლე­ბა და რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ამა სოფ­ლის ყვე­ლა ტრა­გი­კულ მკვიდრს”.

“სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სო” ვულ­ფ­მა მა­შინ შექ­მ­ნა, რო­ცა ჰარ­ვარ­დ­ში უკ­ვე და­ცუ­ლი ჰქონ­და მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხი და პრო­ფე­სო­რე­ბის – ბე­ი­კე­რი­სა და ლო­უ­ე­სის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ვულ­ფ­მა ნიუ-იორ­კის უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ლეჯ­ში ინგ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლად და­იწყო მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის და­სას­რულს “ღა­რი­ბი ბი­ჭი” კვლავ სა­მოგ­ზა­უ­როდ გა­ე­შუ­რა: რო­გორ­ღაც დე­და­მისს სა­მოგ­ზა­უ­როდ ფუ­ლი გა­მოს­ძა­ლა. და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წე­ლი­წად­ში ინგ­ლი­სი, საფ­რან­გე­თი, იტ­ა­ლია, შვე­ი­ცა­რია შე­მო­ი­ა­რა და დრო­ის ეს მო­ნაკ­ვე­თი შემ­დეგ მის წიგ­ნად იქ­ცა “დრო­ი­სა და მდი­ნა­რის შე­სა­ხებ”. ში­ნის­კენ მი­მა­ვალ გემ­ზე ვულ­ფი შეხ­ვ­და ელ­ინ ბერ­ნ­ს­ტა­ინს, ნიუ-იორ­კელ, საკ­მა­ოდ ცნო­ბილ სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნერს. ამ ქალ­ბა­ტონ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ “კლდე და ქსელ­ში” ამ­ო­ი­კითხა. ბერ­ნ­ს­ტა­ი­ნის დახ­მა­რე­ბით ვულ­ფ­მა პი­ე­სე­ბის დად­გ­მა ხე­ლახ­ლა სცა­და; შემ­დე­გი ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლობ­და; მე­რე კვლავ საზ­ღ­ვარ­გა­რეთ იმ­ოგ­ზა­უ­რა და ამ­ჯე­რად მოგ­ზა­უ­რო­ბის ხარ­ჯე­ბი ელ­ინ­მა და­ფა­რა. და ბო­ლოს, და­იწყო “სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სო”-ს წე­რა. წიგ­ნი “სქრიბ­ნერს”-მა მი­ი­ღო და წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით გა­ტან­ჯუ­ლი ავ­ტო­რი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით და­თან­ხ­მ­და ნა­წარ­მო­ე­ბის შეკ­ვე­ცას. თუმ­ცა, ეს ყო­ვე­ლი­ვე გა­მომ­ცემ­ლო­ბის ის­ტო­რი­ა­ში სის­ხ­ლი­ან ფურ­ც­ლად უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს.

ამ პე­რი­ოდ­ში ვულ­ფის შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის ნა­წარ­მო­ებ­მა – “ბას­კომ ჰა­უ­კის პორ­ტ­რე­ტი” Scribner‘sMagazine-ის კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა და 5000-დო­ლა­რი­ა­ნი პრე­მია მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა ვულ­ფის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რას, “ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ფიქ­რობ­და, რომ ის მსა­ხი­ობს ჰგავ­და და ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი ფიქ­რობ­და, რომ ის მას­წავ­ლე­ბელს ჰგავ­და”. ლექ­ცი­ე­ბის დროს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­ურ­თავ­და ხოლ­მე თა­ვი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სუ­რა­თებს. ხო­ლო თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ვულ­ფი, მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და სწავ­ლი­სა, კვლა­ვაც სოფ­ლელ ბი­ჭად რჩე­ბა და გა­ნაგ­რ­ძობს სამ­ყა­როს­თან სა­კუ­თა­რი ბავ­შ­ვო­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი პრინ­ცი­პე­ბით ბრძო­ლას.

