პროზა

ეკა ღა­ღა­ნი­ძე – სტუმარ-მასპინძე­ლი

­­­

მას

ნო­ემ­ბ­რის თვე­ში ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სარ­დაფ­ში მცხოვ­რე­ბი გი­ჟი სო­ნას მე­გო­ბა­რი ხუ­თი კა­ტი­დან ერთ-ერ­თი ხე­ზე აძვ­რა და ვე­ღარ ახ­ერ­ხებ­და ჩა­მოს­ვ­ლას. ჭრე­ლი ფუშ­ფუ­შა გუნ­და ბრჭყა­ლე­ბით ებ­ღა­უ­ჭე­ბო­და მსხვილ ტოტს და სა­შინ­ლად ჩხა­ო­და. კა­ტის და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი პატ­რო­ნი ბუტ­ბუ­ტი­თა და გრძე­ლი ჯო­ხის ქნე­ვით ხეს გარ­შე­მო უვ­ლი­და. ხან ჯოხს უკ­ა­კუ­ნებ­და, ხა­ნაც ჯაჯ­გუ­რით ცდი­ლობ­და ალ­ვის ხის შერ­ხე­ვას. ბავ­შ­ვებ­მა მი­ა­ნე­ბეს თა­ვი ბურ­თის თა­მაშს და სო­ნას­თან ერ­თად გარს უვ­ლიდ­ნენ ხეს “ფი­სო, ფი­სო, ჩა­მო­დი”-ს ძა­ხი­ლით. რამ­დე­ნი­მე დღის ხვეწ­ნამ არ გაჭ­რა. შე­ში­ნე­ბუ­ლი კა­ტა კენ­წე­რო­საკნ მი­ი­წევ­და და კვლავ აგრ­ძე­ლებ­და ჩხა­ვილს, რაც ღამ-ღა­მო­ბით ძილს უფრ­თხობ­და კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლებს. სა­ბო­ლო­ოდ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბი იძ­უ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, აქ­ტი­უ­რად ჩაბ­მუ­ლიყ­ვ­ნენ კა­ტის გა­დარ­ჩე­ნის კე­თილ­შო­ბი­ლურ საქ­მე­ში. ხელ­და­ხელ შე­იქ­მ­ნა ჯერ ფონ­დი, მე­რე გეგ­მა. მო­იყ­ვა­ნეს ამ­წე და სპეც­ტან­საც­მ­ლი­ა­ნი მუ­შა კარ­გა­ხანს ექ­ა­ჩე­ბო­და ტოტ­ზე ბრჭყა­ლე­ბით ჩაბღა­უ­ჭე­ბულ კა­ტას, რა­თა შემ­დ­გომ უკ­ვე ტა­შით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ძირს დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, კომ­ბი­ნი­ზო­ნი ამ­ა­ყად და­ე­ფერ­თხა და მან­ქა­ნის კა­ბი­ნი­დან ენ­ერ­გი­უ­ლად ექ­ნია ხე­ლი ჟი­ვი­ლით გა­მო­დევ­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის.

ნო­ემ­ბ­რის თვე­ში მე­ზობ­ლე­ბი ღი­მი­ლით ულ­ო­ცავ­დ­ნენ ერთ­მა­ნეთს კა­ტის გა­დარ­ჩე­ნას, ნელ-ნე­ლა იშ­ლე­ბოდ­ნენ და უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ ღა­მის მშვი­დო­ბი­ან ძილს.

* * *

უკ­ვე სა­და­ვო აღ­ა­რაა ეს გა­რე­მო­ე­ბა და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც ად­ას­ტუ­რე­ბენ – მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე ერი ქარ­თ­ვე­ლი ერია. ქარ­თუ­ლი ოჯ­ა­ხი, რო­მე­ლიც არ­ქა­ულ ად­ათ-წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით იქმ­ნე­ბა, სა­უ­კუ­ნე­ო­ბით ინ­არ­ჩუ­ნებს მხო­ლოდ მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სა­ა­მა­ყო თვი­სე­ბას – სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლო­ბის ჩვე­ვას. სტუმ­რის მი­ღე­ბა-დახ­ვედ­რა-გას­ტუმ­რე­ბა არ­ა­ვის­გან გვეს­წავ­ლე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე ერ­ის ის­ტო­რია ჯო­ყო­ლა ალ­ხას­ტა­ის­ძის ოჯ­ა­ხით იწ­ყე­ბა. ჯო­ყო­ლა – ოც­და­ა­თი წლის დრო­ე­ბი­თი უმ­უ­შე­ვა­რი თბი­ლი­სე­ლია, რომ­ლის ორ­კა­ცი­ა­ნი ოჯ­ა­ხი მუ­დამ მზა­დაა სა­სურ­ვე­ლი თუ უს­ურ­ვე­ლი სტუმ­რის მი­სა­ღე­ბად.

