ლექცია

ტომ სტოპარდი

პრაგ­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი

ნიუ იორ­კის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­­თე­კა­ში წარ­მოთ­­მუ­ლი სიტყ­ვა

ინგლისურიდან თარგმნა ასმათ ლეკიშვილმა

ძვირ­ფა­სო აუდ­­ტო­რი­ავ, თუ­კი რა­­მე გა­მა­ოგ­ნებ­და ამქ­ვეყ­ნად, ის­ევ ას­­თი სა­თა­­რი: “სა­ნა­ხა­­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ტექ­ნი­კა და ინ­ტერ­­რე­ტა­ცია”. ნუ იფ­იქ­რებთ, ტექ­ნი­კის სა­წი­ნა­აღ­­დე­გო მქონ­დეს რა­­მე, ან­და ეს ტერ­მი­ნი მა­ში­ნებ­დეს. პი­რი­ქით, სავ­სე­ბით მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა; მა­გა­ლი­თად, ალ­პი­ნიზ­­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩემ­­ვის და, ვი­მე­დოვ­ნებ, თქვენ­­ვი­საც დღე­სა­ვით ნა­თე­ლია მი­სი არ­სი. აბა, ჰკითხეთ ნე­ბის­მი­ერ მთამ­­­ლელს ტექ­ნი­კის შე­სა­ხებ. პა­სუ­ხი, ალ­ბათ, ერ­თი იქ­ნე­ბა, უნ­და ვე­ცა­დო ისე ავ­­დე, რომ არ­სად გა­და­ვი­ჩე­ხო. რაც არ უნ­და გა­უკ­რი­ტი­კოთ მთამ­­­ლელს ეს გა­მო­ნათ­­ვა­მი, ვფიქ­რობ, სხვას ვე­რა­ფერს გი­პა­სუ­ხებთ. მთე­ლი ტექ­ნი­კაც ეგ არი. მე კი, სხვა­თა შო­რის, არა რო­გორც ლექ­ტო­რი, არ­­მედ თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი ერთ-ერ­თი დრა­მა­ტურ­გი, თავს უფ­ლე­ბას მივ­ცემ, გან­­საზ­­­რო თე­ატ­რის რა­­ბა. ჩე­მი რწმე­ნით, ეს არ­ის სცე­ნა­ზე გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი მხატ­­რუ­ლი ნა­წარ­მო­­ბი, მა­ყუ­რებ­ლის­­ვის მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო. მაგ­რამ მო­დით, ეს სა­კითხი ჯერ­ჯე­რო­ბით გვერ­­ზე გა­დავ­დოთ, მით უფ­რო, რომ თავს ვერ დავ­დებ ას­­თი გან­საზ­­­რის სი­ზუს­ტე­ზე. ერ­თი კია, ჩემს დღე­ში არ მი­მი­მარ­თავს ის­­თი ტექ­ნი­კი­სათ­ვის, ნა­წარ­მო­­ბის ტექ­­ტის სა­ზი­­ნო რომ შექ­­ნი­ლი­ყო.

ინ­ტერ­­რე­ტა­ცი­­ზეც მსმე­ნია ზო­გი რამ: მსა­ხი­­ბი ახ­დენს რო­ლის ინ­ტერ­­რე­ტა­ცი­ას, დამ­­­მე­ლი რე­ჟი­სო­რი – ტექ­­ტი­სას, მაგ­რამ, ვეჭ­ვობ მწე­რა­ლი იმ ხე­ლო­ვან­თა რიცხვს ეკ­უთ­­ნო­დეს, ვი­სი გა­დამ­ღე­რე­ბაც ასე იოლი იყ­ოს.

ამ­ას წი­ნათ სამ­სა­ხი­­ბო სკო­ლის ყმაწ­ვი­ლებ­თან მქონ­და შეხ­ვედ­რა და ას­­თი კითხ­ვა და­მის­ვეს: რა არ­ის თქვე­ნი უპ­ირ­ვე­ლე­სი მოთხოვ­ნა მსა­ხი­­ბი­სად­მი თქვენ­სა­ვე პი­­სა­ში? ჩემ­მა მოკ­­ძა­ლე­ბულ­მა პა­სუხ­მა “მკა­ფიო დიქ­ცია”, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, სი­ცი­ლი გა­მო­იწ­ვია, საკ­მა­ოდ გა­ღი­ზი­­ნე­ბუ­ლი სი­ცი­ლი, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ რა­ღა­ცას მსაყ­ვე­დუ­რობ­­ნენ კი­დეც. მე კარ­გად ვი­ცი, რა ხდე­ბა მსა­ხი­­ბის გულ­სა და გო­ნე­ბა­ში, რა ძა­ლის­­მე­ვას ით­ხოვს რო­ლის გა­თა­ვი­სე­ბა და ას­ეთ დროს დიქ­ცია თით­ქოს ბევრს არ­­ფერს უნ­და ნიშ­ნავ­დეს, მაგ­რამ, მეწ­მუ­ნეთ, არც მთლად ასეა საქ­მე! უმ­თავ­რე­სი, რა­საც ვითხოვ, სწო­რედ მკა­ფიო გა­მოთ­­მაა და უმ­­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმ­­დი მიც­რუვ­დე­ბა. რო­ცა სპექ­ტაკ­ლი მზა­დაა მთე­ლი თა­ვი­სი “ტექ­ნი­კი­თა და ინ­ტერ­­რე­ტა­ცი­ით”, გა­ნა­თე­ბით, კოს­ტი­უმ­თა დე­ტა­ლე­ბით, ბგე­რი­თი ეფ­ექ­ტე­ბით და ა.შ. ჩემ­ნა­­რი ახ­­რე­ბუ­ლი დრა­მა­ტურ­გე­ბი უმ­ორ­ჩი­ლე­სად სთხო­ვენ მსა­ხი­ობს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბით მო­­კი­დონ ამა თუ იმ ხმო­ვან-თან­­მოვ­ნის წარ­მოთ­­მას. ასე მა­გა­ლი­თად, კავ­ში­რი “თუ” (“if“) წი­ნა­და­დე­ბის თავ­ში, რო­გორც წე­სი, სცე­ნა­ზე უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა. წარ­მოდ­გე­ნის დაწყე­ბამ­დე ზე­პი­რად ვი­ცი, რამ­დენ ას­ეთ წი­ნა­და­დე­ბას შე­­ცავს ტექ­­ტი და ერ­თი უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო: ყვე­ლა მათ­გა­ნი დი­დი რუ­დუ­ნე­ბით მაქვს შე­ტა­ნი­ლი უბ­ის წიგ­ნაკ­ში…