900-გვერ­დი­ა­ნი “დრო­ი­სა და მდი­ნა­რის შე­სა­ხებ”, რო­მე­ლიც “სქრიბ­ნერ­ს­ში” ას­ე­ვე შეკ­ვე­ცეს, კვლავ და­მატყ­ვე­ვე­ბე­ლი, ნი­აღ­ვ­რად მომ­ს­კ­და­რი ნი­ჭი­თაა შეთხ­ზუ­ლი. ამ წიგ­ნ­შიც ყვე­ლა­ფე­რი გი­გან­ტუ­რია. წარ­მო­სახ­ვა­ში მწე­რა­ლი. “ას­ო­ბით ქუ­ჩას შე­მო­ივ­ლი­და, მი­ლი­ო­ნო­ბით ად­ა­მი­ა­ნის სა­ხეს შე­ხე­დავ­და, წარ­მო­იდ­გენ­და მდი­ნა­რე­ებს, მინ­დ­ვ­რებს, მთებს; ათი ათ­ა­სო­ბით მძი­ნა­რე ქა­ლაქს; ის­ე­თი გრძნო­ბა ჰქონ­და, თით­ქოს ყვე­ლა­ფერს თა­ნად­რო­უ­ლად ხე­დავ­და”. ეს არ­ის გა­მოც­დი­ლე­ბის, ახ­ალ­გაზ­რ­დუ­ლი მღელ­ვა­რე­ბი­სა და ენ­ის საზ­ღ­ვ­რებ­თან და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის ნა­კა­დი. თვი­თონ 60.000-ტო­ნი­ა­ნი, ში­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გე­მიც სიზ­მ­რი­სე­ულ მოჩ­ვე­ნე­ბას ჰგავს, რო­მელ­საც სი­ლუ­ეტს სიტყ­ვე­ბი ან­ი­ჭე­ბენ: “ის შო­რი­დან იწ­ოვს კონ­ტი­ნენ­ტებს, ზღვა­სა და მი­წას შთან­თ­ქავს, უც­ხო სამ­ყა­რო­დან შე­მო­სუ­ლი­ვით მო­ცუ­რავს, ირ­წე­ვა და ელ­ავს ევ­რო­პის ნა­ზი, სვე­ლი ცის სა­ფარ­ველ­ქ­ვეშ”.

“დრო­ი­სა და მდი­ნა­რის შე­სა­ხებ” გვი­ამ­ბობს საზ­ღ­ვარ­გა­რეთ ახ­ა­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის, სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სე­ბის, ელ­ინ ბერ­ნ­ს­ტა­ინ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლი­სა და “სქრიბ­ნერ­ს­თან” გან­ხეთ­ქი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ეს იყო ბო­ლო სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ვულ­ფის სი­ცოცხ­ლე­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და. “კლდე და ქსე­ლი” და “შინ ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბი” “ჰარ­პე­რის” მი­ერ ედ­უ­არდ ეს­ვი­ლის გა­რე­დაქ­ტი­რე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რი­დან გა­მო­ი­ცა. “სქრიბ­ნერ­ს­თან” და მაქ­ს­ველ პერ­კინ­ს­თან გან­ხეთ­ქი­ლე­ბა ჩახ­ლარ­თუ­ლი, და­ძა­ბუ­ლი ემ­ო­ცი­ე­ბი­სა და ვი­თა­რე­ბის შე­დე­გია: ვულფს მომ­დევ­ნო წიგ­ნე­ბი­სათ­ვის კონ­ტ­რაქ­ტი არ გა­უ­ფორ­მეს, არც თუ ხელ­საყ­რე­ლი ფი­ნან­სუ­რი პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზეს და მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ის გუ­ლის­დაწყ­ვე­ტა უნ­და იყ­ოს, რო­მე­ლიც ვულ­ფ­მა ჭო­რე­ბის გა­მო გა­ნი­ცა­და. ამ ჭო­რე­ბის მი­ხედ­ვით პერ­კინ­სი მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის თა­ნა­ავ­ტო­რი თუ არა, ის პი­როვ­ნე­ბა მა­ინც იყო, ვინც ქა­ო­სუ­რი, გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი ფურ­ც­ლე­ბი წიგ­ნად მო­ა­წეს­რი­გა. “სახლს მო­ხე­დე, ან­გე­ლო­სოს” ორ­ი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სი­ის, “ო, და­კარ­გუ­ლოს” წი­ნამ­დე­ბა­რე გა­მო­ცე­მა ცხად­ყოფს, რომ ერ­თა­დერ­თი, რაც მას შე­ეძ­ლო – თერ­ძი­ვით წიგ­ნის სა­კუ­თარ თარ­გ­ზე გა­მოჭ­რა იყო.

