კრიტიკა

თამარ შანიძე – მაკულიტერატურა

makuliteratura-huxley

ბოლო წლებში ქართული ლიტერატურული თარგმანი აღმავლობის გზაზეა. ყოველ შემთხვევაში, რაოდენობრივად მაინც, რაზეც წიგნის მაღაზიებში არსებული მსოფლიო ლიტერატურის კლასიკის და თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ქართული თარგმანების რაოდენობა მეტყველებს. ამ თარგმანების ძალიან დიდ ნაწილს „პალიტრა-L“ გამოსცემს. სწორედ ამ გამომცემლობამ გამოაქვეყნა „მსოფლიოს რჩეული მოთხრობების“ სერიით ინგლისელი მწერლის ოლდოს ჰაქსლის მოთხრობები, მწერლის, რომლის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და დამოკიდებულება მაქვს.

კრებულში შესულია ორი მოთხრობა – „ფეიერვერკის შემდეგ“ და „სამკურნალო დასვენება“. პირველი მოთხრობის პირველი აბზაცის წაკითხვისთანავე ცხადი ხდება, რომ თარგმანი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ტექსტის გარკვეული რაოდენობის წაკითხვის შედეგ კი დამებადა აზრი, რომ გამომცემლობას შეეშალა და შემთხვევით რედაქტირებული ვერსიის ნაცვლად დაუმუშავებელი ტექსტი გამოაქვეყნა (თუმცა ასეთი ხარისხის დაუმუშავებელი ტექსტიც წარმოუდგენელია) და თანაც ისე, რომ ეს პუბლიკაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებიდან არავის შეუმჩნევია. სხვა შემთხვევაში გამომცემლობა, რომელიც მკითხველს პატივს სცემს და საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდება, წიგნის დაბეჭდილ პარტიას მაღაზიებიდან ამოიღებდა და მკითხველს თარგმანის რედაქტირებულ ვარიანტს შესთავაზებდა.

თარგმანის მოწონება-არ მოწონება ხშირად გემოვნების საკითხია და ის, რაც ერთი მკითხველისთვის მოსაწონია, მეორისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს. დაბალი ხარისხის თარგმანი არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, ამ წიგნში კი უაღრესად დაბალი ხარისხის თარგმანის მაგალითია ყოველი მეორე წინადადება, ყველა თუ არა. მოკლედ, თამამად შემიძლია ამ თარგმანს ბოდვა ვუწოდო. გარდა იმისა, რომ გაუმართავი წინადადებების გამო აზრის გამოტანა ძალიან ძნელია, ინგლისურ ტექსტთან შედარებისას ისიც აშკარა ხდება, რომ ბევრი სიტყვის, ტერმინის და წინადადების აზრი მთარგმნელს არ ესმის, დამახინჯებულად ან სრულიად საპირისპირო მნიშვნელობით აქვს გადმოცემული. წიგნის კითხვისას ჯერ გაოცება გიპყრობს, მერე თმები ყალყზე გიდგება, მერე სიცილით კვდები, ბოლოს კი ბრაზით ივსები, რომ შენ, როგორც მკითხველს, ასე გეპყრობიან – უბრალოდ, დაგცინიან! და გატყუებენ, რადგან თარგმანში უამრავი ისეთი წინადადებაა, რომელთა შინაარსს საერთო არაფერი აქვს ორიგინალში არსებული შესაბამისი წინადადების შინაარსთან. ინგლისურის და ქართულის არცოდნა და სრული დაუდევრობა აშკარაა. თვალში საცემია ასევე არაპროფესიონალიზმის კიდევ ერთი გამოხატულება – მთარგმნელს, რედაქტორს და ორ სტილისტ(!)-კორექტორს(!) თავი იმითაც კი არ შეუწუხებიათ, რომ ლექსიკონში მაინც გადაემოწმებინათ გეოგრაფიული და საკუთარი სახელების ქართული შესატყვისები, ზოგიერთი ისეთი, რომლის სწორი ქართული ფორმა საშუალო სკოლის მეექვსე-მეშვიდეკლასელისთვისაც ლექსიკონში ჩაუხედავად არის კარგად ცნობილი. მაგალითები:

  • უფიზში – (და არა „უფიციში“) იგულისხმება გალერეა „უფიცი“ (გვ. 9)
  • ვია დელ ბაბუინი/ბაბუინის ქუჩა – ვია დელ ბაბუინო (გვ. 20)
  • რასტიგნაკი – Rastignac- რასტინიაკი (გვ. 26)
  • ტიბერი / ტაიბარი – Tiber – მდ. ტიბრი/ტიბროსი (გვ. 28)
  • ტანგანაიკი – ტანგანიკი (გვ. 30)
  • ტუსკანი – Tuscan – ტოსკანა (გვ. 40)
  • ტუსკანები – Tuscans – ტოსკანელები (გვ. 40)
  • რაბელაისმა – Rabelais – რაბლემ (ანუ ფრანსუა რაბლემ) (გვ. 55)
  • ჯულიას ვილა – Villa Giulia – ვილა ჯულია (ეროვნული მუზეუმი) (გვ. 61)
  • ბერნინთან – ბერნინისთან (გვ. 71)
  • მაილოლი – Maillol – მაიოლი (გვ. 71)
  • ქენისი – Cannes – ქ. კანი (გვ. 74)
  • ტივოლში – to Tivoli – ტივოლიში (გვ. 91, 97)
  • ბორგესის ვილა – Villa Borghese – ვილა ბორგეზე (გვ. 91 )
  • პინკიანის მთა, პინკიო – Pinician hill, Pincio – პინჩოს ბორცვი, პინჩო (გვ. 93, 96)
  • დაუმიერი – Daumier – (ონორე) დომიე (გვ. 113)
  • მონტრეუქსი – ქ. მონტრე (Montreux) (გვ. 9)
  • პიაზა დი სპანგა – ესპანეთის მოედანი (Piazza di Spagna) (გვ. 12)
გვ. თარგმანი ორიგინალი შენიშვნები
4 დაინიშნე [უილბურ ფ. შმალცის თავაზიანობა] mark you. [Wilbur F. Schmalz’s dear]. [mark you – ყურადღება მიაქციე, აღნიშნე]
5 დათვი-ლიდერი bearleader გუვერნიორი, მეგზური (ახალგაზრდა მამაკაცის თანმხლები)

[აქ ინგლისურ ტექსტში არის სიტყვების თამაში, რაშიც გამოყენებულია სიტყვა bear]

6 …განსაკუთრებულ შემთხვევაში …in singular მარტო, დამოუკიდებლად
7 ჯადი თავის მისიონურ ძალებს იკრებდა, სანამ მისი ამხანაგი ასაკში შედიოდა, ან ავადმყოფობდა. Judd was reserving his missionary efforts till his friend should be old or ill. ჯადი მისიონერის ძალისხმევას იმ დროისთვის ინახავდა, როცა მისი მეგობარი დაბერდებოდა, ან დაავადდებოდა.
7 გასაოცარია, გასართობი, მაგრამ შენ რამ აგაფეთქა! – უთხრა ფანინგმა.

