პოეზია (თარგმანი)

ალექსანდერ ანაშევიჩი

მისი ლექსი პირველად 1993 წელს ვთარგმნე. გაზეთ “რუბიკონისათვის” თანამედროვე რუსი პოეტების პუბლიკაციას ვამზადებდი “Гуманитарный Фонд”-ის, – იმ პერიოდში რუსული ახალგაზრდული და მარგინალური ლიტერატურული პროცესების ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული გაზეთის, – ნომრებიდან, და ბევრი შესაძლო ავტორიდან რამდენიმეთა შორის ალექსანდრ ანაშევიჩიც მოხვდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 8 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, დავმეგობრდებოდით, ჩემთვის მისი პოეზია ძალიან ახლობელი გახდებოდა და მისი კვლავაც და კვლავაც თარგმნის სურვილიც გამიჩნდებოდა. ეს დაახლოება კი თანამედროვე რუსული ხელოვნების ფესტივალის RE:АРТГРУЗ-ის წყალობით მოხდა (სხვათა შორის, ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილის – სტანისლავ ლვოვსკის – ერთი ლექსიც მქონდა 1993-ში “რუბიკონისათვის” გადმოქართულებული).

­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

ძა­ლი­ან ძნე­ლია დღე­ვან­დელ უკ­ი­დე­გა­ნო რუ­სუ­ლე­ნო­ვან პო­ე­ზი­ას ასე თუ ისე სრულ­ყო­ფი­ლად იც­ნობ­დე, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც მე მას ვიც­ნობ, ახ­ა­ლი თა­ო­ბის ავ­ტორ­თა შო­რის ალ­ექ­სანდრ ან­ა­შე­ვი­ჩი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ხმად, ნამ­დ­ვილ ფე­ნო­მე­ნად მი­მაჩ­ნია.

იგი ვო­რო­ნე­ჟე­ლია. 1971 წელს და­ი­ბა­და. თავს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბით ირ­ჩენს, ლექ­სე­ბის გარ­და, პი­ე­სებ­საც წერს, ოღ­ონდ დრა­მა­ტურ­გია რამ­დე­ნად ეხ­მა­რე­ბა თა­ვის რჩე­ნა­ში, ეს უკ­ვე აღ­არ ვი­ცი. 1999 წელს ანდ­რეი ბე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატ­თა შორტ-ლის­ტ­ში მოხ­ვ­და. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რ­მა ამ პრე­მი­ის შე­სა­ხებ არ­ა­ფე­რი იც­ის, არ­ა­და იგი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნაა აღ­ი­ა­რე­ბის რუ­სულ კულ­ტუ­რა­ში. პრე­მია საბ­ჭო­ურ პე­რი­ოდ­ში, 70-იან წლებ­ში და­წეს­და ყო­ველ­გ­ვა­რი ოფ­ი­ცი­ო­ზის გა­რე­შე. ჟი­უ­რის წევ­რე­ბი მუ­დამ ის მწერ­ლე­ბი იყვ­ნენ, არ­ა­ნა­ი­რად რომ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ საბ­ჭო­ურ კო­ნი­უნ­ქ­ტუ­რას და ამ ჯილ­დო­თი ცდი­ლობ­დ­ნენ ის ავ­ტო­რე­ბი წარ­მო­ე­ჩი­ნათ, რომ­ლე­ბიც ახ­ალ გზებს ეძ­ებ­დ­ნენ რუ­სულ მწერ­ლო­ბა­ში. ამ მარ­გი­ნა­ლუ­რი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტებს ჯილ­დოდ ერთ ბოთლ არ­აყს, ერთ ვაშლს და მა­ნე­თი­ანს გა­დას­ცემ­დ­ნენ ხოლ­მე. გა­ვი­და დრო და აღ­მოჩ­ნ­და, რომ პრე­მი­ის ბევ­რი ლა­უ­რე­ა­ტი და ლა­უ­რე­ა­ტო­ბის კან­დი­და­ტი დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის ავ­ან­გარ­დ­შია. ამ­ი­ტო­მაც რამ­დე­ნიე წე­ლია, რაც რუ­სეთ­ში და­იწყეს სე­რი­ის – “ანდ­რეი ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი” გა­მო­ცე­მა. სხვა­თა შო­რის, ამ სე­რი­ი­თაა გა­მო­ცე­მუ­ლი ალ­ექ­სანდრ ან­ა­შე­ვი­ჩის მე­გობ­რის, ას­ე­ვე ვო­რო­ნე­ჟე­ლის და ას­ე­ვე RE:АРТГРУЗ–ის მო­ნა­წი­ლის, ელ­ე­ნე ფა­ნა­ი­ლო­ვას კრე­ბუ­ლი.