კა­ნა­ლი­ზა­ცია-ვენ­ტი­ლა­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე დას­რულ­და სტი­პენ­დი­ის მი­ღე­ბით ჯო­ყო­ლას სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯეტ­ში მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნის ოთხ­წ­ლე­დი. ეგ შე­ნი დიპ­ლო­მი და­ხიე და ქერ­ტ­ლად გა­და­ი­ყა­რე თავ­ზე. არ­ცერ­თი მი­სი თა­ნა­კურ­სე­ლი არ მუ­შა­ობ­და სპე­ცი­ა­ლო­ბით, დრო იყო ას­ე­თი. ასე რომ, არ­ა­ვის გაჰ­კ­ვირ­ვე­ბია წი­თელ­დიპ­ლო­მი­ა­ნის უმ­უ­შევ­რო­ბა. ჯო­ყო­ლა რი­სი ჯო­ყო­ლა იყო, ნა­დი­რო­ბა და აქ­ე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხე­ტი­ა­ლი რომ არ ჰყვა­რე­ბო­და. ხო­ლო თუ­კი დავ­კონ­კ­რეტ­დე­ბით ქა­ლა­ქის მას­შ­ტა­ბით და მარ­ტი­ვი ახს­ნი­თაც დავ­კ­მა­ყო­ფილ­დე­ბით – ფე­ხით სი­ა­რუ­ლი უყ­ვარ­და. ხში­რად და­დი­ო­და. უფ­რო ხში­რად, ვიდ­რე თვით სიტყ­ვა “ხში­რად” იტ­ევს ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. ძილ­შიც და­დი­ო­და, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბი­სას და­დი­ო­და. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მე­ტად მკვდარ ქა­ლაქ­ში და­დი­ო­და, ბინ­ძურ ტრო­ტუ­ა­რებ­ზე, ბათ­ქაშ­ჩა­მოყ­რილ კედ­ლებ­თან დგო­მი­სას. ასე რომ, ხში­რად და­დი­ო­და. ფე­ხით. გზის ფუ­ლიც ეზ­ო­გე­ბო­და და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბაც. ძი­რი­თა­დად ძველ უბ­ნებს ეტ­ა­ნე­ბო­და. მკვდა­რი ქა­ლა­ქი მარ­თ­ლაც რომ ეპ­ა­სუ­ხე­ბო­და მის უცვ­ლელ გან­წყო­ბი­ლე­ბას. მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს­თან კლდე­ზე გად­მო­კონ­წი­ა­ლე­ბუ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის დამ­ს­კ­და­რი კედ­ლე­ბი ნაპ­რა­ლე­ბით უღ­ი­მოდ­ნენ და უბ­ა­ნი­ვით დაძ­ვე­ლე­ბულ, ნა­ხევ­რად ჩაშ­ლილ აგ­უ­რებს უჩ­ენ­დ­ნენ. იდ­გა და ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ხის კი­ბის ნარ­ჩე­ნებს, ან ხელ­ში ატ­რი­ა­ლებ­და მი­წი­დან აღ­ე­ბულ, მი­სი ვა­რა­უ­დით, მო­ა­ჯი­რის ყო­ფილ რი­კულს. შემ­თხ­ვე­ვით, თუ­კი ბავ­შ­ვე­ბის მო­ყი­ჟი­ნე ლაშ­ქა­რი ჩა­ურ­ბენ­და, ან ვი­ღაც, ზე­და სარ­თუ­ლის დი­ა­სახ­ლი­სი გად­მო­ას­ხამ­და ტაშ­ტით საპ­ნი­ან წყალს, მხო­ლოდ ნა­კა­დის ჩხრი­ა­ლი, ან გვერ­დით ჩაქ­რო­ლილ­თა ღრი­ა­ლი აფ­ხიზ­ლებ­და და იგ­იც დამ­ფ­რ­თხა­ლი, ტა­ლა­ხის შხე­ფე­ბით და­წინ­წ­კ­ლუ­ლი შარ­ვ­ლის ტო­ტე­ბის ფარ­თხუ­ნით ტო­ვებ­და ახ­ლო­ბელ, ღია სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავს, რომ­ლის და­რა­ჯი სად­ღაც გამ­ქ­რა­ლი­ყო, ან სა­ერ­თოდ გა­და­ე­ტა­ნა თა­ვი­სი სა­და­რა­ჯო პუნ­ქ­ტი სხვა უფ­რო სარ­ფი­ან ალ­ა­გას, თუნ­დაც ვი­გინ­და­რე­ბი­ვით მომ­რავ­ლე­ბუ­ლი ბე­ტო­ნის, ვიტ­რა­ჟუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

ძვე­ლი თბი­ლი­სი­დან გა­მოღ­წე­უ­ლი რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­სა­კენ აუყ­ვე­ბო­და ქუ­ჩებს. თა­ნამ­დე­ბო­ბი­ან ნაც­ნო­ბებს ჩა­მო­უვ­ლი­და, მო­ი­კითხავ­და, ისე, სხვა­თა შო­რის, ჰკითხავ­და – სა­ჩე­მო არ­ა­ფე­რი გაქ­ვ­თო? ის­ი­ნი პირ­დე­ბოდ­ნენ, ბე­ჭებ­ზე ხე­ლებს უტ­ყა­პუ­ნებ­დ­ნენ, ცო­ტა ხან­ში გა­მო­ი­ა­რე­თო – ის­ტუმ­რებ­დ­ნენ. ჯო­ყო­ლაც და­დი­ო­და. აკი არ ეზ­ა­რე­ბო­და სი­ა­რუ­ლი. თუმ­ცა არც ის­ე­თი სუ­ლე­ლი იყო, ვერ მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, რომ სხვი­სი გა­სა­ჭი­რი სა­დარ­ბა­ზოს ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე შე­მოგ­დე­ბულ სი­გა­რე­ტის დაც­ლი­ლი კო­ლო­ფი­ვით რო­მაა, რო­მელ­საც იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ენ­ი­ჭე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ნდო­მის ობ­ი­ექ­ტი ხდე­ბა და მო­ნატ­რე­ბის სურ­ნე­ლი ეძ­ლე­ვა, თუ ჯი­ბე­ში ხურ­დაც არ გიყ­რია. თუმ­ცა, სხვა დროს ფილ­ტ­ვებ­დამ­ტ­ვე­რი­ლი ვერც კი ამჩ­ნევ მის არ­სე­ბო­ბას რა­ფა­ზე.

უმ­უ­შევ­რო­ბა­ში შე­მო­ლე­უ­ლი იმ­ე­დი ჯო­ყო­ლას თან­და­თა­ნო­ბით წელ­ში ხრი­და. ნაც­რის­ფე­რი ას­ფალ­ტის ცქე­რით თვა­ლე­ბი იმ­ი­ტი­რე­ბუ­ლი მი­წის­ფე­რი უხ­დე­ბო­და. რცხვე­ნო­და, რომ ცო­ლი ინ­ა­ხავ­და.