 

Amazed, amused, “But what an outburst!” said Fanning  
7 მიზიდულობის რაიმე სასწაული Miracle of grace ღვთის წყალობის სასწაული
7 მართლა გაშმაგებული ვიყავი Was I right? მართალი ვიყავი?
9 ეს გახლავთ ისტორიის ბუნებრივი ნაწილი It’s a piece of natural history

 

 
11 საყვედურობდა დაუფარავად, ექსპლოატატორულად reproached him with being an exhibitionist, shameless, a self-exploiter …ექსჰიბიციონიზმში, უსირცხვილობაში და თვითრეკლამირებაში სდებდა ბრალს
12 შენ ყველაფერს მორალურად ითხოვ You take everything so moralistically შენ ყველაფერს მორალისტის პოზიციიდან აფასებ
12 მაგრამ ძნელია განზრახ რამის კეთება But people do hardly

anything on purpose.

მაგრამ ადამიანი განზრახ თითქმის არაფერს აკეთებს.
 

12

ისინი ისე იქცევიან, როგორც უნდათ, რადგან თავის შეკავება არ ძალუძთ; ამიტომაც რაც შეემთხვევათ, მოსწონთ. They behave as they do because they can’t help it; that’s what they happen to be like. ისინი იქცევიან ისე, როგორც იქცევიან, რადგან სხვაგვარად არ შეუძლიათ; როგორც ჩანს, ასეთები არიან.
14 იოანესა და ბაპტისტს თავიანთი მესიის შესრულებისთვის

 

for playing John the Baptist to their Messiah

 

[ჯერ ერთი, თუ შესრულებაზეა ლაპარაკი, უნდა იყოს „მისია“, და არა „მესია“. მაგრამ ორიგინალში მისიის შესრულებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. ჯონი და ბაპტისტი ორიგინალის მიხედვით ყოფილა იოანე ნათლისმცემელი (John the Baptist), „შესასრულებელი“ „მესია“ კი – ქრისტე (Messiah)]
15 მგრძნობიარე თვალები მისი მშვენიერების გამომსახველი იყო, მაგრამ ამჯერად იგი ოსტატურად უარყოფილი გახლდათ. To a sensitive eye, the beauty of his expression was, on these occasions, subtly repulsive. ასეთ შემთხვევებში მგრძნობიარე/გამოცდილი თვალისთვის მისი გამომეტყველების მომხიბვლელობა ოდნავ უსიამოვნო იყო.
18 მოქმედება … ჩვენს რწმენას აღემატება. act up to our beliefs

 

მოქმედება ჩვენი რწმენის შესაბამისად
19 ეჭვი მეპარება, ოდნავ მაინც იყო მართალი I don’t see that you have the

smallest right

არა მგონია, სულ მცირე უფლება მაინც გქონდეს
19 ფანინგს ჰქონდა რაღაც ბუნდოვანი მიზეზი, უცებ დაეწია ხმისთვის უკანასკნელ სიტყვებზე. He had been for some obscure reason suddenly depressed by his own last words. რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო ფანინგი უცებ თავისი უკანასკნელი სიტყვებით დაითრგუნა.
21 შენ დაჟინებით ეტარტრებოდი მას You stuck out your tongue at her შენ მას ენა გამოუყავი
29 პამელამ დროულად უყარა კენჭი ადგილობრივ კოლორიტს. Pamela duly voted for local color. პამელამ სწორი არჩევანი გააკეთა ადგილობრივი კოლორიტის სასარგებლოდ.
30 დოდომ ოდნავ გაიღიმა. … ფანინგი მგრძნობიარედ იცინოდა, შემდეგ უცებ შეცვალა საუბრის საგანი. Dodo only faintly smiled; … Fanning was sensitive

to smiles; he changed the subject.

დოდომ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. … ფანინგი ყოველთვის მგრძნობიარე იყო ღიმილის მიმართ/რეაგირებდა ღიმილზე; მერე თემა შეცვალა.
30 სანამ შენ მათ სახლში ნადირობ. While you hunt them at home. სანამ შენ სახლში ნადირობ მათზე.
30 დიახ, ძვირფასო მასწავლებელო Oui, chre maitresse დიახ, ჩემო საყვარელო

[ნაცვლად თარგმანისა „დიახ, ჩემო საყვარელო“ (Oui, chre Oui, chre maitresse) არის „დიახ, ძვირფასო მასწავლებელო“ [შეცდომით არის ნახმარი სიტყვის „maitresse“ (ფრ). „mistress” (ინგ) მეორე მნიშვნელობა – „მასწავლებელი“), რის გამოც აზრს კარგავს შემდეგი წინადადება: „სინამდვილეში მაილსს დოდო ამ მხრივ არასოდეს აინტერესებდა, რადგან საკმაოდ უტემპერამენტო იყო.“]

 

31 უნდა მომილოცო, რომ ჩინებულ გრძნობაზე ვარ You ought to congratulate me on my immense good sense უნდა მომილოცო, რადგან უაღრესად კეთილგონიერი ვარ
31 მან იცოდა, როგორ უვნებელეყო ახლა თავი Now that he

knew himself safe,

ახლა, როდესაც იცოდა, რომ უსაფრთხოდ იყო / ახლა, როდესაც თავი ქუდში ჰქონდა
31 რა გტანჯავს, ჩემო საწყალო მგრძნობიარე დოდო, რატომ უნდა იყო მოწყენილი What you must have suffered, my poor sensible Dodo, what you must have missed რა ტანჯვა უნდა გადაგეტანა, ჩემო საწყალო კეთილგონიერო დოდო, რას უნდა ასცდენოდი
31 -ტანჯვა ცოტაა, -უპასუხა მან, ხოლო მოსაწყენი ქალები გაცილებით არასასიამოვნონი არიან, ვიდე უგრძნობი ქალები. “Suffered less,” she answered, “and missed more unpleasantnesses than

the women who didn’t have the sense to say no.”

„ნაკლები ტანჯვა გადავიტანე“, უპასუხა მან, „და ავცდი მეტ უსიამოვნებას, ვიდრე ის ქალები, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილგონიერება „არას“ სათქმელად.“
31 და როგორც ნამდვილად საეკლესიო ხალხი ვარაუდობს, ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება. And as for the really spiritual people, look what they revert to. რაც შეეხება ნამდვილად მაღალი სულიერების ადამიანებს, ნახეთ, რა [საკითხს] უბრუნდებიან სინი.
34 -მასადილებ თუ არა, ძვირფასო? … “Should I be dining here with you, my dear, if I weren’t?” – რომ არ ვიყო, განა აქ ვიქნებოდი ახლა სადილზე შენთან ერთად?
34 ისინი საკუთარ თავსაც ტილივით ესხმიან თავს. They attach themselves like lice. ისინი ტილებივით ეკვრიან.
34 ამიტომაც მან მთელი ტუნისის გზა გამოიარა That was why she’d come all the way to Tunis სწორედ ამიტომ დიდი გზა გამოიარა ტუნისამდე
36 სულიერი ცდუნება ამ ასაკში სულაც არ არის ისეთივე, როგორიც თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთი წლის მერე. ის თავს არ გაბეზრებს მისტიციზმით… the spiritual vamp who’s come of age this year is not at all the same as the spiritual vamp who came of age fifteen, twenty, twenty-five years ago. She doesn’t bother much about Mysticism … სულიერად ამაღლებული ვამპი [იგულისხმება „საბედისწერო ქალი“], რომელიც წელს სრულწლოვანი გახდა, სულაც აღარ ჰგავს სულიერად ამაღლებულ ვამპს, რომელიც სრულწლოვანი თხუთმეტი, ოცი, ოცდახუთი წლის წინ გახდა. ის თავს დიდად არ იწუხებს მისტიციზმით …
36 მათი ინდივიდუალობისა და სულიერი გრძნობების შეკავების ქვეცნობიერებაზე Their Individualities, their Souls, their Inhibitions, their Unconsciouses … მათი ინდივიდუალობა, მათი სულები, მათი კომპლექსები, მათი ქვეცნობიერი…
37 წარმოსახვით ბავშვობიდანვე განაჩენგამოტანილია The worst guide imaginable,