ალ­ბათ ალ­ექ­სანდრ ან­ა­შე­ვი­ჩიც მა­ლე მოხ­ვ­დე­ბა ამ სე­რი­ა­ში, დღემ­დე კი მას გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი: “Столько ловушек” (1997); “Сигналы Сирены” (1999); “Неприятное кино” (2001). ამ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ბო­ლო ორი წიგ­ნი­დან ნა­თარ­გ­მ­ნი ლექ­სე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ვი­საც მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა და­ა­ინ­ტე­რე­სებს, შე­უძ­ლია იგი საკ­მაო დო­ზით იპ­ო­ვოს ელ­მი­სა­მარ­თ­ზე: http://www.vavilon.ru/texts/anashevich/.


მთარ­გ­მ­ნე­ლი


თარგმნა შოთა იათაშვილმა

ავ­ად­ვ­მ­ყო­ფობ­დი, პო­ე­მა, პე­ტერ­ბურ­გი

ავ­ად­ვ­მ­ყო­ფობ­დი, მეხ­ვე­ო­და თავ­ბ­რუ, ქუ­ჩა­ში არ შე­მეძ­ლო გას­ვ­ლა, ჩიტ­თან მუ­სა­ი­ფი.

ძლივს მე­ყო ძა­ლა ავმ­დ­გა­რი­ყა­ვი, მო­მე­ძებ­ნა აბ­ე­ბი, შპრი­ცი.

რას ვი­ზამ ნე­ტა, თუ­კი ფე­ხე­ბი წა­მერ­თ­მე­ვა, ყვე­ლა სიტყ­ვა და­მა­ვიწყ­დე­ბა.

მო­ვას­წ­რებ გა­ნა, შევ­ძ­ლებ გა­ნა წე­რი­ლის მი­წე­რას ყვე­ლა ჩე­მი მა­მა­კა­ცის­თ­ვის.

გა­დი­ან ქუ­ჩა­ში, ეკ­ითხე­ბი­ან გო­გოს, ფოს­ტა­ლი­ონს:

ფოშ­ტა არაა, არაა ნუ­თუ ძვირ­ფა­სი­სა­გან წე­რი­ლი რა­მე.

ის: არაა არაა ფოშ­ტა, შე­ხე­დე: ჩან­თა ცა­რი­ე­ლი, ამ­ით დავ­დი­ვარ,

მე თვი­თონ ვე­ლი წე­რილს ქმრის­გან, ქმა­რი ომ­შია, ერ­თი წე­რი­ლი მო­ი­წე­რა სამ წე­ლი­წად­ში,

სა­მი სიტყ­ვა ეწ­ე­რა იქ, და ის­ი­ნიც ვერ გა­ვარ­ჩიე,

მე­ზო­ბელ­თან ვი­ყა­ვი, რძალ­თან, მთე­ლი სო­ფე­ლი მო­ვი­ა­რე,

დღემ­დე ვა­ტა­რებ ჯი­ბე­ში ფურ­ცელს, ისე, რო­გორც ვეფხვს გა­ლი­ა­ში,

შე­ხე­დე – შტამ­პი, სამ­კუთხა და ჯა­რის­კა­ცუ­რი,

რა ფოშ­ტა­ზეა აქ ლა­პა­რა­კი, ქმრის წე­რი­ლია. აბა წე­რი­ლი?

დავ­სუს­ტ­დი, არ ვი­ცი, შევ­ძ­ლებ თუ არა სარ­კ­მელ­თან მის­ვ­ლას, დაყ­ვი­რე­ბას, და­სახ­მა­რებ­ლად და­ძა­ხე­ბას.

სარ­კ­მ­ლი­დან ვხე­დავ: დგას პე­ტერ­ბურ­გი სვე­ლი, ვხე­დავ, რაა მის გულ­ში.

ხი­დე­ბი ტყდე­ბი­ან, იპ­ო­ბი­ან, ვარ­ვა­რე­ბენ ნა­თუ­რე­ბი.

