პოეზია (თარგმანი)

ალექსანდერ ანაშევიჩი

მისი ლექსი პირველად 1993 წელს ვთარნე. გაზეთ “რუბიკონისათვის” თანამედროვე რუსი პოტების პუბლიკაციას ვამზადებდი “Гуманитарный Фонд”-ის, – იმ პერიოდში რუსული ახალგაზდული და მარგინალური ლიტერატურული პროცესების ამსახველი ერთ-ერთი საკეთესო ლიტერატურული გაზეთის, – ნომრებიდან, და ბევრი შესაძლო ავტორიდან რამდენიმეთა შორის ალექსანდრ ანშევიჩიც მოხდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 8 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევდებოდით, დავმეგობდებოდით, ჩემვის მისი პოზია ძალიან ახლობელი გახდებოდა და მისი კვლავაც და კვლავაც თარნის სურვილიც გამიჩდებოდა. ეს დაახლობა კი თანამედროვე რუსული ხელოვნების ფესტივალის RE:АРТГРУЗ-ის წყალობით მოხდა (სხვათა შორის, ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილის – სტანისლავ ლვოვკის – ერთი ლექსიც მქონდა 1993-ში “რუბიკონისათვის” გადმოქართულებული).

­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­

ძა­ლი­ან ძნე­ლია დღე­ვან­დელ უკ­­დე­გა­ნო რუ­სუ­ლე­ნო­ვან პო­­ზი­ას ასე თუ ისე სრულ­ყო­ფი­ლად იც­ნობ­დე, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც მე მას ვიც­ნობ, ახ­­ლი თა­­ბის ავ­ტორ­თა შო­რის ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ხმად, ნამ­­ვილ ფე­ნო­მე­ნად მი­მაჩ­ნია.

იგი ვო­რო­ნე­ჟე­ლია. 1971 წელს და­­ბა­და. თავს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბით ირ­ჩენს, ლექ­სე­ბის გარ­და, პი­­სებ­საც წერს, ოღ­ონდ დრა­მა­ტურ­გია რამ­დე­ნად ეხ­მა­რე­ბა თა­ვის რჩე­ნა­ში, ეს უკ­ვე აღ­არ ვი­ცი. 1999 წელს ანდ­რეი ბე­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­­რე­ატ­თა შორტ-ლის­­ში მოხ­­და. შე­იძ­ლე­ბა ბევ­­მა ამ პრე­მი­ის შე­სა­ხებ არ­­ფე­რი იც­ის, არ­­და იგი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნაა აღ­­­რე­ბის რუ­სულ კულ­ტუ­რა­ში. პრე­მია საბ­ჭო­ურ პე­რი­ოდ­ში, 70-იან წლებ­ში და­წეს­და ყო­ველ­­ვა­რი ოფ­­ცი­­ზის გა­რე­შე. ჟი­­რის წევ­რე­ბი მუ­დამ ის მწერ­ლე­ბი იყვ­ნენ, არ­­ნა­­რად რომ არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ საბ­ჭო­ურ კო­ნი­უნ­­ტუ­რას და ამ ჯილ­დო­თი ცდი­ლობ­­ნენ ის ავ­ტო­რე­ბი წარ­მო­­ჩი­ნათ, რომ­ლე­ბიც ახ­ალ გზებს ეძ­ებ­­ნენ რუ­სულ მწერ­ლო­ბა­ში. ამ მარ­გი­ნა­ლუ­რი პრე­მი­ის ლა­­რე­­ტებს ჯილ­დოდ ერთ ბოთლ არ­აყს, ერთ ვაშლს და მა­ნე­თი­ანს გა­დას­ცემ­­ნენ ხოლ­მე. გა­ვი­და დრო და აღ­მოჩ­­და, რომ პრე­მი­ის ბევ­რი ლა­­რე­­ტი და ლა­­რე­­ტო­ბის კან­დი­და­ტი დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის ავ­ან­გარ­­შია. ამ­­ტო­მაც რამ­დე­ნიე წე­ლია, რაც რუ­სეთ­ში და­იწყეს სე­რი­ის – “ანდ­რეი ბე­ლის პრე­მი­ის ლა­­რე­­ტე­ბი” გა­მო­ცე­მა. სხვა­თა შო­რის, ამ სე­რი­­თაა გა­მო­ცე­მუ­ლი ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩის მე­გობ­რის, ას­­ვე ვო­რო­ნე­ჟე­ლის და ას­­ვე RE:АРТГРУЗის მო­ნა­წი­ლის, ელ­­ნე ფა­ნა­­ლო­ვას კრე­ბუ­ლი.