ახ­ლა ცო­ტა რამ ინ­ფორ­მა­ცი­­ზე! აი, სცე­ნა­ზე ქალ-ვა­ჟი გა­მო­დის. კა­ცი ეკ­ითხე­ბა: – რა­მეს ხომ არ და­ლევ­დი, ძვირ­ფა­სო? ქა­ლი პა­სუ­ხობს: – რა­ტო­მაც არა. სო­დი­ან ვის­კის! ეს ყოვ­ლად უინ­ტე­რე­სო “აზრ­თა გაც­­ლა-გა­მოც­­ლა” სა­ინ­ტე­რე­სოც შე­იქ­ნე­ბა და დრა­მა­ტუ­ლიც იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფონ­ზე, რო­მელ­საც წი­ნას­წარ ფლობს მა­ყუ­რე­ბე­ლი. ვთქვათ, სე­­რი ის არ­ის, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ან­­ნი­მურ ალ­კო­ჰო­ლიკ­თა სა­ზო­გა­დო­­ბის წევ­რია, ან ვაჟ­ბა­ტონს ად­რე ად­­მი­­ნის მო­წამ­­ლა ბრალ­დე­ბო­და, ან­და სუ­ლაც მის ჭერს დრო­­ბით შე­ფა­რე­ბუ­ლი ძმა­კა­ცი ამ ვის­კის ბოთლს შარ­დის ან­­ლი­ზის­­ვის იყ­­ნებს. რო­გორ ფიქ­რობთ, აქ ტექ­ნი­კას­თან გვაქვს საქ­მე?

თან­და­თან, მგო­ნი, ვხვდე­ბი, რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს ეს ტერ­მი­ნი. ტექ­ნი­კა გახ­ლავთ კონ­­რო­ლი იმ ინ­ფორ­მა­ცი­­სა,რო­მე­ლიც სცე­ნი­დან დარ­ბა­ზი­სა­კენ მი­­დი­ნე­ბა – კერ­ძოდ, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მარ­­ვა და რე­გუ­ლი­რე­ბა. გა­მო­დის, დიდ რის­­ზე გვიხ­დე­ბა მწერ­ლებს წას­­ლა! ნუ შე­შინ­დე­ბით, არც ისე დიდ­ზე, ერ­თი შე­ხედ­ვით რომ გეჩ­ვე­ნე­ბათ!

მახ­სენ­დე­ბა შექ­­პი­რის უამ­რა­ვი დად­­მა, სა­დაც რე­ჟი­სო­რე­ბი დი­დად არ და­გი­დე­ვენ მა­ყუ­რებ­ლის­­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას (და არ მახ­სენ­დე­ბა არც ერ­თი, სა­დაც ამ მხრივ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა). აი, თუნ­დაც ტრე­ვორ ნა­ნის პირ­ვე­ლი გახ­მა­­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა: “შეც­დო­მე­ბის კო­მე­დია”. მოქ­მე­დე­ბა იწ­ყე­ბა ეფ­­სო­ში, სა­დაც იქ­­­რი ჰერ­ცო­გი ჩვენს და­სა­მოძღ­­რად და ყუ­რად­სა­ღე­ბად თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს აუწ­ყებს, რომ ეფ­­სო ქა­ლაქ სი­რა­კუ­ზას და­­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რია და ნე­ბის­მი­ერ სი­რა­კუ­ზელს, რო­მე­ლიც ეფ­­სო­ში აღ­მოჩ­­დე­ბა, შა­ვი დღე უნ­და და­ად­გეს. უეც­რად ერთ-ერ­თი მსმე­ნელ­თა­გა­ნი სა­ხით მა­ყუ­რებ­ლი­სა­კენ ბრუნ­დე­ბა და ში­შით გას­­ქე­რის დარ­ბაზს. ჯერ ერ­თი სიტყ­ვაც კი არ უთქ­ვამს. მაგ­რამ არ­სე­ბობს ერ­თი რამ, რი­თაც უს­იტყ­ვოდ “იყ­­დე­ბა”. ტან­ზე მა­­სუ­რი აც­ვია მკა­ფიო წარ­წე­რით: სი­რა­კუ­ზა! მე­ტად თა­მა­მი ინ­ტერ­­რე­ტა­ციაა, თქვენ რას იტ­ყო­დით?!