“კლდე და ქსე­ლი” და “შინ ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბი” – თი­თო­ე­უ­ლი 700-გვერ­დი­ან წიგ­ნად “ჰარ­პე­რის” მი­ერ ედ­ვარდ ეს­ვი­ლის რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­ი­ცა. მათ­ში მთხრო­ბე­ლის სა­ხე ვულ­ფ­მა იუჯ­ინ გან­ტის მა­გივ­რად ჯორჯ ვე­ბე­რად შეც­ვა­ლა, რად­გან გა­მომ­ცემ­ლე­ბი და მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი გა­მუდ­მებტთ აკ­რი­ტი­კებ­დ­ნენ მის წიგ­ნებს “ზედ­მე­ტი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლო­ბის გა­მო”… მოგ­ვი­ა­ნე­ბით პერ­კინ­ს­მა ამ ცვლი­ლე­ბას “სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა” უწ­ო­და.

წიგ­ნ­ში “კლდე და ქსე­ლი” ეს­ვილ­მაც სა­კუ­თა­რი ჩა­ნარ­თე­ბი გა­ა­კე­თა. ეპ­ი­ლო­გად ჩა­ა­მა­ტა ვულ­ფის და­უმ­თავ­რე­ბე­ლი და გა­უგ­ზავ­ნე­ლი წე­რი­ლი. ხო­ლო მე­ო­რე ნა­წარ­მო­ებ­ში – “შინ ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბი” – რენ­დი შე­პერ­ტა­ი­ნის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნა­ჟი მთლი­ა­ნად ეს­ვი­ლის წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფია. რო­გორც ვულ­ფის ბი­ოგ­რა­ფი წერს: “ეს­ვი­ლის ჩა­რე­ვამ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა ვულ­ფის ტექ­ს­ტის მთლი­ა­ნო­ბა. არ­ა­თუ სა­ჭი­რო, ეს ჩა­რე­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც მი­უ­ღე­ბე­ლი იყო”.

“კლდე და ქსე­ლი” ვულ­ფის მი­ერ სა­გა­მომ­ცემ­ლო და კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის თა­ვი­დან აც­ი­ლე­ბის მცდე­ლო­ბაა. წიგ­ნი შე­ნიღ­ბუ­ლია გულ­გ­რი­ლი თხრო­ბი­თი ფორ­მით. აქ ჯორჯ ვე­ბერს ახ­ალ­გაზ­რ­დო­ბა­ში “ბერს” უწ­ო­დე­ბენ, მას ახ­ა­ლი ოჯ­ა­ხი ჰყავს – ჯო­ი­ნე­რე­ბის გვა­რის, რი­თაც წი­ნა წიგ­ნებ­ში მო­ცე­მუ­ლი ელ­ი­ზა გან­ტის გვა­რი ჩა­ნაც­ვ­ლ­და. ამ წიგ­ნ­ში იუჯ­ინ გან­ტი ჯორ­ჯად, დე­დი­სერ­თად იქ­ცა. დე­დის და­ღუპ­ვის შემ­დეგ იგი საცხოვ­რებ­ლად ჯო­ი­ნე­რებ­თან გა­და­დის. ზრდის დე­ი­და მაუ, ში­ნა­ბე­რა, “და­ჟან­გუ­ლი იღბ­ლის გვირ­გ­ვი­ნო­სა­ნი”. შეც­ვ­ლი­ლია სკო­ლის სა­ხე­ლიც, ბევ­რი რა­მე გა­მო­გო­ნი­ლია, მაგ­რამ იუჯ­ინ განტ-ვე­ბე­რის ახ­ი­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი უცვ­ლე­ლია – იგი ცდი­ლობს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი აღ­ბეჭ­დოს.

