• პოეზია (თარგმანი)

    ტო­ნი­ნო გუ­ე­რა

    ქარ­ბორ­ბა­ლა

    ხან­გა­მოშ­ვე­ბით, წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ, სულ რომ არ ელი, მინ­დო­ბი­ლი რო­ცა ხარ ფიქ­რებს, ამ­­ვარ­დე­ბა ქარ­ბორ­ბა­ლა უს­­ზარ­ლე­სი, რო­მელ­საც ჰქვია “დი­დი მტვე­რი” და რომ­ლის მოს­­ლის მა­უწყე­ბე­ლი არ­ის მი­წის მცი­რე მი­მოძ­­რა. მი­წის­გუ­ლი­დან, სიღ­­მი­სე­ულ კრა­ტე­რე­ბი­დან ამ­­დის იგი და სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ლო­კავს სახ­ლებს და ბი­ნა­დარ­თა უძ­რავ სა­ხე­ებს. და ვაი იმ­ას, ვინც ამ ქა­ოსს გა­და­ეყ­რე­ბა, სუყ­ვე­ლა კარ­გავს მეხ­სი­­რე­ბას: შვი­ლე­ბი მა­მებს, ცო­ლე­ბი – ქმრებს და მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ვე­ღა­რა ცნო­ბენ.

    მე­რე ჩად­გე­ბა თან­და­თან ქა­რი, შე­­წო­ვე­ბა ღრმა კრა­ტე­რებ­ში, იბ­რუ­ნებს თა­ვის პირ­ვან­დელ სა­ხეს დი­დიც, პა­ტა­რაც, სახ­ლიც და კა­რიც. და აღ­არ ახ­სოვთ უკ­ვე რაც მოხ­და “დიდ­­­­რი­­ნო­ბის” ჟამს ამ მხა­რე­ში.

    კე­დელ­ზე მი­ნაჯღაბ­ნი

    ამ კე­დელს კი­დევ შერ­ჩე­ნია ჩე­მი ნაჯღაბ­ნი,

    ცარ­ცი მე­ჭი­რა ცალ ხელ­ში და წე­რას ვსწავ­ლობ­დი,

    ვა­ხუ­ჭუ­ჭებ­დი ცა­ლი ხე­ლით ფარ­თო ხვე­­ლებს.

    ამ კე­დელს კი­დევ შერ­ჩე­ნია ჩე­მი ნაჯღაბ­ნი.

    კვი­რად­ღე

    კვი­რად­ღე­­ბით, რო­დე­საც შინ არ­­ვი­ნაა,

    და მი­წუ­რუ­ლი არ­ის ივ­ლი­სის,

    გავ­დი­ვარ ხოლ­მე ტე­რა­სა­ზე დრო­გა­მოშ­ვე­ბით

    ვდგა­ვარ და ვუს­მენ ამ კედ­ლებს მიღ­მა,

    ქა­ლა­ქის შიგ­ნით დაგ­რო­ვილ დუ­მილს.

    ხა­რე­ბი

    რა დრომ გვი­წია!

    ნი­შა ხა­რებს ზურ­გი ვაქ­ცი­ეთ.

    მათ ნაჩ­ლი­ქა­რებს ვე­ღარ ვნა­ხავთ მი­წის მტკა­ველ­ზე,

    უნ­და შევ­წუხ­დეთ, რა­­დე­ნი გას­წი­ეს ჯა­ფა

    ახ­ლა კი დგა­ნან სოფ­ლის ბო­ლოს თავ­ჩა­ქინ­­რულ­ნი

    ყას­ბის ბა­წა­რი აბ­­ათ ყელ­ზე.

    * * *

    პი­დიო იყო მე­წა­ღე და მას უც­­ბე­დად

    შაშ­ვი გა­ექ­ცა გა­ლი­­დან, ჩვენ კი ვე­ლო­დით

    ფრინ­ვე­ლის უკ­ან დაბ­რუ­ნე­ბას სულ­წა­სუ­ლე­ბი,

    და რო­ცა ჩრდი­ლი ფარ­თო ეზ­ოს გა­და­სე­რავ­და

    თვალს ვა­ყო­ლებ­დით მო­უთ­მენ­ლად და…

    და­ნა­ნე­ბით.

    ერთ სა­ღა­მოს კი მოშ­რი­­ლე ლერ­­მის ღო­ბე­ზე

    რა­ღა­ცა შა­ვი აქ­­ნავ­და და ალ­მა­ცე­რად

    არ­აფ­რის­­­­მე­ლად ჩვენ­­კენ უხ­მოდ გად­მო­­ხე­და,

    თვა­ლე­ბი ჰქონ­და მობ­­ჭყ­ვი­­ლე და­ნის წვე­ტი­ვით.

    ჰო­და, ფან­ჯა­რას გან­ვე­შო­რეთ ან­აზ­დე­­ლად,

    თით­ქოს ოთ­ახ­ში ვუ­ნაც­­ლებ­დით ად­გილ­სამ­ყო­ფელს

    სკა­მებს და…

    ასე ბინ­­ში ჩუ­მად ვბო­რი­­ლობ­დით.

    * * *

    ამ ფუტ­კარს თურ­მე მა­მა­მი­სის სა­ხე­ლი ჰქვია,

    მა­მას კი ერქ­ვა, ვი­ცი, ბა­ბუ­ის.

    მათ ჯიშს და ჯი­ლაგს დღეგ­­ძე­ლო­ბა და­ბე­დე­ბია,

    თაფლს აგ­რო­ვე­ბენ წვე­თიწ­ვეთ და

    აზ­­ვე­ბენ პიტ­ნის გე­მო­თი.

    ერ­თი სახ­ლი დგას სოფ­ლის გა­რეთ, ვე­ლე­ბის მიღ­მა,

    იქ ის­მის მა­თი მჭა­ხე ზუ­ზუ­ნი.

    გა­ზაფხულ­ზე კი მა­ტა­რებ­ლე­ბი ამ­­რი­კა­ში

    გა­დიქ­რო­ლე­ბენ ატ­მე­ბის და ვაშ­ლე­ბის ბა­ღებს

    და გა­და­აქვთ ფუტ­­რე­ბის სკე­ბი.

    მა­ტა­რებ­ლე­ბი მა­ჭან­­ლებს ჰგვა­ნან

    ყვა­ვი­ლებს შო­რის თა­ვა­ღე­რი­ლებს.

    გა­ზაფ­ზუ­ლო­ბით ფუტ­­რე­ბი სკებს

    სო­ფელ-სო­ფელ და­­ტა­რე­ბენ,

    რომ ყვა­ვი­ლე­ბი და­­ორ­სუ­ლონ

    და არ­აფ­რი­დან ჩნდე­ბა ხი­ლი:

    ვაშ­ლი, ატ­­მი ოქ­რო­რე­­ლი.

    ერ­თი ყლუ­პი წყა­ლი

    ყო­ველ­­ვის რო­ცა ავ­ტო­ბუ­სით პე­ნა­ბი­ლი­დან

    სან­ტარ­ქან­ჯე­ლოს ნაც­ნო­ბი გზით მი­ვემ­­ზავ­რე­ბი

    პი­ეტ­რა­კუ­ტას შემ­დეგ მხვდე­ბა ვიწ­რო სად­გუ­რი

    გა­მოფხა­ვე­ბულ ჯი­ბე­სა­ვით მი­ტო­ვე­ბუ­ლი

    ორ­მოც­და­­თი წე­ლი­წა­დი სრულ­დე­ბა უკ­ვე

    რაც ლი­ან­და­გი აყ­რი­ლია ამ ხრი­ოკ გზა­ზე.

    ად­რე კი, ად­რე აქ დაქ­როდ­ნენ მა­ტა­რებ­ლე­ბი,

    ჯერ რი­მი­ნი­დან მო­აფ­­­ვევ­­ნენ თევ­ზის სიმ­­რა­ლეს

    მე­რე კი უკ­ან­მობ­რუ­ნე­ბულთ, ღა­მე­გა­მოვ­ლილთ,

    მოჰ­ქონ­დათ ყვე­ლას მძაფ­რი სუ­ნი და ოხ­ში­ვა­რი.

    ჰო, მა­მა­ჩე­მიც ამ მთებს შო­რის ეხ­­ტე­ბო­და

    ჯერ ცხე­ნით, მე­რე იმ სატ­ვირ­თო მძი­მე მან­ქა­ნით,

    რო­მე­ლიც ღრმუ­ლებს გვერდს უქ­ცევ­და და დგან­­გა­რებ­და.

    მა­მა წვი­მა­ში მა­ტა­რე­ბელს ელ­­დე­ბო­და,

    შინ­ჩა­სულს უკ­ვე სად­გურ­ზე­ვე ეგ­­ბე­ბოდ­ნენ.

    მე კი ვმგზავ­რობ­დი ავ­ტო­ბუ­სით და ფან­­რე­ბი­დან

    ვხე­დავ­დი სად­გურს და სად­გურ­თან სა­პირ­ფა­რე­შოს,

    რომ­ლის კედ­ლებ­საც გარს ეხ­ვია ვა­ზის ფო­თო­ლი,

    იქ­ვე მგზავ­რე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ ყლუ­პი წყლი­სათ­ვის.

    და ერთხელ თურ­მე ნა­შუ­ად­ღევს,

    ჰო, ნა­შუ­ად­ღევს,

    მო­­ლოდ­ნე­ლად ყრუ ბა­ქან­ზე ჩა­მოხ­ტა კა­ცი,

    შავ­­­რე­მა­ნი და თავ­შიშ­ვე­ლი, დინ­ჯი და მშვი­დი,

    და საქ­მი­­ნად ეს­­უბ­რა სად­გუ­რის უფ­როსს!

    მე­რე გა­ირ­­ვა, რომ ის კა­ცი პო­­ტი იყო

    გვა­რად პა­უნ­დი და იმ დი­ლას გა­რინ­დე­ბუ­ლი

    სან­ტა მა­რია დან­ტი­კო­ში, ეკ­ლე­სი­­ში

    გან­მარ­ტო­­ბით იდ­გა დიდ­ხანს თა­ვაშ­ვე­რი­ლი

    და შეს­­ქე­რო­და ლუ­კა დე­ლა რო­ბი­ას მარ­ტო…

    და ქან­და­კე­ბაც იდ­გა მდუ­მა­რედ.

    ოქ­ტომ­ბე­რი

    ის რომ პირ­ვე­ლად ვნა­ხე დიდ­რონ მსხლებს აბ­რუ­ნებ­და,

    ამ­ზე­­რებ­და სხვა და­სეტყ­ვილ ხილ­საც ფუს­ფუ­სით,

    მე­რე კი გოგ­რის თეთ­რი თეს­ლი გა­შა­ლა ფარ­თედ

    ჟან­გი­ან თუ­ნუქს მო­­ფი­ნა სვე­ლი მარ­­­ლე­ბი.

    მკვა­ხე ვაშ­ლე­ბი გა­ახ­ვია თი­ვის ზვი­ნულ­ში,

    აკ­­დო­­ბი წა­­გავ­და სა­ფან­ტის გრო­ვებს,

    ნი­­დაგს მაგ­რად ჩა­სო­ბო­და თა­ვი კომ­ბოს­ტო

    რო­მელ­საც იგი თავ­თხელ ნა­ცარს კოვ­ზით აყ­რი­და.

    ბოს­ტა­ნი იყო ლა­ზა­რე­თი, ის კი ექ­­მი

    და რუ­სე­თი­დან ქარ­ბორ­ბა­ლა შე­მო­იგ­რაგ­ნა

    გა­­პო ცა და შეშ­ლი­ლი­ვით ფან­­რებს მი­ას­­და

    წა­შა­ლა ფოთ­ლის ქსო­ვი­ლე­ბი, ფრინ­ველ­თა ფრთე­ბი…

    მას ელ­­სეო ერქ­ვა, იყო ოთხ­მოც­ზე მე­ტის

    რან­კო­ში დარ­ჩა საცხოვ­რებ­ლად სულ მარ­ტოდ­მარ­ტო,

    იქ ოქ­ტომ­ბერ­ში რო­ცა ქა­რი წა­მო­­ბე­რავს

    ზედ კრა­მი­ტებ­ზე რა­კა­რუ­კით ცვი­ვა კაკ­ლე­ბი

    და კრა­ზა­ნე­ბი ოთ­­ხებ­ში დატყ­ვე­ვე­ბულ­ნი

    სამ­ზე­­სა­კენ გზას წვა­ლე­ბით ვე­ღარ იგ­ნებ­ნენ.

    * * *

    ოქ­ტომ­­რის ერთ დღეს სე­ირ­ნობ­­ნენ ის­­ნი მშვი­დად

    მდი­ნა­რის გას­­­რივ ქვი­შის ბი­ლიკ­ზე.

    მათ ეს­­უბ­რა ზღვის შე­სა­ხებ ვა­ჭა­რი ქა­ლი –

    თევ­ზით ვაჭ­რობ­და, და­დი­­და ვე­ლო­სი­პე­დით,

    მე­რე სამ­­ვა­ლა გა­­კე­თა, ამ სამ­­ვა­ლა­თი

    ყუ­თებს ზი­დავ­და თევ­ზი­თა და ყი­ნუ­ლით სავ­სეს.

    და თან ჰყვე­ბო­და არ­ხე­­ნად ზღვის ახ­ალ ამ­ბებს

    ხორ­ცის მთე­ბი დგას ქვი­შა­ზეო, იმ­­­რებ­და,

    და ვე­შა­პებ­საც არ ასც­დე­ბათ გან­საც­დე­ლიო.

    მათ კი, რი­კო­სა და ზა­­რას, ერ­თად მო­­რულთ,

    ზღვა არ ენ­­ხათ, ზღვის დგა­ფუ­ნი არ გა­­გო­ნათ

    და ახ­ლა, რო­ცა მო­­ყარ­ნენ ოთხ­მო­ცი წლი­სა,

    რა გა­დაწყ­ვი­ტეს რომ იც­­დეთ? სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­­რო­ბა.

    პეტ­რე­ლა გვი­დის მი­და­მო­ში სახ­ლობ­­ნენ მა­შინ,

    იქ, სა­დაც ხში­რად უკ­ვე ნა­ცად მე­ჯი­ნი­ბე­ებს

    ცხე­ნე­ბი სად­ღაც გა­ურ­ბოდ­ნენ გა­აფ­­რე­ბულ­ნი –

    მი­წას ტო­რავ­­ნენ, ფრუ­ტუ­ნებ­­ნენ და ჭიხ­ვი­ნებ­­ნენ,

    ღა­მით კი იდ­გა ახ­ლად­ნაცხობ პუ­რის სურ­ნე­ლი,

    და გა­აფ­­რე­ბით ვარ­ვა­რებ­და მძლავ­რი ღუ­მე­ლი.

    რი­კო და­ლა­ქად მუ­შა­ობ­და, ვის აღ­არ კრეჭ­და

    – კა­ცებს და ქა­ლებს, ცხვრებს და ვი­რებს და მათ­ნა­­რებს

    ზა­­რა სახ­­ში ირ­ჯე­ბო­და წყლით სავ­სე ჯა­მით,

    ას­უფ­თა­ვებ­და ეზო-კა­რის კუთხეს და კუნ­ჭულს.

    © “არილი”

  • პოეზია

    ეკა ქევანიშვილი

    დაგეგმილი მაქვს


    დაგეგმილი მაქვს ბოლო სიტყვები,

    ტანიდან სულის გამოყვანამდე –

    გახეთქილი ტუჩიდან რომ უნდა დამცვივდეს.

    დაგეგმილი მაქვს

    მარცხენა ხელი, უსიცოცხლოდ დაბლა დახრილი,

    და მზერა მაქვს დაგეგმილი, ძალით სიცილჩატენილი,

    როცა ამიყვან.

    სასეიროდ მოსულ ხალხში უშეცდომოდ შესრულებული

    ხელოვნური სუნთქვის რიტუალიც გათვლილია.

    ისე ღიად უნდა მისუნთქო, ისე მძლავრად,

    შენი შიშით,

    ქარბორბალა გარეუბნებში სამუდამოდ გადაიკარგოს.

    დათვლილია ის წუთებიც,

    აფეთქებიდან მინავლებამდე.

    და სიჩქარეც დაკვეთილია

    ფართოდ გაშლილ ორმხრივ ტრასაზე,

    220!

    მაგრამ მანამდე,

    მოპირდაპირე მხრიდან მოფრინავს ვიღაც, თავზეხელაღებული.

    მერე მაშველებს შუა გზაში უთავდებათ უცებ საწვავი.

    თეთრხალათიან გადამრჩენებს ეშლებათ ქუჩა.

    აღმოჩნდება, რომ სისხლის ბანკიდან ბოლო წვეთები წინა დღეს გაქრა.

    გადამცემ ბოძებს მოულოდნელად ეცემა მეხი!

    მე კი მაინც დაგეგმილი მაქვს როგორ გაიგებ:

    ერთდროულად გაწყვეტილი ჩემი და შენი კაპილარი

    მარჯვენა ნესტოს ჩაუვლის და

    სისველედ ჟონვას განაგრძობს მანამ,

    სანამ მოწმენდილ ცაზე სრულიად მოულოდნელად

    ჭექა-ქუხილი დაგიწერს, რომ

    ვენები – ჩვენი საერთო სისხლით

    მის საშველად

    კილომეტრების მოშორებით გადაისროლო.

    ვიდრე ყველა არ დაიჯერებს, რომ

    ისეთი ბუნებრივია და ისეთი უსასწაულო,

    ორ ადამიანს,

    ერთდროულად

    და განსხვავებულ განედებზე

    წასკდეთ ცხვირიდან ერთმანეთი.


    რაზეც ვდგავართ


    რაზე დგას ეს წონასწორობა?

    თუ თავი მზეში გაქვს გაჩრილი –

    ყელზე ცეცხლის გიზგიზებს რგოლი.

    და ვინც შენსკენ გადმოხტება,

    ტემპერატურა უნდა დაწიო,

    დამწვრობას რომ გადაარჩინო.

    თუ სუნთქვა – დენთი

    მოკრძალებულ ფეიერვერკად გისკდება ცაში,

    გადარჩენილი ნაპერწკლები გიკვდება თმებზე.

    საიდან ეს მჭედლის ძალა,

    ცეცხლისმფრქვეველი ხარების ფლოქვებს

    როგორ უნაცვლებ სუსტ ხელისგულებს,

    როცა თესავ შენივე თავს სხვა ცხოვრებაში.

    საიდან შეგრჩა

    ძალა დგომის,

    ძალა გაცემის.

    ძალა შექმნის.

    ძალა დარჩენის.

    საიდან, თუ დახვრეტამდე,

    წასაკითხი დაგრჩა მხოლოდ ერთი ფსალმუნი.

    სახელსა და გვარზე, ადამიანო,

    შენი ძველების აჩრდილების,

    დანგრეული ტაძრის ლოდებში ჩატნეულ,

    დიდ ომში ალეწილ ტანკზე ჩამოღვენთილ,

    ქების სიგელებზე ოქროსფრად მიხატულ

    სახელსა და გვარზე გიდგას ახლა ტერფები.

    როგორც დაღი,

    ნომრიანი რკინის ფირფიტა,

    უნდა ატარო.

    ვინაობის მკრთალი ზოლი შუბლის ძარღვთან,

    რომელიც სულ ჩანს.

    და რომელიც, თუ გაგიწყდა,

    სამუდამოდ დაგამახინჯებს.

    უხმაუროდ

    მივაჯახუნე ეს რკინის კარიც.

    თითქოს სახლის.

    ილუზია – ციხე ჩავკეტე.

    ამ სიჩუმეში გამაგრებული,

    დუმილით გბომბავ.

    კედლებზეა აყუდებული დაზეთილი იარაღი.

    ტყვიების აცმა – შემორტყმული წელზე,

    მძიმეა.

    შენც ისევ ისე, ზურგით აკრული ამაგრებ კუთხეს,

    ასწლიან ომში,

    ზავის დროს რომ ჩამოგინგრიე – არ გემეტება.

    თან, გაზაფხულზე,

    ნატყვიარზე ამოხეთქილ ენძელებს უვლი.

    უხმაუროა შენი ჭურვებიც.

    დროგამოშვებით,

    ცოცხლები თუ ვართ, შესამოწმებლად

    ჰაერში ვისვრით.

    დამზვერე – ნახავ:

    მე

    ახლა უფრო.

    ამ ზამთარში,

    ასჯერ უფრო. როცა

    თოვლია და ხიდიკარი ჩაკეტილია,

    მე, დასჯილი ერისთავის კარ-მიდამოდან

    ვფენ შერიგების ბაირაღებს,

    მოქარგულს ნისლით – ხევებიდან ამოვახვიე.

    ახლა ათასჯერ

    უფრო ხშირად

    გადავყურებ ხრამს ციხის უკან –

    რაც დავიტოვე, ის იარაღიც ხომ არ დავლეწო.

    გამოვიდოდი ხელაწეული.

    ზუსტად უნდა ვიცოდე ოღონდ –

    ჩემი ურჩი წინაპარივით თვალებს არ დამთხრი…

    რატომ გტირიმე

    რატომ ვტირი ლოცვისას. შუაღამეს. თმაგაშლილი.

    რატომ დგება ჯერ წელი, შემდეგ მკერდი, ბოლოს მხრები, ძილში.

    თითქოს სული ამომართვეს.

    რატომ გტირიმე.

    უფალო.

    შემიწყალე.

    არაფერი გამეგება შენი.

    არაფერი დამეჯერება.

    რატომ გთხოვ ამ ადამიანების გადარჩენას და გითვლი სახელებს:

    ნიცა, გიორგი, ეკატერინე, დავითი, ანნა.

    თითქოს ჯიბეში ქრთამს გიტენიდე.

    ერთო, კაცო, გაღმერთებულო.

    შენი, ალბათ, კაცებს უფრო შურთ.

    მინდა ძალა გესესხო მუჭით. როგორც მარილი.

    დაგიბრუნებ.

    როგორც კი.

    ბოლოს დაგიბრუნებ.

    შვინდას რქებზე ავუნთებ სანთლებს და ასე მოვალთ, ოღონდ ბოლოს.

    სიბერეში ფუტკრებს მოვუვლი – სხვას ვეღარაფერს შეგპირდები.

    დღეს, დღეს

    რატომ ვტირიმე უფალო.

    რადგან რასაც ხელი შევახე, გავაქვავე?

    ამ ძებნის დღეს,

    სიზმარში გეკითხები,

    შენ ხარ?

    იქნებ ეს ხარ, რომელიც ფეთქავ ყელთან, საფეთქელთან, გულთან, მაჯებზე.

    ეს ხარ, ჩემი მკვდარი მეგობრის თავთან ანთებული კანდელი.

    ახლაც და ადრეც

    მეცნობოდი, მეცნობი, შენ ხარ

    ვისაც გხედავდი,

    როცა ვცვლიდით მე და ის ღერ მარიხუანას.

    რა ადვილი იყო მაშინ,

    როცა არ გვჭირდებოდი,

    გვეგონა, გვეტენებოდი,

    მაშინ, როცა ყველას ყოფნიდი, ჩვენ გვეკიდე უფალო

    ახლა კი,

    როცა თავად არ მყოფნი,

    მინის ფერადი ნამსხვრევებით ვაწყობ შენს სახეს,

    ხელისგული რომ ჩამოგისვა,

    გადამაწერ ალბათ ჩემს ცოდვებს.

    შხამი როგორ შევუშხაპუნე ადამიანებს, როვა ისისნი წვეთოვანით მყავდა

    ძარღვებზე მიერთებული.

    უფალო, კიდევ ერთი სიმღერა შენ – გიყვები,

    ასეთი უთევზოა ჩემი ბადე.

    მუხლამდე წყალში – ვისვრი და მოჰყვება მხოლოდ თბილი, სისხლიანი გულები.

    ასე ურითმოდ,

    არითმიის ფონზე გიყვები უფალო, შენც ხომ იყავი ადამიანი?

    რა ძნელია ვთქვა:

    ჩვენ აქ ვერ ვიტანთ ერთმანეთს!

    ვერ ვიტანთ ერთმანეთს!

    მაგრამ თბილად ვიღიმით ვირტუალური „სმაილიკებით“

    ვკავდებით სექსით პირად მიმოწერაში, ადგომაც აღარ გვჭირდება

    თავლებსა და ფარდულებში სიყვარული დამთავრებულია.

    კი არ გწერ, გტირიმე უფალო,

    რადგან მახსოვს ახლაც,

    არამშობლიურ არხზე

    გადის ეროტიკული კინო,

    სადაც გეი არის უბედური და ის ხანდახან გითხოვს შენ

    როგორც პოპკორნს.

    უფალო, ასე მიყვარხარ მე,

    და ასეთია დღეს ჩემი ვარჯიში ლოცვაში.

    და გტირიმე,

    რადგან ნელ-ნელა ვხვდები

    რა ფერისაა ჩვენი დაფარული ორგანოები და

    რა მძიმეა ჩვენი სულები.

    ცეცხლია

    მე – კომფორტულად, ელექტროსკამზე.

    შენ – რა ხანია, ზიხარ ღილაკთან.

    ბრრრრრრრ

    და მაჟრჟოლებს.

    ბრრრრრრრრ ენერგიას

    მონაცვლეობით მმატებ და მაცლი.

    აქაც ცეცხლია.

    ნაპეწკლების ხელჩართული ბრძოლა ძარღვებთან.

    გილოცავ.

    კედლის კუთხეში საახალწლოდ პრიალებს

    „გეკო“.

    ზუსტად თორმეტზე.

    უნდა ავყვეთ მთების ექოს.

    ბა-ბაააააააააახ!

    ვჩხიბავ.

    ბა- ბააააააააახ! – ვაერთებ.

    ჩემი და შენი

    სახელების უმარტივესი კომბინაციაც

    გადაიქცევა ცეცხლსასროლად,

    რომლის ტარმაც ბავშვობაში შემინგრია მხარი

    და თითი,

    საჩვენებლი,

    ჩამრჩა ჩახმახთან,

    თითქოს ალქაჯებს კი არ ვაფრთხობდი, ვკლავდი,

    უფსკრულამდე ფორთხვით ჩამყავდა.