ალ­ბათ ალ­ექ­სანდრ ან­­შე­ვი­ჩიც მა­ლე მოხ­­დე­ბა ამ სე­რი­­ში, დღემ­დე კი მას გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი: “Столько ловушек” (1997); “Сигналы Сирены” (1999); “Неприятное кино” (2001). ამ პუბ­ლი­კა­ცი­­ში ბო­ლო ორი წიგ­ნი­დან ნა­თარ­­­ნი ლექ­სე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ვი­საც მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა და­­ინ­ტე­რე­სებს, შე­უძ­ლია იგი საკ­მაო დო­ზით იპ­­ვოს ელ­მი­სა­მარ­­ზე: http://www.vavilon.ru/texts/anashevich/.


მთარ­­­ნე­ლი


თარგმნა შოთა იათაშვილმა

ავ­ად­­­ყო­ფობ­დი, პო­­მა, პე­ტერ­ბურ­გი

ავ­ად­­­ყო­ფობ­დი, მეხ­ვე­­და თავ­­რუ, ქუ­ჩა­ში არ შე­მეძ­ლო გას­­ლა, ჩიტ­თან მუ­სა­­ფი.

ძლივს მე­ყო ძა­ლა ავმ­­გა­რი­ყა­ვი, მო­მე­ძებ­ნა აბ­­ბი, შპრი­ცი.

რას ვი­ზამ ნე­ტა, თუ­კი ფე­ხე­ბი წა­მერ­­მე­ვა, ყვე­ლა სიტყ­ვა და­მა­ვიწყ­დე­ბა.

მო­ვას­­რებ გა­ნა, შევ­­ლებ გა­ნა წე­რი­ლის მი­წე­რას ყვე­ლა ჩე­მი მა­მა­კა­ცის­­ვის.

გა­დი­ან ქუ­ჩა­ში, ეკ­ითხე­ბი­ან გო­გოს, ფოს­ტა­ლი­ონს:

ფოშ­ტა არაა, არაა ნუ­თუ ძვირ­ფა­სი­სა­გან წე­რი­ლი რა­მე.

ის: არაა არაა ფოშ­ტა, შე­ხე­დე: ჩან­თა ცა­რი­­ლი, ამ­ით დავ­დი­ვარ,

მე თვი­თონ ვე­ლი წე­რილს ქმრის­გან, ქმა­რი ომ­შია, ერ­თი წე­რი­ლი მო­­წე­რა სამ წე­ლი­წად­ში,

სა­მი სიტყ­ვა ეწ­­რა იქ, და ის­­ნიც ვერ გა­ვარ­ჩიე,

მე­ზო­ბელ­თან ვი­ყა­ვი, რძალ­თან, მთე­ლი სო­ფე­ლი მო­ვი­­რე,

დღემ­დე ვა­ტა­რებ ჯი­ბე­ში ფურ­ცელს, ისე, რო­გორც ვეფხვს გა­ლი­­ში,

შე­ხე­დე – შტამ­პი, სამ­კუთხა და ჯა­რის­კა­ცუ­რი,

რა ფოშ­ტა­ზეა აქ ლა­პა­რა­კი, ქმრის წე­რი­ლია. აბა წე­რი­ლი?

დავ­სუს­­დი, არ ვი­ცი, შევ­­ლებ თუ არა სარ­­მელ­თან მის­­ლას, დაყ­ვი­რე­ბას, და­სახ­მა­რებ­ლად და­ძა­ხე­ბას.

სარ­­­ლი­დან ვხე­დავ: დგას პე­ტერ­ბურ­გი სვე­ლი, ვხე­დავ, რაა მის გულ­ში.

ხი­დე­ბი ტყდე­ბი­ან, იპ­­ბი­ან, ვარ­ვა­რე­ბენ ნა­თუ­რე­ბი.

ვხე­დავ ამ­ას შუ­შის მიღ­მა, სა­კუ­თა­რი ბუ­ნა­გი­დან.