ისე კი, შექ­­პი­რის დამ­­­მე­ლე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ მსგავს ხერხს დარ­ბა­ზის “გა­სამ­ხი­­რუ­ლებ­ლად” და ამ­ის სა­­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია რი­ჩარდ ეარ­ის “ჰამ­ლე­ტი”, სა­დაც ყმაწ­ვი­ლი პრინ­ცის მა­მის აჩრ­დი­ლი ამ­­ვე პრინ­ცის ავ­ად­­ყო­ფუ­რი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფად გვევ­ლი­ნე­ბა. იგი მხო­ლოდ მის წარ­მო­სახ­ვა­ში არ­სე­ბობს და სხვა­გან არ­სად. ეარ­მა შეთხ­ზა აჩრ­დი­ლის სა­კუ­თა­რი სცე­ნა, სა­დაც მსა­ხი­ობს ორ ხმა­ში უწ­ევს ლა­პა­რა­კი – თა­ვი­სი და აჩრ­დი­ლი­სა. თქვენ უკ­ვე მიხ­­დით, ამ სი­თა­მა­მემ გარ­­ვე­­ლი უხ­ერ­ხუ­ლო­ბა რომ გა­მო­იწ­ვია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წე­სით და რი­გით, პირ­ველ სუ­რათ­ში აჩრ­დი­ლი სა­ხე­ზეა, ჰამ­ლე­ტი კი არ ჩანს. შე­დე­გი (თუ გნე­ბავთ, გა­მო­სა­ვა­ლი) კი ის გახ­ლავთ, რომ რი­ჩარდ ეარ­მა სა­ერ­თოდ უგ­ულ­ვე­ბელ­ყო ეს სცე­ნა და წარ­მოდ­გე­ნა მშვი­დად და­იწყო მე­­რე სუ­რა­თით, რო­მე­ლიც ნაკ­ლებ ამ­­ღელ­ვე­ბე­ლი და დატ­ვირ­თუ­ლია. ნამ­­ვილ “ჰამ­ლეტ­ში” კი სწო­რედ პირ­ვე­ლი ნამ­­ვი­ლი სცე­ნა მუხ­ტავს და აღ­ან­თებს მთელ პი­­სას – მოკ­ლე, ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვე­ტი ფრა­ზე­ბი, ჰა­ერ­ში დატ­რი­­ლე­ბუ­ლი საფ­­თხის სუ­ნი და ა.შ. რა არ­ის ეს? შექ­­პი­რის ტექ­ნი­კა? და თუ ასეა, იც­­და კი მან, რომ ტექ­ნი­კას ფლობ­და? ან­და აქვს ამ­ას ჩვენ­­ვის რა­­მე მნიშ­­ნე­ლო­ბა? არც კი მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ ამ გე­ნი­ოსს საქ­მე ჰქონ­და რა­­მე სა­ხის ტექ­ნი­კას­თან. მო­მი­ტე­ვეთ და ეს, ცო­ტა არ იყ­ოს, აბ­სურ­დუ­ლა­დაც კი მეჩ­ვე­ნე­ბა.

ზო­გი იმ­­საც ფიქ­რობს, რომ ოს­კარ უაილ­დის “რა მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია იყო სე­რი­­ზუ­ლი” სა­­კე­თე­სო სცე­ნუ­რი კო­მე­დიაა. აბა ვნა­ხოთ! ორ­­გი­ნალ­ში ყო­ფი­ლა ას­­თი სუ­რა­თი: ტი­პი­­რი ინგ­ლი­სუ­რი სახ­ლი ლა­მა­ზი ბა­ღით, ბაღ­ში ყმაწ­ვი­ლე­ბი – ჯე­კი და ელ­ჯერ­ნო­ნი და ორ­იც ას­­ლი, სა­ხე­ლად სე­სი­ლი და გვენ­დო­ლე­ნი. ჩე­მი არ იყ­ოს, თქვენც ხომ გეც­ნოთ ეს ოთ­ხე­­ლი! და აი, უეც­რად, ამ­­ვე ბაღ­ში ჩნდე­ბა კი­დევ ერ­თი მოქ­მე­დი პი­რი, ვინ­მე გრიმ­­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბის ამკ­რე­ფი, სას­ტუმ­როს ვა­ლის ამ­­სა­ღე­ბად რომ მობ­­ძა­ნე­ბუ­ლა. და ამ სცე­ნას, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, 17 გა­და­ბეჭ­დი­ლი გვერ­დი უკ­­ვია… ერთხე­ლაც პიტ შა­ფე­რი მე­უბ­ნე­ბა: – ო, რო იც­­დე, რა ნა­ხა ჩემ­მა თვა­ლებ­მა ნიუ იორ­კის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­­თე­კა­ში. “რა მნიშ­­ნე­ლო­ვა­ნია”…-ს ორ­­გი­ნა­ლი, მან­ქა­ნა­ზე გა­და­ბეჭ­დი­ლი ოთ­ხი­ვე მოქ­მე­დე­ბა! მე ჯერ ვერ მივ­­­დი, რა უხ­­რო­და, მე­რე გავ­­ტერ­დი: სცე­ნა­ზე პი­­სა სამ­მოქ­მე­დე­ბი­­ნია. თა­ვის დრო­ზე ჯორჯ ალ­ექ­სან­დერს, მსა­ხი­ობ-მე­ნე­ჯერს რე­პე­ტი­ცი­ის წინ ტექ­­ტი შე­უკ­ვე­ცია. სხვა­თა შო­რის, არც უაილ­დი დარ­ჩე­ნია ვალ­ში: “ის სცე­ნა, შენ რომ ზედ­მე­ტად მი­გაჩ­ნია, დი­დი ტკი­ვი­ლის ფა­სად შევ­­მე­ნი, მა­გან წა­­ღო ჩე­მი გუ­ლი, ნერ­ვე­ბი და დრო… მთე­ლი ხუ­თი წუ­თი ვცოდ­ვი­ლობ­დი!”-ო. უაილ­დი გე­ნი­­სი იყო, ალ­ექ­სან­დე­რი კი – ტექ­ნი­კო­სი.