ხან­და­ხან დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ოს შო­უ­ლობ­და. სად­ღაც ბოთ­ლებს რეცხავ­და, სად­ღაც ფიც­რის ყუ­თებს ტვირ­თავ­და. ცო­ლის უჩ­უმ­რად დაძ­ვ­რე­ბო­და და მო­პა­რუ­ლი დე­ნი გა­დაჰ­ყავ-გად­მოჰ­ყავ­და შემ­კ­ვე­თის სურ­ვი­ლი­სა­მებრ. ამ­ა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად უხ­დიდ­ნენ. ორ კვი­რა­ში, ან უკ­ე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, თვის ბო­ლოს გა­სამ­რ­ჯე­ლო­მი­ღე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლით მო­არ­ბე­ნი­ნებ­და სა­ნო­ვა­გით და­ტე­ნილ პარ­კებს სახ­ლ­ში. ერთ მუ­ჭა სა­ღეჭ რე­ზი­ნას ეზ­ოს ბავ­შ­ვებს ურ­ი­გებ­და. აღ­ა­ზას მოს­ვ­ლამ­დე სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა­საც თუ მო­ას­წ­რებ­და, იმ სა­ღა­მოს პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით ფან­ჯა­რას­თან ატ­უ­ზულს ცო­ლის მო­ლო­დინ­ში თვა­ლე­ბი და კოხ­ტად და­ვარ­ცხ­ნი­ლი თმა ერთ­ნა­ი­რად უბრ­წყი­ნავ­და. მე­რე რა, რომ საყ­ვა­რე­ლი სი­ლუ­ე­ტის და­ნახ­ვი­სას კა­რის­კენ გაქ­ცე­უ­ლი ჯო­ყო­ლა შემ­თხ­ვე­ვით სკამს წა­მოჰ­კ­რავ­და ფეხს, გა­და­ყი­რა­ვე­ბუ­ლი სკა­მი მა­გი­დას ეჯ­ა­ხე­ბო­და, მა­გი­დი­დან ფორ­თოხ­ლის წვნი­ა­ნი გრა­ფი­ნი ვარ­დე­ბო­და, იმს­ხ­ვ­რე­ო­და, ხო­ლო აღ­ა­ზას საყ­ვა­რე­ლი, სა­გან­გე­ბოდ მის­თ­ვის ნა­ყი­დი სითხე იატ­აკ­ზე იღვ­რე­ბო­და და მარ­თ­ლაც სა­გან­გე­ბო ყუ­რად­ღე­ბის ღირ­სი ხდე­ბო­და. სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი აღ­ა­ზა ოთ­ახ­ში შე­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე ჟა­კეტ­სა და დაღ­ლი­ლო­ბას ერთ­დ­რო­უ­ლად იძ­რობ­და მხრე­ბი­დან და ცოლ-ქმა­რი სი­ცი­ლი­თა და ტი­ლო­თი დას­დევ­და პარ­კეტ­ზე რვა­ფე­ხას სა­ცე­ცე­ბად გას­რი­ა­ლე­ბულ ყვი­თელ სლი­პი­ნა სითხეს. ტი­ლო ის­რუ­ტავ­და გემ­რი­ელ სითხეს და არ­ა­ვინ იყო ამ ოთ­ახ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლო. ცოლ-ქმა­რი ბედ­ნი­ე­რი იყო. მე­ტი არც არ­ა­ფე­რი უნ­დო­დათ. იმ დღე­ებ­ში აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზ­რი: “კი­დევ კარ­გი, შვი­ლი არა გვყავს” – არ ახ­სენ­დე­ბო­და ჯო­ყო­ლას. ეს სხვა დღე­ებ­ში ხდე­ბო­და. მა­შინ, რო­ცა დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო არ იყო. დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო კი უფ­რო ხში­რად არ იყო, ვიდ­რე იყო. და ეს დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი აზ­რიც სწო­რედ იმ გა­ყი­ნულ დღე­ებ­ში არ­სე­ბობ­და. რო­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ცხოვ­რე­ბის ფსკერ­ზე არა, მაგ­რამ ჭი­ქის ფსკერ­ზე და­ნა­ხუ­ლი სა­კუ­თა­რი სა­ხე სა­შინ­ლად სძულ­და. მარ­თ­ლაც რომ აკრ­თობ­და თვა­ლის მოძ­რა­ვი გუ­გე­ბი და წარ­ბებს შუა გამ­კ­რ­თა­ლი კლაკ­ნი­ლი. ჩა­ის სვამ­და, თუ ყა­ვას, სვე­ლი ფა­ი­ფუ­რი მშვე­ნივ­რად ირ­ეკ­ლავ­და მუქ ჩრდი­ლებს. ჯო­ყო­ლას მე­ტად აფ­ო­რი­ა­ქებ­და ჩრდი­ლად ქცე­ვის ში­ში. არც თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ას­ვე­ნებ­და. თუმ­ცა არ­ა­ვინ აყ­ვედ­რი­და ლუკ­მას. აღ­ა­ზა უწ­ყი­ნა­რი ქა­ლი იყო, გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც კი არ უყ­ვი­რო­და თავ­ს­გა­სულ მოს­წავ­ლე­ებს. მუ­დამ იღ­ი­მო­და. მა­ში­ნაც ცდი­ლობ­და გა­ღი­მე­ბას, რო­ცა ღა­მით შემ­თხ­ვე­ვით გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი ჯო­ყო­ლას ჭე­რის­კენ მი­მარ­თულ მზე­რას შე­ნიშ­ნავ­და. ქმრის­კენ გა­დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მკლა­ვე­ბით კი­სერ­ზე ეხ­ვე­ო­და და აჩ­ქა­რე­ბუ­ლი სუნ­თ­ქ­ვით ამ­ოძ­რა­ვე­ბულ მკერდს უკ­ოც­ნი­და. “სულ ესე ხომ არ ვიქ­ნე­ბით. მა­ლე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა”, – ეჩ­ურ­ჩუ­ლე­ბო­და თვა­ლებ­დაჭყე­ტილ ქმარს. “რა თქმა უნ­და”, – ეთ­ან­ხ­მე­ბო­და ჯო­ყო­ლა და სა­ფეთ­ქ­ლებ­ზე ჩა­მო­ცუ­რე­ბუ­ლი ცრემ­ლე­ბი ყუ­რებს უწ­ვავ­და.

* * *

სტუ­მა­რი უკ­ვე ჰოლ­ში იდ­გა და ფიც­რის ღო­ბე­სა­ვით გამ­ხ­მარ ხელს უწვ­დი­და. დი­ა­სახ­ლის­მა სვე­ლი თი­თე­ბი უხ­ერ­ხუ­ლად შე­ით­ვა­ლი­ე­რა, მცი­რე ყოყ­მა­ნის შემ­დეგ ღი­მი­ლი და მოხ­რი­ლი მა­ჯა ერთ­დ­რო­უ­ლად შე­ა­გე­ბა მო­სულს. ჯო­ყო­ლას ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი ცო­ტა­თი ჩა­მოჰ­გავ­და კი­დეც თა­ვად მას. მოკ­ლედ, შეჭ­რი­ლი თმა ყვრი­მა­ლებ­თან კოხ­ტად გა­მოყ­ვა­ნილ მოგ­რ­ძო ბა­კებს ეყრ­დ­ნო­ბო­და. თვა­ლე­ბის, თმის, ტყა­ვის პი­ჯა­კის ერთ­ფე­როვ­ნე­ბა მას წაბ­ლის­ფე­რი ყუ­თი­დან თა­ვა­მო­ყო­ფილ წა­უ­ლას ამს­გავ­სებ­და. სი­გა­რე­ტის სა­შოვ­ნე­ლად უბ­ან­ში გა­სულ და შემ­დეგ უკ­ან მობ­რუ­ნე­ბულ ჯო­ყო­ლას მოჰ­ყ­ვა იგი, ცქმუტ­ვი­თა და პე­რან­გის სა­ყე­ლოს ხში­რი სწო­რე­ბით ააფ­ო­რი­ა­ქა ორ­თა სამ­ყო­ფე­ლის მი­ნავ­ლე­ბუ­ლი არ­სე­ბო­ბა.