to judge from the child’s account

ყველაზე უარესი ორიენტირი, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, თუ ბავშვის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ
38 -ვინც მთლიანად ამიკრძალა შენი თავი, თქვა აღელვებულმა დოდომ. “Whom I absolutely forbid you,” said Dodo emphatically, “to . . .” -ვისაც, მკაცრად გიკრძალავ, რომ … – თქვა დოდომ ხაზგასმით.
  მან ქარაგმული ლაპარაკი დამიწყო, უპასუხისმგებლოდ თუ პასუხისმგებლობით she started … by being a riddle to me. Unanswerable,

or rather answerable,

 
41 -სხვის ნაცვლად დადიხარ კრამიტებზე, ეჰ? “Going on the tiles vicariously, eh?”  
41 თუ შენ არჩევ, ვრცლად და მარტივად დადო… Well, if you choose to put it grossly and vulgarly. . . . თუ გირჩევნია სათქმელი უხეშად, ვულგარულად გამოხატო …
41-42 რასაც ვარჩევ, ჩაურთო მან, იქნება ტაქტიანი და სათანადოდ მარტივი… Which I do choose/’ he interposed. ‘To be tactfully gross and appositely vulgar… -სინამდვილეში ის მირჩევნია, ჩაურთო მან, ვიყო მოზომილად უხეში და გარემოების შესაბამისად ვულგარული…
43 -კურდღლებზე მონადირე/

-არა, გონიერი კაცი. ასეთებს მე ვაგროვებ.

“A rabbit-shooter?” Fanning asked.

“No: an intellectual. That’s what I gathered.”

-კურდღლებზე მონადირე/

-არა, ინტელექტუალი. როგორც მივხვდი.

44 მაგრამ ჩანდა, ეს ფოტოსურათი გაკეთებული იყო დამნაშავის შენახვის პირობით. But it appears that photography is done under the seal of confession. როგორც ჩანს, ფოტო აღსარების საიდუმლოს პირობით არის გაკეთებული.
45 მე მას მიდასს ვამსგავსებ, იგი თავის წარმოსახვაში რასაც ხელს შეახებდა, აუცილებლად რომ გარდაიქმნებოდა. I see her as a king of Midas, turning everything she touched into imagination. კლერს მეფე მიდასად აღვიქვამ, რადგან ის წარმოსახვად აქცევს ყველაფერს, რასაც ეხება.
45 “რამხელა პასუხისმგებლობაა“!

„რომლის მიღებასაც მთლიანად უარვყოფ.

“What a responsibility!”

“Which I absolutely refuse to accept.

[უნდა იყოს (პასუხისმგებლობის) „აღება“, და არა „მიღება“]
46 როცა ისინი ცდილობენ მიბაძონ მას ან მისი თხზულების გმირებს, ყველაფერი, რაც კი ოდესმე გაუკეთებიათ, არის მათი საკუთარი პოტენციური როლის მოქმედება. And when they try

to imitate him or his creations, all that they can ever do is to act one of their own potential roles.

და მწერლის ან მისი გმირების მიბაძვისას ყველაზე მეტი, რის გაკეთებასაც [ოდესმე] შეძლებენ, ერთ-ერთი შესაძლო საკუთარი როლის შესრულებაა.
48 საცოდავმა ბავშვმა იცის ეს, რაც ჯვარს აცვამს მასაც. And, poor child, she knows it. Which makes her so cross with herself. საცოდავი ბავშვი, მან ეს იცის. და ამის გამო ძალიან ბრაზობს საკუთარ თავზე.
48 …სულაც არ აპირებს დამთავრებას… …it’s not going to contain… [კონტექსტიდან აშკარაა, რომ აქ ლაპარაკია ისეთ რამეზე, რომელიც (ფელეტონში) არ შევა; contain – შესვლის, შეტანის მნიშვნელობით არის ნახმარი]
48 მეტი საქმე არ მაქვს I think of nothing else მეტზე არაფერზე ვფიქრობ
49 თუ ერთხელ მაინც მოხვდი ზღვაზე, დიდ სახლში, სასიამოვნოდ აღარ მოგეჩვენება შინ, პატარა მინის ვაზაში ყოფნა. when you’ve

once been at home in the sea, it doesn’t seem much fun being at home

in a little glass bowl.

როდესაც ერთხელ გამოცდილი გაქვს ზღვაში ყოფნის თავისუფლება, პატარა მინის თასში ყოფნა თავისუფლებად აღარ მოგეჩვენება.
52 ეს გრიპივითაა. თქვენ იჭერთ მის ინტელიგენტურობას. He’s like influenza: you catch his intelligence. ის გრიპივითაა: თქვენ ავადდებით მისი გონებით/ინტელქტით. [სიტყვების თამაშია – “catch cold” – გაცივება]
54 …და ბეჰემოთის მსგავსნი რომ ყბედობენ მომსახურებასა და მოვალეობაზე… …Hippo rigamarole about service and duty… … ფარისევლებისგან თავის მობეზრება სამსახურსა და მოვალეობაზე ლაპარაკით… [კონტექსტიდან აშკარაა, რომ „hippo“ ნიშნავს ფარისეველს – „hypocrite”, და არა ბეჰემოთს.]
55   “which I pretended I’d read ეს წინადადება გამოტოვებულია
55 ეს სრულყოფილია იქამდე, სანამ შენი ბედი იმ საგნებივით მოგწონს, რომლებსაც ციხის გისოსების მარჯვენა მხარეს ინახავ და ფიქრობ იმ საგნებზე, რომლებიც ვერ იპოვე მკვლელობის ჩადენით. მე ვუთხარი, რომ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვაკეთებ, რაც მომწონს და უმალ მკვლელი გავხდები, და ციხეში ჩავჯდები, ვიდრე ბეჰემოთად ვიქცევი. it was perfect, so long as you had the luck to like the sort of things that kept you on the right side of the prison bars and think the sort of things that don’t get you murdered when you say them. And. I said I’d rather say what I thought and do what I liked and be murdered and put in jail than be a Hippo, … ეს ძალიან კარგი იყო იმდენად, რამდენადაც გაგიმართლა და უპირატესობას ანიჭებდი ისეთ საქციელს, რომლის გამო ციხეში არ მოხვდებოდი [სიტყვასიტყვით – ციხის გისოსებს აქეთ იქნებოდი], და ფიქრობდი ისე, რომ ამ ფიქრების გამოთქმის გამო ვიღაც არ მოგკლავდა. მე კი ვუთხარი, ფარისევლობას ის მირჩევნია, ვთქვა, რასაც ვფიქრობ და ამისათვის მომკლან ან ციხეში ჩამსვან-მეთქი, … [აქაც, როგორც 54-ე გვერდზე, კონტექსტიდან აშკარაა, რომ „hippo“ ნიშნავს ფარისეველს „hypocrite”, და არა ბეჰემოთს.]
55 მთლიანად ის ვარ, ვისაც არ უნდა ჩახშობით გაგიჟდეს. Someone who didn’t want to go mad with inhibitions. ვიღაც, ვისაც არ სურს თავშეკავებამ გააგიჟოს.
55 … აფუსფუსდა ჩემოდნებში she bustled about … among her trunks.

