ახალი ამბები

შოტლანდიელმა ავტორმა ჯეიმს რობერტსონმა უოლტერ სკოტის პრემია მიიღო

შოტლანდიელმა მწერალმა ჯეიმს რობერტსონმა უოლტერ სკოტის პრემია ისტორიული ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი წიგნისთვის ,,მიცვალებულთა ამბები’’ მიიღო. პრემიის საპრიზო ფონდი 25 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

მოკლე სიაში რობერტსონმა ენდრიუ გრეიგის ,,როუზ ნიკოლსონი’’, ამანდა სმიტის ,,ბედისწერა’’ და კოლმ ტოიბინის ,, ჯადოქარი’’ დაამარცხა.

გამარჯვებულის ვინაობა მელროუზის წიგნის ფესტივალზე გასაჯაროვდა.

ჟიურის წევრმა აღნიშნეს, რომ ეს წიგნი ,,შინ დაბრუნებას’’ ჰგავდა, რადგან პირველად გაიმარჯვა რომანმა, რომლის სიუჟეტი შოტლანდიაში ვითარდება.

,,მიცვალებულთა ამბები’’ პიქტების პერიოდში, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისსა და თანამედროვე დროში მიმდინარე ისტორიებს აერთიანებს. ამ სამ ამბავს ავტორის მიერ მოგონილი ჩრდილო-აღმოსავლური ქალაქი გლენ კონაჰი აერთიანებს.

ჯეიმს რობერტსონი მეორე შოტლანდიელი ავტორია, რომელმაც უოლტერ სკოტის პრემია მიიღო. პირველი შოტლანდიელი კი პოეტი რობინ რობერტსონია, რომელმაც 2019 წელს გაიმარჯვა.

,,რომანი პრემიის მიერ განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ის ამბიციური, ორიგინალური და შთამბეჭდავი ნამუშევარია’’- ამბობს ჟიური.

ისინი იმედოვნებენ, რომ მკითხველს მოგონილ ქალაქთან ერთად ასევე   ,,ნაპერწკლებით სავსე თვალებიანი’’ პერსონაჟებიც მოეწონება.

გამარჯვებულს პრიზი თავად ბაკლიუს ჰერცოგმა გადასცა.

ჯეიმს რობერტსონის თქმით, მისთვის დიდი პატივია იმ პრემიის მიღება, რომელიც უდიდესი შოტლანდიელი მწერლის სახელს ატარებს.

,,უოლტერ სკოტის ცხოვრებამ და შემოქმედებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა არ ვთვლი, რომ ისტორიული რომანების ავტორი ვარ. მე უბრალოდ ღრმად ვარ დაინტერესებული ისტორიითა და ეპოქებით.’’ – ამბობს რობერტსონი.

© არილი

Facebook Comments Box