აღ­ა­ზამ დუჟ­მომ­დ­გა­რი, გა­ცო­ფე­ბუ­ლი სა­რეცხის მან­ქა­ნა სას­წ­რა­ფოდ მოს­წყ­ვი­ტა დე­ნის უს­ას­რუ­ლო წყა­როს, მოხ­ს­ნი­ლი წინ­სა­ფა­რი ნა­ხევ­რად გა­რეცხილ თეთ­რე­ულს და­ა­პერ­ტყა, შალ­გა­დაკ­რულ ფერ­დებ­ზე თი­თე­ბის მშრა­ლე­ბით თვალ­მო­ჭუ­ტუ­ლი ჩა­აკ­ვირ­და სარ­კეს. სა­ვარ­ცხ­ლით თა­ვი მო­ი­ქე­ქა, სი­ნათ­ლის ჩაქ­რო­ბამ­დე ერთხელ კი­დევ გა­ხე­და სა­კუ­თარ პრო­ფილს და აბ­ა­ზა­ნის კა­რი კმა­ყო­ფილ­მა გა­მო­ი­ხუ­რა. სამ­ზა­რე­უ­ლოს არ­ე­უ­ლო­ბამ ცო­ტა არ იყ­ოს შე­აშ­ფო­თა, მაგ­რამ თა­ვი და­იმ­შ­ვი­და, სტუ­მარს აქ რა ეს­აქ­მე­ბაო, გად­მოტ­რი­ა­ლე­ბულ, გა­საწ­მენ­დად გამ­ზა­დე­ბულ ფე­ხე­ბაშ­ვე­რილ სკა­მებს გა­და­ა­ლა­ჯა და კარ­გა­მო­ღე­ბულ ბუ­ფე­ტამ­დე მიღ­წე­უ­ლი დო­ინ­ჯ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი და შუბ­ლ­შეჭ­მუხ­ნი­ლი ჩა­აკ­ვირ­და კა­რა­დის ში­გან­ში შე­ყუ­ჟულ მწირ სა­ნო­ვა­გეს. სა­კა­რა­ქე­ში უშ­ნოდ გა­ზე­პილ ყვი­თელ მა­სას და­ნის გა­დას­მით ზე­და­პი­რი გა­და­უს­წო­რა. პუ­რის ხუ­თი­ო­დე ნა­ჭე­რი თეფ­შ­ზე დი­ა­გო­ნა­ლუ­რად გა­ნა­ლა­გა. გაქ­ვა­ვე­ბულ-გა­ყა­ვის­ფ­რე­ბუ­ლი ლი­მო­ნი და­სუ­ნა და ის­ევ თა­რო­ზე და­აბ­რუ­ნა. ჩა­ი­და­ნის აშ­ი­ში­ნე­ბის მო­ლო­დინ­ში გა­ი­რინ­და. აღ­ა­ზამ ყუ­რი მი­უგ­დო სას­ტუმ­რო ოთ­ა­ხი­დან მო­მა­ვალ ბგე­რებს. ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბი ხან ჩურ­ჩუ­ლით, ხა­ნაც ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლით დას­დევ­დ­ნენ მო­გო­ნე­ბებს სკო­ლის დე­რეფ­ნებ­ში, სა­ხუ­რა­ვებ­ზე, მა­შინ­დელ გა­უ­ჩე­ხავ ბა­ღებ­ში. ქალს ეს­ი­ა­მოვ­ნა ქმრის ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლი. ათ­ას­გ­ვა­რი აზ­რით და­ხუნ­ძ­ლულს გან­სა­კუთ­რე­ბით არ ას­ვე­ნებ­და სხვის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი და­ნა­შა­უ­ლის კომ­პ­ლექ­სი ჯო­ყო­ლას მი­მართ. ამ­ი­ტო­მაც ახ­ა­რებ­და ყო­ფით სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში შე­მოჭ­რი­ლი იშ­ვი­ა­თი სი­ხა­რუ­ლი – გან­ს­ხე­უ­ლე­ბუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რის სა­ხით.

“ჩა­ის ხომ დაგ­ვა­ლე­ვი­ნებ?” – ჯო­ყო­ლას ლა­ღი შე­კითხ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩა­ეს­მა. “ახ-ლა-ვე” – წა­იმ­ღე­რა, გაზ­ქუ­რა გა­მორ­თო, სინ­ზე გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ფინ­ჯ­ნე­ბი ერთხელ კი­დევ შე­ას­წო­რა და სამ­ზა­რე­უ­ლო­დან სას­ტუმ­რო ოთ­ა­ხამ­დე ფრთხი­ლი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ე­მარ­თა.

იჯ­და ორ მა­მა­კაც­თან ერ­თად, ჩა­ის სვამ­და და მთე­ლი დღის შრო­მით დაღ­ლილ კუნ­თებს ას­ვე­ნებ­და. მა­მა­კა­ცე­ბი გაცხა­რე­ბით კა­მა­თობ­დ­ნენ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დას­ჯის სას­ტიკ მე­თო­დებ­ზე. ქალს ის­ღა დარ­ჩე­ნო­და, რომ მხო­ლოდ ეს­მი­ნა, რად­გან იმ შო­რე­ულ წარ­სულ­ში არ­ცერ­თი მათ­გა­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე არ­ა­ფე­რი იც­ო­და, მით უმ­ე­ტეს, მა­თი კა­პარ­ჩხა­ნა მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ სა­ი­დან უნ­და სცოდ­ნო­და. ასე რომ, დრო იხ­ელ­თა და მო­ბო­დი­შე­ბით, რვე­უ­ლე­ბი მაქვს გა­სას­წო­რე­ბე­ლიო, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­და. სტუ­მარ­მა თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით გა­ა­ყო­ლა თვა­ლი ჯო­ყო­ლას­თ­ვის უნ­ა­ზეს, სკო­ლის ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის კი, ვინ იც­ის, უს­ა­შინ­ლეს არ­სე­ბას.

ჩა­მობ­ნელ­და. თე­ბერ­ვ­ლის სუს­ხი ფან­ჯ­რებ­ზე ზღაპ­რულ ფი­გუ­რებს ხა­ტავ­და. ლამ­პა­სა და აღ­ა­ზას თა­ვე­ბი ჩა­ე­ხა­რათ რვე­უ­ლე­ბი­სა­კენ. ერთ­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სით ჩას­ც­ქე­როდ­ნენ მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლე­ბის აბ­და­უბ­დას. უეც­რად აღ­ა­ზა ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას მხარ­ზე მოხ­ვე­ულ­მა ქმრის მკლავ­მა და შუბ­ლ­ზე სის­ვე­ლედ შერ­ჩე­ნილ­მა კოც­ნამ მოწყ­ვი­ტა. “ჩვენ­თან რჩე­ბა”, – ჩა­ი­დუ­დუ­ნა ჯო­ყო­ლამ და ცო­ლის ტუ­ჩებს ეძ­გე­რა. “ჩუუ, სირ­ცხ­ვი­ლია”, – აღ­ა­ზამ ხე­ლი აუქ­ნია და თვა­ლი გა­ა­პა­რა სას­ტუმ­რო ოთ­ა­ხის­კენ, სა­ი­და­ნაც სტუ­მა­რი შიკ­რი­კად გზავ­ნი­და მოკ­ლე-მოკ­ლე ხვე­ლე­ბას და ად­ას­ტუ­რებ­და მათ­თან დარ­ჩე­ნის აუც­ი­ლებ­ლო­ბას.