ჩე­მი ბი­ნა გა­ყი­დეს და არ იც­­ან, რომ და­ვი­მა­ლე, საბ­ნის ქვეშ ვწე­ვარ.

ფუ­ლი წა­­ღეს შა­ვი ჩე­მოდ­ნით, შავ მი­წა­ში ღრმად ჩაფ­ლა­ვენ.

ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სარ­კე­ში რო­ცა ვი­ყუ­რე­ბი.

მეს­მის: ჩიტ­მა გა­იფ­რი­ნა, და­იჩხავ­ლა.

ვხე­დავ, მეს­მის, მი­მოვ­დი­ვარ, ერ­თი კია – რომ შე­ვი­შა­ლე.

მან და­­ძი­ნა, წე­რი­ლე­ბი ჩე­მი გახ­და

Б კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ მად­რი­დი­დან, აქ ჩემ­მა ცხოვ­რე­ბამ სულ სხვა მხა­რეს იბ­რუ­ნა პი­რი,

მე აქ ღია ვარ, რო­გორც სიმ-სიმ, მე­უფ­ლე­ბა იოლ­ად ყვე­ლა,

მაქვს ახ­­ლი ეს­პა­ნუ­რი წი­თე­ლი კა­ბა, ას­­თი თვა­ლი­თაც არ გი­ნა­ხავს,

ფუ­ლი არ­ას­­როს გე­ყო­ფო­და სა­მა­გი­სოდ.

იცი, ეს რაა: ნა­ქარ­გე­ბი, სამ­­ვე­ნი­სე­ბი, აკ­­რა­ტუ­ლი ნა­ხე­ლა­ვი.

მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ­ით დავ­დი­ვარ.

და­ნახ­ვაც აღ­არ შე­მიძ­ლია სა­ძა­გე­ლი ჩე­მი ძონ­ძე­ბის,

მაგ­რამ არ ვყრი სა­ნაგ­ვე­ზე, ღუ­მე­ლის­­ვის გა­მო­მად­გე­ბა.

მა­პა­ტიე, რომ ვუ­ღა­ლა­ტე ჩვენს ლა­მაზ ქა­ლაქს, ჩვენს პე­ტერ­ბურგს, ჩვენს კუნ­ძუ­ლებს, ჩვენს მეტ­როს, ყუ­რეს.

უღ­­ლა­ტებ, სუყ­ვე­ლა­ფერს და­­ვიწყებ, რო­ცა ყვე­ლა მხრი­დან გიხ­მო­ბენ,

გიმ­ღე­რი­ან მან­და­რი­ნის, ქლი­­ვის და ზე­თის­ხი­ლის მწი­ფე ხე­­ბი…

აქ ლა­ღად და ბედ­ნი­­რად ვარ მე, მცო­ნა­რე.

დე­დოფ­ლად ვგრძნობ თავს, ვე­­ბა თევ­ზად.

სუყ­ვე­ლა­ფე­რი მაქვს, რი­სი მო­ცე­მაც შე­ეძ­ლო ჩრდი­ლო­ეთს:

კა­ბა­ლი­­რო ღა­მით, მა­რაო, ღრმა დე­კოლ­ტე, წვნი­­ნი ხი­ლი.

ამ­ის სა­ნაც­­ლოდ რწმე­ნა დავ­კარ­გე.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც მიყ­ვარ­და, თაყ­ვანს ვცემ­დი – და­მა­ვიწყ­და, ვერ წა­ვი­ღე გუ­ლის სიღ­­მე­ში.

ასე ვფიქ­რობ, რომ მა­პა­ტი­ებ, რად­გან ვი­ცი: არ­ას­­როს არ­­ფერს ვა­კე­თებ­დი მე სი­ბო­რო­ტით.


У კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ სა­ტუ­სა­ღო­დან, ბედს, რო­გორც ხე­დავ, ვერ გა­ექ­ცე­ვი.

გახ­სოვს მარ­ჩი­­ლი, მი­სი ცა­რი­­ლი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი დღე­­ბი,

მი­სი უმ­­ზე­ზო­ბა, ჩა­მოშ­ლი­ლი, მშთან­­­მე­ლი ცეცხ­ლის ენ­­ბი.

მხო­ლოდ შენ გახ­სოვს ეს, მარ­ტო ვი­ყა­ვით ჩვენ მა­შინ.

