-
-
პოლ ვალერი – ვიიონი და ვერლენი
(ნაწილი I )
ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა
თითქოსდა იმაზე ადვილი, ბუნებრივი არაფერია, ვიდრე გვერდიგვერდ დააყენო ფრანსუა ვიიონისა და პოლ ვერლენის სახელები. ისტორიული, ანუ წარმოსახვითი პარალელების მოყვარული მკითხველი იოლად აღმოაჩენს ლიტერატურული სამყაროს ამ ორ ფიგურას შორის მსგავსებას. ორივე საუცხოო პოეტია, ორივე – ცნობილი უწესოა, ორივე თავის ლექსებში უაღრესად ღვთისმოსავ გრძნობებს უხამებს ფრიად თავისუფალ შენიშვნებსა და ხასიათებს, და ამ ერთი ტონალობიდან მეორეში უჩვეულო სიმსუბუქით გადადის; ორივე უზადოდ ფლობს ლექსწყობის ხელოვნებას და თავისი დროის ენას, ორივეს განათლება შეესაბამება ცოცხალ მეტყველებას, ხალხის ხმას; ხალხისა, რომელიც იგონებს, ამახინჯებს, ერთმანეთში ურევს სიტყვებსა და კონსტრუქციებს ისე, როგორც მოეპრიანება. ორივე პოეტმა საკმაოდ კარგად იცის ლათინური და ჩინებულად – ჟარგონული ლექსიკა; ორივე დროს ატარებს, როგორც მოეგუნებება – ეკლესიაში ან ტავერნაში; ორივე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, პატიმრობის სიმწარესაც გამოსცდის, სადაც, მართალია, ვერ გამოსწორდნენ, სამაგიეროდ, სინდისის ქენჯნის, შიშისა და სინანულის ლექსად გამოსახვის ხელოვნება დახვეწეს. ორივე უკან იხევს, ნანობს, კვლავ უკან იხევს და ფსკერიდან დიდ პოეტად ამოდის, მაღლდება. პარალელი უნებურად იბადება და მისი განვითარებაც არ არის ძნელი.
ოღონდ, რადგან ასე ნათლად და ადვილად ხერხდება მათი ერთმანეთთან შეჯერება-გატოლება, გამიჯვნაც არ ჭირს. არ ღირს ამ მსგავსებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს. ვიიონი და ვერლენი, ცხადია, ფრიად იღბლიან შეხამებას წარმოადგენს ფრანგული ლიტერატურის ორიგინალური პანორამისთვის, რომელშიც თავშესაქცევად შეგვიძლია ჩავამწკრივოთ, წყვილ-წყვილად დავაჯგუფოდ ჩვენი დიდი ავტორები, გულმოდგინედ ავარჩიოთ და ერთმანეთს ამოვუყენოთ, თუნდაც, ზოგჯერ წარმოსახვითაც, ვთქვათ, კორნელი-რასინს, ბოსიუ-ფენელონს, ჰიუგო-ლამარტინს. ზოგჯერ, პირიქითაც, მსგავსების გამო, როგორც ამ შემთხვევაში, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობთ. ყველაფერი ეს, თვალს მანამ სიამოვნებს, სანამ აწონ-დაწონის დრო არ დადგება და არ გავარკვევთ – რომ ეს დახვეწილი დაწყვილება არც დამაჯერებელია, არც სასარგებლო და საჭირო. მოკლედ, ამ შენიშვნის სათქმელად თავს იმიტომ მივეცი უფლება, რომ აგაცილოთ დეკორატიულ-რიტორიკული საშუალებების აღრევის სახიფათო ცდუნებას ჭეშმარიტ, კრიტიკულ მეთოდებთან, რომლის მეშვეობითაც რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება.
დავუმატებ: “ვიიონ-ვერლენის” კომბინაცია, ორი არაჩვეულებრივი პიროვნების აშკარა და მაცდუნებელი შეპირისპირება, რასაც ჩვენი დღევანდელი საუბარი ეძღვნება, ზოგჯერ ბიოგრაფიული ფაქტითაც მტკიცდება. ხოლო, როცა მხოლოდ ავტორებს კი არა, მათ ნაწარმოებებსაც ვადარებთ, შეპირისპირება ნელ-ნელა სუსტდება, თუ მთლად არ ქრება. ზუსტად ამის ცხადყოფას ვაპირებ ახლა.
შეიძლება ვთქვათ, რომ ბიოგრაფიების შედარების იდეა ცალკეული დამთხვევების გამო წარმოიშვა, და მომიწევს იმ მეთოდს მივმართო, ჩვეულებრივ, ჩემში უნდობლობას რომ იწვევს. მივიჩნევ – ეს ჩემი ერთ-ერთი პარადოქსია, რომ პოეტის ბიოგრაფიის ცოდნა უსარგებლო ცოდნაა, შეიძლება ითქვას, სრულიად დამღუპველიც ავტორის ნაწარმოებების აღქმისას, ე.ი. იმ სიხარულის აღქმისთვის, რომელსაც ნაწარმოების წაკითხვის დროს განვიცდით, ან იმ დასკვნებისთვის ხელოვნების არსის შესახებ, რომლებსაც ამ ნაწარმოებების წაკითხვისას ვაკეთებთ. რა მესაქმება რასინის მიჯნურობასთან? მე “ფედრა” მაინტერესებს. რას მოვიგებ საწყისი მასალიდან, რომელიც ყველგან თავზესაყრელადაა? ნიჭი, ე.ი. გარდასახვის უნარი – აი, რა მხვდება გულში და ჩემში შურს იწვევს. სამყაროს ერთად აღებულ ყველა ვნებას, თვით ყოვლისშთანმთქმელ განცდასაც კი თავისთავად არ შეუძლია კარგი ლექსის დაბადება. რა კეთილგანწყობილიც უნდა ვიყოთ ავტორისადმი, მას ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრება, გარემოება და ადგილი იმისთვის კი არ ეძლევა, რომ მასში რაღაც ჩვეულებრივი და ადამიანურია, არამედ იმისთვის, რომ ოდნავ აღემატება ჩვეულებრივ ადამიანს. თუ ვამბობთ, რომ ბიოგრაფიებისადმი ინტერესმა შეიძლება ზიანი მოიტანოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ინტერესი ძალიან ხშირად გვიქმნის მიზეზს, პირობასა და საშუალებას, დავშორდეთ თვით ლექსების გულმოდგინე და ბუნებრივ შესწავლას. გვგონია, რომ ლექსებში ყველაფერი ნათელია, თუმცა, სინამდვილეში, მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რომ ამ ლექსებს თავს ვარიდებთ და მათთან ყოველ შეხვედრას გავურბივართ, მათი ავტორების, წინაპრების, მეგობრების, პრობლემებისა და საქმიანობის შესწავლით; ამით მხოლოდ თავს ვიტყუებთ – მეორეხარისხოვნისთვის მთავარს ვივიწყებთ. არაფერი ვიცით ჰომეროსზე. ეს ოდნავადაც არ აკნინებს “ოდისეას” ზღვის სილამაზეს… აბა, რა ვიცით ბიბლიის შემქმნელებზე, ეკლესიასტეს ან “ქებათა-ქების” ავტორებზე? ამ ნაწარმოებების სილამაზეს ამის გამო არაფერი აკლდება. ბოლოს, აბა, რა ვიცით შექსპირზე? ისიც კი არა – “ჰამლეტი” თუ მან დაწერა.
მაგრამ დღევანდელ საუბარში ბიოგრაფიულ საკითხებზე თავის არიდებას ვერ მოვახერხებთ. იგი დასაწყისშივე იჩენს თავს და მომიწევს ხელი მოვკიდო იმას, რასაც ახლახანს ვკიცხავდი.
საქმე ისაა, რომ ორმაგი სიტუაცია – ვერლენი-ვიიონი – განსაკუთრებული სიტუაციაა. იგი იშვიათი და გამასხვავებელ-დამახასიათებელი თვისებების მატარებელია. თითოეული მათგანის მიერ დაწერილი საკმაოდ საგრძნობი ნაწილი უშუალოდ მათივე ცხოვრებას ეხება. მათ ნაწარმოებებში, უდავოა, ბევრი რამ არის ავტობიოგრაფიული. ორივემ ამის არცთუ ცოტა მტკიცებულებანი დაგვიტოვა. ოღონდ საეჭვოა, რომ მათი აღიარება ყოველთვის გულწრფელია. თუ მათ ნაწარმოებებში, მართლაც სარწმუნო ფაქტებია გადმოცემული, მაშინ არა ყველაფერი და არა ყველა ფაქტია სანდო. ხელოვანი სიტყვას ირჩევს, მაშინაც კი, როცა აღსარებას ამბობს: აქ შეამსუბუქებს ფაქტებს, იქ გაამუქებს ფერებს…
უკვე ვთქვი, რომ ეს სიტუაცია განსაკუთრებულია. პოეტების უმრავლესობა, როცა საკუთარ თავზე წერს, არ სიტყვაძუნწობს. ლირიკოსები, საერთოდაც, მხოლოდ საკუთარ თავზე წერენ. აბა, რაზე ან ვისზე წერონ. ლირიკა – “მე”-ს ხმაა, ჟღერადობის უკიდურეს სიფაქიზემდე აყვანილი და, იქნებ, ყველაზე მაღალ ნოტაზეც. ლირიკოსი პოეტები საკუთარ თავზე იგივე მანერით ლაპარაკობენ, როგორც მუსიკოსები, – თავის შეგრძნებებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკული მოვლენებიდან გამოატარებენ და უნივერსალური ხასიათის იდუმალ ცდებში გადაადნობენ. მათ რომ გავუგოთ, საკმარისია, თუნდაც ერთხელ აღვფრთოვანდეთ დღის სინათლით, შევიგრძნოთ ბედნიერება, განსაკუთრებით კი – უბედურება, სურვილი, გატაცება; თავგზის აბნევა და სინანული, – საკმარისია ყოველი ადამიანისთვის ნაცნობი ეს უბრალო ცხოვრებისეული მდგომარეობა განიცადო, მდგომარეობა, რომელთაგან თითოეულს ქნარზე საკუთარი სიმი შეესაბამება…
ჩვეულებრივ, ეს საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე, მაგრამ ვიიონთან სულ სხვაგვარად არის. ეს დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, ოთხასზე მეტი წლის წინ. ამაოდ როდი დაწერა კლემან მარომ – მსურველს, “ჩასწვდეს და შეაფასოს” ვიიონის ბევრი ტექსტი, “იმ დროის პარიზში ცხოვრება დასჭირდება და იმ ადამიანების,იმ საგნების ცოდნა, რომლებზეც იგი ლაპარაკობს; რადგან, რაც დრო გადის, მით უფრო გვშორდება ეს მოგონებები, და უფრო ნაკლებს ეუბნება ადამიანებს მათი სახელები. ამიტომაც, ვისაც თავისი შრომით ხანგრძლივი სიცოცხლე სურს, საგნებზე ასე მდაბლად, ასე წვრილმანობით არ უნდა წეროს”.
მაშ ასე, აუცილებელია, ფრანსუა ვიიონის ცხოვრებასა და თავგადასავლებს მივმართოთ, ვცადოთ იმ დეტალებში აღვადგინოთ, როგორც მოიხსენიებს ან ამოვხსნათ მისი მრავალრიცხოვანი ქარაგმა. ვიიონი იმ ადამიანების სახელებს ჩამოთვლის, რომლებმაც მის ოღროჩოღრო ბედისწერაში კარგი ან ცუდი როლი ითამაშეს; ერთ ნაწილს მადლიერებით მოიხსენიებს, მეორეს დასცინის ანდა წყევლა-კრულვას უთვლის; აღწერს დუქნებს, სადაც ხშირად დადიოდა, რამდენიმე სიტყვით მუდამ ოსტატური სიზუსტით ხატავს ქალაქური ცხოვრების რაკურსებსა და სცენებს. ეს ლექსები მსგავსი წვრილმანებით გადავსებულია, მათგან განუშორებელია, ამიტომაც ზოგიერთი ადგილი გაუგებარია იმათთვის, ვინც იმ ეპოქის პარიზს, მის თვალწარმტაცსა თუ ნაღვლიან კუთხეებს არ იცნობს. ვფიქრობ, “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” ზოგიერთი თავი გვარიანი წინასიტყვაობა იქნება ვიიონის ლექსებისთვის. ჰიუგომ, ჩემი აზრით, მშვენივრად დაინახა ან მშვენივრად შეთხზა, მისთვის დამახასიათებელი ხელგაშლილობითა და სიზუსტით გადმოსცა მეთხუთმეტე საუკუნის ასე თუ ისე გამოგონილი დეტალები. უპირველეს ყოვლისა კი პიერ შამპიონის(1) მშვენიერ შრომას გირჩევთ წასაკითხად, სადაც თქვენ იპოვით ყველაფერს, რაც ცნობილია ვიიონისა და მისი დროის პარიზზე.
სირთულეები, რომლებსაც ჩვენში ვიიონის ლექსების კითხვა იწვევს, მხოლოდ ეპოქათა სხვაობასა და ზოგიერთი მოვლენის გაქრობაზე არ დაიყვანება, იგი მათი ავტორის განსაკუთრებულ ხასიათთანაც არის დაკავშირებული. ეს გონებამახვილი პარიზელი – შიშისმომგვრელი პიროვნებაცაა. ის მარტო სქოლარი ან ბურჟუა არ არის, რომელიც ლექსებს თხზავს და ზომიერად ეშმაკობს. ხიფათი, რომელიც ემუქრება, ისევე როგორც მისთვის ხელმისაწვდომი შთაბეჭდილებები, ისეთივეა, როგორიც მისი დროისა და წოდების ადამიანებისთვის. მეტრი ვიიონი – განსაკუთრებული კაცია, რადგან ჩვენს ამქარში (თუმცა ბევრი თავგადასავლების მოყვარულია – თეორიულად) არცთუ ხშირად ხდება, როცა პოეტს ხელობად ყაჩაღობა აქვს, ხელიდან წასული თაღლითია, ადანაშაულებენ მაწანწალობასა და საზარელ ბანდებთან კავშირში, რომ იგი ძარცვავს, ტეხს ზანდუკებსა და სალაროებს, თუ შემთხვევა მიეცემა, ჰკლავს კიდეც, გამუდმებით ფხიზლობს, გრძნობს, მის თავზე ყულფი ჰკიდია, და ამ დროს, უმშვენიერესი ლექსების წერას არ წყვეტს. სახრჩობელის ეს კანდიდატი (ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ დაამთავრა მან სიცოცხლე, და საფუძველიც გვაქვს, ზუსტი ცნობისა გვეშინოდეს), ეს დევნით გატანჯული პოეტი თავის ლექსებში უხვად იყენებს იმ დროისთვის დამახასიათებელ სიტყვებსა და გამოთქმებს, იმ ბნელ და საიდუმლო ენისას, რომელზეც მხოლოდ იმ ადგილებში ლაპარაკობდნენ, ცუდი სახელით რომ იყო ცნობილი. ზოგიერთი მისი ლექსი ამ ენაზეა დაწერილი, და ჩვენთვის პრაქტიკულად გაუგებარია. იმ სამყაროს მცხოვრებნი, სადაც ამ ენას იყენებდნენ, დღის ნათელის მაგივრად ბნელ ღამეს ირჩევდნენ და მათი მეტყველებაც ღამის ზღურბლთანაა გაწოლილი, ძაღლსა და მგელს შუა, ე.ი. ჩვეულებრივ ენასა, რომლისგანაც სინტაქსი ისესხა, და სიტყვათა გამოუცნობ ნაკრებს შუა, რომელიც ზეპირად, პირიდან პირზე გადაეცემა და განუწყვეტლად განახლდება. მათ ლექსიკონში ბილწი, საზიზღრად მჟღერი სიტყვებია, დროდადრო შიშისმომგვრელ გამოხატულებას რომ იძენს. მიუხედავად იმისა, რომ აზრი ზოგჯერ გაუგებარია, სიტყვების უხეში ან კარიკატურული გარსით ვხვდებით იმ ცნებებს, აღმოჩენებს თუ სახეებს, მათში რომ იფარება.