მწერ­ლის უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი წიგ­ნე­ბი “კლდე და ქსე­ლი” და “შინ ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბი” ვულ­ფის სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს. ელ­ინ ბერ­ნ­ს­ტა­ინს ვულ­ფი ევ­რო­პი­დან შინ მი­მა­ვალ გემ­ზე და­შორ­და. ვულ­ფ­მა ქალს წე­რი­ლი მის­წე­რა, რო­მელ­შიც შეხ­ვედ­რას სთხო­და და ელ­ი­ნი და­თან­ხ­მ­და. ბერ­ნ­ს­ტა­ი­ნი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის, ჯო­ზეფ ფრან­კა­უს ქა­ლიშ­ვი­ლი იყო; კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნე­რის მშვე­ნი­ე­რი კა­რი­ე­რა ჰქონ­და, გათხო­ვი­ლი იყო მდი­დარ ბიზ­ნეს­მენ­ზე, ჰყავ­და ორი შვი­ლი, იყო თო­მას ვულ­ფ­ზე თვრა­მე­ტი წლით უფ­რო­სი და ებ­რა­ე­ლი. რო­მა­ნებ­ში ის ეს­თერ ჯე­კის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი და ვულ­ფის­თ­ვის იგი: “მსოფ­ლი­ო­ში ულ­ა­მა­ზეს ქა­ლად იქ­ცა… ქმნი­ლე­ბად, რომ­ლის სა­ხეს­თან ერ­თა­დაც იგი წლე­ბის მან­ძილ­ზე იხ­ე­ტი­ა­ლებ­და ხალ­ხით გა­და­ჭე­დილ ქუ­ჩებ­ში”.

ის­ი­ნი მან­ჰე­ტენ­ში თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნა­ზე მი­დი­ან და ვულფს, ჯერ კი­დევ იმ­ე­დით აღ­სავ­სე დრა­მა­ტურგს, სა­ბო­ლო­ოდ იპყ­რობს აუდ­ი­ტო­რი­ის ზიზ­ღი. ეს გა­დაპ­რან­ჭუ­ლი ხალ­ხი უეც­რად მის მტრად იქ­ცე­ვა და “მზად არ­ი­ან მთლი­ა­ნად ამ­ოთხა­რონ, გა­ა­პარ­ტა­ხონ მი­სი ნა­წე­რე­ბი, თუ­კი ამ­ის უფ­ლე­ბას მის­ცემს”. ნიუ-იორკ­ში ვულფს ხში­რად იპყ­რობს დეპ­რე­სია. მი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი ქმნი­ლე­ბაა, “თით­ქოს სრუ­ლი­ად სხვა, უბ­რა­ლო სი­ხა­რუ­ლის, სიტ­კ­ბო­ე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ო­ბის სამ­ყა­როს ეკ­უთ­ვ­ნო­დეს”.