პრაგ­მა­ტიზმს თე­ატ­­თან არ­­ფე­რი უნ­და ეს­აქ­მე­ბო­დეს. გარ­­ვე­ულ­წი­ლად, ეს სა­გან­გა­შო­დაც კი მე­სა­ხე­ბა. ჩვენ­ში უკ­ვე ჩვე­­ლებ­რივ ამ­ბად იქ­ცა ოთხ­მოქ­მე­დე­ბი­­ნი ორ­­გი­ნა­ლის სამ­ზე დაყ­ვა­ნა. თქვენ ჩემ­ზე უკ­ეთ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა ემ­არ­თე­ბა ავ­ტო­რის ტექსტს, რო­დე­საც იგი სა­ჭი­რო­ზე მეტ ად­­მი­ანს უვ­არ­დე­ბა ხელ­ში შემ­­გო­მი “ინ­ტერ­­რე­ტა­ცი­ის­­ვის”. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე “ახ­­რე­ბულ” დრა­მა­ტურგს გა­აქვს თა­ვი­სი, არ ვი­ცი, საქ­მის სა­სი­კე­თოდ თუ სა­ზი­­ნოდ, მაგ­რამ თე­ატ­რის მთე­ლი პა­რა­დოქ­სი იმ­­ში გახ­ლავთ, რომ პირ­­შო­სა­ვით ძვირ­ფა­სი და სო­ნე­ტი­ვით პი­რა­დუ­ლი ნა­წარ­მო­­ბი დად­­მის პრო­ცეს­ში ნაშ­ვი­ლებს ემს­გავ­სე­ბა. დად­­მის პრო­ცე­სი კი, რბი­ლად რომ ვთქვათ, სას­ტი­კად ემ­პი­რი­­ლია.

რო­ცა უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რია ნათ­­ვა­მი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი (ე.ი. რო­ცა ავ­ტო­რი დარ­­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ მი­სი ტექ­­ტი სცე­ნა­ზე ჩრდი­ლავს ყვე­ლა და­ნარ­ჩენს), რო­ცა სპექ­ტაკ­­მა უკ­­ნას­­ნე­ლი ხი­დი უნ­და გა­დოს სცე­ნა­სა და დარ­ბაზს შო­რის, ცხა­დი ხდე­ბა, რომ მი­სი წარ­მა­ტე­ბა “ნამ­­ვილ” ტექ­ნი­კოს­თა უნ­არ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ თე­ატ­­ში არ­­სო­დეს გი­მუ­შა­ვი­ათ, არ და­­ჯე­რებთ, რამ­დე­ნი დრო მი­აქვს თი­თო­­ულ რეპ­ლი­კას, რამ­დე­ნი ენ­ერ­გია…

აქ პა­რა­დოქ­სი კი­დევ იმ­­შია, მე­ტა­ფი­ზი­კურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნა რომ ფა­რავს. ჩვენ დავ­დი­ვართ თე­ატ­­ში, რა­თა ვი­ხი­ლოთ “ნა­წე­რი” და მი­სი შეს­რუ­ლე­ბა, ანუ თა­მა­ში. აი, სწო­რედ აქ იჩ­ენს თავს პუნ­­ტუ­­ცი­ის მნიშ­­ნე­ლო­ბა. ამ მხრივ მარ­­ლაც­და მო­სა­წო­ნია ნა­ნის “მაკ­ბე­ტი” იან მა­კე­ლა­ნი­სა და ჯუ­დი დენ­ჩის შეს­რუ­ლე­ბით. მაგ­რამ, უმ­­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი (და რე­ჟი­სო­რიც) და­ძა­ბუ­ლია და თუ ავ­ტო­რიც ესწ­რე­ბა სპექ­ტაკლს, გუ­ლის კან­კა­ლით ელ­ის რეპ­ლი­კას, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­­ცამ­­ვე­რებს ნა­წერ გვერდს, ან­და ლა­მა­ზად ააელ­ვა­რებს. ეს ის გვერ­დია, ცო­ტა ხნის წი­ნათ მას­თან რომ იყო, გა­რე­შე თვალ­თა­გან და­ფა­რუ­ლი და “მშობ­ლის” გუ­ლის გამ­ხა­რე­ბე­ლი.

ასე რომ, ჩემს მი­ერ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი სიტყ­ვათ­შე­თან­­მე­ბა “სას­ტი­კად ემ­პი­რი­­ლი” ზუს­ტად გად­მოს­ცემს მოვ­ლე­ნის არსს.

ორ­­­დე სიტყ­ვა სცე­ნი­დან დარ­ბა­ზი­სა­კენ ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მარ­­ვის შე­სა­ხებ. სპექ­ტაკ­ლის დაწყე­ბამ­დე რამ­დენ მა­ყუ­რე­ბელს აქვს წარ­მოდ­გე­ნა შექ­­პი­რის (ან უაილ­დის, ან­და მა­ვა­ნის და მა­ვა­ნის) პი­­სა­ზე? თე­ატრს კი აქვს. ზო­გან თით­­მის მთე­ლი დარ­ბა­ზი­სათ­ვის ჩი­ნუ­რია პი­­სის ტექ­­ტი. აი, ერ­ოვ­ნულ თე­ატ­­ში კი საქ­მე უკ­­თაა: ნა­ხე­ვარ დარ­ბაზს მა­ინ­ცა აქვს წა­კითხუ­ლი ორ­­გი­ნა­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დის წარ­მარ­­ვა გათ­ვით­­ნო­ბი­­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის­­ვის ამაო გარ­ჯაა და სხვა არ­­ფე­რი.