 

 
56 არასოდეს უგრძვნია თვალის გამოცდა, როცა ყველა მას უყურებს განსჯით და კრიტიკულად, ის იტანჯებოდა მწუხარებით. she never felt quite eyeproof; she could never escape from

the obsession that everyone, was looking at her, judging, criticizing.

 
56 მაგრამ ჰოლი სავსე იყო მოწყენილთვალებიანი და სახიანი უცხოელებით But the hall was a desert of alien eyes and faces ჰოლი კი იყო უცხო თვალებით და სახეებით სავსე უდაბნო
57 პამელა კი ვიღაცას ღალატობდა …she was betrayed into what,… [ის კი არ ღალატობდა, მას უღალატეს]
57 აქტიური მაილს ფანინგის! actually Miles Fanning!  
58 იგი კმაყოფილი იყო თავის თავისა, რადგან უყურადღებობა იქნებოდა, პამელას მოწყენილობა რომ არ ეხსენებინა. His sympathy hypocritically covered a certain

satisfaction that it should be his absence that had condemned her to

dreariness.

მისი თანაგრძნობა ფარისევლურად ნიღბავდა აშკარა კმაყოფილებას იმის გამო, რომ პამელას უგუნებობის მიზეზი სწორედ მისი არყოფნა უნდა ყოფილიყო.
58 ამ გასაღებით ბოდლერი თავის გულს გახსნიდა. With this key Bowdler locked up his heart. [Lock up – დაკეტვა, ჩაკეტვა]
61 იმეორებდა იგი თითქმის მრისხანედ she repeated truculently გაიმეორა მან გამომწვევად/უკმეხად
61   Truthfully now I mean without any hippoing and all that why shouldn’t I neglect

it?

ეს წინადადება თარგმანში საერთოდ გამოტოვებულია, ეტყობა ამ „hippoing“-ის გამო. ეტყობა მთარგმნელს ამ კონტექსტში „ბეჰემოთი“ აღარ მოეწონა.
62 მაინც არ ვნახავ. I still don’t see. მაინც ვერ ვხედავ.
62 იმიტომ, რომ არასოდეს იცნობდი კულტურულ ხალხს Because you’ve never known people who weren’t cultured რადგან შენ არასოდეს იცნობდი უკულტურო ხალხს [სიტყვასიტყვით: „არასოდეს იცნობდი ხალხს, რომელიც არ იყო კულტურული“ – ანუ თარგმანის მნიშვნელობა ორიგინალის სრულიად საპირისპიროა.]
62 ისინი გიჩვენებენ კულტურის ადგილს ზუსტად ისე, როგორ საჰარა გიჩვენებს წყლის ადგილს და სწორედ ამ მიზეზის გამო მოურწყავია. they’ll make you see the point of culture. Just as the Sahara’ll make you see the point of water. And for the same reason: they’re arid. [აქ “point” ნიშნავს „მნიშვნელობას“, და არა „ადგილს“.]
63   “En tout bien, tout honneur. At least, sometimes and to begin with. გამოტოვებულია

ყველაზე კეთილშობილი ზრახვებით, ზოგჯერ მაინც, და დასაწყისისთვის.

[“En tout bien, tout honneur“ – with the most honorable intentions]

63 პამელას ქუდი უნდა მოერგო. რა მომხიბვლელი პატარა თავი აქვს! Pamela might be made to feel

that the cap fitted. Which it did, except that her little head was such a charming one.

პამელასთვის შეიძლება ეგრძნობინებინა, რომ ქუდი მოერგო. რაც ასეც იყო, თუ იმას არ ჩავთვლიდით, რომ მისი პატარა თავი ასეთი მომხიბვლელი იყო. [„cap fitted” – „ქუდის მორგება“ – აქ სიტყვების თამაშია; to fit the cap on = შენიშვნის თავის თავზე მიღება; „ქუდის მორგება“ გადატანითი მნიშვნელობით არის ნახმარი და პამელას მიერ სხვისი მისამართით გაკეთებული შენიშვნის საკუთარ თავზე მიღებას ნიშნავს. <http://dictionary.ge/ka/word/cap%C2%B9+I/?h=cap+fits>
66, 57 აპოლონ ბელვედერელი Apollo of Veii ვეის აპოლონი [(ეტრუსკული ქალაქი ვეი Veii); აპოლონ ბელვედერელი და ვეის აპოლონო ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ქანდაკებაა. ტექსტში ასევე მოხსენიებულია ვეის აპოლონის ავტორი ვულკა, თუმცა მთარგმნელი ამ ქანდაკებას რატომღაც მაინც ბელვედერელს უწოდებს.]
68 შენ დაუძლეველი ხარ, პამელა! You’re irresistible, Pamela.” შეუდარებელი ხარ, პამელა! [irresistible]
68 ასე რომ ის აქ იყო, ახალდაღდასმული, განახლებული და აპოკალიფსისებური, წარსულის გარეშე… So there it was, a brand-new experience, a new and

apocalyptic voice out of the past.

და ის აქ იყო, სრულიად ახალი განცდის გამომწვევი, ახალი და აპოკალიფსური ხმა წარსულიდან. [„brand new” თარგმნილია, როგორც „ახალდაღდასმული“, როგორც ჩანს, სიტყვიდან “brand” – შანთი დამღა]
69 სწორედ ეს დავინახე მასში ომის შემდეგ – ყველა საგნის აპოთეოზის და ლოგიკური დასკვნისთვის როდი დგას აქ აპოლონი. It was just after the War that I first saw him – just after the apotheosis and the logical conclusion of all the things

Apollo didn’t stand for.

სწორედ ომის დამთავრების შემდეგ ვნახე ის პირველად – სწორედ იმ ყველაფრის აპოთეოზის და ლოგიკური დასასრულის შემდეგ, რის სიმბოლოც აპოლონი არ იყო.
70 ბერძნებს არ შეეძლოთ დაენახათ, რომ ღვთაებრივი შეუსაბამობა ისეთივე ნათელია, როგორც ეტრუსკები. The Greeks didn’t see

that divine absurdity as clearly as Etruscans.

ბერძნები არ აღიქვამდნენ იმ ღვთაებრივ აბსურდულობას ისე ნათლად, როგორც ეტრუსკები.
71 ისინი ყველანი აცდუნეს They’ve all allowed themselves to be lured away. ყველამ მისცა თავს უფლება, რომ ისინი ვიღაცას ეცდუნებინა
71 სულიერი ამაღლებულობის და ჰეროიკის შემდეგ მეძაობა გამოგვიგზავნა, მეძაობა ზიზღისა და ცოდვის სანაქებო დამონების შემდეგ sent us whoring after spirituality and heroics, whoring after the complementary demons of disgust and sin. გვაიძულა გამოვდევნებოდით სულიერებას და გმირობას, გამოვდევნებოდით ზიზღის და ცოდვის დაწყვილებულ დემონებს.