შუ­ა­ღა­მის დაწყე­ბას ხუ­თი წუ­თი აკლ­და. წვრილ ბა­გირ­ზე წი­წი­ლის ნა­ფე­ხუ­რე­ბად გა­მომ­წ­კ­რი­ვე­ბულ ას­ო­ებს ერთხელ კი­დევ ჩა­აკ­ვირ­და და წი­თე­ლი მელ­ნით მო­ხა­ზულ ნი­შანს მოხ­ს­ნი­ლი სათ­ვა­ლე და­ა­ფა­რა. შუ­ში­დან თა­ვი თა­მა­მად გა­მო­ყო ორ­მა­გად გა­ბე­რილ­მა ხუ­თი­ან­მა. აღ­ა­ზამ თი­თე­ბი გა­ატ­კა­ცუ­ნა და წა­მოდ­გა. ას­ან­თი და სან­თე­ლი ქვე­და­ბო­ლოს ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო. სი­ნათ­ლის ჩაქ­რო­ბამ­დე თეთ­რე­უ­ლის სას­ტუმ­რო ოთ­ახ­ში გა­ტა­ნა უნ­და მო­ეს­წ­რო. ასე რომ, მო­გო­ნე­ბე­ბის სა­ფარ­ში შე­ყუ­ჟუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი რომ არ და­ეფ­რ­თხო, ფრთხი­ლად აწ­ყობ­და ჯერ გა­ხა­მე­ბულ თეთ­რე­ულს დი­ვან­ზე, მე­რე სახ­ვა­ლიო გეგ­მებს: სკო­ლა­ში წას­ვ­ლამ­დე ჩა­ირ­ბენს მა­ღა­ზი­ა­ში, ნი­სი­ად აიღ­ებს კვერცხს, ძეხვს, პურს. ოჯ­ა­ხის ბი­უ­ჯე­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აირ­ჩევს პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი­ა­ნო­ბას. სა­უზ­მეს მო­ამ­ზა­დებს, რა­თა გაღ­ვი­ძე­ბუ­ლებს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გაშ­ლი­ლი სუფ­რა დახ­ვ­დეთ დი­ა­სახ­ლი­სის მა­გივ­რად. ძა­ლი­ან თუ გა­თა­მამ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა რძის ნა­წარ­მის ამ­ო­ტა­ნაც.

რო­გორც იქ­ნა, დაწ­ვ­ნენ. სტუ­მა­რი სას­ტუმ­რო, ხო­ლო ცოლ-ქმა­რი სა­ძი­ნე­ბელ ოთ­ა­ხებ­ში გა­ნა­წილ­დ­ნენ და თა­ვი­ან­თი შე­სა­ფე­რი­სი სიზ­მ­რე­ბიც გა­და­ი­ნა­წი­ლეს. სი­ჩუ­მე, დამ­წ­ვა­რი სან­თ­ლის სუ­ნი, ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნი­ლი მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ხე­ლი­ხელ­გა­დახ­ვე­უ­ლე­ბი მსუ­ბუ­ქი რწე­ვით გარს უვ­ლიდ­ნენ საბ­ნე­ბი­დან ად­ე­ნილ სუნ­თ­ქ­ვას.

აღ­ა­ზას მი­ერ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სა­უზ­მის მომ­ზა­დე­ბამ­დე ხუთ სა­ათ­ზე მე­ტი რჩე­ბო­და, რო­დე­საც კა­რებ­ზე ატ­ე­ხილ­მა რა­ხუნ­მა ერთ­დ­რო­უ­ლად წა­მო­ყა­რა სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი. გა­ო­ცე­ბის დრო აღ­არ რჩე­ბო­და. ღა­მის­პე­რან­გი­ა­ნი აღ­ა­ზა კა­რებს ლო­ყით მიკ­ვ­რო­და და ამ­ა­ოდ ცდი­ლობ­და მხრებ­ზე მოგ­დე­ბულ ხა­ლათ­ში ხე­ლის გაყ­რა­სა და აურ­ზა­უ­რის მი­ზე­ზის გარ­კ­ვე­ვას. “ვინ არ­ის? ვინ არ­ის?” პა­სუ­ხად – გა­ა­ღეთ კა­რე­ბი, პო­ლი­ციაა. კარ­ზე რკი­ნის ნივ­თის დაკ­ვ­რამ და გა­სა­ღე­ბის ღრი­ჭო­ში შე­მო­ვარ­დ­ნილ­მა მკაც­რი ტო­ნის ტალ­ღამ უკ­ან და­ხია ქა­ლი. ის ზურ­გით მი­ას­კ­და ლო­გი­ნი­დან ტრუ­სი­სა­მა­რა წა­მომ­ხ­ტარ სტუ­მარს. სან­თ­ლის ძებ­ნა­ში ჯო­ყო­ლა­საც და­ე­ჯა­ხა. ქმა­რი აჩ­ქა­რე­ბით იც­მევ­და შარ­ვალს.

“გა­ვა­ღებთ, გა­ვა­ღებთ”, – ქა­ლი ვედ­რე­ბით ეჩ­ურ­ჩუ­ლე­ბო­და კა­რის შე­მომ­ტ­ვ­რე­ვის მუ­ქა­რით გამ­ძ­ვინ­ვა­რე­ბულ მომ­ხ­დუ­რებს.

“ნუ გე­ში­ნია, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბაა, ალ­ბათ…” ჯო­ყო­ლა ხე­ლის ცე­ცე­ბით ეძ­ებ­და კა­რის სა­ხე­ლურს.

კა­რის გა­ღე­ბა შე­მო­ლეწ­ვას, ხო­ლო კა­ნო­ნის მცველ­თა არ­მია დამ­შე­ულ ხრო­ვას ჰგავ­და. ოც­ამ­დე მა­ინც იქ­ნე­ბოდ­ნენ. იარ­ა­ღის ჟღა­რუ­ნით შე­მო­დი­ოდ­ნენ, ზრდი­ლო­ბი­ა­ნად უთ­მობ­დ­ნენ ერთ­მა­ნეთს გზას და ფრთხი­ლად ალ­ა­ჯებ­დ­ნენ კა­რებ­თან ჩამ­ჯ­და­რი ქა­ლის ფე­ხი­დან წამ­ძ­ვ­რალ ცალ ქოშს. ფეხ­შიშ­ვე­ლა სტუ­მარს შარ­ვ­ლის ამ­ოც­მა კი, მაგ­რამ აივ­ნი­დან გა­დახ­ტო­მა ვე­ღარ მო­ეს­წ­რო. რკი­ნის მო­ა­ჯირ­ზე გა­დამ­ჯ­დარს მი­უს­წ­რეს და ხე­ლებ­გა­დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ჰოლ­ში შე­მო­ათ­რი­ეს.