მსურს გა­ვიხ­სე­ნო ჩე­მი პი­­სა “ნამ­­ვი­ლი ამ­ბა­ვი”. რა მწვა­ვე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია დად­­მის­თა­ნა­ვე! გულ­და­საწყ­ვე­ტი კი ის გახ­­დათ, რომ ვერც ლონ­დონ­ში და ვერც ნიუ იორკ­ში ვერ მო­ვი­ხელ­თე ვერც ერ­თი წუ­თი, რო­ცა დარ­ბა­ზი სა­თა­ნა­დოდ აღ­იქ­ვამ­და სცე­ნა­ზე მომ­­დარს. მხო­ლოდ 17 წლის მე­რე, ერთ-ერ­თი რე­პე­ტი­ცი­ის დროს მივ­­­დი, რომ ტყუ­­ლად ვცხა­რობ­დი მა­შინ. ხომ არ ვი­ცო­დი, რამ­დენ კაცს ჰქონ­და წა­კითხუ­ლი ჩე­მი ნა­წარ­მო­­ბი. მა­ინც რამ­დენს? დარ­ბა­ზის ერთ, სამ, თუნ­დაც ცხრა მე­­თედს სმე­ნო­და რა­­მე მის შე­სა­ხებ? მაგ­რამ ას­­თი მა­თე­მა­ტი­კა ხომ აშ­კა­რად ირ­­ლე­ვან­ტუ­რია! ფაქ­ტი­­რად, იმ­­საც მივ­­­დი, ჩე­მი “გამ­ბი­ტიც” ას­­ვე ირ­­ლე­ვან­ტუ­რი რომ გახ­­დათ. მთე­ლი იდეა სა­ტი­რი­სა, მხი­ლე­ბი­სა, 17 წლის წინ ასე სა­ხა­ლი­სოდ რომ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, ახ­ლა მო­მა­ბეზ­რებ­ლად, უინ­ტე­რე­სოდ და­მე­სა­ხა. ხომ არ აჯ­­ბებ­და, წი­ნას­წარ გა­მეფ­­თხი­ლე­ბი­ნა აუდ­­ტო­რია, აქა და აქ გა­­ცი­ნეთ და აქ კი შე­წუხ­დით-მეთ­ქი?

ამ­ის შემ­დეგ ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ას­­თი დას­­­ნა გა­მო­ვი­ტა­ნე: სუ­ლაც არა ღირს ორ­ჯერ ნახ­ვა ის­­თი პი­­სი­სა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბაც მთლი­­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­­დუმ­ლოს) და­მალ­ვა­ზე. ერ­თა­დერ­თი რამ, რაც ღირ­­ყოფს მის ორ­ჯერ ნახ­ვას, არ უნ­და იყ­ოს მხო­ლოდ “თხრო­ბა” იმ გა­გე­ბით, რო­გო­რი­თაც მა­შინ ვხმა­რობ­დი ამ სიტყ­ვას. ეს კი უნ­და მცოდ­ნო­და დრა­მა­ტურგ კაცს.

ერთხელ მქონ­და ბედ­ნი­­რე­ბა, თვა­ლი მე­დევ­ნე­ბი­ნა პრო­ფე­სი­­ნა­ლი მთხრო­ბე­ლი­სათ­ვის მუ­შა­­ბის პრო­ცეს­ში (დი­ახ, თვა­ლი მე­დევ­ნე­ბი­ნა, ვი­ნა­­დან ენა სპარ­სუ­ლი გახ­­დათ) და ვნა­ხე, რომ ამ “შო­­შიც” აპ­­რებ­­ნენ იმ ამ­ბის გად­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც მათ გა­რე­შეც უწ­ყო­და მა­ყუ­რე­ბელ­მა (ჩვენ­შიც ხომ იგ­­ვე ხდე­ბა შექ­­პი­რის დად­­მი­სას!). მარ­­ლაც, არ­ის რა­ღაც თვით­შემ­­ღუ­და­ვი კვან­ძის გახ­­ნი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­ცა სწო­რედ სა­ბო­ლოო სცე­ნაა მთა­ვა­რი და არა თა­ვად თხრო­ბის სტრუქ­ტუ­რა. კა­ცი ათ­ჯერ გა­და­­კითხავს დე­­მონ რა­ნი­ონს და ათ­ჯერ­ვე სი­­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ გა­ნა ბევრს და­­ბა­დე­ბა ო’ჰენ­რის თუნ­დაც ორ­ჯერ წა­კითხ­ვის სურ­ვი­ლი? ნა­ხავთ მე­­რედ “ხა­ფანგს”? რაც შე­­ხე­ბა დე­ტექ­ტივს, ე.წ. იდ­­მალ ნა­წარ­მო­ებს, მთე­ლი გუ­ლით ვი­ზი­­რებ ედ­მუნდ ვილ­სო­ნის აზრს ამ ჟან­რის შე­სა­ხებ. “რა­ში მე­ნაღ­­ლე­ბა, ვინ გა­­სა­ღა რო­ჯერ ეკ­რო­­დი?” კითხუ­ლობს ეს ად­­მი­­ნი. ჩემს თე­ზისს ასე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ­დი, გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო სა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ ჟან­რის პი­­სა, თუ დარ­ბაზს წი­ნას­წარ გა­ვაც­ნობთ მკვლელს.

ვი­ცი, არ­აპ­რინ­ცი­პუ­ლო­ბას დამ­წა­მებთ, მაგ­რამ მა­ინც ვიტყ­ვი, რომ სე­რი­­ზუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა არ­ის დარ­გი, რო­მე­ლიც გარ­­ვე­ულ­წი­ლად გვი­მა­ლავს ინ­ფორ­მა­ცი­ას. ისე კი, ამ სალ­ტო მორ­ტა­ლეს ლექ­სი­კო­ნის სიმ­წი­რე მა­ბედ­ვი­ნებს: ცნე­ბა­თა რა­­დე­ნო­ბა ისე აღ­­მა­ტე­ბა ამ ცნე­ბა­თა გა­მომ­ხატ­ველ სიტყ­ვებს, რომ ზო­გი­ერ­თი ამ უკ­­ნას­­ნელ­თა­გა­ნი (მათ შო­რის ჩემს მი­ერ პა­ტივ­დე­ბუ­ლი “ინ­ფორ­მა­ცია”) სხვა­დას­­ვა მნიშ­­ნე­ლო­ბებს წარ­მო­­ჩენს და რა გა­გე­ბი­თაც ვხმა­რობ მე სიტყ­ვა “ინ­ფორ­მა­ცი­ას”, მას არ­­ფე­რი ეს­აქ­მე­ბა თხრო­ბის ელ­­მენ­ტებ­თან, უფ­რო თხრო­ბის შე­საძ­ლო ვა­რი­ან­­ზე მი­­თი­თებს.