ეს გახლავთ პრიმიტიული ტიპის ნამდვილი პოეტური შემოქმედება, პოეტურ ნაწარმოებებში პირველი და უმთავრესი ხომ ადამიანის სიტყვაა. ღატაკთა და ქურდთა ჟარგონი, მართალია, ზრდილი საზოგადოების მეტყველებიდან არის ამოზრდილი, მაინც თვითმყოფადი წარმონაქმნია, რომელიც უსასრულოდ იცვლება, სრულყოფილებას აღწევს – ბუნაგებში, ციხეებში, პარიზის ყველაზე ბნელ, უკეთურ ქუჩა-ბანდებში, საზოგადოების ყველაზე გამოუსწორებელი მტრების მეშვეობით, იმათი მეშვეობით, ვინც შიშს თესავს და იმავე დროს, თავადაც მუდმივად იმყოფება შიშში, ბოროტებას სჩადიან და გაჭირვებისგან იტანჯებიან, დანაშაულს ამზადებენ, გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან, ოცნებობენ შურისძიებაზე, თვალწინ კი გამუდმებით წამება და სასჯელი (იმ დროს ხშირად საშინლად მკაცრიც) უდგათ; ამაზე ფიქრიც განუწყვეტლივ თან სდევთ, აძრწუნებთ, გალიაში ჩამწყვდეული მხეცებივით აქეთ-იქით აწყდებიან დანაშაულსა და სასჯელს შორის.
ფრანსუა ვიიონის ბიოგრაფიაში, ისევე როგორც მისსავე პოეზიაში, ბევრი ბნელით მოცული ადგილია; მის ცხოვრებაშიც, ლექსებშიც ბევრი რამ არის წყვდიადით დაფარული, ისევე, როგორც თვით სახე პოეტისა.
იქიდან გამომდინარე, რაც მასზე ვიცით, მისი ჭეშმარიტი სახე ფრიად უბადრუკად წარმოგვიდგება: ცნობები მის შესახებ ან მისივე ლექსებიდანაა ამოკრებილი ან მართლმსაჯულების ჩანაწერებიდან, რომლებიც რაიმე განსაკუთრებულ მისახვედრ ვარიანტს არ იძლევა და უფლებას გვიტოვებს შევქმნათ შურისმაძიებელი, საძაგელი ადამიანის პორტრეტი, რომელსაც ყველაზე მდაბალი ქმედების ჩადენა შეუძლია, ოღონდ, ეგ არის, დროდადრო, მოულოდნელად, მის სახეში ღვთისმოსაობა და სინაზე გამოჟონავს, აკიაფდება, მაგალითად, როგორც იმ ცნობილ და უმშვენიერეს ლექსში (“ბალადა – ლოცვები ღვისმშობელს”), რომელიც ლოცვასავით შექმნა საკუთარი დედისთვის, საცოდავი ქალისთვის, რომელმაც დაახლოებით 1435 წელს თავისი ვაჟი, ფრანსუა დე მონკორბიედ წოდებული, რომელსაც მერე მძიმე ხვედრი, დიდება, საპყრობილეთა ჯაჭვი და პოეზია ერგება წილად, აღსაზრდელად გიიომ დე ვიიონს მიაბარა, წმინდა ბენედიქტეს ეკლესიის წმინდა იოანეს სამლოცველოს კაპელანს.
ეს ბალადა, ერთ-ერთი საუკეთესოა ფრანგულ პოეზიაში.
თუ ყურადღებას არ მიაქცევთ ოდნავ უკვე გაფერმკრთალებულ სიტყვებს, ენა თანამედროვეს ჰგავს; ეს ლექსი თითქმის ხუთი ასეული წლის წინ დაიწერა, მაგრამ დღემდე გვახარებს და გვაღელვებს. აღგვაფრთოვანებს პოეტის ოსტატობა, ფორმათა სრულყოფილება, დახვეწილი სტროფების უზადო მუსიკალური წყობა, რომელშიც სინტაქსის სიმდიდრე და მუხლების ბუნებრივი მრავალფეროვნება, კონსტრუქციების ადვილად შეკავშირების საშუალებას იძლევა – ათი ხაზი, ათი მარცვალი, ოთხი რითმა. აღფრთოვანებული ვარ ამ რითმების უკვდავობით, ლუდოვიკო XI დროს რომ აღმოცენდა. ამაში ვხედავ ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობის ნამდვილ საბუთსა და ფრანგული ენის უცვლელ არსს მრავალი საუკუნის განმავლობაში. ევროპაში ასეთი მემკვიდრეობით მხოლოდ საფრანგეთსა და ინგლისს შეუძლია იამაყოს; ამ ორ ქვეყანაში მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, თაობების ცვლის ფონზე, პირველხარისხოვანი მთხზველებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა არ შეჩერებულა.
საერთოდ კი, იმის მიუხედავად, ვიიონი ჩამოახრჩვეს თუ არა, სიცოცხლეს განაგრძობს იმ ავტორთა თანაბრად, დღეს რომ მოღვაწეობენ. იგი სიცოცხლეს აგრძელებს, რადგან მისი ლექსები ჩვენთვის გასაგებია, გულგრილს არ გვტოვებენ, და რაც მთავარია, – იმიტომ, რომ ისინი უძლებენ ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ ნაწარმოებებთან შეჯიბრს, რომლებიც უდიდესმა ავტორებმა შექმნეს, მას აქეთ მილეულ ოთხი საუკუნის განმავლობაში, მისი ლექსების ფორმა ფასდაუდებელია.
ტექსტების ბედზე ლაპარაკიდან ისევ მათი ავტორების ბედზე საუბარს დავუბრუნდები. უკვე ვთქვი, რომ იგი მხოლოდ ნაწილობრივ არის-მეთქი ჩვენთვის ცნობილი. როგორც რემბრანტთან – დიდი ნაწილი ჩრდილში რჩება, საიდანაც ცალკეული ფრაგმენტები და დეტალები საოცრად ნათლად, გამაოგნებელი მკაფიოობით გამოდის.
გიამბობთ როგორ აღმოჩნდა ეს დეტალები: ისინი სამართალწარმოების მასალებიდან გახდა ცნობილი. ამ მასალებს, რომლებშიც პრაქტიკულად სრულიად სანდო ინფორმაციაა ვიიონის შესახებ, სამ თუ ოთხ მაძიებელს, პირველხარისხოვან ერუდიტს უნდა ვუმადლოდეთ. ახლა ზუსტად ის დროა, საკადრისი პატივი მივაგოთ ლონონს(2), მარსელ შვობს და პიერ შამპიონს, რომლებამდეც მხოლოდ ნაკლებად სანდო ინფორმაციები გვქონდა პოეტზე. მათ მოიძიეს ეროვნული არქივის პარიზის სასამართლოს საქაღალდეებში უმნიშვნელოვანესი საბუთები.
მე არ ვიცნობდი ოგიუსტ ლონონს, სამაგიეროდ, კარგად ვიცნობდი მარსელ შვობს, მღელვარებით ვიხსენებ ჩვენს ხანგრძლივ საუბრებს მწუხრისას, როცა ეს უჩვეულო გონებითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული ადამიანის თავის ძიებებს, წინათგრძნობებსა და იმ აღმოჩენებზე მიამბობდა, რომლებიც მას მიზანს აახლოვებდა – სანდო ცნობების აღმოჩენას ვიიონის საქმეზე. იგი ფლობდა ედგარ პოს ინდუქციური წარმოსახვის უნარს, ფილოლოგის დაჟინებულ გამჭრიახობას, ტექსტის ანალიზის თავისებურ ნიჭს, გარდა ამისა, მას ჰქონდა ის განსაკუთრებული ინტერესი გამოჩენილი პიროვნებებისადმი და მათი უჩვეულო ბედისადმი, რაც დაეხმარა პირველს ჩაეხედა ბევრ საუცხოო წიგნში, ლიტერატურაში მოვლენებად რომ იქცა.
ლონონის მაგალითით (და პოლიციისა, რომელიც თავის მუშაობაში ამავე მეთოდს იყენებს) გადაწყვიტა გამოთვლის მეთოდით ემუშავა – ვიიონს დასწეოდა, მიემართა “ტოტალური ალყისთვის”. ამისთვის საჭირო იყო დამნაშავის ყველა პოტენციური გარემოცვისთვის, რომელთა ხელში ჩაგდებაც უნდოდა, მახე დაეგო, – დაეკავებინა, ე.ი. “გამოეაშკარავებინა” ყველა მისი თანამზრახველი. მას უნდოდა შეემოწმებინა და შეეფასებინა ის გულმოდგინება, რომლითაც მაშინ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებდნენ. ერთხელ იმ დამნაშავეთა ბანდის ავაზაკურ თავგადასავლებზეც მიამბო, რომლებთანაც ჩვენი ვიიონი იყო დაკავშირებული. შვობმა დამნაშავეები დიჟონში აღმოაჩინა, სადაც ბევრი დანაშაული ჩაიდინეს; მძარცველები ის-ის იყო უნდა დაეჭირათ, რომ ქალაქი მოულოდნელად დატოვეს და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. დიჟონის სასამართლოს პროკურორს თვალთაგან არ დაუკარგავს ისინი; ერთ თავის კოლეგას პატაკს უგზავნის და გაქცეულებზე ზუსტ ცნობებს აწვდის. ნაძარცვით დატვირთული სამი მათგანი ტყეში გაუჩინარდა. თურმე ორმა ერთმანეთში მოილაპარაკა, მესამე ხანჯლით მოკლა, მისი წილი გაინაწილა და ერთმანეთს დაშორდა. ერთი იმათგანი, როგორც ეტყობა, ორლეანში ჩამოჰკიდეს, მეორე მონტარჟში ყალბი ფულის მოჭრისთვის ცოცხლად მოხარშეს. ეტყობა, მაშინდელი მართლმსაჯულება, რომელსაც არც ტელეფონი, არც ტელეგრაფი, არც ფოტოგრაფია, არც თითების ანაბეჭდი ან ანთროპომეტრული აღწერები არ გააჩნდა, კარგად მუშაობას მაინც ახერხებდა.
სერიოზული საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ვიიონი ამ ბანდის წევრი იყო, რომლის სახელიც “ნიჟარათა ძმობა” ანუ “ნიჟარქვა” საკმაოდ სახელგავარდნილი გახლდათ. მისი ცხოვრება, ერთდროულად, უბედურიც იყო და ბედნიერიც, როგორც ჩანს, ხანმოკლეც – ძალზე საეჭვოა, ორმოც წლამდე ეცოცხლა. მოკლედ მოგითხრობთ მის ისტორიას, უფრო სწორად იმას, რაც იმ მკვლევარებმა შეძლეს და გაარკვიეს, უკვე რომ დავასახელე და რომელთა შრომების წაკითხვაც ნამდვილად ღირს, არა იმისათვის, დიდი პოეტის ლექსები გავიგოთ, არამედ იმიტომ, ამ სამეულის მიერ წარსულის აღსადგენად გაწეული შრომის სრულყოფილება რომ შევაფასოთ და გავიგოთ, აღმოჩენის უნარის გვერდით კიდევ არსებობს უნარი ძიებისა, ხოლო მწერლის ტალანტის თანაბრად არის კიდევ ტალანტი მკითხველისა.
ვიიონი 1431 წელს დაიბადა პარიზში, ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა დე მონკორბიე. დედამისი ღატაკი ქალი ყოფილა; შვილის აღზრდა ვერ შეძლო თურმე და აღსაზრდელად მიაბარა წმინდა ბენედიქტეს თემის პატივცემულ კანონიკ გიიომ დე ვიიონს, რომელიც იქვე, ეკლესიასთან ცხოვრობდა. მის სახლში აღიზარდა ფრანსუა ვიიონი და დაწყებითი განათლებაც იქ მიუღია. მამობილი, ეტყობა, კარგად ექცეოდა, ერთგვარი სინაზითაც კი. თვრამეტი წლის ჭაბუკმა ბაკალავრის გამოცდაც გაიარა. ოცდაერთი წლისამ, – 1452 წლის ზაფხულში, – ლიცენციატის(3) ხარისხიც მიიღო. რა განათლება ჰქონდა? ალბათ, თითქმის ისეთივე, ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტმა რომ უნდა მიიღოს: ლათინურის გრამატიკა, ფორმალური ლოგიკა, რიტორიკა (ამ ორ საგანს არისტოტელეს მიხედვით ასწავლიდნენ, მისი შრომების მაშინდელი გაგების თანახმად); პროგრამაში ცოტაოდენი მეტაფიზიკაც შედიოდა, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების მიმოხილვაც.
ოღონდ, ფრანგულ სიტყვას, რომელიც ლიცენციატის ხარისხს აღნიშნავს, ორნაირი მნიშვნელობა აქვს! ვიიონმა ხარისხი მიიღო და თავიც აიშვა, სახიფათო გახდა მისი ქცევა, კლირიკთა საზოგადოება მრავალფეროვანი იყო. ღვთისმსახურის წოდება იმ ადამიანთა ყურადღებას იქცევდა, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდნენ. კლირიკს შეეძლო ჩვეულებრივი სასამართლოსთვის თავის არიდების მიზნით საქმის სასულიერო სასამართლოსთვის გადაცემა მოეთხოვა. ჩვეულებრივ, სასამართლოებში გაცილებით მკაცრი პროცესები იმართებოდა. ეს ღვთისმსახურები ხშირად მორალურ საფუძველს მოკლებული ადამიანები იყვნენ. ბევრ ვიგინდარას შეეძლო კლირიკების წრეს გარეოდა. ისეც მომხდარა, რომ ღვთისმსახურად თავის გასაღების მიზნით დამნაშავეს ლათინურის იმპროვიზირებული გაკვეთილები ჩაუგდია ხელში, რათა ამ გზით შეეცვალა მოსამართლე.