“მკვლელს იფ­ა­რავთ, თქვე­ნი დე­და…” – იღ­რი­ა­ლა ფორ­მი­ან­მა. მე­რე ქუს­ლებ­ზე შე­მოტ­რი­ალ­და და ბრძა­ნა: “ეს­ეც წა­მო­იყ­ვა­ნეთ”. გა­ფით­რე­ბუ­ლი მას­პინ­ძე­ლი სტუ­მარს ამ­ო­უ­ყე­ნეს გვერ­დით.

“რა ხდე­ბა, გა­მა­გე­ბი­ნეთ” – “არ იცი, არა?! უხ… შე, ნა­ბიჭ­ვა­რო!” – მრა­ვალ­წახ­ნა­გა მუშ­ტი პა­სუ­ხად ჯო­ყო­ლას.

რო­ცა ხე­ლებ­გა­დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბი წა­ათ­რი­ეს, აღ­ა­ზა კვლავ იატ­აკ­ზე იჯ­და და ცდი­ლობ­და მომ­ხ­დურ­თა გა­ა­ვე­ბის მი­ზე­ზის შეტყო­ბას. “კა­ცი მოკ­ლა, თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მოგ­ვიკ­ლა მაგ ნა­ბიჭ­ვარ­მა… შე­ნი ქმა­რიც მა­გის­ნა­ი­რია… აბა, რა უნ­დო­და თქვენს სახ­ლ­ში?” – მოძღ­ვ­რავ­და ერთ-ერ­თი და ჯერ სტუმ­რის მი­ერ აივ­ნი­დან გა­დაგ­დე­ბულ, ხო­ლო მე­რე პო­ლი­ცი­ე­ლის მი­ერ ნა­პოვნ პის­ტო­ლეტს ნათ­ქ­ვა­მის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად თვა­ლებ­ში თხრი­და ქალს.

“ის… სკო­ლი­დან… ბავ­შ­ვო­ბის მე­გობ­რე­ბი… სი­გა­რე­ტის სათხოვ­ნე­ლად ჩა­სულს შეხ­ვ­და…” ამ­ის სა­პა­სუ­ხოდ – “ქა­ლო, რე­ებს ჩმა­ხავ! ვის გა­უ­გია ოც­და­ა­თი წლის კა­ცი სი­გა­რე­ტის სათხოვ­ნე­ლად ქუ­ჩა­ში გა­ვი­დეს?”

ფეხ­შიშ­ვე­ლი ორი დამ­ნა­შა­ვე გი­სო­სე­ბი­ან შავ მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს და პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს. მკვლე­ლის ასე ად­ვი­ლად აყ­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი უკ­ვე სას­ტუმ­რო ოთ­ახ­ში იჯ­და და ჩხრე­კის დაწყე­ბამ­დე დი­ა­სახ­ლის­თან გა­სა­უბ­რე­ბის მო­ლო­დინ­ში კა­ლამს აკ­ა­კუ­ნებ­და მა­გი­დის გა­ლა­ქულ ზე­და­პირ­ზე.

აღ­ა­ზა წა­მოდ­გა, კოჭ­ლო­ბით გა­ვი­და ფორ­მი­ა­ნე­ბით გავ­სე­ბულ აბ­ა­ზა­ნა­ში, ონ­კა­ნი მო­უშ­ვა, სა­ხე­ზე ჩა­მო­ის­ვა სი­ცი­ვი­თა თუ ში­შით აკ­ან­კა­ლე­ბუ­ლი თი­თე­ბი და სას­ტუმ­რო ოთ­ახ­ში შებ­რუნ­და.

– ჩე­მი ქმა­რი არ არ­ის დამ­ნა­შა­ვე, – მშვი­დად უთხ­რა აღ­ა­ზამ გა­მომ­ძი­ებ­ლის კა­ლამს.

– დაწყ­ნარ­დით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კ­ვე­ვა, – უპ­ა­სუ­ხა კა­ლამ­მა და საქ­მი­ა­ნად ამ­ოძ­რა­ვე­ბულ­მა ლურ­ჯი ას­ო­ე­ბი გა­ამ­წ­კ­რი­ვა ფურ­ცელ­ზე.

მოწ­მე­ე­ბად შე­მოყ­ვა­ნი­ლი მე­ზობ­ლე­ბი უტყ­ვი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით აკვ­როდ­ნენ მათ­თ­ვის მი­ჩე­ნილ კე­დელს. სა­და­ცაა პრო­ჟექ­ტო­რებს მო­ი­ტან­დ­ნენ და ჩხრე­კა­საც და­იწყებ­დ­ნენ.

– ჩხრე­კის ორ­დე­რი თუ გაქვთ? – გა­უ­ბე­და­ვად იკ­ითხა აღ­ა­ზამ, მი­თუ­მე­ტეს, რომ უკ­მეხ პა­სუხს “სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­სას ორ­დერს არ ვსა­ჭი­რო­ებთ”, ის­ე­დაც ელ­ო­და. რა­ღა მა­ლა­პა­რა­კებ­სო, მო­ი­ბუ­ზა და იქ­ვე, კთხე­ში ჩაჯ­და. სკა­მის­კენ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა უფ­რო ძნე­ლი იყო, ვიდ­რე უც­ხო მა­მა­კა­ცე­ბის თვალ­წინ იატ­აკ­ზე გაშ­ხ­ლარ­თ­ვის სირ­ცხ­ვი­ლის დაძ­ლე­ვა. ქალ­მა თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, ნა­ო­ჭებ­ში ჩამ­ხ­მარ და ჩა­მუ­ქე­ბულ დერ­მა­კო­ლი­ვით ძნე­ლად მო­სა­შო­რე­ბელ რე­ა­ლო­ბას გულ­გ­რი­ლად მი­უგ­დო ყუ­რი.

აქ­ამ­დე მხო­ლოდ ეკ­რან­ზე ნა­ნა­ხი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ქვე­და ტუ­ჩი და ღა­ბაბ­ჩა­მოგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი სა­ხე აღ­ა­ზას კუთ­ვ­ნილ სა­ვარ­ძელ­ში გან­ფე­ნი­ლა. შუბ­ლ­შეჭ­მუხ­ნუ­ლი ბო­სი იარ­ა­ღის არ­სე­ნა­ლის ამ­ო­ღე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ფეხს არ იცვ­ლის. ზის და მხედ­ვე­ლო­ბის არ­ე­დან არ უშ­ვებს და­ფა­ცუ­რე­ბულ მჩხრე­კელ­თა არ­ცერთ მოძ­რა­ო­ბას.