ეზ­რა პა­უნდს თუ და­ვე­სეს­ხე­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც არ არ­ის მი­ჯაჭ­ვუ­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, არ გა­აჩ­ნია ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, “რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს ეს?” ყო­ველ მო­ნათხ­რობს აქვს უნ­­რი, შე­მოგ­­თა­ვა­ზოს რა­ღაც სხვა, სიღ­­მი­სე­­ლი, იმ­ის გარ­და, რა­საც უშ­­­ლოდ გა­მო­ხა­ტავს და ას­­თი ეფ­ექ­ტუ­რი, ქმე­დი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა ზედ­მი­წევ­ნით ამ­ბი­ვა­ლენ­ტუ­რია. ამ­ბა­ვი თით­ქოს უნ­და იყ­ოს მე­ტა­ფო­რა იმ იდ­­­სა, რო­მელ­საც სა­მა­ლა­ვი­დან გა­მო­ვიტყუ­ებთ და მა­ყუ­რებ­ლის ცნო­ბი­­რე­ბამ­დე და­ვიყ­ვანთ. მაგ­რამ აქ­ვე ის­მის კითხ­ვა: რა იდ­­­სა? კვლავ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ზუს­ტი პა­სუ­ხის მიგ­ნე­ბა. მაქს ფრი­შის “ცეცხ­ლის წამ­კი­დებ­ლებ­ში” ვი­ღაც ჭკუ­­დან გა­და­სუ­ლე­ბი შე­ნო­ბებს წვა­ვენ… მოქ­მე­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბურ­ჟუ­­ზი­­ლი ოჯ­­ხის ფონ­ზე. ერ­თი შავ­­ნე­ლი პი­როვ­ნე­ბა იჭ­რე­ბა ამ ოჯ­ახ­ში მდგმუ­რის ნიღ­ბით და მას მა­ლე მე­­რე სა­ეჭ­ვო სუ­ბი­ექ­ტიც უერთ­დე­ბა. ის­­ნი სახ­ლის ზე­და სარ­თულს იკ­­ვე­ბენ, დრო და დრო სად­ღაც ორთ­­­დე­ბი­ან და მა­თი ყო­ვე­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა ქა­ლაქ­ში რო­მე­ლი­მე შე­ნო­ბის და­ნახ­ში­რე­ბით გვირ­­ვინ­დე­ბა. მაგ­რამ ოჯ­ახს და, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ამ ოჯ­­ხის თავს, არ სურს უს­­­მოვ­ნო დას­­­ნის გა­მო­ტა­ნა, იმ­ის შემ­დე­გაც კი, რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით იხ­­ლავს, რო­გორ იმ­­რა­გე­ბენ სხვენ­ში ეს შეპყ­რო­ბი­ლე­ბი ბენ­ზი­ნის კა­ნის­­რებს. ბო­ლოს სა­ეჭ­ვო მდგმუ­რი ქვე­და სარ­თულ­ზე ჩა­მო­დის და ერთ კო­ლოფ ას­ანთს ით­ხოვს. ოჯ­­ხის მა­მა ამ­­ზე უარს არ ეუბ­ნე­ბა და მათ გა­სა­მარ­­ლებ­ლად ას­ეთ რა­მე­საც კი აც­ხა­დებს: ეს­­ნი რომ ცეცხ­ლის წამ­კი­დებ­ლე­ბი იყვ­ნენ, რა, სა­კუ­თა­რი ას­ან­თის შოვ­ნა გა­­ჭირ­დე­ბო­დათ?.. მა­ლე მთე­ლი მი­სი სახ­ლი ალ­ში ეხ­ვე­ვა…

30-იან წლებ­ში ჰიტ­ლე­რის ზე­­ბას ხომ არ უკ­ავ­შირ­დე­ბა ეს მე­ტა­ფო­რა? ზო­გი იმ­­საც მე­უბ­ნე­ბა, რა ჰიტ­ლე­რი, ავ­ტო­რი აქ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში კო­მუ­ნის­ტე­ბის მომ­­ლავ­რე­ბას გუ­ლის­­მობ­სო. თქვენ შე­იძ­ლე­ბა სხვა რამ და­­ნა­ხოთ და არ არ­ის გა­მო­რიცხუ­ლი, ყვე­ლა ერ­თად რომ ვცდე­ბო­დეთ. კი ვამ­ბობ, ინ­ფორ­მა­ცია და­ფა­რუ­ლია-მეთ­ქი, მაგ­რამ იქ­ნებ აქ არც არ­სე­ბობს გად­მო­სა­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცია? უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, რომ თხრო­ბას აქვს ეს უნ­­რი და პი­­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნე­ბის წინ­­­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა (იმ პი­­სა­თა სა­პი­რის­პი­როდ, სხვა უამ­რა­ვი ღირ­სე­ბა რომ ამ­კობთ), ზედ­მი­წევ­ნით უნ­და ფლობ­­ნენ ამ უნ­არს, რაც ყო­ველ­­ვის ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­კა­ვე­ბის გზით, ამ სიტყ­ვის სრუ­ლი და უპ­ირ­ვე­ლე­სი მნიშ­­ნე­ლო­ბით.