[whore ნახმარია არასწორი მნიშვნელობით. ამ კონტექსტში არის whore after – რაღაცას გამოდევნება, და არა whore – მეძავი]

72 ქარვასლის ქვეშ გრძელი სკამი იდგა Under the arcades was a bench თაღოვანი გალერეის ქვეშ გრძელი სკამი იდგა
74 მე მომიხდა ძუძუთა ბავშვთა სახლში, ქენისში წასვლა სიმშვიდის მოსაპოვებლად. I had to go to a nursing home in Cannes to get disintoxicated სანატორიუმში მომიხდა წასვლა, კანში, დეზინტოქსიკაციის ჩასატარებლად.
76 შენ პატარა ჰიპოკრატე ხარ You little hypocrite შენ პატარა ფარისეველი ხარ

[ჰიპოკრატე – hypocrite-ის კიდევ ერთი მნიშვნელობა ბეჰემოთის შემდეგ]

78 ეს მთაზე წამოსკუპებული სათმაშო სასახლე პაპის მხარეს that toy palace perched on the hill beyond was the Pope’s მოშორებით მთაზე მდგარი ის სათამაშო სასახლე პაპის სასახლე იყო
81 მოურიდებელი სიცელქე ზეიმობდა პამელას სახეზე. An expression of impertinent mischief chased away the solemnity from her face. მის სახეზე სერიოზული გამომეტყველება მოურიდებელმა სიცელქემ ჩაანაცვლა.
82 პენი და სირინქსი Pan and Syrinx [„პანი“ – ძველი ბერძნების მესაქონლეობის ღმერთი]
83 უნდა აკეთო ის, რაც მოგწონს, სიწმინდიდან ზიზღისკენ, ჩვეულებრივი სიტყვების აღწერით. You could make any action seem anything you liked, from saintly to disgusting, by describing it in the

appropriate words.

ნებისმიერი საქციელი შეიძლება წარმოაჩინო შენთვის მოსაწონად – როგორც სიწმინდე, ისე საზიზღრობა – ამ საქციელის შესაბამისი სიტყვებით აღწერით.
84 კათოლიკე ამხანაგის სახლში ცხოვრობს … მოსწონს მისი ცხენის პირიდან ნათქვამი პაპური გულწრფელობა. lives in a house belonging

to a friend of his who is a Catholic and … he likes to get his popery straight from the horse’s mouth

[„straight from the horse’s mouth“ – სანდო წყაროდან, პირველწყაროდან. „popery“ – პაპიზმი, კათოლიციზმი;] იგულისხმება, რომ მას უნდა კათოლიციზმის შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება.]
86 ჰუმანური ურთიერთობები human relationships ადამიანური ურთიერთობები
86 რაც ისე ცუდად მხდის, როგორც მათხოვარს … which made me wretched რამაც შემაწუხა
87 …პირველად მესმის, რომ ორმოცდაათი წლის დაქირავებული მოცეკვავე უკანვე გაიწვია ოცი წლის ქალიშვილმა … it was the first time he’d heard of a gigolo of fifty being taken out by a woman of twenty. …პირველად გაიგო ორმოცდაათი წლის ჟიგოლოს შესახებ, რომელსაც ოცი წლის ქალიშვილი იწვევდა/ირჩევდა.
87 …თამაშობს თითებით რიცხვის დასახელების მატჩს… …playing that game of

sticking out your fingers and calling a number…

[თამაში თითების ჩვენებით და რიცხვების დაძახებით; მატჩი არაფერ შუაშია;- https://en.wikipedia.org/wiki/Morra_(game)]
87 …რისი თქმაღა შემეძლო, თავი უნდა დამეცვა… What I’d have liked to say, only I didn’t, was that I don’t want to be

defended,

მინდოდა მეთქვა, არ მსურს ვინმემ დამიცვას-მეთქი, მაგრამ არ ვთქვი
87   making stupid jokes about gigolos and old gentlemen. გამოტოვებულია
87 არადა, დარწმუნებული ვარ, ის სულ მითვალთვალებს, ზოგჯერ გზიდან მიყურებს, Because I think he really does rather care underneath – from the way he looks at me sometimes რადგან, ვფიქრობ, მას მართლა ვუყვარვარ გულის სიღრმეში – ისე მიყურებს ხოლმე ხანდახან
88 …დაემსგავსები მამიდა ედიტს თვალთმაქცობაში და მოკვდები მასში. …one becomes like Aunt Edith, hippoish and dead inside. …ადამიანი ემსგავსება მამიდა ედიტს, ფარისეველსა და უგულოს. [მხოლოდ ამ წინადადებაშია „hippoish” სწორად ნათარგმნი]
90 დისპიაცერე დი ფამიგლია dispiacere dz famigfia ოჯახური მწუხარება [ჯობდა იტალიურად დატოვება, როგორც ორიგინალში]
91 პირველი გამოფენაა ომის შემდეგ first Girandola since the War პირველი გირანდოლა/ჟირანდოლი/მბრუნავი ფეიერვერკი ომის შემდეგ [Girandola – მბრუნავი ფეიერვერკი; 92-ე გვ-ზე Girandola საერთოდ გამოტოვებულია]
91 ეს ერთხელ კიდევ გვიჩვენებს, რა გახრწნილი ბეჰემოთიზმი არსებობს. which shows again what rot hippoism is. ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა არის დამპალი ფარისევლობა /თვალთმაქცობა. [გვ-88-ზე ეტყობა „გაეპარათ“ „თვალთმაქცობა“ „ბეჰემოთიზმის“ ნაცვლად]
92 ეს საძაგელი გრძნობების გაღიზიანება! This hateful bantering with feelings! გრძნობების ეს საზიზღარი დაცინვა!
92 განიერი ბეჭების მუქარით იგერიებდა ბრბოს he fended off the menacing lurch of a large back. მან მოიგერია განიერი ზურგი, რომელიც ის-ის იყო უნდა დასცემოდათ/მან მათკენ გადმოხრილი განიერი ზურგი მოიგერია.
92 საშინელმა აფეთქებამ გააყრუა იქაურობა A terrific explosion interrupted the distant selections from Rigoletto საშინელმა აფეთქებამ „რიგოლეტოს“ შორიდან მომავალი მოტივები გადაფარა
93 მაგიური ყვავილების განვითარების ბოდვაში, რაკეტები ავარდნენ მათ წვრილ ღეროზე და აჰა, პინკიანის მთის ზემოთ დამაბრმავებლად, ბრწყინვალედ, ვარსკვლავთა გუნდში, მეხის გავარდნასავით იფეთქეს. Magical flowers in a delirium of growth, the rockets mounted on their slender stalks and, ah! high up above the Pincian hill, dazzlingly, deafeningly,in a bunch of stars and a thunderclap, they blossomed. რაკეტები – ზრდის დელირიუმში/ექსტაზში მყოფი ჯადოსნური ყვავილები – წვრილ ღეროებზე აიჭრნენ ცაში და აჰა! პინჩოს ბორცვის თავზე უამრავ ვარსკვლავსა და ჭექა-ქუხილში, დამაბრმავებლად და გამაყრუებლად გაიფურჩქნნენ.
94 დაუბრუნა მან ღიმილით he laughed back მან პასუხად/საპასუხოდ გაიღიმა
94 ხელახალი გრუხუნი, ხელახალი, და პიაზას ცენტრში მდგარი ობელისკი გადმოვარდა, მკაცრი და შავი, აპოკალიფსისი პატიოსანი თვლების ნათების საწინააღმდეგოდ. There was another bang, another, and the obelisk at the center of the Piazza leaped out sharp and black against apocalypse after apocalypse of

jeweled light.