ვიიონმა ამ სხვადასხვა ჯურის ხალხის ყველაზე ცუდ წარმომადგენლებთან გააბა ნაცნობობა. როგორც ჩანს, ამ წრეში ქალებიც ერივნენ და არცთუ მოკლებულნი მომხიბვლელობას. ისინი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ პოეტის ზრახვებსა და თავგადასავლებში. მაგრამ, ალბათ, არც ერთ ქალს აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ ბიჭის წყალობით, საუკუნეების განმავლობაში იცოცხლებდა. მეწაღე ბლანში, სქელუა მარგო, მშვენიერი მეშლიაპე ჟანეტი, მეკალათე კატრინა; მიაქციეთ ყურადღება ამ ქალების მეტსახელებს… შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ ყველა ხელობის წარმომადგენელს მოუწიაო პოეტის მუზისთვის ცოლის დათმობა, თითქოსო საშუალო საუკუნეში ხელოსანთა წოდების წევრობა უცილობლად წარმოშობდა ცოლ-ქმრულ პრობლემებს.
და აი, დროსტარებით, გარყვნილებით დაიწყო და ძალადობამდე მიდის. 1455 წელს ვიიონი კლავს ადამიანს. ეს ამბავი “შეწყალების სიგელიდან” საკმაოდ კარგად არის ცნობილი. “შეწყალების სიგელი” კი მეფე შარლ VII-სგან მიიღო: “მეტრ ფრანსუა დე ლოჟი, იგივე დე ვიიონი, ოცდაექვსი წლისა ან დაახლოებით ამდენისა, რომელიც უფლის სხეულის გარდამოხსნის დღესასწაულის დროს, წმინდა ბენედიქტის ეკლესიის საათის კოშკის ქვეშ იჯდა ქვაზე, ქალაქ პარიზის სენ-ჟორჟის დიდ ქუჩაზე, და მასთან იყო ერთი მღვდელი, სახელად ჟილი და ვინმე ქალი, სახელად იზაბო. ყველაფერი ცხრა საათზე ან ოდნავ გვიან მოხდა”.
უცბად გამოჩნდება ვინმე ფილიპ სერმუაზი თუ შერმუა, მღვდელი, მეტრ ჟან ლე სარდის თანხლებით. სიგელის თანახმად, რომელიც ვიიონის სიტყვებიდან არის შედგენილი და ამ ვერსიის სიმართლე ეჭვს არ იწვევს, მღვდელი სერმუაზი ჩხუბს იწყებს, პოეტი საქმის მოწესრიგებას ცდილობს, დგება და ადგილს უთმობს… მაგრამ სერმუაზი არ ჩერდება, ანაფორის ქვეშიდან ხანჯალს დააძრობს და ვიიონს სახეში ურტყამს, რის გამოც “სისხლი ბლომად დაღვარა”. ვიიონს ლაბადა ეცვა, საღამოს თუ აცივდებოდა იმ შემთხვევისთვის და ლაბადის ქვეშაც ხანჯალი ეკიდა”; ისიც დააძრობს ხანჯალს და სერმუაზს საზარდულში გაუყრის, “თავადაც ვერ მიხვდა, ეს როგორ მოხდა”. (თავის მართლება მაინცდამაინც სიმართლეს არ ჰგავს). სერმუაზის თანმხლები შურისძიების მიზნით, ვიიონს დაედევნება. მას ქვა მოხვდება სახეში. ყველა მოწმე გარბის.
ვიიონი ჭრილობის შესახვევად დალაქთან მიდის. დალაქმა მომხდარის შესახებ მოხსენებითი ბარათი უნდა შეადგინოს და ვიიონს სახელს ეკითხება. ვიიონი გამოგონილ სახელს ეუბნება – მიშელ მუტონიო. სერმუაზი ჯერ მონასტერში მიჰყავთ, მერე ქალაქის საავადმყოფოში, სადაც ორი დღის შემდეგ კვდება “არასწორი მკურნალობის გამო”. მკვლელი წინდახედულად იმალება.
რამდენიმე თვის შემდეგ კი “შეწყალების სიგელს” იღებს, საიდანაც უკვე მოვიყვანეთ რამდენიმე წინადადება. საინტერესოა, რომ ამ შეწყალების ოპერატიული აქტისთვის თვით მეტრ ვიიონის მტკიცებები და თავის მართლება აღმოჩნდა საკმარისი. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. თავდაცვის აუცილებლობის გამო თავის მართლებას ეჭვის ქვეშ არავინ აყენებდა. დაინტერესებული პირის მტკიცება ამ უსიამოვნო შემთხვევის გამო მართებული იყო და მისაღები. თუმცა მისი მონაყოლი მთლად სიმართლეს არ ჰგავს: აუხსნელია მღვდელ სერმუაზის თავდასხმის მიზეზი, გამოგონილი სახელი, რომელიც ვიიონმა დალაქ ფუკეს უთხრა, შემთხვევის ადგილიდან ვიიონის გაქრობა, მოწმეების არ არსებობა, – მოკლედ, ამ საქმეში ბევრი საეჭვო დეტალია. სახრჩობელაზე ბევრი გაუგზავნიათ ამაზე ნაკლები სამხილით, მაგრამ ვიიონისადმი უფრო მკაცრი ნუ ვიქნებით, ვიდრე თვით მეფე იყო, რომელიც “ლმობიერებას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებდა, ვიდრე სისასტიკეს”, შეიწყალეს, მიუტევეს და “ამ მომენტიდან, – როგორც ტექსტი იუწყება, – პროკურორის ბრძანებით სამუდამოდ დაიხურება ეს საქმე”. მაგრამ მალე საქმესთან დაბრუნება მაინც მოუწევთ.
© “არილი”
-
პოლ ვალერი
ვიიონი და ვერლენი

გოლუეი კინელი
“პოეზია – უსაზღვრო ხოტბაა”
ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა
გოლუეი კინელის ლექსი “კოშკების დამხობა” ჟურნალ “ნიუ იორკერში” დაიბეჭდა 2002 წლის 9 სექტემბერს. კინელს ჟურნალის პოეტური განყოფილების რედაქტორი – ელის ქუინი ესაუბრება მისი ელეგიური ლექსის წერის პროცესის, სტრუქტურისა და გავლენების შესახებ; ასევე – იმ სირთულეებზე, რაც თან ახლავს გასული სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას.
ე.ქ. – როცა ჩვენ პირველად ვისაუბრეთ ამ ინტერვიუს შესახებ, ვაპირებდი თქვენთვის მეკითხა, როგორ მიაგენით ამ ლექსის დაწერის მეთოდიკას. ეს, ჩემი შეფასებით, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. თუმცა თქვენი ადრეული ლექსების გადაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ მთელი მოღვაწეობის მანძილზე ხშირად მიმართავდით სხვა პოეტთა ხმებს – თქვენს კონკრეტულ საგანთან მისადაგებულ, შემთხვევით გაგონილ სიტყვებს. ეს განსაკუთრებით ითქმის 1971 წელს გამოცემული “კოშმარების წიგნის” იმ ნაწილზე, რომელსაც “მკვდრები უხრწნელად აღსდგებიან” ჰქვია. ამავე კრებულში ჯარისკაცების საუბარი გაქვთ შეტანილი. მოგვიანებით, ლექსშიც “ბუზები”, რომელიც 1994 წელს გამოჩნდა “ნიუ იორკერში”, ბევრი პოეტის ციტატა გქონდათ ჩართული. ასე რომ, კოლაჟის ტექნიკა იმთავითვე გქონდათ ათვისებული.
გ.კ. – ასეა, მაგრამ ამ ლექსში კოლაჟის გამოყენება მანამდე არ მიფიქრია, სანამ ერთხელ ვიიონის ცნობილი სიტყვები არ ამომიტივტივდა გონებაში. ეს მაშინ, როცა ვცდილობდი იმ სხვადასხვა ჯურის ადამიანთა აღწერას, რომლებიც თავთავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ იმ დღეს სავაჭრო ცენტრის შენობებში.
“…povres et riches,
Sages et folz, prestres et laiz,
Nobles, villians, larges et chiches,
Petiz et grans et beaulx et laiz“.
“…მდიდრები და ღარიბები,
ჭკვიანები თუ შეშლილები, მღვდლები, ერისკაცები,
დიდებულები, მემამულენი, ძუნწები და კეთილშობილნი,
მაღლები – დაბლები, ლამაზები – შეუხედავნი“.
იმავე ხანებში ერთ ნაშუადღევს სტენლი კუნიცთან მოვხვდი, რომელიც ცელანის “სიკვდილის ფუგის” თარგმანებს ათვალიერებდა – მათზე უნდა ესაუბრა ვაშინგტონის ჰოლოკოსტის მუზეუმში დაგეგმილი სემინარზე. მასთან საუბარმა კიდევ დამიდასტურა ის აზრი, რომ “სიკვდილის ფუგა” ადამიანური სულის ერთ–ერთი უდიდესი გამოვლინებაა.
მერე ვიღაცამ გამომიგზავნა მილოშის “პოეზიის მოწმის” ერთ–ერთი თავისი ასლი, სადაც ავტორს მოტანილი აქვს ალექსანდერ ვატის ციტატები: ეს ყველაფერი თითქმის წინასწარგანზრახულად მომეცა გარემოებათა შემთხვევითობის წყალობით და მეც მივიღე შემოთავაზება.
– ასე რომ, ცელანი და ვიიონი იმთავითვე გქონდათ გონებაში, აღარაფერს ვამბობ კრეინსა და უიტმენზე, რომელთა სიტყვები გამუდმებით თან გდევთ, თქვენში ცხოვრობს უკვე იმდენი ხანია, რომ ქუჩაში სეირნობის დროსაც გახსენდებათ ხოლმე.
– ჩემი აზრით, უიტმენს სურდა, ხალხის მესიტყვე გამხდარიყო, მაგრამ როცა კი სცადა ამგვარი ლექსის დაწერა – საშინელება გამოუვიდა. თუმცა ის ლექსები, რომლებიც მან სხვადასხვა თემაზე საკუთარი შეხედულებების გადმოსაცემად შექმნა, ფაქტიურად, სწორედ ხალხის სახელით მეტყველებს. პრობლემა ის იყო, რომ ხალხი არ უსმენდა მათ. ასე რომ, ვიფიქრე, ჩემი ლექსის შესაფერისი იქნებოდა, თუ მასში უიტმენს ვათქმევინებდი ერთ–ერთ ბოლო სიტყვას.
– მაინტერესებს, ხომ არ ღელავდით, ოდნავ შიშის გრძნობა ხომ არ გეუფლებოდათ, როცა ამდენი ადამიანისთვის ცდილობდით ელეგიის დაწერას?
– მართლა არ მიგრძვნია არანაირი საშიშროება, ალბათ იმიტომ, რომ მე ის “სახალხო” ლექსად არ მქონდა ჩაფიქრებული – ისიც კი არ ვიცოდი, ჩემი ნაწერი საერთოდ თუ იქცეოდა ლექსად. როცა შევატყვე, რომ რაღაც გამოდიოდა, ერთადერთი, რაც მაშფოთებდა, იყო პასუხისმგებლობა დაღუპულთა ახლობლების წინაშე – მათი შეყვარებულების, მეუღლეების, შვილების, მეგობრების, ნათესავების რეაქცია.
მინდოდა, ჩემი პოეტური ანგარიში ჩემივე გრძნობების ადეკვატური გამოსულიყო, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ მოვალე ვიყავი, ეს ოჯახები დამეცვა ყოველგვარი შემდგომი ტენდენციისგან, რასაც ჩემდაუნებურად გავუკეთებდი პროვოცირებას ლექსის საგნის უკიდურესი სიმძაფრით გადმოცემისას. შეზღუდულად არ მიგრძვნია თავი, უფრო იმას ვშიშობდი, შორს არ შემეტოპა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ლექსი, რომელიც შორს შეტოპავს, სწორედ ამ სიღრმის გამო უფრო მისაღები ხდება ხოლმე, ვიდრე ის, რომელიც ზერელე აღწერას ამჯობინებს.
– მახსენდება ფროსტის განსაზღვრება: “ყოველგვარი ნაწარმოები მხოლოდ იმდენადაა კარგი, რამდენადაც დრამატულია“. თქვენს ლექსს გამოკვეთილად დრამატული სტრუქტურა აქვს, მისი ყოველი ნაწილი კრეშჩენდომდე მაღლდება, რაც ერთგვარ შიშნარევ მიხვედრას გულისხმობს, რომელიც რაღაცის დადასტურებით უნდა დაგვირგვინდეს, შემდეგ კი თემის ძიებით და გაშლით; გზების მოსინჯვით გრძელდება.
– მიხარია, რომ შეამჩნიეთ ეს თავისებურებები, თუმცა მათ არ აღვიქვამ, როგორც განსაკუთრებული ოსტატობის შედეგს, აქ ჩემი მცდელობა ჩანს – უფრო გასაგები და ვიზუალური გამეხადა სათქმელი. ეს ლექსი შედგება სეგმენტებისგან და ვცდილობდი, ეს სეგმენტები თუ მომენტები ისე დამელაგებინა, რომ გარკვეული ნარატიული წესრიგი მიმეღო. ამიტომ არ მივიჩნიე საჭიროდ სეგმენტების დამაკავშირებელი მონაკვეთების გამოკვეთა და გადავწყვიტე, ფიკუსირება მთლიანად ამ ძირითად მომენტებზე მომეხდინა.
– კრაკოვში ჩ.კ.უილიამსმა გაიხსენა თავისი ადრეული ლექსის – “ანა ფრანკის დღის” წერის პროცესი და განაცხადა, რომ ამ ლექსზე ისწავლა, როგორ უნდა ეწერა. ეს მან იმით ახსნა, რომ “ლექსის ერთდროულად განუსაზღვრელსა და სრულიად გარკვეულ საგანზე” მუშაობისას მოუხდა გამოეცადა რაღაცნაირი სიმტკიცის შეგრძნება. თქვენც ხომ არ გაგჩენიათ ამგვარი გრძნობა, როცა ამ თემაზე მუშაობის დაწყება გადაწყვიტეთ?