    ამ ახალ წელს

    სხვები მაშხალებს,

    ჩვენ – საკუთარ თავებს ვიფეთქებთ.

    უფრო რომ დათბეს.

    კომფორტულად,

    სკამზე ჩამომჯდარს მარტყამს შენი

    მკლავების დენი.

    ვინ რა იცის,

    გულში მუშტი რომ დაგიტრიალო,

    გამოვიყოლებ დენთის ნარჩენებს.

    საფრენი

    როგორ უნდა მიუახლოვდე.

    თუ სივრცე ისე გაიწელა,

    სამიოდე ქუჩის ადგილას – გაეჩხირა მთელი ქალაქი.

    როგორ უნდა,

    თუ საფრენი ზონაც ჩაკეტეს მოლაღურებმა.

    ზღაპრულმა ცხრა მთამ

    შვა ბორცვები, გორაკები

    ძებნის დღეს –

    გზის ასეთმა გახანგრძლივებამ

    ორივე უნდა ისე დაგვქანცოს,

    თითქმის მწვერვალს მიღწეულებმა

    ნიშნის კოცონი ვეღარ ავანთოთ.

    სანაცვლოდ ცაა,

    უერთმანეთოდ დათრთვილულები

    მას ვაშტერდებით – ვინ პირველი დაახამხამებს ყინვის წამწამებს.

    მონატრებაა.

    კარემელ „საფრენს“

    ამაოდ ვეძებ შოკოლადებს შორის დახლებზე.

    მჯეროდა ასე:

    ენის ქვეშ თუ დავადნობდი

    ღამით ტანი გამეცლებოდა

    და ფრენა-ფრენით

    ჩამოაღწევდა მთიდან ბარში,

    ანუ შენამდე – მისი მთავარი მოგზაურობა.

    საჰაერო ბურთია, მგონი,

    ეს ერთად ყოფნა – საითაც ქარი უკარნახებს.

    გადამფრენების ბასრმა ნისკარტმა თუ არ გაფხრიწა,

    მშვიდი იქნება მაშინ დაშვება.

    დღეს

    როგორ უნდა მომიახლოვდე,

    თუ ქარბუქია ხვალის პროგნოზით.

    სურათები, ადრე

    გადარჩენა რთული იყო.
    ვინც ღირსება არჩია თაყვანს,
    სახლში დარჩა და შვილებს უთხრა:
    ტყემლისაგან საუცხოო სასმელი დგება.
    და შვილებს უთხრა:არყისთვის,
    ტყის პანტა მსხალიც გამოგვადგება.
    ის ადიოდა ხეზე ფრთხილად.
    შვილები კი მოთმინებით იდგნენ ფესვებთან
    პანტის, ხანაც ტყემლის სეტყვამდე.
    მერე წებოვან, მჟავე სუნით
    გაჟღენთილ ტომრებს
    იყოფდნენ და ეჯიბრებოდნენ,
    ხანაც ერთმანეთს უპირქვავებდნენ.
    ვინ – პირველი,
    ვინ – მალე უფრო,
    ვინ უფრო მეტს მოაგროვებდა.
    ერთი ხიდან მეორე ხისკენ.
    სტვენა-სტვენით.
    ეს მელოდია,
    ტყეო, ნეტა თუ ისევ გახსოვს.
    ტყეო, რით აღარ გამოგელია…
    შებინდებისას, ყველა ხილი გვეზიზღებოდა.
    ერთმანეთს ვჩრიდით ყელში ბურთებს.
    მამა, არ მორჩა?
    მამა ამ ხეებს დღეს რა გამოლევს?
    რთული იყო თავის გატანა.
    სექტემბერში ბიჭს ახალი ფეხსაცმელი, გოგოს – ჩანთა უნდა ახარო.
    საღამო კი დგებოდა ქვევრთან.
    დღემდე ვერავინ გადაგვარწმუნა,
    ძირი თუ ჰქონდა თიხას ოდესმე.
    არაყი პურზე იცვლებოდა.
    არაყი ყველზე იცვლებოდა.
    არაყი ფულზე იცვლებოდა.
    რაც რჩებოდა – რჩებოდათ სტუმრებს.
    როგორც ფუტკრები,
    ჩვენს სკა-სახლს თავს რომ დასტრიალებდნენ.
    ღამით, ქუჩაში, ჟრიამულში, წივილ-კივილში,
    ეს ამბავი არ გაუგიათ.
    ოდნავ, სულ ოდნავ ეწვოდა ბიჭს და ეწვოდა გოგოს ხელისგულები.
    დღეს ეს კადრი მიცოცხლდება ყველა ტყეში – ამქვეყნად.
    ის – კენწეროზე.
    ჩვენ – მუხლებზე ვდგავართ ფესვებთან.
    ხეზე ასვლა არ გვისწავლია.

  • პროზა (თარგმანი)

    ლუი-ფერ­დი­ნანდ სე­ლი­ნი


    მოგ­ზა­­რო­ბა ღა­მის კი­დე­ზე

    ფრაგ­მენ­ტი რო­მა­ნი­დან

    ფრანგულიდან თარგმნა ლალი ლალიაშვილმა

    ბა­ღის სიღ­­მე­ში, დე­დაბ­რის ქოხ­მა­ხის ირგ­­ლივ ძვე­ლი ცოცხე­ბი­სა და დამ­­­რე­­ლი სა­ქათ­მე გა­ლი­­ბის გრო­ვა იდ­გა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ირგ­­ლივ აღ­მარ­თუ­ლი შე­ნო­ბე­ბის ჩრდილ­­ვეშ მოქ­ცე­­ლი­ყო. დე­და­ბე­რი თა­ვის ბუ­ნა­გი­დან არ­­სო­დეს გა­მო­დი­­და. მის­­ვის საკ­ვე­ბის მო­წო­დე­ბაც კი მთე­ლი ამ­ბა­ვი იყო. შინ სა­კუ­თარ შვილ­საც არ უშ­ვებ­და, ეშ­­ნო­და მკვლე­ლე­ბი­სა და მძარ­­ვე­ლე­ბის.

    რძალ­მა ახ­ლა სხვა სა­შუ­­ლე­ბა გა­მო­ნა­ხა ოჯ­­ხის ეკ­­ნო­მი­კის გა­სამ­ყა­რებ­ლად და ქმარს კბი­ლი მო­­სინ­ჯა, ურ­­გო არ იქ­ნე­ბო­და დე­და სენ-ვენ­სე­ნის მოწყა­ლე­ბის დებ­თან მიგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა, ის­­ნი ხომ სწო­რედ ას­ეთ უს­აშ­ვე­ლო მო­ხუ­ცებს ეფ­ოფ­რე­ბი­­ნო. ქმა­რი დუმ­და. მთე­ლი მი­სი არ­სე­ბა იმ შე­­ნე­ლე­ბელ გუ­გუნს მო­ეც­ვა, ყურ­ში რომ ედ­გა. “არ მა­ძი­ნებს ეს გრუ­ხუ­ნი”, – ჩა­­ლა­პა­რა­კა თა­ვის­­ვის. მარ­­ლაც ძილს ვერ იკ­­რებ­და, გუ­ლის­ყუ­რით უს­მენ­და საყ­ვი­რის, დაფ­და­ფი­სა და ორ­კეს­­რის ხმებს… დღე­ცა და ღა­მეც ამ ყო­ფა­ში იყო. ხმა­ურს ვერ იშ­­რებ­და თა­ვი­დან.

    თუმ­ცა თან­და­თან, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამ ახ­ალ ჭირ­საც შე­ეჩ­ვია და სენ-უენ­ის ბა­ზარ­საც კი მი­­კითხა ცოლ­თან ერ­თად. ეს ბა­ზა­რი ყვე­ლა­ზე იაფ ბაზ­რად ითვ­ლე­ბო­და იმ მი­და­მო­ებ­ში. ცოლ-ქმა­რი დი­ლი­დან გა­დი­­და და მთელ დღეს იქ ატ­­რებ­და. ეს დრო იმ­ის­­ვის იყო სა­ჭი­რო, რომ გათ­­ლე­ბი გა­­კე­თე­ბი­ნათ და ფა­სებ­ზე მო­­ლა­პა­რა­კათ, სცოდ­ნო­დათ, რა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და ფუ­ლის და­ზოგ­ვა… და­ღა­მე­ბი­სას, რო­ცა ქუ­ჩა წყნარ­დე­ბო­და, ან­რუ­ებს მძარ­­ვე­ლე­ბი­სა და მკვლე­ლე­ბის ში­ში იპყ­რობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით – ქალს. კა­ცი კი სა­სო­წარ­­ვე­თი­ლი, თა­ვის გრუ­ხუნს უბ­რუნ­დე­ბო­და.

    – “ასე რო­გორ და­ვი­ძი­ნებ! – გან­გებ ხმა­მაღ­ლა იმ­­­რებ­და, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი პა­ნი­კა­ში ჩა­ეგ­დო. “ვერც კი წარ­მო­იდ­გენ!..” – ეუბ­ნე­ბო­და ცოლს.

    ცოლს კი არც უც­დია გა­­გო რას ლა­პა­რა­კობ­და ქმა­რი და ვერც წარ­მო­ედ­გი­ნა, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რებ­მა აგ­რე­რი­გად შე­­წუ­ხოს ად­­მი­­ნი.

    – “ეგ არ­­ფე­რია! ყუ­რი და­მიგ­დე, ჯო­ბია დე­დას მივ­ხე­დოთ. რა­მე უნ­და ვი­ღო­ნოთ, ხომ ხე­დავ, ცხოვ­რე­ბა დღი­თი დღე ძვირ­დე­ბა, დე­დაბ­რის შე­ნახ­ვა კი­დევ უფ­რო გა­ჭირ­დე­ბა… ნამ­­ვი­ლი ინ­ფექ­ცი­ის ბუ­დეა მი­სი საცხოვ­რე­ბე­ლი!..”

    ერ­თა­დერ­თი სტუ­მა­რი, ან­რუ­­ბი რომ იღ­ებ­­ნენ, მო­სამ­სა­ხუ­რე ქა­ლი იყო. ქა­ლი კვი­რა­ში სამ­ჯერ და­დი­­და მათ­თან. მო­სამ­სა­ხუ­რე სა­წო­ლის და­ლა­გე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბო­და ქ-ნ ან­რუ­ის და ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­­ბის ყო­ველ გა­დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ქ-ნი ან­რუი რაც შე­ეძ­ლო ხმა­მაღ­ლა აც­ხა­დებ­და: “არ­­სო­დეს ვა­ჩე­რებთ ფულს სახ­­ში”, იმ ან­გა­რი­შით, რომ მო­სამ­სა­ხუ­რე მის სიტყ­ვებს ყველ­გან და ყო­ველ­­ვის გა­­მე­­რებ­და. ამ­ით თავს იზღ­ვევ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­ქურ­­ვი­სა და მკვლე­ლო­ბი­სა­გან.

    მა­ნამ ცო­ლი და ქმა­რი თა­ვის ოთ­ახ­ში ავ­­დოდ­ნენ, სა­გულ­და­გუ­ლოდ კე­ტავ­­ნენ ყვე­ლა გა­სას­­ლელს, თან ერთ­მა­ნეთს ამ­ოწ­მებ­­ნენ. ბა­ღის სიღ­­მე­ში დე­დაბ­რის ქოხ­საც შე­ავ­ლებ­­ნენ თვალს, ენ­თო თუ არა ლამ­ფა, რაც ნი­შა­ნი იყო იმ­­სა, რომ ცოცხა­ლია. ის ხომ არ­­სო­დეს აქ­რობ­და ლამ­ფას. ზეთ­საც ხომ უმ­ოწყა­ლოდ ხარ­ჯავ­და. მკვლე­ლე­ბის ეშ­­ნო­და, ეშ­­ნო­და შვი­ლე­ბი­საც. ოცი წლის მან­ძილ­ზე, ზამ­თა­რი იყო თუ ზაფხუ­ლი, არ­­სო­დეს გა­­ღია ფან­ჯა­რა და არც ლამ­ფა ჩა­უქ­რია.

    დე­დაბ­რის მწირ პენ­სი­ას ვა­ჟიშ­ვი­ლი გა­ნა­გებ­და და მის შე­ნახ­ვას ახ­მარ­და. საჭ­მელს კა­რებ­თან უტ­­ვებ­­ნენ. ფულს უზ­­გავ­­ნენ. თით­ქოს არ­­ფე­რი უჭ­ირ­და, მაგ­რამ სულ წუ­წუ­ნებ­და. კა­რე­ბი­დან ილ­ან­ძღე­ბო­და თუ მის სო­როს ვინ­მე მი­­ახ­ლოვ­დე­ბო­და. “გა­ნა ჩე­მი ბრა­ლია, რომ ბერ­დე­ბით დე­დი­ლო, – სცა­და გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა რძალ­მა, – სნე­­ლე­ბა მოგ­ძა­ლე­ბი­ათ, რო­გორც ყვე­ლა ას­­კო­ვანს…”

    – “ას­­კო­ვა­ნი თა­ვი გა­ბია! არ­ამ­ზა­დავ! კახ­პავ! სწო­რედ შენ მდებ მაგ ბინ­ძუ­რი ტყუ­­ლე­ბით სა­მა­რე­ში!..”

    დე­და­ბე­რი გა­ხე­ლე­ბუ­ლი უარ­ყოფ­და თა­ვის ხნო­ვა­ნე­ბას… უარ­ყოფ­და ყვე­ლა­ფერს, რაც მი­სი ქო­ხის მიღ­მა ხდე­ბო­და. მას­თან შე­რი­გე­ბი­სა თუ მი­ახ­ლო­­ბის ყვე­ლა ცდა ამაო იყო. ეგ­­ნა, კარს თუ გა­­ღებ­და, ავ­სუ­ლე­ბი შე­მო­ეჭ­რე­ბოდ­ნენ, შე­იპყ­რობ­­ნენ და ბო­ლოს მო­­ღებ­­ნენ.

    – “გა­თახ­სი­რე­ბუ­ლე­ბო, – გაჰ­­ვი­რო­და დე­და ან­რუი, – თვა­ლე­ბი ყველ­გან გა­მო­გის­ხი­ათ და პი­რე­ბი ჭი­პამ­დე და­გიფხ­რე­წი­ათ, რომ მხო­ლოდ ტყუ­­ლი რო­შოთ… ეს­­თე­ბი ხართ ყვე­ლა…”

    ის ტამ­­ლის ბა­ზარ­ში ნას­წავ­ლი ენ­ით მეტყ­ვე­ლებ­და, სა­დაც პა­ტარ­ქა­ლო­ბა­ში დე­დას­თან ერ­თად ძველ­მა­ნე­ბით ვაჭ­რობ­და. იგი იმ მდა­ბი­­თა ფე­ნას ეკ­უთ­­ნო­და, რო­მე­ლიც არ უფრ­თხის სი­ბე­რის მო­ახ­ლო­­ბას.

    – “თუ ჩემს ფულს არ მომ­ცემ, სა­მუ­შა­ოდ გა­ვალ! გას­ძა­ხო­და რძალს, – გეს­მის წუ­პა­კო? სა­მუ­შა­ოდ გა­ვალ!”

    – “ძა­ლა რო აღ­არ შეგ­წევთ დე­დი­ლო!”

    – “ვის არ შეს­წევს ძა­ლა! შე­მო­ეთ­რიე ერ­თი ამ სო­რო­ში, მა­შინ გიჩ­ვე­ნებ ყო­ფის ჭა­მას!”

    და ცოლ-ქმა­რიც გა­­რი­დე­ბო­და ხოლ­მე მის თავ­შე­სა­ფარს.

    ეტ­ყო­ბა ან­რუ­ებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­დათ, რა­დაც უნ­და დას­­დო­მო­დათ, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ჩემ­­ვის დე­და­ბე­რი, და ამ­­ტო­მაც მი­მიწ­ვი­ეს. მაგ­რამ იმ­­სათ­ვის, რომ ჩე­მი ვი­ზი­ტი შემ­­გა­რი­ყო, სა­ჭი­რო შე­იქ­ნა მთე­ლი რი­გი ხრი­კე­ბის მოხ­მო­ბა. კარ­გად ის­იც არ მეს­მო­და, რას ელ­ოდ­ნენ ჩემ­გან.

    რო­გორც ჩანს, ბაბ­რის დე­­დამ, კონ­სი­ერ­­მა, შთა­­გო­ნა მათ, რომ წყნა­რი, თა­ვა­ზი­­ნი, და­­ზა­რე­ლი ექ­­მი ვი­ყა­ვი… ცოლ-ქმარს აინ­ტე­რე­სებ­და, შე­მეძ­ლო თუ არა მო­ხუ­ცის მორ­ჯუ­ლე­ბა მხო­ლოდ წამ­ლე­ბის სა­შუ­­ლე­ბით… თუმ­ცა ერ­ჩივ­ნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რძალს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ფსი­ქი­ატ­რი­ულ ჰოს­პი­ტალ­ში გა­მემ­წე­სე­ბი­ნა…

    მთე­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­­თი ვა­კა­კუ­ნეთ, ბო­ლოს კა­რი გა­­ღო და მო­ხუ­ციც გა­მოჩ­­და. გამ­­მა­რი, გა­ნაც­რის­ფე­რე­ბუ­ლი ლო­ყე­ბის ზე­მოთ მო­ვარ­დის­­რო ქუ­თუ­თო­­ბი­დან ცოცხა­ლი თვა­ლე­ბი მოგ­ჩე­რე­ბო­და. გა­ფო­რი­­ქებ­და მი­სი შე­მო­ხედ­ვა, ყვე­ლა­ფერს გა­ვიწყებ­და იმ ხა­ლი­სის შეგ­­­ნე­ბა, მის­და­­ნე­ბუ­რად რომ გა­მოკ­­თო­და თვა­ლე­ბი­დან, და ინს­ტინ­­ტუ­რად ცდი­ლობ­დი ეს შეგ­­­ნე­ბა დიდ­ხანს შეგ­­ჩე­ნო­და.

    იყ­­რე­ბო­და და აც­ოცხ­ლებ­და ირგ­­ლივ წყვდი­ადს ყმაწ­ვი­ლუ­რი ხა­ლი­სით. ოდ­ნა­ვი, მაგ­რამ უტ­ყუ­­რი გა­ტა­ცე­ბით, რი­სი უნ­­რიც ჩვენ დღეს უკ­ვე აღ­არ გაგ­ვაჩ­­და. გაბ­ზა­რუ­ლი ხმით ილ­ან­ძღე­ბო­და, მაგ­რამ, რო­გორც კი იწ­ყებ­და ჩვე­­ლებ­რი­ვად ლა­პა­რაკს, ხმა ეწ­მინ­დე­ბო­და. ცოცხ­­დე­ბოდ­ნენ აზ­რე­ბი და ფრა­ზე­ბი და ისე ეწ­ყო­ბოდ­ნენ, თით­ქოს­და ჯი­რი­თით მოჰ­­ვე­ბოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს. ახ­ლაც ის­­ვე გა­მოს­დი­­და სა­უბ­რი­სა და სიმ­ღე­რის მო­ნაც­­ლე­­ბა, რო­გორც იმ ხა­ნად, რო­ცა იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვი იყო ასე მეტყ­ვე­ლე­ბა, რომ ვი­საც ეს ძალ­და­­ტა­ნებ­ლად არ შე­ეძ­ლო, ხეპ­რედ და შტე­რად ითვ­ლე­ბო­და.

    მო­ხუ­ცი ახ­ლა­და­მოყ­რი­ლი ტო­ტე­ბით შე­მო­სულ ბე­ბერ ხეს ჰგავ­და. მხი­­რუ­ლი იყო დე­და­ბე­რი; უკ­მა­ყო­ფი­ლო და ბუზ­ღუ­ნა, ჩა­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც მხი­­რუ­ლი. ოდ­ნა­ვა­დაც არ და­ეთ­­გუ­ნა უპ­ოვ­რო­ბა­სა და სი­დუხ­ჭი­რეს, რო­მელ­შიც ოც წელ­ზე მე­ტი იყო, ცხოვ­რობ­და. ის კი არა, თა­ვი­სი ბუ­ნა­გის მიღ­მა არ­­ფერს ცნობ­და, თით­ქოს სი­ცი­ვე, სიკ­­დი­ლი და ყვე­ლა უბ­­დუ­რე­ბა სწო­რედ გა­რე­დან ემ­უქ­რე­ბო­და. აქ უშ­იშ­რად იყო, ეჭ­ვიც არ ეპ­­რე­ბო­და თა­ვის საღ გო­ნე­ბა­ში, ისე სწამ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის, რო­გორც რა­ღაც უტ­ყუ­­რის და სა­მუ­და­მოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლის. მე კი ამგ­ვა­რი რწმე­ნის მო­პო­ვე­ბის ძი­­ბა­ში ქვე­ყა­ნა მო­ვირ­ბი­ნე.

    გი­ჟად თვლიდ­ნენ მო­ხუცს, ამ­ის თქმა ად­ვი­ლი კია, მაგ­რამ სა­ბა­ბი მხო­ლოდ ის იყო, რომ თორ­მეტ წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ მე­ტად არ გა­მო­სუ­ლა თა­ვი­სი ბუ­ნა­გი­დან. ალ­ბათ, ჰქონ­და მი­ზე­ზე­ბი, მაგ­რამ არ აპ­­რებ­და ჩვენ­­ვის გამ­ხე­ლას… არ უნ­დო­და რა­მე და­­კარ­გა… არ გვიმ­ხელ­და, რომ ცხოვ­რე­ბა აღ­არ ხიბ­ლავ­და.

    რძა­ლი ის­ევ ფსი­ქი­ატ­რი­­ლი ჰოს­პი­ტა­ლის თე­მას უტ­რი­­ლებ­და.

    – “ხომ ხე­დავთ, ექ­­მო, რა შე­რე­კი­ლია… შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­რეთ გა­მო­აგ­დო. თუმ­ცა სა­სარ­გებ­ლო კია მის­­ვის დრო და დრო მა­ინც ჩაყ­ლა­პოს ჰა­­რი… ახ, დე­დი­ლო რო­გორ გარ­გებ­და!.. უარს ნუ ამ­ბობ… შენ­­ვის უკ­­თე­სია, და­მი­ჯე­რე!”

    ჩვენ მის გა­რეთ გა­მოტყუ­­ბას ვცდი­ლობ­დით, გაქ­სუ­­ბუ­ლი და მი­­კა­რე­ბე­ლი დე­და­ბე­რი კი თავს ჯი­­ტად აქ­ნევ­და.

    – “არ უყ­ვარს, ყუ­რად­ღე­ბას რომ აქ­ცე­ვენ… ურ­ჩევ­ნია აქ­ვე კუთხე­ში მო­­საქ­მოს… იყ­­ნე­ბა და ცეცხ­­საც არ ან­თებს… შე­უძ­ლე­ბე­ლია, ექ­­მო, ასე ხომ არ დავ­ტო­ვებთ ქალს”.

    თავს ვი­კა­ტუ­ნებ­დი, თით­ქოს არ­­ფე­რი მეს­მო­და. ბა­ტო­ნი ან­რუი კი ბუ­ხარ­თან იდ­გა, ჩვენ­გან მო­შო­რე­ბით, არ ერ­­­და სა­­ბარ­ში და არც სურ­და გა­­გო, ჩვენ რას გა­დავ­წყ­ვეტ­დით…

    დე­და­ბე­რი თა­ვი­სას გა­­ძა­ხო­და:

    – “და­მიბ­რუ­ნეთ, რაც მე­კუთ­­ნის, რომ წა­ვი­დე აქ­­დან!.. თა­ვი ხომ უნ­და ვირ­ჩი­ნო! ბო­ლოს და ბო­ლოს თქვე­ნი სა­ლა­პა­რა­კო აღ­არ ვიქ­ნე­ბი!..”

    – “რო­გორ იც­ხოვ­რებ, დე­დი­ლო? წე­ლი­წად­ში სა­მი ათ­­სი ფრან­კი გაგ­­­დე­ბა? ვნა­ხოთ!.. ცხოვ­რე­ბა გაძ­ვირ­და მას შემ­დეგ, ბო­ლო­ჯერ რომ გა­მოძ­ვე­რით თქვე­ნი სო­რო­დან!.. ხომ ასეა ექ­­მო, ურ­ჩევ­ნია მოწყა­ლე­ბის დებ­თან გა­და­ვი­დეს, რა­საც ჩვენ ვურ­ჩევთ… კარ­გად მო­უვ­ლი­ან, კე­თილ­შო­ბი­ლი ხალ­ხია…”

    ზიზღს ჰგვრი­და დე­და­ბერს მა­თი ხსე­ნე­ბა. – “მოწყა­ლე­ბის დებ­თან?.. რა მინ­და მოწყა­ლე­ბის დებ­თან?.. ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია მათ­თან საქ­მე!.. იქ­ნებ მღვდელ­საც და­მა­ჯა­ხოთ!.. არ მე­ყო­ფა ფუ­ლი, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, წა­ვალ და ვი­მუ­შა­ვებ!..”

    – “იმ­­შა­ვებ? დე­დი­ლო სად იმ­­შა­ვებ? გეს­მის, ექ­­მო, რა აზ­რე­ბი აქვს? იმ­­შა­ვებს! მის ას­აკ­ში, ოთხ­მო­ცი წლის ას­აკ­ში! რა სი­გი­ჟეა! ვის სჭირ­დე­ბა ექ­­მო? დე­დი­ლო, მთლად შე­­შა­ლე!..”

    – “მაშ გი­ჟი ვარ და არ­­ვის ვჭირ­დე­ბი? სა­მა­გი­­როდ, შენ­ნა­­რი კახ­პა ჭირ­დე­ბა ყვე­ლას!..”

    – “გეს­მით, ექ­­მო, რო­გორ ბო­დავს. მლან­ძღოს და კი­დევ მე მო­ვუ­­რო?”

    მო­ხუ­ცი ახ­ლა მე მო­მად­გა, რო­გორც ახ­ალ საფ­­თხეს.

