• ესე (თარგმანი)

    პოლ ვალერი – ვიიონი და ვერლე­ნი

    ­­­­

    (ნაწილი I )

    ­­­­­­­­­ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერ­მა

    თით­ქოს­და იმ­ა­ზე ად­ვი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი არ­ა­ფე­რია, ვიდ­რე გვერ­დიგ­ვერდ და­ა­ყე­ნო ფრან­სუა ვი­ი­ო­ნი­სა და პოლ ვერ­ლე­ნის სა­ხე­ლე­ბი. ის­ტო­რი­უ­ლი, ანუ წარ­მო­სახ­ვი­თი პა­რა­ლე­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მკითხ­ვე­ლი იოლ­ად აღ­მო­ა­ჩენს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­როს ამ ორ ფი­გუ­რას შო­რის მსგავ­სე­ბას. ორ­ი­ვე სა­უცხოო პო­ე­ტია, ორ­ი­ვე – ცნო­ბი­ლი უწ­ე­სოა, ორ­ი­ვე თა­ვის ლექ­სებ­ში უაღ­რე­სად ღვთის­მო­სავ გრძნო­ბებს უხ­ა­მებს ფრი­ად თა­ვი­სუ­ფალ შე­ნიშ­ვ­ნებ­სა და ხა­სი­ა­თებს, და ამ ერ­თი ტო­ნა­ლო­ბი­დან მე­ო­რე­ში უჩ­ვე­უ­ლო სიმ­სუ­ბუ­ქით გა­და­დის; ორ­ი­ვე უზ­ა­დოდ ფლობს ლექ­ს­წყო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას და თა­ვი­სი დრო­ის ენ­ას, ორ­ი­ვეს გა­ნათ­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ცოცხალ მეტყ­ვე­ლე­ბას, ხალ­ხის ხმას; ხალ­ხი­სა, რო­მე­ლიც იგ­ო­ნებს, ამ­ა­ხინ­ჯებს, ერთ­მა­ნეთ­ში ურ­ევს სიტყ­ვებ­სა და კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს ისე, რო­გორც მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა. ორ­ი­ვე პო­ეტ­მა საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ის ლა­თი­ნუ­რი და ჩი­ნე­ბუ­ლად – ჟარ­გო­ნუ­ლი ლექ­სი­კა; ორ­ი­ვე დროს ატ­ა­რებს, რო­გორც მო­ე­გუ­ნე­ბე­ბა – ეკ­ლე­სი­ა­ში ან ტა­ვერ­ნა­ში; ორ­ი­ვე, თუმ­ცა სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, პა­ტიმ­რო­ბის სიმ­წა­რე­საც გა­მოს­ც­დის, სა­დაც, მარ­თა­ლია, ვერ გა­მოს­წორ­დ­ნენ, სა­მა­გი­ე­როდ, სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნის, ში­ში­სა და სი­ნა­ნუ­ლის ლექ­სად გა­მო­სახ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა დახ­ვე­წეს. ორ­ი­ვე უკ­ან იხ­ევს, ნა­ნობს, კვლავ უკ­ან იხ­ევს და ფსკე­რი­დან დიდ პო­ე­ტად ამ­ო­დის, მაღ­ლ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლი უნ­ე­ბუ­რად იბ­ა­დე­ბა და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბაც არ არ­ის ძნე­ლი.

    ოღ­ონდ, რად­გან ასე ნათ­ლად და ად­ვი­ლად ხერ­ხ­დე­ბა მა­თი ერთ­მა­ნეთ­თან შე­ჯე­რე­ბა-გა­ტო­ლე­ბა, გა­მიჯ­ვ­ნაც არ ჭირს. არ ღირს ამ მსგავ­სე­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭოს. ვი­ი­ო­ნი და ვერ­ლე­ნი, ცხა­დია, ფრი­ად იღბ­ლი­ან შე­ხა­მე­ბას წარ­მო­ად­გენს ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ორ­ი­გი­ნა­ლუ­რი პა­ნო­რა­მის­თ­ვის, რო­მელ­შიც თავ­შე­საქ­ცე­ვად შეგ­ვიძ­ლია ჩა­ვამ­წ­კ­რი­ვოთ, წყვილ-წყვი­ლად და­ვაჯ­გუ­ფოდ ჩვე­ნი დი­დი ავ­ტო­რე­ბი, გულ­მოდ­გი­ნედ ავ­არ­ჩი­ოთ და ერთ­მა­ნეთს ამ­ო­ვუ­ყე­ნოთ, თუნ­დაც, ზოგ­ჯერ წარ­მო­სახ­ვი­თაც, ვთქვათ, კორ­ნე­ლი-რა­სინს, ბო­სიუ-ფე­ნე­ლონს, ჰი­უ­გო-ლა­მარ­ტინს. ზოგ­ჯერ, პი­რი­ქი­თაც, მსგავ­სე­ბის გა­მო, რო­გორც ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახ­ლა ვლა­პა­რა­კობთ. ყვე­ლა­ფე­რი ეს, თვალს მა­ნამ სი­ა­მოვ­ნებს, სა­ნამ აწ­ონ-და­წო­ნის დრო არ დად­გე­ბა და არ გა­ვარ­კ­ვევთ – რომ ეს დახ­ვე­წი­ლი დაწყ­ვი­ლე­ბა არც და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, არც სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო. მოკ­ლედ, ამ შე­ნიშ­ვ­ნის სათ­ქ­მე­ლად თავს იმ­ი­ტომ მი­ვე­ცი უფ­ლე­ბა, რომ აგ­ა­ცი­ლოთ დე­კო­რა­ტი­ულ-რი­ტო­რი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აღ­რე­ვის სა­ხი­ფა­თო ცდუ­ნე­ბას ჭეშ­მა­რიტ, კრი­ტი­კულ მე­თო­დებ­თან, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა.

    და­ვუ­მა­ტებ: “ვი­ი­ონ-ვერ­ლე­ნის” კომ­ბი­ნა­ცია, ორი არ­აჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბის აშ­კა­რა და მაც­დუ­ნე­ბე­ლი შე­პი­რის­პი­რე­ბა, რა­საც ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სა­უ­ბა­რი ეძღ­ვ­ნე­ბა, ზოგ­ჯერ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფაქ­ტი­თაც მტკიც­დე­ბა. ხო­ლო, რო­ცა მხო­ლოდ ავ­ტო­რებს კი არა, მათ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც ვა­და­რებთ, შე­პი­რის­პი­რე­ბა ნელ-ნე­ლა სუს­ტ­დე­ბა, თუ მთლად არ ქრე­ბა. ზუს­ტად ამ­ის ცხად­ყო­ფას ვა­პი­რებ ახ­ლა.

    შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის შე­და­რე­ბის იდეა ცალ­კე­უ­ლი დამ­თხ­ვე­ვე­ბის გა­მო წარ­მო­იშ­ვა, და მო­მი­წევს იმ მე­თოდს მივ­მარ­თო, ჩვე­უ­ლებ­რივ, ჩემ­ში უნ­დობ­ლო­ბას რომ იწ­ვევს. მი­ვიჩ­ნევ – ეს ჩე­მი ერთ-ერ­თი პა­რა­დოქ­სია, რომ პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ის ცოდ­ნა უს­არ­გებ­ლო ცოდ­ნაა, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, სრუ­ლი­ად დამ­ღუპ­ვე­ლიც ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის აღქ­მი­სას, ე.ი. იმ სი­ხა­რუ­ლის აღქ­მის­თ­ვის, რო­მელ­საც ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვის დროს გან­ვიც­დით, ან იმ დას­კ­ვ­ნე­ბის­თ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბის არ­სის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წა­კითხ­ვი­სას ვა­კე­თებთ. რა მე­საქ­მე­ბა რა­სი­ნის მიჯ­ნუ­რო­ბას­თან? მე “ფედ­რა” მა­ინ­ტე­რე­სებს. რას მო­ვი­გებ საწყი­სი მა­სა­ლი­დან, რო­მე­ლიც ყველ­გან თავ­ზე­საყ­რე­ლა­დაა? ნი­ჭი, ე.ი. გარ­და­სახ­ვის უნ­ა­რი – აი, რა მხვდე­ბა გულ­ში და ჩემ­ში შურს იწ­ვევს. სამ­ყა­როს ერ­თად აღ­ე­ბულ ყვე­ლა ვნე­ბას, თვით ყოვ­ლის­შ­თან­მ­თ­ქ­მელ გან­ც­და­საც კი თა­ვის­თა­ვად არ შე­უძ­ლია კარ­გი ლექ­სის და­ბა­დე­ბა. რა კე­თილ­გან­წყო­ბი­ლიც უნ­და ვი­ყოთ ავ­ტო­რი­სად­მი, მას ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა, გა­რე­მო­ე­ბა და ად­გი­ლი იმ­ის­თ­ვის კი არ ეძ­ლე­ვა, რომ მას­ში რა­ღაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ად­ა­მი­ა­ნუ­რია, არ­ა­მედ იმ­ის­თ­ვის, რომ ოდ­ნავ აღ­ე­მა­ტე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ად­ა­მი­ანს. თუ ვამ­ბობთ, რომ ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი­სად­მი ინ­ტე­რეს­მა შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მო­ი­ტა­ნოს მხო­ლოდ იმ­ი­ტომ, რომ ეს ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან ხში­რად გვიქ­მ­ნის მი­ზეზს, პი­რო­ბა­სა და სა­შუ­ა­ლე­ბას, დავ­შორ­დეთ თვით ლექ­სე­ბის გულ­მოდ­გი­ნე და ბუ­ნებ­რივ შეს­წავ­ლას. გვგო­ნია, რომ ლექ­სებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, თუმ­ცა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მხო­ლოდ იმ­ას ვა­კე­თებთ, რომ ამ ლექ­სებს თავს ვა­რი­დებთ და მათ­თან ყო­ველ შეხ­ვედ­რას გა­ვურ­ბი­ვართ, მა­თი ავ­ტო­რე­ბის, წი­ნაპ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის, პრობ­ლე­მე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლით; ამ­ით მხო­ლოდ თავს ვიტყუ­ებთ – მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნის­თ­ვის მთა­ვარს ვი­ვიწყებთ. არ­ა­ფე­რი ვი­ცით ჰო­მე­როს­ზე. ეს ოდ­ნა­ვა­დაც არ აკ­ნი­ნებს “ოდ­ი­სე­ას” ზღვის სი­ლა­მა­ზეს… აბა, რა ვი­ცით ბიბ­ლი­ის შემ­ქ­მ­ნე­ლებ­ზე, ეკ­ლე­სი­ას­ტეს ან “ქე­ბა­თა-ქე­ბის” ავ­ტო­რებ­ზე? ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სი­ლა­მა­ზეს ამ­ის გა­მო არ­ა­ფე­რი აკლ­დე­ბა. ბო­ლოს, აბა, რა ვი­ცით შექ­ს­პირ­ზე? ის­იც კი არა – “ჰამ­ლე­ტი” თუ მან და­წე­რა.