“ოქ­რო­უ­ლო­ბა პარ­კ­ში ჩა­აწყ­ვეთ და ხელ­ში გე­ჭი­როთ” მი­თი­თე­ბა­ზე აღ­ა­ზა ხმა­რე­ბის­გან გაც­ვე­თილ, გა­ლე­ულ, ოქ­როს­რ­გოლ­წა­მოც­მულ თითს ზე­ვით სწევს და აც­ხა­დებს, რომ მხო­ლოდ ესაა მი­სი ქო­ნე­ბა.

შავ პალ­ტო-ქუ­დი­ა­ნი კა­ცი ქშე­ნით იკვ­ლევს გზას ფორ­მი­ა­ნებს შო­რის, თა­ვის დაკ­ვ­რით ეს­ალ­მე­ბა უფ­როსს, რის შემ­დე­გაც იწ­ყებს თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბას. ფარ­ნებ­მო­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი რი­გი­თე­ბი შავ პალ­ტო-ქუ­დი­ანს დას­დე­ვენ და ცდას არ აკ­ლე­ბენ, რა­თა კარ­გად გა­უ­ნა­თონ ოთ­ა­ხის ყვე­ლა სა­ეჭ­ვო კუთხე-კუნ­ჭუ­ლი.

ას­ე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. არ­ა­ფე­რი არ უნ­და გა­მო­გე­პა­როს. აღ­ა­ზა თი­თებ­შუა მოქ­ცე­უ­ლი თვა­ლე­ბით ასც­ქე­რის შავ პალ­ტო-ქუ­დი­ა­ნის თი­თებს და უეც­რად უჩნ­დე­ბა პრო­ტეს­ტი სწრა­ფად მოძ­რა­ვი თი­თე­ბის მი­მართ. ეს თხე­ლი თი­თე­ბი კლა­ვი­შე­ბი­ან ინს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე შე­ხე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბი­სათ­ვის უფ­როა შექ­მ­ნი­ლი, ვიდ­რე ლე­იბ­სა და სა­წოლს შუა სრი­ა­ლი­სათ­ვის. პატ­რო­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ფერ­მ­კ­რ­თა­ლი თი­თე­ბი ეძ­ებ­დ­ნენ და პო­უ­ლობ­დ­ნენ კი­დეც ვერ­ცხ­ლის­ფერ ქა­ღალ­დ­ში გახ­ვე­ულ, და­ფა­სო­ე­ბულ ნარ­კო­ტიკს. უფ­რო სწო­რად, პო­უ­ლობ­დ­ნენ და მე­რე ეძ­ებ­დ­ნენ. ნარ­კო­ტიკს. ან იქ­ნებ ჯერ აფ­ა­სო­ებ­დ­ნენ, მე­რე ეძ­ებ­დ­ნენ. ან ჯერ ეძ­ებ­დ­ნენ, აფ­ა­სო­ებ­დ­ნენ და მე­რე პო­უ­ლობ­დ­ნენ კი­დეც. თუმ­ცა რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, თუ­კი ცხოვ­რე­ბა­ში ფაქ­ტე­ბის არ­ით­მე­ტი­კუ­ლი გა­და­ნაც­ვ­ლე­ბით არ იცვ­ლე­ბა შე­დე­გი. შე­დე­გი კი სა­ხე­ზე და ხე­ლებ­ზე იყო. ქა­ლის დამ­ფ­რ­თხალ სა­ხე­ზე და კა­ცის ხელ­ზე. შავ პალ­ტო-ქუ­დი­ა­ნის ყო­ვე­ლი თი­თის სა­ზი­ა­რო ხე­ლის­გულ­ზე ეს­ვე­ნა ვერ­ცხ­ლის­ფერ ქა­ღალ­დ­ზე გაშ­ლი­ლი თეთ­რი ფხვნი­ლი და ამ­ა­ვე კი­დუ­რის პატ­რო­ნი ნეს­ტო­ე­ბით ეხ­ე­ბო­და სა­თუ­თად.

“აჰაა… ნარ­კო­ტი­კი ამ­ო­ვი­ღეთ!” – ლურ­ჯი ფე­რი კვლავ გა­ნაგ­რ­ძობ­და ას­ო­ე­ბის გა­დაბ­მას ფურ­ცელ­ზე.

ნარ­კო­ტი­კი… ნარ­კო­ტი­კი… ბევ­რის­მ­თ­ქ­მე­ლი სიტყ­ვა მარ­ც­ვალ-მარ­ც­ვალ გაბ­ნე­უ­ლი კე­დელს შე­ას­კ­და და ინ­ერ­ცი­ით უკ­ან­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქა­ლის სხე­უ­ლის ბუნ­დო­ვან ლა­ბი­რინ­თ­ში ჩა­ინ­თ­ქა.

ჩხრე­კა გრძელ­დე­ბო­და. ფორ­მი­ა­ნე­ბი კვლავ ბო­რი­ა­ლობ­დ­ნენ არ­ე­უ­ლი ოთ­ა­ხე­ბის უს­ივ­რ­ცო­ბა­ში. აღ­ა­ზა კი კვლავ იჯ­და და უყ­უ­რებ­და, თუ რო­გორ და­გო­რავ­და გა­და­ყი­რა­ვე­ბუ­ლი ვა­ზა წრე­ზე. ერთ­მა­ნეთს ენ­აც­ვ­ლე­ბოდ­ნენ ოქ­როს­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბი. ლო­ყებ­და­ბე­ჟი­ლი ვა­ზა ფორ­მი­ა­ნებს ფე­ხებ­ში ებ­ლან­დე­ბა. ამ­ი­ტო­მაც თა­ვი­დან მათ რის­ხ­ვი­ან პან­ღუ­რებს, ხო­ლო შემ­დეგ კა­რა­დის თავ­ზე შე­მოდ­გო­მა­საც კი იმ­სა­უ­რებს. პატ­რო­ნი­ვით გვა­რი­ა­ნად და­ბეგ­ვი­ლი, თუმ­ცა პატ­რო­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით უემ­ო­ცი­ოდ ზე­ვი­დან დაჰ­ყუ­რებს მომ­ხ­დურ­თა ბო­რი­ალს.

აღ­ა­ზამ სხე­უ­ლი ძლივ­ძ­ლი­ვო­ბით აით­რია და სხვე­ბი­ვით ის­იც აედ­ევ­ნა შავ ქუდ-პალ­ტო­ი­ა­ნის ამ­ა­ლას, რა­თა მცი­რე გან­მარ­ტე­ბე­ბი მა­ინც მი­ეწ­ვ­დი­ნა მის კუთ­ვ­ნილ ნივ­თებ­ში მქე­ქავ­თათ­ვის.

“ეს გამ­ხ­მა­რი პიტ­ნაა”, – ბუ­ფე­ტის გა­მო­ღე­ბულ კარს ლო­ყით მი­ეყ­რ­დ­ნო.