    – “ამ­ას ვი­ღამ მო­ახ­სე­ნა, რომ გი­ჟი ვარ? ჩემს თავ­ში ზის, თუ თქვენ­სა­ში? მაშ სა­­დან გა­­გო?.. მომ­შორ­დით აქ­­დან, თქვენ გე­უბ­ნე­ბით, გზა ნა­ხეთ!.. გულს მი­ღო­ნებთ, რო­გორც გრძე­ლი ზამ­თა­რი, თუმ­ცა თქვენ ზამ­თარ­ზე უარ­­სე­ბი ხართ! მომ­წყ­დით აქ­­დან, ჯო­ბია შვი­ლი­კოს მი­მი­ხე­დოთ, აქ რომ მი­წამ­ლავთ სისხლს. მას ჩემ­ზე მე­ტად ჭირ­დე­ბა ექ­­მი! კბი­ლე­ბიც დას­­ვივ­და უკ­ვე, თუმ­ცა, რო­ცა ჩემს ხელ­ში იყო, მშვე­ნი­­რი კბი­ლე­ბი ჰქონ­და. გას­წით, მომ­წყ­დით, რომ გე­უბ­ნე­ბით, თქვენ თავს მი­ხე­დეთ-მეთ­ქი”, – და კა­რი ცხვირ­წინ მოგ­ვი­ჯა­ხუ­ნა.

    დე­და ან­რუი ახ­ლა თა­ვის ბუ­ნა­გი­დან გვით­ვალ­­ვა­ლებ­და. ეზო გა­დავ­­ვე­თეთ და უკ­ვე საკ­მა­ოდ შორს წა­სუ­ლებს მი­სი ხითხი­თი მოგ­ვეს­მა. დაგ­­ცი­ნო­და. ამ­ჯე­რა­დაც გა­დაგ­ვირ­ჩა.

    უშ­­დე­გო იერ­­ში­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს ბა­ტო­ნი ან­რუი იქ­ვე დაგ­­­­და ბუ­ხარ­თან. მი­სი ცო­ლი ის­ევ გულს მიწ­­რი­ლებ­და ერ­თი და იმ­­ვე კითხ­ვე­ბით… პა­ტა­რა თა­ვი, ყა­ვის­­რად შე­ღე­ბი­ლი თმა და ეშ­მა­კუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და. ჟეს­ტე­ბით არ ლა­პა­რა­კობ­და. ლა­პა­რა­კი­სას იდ­აყ­ვებს ტანს არ აშ­­რებ­და. ცდი­ლობ­და ჩე­მი ვი­ზი­ტი­დან რა­მე სარ­გე­ბე­ლი ენ­­ხა… ცხოვ­რე­ბა ძვირ­დე­ბა და ძვირ­დე­ბა… მო­ხუ­ცის პენ­სია აღ­არ ყოფ­ნით… თა­ვა­დაც ას­აკ­ში შე­დი­ან… მო­ბეზ­­დათ სულ იმ­ის ში­ში, რომ მო­ხუ­ცი უპ­ატ­რო­ნოდ არ მოკ­­დეს. არ ამ­­­ბუ­გოს თა­ვის რწყი­ლი­ან-სი­ბინ­ძუ­რი­­ნად… ნაც­­ლად იმ­­სა, რომ რი­გი­ან თავ­შე­სა­ფარ­ში წა­ვი­დეს, სა­დაც მშვე­ნივ­რად მო­უვ­ლი­ან…

    თა­ვი ისე მო­ვაჩ­ვე­ნე, თით­ქოს მეც ამ აზრს ვა­დე­ქი და მა­თაც კე­თი­ლი თვა­ლით და­მიწყეს ყუ­რე­ბა. მარ­­მუ­ნებ­­ნენ, რომ ჩემს ქე­ბას მთელს უბ­ანს მოს­დებ­­ნენ, თუ­კი შე­მებ­რა­ლე­ბოდ­ნენ და შევ­­ლებ­დი მო­მე­შო­რე­ბი­ნა მათ­­ვის მო­ხუ­ცი… ეს ბე­ჩა­ვი კი თა­ვის ყო­ფას რა­ტომ­ღაც ვერ ელ­­­და…

    – “მე­რე გა­ვა­ქი­რა­ვებთ კი­დეც ამ პა­ვი­ლი­ონს”, – გა­მოთ­­ვა აზ­რი ან­აზ­დად გა­მო­ცოცხ­ლე­ბულ­მა ან­რუ­იმ. ცოლ­მა უტ­აქ­ტო­ბის­­ვის ფე­ხი და­­ბი­ჯა მა­გი­დის ქვეშ. ან­რუი ვე­რა­ფერს მიხ­­და.

    მა­ნამ ცოლ-ქმა­რი კინ­­ლა­ობ­და ვი­თომ­და ჩემ­და ფა­რუ­ლად, მე უკ­ვე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ ჩა­ვი­ჯი­ბავ ათ­ას­­რან­კი­ანს მხო­ლოდ იმ­­სათ­ვის, თუ­კი დე­და­ბერს ფსი­ქი­ატ­რი­ულ ჰოს­პი­ტალ­ში მი­ღე­ბის ცნო­ბას მივ­ცემ. ან­რუ­­ბი ხომ ამ­­ზე ოც­ნე­ბობ­­ნენ…

    რო­გორც ჩანს, ბა­ბე­რის დე­­დამ ნდო­ბით გა­ნაწყო ჩემს მი­მართ ის­­ნი და და­არ­­მუ­ნა, რომ ჩემ­ზე საწყა­ლი ექ­­მი მთელ რან­სი­ში არ მო­­ძებ­ნე­ბა… და ჩემ­თან მო­რი­გე­ბაც ად­ვი­ლია… ფლო­რი­შონს კი რო­გორ შე­კად­რებ­­ნენ ამ­ას! ის ხომ პა­ტი­­სა­ნია!

    ამ ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვი, დე­და­ბე­რი რომ შე­მო­ვარ­და ოთ­ახ­ში. საკ­ვირ­ვე­ლია, თით­ქოს­და იყ­ნო­საო, რას ვუმ­ზა­დებ­დით. კა­ბის კალ­თა ხე­ლით ეჭ­­რა. შე­მო­ვარ­და თუ არა, ლან­ძღ­ვა დაგ­ვა­ყა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით მე. მხო­ლოდ ამ­ის­­ვის გა­მო­ვი­და თა­ვის ბუ­ნა­გი­დან.

    – “თახ­სი­რო!” – მო­მა­ხა­ლა. – “წა­ეთ­რიე, შენ გე­უბ­ნე­ბი, მო­შორ­დი აქ­­დან! ძა­ლი­ან გა­გი­ვი­და თავს!.. არ წა­ვალ გი­ჟებ­თან!.. და მით უმ­­ტეს, არც მოწყა­ლე­ბის დებ­თან, უკ­ვე გითხა­რი!… ჩემ­თან არ­­ფე­რი გა­გი­ვა, იაფ­ად მოს­ყი­დუ­ლო!.. ჩემ­ზე წინ ეს ვი­გინ­და­რე­ბი წავ­ლენ, მო­ხუ­ცი ქა­ლის მძარ­­ვე­ლე­ბი!.. და შენც, ნა­ძი­რა­ლავ, მა­ლე ცი­ხე­ში ამ­­ყოფ თავს!..”

    ბე­დი არ გინ­და! ერ­თი ხე­ლის მოს­მით შე­იძ­ლე­ბო­და ჩა­მე­ჯი­ბა ათ­­სი ფრან­კი! მე კი აქ ყოფ­ნის გა­სამ­­ჯე­ლოც არ მითხო­ვია!

    დე­და­ბე­რი ახ­ლა ქო­ხის მო­­ჯი­რი­დან მომ­ძა­ხო­და: “ნა­ძი­რა­ლა! თახ­სი­რო!”

    დიდ­ხანს გა­ის­მო­და სიბ­ნე­ლე­ში მი­სი ხმა. მაგ­რად გაწ­ვიმ­და! ნა­თუ­რი­დან ნა­თუ­რამ­დე თით­­მის სირ­ბი­ლით გა­და­ვე­დი. რო­გორც იქ­ნა მი­ვაღ­წი­ეს ფე­ტის მო­ედ­ნის ტუ­­ლეტს. ეს­ეც თავ­შე­სა­ფა­რია.

    © ”არილი”

  • პოეზია

    გი­ვი ალ­ხა­ზიშ­ვი­ლი

    ოც­და­მე­ერ­თეს ფურ­­ლე­ბი

    * * *

    ამ ზღვარს ვე­რა­ვინ გა­და­­ბი­ჯებს, ცხოვ­რობ და ის­ევ აგრ­ძე­ლებ წრი­ალს

    და კედ­ლებს შო­რის მოქ­ცე­ულ სივ­­ცეს ფან­ჯა­რა ურ­ჩევს გა­რეთ გა­ხედ­ვას,

    იქ, ჰო­რი­ზონ­­თან ყულ­ფი­ვით წრეა და სიმ­რავ­ლეა უც­ნობ სა­ხე­თა

    და ერ­თა­დერ­თი ნაც­ნო­ბი მზეა, რო­მე­ლიც ჩრდი­ლებს ამ­რავ­ლებს მა­რად

    ქა­ლა­ქის ქუ­ჩებს მო­­ფი­ნე­ბა და ნო­ეს მტრე­დებს ააღ­­ღუ­ნებს,

    იგი, ვინც სიკ­­დილს მი­იჩ­ნევს არ­ად და გა­აგ­­ძე­ლებს ძველ სა­­კუ­ნეს.

    ხე­­ბი დგა­მენ ჩრდი­ლის ნა­ბი­ჯებს და მა­თი ხმე­ბი არ­წე­ვენ ფარ­დას

    ქათ­ქა­თა ფარ­დას, რო­მე­ლიც არ­ის სახ­ლის და გა­რე სივ­­ცის გამ­ყო­ფი,

    აქ ვი­ღაც სუნ­­ქავს სი­ჩუ­მის გარ­და და შენ ხარ მი­სი სუნ­­­ვის ნა­ყო­ფი.

    ყა­ვის ჭი­ქი­დან ას­­ლი ორთ­­ლი გა­გაშ­ლე­ვი­ნებს ძვე­ლიძ­ველ ალ­ბომს

    რად­გა­ნაც ორთ­­­ში და­­ლან­დე­ბა ნაც­ნობ სა­ხე­თა თბი­ლი ნაკ­ვე­თე­ბი

    შვი­ლის­­ვის, რა­საც ალ­ბო­მი ამ­ბობს, იმ­ას­ვე იტყ­ვის, რო­ცა ჩავ­­­დე­ბი.

    და­ტო­ვებ ან­დერძს, არ გე­ში­ნია სად­მე უაზ­რო სიტყ­ვის ჩაგ­დე­ბის,

    ვფლან­გავ ყვე­ლა­ფერს, ანუ არ­­ფერს, რად­გან ცხოვ­რე­ბა ფიქ­რის ბა­დეა

    და რჩე­ბა მხო­ლოდ გუ­ლის­ნა­დე­ბი, ანუ ქვე­ყა­ნა, რაც მა­ბა­დია.

    5-6.V.2001 წ.

    * * *

    ვინ იც­ის ეს გზა სად დამ­თავ­­დე­ბა, წუ­თი­დან წუთ­ში გარ­და­მა­ვა­ლი,

    რო­მე­ლიც უკ­ვე დი­დი ხა­ნია გა­მო­გო­ნი­ლი საზ­­­რით გა­მიჯ­ნეს,

    ყო­ვე­ლი მგზავ­რი არ­ის მა­ვა­ნი და სხე­­ლე­ბი მიჰ­ყავთ ნა­ბი­ჯებს

    გა­ურ­­ვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ან იქ­ით, სა­დაც ხილ­ვამ იელ­ვა

    და თა­ვის სა­ხე გა­მო­­ჩი­ნა უც­ნო­ბი სა­ხის იერ­ოგ­ლიფ­მა,

    მზე შე­აგ­რო­ვა, რო­გორც იელ­მა, რო­მე­ლიც მგზავ­­მა მზე­რით მოკ­რი­ფა.

    აქ უნ­და იყო, მაგ­რამ ვინ იც­ის, აქ ხარ თუ სხვა­გან, იქ­ნებ არა ხარ

    და შე­ნი ყოფ­ნა ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნას გა­ნუ­საზ­­­რე­ლად აღ­­მა­ტე­ბა,

    არ­­ფერს ნიშ­ნავს თვა­ლით და­ნახ­ვა, რო­დე­საც სიტყ­ვა იწ­ყებს ნა­თე­ბას.

    ბგე­რე­ბით გავ­სებს რომ და­გა­მუნ­ჯოს და ვე­რა­სო­დეს ვე­ღარ ამ­ოთ­­ვამ

    სათ­­მელს, რო­მე­ლიც სი­ნამ­­ვი­ლე­ში არც კი ყო­ფი­ლა თურ­მე სათ­­მე­ლი

    და უნ­ებ­ლი­ეთ, იგი გა­მოდ­გა თან­და­თა­ნო­ბით შე­ნი შთამ­­­­მე­ლი.

    ისე წვეთ-წვე­თად და­უბ­რუნ­დე­ბი დროს, შენს ხსოვ­ნას რომ დღემ­დე ინ­­ხავს,

    რაც ხილ­ვის ბზარ­ში წუ­თით გა­მოკ­­თა და მი­გა­ნიშ­ნა: რომ ის აქ­ვეა,

    შენ ხომ არ იცი ახ­ლა ვი­ნა ხარ და შეშ­ფო­თე­ბულ დუ­მილს რა ჰქვია.

    …და აი, ბავ­­ვი, პირ­ვე­ლი სიტყ­ვის ბუნ­დო­ვან ბგე­რებს რომ შე­აგ­რო­ვებს,

    მი­სი ღი­მი­ლი მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი დრო­ის ნა­თე­ბას კვლავ ინ­არ­ჩუ­ნებს,

    რო­მელ­საც მწა­რე წლე­ბი აქ­რო­ბენ და ბუნ­დო­ვა­ნი ყო­ფა აჩ­­მებს.

    ქვის კოდ­ვა გი­ჯობს იმ­ის ძი­­ბას, ის, ვინც შენ­სა­ვით ტან­­ვით არ იშ­ვა,

    ვინც არ­­სო­დეს და­ბა­დე­ბუ­ლა, ვი­საც ვერ შთან­­ქავს ჟა­მი შენ­სა­ვით,

    ვინც თვალ­ში გაკ­­თა და მი­გა­ნიშ­ნა – ფსალ­მუ­ნი დარ­დის ამ­ომ­კემ­სა­ვი.

    5.V.2001 წ.

    * * *

    სად­ღაც ჩი­ტე­ბი ჟივ­ჟი­ვე­ბენ,

    აქ­ამ­დე აღ­წევს მა­თი ხმა –

    ზამ­­რის ნაღ­­ლი­­ნი სიმ­ღე­რა.

    ჩვენც ბე­ღუ­რე­ბი­ვით ვცხოვ­რობთ –

    ზამ­­რის ხმა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი,

    სა­­და­ნაც იმ წუ­თებს ამ­ოვ­ყა­ვართ,

    დღეს რომ ემ­­ტე­ბა შე­უმ­­ნევ­ლად

    და ის­­თი შუ­ქით ვივ­სე­ბით,

    რა­საც სა­ხელს ვერ მო­­ძებ­ნი,

    რო­ცა ჩი­ტე­ბი ჟღურ­ტულ­ზე გა­და­დი­ან,

    რო­ცა მხი­­რულ ბგე­რებს პო­­ლო­ბენ

    და მა­რად­­­ვა­ნე ხე­ებს არ­წევს მა­თი სიმ­ღე­რა.

    ზამ­­რის სიმ­ღე­რა უნ­­პი­როა,

    უნ­და უს­მი­ნო ამ ხმებს,

    ვიდ­რე ფან­ჯა­რა­ში შე­მო­­ხე­დავს

    ნუ­შის ხე,

    რო­მე­ლიც სუ­ლაც არ წა­­გავს პა­ტარ­ძალს,

    იგი, უბ­რა­ლოდ, ზამ­­რის სიმ­ღე­რის

    ბო­ლო აკ­ორ­დი­ვით გა­ის­მის –

    ჯერ კი­დევ ჩა­ჟა­მე­ბულ ბაღ­ში,

    სა­დაც ჩი­ტე­ბი ჟივ­ჟი­ვე­ბენ

    უც­ბად გაზ­­დილ დღის თვა­ლებ­ში.

    ჩვენც ბე­ღუ­რე­ბი­ვით ვცხოვ­რობთ

    და ხან­და­ხან მზე­რა გაგ­ვირ­ბის

    ნუ­შის ხის­კენ,

    გუ­შინ რომ კვირ­ტი გა­მო­უჩ­­და

    ჩვი­ლის თვა­ლი­ვით,

    რო­მე­ლიც ჯერ ვე­რა­ფერს ხე­დავს.

    * * *

    … იმ გზის ძებ­ნი­სას

    სიტყ­ვე­ბი წყვილ­დე­ბი­ან

    და მე­ტა­ფო­რის უფს­­რულს ბა­დე­ბენ,

    რო­გორც შიშს,

    რო­მე­ლიც მუ­დამ ზურგს უკ­ან დგას

    და კე­ფა­ში გუ­გუ­ნებს ში­შის ორ­კეს­­რი –

    მი­ვიწყე­ბუ­ლი თვა­ლის ას­­ხე­ლად,

    სა­­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა და­ტო­ვო სხე­­ლი

    და აღ­არ შე­გაკ­­თოს დრომ,

    რო­მელ­მაც და­კარ­გა მნიშ­­ნე­ლო­ბა.

    თუმ­ცა იმ გზის მი­საკ­­ლე­ვად

    სიტყ­ვე­ბი ჭი­ან­­ვე­ლე­ბი­ვით მი­ცო­ცა­ვენ კენ­წე­როს­კენ

    და ცის და­ნახ­ვის შემ­დეგ

    უკ­ან ბრუნ­დე­ბი­ან და­ეჭ­ვე­ბულ­ნი,

    რომ არ არ­სე­ბობს ის გზა

    და აღ­არ არ­ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო რა­­მე თქვა,

    რომ ვი­ღა­ცას ცოცხა­ლი ეგ­­ნო.

    მაგ­რამ მუნ­ჯიც ხომ ამ­­იღ­მუვ­ლებს ზოგ­ჯერ,

    გუ­ლი რომ არ გა­უს­­დეს,

    რომ “უც­ნობ ღმერთს” ხმა მი­აწ­­დი­ნოს

    და ხე­ლე­ბის მოძ­რა­­ბით უთხ­რას ვინ­მეს,

    რომ ცოცხა­ლია,

    რად­გან თვა­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნილ ფიქრს

    ვე­რა­ვინ ხე­დავს.

    იმ­ოძ­რა­ვეთ, ხე­ლე­ბო, იმ­ოძ­რა­ვეთ,

    მო­ხა­ზეთ ფი­გუ­რე­ბი,

    რომ­ლე­ბიც მყი­სი­­რად ქრე­ბი­ან –

    ჰა­ერ­ში – გაშ­ლილ წიგ­­ში,

    სა­დაც არ­­ფე­რი წე­რია

    მო­­რუ­ლი იერ­ოგ­ლი­ფე­ბის გარ­და,

    რო­მელ­საც სი­ნათ­ლე ხა­ტავს და შლის

    და­უს­რუ­ლებ­ლად.

    * * *

    უნ­და და­­ვიწყო, რომ მე­რე გა­გახ­სენ­დეს,

    რო­გორ შე­მო­იჭ­რა შენ­ში სი­ნათ­ლე

    და თვა­ლებ­ზე აფ­­რე­ბუ­ლი ხე­ლის­გუ­ლი

    გა­იხ­­ნა სარ­­მე­ლი­ვით

    და ის ქვე­ყა­ნა გა­მოჩ­­და,

    სა­დაც მხო­ლოდ გრძნო­ბენ ერთ­მა­ნეთს

    და არ­­სო­დეს ამ­ბო­ბენ რა­მეს,

    რად­გან დუ­მილ­ში იგ­­ლის­­მე­ბა

    ყვე­ლა­ფე­რი და არ­­ფე­რი.

    უნ­და და­­მახ­სოვ­რო, რომ მე­რე და­გა­ვიწყ­დეს,

    რო­გორ ამ­­­ზარ­და შე­ნი ხე­ლის­გუ­ლე­ბის ქვეშ

    მი­სი მკერ­დი

    და სიბ­ნე­ლე რო­გორ გა­­ნა­თა მკლა­ვე­ბის თაღ­მა.

    უნ­და და­­ვიწყო, რომ მე­რე გა­გახ­სენ­დეს,

    რაც და­გა­ვიწყ­და და გა­იხ­სე­ნო,

    რომ ხე­ლახ­ლა გა­და­გა­ვიწყ­დეს, რაც გა­გახ­სენ­და,

    თან და­ვიწყე­ბას და გახ­სე­ნე­ბას შო­რის არ­სე­ბულ

    დრო­ში დარ­ჩე, სა­ნამ დარ­ჩე­ბი.

    უნ­და და­­ვიწყო, რომ მე­რე გა­გახ­სენ­დეს,

    “სად მი­დის მუ­სი­კა, რო­ცა აღ­არ უკ­რა­ვენ”,

    რომ იგი შენ­ში იმ­­ლე­ბა

    და რო­გორც ხა­ტი –

    გულ­­რი­ლო­ბის სა­ღე­ბა­ვით გა­დად­ღაბ­ნი­ლი,

    ოდ­ეს­მე ამ­­ტივ­ტივ­დე­ბა ზე­და­პირ­ზე

    და შემ­­­თა­ლი გა­მო­­ხე­დავს

    იმ ბავ­­ვი­ვით,

    პირ­ვე­ლად რომ აღ­მო­­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი ჩრდი­ლი,

    და­­დევ­ნა და ვერ და­­ჭი­რა.

    სად მი­დის ჩრდი­ლი, რო­ცა აღ­არ მო­ჩანს?!

    უნ­და და­­მახ­სოვ­რო, რომ და­გა­ვიწყ­დეს,

    რო­გორ ან­­თე­ბენ მი­წის სიბ­ნე­ლეს

    იმ­ის ძვლე­ბი, ვინც ღა­მის გავ­ლით

    დღი­დან დღე­ში გა­და­დი­­და,

    ვინც უც­­ბე­დად თავს და­­კარ­გა

    და გა­­ფან­ტა სიტყ­ვა, რო­გორც ბა­ბუ­აწ­ვე­რა.

    უნ­და და­­ვიწყო, რომ მე­რე გა­გახ­სენ­დეს,

    რაც და­გა­ვიწყ­და და გა­იხ­სე­ნო,

    რომ ხე­ლახ­ლა გა­და­გა­ვიწყ­დეს, რაც გა­გახ­სენ­და,

    თან და­ვიწყე­ბას და გახ­სე­ნე­ბას შო­რის არ­სე­ბულ

    დრო­ში დარ­ჩე, სა­ნამ დარ­ჩე­ბი.

    * * *

    ჩვენ ვერ ვამ­­ნევთ იქ­­და­ნაც რომ ბრუნ­დე­ბი­ან,

    ზოგ­ჯერ სიტყ­ვებ­საც რომ გვკარ­ნა­ხო­ბენ

    ან სუ­ლაც ჩვენ­ში სახ­­დე­ბი­ან

    ძვე­ლი სი­ცოცხ­ლის გა­საგ­­ძე­ლებ­ლად.

    ის­­ნი მუ­დამ აქ­ვე არ­­ან…

    მე ვგრძნობ მათ­თან თა­ნაცხოვ­რე­ბას,

    სრულ სი­ჩუ­მე­ში, რო­ცა ის­მის

    რო­გორ ივ­სე­ბა მტევ­ნე­ბი წვე­ნით,

    რო­გორ მწიფ­დე­ბა დუ­მილ­ში სიტყ­ვა

    მა­თი სუნ­­­ვის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

    ის­­ნი მუ­დამ აქ­ვე არ­­ან…

    თა­ვი­ანთ საგ­ნებს უბ­რუნ­დე­ბი­ან,

    თა­ვი­ანთ ნივ­თებს ეხ­­ბი­ან უჩ­­ნარ ხე­ლით

    და გრძნობს ჰა­­რი მათ არ­სე­ბო­ბას –

    უმ­­ზე­ზოდ რომ ირ­წე­ვა ფარ­და,

    რო­ცა ფო­თო­ლი ეკ­რო­ბა მი­ნას

    დე­და­ჩე­მის ხე­ლის­გუ­ლი­ვით.

    * * *

    ვი­საც ოდ­ეს­ღაც ცრემ­ლი გა­უშ­რა

    და სი­მუნ­ჯე­ში დარ­ჩა თა­ვის­­ვის –

    ის აღ­მო­­ჩენს გა­ოგ­ნე­ბუ­ლი:

    სი­ნათ­ლე­ში­აც არ­­რა მო­ჩანს!

    და მა­ჯის­ცე­მა ძვე­ლი მდი­ნა­რის

    ის­მის შო­რი­დან, რომ ჯერ არ მორ­ჩა,

    რაც მე­ორ­დე­ბა გა­მუდ­მე­ბუ­ლად

    და რო­გორც კუ­დი ბო­ლო­ქან­ქა­რის

    დახ­ტის კა­ლა­მი, სიტყ­ვე­ბით ბო­ჭავს

    ცოცხალ-მკვდარ გან­­დებს;

    აღ­არ იც­­ან ჩემ­მა ფან­­რებ­მა

    რო­მე­ლი მხრის­კენ გა­და­­ხე­დონ,

    რა­თა თვა­ლე­ბი სამ­ყა­როს გაც­­ნენ.