– მე ვიცნობ იმ გრძნობას, რაზეც ჩარლი ლაპარაკობს, მაგრამ ჩემს ლექსში სხვანაირად მოხდა – შინაგანად დიდხანს ვჭოჭმანობდი და სიტყვები სულაც არ მოედინებოდა წყალივით. ეს მანამდე, სანამ მუშაობის დაწყებიდან კარგა ხნის მერე ცხადად გამოიკვეთებოდა ლექსის სვლა–გეზი და მეც შევწყვიტე ბორძიკი. დამეხმარა ერთი რამ – გავაცნობიერე, რომ ეს ლექსი არ იყო მომხდარის პოლიტიკური ასპექტის აწონ–დაწონვისთვის განკუთვნილი ადგილი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამას შევძლებდი. ჩემი პირვანდელი მონახაზები სავსე იყო ისეთი კითხვებით, როგორიცაა: “როგორ მოხდა ეს?”, “რა მოყვება ამას?”, “ვინ ჩაიდინა?”, “რატომ მოხდა?”, “რა წვლილი მიგვიძღოდა ჩვენ ისეთი სამყაროს შექმნაში, სადაც შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?” თუმცა, როცა კი შევეცადე ეს კითხვები ლექსში ჩამესვა, რასაც პირველ ხანებში ხშირად ვაკეთებდი – მთელი ნაწარმოები ერთი ხელის მოსმით მიწასთან გასწორდა. ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ ლექსი უნდა შეხებოდა თვითმფრინავების შეჯახებას, სიკვდილიანობას, ადამიანების ტანჯვასა და წუხილს და თუ შესაძლებელი გახდებოდა, იქნებოდა მასში გარკვეულწილად ნუგეშისცემაც, გამოწვეული მომხდართან ახლოს ყოფნისა და თანაგანცდისგან. მას შემდეგ, რაც ამას მივხვდი, ლექსი შეიკრა.
ლექსი იგება წვრილმანებსა და დეტალებზე, სახე–ხატების საშუალებით და მას იშვიათად აქვს საქმე განზოგადებებთან. მისი თვისებაა – უსაზღვრო ხოტბა. შეიძლება იფიქროთ, რომ ის ხოტბის შესხის ხელოვნებაა. ზოგიერთი ლექსი, მართლაც ბრწყინვალე ლექსი, ძირისძირობამდე ერთგულია თავისი კონკრეტული საგნისა, მაგრამ მათ ამავე დროს გააჩნიათ უნივერსალური თავისება, რაც მათ სიცოცხლისუნარიანობას განაპირობებს თვით ყველაზე შეუფერებელ პირობებშიც კი.
– პოემის იმ ნაწილში, სადაც ლაპარაკია თვითმფრინავის საწვავზე, აფეთქებულ გრანიტსა და შხამიან გამონაბოლქვებზე, ანუ წვის მთელ მატერიალურ გამოვლინებებსა და თვითონ კატასტროფაზე, სტროფის ბოლო ბწკარებში (“Freighted air too foul to take in but we take it in,/ too gruesome… to breathe but they breathe it and you breathe it“), მე შესამჩნევ ცვლილებას ვგრძნობ – ესაა აუცილებელ თანხმიერებაში (თუ კეთილხმოვანებაში) ჩაძირვა, რაც ერთობ მიმეტური ნიშან–თვისებაა. ეს შენაცვლება, ჩემი აზრით, ზომიერად და ოსტატურად გათვლილი სვლაა.
– ეს ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც დაღუპულთა ოჯახების გამო ვღელავდი – ამ ჰაერში არსებობდა ის ყველაფერი, რაც გარდაცვლილთაგან დარჩა. ეს იყო სახიფათო. ვფიქრობ, სწორად შეგინიშნავთ – ამ ადგილას ლექსი მართლაც ხდება უფრო კონფიდენციალური, რამდენადმე პირადულიც. სწორედ აქ ვცადე ცოტა სიღრმეში შემეღწია და მომხდარის შინაგანი მხარე დამენახა.
– როცა ცელანმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავისი მშვენიერი და ტკივილიანი ლექსები გამოაქვეყნა, კონკრეტულად “სიკვდილის ფუგა” მაქვს მხედველობაში, ის გააკრიტიკეს. ადორნოს სიტყვებით რომ ვთქვათ, იმის გამო, რომ ოსვენციმის შემდეგ პოეზიის წერა შეეძლო. მოგვიანებით, “სიკვდილის ფუგა” გერმანიაში განიხილეს მსუბუქი ემოციური ლექსის კრიტერიუმით და ეს იყო ყველაზე შეურაცხმყოფელი პოეტისათვის. ღელავთ თუ არა, როგორ მიიღებენ თქვენს ლექსს?
– როცა ამბობენ, რომ არ შეიძლება პოეზია იწერებოდეს ოსვენციმის შემდეგ (თუმცა ბოლო დროს ეს ფრაზა არსად გამიგონია), ჩემი აზრით, ავიწყდებათ, რომ პოეზია სიცოცხლისა და სიკვდილის – თვით ძალმომრეობითი სიკვდილის – მიმართ ჩვენი ყველაზე გულწრფელი რეაქციების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. 11 სექტემბრის მოვლენებისადმი ჩვენი რეაქციის ჩახშობა მხოლოდ ამ მოვლენების დავიწყებამდე მიგვიყვანს. ჩემთვის ცელანის “სიკვდილის ფუგა” ერთ-ერთი ყველაზე ძალისმომცემი ლექსია – ტანჯვის გზის გავლის გარეშე, საერთოდ, როგორ წარმოუდგენიათ გადარჩენა, არ მესმის?! ცელანის ეს ლექსი ძალზე კომპაქტური ფორმით იძლევა უპრეცედენტო საშინელებების შემაძრწუნებელ გამოსახულებას, რაც სხვანაირად სიტყვის უთქმელად ჩაილექებოდა ჩვენში.
– ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ესე 70-იან წლებში ტედ ჰიუზმა გამოაქვეყნა არაჩვეულებრივი იუგოსლაველი პოეტის, ვასკო პოპას ომისშემდგომი ლექსების კრებულის წინასიტყვაობად. ჰიუზი აღწერს პოპას (ასევე ჰერბერტის, ჰოლუბის და მილოშის) გახსნილობას “ყოველივე იმის მიმართ, რაც გარშემო ხდება”, მიუხედავად იმისა, თვითონ მონაწილეობენ თუ არა მომხდარში. ჰიუზი მიუთითებს ასევე მათ “მოზომილ უარზე – არაფრისდიდებით თავი შორს არ დაიჭირონ იმ ძალისგან, რაც მართავს მნიშვნელოვან მოვლენებს”.
– იცით, ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ამ ლექსის შექმნა გადამაწყვეტინა, ანუ მისი მეორე უმნიშვნელოვანესი გარდატეხის მომენტი იყო, როცა კატასტროფის ადგილზე წავედი და “მაკდონალდსის” გარშემო დავბორიალობდი. იქ 24-საათიანი მომსახურება ჰქონდათ და იქვე იყო მეხანძრეთა შეკრებების მუდმივი ადგილი. ჩემი პატარა ბლოკნოტით მივედი და რამდენიმე მეხანძრეს გავესაუბრე, მერე მათ ერთმანეთში ლაპარაკსაც მოვუსმინე. მე მომნუსხა მათი საუბრის სწორედ ამ “გახსნილობამ”, როცა ყვებოდნენ საკუთარ და სხვათა მტკივნეულ თავგადასავალზე. მათი საუბრიდან წარმოიშვა ჩემი ლექსის ზოგიერთი მონაკვეთის ენობრივი პლასტი.
– როცა ამ ლექსს ვაანალიზებდი, თქვენი მეორე ლექსი გამახსენდა – “მკვდრები და ცოცხლები”, რომელიც ორი წლის წინ დაიბეჭდა ჩვენს ჟურნალში. გამახსენდა თქვენეული ხედვა იმისა, თუ როგორ იქცევიან გარდაცვლილები მიწაში არარაობად და რომ “ძველი ცხოვრებიდან სასიცოცხლო ძალის გადასვლა ახალში – საშუალებაა დედამიწაზე მარადისობის შესანარჩუნებლად”. ამის მიხედვით, ადამიანებისთვის ჰაერში აფეთქება იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერასოდეს დაუბრუნდებიან დედამიწას.
– ჰო, ამას გაქრობა ჰქვია. ეს იგივეა, რაც ვიიონმა აღწერა – “ზეცაში გადასახლება, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ”. გაქრობასაც იგივე შედეგი მოსდევს, რაც ცეცხლის დაუჯერებლად მაღალ ტემპერატურას. ხშირად ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც შენობებიდან გადმოხტნენ. რამდენად საზარელი უნდა ყოფილიყო გადარჩენის ალტერნატიული გზა, რომ მისი შიშით ამდენმა ადამიანმა არჩია პირდაპირ გადმომხტარიყო მეოთხედი მილის სიმაღლიდან?!
– ლექსში შემოგაქვთ ორი ადამიანის სახე, რომლებიც ხელიხელჩაკიდებული გადახტებიან, თითქოს იმისათვის, რომ “მათი ვერტიკალური სხეულები ცის თავდაღმართზე უფრო მსუბუქად დაშვებულიყვნენ”.
– აქ დანტეზეა მინიშნება. ჯოჯოხეთის მეორე კარიბჭეში დანტე ხედავს, როგორ მიაცურებს ქარი პაოლოსა და ფრანჩესკას “სხეულით შემცოდეთა სამყოფელისკენ”. ის ვირგილიუსს ეუბნება: “პოეტო, სიამოვნებით გავესაუბრებოდი იმ წყვილს, რომელიც, ჩანს, რა მსუბუქად მიაბიჯებს ქარის ტალღებზე”. რა თქმა უნდა, ის ორი, რომელიც კოშკიდან ხელიხელჩაჭიდებული გადმოხტა, ალბათ უფრო ამხანაგები იყვნენ ერთმანეთისთვის, ვიდრე შეყვარებულები, თუმცა შესაძლოა, საერთოდაც არ იცნობდნენ ერთმანეთს და მიუხედავად ამისა, მათი ხელის ჩაკიდება ჩემთვის სიმბოლოა ერთგვარი ხანმოკლე ნიშნობისა, რამაც ორივე სიკვდილის წინ სიმხნევით აღავსო.
– როგორი იყო აუდიტორიის რეაქცია ამ ლექსის მოსმენისას?
– წერის პროცესში ამ ლექსს ხშირად ვკითხულობდი ხმამაღლა. პირველად აუდიტორიის წინაშე კი სტუდენტურ სატელევიზიო გადაცემაში წარვდექი. რა თქმა უნდა, ლექსმა საშინლად ააღელვა სტუდენტები. ზოგი ამ ახალგაზრდა მწერლებიდან შორს, კანზასსა და ვაშინგტონში ცხოვრობს და ისე დაემთხვა, რომ კატასტროფის დღეს მათ პირველი ვორქშოფი უწევდათ. მერე მათი ერთ-ერთი სუდენტური საცხოვრებლის ევაკუაციაც გახდა საჭირო. ვაპირებდი შემეთავაზებინა, თითოეულს თავისი იმდღევანდელი თავგადასავალი დაეწერა და იმის საჩვენებლად, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად სრულყოფილი ან უხარისხო გამოვიდოდა მათი პირველი მონახაზები, მე თვითონ თავი მოვუყარე ნაჩქარევად ლექსისმაგვარ სვეტებად შეკოწიწებულ ჩემი ლექსის პირველ სტრიქონებს, რომელთაგან ზოგი სულ არ უკავშირდებოდა ერთმანეთს და სტუდენტებს ასე გავაცანი ლექსის პირველი ელემენტარული ვერსია.
ყოველი მომდევნო წაკითხვისთვის ლექსის ის ვარიანტი მიმქონდა, რაზეც იმ ეტაპზე ვმუშაობდი. როცა სახალხოდ კითხულობ, მსმენელი ლექსის სრულყოფილ ვარიანტს ითხოვს, ამიტომ თვალში ეჩხირებათ და ძალაუნებურად აფიქსირებენ იმ მომენტებს, რაც გაუმართავად ჟღერდა. ამ წაკითხვების შემდეგ, სასტუმროში, ჩემს ოთახში, სწორედ ამ გაუმართავ მონაკვეთებს ვამუშავებდი. ხშირად, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ, ყოველ წაკითხვას ისევ ხელახალი შესწორება მოსდევდა. ასე გრძელდებოდა ათი თვის მანძილზე. ლექსის სრულყოფის ამ ხანგრძლივი დროის თითოეულ ეტაპზე ვკითხულობდი ნამუშევრის ახალ ვარიანტს და ეს ძალიან დამეხმარა ნაწარმოების საბოლოო სახის გამოკვეთაში.
– ჩემი აზრით, თქვენ იმ პოეტთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც ეთაყვანებიან და ამაყობენ თავისი ფესვებით. ტყუპები თქვენი მხედველობის არეში იმყოფებოდა თითქმის ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხომ ასეა?
– დიახ, მე ოცდამერვე სართულზე ვცხოვრობ და ჩემი ფანჯრები სამხრეთისკენ იყურება. კოშკები ჩემი სახლის შორიახლოს იდგა და მართლაც ყოველდღე ვხედავდი. ყველაზე კარგად ნიუ-იორკის ამ ნაწილს ვიცნობდი. რა თქმა უნდა, კატასტროფა ლოს-ანჯელესში რომ მომხდარიყო, ამ ლექსს ვერ დავწერდი.
ნიუ-იორკელებთან საუბრისას მე ძალიან ბერი რამ შევიტყვე მომხდარზე. ჩემი კარის მეზობლები სახლში იყვნენ სწორედ იმ მომენტში, როცა შეტაკება მოხდა; მათ გაიგეს თვითმფრინავის ხმა, რომელმაც თურმე ჩვენს შენობას ჩაუფრინა და ფანჯრებს მიაწყდნენ, რომ გაეგოთ, რა ხდებოდა. ამ დროს დაინახეს, რომ თვითმფრინავი კოშკს შეეჯახა. მეზობლებმა დეტალურად მიამბეს მთელი ეს ამბავი. უამრავმა ადამიანმა მომიყვა თავისი იმდღევანდელი თავგადასავალი და შთაბეჭდილება. მე თითქოს ყველა შემხვედრი გამოვკითხე და თითოეულს რაღაც თავისი ჰქონდა სათქმელი.
– არსებობენ თუ არა ისეთი პოეტები, რომლებიც ლექსში არ ჩანან უშუალოდ, მაგრამ გარკვეული გავლენა და შთაგონება მოახდინეს თქვენზე ამ ლექსზე მუშაობის პროცესში?
– ჩემს ნამუშევრებზე ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა ჰარტ კრეინს. ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ ეს ასეა. კონკრეტულად ამ ლექსზე მუშაობისას კი დამეხმარა კრეინის ღრმა სიმბოლური დატვირთვის მქონე ნაწარმოები ნიუ-იორკის თემაზე.