ვხე­დავ ამ­ას შუ­შის მიღ­მა, სა­კუ­თა­რი ბუ­ნა­გი­დან.

ჩე­მი ბი­ნა გა­ყი­დეს და არ იც­ი­ან, რომ და­ვი­მა­ლე, საბ­ნის ქვეშ ვწე­ვარ.

ფუ­ლი წა­ი­ღეს შა­ვი ჩე­მოდ­ნით, შავ მი­წა­ში ღრმად ჩაფ­ლა­ვენ.

ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სარ­კე­ში რო­ცა ვი­ყუ­რე­ბი.

მეს­მის: ჩიტ­მა გა­იფ­რი­ნა, და­იჩხავ­ლა.

ვხე­დავ, მეს­მის, მი­მოვ­დი­ვარ, ერ­თი კია – რომ შე­ვი­შა­ლე.

მან და­ი­ძი­ნა, წე­რი­ლე­ბი ჩე­მი გახ­და

Б კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ მად­რი­დი­დან, აქ ჩემ­მა ცხოვ­რე­ბამ სულ სხვა მხა­რეს იბ­რუ­ნა პი­რი,

მე აქ ღია ვარ, რო­გორც სიმ-სიმ, მე­უფ­ლე­ბა იოლ­ად ყვე­ლა,

მაქვს ახ­ა­ლი ეს­პა­ნუ­რი წი­თე­ლი კა­ბა, ას­ე­თი თვა­ლი­თაც არ გი­ნა­ხავს,

ფუ­ლი არ­ას­დ­როს გე­ყო­ფო­და სა­მა­გი­სოდ.

იცი, ეს რაა: ნა­ქარ­გე­ბი, სამ­შ­ვე­ნი­სე­ბი, აკ­უ­რა­ტუ­ლი ნა­ხე­ლა­ვი.

მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ­ით დავ­დი­ვარ.

და­ნახ­ვაც აღ­არ შე­მიძ­ლია სა­ძა­გე­ლი ჩე­მი ძონ­ძე­ბის,

მაგ­რამ არ ვყრი სა­ნაგ­ვე­ზე, ღუ­მე­ლის­თ­ვის გა­მო­მად­გე­ბა.

მა­პა­ტიე, რომ ვუ­ღა­ლა­ტე ჩვენს ლა­მაზ ქა­ლაქს, ჩვენს პე­ტერ­ბურგს, ჩვენს კუნ­ძუ­ლებს, ჩვენს მეტ­როს, ყუ­რეს.

უღ­ა­ლა­ტებ, სუყ­ვე­ლა­ფერს და­ი­ვიწყებ, რო­ცა ყვე­ლა მხრი­დან გიხ­მო­ბენ,

გიმ­ღე­რი­ან მან­და­რი­ნის, ქლი­ა­ვის და ზე­თის­ხი­ლის მწი­ფე ხე­ე­ბი…

აქ ლა­ღად და ბედ­ნი­ე­რად ვარ მე, მცო­ნა­რე.

დე­დოფ­ლად ვგრძნობ თავს, ვე­ე­ბა თევ­ზად.

სუყ­ვე­ლა­ფე­რი მაქვს, რი­სი მო­ცე­მაც შე­ეძ­ლო ჩრდი­ლო­ეთს:

კა­ბა­ლი­ე­რო ღა­მით, მა­რაო, ღრმა დე­კოლ­ტე, წვნი­ა­ნი ხი­ლი.

ამ­ის სა­ნაც­ვ­ლოდ რწმე­ნა დავ­კარ­გე.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც მიყ­ვარ­და, თაყ­ვანს ვცემ­დი – და­მა­ვიწყ­და, ვერ წა­ვი­ღე გუ­ლის სიღ­რ­მე­ში.

ასე ვფიქ­რობ, რომ მა­პა­ტი­ებ, რად­გან ვი­ცი: არ­ას­დ­როს არ­ა­ფერს ვა­კე­თებ­დი მე სი­ბო­რო­ტით.


У კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ სა­ტუ­სა­ღო­დან, ბედს, რო­გორც ხე­დავ, ვერ გა­ექ­ცე­ვი.

გახ­სოვს მარ­ჩი­ე­ლი, მი­სი ცა­რი­ე­ლი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი,

მი­სი უმ­ი­ზე­ზო­ბა, ჩა­მოშ­ლი­ლი, მშთან­თ­ქ­მე­ლი ცეცხ­ლის ენ­ე­ბი.