    © ”არილი”

  • ლექცია

    ბო­რის გრო­ი­სი

    რა არ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა

    თარგმნა სანდრო ჯანდიერმა

    ხე­ლოვ­ნე­ბის რა­­ბის პრობ­ლე­მა ყო­ველ­­ვის დგას და ის­მის კითხ­ვა, სა­ერ­თოდ რა­ტომ ჩნდე­ბა ხოლ­მე ეს პრობ­ლე­მა. რად­გან არ­ამ­ხო­ლოდ ცხე­ნის ან ძრო­ხის რა­­ბის შე­სა­ხებ არ სვამს ვინ­მე ამგ­ვარ კითხ­ვას, არ­­მედ ბევ­რი სხვა საგ­ნის გა­მოც. რაც შე­­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას: ად­­მი­­ნე­ბი სვა­მენ კითხ­ვას, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა – და უფ­რო მე­ტიც, ცდი­ლო­ბენ პა­სუ­ხიც გას­ცენ მას – თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­ვე ფარ­­ლებ­ში. ეს კი – რო­გორც ყვე­ლა ამ სა­კითხ­ში გან­­წავ­ლუ­ლი ად­­მი­­ნი აღ­ნიშ­ნავს – აქ­ამ­დე მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის­­ვის იყო და­მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი. მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის­­ვის წარ­მო­ად­გენ­და რეფ­ლექ­სი­ის სა­განს სა­კუ­თა­რი საგ­ნი­სა და მე­თო­დე­ბის გან­საზ­­­რა. ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბულ ამ პა­რა­დიგ­მას სულ უფ­რო და უფ­რო ერ­გე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაც და ეს ახ­­ლი ფე­ნო­მე­ნია. ად­რე ეს სა­კითხი არ იყო პრობ­ლე­მა­ტუ­რი, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი იყო, რი­თი გა­მო­ირ­ჩე­­და ხე­ლოვ­ნე­ბა და უნ­და ითქ­ვას, რომ არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან იგი ხე­ლოვ­ნუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­­და, ანუ ნა­ხე­ლა­ვო­ბით. ხე­ლოვ­ნე­ბა ბერ­­ნუ­ლად “ტეხ­ნეა”, ანუ უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბუ­ნე­ბის­გან იმ­ით გან­­­ვავ­დე­ბა, რომ იგი ად­­მი­­ნის ხე­ლი­თაა ნა­კე­თე­ბი, მა­შინ რო­ცა ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბი არაა ნა­კე­თე­ბი. სხვა­თა შო­რის, ხში­რად ხე­ლოვ­ნე­ბას არ­ას­წო­რად მი­იჩ­ნე­ვენ გარ­­ვე­­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­­ექ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­­ბად. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ეს­თე­ტი­კა, რო­გორც ეს კან­­თა­ნაა (და არ­სე­ბი­თად, კან­ტის მი­ერ შექ­­ნი­ლი ეს სტრუქ­ტუ­რა დღემ­დე არ­სე­ბობს) ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი – ეს­თე­ტი­კურ გან­­და­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ­მა ობ­­ექ­­მა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭოს. ამგ­ვა­რად, გან­­­ვა­ვე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­­ექ­ტი/არ­­ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­­ექ­ტი ან ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა/ არ­­ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა არ­­რე­ლე­ვან­ტუ­რია ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და არ­­ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მიჯ­­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რად­გა­ნაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რო­გორც უკ­ვე ვთქვი, ეს ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა ნე­ბის­მი­­რი ობ­­ექ­ტის მი­მართ გა­მო­ვი­მუ­შა­ვოთ. ასე რომ, ნა­ხე­ლა­ვო­ბა ერ­თა­დერ­თი ტრა­დი­ცი­­ლი კრი­ტე­რი­­მია.

    სწო­რედ ეს ტრა­დი­ცი­­ლი კრი­ტე­რი­­მი და­­ყე­ნა ეჭ­ვის ქვეშ დი­­შა­ნის readymade-მა, რო­ცა მან ერთ-ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე ნიუ-იორკ­ში, 1917 წელს, ცო­ტა­თი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პი­სუ­­რი “გა­მო­ფი­ნა”, ხე­ლი მო­­წე­რა “ნა­მუ­შე­ვარს” და სხვა მხრივ არ­­ნა­­რად არ ჩა­რე­­ლა მის გა­რეგ­ნულ სა­ხე­ში. ამ­ას გარ­და, დი­­შან­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე readymade შექ­­ნა, ანუ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ობ­­ექ­ტი გა­მო­ფი­ნა, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, ისე, რომ არ­აფ­რით შე­უც­­ლია მა­თი გა­რეგ­ნუ­ლი სა­ხე და ამ­ით თით­ქოს ერთ­­ვა­რი ნუ­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი “ჩა­­დი­ნა”. სა­ერ­თოდ, ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მე­ბი და მათ შო­რის ფი­ლო­სო­ფი­­რიც, ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მა­ში მა­შინ იჩ­ენს თავს, რო­ცა ამ სის­ტე­მა­ში ნუ­ლი ჩნდე­ბა. და დი­­შა­ნის ეს ოპ­­რა­ცია სწო­რედ ნუ­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ოპ­­რა­ცია იყო, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს პრობ­ლე­მა­ტი­ზი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

    მაგ­რამ მა­შინ ასე არ­­ვის აღ­უქ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამ­ას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­და. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმ­­ტომ, რომ მთე­ლი ეს პი­სუ­­რე­ბი და სხვა ობ­­ექ­ტე­ბი, ტრა­დი­ცი­­ლი თვალ­საზ­რი­სით ჯერ კი­დევ “ტეხ­ნედ” მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, ად­­მი­­ნის ნა­კე­თო­ბად და ამ­­ტო­მაც ის­­ნი ნა­ხე­ლა­ვო­ბის პა­რა­დიგ­მა­ში ექ­ცე­ოდ­ნენ. ერ­თი სიტყ­ვით, გა­დას­­ლა, გან­­­ვა­ვე­ბა არ იგრ­­ნო­ბო­და ისე მწვა­ვედ. მე­­რე – teadymade დი­­შა­ნის პრაქ­­რი­კის მხო­ლოდ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. იგი თა­ვი­სი ოს­ტა­ტუ­რი, რთუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაც იყო გან­­­მუ­ლი და ამ­ას­თა­ნა­ვე სურ­ვი­ლის, ლი­ბი­დო­სა და ა.შ. სუ­რე­­ლის­ტურ დის­კურ­­შიც ჯდე­ბო­და, რის გა­მოც ამგ­ვა­რი ხერ­ხი გა­მოც­დი­ლი, გა­წა­ფუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის თვალ­შიც კარ­გავ­და სი­ახ­ლის ნიშ­ნებს.

    სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად ამ­­შავ­და ეს მე­ქა­ნიზ­მი, რო­ცა 50-60-იანი წლე­ბის ამ­­რი­კელ მხატ­ვარ­თა თა­­ბამ დი­­შა­ნის ეს იდ­­­ბი აით­ვი­სა; მათ თა­ვი ან­­ბეს დი­­შა­ნის დის­კურ­­საც, მის პრაქ­ტი­კას და საგ­ნე­ბის (თა­ნაც ყვე­ლა­ნა­­რი, მათ შო­რის ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბის) ერ­თი სივ­­ცი­დან მე­­რე­ში უბ­რა­ლო, უაზ­რო გად­მო­ტა­ნას მიჰ­­ვეს ხე­ლი. ეს იყო გა­და­ტა­ნის გა­ნურ­ჩე­ვე­ლი, გულ­­რი­ლი ოპ­­რა­ცია: ად­­მი­­ნი უბ­რა­ლოდ უნ­­ვერ­მაღ­ში მი­დის, ან იქ­ცე­ვა, რო­გორც ენ­დი უორ­ჰო­ლი (რო­ცა მას რა­­მე ნივ­თი აკლ­და გა­ლე­რე­­ში, სა­ნაგ­ვე­დან მო­ათ­რევ­და და გა­მო­ფენ­და)… სწო­რედ ში­ნა­არ­სი­სად­მი, გან­საზ­­­რე­ბი­სად­მი, მხატ­­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნის ობ­­ექ­­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­­სად­მი ამ გულ­­რი­ლო­ბამ შვა ეს ნუ­ლო­ვა­ნი ხერ­ხი, რო­მელ­მაც დას­ვა კი­დეც სა­კითხი ხე­ლოვ­ნე­ბის რა­­ბის შე­სა­ხებ, ანუ მი­სი წყა­ლო­ბით გაჩ­­და შე­კითხ­ვა – შეგ­ვიძ­ლია თუ არა ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბი გა­ვარ­ჩი­ოთ არა-ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბის­გან.

    70-იანი წლე­ბის და­საწყის­ში გა­მო­ვი­და არ­ტურ დან­ტას წიგ­ნი “ბა­ნა­ლუ­რის (ან ყო­ფი­თის) გარ­და­სახ­ვა”, სა­დაც პირ­ვე­ლად და­ის­ვა სა­კითხი – თა­ნაც საკ­მა­ოდ მა­ღალ თე­­რე­ტი­კულ დო­ნე­ზე – იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან გარ­ჩე­ვა, თუ­კი არ გაგ­ვაჩ­ნია ამ გან­­­ვა­ვე­ბის მა­ტე­რი­­ლუ­რი კრი­ტე­რი­­მე­ბი. ეს წიგ­ნი იმ­პულ­სი აღ­მოჩ­­და ხე­ლოვ­ნე­ბის ე.წ. ინს­ტი­ტუ­ცი­­ნა­ლუ­რი თე­­რი­ის შე­საქ­­ნე­ლად, თუმ­ცა თა­ვად დან­ტამ შემ­­გომ­ში უარი თქვა ამ თე­­რი­­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მას მსგავ­სი არ­­ფე­რი უგ­­ლის­­მია. უარ­ის მი­ზე­ზებ­ზე მას შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ, რაც ამ ინს­ტი­ტუ­ცი­­ნა­ლურ თე­­რი­ას ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ, რო­მე­ლიც უფ­რო მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­­ნეს, ვიდ­რე დან­ტამ. საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იმ დრო­ის­­ვის საკ­მა­ოდ გავ­­ცე­ლე­ბუ­ლი იყო პერ­ფორ­მა­ტი­ულ-სიტყ­ვი­­რი აქ­ტე­ბის თე­­რია, რო­მე­ლიც ინგ­ლი­სურ ან­­ლი­ტი­კურ ტრა­დი­ცი­­ში აღ­მო­ცენ­და ვიტ­გენ­­ტე­­ნის გავ­ლე­ნით. იგი შემ­დეგ­ნა­­რად ფუნ­­ცი­­ნი­რებს: ჩვენ გან­ვას­­ვა­ვებთ დეს­­რიპ­ტულ, აღ­წე­რით აქ­ტებს და პერ­ფორ­მა­ტი­ულს, ანუ აქ­ტებს, რომ­ლის გა­მოთ­­მი­თაც საგ­ნე­ბი რა­ღაც სხვა ხა­რის­­სა და თვი­სე­ბებს იძ­­ნენ. მა­გა­ლი­თად, შე­მიძ­ლია და­ვა­არ­სო პე­ტერ­ბურ­გი და ვთქვა: “ეს ქა­ლა­ქი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქია”. ამ­ით ჩვენ ვერ აღვ­წერთ ქა­ლაქ სანკტ-პე­ტერ­ბურგს, რად­გა­ნაც მა­ნამ, სა­ნამ ეს ითქ­მე­ბო­და, იგი არ იყო დე­და­ქა­ლა­ქი. პერ­ფორ­მა­ტი­­ლი სიტყ­ვი­­რი აქ­ტიც სწო­რედ ეს გახ­ლავფ, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც პე­ტერ­ბურ­გი მარ­­ლაც დე­და­ქა­ლა­ქად იქ­ცე­ვა. ეს იყო პირ­ვე­ლი თე­­რე­ტი­კუ­ლი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა პერ­ფორ­მა­ტი­­ლი აქ­ტია, რო­ცა მი­ვუ­თი­თებ რო­მე­ლი­მე ობ­­ექ­­ზე და ვამ­ბობ: ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბია. მე აღ­არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, და­ვა­სა­ბუ­თო ეს დე­ბუ­ლე­ბა, გან­­მარ­ტო, ან ინ­ტერ­­რე­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბი­სა, რა­თა და­ვამ­­კი­ცო მი­სი “ნა­ხე­ლა­ვო­ბა”. ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ნათ­­ვამ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ანუ, პი­სუ­­რი არ იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბი მა­ნამ, სა­ნამ დი­­შან­მა არ თქვა ეს. ასე რომ, სიტყ­ვებ­მა “ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბია”, სხვა ლინ­­ვის­ტუ­რი სტა­ტუ­სი შე­­ძი­ნა და აზ­რი და­კარ­გა კითხ­ვის დას­მა­მაც, და­სა­ბუ­თე­ბა­მაც, გან­­­ვა­ვე­ბამ და ინ­ტერ­­რე­ტი­რე­ბა­მაც.

    ამ ძალ­ზე მაც­დუ­რი თე­­რი­ის მი­ნუ­სი იმ­­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა სუ­ბი­ექ­ტის შე­სა­ხებ, ვი­საც აქვს ამგ­ვა­რი სიტყ­ვე­ბის თქმის უფ­ლე­ბა. თუ­კი შენ მე­ფე ხარ, ან პატ­რი­არ­ქი, მა­შინ გაქვს ამა თუ იმ ობ­­ექ­ტის საკ­რა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ან უფ­ლე­ბა, ქა­ლა­ქი დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­აცხა­დო. მაგ­რამ დი­­შა­ნი არც მე­ფე იყო და არც პატ­რი­არ­ქი, იგი აღ­­­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რიც კი არ იყო. მან სწო­რედ ამ­ის გა­მო გა­ით­­ვა სა­ხე­ლი და არა პი­რი­ქით. ეს ის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც დან­ტამ იმ­თა­ვით­ვე და­­ნა­ხა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ გა­აც­ნო­ბი­­რა და თა­ვის წიგ­­შიც არ აღ­­ნიშ­ნავს ეს. საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იგი სო­რენ კირ­კე­გო­რის ფი­ლო­სო­ფი­ას ეყრ­­ნო­ბო­და, რო­მე­ლიც თა­ვის თავს შემ­დეგ კითხ­ვას უს­ვამ­და: რო­გორ უნ­და ამ­­ვიც­ნოთ ქრის­ტე­ში ქრის­ტე, ანუ, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ად­­მი­ან­ში ღმერ­თი ამ­­ვიც­ნოთ და იმ დას­­­ნამ­დე მი­დი­­და, რომ ამ­ის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან არ გაგ­ვაჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­­მე­ბი. გვაქვს კრი­ტე­რი­­მე­ბი ად­­მი­ან­ში ად­­მი­­ნის, მაგ­რამ არა ღმერ­თის ამ­­საც­ნო­ბად. ამგ­ვა­რად, ად­­მი­ან­ში ღმერ­თის ამ­ოც­ნო­ბა არ­ჩე­ვის წმინ­და სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტია და არ­აფ­რით სა­ბუთ­დე­ბა. ამ­ოც­ნო­ბის აქ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რად­გან არ არ­სე­ბობ­და პრე­ცე­დენ­ტი. ჩვე­ნი წელ­თაღ­რიცხ­ვის პირ­ვე­ლი სა­­კუ­ნის პა­ლეს­ტი­ნა სავ­სე იყო სხვა­დას­­ვა ჯუ­რის მო­ხე­ტი­­ლე ფა­კი­რე­ბით, ჯა­დოქ­რე­ბით, მქა­და­გებ­ლე­ბით და ქრის­ტეს მხო­ლოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტის წყა­ლო­ბით თუ ამ­­იც­ნობ­დი. ამგ­ვა­რად, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ერთ­­ვა­რი ეკ­ლე­სი­­რო­ბი­დან, გარ­­ვე­ულ მხატ­­რულ პრო­ტეს­ტან­ტიზ­მამ­დე მივ­დი­ვართ. ეკ­ლე­სია ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის ესა თუ ის ნა­წარ­მო­­ბი რე­ლიქ­ვიაა, რა­ღა­ცის ნამ­­­რე­ვი ან ნაფ­ლე­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია და ა.შ. ეს მხო­ლოდ იმ­­ტომ ხდე­ბა, რომ მა­თი საკ­რა­ლუ­რო­ბა ოდ­ეს­ღაც, ვი­ღა­ცამ აღ­ნიშ­ნა და ას­­თი­ვე კა­თო­ლი­კუ­რი პრინ­ცი­პით ფუნ­­ცი­­ნი­რებს მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მა. მაგ­რამ ამ ორ­თო­დოქ­სულ-ქრის­ტი­­ნულ თვალ­საზ­რის­თან ერ­თად გვაქვს პრო­ტეს­ტან­ტუ­ლიც, რაც იმ­ას ნიშ­ნავს, რომ მხატ­ვარს, შემ­დეგ კი მნახ­ველ­საც, ვა­ნი­ჭებთ ამგ­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბას. მარ­­ლაც, ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ ეპ­­ქა­ში ას­­თი კა­თო­ლი­ციზ­მი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა­ტომ აქვთ ამ ად­­მი­­ნებს უფ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტონ, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და მე კი არა?

    დის­კუ­სია ამ­ის თა­­ბა­ზე ერთ ძალ­ზე მო­დურ წიგ­­ში შე­ჯამ­და, რო­მე­ლიც 3-4 წლის წინ გა­მო­ვი­და. ესაა ტი­­რი დე დი­­ფის წიგ­ნი “კან­ტი დი­­შა­ნის შემ­დეგ”, მხატ­­რუ­ლი პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის მა­ნი­ფეს­ტი, სა­დაც ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ყო­ველ ად­­მი­ანს აქვს თა­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში სა­კუ­თა­რი მუ­ზე­­მის შექ­­ნის უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა თა­ვი­სით გა­არ­ჩი­ოს ნა­წარ­მო­­ბე­ბი და თა­ვი­სი­ვე კო­ლექ­ცი­ას მო­­ყა­როს თა­ვი. ერ­თი სიტყ­ვით, ჩვენს ეპ­­ქა­ში სიტყ­ვე­ბი “ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა”, ის­­ვე ფუნ­­ცი­­ნი­რებს, რო­გორც სიტყ­ვე­ბი “ეს მშვე­ნი­­რია”.

    დე დი­­ფოს თე­ზი­სი იმ­­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა პირ­ვე­ლად ეს­თე­ტი­ზირ­და მთე­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე და ეს 2-3 წლის წინ მოხ­და. ანუ მხატ­­რის ეს ჩა­რე­ვა, რე­­ლო­ბის გარ­დამ­სა­ხა­ვის სუ­ბი­ექ­ტის, ად­­მი­­ნის ხე­ლის ჩა­რე­ვა, ხე­ლი­სა, რო­მე­ლიც სპე­ცი­­ლუ­რად ქმნის ობ­­ექ­ტებს, რა­თა შემ­დეგ იგი მშვე­ნი­­რე­ბად მი­იჩ­ნი­ონ, უკ­ვე ზედ­მე­ტი გახ­და და გაქ­რა ჰო­რი­ზონ­ტი­დან. დარ­ჩა მხო­ლოდ სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნი. და ამ აზ­რით, ეს­თე­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბას და­ემ­თხ­ვა. ავ­ტო­რი თვლის, რომ ესაა ეტ­­პი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მე რამ­დენ­ჯერ­მე დის­კურ­სია მქონ­და დე დი­უფ­თან. ის, რა­საც იგი ამ­ბობს, სა­შინ­ლად რე­ვო­ლუ­ცი­­რი და დე­მოკ­რა­ტი­­ლი ჩანს, სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი ასე არაა, რად­გა­ნაც იგი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც სუ­ბი­ექ­ტურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, სუ­ბი­ექტს ეყრ­­ნო­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იგი გე­მოვ­ნე­ბას ეყრ­­ნო­ბა და ად­­მი­­ნის უნ­არს, რა­­მე თქვას გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ…

    კი­დევ ერ­თი სა­­ტა­პო წიგ­ნი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც შარ­შან გა­მო­ვი­და; ესაა გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის, ნიკ­ლას ლუ­მა­ნის “ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­­ბა­ში”, სა­დაც უკ­­ნას­­ნე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ლუ­მა­ნი იმ­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რომ არ­ამ­ხო­ლოდ ინს­ტი­ტუ­ცი­ას არ ძა­ლუძს საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, არ­ამ­ხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­უმს – ანუ პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის მი­ხედ­ვით, ინ­დი­ვი­დუ­­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის, ინ­დი­ვი­დუ­­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის სუ­ბი­ექტს – არ­­მედ არ­­ნა­ირ სუ­ბი­ექტს არ შე­უძ­ლია ეს, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს რა­ღაც ავ­ტო­ნო­მი­­რად ფორ­მი­რე­ბუ­ლი მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ნე­ბის, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი­სა და არ­ჩე­ვა­ნის მი­­ხე­და­ვად მოქ­მე­დებს, გა­უც­ნო­ბი­­რებ­ლად; ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ მას ვერ ვა­კონ­­რო­ლებთ, პი­რი­ქით, იგი თავს გვახ­ვევს ამ კრი­ტე­რი­­მებს. და მარ­­ლაც ასეა, თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მხატ­­რუ­ლი ბა­ზა­რი, ყიდ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­­რულ სამ­ყა­რო­ში… ჯერ კი­დევ XVIIIXIX სა­­კუ­ნე­ში, მა­გა­ლი­თად, კო­ლექ­ცი­­ნე­რი მხო­ლოდ იმ­ას ყი­დუ­ლობ­და, რაც მოს­წო­ნა, თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ახ­ლა კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­­ნე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბის შე­ძე­ნი­სას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით არ ხელ­­ძღ­ვა­ნე­ლობს. იგი ყი­დუ­ლობს იმ­ის მი­ხედ­ვით, თუ რა სტა­ტუ­სი აქვს (ან ექ­ნე­ბა) ამა თუ იმ ქმნი­ლე­ბას, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­­ნე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს მემ­­ვიდ­რე­­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან და სა­ერ­თოდ, გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ყი­დუ­ლობს. და იგი, ბუ­ნებ­რი­ვია, იმ­­ში აბ­ან­დებს ფულს, რაც მის სიმ­დიდ­რეს, მის მდგო­მა­რე­­ბა­სა და სა­ხელს შე­­ნარ­ჩუ­ნებს (სა­ხელს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი იგი მუ­ზე­უმს აჩ­­ქებს თა­ვის კო­ლექ­ცი­ას). ანუ მას თა­ვი­სი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­­ბი­სა და სხვა მდა­ბა­ლი მო­ტი­ვე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბა­ზე უარ­ის თქმას შე­უძ­ლია და იგი ორ­­ენ­ტი­რად თა­ვად მხატ­­რუ­ლი პრო­ცე­სის იმ­­ნენ­ტურ დი­ნა­მი­კას ირ­ჩევს. ანუ მან გარ­­ვე­­ლი თვალ­საზ­რი­სით, წი­ნას­წარ უნ­და გან­­­რი­ტოს ეს პრო­ცე­სი ის­­ვე, რო­გორც ამ­ინ­დი, აქ­ცი­­თა კურ­სი და ა.შ. ანუ პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი; მაგ­რამ მა­თი პროგ­ნო­ზი­რე­ბით ან წარ­მა­ტე­ბას ვაღ­წევთ ხოლ­მე, ან პი­რი­ქით, ვმარ­ცხ­დე­ბით. ეს მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მის სწო­რედ ის სი­ტუ­­ციაა, რო­მელ­საც ლუ­მა­ნი აღ­წერს. ანუ მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­გორც იგი ამ­ბობს, ავ­ტო­ნო­მი­ზირ­და და “ავ­ტო-პო­­­სი­სის” რე­ჟიმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, იგი თა­ვად შობს სა­კუ­თარ თავს, ყო­ველ მომ­დევ­ნო ეტ­აპს და ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია ვქნათ – ესაა ყვე­ლა­ფერ ამ­ის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ამ პრო­ცე­სის ვერც სუ­ბი­ექ­ტად ვიქ­ცე­ვით და ვერც აგ­ენ­ტად. ამგ­ვა­რად, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­­ცი­­ში ვვარ­დე­ბით, რო­ცა ხე­ლოვ­ნე­ბა, გარ­­ვე­­ლი ევ­­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ბუ­ნე­ბის სფე­რო­ში აღ­მოჩ­­და. ბუ­ნე­ბა აქ ყვე­ლა­ზე ზო­გა­დი მნიშ­­ნე­ლო­ბით უნ­და გა­ვი­გოთ, ანუ ის, რაც ად­­მი­­ნის ხე­ლით არაა შექ­­ნი­ლი, რა­საც შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ თვალ­ყუ­რი ვა­დევ­ნოთ და აღვ­წე­როთ.