მეორე პოეტი, ვინც ამ ლექსზე მოახდინა ფარული გავლენა, იყო ემილი დიკინსონი. კერძოდ, მისი უნარი – წარმოსახვაში დაინახოს თავისი გზა, თვითონვე განიცადოს ის, რაზეც წერს და შეეძლოს, სამყაროს სხვისი თვალით უყუროს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი – “მესმოდა ბუზის ბზუილი, როცა ვკვდებოდი”, მომაკვდავი ადამიანის შესახებ არის დაწერილი. ამ ადამიანს, შეიძლება, პოეტი იცნობდა კიდეც და უნახავს მომაკვდავი. ყოველ შემთხვევაში, აქ ის თავის პერსონაჟში შედის და მერე წარმოსახვით მასთან ერთად კვდება და, რადგან კვდება, ხედავს იმას, რასაც ეს ადამიანი ხედავდა, ალბათ, სიცოცხლის ბოლო წუთებში – ოთახის ბუზს. ჩემთვის ამაღელვებელია ის, რაც დიკინსონს შეუძლია – სხვა ადამიანად იქცეს და მისი თვალით უყუროს სამყაროს, არა მარტო უყუროს, არამედ წარმავალი რეალობიდან უმნიშვნელო ცოცხალი არსების სახით ერთი დეტალი გამოარჩიოს და პოეტური ენით ჰიმნი უძღვნას ამ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ არსებას – ოთახის ბუზს. თანაც, ჰიმნი მისთვის გასაგებ ენაზე უმღეროს – “მოლურჯო, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ზუზუნით”.
© ”არილი”
-
იური ლოტმანი
Alma Mater
მაინც რას სწავლობენ ადამიანები?
წაკითხულია მოხსენებად ტარტუს უნივერსიტეტის რუსული გიმნაზიის გახსნის დღეს (1990 წ.)
თარგმნა მათე კრავეიშვილმა
უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის დაწყება და ის ფაქტი, რომ თქვენ უკვე უნივერსიტეტის კედლებში იმყოფებით.
საუნივერსიტეტო განათლება, როგორც ნებისმიერი უმაღლესი განათლება, განსხვავებული საფეხურია საშუალო სკოლასთან შედარებით. და ამ საფეხურის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება იმაში მდგომარეობს, რომ აქ უკვე აღარ არსებობს ზემოთ და ქვემოთ – მასწავლებლები და მოსწავლეები – აქ ყველა კოლეგაა, ანუ ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობენ. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მუშაობა ხომ თანამშრომლობას გულისხმობს, ანუ ერთ ნაწილს სწავლა სურს, მეორე მხარე კი ამაში ეხმარება მათ. დაძალება – აუცილებელი, “იძულებითი” კონტროლი განათლების დაბალ საფეხურზე დარჩა. მასწავლებელთა დამოკიდებულება თქვენს მიმართ სრულიად განსხვავებული იქნება, რომელიც კოლეგისა და უმცროსი კოლეგის ნაყოფიერ თანამშრომლობას გულისხმობს.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გაიოლდება; პირიქით, თქვენ უფრო რთული ამოცანის წინაშე დადგებით. და საერთოდაც, შეუძლებელია კარგი საქმე იოლი იყოს. ეს რთული საქმე იქნება, რადგანაც თავად ადამიანზე უფრო მკაცრი ზედამხედველი არ არსებობს და მის გარეშე უმაღლეს განათლებასაც აზრი ეკარგება. თუმცა კი ვერაფერი გვაიძულებს, საბოლოოდ გავწყვიტოთ კავშირი ბავშვობასთან, სიყმაწვილესთან… და საშუალო სკოლისა და ბავშვობის ელემენტებიც ხშირად იჭრებიან უნივერსიტეტში: არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ზოგიერთი სტუდენტი კარნახობს ერთმანეთს და გარკვეულ სპორტულ ინტერესს ხედავს იმაში, რომ ნაკლები ისწავლოს და უკეთესი ნიშანი მიიღოს. ეს სასკოლო მიდგომაა და მას თავისი დრო აქვს.
დღეს თქვენთვის ახალი ასაკი იწყება. ასაკი თქვენს მიერ განვლილი დღეების რაოდენობა როდია, არამედ საქციელი, რომელიც შეგიძლიათ განახორციელოთ.
მაგრამ მოდით, ვიფიქროთ! მე შემთხვევით არ ვამბობ ამ სიტყვებს, მისი გამეორება უყვარდა ფილოსოფოს სოკრატეს. თავის მოსწავლეებს სოკრატე არასდროს ასწავლიდა იმას, თუ რა იყო სწორი, მათ კითხვებზე არასდროს პასუხობდა “ასე და ასე მოიქეცითო”. იგი ამბობდა, “მოდით, ვიფიქროთ!”. და რას ნიშნავს “ვიფიქროთ?” – თქვენ არ იცით, როგორ მოიქცეთ და მეც არ ვიცი ეს. თქვენ მოხვედით არა როგორც სკოლის მოსწავლეები, სწორი პასუხის მოსასმენად, არამედ როგორც კოლეგები, რჩევის მისაღებად, რათა მასთან ერთად იფიქროთ. არადა, ერთად ფიქრი გაცილებით უკეთესია. სწორედ აზრთა სხვადასხვაობით მივიწევთ ჭეშმარიტებისკენ.
შეხედეთ, ვინ ვართ ჩვენ? შეიძლება ითქვას, ჩვენ ძალიან ჭკვიანი და კარგი მანქანები ვართ. შეგვიძლია ბევრი სხვადასხვა რამის კეთება. მაგრამ რა თავისებურება აქვს თითოეულ მანქანას? – ყველა მათგანს განსხვავებული სახე აქვს. რატომ? საჭიროა, რომ ყველას სხვადასხვა სახე ჰქონდეს, განსხვავებული ხასიათები, გამოცდილება, ერთი სიტყვით, საჭიროა სხვადასხვანაირები ვიყოთ.
ფილოსოფოსმა რუსომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გულახდილი წიგნი დაწერა, სადაც უბრალოდ კი არ მოგვითხრო საკუთარი თავის დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ, არამედ მან თავისი სამარცხვინო საქციელი გვანახა, მთლიანად გაიხსნა. ამ წიგნში მან დაწერა: მე ისეთივე ვარ, როგორც ყველა და ამასთანავე, არავის ვგავარ. ეს ძალზე ღრმა შენიშვნაა: ადამიანი, უპირველეს ყოვლისა ისეთია, როგორიც ყველა და მეორე მხრივ, იგი ინდივიდუალურია. ამიტომაც მას შეუძლია თქვას რაღაც ისეთი, რაც სხვებმა არ იციან. და ამიტომაც, მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ჩვენი სწავლა-განათლება ორ გზას ადგება. ერთზე ჩვენ ვცდილობთ სხვებს მივბაძოთ იმისთვის, რათა გავიგოთ მათი და მათ კი ჩვენი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ვერ გაიგებს ჩემსას.
…აი, მოძრაობის წესები ყველას ერთნაირად გვესმის, მათ გარდა, ვინც არ იცის ეს წესები ან ცუდად არის ინფორმირებული. პუშკინი ყველას ერთნაირად გვესმის? – არა, ყველა სხვადასხვანაირად აღვიქვამთ ამ პოეტს. და ნუ ვიტყვით, რომ ერთ ნაწილს იგი სწორად ესმის, მეორეს კი არასწორად. პუშკინი ყველაზე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მან ახლა და სწორედ მისთვის, ამ მკითხველისთვის დაწერა ესა თუ ის სიტყვა და თქვენ ყოველთვის გაქვთ საშუალება ესაუბროთ გენიალურ ადამიანს, რომელსაც თავად სურს რაღაც გაუწყოთ. მთავარია, სასმენელნი მიაპყროთ, მთავარია, ყურადღებით იყოთ! ჩვენი საუკუნის მთავარი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ თვალდახუჭულები ვართ და არაფერი გვესმის. თქვენი განათლების მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ “მზერის” გამომუშავებას დაეთმობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაინახოთ, გაიგონოთ, მაგალითად, გოგოლის ხმა, ამას მხოლოდ გულგრილი თვალები ვერ ხედავენ…
და აქ ჩვენ მივადექით საკითხს, რომელიც თქვენთვის არც ისე ლიტერატურული, მაგრამ ყველასთვის გასაგები სიტყვის წყალობითაა ცნობილი – ესაა “ფეხებზე დაკიდება”: “ფეხებზე მკიდია!” ადამიანის კულტურა ერთი ნიშან-თვისებით შეიძლება განისაზღვროს: რა ჰკიდია მას ფეხებზე და რა არა.
ყოველი ადამიანი ერთგვარ იზოლირებულ წრეში ცხოვრობს. უბრალოდ, ზოგიერთის წრე უფრო ფართოა, ზოგისა კი შედარებით ვიწრო. თქვენი წრე მრავალი ნიშან-თვისებით იზომება: რა გაინტერესებთ, რა იცით, და – კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი – რაზე შეგტკივათ გული? ერთს, მაგალითად მაშინ ტკივა, როცა ურტყამენ, მეორე კი ამაზე იტყვის: დამარტყან რა! მთავარია, არ მომკლან. წრე უფრო ფართო იყო, როცა ადამიანი შეურაცხყოფაზე დუელით პასუხობდა და ამბობდა, შეურაცხყოფა სიკვდილზე უარესიაო: სიკვდილი ვერ დაამცირებს ადამიანს, შეურაცხყოფას კი ვერ მოვინელებ. სხვა იტყვის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებო: ჩემს შვილებს, დედას, არავის დავაჩაგვრინებო, მაგრამ უცხოს… როცა უცხო ადამიანის ტკივილი გტკივა – ესაა ყველაზე ფართო წრე, წრე კულტურული ადამიანისა.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია ასე, გაიღვიძო დილით, მოინდომო კულტურულ ადამიანად გახდომა და განსაკუთრებული თანაგრძნობით მოეკიდო დამცირებულებსა და შეურაცხყოფილებს. ასე არ ხდება და ყველაზე კეთილი განზრახვები აქ ვერაფერს გახდება. სული უნდა გამოვიმუშაოთ.
ბევრი თვისება განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან. იმას არ ვგულისხმობ, რომ ადამიანი გონიერი არსებაა, ცხოველი კი ბრიყვი. ცხოველი სულაც არაა ბრიყვი, იგი განსაკუთრებული ჭკუითაა დაჯილდოებული, ოღონდ ეს ჭკუა ყოველთვის გარკვეულ სიტუაციას უკავშირდება. ადამიანი კი მუდამ გაუთვალისწინებელ სიტუაციაშია მოქცეული. აქ მას მხოლოდ ორი ფეხი აქვს: ინტელექტი და სინდისი. როგორც სინდისია ბრმა განვითარებული ინტელექტის გარეშე – თუმცა არა სახიფათო – ასევეა სახიფათო ინტელექტი სინდისის გარეშე.
ჩვენ ძალზე საინტერესო დროში ვცხოვრობთ, და თუმცა უინტერესო დროები არ არსებობს, ზოგჯერ ისტორიკოსები მაინც ტოვებენ ხოლმე სუფთა ფურცლებს იმის აღსანიშნავად, რომ ამ წლებში არაფერი მომხდარა. “გავსებული ფურცლების” ეპოქები კი ადამიანებს განსაკუთრებული გამოცდის წინაშე აყენებენ. იგი აღარაა ჭანჭიკი, ჩნდება აუარება სიტუაცია, როცა მან არჩევანი უნდა გააკეთოს და ეს არჩევანი ყოველთვის მის სინდისზეა დამოკიდებული. ხშირად ამბობენ ხოლმე, “მე ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, არაფერი ცუდი არ მიფიქრია, უბრალოდ, ისეთი ვითარება იყო, რომ მე სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი”… ეს ტყუილია! არ არებობს ვითარება, რომელიც არ გაძლევს სხვაგვარად მოქცევის შანსს და თუკი თქვენ მაინც ჩავარდით ამგვარ სიტუაციაში, ე.ი. უსინდისო ყოფილხართ. სინდისი ყოველთვის გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ, როცა არჩევანი გვაქვს; არჩევანი კი ყოველთვის გვაქვს… რა თქმა უნდა, ძნელია არჩევანის გაკეთება, ამიტომაც თავის მოგიჟიანება ყოველთვის უფრო ადვილია, სულელს არაფერს მოჰკითხავენ: “მიბრძანეს, რა უნდა მექნა?”
პუშკინის მეგობრის, დეკაბრისტ პუშჩინის სიტყვებს შეგახსენებთ, რომელიც მან მეფეს უთხრა. ხელფეხშეკრულმა ადამიანმა ნიკოლოზის კითხვაზე: “როგორ გაბედე ეს?” – უპასუხა: “სხვაგვარად ნაძირალა ვიქნებოდი”-ო. ამით მან თქვა: მე სინდისი მაქვს და შესაბამისად, მაქვს არჩევანიო: ან ბორკილებით უნდა ვიყო ხელფეხშეკრული, ან კიდევ ნაძირალაო.
ისტორიამ გვაჩვენა, რომ ეს ადამიანები სწორედ მაღალმა ზნეობამ გადაარჩინა, გადაატანინა ყველაზე მძიმე განსაცდელი, რომელიც კი მათ ხვდათ წილად ციმბირში. ფიზიკურადაც, გადასახლებულები უფრო ძლიერები დარჩნენ, ვიდრე ისინი, ვინც იმავე ნიკოლოზის ეპოქაში მეგობრებს უღალატეს და შემდეგ კარიერა გაიკეთეს…
და მაინც, რას სწავლობენ ადამიანები? ადამიანები ცოდნის გაკვეთილებს გადიან, მეხსიერებას, სინდისს ეწაფებიან. ესაა სამი საგანი, რომელიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ნებისმიერ სკოლაში და რომელმაც თავისთავში ხელოვნებაც მოიცვა. ეს ხელოვნება კი თავისი არსით მეხსიერებისა და სინდისის წიგნია. მთავარია, ამ წიგნის კითხვა ვისწავლოთ.
იმედი მაქვს, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ.
© “არილი”
-
-
ახალი წიგნები (აპრილი, 2007)
ეკა ქევანიშვილი, “ჭორია”, ამელი (ნინო თარხნიშვილი), “ქალთარაფერა” (ლექსები); რედაქტორი ანა ჭაბაშვილი, თბ. “დიოგენე” 2006.