ეს­თერ ჯე­კი მხი­ა­რუ­ლი, ენ­ერ­გი­უ­ლი და ერთ­გუ­ლი “ტყვეა სიყ­ვა­რუ­ლი­სა”. ჯორჯ ვე­ბე­რის საცხოვ­რე­ბე­ლი ჭუჭყი­ა­ნი და ნეს­ტი­ა­ნია. ქა­ლი მის­თ­ვის მშვე­ნი­ერ ბი­ნას ქი­რა­ობს და თა­ვი­სი სახ­ლი­დან მო­ტა­ნი­ლი ავ­ე­ჯით აწ­ყობს. ჯორ­ჯის­თ­ვის, ფერ­მე­რის ცო­ლი­ვით დი­დე­ბულ კერ­ძებს ამ­ზა­დებს, თან ცნო­ბი­ლი ად­ა­მი­ა­ნე­ბი­სა და მდიდ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბობს. ჯორ­ჯი კი, მას რომ უს­მენს, იმ­ა­ზე ფიქ­რობს, რომ ეს­თერს “შე­უძ­ლია, ყო­ვე­ლი­ვე ამ­ის ნა­წი­ლი იყ­ოს”, მა­შინ რო­ცა – “მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი ჭუჭყ­სა და ნა­გავ­ში ცხოვ­რობს”. ეს ფიქ­რი აეკ­ვი­ა­ტე­ბა, აც­ო­ფებს და ხან­და­ხან მი­უბ­რუნ­დე­ბა ქალს, მწა­რე ბრალ­დე­ბე­ბით, უხ­ე­ში სიტყ­ვე­ბით ლან­ძღავს; აგ­ი­ნებს “მთელ ამ მი­ლი­ო­ნე­რი ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და დახ­ვე­წი­ლი ეს­თე­ტი­კო­სე­ბის ბრბოს, რომ­ლებ­საც იგი ეზ­იზ­ღე­ბათ”. ქა­ლი პა­სუ­ხობს: “მათ არც უყ­ვარ­ხარ და არც სძულ­ხარ. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას შენს შე­სა­ხებ არც სმე­ნია”. ამ ად­ა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა წყდე­ბა და ჯორ­ჯი საზ­ღ­ვარ­გა­რეთ თა­ვის მეშ­ვი­დე მოგ­ზა­უ­რო­ბას იწ­ყებს. მი­უნ­ჰენ­ში, სიმ­თ­ვ­რა­ლე­ში ატ­ე­ხი­ლი ჩხუ­ბის შე­დე­გად სა­შინ­ლად არ­ის ნა­ცე­მი.

“შინ ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბი” კვლავ ეს­თერ ჯეკს უბ­რუნ­დე­ბა. წიგ­ნი უც­ნა­უ­რი სუ­რა­თით იწ­ყე­ბა – ვულ­ფის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ქმრის, მის­ტერ ჯე­კის აღ­წე­რით. კა­ცი 1929 წლის სა­ბირ­ჟო კრი­ზი­სამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე თა­ვის მდიდ­რულ ბი­ნა­ში, პარკ ავ­ე­ნი­უ­ზე იღ­ვი­ძებს. აბ­ა­ზა­ნა, სა­დაც მის­ტერ ჯე­კი პირს იპ­არ­სავს, სავ­სეა ათ­ას­გ­ვა­რი ოდ­ე­კო­ლო­ნე­ბი­სა და კრე­მე­ბის კო­ლო­ფე­ბით… შემ­დეგ ის დი­ლის ვარ­ჯიშს ას­რუ­ლებს…” და ა.შ. ეს არ­ის პორ­ტ­რე­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა, რო­მელ­საც მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მყა­რი ად­გი­ლი უკ­ა­ვია, “ბუ­ნე­ბით დინ­ჯი და მე­გობ­რე­ბის­თ­ვის საკ­მა­ოდ გუ­ლუხ­ვი კა­ცია. ვულ­ფის ში­ნა­გან სამ­ყა­როს კი, მის “სტრი­ქო­ნე­ბით მო­წამ­ლულ” ღა­მე­ებს სრუ­ლი­ად კონ­ტ­რას­ტუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი გა­უ­ჩა­ღე­ბია ყო­ველ­გ­ვარ კომ­ფორ­ტ­თან და ძა­ლა­უფ­ლე­ბას­თან. ის წერს მდიდ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, სა­დაც, ხან­ძ­რის დროს მდი­და­რი, მო­ხუ­ცი ქა­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად ლიფ­ტი­ო­რე­ბი იღ­უ­პე­ბი­ან. ჯორ­ჯის­თ­ვის ეს კვლა­ვაც იმ­ის შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, “რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის მთე­ლი ეს ფუ­ტუ­რო პი­რა­მი­და – უბ­რა­ლო ად­ა­მი­ა­ნე­ბის სისხლს, ოფლ­სა და ტან­ჯ­ვას ემ­ყა­რე­ბა”. ეს მი­სი ეს­თე­რი ჯეკ­თან გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია.