    ამ პრო­ცეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის, ხედ­ვის პრო­ცე­სის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბაც, რო­მე­ლიც მომ­­მა­რე­ბე­ლია მხატ­ვარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს პრო­ცე­სი უკ­ვე კან­­თან და­იწყო და მის­­ვის თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბა არაა ძნე­ლი. ვინ წყვეტს სა­კითხს იმ­ის შე­სა­ხებ, ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბია ეს თუ არა? დამ­­ვირ­ვე­ბე­ლი, ექს­პერ­ტი, ანუ ის, ვინც თა­ვად არ მო­ნა­წი­ლე­ობს ამ სის­ტე­მა­ში. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხატ­ვა­რი არაა. მხატ­ვა­რი სა­ერ­თოდ ამ­­ვარ­­ნი­ლია ამ გან­საზ­­­რე­ბი­დან. პრო­ცე­სი უკ­ვე გე­ნი­­სის კან­ტი­სე­­ლი ცნე­ბი­დან და­იწყო, გე­ნი­­სის, რო­მე­ლიც ქვეც­ნო­ბი­­რად მოქ­მე­დებს და ქმნის ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­გორც ბუ­ნე­ბას. თა­ვად მხატ­ვა­რი იმ­დე­ნა­დაა ნორ­მა­ლუ­რი ად­­მი­­ნი, რამ­დე­ნა­დაც თა­ვა­დაა სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი და ამ­ით ჩვენ გვგავს. რო­გორც მხატ­ვა­რი, იგი ბუ­ნე­ბის ბრმა სტი­ქიაა, რო­მელ­მაც არ უწ­ყის, რას იქმს. ამგ­ვა­რად, ჩვენს ეპ­­ქა­ში, მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ მხატ­­რუ­ლი გე­ნი­­სის ცნე­ბა კომ­­რო­მე­ტი­რე­ბუ­ლია და სირ­ცხ­ვი­ლია, ამ სიტყ­ვით აღ­ნიშ­ნო სა­კუ­თა­რი თა­ვი, გე­ნი­­ლო­ბა არ­სად და­კარ­გუ­ლა. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კან­ტის მი­ერ გა­მო­გო­ნი­ლი გე­ნი­­ლო­ბის ფი­გუ­რა, ანუ ქვეც­ნო­ბი­­რი ქმე­დე­ბის ფი­გუ­რა და­შორ­და სუ­ბი­ექტს, მაგ­რამ სის­ტე­მად იქ­ცა. ყო­ვე­ლი ცალ­კე­­ლი მხატ­ვა­რი არ­­რად იქ­ცა, სა­მა­გი­­როდ, სის­ტე­მამ ყვე­ლა­ფე­რი მო­იც­ვა. სის­ტე­მა გახ­და გე­ნი­­ლუ­რი. ხე­ლოვ­ნე­ბა გახ­და გე­ნი­­ლუ­რი, იმ მო­მენ­­ში, რო­ცა მხატ­ვა­რი უკ­ვე აღ­არ იყო გე­ნი­­სი და ლუ­მა­ნის მო­დე­ლი სხვა არ­­ფე­რია, თუ არა მხატ­­რუ­ლი სის­ტე­მის გე­ნი­­ლო­ბის აღ­წე­რა. მაგ­რამ ჩვენ, რო­გორც დამ­­ვირ­ვებ­ლებს, მჭვრე­ტე­ლებს, შეგ­ვიძ­ლია გა­ვარ­ჩი­ოთ ხე­ლოვ­ნე­ბა არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან; რო­გორც არ­­გე­ნი­­ლუ­რი ად­­მი­­ნე­ბი, ჩვენ გან­­­ვა­ვე­ბის ამ გა­სა­ღებს ვფლობთ, შემ­დეგ კი კომ­პე­ტენ­ცია და არ­ჩე­ვა­ნი მომ­­მა­რე­ბელ­ზე, მა­ყუ­რე­ბელ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი მყიდ­ველ­ზე ვრცელ­დე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, ჩვენ უკ­ვე მი­ვაღ­წი­ეთ ამ დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბის უკ­­ნას­­ნელ წერ­ტილს, მე თავს ვა­ნე­ბებ რე­ფე­რი­რე­ბას და შე­ვეც­დე­ბი გად­მოგ­ცეთ უშ­­­ლოდ ჩე­მი რე­აქ­ცია სი­ტუ­­ცი­­ზე.

    რო­ცა ჭვრე­ტის, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, – ის­ევ დი­­შა­ნი­სა და ვიტ­გენ­­ტა­­ნის ტრა­დი­ცი­ის კვა­ლად – ვფიქ­რობთ, რომ ობ­­ექტს არ­­ფე­რი მოს­დის, რო­ცა მას ვუ­ყუ­რებთ. ეს ვიტ­გენ­­ტა­­ნი ამ­ბობ­და, რომ ჭვრე­ტა ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილ­ზე ტო­ვებს (ის­­ვე რო­გორც ფი­ლო­სო­ფია). თე­­რია ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილ­ზე ტო­ვებს. ხე­ლე­ბი ცვლი­ან სა­განს, მაგ­რამ თე­­რე­ტი­კუ­ლი მზე­რა არ ცვლის მის სტრუქ­ტუ­რას. სწო­რედ ეს წა­ნამ­ძღ­ვა­რია მთე­ლი ამ დის­კურ­სის სა­ფუძ­ვე­ლი, იმ­­ტომ, რომ გიჩ­­დე­ბა სურ­ვი­ლი, იკ­ითხო: რო­გო­რაა მოწყო­ბი­ლი ჭვრე­ტა? რო­გორ ოპ­­რი­რებს? ამ­ის სა­პა­სუ­ხოდ შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ ჩვენ სპე­ცი­­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას ვაკ­ვირ­დე­ბით საგ­ნებს. მუ­ზე­­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ას­­თი ად­გი­ლია და შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვთქვათ, რომ მუ­ზე­­მი არ ცვლის ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს? ერ­თი შე­ხედ­ვით, კი. მაგ­რამ მე­­რე მხრივ, არა. მა­გა­ლი­თად, რო­ცა მუ­ზე­უმ­ში შე­დი­ხართ, რა­ღაც ობ­­ექ­ტებს ხე­დავთ – ქან­და­კე­ბებს, ნა­ხა­ტებს. პირ­ვე­ლი, რა­საც მუ­ზე­უმ­ში აწყ­დე­ბით, გარ­­ვე­­ლი სა­ხის ტე­რო­რია. ვთქვათ, “არ გა­და­­ფურ­თხოთ” და სა­ერ­თო­დაც, “კულ­ტუ­რუ­ლად” მო­­ქე­ცით, ხე­ლი არ ახ­ლო ნა­ხატს, არ ჩა­მოგ­ლი­ჯო კედ­ლი­დან, არ გად­მო­აბ­რუ­ნო, არ დაფ­ლი­თო. ანუ ხე­ლოვ­ნე­ბა გარ­­ვე­­ლი ოპ­­რა­ცი­­ბის ტა­ბუ­­რე­ბით იწ­ყე­ბა, თა­ნაც სწო­რედ იმ ოპ­­რა­ცი­­ბის აკრ­ძალ­ვით, რო­მელ­საც შემ­­გომ შეს­წავ­ლამ­დე, ობ­­ექ­ტის კვლე­ვამ­დე მივ­ყა­ვართ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ობ­­ექ­ტის გა­მო­ფე­ნი­ლო­ბას მი­სი ჭვრე­ტის შე­უძ­ლებ­ლო­ბა მოჰ­­ვე­ბა. მხო­ლოდ მა­შინ გვაქვს ობ­­ექ­ტის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­ცა ამ ობ­­ექ­ტის ნა­წილს გა­მოვ­რიცხავთ ჭვრე­ტის ზო­ნი­დან. მი­სი და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, აკრ­ძა­ლუ­ლია. ჩვენ, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ყო­ფი­თო­ბის რუხ, შუ­­ლე­დურ ზო­ნა­ში ვცხოვ­რობთ. რო­ცა ობ­­ექტს ჭვრე­ტის სივ­­ცე­ში ვა­თავ­სებთ, იგი შავ და თეთრ ნა­წი­ლე­ბად იყ­­ფა. ობ­­ექ­ტის ნა­წილს ყუ­რად­ღე­ბით ვათ­ვა­ლი­­რებთ, მაგ­რამ ამ­ას სხვა ნა­წი­ლის ხარ­­ზე ვა­კე­თებთ, იგი რა­დი­კა­ლუ­რად ქრე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის არ­­დან. ამგ­ვა­რად, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ მუ­ზე­­ლი­ზა­ცი­ის, საგ­ნის გა­მო­ფე­ნი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ში რა­ღაც ტრავ­მა ძევს. ობ­­ექ­ტი ტრავ­მა­ტი­ზირ­დე­ბა, იგი შიგ­ნი­დან იპ­­ბა ორ ნა­წი­ლად – იმ­ად, რა­საც ხე­დავ და რაც პრინ­ცი­პუ­ლად არ ჩანს. გგო­ნია, რომ ობ­­ექტს არ­­ფე­რი მოს­დის, მაგ­რამ ჭვრე­ტის პი­რო­ბე­ბი მის ფუნ­და­მენ­ტურ ტრან­­ფორ­მი­რე­ბას იწ­ვევს. იპ­­ბა იგი მე­დი­­ლურ ნა­წი­ლად, მხა­რედ, რო­მე­ლიც ჩვენ რა­ღა­ცას გვა­უწყებს, ჩანს მხა­რედ, რო­მელ­საც ამ მე­დი­­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. იგი და­ფა­რუ­ლია ჩვენ­გან. ობ­­ექ­ტის ში­ნა­გა­ნი “გან­ხეთ­ქი­ლე­ბის” და­ნახ­ვის ამ შე­უძ­ლებ­ლო­ბას, ჰა­­დე­გე­რის კვა­ლად, ონ­ტო-მე­დი­­ლურ დი­ფე­რენ­ცი­­ცი­ას ვუ­წო­დებ. ამგ­ვა­რად, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ხა­სი­­თოთ ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბა­დე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც ტა­ბუ­­რე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც აკრ­ძალ­ვა, ფრუს­­რი­რე­ბა და ბლო­კი­რე­ბა… თუნ­დაც ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბა. თუ­კი ყო­ვე­ლი ცალ­კე­­ლი ობ­­ექ­ტი ტა­ბუ­­რე­ბის პრო­დუქტს წარ­მო­ად­გენს, თა­ნაც ის­ეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად ამ­­ხინ­ჯებს ამ ობ­­ექტს, მა­შინ ად­ვი­ლი და­საშ­ვე­ბია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­­ქა­ში კი არ არღ­ვევს ტა­ბუს, არ­­მედ მის პრო­დუ­ცი­რე­ბას ახ­დენს. არ­სე­ბობს მცდა­რი აზ­რი, რომ XIXXX სა­­კუ­ნე­­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა სულ უფ­რო წინ მი­­წევს, ანგ­რევს არ­სე­ბულ ნორ­მებს, აღ­მო­­ჩენს ახ­ალ სივ­­ცე­ებს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს არ­­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სი­მარ­­ლეს­თან. სი­ნამ­­ვი­ლე­ში XX სა­­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა ტა­ბუ­სა და აკრ­ძალ­ვე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი წარ­მო­­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­­რი ავ­ან­გარ­დის სა­ერ­თო ფორ­მაა: “ასე ცხოვ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა”. თა­ნაც ეს აკრ­ძალ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ირ­­ცი­­ნა­ლუ­რია. ცხა­დია, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია. ეს აბ­სურ­დუ­ლი სიტყ­ვე­ბია და თვით­ტა­ბუ­­რე­ბის აქტს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც არ­­ნა­­რი ბა­ზა არ გა­აჩ­ნია, გარ­და წმინ­და ეს­თე­ტი­კუ­რი­სა. თუ­კი მა­ლე­ვი­ჩი­ვით ვიტყ­ვი: “ასე ცხოვ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა” და ვე­ღარ დავ­ხა­ტავ “ვე­ნე­რა­თა უკ­­ნა­ლებს” და “მწვა­ნე ბაღ­ნა­რებს”, იმ­­ტომ, რომ ამ­ის ყუ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა – მა­შინ შა­ვი კვად­რა­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის საზ­­­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი კი არა, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაქ­რო­ბის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა. სი­ნამ­­ვი­ლე­ში კი, რა თქმა უნ­და, ად­­მი­ანს ვე­ნე­რას უკ­­ნა­ლის და­ხატ­ვა სურს, მა­ლე­ვიჩ­საც უნ­დო­და. იგი ამ­ბობ­და, რომ იგი იბრ­­ვის გუ­ლახ­დი­ლო­ბის წი­ნა­აღ­­დეგ ად­­მი­ან­სა და შე­მოქ­მედ­ში. ჩვენ მხატ­­რე­ბი მა­შინ ვართ, რო­ცა სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­პი­რის­პი­როდ ვიქ­ცე­ვით, რო­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის ფრუს­­რა­ცი­ას ვახ­დენთ, ანუ რო­ცა ას­კე­ტურ პრაქ­ტი­კას ვა­ხორ­ცი­­ლებთ. XX სა­­კუ­ნის ავ­ან­გარ­დის პრაქ­ტი­კას ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ტა­ბუს და­დე­ბის პრაქ­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა ეწ­­დოს. პირ­ველ ეტ­აპ­ზე მე ხე­ლოვ­ნე­ბის პრაქ­ტი­კის ტა­ბუ­­რე­ბას ვახ­დენ, ვა­უქ­მებ გარ­­ვე­ულ ობ­­ექ­ტებს და მათ ჭვრე­ტის წმინ­და საგ­ნე­ბად ვაქ­ცევ, შემ­დეგ ეტ­აპ­ზე კი ამ პრაქ­ტი­კის თა­ვის­თა­ვა­დო­ბას ვაც­ნო­ბი­­რებ და მა­საც ვკრძა­ლავ, რო­გორც პრაქ­ტი­კას. ამგ­ვა­რად, ავ­ან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბის, რო­გორც კი­დევ ერ­თი რე­­ლუ­რი პრაქ­ტი­კის ტა­ბუ­­რე­ბას და აკრ­ძალ­ვას წარ­მო­ად­გენს და ამ­ის მი­ხედ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თი აკრ­ძალ­ვი­დან მე­­რის­კენ მი­დის, ერ­თი ფრუს­­რა­ცი­­დან მე­­რეს­კენ, ერ­თი შე­უძ­ლებ­ლო­ბი­დან მე­­რის­კენ, თა­ნაც ყვე­ლა ამ აკრ­ძალ­ვებ­სა და ფრუს­­რა­ცი­ებს არ­­ნა­­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში. მათ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში აქვთ ეს სა­ფუძ­ვე­ლი.

    სხვა­თა შო­რის, ის, რაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებ­ზე, რო­გორც ობ­­ექ­­ზე ვთქვი, სხვა და­ნარ­ჩენ­ზეც ვრცელ­დე­ბა. ჩვენ ვი­ცით არ­­კულ­ტუ­რუ­ლი ქცე­ვის წე­სე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გებ­შიც, არ­­მარ­ტო მუ­ზე­­მებ­ში. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ტექ­­­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არ­­კულ­ტუ­რუ­ლი ტი­პი, რო­ცა კითხ­ვას ვსვამთ ხოლ­მე: “სწო­რად მო­იქ­ცა თუ არა ტა­ტი­­ნა, ონ­­გინს რომ წე­რი­ლი მის­წე­რა?” ეს, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, პა­რა­დიგ­მა­ტუ­ლი უკ­ულ­ტუ­რო კითხ­ვაა. რა­ტომ? სი­ნამ­­ვი­ლე­ში, თუ­კი გეს­მით, რომ ვი­ღაც თქვენ­მა ნაც­ნობ­მა გო­გომ ას­­თი წე­რი­ლი და­წე­რა, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბო­და, ეს კითხ­ვა გაგ­ჩე­ნო­დათ და აზ­რი გა­მო­გეთ­­ვათ ამ­ის თა­­ბა­ზე. ამ კითხ­ვის დას­მის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, მი­სი უკ­ულ­ტუ­რო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მთა­ვარ ნი­შან-თვი­სე­ბას წარ­მო­ად­გენს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ვენ­ცია ზუს­ტად ის­­ვე ფუნ­­ცი­­ნი­რებს, რო­გორც სა­მუ­ზე­­მო კონ­ვენ­ცია. ესაა ინ­ტე­რეს­თა გარ­­ვე­­ლი ტი­პის ფრუს­ტი­რე­ბა.

    ამ თე­მა­ზე დე­რი­დამ საკ­მა­ოდ მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი წიგ­ნი და­წე­რა, რო­მელ­საც “ყალ­ბი მო­ნე­ტა” ჰქვია და იგი ტა­ტი­­ნას წე­რი­ლის მსგავ­სად, ბოდ­ლე­რის ერთ ტექსტს მი­მო­­ხი­ლავს, რო­მელ­შიც… ერ­თი სიტყ­ვით, აზ­რი რა­ში მდგო­მა­რე­ობს: ნე­ბის­მი­ერ სხვა სი­ტუ­­ცი­­ში მკითხ­ვე­ლი მო­ინ­დო­მებ­და, გა­ერ­­ვია (და გა­არ­­ვევ­და კი­დეც) მო­ნე­ტა მარ­­ლა ყალ­ბი იყო თუ არა. მაგ­რამ უხ­ამ­სო­ბაა, რო­ცა ამ­ას ბოდ­ლერს ეკ­ითხე­ბი. და აი, ამ აკრ­ძალ­ვის კონ­­ტი­ტუ­­რე­ბას ახ­დენს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­­ტი. იგ­­ვე ვი­თა­რე­ბაა კი­ნო­შიც… რო­ცა მა­გა­ლი­თად, ნე­გა­ტი­ურ პერ­სო­ნა­ჟებს ეს­როდ­ნენ დარ­ბა­ზი­დან და ა.შ. ეს ნორ­მა­ლუ­რი ად­­მი­­ნუ­რი საქ­ცი­­ლია და სწო­რედ მი­სი აკრ­ძალ­ვა წარ­მო­ად­გენს ტექ­­ტის კონ­­ტი­ტუ­­რე­ბულ სივ­­ცეს, რო­მე­ლიც ამ დი­ფე­რენ­ცი­ას ქმნის.

    რა­ში მჭირ­დე­ბა ეს დი­ფე­რენ­ცია? ახ­ლა­ვე გეტყ­ვით.

    საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ხე­ლოვ­ნე­ბის რა­­ბა­ზე სვა­მენ კითხ­ვას, უეც­რად წა­მო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე ცნო­ბი­ლი დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლის შე­სა­ხებ. სი­ნამ­­ვი­ლე­ში ეს კითხ­ვა და ეს პა­სუ­ხი (რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა? – ის, რაც დას­რულ­და) – ინ­ტი­მუ­რა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ­მა­ნეთ­თან. ის­­ნი კავ­შირ­ში არ­­ან, რად­გა­ნაც იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ქრე­ბა მა­ტე­რი­­ლუ­რი სხვა­­ბა მუ­ზე­უმ­სა და მუ­ზე­უმს გა­რეთ მო­თავ­სე­ბულს შო­რის, შეგ­ვიძ­ლია ჩათ­ვა­ლოთ, რომ იშ­ლე­ბა ზღვა­რიც ხე­ლოვ­ნე­ბას და არ­­ხე­ლოვ­ნე­ბას შო­რის. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რა თქმა უნ­და, ვთქვათ, რომ არ­სე­ბო­ბენ რა­ღაც მუ­ზე­­მე­ბი, სა­დაც ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ებს ფე­ნენ, მაგ­რამ ეს მა­თი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც არ­­რე­ლე­ვან­ტუ­რია ხე­ლოვ­ნე­ბის­­ვის, რო­გორც ას­­თის­­ვის და მა­თი არ­სის გა­სა­გე­ბად. სი­ნამ­­ვი­ლე­ში სა­კითხის ასე დას­მას, ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თა­დერთ პა­სუ­ხამ­დე მივ­ყა­ვართ – “ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ვე­ბუ­ლია”, ეს კი ღმერ­თის სიკ­­დილს ნიშ­ნავს. და თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რა­თა სან­­ცი­­ნი­რე­ბუ­ლი მხატ­­რის უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბად გა­მოცხა­დე­ბის, ყვე­ლაფ­რის ეს­თე­ტი­ზი­რე­ბის სა­შუ­­ლე­ბა იძ­ლე­ვა – შლის ამ სხვა­­ბას. ამ­­ტო­მაც, სწო­რედ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ვსვამთ კითხ­ვას, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა, თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბა და ეს კითხ­ვა ჩვენ­­ვის უინ­ტე­რე­სო ხდე­ბა. საზ­­ვა­რი გაქ­რა და თუ­კი სად­მე დარ­ჩა მი­სი კვა­ლი – იგი აღ­­რა­ნა­ირ ინ­ტე­რესს აღ­არ იწ­ვევს. ყვე­ლა­ფე­რი ეს საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერს, მაგ­რამ თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა მინ­დო­და მი­მექ­ცია იმ­­ზე, რომ იმ მო­მენ­­ში, რო­ცა ვა­ღი­­რებთ, რომ ობ­­ექ­ტი იცვ­ლე­ბა, თუ­კი მი­სი ნა­წი­ლი სი­შა­ვე­ში ქრე­ბა, ვკითხუ­ლობთ ხოლ­მე, სად ქრე­ბა იგი და რა არ­ის ეს სი­შა­ვე. პა­სუ­ხი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია (მათ­­ვის, ვი­საც ეს­მის, თუ რა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რო­ცა ონ­ტო-მე­დი­­ლურ დი­ფე­რენ­ცი­­ზე ვლა­პა­რა­კობ): ეს შა­ვი მხა­რე დროდ იქ­ცა. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, რო­ცა რა­ღა­ცას ვუ­ყუ­რებ, არ ვი­ცი, რამ­დენ ხანს გაგ­­ძელ­დე­ბა ეს ჭვრე­ტა. პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე რამ­დენ ხანს, ნიშ­ნავს იმ­ას, თუ რამ­დენ ხანს გაძ­ლებს ეს ტი­ლო, რა არ­ის ამ ქან­და­კე­ბა­ში და რამ­დე­ნად მყა­რია შე­ნო­ბა, რამ­დე­ნი ფუ­ლი მი­­ღო ამა თუ იმ მუ­ზე­უმ­მა, რა პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი აქვს მის დი­რექ­ტორს და ა.შ. ანუ ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­ფა­რუ­ლია ჩემ­გან, რო­ცა, ვთქვათ, “პომ­პე­ის უკ­­ნას­­ნელ დღეს” ვუ­ყუ­რებ. რო­ცა ამ ნა­ხატს ვუ­ყუ­რებ, მე ბე­დის­წე­რას ვნებ­დე­ბი. და­ფა­რუ­ლი სო­ცი­­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკ­­ნო­მი­კუ­რი, მა­ტე­რი­­ლუ­რი და სხვა ინფ­რას­­რუქ­ტუ­რე­ბის ნე­ბას ვე­მორ­ჩი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სწო­რედ ამ მო­მენ­­ში ვერ ვა­კონ­­რო­ლებ და რომ­ლე­ბიც ახ­ორ­ცი­­ლე­ბენ სა­კუ­თარ თავს, მის მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბას ახ­დე­ნენ არა იმ­ით, რომ თავს გვაჩ­ვე­ნე­ბენ (ის­­ნი ჩე­მი ყუ­რად­ღე­ბის არ­­ში არც ექ­ცე­ვი­ან), არ­­მედ გვაჩ­ვე­ნე­ბენ სა­კუ­თარ თავს, რო­გორც საზ­­ვარს ჩე­მი ხედ­ვის უნ­­რი­სას, რად­გა­ნაც შემ­დეგ, რო­ცა მუ­ზე­­მი გა­კოტ­­დე­ბა და და­­ხუ­რე­ბა, “პომ­პე­ის უკ­­ნას­­ნელ დღეს” კი დაწ­ვა­ვენ ან ვინ­მეს მიჰ­ყი­დი­ან… მე ეს არ ვი­ცი და ეს არ­ცოდ­ნა თით­ქოს ჩე­მი ხედ­ვის კონ­­ტი­ტუ­­რე­ბას ახ­დენს.

    აქ­­დან ჩნდე­ბა რე­­ლუ­რი შე­უძ­ლებ­ლო­ბაც მუ­ზე­­ლი­ზა­ცი­ის ეს­თე­ტი­ზა­ცი­­სა, რო­მე­ლიც იდ­­­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს. რა თქმა უნ­და, მე ყვე­ლაფ­რის მუ­ზე­­ლი­ზა­ცია შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ამ­ის­­ვის არც დრო მე­ყო­ფა, არც ძა­ლა, არც ფუ­ლი და სურ­ვი­ლი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხოვ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვი­თი ფაქ­ტი რო­დია, არ­­მედ დრო­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბა, რად­გა­ნაც ის­­ნი დრო­ის ფაქ­ტო­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ, ანუ დრო არ მყოფ­ნის. ის­­ვე, რო­გორც ად­­მი­ანს არ­ას­­როს ყოფ­ნის დრო ერ­მი­ტა­ჟის და­სათ­ვა­ლი­­რებ­ლად. ურ­ჩევ­ნია ყა­ვა ან ღვი­ნო და­ლი­ოს. დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნი­შან-თვი­სე­ბაა, ნე­ბის­მი­­რი ჭვრე­ტის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მა­ხა­სი­­თე­ბე­ლი. ჭვრე­ტა იმ­ით ხა­სი­ათ­დე­ბა, რომ იგი ყო­ველ­­ვის უს­რუ­ლია, დრო არ გვყოფ­ნის. და დრო­ის ეს უკ­მა­რი­სო­ბა ჭვრე­ტის­­ვის ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნის მუ­ზე­­ლი­ზა­ცი­ის­­ვის დრო­ის ფუნ­და­მენ­ტურ უკ­მა­რი­სო­ბა­საც ნიშ­ნავს. მე არ შე­მიძ­ლია ეს და­ვი­ნა­ხო, რად­გა­ნაც დრო არ მყოფ­ნის. თა­ნაც აქ სა­­ბა­რია იმ დრო­სა და ფა­რულ სი­შა­ვე­ზე, რო­მე­ლიც მუ­ზე­­მის მიღ­მა კი არაა, არ­­მედ თა­ვად მუ­ზე­­მის ეფ­ექტს წარ­მო­ად­გენს. იგი თა­ვად მუ­ზე­­ლი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად ჩნდე­ბა. და ამგ­ვა­რად, ვერც და­იძ­ლე­ვა, ვერც რეფ­ლექ­სირ­დე­ბა და მი­სი შეს­წავ­ლაც შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩემს საყ­ვა­რელ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან – ფიშ­ლი­სა და უაის­ის ნა­მუ­შევ­რებს. ის­­ნი შვე­­ცა­რე­ლი მხატ­­რე­ბი არ­­ან, ცი­­რი­ხი­დან, რომ­ლებ­მაც, ჩე­მი აზ­რით, დი­­შა­ნის შემ­დეგ კი­დევ ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს. მათ ფიქ­ტი­­რი, ცრუ Readymade გა­­კე­თეს.

    ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რა­თა იგი გა­ნას­­ვა­ვო სხვა ნივ­თე­ბი­სა­გან, ისაა, რომ მას ხე­ლით უნ­და შე­­ხო, ას­წიო. რად­გა­ნაც ის­­ნი ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქე­ბი არ­­ან. ის­­ნი ამ სა­გან­თა ასტ­რა­ლუ­რი სხე­­ლე­ბის მე­ტა­ფო­რებს წარ­მო­ად­გე­ნენ, მათ სულს. ხში­რად ვყო­ფილ­ვარ მათ სა­ხე­ლოს­ნო­ში და ყო­ველ­­ვის ხე­ლით ვე­ხე­ბი ხოლ­მე ამ საგ­ნებს, ვარ­­ვევ რა არ­ის, რას წარ­მო­ად­გენს. მუ­ზე­უმ­ში კი ამ­ას ვერ მო­­ხერ­ხებ. ერ­თი სიტყ­ვით, რო­ცა ამ ფიქ­ტი­ურ, ინს­ცე­ნი­რე­ბულ Readymade-ს უყ­­რებ, ვერ ხვდე­ბი, თუ რა საგ­ნე­ბია ეს, რე­­ლუ­რია თუ ფიქ­ტი­­რი. და მხო­ლოდ მუ­ზე­­მი ხდის შე­უძ­ლე­ბელს ამ­ის გარ­­ვე­ვას. ცხოვ­რე­ბა­ში ეს ად­ვი­ლია. მუ­ზე­უმ­ში ეს აკრ­ძა­ლუ­ლია.

    იგ­­ვე შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გე­ბის შე­სა­ხე­ბაც. რო­ცა მშვი­დად ზი­ხარ ტე­ლე­ვი­ზორ­თან, თუ­კი დრო გაქვს, შე­გიძ­ლია 40 სა­­თიც უყ­­რო ამ ვი­დე­­­ბი­ექ­ტებს, მაგ­რამ მუ­ზე­­მის ან ინს­ტა­ლა­ცი­ის სი­ტუ­­ცი­­ში, ამ­ას ვერ იზ­ამ, იმ­­ტომ, რომ დრო არ გე­ყო­ფა. ანუ მუ­ზე­უმ­ში წიგ­ნი კითხ­ვა­დი აღ­­რაა, ფილ­მი “არ ვარ­გა” ჩვე­ნე­ბის­­ვის, ობ­­ექ­ტი შე­უც­ნო­ბა­დია და ა.შ. მუ­ზე­­მი ხედ­ვის სიცხა­დეს კი არა, მის შე­უძ­ლებ­ლო­ბას ქმნის. კი არ გვიხ­­ნის ჭვრე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არ­­მედ მათ ბლო­კი­რე­ბას ახ­დენს. და პირ­ვე­ლად, სწო­რედ ამ ბლო­კი­რე­ბის წყა­ლო­ბით, მუ­ზე­­მი, ის­­ვე რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რა და ა.შ., საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა ძრო­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხე­დავთ, მაგ­რამ ვერ ხე­დავთ, რაა მის მიღ­მა, ეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მინ­დორ­ზე და რე­­ლურ ძრო­ხა­ზე მიგ­ვი­თი­თებს. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, იმ­ის­­ვის, რა­თა ნიშ­ნად იქ­ცეს, ობ­­ექ­­მა სხე­­ლი უნ­და და­კარ­გოს, სიბ­­ტყედ უნ­და იქ­ცეს. ეს სწო­რედ ის ვი­თა­რე­ბაა, რო­მე­ლიც გა­­გეს ფიშ­ლიმ და უაის­მა, მაგ­რამ ამ­ას ვერ მიხ­­და დი­­შა­ნი. ამ­­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ ეს წინ­გა­დად­­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. რად­გან, რო­ცა მთე­ლი ეს პი­სუ­­რე­ბი და სხვა Readymade-ბი სა­მუ­ზე­­მო სივ­­ცე­ში და­იდ­გა, ჩათ­ვა­ლეს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­­და საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის­გან; პი­სუ­­რი ხომ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს აღ­ნიშ­ნავ­და და იგი, ასე ვთქვათ, ემ­ან­სი­პირ­და ში­ნა­არ­სის­გან, ნა­რა­ტუ­ლო­ბის­გან და ნე­ბის­მი­­რი კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტექ­­ტის­გან. სი­ნად­ვი­ლე­ში ეს არ მომ­­და­რა, რად­გა­ნაც ეს პი­სუ­­რი თა­ვის თავს აღ­ნიშ­ნავ­და. იგი აღ­ნიშ­ნავ­და მი­სი კლო­ზეტ­ში გა­და­ტა­ნი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

    სწო­რედ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბლო­კი­რე­ბას ახ­დე­ნენ ფიშ­ლი და უაისი. რად­გა­ნაც არ იც­ით, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ ობ­­ექ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ანუ ის­­ნი აუქ­მე­ბენ იმ საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის, თა­ვი­სი თა­ვის აღ­ნიშ­­ნას, რო­მე­ლიც სი­ნამ­­ვი­ლე­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია კლა­სი­კურ… და თვით­საგ­ნი­ფი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ას­­თი გა­უქ­მე­ბა აჩ­ენს ჭვრე­ტის იმ სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბი­დან რჩე­ბო­და ხოლ­მე კლა­სი­კურ პოს­­დი­­შა­ნურ თე­­რი­ებს.

    მაგ­რამ ამგ­ვარ გან­­ჯებს ჩე­მი ლექ­ცია და­სას­რუ­ლის­კენ მი­ყავს, დროც იწ­­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლის იმ პრობ­ლე­მა­ტი­კამ­დე მივ­დი­ვართ, რო­მელ­ზეც ახ­ლა ყვე­ლა სა­უბ­რობს, თა­ნაც ის­ტე­რი­­ლი ტო­ნით. საქ­მე იმ­­ში გახ­ლავთ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლი რა­ღაც დამ­­­გუნ­ვე­ლად ჟღერს, თუ­კი მი­ვიჩ­ნევთ, რომ აქ­ამ­დე ხე­ლოვ­ნე­ბა იწ­ყე­ბო­და, ვი­თარ­დე­ბო­და და ა.შ. თუმ­ცა, რო­გორც ვნა­ხეთ, ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვი­დან­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რულს წარ­მო­ად­გენ­და. მან თა­ვი­დან­ვე მო­ახ­დი­ნა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა. იგი და­სას­რუ­ლი­დან და­იწყო. ამ­ით იგი თით­ქოს ჩვე­ნი დრო­ის რე­ლი­გი­ურ ფე­ნო­მე­ნებს ჰგავს, მა­გა­ლი­თად ქრის­ტი­­ნო­ბას, რო­მე­ლიც რო­გორც რე­ლი­გია, ღმერ­თის სიკ­­დი­ლით და­იწყო. ღმერ­თის ჯვარ­­მი­თა და სიკ­­დი­ლით. და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­­რი ნა­წარ­მო­­ბი გარ­­ვე­ულ მე­ტა­ფო­რას წარ­მო­ად­გენს ჯვარ­­მუ­ლი ქრის­ტეს­­ვის. ანუ, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­­რი ნა­წარ­მო­­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­­ქა­ში (თა­ნა­მედ­რო­ვე, ანუ პოსტ-ჰე­გე­ლი­­ნურ ეპ­­ქა­ში) არ­­ფერს გა­მო­ხა­ტავს, გარ­და ხე­ლოვ­ნე­ბის და­სას­რუ­ლი­სა. ეს იგ­­ვეა, რაც ქრის­ტეს ვნე­ბა­თა ინს­ცე­ნი­რე­ბა, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მხო­ლოდ ღმერ­თის სიკ­­დი­ლის შემ­დეგ ჩნდე­ბა. ანუ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბის სიკ­­დი­ლი იძ­ლე­ვა მხატ­­რუ­ლი პრაქ­ტი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რო­გორც ჰე­გე­ლი­სე­­ლი ის­ტო­რიზ­მი იწ­ყე­ბა ის­ტო­რი­ის და­სას­რუ­ლით, პოსტ-ის­ტო­რი­ის დამ­­ვიდ­რე­ბით.

    ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სიკ­­დი­ლი მა­გი­­რად, ტრავ­მა­ტუ­ლად თუ რი­ტუ­­ლუ­რად გა­მუდ­მე­ბით მე­ორ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტებ­ში და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა იგი მე­ორ­დე­ბა, მო­ცე­მუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი იდ­ენ­ტი­ფი­ცირ­დე­ბა რო­გორც სე­რი­­ზუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბი. მა­სობ­რივ ხე­ლოვ­ნე­ბას თა­ვი­სი თე­მე­ბი აქვს (სექ­სი, სიკ­­დი­ლი, ფუ­ლი და ა.შ.) და ამ­ის მი­ხედ­ვით სე­რი­­ზუ­ლის შე­სა­ხე­ბაც შეგ­ვიძ­ლია ვი­კითხოთ და ვუ­პა­სუ­ხოთ, რომ მი­სი თე­მა სიკ­­დი­ლია და თა­ნაც არა ვინ­მეს, არ­­მედ სა­კუ­თა­რი სიკ­­დი­ლი. ანუ სხვაგ­ვა­რად ცხოვ­რე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. და თუ­კი გა­ვიხ­სე­ნებთ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ებს, რო­მელ­საც რო­დის­მე ჰქო­ნია წარ­მა­ტე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­­ქა­ში (მა­ნე­დან დაწყე­ბუ­ლი, იგ­­ვე “ოლ­იმ­პი­­დან”), შემ­დეგ სუ­რათს მი­ვი­ღებთ: ეს იქ­ნე­ბა გზა ახ­­ლი ნა­ხა­ტე­ბის შექ­­ნის შე­უძ­ლებ­ლო­ბი­დან, სა­ერ­თოდ ხატ­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბამ­დე (“შა­ვი კვად­რა­ტი”), რო­ცა თუნ­დაც იმ­­ვე შა­ვი კვად­რა­ტის და­ხატ­ვაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა გა­მო­ფე­ნაც (რჩე­ბა შიშ­ვე­ლი კედ­ლე­ბი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ინს­ტა­ლა­ცი­­ბით), ესაა მუ­ზე­­მი­სა და ნაგ­ვის გრო­ვის გარ­ჩე­ვის და სა­ერ­თოდ გარ­ჩე­ვის, გან­­­ვა­ვე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. შე­დე­გად მი­ვი­ღებთ ერთ დიდ შე­უძ­ლებ­ლო­ბას და ერთ დიდ სიკ­­დილს, სა­ხე­ლად “თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა”.

    ასე რომ, ჩე­მი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, რა არ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად ნა­თე­ლი ხდე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა – ესაა სა­კუ­თა­რი სიკ­­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბა. მაგ­რამ იგი არაა მხატ­­რის ან მა­ყუ­რებ­ლის და არც ზო­გა­დად ად­­მი­­ნის სიკ­­დი­ლი. რად­გა­ნაც ხე­ლოვ­ნე­ბას ად­­მი­­ნი არ აინ­ტე­რე­სებს, ის­­ვე რო­გორც მი­სი სი­ცოცხ­ლე და სიკ­­დი­ლი. ად­­მი­­ნი მხო­ლოდ მა­სობ­რივ კულ­ტუ­რას აინ­ტე­რე­სებს. ხე­ლოვ­ნე­ბა კი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სიკ­­დი­ლი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ღმერ­თის სიკ­­დი­ლიც და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­­ბიც მხო­ლოდ იმ­დე­ნა­დაა სა­ინ­ტე­რე­სო, რამ­დე­ნა­დაც იგი ამ სიკ­­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბას ახ­დენს და რი­ტუ­­ლუ­რად იმ­­­რებს. წარ­მო­ად­გენს ახ­ალ და ახ­ალ შე­უძ­ლებ­ლო­ბებს, ახ­ალ და ახ­ალ აკრ­ძალ­ვებს. ხე­ლოვ­ნე­ბის ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ნა­წარ­მო­­ბი რა­ღა­ცას გვიკ­­ძა­ლავს, რა­ზეც არ­ას­­როს გვი­ფიქ­რია, რომ შე­იძ­ლე­ბო­და აკრ­ძა­ლუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე გა­სა­­ცა­რი კი ისაა, რომ ახ­­ლი ნა­წარ­მო­­ბის ხილ­ვით ყო­ველ­­ვის რა­ღაც ახ­ალ აკრ­ძალ­ვას აღ­მო­ვა­ჩენთ ხოლ­მე და მა­ინც ვაგ­­ძე­ლებთ სი­ცოცხ­ლეს, ხედ­ვას. თით­ქოს აღ­­რა­ფე­რია სა­ნა­ხა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა, და­­შა­ლა, გარ­შე­მო ნა­გა­ვია და მა­ინც, აღ­მოჩ­­დე­ბა, რომ ჩვენ მა­ინც ვხე­დავთ და ჯერ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც-რა­ღა­ცე­­ბის აკრ­ძალ­ვა, შე­უძ­ლე­ბელ­ყო­ფა და ჩვენ ამ­­საც შევ­ხე­დავთ, და­ვი­ნა­ხავთ. ასე რომ… სიკ­­დი­ლის ინს­ცე­ნი­რე­ბა… მაგ­რამ არა პე­სი­მის­ტუ­რი აზ­რით, არ­­მედ პი­რი­ქით, რა­ღაც სი­ხა­რუ­ლის თან­­ლე­ბით.

    გმად­ლობთ.

    © ”არილი”

  • ესე (თარგმანი)

    ანდ­რეი ბე­ლი

    იბ­სე­ნი და დოს­ტო­ევ­­კი

    ­­­­­­­­­(წიგნიდან – “სიმბოლიზმი და კულტურის ფილოსო­ფია”)

    თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა

    1.

    დოს­ტო­ევ­­კის სა­ხე­ლი დარ­ჩე­ბა რუ­სუ­ლი სიტყ­ვი­­რე­ბის ის­ტო­რი­­ში – იგი დი­დი მხატ­ვა­რია. არ­ის თუ არა უდ­­დე­სი, ამ­ას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ჯერ ჩვენ ახ­ლოს ვდგა­ვართ მას­თან, ჯერ არ შეგ­ვიძ­ლია მი­ვუ­ჩი­ნოთ კუთ­­ნი­ლი ად­გი­ლი რუ­სულ სიტყ­ვი­­რე­ბა­ში. ცო­ტა ხნის წინ ჯერ ის­ევ ლან­ძღ­ვა-გი­ნე­ბით იკ­ლებ­­ნენ, დღეს კი დოს­ტო­ევ­­კის სა­ხელს ყვე­ლა ერთხ­მად, ერთ გუნ­დად შეკ­რუ­ლი აქ­ებს და ად­­დებს. მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა არ ვა­ღი­­როთ, რომ მა­ქე­ბარ­თა ამ გუნ­­ში მა­დე­ტო­ნი­რე­ბე­ლი ხმე­ბიც საკ­მა­ოდ ძლი­­რად ჟღერს. ჩვენ, რო­გორც დოს­ტო­ევ­­კის ჭეშ­მა­რიტ თაყ­ვა­ნის­­ცემ­ლებს, ეს ხმე­ბი ვალ­დე­ბულს გვხდის, თავ­შე­კა­ვე­ბით მო­ვე­კი­დოთ ყვე­ლა იმ პა­ნე­გი­რიკს, რუ­სი მწერ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად რომ გა­ის­მის. მინ­და გა­გაფ­­თხი­ლოთ და შევ­ნიშ­ნო, რომ დოს­ტო­ევ­­კის ნი­ჭი­ერ მიმ­დე­ვარ­თა გვერ­დით, უბ­ად­რუკ გა­დაგ­ვა­რე­ბულ­თაც ვხვდე­ბით და ეს უკ­­ნას­­ნელ­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღფ­­თო­ვა­ნე­ბით მო­იხ­სე­ნი­­ბენ მას, რო­გორც თა­ვი­სი­ანს. დი­ახ, დოს­ტო­ევ­­კის აქვს რა­ღაც სა­ერ­თო რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­დაგ­ვა­რე­ბას­თან. ვში­შობ, მის­მა კულ­­მა ვა­­თუ უქმ­სიტყ­ვა­­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

    დოს­ტო­ევ­­კის არ­წი­ვის ფრთე­ბი არ ჰქო­ნია, იქ­ნებ ღა­მუ­რას ფრთე­ბი ჰქონ­და. იგი კრა­ზა­ნა­სა­ვით გვნეს­­რავ­და, რო­ცა რუ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩამ­­­და­რი იყო და თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და თვით­ნე­ბო­ბი­სა­გან ვი­ტან­ჯე­ბო­დით. ჯერ კი­დევ არ ვი­ცი, გან­­კურ­ნე­ბე­ლია თუ არა მის მი­ერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი იარ­­ბი. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იგი არ არ­ის უფ­რო მე­ტად სა­ჭი­რო, ვიდ­რე იბ­სე­ნი და ნიც­შე, რომ­ლებ­მაც გან­­­მენ­დი ქა­რიშ­ხა­ლი­ვით გა­და­უქ­რო­ლეს და­სავ­ლეთს. ქა­რიშ­ხა­ლი იგი ჩვენც შეგ­ვე­ხო. ნიც­შე და დოს­ტო­ევ­­კი, მა­თი გზე­ბის შე­და­რე­ბა ამაოა. მძი­მე ენ­ით ას­­ხუ­ლი მეშ­ჩა­ნო­ბა, სიმ­­და­ლე და ჭუჭყი – აი ის, რაც მას ნიც­შე­სა­გან გა­ნას­­ვა­ვებს. იგი ზო­მა­ზე მე­ტად არ­ის “ფსი­ქო­ლო­გი­­რი” იმ­­სათ­ვის, რა­თა ზიზ­ღი არ გა­მო­იწ­ვი­ოს. სწო­რედ აქ­­დან ასკ­­ნი­ან, რომ დოს­ტო­ევ­­კი ღრმაა, რომ ად­­მი­ანს იგი სუ­ლის კუთხე-კუნ­ჭუ­ლებ­ში სწვდე­ბა. მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­­ზე აგ­­ბუ­ლი სიღ­­მე ხში­რად ყალ­ბია. ეს იმ ბუ­რუ­სე­ბის მა­ხეა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ სი­სა­ძაგ­ლე­­ბის შე­თითხ­ნა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. გაქ­რე­ბა მი­რა­ჟი და, იქ, სა­დაც უფს­­რულს ჰქონ­და პი­რი და­ღე­ბუ­ლი, სუ­ლის უს­­ცოცხ­ლო სიბ­­ტყე გა­და­იშ­ლე­ბა.

    დი­ახ, დოს­ტო­ევ­­კის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სირ­თუ­ლე, მი­სი სა­ხე­­ბის არ­აჩ­ვე­­ლებ­რი­ვი სიღ­­მე ის ნა­ხევ­რად ყალ­ბი უფს­­რუ­ლია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ სიბ­­ტყე­ზეა და­ხა­ტუ­ლი. ბუნ­დოვ­ნე­ბის ბუ­რუ­სი, სი­ნამ­­ვი­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მე­თოდ­თა აღ­რე­ვის ნი­­დაგ­ზე იქმ­ნე­ბო­და. ბუ­რუ­სი მნიშ­­ნე­ლოვ­ნად აღრ­მა­ვებ­და დოს­ტო­ევ­­კის ტა­ლან­ტის ბუ­ნებ­რივ სიღ­­მეს. იმ­­სათ­ვის, რა­თა მო­ვა­ლე­­ბის გა­მო ერთ­­­ნა ნიც­შე­­ნუ­რი ბუნ­ტი კა­რა­მა­ზო­ვის ყო­ფას­თან, გა­­ერ­თი­­ნო ფორ­მებ­ში მარ­­­მა­დი­დებ­ლო­ბა და ოფ­­ცი­­ლუ­რი ხალ­ხუ­რო­ბა, წახ­ვი­დე ას­ეთ უგ­­მოვ­ნე­ბა­ზე, ჭეშ­მა­რი­ტად უდ­­დე­სი თავ­­ზა­ამ­­ნე­ვი უნ­და იყო. იმ­ან, რაც მან აბ­ურ­და და აურ-და­­რია, სა­ბო­ლო­ოდ აუბ­ნია თავ­­ზა მის ნი­ჭი­ერ მიმ­დევ­რებს (მე­რეჟ­კოვ­­კის, რო­ზა­ნოვს). ზო­გი­ერთ მათ დე­ბუ­ლე­ბა­ზე თვით ეშ­მა­კიც კი თავ-პირს წა­იმ­­­რევს, ვე­რა­ვი­თარ შე­დე­გამ­დე კი ვერ მი­ვა. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას აღ­სას­რუ­ლი და­უდ­გაო, ნაც­­ლად იმ­­სა, რომ გულ­­­ფე­ლად აღ­­­რონ – დოს­ტო­ევ­­კიმ ჭა­ობ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა, სა­ჭი­როა სხვა გზა ვე­ძი­­თო.

    ძლი­­რი იყო დოს­ტო­ევ­­კი. მან ბო­ლომ­დე ატ­­რა თა­ვი­სი უგ­­მოვ­ნო­ბის ტვირ­თი. მი­სი მიმ­დევ­რე­ბის ერთ­მა ნა­წილ­მა ყა­და­ღა და­­დო რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ნა­წი­ლი და­უძ­ლურ­და, ძა­ლა და ღო­ნე გა­მო­­ლია უს­აგ­ნო შფოთ­ვი­თა და ბორ­­ვით. დღემ­დე დოს­ტო­ევ­­კის თაყ­ვა­ნის­­ცემ­ლე­ბი, იმ­ის გა­მო, რომ მათ­­ვის გა­­გე­ბა­რი იყო მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ძი­რი­თა­დი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, იძ­­ლე­ბულ­ნი იყვ­ნენ, მდუ­მა­რედ ეტ­­რე­ბი­ნათ მი­სი უგ­­მოვ­ნო­ბის სიმ­ძი­მე, მაგ­რამ თა­ვი ისე და­­ჭი­რათ, თით­ქოს და­მამ­ძი­მე­ბე­ლი არც არ­­ფე­რი ყო­ფი­ლი­ყო. ეს გა­ჩუ­მე­ბა მა­ში­ნაც გაგ­­ძელ­და, რო­ცა დოს­ტო­ევ­­კის სა­ხე­ლი მზე­სა­ვით გა­მობ­­წყინ­და. მა­შინ ჩვენ მი­ვი­ღეთ სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც დი­დე­ბუ­ლი ხელ­­წი­ფეა გა­მო­ხა­ტუ­ლი და მი­­ხე­და­ვად იმ­­სა, რომ იგი თვა­ლი­თაც არ­­ვის უნ­­ხავს, მა­ინც უნ­და ვა­ქოთ და ვა­დი­დოთ, თუ არ გვინ­და, რომ სუ­ლე­ლად ჩაგ­­­ვა­ლონ.

    რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის აღ­სას­რუ­ლი, გან­ცხა­დე­ბუ­ლი დ.ს.მე­რეჟ­კოვ­­კის მი­ერ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ დოს­ტო­ევ­­კის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხის გან­გებ არ­და­ნახ­ვის ბუ­ნებ­რი­ვი შე­დე­გია. თუმ­ცა კი დროა ითქ­ვას, რომ რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ბედ-იღ­ბა­ლი იმ­­თით არც ამ­­­წუ­რე­ბა და არც გა­ნი­საზ­­­რე­ბა.

    დოს­ტო­ევ­­კი მო­პო­ლი­ტი­კო­სო მის­ტი­კო­სი იყო. ეს მარ­­ლაც სა­ში­ნე­ლი ნა­ზა­ვია! რე­ლი­გია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­­ბას­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი სინ­თე­ზის აქ­ტით არ­ის შე­თავ­სე­ბა­დი. მხო­ლოდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში თან­­­დე­ბა რე­ლი­გია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­­ბას. ას­­თი თან­­­დო­მა კი არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო დოს­ტო­ევ­­კის ძალ­ზე არ­­მუ­სი­კა­ლურ სულ­ში. აი, რა­ტომ მი­­ღო მას­თან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­­ბის უარ­ყო­ფამ თვით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­­ბის პრინ­ცი­პის სა­ხე. მის სა­ხელს ხუ­ლიგ­ნო­ბა და შავ­რაზ­მუ­ლო­ბა შე­მოს­­გო­მო­და გარს პირ­ქუშ და მკაცრ შა­რა­ვან­დად (“მკაც­რი ტა­ლან­ტი”). აი, ამ­­ტო­მაა მი­სი სუ­ლის რე­ლი­გი­­რი სა­­დუმ­ლო პო­ლი­ტი­კა­ნო­ბით შებღა­ლუ­ლი.

    დოს­ტო­ევ­­კის არ ჰქონ­და სმე­ნა. იგი მუ­დამ იქ დე­ტო­ნი­რებ­და, მუ­დამ იმ­­ში იჩ­ენ­და სი­სუს­ტეს, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო. ყვე­ლა­ფე­რი, თუ რამ კარ­გი და და­დე­ბი­თია, მხო­ლოდ და­პი­რე­ბებ­ში არ­სე­ბობს. ჩვილ ყრმა­თა სა­მე­ფო­ში რომც ყო­ფი­ლი­ყო, იგი მა­საც წარ­­­ნი­და (იხ.”სა­სა­ცი­ლო კა­ცის სიზ­მა­რი”). დოს­ტო­ევ­­კის ამ­­ოდ არ­გე­ბენ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ჰარ­მო­ნი­ის ფორ­მუ­ლებს, რა­თა უკ­­თე­სად ახს­ნან მი­სი მყვი­რა­ლა, არ­­ჯან­სა­ღი, ტკი­ვი­ლის მომ­­­რე­ლი ხმა. დღე­საც კი არ­­ვის ჰყოფ­ნის ვაჟ­კა­ცო­ბა, აღ­­­როს, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იგი ყალბ ნო­ტებს იღ­ებ­დაო. ხე­ლოვ­ნე­ბა კი ჰარ­მო­ნიაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მუ­სი­კა, ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი.

    დოს­ტო­ევ­­კის უგ­­მოვ­ნო­ბის დაძ­ლე­ვა მხო­ლოდ ორი გზით არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ გზა­თა დე­ვი­ზია: 1. წინ ნიც­შე­სა­კენ. 2. უკ­ან გო­გო­ლი­სა­კენ.