    მაგ­რამ დღე­ვან­დელ სა­უ­ბარ­ში ბი­ოგ­რა­ფი­ულ სა­კითხებ­ზე თა­ვის არ­ი­დე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. იგი და­საწყის­ში­ვე იჩ­ენს თავს და მო­მი­წევს ხე­ლი მოვ­კი­დო იმ­ას, რა­საც ახ­ლა­ხანს ვკიცხავ­დი.

    საქ­მე ისაა, რომ ორ­მა­გი სი­ტუ­ა­ცია – ვერ­ლე­ნი-ვი­ი­ო­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ციაა. იგი იშ­ვი­ა­თი და გა­მას­ხ­ვა­ვე­ბელ-და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­ერ და­წე­რი­ლი საკ­მა­ოდ საგ­რ­ძ­ნო­ბი ნა­წი­ლი უშ­უ­ა­ლოდ მა­თი­ვე ცხოვ­რე­ბას ეხ­ე­ბა. მათ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, უდ­ა­ვოა, ბევ­რი რამ არ­ის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი. ორ­ი­ვემ ამ­ის არც­თუ ცო­ტა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ნი დაგ­ვი­ტო­ვა. ოღ­ონდ სა­ეჭ­ვოა, რომ მა­თი აღ­ი­ა­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის გულ­წ­რ­ფე­ლია. თუ მათ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, მარ­თ­ლაც სარ­წ­მუ­ნო ფაქ­ტე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი, მა­შინ არა ყვე­ლა­ფე­რი და არა ყვე­ლა ფაქ­ტია სან­დო. ხე­ლო­ვა­ნი სიტყ­ვას ირ­ჩევს, მა­ში­ნაც კი, რო­ცა აღ­სა­რე­ბას ამ­ბობს: აქ შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ფაქ­ტებს, იქ გა­ა­მუ­ქებს ფე­რებს…

    უკ­ვე ვთქვი, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. პო­ე­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე წერს, არ სიტყ­ვა­ძუნ­წობს. ლი­რი­კო­სე­ბი, სა­ერ­თო­დაც, მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე წე­რენ. აბა, რა­ზე ან ვის­ზე წე­რონ. ლი­რი­კა – “მე”-ს ხმაა, ჟღე­რა­დო­ბის უკ­ი­დუ­რეს სი­ფა­ქი­ზემ­დე აყ­ვა­ნი­ლი და, იქ­ნებ, ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნო­ტა­ზეც. ლი­რი­კო­სი პო­ე­ტე­ბი სა­კუ­თარ თავ­ზე იგ­ი­ვე მა­ნე­რით ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­გორც მუ­სი­კო­სე­ბი, – თა­ვის შეგ­რ­ძ­ნე­ბებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის კრი­ტი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მო­ა­ტა­რე­ბენ და უნ­ი­ვერ­სა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იდ­უ­მალ ცდებ­ში გა­და­ად­ნო­ბენ. მათ რომ გა­ვუ­გოთ, საკ­მა­რი­სია, თუნ­დაც ერთხელ აღვ­ფ­რ­თო­ვან­დეთ დღის სი­ნათ­ლით, შე­ვიგ­რ­ძ­ნოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – უბ­ე­დუ­რე­ბა, სურ­ვი­ლი, გა­ტა­ცე­ბა; თავ­გ­ზის აბ­ნე­ვა და სი­ნა­ნუ­ლი, – საკ­მა­რი­სია ყო­ვე­ლი ად­ა­მი­ა­ნის­თ­ვის ნაც­ნო­ბი ეს უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­ცა­დო, მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­ულს ქნარ­ზე სა­კუ­თა­რი სი­მი შე­ე­სა­ბა­მე­ბა…

    ჩვე­უ­ლებ­რივ, ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ვი­ი­ონ­თან სულ სხვაგ­ვა­რად არ­ის. ეს დი­დი ხნის წინ შე­ამ­ჩ­ნი­ეს, ოთ­ხას­ზე მე­ტი წლის წინ. ამ­ა­ოდ რო­დი და­წე­რა კლე­მან მა­რომ – მსურ­ველს, “ჩას­წ­ვ­დეს და შე­ა­ფა­სოს” ვი­ი­ო­ნის ბევ­რი ტექ­ს­ტი, “იმ დრო­ის პა­რიზ­ში ცხოვ­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა და იმ ად­ა­მი­ა­ნე­ბის,იმ საგ­ნე­ბის ცოდ­ნა, რომ­ლებ­ზეც იგი ლა­პა­რა­კობს; რად­გან, რაც დრო გა­დის, მით უფ­რო გვშორ­დე­ბა ეს მო­გო­ნე­ბე­ბი, და უფ­რო ნაკ­ლებს ეუბ­ნე­ბა ად­ა­მი­ა­ნებს მა­თი სა­ხე­ლე­ბი. ამ­ი­ტო­მაც, ვი­საც თა­ვი­სი შრო­მით ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სი­ცოცხ­ლე სურს, საგ­ნებ­ზე ასე მდაბ­ლად, ასე წვრილ­მა­ნო­ბით არ უნ­და წე­როს”.

    მაშ ასე, აუც­ი­ლე­ბე­ლია, ფრან­სუა ვი­ი­ო­ნის ცხოვ­რე­ბა­სა და თავ­გა­და­სავ­ლებს მივ­მარ­თოთ, ვცა­დოთ იმ დე­ტა­ლებ­ში აღ­ვად­გი­ნოთ, რო­გორც მო­იხ­სე­ნი­ებს ან ამ­ოვ­ხ­ს­ნათ მი­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ქა­რაგ­მა. ვი­ი­ო­ნი იმ ად­ა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს ჩა­მოთ­ვ­ლის, რომ­ლებ­მაც მის ოღ­რო­ჩოღ­რო ბე­დის­წე­რა­ში კარ­გი ან ცუ­დი რო­ლი ით­ა­მა­შეს; ერთ ნა­წილს მად­ლი­ე­რე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს, მე­ო­რეს დას­ცი­ნის ან­და წყევ­ლა-კრულ­ვას უთვ­ლის; აღ­წერს დუქ­ნებს, სა­დაც ხში­რად და­დი­ო­და, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით მუ­დამ ოს­ტა­ტუ­რი სი­ზუს­ტით ხა­ტავს ქა­ლა­ქუ­რი ცხოვ­რე­ბის რა­კურ­სებ­სა და სცე­ნებს. ეს ლექ­სე­ბი მსგავ­სი წვრილ­მა­ნე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლია, მათ­გან გა­ნუ­შო­რე­ბე­ლია, ამ­ი­ტო­მაც ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლი გა­უ­გე­ბა­რია იმ­ათ­თ­ვის, ვინც იმ ეპ­ო­ქის პა­რიზს, მის თვალ­წარ­მ­ტაც­სა თუ ნაღ­ვ­ლი­ან კუთხე­ებს არ იც­ნობს. ვფიქ­რობ, “პა­რი­ზის ღვთის­მ­შობ­ლის ტაძ­რის” ზო­გი­ერ­თი თა­ვი გვა­რი­ა­ნი წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა იქ­ნე­ბა ვი­ი­ო­ნის ლექ­სე­ბის­თ­ვის. ჰი­უ­გომ, ჩე­მი აზ­რით, მშვე­ნივ­რად და­ი­ნა­ხა ან მშვე­ნივ­რად შეთხ­ზა, მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხელ­გაშ­ლი­ლო­ბი­თა და სი­ზუს­ტით გად­მოს­ცა მეთხუთ­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ასე თუ ისე გა­მო­გო­ნი­ლი დე­ტა­ლე­ბი. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი პი­ერ შამ­პი­ო­ნის(1) მშვე­ნი­ერ შრო­მას გირ­ჩევთ წა­სა­კითხად, სა­დაც თქვენ იპ­ო­ვით ყვე­ლა­ფერს, რაც ცნო­ბი­ლია ვი­ი­ო­ნი­სა და მი­სი დრო­ის პა­რიზ­ზე.

    სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ­ში ვი­ი­ო­ნის ლექ­სე­ბის კითხ­ვა იწ­ვევს, მხო­ლოდ ეპ­ო­ქა­თა სხვა­ო­ბა­სა და ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის გაქ­რო­ბა­ზე არ და­იყ­ვა­ნე­ბა, იგი მა­თი ავ­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ხა­სი­ათ­თა­ნაც არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი პა­რი­ზე­ლი – ში­შის­მომ­გ­ვ­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა­ცაა. ის მარ­ტო სქო­ლა­რი ან ბურ­ჟუა არ არ­ის, რო­მე­ლიც ლექ­სებს თხზავს და ზო­მი­ე­რად ეშ­მა­კობს. ხი­ფა­თი, რო­მე­ლიც ემ­უქ­რე­ბა, ის­ე­ვე რო­გორც მის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, ის­ე­თი­ვეა, რო­გო­რიც მი­სი დრო­ი­სა და წო­დე­ბის ად­ა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. მეტ­რი ვი­ი­ო­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ცია, რად­გან ჩვენს ამ­ქარ­ში (თუმ­ცა ბევ­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია – თე­ო­რი­უ­ლად) არც­თუ ხში­რად ხდე­ბა, რო­ცა პო­ეტს ხე­ლო­ბად ყა­ჩა­ღო­ბა აქვს, ხე­ლი­დან წა­სუ­ლი თაღ­ლი­თია, ად­ა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მა­წან­წა­ლო­ბა­სა და სა­ზა­რელ ბან­დებ­თან კავ­შირ­ში, რომ იგი ძარ­ც­ვავს, ტეხს ზან­დუ­კებ­სა და სა­ლა­რო­ებს, თუ შემ­თხ­ვე­ვა მი­ე­ცე­მა, ჰკლავს კი­დეც, გა­მუდ­მე­ბით ფხიზ­ლობს, გრძნობს, მის თავ­ზე ყულ­ფი ჰკი­დია, და ამ დროს, უმშ­ვე­ნი­ე­რე­სი ლექ­სე­ბის წე­რას არ წყვეტს. სახ­რ­ჩო­ბე­ლის ეს კან­დი­და­ტი (ჩვენ ხომ არ ვი­ცით, რო­გორ და­ამ­თავ­რა მან სი­ცოცხ­ლე, და სა­ფუძ­ვე­ლიც გვაქვს, ზუს­ტი ცნო­ბი­სა გვე­ში­ნო­დეს), ეს დევ­ნით გა­ტან­ჯუ­ლი პო­ე­ტი თა­ვის ლექ­სებ­ში უხ­ვად იყ­ე­ნებს იმ დრო­ის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სიტყ­ვებ­სა და გა­მოთ­ქ­მებს, იმ ბნელ და სა­ი­დუმ­ლო ენ­ი­სას, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ იმ ად­გი­ლებ­ში ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ, ცუ­დი სა­ხე­ლით რომ იყო ცნო­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თი მი­სი ლექ­სი ამ ენ­ა­ზეა და­წე­რი­ლი, და ჩვენ­თ­ვის პრაქ­ტი­კუ­ლად გა­უ­გე­ბა­რია. იმ სამ­ყა­როს მცხოვ­რებ­ნი, სა­დაც ამ ენ­ას იყ­ე­ნებ­დ­ნენ, დღის ნა­თე­ლის მა­გივ­რად ბნელ ღა­მეს ირ­ჩევ­დ­ნენ და მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბაც ღა­მის ზღურ­ბ­ლ­თა­ნაა გა­წო­ლი­ლი, ძაღ­ლ­სა და მგელს შუა, ე.ი. ჩვე­უ­ლებ­რივ ენ­ა­სა, რომ­ლის­გა­ნაც სინ­ტაქ­სი ის­ეს­ხა, და სიტყ­ვა­თა გა­მო­უც­ნობ ნაკ­რებს შუა, რო­მე­ლიც ზე­პი­რად, პი­რი­დან პირ­ზე გა­და­ე­ცე­მა და გა­ნუწყ­ვეტ­ლად გა­ნახ­ლ­დე­ბა. მათ ლექ­სი­კონ­ში ბილ­წი, სა­ზიზ­ღ­რად მჟღე­რი სიტყ­ვე­ბია, დრო­დად­რო ში­შის­მომ­გ­ვ­რელ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას რომ იძ­ენს. მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ აზ­რი ზოგ­ჯერ გა­უ­გე­ბა­რია, სიტყ­ვე­ბის უხ­ე­ში ან კა­რი­კა­ტუ­რუ­ლი გარ­სით ვხვდე­ბით იმ ცნე­ბებს, აღ­მო­ჩე­ნებს თუ სა­ხე­ებს, მათ­ში რომ იფ­ა­რე­ბა.

    ეს გახ­ლავთ პრი­მი­ტი­უ­ლი ტი­პის ნამ­დ­ვი­ლი პო­ე­ტუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, პო­ე­ტურ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი ხომ ად­ა­მი­ა­ნის სიტყ­ვაა. ღა­ტაკ­თა და ქურ­დ­თა ჟარ­გო­ნი, მარ­თა­ლია, ზრდი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბი­დან არ­ის ამ­ოზ­რ­დი­ლი, მა­ინც თვით­მ­ყო­ფა­დი წარ­მო­ნაქ­მ­ნია, რო­მე­ლიც უს­ას­რუ­ლოდ იცვ­ლე­ბა, სრულ­ყო­ფი­ლე­ბას აღ­წევს – ბუ­ნა­გებ­ში, ცი­ხე­ებ­ში, პა­რი­ზის ყვე­ლა­ზე ბნელ, უკ­ე­თურ ქუ­ჩა-ბან­დებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მტრე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, იმ­ა­თი მეშ­ვე­ო­ბით, ვინც შიშს თე­სავს და იმ­ა­ვე დროს, თა­ვა­დაც მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა შიშ­ში, ბო­რო­ტე­ბას სჩა­დი­ან და გა­ჭირ­ვე­ბის­გან იტ­ან­ჯე­ბი­ან, და­ნა­შა­ულს ამ­ზა­დე­ბენ, გარ­ყ­ვ­ნილ ცხოვ­რე­ბას ეწ­ე­ვი­ან, ოც­ნე­ბო­ბენ შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, თვალ­წინ კი გა­მუდ­მე­ბით წა­მე­ბა და სას­ჯე­ლი (იმ დროს ხში­რად სა­შინ­ლად მკაც­რიც) უდ­გათ; ამ­ა­ზე ფიქ­რიც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ თან სდევთ, აძრ­წუ­ნებთ, გა­ლი­ა­ში ჩამ­წყ­ვ­დე­უ­ლი მხე­ცე­ბი­ვით აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბი­ან და­ნა­შა­ულ­სა და სას­ჯელს შო­რის.

    ფრან­სუა ვი­ი­ო­ნის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, ის­ე­ვე რო­გორც მის­სა­ვე პო­ე­ზი­ა­ში, ბევ­რი ბნე­ლით მო­ცუ­ლი ად­გი­ლია; მის ცხოვ­რე­ბა­შიც, ლექ­სებ­შიც ბევ­რი რამ არ­ის წყვდი­ა­დით და­ფა­რუ­ლი, ის­ე­ვე, რო­გორც თვით სა­ხე პო­ე­ტი­სა.