ელ­ინ ბერ­ნ­ს­ტა­ი­ნი ვულფს ებ­ღა­უ­ჭე­ბა. თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით იმ­უქ­რე­ბა, ამ­ბობს, რომ მა­თი სიყ­ვა­რუ­ლის და­სას­რუ­ლი მაქ­სუ­ელ პერ­კინ­სის ბრა­ლია. წიგ­ნის მი­ხედ­ვი­თაც, ჯორჯ ვე­ბერს უბ­ე­დუ­რე­ბა მო­აქვს ეს­თერ ჯე­კის­თ­ვის, მაგ­რამ ქა­ლი მა­ინც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია, რად­გან ის არ­ის კა­ცის ბედ­ნი­ე­რე­ბის, რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის, ნარ­ცი­სო­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი წუ­თე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი.

ელ­ინ ბერ­ნ­ს­ტა­ი­ნის სიყ­ვა­რულ­მა და ვულ­ფის სტუ­დენ­ტი­სა და შემ­დეგ – მე­გობ­რის, ებ­რა­ე­ლი აბ­რა­ჰა­მის სა­ხემ მის ნა­წე­რებ­ში ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი შე­მო­ი­ტა­ნა. არ­ა­და, მა­ნამ­დე ვულ­ფი ისე უყ­უ­რებ­და ებ­რა­ე­ლებს, რო­გორც ნამ­დ­ვილ საფ­რ­თხეს – მა­შინ­დელ ამ­ე­რი­კა­ში ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და ვაჭ­რო­ბას რომ მთლი­ა­ნად აკ­ონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ.

და ის­ევ – ვულ­ფი და­უს­რუ­ლებ­ლად უბ­რუნ­დე­ბა მშობ­ლი­ურ სამ­ხ­რეთს; მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა თევ­ზის ლა­ყუ­ჩი­ვი­თაა, გზა­დაგ­ზა რომ ყლა­პავს მის ოჯ­ახს, ქუ­ჩებს, მო­ქა­ლა­ქე­ებს, ომ­ის, ბრძო­ლე­ბის, სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თ­ლო­ე­ბის სუ­რა­თებს, ევ­რო­პას, ამ­ე­რი­კას, ის მე­ტის­მე­ტად ბევრ, გი­გან­ტურ რაფ­სო­დი­ას, ნა­კადს მო­ი­ცავს, მკითხ­ველს მრა­ვალ ახ­ი­რე­ბას სთა­ვა­ზობს. მთვრა­ლი წიგ­ნე­ბი აქვს, ზუს­ტად ის­ე­თი, თვი­თონ რომ და­ე­ხე­ტე­ბო­და შუ­ა­ღა­მის ქა­ლაქ­ში. და მა­ინც, მი­სი წიგ­ნე­ბი გვატყ­ვე­ვე­ბენ, რად­გან ის­ი­ნი და­წე­რი­ლია მდი­და­რი, ნა­ყო­ფი­ე­რი ენ­ით, უეც­ა­რი, ბრწყინ­ვა­ლე სა­ხე­ე­ბით, უჩ­ვე­უ­ლო უნ­ა­რით – გზად შემ­ხ­ვედ­რი ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი – სიტყ­ვე­ბად აქ­ცი­ოს.

© ”არილი”

Facebook Comments Box