    დი­ახ, ჩვენ გო­გოლ­თან და პუშ­კინ­თან უნ­და დავ­­რუნ­დეთ – რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ამ პირ­ველ­სა­თა­ვე­ებ­თან, რა­თა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ სიტყ­ვი­­რე­ბა დოს­ტო­ევ­­კის ინკ­ვი­ზი­ტო­რუ­ლი ხე­ლით მას­ში ჩა­თე­სი­ლი სიკ­­დი­ლი­სა და ლპო­ბის თეს­ლი­სა­გან. ან­და, სწო­რედ ჩვე­ნი ვა­ლია, ლა­ღი, ნარ­ნა­რი მუ­სი­კით გან­­­მინ­დოთ ფსი­ქო­ლო­გი­ის ის ავ­გი­ას თავ­ლა, აწ გარ­დაც­­ლილ­მა მწე­რალ­მა მემ­­ვიდ­რე­­ბით რომ დაგ­ვი­ტო­ვა.

    პუშ­კი­ნი და გო­გო­ლი ფიქ­რით მო­ცულ­ნი და­­ბი­ჯებ­­ნენ მწვა­ნე, წყნარ ფან­ჩა­ტუ­რებ­სა თუ პეტ­როგ­რა­დის ქვის ყო­რე­ებ­ში.

    დოს­ტო­ევ­­კი პე­ტერ­ბურ­გე­ლი ობ­­ვა­ტე­ლის მჩა­ტე ნა­ბი­ჯით და­ცუნ­ცუ­ლებ­და და რუ­სუ­ლი სიტყ­ვი­­რე­ბაც ცუნ­ცუ­ლით გაჰ­­ვა უკ­ან.

    ას­­თია ამ ტა­ლან­ტის ხიბ­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა. ას­­თია მის მი­ერ მშობ­ლი­­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ მი­ყე­ნე­ბუ­ლი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­­ნი.

    2.

    სულ­ში დოს­ტო­ევ­­კი ნა­თე­ლი ცხოვ­რე­ბის ხატს და­­ტა­რებ­და, მაგ­რამ მის­­ვის უც­ნო­ბი იყო ის გზა, რო­მე­ლიც სა­ნე­ტა­რო ად­გი­ლე­ბი­სა­კენ წა­იყ­ვან­და. მი­სი მზე­რა იქ­ით იყო მი­მარ­თუ­ლი, სა­დაც ბავ­­ვი-ან­გე­ლო­ზე­ბის ნა­თე­ლი სა­ხე­­ბი წარ­მო­­ჩენ­­ნენ ახ­ალ რუ­სულ ქა­ლაქს. აქ, მის ირგ­­ლივ კი ყო­ვე­ლი­ვე ღრუბ­ლით მო­ცუ­ლი, პირ­ქუ­ში და უღ­იმ­ღა­მო იყო. სუს­ხი­­ნი შე­მოდ­გო­მის ბუ­რუს­ში სა­მი­კიტ­ნო­­ბის მბჟუ­ტა­ვი სი­ნათ­ლე­­ბი გა­მოკ­­თო­და. და, და­სუნ­სუ­ლებ­­ნენ სა­ეჭ­ვო ყო­ფაქ­ცე­ვის მეშ­ჩა­ნე­ბი – არ ვი­ცი, ბა­ცა­ცა თაღ­ლი­თე­ბი, არ ვი­ცი, აგ­ენ­ტი მა­ძებ­რე­ბი.

    მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­თელ ხატს წარ­­­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის ჩრდი­ლი ჩა­მოს­წო­ლო­და, რის გა­მოც ყრმა­თა იმ ან­გე­ლო­ზურ სა­ხე­ებ­ზე სფინ­­სის ღი­მი­ლი აღ­ბეჭ­დი­ლი­ყო (იხ.”სიდ­რი­გა­­ლო­ვის სიზ­მა­რი”).

    მო­მავ­ლის ნა­თელ ვა­კე-დაბ­ლობ­სა და მო­მა­ვა­ლი რუ­სე­თის ობ­ოლ, უს­­ხა­რუ­ლო ვა­კე-დაბ­ლობს დოს­ტო­ევ­­კი თა­ვის­და­­ნე­ბუ­რად ერთ­მა­ნეთ­ში ურ­ევ­და. მის გმი­რებს მთის კამ­კა­მა, ცის­ფერ ჰა­ერ­ში სურ­დათ ბა­ნა­­ბა, ბა­ნა­­ბით კი… ბა­ნა­­ბით მხო­ლოდ ცის­ფერ­­­დილ­დაკ­რულ თოვ­­ში ბა­ნა­ობ­­ნენ, რო­ცა ლა­ღად გაფ­რე­ნი­ლი “ტრო­­კა” იმ ფარ­თო ნა­ტუ­რის… ო, რა ფარ­თო ნა­ტუ­რის ნა­ბა­ხუ­სევ ვაჟ­კა­ცებს (რა­გო­ჟინ­სა და მიტ­კას) ნამ­ქერ­ში აპ­ირ­­ვა­ვებ­და.

    მთის ნა­თე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბა ზე­ას­­ლას მო­ითხოვს, დოს­ტო­ევ­­კის კი არ ჰქონ­და მთის ცი­ცა­ბო­­ბის სი­მაღ­ლე და დი­დე­ბუ­ლე­ბა. იგი ბედ­ნი­­რე­ბის ქა­ლა­ქით გა­ხა­რე­ბულ იმ კაცს ჰგავს, რო­მელ­საც სურს, გა­ხა­ტოს სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­­ლი ნე­ტა­რე­ბა, მაგ­რამ მი­სი მოძ­რა­­ბა გრა­ცი­ის კა­ნო­ნებს არ ემ­ორ­ჩი­ლე­ბა, რა­მე­თუ მის­მა სხე­ულ­მა ვერ შე­­ძი­ნა მთის აღ­მარ­თე­ბი­სათ­ვის აუც­­ლე­ბე­ლი მოქ­ნი­ლო­ბა. რო­დე­საც ხე­დავ ბედ­ნი­­რი ად­­მი­­ნის ას­ეთ სი­სუს­ტეს, გე­ში­ნია, ვა­­თუ ის სიტყ­ვე­ბი მა­რა­დი­ულ სი­ხა­რულ­ზე, რო­მელ­მაც გა­ნაც­ვიფ­რა ჩვე­ნი სმე­ნა, ლო­თო­ბით გა­მოწ­ვე­­ლი სი­ხა­რუ­ლი იყ­ოს. ცი­­რი სი­ხა­რუ­ლი დახ­ვე­წი­ლო­ბა­სა და სი­ნა­ტი­ფეს მო­ითხოვს. იგი ერ­­დე­ბა ნერ­ვი­ულ ჟეს­ტებ­სა და აღტყი­ნე­ბას – არ­ამ­ყა­რი დახ­ვე­წი­ლო­ბა სიტ­ლან­ქე­სა და უხ­­შო­ბა­ზე უარ­­სია. სიმ­­კი­ცე და გამ­­ლე­­ბა სა­თა­ვეს კე­თილ­შო­ბი­ლე­ბი­დან იღ­ებს, ხო­ლო კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ზე­ვით, მთებ­ში ბი­ნად­რობს – მას­თან ასვ­ლა, აღ­წე­ვა უნ­და შე­გეძ­ლოს. მუდ­მი­ვი სი­ხა­რუ­ლით მთვრა­ლი ად­­მი­­ნე­ბი სწო­რედ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას გა­მოჰ­ყავს დუქ­ნებ­სა და სა­მი­კიტ­ნო­­ბი­დან, იგი აიძ­­ლებს მათ, მორ­ცხ­ვად და­მა­ლონ სუ­ლის სიმ­­­რა­ლე მკაც­რი მო­ვა­ლე­­ბის ნიღ­ბით. იგი მათ მთებ­ში ნის­­სა და უფს­­რუ­ლებ­თან საბ­­ძოლ­ვე­ლად უხ­მობს. მხო­ლოდ იქ არ­ის ჰარ­მო­ნი­­ლი ლა­ღი როკ­ვა, სა­დაც მა­რა­დი­­ლი ზე­ცაა. იქ არ­ის მა­რა­დი­­ლი სი­ხა­რუ­ლი, მხო­ლოდ იქ­­დან ჩა­მო­დი­ან ჩვენ­თან გან­­მენ­დი­ლი ალ­ერ­სით სავ­სე ად­­მი­­ნე­ბი: ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოქ­როს ნა­თე­ლი სწვავს ალ­ერ­სის სი­სა­ძაგ­ლეს და მო­ვა­ლე­­ბით ამ­აღ­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა ალ­ერ­სი­­ნად გვი­ღი­მის. იმ­­სათ­ვის, რა­თა დე­და­მი­წა ზე­ცად გექ­ცეს, უნ­და იპ­­ვო ზე­ცა – ამ­­სათ­ვის ღირს დე­და­მი­წის და­ვიწყე­ბა. ჩვენ კი მხო­ლოდ იმ­ის და­ვიწყე­ბა შეგ­ვიძ­ლია, რა­საც ხან­­­­ლი­ვი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ვუბ­რუნ­დე­ბით. გა­ნა შე­იძ­ლე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი სიყ­ვა­რუ­ლით უყ­ვარ­დეს, სცნობ­დეს და აფ­­სებ­დეს დე­და­მი­წას ის ად­­მი­­ნი, ვინც დე­და­მი­წი­სა­კენ მოგ­ვი­წო­დებს, მაგ­რამ არ­­სო­დეს წა­სუ­ლა დე­და­მი­წი­სა­გან? გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ იქ, დე­და­მი­წის ქვე­შაც არ­ის ზე­ცა. და რომ ქვე­ვით-ქვე­ვით თუ ვივ­ლით, ახ­ალ ზე­ცას­თან მი­ვალთ. ყვე­ლა­ფე­რი ასეა, რომ არა ის ში­გა ცეცხ­ლი, რო­მე­ლიც სწვავს ყო­ვე­ლი­ვე ცოცხალს, თუ რამ დე­და­მი­წის გულ­შია. არ შე­იძ­ლე­ბა ამტ­კი­ცო, რომ არ არ­სე­ბობს ზე­ცი­­რის სა­პი­რის­პი­რო გზე­ბი, მაგ­რამ, სა­კითხა­ვია, არ­ის კი იგი ად­­მი­­ნე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­­ნი­ლი?

    პრაქ­ტი­კით დოს­ტო­ევ­­კი თით­ქოს ივ­იწყებ­და ყო­ვე­ლი­ვე ამ­ას, თუმ­ცა კი შე­უძ­ლე­ბე­ლია არ სცოდ­ნო­და თე­­რი­­ლად. მაგ­რამ საქ­მე თე­­რი­­ში არ არ­ის, თე­­რი­­ლად ბევ­რი რამ კი­დევ უფ­რო ღრმად იც­­და დოს­ტო­ევ­­კიმ. საქ­მე ისაა, რომ მას თა­ვის სუ­ლი­ერ ზმა­ნე­ბა­თა, სუ­ლი­ერ ხედ­ვა­თა სხე­­ლებ­რი­ვი ნიშ­ნე­ბი არ გა­აჩ­­და. იგი მე­ტის­მე­ტად გან­ყე­ნე­ბუ­ლად აღ­იქ­ვამ­და სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბის გა­ნა­თე­ბას, ამ­­ტო­მაც ვერ იქ­ნა სხე­­ლებ­რი­ვი სი­ნამ­­ვი­ლე სულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი. აქ­­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დოს­ტო­ევ­­კის გმი­რე­ბი ვერ­სა­­დან მო­­ლო­დე­ბოდ­ნენ სხე­­ლებ­რივ გარ­დაქ­­ნას. მა­თი ხილ­ვე­ბი სუ­ლი­­რი სნე­ბით გა­მოწ­ვე­ულ კრუნ­ჩხ­ვებ­ში იბ­­დე­ბო­და. ყო­ფი­­რე­ბა მათ შეშ­ლი­ლო­ბის ქა­­სი­სა­კენ მი­­ქა­ნებ­და, ხო­ლო მო­ვა­ლე­­ბა ტან­­ვით გა­მოწ­ვე­ულ სიმ­წა­რეს მხო­ლოდ იმ­­ტომ ვერ გა­­ნე­ლებ­დათ, რომ არ გა­აჩ­­დათ მო­ვა­ლე­­ბა. მო­ვა­ლე­­ბა, ანუ თა­ვი­სი პირ­ველ­შო­ბი­ლო­ბა დოს­ტო­ევ­­კიმ და­სავ­ლეთს ფსი­ქო­ლო­გი­ის ოს­პის შე­ჭა­მან­დის ფა­სად მიჰ­ყი­და.

    მარ­­ლაც დი­დი სიმ­­კი­ცე და გამ­ბე­და­­ბაა სა­ჭი­რო, რა­თა მო­ვა­ლე­­ბით აღ­­ჭურ­ვო და ნე­ლი ზეს­­ლით რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს მიხ­ვი­დე აღფ­­თო­ვა­ნე­ბის მომ­­­რელ ხილ­ვას­თან. გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია, კა­ცობ­რი­­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ლო­თე­ბი გა­მო­ყა­რო სა­მი­კიტ­ნო­­ბი­დან!

    არ­ის რა­ღაც მსგავ­სე­ბა ტრი­ალ, უს­­ცოცხ­ლო ტრა­მალ­თა პირ­ქუშ სივ­­ცე­ებ­სა და ჩვენს ზე­მოთ გა­და­ჭი­მულ ცი­ურ სი­მაღ­ლე­თა სივ­­ცე­ებს შო­რის. მაგ­რამ მათ შუა მო­ვა­ლე­­ბი­სა და ზე­ას­­ლის ის მთი­­ნი ქვე­ყა­ნაა გან­ფე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ხში­რად უხ­­ლა­ვია თა­ნა­მედ­რო­ვე ობ­­ვა­ტე­ლის თვა­ლი­სათ­ვის, მით უმ­­ტეს უხ­­ლა­ვია მო­მა­ვა­ლი ნათ­ლით მო­სი­ლი ქა­ლა­ქის ბი­ნად­რე­ბი­სათ­ვის. დაე, გაშ­ლი­ლი ვა­კო­ბი კუ­ზი­ან­მა მთებ­მა და­სე­როს, დაე, ნის­­მა ჩა­ძი­როს ხე­­ბე­ბი, მთის ცი­ცა­ბო­­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­თა მი­უდ­გომ­ლო­ბი­თა და ნა­ირ-ნა­­რი საფ­­თხით ჩვენს შე­სა­ში­ნებ­ლად. მწვერ­ვალ­ზე რომ ვიდ­გე­ბით, მხო­ლოდ მა­შინ­ღა გა­ვი­გებთ, რომ მთე­ბი სიც­რუეა, ზე­ას­­ლა კი-ზმა­ნე­ბა. მაგ­რამ სიც­რუ­­ცა და ზმა­ნე­ბაც აუც­­ლე­ბე­ლია, რა­თა ჩა­მო­ვი­ყა­ლი­ბოთ ნე­ბის­ყო­ფა, რა­თა ჩვენ­ში კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის აღზ­­და შევ­­ლოთ, რა­თა შე­ვის­წავ­ლოთ ჰარ­მო­ნი­­ლი სი­ხა­რუ­ლის ჟეს­ტე­ბი, ამ­­სათ­ვის თუნ­დაც დაბ­­კო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა მოგ­ვიხ­დეს.

    სა­­კე­თე­სო რუს ად­­მი­­ნებ­ში კაც­თა მოდ­­მის უკ­­თე­სი მო­მავ­ლის და­ნახ­ვის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი ნი­ჭია ჩა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ოც­ნე­ბი­სას რუს ად­­მი­­ნებს სა­მარ­ცხ­ვი­ნო აწმ­ყო ავ­იწყ­დე­ბათ და რო­დე­საც თა­ვი­სი უნ­­­თო მა­ნი­პუ­ლა­ცი­­ბით მო­მავ­ლის სა­ხე­ებს ბა­ძა­ვენ, ჩვენ ის­­ნი მა­შინ შეშ­ლილ­თა სახ­ლის ბი­ნად­რებს გვა­გო­ნე­ბენ.

    ზე­­სას­­ლე­ლი გზის გაკ­ვალ­ვის კე­თილ­შო­ბი­ლი მო­ვა­ლე­­ბა და­სავ­ლე­თის ხვედ­რია. მაგ­რამ მთის შვე­რი­ლე­ბი მი­სად­გო­მად მხო­ლოდ ღა­მით ხდე­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, რის გა­მოც ამ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ვიწყე­ბას ეძ­ლე­ვა ზე­ას­­ლის მი­ზა­ნი.

    აი, რა­ტომ ვართ ვალ­დე­ბულ­ნი, და­ვი­ვიწყოთ (თუნ­დაც დრო­­ბით) ჩვენ­­ვის მღელ­ვა­რე­ბის მომ­­­რე­ლი, მაგ­რამ უს­ხე­­ლო დოს­ტო­ევ­­კი, რა­თა მად­ლი­­რე­ბით მი­ვი­ღოთ ის გზა, რო­მელ­ზეც იბ­სენ­მა მიგ­ვი­თი­თა.

    3.

    რო­გორც დოს­ტო­ევ­­კი, ისე იბ­სე­ნი ღრმა ნა­ტუ­რე­ბი არ­­ან. გარ­და ამ­­სა, დოს­ტო­ევ­­კი ფარ­თო ნა­ტუ­რაა, იბ­სე­ნი – მა­ღა­ლი ნა­ტუ­რა.

    იბ­სენ­სა და დოს­ტო­ევ­­კის ერ­თი რამ ან­­თე­სა­ვებს, ის, რომ ერ­თი­ცა და მე­­რეც ქვეყ­ნი­­რე­ბის მო­მავ­ლის­­ვის იბრ­­ვის. ერ­თი ბევრ რა­მეს ხე­დავს, მაგ­რამ გზა არა აქვს, ამ­­ტო­მაც აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბა და სირ­ცხ­ვი­ლის გა­მო მო­საჩ­ვე­ნებ­ლად თავს ძვე­ლი დოგ­მა­ტე­ბით იც­ავს. მე­­რე, მარ­თა­ლია, ნაკ­ლებს ამჩ­ნევს, მაგ­რამ, სწო­რად მი­დის, წინ იყ­­რე­ბა და გზას არა იმ­დე­ნად მო­მავ­ლის სუ­რა­თე­ბის, არ­­მედ აწმ­ყო­თი მო­ჩარ­ჩო­­ბუ­ლი ჩა­მო­ნაქ­ცე­ვე­ბი­სა და ქვაც­ვე­ნი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩევს.

    დოს­ტო­ევ­­კი მე­ოც­ნე­ბე გან­­­­რე­ტია, იბ­სე­ნი – გა­წა­ფუ­ლი ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, იბ­სენს დოს­ტო­ევ­­კის გე­ნი­­ლუ­რი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უნ­­­და­გო გეგ­მის რა­ღაც ნა­წი­ლი მა­ინც მოჰ­ყავს სის­რუ­ლე­ში. იგი სულ­ში დაბ­ლო­ბებ­სა და მთებს მო­ნიშ­ნავს პირ­ვე­ლად და ამ­ით დოს­ტო­ევ­­კის ვრცელ, არ­­სა­ჰა­­რო სივ­­ცე­ებს სა­ჰა­­რო პერ­­პექ­ტი­ვას უს­­ხავს.

    იბ­სენს სუ­ლის ქა­­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას ახ­ერ­ხებს, იძ­ლე­ვა რე­ლი­ეფს და რე­ლი­­ფის მეშ­ვე­­ბით – ქა­­სის და­მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სივ­­ცეს. ად­­მი­­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც აქ­ამ­დე მხო­ლოდ ოც­ნე­ბობ­­ნენ სი­მაღ­ლე­ზე, მზემ­დე ამ­აღ­ლე­ბა კი ვე­რა­სო­დეს შეძ­ლეს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ვა­კე­ზე დას­რი­­ლებ­­ნენ “ტრო­­კით”, უც­ებ მა­ღა­ლი კოშ­კე­ბის აგ­­ბა და ამ კოშ­კებ­ზე მდუ­მა­რედ ზე­ას­­ლა იწ­ყეს, რა­თა მო­ცე­მულ გარ­­ვე­ულ ნა­გე­ბო­ბას­თან მი­სუ­ლიყ­­ნენ. იბ­სე­ნი, რო­გორც სამ­თო ინ­ჟი­ნე­რი, კი არ ამ­არ­ტი­ვებს, არ­­მედ ავ­იწ­რო­ებს გა­რე­მოს. აი რა­ტო­მაა იგი დოს­ტო­ევ­­კი­ზე შეზ­ღუ­დუ­ლი, თუმ­ცა იქ­ნებ ნაკ­ლებ მე­ტი­ჩა­რა და უფ­რო კულ­ტუ­რუ­ლი ად­­მი­­ნი.

    უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ იგი შეზ­ღუ­დუ­ლი ეჩ­ვე­ნე­ბა ად­­მი­­ნებს, რომ­ლე­ბიც იმ ნა­ირ­ნა­ირ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ფო­კუ­სებ­ში არ­­ან გა­წა­ფუ­ლე­ბი, მრა­ვა­ლი პში­ბი­შევ­­კი­ვით ნი­ჭი­­რი მწე­რა­ლი რომ გვი­მას­პინ­­­დე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­ის დახ­ვე­წი­ლო­ბა­ში ხში­რად გაქ­ნილ შუ­ლე­რო­ბა­სა და კარ­ტე­ბის თაღ­ლი­თურ შეც­­ლა­საც რომ გუ­ლის­­მო­ბენ. პში­ბი­შევ­­კის რო­მა­ნე­ბის გაქ­ნილ გმი­რებ­თან შე­და­რე­ბით, ბორ­­მა­ნე­ბი, სოლ­ნე­სე­ბი და რუ­ბე­კე­ბი კვლა­ვაც მე­ტის­მე­ტად მძი­მე და სწორ­ხა­ზო­ვან­ნი არ­­ან. მაგ­რამ იბ­სე­ნის გმი­რე­ბი – ჭეშ­მა­რი­ტი გმი­რე­ბი არ­­ან.

    დოს­ტო­ევ­­კი­სა და იბ­სე­ნის ტა­ლან­ტის გან­საზ­­­რა მხო­ლოდ სხვა­დას­­ვა მას­­ტა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ დოს­ტო­ევ­­კის სიღ­­მე სი­ფარ­თო­ვის ხა­რის­ხით გა­ნი­ზო­მე­ბა, იბ­სე­ნის სიღ­­მეს სი­მაღ­ლე გან­საზ­­­რავს (იგი კოშ­­ზე ად­ის). სი­მაღ­ლე და სი­ფარ­თო­ვე – ვიდ­რე ის­­ნი რა­ღაც უზ­­ნა­­სით, რა­ღაც აუც­­ლებ­ლით (ღვთის ქა­ლა­ქით) არ გა­ერ­თი­­ნე­ბუ­ლან, დრო­ში ეჯ­­ხე­ბი­ან ერთ­მა­ნეთს. იბ­სე­ნი უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლია, ვიდ­რე დოს­ტო­ევ­­კი, ხო­ლო დოს­ტო­ევ­­კი უფ­რო ფარ­თე იბ­სენ­ზე – უფ­რო ფარ­თე და უფ­რო და­ბა­ლი… იბ­სე­ნი არ­ის­ტოკ­რა­ტია, დოს­ტო­ევ­­კი მეშ­ჩა­ნი… სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტორ­თა გმი­რე­ბი ხში­რად სას­ტუმ­რო დარ­ბა­ზე­ბის პარ­კე­ტებ­ზე დას­რი­­ლე­ბენ, ან­და საყ­ვარ­ლებ­თან ერ­თად და­სე­ირ­ნო­ბენ – და­სე­ირ­ნო­ბენ და დას­რი­­ლე­ბენ სიბ­­ტყე­ზე, მა­შინ, რო­ცა იბ­სე­ნის გმი­რე­ბი სი­მაღ­ლეს ესწ­რაფ­ვი­ან. სწო­რედ აქ­­დან მო­დის ამ გმი­რე­ბის სიტ­ლან­ქე და სიმ­ძი­მე, მაგ­რამ სიმ­ძი­მე პო­ტენ­ცი­­რი ენ­ერ­გი­ის ნი­შა­ნია – იბ­სე­ნის გმი­რე­ბი სა­­დუმ­ლო ძა­ლით არ­­ან ძლი­ერ­ნი. მა­თი სიტ­ლან­ქე გვატყ­ვე­ვებს, რა­მე­თუ ავ­ლე­ნენ რა თა­ვი­სი გმი­რო­ბით მთის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას, სა­ჭი­რო მო­მენ­­ში არ­­სო­დეს ტო­ვე­ბენ, არ ღა­ლა­ტო­ბენ საქ­მეს.

    ის­­ნი ყო­ველ­­ვის ად­გილ­ზე არ­­ან – ყო­ველ­წა­მი­ერ მზად­ყოფ­ნა­ში – პა­სუ­ხი აგ­ონ სა­კუ­თარ თავ­სა და საქ­ცი­ელ­ზე. პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბა მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბით აღ­ჭურ­ვილს ხდის. ის­­ნი ად­მი­ნის­­რა­ტო­რებს ჰგვა­ნან და წი­ნა­აღ­­დეგ დოს­ტო­ევ­­კის პირ­მოხ­­ნი­ლი, ბინ­ძუ­რი სუ­ლის სა­მი­კიტ­ნო­­ლი ყბე­დე­ბი­სა, მუ­დამ თავ­შე­კა­ვე­ბულ­ნი, სიტყ­ვა­ძუნ­­ნი და ძუნ­წი ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­­სა­ნი არ­­ან.