კიდევ ერთხელ დაიქუხა, მერე კიდევ, და პიაცას ცენტრში მდგარი შავი და წვეტიანი ობელისკი გამოიკვეთა აპოკალიფსური სტიქიის მსგავსი, თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სინათლის ფონზე, რომელიც განუწყვეტლივ იფრქვეოდა.

[აღწერილია პიაცა დელ პოპოლოს ცენტრში მდგარი ობელისკი, ფეიერვერკით განათებული]

95 რაც ძალზე გულისგამაწვრილებელია. expiringly მილევადად / ისე, რომ თანდათან ილეოდა
95 რაკეტების შემდეგ ბაღმა იწყო აყვავება. Another garden of rockets began to blossom. რაკეტების მეორე ბაღმა დაიწყო აყვავება.
95 სიცილი. გამარჯვება. პამელამ თავზე დაადო ხელი. Laughing, triumphant,

Pamela laid her hand on his head.

მოცინარმა, მოზეიმე პამელამ თავზე დაადო ხელი.
99 მთელი ეს სცენა რაღაც არაჩვეულებრივი და იძულებითი იყო. პამელას შეთხზული ხასიათი ჰქონდა. მაგრამ ტანჯვით შეთხზული. There was something

forced and unnatural about the whole scene.She was being a character in fiction. But characters in fiction suffer.

მთელ ამ სცენაში იყო რაღაც ნაძალადევი და არაბუნებრივი. ის თითქოს მხატვრული ნაწარმოების გმირი იყო. მაგრამ თითქოს მხატვრულ ნაწარმოებებში გმირები იტანჯებიან.
100 შენ ხომ ცოტაოდენ ყურადღებას მაქცევდი. Because you did care a little; you did. იმიტომ, რომ ცოტათი ნამდვილად გიყვარდი, ნამდვილად.
100 იმიტომ, რომ ჩემზე, ზრუნავდი (შენ ზრუნავდი, მაილს). Because you did care, Miles; a

little, you did.”

[„care” – იგულისხმება ინტერესი, სიყვარული, ღელვა, და არა ზრუნვა].
100 -ოჰ, ღმერთო! ღმერთო! – კვნესოდა ის თავისთვის და ხმამაღლაც (რადგან პამელა მის ჩუმად ყოფნას მიიჩნევდა, რომ ის თავს არ იცავდა და ბოლომდე ჩაჰყვებოდა) – ცოტა მეტი მომივიდა შენზე ზრუნვა, უთხრა. Oh God! he was groaning to himself, God! And aloud (for she had made his silence untenable, she had driven him out into articulateness),

“I cared too much/’ he said.

ოჰ, ღმერთო! გულში კვნესოდა მაილსი, ღმერთო! ხმამაღლა კი (რადგან პამელამ მისი სიჩუმე გაუმართლებლად ჩათვალა და იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ამოათქმევინა) “ძალიან მიყვარდიო“, უთხრა.
103 შენ გიყვარს მოზეიმე კაცი You love the celebrated

man

შენ გიყვარს სახელგანთქმული /ცნობილი კაცი
104 ეჭვიანობა გამოწვეულია სუსტის ღვარძლიანობით მეტოქის გამო jealous with the malignity of a weaker for a stronger rival ვეჭვიანობ სუსტის სიძულვილით უფრო ძლიერ მეტოქეზე
105 ჩემი სენტიმენტალობა შენი უცხოელობისთვის უფრო ძლიერია (როგორც ზოგჯერ უნდა იყოს) my sentiment of your alienness should come to be stronger (as some time it must) შენი უცხოობით გამოწვეული ჩემი გრძნობა/განწყობა უფრო უნდა გაძლიერდეს (და ოდესმე ასეც მოხდება)
105 საკუთარი „მე“, რომელსაც არა აქვს რაიმე განზრახვა ჩაიცვას უარესად, ვიდრე შესაძლებელია მისი თავიდან აცილება. the self that doesn’t intend to put up

with more discomfort than it can possibly avoid;

საკუთარი თავი, რომელიც არ აპირებს აიტანოს იმაზე მეტი დისკომფორტი, რამდენის თავიდან არიდებაც შეუძლია.
106-107 რაც შესაძლებელია მაშინ, თუ ბუნება გაძლევს გარანტიას, როგორც ის ქალი მაძლევს საზოგადოების ანარქიული დამოკიდებულების შესაძლებლობას which is

only possible if nature has granted you, as she has to me, the possibility

of anarchic independence of society

რაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი ბუნებამ გიბოძა, ისევე როგორც მე, შესაძლებლობა იყო საზოგადოებისგან ანარქიულად დამოუკიდებელი

[„she“ ტექსტში ბუნების ნაცვლად არის ნახმარი]

107 იქნება შემდეგი დანიშნულების ადგილის სერიების რეისი …რომელი ჩვენგანი გაიმარჯვებს ამ რეისში? ნაძლევს ვდებ, თუნდაც ეს ჩემი განწყობილების გულგრილობაში ჩამეთვალოს, მე არ ვაპირებ არც გამარჯვებულად და არც დამარცხებულად ყოფნას, would be a race toward a series of successive goals … Which of us is

likely to win the race? The betting, I should say, is about even, with a slight tendency in favor of myself. But there’s not going to be a winner or a loser, for the good reason that there’s not going to

be any race.

იქნებოდა რბოლა ერთმანეთის მომდევნო მიზნებისკენ … ვინ იქნება გამარჯვებული ამ რბოლაში? ვიტყოდი, რომ ძალები დაახლოებით თანაბარია, ჩემი უმნიშვნელო უპირატესობით. მაგრამ ამ რბოლაში დამარცხებული და გამარჯვებული არ იქნება იმ გასაგები მიზეზის გამო, რომ არავითარი რბოლა არ შედგება.
108   “Miles!”

Fanning started so violently that a drop of ink was jerked from his pen onto the paper. He felt as though his heart had fallen into an awful

gulf of emptiness.

გამოტოვებულია
111 მაგრამ ბნელი სიღრმიდან ამოსული ვარდები უცებ აფეთქდა გონების ზედაპირზე ირონიულ სიცილში But the dark certainty of the depths rose suddenly and exploded at the surface in a bubble of ironic laughter მაგრამ ცნობიერების სიღრმეში არსებული შავი სინამდვილე უეცრად ზედაპირზე ამოვიდა და გასკდა, ირონიული სიცილის ბუშტებად ქცეული
111 გონებამ მისი საქმიანი და უნარიანი ყბედობა შეაჯამა his surface mind resumed its busy efficient rattle მისი გონების ზედაპირზე ინტენსიური რაციონალური დისკუსია განახლდა
111 სინათლემ თითქოს შეურაცხყოფა მიაყენა The light hurt her სინათლემ ტკივილი მიაყენა
114 რომელიც ინტიმურობისა და სიყვარულის ფიზიკური გაგების ჩვეულებრივი ხილია. which are the ordinary fruits of the intimate knowledge, the physical understanding of love. რომლებიც ინტიმურობის, სიყვარულის ფიზიკური მხარის შეცნობის ჩვეულებრივი შედეგია.
114 ალბათ, ვიღაც იტყვის, რომ საყვარელთან წვები. სიბნელეში წვები, არადა, შენ ნათელი ხარ, უთუოდ ნათელი Anyone could tell that you’d been in bed with your lover. Could tell in the dark, even; you’re luminous,… ნებისმიერი შენიშნავდა, რომ საყვარელთა იწექი. სიბნელეშიც კი შენიშნავდა; შენ ანათებ,…
115 მაილსი ახლა ეკუთვნოდა ამ მინერალური წყლების ჯიხურთა ერთ-ერთ მახინჯ მომხმარებელს, რომელთაც ისინი თითქმის ეჭვიანად უყურებდნენ. He was on his way to becoming one of those pump-room monsters at whom they were now looking, almost incredulously. მაილსი თანდათან ემსგავსებოდა მინერალური წყლის მომხმარებელ ურჩხულებს, რომლებსაც ახლა უყურებდნენ, უყურებდნენ თითქმის სკეპტიკურად.
115 ავადმყოფობის მისჯა როგორც დამნაშავისთვის, რა მართალია! Making the Erewhonians punish illness as a crime how right! სწორი იყო, როდესაც „დასრას“-ს მცხოვრებნი ავადმყოფს ისევე სჯიდნენ, როგორც დამნაშავეს.