მხო­ლოდ შენ გახ­სოვს ეს, მარ­ტო ვი­ყა­ვით ჩვენ მა­შინ.

აქ ის­ჯე­ბა თა­ვის მიბ­რუ­ნე­ბაც, დე­დოფ­ლის მზე­რაც, ერ­ო­ტი­კუ­ლი სიზ­მ­რე­ბიც.

მე მამ­შ­ვი­დე­ბენ: შე­სას­ვ­ლელ­თან ქვის ლო­მე­ბი წვა­ნან.

შენ ამ­ბობ­დი – ეს სიყ­ვა­რუ­ლის მაგ­ნი­ტე­ბია,

შენ ამ­ბობ­დი – ის ქვის ჯავ­შ­ნის ქვეშ იმ­ა­ლე­ბა, სიღ­რ­მე­ში.


М კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ მო­ნას­ტ­რის გა­ლავ­ნით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი, შე­ვიც­ვა­ლე, შე­მო­სი­ლი სხვა­ნა­ი­რად ვარ.

ამ წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნას, ალ­ბათ ვერც კი შევ­ძ­ლებ, კა­რიბ­ჭე ხომ და­კე­ტი­ლია.

მა­ღალ კედ­ლებს ვერ გა­და­უფ­რენ: დავ­დი­ვარ მი­წა­ზე, ფრთე­ბი არა მაქვს და ისე.

გუ­შინ აქ ჯა­რის­კა­ცე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ შე­მოჭ­რას.

მინ­დო­და ბა­რა­თი ჩი­ტე­ბის ფოს­ტით გა­მო­მეგ­ზავ­ნა.

მაგ­რამ მხო­ლოდ ყვა­ვი იყ­უ­რე­ბა ფან­ჯა­რა­ში, არ ელ­ო­დო მის­გან არც დახ­მა­რე­ბას, არც გათ­ვალ­ვას.

მთე­ლი დღე ზის ტო­ტებ­ზე, ცე­რად მი­ყუ­რებს, კვირ­ტებს კორ­ტ­ნის.

შე­ვი­ნა­ხავ წე­რი­ლებს, შეხ­ვედ­რი­სას მთელ დას­ტას გად­მოგ­ცემ.

აქ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ყვე­ლა ლოც­ვა წა­ვი­კითხე.

რწმე­ნამ გა­იღ­ვი­ძა ჩემ­ში, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ცი­დამ, კო­ლიბ­რი­ვით.

მარ­ხ­ვას ისე ვი­ცავ, თევ­ზ­საც კი არ ვჭამ.

მთე­ლი დღე ოთ­ახ­ში დავ­დი­ვარ, წრე­ზე.

ვფიქ­რობ, რომ უნ­და გიყ­ვარ­დე, ახ­ლა ხომ შენ­ზე უფ­რო ახ­ლო­სა ვარ ღმერ­თ­თან.


С კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ ლა­ზა­რე­თი­დან, შპრი­ცე­ბია გვერ­დით,

ფლოს­ტე­ბი, ქალ­წუ­ლე­ბი, მან­და­რი­ნი – სა­ინ­ზე, და

არ­ა­ვინ არ მე­კა­რე­ბა, ეშ­ი­ნი­ათ.

აქ ახ­ალ სიტყ­ვებს ვლა­პა­რა­კობ, სხვა სა­მო­სი მაც­ვია ტან­ზე.

სამ­ჯერ ვცა­დე გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ

გა­მა­ჩე­რეს, არ გა­მიშ­ვეს, მითხ­რეს: ყვე­ლა შე­ნამ­დე­ლი, – ზღვის ფსკერ­ზეა,

მათ იმ­ე­დიც აღ­არ დარ­ჩათ, და ნე­ტარ­ნი არ­ი­ან უკ­ვე.

გუ­შინ ქა­ლე­ბი მო­მიყ­ვა­ნეს.

ერთს ეკ­ა­ვა ხელ­ში ჟენ­შე­ნი, მე­ო­რეს ბა­ზი პი­რის ღრუ­ში უგ­უ­გუ­ნებ­და,

მე­სა­მეს ში­ნე­ლი წა­მოს­ხ­მუ­ლი ჰქონ­და მხარ­ზე,

მე არ გა­ვე­დი მათ­თან, გან­ძ­რე­ვა მე­ზა­რე­ბო­და.