აქ ის­ჯე­ბა თა­ვის მიბ­რუ­ნე­ბაც, დე­დოფ­ლის მზე­რაც, ერ­­ტი­კუ­ლი სიზ­­რე­ბიც.

მე მამ­­ვი­დე­ბენ: შე­სას­­ლელ­თან ქვის ლო­მე­ბი წვა­ნან.

შენ ამ­ბობ­დი – ეს სიყ­ვა­რუ­ლის მაგ­ნი­ტე­ბია,

შენ ამ­ბობ­დი – ის ქვის ჯავ­­ნის ქვეშ იმ­­ლე­ბა, სიღ­­მე­ში.


М კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ მო­ნას­­რის გა­ლავ­ნით გარ­შე­მორ­ტყ­მუ­ლი, შე­ვიც­ვა­ლე, შე­მო­სი­ლი სხვა­ნა­­რად ვარ.

ამ წე­რი­ლის გა­მოგ­ზავ­ნას, ალ­ბათ ვერც კი შევ­­ლებ, კა­რიბ­ჭე ხომ და­კე­ტი­ლია.

მა­ღალ კედ­ლებს ვერ გა­და­უფ­რენ: დავ­დი­ვარ მი­წა­ზე, ფრთე­ბი არა მაქვს და ისე.

გუ­შინ აქ ჯა­რის­კა­ცე­ბი ცდი­ლობ­­ნენ შე­მოჭ­რას.

მინ­დო­და ბა­რა­თი ჩი­ტე­ბის ფოს­ტით გა­მო­მეგ­ზავ­ნა.

მაგ­რამ მხო­ლოდ ყვა­ვი იყ­­რე­ბა ფან­ჯა­რა­ში, არ ელ­­დო მის­გან არც დახ­მა­რე­ბას, არც გათ­ვალ­ვას.

მთე­ლი დღე ზის ტო­ტებ­ზე, ცე­რად მი­ყუ­რებს, კვირ­ტებს კორ­­ნის.

შე­ვი­ნა­ხავ წე­რი­ლებს, შეხ­ვედ­რი­სას მთელ დას­ტას გად­მოგ­ცემ.

აქ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ყვე­ლა ლოც­ვა წა­ვი­კითხე.

რწმე­ნამ გა­იღ­ვი­ძა ჩემ­ში, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ცი­დამ, კო­ლიბ­რი­ვით.

მარ­­ვას ისე ვი­ცავ, თევ­­საც კი არ ვჭამ.

მთე­ლი დღე ოთ­ახ­ში დავ­დი­ვარ, წრე­ზე.

ვფიქ­რობ, რომ უნ­და გიყ­ვარ­დე, ახ­ლა ხომ შენ­ზე უფ­რო ახ­ლო­სა ვარ ღმერ­­თან.


С კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ ლა­ზა­რე­თი­დან, შპრი­ცე­ბია გვერ­დით,

ფლოს­ტე­ბი, ქალ­წუ­ლე­ბი, მან­და­რი­ნი – სა­ინ­ზე, და

არ­­ვინ არ მე­კა­რე­ბა, ეშ­­ნი­ათ.

აქ ახ­ალ სიტყ­ვებს ვლა­პა­რა­კობ, სხვა სა­მო­სი მაც­ვია ტან­ზე.

სამ­ჯერ ვცა­დე გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ

გა­მა­ჩე­რეს, არ გა­მიშ­ვეს, მითხ­რეს: ყვე­ლა შე­ნამ­დე­ლი, – ზღვის ფსკერ­ზეა,

მათ იმ­­დიც აღ­არ დარ­ჩათ, და ნე­ტარ­ნი არ­­ან უკ­ვე.

გუ­შინ ქა­ლე­ბი მო­მიყ­ვა­ნეს.

ერთს ეკ­­ვა ხელ­ში ჟენ­შე­ნი, მე­­რეს ბა­ზი პი­რის ღრუ­ში უგ­­გუ­ნებ­და,

მე­სა­მეს ში­ნე­ლი წა­მოს­­მუ­ლი ჰქონ­და მხარ­ზე,

მე არ გა­ვე­დი მათ­თან, გან­­რე­ვა მე­ზა­რე­ბო­და.