[Erewhonians – სამუელ ბატლერის „Erewhon“ – უტოპიური ქვეყანა, დასახელება არის სიტყვის „nowhere“ ანაგრამა; ქართულში – „არსად“ = დასრა“; Butler meant the title to be read as “nowhere” backwards even though the letters “h” and “w” are transposed, as it would have been pronounced in his day; «Едгин (англ.)» (1872, название — анаграмма слова нигде)]

116 შეურაცხყოფილ ფენომენთა Humiliating phenomena დამამცირებელი/შეურაცხმყოფელი მოვლენები
116 იყო მისი ღვიძლის მიზეზი was the cause of the bile. აქ სიტყვების თამაშია, „bile” ნიშნავს „ნაღველს“ – ფიზიოლოგიურს და სულიერს
116 მაილსი რომ არ გადარეულიყო ამ არშიყობით ვნებიანი მამების ვიწრო საკანში For if he had not been so extenuated by that crazy love making in the narrow cells of the Passionist Fathers ასეთი გამოფიტული რომ არ ყოფილიყო გიჟური ფიზიკური სიყვარულით პასიონისტების ვიწრო სენაკში

 

]Passionis fathers – პასიონისტები (ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ვნებისა და წმიდა ჯვრის ფეხშიშველი სამღვდელონი) http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.

php?a=term&d=16&t=2076]

118 მონტეკატინი ცხოველთა ბუნაგს მოგვაგონებს Montecatini seems a beastly sort of hole მონტეკატინი, როგორც ჩანს, საშინელი ადგილია
119 როგორც ჩანს, ექვსასი კიდევ დასალევია it appears there are six hundred W.C.s  
119 დიახ, ობობა და სხვა არავინ. Yes, she had found the spider, not somebody else. დიახ, მან იპოვა ობობა, და არა ვიღაც სხვამ. (ამ აბზაცში ლაპარაკია ადამიანის ერთგვარ „გაორებაზე“ – რომ ადამიანში არის თვითონ, და ვიღაც სხვა).
121 ყველაზე უფრო საშინელი ისტორია the unlikeliest story. ყველაზე ნაკლებად სარწმუნო ამბავი
  ისე ხანგრძლივად, როგორც დიდი დათვის თანავარსკვლავედები რჩებიან უძრავად so long as the Bears remained unmoved [so long as – რამდენადაც, სანამ; იმ პირობით, თუ]
122 პამელა ისევ განაგრძობდა დღიურის თვალიერებას. Pamela was looking through her diary. პამელა თავის დღიურს ათვალიერებდა.
123 მან გამოტოვა გვერდი, სადაც მაილსი ლაპარაკობდა კლასიკურ მხატვრობასა და არგოს მნიშვნელობაზე ანტიკურ რელიგიებში. ბედნიერად ყოფნის მოვალეობასა და მზის არსებობაზე შენში, როგორც მწიფე ყურძნის მტევანი, სამყაროს უსასრულობასა და სიცარიელეზე ხორციელი სიყვარულის მტკიცებით, საგნებისა და მოვლენების მიღებაზე უტრაგედიოდ და მოუბეზრებლად.

 

She skipped nearly

a page of Miles’s remarks on classical art and the significance of orgies in

the ancient religions;on the duty of being happy and having the sun inside you, like a bunch of ripe grapes; on making the world appear infinite and holy by an improvement of sensual enjoyment; on taking

things untragically, unponderously.

[გარდა იმისა, რომ წინადადება გაუგებარია – Classical art – კლასიკური მხატვრობა ?

„Orgies“ – „არგო“ ?]

123 იესოს, კრავისა და მოციქულების სურათები ყოველთვის ასე წინ არის წამოწეული always pictures of Jesus and sheep and

apostles and so forth

ყოველთვის იესოს და ცხვრების და მოციქულების და კიდევ სხვების სურათები
127 სიყვარული, მაილსმა რომ პასუხად დაუბრუნა love

he had offered her in return

 
128 იყო … მხიარული და იოლი კომპანიონობით გამდიდრებული, მაგრამ მარტივი სიამოვნებით. was a gay and easy companionship enriched, but uncomplicated,

by pleasure.

იყო მხიარული და მარტივი პარტნიორობა, გამდიდრებული სიამოვნებით, რომელიც ამ პარტნიორობას არ ართულებდა.
129 მისი წიგნები დიდებული იყო, თუმცა იმ კაცისთვის დიდად არ იყო თავშესაქცევი, რომელიც ნახევარ დროსაც არ იყო იქ მთლიანად. His books were splendid, of course; still, it wasn’t much fun being

With a man who, for half the time, wasn’t there at all.

მისი წიგნები, რა თქმა უნდა, დიდებული იყო; და მაინც, დიდად სასიამოვნო არ იყო იმ კაცთან ყოფნა, რომელიც დროის ნახევრის განმავლობაში იქ საერთოდ არ იყო.
130   There was no point in reading; გამოტოვებულია
130 ჰგავდა თავის მოსახელეს „საბალახოების ახალმოწველილი რძიდან“ [she was like her namesake of] Pastures New Pastures New – новое поле деятельности

http://dictionary.ge/ka/word/pasture+I/?h=pastures+new

http://dictionary.ge/ka/word/pasture+I/?h=pastures+new

130 თუმცა ფაქტები ამტკიცებდნენ ძლიერ სიჯიუტეს But the facts had proved too stubborn; მაგრამ ფაქტები ძალზე ჯიუტი იყო
131 დღეები წარსულს ჩაჰბარდა მის ცერქვეშ The days flicked past under her thumb. [To be under smb’s thumb – ვისიმე ძალაუფლების ან გავლენის ქვეშ ყოფნა]
132 და მისი სიყვარულიც ნამდვილად დაჟინებული ჰქონდა. and, loving him, she had the right to insist. და რადგან ის უყვარდა, დაჟინებით მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა.
132 ეცადა, გაეცოცხლებინა ის ემოციები managed to revive some of the emotions მოახერხა გაეცოცხლებინა იმ ემოციების ნაწილი
132 …რა შესაბრალისად მკაცრი! …how pitilessly cruel! …რა შეუბრალებლად/უმოწყალოდ სასტიკი!