ორი გოგოს ჭორ-მართალი, უჩვეულო ქალური სითამამით მოყოლილი ჩვეულებრივი ამბები. გოგოები ცხოვრობენ, უხარიათ, ტირიან, იცინიან, დარდობენ, ალაგებენ სახლებს, ფუსფუსებენ სამზარეულოში, ელოდებიან, ენატრებათ, ხან ღმერთებს ელაპარაკებიან და ხანაც ოთახის კუთხეებში გაბმულ აბლაბუდებს წმენდენ… მაგრამ ორი ავტორი ამას ერთმანეთისგან აბსოლუტურად განხვავებული ფორმით და შინაარსით აკეთებს – ეკა არ სპეკულირებს ემოციურობით, მკითხველი სიამოვნებას იღებს ტექსტებიდან და ავტორის პიროვნებაც სტროფებს მიღმა რჩება. ამელის მინიატურული პროზა კი ემოციების პატარა ხურჯინია, სადაც ტექსტებზე მეტად ხშირად ავტორი იკითხება.
ირაკლი კაკაბაძე, “კანდიდატი ჯოყოლა” (პიესა); თბ. “სიესტა”, 2007 (მეორე გამოცემა).
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდანტის, ჯოყოლა ქისტაურის წინასაარჩევნო კამპანია წარმატებით მიდის. ელექტორატში მისი რეიტინგი მატულობს და პარტიაც კმაყოფილია პროცენტული მაჩვენებლებით. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ამის შესახებ საინფორმაციო გადაცემის ტელეწამყვანები ჰყვებიან. პოლიტიკური რეალობა და გარემოცვა ჯოყოლას პიროვნული განითარებისა და ბედნიერებისთვის გასაქანს არ აძლევს. ისიც იმავე პრობლემას აწყდება, რასაც – ვაჟას პერსონაჟი: პიროვნებასა და საზოგადოებას შორის გაუცხოება, “თემობის წესის” მკაცრი კანონები და მათზე მორჩილება, როგორც ჩანს, არც 21-ე საუკუნის საქართველოსთვის ყოფილა უცხო. წიგნი დაჯილდოებულია ჰელმან-ჰამეტის ლიტერატურული პრემიით. პრემია ენიჭებათ მწერლებს, რომელთაც მოღვაწეობა უხდებათ ავტორიტარული და ტოტალიტარული მმართველობის პირობებში და მათ ნაწერებში ჰუმანიზმია გამოვლენილი.
ჯორჯ ორუელი, “ცხოველთა ფერმა”; მთარგმნელი დავით აკრიანი; თბ. “სიესტა”, 2006.
ცხოველებმა აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები; მათი გადაწყვეტილება შემდეგნაირია – შექმნან საკუთარი მმართველობის სისტემა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. აკრძალულია ტანსაცმლის ჩაცმა, საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ფაქტორები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მაგრამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დროთა განმავლობაში ფერმა მაინც “ეცემა ადამიანის დონემდე” – კეთილშობილი ცხოველები ადამიანურდებიან. “ცხოველთა ფერმა” პოლიტიკური იგავ-არაკია, რომელიც აკრიტიკებს ადამიანურ ბუნებას და შესაბამისად, ყველა იმ ფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი – უფრო.”
კატარინა მასეტი, “ტიპი მეზობელი საფლავიდან” (რომანი), მთარგმნელი დავით გაბუნია, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2006.
ქვრივი დეზირეს ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა წიგნებით გადავსებული პატარა ოთახი, ამავე ნივთებით გარემოცული სამსახური – ბიბლიოთეკა, და გარდაცვლილი ქმრის საფლავი ქალაქგარეთ. არც ფერმერი ბენის სამუშაო დღე გამოირჩევა განსაკუთრებულობით, უბრალოდ, ხანდახან მშობლების საფლავზე უწევს გასვლა… სწორედ აქ შეხვდებიან ერთმანეთს დახვეწილი, ინტელექტუალი ქვრივი და ტლანქი, ვულგარული ფერმერი. მართალია, ერთმანეთისგან მათ სოციალური მდგომარეობა და მისწრაფებები აშორებთ, მაგრამ აერთიანებთ რაღაც, რის გამოც მათი ურთიერთობა ჯერ რომანტიულ, ხოლო შემდგომ კი დრამატულ ხასიათს იღებს. არსებობს თუ არა პრიორიტეტები ქალისა და კაცის ურთიერთობაში, და თუ არსებობს, რა არის ეს – რაციონალიზმი თუ შიშველი ვნება? კატარინა მასეტს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვს.
პიერ ბურდიე, “განსხვავება”, მსჯელობის სოციალური კრიტიკა, მთარგმნელი გიორგი ბარამიძე, რედაქტორი ლალი ქადაგიძე. თბ. “დიოგენე”, 2006.
ფრანგი ფილოსოფოსის კლასიკად ქცეული პოსტსტრუქტურული დაკვირვებები სოციალურ ჯგუფებზე, მათ ესთეტიკაზე, გამოვნებასა და აღქმის კოეფიციენტებზე. წიგნი საფრანგეთში 1979 წელს გამოიცა და არაერთი სოციოლოგის კვლევის საგანი გახდა. ნაშრომს თან ერთვის სტატისტიკური მონაცემები, გრაფიკები და ცხრილები, რომლებიც მსჯელობის სოციალური კრიტიკის თემას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის.
“ძველი მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია”. ავტორთა ჯგუფი. მთარგმნელი ციცო ხოცუაშვილი, რედაქტორები რუსუდან გორგაძე, მარინე სოხაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”. 2006.
ამომწურავი ინფორმაცია ძველი მსოფლიოს ისტორიული განვითარების შესახებ მკითხველთა ფართო ასაკობრივი და ინტელექუალური სპექტრისათვის. მესოპოტამიის სამყარო, ძველი ეგვიპტე, ძველი საბერძნეთი, რომი, მაკედონია – ადრეული ცივილიზაციების შესახებ აქ ლეგენდების, ფაქტებისა და თარიღების მთელი რიგია წარმოდგენილი. წიგნს თან ერთვის რთული სიტყვების ლექსიკონი. გარდა ამისა, ხშირად შეგხვდებათ რჩევა, ესტუმროთ საინტერესო ვებ-გვერდებს და მეტი გაიგოთ ძველი სამყაროს შესახებ.
© “ცხელი შოკოლადი”
-
ახალი წიგნები (აპრილი, 2007)
ჯეი მაკინერნი, “კარგი ცხოვრება”
The Good Life
By Jay McInerney
353 გვ., Alfred A. Knopf
ამ რომანის გარშემო თავიდანვე ეჭვები გაჩნდა, მაგრამ ჯეი მაკინერნი მკითხველის სკეპტიკურ განწყობას მედგრად შეეგება, თითქოს შეგუებულიც კი იყო: “როცა ნორმან მეილერს ვუთხარი, ჩემს ახალ რომანში მოქმედება 2001 წლის შემოდგომაზე ხდება-მეთქი, მწერალმა უნდობლად გადააქნია თავი – 10 წელი მაინც მოიცადეო. 10 წელი მაინც უნდა გავიდეს, მოვლენათა არსს რომ ჩასწვდეო. ამდენ ხანს ვერ მოვიცდიდი…”
“კარგი ცხოვრების” რამდენიმე მთავარ გმირს უკვე იცნობს ერთგული მკითხველი მაკინერნის ძველი რომანიდან (“ბრწყინვალება ეცემა”, 1992). ძველი ნაცნობების – რასელისა და მისი ცოლის – კორინის ამბის პარალელურად რომანში ბანკის ინვესტორის, ლუკ მაკგავოკის ისტორია ვითარდება. 7-ციფრიანი წლიური ანგარიშის მფლობელმა სრულიად მოულოდნელად ყველაფერს ზურგი აქცია და წიგნის დაწერა გადაწყვიტა. ლუკის ახსნა მარტივია: ადამიანს უფრო კეთილშობილური მოწოდება აქვს და წარმავალი საკითხები არ უნდა აღელვებდეს. მის ცოლს, როგორც ქალების უმეტესობას, რასაკვირველია, ასეთი ახსნა არ ესმის და ოჯახში კონფლიქტი იწყება. რასელსა და კორინსაც შეემთხვევათ პატარა უსიამოვნება – გვარიანად შეზარხოშებული სტუმარი რაღაც ავისმომასწავებელს უქადის მათ ოჯახს…
ეს ავისმომასწავებელი წინათგრძნობა ტრაგიკულად გაცხადდება. 11 სექტემბრის ტრაგედიას კორინისა და ლუკის მეუღლენიც ემსხვერპლებიან.
კორინი და ლუკი პირველად სწორედ ტრაგედიის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ისინი ნანგრევებში მომუშავე მაშველებს ეხმარებიან. გაცნობიდან ძალიან მალე კორინი მოხერხებული სიკეკლუცით ცვლის ზოგადი საუბრის თემას: ნუთუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ამ საქმეში სხვებზე უფრო მაგრები არიან? ამ კითხვას დასტურად მოსდევს ლუკის ნაამბობი ჰონგკონგელი მეძავის შესახებ, და კორინის მიერ შებრუნებული კითხვა: მოკლედ, თქვენ ფიქრობთ, რომ სექსი ჩოგბურთის ან ჭადრაკის თამაშს ჰგავს და სრულყოფილება პრაქტიკაში მოდის? უკანა პლანზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევები და ტრაგედიის მსხვერპლთა ცხედრები ილანდება…
ლუკისა და კორინის საუბრის ტექსტსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა, ეთიკური, მორალური თუ ესთეტიკური თვალსაზრისით. კრიტიკოსთა აზრით, მაკინერნი ერთ რამეში ცდება: როგორც ჩანს, მწერალს არ სურს იმის აღიარება, რომ ადამიანები ხშირად არაადეკვატურად იქცევიან, განსაკუთრებით უბედურების დროს, და რომ ლუკი და კორინი სწორედ ასეთი ადამიანები არიან. კრიტიკოსებისთვის ეს ერთი ეგოისტი და ქარაფშუტა წყვილია, მწერლისთვის კი – ძალიან საინტერესო და, ამასთან, უცოდველი პერსონაჟები. მაკინერნი ცდილობს, თავისი განწყობა მკითხველსაც მოახვიოს თავს. იქნებ მართალიცაა, განა გვაქვს კი განკითხვის უფლება?
სტივენ კინგი, “საკანი”
Cell
By Stephen King
355 გვ., Scribner
პატარა ლუციფერები, რომელთაც ღვთის მიერ ბოძებული წესრიგი სრულ ქაოსად გადააქციეს – ასე მოიხსენია ერთ-ერთმა კრიტიკოსმა სტივენ კინგის ბოლო რომანის გმირები. ეს “პატარა ლუციფერები” მობილურ სატელეფონო კავშირს დამონებული თანამედროვე ადამიანები არიან, ტელეფონზე გაუთავებლად რომ საუბრობენ და ბოლოს საკუთარ თავსაც კარგავენ მობილური სიგნალებისა და სიხშირეების განუწყვეტელ ხმაურში. ამ ხმაურში იკარგება მთავარი: ადამიანური ღირებულებები, სილამაზე, სიკეთე… ალბათ ამიტომაც უწოდებს ზიზღით რომანის ერთ-ერთი გმირი მობილურ ტელეფონს “ეშმაკის კავშირს”.
კინგის ახალ ნაწარმოებში მოვლენები მობილური ტელეფონის სიგნალივით უსწრაფესად ვითარდება. ქალაქს იდუმალი ელექტრონული მუხტი დაუვლის. ეს მუხტი მობილური ტელეფონების მეშვეობით ვრცელდება. შედეგი საბედისწეროა: ადამიანები ზომბებად იქცევიან. და მთავარი გმირის განსაცდელიც სწორედ მაშინ იწყება…
თუ არისტოტელეს “პოეტიკაში” წარმოდგენილ ფორმის შესახებ მსჯელობას დავეყრდნობით, ზომბების აპოკალიფსის ისტორიას ჭეშმარიტი ლიტერატურული ღირებულება მაშინ ექნება, როცა ის ორ პირობას დააკმაყოფილებს. პირველი პირობა ცივილიზაციის ნგრევით გამოწვეული სავალალო შედეგებისა და სამყაროში გამეფებული ძალადობის ასახვაა. ამ მხრივ “საკანი” მკითხველს ნამდვილად არ გაუცრუებს იმედს. მოგეხსენებათ, სტივენ კინგი საზარელი სცენების ოსტატი გახლავთ. მაგრამ, როგორც კრიტიკოსები ამტკიცებენ, მეორე აუცილებელი პირობა სტივენ კინგის ახალმა რომანმა ვერ დააკმაყოფილა, კინგი სუსტი ფსიქოლოგი გამოდგა. თუმცა, ეს შეფასებაც ალბათ პირობითია, სინამდვილეში არმაგედონი ხომ არავის გამოუვლია.
რობერტ გრინფილდი, “ტიმოთი ლირი” (ბიოგრაფია)
A Biography
By Robert Greenfield
689 გვ., A James H. Silberman Book/Harcourt
უცნაურია, ტიმოთი ლირის სიკვდილიდან ჯერ სულ რაღაც ათი წელი გავიდა, მაგრამ მისი ცხოვრება თითქოს უკვე ლეგენდასავით გვეჩვენება. ყოფილი ფსიქოლოგი, რომლის ახირებული თეორიის მიხედვითაც, ფსიქოდელური წამლები ადამიანის განვითარებას უწყობდა ხელს, 60-იან წლებში პოპ-ვარსკვლავისა და რელიგიური ლიდერის როლში მოევლინა საზოგადოებას.
რობერტ გრინფილდი ობიექტური ბიოგრაფია, მისთვის მთავარია, არაფერი გამორჩეს. ამის საშიშროება კი ნამდვილად არის, ლირის ცხოვრებაში ხომ იმდენი დიდი თუ მცირე დეტალია, რომ შეიძლება თავგზა აგებნეს კაცს: მამის წასვლა, ცოლის თვითმკვლელობა, გზა ბერკლიდან ჰარვარდისაკენ, სამეცნიერო საქმიანობის დასაწყისი, მექსიკაში გატარებული დრო – ტრანსფორმაციის ხანა… სწორედ აქ, მექსიკაში, მოხდა დიდი გარდატეხა ლირის ცხოვრებაში, ფსიქოდელური ზემოქმედება მისი სწავლების, კვლევისა და მთლიანად ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდა……
1964 წელს დაიწერა “ფსიქოდელური გამოცდილება” – ნაშრომი, რომლის ავტორებიც იყვნენ ლირი, ალპერტი და რალფ მეტცნერი. სწორედ ამ ნაშრომში გაიჟღერა ცნობილმა ფრაზამ: “გათიშეთ ტვინი, მოდუნდით, მიჰყევით დინებას”. ორი წლის მერე ეს ფრაზა გამოიყენა ჯონ ლენონმა სიმღერაში Tomorrow Never Knows (ბოლო სიმღერა ალბომიდან Revolver)…
60-იანი წლების ბოლოს ტიმოთი ლირის შესახებ საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი მას აღმერთებდა, ჰიპები აღტაცებით შეჰხაროდნენ, სხვებს კი ბოროტ დემონად მიაჩნდათ. ყველაზე დაუძინებელი მტერი მაინც კანონი იყო, კანონი, რომელსაც ლირი არ ემორჩილებოდა. დიდი ხანი გაატარა ციხეში, რომ გეკითხათ, ისევე ეწამებოდა ხალხისთვის, როგორც იესო და სოკრატე…
შოუ-ბიზნესით დაინტერესებულ მკითხველს, რომელიც უკვე იცნობს გრინფილდისეულ “როლინგ სტოუნზისა” და ჯერი გარსიას ბიოგრაფიებს, წინ დიდი სიამოვნება ელის. გარდა ამისა, წიგნი 60-იანი წლების კულტურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
რონ პაუერსი, “მარკ ტვენი” (ცხოვრება)
Mark Twain: A Life
By Ron Powers
723 გვ., Scribner
იყო დრო, როცა მისი ნაწერები პატარა ხერხის მომაბეზრებელ ბზუილს შეადარეს (დღეს ეს სასაცილოდ გვეჩვენება), თუმცა ერთგული მკითხველი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ამ მწერლის ხმას მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობა ჰქონდა, დახვეწილი და წრფელი. რონ პაუერსის ახალი 723-გვერდიანი წიგნი ყველასათვის მშობლიური ამერიკელი მწერლის – მარკ ტვენის, იგივე სემუელ კლემენსის, ცხოვრებაზე მოგვითხრობს; პაუერსის მონათხრობს მარკ ტვენის ცხოვრების შესახებ ისეთივე ჯადოსნური ძალა აქვს, როგორც ტვენის პროზას.