ნემ­სი ამ­იტ­რიპ­ტი­ლი­ნის გა­მი­კე­თეს სა­ღა­მო­თი,

საპ­რო­ცე­დუ­რო­ში ვი­დე­ქი, რო­გორც გან­დევ­ნი­ლი მან­დელ­შ­ტა­მი,

სის­ხ­ლი სდი­ო­და მედ­დას ხე­ლებ­ზე.

შევ­ფი­ცე ექ­იმს, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას აღ­არ აღვ­წერ,

ყვა­ვი­ლე­ბის ქო­ნი, ვთხოვ­დი, გა­მო­ე­წე­რა, ჩემს ძარ­ღ­ვებს მხო­ლოდ ის მო­აძ­ლი­ე­რებს.

ვამ­შ­ვი­დებ­დი, პი­რო­ბას ვდებ­დი, მაგ­რამ სიტყ­ვა მა­ინც გავ­ტე­ხე.

ძვირ­ფა­სო, ირგ­ვ­ლივ სი­ცა­რი­ე­ლე რომ არ­ის, აქ არ­ა­ვინ იც­ის.

ძი­ლის წინ გა­რეთ გავ­დი­ვარ, ვყვი­რი:

“ხალ­ხ­ნო, მის­მი­ნეთ: ან­გე­ლო­ზე­ბი აკ­ა­კუ­ნე­ბენ, უსტ­ვე­ნენ და გვაფ­რ­თხი­ლე­ბენ!”

ამ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა­თა გა­მო მომ­კ­ლა­ვენ, მომ­წამ­ლა­ვენ – მე მე­ში­ნია.


Ю კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ ღა­მის სა­თე­ვი­დან, უზ­არ­მა­ზა­რი გა­ლი­ი­დან,

აქ ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­როა: მორ­დო­ვე­ლე­ბი, იაკ­უ­ტე­ბი, მკვდრე­ბი, ევ­ენ­კე­ლე­ბი.

თავ­ზე მად­გას გვირ­გ­ვი­ნი, ჯი­ბე­ში მიყ­რია ხურ­და.

ღამ-ღა­მო­ბით აქ იკ­რი­ბე­ბი­ან ქა­ლა­ქე­ლი უს­აქ­მუ­რე­ბი და ხე­იბ­რე­ბი.

არ იფ­იქ­რო, რომ ეს კლო­ა­კაა, აქ თავს იყ­რის ღვთის მთე­ლი ხრო­ვა.

ღვთის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა ფიქ­რი, შე­ძა­ხი­ლი, წა­მოყ­ვი­რე­ბა.

მე პი­რის ღრუ­ში მაქვს და­მა­ლუ­ლი ბრი­ლი­ან­ტე­ბი,

მაქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სა­მიჯ­ნუ­რო ვა­რი­ან­ტე­ბი,

ამ­ის გა­მო არ და­ხიო ეს წე­რი­ლი ოღ­ონ­დაც, მე აქ, მე­ეჭ­ვე­ბა, შევ­ძ­ლო ღა­ლა­ტი.

ღა­მით ვწე­ვარ ფიც­რებ­ზე, ვგრძნობ: ნე­ტა­რე­ბა გვერ­დი­თაა:

მხო­ლოდ უნ­და გა­ვი­ა­რო ყრუ დე­რე­ფა­ნი, ჯო­ჯო­ხე­თი­ვით რომ სრულ­დე­ბა.

მო­რიგ წე­რილს იქ­ი­დან მოგ­წერ, თუ ამ­ა­ზე არ მი­პა­სუ­ხებ.


თურ­ქე­თი: სა­ა­თის ყიდ­ვა

სა­ა­თი ვი­ყი­დე ნა­წილ-ნა­წილ სტამ­ბუ­ლის ბა­ზარ­ში.

მფლეთ­და ძაღ­ლი უზ­არ­მა­ზა­რი, მო­ნა­დი­რე, მწე­ვა­რი იმ­ი­სათ­ვის,

რომ ვი­ყი­დე ერ­თი კი­ლო ცი­ფერ­ბ­ლა­ტი, კბი­ლა­ნე­ბი, ის­რე­ბი.

აჯ­ო­ბებ­და პა­ტა­რა კა­ბა მე­ყი­და, ბარ­ბა­რა სტრე­ი­ზანდს რომ აქვს, ის­ე­თი.

