Uncategorized

იური ლოტ­მა­ნი

Alma Mater

­­­­­­­მაინც რას სწავლობენ ადამიანე­ბი?

წაკითხულია მოხსენებად ტარტუს უნივერსიტეტის რუსული გიმნაზიის გახს­­­­­­­­­­­­­­­­­­ნის დღეს (1990 წ.)

თარგმნა მათე კრავეიშვილმა

უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ნე­ბა მი­ბო­ძეთ, მო­გი­ლო­ცოთ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა და ის ფაქ­ტი, რომ თქვენ უკ­ვე უნ­ი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბით.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ფე­ხუ­რია სა­შუ­ა­ლო სკო­ლას­თან შე­და­რე­ბით. და ამ სა­ფე­ხუ­რის ერთ-ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ აქ უკ­ვე აღ­არ არ­სე­ბობს ზე­მოთ და ქვე­მოთ – მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი – აქ ყვე­ლა კო­ლე­გაა, ანუ ად­ა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თად მუ­შა­ო­ბენ. უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა ხომ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს, ანუ ერთ ნა­წილს სწავ­ლა სურს, მე­ო­რე მხა­რე კი ამ­ა­ში ეხ­მა­რე­ბა მათ. და­ძა­ლე­ბა – აუც­ი­ლე­ბე­ლი, “იძ­უ­ლე­ბი­თი” კონ­ტ­რო­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე დარ­ჩა. მას­წავ­ლე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენს მი­მართ სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც კო­ლე­გი­სა და უმც­რო­სი კო­ლე­გის ნა­ყო­ფი­ერ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს.

მაგ­რამ ეს იმ­ას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ოლ­დე­ბა; პი­რი­ქით, თქვენ უფ­რო რთუ­ლი ამ­ო­ცა­ნის წი­ნა­შე დად­გე­ბით. და სა­ერ­თო­დაც, შე­უძ­ლე­ბე­ლია კარ­გი საქ­მე იოლი იყ­ოს. ეს რთუ­ლი საქ­მე იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც თა­ვად ად­ა­მი­ან­ზე უფ­რო მკაც­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და მის გა­რე­შე უმ­აღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­საც აზ­რი ეკ­არ­გე­ბა. თუმ­ცა კი ვე­რა­ფე­რი გვა­ი­ძუ­ლებს, სა­ბო­ლო­ოდ გავ­წყ­ვი­ტოთ კავ­ში­რი ბავ­შ­ვო­ბას­თან, სიყ­მაწ­ვი­ლეს­თან… და სა­შუ­ა­ლო სკო­ლი­სა და ბავ­შ­ვო­ბის ელ­ე­მენ­ტე­ბიც ხში­რად იჭ­რე­ბი­ან უნ­ი­ვერ­სი­ტეტ­ში: არ­ა­ვის­თ­ვის სა­ი­დუმ­ლო არაა, რომ ზო­გი­ერ­თი სტუ­დენ­ტი კარ­ნა­ხობს ერთ­მა­ნეთს და გარ­კ­ვე­ულ სპორ­ტულ ინ­ტე­რესს ხე­დავს იმ­ა­ში, რომ ნაკ­ლე­ბი ის­წავ­ლოს და უკ­ე­თე­სი ნი­შა­ნი მი­ი­ღოს. ეს სას­კო­ლო მიდ­გო­მაა და მას თა­ვი­სი დრო აქვს.

დღეს თქვენ­თ­ვის ახ­ა­ლი ას­ა­კი იწ­ყე­ბა. ას­ა­კი თქვენს მი­ერ გან­ვ­ლი­ლი დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რო­დია, არ­ა­მედ საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

მაგ­რამ მო­დით, ვი­ფიქ­როთ! მე შემ­თხ­ვე­ვით არ ვამ­ბობ ამ სიტყ­ვებს, მი­სი გა­მე­ო­რე­ბა უყ­ვარ­და ფი­ლო­სო­ფოს სოკ­რა­ტეს. თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს სოკ­რა­ტე არ­ას­დ­როს ას­წავ­ლი­და იმ­ას, თუ რა იყო სწო­რი, მათ კითხ­ვებ­ზე არ­ას­დ­როს პა­სუ­ხობ­და “ასე და ასე მო­ი­ქე­ცი­თო”. იგი ამ­ბობ­და, “მო­დით, ვი­ფიქ­როთ!”. და რას ნიშ­ნავს “ვი­ფიქ­როთ?” – თქვენ არ იც­ით, რო­გორ მო­იქ­ცეთ და მეც არ ვი­ცი ეს. თქვენ მოხ­ვე­დით არა რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სწო­რი პა­სუ­ხის მო­სას­მე­ნად, არ­ა­მედ რო­გორც კო­ლე­გე­ბი, რჩე­ვის მი­სა­ღე­ბად, რა­თა მას­თან ერ­თად იფ­იქ­როთ. არ­ა­და, ერ­თად ფიქ­რი გა­ცი­ლე­ბით უკ­ე­თე­სია. სწო­რედ აზრ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბით მი­ვი­წევთ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ.

