ახალი ამბები,  ახალი წიგნები

მარგარეტ ეტვუდი თავის ,,ყველაზე პერსონალურ’’ კრებულს გამოაქვეყნებს

მარგარეტ ეტვუდის მოთხრობების ახალი კრებული, რომელსაც გამომცემელმა ,,ყველაზე პერსონალური’’ უწოდა, მომავალი წლის დასაწყისში დაიბეჭდება. 2019 წელს გამოქვეყნებული რომანის ,,The Testaments’’ შემდეგ, ის კვლავ მიუბრუნდა პროზას.

,,მოხუცებული ბავშვები ტყეში’’ 15 მოთხრობას მოიცავს, რომელთა უმეტესობა პირველად დაიბეჭდება. უშუალოდ ,,მოხუცებული ბავშვები ტყეში’’კი ,,ნიუ იორკერში’’ გამოქვეყნდა და ტბის პირას მდებარე სახლში მცხოვრები ორი მოხუცი დის შესახებ გვიამბობს.

გამომცემლობის ცნობით, კრებულში გხვდებიან საყვარელი კატები, დაბნეული ლოკოკინა, მარტა გელჰორნი, ჯორჯ ორეული, ფილოსოფ-ასტრონომ-მათემატიკოსი, ჰიპატია ალექსანდრიელი, მოხუცი მეცნიერი ქალები და უცხოპლანეტელები, რომლებიც ზღაპრებს ყვებიან.

,,კრებულის საერთო თემატური ხაზი, უმეტესად, ცოლ-ქმრულ ურთიერთობას აღწერს. ეს ამბები იმ წყვილებზეა, რომლებიც ხშირად ერთად მოგზაურობენ. მოთხრობებში საუბარია იმ კონკრეტულ შეგრძნებებზეც, ხანგრძლივ სიყვარულს რომ ,,კვებავს’’. – აღნიშნავს გამომცემლობა ,,Vintage’’.

მარგარეტ ეტვუდი თავის ახალ კრებულს ცხოვრებას ადარებს. ,,ისტორია ქალზე, შინაგანად ლოკოკინას რომ ჰგავს, ნამდვილად სიბერეს ეხება? შესაძლოა. გარდაცვლილი შეყვარებულები რეალურად მკვდრები არიან? ვინ იცის. კატები მართლა ისეთები არიან, როგორადაც თავს გვაჩვენებენ? არასოდეს.’’

ბუკერის პრემიის ლაურეატის უკანასკნელი წიგნი ,,მწვავე შეკითხვები’’, რომელიც ესეების კრებულს წარმოადგენს, წელს გამოიცა. ,,გარდიანის’’ რეცენზენტი, შაჰიდა ბარი წერდა, რომ ეტვუდი ,, გახსნილი, გულწრფელი და სასიამოვნო მოსაუბრეა.’’

2020 წელს კი ეტვუდის ლექსების წიგნი ,,Dearly’’ გამოიცა, მისი პოეზიის პირველი კრებული, რომელსაც ,,ობზერვერმა’’ ,,ირონიული და სახალისო’’ უწოდა.

მარგარეტ ეტვუდის უკანასკნელი რომანი ,,The Testaments’’-ია, რაშიც ბუკერის პრემია ბერნარდინ ევარისტოს წიგნთან ,,გოგონა, ქალი, სხვა’’ ერთად მიიღო. ,, The Tastements’’ 1985 წელს გამოქვეყნებული ,,მხევლის წიგნის’’ გაგრძელებაა.

 

მოთხრობა ,,მოხუცებული ბავშვები ტყეში” შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: http://arilimag.ge/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%91/

 

© არილი

Facebook Comments Box