თვით ტკბილ თურ­ქეთ­შიც ხომ ბა­გე­ზე ვა­ტა­რებ­დი მის სიმ­ღე­რებს, ვერ მო­უ­ღო მათ სიცხემ ბო­ლო, არ მო­ე­კი­და ობი.

რა დრო გა­ზო­მა ჩემ­მა სათ­მა, სა­ნამ მიმ­ქონ­და უზ­არ­მა­ზა­რი ჩან­თით.

ყვე­ლა წუ­თი რომ შე­ა­ერ­თო, სა­ნამ ასი მეტ­რი გა­ვი­ა­რე ვაგ­ზ­ლამ­დე, დღე-ღა­მემ გა­იფ­რი­ნა.

ვთრთი აღგ­ზ­ნე­ბის­გან, თით­ქოს სა­ა­თი კი არ მი­მაქვს, ოქ­როს ზო­დე­ბი.

მე­ბარ­გუ­ლე­ბი გვერ­დით მომ­ყ­ვე­ბი­ან, ჩურ­ჩუ­ლე­ბენ, თვალს უკ­რა­ვენ ერ­თი­მე­ო­რეს, მომ­სა­ხუ­რე­ბას მთა­ვა­ზო­ბენ

პირ­ვე­ლად მივ­დი­ო­დი ას­ეთ ამ­ა­ლას­თან ერ­თად.

არ­ა­ვის ვან­დობ ჩემს ბარგს, ხე­ლებს და­ვიწყ­ვეტ და არ­ა­ვის ვან­დობ.

უკ­მა­ყო­ფი­ლო უხ­ე­ში თურ­ქუ­ლი გი­ნე­ბის ქვეშ

არ­ა­ვის ვან­დობ, ჩემს სა­უ­კე­თე­სო და­ქალ­საც კი არა.

ის მე­ლო­დე­ბა მე პე­ტერ­ბურ­გ­ში, ნერ­ვი­უ­ლობს, ტაბ­ლე­ტებს სვამს, ფან­ჯა­რას არ სცილ­დე­ბა, ტა­ბუ­რე­ტი­დან არ დგე­ბა.


* * *

ლი­ლი­პუ­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ კრა­კოვ­ში

წვი­მა­ში დგა­ნან

წარ­მოდ­გე­ნა და­იწყე­ბა ზუს­ტად შუ­ა­ღა­მი­სას

ხი­დი­დან გა­და­ვარ­და ვა­გო­ნი პა­ტა­რა ცხე­ნე­ბით სავ­სე

სა­ჰა­ე­რო ბურ­თე­ბი კოს­მოს­ში გაფ­რინ­დ­ნენ

მათ თან სდევს ის­ე­თი პა­ტა­რა სიკ­ვ­დი­ლი

რომ არც კი ჩანს

მხო­ლოდ ის­ი­ნი ხე­და­ვენ

თა­ვი­ან­თი ლი­ლი­პუ­ტუ­რი თვა­ლე­ბით მას

ჟუ­ლი­ენს მა­ჯა­ზე უზ­არ­მა­ზა­რი ბაფ­თა აქვს

კუ­კუს ბრმა თვა­ლე­ბი

გო­ლი­ათ ჟანს კი სა­ყუ­რე­ე­ბი ძუ­ძუს­თა­ვებ­ზე და

სტკი­ვა თა­ვი

პა­ნი ანს და პან ბანს მკვდა­რი ბავ­შ­ვი გა­უჩ­ნ­დე­ბათ

მათ წარ­მოდ­გე­ნა­ზე ანშ­ლა­გი იქ­ნე­ბა

მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ი­გებს, რომ ეს მა­თი ბო­ლო შოუ იყო

ჭრე­ლი კა­რა­ვი შა­პი­ტო უფს­კ­რულ­ში ჩა­ინ­თ­ქ­მე­ბა

თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის მკვდარ პა­ტა­რა კვიცს მი­ი­ღებს და

უფს­კ­რულს მიღ­მა კი­დევ ერ­თი უფს­კ­რუ­ლი და

ასე უს­ას­რუ­ლო­ბამ­დე

ბრმა კუ­კუ დგას წვი­მა­ში, მღე­რის:

იყ­ი­დეთ იყ­ი­დეთ ბი­ლე­თე­ბი

წარ­მოდ­გე­ნა და­იწყე­ბა ზუს­ტად შუ­ა­ღა­მი­სას.

© “არილი”

Facebook Comments Box