    იქ­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მას­ზე ვი­ცით, მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხე ფრი­ად უბ­ად­რუ­კად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა: ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ ან მი­სი­ვე ლექ­სე­ბი­და­ნაა ამ­ოკ­რე­ბი­ლი ან მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ მი­სახ­ვედრ ვა­რი­ანტს არ იძ­ლე­ვა და უფ­ლე­ბას გვი­ტო­ვებს შევ­ქ­მ­ნათ შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი, სა­ძა­გე­ლი ად­ა­მი­ა­ნის პორ­ტ­რე­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მდა­ბა­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა შე­უძ­ლია, ოღ­ონდ, ეგ არ­ის, დრო­დად­რო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მის სა­ხე­ში ღვთის­მო­სა­ო­ბა და სი­ნა­ზე გა­მო­ჟო­ნავს, აკ­ი­აფ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­გორც იმ ცნო­ბილ და უმშ­ვე­ნი­ე­რეს ლექ­ს­ში (“ბა­ლა­და – ლოც­ვე­ბი ღვის­მ­შო­ბელს”), რო­მე­ლიც ლოც­ვა­სა­ვით შექ­მ­ნა სა­კუ­თა­რი დე­დის­თ­ვის, სა­ცო­და­ვი ქა­ლის­თ­ვის, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით 1435 წელს თა­ვი­სი ვა­ჟი, ფრან­სუა დე მონ­კორ­ბი­ედ წო­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც მე­რე მძი­მე ხვედ­რი, დი­დე­ბა, საპყ­რო­ბი­ლე­თა ჯაჭ­ვი და პო­ე­ზია ერ­გე­ბა წი­ლად, აღ­საზ­რ­დე­ლად გი­ი­ომ დე ვი­ი­ონს მი­ა­ბა­რა, წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტეს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და იოან­ეს სამ­ლოც­ვე­ლოს კა­პე­ლანს.

    ეს ბა­ლა­და, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა ფრან­გულ პო­ე­ზი­ა­ში.

    თუ ყუ­რად­ღე­ბას არ მი­აქ­ცევთ ოდ­ნავ უკ­ვე გა­ფერ­მ­კ­რ­თა­ლე­ბულ სიტყ­ვებს, ენა თა­ნა­მედ­რო­ვეს ჰგავს; ეს ლექ­სი თით­ქ­მის ხუ­თი ას­ე­უ­ლი წლის წინ და­ი­წე­რა, მაგ­რამ დღემ­დე გვა­ხა­რებს და გვა­ღელ­ვებს. აღგ­ვაფ­რ­თო­ვა­ნებს პო­ე­ტის ოს­ტა­ტო­ბა, ფორ­მა­თა სრულ­ყო­ფი­ლე­ბა, დახ­ვე­წი­ლი სტრო­ფე­ბის უზ­ა­დო მუ­სი­კა­ლუ­რი წყო­ბა, რო­მელ­შიც სინ­ტაქ­სის სიმ­დიდ­რე და მუხ­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის ად­ვი­ლად შე­კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა – ათი ხა­ზი, ათი მარ­ც­ვა­ლი, ოთ­ხი რით­მა. აღფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ამ რით­მე­ბის უკვ­და­ვო­ბით, ლუ­დო­ვი­კო XI დროს რომ აღ­მო­ცენ­და. ამ­ა­ში ვხე­დავ ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ნამ­დ­ვილ სა­ბუთ­სა და ფრან­გუ­ლი ენ­ის უცვ­ლელ არსს მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ევ­რო­პა­ში ას­ე­თი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­სა და ინგ­ლისს შე­უძ­ლია იამ­ა­ყოს; ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში მეთხუთ­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თა­ო­ბე­ბის ცვლის ფონ­ზე, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი მთხზვე­ლე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მ­ნა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

    სა­ერ­თოდ კი, იმ­ის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­ი­ო­ნი ჩა­მო­ახ­რ­ჩ­ვეს თუ არა, სი­ცოცხ­ლეს გა­ნაგ­რ­ძობს იმ ავ­ტორ­თა თა­ნაბ­რად, დღეს რომ მოღ­ვა­წე­ო­ბენ. იგი სი­ცოცხ­ლეს აგრ­ძე­ლებს, რად­გან მი­სი ლექ­სე­ბი ჩვენ­თ­ვის გა­სა­გე­ბია, გულ­გ­რილს არ გვტო­ვე­ბენ, და რაც მთა­ვა­რია, – იმ­ი­ტომ, რომ ის­ი­ნი უძ­ლე­ბენ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ და სრულ­ყო­ფილ ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან შე­ჯიბრს, რომ­ლე­ბიც უდ­ი­დეს­მა ავ­ტო­რებ­მა შექ­მ­ნეს, მას აქ­ეთ მი­ლე­ულ ოთ­ხი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­სი ლექ­სე­ბის ფორ­მა ფას­და­უ­დე­ბე­ლია.

    ტექ­ს­ტე­ბის ბედ­ზე ლა­პა­რა­კი­დან ის­ევ მა­თი ავ­ტო­რე­ბის ბედ­ზე სა­უ­ბარს და­ვუბ­რუნ­დე­ბი. უკ­ვე ვთქვი, რომ იგი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ არ­ის-მეთ­ქი ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლი. რო­გორც რემ­ბ­რან­ტ­თან – დი­დი ნა­წი­ლი ჩრდილ­ში რჩე­ბა, სა­ი­და­ნაც ცალ­კე­უ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი და დე­ტა­ლე­ბი სა­ოც­რად ნათ­ლად, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მკა­ფი­ო­ო­ბით გა­მო­დის.

    გი­ამ­ბობთ რო­გორ აღ­მოჩ­ნ­და ეს დე­ტა­ლე­ბი: ის­ი­ნი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის მა­სა­ლე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი. ამ მა­სა­ლებს, რომ­ლებ­შიც პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი­ად სან­დო ინ­ფორ­მა­ციაა ვი­ი­ო­ნის შე­სა­ხებ, სამ თუ ოთხ მა­ძი­ე­ბელს, პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ერ­უ­დიტს უნ­და ვუ­მად­ლო­დეთ. ახ­ლა ზუს­ტად ის დროა, სა­კად­რი­სი პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ ლო­ნონს(2), მარ­სელ შვობს და პი­ერ შამ­პი­ონს, რომ­ლე­ბამ­დეც მხო­ლოდ ნაკ­ლე­ბად სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გვქონ­და პო­ეტ­ზე. მათ მო­ი­ძი­ეს ერ­ოვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის პა­რი­ზის სა­სა­მარ­თ­ლოს სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ბუ­თე­ბი.

    მე არ ვიც­ნობ­დი ოგ­ი­უსტ ლო­ნონს, სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გად ვიც­ნობ­დი მარ­სელ შვობს, მღელ­ვა­რე­ბით ვიხ­სე­ნებ ჩვენს ხან­გ­რ­ძ­ლივ სა­უბ­რებს მწუხ­რი­სას, რო­ცა ეს უჩ­ვე­უ­ლო გო­ნე­ბი­თა და შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტე­ლო­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნის თა­ვის ძი­ე­ბებს, წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბებ­სა და იმ აღ­მო­ჩე­ნებ­ზე მი­ამ­ბობ­და, რომ­ლე­ბიც მას მი­ზანს აახ­ლო­ვებ­და – სან­დო ცნო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ვი­ი­ო­ნის საქ­მე­ზე. იგი ფლობ­და ედ­გარ პოს ინ­დუქ­ცი­უ­რი წარ­მო­სახ­ვის უნ­არს, ფი­ლო­ლო­გის და­ჟი­ნე­ბულ გამ­ჭ­რი­ა­ხო­ბას, ტექ­ს­ტის ან­ა­ლი­ზის თა­ვი­სე­ბურ ნიჭს, გარ­და ამ­ი­სა, მას ჰქონ­და ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი­სად­მი და მა­თი უჩ­ვე­უ­ლო ბე­დი­სად­მი, რაც და­ეხ­მა­რა პირ­ველს ჩა­ე­ხე­და ბევრ სა­უცხოო წიგ­ნ­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მოვ­ლე­ნე­ბად რომ იქ­ცა.