“გა­დი, რა ქა­ლო” – ღმუ­ის მჩხრეკ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მო­რი­გე­ო­ბით ჰყოფს ცხვირ­სა და თი­თებს რკი­ნის ყუთ­ში. ყუ­რად­ღე­ბით სრი­სავს ღე­რო­ე­ბი­ან ფოთ­ლებს. ყნო­სავს. რამ­დე­ნი­მე წამ­ში ინ­ტე­რესს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ცვლის და მა­ლე გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი, პიტ­ნის სუ­ნის ფრქვე­ვით ტო­ვებს არ­ე­ულ-და­რე­ულ ბი­ნას.

თით­ქოს ამ­ას ელ­ოდ­ნე­ნო, გან­რის­ხე­ბულ­მა ფორ­მი­ა­ნებ­მა კა­რე­ბი გა­ი­ჯა­ხუ­ნეს და გი­ნე­ბით ჩა­ა­თა­ვეს სახ­ლის კი­ბე­ე­ბი­ცა და ჩხრე­კაც. მოწ­მე­ე­ბად მოყ­ვა­ნი­ლი მე­ზობ­ლე­ბიც გა­იხ­ვეტ­ნენ და თან გა­ი­ყო­ლეს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით დაბ­რე­ცი­ლი სა­ხე­ე­ბი. ორ­ო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი დი­ა­სახ­ლი­სი სას­ტუმ­რო ოთ­ა­ხის შუ­ა­გულ­ში იდ­გა, აყ­რილ-დაყ­რი­ლი ნივ­თე­ბი­დან პეპ­ლე­ბად აფ­არ­ფა­ტე­ბუ­ლი მტვე­რი ტან­საც­მელ­ზე ეყ­რე­ბო­და, ხო­ლო და­ო­სე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი­დან ჩა­მოც­ვე­ნილ ცრემლს სი­ჩუ­მე­ში წკა­პა-წკუ­პი გა­უ­დი­ო­და იატ­აკ­ზე გაშ­ლილ, ალ­ბო­მი­დან ამ­ოც­ვე­ნილ წარ­სუ­ლის ნაც­ნობ ფო­ტო­ებ­ზე.

* * *

სა­ღა­მო­ხანს ესა თუ ის ოჯ­ა­ხი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით მი­უჯ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზორს. სწო­რედ ამ დიქ­ტო­რის ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნი­სას სენ­სა­ცი­ე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი ხე­ლებს იფშ­ვ­ნე­ტენ. მის ორ­ა­ტო­რულ ნიჭ­ში არ­ა­ერ­თხელ დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი გა­ფა­ცი­ცე­ბით ელ­ი­ან დიქ­ტო­რის მო­ნო­ლოგს, რო­მე­ლიც ასე გა­იჟ­ღე­რებს: “ქალ­ბა­ტო­ნე­ბო და ბა­ტო­ნე­ბო, ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, მოგ­მარ­თავთ თქვენ, ყო­ველ თქვენ­თა­განს, მინ­და კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნოთ, რომ ბო­ლო დროს გახ­შირ­და ნა­ძი­რა­ლე­ბის და­უნ­დო­ბე­ლი თა­რე­ში. და აი, კი­დევ ერ­თი სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტი: მოკ­ლუ­ლია პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი. რო­დემ­დე უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს ეს? სა­ჭი­როა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა. მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და აიმ­აღ­ლოს ხმა… თუმ­ცა არ სძი­ნავთ კა­ნო­ნის დამ­ც­ველთ: და­კა­ვე­ბუ­ლია ბო­როტ­მოქ­მედ­თა ბან­და, მხი­ლე­ბულ­ნი არ­ი­ან ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი… მა­თი ბი­ნი­დან აომ­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კე­ბი. დი­დი მად­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ორ­გა­ნო­ებს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის…”

დიქ­ტო­რის მო­ნო­ლო­გი იქ­ნე­ბა გრძე­ლი, მთლი­ა­ნად მო­ი­ცავს თბი­ლი­სელ­თა რამ­დე­ნი­მე დღის სა­ლა­პა­რა­კო თე­მას და არ­ა­ვის არ­ა­ფე­რი ეც­ო­დი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერ­თი საკ­ნის რა­დი­ა­ტორ­ზე ბორ­კი­ლე­ბით მიბ­მულ, ნა­ცემ, ნეკ­ნებ­ჩამ­ტ­ვ­რე­ულ, ჩა­ი­ში გახ­ს­ნი­ლი ჰა­ლუ­ცი­ნა­ტო­რე­ბით გა­მო­თაყ­ვა­ნე­ბულ ჯო­ყო­ლა ალ­ხას­ტა­ის­ძის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

* * *

თე­ბერ­ვ­ლის თვე­ში ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სარ­დაფ­ში მცხოვ­რე­ბი გი­ჟი სო­ნას მე­გო­ბა­რი ხუ­თი კა­ტი­დან ერთ-ერ­თი ხე­ზე აძვ­რა და ვე­ღარ ახ­ერ­ხებ­და ჩა­მოს­ვ­ლას. ჭრე­ლი ფუშ­ფუ­შა გუნ­და ბრჭყა­ლე­ბით ებ­ღა­უ­ჭე­ბო­და სქელ ტოტს და სა­შინ­ლად კნა­ო­და. არ­სად ჩან­დ­ნენ არც კა­ტის და­დარ­დი­ა­ნე­ბუ­ლი პატ­რო­ნი, არც ეზ­ო­ში მო­თა­მა­შე ბავ­შ­ვე­ბი.

თე­ბერ­ვ­ლის ხუთ­დ­ღი­ა­ნი ქა­რიშ­ხა­ლი შხუ­ი­ლით ალ­ე­წავ­და ტო­ტებს ალ­ვის ხე­ებს. ერთ­დ­როს ყო­ფი­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის კნა­ვი­ლი არ­ა­ვის ეს­მო­და. მხო­ლოდ შემ­თხ­ვე­ვი­თი გამ­ვ­ლე­ლი თუ ახ­ე­დავ­და ხეს. წა­მი­ერ გა­ო­ცე­ბას გულ­გ­რი­ლი მზე­რა სცვლი­და. “რა უტ­ვი­ნო კა­ტაა…” – ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა უფ­რო ათ­ა­მა­მებ­და გამ­ძ­ვინ­ვა­რე­ბულ ქარს.

ხუ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გლეჯ­და ქა­რი ტო­ტებს. ხუ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­ვე­ნებ­ლად ჩხა­ო­და კა­ტა.

თე­ბერ­ვ­ლის თვის ბო­ლოს ქა­რიშ­ხა­ლი ჩად­გა და კა­ტის ჩხა­ვი­ლიც აღ­არ აწ­უ­ხებ­და ად­ა­მი­ა­ნის ყურს. ალ­ბათ, ქარ­მა ჩა­მო­აგ­დო და გა­დარ­ჩა.

© ”არილი”

Facebook Comments Box