“მო­თო­კე რის­­ვა”, “გო­დოს მო­ლო­დინ­ში”, “და­ბა­დე­ბის დღე”. აი, ის სა­მი პი­­სა, ფრი­ად რომ აგ­ვა­ღელ­ვა ჩე­მი თა­­ბის ახ­ალ­გაზ­­და დრა­მა­ტურ­გე­ბი. ის­­ნი ერთ­­ვარ “ტრი­ოდ” აღ­იქ­მე­ბო­და, მაგ­რამ არ­­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ტრი­ლო­გი­ად. სო­მერ­სეთ მო­­მი შო­კი­რე­ბუ­ლი იყო ოს­ბორ­ნის პი­­სით (“მო­თო­კე რის­­ვა”), უფ­რო სწო­რად, ერთ-ერ­თი სცე­ნუ­რი პერ­სო­ნა­ჟით და თა­ვი­სე­ბუ­რად შე­ამ­კო კი­დეც: თა­ვან­კა­რა ნა­ძი­რა­ლაა! მარ­თა­ლია, ოს­ბორ­ნის დრა­მა ახ­­ლი სიტყ­ვა აღ­მოჩ­­და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მაგ­რამ არ წარ­მო­­ჩე­ნია რა­­მე სიღ­­მი­სე­­ლი, აქ ყვე­ლა­ფე­რი აშ­კა­რა იყო, ხე­ლის გულ­ზე გა­დაშ­ლი­ლი. სუ­ლაც არ არ­ის გა­სა­­ცა­რი პი­­სა, ძა­ლი­ან რომ მო­­წო­ნა ტე­რენს რე­ტინ­­მა (მან, სხვა­თა შო­რის, მეც აღ­მაფ­­თო­ვა­ნა). ერ­თი პი­რო­ბა მსგავ­სის წე­რა­საც შე­ვუ­დე­ქი, მაგ­რამ მა­ლე­ვე ავ­­ღე ხე­ლი ამ გან­­რახ­ვა­ზე. რა აზ­რი ჰქონ­და? ეს ხომ უკ­ვე ნათ­­ვა­მი იყო! და თა­ნაც, მე ვერ დავ­წერ­დი ას­ეთ რა­მეს (თუმ­ცა, ეს უბ­რა­ლო “ტექ­ნი­კუ­რი ფორ­მა­ლო­ბაა”). მთა­ვა­რი კი ის გახ­­დათ, რომ მე გა­ვი­გე, ჩავ­­­დი, რი­სი თქმა სურ­და ოს­ბორნს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამ იდ­­ის სცე­ნა­ზე გა­ცოცხ­ლე­ბა.

სულ სხვაა “გო­დოს მო­ლო­დინ­ში” და “და­ბა­დე­ბის დღე”. გა­მიძ­ნელ­და იმ­ის დად­გე­ნა, თუ რო­გორ იყო “გა­კე­თე­ბუ­ლი” ეს ორი პი­­სა, უფ­რო მე­ტიც, ვერ გა­ვარ­­ვიე, თუ რა იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. იმ­ას კი ვიტყ­ვი, რომ ორ­­ვე ერთ­­რო­­ლად საკ­მა­ოდ ამ­­ღელ­ვე­ბე­ლიც იყო და იდ­­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლიც, თა­ნაც მათ აშ­კა­რად გა­­უქ­მეს მა­ნამ­დე სცე­ნა­სა და დარ­ბაზს შო­რის და­დე­ბუ­ლი კონ­­რაქ­ტი. გახ­სოვთ ალ­ბათ, იყო ას­­თი უს­იტყ­ვო შე­თან­­მე­ბა – თუ­კი თავს შე­­წუ­ხებ­დი და სპექ­ტაკლს და­ეს­­რე­ბო­დი, იმ სპექ­ტაკლს კე­თი­ლი უნ­და ენ­­ბა და გარ­­ვე­­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკ­ის­რა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ნი­მუ­მის გა­ცე­მი­სა, სა­ერ­თო აზ­რის შე­საქ­­ნე­ლად რომ არ­ის აუც­­ლე­ბე­ლი. “გო­დოს მო­ლო­დინ­მა” კი ერ­თი­­ნად გა­და­­ხა­ლი­სა ეს მი­ნი­მუ­მი, სა­მა­რა­დი­სოდ თუ არა, დღე­ვან­დელ დღემ­დე მა­ინც. “და­ბა­დე­ბის დღე­მაც”, მარ­თა­ლია ცო­ტა სხვაგ­ვა­რად, მაგ­რამ მა­ინც იგ­­ვე გა­­კე­თა და მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ ორ­­ვე ავ­ტო­რი “ასე სას­ტი­კად მო­მექ­ცა”, მე მათ მა­ინც ვენ­დო­ბი და მშვე­ნივ­რად ვი­ცი, რა­ტომ! იმ­­ტომ, რომ სი­­რე­­ლიზ­მი, და­და­იზ­მი და თით­­მის ყვე­ლა ამ­დაგ­ვა­რი მიმ­დი­ნა­რე­­ბა ჩემ­­ვის ყოვ­ლად მი­­ღე­ბე­ლი იყო (და არ­ის), თუმ­ცა ზოგ­ჯერ ძა­ლუძ­დათ გუ­ლის გა­ხა­ლი­სე­ბა, რო­გორც ლუდ­ხა­ნა­ში უეც­რად ატ­­ხილ მუშ­ტი-კრივ­სა და ჭურ­­ლის მსხვრე­ვას. ამ ორ პი­­სას კი არ­­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო ად­რინ­დე­ლებ­თან. არ იყვ­ნენ ირ­­ცი­­ნა­ლურ­ნი, ორ­აზ­რო­ვან­ნი, არ ქმნიდ­ნენ ყალბ ეფ­ექტს თხრო­ბის სტრუქ­ტუ­რის, ფიქ­რის პრო­ცე­სი­სა თუ სა­გან­თა შო­რის კავ­ში­რის დარ­­ვე­ვის ხარ­­ზე. ცი­­რიხ­სა და პა­რიზ­ში წა­მოწყე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბის ად­რე­­ლი მო­დერ­ნის­ტუ­ლი მცდე­ლო­ბა­ნი ამ­ათ­თან შე­და­რე­ბით ბავ­­ვურ თა­მა­შად მეჩ­ვე­ნე­ბა. ორ­­ვე პი­­სა სხვა გა­გე­ბით შე­­ცავ­და იდ­­მა­ლე­ბას. თხრო­ბის სტრუქ­ტუ­რა იყო წმინ­და და დახ­ვე­წი­ლი, ის­­თი წმინ­და, რომ ზოგ­ჯერ ვერც კი აღ­იქ­ვამ­დით, წმინ­და, რო­გორც ობ­­ბას ქსე­ლი, რო­ცა ფიქ­რობთ, რომ იქ აღ­არ არ­ის, გაწყ­და, მაგ­რამ მცი­რე­დი მოძ­რა­­ბა საკ­მა­რი­სია მის ხე­ლახ­ლა აღ­მო­სა­ჩე­ნად. მათ, ცხა­დია, არ­­ფე­რი აქვს შექ­­პირ­თან სა­ერ­თო, მაგ­რამ სწო­რედ ის დაგ­ვა­ნა­ხეს, რაც ასე და­მატყ­ვე­ვე­ბელ­სა და ახ­ლო­ბელს ხდის შექ­­პირს და კი­დევ ერთხელ შეგ­ვახ­სე­ნეს, თუ რო­გო­რი უნ­და იყ­ოს პო­­ზია: სიტყ­ვა – შე­კუმ­შუ­ლი, აზ­რი – ყოვ­ლის­მომ­­ვე­ლი.