    ლო­ნო­ნის მა­გა­ლი­თით (და პო­ლი­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც თა­ვის მუ­შა­ო­ბა­ში ამ­ა­ვე მე­თოდს იყ­ე­ნებს) გა­დაწყ­ვი­ტა გა­მოთ­ვ­ლის მე­თო­დით ემ­უ­შა­ვა – ვი­ი­ონს დას­წე­ო­და, მი­ე­მარ­თა “ტო­ტა­ლუ­რი ალ­ყის­თ­ვის”. ამ­ის­თ­ვის სა­ჭი­რო იყო დამ­ნა­შა­ვის ყვე­ლა პო­ტენ­ცი­უ­რი გა­რე­მოც­ვის­თ­ვის, რო­მელ­თა ხელ­ში ჩაგ­დე­ბაც უნ­დო­და, მა­ხე და­ე­გო, – და­ე­კა­ვე­ბი­ნა, ე.ი. “გა­მო­ე­აშ­კა­რა­ვე­ბი­ნა” ყვე­ლა მი­სი თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი. მას უნ­დო­და შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა და შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ის გულ­მოდ­გი­ნე­ბა, რომ­ლი­თაც მა­შინ სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მე­ებს იძ­ი­ებ­დ­ნენ. ერთხელ იმ დამ­ნა­შა­ვე­თა ბან­დის ავ­ა­ზა­კურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზეც მი­ამ­ბო, რომ­ლებ­თა­ნაც ჩვე­ნი ვი­ი­ო­ნი იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. შვობ­მა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დი­ჟონ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს; მძარ­ც­ვე­ლე­ბი ის-ის იყო უნ­და და­ე­ჭი­რათ, რომ ქა­ლა­ქი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ტო­ვეს და სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს გა­ი­ფან­ტ­ნენ. დი­ჟო­ნის სა­სა­მარ­თ­ლოს პრო­კუ­რორს თვალ­თა­გან არ და­უ­კარ­გავს ის­ი­ნი; ერთ თა­ვის კო­ლე­გას პა­ტაკს უგ­ზავ­ნის და გაქ­ცე­უ­ლებ­ზე ზუსტ ცნო­ბებს აწვ­დის. ნა­ძარ­ც­ვით დატ­ვირ­თუ­ლი სა­მი მათ­გა­ნი ტყე­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. თურ­მე ორ­მა ერთ­მა­ნეთ­ში მო­ი­ლა­პა­რა­კა, მე­სა­მე ხან­ჯ­ლით მოკ­ლა, მი­სი წი­ლი გა­ი­ნა­წი­ლა და ერთ­მა­ნეთს და­შორ­და. ერ­თი იმ­ათ­გა­ნი, რო­გორც ეტ­ყო­ბა, ორ­ლე­ან­ში ჩა­მოჰ­კი­დეს, მე­ო­რე მონ­ტარ­ჟ­ში ყალ­ბი ფუ­ლის მოჭ­რის­თ­ვის ცოცხ­ლად მო­ხარ­შეს. ეტ­ყო­ბა, მა­შინ­დე­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა, რო­მელ­საც არც ტე­ლე­ფო­ნი, არც ტე­ლეგ­რა­ფი, არც ფო­ტოგ­რა­ფია, არც თი­თე­ბის ან­ა­ბეჭ­დი ან ანთ­რო­პო­მეტ­რუ­ლი აღ­წე­რე­ბი არ გა­აჩ­ნ­და, კარ­გად მუ­შა­ო­ბას მა­ინც ახ­ერ­ხებ­და.

    სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ვი­ი­ო­ნი ამ ბან­დის წევ­რი იყო, რომ­ლის სა­ხე­ლიც “ნი­ჟა­რა­თა ძმო­ბა” ანუ “ნი­ჟარ­ქ­ვა” საკ­მა­ოდ სა­ხელ­გა­ვარ­დ­ნი­ლი გახ­ლ­დათ. მი­სი ცხოვ­რე­ბა, ერთ­დ­რო­უ­ლად, უბ­ე­დუ­რიც იყო და ბედ­ნი­ე­რიც, რო­გორც ჩანს, ხან­მოკ­ლეც – ძალ­ზე სა­ეჭ­ვოა, ორ­მოც წლამ­დე ეც­ოცხ­ლა. მოკ­ლედ მო­გითხ­რობთ მის ის­ტო­რი­ას, უფ­რო სწო­რად იმ­ას, რაც იმ მკვლე­ვა­რებ­მა შეძ­ლეს და გა­არ­კ­ვი­ეს, უკ­ვე რომ და­ვა­სა­ხე­ლე და რო­მელ­თა შრო­მე­ბის წა­კითხ­ვაც ნამ­დ­ვი­ლად ღირს, არა იმ­ი­სათ­ვის, დი­დი პო­ე­ტის ლექ­სე­ბი გა­ვი­გოთ, არ­ა­მედ იმ­ი­ტომ, ამ სა­მე­უ­ლის მი­ერ წარ­სუ­ლის აღ­სად­გე­ნად გა­წე­უ­ლი შრო­მის სრულ­ყო­ფი­ლე­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ და გა­ვი­გოთ, აღ­მო­ჩე­ნის უნ­ა­რის გვერ­დით კი­დევ არ­სე­ბობს უნ­ა­რი ძი­ე­ბი­სა, ხო­ლო მწერ­ლის ტა­ლან­ტის თა­ნაბ­რად არ­ის კი­დევ ტა­ლან­ტი მკითხ­ვე­ლი­სა.

    ვი­ი­ო­ნი 1431 წელს და­ი­ბა­და პა­რიზ­ში, ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია ფრან­სუა დე მონ­კორ­ბიე. დე­და­მი­სი ღა­ტა­კი ქა­ლი ყო­ფი­ლა; შვი­ლის აღზ­რ­და ვერ შეძ­ლო თურ­მე და აღ­საზ­რ­დე­ლად მი­ა­ბა­რა წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტეს თე­მის პა­ტივ­ცე­მულ კა­ნო­ნიკ გი­ი­ომ დე ვი­ი­ონს, რო­მე­ლიც იქ­ვე, ეკ­ლე­სი­ას­თან ცხოვ­რობ­და. მის სახ­ლ­ში აღ­ი­ზარ­და ფრან­სუა ვი­ი­ო­ნი და დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბაც იქ მი­უ­ღია. მა­მო­ბი­ლი, ეტ­ყო­ბა, კარ­გად ექ­ცე­ო­და, ერთ­გ­ვა­რი სი­ნა­ზი­თაც კი. თვრა­მე­ტი წლის ჭა­ბუკ­მა ბა­კა­ლავ­რის გა­მოც­დაც გა­ი­ა­რა. ოც­და­ერ­თი წლი­სამ, – 1452 წლის ზაფხულ­ში, – ლი­ცენ­ცი­ა­ტის(3) ხა­რის­ხიც მი­ი­ღო. რა გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და? ალ­ბათ, თით­ქ­მის ის­ე­თი­ვე, ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტ­მა რომ უნ­და მი­ი­ღოს: ლა­თი­ნუ­რის გრა­მა­ტი­კა, ფორ­მა­ლუ­რი ლო­გი­კა, რი­ტო­რი­კა (ამ ორ სა­განს არ­ის­ტო­ტე­ლეს მი­ხედ­ვით ას­წავ­ლიდ­ნენ, მი­სი შრო­მე­ბის მა­შინ­დე­ლი გა­გე­ბის თა­ნახ­მად); პროგ­რა­მა­ში ცო­ტა­ო­დე­ნი მე­ტა­ფი­ზი­კაც შე­დი­ო­და, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მო­ხილ­ვაც.

    ოღ­ონდ, ფრან­გულ სიტყ­ვას, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ცი­ა­ტის ხა­რისხს აღ­ნიშ­ნავს, ორ­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს! ვი­ი­ონ­მა ხა­რის­ხი მი­ი­ღო და თა­ვიც აიშ­ვა, სა­ხი­ფა­თო გახ­და მი­სი ქცე­ვა, კლი­რიკ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ღვთის­მ­სა­ხუ­რის წო­დე­ბა იმ ად­ა­მი­ან­თა ყუ­რად­ღე­ბას იქ­ცევ­და, რომ­ლებ­საც ეშ­ი­ნო­დათ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­ს­დ­გე­ბოდ­ნენ. კლი­რიკს შე­ეძ­ლო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის თა­ვის არ­ი­დე­ბის მიზ­ნით საქ­მის სა­სუ­ლი­ე­რო სა­სა­მარ­თ­ლოს­თ­ვის გა­და­ცე­მა მო­ეთხო­ვა. ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­სა­მარ­თ­ლო­ებ­ში გა­ცი­ლე­ბით მკაც­რი პრო­ცე­სე­ბი იმ­არ­თე­ბო­და. ეს ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბი ხში­რად მო­რა­ლურ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნე­ბი იყვ­ნენ. ბევრ ვი­გინ­და­რას შე­ეძ­ლო კლი­რი­კე­ბის წრეს გა­რე­ო­და. ის­ეც მომ­ხ­და­რა, რომ ღვთის­მ­სა­ხუ­რად თა­ვის გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით დამ­ნა­შა­ვეს ლა­თი­ნუ­რის იმპ­რო­ვი­ზი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უგ­დია ხელ­ში, რა­თა ამ გზით შე­ეც­ვა­ლა მო­სა­მარ­თ­ლე.

    ვი­ი­ონ­მა ამ სხვა­დას­ხ­ვა ჯუ­რის ხალ­ხის ყვე­ლა­ზე ცუდ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ა­ბა ნაც­ნო­ბო­ბა. რო­გორც ჩანს, ამ წრე­ში ქა­ლე­ბიც ერ­ივ­ნენ და არც­თუ მოკ­ლე­ბულ­ნი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბას. ის­ი­ნი, რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­დ­ნენ პო­ე­ტის ზრახ­ვებ­სა და თავ­გა­და­სავ­ლებ­ში. მაგ­რამ, ალ­ბათ, არც ერთ ქალს აზ­რა­დაც არ მოს­ვ­ლია, რომ ამ ბი­ჭის წყა­ლო­ბით, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ოცხ­ლებ­და. მე­წა­ღე ბლან­ში, სქე­ლუა მარ­გო, მშვე­ნი­ე­რი მეშ­ლი­ა­პე ჟა­ნე­ტი, მე­კა­ლა­თე კატ­რი­ნა; მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რად­ღე­ბა ამ ქა­ლე­ბის მეტ­სა­ხე­ლებს… შე­იძ­ლე­ბა ის­იც კი ვი­ფიქ­როთ, რომ ყვე­ლა ხე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს მო­უ­წიაო პო­ე­ტის მუ­ზის­თ­ვის ცო­ლის დათ­მო­ბა, თით­ქო­სო სა­შუ­ა­ლო სა­უ­კუ­ნე­ში ხე­ლო­სან­თა წო­დე­ბის წევ­რო­ბა უც­ი­ლობ­ლად წარ­მო­შობ­და ცოლ-ქმრულ პრობ­ლე­მებს.