ნემ­სი ამ­იტ­რიპ­ტი­ლი­ნის გა­მი­კე­თეს სა­ღა­მო­თი,

საპ­რო­ცე­დუ­რო­ში ვი­დე­ქი, რო­გორც გან­დევ­ნი­ლი მან­დელ­­ტა­მი,

სის­­ლი სდი­­და მედ­დას ხე­ლებ­ზე.

შევ­ფი­ცე ექ­იმს, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბას აღ­არ აღვ­წერ,

ყვა­ვი­ლე­ბის ქო­ნი, ვთხოვ­დი, გა­მო­­წე­რა, ჩემს ძარ­­ვებს მხო­ლოდ ის მო­აძ­ლი­­რებს.

ვამ­­ვი­დებ­დი, პი­რო­ბას ვდებ­დი, მაგ­რამ სიტყ­ვა მა­ინც გავ­ტე­ხე.

ძვირ­ფა­სო, ირგ­­ლივ სი­ცა­რი­­ლე რომ არ­ის, აქ არ­­ვინ იც­ის.

ძი­ლის წინ გა­რეთ გავ­დი­ვარ, ვყვი­რი:

“ხალ­­ნო, მის­მი­ნეთ: ან­გე­ლო­ზე­ბი აკ­­კუ­ნე­ბენ, უსტ­ვე­ნენ და გვაფ­­თხი­ლე­ბენ!”

ამ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა­თა გა­მო მომ­­ლა­ვენ, მომ­წამ­ლა­ვენ – მე მე­ში­ნია.


Ю კა­ტა­ლო­გის მი­ხედ­ვით

ძვირ­ფა­სო, გწერ ღა­მის სა­თე­ვი­დან, უზ­არ­მა­ზა­რი გა­ლი­­დან,

აქ ნა­ხე­ვა­რი სამ­ყა­როა: მორ­დო­ვე­ლე­ბი, იაკ­­ტე­ბი, მკვდრე­ბი, ევ­ენ­კე­ლე­ბი.

თავ­ზე მად­გას გვირ­­ვი­ნი, ჯი­ბე­ში მიყ­რია ხურ­და.

ღამ-ღა­მო­ბით აქ იკ­რი­ბე­ბი­ან ქა­ლა­ქე­ლი უს­აქ­მუ­რე­ბი და ხე­იბ­რე­ბი.

არ იფ­იქ­რო, რომ ეს კლო­­კაა, აქ თავს იყ­რის ღვთის მთე­ლი ხრო­ვა.

ღვთის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი ყვე­ლა ფიქ­რი, შე­ძა­ხი­ლი, წა­მოყ­ვი­რე­ბა.

მე პი­რის ღრუ­ში მაქვს და­მა­ლუ­ლი ბრი­ლი­ან­ტე­ბი,

მაქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სა­მიჯ­ნუ­რო ვა­რი­ან­ტე­ბი,

ამ­ის გა­მო არ და­ხიო ეს წე­რი­ლი ოღ­ონ­დაც, მე აქ, მე­ეჭ­ვე­ბა, შევ­­ლო ღა­ლა­ტი.

ღა­მით ვწე­ვარ ფიც­რებ­ზე, ვგრძნობ: ნე­ტა­რე­ბა გვერ­დი­თაა:

მხო­ლოდ უნ­და გა­ვი­­რო ყრუ დე­რე­ფა­ნი, ჯო­ჯო­ხე­თი­ვით რომ სრულ­დე­ბა.

მო­რიგ წე­რილს იქ­­დან მოგ­წერ, თუ ამ­­ზე არ მი­პა­სუ­ხებ.


თურ­ქე­თი: სა­­თის ყიდ­ვა

სა­­თი ვი­ყი­დე ნა­წილ-ნა­წილ სტამ­ბუ­ლის ბა­ზარ­ში.

მფლეთ­და ძაღ­ლი უზ­არ­მა­ზა­რი, მო­ნა­დი­რე, მწე­ვა­რი იმ­­სათ­ვის,

რომ ვი­ყი­დე ერ­თი კი­ლო ცი­ფერ­­ლა­ტი, კბი­ლა­ნე­ბი, ის­რე­ბი.

აჯ­­ბებ­და პა­ტა­რა კა­ბა მე­ყი­და, ბარ­ბა­რა სტრე­­ზანდს რომ აქვს, ის­­თი.