შე­ხე­დეთ, ვინ ვართ ჩვენ? შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ჩვენ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი და კარ­გი მან­ქა­ნე­ბი ვართ. შეგ­ვიძ­ლია ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა რა­მის კე­თე­ბა. მაგ­რამ რა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა აქვს თი­თო­ე­ულ მან­ქა­ნას? – ყვე­ლა მათ­განს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე აქვს. რა­ტომ? სა­ჭი­როა, რომ ყვე­ლას სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე ჰქონ­დეს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა, ერ­თი სიტყ­ვით, სა­ჭი­როა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რე­ბი ვი­ყოთ.

ფი­ლო­სო­ფოს­მა რუ­სომ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე გუ­ლახ­დი­ლი წიგ­ნი და­წე­რა, სა­დაც უბ­რა­ლოდ კი არ მოგ­ვითხ­რო სა­კუ­თა­რი თა­ვის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ, არ­ა­მედ მან თა­ვი­სი სა­მარ­ცხ­ვი­ნო საქ­ცი­ე­ლი გვა­ნა­ხა, მთლი­ა­ნად გა­იხ­ს­ნა. ამ წიგ­ნ­ში მან და­წე­რა: მე ის­ე­თი­ვე ვარ, რო­გორც ყვე­ლა და ამ­ას­თა­ნა­ვე, არ­ა­ვის ვგა­ვარ. ეს ძალ­ზე ღრმა შე­ნიშ­ვ­ნაა: ად­ა­მი­ა­ნი, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ის­ე­თია, რო­გო­რიც ყვე­ლა და მე­ო­რე მხრივ, იგი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ამ­ი­ტო­მაც მას შე­უძ­ლია თქვას რა­ღაც ის­ე­თი, რაც სხვებ­მა არ იც­ი­ან. და ამ­ი­ტო­მაც, მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, მთე­ლი ჩვე­ნი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ორ გზას ად­გე­ბა. ერთ­ზე ჩვენ ვცდი­ლობთ სხვებს მივ­ბა­ძოთ იმ­ის­თ­ვის, რა­თა გა­ვი­გოთ მა­თი და მათ კი ჩვე­ნი. მაგ­რამ ის­იც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სხვა ვერ გა­ი­გებს ჩემ­სას.

…აი, მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი ყვე­ლას ერთ­ნა­ი­რად გვეს­მის, მათ გარ­და, ვინც არ იც­ის ეს წე­სე­ბი ან ცუ­დად არ­ის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. პუშ­კი­ნი ყვე­ლას ერთ­ნა­ი­რად გვეს­მის? – არა, ყვე­ლა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად აღ­ვიქ­ვამთ ამ პო­ეტს. და ნუ ვიტყ­ვით, რომ ერთ ნა­წილს იგი სწო­რად ეს­მის, მე­ო­რეს კი არ­ას­წო­რად. პუშ­კი­ნი ყვე­ლა­ზე ის­ეთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს, თით­ქოს მან ახ­ლა და სწო­რედ მის­თ­ვის, ამ მკითხ­ვე­ლის­თ­ვის და­წე­რა ესა თუ ის სიტყ­ვა და თქვენ ყო­ველ­თ­ვის გაქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ეს­ა­უბ­როთ გე­ნი­ა­ლურ ად­ა­მი­ანს, რო­მელ­საც თა­ვად სურს რა­ღაც გა­უწყოთ. მთა­ვა­რია, სას­მე­ნელ­ნი მი­აპყ­როთ, მთა­ვა­რია, ყუ­რად­ღე­ბით იყ­ოთ! ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნის მთა­ვა­რი უბ­ე­დუ­რე­ბა იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თვალ­და­ხუ­ჭუ­ლე­ბი ვართ და არ­ა­ფე­რი გვეს­მის. თქვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლიც სწო­რედ “მზე­რის” გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და­ეთ­მო­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ და­ი­ნა­ხოთ, გა­ი­გო­ნოთ, მა­გა­ლი­თად, გო­გო­ლის ხმა, ამ­ას მხო­ლოდ გულ­გ­რი­ლი თვა­ლე­ბი ვერ ხე­და­ვენ…

და აქ ჩვენ მი­ვა­დე­ქით სა­კითხს, რო­მე­ლიც თქვენ­თ­ვის არც ისე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლას­თ­ვის გა­სა­გე­ბი სიტყ­ვის წყა­ლო­ბი­თაა ცნო­ბი­ლი – ესაა “ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბა”: “ფე­ხებ­ზე მკი­დია!” ად­ა­მი­ა­ნის კულ­ტუ­რა ერ­თი ნი­შან-თვი­სე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­საზ­ღ­ვ­როს: რა ჰკი­დია მას ფე­ხებ­ზე და რა არა.