    და აი, დროს­ტა­რე­ბით, გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბით და­იწყო და ძა­ლა­დო­ბამ­დე მი­დის. 1455 წელს ვი­ი­ო­ნი კლავს ად­ა­მი­ანს. ეს ამ­ბა­ვი “შეწყა­ლე­ბის სი­გე­ლი­დან” საკ­მა­ოდ კარ­გად არ­ის ცნო­ბი­ლი. “შეწყა­ლე­ბის სი­გე­ლი” კი მე­ფე შარლ VII-სგან მი­ი­ღო: “მეტრ ფრან­სუა დე ლო­ჟი, იგ­ი­ვე დე ვი­ი­ო­ნი, ოც­და­ექ­ვ­სი წლი­სა ან და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­სა, რო­მე­ლიც უფ­ლის სხე­უ­ლის გარ­და­მოხ­ს­ნის დღე­სას­წა­უ­ლის დროს, წმინ­და ბე­ნე­დიქ­ტის ეკ­ლე­სი­ის სა­ა­თის კოშ­კის ქვეშ იჯ­და ქვა­ზე, ქა­ლაქ პა­რი­ზის სენ-ჟორ­ჟის დიდ ქუ­ჩა­ზე, და მას­თან იყო ერ­თი მღვდე­ლი, სა­ხე­ლად ჟი­ლი და ვინ­მე ქა­ლი, სა­ხე­ლად იზ­ა­ბო. ყვე­ლა­ფე­რი ცხრა სა­ათ­ზე ან ოდ­ნავ გვი­ან მოხ­და”.

    უც­ბად გა­მოჩ­ნ­დე­ბა ვინ­მე ფი­ლიპ სერ­მუ­ა­ზი თუ შერ­მუა, მღვდე­ლი, მეტრ ჟან ლე სარ­დის თან­ხ­ლე­ბით. სი­გე­ლის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ვი­ი­ო­ნის სიტყ­ვე­ბი­დან არ­ის შედ­გე­ნი­ლი და ამ ვერ­სი­ის სი­მარ­თ­ლე ეჭვს არ იწ­ვევს, მღვდე­ლი სერ­მუ­ა­ზი ჩხუბს იწ­ყებს, პო­ე­ტი საქ­მის მო­წეს­რი­გე­ბას ცდი­ლობს, დგე­ბა და ად­გილს უთ­მობს… მაგ­რამ სერ­მუ­ა­ზი არ ჩერ­დე­ბა, ან­ა­ფო­რის ქვე­ში­დან ხან­ჯალს და­აძ­რობს და ვი­ი­ონს სა­ხე­ში ურტყამს, რის გა­მოც “სის­ხ­ლი ბლო­მად დაღ­ვა­რა”. ვი­ი­ონს ლა­ბა­და ეც­ვა, სა­ღა­მოს თუ აც­ივ­დე­ბო­და იმ შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის და ლა­ბა­დის ქვე­შაც ხან­ჯა­ლი ეკ­ი­და”; ის­იც და­აძ­რობს ხან­ჯალს და სერ­მუ­აზს სა­ზარ­დულ­ში გა­უყ­რის, “თა­ვა­დაც ვერ მიხ­ვ­და, ეს რო­გორ მოხ­და”. (თა­ვის მარ­თ­ლე­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც სი­მარ­თ­ლეს არ ჰგავს). სერ­მუ­ა­ზის თან­მ­ხ­ლე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, ვი­ი­ონს და­ე­დევ­ნე­ბა. მას ქვა მოხ­ვ­დე­ბა სა­ხე­ში. ყვე­ლა მოწ­მე გარ­ბის.

    ვი­ი­ო­ნი ჭრი­ლო­ბის შე­სახ­ვე­ვად და­ლაქ­თან მი­დის. და­ლაქ­მა მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი უნ­და შე­ად­გი­ნოს და ვი­ი­ონს სა­ხელს ეკ­ითხე­ბა. ვი­ი­ო­ნი გა­მო­გო­ნილ სა­ხელს ეუბ­ნე­ბა – მი­შელ მუ­ტო­ნიო. სერ­მუ­ა­ზი ჯერ მო­ნას­ტერ­ში მიჰ­ყავთ, მე­რე ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, სა­დაც ორი დღის შემ­დეგ კვდე­ბა “არ­ას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­მო”. მკვლე­ლი წინ­და­ხე­დუ­ლად იმ­ა­ლე­ბა.

    რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი “შეწყა­ლე­ბის სი­გელს” იღ­ებს, სა­ი­და­ნაც უკ­ვე მო­ვიყ­ვა­ნეთ რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ შეწყა­ლე­ბის ოპ­ე­რა­ტი­უ­ლი აქ­ტის­თ­ვის თვით მეტრ ვი­ი­ო­ნის მტკი­ცე­ბე­ბი და თა­ვის მარ­თ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სი. არ­ა­ნა­ი­რი გა­მო­ძი­ე­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. თავ­დაც­ვის აუც­ი­ლებ­ლო­ბის გა­მო თა­ვის მარ­თ­ლე­ბას ეჭ­ვის ქვეშ არ­ა­ვინ აყ­ე­ნებ­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მტკი­ცე­ბა ამ უს­ი­ა­მოვ­ნო შემ­თხ­ვე­ვის გა­მო მარ­თე­ბუ­ლი იყო და მი­სა­ღე­ბი. თუმ­ცა მი­სი მო­ნა­ყო­ლი მთლად სი­მარ­თ­ლეს არ ჰგავს: აუხს­ნე­ლია მღვდელ სერ­მუ­ა­ზის თავ­დას­ხ­მის მი­ზე­ზი, გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ვი­ი­ონ­მა და­ლაქ ფუ­კეს უთხ­რა, შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლი­დან ვი­ი­ო­ნის გაქ­რო­ბა, მოწ­მე­ე­ბის არ არ­სე­ბო­ბა, – მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ში ბევ­რი სა­ეჭ­ვო დე­ტა­ლია. სახ­რ­ჩო­ბე­ლა­ზე ბევ­რი გა­უგ­ზავ­ნი­ათ ამ­ა­ზე ნაკ­ლე­ბი სამ­ხი­ლით, მაგ­რამ ვი­ი­ო­ნი­სად­მი უფ­რო მკაც­რი ნუ ვიქ­ნე­ბით, ვიდ­რე თვით მე­ფე იყო, რო­მე­ლიც “ლმო­ბი­ე­რე­ბას უფ­რო მეტ უპ­ი­რა­ტე­სო­ბას ან­ი­ჭებ­და, ვიდ­რე სი­სას­ტი­კეს”, შე­იწყა­ლეს, მი­უ­ტე­ვეს და “ამ მო­მენ­ტი­დან, – რო­გორც ტექ­ს­ტი იუწ­ყე­ბა, – პრო­კუ­რო­რის ბრძა­ნე­ბით სა­მუ­და­მოდ და­ი­ხუ­რე­ბა ეს საქ­მე”. მაგ­რამ მა­ლე საქ­მეს­თან დაბ­რუ­ნე­ბა მა­ინც მო­უ­წევთ.

    © “არილი”

  • ესე (თარგმანი)

    პოლ ვალერი

    ­­­­ვიიონი და ვერლე­ნი

    ანდ­რეი ბი­ტო­ვი

    ­­­­­­­­­­­ნახევარი საუკუნე პლატონოვის გარეშე

    თარ­გ­მ­ნა ეთ­ერ ვიბ­ლი­ან­მა

    გე­ნი­ა­ლუ­რი წყვი­ლი – ნა­ბო­კო­ვი და პლა­ტო­ნო­ვი მე-19 სა­უ­კუ­ნის უკ­ა­ნას­კ­ნელ წე­ლი­წადს მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. იმ­ა­ვე 1899 წლის შვი­ლე­ბი არ­ი­ან ლე­ო­ნიდ ლე­ო­ნო­ვი, კონ­ს­ტან­ტინ ვა­გი­ნო­ვი, იური ოლ­ე­შა, ნა­დეჟ­და მან­დელ­შ­ტა­მი…

    შემ­ზა­რა­ვია ამ სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ად­ა­მი­ა­ნე­ბის ხვედ­რი, ძნე­ლია, მა­თი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის გზას გა­ა­დევ­ნო თვა­ლი. ბევრს რო­დი არ­გუ­ნა ბედ­მა კუთ­ვ­ნი­ლი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი ყუ­რად­ღე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ეს პლა­ტო­ნოვ­ზე ითქ­მის, რო­მე­ლიც ამ სა­ი­უ­ბი­ლეო წელს პუშ­კი­ნის და ნა­ბო­კო­ვის ჩრდილ­ქ­ვეშ მო­ექ­ცა (რა­შიც არც ერ­თია დამ­ნა­შა­ვე და არც მე­ო­რე). პლა­ტო­ნოვ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვის ქვეშ დად­გა ჩვენს შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი აზ­რიც – “მათ მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ”-ო.