თვით ტკბილ თურ­ქეთ­შიც ხომ ბა­გე­ზე ვა­ტა­რებ­დი მის სიმ­ღე­რებს, ვერ მო­­ღო მათ სიცხემ ბო­ლო, არ მო­­კი­და ობი.

რა დრო გა­ზო­მა ჩემ­მა სათ­მა, სა­ნამ მიმ­ქონ­და უზ­არ­მა­ზა­რი ჩან­თით.

ყვე­ლა წუ­თი რომ შე­­ერ­თო, სა­ნამ ასი მეტ­რი გა­ვი­­რე ვაგ­­ლამ­დე, დღე-ღა­მემ გა­იფ­რი­ნა.

ვთრთი აღგ­­ნე­ბის­გან, თით­ქოს სა­­თი კი არ მი­მაქვს, ოქ­როს ზო­დე­ბი.

მე­ბარ­გუ­ლე­ბი გვერ­დით მომ­­ვე­ბი­ან, ჩურ­ჩუ­ლე­ბენ, თვალს უკ­რა­ვენ ერ­თი­მე­­რეს, მომ­სა­ხუ­რე­ბას მთა­ვა­ზო­ბენ

პირ­ვე­ლად მივ­დი­­დი ას­ეთ ამ­­ლას­თან ერ­თად.

არ­­ვის ვან­დობ ჩემს ბარგს, ხე­ლებს და­ვიწყ­ვეტ და არ­­ვის ვან­დობ.

უკ­მა­ყო­ფი­ლო უხ­­ში თურ­ქუ­ლი გი­ნე­ბის ქვეშ

არ­­ვის ვან­დობ, ჩემს სა­­კე­თე­სო და­ქალ­საც კი არა.

ის მე­ლო­დე­ბა მე პე­ტერ­ბურ­­ში, ნერ­ვი­­ლობს, ტაბ­ლე­ტებს სვამს, ფან­ჯა­რას არ სცილ­დე­ბა, ტა­ბუ­რე­ტი­დან არ დგე­ბა.


* * *

ლი­ლი­პუ­ტე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ კრა­კოვ­ში

წვი­მა­ში დგა­ნან

წარ­მოდ­გე­ნა და­იწყე­ბა ზუს­ტად შუ­­ღა­მი­სას

ხი­დი­დან გა­და­ვარ­და ვა­გო­ნი პა­ტა­რა ცხე­ნე­ბით სავ­სე

სა­ჰა­­რო ბურ­თე­ბი კოს­მოს­ში გაფ­რინ­­ნენ

მათ თან სდევს ის­­თი პა­ტა­რა სიკ­­დი­ლი

რომ არც კი ჩანს

მხო­ლოდ ის­­ნი ხე­და­ვენ

თა­ვი­ან­თი ლი­ლი­პუ­ტუ­რი თვა­ლე­ბით მას

ჟუ­ლი­ენს მა­ჯა­ზე უზ­არ­მა­ზა­რი ბაფ­თა აქვს

კუ­კუს ბრმა თვა­ლე­ბი

გო­ლი­ათ ჟანს კი სა­ყუ­რე­­ბი ძუ­ძუს­თა­ვებ­ზე და

სტკი­ვა თა­ვი

პა­ნი ანს და პან ბანს მკვდა­რი ბავ­­ვი გა­უჩ­­დე­ბათ

მათ წარ­მოდ­გე­ნა­ზე ანშ­ლა­გი იქ­ნე­ბა

მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­­გებს, რომ ეს მა­თი ბო­ლო შოუ იყო

ჭრე­ლი კა­რა­ვი შა­პი­ტო უფს­­რულ­ში ჩა­ინ­­­მე­ბა

თი­თო­­­ლი თა­ვის მკვდარ პა­ტა­რა კვიცს მი­­ღებს და

უფს­­რულს მიღ­მა კი­დევ ერ­თი უფს­­რუ­ლი და

ასე უს­ას­რუ­ლო­ბამ­დე

ბრმა კუ­კუ დგას წვი­მა­ში, მღე­რის:

იყ­­დეთ იყ­­დეთ ბი­ლე­თე­ბი

წარ­მოდ­გე­ნა და­იწყე­ბა ზუს­ტად შუ­­ღა­მი­სას.

© “არილი”

Facebook Comments Box