ყო­ვე­ლი ად­ა­მი­ა­ნი ერთ­გ­ვარ იზ­ო­ლი­რე­ბულ წრე­ში ცხოვ­რობს. უბ­რა­ლოდ, ზო­გი­ერ­თის წრე უფ­რო ფარ­თოა, ზო­გი­სა კი შე­და­რე­ბით ვიწ­რო. თქვე­ნი წრე მრა­ვა­ლი ნი­შან-თვი­სე­ბით იზ­ო­მე­ბა: რა გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა იც­ით, და – კი­დევ ერ­თი, ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი – რა­ზე შეგ­ტ­კი­ვათ გუ­ლი? ერთს, მა­გა­ლი­თად მა­შინ ტკი­ვა, რო­ცა ურტყა­მენ, მე­ო­რე კი ამ­ა­ზე იტყ­ვის: და­მარ­ტყან რა! მთა­ვა­რია, არ მომ­კ­ლან. წრე უფ­რო ფარ­თო იყო, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნი შე­უ­რაცხ­ყო­ფა­ზე დუ­ე­ლით პა­სუ­ხობ­და და ამ­ბობ­და, შე­უ­რაცხ­ყო­ფა სიკ­ვ­დილ­ზე უარ­ე­სიაო: სიკ­ვ­დი­ლი ვერ და­ამ­ცი­რებს ად­ა­მი­ანს, შე­უ­რაცხ­ყო­ფას კი ვერ მო­ვი­ნე­ლებ. სხვა იტყ­ვის, ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სი ად­ა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფას არ­ა­ვის ვა­პა­ტი­ე­ბო: ჩემს შვი­ლებს, დე­დას, არ­ა­ვის და­ვა­ჩაგ­ვ­რი­ნე­ბო, მაგ­რამ უც­ხოს… რო­ცა უც­ხო ად­ა­მი­ა­ნის ტკი­ვი­ლი გტკი­ვა – ესაა ყვე­ლა­ზე ფარ­თო წრე, წრე კულ­ტუ­რუ­ლი ად­ა­მი­ა­ნი­სა.

რა თქმა უნ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე, გა­იღ­ვი­ძო დი­ლით, მო­ინ­დო­მო კულ­ტუ­რულ ად­ა­მი­ა­ნად გახ­დო­მა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით მო­ე­კი­დო დამ­ცი­რე­ბუ­ლებ­სა და შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლებს. ასე არ ხდე­ბა და ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი გან­ზ­რახ­ვე­ბი აქ ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა. სუ­ლი უნ­და გა­მო­ვი­მუ­შა­ოთ.

ბევ­რი თვი­სე­ბა გა­ნას­ხ­ვა­ვებს ად­ა­მი­ანს ცხო­ვე­ლის­გან. იმ­ას არ ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ ად­ა­მი­ა­ნი გო­ნი­ე­რი არ­სე­ბაა, ცხო­ვე­ლი კი ბრიყ­ვი. ცხო­ვე­ლი სუ­ლაც არაა ბრიყ­ვი, იგი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჭკუ­ი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ოღ­ონდ ეს ჭკუა ყო­ველ­თ­ვის გარ­კ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას უკ­ავ­შირ­დე­ბა. ად­ა­მი­ა­ნი კი მუ­დამ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია მოქ­ცე­უ­ლი. აქ მას მხო­ლოდ ორი ფე­ხი აქვს: ინ­ტე­ლექ­ტი და სინ­დი­სი. რო­გორც სინ­დი­სია ბრმა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის გა­რე­შე – თუმ­ცა არა სა­ხი­ფა­თო – ას­ე­ვეა სა­ხი­ფა­თო ინ­ტე­ლექ­ტი სინ­დი­სის გა­რე­შე.