    პლა­ტო­ნო­ვი მოს­კოვ­ში, სომ­ხურ სა­საფ­ლა­ო­ზეა დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. მი­სი ნი­ჭის თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, მუხ­ლი მო­ი­ყა­რონ მის სა­მა­რეს­თან, თუნ­დაც წე­ლი­წად­ში ერთხელ, ხუთ იან­ვარს…

    პლა­ტო­ნო­ვის ცხოვ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტე­ბი ცნო­ბი­ლია მკითხ­ვე­ლის­თ­ვის. იგი ვო­რო­ნეჟ­ში და­ი­ბა­და. პრო­ლე­ტა­რის ოჯ­ახ­მა ახ­ალ­გაზ­რ­და კა­ცი რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და გარ­დაქ­მ­ნე­ბის­თ­ვის შე­ამ­ზა­და. პირ­ვე­ლი სუს­ტი ლექ­სე­ბის შემ­დეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად იფ­ეთ­ქა გე­ნი­ამ, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის შე­უც­ნო­ბე­ლია და ამ­ა­ვე დროს, თვალ­ში­სა­ცე­მიც. გა­სა­ოც­რად გე­ნი­ა­ლუ­რი კრი­ტი­კო­სი იყო ჩვე­ნი დი­დი ბე­ლა­დი და მას­წავ­ლე­ბე­ლი იოს­ებ სტა­ლი­ნი. არც ერ­თი გე­ნი­ო­სის გა­მო­ჩე­ნა არ გა­მოჰ­პარ­ვია მის მახ­ვილ მზე­რას. ცხა­დია, არც პლა­ტო­ნო­ვი დარ­ჩე­ნი­ლა ბე­ლა­დის ყუ­რად­ღე­ბის მიღ­მა, მის ნა­წე­რებს ხას­ხა­სა წი­თე­ლი ფე­რით წა­ა­წე­რა გარ­დი-გარ­დ­მო “არ­ამ­ზა­და”. მან­დელ­შ­ტა­მის მას­შ­ტა­ბებ­ში რომ გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო, ამ­ი­სათ­ვის პას­ტერ­ნაკს და­ე­ლა­პა­რა­კა. შე­საძ­ლოა, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მრჩევ­ლე­ბიც ჰყავ­და ვი­თა­რე­ბა­ში ზედ­მი­წევ­ნით გა­სარ­კ­ვე­ვად. ერ­თი რამ ცხა­დია, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის მი­მართ ის­ეთ­სა­ვე ყუ­რად­ღე­ბას იჩ­ენ­და, რო­გორ­საც ცნო­ბილ დნეპ­რ­ჰეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში.

    პლა­ტო­ნო­ვი არ­ას­დ­როს მჯდა­რა სა­ტუ­სა­ღო­ში. ბა­ნა­კე­ბი მის­მა შვილ­მა მო­ი­ა­რა და შინ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი მო­ი­ყო­ლა. სწო­რედ შვი­ლის­გან გა­და­დე­ბუ­ლი ამ სე­ნით გარ­და­იც­ვა­ლა (თუ და­ი­ღუ­პა?) იგი. პლა­ტო­ნოვ­მა ზუს­ტად ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე იც­ხოვ­რა. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი. იმ­ა­ვე სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი მის გა­რე­შე ჩა­თავ­და. პირ­ვე­ლი 50-წლი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი კი სწო­რედ პლა­ტო­ნო­ვის არ­სე­ბო­ბით არ­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მი­სი ნა­წე­რე­ბის აზ­რი და სუ­ლი იმ­დე­ნად უსწ­რებ­და წინ თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბას, რომ ცენ­ზუ­რულ და იდ­ე­ო­ლო­გი­ურ აკრ­ძალ­ვებ­თან ერ­თად ამ­ა­ნაც გა­აძ­ნე­ლა მკითხ­ვე­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბამ­დე ამ პრო­ზის მიღ­წე­ვა. დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში, პლა­ტო­ნო­ვის წა­კითხ­ვი­სას სწო­რედ ის აკრ­ძა­ლუ­ლი, შე­ფა­რუ­ლი ნა­წი­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ფა­სე­უ­ლი. მა­ინც რა­ტო­მაა ძნე­ლად­სა­კითხა­ვი ზედ­მი­წევ­ნით უბ­რა­ლო ად­ა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, ზედ­მი­წევ­ნით ცხა­დი და ნა­თე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ უკ­ი­დუ­რე­სად მარ­ტი­ვი ენ­ი­თა და ლექ­სი­კით და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი? თუ­კი ყვე­ლა­ფე­რი ასე ცხა­დი და შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია, რა­ში მდგო­მა­რე­ობს მი­სი სირ­თუ­ლე? რო­გორც ჩანს, ას­ა­კის ბრა­ლია, მაგ­რამ მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მე პი­რა­დად, პლა­ტო­ნოვს უწ­ინ უფ­რო იოლ­ად ვკითხუ­ლობ­დი. იგი ჩე­მი თა­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში “დათ­ბო­ბის” პე­რი­ოდ­ში, თუ არ ვცდე­ბი, 1958 წელს შე­მო­ვი­და ფოლ­კ­ნერ­თან ერ­თად. ეს ორი პა­ტა­რა წიგ­ნი – “შვი­დი მოთხ­რო­ბა” და “მშვე­ნი­ერ და ნა­თელ სამ­ყა­რო­ში” – დღემ­დე გა­ნუყ­რე­ლია ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. საქ­მის­მ­ცოდ­ნე ად­ა­მი­ა­ნებს ამ თი­თის­სის­ქე წიგ­ნებ­ში ჩა­უ­ტე­ვი­ათ შე­საძ­ლებ­ლის მაქ­სი­მუ­მი, ყვე­ლა­ფე­რი ის, რი­სი და­ბეჭ­დ­ვაც მა­შინ შე­იძ­ლე­ბო­და…

    სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად და­ვე­წა­ფეთ პლა­ტო­ნოვს. და­იწყო პლა­ტო­ნო­ვით, უფ­რო კი მი­სი სტი­ლით თრო­ბა, რად­გან წიგ­ნი იდ­ე­უ­რი ში­ნა­არ­სის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­ლ­დათ. იქ იყო მხო­ლოდ სი­ნა­ზე, სიყ­ვა­რუ­ლი და ბავ­შ­ვე­ბი. და იყო სრუ­ლი­ად ახ­ა­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა. ეს სა­ბავ­შ­ვო გა­მო­ცე­მა სრუ­ლად შე­ერ­წყა ჩვენს ბავ­შ­ვურ ცნო­ბი­ე­რე­ბას. ახ­ლის­მა­ძი­ე­ბე­ლი, დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბი პლა­ტო­ნო­ვის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი სრუ­ლი­ად ახ­ა­ლი სტი­ლით იკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ წყურ­ვილს.

    პლა­ტო­ნოვს მრა­ვა­ლი მიმ­ბაძ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნ­და, მაგ­რამ ეს იყო მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი მი­ბაძ­ვა. იმ პლე­ა­დის მწერ­ლებ­მა, მა­თი ძა­ლი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, პლა­ტო­ნო­ვის წე­რის სტი­ლი აით­ვი­სეს და და­ი­ვიწყეს. ახ­ლა ეს სტი­ლის­ტი­კა გა­ზა­ვე­ბუ­ლი, გა­სა­შუ­ა­ლე­ბუ­ლი სა­ხით წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა. შემ­დეგ, “პე­რეს­ტ­რო­ი­კის” პე­რი­ოდ­ში, კვლავ დად­გა ახ­ა­ლი, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით მეტყ­ვე­ლე­ბის აუც­ი­ლებ­ლო­ბა. მა­შინ ახ­ალ­გაზ­რ­და მწერ­ლე­ბის­თ­ვის მო­სა­წო­ნი და მი­სა­ბა­ძი ლ.დო­ბი­ჩი­ნი აღ­მოჩ­ნ­და. რო­გორც ჩანს, ის მი­ვიწყე­ბუ­ლი სტი­ლი ისეა შეთ­ვი­სე­ბუ­ლი და გა­ზა­ვე­ბუ­ლი დო­ბი­ჩი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, რომ იგი თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ენ­ით მეტყ­ვე­ლებს (ბო­ლოს და ბო­ლოს, ვინც იამ­ბებს წერს, პუშ­კი­ნის მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბას ხომ არ აბ­რა­ლე­ბენ). უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი რუ­სი პო­ე­ტი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ე­ტი­კის შექ­მ­ნა და ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლო, იოს­იფ ბროდ­ს­კი გახ­ლ­დათ. მას დღემ­დე ჰყავს უამ­რა­ვი მიმ­დე­ვა­რი და მიმ­ბაძ­ვე­ლი. გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ვი­ღა­ცის მსგავ­სად წე­რა მხო­ლოდ “ტექ­ნი­კაა” და სხვა არ­ა­ფე­რი. ფა­სე­უ­ლია სხვა, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ – ვინ წერს და რას წერს. თუ მი­ვიჩ­ნევთ, რომ პუშ­კი­ნის თუ გო­გო­ლის, პლა­ტო­ნო­ვის თუ დო­ბი­ჩი­ნის, ზა­ბო­ლოც­კის თუ ბროდ­ს­კის სტი­ლის გავ­ლე­ნა უკ­ვე ჩავ­ლი­ლი პე­რი­ო­დია, მა­შინ ის­ღა დაგ­ვ­რ­ჩე­ნია, მა­თი ნა­წე­რე­ბი ვი­კითხოთ.

    სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ცდი­ლობ გა­გე­ბას, რა და­წე­რა (და არა რო­გორ და­წე­რა) პლა­ტო­ნოვ­მა, იჩ­ენს თავს მი­სი კითხ­ვის სირ­თუ­ლე. თით­ქოს რა­ღაც ინგ­რე­ვა და ნაპ­რალ­თან რჩე­ბი ტკბო­ბა­სა და ტან­ჯ­ვას შო­რის. არ მე­გუ­ლე­ბა არც ერ­თი დრო­ი­სა და ეპ­ო­ქის სხვა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ას­ე­თი ძა­ლით გან­გაც­დე­ვი­ნებს სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბი­სად­მი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას, სიბ­რა­ლულს და სიყ­ვა­რულს. ეს სიბ­რა­ლუ­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ თით­ქ­მის სიკ­ვ­დილს უტ­ოლ­დე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­სახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და ამ­ა­შია მი­სი უმ­თავ­რე­სი არ­სი. პლა­ტო­ნო­ვის ნა­წე­რებ­ში ტან­ჯ­ვი­სა და სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის გან­წი­რუ­ლი ად­ა­მი­ა­ნი­სა თუ სხვა სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბი­სად­მი სიბ­რა­ლუ­ლი და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა ისე სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რე­ლა­დაა და­ხა­ტუ­ლი, რომ მკითხ­ვე­ლიც პერ­სო­ნა­ჟებ­თან იტ­ან­ჯე­ბა და კვდე­ბა.

    ეს ემ­ო­ცი­უ­რი ძა­ლა ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვით მი­ღე­ბულ გან­ც­დას აღ­ე­მა­ტე­ბა, იგი ბევ­რად მე­ტია და შე­საძ­ლებ­ლო­ბის ზღვარს სცილ­დე­ბა.

    გა­მო­დის, რომ პლა­ტო­ნო­ვის ნე­ბის­მი­ე­რი გვერ­დის წა­კითხ­ვა დი­დი დატ­ვირ­თ­ვა და ვარ­ჯი­შია სუ­ლის­თ­ვის. ნა­ვარ­ჯი­შე­ვი სუ­ლი ტკი­ვილს იწ­ყებს არა მხო­ლოდ წიგ­ნ­ში წა­კითხუ­ლის გა­მო, არ­ა­მედ სა­კუ­თა­რი გა­უ­ხე­შე­ბუ­ლი, გა­მო­ფი­ტუ­ლი და გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი არ­სო­ბის გა­მოც. ამგ­ვა­რად, ჩვენ­ში აღძ­რუ­ლი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა და სიბ­რა­ლუ­ლი არა მხო­ლოდ სხვის მი­მართ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბაა, არ­ა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის სიბ­რა­ლუ­ლი. მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვით ვცდი­ლობთ სხვის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას, მაგ­რამ ჩვე­ნი­ვე სუ­ლის უმ­წიფ­რო­ბი­სა და გა­ნუ­ვი­თა­რებ­ლო­ბის გა­მო, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი უიმ­ე­დო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ხატ­ვას ვა­ხერ­ხებთ.

    მაშ, რა სა­ჭი­როა ამგ­ვა­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რას მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ ის­ი­ნი? ამ­ა­ზე ფიქ­რიც კი მზა­რავს და იქ­ნებ არ­ცაა სა­ჭი­რო 21-ე სა­უ­კუ­ნის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან იგი უც­ი­ლობ­ლად უკ­ავ­შირ­დე­ბა ეს­ქა­ტო­ლო­გი­ას, ქვეყ­ნი­ე­რე­ბის და­სას­რულს. რაც შე­ე­ხე­ბა მე-20 სა­უ­კუ­ნეს, მი­სი მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა ისაა, რომ ად­ა­მი­ანს კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნა სამ­ყა­რო­ში და სა­თა­ვე და­უ­დო ეკ­ო­ლო­გი­ურ აზ­როვ­ნე­ბას. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა გა­რე­მომ­ც­ვე­ლი ცოცხა­ლი სამ­ყა­როს გა­ნად­გუ­რე­ბის ფა­სად იქ­ნა მო­პო­ვე­ბუ­ლი. ხო­ლო ახ­ალ, 21-ე ათწ­ლე­ულ­ში ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე სი­ცოცხ­ლე იმ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რამ­დე­ნა­დაც გა­აც­ნო­ბი­ე­რებს კა­ცობ­რი­ო­ბა ად­ა­მი­ან­თა მოდ­გ­მის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნილ სი­სას­ტი­კეს, სი­ხარ­ბეს, მტა­ცებ­ლო­ბას და გა­მოც­დი­ლე­ბად შეს­თა­ვა­ზებს მო­მა­ვალს. პლა­ტო­ნო­ვი ად­რე­ვე, ზედ­მი­წევ­ნით ნათ­ლად გრძნობ­და ამ პრობ­ლე­მის გარ­დუ­ვა­ლო­ბას და კა­ცობ­რი­ო­ბის მო­მავ­ლის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ აზრს ად­ა­მი­ა­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით გა­მო­ხა­ტავ­და. ამ­ი­ტო­მაც გვევ­ლი­ნე­ბა იგი დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლურ მწერ­ლად. თუ ად­ა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის უფ­რო რთულ პერ­ს­პექ­ტი­ვებს ჩა­ვუღ­რ­მავ­დე­ბით, გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა, რა­ტომ წერ­და პლა­ტო­ნო­ვი უმ­არ­ტი­ვე­სი ენ­ით. იგი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის­დ­რო­ინ­დელ ქრის­ტი­ა­ნო­ბას მოგ­ვა­გო­ნებს, წი­ნა­რექ­რის­ტი­ა­ნულს, პლა­ტო­ნურს. არ ვი­ცი, პლა­ტო­ნო­ვი იც­ნობ­და თუ არა პლა­ტო­ნის მოძღ­ვ­რე­ბას, მაგ­რამ მი­სი გა­მო­ძა­ხი­ლი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ.

    გა­ვი­და ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე და პლა­ტო­ნოვს, 21-ე სა­უ­კუ­ნის მწე­რალს, მო­მავ­ლის მწე­რალს უწ­ო­დე­ბენ. გე­ნი­ო­სის ეს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი აღ­ი­ა­რე­ბა არ მა­ხა­რებს იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც წუ­ხი­ლი მიპყ­რობს იმ მო­მავ­ლის გა­მო, რო­დე­საც პლა­ტო­ნო­ვი ყვე­ლას­თ­ვის გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა. აი, მა­შინ პლა­ტო­ნო­ვი ჰა­ე­რი­ვით აუც­ი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვენ­თ­ვის.

    არ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლი­მე იდ­ე­ას ხორ­ცი შე­ეს­ხა ცხოვ­რე­ბა­ში. უბ­რა­ლოდ, რო­ცა რა­ი­მე ახ­ა­ლი აღ­მო­ცენ­დე­ბო­და, ახ­სენ­დე­ბო­დათ, რომ ამ­ის შე­სა­ხებ იდეა მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და. ასე იყო ქრის­ტი­ა­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. ქრის­ტეს და­ბა­დე­ბის ორი ათ­ა­სი წლის იუბ­ი­ლეს დი­დი ზარ-ზე­ი­მით აღვ­ნიშ­ნავთ ამ გა­და­რე­უ­ლი და უგ­უ­ნუ­რი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნო­ბა ქრის­ტეს და­ბა­დე­ბამ­დე ბევ­რად ად­რე არ­სე­ბობ­და კა­ცობ­რი­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. პლა­ტო­ნოვ­მა მო­ა­ხერ­ხა თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი იმ წი­ნა­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი, ახ­ლა­დაღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი პირ­ველ­ყო­ფი­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ენ­ით და­ე­წე­რა. იგი ის­ეთ სიღ­რ­მე­ებ­ში ახ­ერ­ხებს შეღ­წე­ვას, სა­დაც ცნო­ბი­ე­რე­ბა ჯერ კი­დევ ჩა­ნა­სა­ხო­ვან მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და არ­ა­ფე­რია ნათ­ქ­ვა­მი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯობ­დეს, რომ პლა­ტო­ნო­ვი ბავ­შ­ვებს ვუ­კითხოთ. იქ­ნებ, მათ უფ­რო იოლ­ად გა­ი­გონ და დრო­უ­ლა­დაც.

    2000 წ.

    © “არილი”