    ად­ვი­ლია გა­აკ­რი­ტი­კო ად­მი­ნის­­რა­ტო­რის დუ­მი­ლი იმ მო­მენ­­ში, რო­დე­საც მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­­ღუ­პე­ბა სამ­შობ­ლო თუ გა­და­ურ­ჩე­ბა. ოც­ნე­ბე­ბის აყ­­ლა, რაც არ უნ­და მომ­ხიბ­­ლე­ლი იყ­ოს, არ ეგ­­ბის მის­­ვის, ვი­ნა­­დან და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­მო მუ­დამ სა­­მი­სოდ არ­ის გან­წი­რუ­ლი, უფ­რო შეზ­ღუ­დუ­ლი ჩან­დეს, ვიდ­რე სი­ნამ­­ვი­ლე­შია. ის, რომ იბ­სე­ნის გმი­რე­ბი ნაკ­ლებ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ­ნი და სიტყ­ვა­ძუნ­­ნი არ­­ან, მა­თი პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს, მათ ირგ­­ლივ ნი­­დაგ ნამ­­ვი­ლი ტრა­გი­კუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბაა. ის­­ნი თა­ვის პოს­ტებ­ზე იღ­­პე­ბი­ან. დოს­ტო­ევ­­კის გმი­რე­ბი­დან სიტყ­ვის ნი­აღ­ვა­რი მოს­­ქეფს, ის­­ნი ერთ­თა­ვად სა­კუ­თარ თავს დას­ტი­რი­ან და ხში­რად წუ­წუ­ნე­ბენ კი­დე­ვაც.

    სა­ჭი­როა გვახ­სოვ­დეს, რომ ენ­ერ­გია, რო­მელ­საც გრა­ნი­ტის ლო­დე­ბის ნამ­­­­რე­ვე­ბად ქცე­ვა შე­უძ­ლია, ამ გი­გან­ტუ­რი შრო­მის თუნდ ერთხელ მა­ინც ნათ­ლად გაც­ნო­ბი­­რე­ბულ მი­ზან­საც გუ­ლის­­მობს. და თუ იბ­სე­ნის გმი­რე­ბი ზე­ცი­სა­კენ ისწ­რაფ­ვი­ან, ესე იგი, იხ­­ლეს კი­დე­ვაც, თუმ­ცა შემ­დეგ და­­ვიწყ­დათ, რო­გო­რი იყო იგი. ხო­ლო ის, ვინც იხ­­ლა ზე­ცა, ღვთის ქა­ლაქ­საც იხ­­ლავს. იბ­სე­ნი არ გვი­ხა­ტავს ნე­ტა­რე­ბის სუ­რა­თებს. მთე­ლი მი­სი ყუ­რად­ღე­ბა იმ­ის­კე­ნაა მიპყ­რო­ბი­ლი, რომ ახ­ლა, ამ წუ­თას ფე­ხი არ და­უს­­­ტეს და უფს­­რულ­ში არ გა­და­­ჩე­ხოს. წუ­თი­­რი სა­შიშ­რო­­ბა მზეს ნის­ლით ჰფა­რავს, ძნელ­დე­ბა გმი­რო­ბის ჩა­დე­ნა.

    იბ­სე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა მწვარ­ვა­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი აღ­მარ­თია. ყი­ნუ­ლით და­ფა­რულ მწვერ­ვალ­ზე ქა­რიშ­ხა­ლი ზუ­ზუ­ნებს. ჭვირ­ვალ ღრუბ­ლებს შო­რის წვი­მი­სა­გან წა­ლე­კი­ლი, უბ­ად­რუ­კი, უკ­აც­რი­­ლი ვე­ლი ჩანს. იბ­სე­ნის გმი­რე­ბი მუ­დამ მთა­ში ად­­ან. ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ის­­ნი მზი­სა­კენ ისწ­რაფ­ვი­ან. დოს­ტო­ევ­­კის გმი­რე­ბი კი მზის ქა­ლაქ­ზე ისე ლა­პა­რა­კო­ბენ, თით­ქოს უკ­ვე ყო­ფი­ლან იმ ქა­ლაქ­ში, მა­შინ რო­ცა ოთ­­ხი­დან ფეხ­საც არ ად­გა­მენ. იბ­სე­ნის გმი­რე­ბი უყ­ოყ­მა­ნოდ იღ­­პე­ბი­ან მთებ­ში, ერთ სიტყ­ვა­საც არ ამ­ბო­ბენ იმ­­ზე, რა­ზე­დაც სხვე­ბი უბ­ად­რუკ სა­მი­კიტ­ნო­ებ­ში ხმა­მაღ­ლა გაჰ­კი­ვი­ან. ბედ­ნი­­რე­ბა აღ­ელ­ვებს მათ გუ­ლებს, მაგ­რამ მღელ­ვა­რე­ბით შეპყ­რო­ბილ­ნი არ­­სო­დეს ივ­იწყე­ბენ გმი­რო­ბის სიძ­ნე­ლეს, მათ იც­­ან, რომ ექს­ტა­ზი სა­კუ­თა­რი ალ­ით ვერ გა­­ნა­თებს კე­თილ­შო­ბი­ლი ზე­ას­­ლის გზებს.

    იბ­სე­ნის გმი­რე­ბი აპ­­კა­ლიფ­სის მის­ტი­კით არ არ­­ან ან­თე­ბულ­ნი. იქ­ნებ მათ თა­ვი­სი ცეცხ­ლი სი­მაღ­ლი­სათ­ვის, თა­ვის­­ვის, შთა­მო­მავ­ლო­ბი­სათ­ვის შე­­ნა­ხეს უმ­წიკ­­ლოდ, იქ­ნებ უკ­ვე ენთ­ნენ და ახ­ლა მთებს შო­რის წარ­სუ­ლის ბავ­­ვურ ექს­ტა­ზებს უღ­­მი­ან, შო­რეთ­ში გარ­და­სულს. ჩვენ ვერ ვხე­დავთ მა­თი სუ­ლე­ბის ფსკერს, მა­შინ რო­ცა დოს­ტო­ევ­­კის გმი­რე­ბი ყო­ველ­­ვის ფსკერ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. დოს­ტო­ევ­­კი რე­ლი­გი­­რია, მაგ­რამ მი­სი რე­ლი­გი­­რო­ბის ცეცხ­ლი გან­­დი­ლის სიტყ­ვი­ერ ხატ­ვა­ზე შორს არ მი­დის. ეს სუ­რა­თე­ბი მარ­­ვე­დაა და­ფა­რუ­ლი ქრის­ტი­­ნო­ბის სა­მო­სით. მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, რომ­ლის მეშ­ვე­­ბი­თაც თა­ვის ან­არ­ქიზმს დოს­ტო­ევ­­კი ქრის­ტი­­ნო­ბას მო­არ­გებ­და, ყო­ველ­­ვა­რი საყ­ვე­დუ­რის ნი­­დაგს ქმნის მის­ტი­ფი­კა­ცი­­სა და გა­უც­ნო­ბი­­რე­ბელ სი­ყალ­ბე­ში მი­სი და­და­ნა­შა­­ლე­ბი­სათ­ვის.

    იბ­სე­ნის გმი­რე­ბის სიტყ­ვა უფ­რო უმ­წიკ­­ლოა, მაგ­რამ ჩვენ უფ­ლე­ბა არა გვაქვს ვთქვათ, თით­ქოს დოს­ტო­ევ­­კის აპ­­კა­ლიფ­სუ­რი ის­ტე­რი­კა მათ­­ვის მხო­ლოდ იმ­­ტომ არ­ის უც­ხო, რომ ეს უკ­­ნას­­ნელ­ნი თა­ვის სულს ბინ­ძურ სა­მი­კიტ­ნო­ებ­ში გად­მოშ­ლი­ან. მარ­თა­ლია პირ­ქუშ­ნი არ­­ან იბ­სე­ნის გმი­რე­ბი, მაგ­რამ დოს­ტო­ევ­­კის აღტყი­ნე­ბა ხომ ხში­რად ის­ტე­რი­კი­თა და ეპ­­ლეფ­სი­ით მთავ­­დე­ბა. არ ვი­ცი, რა უფ­რო სა­ში­ნე­ლია – ბე­დის­წე­რას­თან ბრძო­ლი­სას სიკ­­დი­ლის გულ­­რი­ლი მო­ლო­დი­ნი, თუ კა­რა­მა­ზო­ვე­ბის შმა­გი მის­ტი­კა. შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს რა­ღაც თა­ნა­ფარ­დო­ბა აპ­­კა­ლიფ­­სა და ტრა­გე­დი­ას შო­რის, მაგ­რამ არ­ამც და არ­ამც ტრა­გე­დი­­სა და ეპ­­ლეფ­სი­ას შო­რის. მის­ტი­ციზ­მის მთე­ლი ამ კლი­ნი­კუ­რი ფორ­მე­ბი­დან მის­ტი­ფი­კა­ცი­ის ცუ­დი სუ­ნი მო­დის.

    იბ­სე­ნის გმი­რე­ბი მო­უქ­ნე­ლე­ბი არ­­ან, მა­თი სიტყ­ვა ენ­აბ­­­ვი­ლია, ის­­ნი ყო­ველ­­ვის გა­რე­შე საგ­ნებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ხო­ლო რო­ცა ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს სიმ­ბო­ლურ მნიშ­­ნე­ლო­ბას ან­­ჭე­ბენ, ეს ძალ­ზე ნათ­ლად და უშ­­­ლოდ გა­მოს­დით. იბ­სენ­თან გა­რე სამ­ყა­რო არ­სად არ ირღ­ვე­ვა, მაგ­რამ რა­ტო­მაა ასე ძლი­­რი ეს აშ­კა­რა, თით­ქოს ხორ­­შეს­­მუ­ლი სიმ­ბო­ლო­­ბი? რა­ტომ ვთრთით, რო­ცა ბორ­­მა­ნი არ­განს იღ­ებს და ცხოვ­რე­ბას­თან შე­სა­ჭი­დებ­ლად მი­დის? და პი­რი­ქით, რა­ტომ არ გვგვრის თრთო­ლას დოს­ტო­ევ­­კის­თან კი­რი­ლო­ვის ეს სა­ში­ნე­ლი სიტყ­ვე­ბი: “შა­ტოვ, გან­გიც­დი­ათ კი ოდ­ეს­მე მა­რა­დი­­ლი ჰარ­მო­ნი­ის წუ­თე­ბი?”

    იბ­სენ­თან სამ­რეკ­ლო მუ­დამ სამ­რეკ­ლოდ რჩე­ბა, მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა ეს პირ­და­პი­რი მნიშ­­ნე­ლო­ბით, თუ მო­ცე­მუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც სიმ­ბო­ლო. სი­ნამ­­ვი­ლის ჩარ­ჩო­­ბი მის­­ვის არ ფარ­თოვ­დე­ბა გა­რეგ­ნუ­ლად, მაგ­რამ ყუ­რი მი­უგ­დეთ, რამ­დე­ნი მუ­სი­კაა უბ­რა­ლო, ცივ სიტყ­ვებ­ში. ვიდ­რე იბ­სე­ნის გმირ­თა სუ­ლებ­ში გარ­დაქ­­ნი­სათ­ვის ბრძო­ლა მი­დის, სუ­ლებ­ში რო­მელ­თა შე­სა­ხებ არ­­ფე­რი ვუწყით, ის­­ნი ცხოვ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ძველ, ნა­ცად ხერ­ხებს და სა­შუ­­ლე­ბებს იყ­­ნე­ბენ, დე­ბენ რა მას­ში მზარდ სა­­დუმ­ლო­­ბა­თა ახ­ალ თრთოლ­ვას. სიტყ­ვა­სა და ოც­ნე­ბა­ში იბ­სე­ნის გმი­რე­ბი დოს­ტო­ევ­­კის გმი­რებ­სა და ჩვე­ნი დრო­ის მის­ტი­კო­სებ­თან შე­და­რე­ბით კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი, საქ­მე­ში კი ნო­ვა­ტო­რე­ბი არ­­ან. აი, რა­ტომ არ­­ან ის­­ნი უფ­რო თე­ურ­გე­ბი, ვიდ­რე ჩვენ – ახ­ლის ქა­ლაქ­ზე მე­ოც­ნე­ბე­ნი. პოს­ტი­სად­მი პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბა მათ სიტყ­ვა­ძუნწს ხდის იქ, სა­დაც ჩვენ, ზურგს უკ­ან მოგ­­­რევს დოს­ტო­ევ­­კის მძი­მე მემ­­ვიდ­რე­­ბა და ენ­ად ვართ გაკ­რე­ფი­ლე­ბი. მაგ­რამ ხალ­ხი მათ გაჰ­­ვე­ბა, კა­რა­მა­ზო­ვებ­მა და ვერ­სი­ლო­ვებ­მა კი იც­­ან, რომ უკ­ან არ­­ვინ აედ­ევ­ნე­ბა და ეს მათ პა­სუ­ხის­­გებ­ლო­ბის­გან ათ­­ვი­სუფ­ლებს. აი რა­ტომ ეგ­­­ბი­ან, რა­ტომ უყ­­რე­ბენ ის­­ნი შემ­წყ­ნა­რებ­ლის თვა­ლით სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბის გა­ნა­თე­ბის უნ­­­და­გო­ბას, რა­ტომ ავრ­ცე­ლე­ბენ გა­ნუ­ხორ­ცი­­ლე­ბელ სა­­დუმ­ლო­­ბებს პა­ტი­­სა­ნი ად­­მი­­ნე­ბის სა­ტან­­ვე­ლად და სამ­წუ­ხა­როდ.

    იბ­სე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა არა მხო­ლოდ მყინ­ვა­რე­ბი­სა­კენ მო­წო­დე­ბა ან უფს­­რულ­ში ვარ­­ნის ას­ახ­ვაა, არ­­მედ ამ­­ვე დროს არ­ის მეც­ნი­­რე­ბა მწვერ­ვა­ლე­ბი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბის შე­სა­ხებ – ხი­დე­ბის აგ­­ბის, გრა­ნი­ტის აფ­ეთ­ქე­ბის სა­ინ­ჟინ­რო ხე­ლოვ­ნე­ბა. დაე, და­ვიწყე­ბულ იყ­ოს ზე­ას­­ლის მი­ზა­ნი. სა­შუ­­ლე­ბა­თა შეს­წავ­ლის შემ­დეგ ის­ევ გა­მოჩ­­დე­ბა მი­ზა­ნი და გა­ნიბ­ნე­ვა ცდო­მი­ლე­ბის ნის­ლი. ოქ­როს მახ­ვი­ლებ­მა უკ­ვე მა­შინ დაფ­ლი­თეს ის ნის­ლი, რო­ცა ნიც­შე მთა­ში გა­იჭ­რა იბ­სე­ნის გმი­რე­ბის მი­ერ კარ­გად გაკ­ვა­ლუ­ლი გზე­ბით. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­გეთ, რო­გო­რი თვა­ლის­მომ­­რე­ლი სიმ­დიდ­რე ბრდღვი­­ლებ­და მთა­ში ჩა­წო­ლილ ნისლს იქ­ით და რომ უკ­ვე ვე­ღა­რა­ფე­რი დაგ­ვა­კა­ვებ­და ბარ­ში. დი­ახ, არ­ის სი­ნათ­ლე! ჩვენ ეს ვი­ცით და ჩვენ­­ვის საკ­მა­რი­სია ამ­ის ცოდ­ნა. ჩვენ ჯერ შეგ­ვიძ­ლია იოლ­ას წა­ვი­დეთ იმ მრავ­ლი­საღ­­­­მე­ლი აპ­­კა­ლიფ­სუ­რი ექს­ტა­ზის გა­შე­რე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­მი­კიტ­ნო­ებ­სა ან არღ­ნის ხრინ­წი­ან ხმა­ზე გვმოძღ­­რავ­­ნენ – კე­თილ­შო­ბი­ლი მარ­ტო­­ბა ას­ვე­ნებს სა­მი­კიტ­ნოს მის­ტი­კის მარ­წუ­ხე­ბი­დან თავ­დაღ­წე­ულ სულს.

    ზა­რა­ტუს­­რას ხმა ჩვენ ახ­ლა რუ­ბე­კი­სა და ბრან­დის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ამ მკაც­რი მებ­­ძო­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი­სა­კენ გვიხ­მობს. მრა­ვა­ლი და­პი­რე­ბა გვსმე­ნია სა­მი­კიტ­ნო­ებ­ში, სა­დაც მის­ტი­კო­სე­ბი პო­ლი­ცი­­ლებს უძ­მო­ბილ­დე­ბოდ­ნენ. სა­დაც დრო­­ბი­თი არ­­ერ­თხელ გა­­სა­ღე­ბი­ათ მა­რა­დი­­ლად. იქ­ნებ დროა, გა­მო­ვემ­­ვი­დო­ბოთ ას­ეთ სი­ფარ­თო­ვეს, შევ­­ჭიდ­როვ­დეთ, შევ­ვიწ­როვ­დეთ, შე­ვიკ­რათ და იქ­ით გა­ვუყ­ვეთ მთის ბი­ლი­კებს, სა­დაც ჰენ­რიკ იბ­სე­ნის გან­მარ­ტო­­ბუ­ლი ხა­ტია.

    © “არილი”

  • პოეზია

    ლელა სამნიაშვილი

    * * *

    სოფ­ლე­ბად ქცე­ულ სა­ტახ­ტო­ებ­ში

    დარ­ჩე­ნი­ლებს – უხ­­ლა­ვი ქმნი­ლე­ბე­ბი

    გვინ­თე­ბენ და გვიქ­რო­ბენ დღემ­დე –

    სი­ნათ­ლეს. რო­ცა სი­ნათ­ლე მო­დის –

    უკ­­ნას­­ნე­ლი დი­ზა­­ნის კა­ბებ­ში,

    ზურ­­ზე მი­კე­რე­ბუ­ლი – ახ­ალ­თა­ხა­ლი,

    ცვი­ლი­თა და ბუმ­ბუ­ლე­ბით შეთხ­ზუ­ლი ფრთე­ბით –

    ეკ­რა­ნე­ბი­დან გვი­ღი­მი­ან თეთ­­­ბი­ლე­ბა

    ლა­მაზ­მა­ნე­ბი; რო­ცა სი­ნათ­ლე მი­დის –

    ვან­თებთ – ძვე­ლი და მზის­გან დამ­­ნა­რი

    ფრთე­ბის ცვი­ლის სან­­ლებს; აბ­­ზა­ნებ­ში –

    ძი­ლის წინ – ძვე­ლი გულ­მოდ­გი­ნე­ბით

    ვი­ხე­ხავთ კბი­ლებს. და მე კი მა­ინც –

    უკ­ვე მე­ოთხე გვერ­დი­თი კბი­ლი

    ამ­­ვი­ღე, – არა ფო­ტო­მო­დე­ლის მსგავ­სად –

    რომ ყვრი­მა­ლე­ბი უკ­ეთ და­მაჩ­­დეს, –

    არ­­მედ, შე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი ვარ –

    სტი­ვი, – ას­­თი ახ­ალ­გაზ­­და და უკ­ბი­ლო

    და არ ვი­ცი რას და­ვაბ­რა­ლო –

    მუ­რა­ბებს თუ გუ­დას­­ვი­რის ხმას –

    რომ დაგ­ვა­ბე­და ორ­­ვე – სიტ­­ბოს სიყ­ვა­რუ­ლიც,

    კბი­ლის ტკი­ვი­ლიც; სიყ­ვა­რუ­ლი და

    ტკი­ვი­ლი – ჩვე­ნი ტყუ­პის­ცა­ლი

    და ბე­ბე­რი და უკ­ბი­ლო სამ­შობ­ლო­­ბის.

    * * *

    უც­ხო ყო­ფი­ლა –

    ჩე­მი ძმო­ბი­ლი –

    თრო­ბის­­ვის – ყვე­ლა სუფ­რის სტუ­მა­რი;

    და მეც – სუ­ლე­ლი! –

    სულ ვა­ძა­ლებ­დი –

    ლექ­სის ღვი­ნოს და ლექ­სის პურ­მა­რილს.

    მუ­ტან­ტე­ბი

    შა­ვი მერ­ცხ­ლე­ბი, თეთ­რი გუ­ლის

    გა­რე­შე – შა­ვი და ვე­­ბა მერ­ცხ­ლე­ბი –

    გა­სულ ზაფხულს მოფ­რინ­­ნენ

    ქა­ლაქ­ში. მყის­ვე – ყვე­ლა­ზე დი­დი

    შე­ნო­ბის თა­ღებს მი­აწყ­­ნენ.

    ქროდ­ნენ შე­­ჩე­რებ­ლად. აშ­­ნებ­­ნენ

    შავ ბუ­დე­ებს. ააშ­­ნეს სტა­ლი­ნის

    ძეგ­ლის ზურ­­სუ­კან. მი­წით გა­და­ლე­სეს

    შე­ნო­ბის ყვე­ლა ბზა­რი. ტა­ლა­ხის

    ნამ­ცე­ცე­ბით ამ­­ავ­სეს ჰა­­რი. ძეგ­ლი –

    მა­თი სი­შა­ვით შეშ­ფო­თე­ბულ

    გამ­­ლე­ლებს – მშვი­დი, კმა­ყო­ფი­ლი

    გად­მოჰ­ყუ­რებ­და. სა­ხელ­­წი­ფო

    მო­ხე­ლე­­ბი ცდი­ლობ­­ნენ სწრა­ფად

    გად­მო­სუ­ლიყ­­ნენ მან­ქა­ნე­ბი­დან,

    სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აევ­ლოთ კი­ბე

    და კარ­სუ­კან მი­მა­ლუ­ლიყ­­ნენ.

    ხო­ლო მერ­ცხ­ლე­ბი – მთე­ლი ზაფხუ­ლი

    ტრი­­ლებ­­ნენ საფ­­თხედ ჰა­ერ­ში

    და ზაფხუ­ლი ისე გა­ვი­და –

    თავს არ დას­­მი­ან არ­­ვის,

    მხო­ლოდ – ქუ­ჩებ­ში და ბა­ღებ­ში –

    ხში­რად ვპო­­ლობ­დით – მკვდარ

    ჩი­ტებს – მკვდარ, ჩვე­­ლებ­რივ

    პა­ტა­რა და თეთ­­გუ­ლა მერ­ცხ­ლებს.

    * * *

    ბორ­ჯო­მის პარ­­ში – ცის კრი­­ლა

    ზოლს ავ­სე­ბენ ტკბი­ლი ღრუბ­ლე­ბი –

    ბამ­ბის ფე­რა­დი ნა­ყი­ნე­ბი:

    “ყვი­თე­ლი თუ ვარ­დის­ფე­რი?”

    პა­ტა­რა გო­გო – ვარ­დის­ფერს ირ­ჩევს

    და კა­რუ­სე­ლის ბი­ლე­თე­ბის გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი –

    ვი­ღაც მტი­რა­ლა ბი­ჭის

    გვერ­დით სვამს, უხს­ნის:

    “პა­პა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია,

    მი­წა­ზე უნ­და დარ­ჩეს” და ის კი –

    ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

    მა­­სუ­რებს, სა­ქა­ნე­ლებს, ფიჭ­ვებს დაჰ­ყუ­რებს.

    მტი­რა­ლა ბი­ჭი არ ჩუმ­დე­ბა.

    ვარ­დის­ფერ ღრუ­ბელს უწვ­დის –

    აჩ­­მებს. ამ სი­მაღ­ლი­დან

    ყვე­ლა­ზე მე­ტად – პა­პის და­ნახ­ვა უხ­­რია

    და ხელს უქ­ნევს: და­მე­ლო­დე,

    არ­სად წახ­ვი­დე. საკ­მა­რი­სია – ის –

    ვინც გიყ­ვარს – თვალს მი­­ფა­როს

    და სა­მოთხეც – შე­ნი­­ნად – შენს გარ­შე­მო –

    უც­ხოდ, ავ­ად დატ­რი­ალ­დე­ბა.

    ის იღ­ვი­ძებს: ზრდას­რუ­ლი და

    ბამ­ბის ნა­ყინს გა­დაჩ­ვე­­ლი.

    მა­მა­მი­სის რა­დი­­ში უყ­­რა­დებს

    ხალ­ხის ამ­ბავს, – სა­კუ­თარ სისხლს რომ

    ჰყი­დი­ან, რომ ბავ­­ვე­ბი­სათ­ვის

    თბი­ლი პუ­რი იყ­­დონ. ვი­სი

    ღვთა­ებ­რი­ვი ძარ­­ვე­ბი­სა­კენ მი­­დი­ნე­ბა

    ამ­დე­ნი სის­­ლი?! ან რამ­დე­ნი

    დო­ნო­რია კი­დევ სა­ჭი­რო – რომ ამ­­ავ­სოს,

    წა­მით მა­ინც აგრ­­ნო­ბი­ნოს ეს ტკი­ვი­ლი,

    ეს სურ­ვი­ლი – თბი­ლი პუ­რი­სა?!

    სამ­ყა­რო უც­ხოდ და სა­ში­შად ტრი­­ლებს.

    უკ­ვირს – მტი­რა­ლა ბი­ჭი –

    ვარ­დის­ფე­რი ღრუ­ბე­ლით ხელ­ში –

    რო­გორ სწრა­ფად ჩუმ­დე­ბა და მი­წა­ზე – თვა­ლით –

    არ­ვის ეძ­ებს; ეუბ­ნე­ბა:

    “აქ კარ­გია. კი­დევ ვიქ­რო­ლოთ!”

    * * *

    მომ­თა­ბა­რე­თა ტო­მის შვი­ლე­ბო,

    არ გა­იშ­ლე­ბა თქვე­ნი თმა – ლა­ღად;

    სხვი­სი მი­წის­­ვის მა­რად მშივ­რე­ბი –

    მუ­ზა­რა­დე­ბით შუბ­ლებს იდ­­ღავთ;

    ჩვენ ერთ­გუ­ლე­ბის ღმერ­თი გვყავს, თქვენ­­ვის –

    ოქ­რო­თი – მხო­ლოდ ფერფლს ას­წო­ნი­ან –

    აწმ­ყო­ში – თქვე­ნი ომ­ის ღმერ­თე­ბი,

    წარ­სუ­ლიც – ფერ­­ლის თა­ნას­წო­რია;

    და მო­მა­ვალ­საც – თუ გა­უს­წო­რებთ –

    მახ­ვილს, – ვერ შეძ­ლებს თვა­ლი – იგ­­ვეს:

    იქ­ით – ოქ­რო­თი აუწ­­ნა­ვი –

    კვლავ ჩვე­ნი პუ­რის ყა­ნა ბი­ბი­ნებს.

    © ”არილი”