ჩვენ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დრო­ში ვცხოვ­რობთ, და თუმ­ცა უინ­ტე­რე­სო დრო­ე­ბი არ არ­სე­ბობს, ზოგ­ჯერ ის­ტო­რი­კო­სე­ბი მა­ინც ტო­ვე­ბენ ხოლ­მე სუფ­თა ფურ­ც­ლებს იმ­ის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რომ ამ წლებ­ში არ­ა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. “გავ­სე­ბუ­ლი ფურ­ც­ლე­ბის” ეპ­ო­ქე­ბი კი ად­ა­მი­ა­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დის წი­ნა­შე აყ­ე­ნე­ბენ. იგი აღ­ა­რაა ჭან­ჭი­კი, ჩნდე­ბა აუარ­ე­ბა სი­ტუ­ა­ცია, რო­ცა მან არ­ჩე­ვა­ნი უნ­და გა­ა­კე­თოს და ეს არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­თ­ვის მის სინ­დის­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხში­რად ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, “მე ას­ეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, არ­ა­ფე­რი ცუ­დი არ მი­ფიქ­რია, უბ­რა­ლოდ, ის­ე­თი ვი­თა­რე­ბა იყო, რომ მე სხვაგ­ვა­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დი”… ეს ტყუ­ი­ლია! არ არ­ე­ბობს ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც არ გაძ­ლევს სხვაგ­ვა­რად მოქ­ცე­ვის შანსს და თუ­კი თქვენ მა­ინც ჩა­ვარ­დით ამგ­ვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ე.ი. უს­ინ­დი­სო ყო­ფილ­ხართ. სინ­დი­სი ყო­ველ­თ­ვის გვკარ­ნა­ხობს, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რო­ცა არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს; არ­ჩე­ვა­ნი კი ყო­ველ­თ­ვის გვაქვს… რა თქმა უნ­და, ძნე­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, ამ­ი­ტო­მაც თა­ვის მო­გი­ჟი­ა­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის უფ­რო ად­ვი­ლია, სუ­ლელს არ­ა­ფერს მოჰ­კითხა­ვენ: “მიბ­რ­ძა­ნეს, რა უნ­და მექ­ნა?”

პუშ­კი­ნის მე­გობ­რის, დე­კაბ­რისტ პუშ­ჩი­ნის სიტყ­ვებს შე­გახ­სე­ნებთ, რო­მე­ლიც მან მე­ფეს უთხ­რა. ხელ­ფეხ­შეკ­რულ­მა ად­ა­მი­ან­მა ნი­კო­ლო­ზის კითხ­ვა­ზე: “რო­გორ გა­ბე­დე ეს?” – უპ­ა­სუ­ხა: “სხვაგ­ვა­რად ნა­ძი­რა­ლა ვიქ­ნე­ბო­დი”-ო. ამ­ით მან თქვა: მე სინ­დი­სი მაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, მაქვს არ­ჩე­ვა­ნიო: ან ბორ­კი­ლე­ბით უნ­და ვი­ყო ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი, ან კი­დევ ნა­ძი­რა­ლაო.

ის­ტო­რი­ამ გვაჩ­ვე­ნა, რომ ეს ად­ა­მი­ა­ნე­ბი სწო­რედ მა­ღალ­მა ზნე­ო­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა, გა­და­ა­ტა­ნი­ნა ყვე­ლა­ზე მძი­მე გან­საც­დე­ლი, რო­მე­ლიც კი მათ ხვდათ წი­ლად ციმ­ბირ­ში. ფი­ზი­კუ­რა­დაც, გა­და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი უფ­რო ძლი­ე­რე­ბი დარ­ჩ­ნენ, ვიდ­რე ის­ი­ნი, ვინც იმ­ა­ვე ნი­კო­ლო­ზის ეპ­ო­ქა­ში მე­გობ­რებს უღ­ა­ლა­ტეს და შემ­დეგ კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თეს…

და მა­ინც, რას სწავ­ლო­ბენ ად­ა­მი­ა­ნე­ბი? ად­ა­მი­ა­ნე­ბი ცოდ­ნის გაკ­ვე­თი­ლებს გა­დი­ან, მეხ­სი­ე­რე­ბას, სინ­დისს ეწ­ა­ფე­ბი­ან. ესაა სა­მი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც აუც­ი­ლებ­ლად უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში და რო­მელ­მაც თა­ვის­თავ­ში ხე­ლოვ­ნე­ბაც მო­იც­ვა. ეს ხე­ლოვ­ნე­ბა კი თა­ვი­სი არ­სით მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და სინ­დი­სის წიგ­ნია. მთა­ვა­რია, ამ წიგ­ნის კითხ­ვა ვის­წავ­ლოთ.

იმ­ე­დი მაქვს, სწო­რედ ამ­ი­ტომ შე­ვიკ­რი­ბეთ აქ.

© “არილი”

Facebook Comments Box