მწერალი მარკ ტვენის სახეს უაღრესად ცოცხალი შტრიხებით ხატავს. მკითხველის წინაშე წარმოდგება მახვილგონიერებით გამორჩეული, პატივმოყვარე, ხშირად აგრესიული ჩხუბისთავი და ამავდროულად უფაქიზესი ბუნების ადამიანი – კაცი, რომელიც არაერთხელ მჯდარა ციხეში ქუჩაში ატეხილი აურზაურისათვის და კაცი, რომელსაც განუწყვეტლივ ქენჯნიდა სინდისი ამქვეყნად გამეფებული უსამართლობის გამო… დაკვირვებული მკითხველის მახვილი თვალი მარკ ტვენის ცხოვრების ძალიან ნაცნობ დეტალებში ბევრ უცნობ დეტალსაც აღმოაჩენს.
ამ წიგნის ავტორი რონ პაუერსი პულიტცერის პრემიის ლაურეატია. მკითხველი კარგად იცნობს მის 2002 წელს გამოცემულ რომანს, რომელიც ამერიკელ თინეიჯერ მკვლელებზე მოგვითხრობს: “ტომი და ჰეკი აქ აღარ ცხოვრობენ: ბავშვობა და მკვლელობა ამერიკის შუაგულში.” ახალი რომანის სიუჟეტი დროში გადანაცვლების პოპულარულ სქემას მიჰყვება, თუმცა მაინც ორიგინალური ჩანს. მარკ ტვენი ჩვენს სინამდვილეში ცხოვრობს, ის პაუერსის რომანს კითხულობს და ხვდება, თუ რამდენი რამ შეცვლილა ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის დროის შემდეგ. და ტვენი წარსულში ქექვას იწყებს, იმ წარსულში, რომელიც დღეს უკვე გამქრალია.
სხვათა შორის, პაუერსის რომანს სამართლიანი პრეტენზია აქვს, რომ ის ამერიკის ისტორიის საზომად ჩაითვალოს. მარკ ტვენის შემოქმედების ლიტერატურული ღირებულების შეფასებისას პაუერსი იმ მოსაზრებას ემხრობა, რომლის თანახმადაც ტვენმა ახალი რეგისტრი შემოიტანა ამერიკულ ლიტერატურაში: “მარკ ტვენის სადირიჟორო ჯოხი ახშობდა ანგლიკანურ სიმფონიას და ამერიკული ჯაზის რიტმებს უკრავდა.”
ხოლო როცა ჯერი ჰეკლბერი ფინის თავგადასავალზე მიდგება, პაუერსის ბიოგრაფია აღარ გვჭირდება მისი შეფასებისთვის. ამ ნაწარმოებმა, რომელსაც თავის დროზე ელიოტმა შედევრი უწოდა, ყველა დროს გაუძლო.
© “ცხელი შოკოლადი”
-
ახალი ამბები (აპრილი, 2007)
კოლუმბიელის იუბილე ესპანურად
2007 წელი გაბრიელ გარსია მარკესისთვის განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა – 80 წელი მწერლის დაბადებიდან; 40 წელი მას შემდეგ, რაც “მარტოობის 100 წლის” პირველმა გამოცემამ დღის შუქი იხილა; ნობელის პრემიით დაჯილდოების 25 წლისთავი – ყველა ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 6 მარტს, მწერლის დაბადების დღეს, კოლუმბიელი ნობელიანტის ესპანელმა თაყვანისმცემლებმა “მარტოობის 100 წელი”-ს კითხვის მარათონი მოაწყვეს. რომანის პირველი აბზაცი ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, მარია ტერეზა დე ლა ვეგამ წაიკითხა. მარათონში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების, ლიტერატურის, კინოსა და ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებმა. ყოველ მკითხველს 15 წუთი ჰქონდა გამოყოფილი, რომანის თავიდან ბოლომდე წაკითხვას კი 16 საათი დასჭირდა. მარკესის დაბადების დღე ესპანეთის გარდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით აქცია მოეწყო თბილისშიც – გამომცემლობა “სიესტა” კოლუმბიელი მწერლის თაყვანისმცემლებს “მარტოობის ას წელს” ერთი კვირის განმავლობაში სულ რაღაც 5 ლარად სთავაზობდა.
სონტაგის უკანასკნელი სიტყვა
გარდაცვალებამდე სიუზან სონტაგმა თავისი ესეების კრებულის გამოცემა დაგეგმა. მისთვის ეს ბოლო წიგნი იქნებოდა, თუმცა კი თავად მწერალი არ მოიაზრებდა მას, როგორც უკანასკნელს თავის შემოქმედებაში და სურდა, ესეების მერე ისევ მხატვრულ ლიტერატურას დაბრუნებოდა. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების გამო არაერთი წინასწარგამზადებული ტექსტი და სათაური დაიკარგა, მაგრამ რედაქტორმა მაინც მოახერხა, ერთად შეეკრა 16 ესე და სონტაგის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერილი სხვადასხვა ტექსტები.
“ერთსა და იმავე დროს”( “At the Same Time“) ასე ერქმევა წიგნს. სონტაგის ესეებსა და წერილებში ერთმანეთს ჰარმონიულად ენაცვლება ლიტერატურა, პოლიტიკა, ფოტოგრაფია, ესთეტიკა; ხშირად ეს ცნებები ფარავენ კიდეც ერთმანეთს. წიგნში გახმოვანებულია ასევე მისი ადრეული დაკვირვებები და შეხედულებები – 1976 წელს დაწერილი “ფოტოგრაფიის” პირდაპირი გაგრძელებაა 2003 წლის ერთ-ერთი სერიოზული კვლევა – “ფოტოგრაფია – მცირე რეზიუმე” (“Photography: A Little Summa.”).
იმსჯელეთ წიგნებზე, რომლებიც არ წაგიკითხავთ
ფრანგი პროფესორის, პიერ ბეინარდის წიგნი ბესტსელერი გახდა – ესაა სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმსჯელოთ საინტერესოდ და კომპენტენტურად იმ წიგნებზე, რომლებიც არასოდეს წაგიკითხავთ. 52 წლის ფსიქოანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ თავისუფლად შეიძლება ისაუბროთ წიგნზე, რომლის წაკითხვაზეც დრო არ დაგიკარგავთ და არც უხერხულად იგრძნობთ თავს გადამეტებული ინტელექტუალიზმით შეპყრობილ საზოგადოებაში. მისი თქმით, უსაქმურ ინტელექტუალთა წრეში აშკარად იჩაგრებიან ის საშუალოსტატისტიკური ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, დრო არ აქვთ, რომ დღე და ღამე სქელტანიან წიგნებს უკირკიტონ.
“ექიმი ჟივაგო” – ტროას ცხენი რუსეთს
რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფაქტს – ბორის პასტერნაკის დევნას, რუსმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა, ივან ტოლსტოიმ, კიდევ ერთი ინტრიგა შემატა: გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსულენოვანი რომანის წარმატება ამერიკის კონტრდაზვერვის სამსახურმა უზრუნველყო ფინანსურად. მალე დღის შუქს იხილავს წიგნი, სადაც “რადიო თავისუფლებისა” და “თავისუფალი ევროპის” ჟურნალისტი წერს, რომ სწორედ ამერიკამ დააფინანსა “ექიმი ჟივაგოს” განსაზღვრული ტირაჟით გამოცემა და 1958 წელს პასტერნაკისთვის ნობელის პრემიის გადაცემა.
“პასტერნაკის წიგნმა იარაღის როლი ითამაშა ამერიკის ხელში – ამით შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ჭკუა ასწავლა”, – განაცხადა ტოლსტიომ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჟურნალისტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, პასტერნაკის ოჯახის წევრებმა და თავად მწერალმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ორჰან ფამუქი გერმანიაში
ნობელიანტი მწერალი ორჰან ფამუქი გერმანიას მაისში ესტუმრება. გამგზავრება თებერვალში იყო დაგეგმილი, მაგრამ მწერალი საუკეთესო მეგობრის ტრაგიკულად დაღუპვამ შეაფერხა. შეფერხების მიზეზი ისიც იყო, რომ ფამუქს ანტიეროვნულობაში ადანაშაულებდნენ და ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ ნაციონალისტი თურქები. მწერალმა პროტესტი გამოთქვა 1915 წელს სომხების მასობრივ ჟლეტასთან დაკავშირებით, რაც ნაციონალისტებმა “ღალატად” მონათლეს.
მეგობრის დაღუპვის შემდეგ ფამუქმა უარი თქვა ქვეყნიდან გასვლაზე, ისე, რომ მოგზაურობის ორგანიზატორებისთვის მიზეზიც არ აუხსნია. თუმცა, მწერალი მალე გამოვიდა მდგომარეობიდან და ახალი გეგმის მიხედვით, 2 მაისს ის უკვე ჰამბურგში იქნება. ღონისძიებები დაგეგმილია ბერლინში, კიოლნში, შტუტგარტსა და მიუნხენში – ფამუქი პუბლიკას თავის ბოლო წიგნს – „სტამბოლს“ – წაუკითხავს. 4 მაისს კი ნობელიანტ მწერალს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორის საპატიო წოდებას მიანიჭებენ.
ვატიკანი ოსკარ უაილდს ცოდვებს შეუნდობს
ოსკარ უაილდს კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებული პატივი მიაგო. იმის მიუხედავად, რომ ინგლისელმა მწერალმა და ჰომოსექსუალთა კერპმა კათოლიციზმი მხოლოდ სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა აღიარა, ვატიკანმა მისი გამონათქვამები ქრისტიანული აფორიზმებისა და ნაკვესების კრებულში შეიტანა. კრებულს რომის პაპის თანაშემწე, მამა ლეონარდო საპიენცა გამოსცემს.
დიდი ხნის მანძილზე უაილდის მიმართ ვატიკანი ანთიპათიით იყო განწყობილი, კათოლიკური ეკლესია მას გარყვნილ და უსირცხვილო ჰომოსექსუალად შერაცხავდა. ახლა კი რომის პაპის მეთვალყურეობის ქვეშ შედგენილ წიგნს ოსკარ უაილდის ფრთიანი გამოთქმები ამკობს, მათ შორის: “მე შემიძლია გავუძლო ამქვეყნად ყველაფერს, გარდა ცდუნებისა,” “ცდუნებისგან თავის დახსნის ერთადერთი გზა – მისი მორჩილებაა”.
კატები – ახალი თემა მწერლებისთვის
“კატების მწერლები” – უცნაურია, მაგრამ არსებობს ასეთი ორგანიზაციაც, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ ის მწერლები, პუბლიცისტები, ტელე და რადიოჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ შემოქმედებით საქმიანობას კატებს უძღვნიან. ისე, როგორც სხვა დანარჩენ სოლიდურ ლიტარატურულ ასოციაციებს, “კატების მწერლებსაც” აქვთ დაწესებული თავიანთი სახელობითი ჯილდო. პრემია – “თაგვის მედალი” – წელს კლეა საიმონს გადაეცა, მძაფრსიუჟეტიანი რომანის, “მიაუ მკვლელობაა”-ს ავტორს. ეს პირველი წიგნია, რომელიც 2005 წლის ნოემბერში “კატების მწერალთა” სერიით გამოვიდა. მას შემდეგ საიმონმა კიდევ ერთი რომანი მიუძღვნა საყვარელ ცხოველებს. წიგნს ამჯერად “კატების კონცერტი” ჰქვია. როგორც ასოციაციის წევრები ამბობენ, კატების თემა მათ შემოქმედებაში შემთხვევითი სულაც არაა და აპირებენ, თავიანთი ორგანიზაციის მასშტაბები კიდევ უფრო გაზარდონ.
ბეიკერ-სტრიტელი გამომძიებელი მოსკოვში
შერლოკ ჰოლმსის დაბადების 120 წლისთავზე მოსკოვის სამოქალაქო სამსახურმა მეტად საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო – რუსეთის დედაქალაქში ლეგენდარული გამომძიებლის და მისი ერთგული თანაშემწის, დოქტორი ვატსონის ძეგლი დაიდგმება. უკვე ადგილიც შერჩეულია – არტურ კონან დოილის გმირი დიდი ბრიტანეთის საელჩოს ახლოს, სმოლენსკის სანაპიროზე დაიკავებს ადგილს. ის, თუ როგორი იქნება ძეგლის ვიზუალური მხარე, ჯერ არ არის ცნობილი. მოსკოველი ჰოლმსის და ვატსონის გარეგნობა დახურულ კონკურსზე გამოვლინდება.
არ ვართ “ქალთა მწერლები!”
ირლანდიელი მწერალი ქალების ნაწილმა უკმაყოფილება და აღშფოთება გამოხატა იმ კრიტიკოსების მიმართ, რომლებმაც გაბედეს და მათ ნაწარმოებებს “ქალთა საკითხავი ლიტერატურა” უწოდეს. სესილია აერნი (Cecilia Ahern) და მარიან კეიესი (Marian Keyes) იმ მწერლებს შორის არიან, რომლებიც საკმაოდ წარმატებული ნოველისტის, მაივ ბინჩის (Maeve Binchy) წინააღმდეგ გამოვიდნენ და გააპროტესტეს მისი მტკიცებულება, რომ მათი ტექსტები “მოსაწყენი” და ზედმეტად “ქალურია”. მარტივად გაიშიფრნენ ირლანდიელი ქალი მწერლების პირით მოლაპარაკენი ტელევიზია RTE-ს სპეციალურ არტ-გადაცემაში – ლიტერატორი ქალბატონები საკმაოდ უხეშნი და მაღალ ტონალობაში მოსაუბრენი აღმოჩნდენ. “აღსაშფოთებელი ფაქტია – ჩვენ მიერ შექმნილი ლიტერატურის ღირებულებები კრიტიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს”, – ამბობს ბესტსელერი რომანების ავტორი მარიან კეიესი. თავად კრიტიკოსები კი დიდად არ განიცდიან ქალი მწერლების უნდობლობას და ტელედებატებსაც თავს არიდებენ.
