ახალი ამბები

მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნის” ცეცხლგამძლე ეგზემპლარი

მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნის“ ცეცხლგამძლე გამოცემა აუქციონზე 130 000 დოლარად გაიყიდა. თანხა მთლიანად PEN ამერიკას გადაეცემა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად.

ერთი შეხედვით, ეგზემპლარი ჩვეულებრივი წიგნისაგან არაფრით განსხვავდება, თუმცა ის დამზადებულია ნიკელის მავთულისგან, უჟანგავი ფოლადისა და ალუმინისგან. ცეცხლგამძლეა გამოყენებული მელანიც. მის შექმნაზე გრაფიკული ხელოვნების სტუდია The Gas Company Inc. და კრეატიულმა სააგენტო Rethink-მა ერთად იმუშავა. უშუალოდ პროექტი PEN ამერიკამ გამომცემლობა Penguin Random House-თან ერთად განახორციელა.

ინიციატივის გასახმაურებლად, ეტვუდი პროტოტიპის დაწვის „წარუმატებელი“ მცდელობის გადაღებაზე დათანხმდა: „არასდროს მიფიქრია, რომ საკუთარ წიგნებს ცეცხლის მივცემდი… თანაც წარუმატებლად. ძალიან მიხარია, რომ „მხევლის წიგნის“ ერთმა, ცეცხლგამძლე ასლმა PEN ამერიკისთვის ამდენი ფულის შეგროვება მოახერხა.

გამოხატვის თავისუფლება სადებატო თემად იქცა და PEN ცდილობს გაუგებარი ყვირილის ფონზე საღი აზრის გაჟღერებას.  ვიდეოს, სადაც ვცილობ საკუთარი წიგნის საჯაროდ დაწვას, ახლა 5 მილიარდამდე ნახვა აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ამ გზით ავამაღლებთ ცნობიერებას და შედეგად ჯანსაღი დისკუსია გაიმართება“.

PEN ამერიკამ ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების სკოლებში 9 თვის განმავლობაში 2021 წლის პირველი ივნისიდან 2022 წლის 31 მარტამდე 1586 წიგნი აიკრძალა. 713 აკრძალვით ჯერ-ჯერობით ლიდერობს ტეხასის შტატი, შემდეგ პენსილვანია –  456 და ფლორიდა – 204 წიგნით. უშუალოდ „მხევლის წიგნიც“ არაერთი შტატის  აკრძალულ წიგნთა სიაშია.

© არილი

Facebook Comments Box