 

 

მან ქალიშვილს ხელი ჩასჭიდა და დროდადრო აქანებდა (გვ. 15)

დაამატა მან გამომწვევად მისი შეხედვის პასუხად (გვ. 17)

დაიჟინა თითქმის მრისხანედ, რითაც ადასტურებდა, რომ საკუთარ თავზე შურს იძიებდა (გვ. 17)

პამელას მეხსიერებაში მამიდა ედიტის ხმა გახმიანდა (გვ. 19)

ფიქრობდა, რომ ეს ჯეროვნად საინტერესო იყო (გვ. 23)

მხოლოდ არსებობის გარდა მეტი არაფრის კეთება არ შეგიძლია (გვ. 28)

„…შემდეგ გემში ჩავჯექი და, როგორ ქურდი ღამეში, სიცილიისკენ გავწიე“. (გვ. 35)

როცა ისინი ასაკოვანნი არიან (გვ. 36)

თქვა დოდომ გაკვირვებული, მგრძნობიარე ხმით (გვ. 38)

უცებ სასოწარკვეთა გადაიყარა (გვ. 40)

მას უნდოდა შეურაცხეყო თავისი თავი (გვ. 42)

რამდენნი იყვნენ? (გვ. 43)

თავისი დედის შვილია და ალბათ, თანდაყოლილად მისი მსგავსიც. (გვ. 47)

ეს მხიარული დროსტარება აღმა-დაღმა ავტომობილებით, აღმა-დაღმა ღმუილი თვითმფრინავით, აღმა-დაღმა ყვინთვა მოტორიანი ნავით (გვ. 59)

უნდა გენახათ, რა ინტელიგენტურობით შეხედა! (გვ. 66)

კვარცხლბეკზე ერთი ნაბიჯით წინ გადმოდგმული, საბურველში გახვეული ღმერთი აღმართულიყო
(გვ. 66-67)

შენ ყველაზე უძლეველი ქათინაური მითხარი (გვ. 68)

უპასუხა, როგორც ძალზე გაგებულმა ადამიანმა (გვ. 68)

წინასწარ განუზრახველი მანერები (გვ. 74)

უნდა აკეთო ის, რაც მოგწონს, სიწმინდიდან ზიზღისკენ, ჩვეულებრივი სიტყვების აღწერით. (გვ. 83)

როდის წავიდა მისგან მისი სული და რატომ? (გვ. 97)

მას ესმოდა თავის ლაპარაკი ხან მხიარული და ხან სევდიანი ლაურინასთან (გვ. 98)

ძალიან ცოტად ცვლის (გვ. 105)

საკუთარი „მე“, რომელსაც არა აქვს რაიმე განზრახვა ჩაიცვას უარესად, ვიდრე შესაძლებელია მისი თავიდან აცილება. (გვ.105)

ჰკითხა მან უკვე ზურგს უკან თითქმის გაბრაზებულმა (გვ. 110)

იგი ნუგეშისმცემლად მიჰყვებოდა მას (გვ. 110)

… და დაინახა ფანჯრიდან შემოსულ სინათლეში შეზავებული, მის წინ უმოქმედო, ლოდინისგან მოქანცული, უძრავად მდგარი პამელა. (გვ. 112)

თვალი მოკრა მიყრილ-მოყრილ საწერ მაგიდას (გვ. 113)

თან ხმას უწევდა თავისი ლაპარაკის გულგატეხილობის შესაგულიანებლად, რომელშიც მისმა ღვიძლმა და პამელამ ჩაძირა (გვ. 115)

მოდი ვიმედოვნოთ (გვ. 115)

ბედნიერად ყოფნის მოვალეობასა და მზის არსებობაზე შენში, როგორც მწიფე ყურძნის მტევანი, სამყაროს უსასრულობასა და სიცარიელეზე ხორციელი სიყვარულის მტკიცებით, საგნებისა და მოვლენების მიღებაზე უტრაგედიოდ და მოუბეზრებლად.

გვ. 127

(თარგმანი) შეეძლო დაენახა, რაც მოხდა ამ დროის განმავლობაში მთლიანად პერსპექტივაში. ეამაყებოდა, რომ შიში, სასაცილოდ რომანტიკულად გამოვიყურებიო, შეიცვალა მაილსის მიმართ გრძნობების ხარისხში – სიამაყე და შიში, რომელსაც მაილსი განზრახ თამაშობდა ტრაგიკულად, როგორც პამელას წარმოედგინა, ჯოანიც განზრახ სთავაზობდა თავს ერთი შეხედვით უხალისო ვოლტერს.

(ორიგინალი) From this distance of time she could see all that had happened in perspective, as it were, and as a whole. It was her pride, she could see, her fear of looking ridiculously romantic that had changed the quality of her feelings toward Miles – a pride and a fear on which he had played, deliberately. She had given herself with passion and desperately, tragically, as she imagined that Joan would have desperately given herself, at first sight, to a reluctant Walter.

(შესწორებული თარგმანი) დროის ამ გადასახედიდან შეძლო იმის ობიექტურად და სრულად დანახვა, რაც სინამდვილეში მოხდა. შეძლო დანახვა, რომ სწორედ საკუთარმა სიამაყემ და იმის შიშმა, სასაცილოდ რომანტიული არ გამოჩენილიყო, ხარისხობრივად შეცვალა მისი გრძნობები მაილსის მიმართ – სიამაყემ და შიშმა, რომლებზეც მაილსმა შეგნებულად ითამაშა. ის მიეცა მაილსს ვნებით და სასოწარკვეთით, ტრაგიკულად, რადგან წარმოიდგინა, რომ სწორედ ასე, ერთი შეხედვით სასოწარკვეთილად უნდა მისცემოდა ჯოანი მის უარმყოფელ უოლტერს.

სიყვარული, მაილსმა რომ პასუხად დაუბრუნა (გვ 127)

_____________________________

მეგონა, საქართველოში არ არსებობდა მკითხველი, რომლისთვისაც ეს თარგმანი მისაღები იქნებოდა, თუმცა მკითხველის ბლოგზე ამ წიგნის შესახებ დაწერილი კომენტარებში თარგმანის ხარისხზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, და ეს ძალიან შემაშფოთებელია.

გამომცემლობა, რომელმაც ეს წიგნი გამოსცა, აცხადებს, რომ პირველი ქართული გამომცემლობაა, რომელმაც გარემოზე ზრუნვა დაიწყო, რაც მისასალმებელია. მაგრამ როდესაც ამ გარემოსდაცვითი აქციის სარეკლამო განცხადება წავიკითხე, მივხვდი, რომ ძალიან ბევრს ვითხოვ იმ გამომცემლობიდან, რომელიც მკითხველს ასეთ რამეს ჰპირდება:

„”პალიტრა L” მაკულატურის სანაცვლოდ ახალ წიგნს გაჩუქებთ და მისი გადამუშავების შემდეგ, თქვენ მიერ ჩაბარებული მაკულატურით, გამომცემლობა ახალ წიგნებს გამოსცემს!“ (!!!)

გამოდის, თავადვე მიმხვდარან, რომ მათი გამოცემული ახალი მაკულიტერატურის წაკითხვა გადამუშავების გარეშე შეუძლებელი ყოფილა. დაველოდოთ, ყვითელ ჟურნალებს დამატებული დიდი ლიტერატურის წაკითხვა იქნებ გადამუშავების შემდეგ მაინც გახდეს შესაძლებელი.

© არილი

Facebook Comments Box