ჟან ბოდრიარი ავადმყოფობამ იმსხვერპლა
ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი 7 მარტს პარიზში გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ საზოგადოებას მისმა რედაქტორმა, მაიკლ დელორმმა აუწყა. დელორმის თქმით, 77 წლის კრიტიკოსისა და ფილოსოფოსის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა აღმოჩნდა.
ბოდრიარი პირველი იყო თავის ოჯახში, რომელმაც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. იგი მალევე გახდა ცნობილი თავისი პროვოკაციული, პარადოქსული თეორიებით და მალე გავლენიანი ფრანგი ინტელექტუალების ჯგუფს შეუერთდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ბოდრიარი თავადვე ამბობდა საკუთარი შემოქმედების შესახებ: “ყოველ ჩემს ახალ ნაშრომს სულ უფრო და უფრო ნაკლები შანსი ექნება, გაიგონ და აღიქვან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უკვე ჩემი პრობლემაა”
ბუკერის პრემია რუსეთში
2007 წლის რუსულ ბუკერს მწერალი და მთარგმნელი, ასარ ეპელი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად წლის საუკეთესო რომანს გამოავლენენ პროზაიკოსი ოლეგ ზაიონჩკოვსკი, კრიტიკოსი სამუელ ლურიე, მწერალი ოლესა ნიკოლაევა და რეჟისორი ჰენრიეტე იანკოვსკი. ნომინანტების გამოვლენა 12 მაისს დასრულდება. სიის ვრცელ ვარიანტს 4 ივლისს გაახმოვანებენ, საბოლოოს კი – 3 ოქტომბერს. მთავარი პრიზი – 20000 დოლარი – გამარჯვებულს 5 დეკემბერს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის “რუსული ბუკერის” ლაურეატი ოლგა სლავნიკოვა გახდა. ჟიურიმ მისი “2017” რუსულ ენაზე დაწერილ წლის საუკეთესო რომანად აღიარა. ბუკერის პრემია რუსეთში 1991 წელს დაარსდა. მისი მიზანია, წაახალისოს ავტორები, რომლებიც რუსულ ენაზე წერენ და პოპულარიზაცია გაუწიოს რუსულ ლიტერატურას დასავლეთში. სხვადასხვა დროს მისი ლაურეატები იყვნენ ბულატ ოკუჯავა, მიხაილ შიშკინი, ლიუდმილა ულიცკაია. დიდი ხნის მანძილზე ბუკერის სპონსორი მიხაილ ხადარკოვსკის ფონდი – “ღია რუსეთი” იყო.
© “ცხელი შოკოლადი”
-
სალმან რუშდი
იტალო კალვინოს წარმოსახული სინამდვილე
თარგმნა თამარ ლომიძემ
1981 წელს ინგლისში გამოქვეყნდა იტალო კალვინოს წიგნი “თუ ზამთრის ღამით ყარიბი…”, რამაც, ჩემდა გასაკვირად, მეტ-ნაკლებად უხმაუროდ ჩაიარა. მაშინ ბრიტანეთში ცოტა ვინმე თუ იცნობდა კალვინოს სახელს. მახსოვს, როგორ დავრეკე “ლონდონის ლიტერატურულ მიმომხილველში” და რედაქციის თანამშრომლებს ვკითხე, ხომ არ აპირებდნენ სტატიის გამოქვეყნებას კალვინოს ზემოხსენებული ნაწარმოების შესახებ. “ვის წიგნზე საუბრობთ?”, ჩამეძიენ ისინი. “იტალო კალვინოსი”, მივუგე მე. “ეგ ვიღაა?” გაისმა კითხვა. შევძრწუნდი და ვთხოვე, დაებეჭდათ ჩემი ნარკვევი, რომელიც “ლიტერატურული მიმომხილველის” მკითხველებს გააცნობდა არა მარტო ამ ნაწარმოებს, არამედ, საერთოდ, ამ ავტორის მთელ შემოქმედებას.
ეს ჩანაფიქრი განვახორციელე და ვიღაცამ ჩემი სტატია კალვინოს გაუგზავნა.
მალე საკმაოდ პოპულარულ პიროვნებად ვიქეცი, რადგან ჩემს წიგნს პრემია მიენიჭა. მთელი მსოფლიოდან მირეკავდნენ და მომმართავდნენ სხვადასხვაგვარი (ჩემთვის მიუღებელი) წინადადებით. ამ პერიოდში ტელეფონით დამიკავშირდა ლონდონის რივერსაიდის თეატრის დირექტორი დევი გოთარდი, რომელმაც მაუწყა, რომ კალვინო თანახმა იყო საჯარო ლექციის წაკითხვაზე (რაც ლონდონში ძალზე იშვიათია) და სურდა, რომ ის სწორედ მე წარმედგინა აუდიტორიისათვის. გოთარდმა ბორძიკით მთხოვა, რომ თუ, ჩემი დაკავებულობის მიუხედავად, ამას მოვახერხებდი, ის ძალზე მადლობელი იქნებოდა… და ა.შ. მთელი ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი, სიტყვა ჩამერთო და მეთქვა, თანახმა ვარ-მეთქი.
მაგონდება პირველი შეხვედრა კალვინოსთან. რივერსაიდზე მივდიოდი და უეცრად მივხვდი, რა საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან თვით კალვინოს თანდასწრებით უნდა წარმომეთქვა შესავალი სიტყვა. სიმწრის ოფლმა დამასხა. როდესაც კალვინოსთან მივედი, მან მკითხა, დავწერე თუ არა რაიმე და მთხოვა, მეჩვენებინა ტექსტი. გულში შევიკურთხე, მაგრამ მაინც გადავეცი ნაწერი ფურცლები, თან გავიფიქრე, რომ არ მოეწონოს, რა ჯანდაბა ვქნა-მეთქი. საბედნიეროდ, დასაწყისშივე დამოწმებული მქონდა აპულეუსის “ოქროს ვირი”, რაც კალვინოს მოეწონა – “აპულეუსი”, – თქვა მან. “ძალიან კარგი”.
მან დამიბრუნა ტექსტი და, ამრიგად, შევძელი ჩემი შესავალი სსიტყვის წარმოთქმა. შესაძლოა, კალვინო ვერ ხვდებოდა, როგორი აღფრთოვანება გამოიწვია ინგლისში მისმა შემოქმედებამ. არასოდეს მინახავს ასე გაჭედილი დარბაზი. ეს იყო აღტაცებისა და სიყვარულის განსაცვიფრებელი დემონსტრაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ამან კალვინო ძალზე ააღელვა.
ერთი წლის შემდეგ, 1982 წლის ოქტომბერში, იტალო და მისი ცოლი ჩიჩიტა საპატიო სტუმრებად მიიწვიეს ბუკერის პრემიით დაჯილდოების აღსანიშნავ ბანკეტზე. მეც დამპატიჟეს (ისე, როგორც ყოფილ “მის მსოფლიოს” პატიჟებენ ხოლმე, რადგან ერთი წლის წინ ეს პრემია მე მომანიჭეს). ჩვეულებრივ, ამგვარ ბანკეტებზე მწერლებს მცირე რაოდენობით იწვევენ ხოლმე. ამჯერად სტუმართა სიაში სულ ექვსი მწერლის გვარი იყო აღნიშნული, მეშვიდე კი წინა წლის ლაურეატი, ესე იგი, მე ვიყავი. ბუკერის თანამშრომლებს არ გამოუცხადებიათ, რომ იქ იტალო იმყოფებოდა. გასაოცარია – მას შემდეგ, რაც კალვინო დიდი ხარჯებით გადმოაფრინეს იტალიიდან, საუკეთესო სასტუმროში მოაწყვეს და მისცეს ავტომანქანა მძღოლითურთ, თავი არავის შეუწუხებია, ემცნო სტუმრებისთვის, რომ ის დარბაზში იმყოფებოდა.
ეს წელი ღირსშესანიშნავი გახლდათ ორი სხვა ფაქტის გამოც: ჯერ ერთი, ბუკერის პრემია მიენიჭა “შინდლერის ყუთს”, როგორც ბელეტრისტული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშს, თუმცა წიგნის შესავალში ავტორმა, თომას კინელიმ განაცხადა, რომ მის ნაწარმოებში რეალური ამბავი იყო მოთხრობილი. მიუხედავად ამისა, მას მიენიჭა ბუკერის პრემია, როგორც ბელეტრისტულ თხზულებას – რაც მოვლენების სავსებით კალვინოსეულ, გროტესკულ განვითარებად აღვიქვი. შემდეგ ეს წიგნი გამოიცა ამერიკაში, როგორც პუბლიცისტური ნაწარმოები, სათაურით – “შინდლერის სია” და ფართო აღიარება ჰპოვა.
1982 წლის მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ ბრიტანეთისა და არგენტინის კონფლიქტი ფოლკლენდის (მალვინას) კუნძულების გამო. ჩიჩიტა არგენტინელი იყო. ერთ საზეიმო სადილზე, სანამ სუფრას მივუსხდებოდით, ჩიჩიტა მომვარდა და აღელვებით მკითხა: “რა ვქნა? მითხრეს, რომ ინგლისის ადმირალის გვერდით დამსვამენ”. ვუპასუხე, რომ ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა – შეტევაზე უნდა გადასულიყო. სადილის დროს ვხედავდი, რომ ადმირალი უხერულად იშმუშნებოდა და, ძირითადად, დუმდა, ჩიჩიტა კი ფანტასტიურად ბევრს ლაპარაკობდა. ადმირალისთვის სადილმა აშკარად უსიამოვნოდ ჩაიარა.
მახსენდება კიდევ ერთი შეხვედრა იტალოსთან ლონდონის იტალიის ინსტიტუტში. ისე მოხდა, რომ იმ დღეს გარსია მარკესი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. იტალოს ვკითხე, ხომ არ იცოდა, რა ხდებოდა სტოკჰოლმში. “დიახ”, მითხრა მან, “ეს სკანდალია”. მე შევეპასუხე, “იტალო, ხომ იცით, გარსია მარკესი მართლაც კარგი მწერალია. მისი დაჯილდოება ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია”. კალვინომ მომიგო, რომ მარკესისთვის ნობელის პრემიის მინიჭება ბორხესზე ადრე დაახლოებით იმასვე ნიშნავდა, რასაც შვილის დაჯილდოება მამაზე ადრე.
“კალვინოს ქმნილებების კითხვისას მივხვდი, რომ ჩვენ არასწორად გვესმის რეალიზმის ცნება. ლიტერატორთა უმრავლესობის აზრით, რეალიზმი არის გარკვეული წესების ერთობლიობა და ნატურალისტური კონვენციების დაცვა უზრუნველყოფს სინამდვილის რეალისტურ ასახვას. ჩემი აზრით, ეს კონვენციები არ განსაზღვრავს რეალისტურია თუ არა რომელიმე თხზულება. ამას ადასტურებს კალვინოს შემოქმედებაც. რეალისტურია მეტაფიზიკური, ფანტასტიკური, კომიკური ნაწარმოებები, რადგან ისინი გვიჩვენებენ ფაქტებს ისე, როგორც მათ აღიქვამს ესა თუ ის ადამიანი, ესე იგი, ისინი იმთავითვე ჩაფიქრებულია, როგორც რეალისტური ქმნილებები. ამგვარი თვალსაზრისი რეალიზმის შესახებ ნაკლებად უკავშირდება შემოქმედებით მეთოდებს და მთლიანად განისაზღვრება შემოქმედის მიზნით. მაგალითად, ნატურალისტური რომანი ინგლისელ არისტოკრატთა ადიულტერის შესახებ, ჩემი აზრით, ერთგვარი მაგიური რეალიზმისა და ესკაპიზმის გამოხატულებაა და, ამდენად, ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს მაშინ, როდესაც კალვინოს ფანტასტიკური, იგავთმწერლობითი ნაწარმოებები ააშკარავებს სხვაობას რეალობასა და სიყალბეს შორის. ესაა უდიდესი გაკვეთილი, რომელიც კალვინოს შემოქმედებიდან გამოვიტანე.
ყველა მწერალს გაჰყავს გზები რეალური სამყაროდან წარმოსახული სამყაროსკენ და, ვფიქრობ, კალვინოს ნაწარმოებები სწორედ ამ მხრივაა ყველაზე საინტერესო. როგორაა გაყვანილი ეს გზა? როგორ უნდა გავაღწიოთ “აქედან” “იქამდე”? როგორ უნდა მოვხვდეთ ალფავილში, ოზის ან სასწაულთა ქვეყანაში? ყოველივე ეს კალვინოსთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენდა.
ჩემი აზრით, კალვინომ ბოლომდე შეინარჩუნა სამყაროს ორიგინალური ხედვა. ამის დასადასტურებლად მოგიყვებით მწერლის სიცოცხლის უკანასკნელი წუთების შესახებ (ჩიჩიტას მონათხრობის მიხედვით). ეს შეიძლებოდა შემთხვეოდა მხოლოდ კალვინოს. მან, სიკვდილის წინ, თავი დააღწია კომატოზურ მდგომარეობას და წარმოთქვა: “ვანი დე მარსალია, ფენომენოლოგი”, შემდეგ კი დაუმატა: “კომა”. ჩიჩიტამ არ იცოდა, ვინ იყო ვანი დე მარსალია და რატომ ფიქრობდა კალვინო მის შესახებ. იტალიის ისტორია არ იცნობს ამ სახელისა და გვარის მქონე პიროვნებას. ბოლოს კალვინოს ერთ-ერთ ადრეულ ნაწარმოებში (რომელიც მან, ახალგაზრდა, რადიკალურად განწყობილმა მწერალმა შეთხზა “უნიტასთვის”) ჩიჩიტამ აღმოაჩინა, რომ იტალოს მარქსისტული უტოპიისთვის ეწოდებინა მარქსალია. მარქსალია იქცა მარსალიად. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში კალვინომ დააკავშირა მისი შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისი და დასასრული – კომა, ე.ი. შეინარჩუნა ამ ცხოვრების ერთიანობის შეგრძნება თავისი არსებობის ბოლო, უგონო მომენტშიც.
© “არილი”