ლექ­ცი­ას და­ვას­რუ­ლებ მო­ნო­ლო­გით ჯე­იმს სონ­დერ­სის პი­­სი­დან “სხვა დროს გიმ­ღე­რებ”. სა­­მი­სო მი­ზე­ზი ნამ­­ვი­ლა­და მაქვს: ეს გახ­ლავთ კო­რექ­ცია იმ კურ­სი­სა, რო­მელ­საც თა­ვად მივ­­ვე­ბო­დი. ვფიქ­რობ, რომ ტექ­­ტის, თვით­­მა­რი ტექ­­ტის გა­რე­შე ვერ იარ­სე­ბებს თე­ატ­რი, რო­მელ­თა­ნაც ბედ­მა და­მა­კავ­ში­რა. თე­ატ­რი მარ­­ლაც რომ ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნაა და იქ მხო­ლოდ სიტყ­ვა არა კმა­რა, სხვაც ბევ­რია სა­ჭი­რო, მაგ­რამ ეს “სხვაც” არ­­ფე­რია უს­იტყ­ვოდ და ბგე­რი­სა და სი­ნათ­ლის მარ­თე­ბუ­ლი შე­თან­­მე­ბი­სას სწო­რედ გარ­­ვე­ულ სიტყ­ვა­თა გარ­­ვე­­ლი რი­გია (ხში­რად საკ­მა­ოდ იდ­­მა­ლი), ასე ძა­ლი­ან რომ ხვდე­ბა მა­ყუ­რებ­ლის გულს.

სამ­მა პი­­სამ (“მო­თო­კე რის­­ვა”, “გო­დოს მო­ლო­დინ­ში”, “და­ბა­დე­ბის დღე”) მი­ზეზ­თა სხვა­თა და სხვა­თა გა­მო გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნა სა­კუ­თა­რის შექ­­ნა. მოგ­ვი­­ნე­ბით კი, 1962-სა თუ 63-ში ვნა­ხე “სხვა დროს გიმ­ღე­რებ” და წა­მო­ვი­ძა­ხე: – აი, ეს არ­ის! ახ­ლა კი ვი­ცი, რა უნ­და გა­ვა­კე­თო. მარ­თა­ლია, მსგავ­სი არ­­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია (ვერ შევ­ძე­ლი), მაგ­რამ ცო­ტა ხომ წა­ვი­ოც­ნე­ბე, ეს­ეც დი­დი რა­მეა ამ ცხოვ­რე­ბა­ში.

მაშ ასე, შე­პი­რე­ბუ­ლი მო­ნო­ლო­გი ამ პი­­სი­დან:

“გინდ და­­ჯე­რე და გინ­და არა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ არ­სე­ბულს მიღ­მა მიჩ­­მა­ლუ­ლია მდგო­მა­რე­­ბა, სევ­და რომ ჰქვია. მუ­დამ იქ არ­ის, ზე­და­პირს ქვე­მოთ, ფა­სა­დის უკ­ან, ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად ახ­ლოა შენ­თან, ფორ­მის და­ლან­­ვაც ხელ­გე­წი­ფე­ბა, რო­გორც და­ლან­დავ მზის სი­ნათ­ლე­ზე აუზ­ში კობ­რის ბრტყელ, მუქ სი­ლუ­ეტს და უკ­ვე იცი, ის სულ იქ იყო, სად­ღაც სიღ­­მე­ში, ზე­და­პირს მიღ­მა, მა­ში­ნაც, რო­ცა ეფ­­რე­ბო­დი, საჭ­მელს უყ­რი­დი დინჯ იხ­ვებ­სა და გულ­­ვი­ად გე­დებს, იქ იყო თევ­ზი, თუნდ უხ­­ლა­ვი. ასე იყო და ასე იქ­ნე­ბა. რო­ცა და­ლან­დავ წყლის სარ­კის მიღ­მა, არც კი შე­იმ­­ნევ, ზურგს აქ­ცევ ალ­ბათ და შენს შვი­ლებ­თან, შენს პა­ტა­რებ­თან სი­ცილ-ხარ­ხა­რით იკ­ოტ­რი­­ლებ მწვა­ნე მდე­ლო­ზე. აი, ეს არ­ის მდგო­მა­რე­­ბა, სევ­და რომ ჰქვია!”

1999

© “არილი”

Facebook Comments Box